You are on page 1of 12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხური

იურიდიული ფაკულტეტი - საჯარო სამართალი

I კურსი

“კანონიერი ინტერესის მიმართება სარჩელის დასაშვებობასთან“

ავტორი: ვაჟა დათუაშვილი

თბილისი

2019 წ

1
სარჩევი

შესავალი.............................................................................................................. 3

I. კანონიერი ინტერესის სამართლებრივი რაობა ....................................... 4

II. სასამართლო პრაქტიკა ................................................................................ 5

III. გერმანიის მაგალითი................................................................................ 9

IV. ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს


მაგალითი .......................................................................................................... 10

დასკვნა .............................................................................................................. 11

ბიბლიოგრაფია ................................................................................................. 11

2
შესავალი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი იცნობს სარჩელის


რამდენიმე სახე, რომელიც სხვადასხვა მუხლში არის ინკორპორირებული. ერთ-ერთი
სახეა აღიარებითი სარჩელი, რომელიც გათვალისიწნებულია ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 25-ე მულში და იგი შეიძლება აღიძრას სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის ან აქტის არარად აღიარების
თაობაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით


გათვალისიწინებულ აღიარებით სარჩელს აქვს დასაშვებობის კონკრეტული
წინაპირობები. სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის
შემთხვევაში ეს წინაპირობებია:

1. არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა;


2. მოსარჩელეს არ შეუძლია აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე;
3. მოსარჩელეს აღიარებითი სარჩელის დავის საგნის - სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიმართ უნდა
გააჩნდეს კანონიერი ინტერესი.1

ნაშრომის მიმდინარეობისას მიმოვიხილავ ზემოხსენებული ხასიათის


სარჩელის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობას, კერძოდ კანონიერი
ინტერესის საკითხს. შემდგომ თავებში მოყვანილი იქნება კონკრეტული
პრაქტიკული მაგალითებული ქართული სასამართლო პრაქტიკიდან თუ რას
მოიაზრებს კანონის ინტერპრეტატორი კანონიერ ინტერესსში. ასევე დავძენ
სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკას ამ საკითხთან მიმართებით და
ასევე სასამართლოს საქმეებს, რომელშიც იგი უფრო ვრცლად არის
განმარტებული.

დასკვნის სახით შემოგთავაზებთ ჩემ პირად დამოკიდებულებას კანონიერი


ინტერესის ხასიათსა და რაობაზე და მის მიმართებაზე სხვადასხვა ყოფით
ინტერესებთან.

1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 25 იხ:


<https://matsne.gov.ge/ka/document/view/16492?publication=72> ნახვა 23.06.2019

3
I. კანონიერი ინტერესის სამართლებრივი რაობა

უპირველესად აღსანიშნავია, რომ კანონიერი ინტერესი არ არის განყენებული


ტერმინი და იგი კავშირშია ისეთ პროცესუალურ ეტაპთან, როგორც არის საკუთარი
დარღვეული უფლების სამართალწარმოების წესით დაცვასთან. ეს შესაძლოა
უკავშირდებოდეს, როგორც მოსარჩელის სამართლებირივი, ეკონომიკური და სხვა
მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.2 სწორედ საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე გადის ზღვარი კანონიერი და სხვა
ინტერესების გამიჯვნისას. კანონიერი ინტერესის სამართლებრივი საფუძველი
შეიძლება იყოს სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტი,3 ადმინისტრაციული
ორგანოს დაპირება, ან ადმინისტრაციული ხელშეკრულება.4 დღევანდელობაში,
როდესაც სამყარო უფრო და უფრო მატერიალუსტური ხდება სასამართლოსთვის დიდ
სირთულედ წარმოესახება კანონიერი ინტერესის დადგენის საკითხი. ამას მოწმობს
ქართული სასამართლო პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ
კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას. იურიდიული
(პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება თვითმიზანი არ არის. იგი
მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება,
იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, თუ სახეზეა
მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი),
უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება.
ამასთანავე, ხსენებული არ ნიშნავს იმას, რომ მატერიალური უფლების არარსებობის
შემთხვევაში სუბიექტის პროცესუალურ უფლებას არ გააჩნია რაიმე ღირებულება.
პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში
მდგომარეობს. ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე
სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამდენად,
პროცესუალურ ინტერესს და უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს იმის
მიუხედავად, აქვს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას კანონისმიერი საფუძველი.

2ადმინსიტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი; მაია


კოპალეიშვილი, პაატა ტურავა, ირმა ხარშილაძე, ხათუნა ლორია, თამარ გვარამაძე, თამარ ღვამიჩავა,
თბილისი, თბილისი, 2018 წ. გვ 303, ნახვა 23.06.2019
3 Rolf Schmidt, Verwaltungsprozessrecht, 7. Auflage, 2003.,S. 180

4 ადმინსიტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ

სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა 2008 წ, გვ 344 ნახვა 23.06.2019

4
ინტერესის არსებობის ვარაუდი საკმარისია სარჩელის დასაშვებობის გადასაწყვეტად.5
მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ
მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ
დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული,
ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა
გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას
კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების ბოროტად გამოყენება
კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად ან მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი
მიადგეს სხვას, ეს მხარის ზნეობრივი ვალდებულებაცაა. კანონიერი ინტერესის
საფუძველი შესაძლოა განივრცოს, ერთი მხრივ, ის მჭიდრო კავშირშია პირად
უფლებებსა და თავისუფლებებთან და ასევე, შესაძლოა, იურიდიული ინტერესის
სახით წარმოგვიდგეს, როგორც ეს სამოქალაქო პროცესის აღიარებით სარჩელშია
მითითებული.6 ე.ი. უმთავრესია, რომ კონკრეტული ინტერესი სამართლებრივი
ნორმებით იყოს დაცული.

II. სასამართლო პრაქტიკა

ფაქტობრივი ისტორია, საქმე №ბს-857(კს-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი7

მოსარჩელე ქ. ყ-ი ითხოვს მისი გარდაცვლილი მეუღლის (რომელთანაც არ


ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში) პოლიციელად აღიარებას (აღიარებითი
სარჩელი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფოს
კომპენსაციის დანიშვნის საკითხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან
მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების
კომისიაზე განსახილველად გატანის დავალება მოითხოვა.

5 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №ბს-383-377(კს-15)


6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი
7 საქართველოს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქმეზე №ბს-

857(კს-18) ოქტომბერი 26, 2018

5
პროცესუალური ისტორია

ა)პირველი ინსტანცია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის


4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის
მეუღლე - გ. ბ-ი აღიარებული იქნა პოლიციელად; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება, რომლის შესაბამისადაც,
სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხი გატანილი იქნება საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების
ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად.

ბ)სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის


2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის
გადაწყვეტილება და ქ. ყ-ის სარჩელზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული


საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ამბობს რომ , აღიარებითი
სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი
ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის
კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული


საპროცესო კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლების ანალიზის თანახმად, იმისათვის, რომ
პირმა აღძრას აღიარებითი სარჩელი ან სარჩელი მოპასუხისათვის ქმედების
განხორციელების დავალდებულების თაობაზე, აუცილებელია აღიარებითი სარჩელის
მიმართ მას ჰქონდეს კანონიერი ინტერესი, ანუ ასეთი სარჩელით ხდებოდეს მისი
კანონით დაცული უფლებების რეალიზება, მისი დარღვეული უფლებების დაცვა,
ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განუხორციელებლობით
მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო
(ინდივიდუალური) ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ქ. ყ-ი არ წარმოადგენდა გ. ბ-


თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ამიტომ იგი ვერ ჩაითვლება გ. ბ-ის

6
ოფიციალურად რეგისტრირებულ მეუღლედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
1106-ე მუხლის შებამისად, რის გამოც მას არა აქვს უფლება გ. ბ-ის გარდაცვალების
გამო მოითხოვოს კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად,
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ყ-ს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი გ. ბ-ის
პოლიციელად აღიარების (აღიარებითი სარჩელის) მიმართ და ასევე, მოპასუხე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა, ანუ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად
გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად
სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხის არ გატანა ვერანაირ პირდაპირი და
უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ
უფლებებსა და ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ


ქ. ყ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ როგორც მოსარჩელე


მიუთითებს, მასსა და გ. ბ-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. აქედან
გამომდინარე, გ. ბ-ის შვილს ან მის მეურვეს/მზრუნველს (ბავშვის არასრულწლოვანების
შემთხვევაში) უფლება აქვს იმავე მოთხოვნებით მიმართოს შესაბამისი ინსტანციის
სასამართლოს.

გ)საკასაციო სასამართლო

აღნიშნულ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი


სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელია სარჩელის მიმართ მოსარჩელის კანონიერი
ინტერესის არსებობა. თავისებურება განპირობებულია იმით, რომ ამგვარი სარჩელის
აღძვრის საფუძველს არა ნებისმიერი, არამედ პირის იურიდიული დაინტერესება
წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული ინტერესი კონკრეტული, ლეგიტიმური და
პატივსადები უნდა იყოს. აღიარებითი სარჩელი მოსარჩელეს მისი კონკრეტული
უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის კანონიერ
შესაძლებლობასა და აღნიშნულით იურიდიული მნიშვნელობის მქონე სარგებლის
პოტენციურად მიღების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების


მოთხოვნის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას, ასეთ შემთხვევაში
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განუხორციელებლობით

7
მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირი და უშუალო
(ინდივიდუალური) ზიანი უნდა ადგებოდეს.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლებიდან


გამომდინარე მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ყ-სა და გ. ბ-ს
ერთმანეთთან რეგისტრირებული ქორწინება არ აკავშირებდათ, განსახილველ
შემთხვევასთან მიმართებით, ისინი სამართლებრივად, სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების მიზნებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის
შესაბამისად, მეუღლეებად ვერ იქნებიან მიჩნეული. ხსენებული გარემოების
საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი პოტენციური სარგებლის მიღების უფლებით
უნდა აღიჭურვებოდეს. თავის მხრივ, გ. ბ-სა და ქ. ყ-ს შორის სამართლებრივი კავშირის
- რეგისტრირებული ქორწინების არარსებობა გამორიცხავს ქ. ყ-ის შესაძლებლობას,
მიიღოს გ. ბ-ის გარდაცვალების შედეგად საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ
კომპენსაციის მიღებაზე არაუფლებამოსილ სუბიექტს ზემოხსენებული შედეგების
გათვალისწინებით, არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის - გ. ბ-ის პოლიციელად
აღიარების მიმართ კანონიერი ინტერესი გააჩნდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის


მიმართ კანონიერი ინტერესის არარსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ ქმედების განუხორციელებლობა, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის
დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად სახელმწიფოს კომპენსაციის
დანიშვნის საკითხის გატანის განუხორციელებლობა პირდაპირ და უშუალო
(ინდივიდუალურ) ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და
ინტერესებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ქ. ყ-


სა და გ. ბ-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, რაც საქმის მასალებით
არის დადასტურებული. დადგენილია ისიც, რომ სასამართლოსათვის მიმართვის
მომენტისათვის მათი შვილი სრულწლოვანი იყო. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა
სასამართლოს მხრიდან ვერ დაექვემდებარებოდა შვილის ინტერესების საფუძველზე,
როგორც მისი კანონიერი წარმომადგენლის, სასამართლოსადმი მიმართვის
შემთხვევად განხილვას.

8
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის
26 დეკემბრის განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ
წინამძღვრებს, რის გამოც ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და
უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება.

ჩემი გადმოსახედიდან, კატეგორიულად არ ვეთანხმები აღნიშულ


გადაწყვეტილებას რამდენიმე კუთხით:

1. მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელე და გარდაცვლილი მეუღლე არ


იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში ეს არ ნიშნავს რომ ისინი
ოჯახური ცხოვრებით არ იყვნენ დაკავშირებული. ევროპული კონვენციის მე-8
მუხლი რომელიც პირადი ცხოვრების პატივისცემას მოიაზრებს, თავის დაცულ
სფეროში აერთიანებს ისეთ არარეგისტრირებულ ქორწინებას როგორიც ამ
კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს მოცემული. საქმეზე Kroon v. Netherlands
სასამართლომ განმარტა, რომ ოჯახური ხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ
ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება ასევე მოიცავდეს
DeFacto კავშირებსაც.8
2. ამის გათვალისწინებით, სახეზე გვაქვს იურიდიული ინტერესი ვინაიდან
სამართლებრივი მოწესრიგების ურთიერთობაში იმყოფებოდნენ პირები,
კერძოდ ირიბი მსხვერპლი რომელიც დაობს თავისი, როგორც მეუღლის
სამართლებრივი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამდენად, სახეზე გვაქვს
უფლებამოსილი სუბიექტი.

III. გერმანიის მაგალითი

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში, აქტის არარად აღიარების ინტერესიდან


გამომდინარე, მითითებულია ძალაში მყოფ და ძალაში არმყოფ აქტებს შორის
განსხვავებაზე. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ
არის კანონით დადგენილი წესით ძალაში შესული/გამოქვეყნებული, მაშინ ეს ნიშნავს,
რომ ის იურიდიულ ზემოქმედებას ვერ ახდენს/იურიდიული ძალის არმქონეა (“არარა

8 Kroon v the Netherlands (ECtHR) Series A No 297-C 43.

9
აქტია”).9 ამ მოსაზრებით მის მიმართ დაიშვება აქტის არარად აღიარების შესახებ
სარჩელი, მაგრამ გერმანიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს
გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ დასაშვებია ჩვეულებრივი, ზოგადი სახის
აღიარებითი სარჩელი, რამდენადაც ამ შემთხვევაში აქტის ბათილად ან
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელი, ან მავალდებულებელი სარჩელი
არ აღიძვრება. გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება,
რომ დაუშვებელია სარჩელი ნორმატიული აქტის არარად აღიარების შესახებ.
გერმანიის კანონმდებლობა ნორმატიული აქტების მიმართ იცნობს ნორმის
კონტროლის შესახებ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის უმაღლესი
ადმინისტრაციული სასამართლო ამოწმებს არის თუ არა ნორმატიული აქტი კანონიერ
ძალაში (კანონიერი). თუ სასამართლო დაადგენს, რომ ნორმატიული აქტი არ არის
კანონიერ ძალაში(უკანონოა), მაშინ აცხადებს მას არარად.10 გერმანიის
კანონმდებლობის თანახმად აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ
პირობად მიიჩნევს სუბიექტურს ანუ კანონიერი ინტერესს.

IV. ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს


მაგალითი

ევროპული კონვეცნიის 35 (3) მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელის წნააღმდეგ


დარღვეული უნდა იყოს კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით დაცული
უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება, პირადი
ცხოვრების პატივისცემის თუ სხვა.11 შესაბამისად, კონკრეტული განაცხადი, რომელიც
ევროპულ სასამართლოში შედის განსახილველად, დასაშვებობის ეტაპზე მოწმდება
თუ რამდენად მიემათება შემთხვევა კონვენციით ან მისი ოქმებით
გათვალისწინებული უფლების სფეროს. ამდენად თუ ჩვენ მსჯელობთ, რომ
მოთხოვნას არ გამომდინარეობის კონვენციიდან ან დამატებითი ოქმებიდა, იგი ვერ
გახდება სასამართლოს განსჯის საგანი. ეს მიემართება კანონიერი ინტერესის საკითხს

9Verwaltungsprozessrecht., 4. Auflage., München., 2000., S.349.


10 ადმინსიტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო, მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ
სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა 2008 წ, გვ 362 ნახვა 23.06.2019

11ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ევროპული კონვენცია 35-ე მუხლი. (ევროპის


საბჭო, 1950)

10
და სასამართლო ადგენს, რომ თუ კანონიერი ინტერესი არ არის სახეზე ამ შემთხვევაში
ვერ იქნება დაშვებული კონკრეტული საჩივარი.

დასკვნა

ქართული პრაქტიკის ანალიზის ეტაპზე ირკვევა, რომ მხარეს უნდა გააჩნდეს


დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული
ინტერესი. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი,
დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები,
მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი
სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია
ამ უფლების ბოროტად გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად ან
მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ეს მხარის ზნეობრივი
ვალდებულებაცაა. უცხოური პრაქტიკის ანალიზის ეტაპზე ირკვევა, რომ დავა უნდა
გამომდინარეობის სამართლებრივი დოკუმენტიდან ან თუნდაც ამინისტრაციული
ორგანოს დაპირებიდან, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი
სამართალწარმოების დაწყების.

ბიბლიოგრაფია

ბს-857(კს-18) (საქართველოს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა


პალატა ოქტომბერი 26, 2018). Retrieved from
http://prg.supremecourt.ge/DetailViewAdmin.aspx

Kroon v the Netherlands, No 297-C 43 (ECtHR ოქტომბერი 27, 1994).

ევროპის საბჭო. (1950, ნოემბერი 4). https://www.echr.coe.int. Retrieved from


https://www.echr.coe.int/Documents/Admissibility_guide_ENG.pdf

11
მაია კოპალეიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე, ეკატერინე ქარდავა, პაატა ტურავა,. (2008).
ადმინისტრაციული საპროცესო სამართლი სახელმძღვანელო. (პაატა ტურავა,
Ed.) თბილისი, საქართველო: გამომცემლობა სიესტა. Retrieved from
http://lawlibrary.info/ge/books/giz2008-ge-lehrbuch-zum-
verwaltungsprozessrecht.pdf?fbclid=IwAR0hlFl-
_krONYyyvfQeQA6oHeNQr63A3gy0KbsBrvUk9i0Lb55aN5e3wzk

მაია კოპალეიშვილი, პაატა ტურავა, ირმა ხარშილაძე, ხათუნა ლორია, თამარ


გვარამაძე, თამარ ღვამიჩავა,. (2018). ადმინსიტრაციული საპროცესო
სამართლის სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი. თბილისი, საქართველო:
გამომცემლობა "იურისტების სამყარო". Retrieved ივნისი 23, 2019

საქართველოს პარლამენტი. (1997, ნოემბერი 14). https://www.matsne.gov.ge. Retrieved


from https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/29962

საქართველოს პარლამენტი. (1999). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო


კოდექსი.

12

You might also like