You are on page 1of 11

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

იურიდიული ფაკულტეტი - საჯარო სამართლის მიმართულება

მაგისტრატურის საფეხური - I კურსი

ვაჟა დათუაშვილი

„პოლიტიკური პარტიები პარლამენტარიზმში“

თბილისი

2018 წლის 15 დეკემბერი

1
სარჩევი

შესავალი ..................................................................................................................... 3

I. პარლამენტარიზმის მოკლე მიმოხილვა ....................................................... 4

II. „პოლიტიკური პარტიის“ მნიშვნელობა, მისი სახეები და ფუქციები........ 4

1. „პოლიტიკური პარტიის“ მნიშვნელობა......................................................... 4


2. პოლიიკური პარტიის სახეები .......................................................................... 5
3. პოლიტიკური პარტიის ფუნქციური მახასიათებლები ................................ 8
III. პოლიტიკური პარტიების როლი პარლამენტარიზმის განვითარებაში .... 9

დასკვნა...................................................................................................................... 10

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................ 11

2
შესავალი

წარმომადგენლობის პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფოსა და


საზოგადოებას შორის არსებული რგოლი უდავოდ წარმოადგენს
პოლიტიკური მმართველობის ჩამოყალიბების პრობლემების ყველაზე
სტაბილურ და ეფექტიან გამოსავალს. აღსანინავია, რომ პოლიტიკური
პარტიები არიან ცენტრალური აქტორები ხელისუფლების ინსტიტუციურ
მოწყობაში. ისინი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესების დაცვით
და გადაწყვეტილებების მიღებით ახორციელებენ პოლიტიკური სისტემის
ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, ხმებისა და სახელისუფლებო მანდატის
მოპოვების პროცესში ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების
ინიციატორებად გვევლინებიან როგორიცაა: სოციალური ინტერესების
გაერთიანება ან გახლეჩა, პოლიტიკური ელიტის შეკრება და პოლიტიკური
პრგრამებისა და ალტერნატივების ფორმულირება. პოლიტიკური პარტიები
არიან განსაკუთრებული დამაკავშირებელი შუა რგოლი საზოგადოებასა და
პოლიტიკურ ელიტას შორის.
პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაცია მოიაზრებს, როგორც
სამართლებრივ ასევე პოლიტიკური პროცესების განხორციელებას. ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს მჭიდრო
კავშირში განიხილავს პლურალიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპების
დამყარების და განხორციელების კუთხით და განმარტავს, რომ თავისი
ბუნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები არიან ერთადერთი
ორგანოები, რომლებიც დემოკრატიულ საწისებზე დაყრდნობით და მაღალი
ლეგიტიმაციის გათვალისწინებით შესაძლოა ხელისუფლების სათავეში
მოექცნენ. ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა ქვეყანაში დამყარებულ რეჟიმზე
ზემოქმედების.
ნაშრომის მიმდინარეობისას პირველ თავის შინაარსში განმარტებული
იქნება პარლამენტარიზმის საწყისები და მისი მახასიათებლები, მეორე თავში
პოლიტიკური პარტიის დეფინიცია, მისი სახეები და ფუქციური
კომპონენტები. მესამე თავში განხილული იქნება საზოგადოდ პოლიტიკური
პარტიის როლი პარლამენტარიზმის მოდელში. ხოლო დასკვნის სახით კი,
საბოლოოდ, შევაჯამებ ჩემ მიერ გამოკვლელულ საკითხის სამართლებრივ
ასპექტებს.

3
I. პარლამენტარიზმის მოკლე მიმოხილვა

საგულისხმოა როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების როლზე,


საწყის ეტაპზე დავახასიათოთ თუ რა ძირეულ პრინციპებსა და მმართელობით
მიდგომაზე არის დამყარებული პარლამენტარიზმის მოდელი. დუალისტური
ანუ კლასიკური თეორია ემყარება ხელისუფლების თანასწორობისა და
თანამშრომლობის პრინციპს უფრო კონკრეტულად კი პარლამენტსა და
სახელმწიფოს მეთაურს შორის.1 იგი დამყარებულია სახელისუფლებო
ინსტიტუტების ფუნქციონირების საწყისებზე. თუმცა ამ თეორიის
დახასიათება შეგვიძლია უფრო მარტივი ფორმულითაც - რომ ეს მოდელი
ყალიბდება სამთავრობო კაბინეტის გარშემო, რომელიც აღმასრულებელ და
საკანონმდებლო ორგანოებს „შერევის გარშემო აკავშირებს და მიემართება
ერთის მხრივ არაგანჭვრეტად კონცეფციას: ორი ხელისუფლება და სამი
ორგანო.2 მონისტური თეორიის მიმდევრები კი აღნიშნავდნენ, რომ ამ რეჟიმში
წონასწორობა უფრო საპარლამენტო უმრავლესობასა და მისგან შემდგარ
მთავრობას შორის მყარდებოდა. აგრეთვე ამ თეორიის მიხედვით,
პარლამენტარიზმის ერთადერთ კრიტერიუმად მიიჩნევა საპარლამენტო
პასუხისმგებლობა.
აქვე დავსძენ, რომ ეს ორი თეორია უნდა განვიხილოთ ერთმანეთის
შემავსებლად, ვინაიდან ერთი დაფუძნებულია ხელისუფლების შტოების
უფლებრივი მოცულობის თანასწორობაზე, ხოლო მეორე ამ კონცეფციის
გარანტორ საპარლამენტო პასუხისმგებლობის შემოღების აუცილებლობაზე,
რაც პარლამენტარიზმს უფერო ეფექტიანს და ქმედითს ხდის.

II. „პოლიტიკური პარტიის“ მნიშვნელობა, მისი სახეები და ფუქციები

1. „პოლიტიკური პარტიის“ მნიშვნელობა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს


მჭიდრო კავშირში განიხილავს პლურალიზმისა და დემოკრატიულობის
პრინციპების დამყარების და განხორციელების კუთხით და განმარტავს, რომ
თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიები არიან ერთადერთი
ორგანოები, რომლებიც შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ასევე მათ აქვთ
შესაძლებლობა ქვეყანაში დამყარებულ რეჟიმზე ზემოქმედების.

1
G.Burreau, Le regime parlementaire dans les constitutions eurorpeennes dapres guerre, Paris, 1932, p.84
2
René Capitant, "Régime parlementaire"Mélanges Carré de Malbergm Paris, 1933, p.33

4
პოლიტიკური პარტიები სხვა ორგანიზაციებისგან, რომლებიც პოლიტიკურ
არენაზე გამოდიან განსხვავდებიან ამომრჩევლებისთვის იმ საერთო
სოციალური მოდელის შეთავაზებით და მათი შესაძლებლობით, რომ
ზემოხსენებული მოდელი დანერგონ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. 3
პოლიტიკური პარტია თანამედროვე პოლიტიკისა და მმართველობის
მოდელის მთავარი ღერძია. იგი არის დემოკრატიის იარაღი თუ ტირანიისა და
ჩაგვრის წყარო - სულ ერთია, ის მაინც აუცილებელია გროლია სახელმწიფოსა
და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
ზოგადად პოლიტიკური პარტია შესაძლოა შემდეგ ნიშნებს
ითვალისწინებდეს:
 ადამიანთა თავისუფალი, ნებაყოფლობითი, შედარებით სტაბილური
ორგანზიაცია;
 აქვს პოლიტიკური დოქტრინა;
 სხვა ორგანიზაციებისვის ხმების დაგროვებაში კონკურენციის გაწევის
უნარი;
 ხალხის ინტერესების წარმომადგენელი;
 ხელისუფლების მოპოვებისკენ სწრაფვა.

2. პოლიიკური პარტიის სახეები

როგორც წესი პოლიტიკური პარტიები შემდეგი პრინციპებით სხვადასხვა


ნიშნით ჯგუფდებიან:

 საკადრო და სახალხო პარტიები;


 წარმომადგენლობითი და ე.წ „დამრაზმავი პარტიები;
 კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიები;
 მემაცხენე და მემარჯვენე პარტიები.4

ყველაზე ხშრიად პარტიები საკადრო და სახალხო პარტიებად იყოფიან.


თავდაპირველის ჩამოყალიბებას მჭიდროდ უკავშირებენ იმ პერიოდს,
როდესაც ხმის მიცემის უფლება შეზღუდული იყო. საკადრო პარტიის
თვალსაჩინო მაგალითია სსრკ-ს კომპარტია, ნაცისტური პარტია გერმანიაში,
იტალიის ფაშისტური პარტია და დღევანდელი ჩინეთის კომპარტია. ასეთი
ტიპის პრტიებს განმასხვავებელი ნიშანი მასში პოლიტიკურად აქტიური

3
Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos 41340/98, 41342/98, 41343/98, and
41344/98, § 99, ECHR 2003-II
4
A. Heywood, Politics, თბილისი, 2008, გ. 346.

5
ელიტის გადამწყვეტი როლია. სწორედ ის იღებს საუთარ თავზე მასების
იდელოგიის წინამძღოლობას. მეორეს მხრივ სახალხო პარტიისთვის
უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი მომხრეს მოზიდვა და ფართო
საარჩევნო საყრდენის შექმნა. იგი ორიენტირებულია საზოგადოებაში
გაბატონებული ინტერესების მხარდაჭერისა და აქტიური
პოპულარიზაციისკენ.
„წარმომადგენლობით“ და „დამრაზმავ“ პარტიებზე საუბრისას კი
აღსანიშნავია, რომ პირველი ტიპის გაერთიანება მიზნად ისახავს არჩევნებში
მიღებული ხმების დაცვას, შესაბამისად არა საზოგადოებრივი აზრის
ფორმირებას. იგი ხალხის მობილიზებაზე წინ საზოგადოებრივი აზრის
გამოკვლევას აყენებს. ამას კი მივყავართ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ
წარმომადგენლობითი პარტიები ძალაუფლებაზე დახარბებულ იმგვარ
არებებად მიიჩნევიან, ვისთვისაც სულ ერთია რა პოლიტიკა მოუტანთ
წარმატება არჩევნებში. „დამრაზმავ პარტიებს კი ახასიათებთ არა
საზოგადოების განწყობაზე პასუხი, არამედ ამ განწყობის შექმნა (ძირითაად
პოპულისტური განცხადებების გაკეთებით). მათ სურთ დარაზმონ
გაათვიცნობიერონ მასები და არა უბრალოდ გამოეხმაურონ მათ მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ იგივე გზას დაადგა გაერთიანებული სამეფოს
კონსერვატიური პარტია მარგარეტ ტეჩერის მეთაურობით, რომლის
პოლიტიკა გადასახადების შემცირებას, მეწარმეთა წახალისებას, პიროვნული
პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ხელისუფლების ძალების მოთოკვას
მიემართებოდა.5
კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიებს შორის განსახვევების
ჩამოყალიბებისას უპირველესად აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური
პარტიები აღიარებენ სხვა პარტიათა უფლებებსა და პრეტენზიებს, ცნობენ და
პატივს სცემენ საარჩევნო კონკურეციის პირობებს და მიმართულნი არიან
სახელმწიფოში სამართლებრივად დადგენილი ღირებულებების დაცვისკენ.
მაშინ როდესაც რევოლუციური პარტიები სისტემისა და კონსტიტუციას
დაპირისპირბეული ორგანიზაციები არიან. ხელისუფლების მოსაპოვებლად
არ ერიდებიან არც დაუმორჩილებლობასა და სახალხო აჯანყებას. ეს
სულისკვეთება დაკუთრივ ტერმინ „რევოლუციაშიც“ იგრძნობა, რომელიც
თავის თავში მოიაზრებს ხელისუფლების ცვლილებას მისი დამხობის
ფორმატით. და ბოლოს, პარტიები ერთმანეთისგან იდეოლოგიითაც
განსხვავდებიან მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებად.
არავინ დაობს იმ ფაქტზე, რომ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება
დემოკრატიულობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, თუმცა სხვა
მრავალი დატვირთვისგან, რომელიც ამ პლურალისტულ პროცესს გააჩნია,

5
Ibid.

6
გამოსარჩევია, რომ არჩევნები ასევე საფუძველს უყრის პარტიების დაყოფას
ოპოზიციის და მმართველი პარტიის ტიპური თვალსაზრისით.
დიდი ბრიტანეთში მმართველი პარტიის განმარტება განისაზღვება
საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის სახელით, რომელთაგან
შემდგომ პრემიერ მინისტრი აყალიბებს მთავრობას. მმართველი პარტია არის
პასუხისმგებელი საშიანო თუ საგარე კურსის დასახვის, აგრეთვე მთელი რიგი
პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესების წარმოებისთვის. იგი
განსაზღვრავს ქვეყნის ეფეტიანი განვითარების საფუძველს და მისი მიღწევის
შესაძლებელ მეთოდებს.6
რაც შეეხება იმ პარტიას რომელიც დამარცხდა საყოვეთაო არჩევნებში,
ზოგადი განმარტებით ოპოზიციური პარტიები განიხილებიან, როგორც
უმცირესობაში მყოფი პარტიები, რომელთაც არ უპყრიათ მმართველობითი
ძალა, თუმცა მოქმედებენ მთავრობის მიერ განხორციელებული აქტების
შემოწმების მიზნით.7
დოლოს შეხედულებით ოპოზიციური პარტია განიმარტება როგორც -
პარტიზანი პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც შექმნილები არიან, რათა
განზრახ, მწვავედ აპელირება განახორციელონ მმართველი პარტიის
უფლებასოლიბების გადაჭარბებულ მოქმედებებზე, რომელიც უკავშირდება
როგორც საკანონმდებლო, ასევე საპრეზიდენტო ხელისფლების
განხორციელებას.8
შმიცისთვის ჭეშმარიტი ოპოზიციური პარტია არის საჭირო მექანიზმი
დემორატიის, ტოლერანტობისა და ნდობის დასამყარებლად, რომლის
მიხედვით მოქალაქეებს აქვთ აზრთა სხვადასხვაობის მშვიდობიანად
მოგვარების შესაძლებლობა.9 იგი ასევე დასძენს, რომ მმართველ ძალასა და
ოპოზიციურ ძალას შორის გასხნავება ისეთივე ძველია, როგორც საკუთრივ
პოლიტიკური დემოკრატიულობა.
მსგავსი მიდგომაა დაფიქსირებული გერმანიის კონსტიტუციით, სადაც
არ არ ის დაკონკრეტებული ოპოზიციური პარტიის განსაზღვრება თუმცაღა
ზოგადად საუბრობს პოლიტიკური პარტიის დარსებისა და ფუნქციონირების
პრინციპებზე.10

6
<https://www.parliament.uk/about/mps-and-lords/principal/government-opposition/> ნახვა 20.12.2018
7
Alban S. K. Bagbin, The Role, Rights and Responsibilities of the Opposition ხელმისაწვდომია:
<http://www.cpahq.org/uploadedFiles/Programmes_and_Activities/Professional_Development/Role%20
of%20Opposition%20in%20Ghana's%20Democracy%20.pdf> ნახვა 22.12.2018
8
Emmanuel Dolo, “Opposition parties: Benefits and Challenges in Buildin.g Democracy”, The
Perspective, Atlanta, გვ. 1-8, 20 October 2006. ხელმისაწვდომია:
<http://www.theperspective.org/articles/1020200602.html> ნახვა 22.12.2018
9
Gerald Schmitz, “The Opposition in A Parliamentary System “Political and Social Affairs Division, BP-
47E, December 1988.
10
მუხლი 21(1) <https://www.btg-bestellservice.de/pdf/80201000.pdf> ნახვა 22.12.2018

7
3. პოლიტიკური პარტიის ფუნქციური მახასიათებლები

იმ ტაპზე როდესაც დავახასიათეთ პარტიის ტიპები, საჭიროა


გავაანალიზოთ თუ რაში მდგომარეობს პოლიტიკური პარტიების ფუნქციური
დანიშნულება. ამ საკითხის განზოგადება არასწორი იქნებოდა, გამომდინარე
იქედან, რომ ქვეყნების პოლიტიკური სისტემა და მმართვლობის პრინციპები
ტიპობრივად განსვავებულია. თუმცა ზოგადი თვალსაზრისით შესაძლებელია
გამოვყოთ შემდეგი ფუნციური მახასიათებლები:

 წარმოამდგენლობითობა;
 პოლიტიკური ელიტის შექმნა;
 მიზნის გამოკვეთა;
 პოლიტიკური ინტერესების განსაზღვრა;
 ურთიერთობის დამყარება და მობილიზაცია;
 მთავრობის ფორმირება. 11

პარტიის წარმომადგენლობითობა და პოლიტიკური ელიტის შექმნა


გამოიხატება მარტივი კონცეფციით. პარტიები მიმართულნი არიან
საზოგადოებაში წარმოქმნილი ინტერესების პოლიტიკურად და აკადემიურად
წარმოჩენას და მათ პრაქტიკაში გატარებას. ეს კი მხოლოდ მაშინ არის
შესაძლებელი როდესაც ქვეყნის მასშტაბით ერთ გუნდათ შემოიკრიბება
პოლიტიკურად გამოცდილი და საღად, ცივილურად მოაზროვნე
საზოგადოების წევრები. პოლიტიკური ელიტის სახელით ცნობილი ჯგუფის
შექმნა და დროდადრო მისი ახალი წევრებით შევსება და გაჯანსაღება კიდევ
უფრო სრულყოფს პოლიტიკურად სტაბილური მდგომარეობის განტკიცებას.
მობილიზაციის პირობებში პოლიტიკური პარტიები ურთიერთობებს
ამყარებენ საჯარო და კერძო სექტორთან, რომლებიც მნიშვნელოვანწიად
განსაზღვრავენ პოლიტიკურ მოცემულობას სახელმწიფოს შიგნით. თავიანთი
უფლებამოსილების ფარგბელში ისინი მომართულები არიან გააფართოვონ
მათი საქმიანობის არეალები და შედარებით უფრო დიდი ზეგავლენა
მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება თუ განვითარებაზე. და
ბოლოს, აღსანიშნავია პარტიების როლი მთვრობის ფორმირებაში. სორედ
პარტიები მატებენ ხელისუფლებას სიმყარესა და მთლიანობის ხარისხსს -
მითუმეტეს როდესაც მთავრობის წარმომადგენლები საერთო ინტერესებითა
და მიზნებით გამსჭვალული ერთი პარტიის წევრები არიან, რომელთაც
იდენტური ხედვები და სიმპათიები გააჩნიათ. პარლამენტარიზმთან

11
F. Castle and R. Wildman, The future of party government, vol 1, Berlin, 1986 p. 68.

8
მიმართებით საგულისხმოა, რომ სწორედ პარტიები უზრუნველყოფენ
თანამშრომლობას ხელისუფლების ორ უმთავრეს შტოს - საკანონმდებლოსა
და აღმასრულებელს შორის. სწორედ საპარლამენტო მოდელში არის
წინაპირობა ხელისუფლების დაკომფლექტება საკანონმდებლო ორგანოში
უმრავლესობით მოსული პარტიისა თუ პარტიების მიერ.12

III. პოლიტიკური პარტიების როლი პარლამენტარიზმის განვითარებაში

საფრანგეთის კონსტიტუციის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები და


ჯგუფები ხელს უწყობენ საარჩევნო უფლების განხორციელებას. ისინი უნდა
ჩამყალიბდნენ და განახორციელონ საკუთარი საქმანობა თავისუფლად. მათ
პატივი უნდა სცენ ეროვნულ სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ
პრინციპებს. 13

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Refah Partisi


(the Welfare Party) and Others v. Turkey დაადგინა, რომ პოლიტიკურ პარტიას,
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია განხორციელოს
ცვლილებები კანონში ან/და სახელმწიფოს კონსტიტუციურ და
სამართლებრივ წესწყობილებაში ორი პირობის დაკმაყოფილების
შემთხვევაში: ა) გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს კანონიერი და
დემოკრატიული ბ) ცვლილება თავისთავად უნდა იყოს შესაბამისობაში
ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებთან.14 იმ ეტაპზე, როდესაც
პარლამენტარიზმი დაფუძნებულია მთავრობის შტოებს შორის
თანასწორობასა და თანამშრომლობაზე, პრაქტიკული თვალსაზრისით ამ
პროცესის განხორციელება პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე შეუძლებლად
წარმომიდგენია. ზემოხსენებული კონსტიტუციების ტექსტები კიდევ უფრო
სრულყოფენ იმ პრეზუმციას, რომ პოლიტიკური პარტიები შეადგენენ
ხელისუფლების შტოებს, რომლებიც საყოველთაო არჩევნების შედეგად არიან
არჩეულები და ამავდროულად ისინი უზრუნველყოფენ ერთმანეთში ძალთა
დაბალანსებას, პოლიტიკური წესების შემოღებასა, ჯანსაღი საზოგადოებრივი
აზრის წარმოჩენასა და პლურალიზმის დამკვიდრებას.
აქვე დავსძენ, რომ პარლამენტარიზმის ერთ-ერთი შემადგენელი
კომპონენტია სახელმწიფო მეთაურის მიერ საარბიტრაჟო ფუნქციების

12
Graham, B.D, Representation and party politics: A comparative perspective, Oxford, 1993 p.78
13
ხელმისაწვდომია:<https://www.constituteproject.org/constitution/France_2008.pdf?lang=en>
მუხლი 4, ნახვა 20.12.2018
14
Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], nos 41340/98, 41342/98, 41343/98, and
41344/98, § 99, ECHR 2003-II

9
განხორციელება. მეთაურის არბიტრაჟული ბუნება ვლინდება ორ ასპექტში,
იყოს მედიატორი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის
(მიუხედავად იმისა რომ თვითონაც ამ განშტოების ნაწილია უნდა
შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა) და ასევე მმართველ
ძალასა და ოპოზიციას შორის. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ როცა
ვმსჯელობთ პრლამენტარიზმის საფუძვლებზე, თუმდაც მეთაურის
არბიტრაჟული ფუნქციის განხორციელებისას კი პარტიები არიან
ურთიერთობის განსაზვრელი მხარეები. სწორედ ამ ურთიერთობის
დამყარების შემდგომ, საჭიროებისამებრ, წამოიწევს წინ ძალთა დაბალანსების
საკითხი, ოპოზიციურ და მმართველ პარტიებს თუ უშუალოდ
საკანონმდებლო შტოებს შორის.15

დასკვნა

დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ დავსძინო, რომ


მმართველობითი სისტემის განვითარებისა და დახვეწის ეტაპზე,
პოლიტიკური მოთამაშეების როლი მეტად თვალსაჩინოა, რაც მეტწილად
განპირობებულია იმით, რომ სწორედ პოლიტიკური პარტიები არიან
პოლიტიკური წესების გამსაზღვრელი ინსტიტუტები. ნაშრომის
მიმდინარეობისას განხილული ფუნქციების განხორციელებით ისინი
თანამედროვე პოლიტიკისა და მმართველობის მოდელის მთავარ ღერძს
ჰქმნიან, რომელიც აუცილებელია დამაკავშირებელი გროლია სახელმწიფოსა
და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. პარლამენტარიზმის მოდელში კი,
სამთავრობო შტოებს შორის ძალთა თანასწორობისა და თანამშრომლობის
ეფექტიანი მექანიზმის დამყარების კუთხით პარტიები არიან როგორც
შემსრულებლებლები, ასევე ამ სისტემის ბენეფიციარებიც.

15
G. Sartori, Parties and party systems: A framework for analysis, 1976, (Cambridge University Press, p
97

10
ბიბლიოგრაფია

Burdeau, G. (1932). Le regime parlementaire dans les constitutions eurorpeennes dapres


guerre. Paris.
Capitant, R. (1933). Régime parlementaire. Paris.
F. Castle and R. Wildmann. (1986). The future of party government (Vol. 1). Berlin.
G. Sartori. (1976). Parties and party systems: A framework for analysis. Cambridge
University Press, 97.
Graham B.D. (1993). Representation and party politics: A comparative perspective.
Oxford .
Heywood, A. (2008). Politics. თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტი და
საქართველოს მაცნე.
Refah Partisi (the Welfare Party) and Others v. Turkey [GC], 41340/98, 41342/98,
41343/98, and 41344/98 (ECHR 2003).

11

You might also like