You are on page 1of 42

ფინალური გამოცდის მაქსიმალური ქულების განაწილება კომპონენტების მიხედვით:

ღია კითხვები - 10 ქულა

განმარტებები - 10 ქულა

დახურული კითხვები - 6 ქულა

თემა - 14 ქულა

განმარტებები (თითო შეკითხვის სწორი პასუხი - 2 ქულა)

# განმარტება რომელ
თავშია
1 განმარტეთ, რა არის პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის ობიექტი; 1
პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის ობიექტია ადამიანის,
პოლიტიკური სისტემის და საზოგადოების
ურთიერთდამოკიდებულებები.

2 განმარტეთ, რას მოიცავს პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის საგანი; 1


პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის საგანი მოიცავს ძალაუფლების
სტრატიფიკაციას, ელიტათა და ელექტორატის მოქმედებას, მის
განწყობებსა და შეხედულებებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების
მიღების პროცესს, პოლიტიკურ მოძრაობატა და ინტერესთა ჯგუფების
იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს, ნებაყოფლობით დაჯგუფებებს,
ოლიგარქიის პრობლემას, პოლიტიკასა და მმართველობის
ბიუროკრატიულ პროცედურებს, ძალაუფლების ლეგიტიმურობისა და
ეფექტურობის სოციალურ-კულტურულ ფაქტორებს...
3 განმარტეთ, რას გულისხმობს შმიდტის თეორია: პოლიტიკა როგორც 2
„მეგობარი-მტერი“ ურთიერთობა;
შმიტის აზრით, პოლიტიკა შეგვიძლია დავიყვანოთ მეგობრებისა და
მტრების განსაზღვრამდე, ისევე, როგორც მაგალითად მორალის სფერო
შეგვიძლია დავიყვანოთ კეთილისა და ბოროტის განსხვავებაზე. შმიტის
აზრით, პოლიტიკაში მტრის ცნება არ მოიცავს პირად სიძულვილს და
ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა მაგალითად გიყვარდეს მტერი შენი ამ
შემთხვევაში არ გამოდგება, ვინაიდან აქ საუბარია პირად მტერზე,
პოლიტიკური მტერი კი საზოგადოა, რაღაც ჯგუფისთვის არსებული,
მაგალითად ნებისმიერი რელიგიური, ეკონომიკური, რასობრივი თუ
ეთნიკური დაპირისპირება შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკურად,
ვინაიდან მათ საერთო მტერი ყავთ და განასხვავებენ მტრისა და მეგობრის
ცნებებს. ნებისმიერი რელიგიური ერთობა თუ აწარმოებს ომს სხვა
რელიგიური ერთობის წინააღმდეგ ამავე დროს ის არის პოლიტიკური
ერთობაც, მაშასადამე ვასკვნით, რომ პოლიტიკური ნიშნავს არა რაიმე
საგნობრივ სფეროს, არამედ ნებისმიერ ადამიანთა გაერთიანებას,
რომელთა მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს. მტრის ცნებაში შმიტი
გულისხმობს უცხოს, სხვას, საზოგადოებრივ მტერს, რომელიც საფრთხეს
წარმოადგენს ხალხისთვის, ერისთვის და სახელმწიფოსთვის, მტრის
არსებობა კი შმიტის აზრით, დაკავშირებულია ომის ცნებასთან, მაშასადამე
თავად პოლიტიკა დაკავშირებულია შეიარაღებულ ბრძოლასთან.

4 განმარტეთ, რას გულისხმობს პოლიტიკის კვლევისას სტრუქტურულ- 1


ფუნქცონალური მიდგომა;
სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიდგომა: იგი პოლიტიკას განიხილავს,
როგორც ერთ სტრუქტურულ მექანიზმს, რომელსაც შეადგენს უამრავი
ფუნქციონალური ელემენტი, ამ ელემენტებს აქვთ განსხვავებული
მოვალეობები.

5 განმარტეთ პოლიტიკის ცნება პლატონთან და არისტოტელესთან; 1

პლატონი - მისი აზრით, პოლიტიკა ეს არის ადამიანთა მიერ ადამიანთა


მართვის სფერო, რომელსაც განაპირობებს სამეფო ცოდნა და ხელოვნება.
პოლიტიკა არის რაციონალური და ინტუიციური. ამასთანავე პლატონი
ფიქრობს, რომ სახელმწიფო ქმნის საზოგადოებას განსხვავებული
ინდივიდებისგან.
არისტოტელე - მისი აზრით, პოლიტიკა არის საქმიანობა, რომელიც უნდა
ემსახურებოდეს საერთო სიკეთეს, იგი არის სამართლიანობის მიღწევის
გზაც. პოლიტიკა ემსახურება ისეთ ცნებებს როგორიცაა თავისუფლება,
საყოველთაო კეთილდღეობა და მშვიდობა.

6 განმარტეთ ძალაუფლების ცნება მაკიაველთან; 2

პოლიტიკა და პოლიტიკური ურთიერთობები წარმოუდგენელია


ძალაუფლების ფენომენის გარეშე. მაკიაველი ყურადღებას ამახვილებს
ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და გამოყენების ხელოვნებაზე, ტექნიკაზე,
ხერხებსა და საშუალებებზე. მისი აზრით, პოლიტიკას ახასიათებს
საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია, რათა მოხვიდე
ხელისუფლბაში, განიმტკიცო ძალაუფლება და სასარგებლოდ გამოიყენო
იგი.

7 განმარტეთ პოლიტიკის ცნება ჟან ბეშლერთან; 2

ჟან ბეშლერი - იგი აანალიზებს პოლიტიკის სამ განსხვავებულ აზრს და


საზრისს: პირველი ეს არის პოლიტიკის მნიშვნელობა, როგორც წესრიგის
დამამყარებლის, რომლის მიზანია სამართლიანობაზე დამყარებული
მშვიდობა. მეორე მნიშვნელობით პოლიტიკა არის სფერო სადაც
მიმდინარეობს ადამიანის საქმიანობა. და მესამე ეს არის ძალაუფლების
მიღების საშუალება გარკვეული მიზნების მისაღწევად.
8 განმართეთ, რას გულისხმობს დ. ჰელდის დებულება: „პოლიტიკ, როგორც 2
ადამინურ შესაძლებლობათა ორგანიზაციისთვის ბრძოლა“

პოლიტიკის საგნად იგი ბატონობას, ძალაუფლებას მიიჩნევს. პოლიტიკა


არის უნარი შეინარჩუნო ან შეცვალო სოციალური და ფიზიკური გარემო.
პოლიტიკა გამსჭვალავს მთელ საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებას,
ვლინდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სტრუქტურაში.
პოლიტიკის შესწავლა არ ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფოს შესწავლას,
არამედ იგი აანალიზებს იმ არხებს, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო
ერევა საზოგადოებოს სტრუქტურებში.
9 განმარტეთ ა. პანარინის თეორია „პოლიტიკა, როგორც რისკი“ 2

პოლიტიკა, როგორც რისკი - პანარინი: იგი აკრიტიკებს პოლიტიკის


მარქსისტულ გაგებას, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკა ეკონომიკაზე
ზედნაშენია, რომელსაც არ აქვს საკუთარი ყოფიერება, ამის მაგივრად კი
პანარინი შენიშნავს, რომ პოლიტიკა არა ზედნაშენი, არამედ ადამიანური
პრაქტიკის სახეა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ზემოქმედებენ
სოციალურ გარემოზე და ცვლიან თავიანთ და სხვების ბედს. პანარინი
ამბობს, რომ არსად ისეთი ხარისხიატ არ ბობოქრობს ვნებები და ეჯახება
ხასიაატები, არ ვლინდება რისკები, როგორც პოლიტიკაში. პანარინის
აზრით, ნორმალურია პოლიტიკა, სადაც არის მრავალპარტიულობა და
ჯანსაღი კონკურენცია. ერთი სიტყვით, პოლიტიკა ეს არის საქმიანობა,
რომლითაც ადამიანები გამოთქვამენ თავიანთ ინტერესებსა და მიზნებს,
შეიმუშავებენ მთელი საზოგადოებისთვის სავალდებულო
გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ძალაუფლეობრივი მექანიზმებით
ატარებენ საზოგადოებაში.

10 განმარტეთ პოლიტიკის ცნება ტ. პარსონსთან 2

ტ. პარსონი - იგი პოლიტიკას განიხილავს, როგორც კოლექტივიზებულ


რესურსთა მობილიზაციას. ეს არის საქმიანობა, რომელსაც აკეთებს
კოლექტივი საკუთარი მიზნების მისაღწევად. პოლიტიკას ახასიათებს
კანონების შემუშავება და საზოგადოებაში გატარება, მაშასადამე ხალხს
უწევს ამ სავალდებულო ასპექტებს დაექვემდებარონ, ასევე ხდება
ეკლესიებში, უნივერსიტეტებში, კომპანიებში... ამიტომ ასეთი
დაწესებულებებიც თავიანთი ხასიათით პოლიტიკურია.

11 განმარტეთ, რას გულისხმობს „ძალაუფლების ნება“ ნიცშესთან; 3

ძალაუფლების ნება არის, ნიცშეს აზრით საზოგადოებრივი ცხოვრების


ნებისმიერი მოვლენის მნიშვნელობის კრიტერიუმი და მთელი სამყაროს
საფუძველთა საფუძველი. ძალაუფლების ნება არც ერთიანია და არც
დანაწევებული, რადგან ახასიათებს ქმნადობის ნებისმიერ გამოვლინებას,
როგორც ძლიერს, ისე სუსტს. ძალაუფლების ნების ცენტრები თუ ატომები
მთელს სამყაროშია მიმოფანტული. ნიცშეს აზრით თავად სიცოცხლე
ძალაუფლების ნებაა, რადგანაც სიცოცხლეს არ აქვს სხვა არავითარი
ფასეულობა გარდა ძალაულების მბრძანებლობის ხარისხის.

12 რას გულისხმობს ნიცშეს „ძალაუფლების“ განმარტება; 3

ძალაუფლება ნიშნავს ზრდას, შესაბამისად სამყაროს ამოძრავებს ზრდა.


ნიცშე აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანს გაგვაჩნია მიზნები და გეგმები,
შესაბამისად ვიბრძვით, რათა გვქონდეს ამ მიზნების
განხორციელებისთვის საჭირო რესურსი, ესეც ძალისკენ სწრაფვის
გამოვლინებაა.

13 განმარტეთ, როგორ ხსნის მორალის ხელისშემშლელ ფაქტორს ნიცშე 3


ძალაუფლების განხორციელებისას;

ნიცშეს აზრით, სიცოცხლის ზრდას, ძლიერებასა და მბრძანებლობას ხელს


უშლის მორალი, როგორც სიცოცხლის უარყოფის ინსტიქტი. ამიტომ ნიცშე
თვლის რომ აუცილებელია მორალის განადგურება, რათა
გავათავისუფლოთ სიცოცხლე. მორალი სიცოცხლის და ზრდის ხელის
შემშლელი, ხოლო სუსტების და სასოწარკვეთილების იმედია, რომლითაც
ცდილობენ გაამართლონ თავიანთი უძლურება და თავი დაიცვან
ძლიერებისგან.

14 განმარტეთ „ბედნიერების ცნება“ ნიცშესთან; 3

მზარდი ძალაუფლებისა და გადალახული წინააღმდეგობის გრძნობა, არა


დაკმაყოფილებულობა, არამედ მისწრაფება ძალაუფლებისადმი, არა
საზოგადოდ მშვიდობა,არამედ ომი, არა სათნოება, არამედ უნართა
სისრულე. ერთი სიტყვით ნიცშე ბედნიერებად მიიჩნევს იმ პროცესს რაც
მიზნის მისაღწევად ხდება, ანუ იმ დაბრკოლებების გადალახვის პროცესს
და არა უშუალოდ შედეგს.

15 განმარტეთ რას გულისხმობს ბერტრან რასელის მიერ „ძალაუფლების 3


მოთოკვის“ აუცილებლობა;

რასელის აზრით, ძალაუფლება აუტანელი, საშიში და დამანგრეველი


ძალაა, თუ ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის მბრძანებლობა არ არის
შეზღუდული, გარკვეულ ფორმებში მოქცეული და მოთვინიერებული.
ამის მაგალითია მე-20 ს-ში ტოტალიტარული რეჟიმები. ასეთი
მმართველობა დამყარებულია შიშზე და ომზე და ადამიანებს უბიძგებს
პრინციპისკენ „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ). ამის საწინააღმდეგოდ
კი საჭიროა შემაჩერებელი საშუალებები, როგორიც დღეს დემოკრატიაა.
16 განმარტეთ, რას ეფუძნება ნიცშეს დებულება „ძალაუფლება, როგორც 3
ადამიანთა საქმიანობის მთავარი სტუმული“;

ადამიანებს, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ძალის ქონის სურვილი


ამოძრავებთ ეს ფაქტია და ისტორიაც დაგვიდასტურებს ამას.
ძალაუფლების ნება, მისი სიყვარული და რწმენა ამოძრავებს და
წარმართავს ადამიანების სასიცოცხლო ჯაჭვს. ადამიანთა შორის
კონკურენცია, ერთგვარი ბრძოლა შეუძლებელია მათი ცხოვრებიდან
აღმოვფხვრათ, მხოლოდ იცვლება მისი სახეები. ადამიანი შეიძლება
ებრძოდეს სხვას ან მასში მიმდინარეობდეს შინაგანი ბრძოლა, ასე თუ ისე
ადამიანი არასდროს წყვეტს ამ პროცესს. თუ ბრძოლა ადამიანისთვის
დამახასიათებლია, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ბრძოლა ყველაზე
გაცხარებული პოლიტიკურ-სოციალურ სფეროშია, ვინაიდან აქ ხომ
ძალაუფლებისთვის მიდის კონკურენცია. ვებერიც სწორედ ხომ ამას
ამბობს, პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებისკენ სწრაფვაო.
შეიძლება ისეც ითქვას, რომ საზოგადოება თავად ძალაუფლებრივ
ურთიერთობათა სისტემაა, რომელშიც გაერთიანებულია პოლიტიკური,
კულტურული, სოციალური, რელიგიური თუ სხვა ურთიერთობები.
ძალაუფლება კი ეს არის ადამიანთა შორის ორმხრივი სოციალური
დამოკიდებულება, როცა ერთის მხრივ ძალაუფლების მფლობელია, მეორე
მხარეს კი ვისზეც ეს ძალაუფლება ხორციელდება.

17 განმარტეთ, ძალაუფლების რაობა ჟან ბეშლერთან; 3

ბეშლერი ძალაუფლებაზე წერს: ძალაუფლება არის მოქმედი პირი


A-ს უნარი, აიძულოს მოქმედი პირი B, შეასრულოს ან არ
შეასრულოს X მოქმედება, ან დაც ხელი შეუშალოს მას მის
შესრულებაში. მოქმედი პირი შესაძლოა იყოს ინდივიდი ან
ჯგუფიც. ინდივიდი ან ჯგუფი, რომ გახდეს მოქმედი პირი
ამისთვის სჭირდება გამოხატოს ნება, ისწრაფოდეს მიზნისთვის.
მოქმედმა პირმა A-მ უნდა იპოვოს საშუალება დაარწმუნოს
მოქმედი პირი B შეასრულოს ის ქმედება რაც მას სურს, თავის
მხრივ მოქმედი პირი B-ც არის ინდივიდი ან ჯგუფი, რომელმაც
უნდა გამოხატოს ნება დაემორჩილება თუ არა A-ს. ძალაუფლების
განხორციელების ორი ფორმაა: 1. იძულება - რომლის შედეგიც არის
მოქმედება X. და 2. აკრძალვა - რომელიც თავიდან იცილებს
მოქმედება X-ს, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში
განხორციელდებოდა.

18 განმარტეთ რას გულისხმობს ძალაუფლების რაობისადმი სისტემური 3


მიდგომა;

სისტემური მიდგომა ძალაუფლებას განიხილავს ორგანიზაციის


სტრუქტურაში, ანუ არა მხოლოდ 2 მოქმედი პირის გარშემო, არა,ედ სხვა
ობიექტებისაც, რომლებიც გავლენას ახდენენ მოქმედი პირების
გადაწყვეტილებებზე.

19 განმარტეთ სოციალური მოქმდების ცნება პარსონსთან; 4

პარსონის მიხედვით სოციალური მოქმედება მოიცავს 4 ელემენტს:


1. მოქმედი პირი ანუ ეგო.
2. სიტუაცია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს აგნებს და ობიექტებს,
რომელთანაც მოქმედი პირი ამყარებს ამა თუ იმ ურთიერთობას.
3. სხვადასხვა სიგნალები და სიმბოლოები, რომელთა მეშვეობით
მოქმედი პირი ამყარებს კავშირს სიტუაციის სხვადასხვა
ელემენტთან.
4. ღირებულებები, ნორმები, და წესები წარმართავენ მოქმედი პირის
ქცევებს.
20 განმარტეთ „ადაპტაციის“ ფუქნციის არსი პარსონსის მოქმედების 4
სისტემის ფუნქციურ წანამძღვრებში;

ამ ფუნქციის არსი ის არის, რომ გარემოში არსებული, ანუ გარეგანი


სისტემებისგან ამოიღოს ის რესურსები, რომლებიც აუცილებეია
მოქმედების სისტემისთვის. სწორედ თავისი მოთხოვნილებების და
საჭიროებების მიხედვით გაუკეთოს მათ ორგანიზაცია და გარდაქმნას,
ხოლო სანაცვლოდ მისცეს მათ თავისი საკუთარი პროდუქტი, ამგვარად
ადაპტაციის მეშვეობით სისტემა ეგუება გარემოს და მის შეზღუდვებს,
უთანადებს თავის მოთხოვნებს.

21 განმარტეთ „ინტეგრაციისს“ ფუქნციის არსი პარსონსის მოქმედების 4


სისტემის ფუნქციურ წანამძღვრებში;

ესაა სისტემის მასტაბილირებელი პარამეტრი და იგი მიმართულია


სისტემის ნაწილთა შორის სოლიდარობაზე, ამ სისტემის მკვეთრი და
ძლიერი ძვრებისგან დაცვისგან.

22 განმარტეთ „მიზნის მიზღევის“ ფუქნციის არსი პარსონსის მოქმედების 4


სისტემის ფუნქციურ წანამძღვრებში;

მდგომარეობს სისტემის მიანთა განსაზღვრასა და მისი მიღწევისთვის


აუცილებელი ენერგიისა და რესურსების მობილიზაციაში.

23 განმარტეთ „ლატენტურობის“ ფუქნციის არსი პარსონსის მოქმედების 4


სისტემის ფუნქციურ წანამძღვრებში;

მოქმედეების ნებისმიერმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს თავის მოქქმედ


წევრთა მოტივაცია. ლატენტურობა მიმართულია სისტემის ნორმებისა და
ღირებულებების მიმართ მოქმედ პირთა ერთგულების შენარჩუნების
უზრუველყოფაზე.
24 განმარტეთ რას გულისხმობს „ლიდერობის“ ინსტიტუტი პარსონსის 4
პოლიტიკის ინსტიტუციურ სტურქტურაში;

ლიდერობის ინსტიტუტში პარსოი გულისხმობს ნორმატიული წესრიგის


მოდელის არსებობას, რომლის მეშვეობითაც მოცემულ საზოგადოებაში
ზოგიერთ ქვეჯგუფს მის მიერ დაკავებული ადგილის ძალით უფლება აქვს
დავალდებულიცაა გამოიჩინოს ინიციატივა და გადაწყვიტოს
საზოგადეობრივი საკითები, ამგვარად ლიდერობის ინსტიტუტი შეიძლება
გამოვლინდეს სხვადასხვა დონეზე: გლობალურ საზოგადოებაში - როგორც
სახელმწიფო, ბიუროკრატიულ ორგანიზაციაში - ავტორიტარული
თანამდებობა...
25 განმარტეთ რას გულისხმობს „ხელისუფლების ორგანოების“ ინსტიტუტი 4
პარსონსის პოლიტიკის ინსტიტუციურ სტურქტურაში;

ხელისუფლების ორგანოებში ძალაუფლება აკუმულირდება და იქიდანვე


გამოდის, იქ თანამდებობოის დამკავებელი პირი სარგებლობს
ძალაუფლების გარკვეული ჯამით, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს და
მიმოქცევაში გაუშვას.

26 განმარტეთ რას გულისხმობს „რეგლამენტაციის“ ინსტიტუტი პარსონსის 4


პოლიტიკის ინსტიტუციურ სტურქტურაში;

იგი მდგომარეობს იმ ნორმებისა და წესების გამოყენეაში, რომელიც


არეგულირებს სოციალურ კონტროლს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება:
სამართალი, პროფესიული შრომები, პარტიისა და ასოციაციის წევრები..
27 განმარტეთ რას გულისხმობს პოლიტიკურ გარემოში და მის ანალიზში 4
დევიდ ისტონი;
გარემოს როლზე საუბრისას ისტონი გვთავაზობს შავი ყუთის პრინციპით
განვიხილოთ პოლიტიკური სისტემა, ანუ ყუადღების გარეშე დავტოვოთ
ის რაც შიგნით ხდება, რადგანაც სისტემური ანალიზი მოიცავს
გარემოსთან სისტემის ურთიერთობებს.
პოლიტიკურ გარემოს იგი ორი ასპექტით განიხილავს:
1. შიდასოციალური გარემო - მოიცავს არაპოლიტიკურ სისტემებს:
ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური
სისტემები.
2. გარესოცილაური გარემო - მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკურ,
ეკოლოგიურ და სოციალურ სისტემებს.
28 განმარტეთ რას გულისხმობს „მოთხოვნათა გამოთქმის ფუნქცია“ - დ. 4
ისტონის პოლიტ.სისტემის შესაძლებლობების - მოთხოვნებთნ
შესაბამისობაში მოყვანის პროცესში;

მოთხოვნათა გამოთქმის ფუნქციის მეშვეობით სხვადასხვა მოთხოვნა


იღებს ჩამოყალიბებულ, პოლიტიკური სისტემისადმი მიმართულ ფორმას,
უპირატესად ზოწოლის ჯგუფების მეშვეობით.

29 განმარტეთ რას გულისხმობს „მოთხოვნათა რეგულირების ფუნქცია“ - დ. 4


ისტონის პოლიტ.სისტემის შესაძლებლობების - მოთხოვნებთნ
შესაბამისობაში მოყვანის პროცესში;

თუ არ მოხდა მოთხობნის დარეგულირება არის საშიშროება, რომ


მოთხოვნები სწრაფად დაიტანენ ქვეშ პოლიტიკურ სისტემას. რეგულირება
შეიძლება დაიყოს სტრუქტურულ და კულტურულ რეგულირებად.
სტრუქტურულში შედიან პარტიები, უმაღლესი ფენები, პარლამეტები,
პროფკავშირები. კულტურული რეგულირება კი დაკავშირებულია
ნორმებთან, ღირებულებებსა და შეხედულებებთან, რომლებიც არ უშვებენ
ან ზღუდავენ ზოგიერთ მოთხოვნას.
30 განმარტეთ რას გულისხმობს „მოთხოვნათა შემცირების ფუნქცია“ - დ. 4
ისტონის პოლიტ.სისტემის შესაძლებლობების - მოთხოვნებთნ
შესაბამისობაში მოყვანის პროცესში;

ამ ფუნქციის მეშვეობით მოთხოვნათა ნაკადი სისტემატიზდება,


წესრიგდება და დადის ალტერნატივათა შეზღუდულ რაოდენობაზე,
რომელიც შემდეგ წარედგინება პოლიტიკურ სისტემას.
31 რას გულისხმობს „რეჟმისადმი მხარდაჭრა“ - დ. ისტონის პოლიტიკური 4
სისტემისადმი მხარდაჭერის ტიპებში;

მხარდაჭერა რეჟიმისადმი მოქალაქეებს გაიგივებული აქვთ როგორც


წესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს იმ ღირებულებებს, ნორმებს და
ხელისუფლების სტრუქტურას რომელთაც ეყრდნობა პოლიტიკური
სისტემა.
32 რას გულისხმობს „რეჟიმისადმი მხარდაჭრა“ - დ. ისტონის პოლიტიკური 4
სისტემისადმი მხარდაჭერის ტიპებში;
34 რას გულისხმობს „მთელი პოლიტიკურის გაერთიანებისადმი მხარდაჭრა“ 4
- დ. ისტონის პოლიტიკური სისტემისადმი მხარდაჭერის ტიპებში;

კოლექტივის, ეროვნული გაერთიანების ერთგულებას.


35 რას გულისხმობს „ხელისუფლების ორგანოებისადმი მხარდაჭრა“ - დ. 4
ისტონის პოლიტიკური სისტემისადმი მხარდაჭერის ტიპებში;

მხარდაჭერა მათდამი, ვინც თანამდებობის დაკავების გზით ასრულებს


ძალაუფლებრივ ფუნქციებს პოლიტიკურ სისტემაში.
36 განმარტეთ რას გულისხმობს დაშვება: „საზოგადოების ფუნქციური 5
ერთიანობა“ - რობერტ მერტონის „აბსოლუტური ფუნქციონალიზმის“
მიხედვით

საზოგადოების ფუნქციური ერთიანობა - ამ დაშვების მიხედვით


საზოგადოების ნებისმიერი წევრი ასრულებს გარკვეულწილად
მნიშვნელოვან ფუნქციას საზოგადოებისთვის, ეს კარგად დასტურდება
მცირერიცხოვან ინტეგრირებულ ჯგუფებში, თუმცა დიდ ჯგუფებზე ამის
თქმა შეუძლებელია.

37 განმარტეთ რას გულისხმობს: „სოციალურ საკითხთა ფუნქციური 5


უნივერსალობის დაშვება“ - რობერტ მერტონის „აბსოლუტური
ფუნქციონალიზმის“ 3 პოსტულატში;

სოციალურ საკითხთა ფუნქციური უნივერსალურობის დაშვება - ეს


დაშვება გულისხმობს, რომ საზოგადოების ან კულტურის თითოეული
წევრი ასრულებს ერთ ან მეტ ფუნქციას, რომლებიც ყოველთვის
დადებითად ზემოქმედებს საზოგადოებაზე. თუმცა მერტონი ასევე
უპირისპირდება ამ აზრს და წერს, რომ ზოგიერთამ ფუნქციურმა
ელემენტმა შეიძლება საზოგადოების სრული დისბალანსიც კი გამოიწვიოს
და მისი მოქმედებები უარყოფითი გამოდგეს მისთვის.

38 განმარტეთ რას გულისხმობს: „სოციალურ სისტემებში ფუნქციური 5


აუცილებლობის პოსტულატი“ - რობერტ მერტონის „აბსოლუტური
ფუნქციონალიზმის“ 3 პოსტულატში;

სოციალურ სისტემაში ფუნქციური აუცილებლობის დაშვება - ეს დაშვება


გამომდინარეობს წინა ორი დაშვებიდან, თუ სისტემაში ყველა ორგანიზმი
ფუნქციას ასრულებს და ყველა მათგანი დადებითია, მაშინ გამოდის რომ
ყველა ორგანიზმი სისტემისთვის აუცილებელია. ამას ეწინააღმდეგება
მერტონი და ამბობს, რომ ზოგჯერ სისტემაში არსებულ ქვესისტემებს ჩვენ
უბრალოდ მიჩვეულივართ, რის გამოც ვერ ვაანალიზებთ, რომ
სინამდვილეში ისინი გამოსადეგ ფუნქციებს აღარ ასრულებენ, ზოგჯერ
ისეც ხდება, რომ ერთ ქვესისტემას შეუძლია ორი ქვესისტემის ფუნქციაც
კი შეასრულოს და ერთი მათგანი სრულიად გამოუსადეგარი შეიძლება
გამოდგეს.

39 განმარტეთ რას გულისხმობს რ. მერტონის ფუნქციური ცნება 5


„დისფუნქცია“;

დისფუნქცია - შეიძლება ითქვას, რომ ფუნქცია ხელს უწყობს სისტემის


ინტეგრაციას, განვითარებას და ადაპტაციას, ხოლო დისფუნქცია ხელს
უშლის ამ პროცესებს. ერთმა ან რამდენიმე ქვესისტემამ შეიძლება
განაპირობოს სისტემის დისფუნქცია, მაგალითად ზოგიერთმა
რელიგიურმა რწმენამ შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ
განვითარებას.
40 განმარტეთ რას გულისხმობს რ. მერტონის ფუნქციური ცნება „ნათელი და 5
ლატენტური ფუნქციები“;

ნათელი (ცხადი) და ლატენტური (ფარული) ფუნქციები - ნათელი


ფუნქციები ეს არის ფუნქციები, რომლებიც ხელს უწყობს სისტემის
ადაპტაციასა და რეგულაციას და ისინი სრული გააზრებით არის
შესრულებული და მათი შედეგი დადებითია, ლატენტურ ფუნქციებსაც
შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგები, თუმცა ისინი გაუაზრებლად,
შემთხვევით არის შესრულებული.
41 განმარტეთ რას გულისხმობს ლასუელის ფორმულა: „ვინ აცნობებს, 6
სახელდობრ რას, როგორი არხებით, ვის და როგორი ეფექტით“;

1. ვინ - ამაში იგულისხმება მასობრივ კომუნიკატორთა


თვისებები, მათი მომზადების დონე, სოციალური და
პიროვნული ნიშნები, კვალიფიკაცია, ინფორმაციის გადაცემის
უნარი, გავლენის მოხდენის უნარი...
2. რა - იგულისხმება რა სახის ინფორმაციას აწვდის
კომუნიკატორი, შეიძლება მოხდეს ინფორმაციის კლასიფიკაცია,
მისი თემების თუ სიმბოლოების მიხედვით. აგრეთვე უნდა
აღინიშნოს, რომ ადამიანები უკეთ იგებენ ინფორმაციას,
რომელზეც დასკვნა უკვე გამოტანილია, ვიდრე ისეთ
ინფორმაციას, რომელსაც კომუნიკატორი დასკვნის გარეშე
აწვდის მათ.
3. არხები - იგულისხმება ინფორმაციის გავრცელების
საშუალებები: ტელევიზია, სოციალური ქსელები, გაზეთი,
ჟურნალი, რადიო...
4. ვის - იგულისხმება პირები, რომლებიც იღებენ გადაცემულ
ინფორმაციას. აუდიტორია ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან
განსხვავდება მრავალი ნიშნით და მათი კლასიფიკაცია
შეიძლება მოხდეს ეკონომიკური, კულტურული, გენდერული,
რასობრივი, ეთნიკური, და სხვა მრავალი გზით.
5. ეფექტურობა - იგულისხმება რა ეფექტს ახდენს მიწოდებული
ინფორმაცია აუდიტორიაზე. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს
აუდიტორიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მას შეუძლია
აირიდოს კომუნიკატორის გავლენა, ან პირიქით მისი აზრის
ქვეშ მოექცეს, ეს დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოლოგიაზე.
ამგვარად თუ კომუნიკატორი გაითვალისწინებს აუდიტორიის
ფსიქოლოგიურ და სოციალოგიურ ასპექტებს, იგი ადვილად
შეძლებს მასზე გავლენის მოხდენას.

42 განმარტეთ, როგორია ბიუროკრატიის ვებერისეული გაგება/ახსნა 9

ბიუროკრატია - ამბობს ვებერი, ტექნიკურად წარმოადგენს ლეგალური


ბატონობის ყველაზე წმინდა ტიპს. მაგრამ ვერავითარი ბატონობა ვერ
იქნება მხოლოდ ბიუროკრატიული: იერარქიული კიბის სათავეში დგანან
ან მემკვიდრეობითი მონარქები, აბ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტები,
ან პარლამენტური არისტოკრატიის მიერ არჩეული ლიდერები. მაგრამ
ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სპეციალისტ-ჩინოვნიკების ანუ
ბიუროკრატიის მეშვეობით. მათი საქმიანობის შეჩერება გამოიწვევს
სერიოზულ დარღვევას სოციალურ მექანიზმთა ფუნქციონირებაში.
რაციონალური ბიუროკრატიის მმართველობის წმინდა ტიპს ვებერი ასე
აღწერს: მმართველობის შტაბი, რომელიც სედგება ჩინოვნიკებისგან,
რომლებიც:
1. პირადად თავისუფალნი არიან და ექვემდებარებიან საქმიან
სამსახურეობრივ მოვალეობებს.
2. აქვთ მყარი სამსახურეობრივი იერარქია
3. აქვთ სამსახურეობრივი კომპეტენცია’
4. მუშაობენ კონტრაქტის ძალით
5. იღებენ ხელფასს
6. თავიანთ სამსახურს მთავარ პროფესიად თვლიან
7. თავიანთ კარიერას და დაწინაურებას თავიანთი ნიჭის შესაბამისად
ხედავენ
8. ექვემდებარებიან სამსახურეობრივ დისციპლინას
43 განმარტეთ, როგორ ესმის ლიპსეტს ლეგიტიმური ბატონობის 9
ვებერისეული ტიპოლოგია;

ლიპსეტი იზიარებს ვებერის შეხედულებებს ძალაუფლებისადმი


ლეგიტიმურობის სამი წესის შესახებ და ეს ტიპოლოგია ამომწურავად
მიაჩნია, რამეთუ არაფერს არ ამბობს ვებერისეული ტიპოლოგიის
ნაკლოვანებებსა თუ მოძველებულობის შესახებ. ლიპსეტის დაკვირვებით,
სუსტი ლეგიტიმურობის მქონე სახელმწიფოში ძალიან ადვილად
შეიძლება წარმოიქმნას კრიზისები: ასეთ დროს პოლიტიკურმა სისტემამ
კანონიერებას რომ მიაღწიოს დიდი ხნით უნდა გაამართლოს ძირითად
ჯგუფთა მოლოდინები.
ამასთანავე, ლიპსეტის აზრით იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სისტემებმა
თავიდან აიცილონ კრიზისები გვთავაზობს ტრადიციული
ლეგიტიმურობის შენარჩუნებით პოლიტიკურ ინსტიტუტებში ძირითადი
სტრუქტურული ცვლილებების ლეგალიზაციას.
ლიპსეტის აზრით არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ახალგაზრდა
რევოლუციის შემდგომი პერიოდის ხელისუფალნი, რომლებიც
ლეგიტიმურობის მოპოვების წინაშე დგანან, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ
მათ სჭირდებათ ქარიზმატული ძალაუფლება. ქარიზმას აქვს დიდი
მოქნილება და იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს არ მოითხოვს არც დიდ
დროს და არც ყველას მიერ აღიარებულ ნორმებზე პასუხს. ქარიზმული
ტიპის ხელმძღვანელი წარმოადგენს ეროვნულ გმირს, რომლის
აზროვნებაშიც სიმბოლოზდება ქვეყნის იდეალები და იმდები. თუმცა
სოციოლოგთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის სახელმწიფოები,
რომლებსაც ასეთი ლიდერები მართავენ არა სტაბილურია.
პოლიტიკური რეჟიმის მიერ ლეგიტიმურობის მოპოვების ერთერთ
ძირითად საშუალებად ლიპსეტი ეროვნულ პრესტიჟის ამაღლებას თვლის.
ამის საუკეთესო მაგალითია დე გოლის მმართველობა საფრამგეთში.
(227გვ)
44 განმარტეთ, როგორ ესმის დოგანს ლეგიტიმური ბატონობის ვებერისეული 9
ტიპოლოგია;

ვებერისეულ ტიპოლოგიას მოძველებულად მიიჩნევს დოგანი და მის


ემპირიულად შემოწმებას მოითხოვს. დოგანის აზრით ქარიზმული და
ტრადიციული ძალაუფლება ისტორიულად ვლინდება ავტორიტარულ
რეჟიმებში, რაციონალურ-ლეგალურ-კანონიერი ძალაუფლება კი
ლეგიტიმურია პლურალისტურ დემოკრატიებშიც და ავტორიტარულშიც.
ამგვარად დოგანი დაასკვნის, რომ ვებერისეული ტიპოლოგია უშუალოდ
არ ასახავს ლეგიტიმურობისა და დემოკრატიის კავშირს.
45 განმარტეთ განსხვავება ლეგიტიმურობასა და ლეგიტიმაციას შორის; 10

ლეგიტიმურობა - ეს არის კონკრეტული პოლიტიკური სისტემის


მდგომარეობა, მისი ღირსები აღიარება, ლეგიტიმაცია - კი პროცესი,
რომელშიც ეს ლეგიტიმურობა ხორციელდება. ლეგიტიმურობა
პოლიტიკური სისტემის სამართლიანობისა და კანონიერების აღიარებაა -
რწმენაა, ლეგიტიმაცია კი ამ სამართლიანობისა და კანონიერების
განმტკიცებაა და გამართლებაა. ლეგიტიმურობა არ გამოითქმება
კონსტიტუციის მუხლებით, იგი არის წარმოდეგენა, შეხედულებბა,
რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერებასა და შეგნებაშია საძიებელი. თუ
მოქალაქეები თვლიან, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტები
გამართლებულია, შეესიტყვება მათ ტრადიციებს, ადათებს და
მსოფლმხედველობას, მაშინ ის ლეგიტიმურია.

ღია კითხვები (თითო შეკითხვის სწორი პასუხი - 2 ქულა)

# ღია შეკითხვა რომელ


თავშია
1 რა მიმართებაა ძალაუფლებასა და მორალს შორის; 3

ძალაუფლება და მორალის ურთიერთმიმართების საკითხი მეტად რთულ


პრობლემას წარმოადგენს. ძალაუფლების გაგება პოლიტიკაში
დაკავშირებულია ადამიანის ტიპზე. ოპტიმისტი განმანათლებლები და
ლიბერალები, რომლებიც ადამიანის ბუნებას დადებითად ხედავენ,
ძალაუფლებას აღიქვამენ, როგორც სიკეთეს. პესიმისტების აზრით კი
რომლებიც ადამიანს საშიშ, ბოროტ არსებად აღიქვამენ, ძალაუფლებას
უარყოფითი მნიიშვნელობა აქვს და ის განიხილება როგორც რაღაც
დემონური. რეალისტების ხედვით, ადამიანს ძალაუფლების გამოყენება
შეუძლია, როგორც კარგი, ისე ცუდი მიზნებისთვისაც.
აღმოჩენები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ:
1.
2 ჩამოთვალეთ პოლიტიკური სისტემის კომპონენტები; 4

1. ადამიანთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთთან


დაკავშირებული არიან პოლიტიკური შრომის დანაწილებით:
სამხედროები, სახელმწიფო მოხელეები, ყველა ამომრჩეველი.
2. თანამდებობის პირები - რომელთა მიერ მიღებული
გადაწყეტილებები სავალდებულოა პოლიტიკური გაერთიანების
წევრებისთვის.
3. რეჟიმი - კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტრუქტურები,
ინსტიტუიური ნორმები, ძირითადი ღირებულებები.
4. ტერიტორია, რომელსაც აქვს გარკვეული საზღვრები და ასრულებს
დამაკავშირებელ როლს.
3 პოლიტიკური სისტემისადმი მხარდაჭერის რომელ 3 ტიპზე საუბრობს 4
დევიდ ისტონი;

1. მხარდაჭერა მთლიანი პოლიტიკური გაერთიანებისადმი


(კოლექტივის, ეროვნული გაერთიანების ერთგულება)
2. მხარდაჭერა რეჟიმისადმი ( ნორმები, ღირებულებები და
ხელისუფლების სტრუქტურა, რომელსაც ეყრდნობა პოლიტიკური
სისტემა)
3. ხელისუფლების ორგანოებისადმი მხარდაჭერა ( მხარდაჭერა
მათდამი ვინც თანამდებობის დაკაევებს გზით ასრულებს
მოვალეობას)
4 ფუნქციის ცნების რომელ 5 მნიშვნელობაზე საუბრობს რობერტ მერტონი 5

 ფუნქციის ცნება ამერიკელი მეცნიერი მერტონის მიხედვით:


1. ფუნქცია, როგორც საზოგადოებრივი დავალება, რომელიც
დაკისრებული აქვს კონკრეტულ პირს.
2. ფუნქცია, როგორც მათემატიკურ სისტემათა მიმართებაში,
როდესაც ცვლადი არის მეორე ცვლადის ან ცვლადების
სიმრავლეთა ფუნქცია, თუ მისი მნიშვნელობა
განსაზღვრულია მეორე ცვლადის მნიშვნელობით.
3. ფუნქცია, როგორც სოციალური საქმიანობა, უფრო ვიწრო
გაგებით რაიმე თანამდებობა.
4. ფუნქცია, როგორც ობიექტური შედეგი, რომელიც
სასარგებლოა სისტემის ინტეგრირებისა და
შემგუებლობისთვის.
5. ფუნქცია, როგორც სისტემის წარმომქმნელი პრინციპი.

5 რა არის ფუნქცია - მერტონი; 5

იგივე რაც ზევით


6 რა არის პოლიტიკური კომუნიკაცია - შვარცენბერგი 6

არის პოლიტიკური ინფორმაციის გადაცემის პროცესი, რომლის


წყალობითაც იგი მოძრაობს პოლიტიკური სისტემის ერთი ნაწილიდან
მეორეში და ბრუნავს პოლიტიკურ სისტემასა და სოციალურ სისტემას
შორის.
7 მმართველებსა და მართულებს შორის ინფორომაციის მოძრაობის რომელ 3 6
საშუალებაზე საუბრობენ მკვლევარები;

1. კომუნიკაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალების გზით.


2. კომუნიკაცია ორგანიზაციეის მეშვეობით.
3. კომუნიკაცია არაფორმალური კონტაქტების დახმარებით.
8 ინფორმაციის გავრცელების რომელი არხები იგულისხმება - 6
არაფორმალურ კონტაქტების ფორმით კომუნიკაციაში;

ესაა კომუნიკაცია რომელიც მიმდინარეობს უშუალო, პიროვნული


კავშირებისა ურთიერთობების გზით. პირდაპირი კომუნიკაცია.
ძირითადად გვხვდება პრიმატულ და ტრადიციულ საზოგადოებაში,
თუმცა ასევე ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოშიც, რადგან ზოგჯერ
მედიის ინფორმაცია მოსახლეობას არასწორად მიაჩნია,
9 რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი აზრის ლიდერები პოლიტიკური 6
კომუნიკაციის პროცესში;

ისინი გავლენას ახდენენ რეფერატულ ჯგუფებზე, რომლებსაც თავადაც


მიეკუთვნებიან (ოჯახი, კოლეგები..). ინფორმაცია საინფორმაციო
საშუალებებიდან ვრცელდება საზოგადოებრივი აზრის ლიდერებამდე,
მათგან კი ნაკლებად აქტიურ სექტორებამდე.
10 ვინ არიან რეციპიენტები და რეფერენტული ჯგუფები პოლიტიკური 6
კომუნიკაციისას;

რეციპიენტები არიან ის საზოგადოების ლიდერები, რომლებიც პირველები


იღებენ ინფორმაციას მედიიდან და შემდეგ თავიანთი ინტერპრეტაციით
აწვდიან ამ ინფორმაცის რეფერეტულ ჯგუფებს.
11 ვინ არიან მასობრივი კომუნიკაციის ურთიერთქმედების პროცესის 6
მონაწილეები;

კომუნიკატორი და რეციპიენტი.
12 რა მიმართებაა დემოკრატიასა და თავისუფალ ინფორმაციას შორის; 6

არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი ინფორმაციის გარეშე, არ არსებობს


თავისუფალიინფორმაცია დემოკრატიის გარეშე, მათი განვითარება
იმდენადაა ურთიერთდაკავშირებული, რომ ერთი მოუაზრებელია მეორეს
გარეშე.
13 რომელი სახელმწიფოებრივი წყობის ამოსავალი დებულებაა: „ხალხი 6
საკამოდ განათლებული და ინფორმირებულია იმისთვის, რომ შეძლოს
თავისი ხელმძღვანელების არჩევა“;

დემოკრატია
14 რომელი მოთხოვნები დგას მასკომუნიაკაციის წინაშე (4 მოთხოვნა) 6

1. ინფორმაციის ღიაობა და მისადგომ ობა


2. მაუწყებლობის ოპერატიულობის უზრუნველყოფა
3. ინფორმაციის მრავალფეროვნება
4. სიმბოლოთა შექმნის ამოცანები
15 პოლიტიკური სისტემის განსაზღვრის რომელი კლასიფიკაციები არსებობს; 7

 პოლიტიკური სისტემის განსაზღვრის კლასიფიკაციები:


1. საზოგადოების სოციალური წყობით.
2. მმართველობის ფორმით (საპარლამენტო, საპრეზიდენტო)
3. სახელმწიფოს ტიპით (მონარქია, რესპუბლიკა).
4. პოლიტიკური რეჟიმის ხასიათით (დემოკრატიული,
ტოტალიტარული, ავტორიტარული).
5. სოციალურ-პოლიტიკური ვითარებით (სტაბილური,
არასტაბილური, ზომიერი და კონფლიქტური).
6. გარემოსთან ურთიერთობის ხასიათით (ღია და დახურული).
7. პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების მიხედვით.

16 რომელი 3 ელემენტის აუცილებლობაზე საუბრობს ჟან ბეშლერი 7


ძალაუფლების ცნების განმარტებისას;

ძალა, ავტორიტეტი და ხელმძღვანელობა


17 რას ემყარება დემოკრატია; 7

მოქალაქეთა ხელმძღვანელობის პრინციპებს, ყოველი დემოკრატიული


წყობის მთავარ პრინციპს - ხელმძღვანელობას ფესვები გადგმული აქვს
მართულ უმრავლესობაში ანუ მორჩილებაში.
18 რას ემყარება ავტოკრატია; 7

ძალის მეუფებას
19 რას ემყარება იეროკრატია; 7

ავტორიტეტის ძალაუფლებას
20 ისტორიულად ცნობილი მმართველობის რომელი ტიპები ვიცით - იმის 7
მიხედვით, თუ ვინ ირჩევს ხელისუფალს;

1. არისტოკრატია
2. ოლიგარქია
3. საკუთრივ დემორატია
4. იეროკრატია
5. ავტოკრატია
21 როგორი წყობაა არისტოკრატია; 7

როდესაც უზენაეს ხელისუფალთ ირჩევს მაღალი წარმოშობის ადამიანები,


რომლებიც საზოგადოებაში ცნობილი არიან სიმდიდრით, პრესტიჟით,
წარმოშობით, ძალით.
22 როგორი წყობაა ოლიგარქია; 7

როდესაც უზენაეს ხელისუფალთ ირჩევენ მდიდრები. ისინი თავად კიარ


არიან ხელისუფლებაში, არამედ ამ ძალით აღჭურავენ გარკვეულ პირებს.

23 როგორი წყობაა საკუთრივ დემოკრატია; 7

როდესაც პოლიტიკური გაერთიანების ყველა წევრს უფლება აქვს აირჩიოს,


არ აქვს მნიშვნელობა წარმოშობას, და სიმდიდრეს. თუმცა პრობლემები
წარმოიშობა სქესთან, ასაკთან და ეთნიკურობასთა, და
ნასამართლეობასთან.
24 იეროკრატიული წყობის დროს, როგორ აქვს ძალაუფლება მიღებული 7
მმართველს;

ძალაუფლებას იღებენ არაამქვეყნიური ძალისგან, ტრანსცედენტური


საწყისისგან, ეს იქნება ზეცა-ჩინეთში, დხარმა-ინდოეთში, ალაჰი-
მაჰმადიანურ ქვეყნებში თუ ღმერთი ქრისტიანულ ევროპაში.
25 ავტოკრატიული წყობის დროს, როგორ აქვს ძალაუფლება მიღებული 7
მმართველს;

ძალაუფლება მის მატარებელს არც მაღლიდან და არც დაბლიდან არ აქვს


მირებული. ძალაულებას ამ დროს ხელთ იგდებენ ძალითა და ეშმაკობით.
26 ჩამოთვალეთ ავტოკრატიული წყობის ქვესახეები: 7

1. დესპოტური წყობა
2. ტირანული წყობა
3. ავტორიტარული წყობა
4. იდეოკრატიული ან ტოტალიტალური წყობა
5. მაფიოზური წყობა
27 რას გულისხმობს დესპოტური წყობა; 7

დესპოტი მთელს პოლიტიკურ გაერთიანებას თავის საკუთრებად თვლის


და მართვას მას, როგორც პირად საკუთრებას. მართვას მისთვის
შემოსავალი მოაქვს რასაც საკუთარი სურვილის შესაბამისად განკარგავს.
28 რას გულისხმობს ტირანული წყობა; 7
ძალაუფლებას იგი იყენებს საკუთარი ინსტიქტებისა და ვნებების,
ძალაუფლების ჟინის, სიძუნწის, ავხორცობის დასაკმაყოფილებლად.
29 რას გულისხმობს ავტორიტარული წყობა; 7

ძალაუფლების მფლობელი არ ცდილობს მონოპოლიის გავრცელებას


საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სახეზე, აძლევს მათ ავტონომიური
განვითარების საშუალებას. მაგალითად შესაძლოა ეკონომიკა კარგ
პირობბშ იყოს.
30 რას გულისხმობს ტოტალიტარული წყობა; 7

თვითმარქვია უმცირესობა ხელთ იგდებს ძალაუფლებას იმისთვის, რათა


საზოგადოებას თავს მოახვიოს როელიმე იდეოლოგია ან უტოპია.
ფაშიზმი, კომუნიზმი..
31 რას გულისხმობს მაფიოზური წყობა; 7

დამახასიათებელია სახელმწიფოებრივ პოსტებზე თავისი ადამიანების


ქსელის შექმნა, რომელთაც აკონტროლებენ ნათლიმამები და რომლებიც
დაჟნებით მოითხოვენ გავლენის სფეროების სწორ გადანაწილებას. ხელს
ითბობენ ხალხის შრომის შედეგად.
32 ტოტალიტარიზმის ძირითადი მახასიათებლებია; 7

1. დაწესებული მონოპოლური იდეოლოგია


2. ერთადერთი პარტია
3. ტერორი საიდუმლო პოლიციის დახმარებით
4. კომუნიკაციის საშუალებების მონოპოლიური ფლობა
5. შეიარაღების მონოპოლიური უფება
6. ეკონომიკის ცენტრალიზაცია
34 ავტორიტარიზმის მთვარი მახასიათებლებია - მისი ძლიერი და სუსტი 7
მხარეები;

მახასიათბელები:
1. ავტოკრატიულობა
2. ძალაუფლების შეუზღუდაობა
3. რეალურ და პოტენციურ ძალაზე დაყრდნობა
4. ძალაუფლებისა და პოლიტიკის მონოპოლიზაცია
5. იგი უარს ამბობს საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე
6. პოლიტიკური ელიტის გაწვევა
სუსტი მხარეები:
1. პოლიტიკის სრული დამოკიდებულება სახელმწიფს მეთაურის ან
უმაღლეს ხელისუფალთა ჯგუფის პოზიციაზე
2. პოლიტიკური ავანტიურისა და თვითნებობის შეუზღუდაობა
3. საზოგადოებრივი ინტერესების გამოთქმის შეზღუდულობა.
ძლიერი მხარეებია:
1. პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოებრივი წესრიგის
უზრუნველყოფა
2. გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად საზოგადოებრივი
რესურსების მობილიზება
3. პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგობის გადალახვის
უნარი
35 რას გულისხმობს მრავალპარტიული და ერთპარტიული დემოკრატია; 7

ერთპარტიული დემოკრატიის საფუძველია რწმენა, რომ ერთი პარტია


გამოხატავს მთელი საზოგადოების ინტერესებს. მაგ: სსრკ. არჩევნები
ტარდება ფორმალურად.
მრავალპარტიულ დემოკრატიაში არის კონკუენტული გარემო, პარტიები
წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს და მოსახლეობა აძლევს ხმას თავის
რჩეულს,
36 რას გულისხმობს პირდაპირი დემოკრატია; 7

აქ გადაწყვეტილებას იღებს ის ვისაც უშუალოდ ეხება საკითხი.


საბერძნეთის მოდელი.
37 რა ნიშნებით ხასიათდება ღია საზოგადოება; 8

1. ეფუძნება ადამიანის თავისუფლებას და კრიტიკულ აზროვნებას.


2. ასეთ საზოგადოებაში ადამიანს აქვს უფლება ისაუბროს იმ თემაზე
რაზეც სურს და ამის გამოარ დაისჯება.
3. სიტყვის თავისუფლება აქ არის შეცდომის გამოაშკარავების
საშუალება.
4. ღია საზოგადოებას ახასიათებს რაციონალურობა, მათ ზოგიერთ
შემთხვევაში შეუძლიათ თავი შეიკავონ ემოციებისგან და
რაციონალური გადაწყვეტილება მიიღონ.
5. ღია საზოგადოებაში ინტელექტი ფასდება.

38 რა ნიშნებით ხასიათდება დახურული საზოგადოება; 8


1. რომელიც ორგანიზებულია ავტორიტარული ხასიათის
უცვლელი ნორმებით.
2. რომელსაც არ შეუძლია მასების ორგანიზება, ისე, რომ არ
შეიზღუდოს პიროვნების თავისუფლება.
3. რომელსაც არ შეუძლია შექმნას ისეთი სტრუქტურა, სადაც
ინდივიდის თავისულება არ დაიკარგება ბიუროკრატიის
ლაბირინთში.
4. რომელსაც არ შეუძლია ხელი შეუწყოს ხელისუფლების ძალის
გამაწონასწორებელი სტრუქტურების, სახელმწიფო
ინსტიტუტებისა და ასოციაციების არსებობას.
5. რომელშიც მრავალი ტაბუდადებული საკითხი არსებობს.
6. დახურული საზოგადოება ტომობივ-ტრიაბალისტური
საზოგადოებაა.
39 რა განსხვავებაა პოლიტიკასა და მართვას შორის, ასევე პოლიტიკოსსა და 8
ჩინოვნის შორის - შეფლეს და მანჰაიმის მიხედვით

 განსხვავებები პოლიტიკასა და მართვას, პოლიტიკოსსა და


ჩინოვნიკს შორის:
იქ, სადაც ყოველი მოცემული შემთხვევისთვის გადაწყვეტილებებს
იღებენ წინასწარდადგენილი წესების, მითითებების შესაბამისად
საქმე გვაქვს არა პოლიტიკასთან, არამედ საზოგადოებრივი
მართვის იმ სფეროსთან, სადაც მოვლენები მყარი,
ჩამოყალიბებული სახით ვითარდება.
მაგრამ პოლიტიკის სფეროში ვხვდებით, მაშინ, როცა
დიპლომატები მოლაპარეკეებით აღწევენ სხვა სახელმწიფოებთან
ადრე არსებული ხელშეკრულებების დადებას, როდესაც
დეპუტატები პარლამენტში იღებენ კანონს ახალი გადასახადების
შესახებ, როდესაც ვინმე წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა, როდესახ
ოპოზიციური ჯგუფები ამზადებენ გაფიცვას... ამგვარად
პოლიტიკისა და ნამდვილი საქმიანობის სფერო ირაციონალური და
არაორგანიზებულია, ბიუროკრატიისგან განსხვავებით, პოლიტიკას
არარეგულირებულ, ცვლად და მიმდინარე პროცესებთან აქვს საქმე,
სადაც საწიროა პოლიტიკოსთა შემოქმედებითი მიდგომა და
პრობლემების გადაჭრისას ინდივიდუალური გადაწყვეტილების
მიღება. ჩინოვნიკებს კი პოლიტოკოსებისგან განსხვავებით
ახასიათებთ ბიუროკრატიული აზროვნება, ისინი ისწრაფიან
პოლიტიკური პრობლემები მართვის თეორიის პრობლემად აქციონ.
ბიუროკრატი ვერ ხედავს იმას, რომ ადმინისტრაციის სფერო და
განსაზღვრული ფუნქციების მოწესრიგება მტელი პოლიტიკური
სინამდვილის მხოლოდ ნაწილია.
ბიუროკრატის (ჩინოვნიკის) იდეალური ტიპი მოიცავს: ნებისმიერი
ბრძანებისთვის მზადყოფნას. არსებული კანონებისა და
დანაწესების ჩარჩოებში მოქმედების უნარს. პროფესიულ
კვალიფიკაციას, მოვალეობის გრძნობის ყველა დანარჩენზე
უპირატესობას, გულგრილობას, უსახოებას და უპიროვნებას.
პოლიტიკოსის იდეალური ტიპი: ბრძანების უფელბას,
ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობას, ხალხის წინაშე
პასუხისმგებლობას, დამოუკიდებელი მოქმედების უნარს, რაზეც
იგი პირადად აგებს პასუხს, მომხრეებისა და მოკავშირეების
მოპოვებას, კომპრომისების მიღწევის უნარს, ძალაუდფლების
ბრძოლაში თავდადებას, გარვეულ სიტუაციაში გადადგომის
უნარს... (211გვ)

40 ლეგიტიმური ბატონობის რომელ სამ ფორმაზე საუბრობს ვებერი; 9

1. ტრადიციული
2. ქარიზმატული
3. ლეგალური
41 რას გულისხმობს ქარიზმული ბატონობა; 9

ქარიზმა ეს არის რაღაც ექსტრაორდინალირი უნარი, რომელიც ინდივიდს


ამოარჩევს ყველა სხვა დანარჩენისგან და იგი ბოძებულია ღმმერთის თუ
ბედის მიერ. ქარიზმის მფლობელებად წარმოგვიდგებიან
მხედართმთავრები, ჯადოქრეი, გამოჩენილი პოლიტიკოსები, მსოფლიო
რელიგიის დამფუძნებლები, დიდი დამპყრობლები. ქარიზმატულ
ლიდერებს გააჩნიათ ხელქვეითების აღიარება, რომელიც შესაძლოა
განპირობებული იყოს მათზე ფსიქოლოგიური გავლენის ქონით,
ემოციური ერთობის, წარმოშობის მიკუთვნილების ან სხვა მიზეზეის გამო.
ქარიზმატული ბატონობა უპირისპირდება ტრადიციულ და ლეგალურ
ბატონობას.
42 რას გულისხმობს ტრადიციული ბატონობა; 9

ტრადიციული ბატონობა დაფუძნებულია არა მხოლოდ ტრადიციების


ავტორიტეტზე, არამედ უძველეს დროში არსებული წესრიგისა და
ძალაუფლების ღვთაებრიობის რწმენაზეც. მის საფუძველში დევს
ტრადიციული მოქმედება. ასეთი მმართველობის კარგი მაგალითია
პატრიარქალური მმართველობა.
ტრადიციული ბატონობისას მმართველობის აპარატი შედგება ბატონზე
პირადად დამოკიდებული შინამოსამსახურეებისგან, ნათესავებისგან ან
ერთგული ვასალებისგან. თანამდებობაზედანიშვნის გარანტი არის
ბატონის ერთგულება.
43 რას გულისხმობს ლეგალური ბატონობა; 9

მის საფუძველში რაციონალური მოქმედება ძევს. ბატონობის ამგვარი


ტიპის დროს მოქალაქეები ემორჩილებიან არა პიროვნებას, არამედ
კანონებს. მათ ემროჩილებიან როგორც მართულნი ისემმართველნი.
მართვის აპარატი შედგება სპეციალურად გადანაწილებული
ჩინოვნიკებისგან.
44 რას ნიშნავს ლეგიტიმურობა; 10

ლეგიტიმურობა - ეს არის კონკრეტული პოლიტიკური სისტემის


მდგომარეობა, მისი ღირსები აღიარება,. ლეგიტიმურობა პოლიტიკური
სისტემის სამართლიანობისა და კანონიერების აღიარებაა - რწმენაა,.
ლეგიტიმურობა არ გამოითქმება კონსტიტუციის მუხლებით, იგი არის
წარმოდეგენა, შეხედულებბა, რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერებასა და
შეგნებაშია საძიებელი. თუ მოქალაქეები თვლიან, რომ ხელისუფლების
პოლიტიკური ინსტიტუტები გამართლებულია, შეესიტყვება მათ
ტრადიციებს, ადათებს და
45 რა არის ლეგიტიმაცია; 10

ლეგიტიმაცია - კი პროცესი, რომელშიც ეს ლეგიტიმურობა ხორციელდება,


ლეგიტიმაცია კი ამ სამართლიანობისა და კანონიერების განმტკიცებაა და
გამართლებაა,

დახურული შეკითხვები (თითო შეკითხვის სწორი პასუხი - 0.5 ქულა)

შეკითხვები მოცემულია მხოლოდ პირველი თავიდან

გამოცდაზე, დახურულ შეკითხვებს ექნება სავარაუდო პასუხები

# შეკითხვები - ჭეშმარიტია/მცდარია სავარაუდო პასუხით


ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც:
პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკასა და პოლიტურთიერთობებს შეისწავლის
გლობალური საზოგადოების კონტექსტში;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


ძალაუფლების ფენომენს შეისწავლის ნებისმიერ ადმაიანურ გაერთიანებებში;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


შეისწავლის მხოლოდ ელიტათა თეორიას;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


შეისწავლია პოლიტკური რეჟიმების სტაბილურობის და ეფექტურობის სოციალურ
პირობებს;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


იკვლევს ექსტრემისტულ და რევოლუციურ მოძრაობებს და მათ იდეოლოგიურ
დოქტრინებს;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


იკვლევს მხოლოდ იმ დაძაბულობებს, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ორგამიზაციასა
და საზოგადოებას შორის;

მცდარია
ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია
იკვლევს თუ რამდენად შეესაბამებიან პოლიტიკურ სისტემათა იდეალები და
ღირებულებები, მოსახლეობის იდეალებსა და ფასეულობებს;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


საგანია ძალაუფლების სტრატიფიკაცია;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


საგანია ელიტათა მოქმედება;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიას


კვლევის საკუთარი მიზანი აქვს, კერძოდ - დაპირისპირებულ ძალთა გაერთიანება და
კონსოლიდაცია;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


დემოგრაფიული მიდგომა სწავლობს იმას, თუ რა გავლენას ახდენს დემოგრაფიულ
ჯგუფთა პრობლემები, ინდივიდთა და ჯგუფთა პოლიტიკურ საქმიანობაზე;
ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


ფსიქოლოგიური მიდგომა ორინეტირებულია პოლიტმოქმედებების მექანიზმების
ცვლილებაზე და ასევე ფსიქოლოგიური მექანიზმების დაწესებაზე;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


კოლექტივისტური მიდგომის მეშვეობით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ როგორ ახდენს
გავლენას ძალაუფლების განაწილება ჯგუფის მიერ საბოლოო გადაწყვეტილებათა
მიღებაზე;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


კულტუროლოგიური მიდგომა ორიენტირებულია გამოავლინოს თუ რამდენადაა
დამოკიდებული პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კულტურაზე;
ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიდგომა განიხილავს პოლიტიკას, როგორც უმარტივეს
სისტემას, რომელსაც ძალიან მარტივი სტრუქტურა აქვს და მასში შემავალ ყველა
ელემენტს წინასწარ განუსაზღვრელი დანიშნულება გააჩნია;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიდგომას ამავდროულად ურთიერთმოქმედებით
მიდგომასაც უწოდებენ;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


სისტემური მიდგომის არსი ისაა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს როგორც
მთლიან და რთულ ორგანიზმს, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაშია გარემომცველ
სინამდვილესთან;

ჭეშმაიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგიის


შედარებითი მიდგომა ყველაზე ნაკლებად გამოიყენება პოლიტიკურ პროცესთა
შესასწავლად და ასასხსნელად;
მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


მხოლოდ თეორიული ორიენტაციისაა;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


თეორიულთან ერთად გამოენებითი ხასიათისაცაა;

ჭეშმარიტია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


შეისწავლის დაკვირვებად პოლიტიკურ მოვლენებს მეცნიერული ემპირიულ-
ინდუქციური მეთოდების მეშვეობით;

ჭეშმარიტია
ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია
შეისწავლის ჰიპოთეტურ ფაქტებს მკაცრად დადგენილი ექსპერიმენტული მეთოდების
მეშვეობით;

მცდარი
ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია
არ იყენებს კვლევის მეთოდებს პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის მსიაღებად;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკური სოციოლოგია


მხოლოდ მეორად მონაცემთა ანალიზით შემოიფარგლება;

მცდარია

ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება, რომლის მიხედვითაც: პოლიტიკურ სოციოლოგიას


გააჩნია კვლევის საკუთარი მიზანი, რომელიც გულისხმობს ლიდერობას, პოლიტიკის
ნებელობით ფაქტორებს და მასობრივ ფსიქიკას;

ჭეშმარიტია

# შეკითხვები - ოთხი სავარაუდო პასუხით


ემპირიული მონაცემების შეგროვებს რომელ უმთავრეს მეთოდებს იყენებს პოლიტიკური
სოციოლოგია:

დაკვირვება, გამოკითხვის მეთოდი,

რის თაობაზე ხდება ინფორმაციის მოგროვება დაკვირვების მეშვეობით;

სოციალურ-პოლიტიკური ინფორმაცია
ამ მეთოდთაგან, რომელი გულისხმობს რესპონდენტისგან შეკითხვების დასმის
პრინციპით ინფორმაციის მოპოვებას:

ინტერვიუ

გამოკითხვის მეთოდის უპირატესობებია:

გამოკითხვის რომელ სახეებს იცნობს პოლიტიკური სოციოლოგია:

ინტერვიუ. ანკეტური გამოკითხვა, საექსპერტო გამოკითხვა და სოციომეტრული


გამოკითხვა.

გამოკითხვის რომელი მეთოდი გულისხმობს რესპონდენტთან პირისპირ საუბარს


წინასწარ შემუშვებული გეგმით:
ინტერვიუ

რომელი წესი უნდა იქნეს დაცული კვლევის ინსტრუმენტში (კითხვარში) კითხვების და


სავარაუდო პასუხების შემუშავებისას:

1. კითხვები და პასუხები ლაკონური უნდა იყოს, 2. თავიდან უნდა იქნეს


აცილებული მრავალი მნიშვნელობის მქონე სიტყვების გამოყენება, 3. სხვადასხვა
გარემოება და სიტუაციები არ უნდა გერთიანდეს ერთ საკითხად. 4. უმჯობესია
გადმოცემის მარტიი ფორმების გამოყენება.
რა განსხვავებაა ანკეტირებასა და ინტერიუს შორის;

ანკეტირება წერითია, ინტერვიუ უშუალოდ ზეპირი

კვლევის ინსტრუმენტის შემუშავებისას, შეკითხვების რომელი ჯგუფები გამოიყოფა:

1. ფაქტის შესახებ კითხვები


2. ცოდნისეული კითხვები
3. კითხვები შეხედულებათა შესახებ
4. მოტივაციური კითხვები
რის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას „კითხვები შეხედულებათა შესახებ“ კვლევის
ინსტრუმენტში:
შეფასებითი ხასიათისაა და დამოკიდებულია ინდივიდთა პირად განწყობებზე.
რა შესაძლებლობებით გამოირჩევა კონკრეტული სოციოლოგიური კვლევა პოლიტიკი
მიმართულებით:

1. შესაძლოა განისაზღვროს საზოგადოების აზრი


2. დადგინდეს პოლიტიკურ პარტიათა, ლიდერთა, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ
ორგანიზაციათა და მოძრაობათა რეიტინგი.
3. შეუძლია საზოგადოერივი აზრის წარმართვა
4. აუცილებელია რეფორმის გასატარებლად
5. შეიძლება დადაგინდეს დამნაშავეთა და დევიანტთა სოციალური პორტრეტები
6. შეულია ფასეული რეკომენდაციების შემუშავება
7. ელექტორატის აზრი შეუძლია გაგვაცნოს
8. მოგვაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფოს მართვის ეფექტური ან არაეფექტური
საქმიანობის შესახებ
9. დადგინდეს როგორი შედეგი ექმენა ამა თუ იმ სოციალურ პოლიტიკურ
პროგრამას.
რა როლი აქვს სოციოლოგიურ კვლევას რეფორმების გატარების პროცესში;

რას სწავლობს დემოგრაფიული მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში

სოციოლოგიის დემოგრაფიული მიდგომა სწავლობს იმას, თუ რა გავლენას ახდენს


დემოგრაფიულ ჯგუფთა პრობლემები, ინდივიდთა და ჯგუფთა პოლიტიკურ
საქმიანობაზე;

რას სწავლობს ფსიქოლოგიური მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში

სწავლობს მოტივებს, აზრებს, სოციალურ განწყობებს, ადამიანთა წწარმოდგენებს საკუთარ


თავზე.

რას სწავლობს კულტუროლოგიური მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში;

სოციოლოგიის კულტუროლოგიური მიდგომა ორიენტირებულია გამოავლინოს თუ


რამდენადაა დამოკიდებული პოლიტიკური პროცესები პოლიტიკურ კულტურაზე;

რას სწავლობს კოლექტივისტური მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში;

სოციოლოგიის კოლექტივისტური მიდგომის მეშვეობით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ


როგორ ახდენს გავლენას ძალაუფლების განაწილება ჯგუფის მიერ საბოლოო
გადაწყვეტილებათა მიღებაზე;

რას გულისხმობს სტრუქტურლ-ფუნქციონალური მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში;

სტრუქტურულ-ფუნქციონალური მიდგომა: იგი პოლიტიკას განიხილავს, როგორც ერთ


სტრუქტურულ მექანიზმს, რომელსაც შეადგენს უამრავი ფუნქციონალური ელემენტი, ამ
ელემენტებს აქვთ განსხვავებული მოვალეობები.

რას გულისხმობს სისტემური მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში;

სოციოლოგიის სისტემური მიდგომის არსი ისაა, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს


განიხილავს როგორც მთლიან და რთულ ორგანიზმს, რომელიც მუდმივ
ურთიერთქმედებაშია გარემომცველ სინამდვილესთან;

რას გულისხმობს შედარებითი მიდგომა პოლიტიკურ სოციოლოგიაში;

იგი გულისხმობს ერთი და იმავე ტიპის პოლიტიკურ მოვლენათა, ვთქვათ, პოლიტიკურ


სისტემათა, პარტიების ერთი და იმავე პოლიტიკური ფუნქციების რეალიზაციის
სხვადასხვა წესთა შეპირისპირებას მათი საერთო და სპეციფიკური თვისებების
გამოვლენის, პოლიტიკური ორგანიზაციის ყველაზე ეფექტური ფორმების და ამოცანების
გადაჭრის ოპტიმალური გზების მოპოვების მიზნით.

რას იკვლევს პოლიტიკური სოციოლოგია:

პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის ობიექტია ადამიანის, პოლიტიკური სისტემის და


საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებები.

რას შეისწავლის პოლიტიკური სოციოლოგია:


პოლიტიკური სოციოლოგიის კვლევის საგანი მოიცავს ძალაუფლების სტრატიფიკაციას,
ელიტათა და ელექტორატის მოქმედებას, მის განწყობებსა და შეხედულებებს,
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, პოლიტიკურ მოძრაობატა და
ინტერესთა ჯგუფების იდეოლოგიებს, პოლიტიკურ პარტიებს, ნებაყოფლობით
დაჯგუფებებს, ოლიგარქიის პრობლემას, პოლიტიკასა და მმართველობის
ბიუროკრატიულ პროცედურებს, ძალაუფლების ლეგიტიმურობისა და ეფექტურობის
სოციალურ-კულტურულ ფაქტორებს...

რა განაპირობებს პოლიტიკური სოციოლოგიის ავტონომიურობას:

თემა (მაქსიმალური არის 14 ქულა)

თემა პირობა რომელ


# თავიდა
პოლიტიკურის უნდა იყოს გადმოცემული ოთხივე მოაზროვნის შეხედულებათა შეპირისპირება - 2
ცნება და როგორც პოლიტიკაზე, ასევე ძალაუფლებაზე.
ძალაუფლება -
პლატონის, არანაკლებ 500 სიტყვა.
არისტოტელეს,
მაკიაველის და
მაქს
ვებერისეული
შედარებით
ანალიზი;
ფრიდრიხ ნიცშე უნდა იყოს გადმოცემული ამ ორი მოაზროვნის შეხედულებათა შეპირისპირება. 3
- ძალაუფლების
რაობის და არანაკლებ 400 სიტყვა.
ბერტრან რასელი
- ძალაუფლების
მოთოკვის
აუცილებლობის
შესახებ
სისტემური უნდა იყოს გადმოცემული ამ ორივე მოაზროვნის შეხედულებათა შეპირისპირება. 4
ანალიზი
პოლიტიკურ არანაკლებ 400 სიტყვა.
სოციოლოგიაში -
პარსონსის და
ისტონის
შეხედულებათა
საფუძველზე
პოლიტიკური გარდა უშუალოდ შესაძლებლობებისა, განხილული უნდა იყოს ამ შესაძლებლობების და 5
სისტემის უნარების გამოყენების დადებითი ასპექტები რეალურ პოლიტიკურ სიტუაციებში.
შესაძლებლობებ არანაკლებ 500 სიტყვა.
ი და მათი
გამოყენება
პრატიკაში
კომუნიკაციის უნდა იყოს მიმოხილული პოლიტიკური კომუნიკაციის ყველა ფორმა და საშუალება, 6
როლი და ასევე მისი წესები. ხაზი უნდა ქონდეს გასმული თითოეული მათგანის მნივნელობას.
მნიშნელობა არანაკლებ 400 სიტყვა.
პოლიტიკაში-
პოლიტიკური
კომუნიკაციის
ფორმები და
თავისებურებები
პოლიტიკური განხილული უნდა იყოს სამივე ძირითადი წყობა - თავისივე ქვეტიპებით და გარდა მათი 7
სისტემათა შეფასებითი ანალიზისა მოცემული უნდა იყოს მათი მაგალითები პრაქტიკაში.
ტიპების
შედარებითი არანაკლებ 500 სიტყვა.
ანალიზი - მათი
დადებითი და
უარყოფით
მხარეები
როგორც
თეორიულ
დონეზე, ასევე
პრაქტიკაში.
ღია და განხილული უნდა იყოს ორივე ტიპის საზოგადოების მახასიათებლები - შეფასებით და 8
დახურული შედარებით ასპექტში, მოყვანილი უნდა იყოს ღია და დახურული საზოგადოების
საზოგადოების მაგალითები. საუბარი უნდა იყოს ღია საზოგადოების ხელისშემლელ ფაქოტორებზე.
შედარებითი არანაკლებ 500 სიტყვა.
ანალიზი, ღია
საზოგადოება და
მისი მტრები.
ბატონობის განხილული უნდა იყოს ლეგიტიმური ბატონობის სამივე ფორმა - მათი შეფასებითი 9
ფორმები მაქს ანალიზის და დახასიათებების გარდა, მოცემული უნდა იყოს მათი მაგალითები
ვებერთან პრაქტიკაში.
თემის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 500 სიტყვა.

0 პოლიტიკური განხილული უნდა იყოს როგორც პოლიტ. კულტურის, ასევე სუბკულტურის ტიპები. 11
კულტურის და მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული პოლიტიკური სოციალიზაციის არსი, პროცესი და მისი
სუბკულტურის მნიშვნელობა.
ტიპები, არანაკლებ 400 სიტყვა.
პოლიტიკური
სოციალიზაციის
როლი ქვეყნების
და ინდივიდების
პოლიტიკურ
ცხოვრებაში.

You might also like