You are on page 1of 7

ესე

ფაკულტეტი:საერთაშორისო ურთიერთობების და
დიპლომატიის სტუდენტი: ალექსანდრა აივაზოვა
საგანი:პოლიტიკური სოციოლოგია
ხელმძღვანელი: ნაცვლიშვილი ბექა
თემა:დემოკრატიზაცია
სარჩევი:
1)დემოკრატია და დემოკრატიზაცია
2)დემოკრატიზაცია და ეკონომიკა
3)დემოკრატია და საზოგადოება
4)დემოკრატიზაციის თანამედროვე გამოწვევები
ამ საკითხებში, გადმოცემულია ის ძირითადი თეორიები და
მიდგომები, რომლებიც შემუშავდა უკანასკნელი
ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური მეცნიერების
სფეროში წამყვან ევროპელ და ამერიკელ მეცნიერთა მიერ.
წიგნში განხილული საკითხები, რომელიც გაერთიანებულია
ხუთ თავში, ესენია: დემოკრატია და დემოკრატიზაციაის
კონცეფციები და თეორიები; დემოკრატიზაციის პროცესი,
როგორც ტრანზიტი დემოკრატიაზე; დემოკრატიზაცია და
ეკონომიკა; დემოკრატია და საზოგადოება და
დამოკრატიზაციის თანამედროვე გამოწვევები.

რობერტ დალი დემოკრატიას „ყველასათვის ღია შეჯიბრს“


უწოდებს. თანამედროვე დემოკრატია, მისი გაგებით
ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით:
- ორგანიზაციების შექმნის და მათში გაწევრიანების
თავისუფლება;
- სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;
- არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
- უფლება იყო არჩეული საზოგადოებრივ და/ან სახელმწიფო
თანამდებობაზე;
- ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა;
- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება;
17-19-20 საუკუნეების რევოლუციები მიმართული იყო ძველი
რეჟიმების ლიკვიდაციისკენ , მაგრამ დღეს ეს უმცირესობები
თუ უმრავლესობები, რომელნიც თავს ჩაგრულად მიიჩნევენ
ახალი რეჟიმებისგან იწყებენ მოძრაობას დემოკრატიის
არარევოლუციონარი კონცეფციის სახით.

დემოკრატიზაცია: ძირითადი თეორიული მიდგომები


თეორიული მიდგომა დემოკრატიზაციის პროცესის
კვლევისადმი - ეს იდეათა და განმაზოგადოებელ ახსნათა
მწყობრი კომპლექსია, რომელიც ეყრდნობა მკაფიოდ
განსაზღვრულ ცნებათა რიგს. დემოკრატიზაციის პროცესის
კვლევისას, გამომდინარე, პრობლემათა თეორიული მიდგომა
გამოიყენება.
თეორიულ მიდგომათა 3 ძირითადი ჯგუფი გამოვყოთ:
1)მოდერნიზაციული მიდგომა-ხაზს უსვამს გარკვეული
რაოდენობის სოციალურ და ეკონომიკურ რეკვიზიტებს
2)ტრანზიტული მიდგომა-ხაზს უსვამს პოლიტიკურ
პროცესებსა და ელიტების ინიციატივებს
3)სტრუქტურიული მიდგომა-ხაზს უსვამს ძალაუფლების
სტრუქტურების ცვლილებას დემოკრატიზაციისთვის
ხელსაყრელი მიმართულებით

დემოკრატიზაციის ფაქტორები:
 ეკონომიკური განვითარება
 სოციალური დაყოფა
 სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტები
 სამოქალაქო საზოგადოება
 პოლიტიკური კულტურა და იდეები
 ტრანსნაციონალური და ინტერნაციონალური ფაქტორები

დინამიკური მოდელი
რასტოუს თეორიის მიხედვით, დემოკრატიზაციის
პროცესის დაწყებისთვის აუცილებელ წინაპირობას
წარმოადგენს ეროვნული ერთობის არსებობა.
ეს არის სისტემა-დროებითი უმრავლესობის მმართველობა
პროცესი მოიცავს სამ გზას:
 მოსამზადებელი ფაზა
 გადაწყვეტილების მიღების ფაზა
 მიჩვევის ფაზა

ლიბერალიზაცია
დიქტატურა და მნიშვნელოვნად ავტორიტარიზმიც ვერ ითმენს
დამოუკიდებლად ორგანიზაციებს. საქმე ისაა, რომ როდესაც არ
არსებობს კოლექტიური ალტერნატივა ცალკეული პირების
დამოკიდებულება არსებული რეჟიმისათვის ნაკლებად
ზემოქმედებს. ნაკლებად ახდენს გავლენას მის
სტაბილურობაზე. სწორედ ამიტომ რეჟიმის დაცემის ახსნა
ლეგიტიმურობის ტერმინებით ან ტავტოლოგიურია ან
მცდარი.ზოგიერთი ავტორიტატული რეჟიმი, უკანონო
დამყარებისთანავე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ
მისთვის გაეძლო 40 და მეტი წელიწადი

კონსოლიდირებული დემოკრატია
კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეშ იგულისხმება
პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დემოკრატია გადაქცეულია
ძალაუფლებისათვის ბრძოლის ერთადერთ გზად.

1-2-3 ტალღა
1974 წლიდან, პორტუგალიის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ,
იწყება პერიოდი, რომელსაც სამუელ ჰანტინგტონმა „დემოკრატიის მესამე
ტალღა“ უწოდა.მესამე ტალღამდე ადგილი ჰქონდა დემოკრატიზაციის
კიდევ ორ პერიოდს: გრძელი, ნელი პერიოდი 1828-1926 და შემდგომ
1943-1964. თითოეულ მათგანს, მისი თქმით, მოყვა დემოკრატიების
მსხვრევის „უკუტალღა“ რომლის დროსაც ზოგიერთი ახლადშექმნილი (ან
აღდგენილი) დემოკრატია დაემხო.
1)დემოკრატიზაციის პირველი ტალღა იყო ნელი და გრძელი, მას არ
მოუცვია დიდი რაოდენობის ქვეყნები. ის დაიწყო მეთვრამეტე საუკუნის
ბოლოს ამერიკული და ფრანგული რევოლუციებით.

2) დემოკრატიზაციის მეორე ტალღა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ


დაიწო. 1962 წლისთვის დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა თითქმის
გაორმაგდა ყოფილი კოლონიების ხარჯზე.
3) მესამე ტალღა დაიწყო ხმელთაშუა ზღვის ქვეყებიდან დაიწყო. ტალღა
ხმელთაშუაზღვის ქვეყნებიდან დაიწყო ტალღა ქვეყნების უფრო მეტ
რაოდენობას აღწევდა ბერლინის კედელის დანგრევამ მასში
ხარისხობრივად ახალი ეტაპი აღნიშნა

დემოკრატიზაცია და ეკონომიკა
ეკონომიკური რეფორმების წარმატების ალბათობა დიდწილად
დამოკიდებულია იმ იდეებსა და ღირებულებებზე, რომელიც არსებობს
დემოკრატიულ საზოგადოებებში. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ იდეას,
როგორიცაა, მაგალითად, თანასწორობის იდეა - როდესაც მოქალაქეებს
სჯერათ, რომ რეფორმების დანახარჯები თანაბრად ნაწილდება. ამ
შემთხვევაში ეკონომიკურ რეფორმებს უფრო მეტი წარმატება ელით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მოიპოვონ ისეთმა ფაქტორებმა,
როგორიცაა ურთიერთნდობა მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის და
კონსენსუსი საზოგადოებაში. რეფორმებისათვის აუცილებელი
კონსენსუსის მისაღწევად დემოკრატიული მთავრობები ცდილობენ
მოიპოვონ მოქალაქეების ნდობა, რადგან მათი წარმატება დამოკიდებულია
რეჟიმის ფართომასშტაბიან ლეგიტიმურობაზე. მაგრამ, როდესაც
პოლიტიკოსები არიან ცნობილი კორუფციის მაღალი დონით, მათ არ
შეუძლიათ მოიპოვონ მხარდაჭერა ხალხისაგან. თუკი პოლიტიკოსები
თავიანთ მანდატებს ეფექტიანად გამოიყენებენ და იმუშავებენ
საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაზე, მათი წარუმატებლობის რისკი
მინიმუმამდე შემცირდება. ამგვარად, ეკონომიკური რეფორმების
წარმატება თუ წარუმატებლობა დიდწილად დამოკიდებულია
პოლიტიკურ რეფორმებზეც, საწიროა პოლიტიკური და ეკონომიკური
რეფორმების ერთგვარი შეთანადება, რაც სახელმწიფოს მხრიდან დიდ
სიფრთხილეს მოითხოვს და ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავებას.
იგულისხმება, რომ ამავე დროს პოლიტიკოსების მორალური ქცევა
სრულიად ლეგიტიმურია.
ასე რომ, წარმატებული ეკონომიკური რეფორმები წინააღმდეგობაში არ
მოდის დემოკრატიულ მმართველობასთან. თუმცა, იმ პოლიტიკური თუ
ისტორიული წინაპირობების შექმნა, რომელიც საჭიროა ეკონომიკური
რეფორმების მობილიზაციისათვის, ხანდახან არ არის ადვილი და
მოითხოვს დროს, და რაც მთავარია, პოლიტიკური და ეკონომიკური
ცოდნის მარაგის დაგროვებას.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური რეფორმა მდგრადი
იქნება, დროთა განმავლობაში ეფექტს გამოიღებს და ფუნდამენტურად
შეცვლის ძველი ეკონომიკის სტრუქტურას, თუკი მთავრობა, რომელიც ამ
რეფორმებს ახორციელებს, საზოგადოების მხრიდან აღიქმება
ლეგიტიმურად, კონსულტაციებს მართავს ძირითად სოციალურ და
ინტერესთა ჯგუფებთან, რთავს მათ პოლიტიკის შექმნის პროცესში და
ცდილობს აუხსნას საზოგადოებას ამ რეფორმების აუცილებლობა და
საჭიროება. დემოკრატიებს ყველა ამ ასპექტში უპირატესობები გააჩნიათ.
ამ ყველაფერთან ერთად, საუბარია საბაზრო ეკონომიკაზე. მაგალითად,
მოყვანილია სამოქალაქო და არასამოქალაქო ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე.
ბოქსი - არასამოქალაქო ეკონომიკის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ
ხარჯებისა და გადასახადების განაკვეთების გადამეტებისაგან თავი უნდა
შეიკავოს და მისცეს ინდივიდებს სტიმულები იმისათვის, რომ მთავრობის
მიერ დაწესებული ვალდებულებები გადასახადებთან და სხვა კანონებთან
დაკავშირებით მათთვის მისაღები გახდეს. - ბოქსი
არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის გავრცელებული ტიპებია:
ლეგალური არაფორმალური ეკონომიკა, არასამართლებრივი ეკონომიკა,
ნახდევრად სამართლებრივი ეკონომიკა, არალეგალური კრიმინალური
ეკონომიკა.
ბოქსი
ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის „ზოგიერთი“ კლასიკური მიზეზი:
1. ეკონომიკური და სტრუქტურული კრიზისის პირობებში შრომით
ბაზარზე ვითარების გართულება, რაც იწვევს მცირე მეწარმეობისა და
დამოუკიდებელი დასაქმების უსწრაფეს ზრდას (ბუმს), რაც თავისთავად
ხდება ნოყიერი ნიადაგი ჩრდილოვანი ურთიერთობების ზრდისათვის;
2. მასიური მიგრაცია (გარე და შიდა) დეპრესიული რეგიონებიდან და
ცხელი წერტილებიდან, მიგრანტთა მასები, როგორც წესი, ყალიბდებიან
ჩრდილოვანი ეკონომიკის ანკლავებად;
3. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ხასიათი: უნდა ვივარაუდოთ, რომ
ჩრდილში წასული ეკონომიკის წილი არის პირდაპირ დამოკიდებული სამ
პარამეტრზე: 1. რეგულატორული ჩარევის ხარისხი;
2. გადასახადების დონე; 3. კორუფციის მასშტაბები.
4. საგარეო ბაზრების გახსნა - რაც ზრდის კონკურენტულ ბრძოლას და
უბიძგებს დანახარჯთა შემცირებისაკენ ნებისმიერი - ლეგალური თუ
არალეგალური საშუალებებით;
5. გადახრა შრომით ურთიერთობებში მეტი არაფორმალურობისა და
მოქნილობისაკენ, როგორც რეაქცია მათ ზედმეტად
ინსტიტუციონალიზაციაზე და რეგლამენტაციაზე წინა პერიოდებში.
ბოქსი

დემოკრატიის კონსოლიდირებისათვის აუცილებელი


ხუთი სფერო:
 სამოქალაქო საზოგადოება
 პოლიტიკური საზოგადოება
 კანონის მმართველობა (rule of law)
 ეფექტური სახელმწიფო აპარატი
 ეკონომიკური საზოგადოება

You might also like