You are on page 1of 74

.

ჰეივუდი
ეკონომიკა და საზოგადოება (9)
 ეკონომიკური სისტემა — ორგანიზების ფორმა, რომელიც
საქონლისა და მომსახურების წარმოებას, დანაწილებასა და
გაცვლა-გამოცვლას უწყობს ხელს.
 მემარცხენეობა ძირითადად ემხრობოდა სოციალიზმს,
მემარჯვენეობა კაპიტალიზმს.
 კაპიტალიზმის ძირითადი ნიშან-თვისებები:
o ხდება საქონლის წარმოება და მათი გაცვლა-გამოცვლა, ანუ გააჩნია საბაზრო
ღირებულება.
o წარმოების საშუალებები ძირითადად კერძო საკუთრებაშია.
o ეკონომიკა ემორჩილება მოთხოვნა-მიწოდების კანონებს.
o მეწარმეობის და დაუღალავი შრომის მოტივაცია მეტი სარგებლის მიღებაა.
 სოციალიზმის ძირითადი ნიშან-თვისებებია:
o სისტემა საქონელს აწარმოებს არა მოგების მისაღებად არამედ ადამიანის
მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
o საწარმოო საშუალებები საზოგადო ან საერთო საკუთრებაა.
o ეკონომიკა ემყარება წინასწარ დადგენილ წესებს, რესურსების თანაბრად
გადანაწილების შესახებ.
o შრომა მიიჩნევა საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობად.
 ბაზარი — სავაჭრო გაცვლა-გამოცვლის სისტემა, რომელიც
გარკვეული საქონლისა თუ მომსახურების მიღების მსურველს
მიმწოდებელთან აკავშირებს.
 სახელმწიფო სოციალიზმი — სოციალიზმის ნაირსახეობა, როცა
სახელმწიფო საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებას
აკონტროლებს, თუმცა თეორიულად ისინი ხალხის აზრს
ითვალისწინებენ.
 კაპიტალისტური სისტემის სამი ძირითადი ტიპია:
o საწარმოო კაპიტალიზმი — იგივე „წმინდა“ კაპიტალიზმი. იგი ემყარება
კლასიკური ეკონომიკის ფუძემდებლების ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს
მოსაზრებებს. ძირითადი მახასიათებელია საბაზრო კონკურენცია და
თვითრეგულირებადი ბაზარი. ასეთ სისტემაში ხალხი ორიენტირებულია
მაქსიმალურ მოგებასა და თავიანთი თავის კეთილდღეობაზე. ეკონომიკური
მართვის ამ ფორმაში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევა მნიშვნელოვნადაა
შეზღუდული და ეკონომიკური ცხოვრების საყრდენი ბაზარი ხდება. საწარმოო
.

კაპიტალიზმს გამოარჩევს ტექნოლოგიების ფართო გამოყენება და კაპიტალის


ჩადებქ ადამიანურ რესურსებში, განათლებაში. საწარმოო კაპიტალიზმის
უარყოფითი მხარეა ქონებრივი უთანასწორობა, მაგალითად აშშ-ში გვხვდება
სიღატაკის ისეთი მაღალი გამოვლინებები, რომლებიც ევროპაში
წარმოუდგენელია. ეს სისტემა დღეს მხოლოდ აშშ-ში შემორჩა.
o სოციალური კაპიტალიზმი — ჩამოყალიბდა ცენტრალურ და დასავლეთ
ევროპაში. მისი სამშობლოა გერმანია. აგრეთვე იგი დაინერგა საფრანგეთში,
შვედეთში, ბენილუქსის ქვეყნებში, ავსტრიაში... ამ მოდელის მთავარი არსი
სოციალური ბაზრის არსებობაა. მაგალითად გერმანული ეკონომიკა
გათვლილია უფრო ხანგრძლივ ინვესტიციებზე, ვიდრე სწრაფ მოგებაზე.
აგრეთვე ასეთი ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას,
პროფესიონალიზმს... სოციალური კაპიტალიზმის ნაკლოვანება შემდეგში
მდგომარეობს: მას ახასიათებს სიხისტე, აგრეთვე მაღალი გადასახადების
დაწესება, ვინაიდან უნდა მოხდეს სოციალური უზრუნველყოფა, ამით
ზიანდებიან დამქირავლებებიც და დაქირავებულებიც.
o კოლექტიური კაპიტალიზმი — ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა იაპონიაში. ეს
მოდელი აიტაცეს აზიის ვეფხვმა სახელმწიფოებმა. ამ ფორმას გამოარჩევს
ხანგრძლივ ურთიერთობაზე გათვლილი თანამშრომლობისკენ მიდრეკილება.
ეკონომიკა იმართება ე.წ საზიარო ბაზრით.
 მარკეტიზაცია — სავაჭრო საქონელბრუნვასა და მატერიალურ
დაინტერესებაზე აგებულ საბაზრო ურთიერთობათა გავრცობა
ეკონომიკასა და შეძლებისდაგვარად მთელს საზოგადოებაში.
 მრავალჯერადობის ეფექტი — მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც
ნებისმიერი ცვლილება ერთიან მოთხოვნაში მზარდ გავლენას
ახდენს ეროვნულ შემოსავალზე და მთლიან ეკონომიკაში ფულის
უფრო მეტი მასის ბრუნვას უზრუნველყოფს.
 კენზიანობა — ეწინააღმდეგება თვითრეგულირებად ბაზარს,
რადგან მისი მიმდევრების აზრით, ის მკვეთრად მიჯნავდა
ხელისუფლებას ადა ეკონომიკას, რაც არასტაბილურობას და
უმუშევრობას იწვევდა. კეინზის აზრით, ეკონომიკური აქტივობის
ხარისხი განპირობებულია ერთიანი მოთხოვნით, რის მართვასაც
ხელისუფლება დაბეგვრის და ხარჯვის პოლიტიკის საშუალებით
ახერხებს.
 სტაგფლაცია — უმუშევრობისა და ინფლაციის ერთდროული
ზრდა.
.

 მონეტარიზმი — თეორია, რომლის თანახმად, ინფლაციის მიზეზი


ფულადი ემისიაა, ანუ ზედმეტი ფული ცოტას ყიდულობს.
ინფლაციისგან თავის დასაღწევად საჭიროა მოთხოვნის
პოლიტიკიდან მიწოდების პოლიტიკაზე გადასვლა, რაც მეტ
წარმოებას უბიძგებს. მონეტარისტები ემხრობიან გადასახადების
შემცირებას და ეკონომიკაში ჩაურევლობას.
 ახალი კენზიანიზმი — უარს ამბობს ეკონომიკის ვერტიკალურ
მართვაზე, მაგრამ იმასაც აცნობიერებს რომ შიშველ საბაზრო
ურთიერთობებს დაუცველობა, უთანასწორობა და ცოდნის
განსხვავებული დონეც ბორკავს.
 სოციალისტური ეკონომიკის სახეები:
o სახელმწიფო სოციალიზმი — იგივე ეკონომიკური სტალინიზმი, რომელსაც
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა საფუძველი. ეს
სისტემა სახელმწიფოს კოლექტივიზაციასა და ეკონომიკის სრულ
დაქვემდებარებას მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემამ კრახი
განიცადა, მას თავისი ისტორიის დასაწყისში ქონდა მიღწევებიც, მაგალითად
სსრკ-ში განვითარდა მძიმე მრეწველობა, აღმოიფხვრა უბინაობის პრობლემა,
კუბაში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა...
თუმცა მთელი ამ სისტემის უბედურება ის იყო, რომ მიუხედავად
მოსახლეობის სრული დასაქმებისა, მათ უმეტესობას საქმე არ ჰქონდა.
საბოლოოდ ამან ახალი ზედა კლასი წარმოქმნა და სახელმწიფო სოციალიზმი
სახელმწიფო კაპიტალიზმში გადაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის
სიმდიდრე და ეკონომიკური ძალაუფლება მოქცეული იყო ზედა კლასის
ფენებში.
o საბაზრო სოციალიზმი — მისი იდეა წარმოიშვა იუგოსლავიაში, შემდეგ კი
გორბაჩოვის დროინდელ სსრკ-შიც გავრცელდა. იგი თავდაპირველად
გულისხმობდა კოოპერატივებისა და ინდივიდუალური მეწარმეობის
ხელშეწყობას, თუმცა საბოლოოდ ისინი სრულიად გამოეყვნენ საბჭოურ
წარმოებას. სოციალისტური ბაზარი სრულიად არ უარყოფს დაგევმას და
ზენოდანმართვას.
 ეკონომიკური მესამე გზა — კაპიტალიზმისა და სოციალიზმის
ალტერნატივის იდეა.
 ინდუსტრიალიზაცია — ეკონომიკური თეორია, რომელიც
სრულმაშტაბიან ქარხნულ წარმოებას და კაპიტალის დაგროვებას
ეფუძნება.
 დეინდუსტრიალიზაცია — წარმოების ბაზის შემცირების პროცესი.
.

 ფორდიზმი — წარმოების მეთოდი, სტანდარტული და იაფი


პროდუქციისთვის ე.წ კონვეიერულ სისტემის გამოყენება.
 პოსტ-ფორდიზმი — მიკროელექტრონიკაზე დაფუძნებული
აპარატურის შექმნამ განაპირობა, რამაც თითოეულ მუშას
დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი მისცა და შემოიტანა მრავალი
სიახლე, როგორიცაა მაგ საქონლის ცალკეულ პარტიებად წარმოება.
ამ ფორმას ინდივიდუალიზმი და პირადი ინტერესების
დაკმაყოფილება ახასიათებს.
 სოციალური კლასი — იმ ადამიანთა ჯგუფი რომელთაც ერთნაირი
ეკონომიკური და საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ და
საერთო ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებთ.
 გენდერი — პოლიტიკურ თეორიებში გენდერის ცნება მამაკაცებსა
და ქალებს შორის არსებულ სოციო-კულტურულ სხვაობას
გულისხმობს.
 სქესი — პოლიტიკურ თეორიებში სქესი აღნიშნავს ქალებსა და
მამაკაცებს შორის ბიოლოგიურ სხვაობებს.

პოლიტიკური კულტურა, თვითგამორკვევა და ლეგიტიმურობა


(10)
 პოლიტიკური კულტურა — გარკვეული შეხედულებებით,
სიმბოლოებითა და ღირებულებებით გამოხატული
დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების თუ
კონსტიტუციის მიმართ. მას აყალიბებს ძირძველი ფასეულობები
და არა იმწამიერი რეაქცია კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენაზე.
 პოლიტიკური კულტურის სამი ძირითადი ტიპი:
o თანამონაწილეობა — ასეთი მოქალაქე მონაწილეობს
პოლიტიკურ პროცესებში და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას,
სასურველად და შედეგის მომტანად მიიჩნევს ასეთ
ჩართულობას.
.

o ქვეშევრდომობა — ასეთი მოქალაქე უფრო პასიურია და


თავიდანვე აღიარებს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძალზე
შეზღუდულ შესაძლებლობას.
o კუთხურობა — ასეთ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია
მოქალაქეობრივი განცდა და საკუთარ თავს არა მთლიან
ერთად, არამეე თავის კუთხესთან აიგივებს. პოლიტიკაში
მონაწილეობის სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს.
 სამოქალაქო კულტურას ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთში
მიუახლოვდნენ, სადაც როგორც თანამონაწილეობით, ასევე
ქვეშევრდომობის მკვეთრად გამოხატული ტენდენციები
შეინიშნებოდა.
 აშშ-ში თანამონაწილეობის ხარისხი აღემატებოდა ქვეშევრდომობის
ხარისხს.
 იტალიასა და დას. გერმანიას ფაშიზმმა დაუტოვა კვალი და მათი
მოსახლეობა ქვეშევრდომობისკენ უფრო იხრებოდნენ, ვიდრე
თანამონაწილეობისკენ. იტალიაში აგრეთვე დიდი იყო
კუთხურობის განცდა.
 „მთვლემარე ძაღლის თეორია“ — წამოაყენა ელმონდმა და ვერბმა.
იგი დემოკრატიული კულტურისთვისაა დამახასიათებელი და
გულისხმობს, რომ თანამონაწილეობით დაბალი ხარისხი
არსებული მმართველობით ზოგადი კმაყოფილების ნიშანია და
პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა იღონონ მის მისაღწევად. მეორე
მხრიდან თუ შევხედავთ ამ პროცესს, ის არც ისე კარგია, რადგან
არჩევნებში მონაწილეობისგან თავის არიდება და პოლიტიკაში
ჩაურთველობა, საყოველთაო გაუცხოებასა და სრულ
გულგრილობაზე მიანიშნებს.
 ჰეგემონია — წინამძღოლობა. პოლიტიკაში იგი ნიშნავს ამა თუ იმ
სისტემის ერთ-ერთი ელემენტის უპირატესობას სხვებთან
შედარებით.
 სოციალური კაპიტალი — კულტურული და მორალური
ფაქტორების ის ერთობლიობა, რაც დოვლათის წარმოქმნას უწყობს
.

ხელს. მისი ცვლილება განპირობებულია განათლების დონესა და


სოციალურ აქტივობაზე.
 პოსტმატერიალიზმი — პოლიტიკურ შეხედულებებსა და
ღირებულებების რაობას განიხილავს ეკონომიკური კუთხით.
თეორიის თანახმად მატერიალური სიღარიბე ეგოიზმისა და
მომხვეჭელობის ხელშემწყობია, ხოლო საყოველთაო
კეთილდღეობის პირობებში ადამიანები სოციალურ საქმეებში
მეტად ჩართულები არიან.
 უნივერსალიზმი — თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს
ადამიანის მეობის განმსაზღვრელი ერთი საერთო საწყისი.
 პარტიკულარიზმი — ამ თეორიის თანახმად მეობა კერძო
მახასიათებელია და არა ზოგადი და დაკავშირებულია
წარმომავლობასთან, კულტურასთან...
 თვითგამორკვევის პოლიტიკა — პარტიკულარიზმის
გამოვლინებაა.
 ევროცენტრიზმი — კულტურული მიკერძოება, როცა მხოლოდ
ევროპული ფასეულობები მიიჩნევა ჭეშმარიტად.
 ზე-ეროვნული საზოგადოება — ნაციონალიზმის ანტიპოდი.
მისთვის უცხოა პოლიტიკურ-კულტურული მეობის სამშობლოზე
მიბმა.
 დიასპორა — ხალხის ძალით გადასახლება, დღეს ეს სიტყვა
გამოიყენება მიგრანტთა მიმართებაშიც, რომელთა საზოგადოებაც
ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა.
 მრავალკულტურული ქვწყნებია — აშშ, ავსტრალია, ახალი
ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, რომელშიც დასახლებულნი არიან
დიდი რაოდენობით ზანგურ-აზიური წარმომავლობის ადამიანები,
გერმანია, სადაც თურქული წარმომავლობის ეთნიკური
ჯგუფებია ...
 უმცირესობის უფლებების 3 ტიპი — 1. თვითმმართველობის
უფლება — გააჩნიათ იმ ეროვნულ უმცირესობებს, ვინც
ტერიტორიულად მჭიდროდაა დასახლებული, ერთ ენაზე
საუბრობს და საზოგადოებრივ აქტივობებში თავიანთი ხელწერა
.

აქვთ. ასეთები არიან: ამერიკელი ინდიელები, კანადელი


ესკიმოსები, ახალზელანდიელი მაორები და ავსტრალიელი
აბორიგენები.
2. პოლიეთნიკური უფლებები — გააჩნიათ იმიგრანტთა ეთნიკურ
ჯგუფებსა და რელიგიურ უმცირესობებს, მათ აქვთ უფლება
საკუთარი კულტურული გამორჩეულობის გამოხატვის. მაგ:
ებრაელებს და მაჰმადიანებს ამ უფლების წყალობით შეუძლიათ
დაიცვან თავიანთი წმინდა ცზოველი, მაჰმადიან გოგოებს
შეუძლიათ არ ჩაიცვან სკოლის ფორმა..
3. წარმომადგენლობითი უფლებები — გააჩნიათ უმცირესობის
წარმომადგენლებსა და ხეიბრებს და აქვთ უფლება დაიკავონ
საპასუხისმგებლო თანამდებობა.
 ამერიკული „შემობრუნების“ ტალღა — დადებითი დისკრიმინაცია,
როცა უწინ ჩაგრულ ჯგუფებს მეტი ყურადღება ექცევათ.
 მრავალკულტურულობის 3 მოდელი — 1. ლიბერალური —
ემყარება თავისუფლებისა და შემწყნარებლობის პრინციპის
აღიარებას. მას ახასიათებს ჭრელი თანაცხოვრების პრინციპი.
ლიბერალები მკაცრად მიჯნავენ პირად და საზოგადოებრივ
ცხოვრებას. ლიბერალური მრავალკულტურულობის მომხრეები
მხოლოდ ლიბერალურ იდეოლოგიას აღიარებენ და სწორად
მიიჩნევენ.
2. პლურალისტური მრავალკულტურულობა — ეფუძნება
ღირებულებათა პლურალიზმს. იგი გულისხმობს ადამიანთა
განსხვავებული შეხედულებების არსებობას ცხოვრების საზრისთან
დაკავშირებით. ამ გაგებით, პიროვნულ თავისუფლებაზე აგებული
ლიბერალური მსოფლმხედველობა სულაც არაა მეტად ზნეობრივი,
ვიდრე ესა თუ ის საპირისპირო მრწამსი.
3. კოსმოპოლიტური მრავალკულტურულობა — მრავალფეროვნება
და თვითგამორკვევა მიიჩნევა გარდამავალ ეტაპად. ეს ფორმა
„სიჭრელეს“ მიესალმება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად
შეუძლია ერთ კულტურას მეორის გამდიდრება. იგი არ არის
გაქვავებული და ისტოტიას მიჯაჭვული როგორადაც
.

პლურალისტური შეიძლება ჩაითვალოს. პიროვნების მხრიდან


ახალ-ახალი აღმოჩენები მისაღები და სასურბელია.
 კოსმოპოლიტიზმი — მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის სურვილი.
ამ სიტყვით აღინიშნება ერთა შორის მშვიდობის მიღწევის მიზანიც.
 ღირებულებათა პლურალიზმი — თეორია, რომლის თანახმად
არსებობს ღირსეული ცხოვრების არა ერთადერთი სწორი გაგება,
არამედ ბევრი სხვადასხვა თანაბარუფლებიანი საზრისი.
 ლეგიტიმური მმართველის სამი ტიპი, მარქს ვებერის მიხედვით:
1. ტრადიციული — ყველაზე აშკარა გამოვლინება პატრიარქატია,
როცა ოჯახის/ტომის მარჩენალი მამაკაცია და მას ეს უფლება
ტრადიციით ერგება. აგრეთვე გერონტოკრატია - უხუცესთა
მმართველობა. დინასტიური მმართველობაც.
2. ქარიზმატული — ემყარება ადამიანის პიროვნულ ხიბლს.
ნაპოლეონი, მუსოლინი, ჰიტლერი, ფიდელ კასტრო...
3. კანონიერ-რაციონალური — ხელისუფლებას აკავშირებს
კანონებთან, მათი ძალაუფლება კონსტიტუციით არის
განპირობებული.
 საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ფისკალური კრიზისი
— სახელმწიფოში არსებული ფინანსური კრიზისი, როცა
სოციალური ხარჯების ზრდა საგადასახადო შემოსავლების კლებას
ემთხვევა.
 რევოლუციის თეორიები:
1. მარქსისტული
2. სისტემათა თეორიის — ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა
ხანგრძლივად შეინარჩუნებს მდგრადობას, თუ კი
ხელისუფლების სარგებელი გაწონასწორებულია გარეგანი
წნეხით, რასაც ხელისუფლება მუდმივად განიცდის. ჩალმერი
ამტკიცებდა, რომ რევოლუცია მაშინ ხდება, როცა ხელისუფლება
ვეღარ უძლებს ამ წნეხს. მაგალითად რუსული ცარიზმი ვერ
გაუმკლავდა პირველ მსოფლიო ომს. აგრეთვე სსრკ მე-20
საუკუნის ბოლოს ვეღარ გაუმკლავდა მეტად განათლებული და
მეტი მოთხოვნილებების მქონე ადამიანთა წნეხს.
.

3. ალექსის დე ტოკველის თეორია — რევოლუცია მაშინაა


მოსალოდნელი, როცა ხანგრძლივი ჩაგვრის შემდეგ,
ხელისუფლება ყურადღებას მოადუნებს. ტოკვილი ამბობს,რომ
ცუდი მთავრობის გარდატეხა მაშინ ხდება, როცა იგი რაიმის
გამოსწორებას ცდილობს. სწორედ ეს მოხდა საფრანგეთში, როცა
ლუი მე-16 გენერალური ასამბლეის მოწვევას დათანხმდა.
4. რევოლუციის შემდეგი თეორია ყურადღებას არა პოლიტიკურ
სისტემაში არსებულ წნეხზე ამახვილებს, არამედ საკუთრივ
სახელმწიფოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ხელისუფლებას
გარკვეულ დონემდე შეუძლია წინ აღუდგეს შიდა პრობლემებს,
მანამ სანამ მისი მმართველობა ლეგიტიმურია და ბეტკეტები
უპყრია. ლეგიტიმურობის დაკარგვა კი რევოლუციას ან
რეპრესიებს იწვევს. ასეთი მმართველობა იყო სტალინისა და
ჰიტლერის დროს. ასეთ დროს უფრო მოსალოდნელია სამხედრო
ან პოლიტიკური აჯანყება.

მას-მედია და პოლიტიკური ბერკეტები


 მას-მედია — მედია იმ საზოგადოებრივი ინსტიტუტების
ერთობლიობაა , რომლებიც დაკავებულნი არიან ფაქტების,
ინფორმაციებისა და მოვლენებს შეკრება-გავრცელებით, მოწინავე
ტექნოლოგიების წყალობით. მედია უამრავ ადამიანთან ამყარებს
კავშირს, რაც მისი მასიურობის საწინდარია.
 მედიის გავლენა პოლიტიკაზე:
1. მედიის გავლენით ადამიანები ხშირად იცვლიან პოლიტიკურ
მოსაზრებებს, ვინაიდან ის არის წყარო, რომელიც პოლიტიკურ
ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას და მის არჩევანსაც
განაპირობებს.
.

2. ტელეაუდიტორიასა და ინტერნეტში ჩართულთა რიცხვი


მუდმივად იზრდება, ამიტომაც საინფორმაციო საშუალებები
ადამიანის ცდოვრებაში უდიდეს როლს თამაშობენ. ადამიანი
მედიაზე ძალიან არის მიჯაჭვული და პოლიტიკური
ინფორმაციის თავლსაზრისითაც დღეს მედია უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე ერთმანეთის აზრი ან ნებისმიერი
თავყრილობა.
3. მედია გავლენიანი ეკონომიკური ფიგურაა. მაგ მაიკროსოფტმა,
დისნეიემ, უორნერსმა და სხვა მსხვილმა ტელეკომუნიკაციის
საშუალებებმა მოიპოვეს უდიდესი პოლიტიკური გავლენა.
ისინი აწარმოებენ ტექნიკას, იღებენ ფილმებს.. და ეკონომიკურ
ასპარეზზე მოწინავეები არიან.
 პოლიტიკაზე მედიის ზემოქმედების 4 მოდელი:
1. პლურალისტური — ეს მოდელი მედიას განიხილავს, როგორც
ერთგვარ იდეოლოგიურ ბაზარს, სადაც პოლიტიკური
შეხედულებების ფართო სპექტრია გამოტანილი. მიჩნეულია,
რომ მედია მიუკერძოებელია და ის განსხვავებული
პოლიტიკური ძალების გაწონასწორებას ცდილობს.
პლურალისტები ფიქრობენ, რომ მედია დადებით როლს
თამაშობს ადამიანთა ინფორმირებაში და ის ხელისუფლებასაც
აკონტროლებს. იგი დემოკრატიის დარაჯია.
2. გაბატონებულ-იდეოლოგიური — ამ მოდელის თანახმად მედია
პოლიტიკურად კონსერვატიულ ძალად აღიქმება, რადგანაც
ძირითადად ეკონომიკუი თუ საზოგადოებრივი ელიტის
ინტერესებს ასახავს და მასების მორჩილებასა და პოლიტიკურ
პასიურობას უწყობს ხელს. ეს მოდელი სათანადოდ არ აფასებს
იმ პროგრესულ პროექტებს, რაც მედიას უკავშირდება,
როგორიცაა სოციალური, რასობრივი თუ ეკონომიური
სფეროების მიმოხილვა.
3. თავისუფალ-საბაზრო -- ეს მოდელი საერთოდ არ აღიარებს
მედიაში რაიმე მიკერძოებებს. მათი აზრით, მედია არ
განაპირობებს ხალხის მოსაზრებებს, ის მხოლოდ ასახავს ამ
.

ყველაფერს. ამის მიზეზად კი ს, ისინი ამბობენ, რომ


მიუხედავად მფლობელის პოლიტიკური შეხედულებებისა ეს
საქმიანობა უპირველეს ყოვლისა ბიზნესია და მაქსიმალური
მოგების მოპოვებას ემსახურება.
4. ელიტის მორჩილი -- ეს მოდელი იმაზეა მიმართული თუ ვინ
აკონტროლებს, ასე ვთქვათ, არა ნედლეულს, არამედ მზა
პროდუქციას. რედაქტორები, ჟურნალისტები
დამიმომილველები გარკვეულწილად დამოუკიდებელნი არიან
თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში, თუმცა მათი მედია-
მაგნატები ზოგად პოლიტიკურ განსაზღვრებას აძლევენ.
ნებისმიერ მთავარ თანამდებობაზე იქ ისეთი ხალხი ზის ვისაც
გარკვეული პოლიტიკური სიმპათია თუ ანტიპათია გაჩნიათ და
მას მისდევენ. ამ მოდელის უარყოფითი მხარე არის ის.რომ ის
ვერ ითვალისწინებს მასში დასაქმებული პირების წნეხს,
რომელსაც ისინი განიცდიან მაშინ, როცა ემორჩილებიან
მფლობელთა ინტერესებს, კომერციულ მოსაზრებებს...
 პოლიტიკური სოციალიზაცია — პროცესი, რომლის დროსაც
ადამიანები გარკვეულ პოლიტიკურ მრწამსს ეზიარებიან და
თაობიდან თაობას გადასცემენ.
 თავისუფალი პრესა -- სხვადასხვა მედია საშუალებები, რომლებიც
თავისუფალნი არიან ცენზურისა და სახელმწიფო ჩარევისგან.
 მედია ხელს უწყობს დემოკრატიას:
1. პოლიტიკური დებატების საშუალებით
2. იგი ააშკარავებს ხელისუფლების შეცდომებს და ამით ეხმარებ
დემოკრტიას
3. ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის გადანაწილებას
ახდენს (ხალხს აქვს საშუალება ჩაერთოს პოლიტიკურ
ცხოვრებაში/ არასამთავრობო ორგანიზაციები)
4. ამუშავებს დემოკრატიისთვის ხელსაყრელ სამოქმედო
მექანიზმს. (ინტერნეტ გამოკითხვები, ინფორმაციის მიღება
შესაძლებელია უფრო მარტივად)
.

 „მედია ხელისუფლებაა პასუხისმგებლობის გარეშე“ (კურანი და


სიტონი)
 ინფორმაციული საზოგადოება -- სადაც ინფორმაციის შექმნა,
განაწილება და მართვა უმთავრრესი ეკონომიკური და
კულტურული საქმიანობაა.
 პოლიტიკური მიკერძოება -- ერთი ჯგუფის ღირებულებებისა თუ
ინტერესებისთვის მუდმივად უპირატესობის მინიჭება სხვათა
საზარალოდ. მიკერძოება სხვადასხვა სახის არსებობს: აშკარა,
დაფარული, პროპაგანდისტული, მიზანმიმართული....
 დღესდღეობით მრავალ საპარლამენტო ქვეყანაში, მაგ. როგორიცაა
გაერთიანებული სამეფო, მედია ცდილობს საზოგადოებას კარგად
შეფუთული პოლიტიკოსი მიასაღოს, არჩევნები თითქოს ემსგავსება
დოღს, რადგან მედია საზოგადოების ყურადღებას მიმართავს იქით
თუ ვინ გაიმარჯვებს და არა მათ სამომავლო გეგმებზე.
პოლიტიკური კონკურენცია სილამაზის კონკურსს ემსგავსება,
ვინაიდან გადამწყვეტ როლს სწორედ მანერები, გარეგნობა და
კამერასთან ურთიერთობის ტექნიკა ასრულებს და არა მათი
პოლიტიკური ხედვები.
 ზოგჯერ მედია იმდენ ინფორმაციას იძლევა, რომ რთულია საღი
აზროვნების შენარჩუნება, ასეც მოხდა აშშ-ში, როცა მათ ვერ
განსაზღვრეს მოსალოდნელი ტრაგედია (11 სექტემბრის. 2001წ),
თუმცა ეს ნამდვილად იყო შესაძლებელი.
 საეთერო ლიდერობა -- საკუთარი პარტიისგან გამიჯვნა და
საკუთარი პოლიტიკური ხაზის განვითარება მედიის საშუალებით.
 მომხმარებლობა -- ფსიქოლოგიური ფენომენი, როცა ბედნიეების
განცდა მატერიალური სიმდიდრის მოხმარებასთან არის
დაკავშირებული. ასეთ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია მოხმარება
და არა წარმოება.
 კულტურის გლობალიზაცია -- პროცესი, როცა დედამიწის ამა თუ
იმ კუთხეში დაგროვილი ინფორმაცია ან კულტურული
პროდუქცია ხდება იმტენდენციის ნაწილი, რომელიც ცდილობს
კულტურული სხვაობების წაშლას.
.

 პროპაგანდა -- ინფორმაცია ან დეზინფორმაცია, რომელიც


შეგნებულად ვრცელდება საზოგადოების გარკვეული განწყობის
შესაქმნელად.
 ცენზურა -- ნათქვამის, დაწერილის ან წარმოდგენილის
მიზანმიმართული კონტროლი, პოლიტიკური საბაბით.
 გლასნოსტ -- პოლიტ. გაგებით განსხვავებულად მოაზროვნეების
კონტროლის შესუსტება.
 ცენზურის ხსენებისას გაგვახსენდება ნაცისტურ გერმანიაში
გებელსის მიერ შექმნილი ინფორმაციისა და პროპაგანდის
რაიხსამინისტრო. ეს დამახასიათებელი იყო სსრკ-სთვისაც.
 პიარი -- არც მთლად ეჭვშეუტანელი ინფორმაციის სასურველ
შედეგზე გათვლით მიწოდება.
 პიარი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
1. ინფორმაციის სრული გაცხრილვა მედიაში მის გაშვებამდე.
2. ინფორმაციის წყაროების კონტროლი სახელისუფლებო
პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით.
3. საინფორმაციო გადაცემებში, უმნიშვნელო დეტალებზე
ყურადღების გადატანა შეგენებულად.
4. ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ სასურველი არხებისთვის.
5. სკანდალური ამბების გაშუქება რეალურად უფრო
მნიშვნელოვანი ამბების გადასაფარად.
 ხშირად მედია საშუალებები თავად ურიგდებიან პოლიტიკოსებს
ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, მაგ. დიდ ბრიტანეთში
ბლერის მთავრობისა და მედია მაგნატი მერდოკის ურთიერთობა,
როცა მისი პოპულარული გაზეთები ( Sun, The Times ) აშკარად მის
მხარდამჭერებად მოგვევლინენ.
.

პოლიტიკური წარმომადგენლობა, არჩევნები და ხმის


მიცემა ( თავი 11)
 წარმომადგენლობა -- პოლიტიკური გაგებით ეს არის
საზოგადოებრივი საქმიანობის ისეთი ფორმა, როდესაც პიროვნება
ან ადამიანთა ჯგუფი უფრო დიდი რაოდენობის სახელით
ლაპარაკობს ან მოქმედებს.
 წარმომადგენლობის 4 ძირითადი მოდელი:
1. მინდობილობითი მოდელი -- მინდობილობა გადაეცემა პირს,
რომელმაც სხვის საკუთრებასა და საქმეებზე უნდა აიღოს
პასუხისმგებლობა. ეს პიროვნება უნდა იყოს პატიოსანი და
ხალხის ინტერსებს ემსახუროს. იგი ემყარება იმ რწმენას, რომ
ცოდნა და გონიერება საზოგადოებაში არათანაბრადაა
გადანაწილებული და ყოველი მოქალაქე ვერ ხვდება რა იქნება
მისთვის უკეთესი. ( არათანაბარი ხმის წესი ).
2. დელეგირებითი მოდელი -- დელეგატი ის არჩეული
პირია,რომელიც სხვათა მითითებებით მოქმედებს. ანუ ის
მხოლოდ სხვათა აზრს გამოთქვამს და არ აქვს უფლება
საკუთარი აზრის დაფიქსირების. მაგ: ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი,
რომელსაც საკუთარი სახელით ლაპარაკი ეკრძალება და მან
მხოლოდ ქვეყნის ინტერესები უნდა წარმოადგინოს. ამ მოდელს
წარმომადგენელთა ხშირი ცვლა ახასიათებს, რომელიც
არჩევნების გზით ხდება. ამ მოდელის დადებითი მხარე ის არის,
რომ ხალხის აზრს მეტი ყურადღება ექცევა და თანამდებობის
პირს ძალაუფლების არასწორად გამოყენების საშუალება არ აქვს.
(რეფერენდუმები) ამ მოდელს აქვს თავისი ნაკლოვანებებიც, მაგ.
ხშირია კონფლიქტები, აგრეთვე პოლიტიკოსებს ვინაიდან არ
აქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ისინი ვერ
ყალიბდებიან ლიდერებად და სახელმწიფო მოღვაწეებად.
3. მანდატობრივი მოდელი -- ეს მოდელი ემყარება იმას, რომ
არჩევნების მოგებით ესა თუ ის პარტია სახალხო მანდატს იღებს
და ხალხის წარმომადგენელი არა რომელიმე ცალკეული
.

პოლიტიკოსი, არამედ პარტია ხდება. მათ ევალებათ შეასრულონ


ის პროგრამები, რასაც ხალხს საარჩევნო კამპანიის დროს
დაპირდნენ. ამ მოდელის მომხრეები ამტკიცბენ, რომ
ამომრჩეველი არჩევანს პარტიის იდეოლოგიისა და მისი
მიზნების გათვალისწინებით აკეთებს, თუმცა რეალურად
ხშირია შემთხვევები, როცა არჩევანი პარტიის ლიდერის
ქარიზმატულობისა თუ სხვადასხვა ფაქტორების გავლენით
ხდება. მანდატობრივი მოდელი მხოლოდ მაჟორიტარულ
სისტემაში გამოიყენება, თუმცა იქაც კარგავს მნიშვნელობას თუ
პარტია ხმების 50% ზე ნაკლებს აგროვებს.
4. იგივეობრივი მოდელი -- ამ მოდელისს არსი მდგომარეობს
იმაში, რომ წარმომადგენელი უთუოდ წარმდგენს უნდა გავდეს.
მაგრამ ამას ბევრი სირთულე ახლავს, გამოდის რომმ შავკანიანის
უფლბების დაცვა მხოლოდ შავკანიანს შეუძლია, ქალის- ქალს,
კაცის- კაცს... თუკი ხელისუფლება საზოგადოების მხოლოდ
მცირე ნაწილს წარმოადგენს, ამგვარი ხელისუფლების
მმართველობა არ იქნება ეფექტური.
 არათანაბარი ხმის წესი -- წამოაყენა ჯ.ს მილმა და ეს ნიშნავდა, რომ
არჩევნებში ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მათი ხმა
სხვადასხვა ფასის იქნებოდა. ანუ 4-5 ხმა ეკუთვნოდა განათლებულ,
დიპლომიან ამომრჩეველს, 2-3 კი ოსტატებსა და მაღალი
კვალიფიკაციის ხელოსნებს, 1 ხმა- რიგით მუშებს.
(მინდობილობითი წარმომადგენლობა)
 რეფერენდუმი -- ხმის მიცემის ფორმა, რომელიც ამომრჩეველს
აძლევს საშუალებას დააფიქსიროს თავისი აზრი ქვეყანაში
მიმდინარე რაიმე პროცესთან დაკავშირებით, იგი არ გულისხმობს
ხელისუფების რაიმე შტოს დაკომპლექსებას.
 რეფერენდუმის დადებითი მხარეები:
1. მისი საშუალებით შეიძლება გაირკვეს რამდენად ერთგულია
ხელისუფლება ხალხის აზრის.
2. იგი ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას პოლიტიკურ
პროცესებში.
.

3. განამტკიცებს ლეგიტიმურობას.
4. ის შეიძლება იქცეს კონსტიტუციის გადაუჭრელი საკითხების
მოგვარების გზად.
 რეფერენდუმის უარყოფითი მხარეებ;
1. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს არცთუ ისე
გათვიცნობიერებული ხალხი.
2. იგი ასახავს მხოლოდ მათ აზრს, რომლებიც დროის რაღაც
მონაკვეთში ცხოვრობდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება.
3. პოლიტიკოსებს ათავისუფლებს რთული
გადაწყვეტილებებისგან, რითიც ისინი მანიპულირებენ.
4. რეფერენდუმი ამარტივებს საკითხებს და პასუხების
შესაძლებლობა მხოლოდ კი/არა-ს დონემდე დაყავს.
 მანიფესტი -- დოკუმენტი, სადაც მეტ-ნაკლებად დეტალურადაა
აღწერილი, თუ რა პოლიტიკას გაატარებს პარტია ხელისუფლებაში
მოსვლის შემთხვევაში.
 მანდატი -- ესაა ზემდგომის მითითება ან დავალება, რომლის
შესრულებაც სავალდებულოა. არჩევნებში გამარჯვებული პარტია
ვალდებულია შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. ეს
დაპირებები უკვე სახელისუფლებო პროგრამად უნდა იქნას
ქცეული.
 არჩევნების რაობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს:
1. პირველი მოსაზრების თანახმად, არჩევნები ის მექანიზმია, რისი
მეშვეობითაც პოლიტიკოსებს პასუხი მოეკითხებათ და
ვალდებულებაც ეკისრებათ, საზოგადოებრივი აზრის
შესაბამისად იმოქმედონ.
2. მეორე მოსაზრებით, არჩევნები პოლიტიკოსთა იარაღია,
რომელთა მეშვეობით ისინი მართავენ ხალხს და
კოონტროლებენ.
 არჩევნების დანიშნულება:
1. პოლიტიკოსების შერჩევა -- დემოკრატიულ სახელმწიფოში
პოლიტიკოსების დაქირავება არჩევნების საშუალებით ხდება.
.

ადამიანები პოლიტიკოსებს ძირითადად ქარიზმატულობის


მიხედვით ირჩევენ.
2. მთავრობის ჩამოყალიბება -- აშშ-ში, საფრანგეთსა და
ვენესუელაში ხელისუფლების ყველა შტო არჩევნების გზით
ყალიბდება. საპარლამენტო სისტემებში მთავრობის
შემადგენლობას განსაზღვრავს არჩევნების შედეგი, თუ რომელ
პარტიას აქვს მკაფიო უპირატესობა. პროპორციული
წარმომადგენლობის შემთხვევაში კი მთავრობა შეიძლება
დაკომპლექტდეს არჩევნების შემდეგ მოლაპარაკებითაც.
3. წარმომადგენლობის უზრუნველყოფა -- სამართლიანობისა და
კონკურენტუნარიანობისთვის არჩევნები ძალიან
მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ირჩევს თავის წარმომადგენელს.
4. პოლიტიკაზე ზეგავლენა -- არჩევნებს შეუძლია შეაჩეროს
არასწორი პოლიტიკის გატარება.
5. ამომრჩეველთა გათვითცნობიერება -- არჩევნების წინ
მოსახლეობას მიეწოდება ზღვა მასალა პარტიიების,
კანდიდატების... შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მაშინაა
მოსახლეობისთვის კარგი, როცა იგი სწორია და მათი ინტერესის
გაღვივებას იწყებს.
6. ლეგიტიმურობის განაღდება -- არჩევნები პოლიტიკური
პარტიის ლეგიტიმურობის ერთდერთი გზა, სწორედ ამიტომ
ავტორიტარული რეჟიმებიც კი იწუხებენ თავს არჩევნების
ჩატარებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები
არაკონკურენტული და გაყალბებულია ის ადამიანთა
თანხმობისენ გადაგდმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.
7. ელიტების გაძლიერება -- არჩევნები შეიძლება აგრეთვე
მივიჩნიოთ ელიტებისთვის ხალხის მანიპულირების
საშუალებად.
 საარჩევნო სისტემა -- არჩევნების ჩატარების წესთა ერთობლიობა.
ის სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს:
1. ამომრჩეველს არჩევნის გაკეთება შეიძლება უწევდეს
პოლიტიკურ კანდიდატებს ან პარტიებს შორის.
.

2. ზოგან ირჩევენ მხოლოდ ერთ კანდიდატს, ზოგან რამდენიმე


კანდიდატის არჩევის უფლება აქვთ.
3. ამომრჩეველი ზოგ ქვეყანაში საარჩევნო უბანში ან ოლქში
ნაწილდება და უფლება აქვთ აირჩიონ ერთი ან რამდენიმე
კანდიდატი.
4. კანდიდატის ასარჩევად მხარდაჭერის დონე უბრალო
უმრავლესობით, აბსოლუტური უმრავლესობით ან ამათუ იმ
ტიპის ქვოტით განისაზღვრება.
 საარჩევნო სისტემები შეიძლება დაიყოს:
1. მაჟორიტარული სისტემა -- როცა მრავალრიცხოვანი პარტიები
პროპორციულად მეტ ადგილს იღებენ - არჩევნებში მიღებული
ხმების პროპორციასთან შედარებით, რაც ზრდის ამა თუ იმ
პარტიის შანსს უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში და
ხელისუფლება მხოლოდ თვითონ დააკომპლექტოს. (მაგ: დიდი
ბრიტანეთის მთავრობა, აშშ, კანადა, ინდოეთი...)
მაჟორიტარული სისტემის პირველი ტიპია ერთი
გამარჯვებულის სისტემა.
ქვეყანა ერთმანდატიან ოლქებად იყოფა, სადაც ხალხი ხმას
აძლევს.
კანდიდატს გამარკვებისთვის მხოლოდ სხვებზე მეტი ხმის
დაგროვება ესაჭიროება.
უპირატესობები:
*თუ ამომრჩეველი თავის მოვალეობებს პირნათლად
შეასრულებს, ამ სისტემით ამომრჩეველი და არჩეული
უშუალოდ უკავსირდებიან ერთმანეთს.
*ეს სისტემა ამომრჩეველს სთავაზობს შესაძლო
მმართველიპარტიებს.
*ხელისუფლება ეუფლება უპირობო მანდატს, უმრავლესობის
მხარდაჭერის საფუძველზე.
*ართულებს პატარ-პატარა რადიკალური პარტიების
პარლამენტში წარდგენას.
.

*უზრუნველყოფს მტკიცე მმართველობას, ვინაიდან


ხელისუფლების სათავეში ერთი პარტიაა.
*იშვიათად მთავრდება კრახით, რადგან ერთპარტიულ
მმართველობაში იშვიათია შიდა დაპირისპირებები.
ნაკლოვანებები:
*ამ დროს იკარგება ბევრი ამომრჩევლის ხმა. (ვისმა
კანდიდატმაც ვერ გაიმარჯვა)
*იფანტება ამომრჩეველთა ხმა, ვინაიდან საერთოდ არ აისახება
პატარა პარტიების მხარდაჭერა.
*გვთავაზობს შეზღუდულ არჩევნებს, რადგან ძირითადად ორი
მთავარი პარტიაა.
*უბრალო უმრავლესობის წესიდან გამომდინარე ეჭვქვეშ აყენებს
მთავრობის კანონიერებას.
*იწვევს დესტაბილიზაცია, რადგან ხელისუფლების ცვლილებამ
შეიძლება პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილება
გამოიწვიოს.
*საკანონმდებლო ხელისუფლება ხშირად ექცევა
აღმასრულებელი ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ.
*ზღუდავს კანდიდატთა მრავალფეროვნებს.

მაჟორიტარული სისტემის მეორე ტიპია ორტურიანი სისტემა.


იგი გამოიყენება საფრანგეთში.
განმასხვავებელი ნიშნები:
*ზევიტ ნახსენები სისტემის მსგავსად აქაც ერთ კანდიდატს
ირჩევენ.
*პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმების
აბსოლიტური უმრავლესობა ესაჭიროება.
*მეორე ტური იმართება იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში
ვერცერთი კანდიდატი ვერ იმარჯვებს.
უპირატესობები:
*სისტემა მოსახლეობას არჩევნის მეტ საშუალებას სთავაზობს.
.

*კანდიდატები ეცდებიან მეტად მოაწონონ თავი ამომრჩეველს,


ვინაიდან გამარჯვება აბსოლიტურ უპირატესობაზეა
დამოკიდებული.
*მეტია ალბათობა მტკიცე და მდგრადი ხელისუფლების
მიღების.
ნაკლოვანებები:
*ეს სისტემაც უგულებელყოფს ბევრი აადამიანის სიმპათიებს და
პატარა პარტიებს.
*მეორე ტურში მოხვედრილმა კანდიდატებმა შეიძლება თავიანთ
პრინციპები შეიცვალონ, რათა მოიპოვონ ბრძოლას
გამოკლებული პარტიების მხარდაჭერა.
*მეორე ტურის ჩატარებამ შესაძლოა ამომრჩევლის მოდუნება და
პოლიტიკისადმი ინტერესის დაკარგვა გამოიწვიოს.

მაჟორიტარული სისტემის მესამე ტიპი:


ახასიათებს ხმის დიფერენცირებული მიცემა და ერთი
დამატებითი ხმის უფლება.
გამოიყენება: ავსტრალიაში, წარმომადგენელთა პალატის
არჩევისას და გაერთიანებულ სამეფოში ლონდონის მერის
არჩევისას.
განმასხვავებელი ნიშნები:
*ერთმანდატიანი ოლქები
*ხმის მიცემა შერჩევითია, რაც პირველი ვარიანტით ნიშნავს,
რომ ამომრჩეველს შეუძლია კანდიდატები დაალაგოს
რიგითობით სასურველიდან არასასურველამდე. მეორე
ვარიანტით კი ამომრჩეველს უფლება აქვს ხმა მისცეს ყველაზე
მისაღები კანდიდატის გარდა კიდევ ერთ კანდიდატს.
*გამარჯვებულმა უნდა დააგროვოს საერთო ხმების 50%.
*თუ კი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს 50%-ს
აუთსაიდერები ეთიშებიან არჩევნებს და მათი ხმები
დარჩენილებზე პროპორციულად ნაწილდება, ასე გრძელდება
სანამ რომელიმე ანდიდატი არ დააგროვებს საჭირო ხმებს. მეორე
.

ვარიანტში კი ბრძოლაას ეთიშება ყველა გარდა


დაწინაურებული 2-ისა.
უპირატესობები:
*ერთი გამარჯვებულის სისტემისგან განსხვავებით ნაკლები ხმა
იკარგება.
*მეორე ტურის სისტემისგან განსხვავებით ამ სისტემაში
კანდიდატებს შორის გარიგება ვერ იმოქმედებს შედეგზე.
*არ არის გამორიცხული ერთპარტიული მმართველობა.
ნაკლოვანებები:
*ეს სისტემაც არ არის მთლად პროპორციული, ამიტომ
მოსალოდნელია მიკერძოება დიდი პარტიების სასარგებლოდ.
*შედეგზე შეიძლება იმოქმედოს იმ ამომრჩეველთა ხმამ,
რომლების მცირე ექსტრემისტულ პარტიებს უჭეენ მხარს.
*გამარჯვებული შეიძლება უბრალოდ ნაკლებად პოპულარული
კანდიდატი აღმოჩნდეს.
2. პროპორციული სისტემები -- ასეთ სისტემაში მიღებული ხმები
და პარლამენტში დაკავებული ადგილები თითქმის
პროპორციულია. პირწმინდად, პროპორციულ სისტემაში
პარტია, რომელიც ვთქვათ ხმების 45%-ს მიიღებს, მანდატების
ამდენივე პროცენტის მფლობელი ხდება. აქედან გამომდინარე,
ეს სისტემა ნაკლებად სავარაუდოს ხდის ერთპარტიულ
მმართველობას და მრავალპარტიულობასა და კოალიციური
მთავრობის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

პროპორციული სისტემის ერთ-ერთი ტიპია შერეული სისტემა.


გამოიყენება: გერმანიაში, იტალიაში, რუსეთში, ახ.ზელანდიასა
და გაერთიანებულ სამეფოში( შოტლანდიის პარლამენტისა და
უელსის ასამბლეის არჩევისას ).
განმასხვავებელი ნიშნნეი:
*მანდატების გარკვეული რაოდენობა(მაგ, გერმანიაში
50%)ერთმანდატიან ოლქებში, ერთი გამარჯვებულის
პრინციპით ერთ კანდიდატზე ნაწილდება.
.

* დანარჩენი მანდატები პარტიული სიების მიხედვით


ნაწილდება.
*თითოეული ამომრჩეველი ორჯერ აძლევს ხმას, ერთხელ-
კანდიდატს პიროვნულად და მეორედ პარტიულს სიას.
უპირატესობები:
*ამგვარი სისტემა ამომრჩეველთა ინტერესებსა და საარჩევნო
სამართლიანობას აბალანსებს. პარტიული სიის არსებობა კი
ხელს უწყობს საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულობას.
*მიუხედავად პროპორციულობისა არ გამოირიცხება
ერთპარტიული მმართველობაც.
*ამომრჩეველს შეუძლია მხარი დაუჭიროს პიროვნულად ერთი
პარტიის წარმომადგენელს და ხმა სხვა პარტიას მისცეს.
*ითვალისწინებს, რომ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ
ორგანოში მუშაობა ერთმანეთსგან განსვავდება.
ნაკლოვანებები:
*სისტემა წარმომადგენელთა ორ ტიპს გვთვაზობს, ერთს
პასუხისმგებლობა აწევს, მეორეს კი უფრო მაღალი სტატუსი და
მინისტრის სავარძლის პერსპექტივა ხიბლავს.
*ოლქში არჩეულ კანდიდატს უფრო მეტი ამომრჩევლის
ინტერესის დაცვა უხდება.
*პარტიული პოლიტიკა უფრო მკაცრია, სწორედ ის წყვეტს ვინ
შეიყვანოს სიაში, ვინ იყაროს კენჭი...

პროპორციული არჩევნების მეორე ტიპია პარტიული სიების


სისტემა.
გამოიყენება: ისრაელში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, შვეიცარიასა
და ევროპარლამენტში.
განმასხვავებელი ნიშნები:
*ან მთელი ქვეყანა განიხილება საარჩევნო ოლქად ან
რეგიონალური პარტიული სიების არსებობის შემთხვევაში
რამდენიმე მრავალმანდატიანი ოლქი იქმნება.
.

*პარტიები თავიანთ კანდიდატებს ამომრჩევლებს წარუდგენენ


უპირატესობის მიხედვით.
*ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას და არა კანდიდატს.
*პარტიები არჩევნებში მიღებულ ხმებს პროპორციულად
ინაწილებენ და შესაბამის ადგილებს იკავებენ პარლამენტში.
*შესაძლოა დაწესდეს ზღვარი,( მაგ 5% გერმანიაში.) რათა
გამოირიცხოს მცირე ექსტრემისტული პარტიების მოხვედრა
პარლამენტში.
უპირატესობები:
*ესაა დღესდღეობით ერთადერთი არსებული წმინდად
პროპორციული სისტემა, რომელიც ყველა პარტიისადმი
სამართლიანია.
*იგი ხელს უწყობს ამომრჩეველს თავი ეროვნულ ერთობასთან
გააიგივოს და მხოლოდ კუთხური ინტერესებით არ იმოქმედოს.
*პარტიულ სიაში მოხვედრით ქალებს და უმცირესობის
წარმომადგენლებს მმეტი შანსი აქვთ საკანონმდებლო ორგანოში
მოხვდნენ.
*ასეთ სისტემაში მეტი შესაძლებლობაა პარტიული
მოლაპარაკებებისა და შეთანხმების.
ნაკლოვანებები:
*მრავალი პატარ-პატარა პარტიების არსებობამ შეიძლება სუსტი
და არამყარი ხელისუფლება წარმოშვას.
*არ არსებობს უშუალო კავშირი არჩეულთა და ამომრჩეველთა
შორის.
*პარტიულ სიაში მოხვედრილი არაპოპულარული
კანდიდატების გამოხმობა შეუძლებელია.
*პარტიები ცენტრალიზებულად იმართებიან, სიას ლიდერი
ამტკიცებს.
 არჩევნების მოდელები:
1. პარტიაზე ორიენტირებული მოდელი: ამ შემთხვევაში
ამომრჩეველი განიხილება, როგორც პარტიასთან
ფსიქოლოგიურად გაიგივებული პირი. შესაბამისად ხმის მიცემა
.

ერთგულების გამოვლინებაა და სხვა ფაქტორებს, როგორიცაა


მედია, პარტიის ლიდერი... ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.
ამგვარ ამომრჩეველს პარტიასთან შეიძლება აკავშირებდეს
წარსული, ოჯახი... ამ მოდელის სისუსტე იმაში მდგომარეობს,
რომ ბოლო დროს ერთგულთა გაუცხოება ხდება, რაც ნიშნავს,
რომ ამა თუ იმ პარტიის მომხრეს თანდათანობით იმედები
უცრუვდება და არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს. მაგ. აშშ-
ში შეინიშნებოდა რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებში
წევრთა კლება, ხოლო მესამე პარტიებში მატება.
2. სოციოლოგიური მოდელი: ამ შემთხვევაში არა მემკვიდრეობით
მიღებული პარტიისადმი ფსიქოლოგიური ერთგულება
გამოდის წინა პლანზე, არამედ სოციალური ნიშანი, რაც
საზოგადოებაში არსებული დაყოფის ანარეკლია. დაყოფა კი
უმთავრესად კლასობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, რასობრივი
და რელიგიური ნიშნით ხდება. ხშირად მიიჩნევენ, რომ
მემარჯვენეთა ამომრჩევლები საშუალო კლასის
წარმომადგენლები არიან, მემარცხენეების კი მუშათა კლასი. ამ
მოდელის ნაკლი სწორედ გარკვეულ საზოგადოებაზე
ყურადღების გამახვილებაა, რადგან ისინი მთელი
საზოგადოების ინტერესების დამცველები უნდა იყვნენ. ამგვარ
სისტემაში შეიძლება გამოიხატოს კლასობრივიგაუცხოებაც, რაც
ნიშნავს კავშირის შესუსტებას სოციალურ კლასსა და მის
ინტერესების გამომხატველ პარტიებს შორის.
3. ხელსაყრელი არჩევნის მოდელი: პარტიებს შეუძლიათ
მომხმარებლის გემოვნებას მოარგონ საკუთარი პოლიტიკური
რიტორიკა და ასე წაიყვანონ კამპანია. ასეთი მოდელის გაჩენა
ერთგულ მხარდამჭერთა შემცირებასა და კლასობრივ
გაუცხოებას მოყვა. ამ მოდელის ნაკლი ის არის, რომ
ამომრჩეველი ხმას აძლევს საკუთარი ინტერესების შეაბამისად
და არა საყოველთაო კეთილდღეობისთვის.
4. იდეოლოგიური მოდელი: ეს მოდელი ხაზს უსვამს თუ
რამდენად ზემოქმედებს პიროვნების არჩევანზე იდეოლოგია. ეს
.

თეორიები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას თუ რამდენადაა


განპირობებული პიროვნების მიერ საკუთარი მდგომარეობის
შეფასება განათლების სისტემის, ხელისუფლების და მას-მედიის
გავლენით. ამ მოდელის სისუსტე ის არის რომ არ
ითვალისწინებს ცალკეული პიროვნების მოსაზრებებს და კერძო
ინტერესებს უგულებელყოფს.

პარტიები და პარტიული სისტემები (თავი 13)


 პოლიტიკური პარტია -- რაიმე გზით გაერთიანებული ადამიანთა
ჯგუფი, რომლის მიზანი სახელისუფლებო ძალაუფლების
მოპოვებაა. პარტიების ნიშან-თვისებებია:
*პარტიები მიზნად ისახავენ ძალაუფლების მოპოვებას
ხელისუფლებაში მოსვლის გზით.
*პარტიები ორგანიზებული გაერთიანებებია და საბუთიანი
წევრებისგან შედგება.
*როგორც წესი, პარტიებს საკითხთა ფართო წრე აინტრესებთ.
*ყოველი პოლიტიკური პარტია ასე თუ ისე გაზიარებული
პოლიტიკური სიმპათიებისა და ერთგვაროვანი იდეოლოგიური
მრწამსის გამომხატველია.
 ფრაქცია, ფრაქციონალიზმი -- ეს არის პოლიტიკური პარტიის
შიგნით შექმნილი დაჯგუფება, რომელიც იდეოლოგიურად ამ
პარტიის ხაზს არ ეწინააღმდეგება. ხოლო თუ ეს ასე არ არის მას
პარტიის შიდა პარტიას უწოდებენ ხოლმე. ფრაქციონალიზმი კი
ფრაქციებს შორის დაპირისპირებას და ფრაქციებად რღვევას ქვია.
 პარტიათა ტიპები:
1. საკადრო და სახალხო პარტიები: საკადრო პარტია
თავდაპირველად წარჩინებულთა გაერთიანებას ნიშნავდა,
რომელთა მიზანი მასობრივი ორგანიზაციის შექმნა სულაც არ
იყო. დღეს კი კადრი პარტიის გაწვრთნილ, პროფესიონალ
.

წევრებთან იხმარება, ვისაც პოლიტიკური ერთგულებისა და


დისციპლინის მაღალი დონე გამოარჩევს. ამ გაგებით საკადრო
პარტიები იყო სსრკ-ს, ფაშისტთა და ნაცისტთა პარტიები. ასეთ
პარტიებს ელიტის წარმომადგენლები მართავენ.
სახალხო პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი
მომხრის მიზიდვა. თავდაპირველად სახალხო პარტიების
თვალსაჩინო მაგალითები იყო ევროპული ტიპის
სოციალისტური, მუშათა კლასის მხარდაჭერაზე
ორიენტირებული პარტიები (გერმანიის სოციალ-დემოკრატთა
და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიები). ასეთი
პარტიების მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხირის მოზიდვა და
მათი დარაზმა, იდეოლოგიას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება.
2. წარმომადგენლობითი და ე.წ დამრაზმავი პარტიები:
წარმომადგენლობითი პარტიები მთავარ მიზნად ისახავენ
არჩევნებში მიღებული ხმების დაცვას. ისინი ცდილობენ
საზოგადოებრივი აზრის ასახვას და არა ფორმირებას.
ცდილობენ შეკრიბონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი
მიუხედავად მათი იდეოლოგიისა.
დამრაზმავი პარტიები კი პირიქით, პოლიტიკურ სტრატეგიად
საზოგადოების განწყობის შექმნას ისახავენ მიზნად. მათ სურთ
დარაზმონ და გაათვიცნობიერონ მასები და არა უბრალოდ
უპასუხონ მათ თხოვნებს. ასეთ პოლიტიკას დაადგა ტეტჩერი,
რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა მხარდაჭერა გადასახადების
შემცირებისთვის, მეწარმეობის წახალისებისთვის და ა.შ.
3. კონსტიტუციური და რევოლუციური პარტიები:
კონსტიტუციური პარტიები აღიარებენ სხვა პარტიათა
უფლებებსა და პრეტენზიებს, შესაბამისად მოქმედებენ
დადგენილ წესებისა და შეზღუდვების ფარგლებში.
ლიბერალურ სახელმწიფოებში პარტიების უმეტესობა ამ
სახისაა.
.

რევოლუციური პარტიები კი უპირისპირდებიან სისტემასა და


კონსტიტუციას. ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად არ
ერიდებიან აჯანყებების მოწყობასაც.
4. მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები: მემარცხენე პარტიებია
პროგრესული, სოციალისტური და კომუნისტური პარტიები,
მათ ახასიათებთ ცვლილებებისკენ მიდრეკილება და
ეკონომიკის სრულმასშტაბიანი გარდაქმნა. მათი ამომრჩევლები
ძირითადად ღარიბები და უუფლებოები არიან.
მემარჯვენეები არიან კონსერვატიული და ფაშისტური ყაიდის
პარტიები. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ არსებული
სოციალური მდგომარეობა და ცვილებების მომხრეები არ არიან.
მათი მხარდამჭერები არიან საქმიანი წრეები და მატერიალურად
უზრუნველყოფილი საშუალო ფენა.
ეს ტერმინები გენერალური შტატების პირველი სხდომიდან
მოდის, როცა განსხვავებული მიმართულებისს ჯგუფები
დარბაზის მარცხნივ და მარჯვნივ განლაგდნენ. ისინი
ხასიათდებიან შემდეგი ნიშნებით:
მემარცხენეობა: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, უფლებები,
პროგრესი, რეფორმიზმი, ინტერნაციონალიზმი.
მემარჯვენეობა: ავტორიტეტი, იერარქია, წესრიგი,
მოვალეობები, ტრადიცია, რეაქციონიზმი, ნაციონალიზმი.
 პარტიების ფუნქციები:
1. წარმომადგენლობითობა
2. პოლიტიკური ელიტის შექმნა-შევსება -- ნებისმიერი პარტია
ვალდებულია სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები
შესთავაზოს.
3. მიზნის გამოკვეთა-- პარტიებმა თავიანთი სახელისუფლებო
პროგრამა უნდა წარმოადგინონ, რათა ამომრჩეველთა ხმები
მოიპოვონ.
4. პოლიტიკური ინტერესების განსაზღვრა -- პარტიები ხელს
უწყობენ საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური
მოსაზრებების გამოკვეთასა და შეჯერებას. სწორედ მათი
.

მეშვეობით იცავენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების


წარმომადგენლები თავიანთ ინტერესებს.
5. ურთიერთობათა დამყარება და მობილიზაცია --
შიდაპარტიული დისკუსიებისა და საარჩევნო კამპანიების
მეშვეობით პარტიები პოლიტიკური გათვიცნობიერებებისა და
ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან ფაქტორად
მიიჩნევა. ისინი უნდა იყვნენ მაგალითი სხვა საზოგადოებრივი
დაჯგუფებებისთვის.
6. მთავრობის ფორმირება -- პარტიები მატებენ ხელისუფლებას
სიმყარეს. აგრეთვე ისინი უზრუნველყოფენ თანამშრომლობას
აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.
 პარტიული მანქანის პოლიტიკა -- პოლიტიკური მართვის სტილი,
როცა პარტიული ბოსები, მამა-მარჩენლის პოზიციიდან
აკონტროლებენ მრავალრიცხოვან ორგანიზაციას.
 4 ძირითადი პარტიული სისტემა:
1. ერთპარტიული სისტემა -- მისი ორი სახე არსებობს: პირველი
ტიპი სახელმწიფო სოციალიზმის იმგვარ რეჟიმებში გვხვდება,
სადაც მმართველი კომუნისტური პარტიები სახელმწიფოს
ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ. მათ მკაცრად
განსაზღვრული იდეოლოგია გააჩნიათ.
მეორე ტიპის ერთპარტიული სისტემა იმ განვითარებად
ქვეყნებში გავრცელდა სადაც სახელმწიფოს გაერთიანების
მოთხოვნა გაჩნდა და ანტიკოლონიური ნაციონალიზმია
მოდებული.
2. ორპარტიული სისტემა: ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
*სხვა პარტიების მიუხედავად, მხოლოდ ორი პარტია ახერხებს
იმ საარჩევნო და წარმომადგენლობითი რესურსით ისარგებლოს,
რაც ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას იძლევა.
*უფრო ძლიერი პარტია ახერხებს მარტომ მართოს ქეყანა, ხოლო
მოწინააღმდეგე პარტია ოპოზიციონერობას იწყებს.
*ძალაუფლება ხელიდან ხელში გადადის მხოლოდ ამ ორ
პარტიას შორის.
.

ესეთი სისტემა გვხვდება გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.


აგრეთვე კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
3. წამყვანი პარტიის სისტემა: აქ სახალხო არჩევნებში
ძალაუფლებისთვის რამდენიმე პარტია იბრძვის, თუმცა
გამოირჩევა ერთი ძლიერი პარტია, რომელიც ხანგრძლივად
ინარჩუნებს ხელისუფლებას. მაგ იაპონიაში ლიბერალ-
დემოკრატიული პარტია 38 წელი ინარჩუნებდა აბსოლიტურ
უპირატესობას. აგრეთვე ინდოეთში 30 წელი მართავდა
კონგრესის პარტია. შვედეთში შრომის პარტია - 65წ.
4. მრავალპარტიული სისტემა -- ასეთ სისტემას ორზე მეტი
პარტიის კონკურენცია ახასიათებს, რაც ამცირებს ერთპარტიულ
მმართველობას და ზრდის კოალიციის შექმნის ალბათობას.
ასეთი სისტემა შეიძლება დავყოთ ორ ტიპად:
*ზომიერი პლურალისტური მოდელი — არსებობს ბელგიაში,
ჰოლანდიასა და ნორვეგიაში, სადაც პარტიებს შორის
იდეოლოგიური განსხვავებები მცირეა და კოალიციის შექმნა
შედარებით მარტივია.
*პოლარიზებული პლურალისტური მოდელი — გვხვდება
ქვეყნებში, სადაც იდეოლოგიური დაპირისპირება მკვეთრად
იჩენს თავს. (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი)
ამგვარი სისტემის დადებითი მხარე არის კონტროლისა და
დაბალანსების შესაძლებლობა, ხოლო უარყოფითი მხარე
უკავშირდება კოალიციის შექმნის სირთულეს.
.

მაგშტადი
პოლიტიკური მონაწილეობა (თავი 10)
 პოლიტიკაში მონაწილეობის ფორმები:
1. სამართლებრივი ფორმები — მოქალაქეთა უმეტესობა
სიმბოლურად ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, მიდიან
მიტინგებზე, აკრავენ აბრას მანქანაზე, მონაწილეობენ
პოლიტიკურ გამოკითხვებში... მისი სახეებია: ტრადიციული
მონაწილეობა, არაკონვენციური მონაწილეობა, რომელიც
მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მიუღებელია, რადგან
დემონსტრაციებს და პროტესტებს გულისხმობს.
2. არასამართლებრივი ფორმები — მაგ. სამოქალაქო
დაუმორჩილებლობა, რაც ნიშნავს კონკრეტული კანონების
დარღვევას მათი უსამართლობის დემონსტრაციის მიზნით და
მიზნად ისახავს ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ( მაჰათმა
განდიმ გამოიყენა დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის
გასათავისუფლებლად.) არასამართლებრივი ფორმებია აგრეთვე
ტერორიზმი, რომელიც ოპონენტთა დაშინებას და
დამორჩილებას ისახავს მიზნად, საბოტაჟი (მთავრობის
დამხობის მცდელობა), აჯანყების წაქეზება...
 მოქალაქეთა მონაწილეობის განსაზღვრა:
1. საზოგადოებრივი აზრი — მას შეუძლია დემოკრატიულ
ქვეყნებში შეცვალოს სხვადასხვა პოლიტიკური პროცესები,
ვინაიდან მთავრობის ლეგიტიმურობას სწორედ ხალხის აზრი
განსაზღვრავს.
2. გამოკითხვები — იმის გასაგებად თუ რა დამოკიდებულება აქვს
საზოგადოებას სხვადასხვა პროცესის შესახებ გამოკითხვები
პოპულარული საშუალებაა.
.

ჰეივუდი
ჯგუფები, ინტერესები და საზოგადოებრივი
მოძრაობები (თავი 14)
 ჯგუფები სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
1. წარმომავლობითი ჯგუფები — ისინი ყალიბდებიან ოჯახური,
გვარ-ტომობრივი, კასტური ან ეთნიკური ნიშნით. ისინი
ერთიანდებიან საერთო მემკვიდრეობისა და ტრადიციული
კავშირების საფუძველზე.
2. ინსტიტუციური ჯგუფები — ამგვარი ჯგუფები ძირითადად
სახელისუფლებო მანქანის ნაწილია და მათი მეშვეობით
ცდილობენ გააძლიერონ საკუთარი გავლენა. ამის მაგალითებია
ბიუროკრატია და სამხედრო წრეები. ესეთი ჯგუფები შეიძლება
არსებობდეს ავტორიტარული მმართველობის დროსაც, მაგ.
სტალინის საბჭოთა კავშირში მუდმივი დაპირისპირება იყო
ბიუკრატიასა და სამხედრო ელიტებს შორის.
3. ასოცირებული ჯგუფები — იქმნება იმ ხალხის ნებაყოფლობითი
თანხმობით, ვისაც რაღაც საერთო კონკრეტული მიზანი აქვს.
ხოლო როცა ამგვარი ინტერესების მქონე ხალხი ერთიანდება,
მათ უკვე ინტერეს-ჯგუფებს ეძახიან.
 ინტერეს-ჯგუფები — კავშირი, რომელიც ხელისუფლების
პოლიტიკასა თუ ქმედებაზე ზეგავლენას ისახავს მიზნად, ხოლო
პოლიტიკური პარტიებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი ამ
გავლენას გარედან ახორციელებენ და ნაკლებად ცდილობენ
ძალაუფლების მოპოვებას. მათ როგორც წესი ვიწრო კონკრეტული
ინტერესი გააჩნიათ.
ინტერეს-ჯგუფების ღირსებები:
*ისინი აძლიერებენ წარმომადგენლობითობას, ვინაიდან წინ წევენ
ისეთ საკითხებს, რომლებიც ხელისუფლებამ უყურადღებკდ
დატოვა.
.

*ისინი ხელს უწყობენ ამომრჩევლის პოლიტიკურად


გათვიცნობიერებას.
*აფართოებენ პოლიტიკური თანამპნაწილეობის არეალს, რადგან
რიგით აქტივისტებს მეტ შესაძლებლობას აძლევენ.
აკონტროლებენ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს.
*პოლიტიკურ მდგრადობას უწყობენ ხელს, ვინაიდან
ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კავშირს ამყარებენ.
უარყოფითი მხარეები:
*პოლიტიკური უთანასწორობისკენ მიდეკილება, ვინაიდან მეტად
პრივილიგებულ ჯგუფებს მეტი ხმის უფლება აქვთ.
*ხშირად უმცირესობის მიზნები მთელი საზოგადოების
ინტერესებზე მაღლა დგება.
*მათი ძალაუფლება არალეგიტიმურია.
*ისინი პოლიტიკურ პროცესებს გასაიდუმლებულად ტოვებენ.
ის შეიძლება ორ ძირითად ნაწილად დაიყოს:
1. სექტორული და საინიციატივო ჯგუფები — სექტორული
ჯგუფები იქმნება საკუთარი წევრების მატერიალური
ინტერესების დასაცავად, მაგ: პროფკავშირები, ბიზნეს-
კორპორაციები, სავაჭრო ასოციაციები თუ პროფგაერთიანებები.
მათთვის გადამწყვეტი საკუთარი წევრების კეთილდღეობაა და
არა მთელი საზოგადოების.
საინიციატივო ჯგუფები კი, პირიქით თანაზიარი
ღირებულებების, იდეალებისა და პრინციპების
გასახმოვანებლად იქმნება, და ემსახურება სამოქალაქო
თავისუფლების დაცვას, სექსისა და ძალადობის ჩვენებას
ტელევიზიაში, აბორტის თემას, გარემოს დაცვას... ხშირად ასეთ
ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებს (კერძო,
არაკომერციული ჯგუფი, რომელიც საკუთარი მიზნის მიღწევას
არაძქლადობრივი გზით ცდილობს) უწოდებენ.
2. შიდა და გარე ჯგუფები — შიდა ჯგუფები მუდმივი
პრივლეგიებით სარგებლობენ და ხელისუფლებასთან
.

ინსტიტუციური კავშირიც აქვთ დამყარებული. ზოგჯერ მათ


შორის მოთათბირებაც ხდება, თუკი მათი ინტერესები ემთხვევა.
გარე ჯგუფები კი ხელისუფლების ყურადღებით ნაკლებად
სარგებლობენ, ამიტომ მათ უწევთ ხალხში გავიდნენ და ასე
სცადონ თავიანთი აზრის დაფიქსირება. ზოგი ჯგუფი თავად
ამჯობინებს ხელისუფლებისგან გამიჯვნას, რადგან ამაში
იდეოლოგიურ სიმტკიცეს ხედავენ.
 ჯგუფური პოლიტიკის მოდელები:
1. პლურალისტური მოდელი — ეს მოდელი ხაზს უსვამს
ჯგუფების მნიშვნელობას, როგორც პიროვნების
ხელისუფლებისგან და დემოკრატიის დამცავ საშუალებას. ასეთ
მოდელს პოლიტიკური ძალაულების დაყოფა და ჯგუფებს
შორის გადანაწილება ახასიათებს.
2. კორპორატისტული მოდელი — ორგანიზებულ ინტერესთა
გათავალისწინება მართვის პროცესში. არსებობს მისი ორი სახე:
ავტორიტარული კორპორატივიზმი, რომლის მაგალითია
ფაშისტური იტალია, სდაც ხდებოდა მრეწველობაში
პოლიტიკური ჩარევა და პროფკავშირების შევიწროვება და
ლიბერალური კორპორატივიზმი (ნეოკორპორატივიზმი) ,
რომელიც ინტერეს-ჯგუფებს აძლიერებს და არა
ხელისუფლებას.
3. ახალი მემარჯვენეობის მოდელი — ისინი ინტერეს-ჯგუფებს
ეჭვის თვალით უყურებენ, ვინაიდან ისინი კერძო ინიციატივასა
და მეწარმეობაზე აღმოცენებულ საბაზრო ეკონომიკას ანიჭებენ
უპირატესობას.
 ინტერვენციონიზმი — ე.წ სხვის საქმეში ჩარევის პოლიტიკა.
 საზოგადოებრივი მოძრაობა — მოქმედების კონკრეტული ფორმა,
როცა საქმიანობის მოტივაცია უპირატესად ამა თუ იმ მოძრაობის
წევრთა შინაგანი მოთხოვნილებით აიხსნება. მას არ ახასიათებს
მკვეთრი ჩარჩოები და წევრობაც არაფორმალური და
ნებაყოფლობითია.
.

 ახალი საზოგადოებრივი მოძრაობები — ისინი არა ჩაგრულთა და


უუფლებოთა დასაცავად ირაზმებიან, როგორც უწინ ხდებოდა,
არამედ განათლებულ და შედარებით შეძლებულ ხალხს
წარმოადგენენ. ეს მოძრაობები ასევე პოსტმატერიალიზმით
ხასიათდებიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი არა მატერიალური, არამედ
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ცდილობენ.
 ახალი მემარცხენეობა — ის ნებისმიერ სისტემაში ჩაგვრის
მექანიზმს ხედავს, პიროვნულ დამოუკიდებლობაზე და
თვითრეალიზაციაზე ქადაგებს. უპირატესობას
დეცენტრალიზებულ და წქრმომადგენლობით დემოკრატიას
ანიჭებს.

მაგშტადი
პოლიტიკური ლიდერობა (თავი11)

 ლიდერების 4 სახე:
1. ნამდვილი ლიდერები -- ისინი არიან მშვიდობისმტოფელები,
ქმნიან ახალ სახელმწიფოს და აშენებენ მას. ისინი სახელმწიფოს
გონივრულად უძღვებიან. ლიდერების ეს იდეალი ჯერ კიდევ
არისტოტელესა და პლატონის დროს განიხილებოდა. ესეთი
ლიდერები არიან მშვიდობის, ჰარმონიის მოყვარულნი და
დიდი სიბრძნით გამოირჩევიან. ისინი კრიზისის დროს ერს
წინამძღოლობას უწევენ. ასეთ ლიდერად მიჩნეულია აშშ-ს ერთ-
ერთი დამფუძნებელი მამა ჯორჯ ვაშინგტონი.
2. დემაგოგები -- ისინი მანიპულირებენ ხალხით და აყუებენ მათ,
რათა მიაღწიონ საკუთარ მიზნებს. ისინი ინტრიგანები,
წამქეზებლები და ომის მოყვარული არიან. მაგ. ადოლფ
.

ჰიტლერი. დემაგოგი ეწოდება ისეთ ლიდერს, რომელიც


პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ხალხის რწმენის
ექსპულატაციით ცდილობს, აყალბებს სიმართლეს და ცრუ
დაპირებებს იძლევა. დემაგოგები რყვნიან ლიდერობის არსს.
3. ჩვეულებრივი პოლიტიკოსები -- ასეთიპოლიტიკოსები
მხოლოდ არჩევა გადარჩევაზე ფიქრობენ, არ სჩადიან არც კარგს
და არ ცუდს.
4. სამოქალაქო ლიდერები -- მათ არ აქვთ ოფიციალური საჯარო
თანამდებობა, აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკაში და
შეუძლიათ მასზე დიდი გავლენის მოხდენა.
 უოლტერ ლიპმანი -- მორალის შესავალი -- პოლიტიკოსთა
უმეტესობა მუშაობს მიკერძოებული ინტერესისთვის.
 ჭეშმარიტი (ნამდვილი) ლიდერის თვისებები:
1. საზოგადოებრივი სიკეთისკენ სწრაფვა.
2. პრაქტიკული სიბრძნე.
3. პოლიტიკური უნარები -- პოლიტიკოსმა უნდა შეძლოს
ბიუროკრატიის მართვა, იმუშაოს კანონმდებლებთან, უნდა
გამოამჟღავნოს ორგანიზატორული ნიჭი, უნდა ქონდეს
ადამიანთა დარწმუნების უნარი.
4. განსაკუთრებული შესაძლებლობები -- ლიდერისთვის
მნიშვნელოვანია რა დროში მოღვწეობს.
5. ბედის წყალობა -- გამართლება.
 დუგლას ადერი წერდა აშშ-ს დამფუძნებელ მამებზე.
 ალექსანდერ ჰამილტონი -- დიდების სიყვარული გონების
მმართველი ყველაზე კეთილშობილური ვნებაა, უკვდავების
სურვილი კი ძლიერი ელექსირი.
 ნამდვილი ლიდერის ოთხი ტიპი:
1. რომულო ბეტანკური -- იგი იყო ვენესუელის პრეზიდენტი. მან
შეძლო გადაელახა წარმოუდგენელი სირთულეები და
გამოეცოცხლებინა დემოკრატია ქვეყანაში. იგი სტუდენტობის
დროიდან იბრძოდა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ, რის
გამოც ციხეშიც მოუწია რამდენიმე ხნის გატარება. თუმცა მან
.

შეძლო და ხელი შეუწყო ზომიერი და ტოლერანტული


პოლიტიკის განვითარებას. იგი ცალსახად არიდებდა თავს
მატერიალური უპირატესობის მიზნით პოლიტიკის
გამოყენებას. პრეზიდენტობის 5 წლის გასვლის შემდეგ კი მან
გააკეთა ის რაც აქამდე არცერთ ვენესუელის მმართველს არ
გაუკეთებია - მან კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად
ძალაუფლება გადააბარა დემოკრატიულად არაჩეულ
შემცვლელს. ამიტომ იგი ვენესუელაში დემოკრატიის
ფუძემდებლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბეტანკურის პირველი
მნისვნელოვანი მიღწევა იყო დემოკრატიული ქმედების
პარტიის შექმნა. ამ პარტიის, როგორც ოპოზიციური პარტიის
არსებობის განმავლობაში, ისინი ინრძოდნენ აგრარული
რეფორმებისთვის, ყველა მოქალაქის დემოკრატიული
ჩართულობისთვის, განათლების უფლებისთვის, ეკონომიკის,
ჯანდაცვის სფეროების განვითარებისთვის... სახელმწიფო
გადატრიალების შემდგომ ბეტანკური პრეზიდენტი გახდა და
მან ყოველგვარი საგარეო ურთიერთობა გაწყვიტა სამხედრო
დიქტატურებთან. შიდა პოლიტიკაში ის შეიცვალა, რომ მან
დაავალდებულა ნავთობმომპოვებლები შემოსავლის ნაწილი
სახელმწიფოსთვის გადაეცათ, რათა ეს თანხა ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების
განვითარებისთვის გამოეყენებინათ. აგრეთვე შეიცვალა
კოსტიტუციაც. ბეტანკურმა თავისი ხუთწლიანი მმართველობის
პერიოდში დაიწყო ინვესტიციების მოზიდვა, განავითარა
ურბანული მშენებლობა, მოახდინა მიწის რესურსების
ინიცირება...
2. უინსტონ ჩერჩილი -- იგი 1940 წელს გახდა დიდი ბრიტანეთის
პრემიერი, მანამდე კი გამუდმებით ჩართული იყო
პოლიტიკური თავისუფლების დაცვის საქმეში. იგი დაიბადა
გავლენიან ოჯახში, მამამისი ბრიტანთის პარლამენტის წევრი
იყო, დედა ამერიკელი ყავდა. თავად პარლამენტის წევრად 25
წლის ასაკში აირჩიეს. მისი პოლიტიკური პრესტიჟი
.

საგრძნობლად დაეცა დარდანელის საზღვაო-სახმელეთო


სრუტის ოპერაციის ჩაშლის შემდეგ. თუმცა მან შეძლო თავისი
პრესტიჟის აღდგენა და 1917წელს სამხედრო უზრუნველყოფის
მინისტრად დაინიშნა. ამის შემდგომ იგი იყო კონსერვატიული
პარტიის ლიდერიც და ეკავა სხვადასხვა საჯარო
თანამდებობებიც, თუმცა 1930 წელს ის პოლიტიკური
განდეგილის სახით შევიდა პარლამენტში და კარიერის
დასრულებაც კი ელოდა, მაგრამ მას ჰქონდა უნარი ნათლად
შეეფასებინა მოვლენები, იგი გამუდმებით მიუთითებდა
ჰიტლერის სწეაფი შეიარაღების შესახებ და ბრიტანეთის
სისუსტეზე თუმცა არავინ უჯერებდა. მას მხოლოდ მაშინ
სთხოვეს პარლამენტში დაბრუნება როცა ბრიტანეთი მეოე
მსოფლიო ომში ჩაერთო და მის წინაშე რეალური საფრთხე
დადგა. სწორედ ამ დროს დაინიშნა ჩერჩილი პრემიერად.
ჩერჩილს განსაკუთრებული ლიდერობის თვისებები ჰქონდა, ის
ყოველთვის გამოხატავდა საკუთარ აზრს, შეეძლო ხალხის
გამხნევება, მან აჩვენა ლიდერობის ძალა, სამკვდრო-
სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების განჭვრეტის უნარი
კრიტიკულ დროს.
3. აბრაამ ლინკოლნი -- მის დროს ძირითადი პრობლემა აშშ-ში
მონობა იყო. მისი გაუქმება კი ძალიან რთული, რადგან ხალხი
მხარს არ დაუჭერდა. ამ პირობებში მან მაინ შეძლო 1860 წელს
პრეზიდენტად გახდომა. ლინკოლნის პოლიტიკა ემყარებოდა
ზნეობრივ პრინციპებს, იგი ამბობდა რომ მონობა არასწორი იყო,
რადგან თავად დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ეწერა, რომ
ყველა ადამიანი თანასწორი იყო. იგი იყენებდა პრაქტიკულ
მსჯელობას. იგი თავის ნაბიჯებს გააზრებულად დგამდა,
თავდაპირველად არ ამბობდა რომ დაუყოვნებლივ უნდა
შემწყდარიყო მონობა, რადგან იცოდა, რომ ასეთი შეფასება
სამხრეთის გამოყოფას გამოიწვევდა. საბოლოოდ კი მან
გადაწყვიტა მონობის გავრცელებისთვის ბოლო მოეღო და
მხოლოდ ისეთი შტატები მიეღო კავშირში, რომლებიც მონობას
.

უარყოფდნენ, მისი აზრით ეს ერთადერთი გზა იყო. თუმცა როცა


ცნობილი გახდა, რომ მისი პოლიტიკა არც ისე შედეგიანი იყო
და სამოქალაქო ომის საშიშროება დადგა მან პოზიცია შიარბილა.
4. ანვარ ალ-სადათი -- იგი ეგვიპტის პრეზიდენტი 1970 წელს
გახდა. მისი წინამორბედი ავტოკრატი მმართველი, ნასერი იყო,
რომელიც ისრაელის არსებობას ეწინააღმდეგებოდა. ნასერის
სიკვდილის შემდგომ სადათი დროებით, სამოცი დღით
დანიშნეს მმართველად, რადგან ამ დროს იგი პრემიერი იყო,
თუმცა შემდეგ პრეზიდენტად კვლავ ის აირჩიეს, რადგან
ნასერის საქმის გამგრძელებლად მიაჩნდათ(იგი ნასერთან
ერთად იბრძოდა ბრიტანეთის წინააღმდეგ და იყო გერმანიის
მოკავშირე). თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. 1971 წელს იგი
არაბული რესპუბლიკების ერთ-ერთი დამაარსებელი იყო,
რომელშიც შედიოდა ეგვიპტე, ლიბია და სირია, თუმცა მალევე
აღმოჩნდა რომ ეს გაერთიანება წარუმატებელი იყო. სადათმა
1977 წლის ვიზიტით ისრაელში, მათი სუვერენიტეტი აღიარა,
ამის გამო სადათს მოუხდა სხვა არაბი ლიდერების მწვავე
შეტევების თავიდან აცილება. იმის შესახებ თუ რატომ გადადგა
სადათმა ეს ნაბიჯი მრავალი ვარაუდიარსებობს, ერთი
მოსაზრებით სადათი ფიქრობდა, რომ მისი გაღარიბებული
ქვეყანა ვერ გაუძლებდა ისრაელთან ომს, მეორე მოსაზრებით
ისრაელმაეგვიპტეს მიაწოდა ინფორმაცია სხვა უფრო დიდი
მტრის შესახებ, მმესამე ვარაუდით კი სადათი პრაგმატიკოსი
ლიდერი იყო ,რომელიც ფიქრობდა, რომ ამ ზავის გარეშე
შეუძლებელი იქნებოდა სინას ნახ.კუნძულის დაბრუნება.
ლინკოლნის მსგავსად სადათიც ერთ-ერთმა მისმა
თანამემამულემ მოკლა. მართალია ახლო აღმოსავლეთში
მშვიდობა მუდმივად ვერ დამყარდა, მაგრამ ეგვიპტესა და
ისრაელს შორის სალდათის დამსახურებით დღემდე სიმშვიეა.
 დემაგოგი მმართველები:
1. თეოდორ ბილბო -- იგი მისისიპის პოლიტიკაში წამყვანი
ფიგურა იყო, როგორც შტატის გუბერნატორი და შემდეგ
.

სენატორი. ის სასტიკი იყო შავკანიანებისა და თავისი


პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მას ახასიათებდა
შეურაცმყოფელი რიტორიკა. მისი მოკავშირეებიც კი საკუთარი
ინტერესების დამცველ მანიპულატორად აღიქვამდნენ.
2. ჰიუ ლონგი (კინგფიში) -- იგი ლუიზიანის შტატში მოღვაწე
პოლიტიკოსი იყო. მას დიდი ამბიციები გააჩნდა. იყო მდაბიო
ოჯახის წარმომავალი, დაამთავრა სამართლის სკოლა და გახდა
ადვოკატი, შემდეგ კი გადაწყვიტა თანამდებობისთვის ბრძოლა
და მართლაც მოახერხა გუბერნატორის სავარძლის დაკავება. იგი
ლუიზიანას 4წლის განმავლობაში ძალიან მკაცრად მართავდა.
იყენებდა ხალხის დაშინების პოლიტიკას. აკრძალა
დამოუკიდებელი მედია, გასცა ადამიანის გატაცების ბრძანება
არჩევნების წინადღეს, რათა გართულებები აეცილებინა.. ჰიუ
ლონგი ხალხს აძლევდა დაპირებებს, რომელსაც გაანაწილე
სიმდიდრე უწოდა, ეს პროგრამა მოიცავდა სახელმწიფო
გრანტების გაცემას განათლების, ჯანდაცვის სფეროებში,
პენსიების ზრდას, საკვებისა და ავტომობილების
სუბსიდირებას... იგი ემტერებოდა დიდ კომპანიებს და ხალხს
აჯერებდა, რომ სწოედ ისინი აღარიბებდნენ მათ. ამყველაფრის
კი ხალხს სჯეროდა ვინაიდან სჭირდებოდათ ვიღაც,ვისი
რწმენაც ექნებოდათ. ჰიუ ლონგის მმართველობა მისი მოკვლით
დასრულდა.
3. ჯოზეფ მაკკარტი -- იგი იყო რესპუბლიკელი სენატორი. მან
ამხილა კომუნისტები. იგი ღალატში ადანაშაულებდა საჯარო
მოხელეებს, კოლეჯის პროფესორებს, ჰოლივუდის
ვარსკვლავებს.. იგი იყენებდა თავის თანამდებობას უამრავი
ადამიანის შანტაჟისთვის. ამის შედეგად მისი ძალაუფლება
იზრდებოდა, ხოლო ვინც წინ გადაეღობებოდა თავად
გამოცდიდა მაკკარტის ძალას. 1954 წელს მან ჯაშუშობაში
დაადანაშაულა ჯორჯ მარშალი, ყოფილი სახელმწიფო
თავდაცვის მინისტრი და ერთ-ერთი პატივსაცემი პირი, ეს
მაკკარტისთვის არასწორად გადადგმული ნაბიჯი იყო, რის
.

შემდეგაც დაიწყეს მისი საქმის კვლევა და მაკკარტი სწრაფადვე


მიეცა დავიწყებას,
 წარმომადგენლობის დელეგაციური თეორიის მიხედვით
საკანონმდებლო ორგანო წარმომადგენლობითი მაშინ არის, როცა
მთლიანი პოლიტიკური ორგანიზმის ყველა ელემენტს შესაბამისი
პროპორციით მოიცავს.
 წარმომადგენლობის მეურვეობითი თეორია -- ბერკმა პარლამენტი
განმარტა როგორც ერთი ინტერესის მქონე ერთი ქვეყნის
სათათბირო ასამბლეა, სადაც ლოკალური მიზნები და ლოკალური
ხედვები კი არ უნდა უძღოდეს მსჯელობას, არამედ საჯარო სიკეთე
რომელიც ერთი და განუყოფელი საერთო გონიდან
გამომდინარეობს.
 პოლიტიკო -- ზოგიერთი ამერიკელი პოლიტოლოგი ამ სიტყვას
იყენებს იმ პოლიტიკოსების დასახასიათებლად, რომლებიც
დელეგატისა და მეურვის ფუნქციებს შეთვისებას წარმატებით
ახერხებს. პოლიტიკოები არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც
ამომრჩევლის ზედაპირული ინტერესების შესრულებას ისახავენ
მიზნად. მაგალითად კანზასის მეოთხე საკანონმდებო რეგიონი
ცნობილია როგორც ამერიკის საავიაციო ცენტრი, ამიტომ აქაური
წარმომადგენლები კონსერვატიულად განწყობილთა ხმებს ასახავს.
პოლიტიკოები იბრძვიან თავიანთი ოლქის ან შტატის
სპეციფიკური ინტერესების დაცვისთვის. მაგ ფულბრაიტის
შეგვიძლია მივიჩნიოთ პოლიტიკოდ, ის ხშირად საკუთარი აზრის
წინააღმდეგ მიდიოდა რათა თავისი ამომრჩევლის აზრი გამოეხატა.
 დამშოშმინებლები -- ის რაც მათი წარმოდგენით შეიძლება იყოს
საზოგადო სიკეთე და ის რაც რეალურად არის კარგი ქვეყნისთვის
ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდება ხოლმე. მაგ დიდი
ბრიტანეთის პრემიერი ნევილ ჩემბერლენი, რომელსაც სწამდა რომ
შეიარაღება ფუჭი საქმიანობა იყო, მან ვერ შეაფასა სწორად
მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ჰიტლერისგან მოდიოდა და
ამის გამო უამრავი ბრიტანელი ახალგაზრდა ბრძოლის ველზე
დაიღუპა.
.

 სამოქალაქო ლიდერები:
1. ვაცლავ ჰაველი -- იგი იბრძოდა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ. მან ჩამოაყალიბა თავისუფალი რადიო,
რითიც ხმას აწვდენდა დასავლელ ინტელექტუალებს და
თხოვდა დახმარებოდნენ ჩეხეთს. იგი წერდა პიესებს და იყო
ძალიან ცნობილი დრამატურგი. იყო აგრეთვე ადამიანთა
უფლებების დამცველი, კომუნისტურ პარტიას ამხელდა
ადამიანთა უფლებების დარღვევაში. ამ წინააღმდეგობის გამო
ჰაველი დააპატიმრეს და მძიმე ფიზიკური სამუშაო მიუსაჯეს,
თუმცა იგი ამანაც ვერ შეაჩერა. 1989 წელს სახალხო პროტესტის
შედეგად კომუნისტური პარტია დაეცა და ხალხმა ჰაველი
პრეზიდენტად აირჩია. იგი პრეზიდენტად სამი წელი იყო,
მანამსანამ ჩეხოსლოვაკია არ დაიშალა. მაგრამ ჰაველმა კვლავ
გააგრძელა სამოქალაქო საქმიანობა. რამდენიმე თვეში იგი
ჩეხეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
2. მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი -- ის იყო სამოქალაქო ლიდერი,
უძღვებოდა აქციებს, დემონსტრაციებს, მსვლელოებს,
რომლებიც რასობრივი სეგრეგაციისა და დისკრიმინაციის
წინააღმდეგ იყო მიმართული. კინგის მიმდევრები ხშირად
არღვევდნენ კანონებს, როგორიცაა აფროამერიკელების
სეგრეგაცია სასადილოებში, ტრანსპორტში... შემდეგ კი სასჯელს
ნებაყოფლობით იღებდნენ. ამით კინგი ცდილობდა ემოქმედა
მოსამართლეების, კანონმდებლების და ამერიკელი ხალხის
სინდისზე. კინგის და მისი მხარდამჭერების ქმედებებს
უდიდესი შედეგი მოყვა, რაც რასიზმის შესუსტება და
დისკრიმინაციის მოხსნა იყო. კინგს ამისთვის ნობელის პრემიაც
კი გადასცეს მშვიდობის დარგში, თუმცა 39წლის ასაკში იგი
მოკლეს.
3. როზა პარკსი -- ეს იყო ქალი რომლის ერთმა ქმედებამ შეძლო
საზოგადოების გამოღვიძება. იგი სამსახურიდან შინ
ბრუნდებოდა მონტგომერის ავტობუსით, იგი დაღლილი იჯდა
სკამზე, როცა თეთრკანიანმა ადამიანმა ადგილის დათმობა
.

მოსთხოვა, იმდროინდელი კანონით ეს მისაღები იყო, მეტიც თუ


კი ავტობუსში ადგილი არ იყო ოთხ შავკანიან ადამიანს უნდა
დაეთმო ადგილი თეთრკანიანისთვის. როზა პარკსმა ამაზე უარი
განცხადა რის გამოც იგი დაიჭირე, ამ ქმედებას კი მრავალი
აქცია მოყვა.
4. პატი უოტერლინგი -- იგი მინესოტაში მცროვრები ოთხი
შვილის დედა იყო. მისი 11 წლის შვილი ნიღბიანმა მამაკაცმა
გაიტაცა და ამის შემდეგ აღარც უნახავს. იგი თავდაპირველად
გლოვობდა, შემდეგ კი ჩამოაყალიბა თავისი შვილის სახელობის
ფონდი, რომლის მიზანნი სქესობრივი ძალადობისა და
გატაცებების აღკვეთა იყო. მან მოახერხა და გაიტანა კანონი,
რომლის თანახმადაც სქესობრივ ძალადობაში მხილებული
პირები ვალდებულნი იყვნენ მუდმივად შტატის
მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ. სწორედ ამ მიღწევების
გამო პატი უოტერლინგი სამოქალაქო ლიდერის კარგი
მაგალითია, რომელმაც მიუხედავად დიდი ტკივილისა შეძლო
შეებიჯებინა პოლიტიკაში და ცვლილებები მოეხდინა.

რევოლუცია (თავი 14)

 რევოლუცია -- პოლიტიკურ კონტექსტში ეს არის ფენომენი,


რომელსაც მოაქვს ფუნდამენტური ცვლილება არსებულ
ხელისუფლებასა და საზოგადოებაში. მას ხშირ შემთხვევაში თან
სდევს ძალადობა და კულტურული ძვრები. ისტორიამ გვიჩვენა,
რომ რევოლუციები ძირითადად ხდებოდა მოსახლეობის სწრაფი
მატებისა და ეკონომიკური ცვლილებების დროს.
.

 თანამედროვე რევოლუციის გამორჩეული ნიშანია იდეა, რომ


დაბალი კლასების მრისხანება არა უბრალოდ გაანადგურებს
თავსმოხვეულ საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ შექმნის ახალ და
განსხვავებულ წესრიგს, რომელშიც ჩაგვრის ტრადიციული
ფორმები აღარ იარსებებს. ამის გამო ხშირად თანამედროვე
რევოლუიის იდეებს უტოპიურს უწოდებენ. იგი სათავეს იღებს
1789 წლის საფრანგეთის რევოლუციიდან. და აგრეთვე
თანამედროვე რევოლუციის ალტერნატივა იყო 1776 წლის
ამერიკის რევოლუციაც.
 ამერიკის რევოლუცია -- დაიწყო 1770-იან წლებში, ეს იყო
დამფუძნებელი მამების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მეფე
ჯორჯ მესამის წინააღმდეგ. დამფუძნებელი მამები იყვნენ პირველი
წარმატებული ანტიკოლონისტები. ამერიკის რევოლუციამ შექმნა
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის მოდელი. რევოლუციაში
დიდი მნიშვნელობა იქონია დამოუკიდებლობის დეკლარაციამ,
რადგან იგი ასახელებდა მიზეზებს დიდი ბრიტანეთისგან
გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. დეკლარაციის
პრინციპებიდან გამომდინარეობდა, რომ ხელისუფლებამ,
რომელიც ნაცვლად დაცვისა, ლახავდა უფლებებს, დაკარგა
მართვის უფლება. სწორედ ამიტომ დამფუძნებელ მამებს სურდათ
არა უბრალოდ ნებისმიერი სახის ხელისუფლების შექმნა არამედ,
ხელისუფლების, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა
დეკლარაციის პრინციპებთან. ამერიკის რევოლუციას მოყვა
მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები,
როგორიცაა შემზღუდველი მემკვიდრეობითი კანონების გაუქმება,
ბრიტანული დიდი ჰოლდინგების გადანაწილება უფრო მცირე
ჰოლდინგებზე, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევება, ძველი
ოჯახების მიერ ძალაუფლების დაკარგვა... თითოეულმა კოლონიამ
შექმნა თავისი კონსტიტუცია, მთავრობა შეიქმნა ხალხის არჩევნით.
ამერიკის რევოლუციას ახასიათებდა ნაკლები ძალადობა, არ
დაუსჯიათ რევოლუციონერები სიკვდილით, არ იყო დიდი
სამოქალაქო დაპირისპირება, ერთი სიტყვით ეს რევოლუცია
.

მოწესრიგებული სისტემით გამოირჩეოდა, ამის მიზეზი კი იყო ის,


რომ კოლონიების ლიდერები მიყვებოდნენ ლოკის მიდგომას,
თუმცა მიღწევადი კუთხით.
 საფრანგეთის რევოლუცია -- საფრანგეთი წლების განმავლობაში
განიცდიდა პოლიტიკურ არასტაბილურობას. არისტოკრატია
გამუდმებით ცდილობდა ჩაეხშო საზოგადოებრივი რეფორმების
მცდელობა, ძლიერ მონაქრსაც კი გაუჭირდებოდა ამგვარი
წინააღმდეგობის დაძლევა, თუმცა ლუი მე-16 ასეთი არ იყო.
1789წელს უთანხმოება კიდევ უფრო გაიზარდა. რეფორმატორები
საშუალო და მაღალი კლასისგან მოითხოვდნენ ეკონომიკურ და
პოლიტიკურ ცვლილებებს. ეს მოთხოვნები გენერალური შტატების
შეხვედრაზე წამოაყენეს, ლუი მე-16-მ კი მათ ძალის გამოყენებით
უპასუხა, რითიც განარისხა თავისი ოპონენტები. როცა მან დაინახა,
რომ ისინი არ ნებდებოდნენ წავიდა დათმობებზე პირველ რიგში
მეფე საგადასახადო რეფორმებს დათანხმდა, ბოლოს კი ზეწოლას
ვეღარ გაუძლო და კონსტიტუციის მიღებასაც დათანხმდა. ახალ
კონსტიტუციას კი დიდი ცვლილებები მოყვა: გაუქმდა
არისტოკრატიული პრივილეგიები და ეკლესიის მიწების
კონფისკაცია მოხდა, დაფუძნდა კონსტიტუციური მონარქია.
თუმცა საფრანგეთში პოლიტიკური არასტაბილურობა
შეინიშნებოდა, კონსტიტუციური მონარქია ერთ წელზე ნაკლებ
დროში დასრულდა, მეფე გამუდმებით ავრცელებდა ჭორებს მისი
აბსოლიტური ძალაუფლების მოახლოების შესახებ, რაც ძირს
უთხრიდა რეფორმების მოტანილ ოპტიმიზმს. ამ მოვლენების გამო
დაიწყო რადიკალიზმის ზრდა, მეფე ღალატში დაადანაშაულეს და
თავი მოჰკვეთეს, პოლიტიკური ძალაუფლება რადიკალების ხელში
გადავიდა, ახალი ლიდერი მაქსიმიალიან რობესპიერი გახდა, ვისაც
სურდა თავიდან შეექმნა ფრანგული საზოგადოება და ამისთვის
რეპრესიებსაც არ არიდებდა თავს, მისი აზრები უტოპიური იყო,
მას სურდა სამოთხე მიწაზე. მისი თანამედროვეები მალევე
დარწმუნდნენ, რომ ახალი წესრიგის შემოღება შეუძლებელი იყო,
რის გამოც იმატა რობესპიერის ოპოზიციამ. რობესპიერი კი მათ
.

რეპრესიებით პასუხობდა, მან უამრავი 40ათასი ადამიანი დასაჯა


სიკვდილით, რის გამოც მისი მმართველობა დაამხეს და
რობესპიერი მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ ხელისუფლება
მიიღო ე.წ დირექტორიამ, ეს იყო კორუფციული და
არაკომპეტენტური მთავრობა. მათ კი 1799 წელს ნაპოლეონ
ბონაპარტის დიქტატურას დაუთმეს გზა. ნაპოლეონმა სცადა
მთელი ევროპის დაპყრობა ამბიციური ომებით, თუმცა მან
საბოლოოდ ქვეყანა დამარცხებამდე მიიყვანა და მისი
ხელისუფლებაც დაამხეს. ამრიგად საფრანგეთის არცერთ
რევოლუციას არ მოჰყოლია სახალხო მთავრობა.
 ბერკის პოზიცია რევოლუციის შესახებ -- იგი იყო ბრიტანელი
კონსერვატორი. მან დაწერა წიგნი „გააზრებანი საფრანგეთის
რევოლუციაზე“, რომელიც იმ დროისთვის არსებული ერთ-ერთი
კრიტიკული ნაშრომი იყო რევოლუციის შესახებ. ბერკის აზრით,
ჭეშმარიტი რევოლუციონერები ფილოსოფოსები იყვნენ. მთავრობა
კი ყოველთვის გარკვეული მიზნების მისაღწევად იბრძოდა,
აგრეთვე ისიც ცნობილი იყო, რომ რევოლუციას ყოველთვის
გაუმჯობესებაა არ მოაქვს. ბერკი პოლიტიკური საზოგადოების
საფუძვლად რელიგიასა და ტრადიციას მიიჩნევდა, ამიტომ ბერკი
აკრიტიკებდა საფრანგეთის რევოლუციას იმის გამო, რომ ის
გამარტივებულ ცნებებს ემყარებოდა რაც იყო თავისუფლება,
თანასწორობა და ძმობა. ბერკის აზრით, პოლიტიკოსის მთავარი
ღირსება გამოცდილება, სიბრძნე და შორმსჭვრეტველობაა, ამიტომ
იგი აფასებდა ასაკს, მიღწევებს, თაყვანს სცემდა ისტორიასა და
წარსულს.. იგი თვლიდა, რომ პოლიტიკური ცვლილებები უნდა
მომხდარიყო ნელა და თანმიმდევრულად. რევოლუცია კი მისი
აზრით, ზრდის დაუყოვნებლივი უტოპიური გარღვევების
არარეალისტურ პოლიტიკურ მოლოდინს. ამით ხალხს
მოვლენების სწორად შეფასების უნარი ერთმევა.~
 თომას პეინის კრიტიკა რევოლუციის შესახებ -- იგი ამერიკელი
იყო. მან სცადა დაპირისპირებოდა ბერკის მოსაზრებებს წიგნით
„ადამიანთა უფლებები“, იგი ხაზს უსვამდა მრავალ უსამართლობას
.

რაც ბრიტანეთმა ამერიკის წინაშე ჩაიდინა. პეინისთვის ტირანია და


მონარქია ერთი და იგივე იყო. მას სჯეროდა, რომ ყველაზე დიდი
უსამართლობა ხალხისთვის ხელისუფლების არჩევის უფლების
წართმევაა. პეინი საფრანგეთის რევოლუციას აღიქვამდა, როგორც
სავსებით სამართლიანს. იგი ამტკიცებდა, რომ მონარქის დამხობა
ხალხის უფლება იყო, ბუნებით მინიჭებული თავისუფლების
უფლება.
 ჯონ ლოკის მოსაზრება რევოლუციაზე -- ბერკს სძულდა, პეინი კი
ადიდებდა რევოლუციას. ჯონ ლოკმა გარკვეულწილად
შუალედური პოზიცია დაიჭირა. ლოკს ეკუთვნის ნაშრომი
„ხელისუფლებისადმი მიძღვნილი მეორე ტრაქტატი“, სადაც იგი
წერდა რომ სახალხო ამბოხი არ შეიძლება დაიწყოს იმპულსურად,
ადამიანები უნდა შეეგუონ არასწორი მმართველობის ცალკეულ
შემთხვევებს, მაგრამ არ უნდა შეეგუონ ჩაგვრასა და სიცრუეს. მისი
აზრით, ხალხს უნდა ქონდეს აჯანყების უფლება, რაც
ხელისუფლებას უკეთესობისკენ შეცვლის. მან თავისი პოზიცია
რევოლუციის უფლების დელარაციით გამოხატა. ლოკისეულმა
მიდგომამ დაასამარა მართვის ღვთიური უფლების დოქტრინა.
ლოკი წერდა,რომ რევოლუცია მაშინ არის საჭირო, როცა
ხელისუფლება თავისი არსებობის მიზეზის საპირისპიროდ
მოქმედებს. თუმცა ხშირად რევოლუციას უფრო ცუდ
მმართველობამდე, ტირანიამდეც მივყავართ. რევოლუცია ეს არის
მხოლოდ შესაძლებლობა უკეთესი მმართველობის და არა
გარანტია. ლოკის განსაზღვრებით რევოლუცია ეს არის
მმართველობის ერთი არასრულფასოვანი ფორმის მეორე
შედარებით უკეთესი ფორმით ჩანაცვლება.
 რევოლუციის მიზეზები;
1. ჯეიმს მედისონის აზრით, განხეთქილების ყველაზე
გავრცელებული და მდგადი წყარო არის სიმდიდრის
სხვადასვაგვარი და არათანაბარი გადანაწილება.
2. მარქსის აზრით, რევოლუციის უმთავრესი მიზეზი ქონებრივი
უთანასწორობაა და იგი კლასთა შორის ბრძოლის სინონიმია.
.

მდიდარ კაპიტალისტებსა და ღარიბ მშრომელებს შორის


ეკონომიკური უფსკრულის ზრდასთან ერთადიზრდება
რევოლუციის ალბათობაც.
3. ტოკვილი საფრანგეთის მაგალითზე ასკვნიდა, რომ ეკონომიკურ
გაუმჯობესებას მივყავართ რევოლუციამდე, როდესაც
ადამიანები დაინახავენ გარკვეულ გაუმჯობესებს, მათ მეტის
სურვილი უჩნდებათ, აღარ ითმენენ ცუდ პირობებს და სურთ
მყისიერი გაუმჯობესება.
4. ჯეიმს დევისმა კი დააკავშირა მარქსისა და ტოკვილის ერთი
შეხედვით საპირისპირო მოსაზრებები და თქვა, რომ
რევოლუცია უფრო მაშინ არის მოსალოდნელი, როცა პირობები
უმჯობესდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და შემდეგ
უეცარი გაუარესება მოჰყვება.
 თანამედროვე რევოლუციის მიზეზები:
1. მცირე, ურბანიზებული ერები.
2. საზრდოობდა იდეოლოგიებით, დასავლური ბატონობისადმი
დაპირისპირებით და რელიგიით.
3. გავლენა იქონია ცივმა ომმა.

ჰეივუდი
კონსტიტუციები, კანონმდებლობა და
მართლმსაჯულება (თავი 15)
 კონსტიტუცია -- დაწერილ და დაუწერელ კანონთა ერთობლიობა,
რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტთა
დანიშნულებასა თუ უფლება-მოვალეობებს ადგენს, აწესრიგებს
ურთიერთობებს მათ შორის და განსაზღვრავს დამოკიდებულებებს
სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის. იგი მიიჩნევა მმართველობის
სარკედ და ლიბერალური დემოკრატიის ქვაკუთხედად.
.

კონსტიტუცია იარაღია, რომელიც ახალი პოლიტიკური წყობის


დანყარებას უწყობს ხელს.
 პირველი კონსტიტუცია დაიწერა 1787წელს ამერიკაში.
 კონსტიტუციის კლასიფიკაცია:
1. ფორმის მიხედვით, დაწერილია თუ დაუწერელი.
2. ხისტია თუ მოქნილი, ანუ რამდენად იოლია მასში
ცვლილებების შეტანა.
3. გამოყენებადია, ფორმალური თუ დეკორატიული, ანუ
რამდენად ქმედითუნარიანია.
4. მონარქისტულია თუ რესპუბლიკური, ფედერალური თუ
უნიტარული, საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო.
 დაუწერელ კონსტიტუციებს იყენებს: ისრაელი, ახალი ზელანდია
და გაერთიანებული სამეფო. არადემოკრატიული
სახელმწიფოებიდან: ბუტანი, საუდის არაბეთი, ომანი.
 კონვენცია -- ოფიციალური პოლიტიკური თავყრილობა ან
კამათისა და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება.
ისინი ისეთ ქვეყნებში სადაც დაუწერელი კონსტიტუციაა,
კონსტიტუციის მაგივრობას წევენ.
 საკონსტიტუციო კონვენცია -- ქმედებისა თუ ქცევის წესი,
რომელიც არა კანონს, არამედ ჩვეულებებსა და პრეცენდენტს
ემყარება. ეს კანონები დაცულია პრაქტიკული გარემოებების გამო.
 დაწერილი კონსტიტუციის ძლიერი მხარეები:
1. ძირითადი პრინციპებისა და უმთავრესი საკონსტიტუციო
ნორმების დაცულობა, ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად. ~
2. საკანონმდებლო ხელისუფლების მოთოკვა და მისი
ძალაუფლების განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევა.
3. არაპოლიტიზირებული მოსამართლეების უფლება თვალი
მიადევნონ კონსტიტუციის ნორმების დაცვას სხვა
ინსტიტუტების მხრიდან.
4. პიროვნული თავისუფლების მეტი უზრუნვეყოფა და
ავტორიტარიზმის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა.
.

5. იგი ხაზს უსვამს მოცემული პოლიტიკური სისტემის უმთავრეს


ფასეულობებსა და საერთო მიზნებს.
 დაწერილი კონსტიტუციის სუსტი მხარეები:
1. სიხისტე და ერთგვარი მოუქნელობა.
2. საკონსტიტუციო უზენაესობას საზოგადოების წინაშე
ანგარიშვალდებული პოლიტიკოსები კი არ უზრუნველყოფენ
არამედ დანიშნული მოსამართლეები.
3. კონსტიტუციურ ნორმებად გარდასახული ადათ-წესები და
კანონები შეიძლება მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ ვიდრე
გამოგონილი წესები.
4. ამგვარ დოკუმენტს მიკერძოება გამოარჩევს.
 ზოგადი კანონი -- ჩვეულებებსა და პრეცედენტზე დამყარებული
კანონი, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა.
 არჩევითი დიქტატურა -- კონსტიტუციური დისბალანსი, როცა
აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მომდევნო არჩევნების
მოგენის აუცილებლობიდან გამომდინარე კონტროლდება.
 კონსტიტუციონალიზმი -- ესაა შეზღუდული ხელისუფება, რასაც
კონსტიტუციის არსებობა უზრუნველყოფს. მისი უმთავრესი
პირობაა სახელისუფლებო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური
პროცესების ეფექტიანი შეზრუდვა საკონსტიტუციო ნორმების
მიხედვით. უფრო ფართო გაგებით კი ეს არის პოლიტიკურ
ღირებულებათა და მისწრაფებათა სისტემა, რომელშიც ასახულია
თავისუფლების დაცვის სურვილი ხელისუფლების შიდა თუ გარე
შემაკავებელი ბერკეტების ჩამოყალიბების გზით.
 კონსტიტუციის დანიშნულებები:
1. სახელმწიფოს გაძლიერება -- სახელმწიფოსთვის კონსტიტუცია
ძალიან მნიშველოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ ახალი
სახელმწიფოს შექმნას უცილობლოდ კონსტიტუციის
ამოქმედებაც ახლავს თან. მაგ ინდოეთის სახელმწიფო 1950
წელს შეიქმნა მაშინ როცა კონსტიტუცია ჩამოყალიბდა.
2. გამაერთიანებელი ღირებულებებისა და მიზნების გამოკვეთა --
კონსტიტუცია გულისხმობს პოლიტიკური ღირებულებების,
.

იდეალებისა და მიზნების ფართო სპექტრის არსებობას.


ნებისმიერი კონსტიტუცია რომელიმე იდეოლოგიის
გამომხატველია, სწორედ ამიტომ ნებისმიერი მადგანი
გარკვეულწილად მიკერძოებულია. მაგალითად ჩარლზ ბერდი
ამტკიცებდა, რომ ამერიკის კონსტიტუცია ეკონომიკური
ნორმებით იყო ნაკარნახევი.
3. ხელისუფლების მდგრადობის უზრუნველყოფა -- კონსტიტუცია
აკანონებს და წარმართავს ურთიერთობებს პოლიტიკურ
სუბიექტთა შორის და კონფლიქტებშიც მომრიგებელ და
მომგვარებელ როლს ასრულებს.
4. თავისუფლების დაცვა -- კონსტიტუციის ძირითადი
დანიშნულება ხელისუფლების მოთოკვა და პიროვნული
თავისუფლების დაცვაა. სწორედ ამიტომ მას მიიჩნევენ
შეზღუდული მმართველობის დამყარებისა და შენარჩუნების
საშუალებად. კონსტიტუცია აწესრიგებს ურთიერთობას
სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის.
5. რეჟიმის ლეგიტიმაცია -- ნებისმიერი კონსტიტუციის მიზანი
არსებული სისტემის დაკანონებაა.
 უარყოფითი უფლებები -- იმ შეუზღუდავი მოქმედების სფეროს
განმსაზღვრელი უფლებები, რომლებშიც ხელისუფლებას ჩარევა არ
შეუძლია.
 დადებითი უფლებები -- სახელმწიფოსგან რესურსებისა თუ
დახმარების მოთხოვნის უფლება, რაც მის პასუხისმგებლობას
ზრდის.
 თავისუფლება -- ფართო გაგებით შენს ნებაზე ფიქრსა და
მოქმედებას ნიშნავს. იგი შეიძლება იყოს დადებითი და
უარყოფითი. უარყოფითი თავისუფლება სხვის საქმეში
ჩაურევლობას ნიშნავს, როცა ადამიანი არანაირ გარეგნულ
სადავეებს არ გრძნობს. დადებითი თავისუფლება
დაკავშირებულია გარკვეული მიზნისა თუ შედეგის მიღწევასთან,
რაც ყველაზე ხშირად თვიტგანვითარებასა და საკუთარი თავის
რეალიზაციას გულისხმობს.
.

 პარლამენტის უზენაესობა -- ესაა პარლამენტისა თუ


კანონმდებლობის სრული და შეუზღუდავი უფლება საკუთარი
შეხედულებისამებრ შექმნას, შეასწოროს და გააუქმოს ნებისმიერი
კანონი. მაგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებულ სამეფოში.
 კანონმდებლობა -- სახელმწიფოს მთელ პოლიტიკურ სივრცეში
გამოყენებულ საჯარო და სავალდებულო წესთა ერთობლიობა.
 კანონი და ზნეობა -- კანონი ეს არის საზოგადოებრივი კონტროლის
განსაკუთრებული ფორმა, რომელის მკაფიოდ განსაზზღვრავს რა
შეიძლება გავაკეთოთ და რა არა, ხოლო ზნეობა ეთიკურ საკითხებს
უკავშირდება და სწორსა და არსწორს განასხვავებს, ის გვკარნახობს
რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. მიუხედავად ამ განსხვავებებისა
მიიჩნევა რომ კანონი ზნეუბრივ სისტემაში უნდა იყოს
ფესვგადგმული.
 ადამიანის უფლებები -- უფლებები, რომელიც ადამიანს
დაბადებიდან ენიჭება, ისინი საყოველთაო და ნებისმიერ
პიროვნებაზე ვრცელდება, მიუხედავად მისი სახელმწიფოებრივი,
რელიგიური, რასობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.
 კანონის მმართველობა -- პრინციპი, რომლის მიხედვით უნდა
მართავდეს მხოლოდ კანონი და სწორედ ის უნდა ადგენდეს
ჩარჩოებს, რასაც ნებისმიერი პიროვნების ქმედება უნდა მოერგოს,
სულერთია საზოგადოების რიგითი წევრი იქნება, თუ უმაღლესი
ხელისუფალი. ევროპაში მას ხშირად გერმანულ რეხტშტაატთან
( კანონზე დამყარებული სახელმწიფოს ცნებასთან) აიგივებენ. აშშ-
ში კანონის მმართველობა მჭიდროდ უკავშირდება კონსტიტუციას,
ხოლო გაერთიანებულ სამეფოში იგი ზოგადად კანონიდან იღებს
სათავეს და დაწერილი კონსტიტუციის ერთგვარ ალტერნატივადაც
გვევლინება.
 ღვთაებრივი უფლება -- შეხედულება თითქოს მიწიერი
მმართველები ღვთის რჩეულნი არიან და შეუზღუდავ
ძალაუფლებასაც სწორედ ამიტომ უნდა ფლობდნენ.
 ლიბერტარიანიზმი -- რწმენა, რომ პიროვნული თავისუფლების
სფერო მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს, რაც თავის მხრივ,
.

ხშირად საზოგადოებრივი გავლენის შემცირების მცდელობებთანაც


ასოცირდება.
 მართლმსაჯულება -- ხელისუფლების შტო, რომელსაც აქვს
უფლება გადაჭრას საკანონმდებლო დავა. მოსამართლეთა მთავარი
დანიშნულებაც სწორედ კანონის სწორად ამოკითხვა და
გამოყენებაა. მართლმსაჯულების უმთავრესი ნიშანი
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და არაპოლიტიზირებაა.
 ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, გაეროს საკანონმდებლო
შტოა ,რომელიც სახელმწიფოთა შორის სადაო საკითხებს აგვარებს.
 სამხედრო დანაშაულებანი -- ქმედება, რაც იმის წარმოების
წესებთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებს
ეწინააღმდეგება, მაგ: სამხდრო პირებზე განხორციელებული
ძალადობა.
 ნეიტრალიტეტი -- სრული ჩაურევლობა თუ მიუმხრობლობა. ეს
არის კანონიერი მდგომარეობა, როცა სახელმწიფო აშკარად
აცხადებს კონფლიქტს თუ ომში ჩაურევლობის შესახებ და უარს
ამბობს მხარი დაუჭიროს ან დაეხმაროს ამა თუ იმ მონაწილეს. როცა
მოსამართლეებსა თუ საჯარო მოხელეებზეა საუბარი ეს ნიშნავს,
რომ მათ არ აქვთ პოლიტიკური სიმპატიები და იდეოლოგიური
კავშირი.
 სასამართლო დამოუკიდებლობა -- კონსტიტუციური პრინციპი,
რომელიც მკაცრად მიჯნავს ხელისუფლების სასამართლო შტოს,
ორი დანარჩენისგან.
 სასამართლო ზედამხედველობა -- ესაა მართლმსაჯულების
უფლება, გადახედოს და სავარაუდოდ გააუქმოს კიდეც
ხელისუფლების ორი სხვა შტოს მიერ მიღებული კანონები,
დეკრეტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
 სამართლებრივი აქტივობა -- მოსამართლეთა სურვილი, არა მარტო
განმარტონ კანონის არსი, არამედ არბიტრებადაც იქცნენ
პოლიტიკური და დავა-კამათის დროს.
.

საკანონმდებლო ორგანოები (თავი 16)


 საპარლამენტო მმართველობა აღმასრულებელი და
საკანონმდებლო შტოების შერწყმას გულისხმობს და შემდეგი
ნიშან-თვისებებით გამოირჩევა:
1. მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმრავლესობით
მოსული პარტიის წევრებისგან ყალიბდება და ცალკე
მთავრობის არცერთი წევრის არჩევა არ ხდება.
2. მთავრობაში მოდიან უმრავლესობის მქონე პატიის ან პარტიათა
ლიდერები.
3. მთავრობა პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე,
ხოლო თუ ის მის ნდობას დაკარგავს, შესაძლოა მთავრობის
გადადგომა მოხდეს.
4. აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა კოლექტიურად
ხდება.
5. მთავრობის მეთაურია ხშირ შემთხვევაში პრემიერ მინისტრი,
ხოლო სახელმწიფოს მეთაური შეიძლება იყოს პრეზიდენტი,
მონარქი...
საპარლამენტო მმართველობის ძირითადი მახასიათებელი ისაა
რომ შერწყმულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლება.
 საკანონმდებლო ორგანო ქმნის კანონს, აღმასრულებელი
აღასრულებს კანონს, ხოლო სასამართლო ორგანო განმარტავს
კანონს და არბიტრის ფუნქციას ასრულებს.
 პასუხისმგებელი მთავრობა -- მთავრობა, რომელიც არჩეული
საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხის წინაშეა
ანგარიშვალდებული.
 ძალაუფლებათა გამიჯვნა -- გულისხმობს რომ ხელისუფლების
სამივე ფუნქცია სამმა შტომდამოუკიდებლადუნდა
განახორციელოს.
 საპრეზიდენტო მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტი და
აღმასრულებელი ხელისუფლება კანონით ერთმანეთისგან
.

დამოუკიდებელია, ორივე ცალ-ცალკეა არჩეული. ამის კლასიკური


მაგალითია აშშ. ისინი უფრთხოდნენ მეტისმეტად ძლიერი
აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნას. ამის შედეგად
ჩამოყალიბდა კონგრესი, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
და უზენაესი სასამართლო და ისინი ცალ-ცალკე ინსტიტუტებია,
თუმცა ურთიერთკონტროლის საშუალება აქვთ. კონგრესს კანონის
მიღება შეუძლია, პრეზიდენტს კი მისი დაბლოკვის უფლება აქვს.
თუმცა კონგრესს მაინც შეუძლია კანონის გატანა თუ კი ორივე
პალატის 2/3 დაუჭერს მხარს. აგრეთვე პრეზიდენტს შეუძლია
დანიშნოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების
უმაღლესი რანგის მოხელეები, თუმცა მასაც ზედა პალატის
სენატის თანხმობა ესაჭიროება. ამ სისტემის მთავარი ღირსება
სწორად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
გამიჯვნაა, რადგან ეს პიროვნული თავისუფლების დაცვას უწყობს
ხელს.
 უძრაობა -- პოლიტიკური დამბლა, რასაც ძლიერი
აღმასრულებელი ხელისუფლების არარსებობა იწვევს და თავის
მხრივ, ამის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოსა თუ თავად
საზოგადოების დიდი სიჭრელეა.
 კონტროლი და ბალანსი -- ინსტიტუციური დანაწილების შედეგად,
სახელისუფლებო სისტემაში დამყარებული შიდა ურთიერთობანი.
 საკანონმდებლო ორგანოთა დანიშნულება -- ის განსხვავებულ
სისტემაშია სხვადასხვანაირია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში
უპირველეს ყოვლისა იგი აკავშირებს ხელისუფლებასა და ხალხს,
მას შეუძლია როგორც ხელისუფლების მხარდაჭერა ასევე მისი
იძულება შეასრულონ საზოგადოებრივი მოთოვნები. მისი
ძირითადი დანიშნულებაა:
1. კანონმდებლობის შექმნა.
2. წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა.
3. პოლიტიკური პროესების ზედამხედველობა.
4. პოლიტიკური პროცესების დაკომპლექტება.
5. კანონიერების შენარჩუნება.
.

 თანაარსებობა -- ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემებისთვის


დამახასიათებელი ამგვარი ვითარება, როცა პრეზიდენტს
ოპოზიციური პარტიისა და პარტიების კონტროლქვეშ მყოფ
მთავრობასთან და საკანონმდებლო ორგანოსთან უწევს
თანამშრომლობა.
 რიტორიკა -- მჭერვმეტყველების ხელოვნების გამოყენება ვინმეს
დასარწმუნებლად ან მასზე ზეგავლენის მოსაპოვებლად.
მაღალფარდოვანი უშინაარსო საუბარი.
 საკანონმდებლო ორგანოთა სტრუქტურა -- მათი შემადგენლობა
შესაძლოა არჩევითი იყოს, დანიშვნადი ან შთამომავლობითი.
არჩევითობის შემთხვევაში მას ან ხალხი ირჩევს ოლქების,
შტატების.. მიხედვით, ან შესაძლოა შეზღუდული რაოდენობის
ადამიანები ირჩევდნენ. მაგ: ჯუჯა სახელმწიფო ნაურუში 18 წევრია
პარლამენტში და მათ დაახ. 440 ამომრჩეველი ირჩევს, ხოლო
ჩინეში 3000 წევრს 350000 ამომრჩეველი. საკ. ორგანოთა
განმასხვავებელი ნიშანი ძირითასად მათში პალატების რაოდენობა
და საკომიტეტო სისტემაა.
 ორპალატიანობა -- საკანონმდებლო ხელისუფლების ორ, თანაბარი
უფლებებით აღჭურვილ დარბაზად დანაწევრება, შეზღუდული
ძალაუფლების ერთგვარი ინსტრუმენტი.
ძლიერი მხარე:
1. მეორე პალატა პირველის ძალაუფლებას აკონტროლებს.
2. ამცირებს ერთპიროვნული მმართველობის საფრთხეს.
3. უკეთ ხერხდება აღმასრულებელთა საქმიანობის
ზედამხედველობა.
4. ფართოვდება წარმომადგენლობითობის არეალი და ყოველ
პალატას ინტერესთა სხვადასხვა სფეროს ასახვა შეუძლია.
5. უზრუნველყოფს კანონის დახვეწას, რადგან მას შეუძლია
გადაავადოს კანონის მიღება რაც ხელს უწყობს საზ. აზრის
გაგებას.
სუსტი მხარე:
.

1. საკანონმდებლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება.


2. მეორე პალატის წევრები არ არიან არჩეულნი ან არჩეულნი არიან
არაპირდაპირი გზით, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
3. ხშირია ინსტიტუციური კონფლიქტი.
4. მეორე პალატაკა კონსერვატიზმისკენ მიდრეკილებით
ხასიათდება.
 ქვედა პალატები დაქვემმდებარებულია ზედა პალატებზე, რადგან
პირველი პარტია ითვლება სახალხო სარკედ.
 კომიტეტი -- ამა თუ იმ დიდი ორგანიზაციის შემადგენლობიდან
შერჩეული და გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვილი
წევრების მცირე მუშა ჯგუფი.
მიზნობრივი კომიტეტი -- გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით
იქმნება და საქმის დასრულებისთანავე იშლება. მაგ: საპარლამენტო
მიზნობრივი კომიტეტის მოვალეობა დიდ ბრიტანეთსა და
საფრანმგეთში არის ის, რომ შეიმუშაონ საკანომდებლოდა
ფინანსური პროექტების დეტალური გეგმა.
მუდმივი კომიტეტი -- დიდი ხნით ეკისრებათ პასუხისმგებლობა
და ინსტიტუციური უფლებამოსილებითაც ხანგრძლივად
სარგებლობენ. ასეთი კომიტეტბი ხშირია გერმანიასა და აშშ-ში.
კომიტეტის ღირსებები:
1. შესაძლებელია აზრების გაცვლა, დებატები, ინტერესთა
წარმოჩენა..
2. დავა-კამათი ხანგრძლივად და საფუძვლიანად მიმდიანარეობს.
3. მოსაზრებათა გამოკვეთით ოპტიმალური გადაწყვეტილება
სწრაფად მიიღება.
4. საკომიტეტო საქმიანობა შრომის გადანაწილებას და ექსპერტთა
გამოცდილბის გაზიარებას ითვალისწინებს.
ნაკლოვანებები:
1. მათ შემქმნელებს შეუძლიათ მათით მანიპულირება.
2. თავმჯდომარეს შეუძლია მოთათბირების ნიღბით სხდომები
საკუთარი სურვილის მიხედვით წარმართოს,
.

3. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა ყველა


თვალსაზრისი არ იყოს გათვალისწინებული.
4. კომიტეტების უმრავლესობა საკუთარ წევვრებს გამოხშირავს
დეპუტატთა ძირითადი მასიდან და მოჩვენებით
წარმომადგენლობას ქმნის.
 მაკკარტიზმი -- კუდიანებზე ნადირობა, ამერიკაში სენატორ
მაკკარტის მიერ კომუნისტების დევნის პერიოდიდან იღებს
სათავეს ეს ტერმინი.
 საკანონმდებლო ორგანოს სახეები:
1. პოლიტიკის მკეთებელი, რომელთაც დამოუკიდებლობის
მაღალი ხარისხი გააჩნიათ. მისი საუკეთესო მაგალითია
ამერიკის კონგრესი და ეს მისი სიმრავლით აიხსნება.
ხელისუფლების დაყოფა მას კონსტიტუციორ
დამოუკიდებლობას აძლევს, ძლიერი საკომიტეტო სისტემა კი
ორგანიზაციულ ქმედითუნარიანობას ანიჭებს.
2. პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მომხდენი, რომელთაც
მხოლოდ პროცესის სახეცვლილება შეუძლიათ,
აღმასრულებელზე რეაგირებით.
3. ს.კ, რომლებზებ აღმასრულებელ ორგანოს დიდი გავლენა აქვს.
 კონკურენტული პოლიტიკა -- ხასიათდება პარტიათა
დაპირისპირებით, რაც ქვეყანას მუდმივ საარჩევნო ბრძოლად
აქცევს. იგი საზოგადოებრივი აზრის მიმხრობას ისახავს მიზნად.
დადებითი მხარე:
1. ამომრჩეველს მკაფიო ალტერნატივას სთავაზობს.
2. ხელს უწყობს მთავრობის ქმედების კონტროლს.
უარყოფითი მხარეები:
1. არ გულისხმობს მშვიდ და გონივრულ აზრთა გაცვლას.
2. ვერ ეგუება კომპრომისებს.
3. განაპირობებს პოლიტიკურ არასტაბილურობას.
.

აღმასრულებელი ხელისუფლება (თავი 17)


 აღმასრულებელი ხელისუფლება -- ზოგადი გაგებით,
აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოს მიერ
მიღებულ კანონთა აღსრულებასა და შემუშავებული პოლიტიკის
გატარებაზე აგებს პასუხს. ხელისუფლების ეს შტო მთავრობის
მეთაურობითით იწყება და ძალოვან სტრუქტურებს, მინისტრებსა
და საჯარო მოხელეებს მოიცავს. მისი სტრუქტურული დაჯგუფება
რამდენიმე ნიშნით ხდება: განასხვავებენ პოლიტიკურ და
ბიოროკრატულ აღმსრულებლებს.
საპარლამენტო მოდელის შემთხვევაში ხელისუფლების ეს შტო
არჩეული პოლიტიკოსებისან შედგება, რომელთაც ევალებათ
საკუთარი პარტიის შესაბამისად განსაზღვრონ პოლიტიკა და მის
გატარებაზეც იზრუნონ. ბიუროკრატიული აპარატი კი დანიშნული
და პროფესიონალი საჯარო მოხელეებისგან შედგება, რომელთა
უშუალო მოვალეობა რჩევების მიცემა და პოლიტიკის
ადმინისტრირებაა.
საპრეზიდენტო სისტემებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში
ერთადერთი არჩევითი პირი თავად პრეზიდენტია. კაბინეტის
წევრები დანიშნული მოხელეები არიან. ხოლო სხვა თანამდებობის
პირები პოლიტიკურად მიუკერძოებელი საჯარო პირები ან
ადმინისტრაციის შემადგენლობაშ დროებით დანიშნული პირები.
 ფორმალური აღმასრულებელი -- ბიუროკრატია.
 კაბინეტი -- წამყვან მინისტრთა მუდმივი საკრებულო, რომელსაც
აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი
თავმჯდომარეობს. კაბინეტი შესაძლოა კიდეც წარმართავდეს
პოლიტიკას, ანდა მხოლოდ სათათბირო ორგანოს ფუნქციებით
იფარგლებოდეს.
 სახელმწიფოს მეთაურები -- სახელმწიფოს თავი ქვეყნის
ძალაუფლებისა და კანონის განსახიერებაა. იგი უმაღლესი
სტატუსით სარგებლობს, რგორც ქვეყნის უმაღლესი პირი, თუმცა
.

ხშირად მას მხოლოდ სიმბოლური გავლენა აქვს, ხოლო რეალურ


ძალაუფლებას მთავრობის ხელმძღვანელი ფლობს.
 აღმასრულებელთა პოლიტიკური ფუნქციები:
1. წარმომადენლობით/ცერემონიალური მოვალეობები --
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები თუ
სახელმწიფო მეთაურები ხშირად სახელმწიფოს სახეს
წარმოადგენენ, მაგრამ ეს მოვალეობები ძირითადად
ცერემონიალური ხასიათისაა. ამ ფუნქციებს საპარლამენტო
სისტემებში პრეზიდენტი ან მონარქი ასრულებენ.
2. პოლიტიკის შემუშავების ზედამხედველობა -- აღმასრულებელი
ხელისუფლების უმთავრესი მავალეობა პოლიტიკური პროცესის
წარმართვა მართვა და კონტროლია. მას ევალება სახელმწიფოს
საგარეო ურთიერთობის დარეგულირება.
3. ხალხის პოლიტიკური წინამძღოლობა -- აღმასრულებელი
ხელისუფალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხის
მხაარდაჭა. ამ სისტემის პოპულარობა უშუალო კავშირშია
ზოგადად რეჟიმის ლეგიტიმურობასთანაც.
4. ბიუროკრატიისმიერი მართვა -- აღ. ხელისუფლებას დიდი
ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ვალდებულებეი
ეკისრება, რადგან მისი მოვალეობაა პოლიტიკური კურსის
შემუშავება და გატარება.
5. კრიზისებზე რეაგირება -- ძირითადი უპირატესობა, რაც
აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლოსთან
შედარებით გააჩნია,ეს არის სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების
გადაგდმის უნარი. სწორედ ხელისუფლების ეს შტო რეაგირებს
დაუყოვნებლივ და კრიზისული მდგომარეობის დროს მას
დიდი უფლებები ენიჭება, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადება, ომის დაწყება...
.

ბიუროკრატიული აპარატი თავი 18

 ელბროუმ ბიუროკრატიის 7 თანამედროვე გაგება


შემოგვთავაზა:
1. ბიურორატია, როგორც რაციონალური სტრუქტურა
2. როგორც არაეფექტური წარმონაქმნი
3. მოხელეთა მმართველობა
4. საჯარო ადმინისტრირება
5. ზედამხედველობა მოხელეთა მიერ
6. თავისთავადი ორგანიზაცია
7. თანამედროვე საზოგადოების სახე
 ბიუროკრატია - მართვა დანიშნულ მოხელეთა ანუ ბიუროს
მიერ.
 ბიუროკრატიის სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორია:
1. ბიუროკრატია, როგორც გეგმიურ-ადმინისტრაციული
მანქანა - მარქს ვებერისთვის ბიუროკრატია
მმართველობის იდეალური ტიპი იყო, რომელიც არა
ტრადიციას, არამედ გონივრულ წეს-კანონებს ემყარება.
ვებერისთვის ბიუროკრატია რაციონალურია, რადგან ის
საზოგადოებრივი მოწყობის სანდო, გონივრულ და
ქმედითუნარიან საშუალებას წარმოადგენს.
ბიუროკრატიის ამ მოდელში არსებობს მკაცრი იერარქია,
იურისდიქციის სფეროები განსაზღვრული და
გამოკვეთილია, საქმიანობა წერილობითი დოკუმენტების
მეშვეობით ხორციელდება, ბიუროკრატიული კანონები
ამცირებს პიროვნული გადაცდომის შესაძლებლობას.
2. ბიუროკრატია, როგორც ძალაუფლების კონსერვატიული,
შემზღუდავი მექანიზმი. ( მონოლითური ძალაუფლების
მოდელი) - განსაკუთრებულ ყურადრებას ამახვილებს თუ
რამდენად ასახავს ბიუროკრატია კლასობრივ ინტერესებს,
და შეუძლია თუ არა წინააღმდეგობა გაუწიოს
.

პოლიტ.კონტროლს. ნეო მარქსისტები, მაგ რალფ


მილიბანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ
ბიუროკრატიის წარმომადგენელ მაღალჩინოსან საჯარო
მოხელეთა უფლება-მოსილებას, ვეტო დაედოთ ან სულაც
განზრახ შეეზღუდათ სოციალისტი მინისტრებისა და
მთავრობის რადიკალური ინიციატივები. მილიბანის
აზრით სახელმწიფოს სულ უფრო მზარდმა ჩარევამ
ეკონომიკაში, გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო მოხელეები
თავიანთ კერძო კაპიტალიზმის ინტერესებს სახელმწიფოს
ინტერესებთან აიგივებენ.
3. ბიუროკრატია, როგორც ჭარბი მმართველობის წყარო.
( გაბერილი ბიუროკრატიის მოდელი) - უილიამ ნისკანენი
ამტკიცებდა, რომ მაღალი რანგის ბიუროკრატები საჯარო
მოხელეთა სახელს ამოფარებულობისდა მიუხედავად
ძირითადად კერძო კარიერისტული ინტერესებით
ხელმძღვანელობდნენ და ცდილობდნენ გააფართოვონ
საკუთარი უწყების გავლენა და მეტი დაფინანსება მიიღონ
ბიუჯეტიდან.
 თანხვდომის თეორია - ამ თეორიის თანახმად ზოგადი
პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორების კარნახით, საბოლოო
ჯამში კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოები სულ
უფრო მეტად დაემსგავსებიან ერთმანეთს.
 მენეჯერიალიზმი - თეორია, რომლის მიხედვით თანამედროვე
საზოგადოების სტრუქტურა არა კლასებად, არამედ ბიუროკრატთა
და მენეჯერთა ფენებად დაყოფას ემყარება, იგივე ტექნოკრატია.
( ექსპერტთა და სპეციალისტთა მმართველობა.)
 ბიუროკრატიის როლი ( დანიშნულება):
1. ადმინისტრირება - ბიუროკრატიის დანიშნულება კანონის და
პოლიტიკური კურსის დაცვა-აღსრულებაა, შესაბამისად მას
ეკისრება პასუხისმგებლობა ხელისუფლების საქმიანობის
ადმინისტრირებაზე.
.

2. პოლიტიკური რჩევების მიცემა - ბიუროკრატიის პოლიტიკურ


მნიშვნელობას განაპირობებს მისი, როგორც პოლიტიკური
ინფორმაციის მიმწოდებლისა და ხელისუფლებისთვის საჭირო
რჩევების მიმცემის როლი. განსხვავდებიან მაღალი
თანამდებობების საჯარო მოხელეები, ვისაც პოლიტიკოსებთან
ყოველდღიური შეხება აქვთ და ევალებათ
პოლიტიკურიმრჩეველობა და საშუალო ან დაბალი რგოლის
ჩინოსნები, რომლებიც ადმინისტრაციული საკითხებით არიან
დაკავებული. ზოგადად პოლიტიკას პოლიტიკოსები ქმნიან,
ბიუროკრატები კი რჩევებს სთავაზობენ მათ.
3. ინტერესთა გამოკვეთა და მათი გაცხადება - ბიუროკრატიას
მუდმივი ურთიერთობა აქვს ინტერეს-ჯგუფებთან და ეს
ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება, რამაც ფაქტიურად
წაშალა განსხვავება ორგანიზებულ ინტერესებსა და სამთავრობო
უწყებებს შორის. ამგავრი კლიენტალიზმი შესაძლოა წაადგეს
პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ ასევე სეიძლება გავლენა
მოახდინოს საჯარო მოხელეთა საზოგადოებრივ
ვალდებულებეზე.
4. პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ბიუროკრატიის
დანიშნულება პოლიტიკური სისტემის მდგრადობისა და
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაა, თუმცა თუ არ არსებობს
საზოგადოებრივი ზედამხედველობა და ანგარისვალდებულება,
სისტემა უთუოდ კორუფციამდე მივა.
 კლიენტელიზმი - ურთიერთობის იმგვარი ფორმა, როცა
სინამდვილეში, სამთავრობო სააგენტოები სწორედ იმ გარე
ინტერეს-ჯგუფებს ემსახურებიან, ვისი ზედამხედველობაც
ევალებათ.
 კორუფცია - ესაა ბიწიერებისა და უწესობის ის მდგომარეობა, როცა
ძალაუფლების წყურვილი ბატონობისა და სხვათა ინტერესების
იგნორირების მოთხოვნილებას ბადებს.
 დეპარტამენტალიზმი - ესაა ცენტრიდანული ტენდენცია
ბიუროკრატიული სტრუქტურის შიგნით, რომელიც უმთავრესად
.

ამა თუ იმ დეპარტამენტისა და სააგენტოს ვიწრო უწყებრივი


ინტერესების დაცვას გულისხმობს. ამიტომ ისინი ძნელად
ემორჩილებიან როგორც პოლიტიკურ კონტროლს, ისე
ადმინისტრაციულ დისციპლინას.
 ახლებური საზოგადოებრივი მართვა - ეს ტენდენცია კერძო
სექტორისთვის დამახასიათებელი მენეჯერული ტექნიკის
სამთავრობო სტრუქტურებში დანერგვას უჭერს მხარს. მეორე
მხრივ კი სამთავრობო ფუნქციების კერძო ინსტიტუციებისთვის
გადანაწილებას.
 ცენტრალიზებული ბიუროკრატია - საფრანგეთში. იგულისხმება
იერარქიული სტრუქტურა, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებს
ემყარებოდა.
 დეცენტრალიზებული ბიუროკრატია - აშშ-ს ბიუროკრატია
გაბნეული და ძნელად სამართავია. პრეზიდენტს დიდი ძალა
სჭირდება მისი კოორდინირებისთვის.
 ვააო - ვითომ ავტონომიური არასამთავრობო ორგანიზაციის
აბრივიატურა. მის შემადგენლობაში არიან ვითომ
დამოუკიდებელი პიროვნებები და არა საჯარო მოხელეები. ვააო-
ების დადებითი მხარეებია:
1. მათი არსებობა მთავრობას საშუალებას აძლევს გარედან
მოიწვიოს გამოცდილი მრჩევლები, ექსპერტები...
2. ისინი ოფიციალური სამთავრობო დეპარტამენტებისა და
სააგენტოების პასუხისმგებლობის ტვირთს ინაწილებენ.
უარყოფითი მხარეები:
1. სამინისტროთა გავლენის ქვეშ დარჩენილი ვააოები
პოლიტიკური ძალაუფლების ცენტალიზებას უწყობენ ხელს.
2. მნიშვნელოვნად ამცირებენ წარმომადგენლობითი
ინსტიტუტების მხრიდან მთავრობის საქმიანობის უშუალო
ზედამხედველობას, ამით დემოკრატიას ასუსტებენ.
3. საჯარო ადმინისტრირებას ამოფარებულობისა და
დაქსაქსულობის გამო, ისინი ბალკანიზაციის ტენდენციისკენ
უბიძგებენ ბიუროკრატიას.
.

 პრივატიზაცია - სახელმწიფო საკუთრების საზოგადოებრივიდან


კერძო სექტორისთვის გადაცემა.
 ბალკანიზაცია - ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზმის
ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილებად დახლეჩა, რისი
მაგალითიც ხშირად ბალკანეთის ნკ-ზე გვხვდება.
 ბიუროკრატიის კონტროლის მექანიზმები:
1. პოლიტიკური ანგარიშვალდებულება - სახელმწიფო
ბიუროკრატია შეგვიძლია ანგარიშვალდებული გავხადოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, სასამართლო
ხელისუფლებისა და საზოგადოების წინაშეც. მათგან ყველაზე
მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ხელისუფლებაა.
2. საჯარო სამსახურის პოლიტიზაცია - ეს არის არსებული
ხელისუფლების იდეოლოგიური მხარდაჭერის ნიშნით
ბიუროკრატიული აპარატის მაღალჩინოსანთა შერჩევა.
3. ბიუროკრატიის საპირწონე მექანიზმები - ამგვარი სისტემის
უმარტივესი მაგალითია პოლიტიკურ მრჩეველთა ინსტიტუტი,
რაც დღესდღეობით ლამის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს
აპარატის დამახასიათებელი ნიშანია. ბიუროკრატიის
საპირწონეს იდეა ყველაზე კარგად აშშ-ში განხორციელდა,
პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის სახით. ბიუროკრატიის
ამგვარ საპირწონეთა შექმნის მიზანი იმ დისბალანსის
აღმოფხვრაა, რაც თავს იჩენს ერთის მხრივ, არაპროფესიონალ
დასაქმებულ, რიცხვმრავალ პოლიტიკოსებსა და მათ საქმის
მცოდნე მუდმივ პროფესიონალ მოხელეთა ურთიერთობებში.
 მინისტრის პასუხისმგებლობა - ეს ცნება განსაზღვრავს
ურთიერთობებს მინისტრებსა და მათ დეპარტამენტებს შორის და
საბოლოო ჯამში საჯარო სამსხურის საზოგადოებრივ
ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.
 ომბუდსმენი - იგივე სახალხო დამცველი. სკანდინავიური
წარმოშობის სიტყვაა. იგი სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც
მოქალაქის უფლებების დაცვა და მანკიერი ადმინისტრირების
.

შემთხვევებზე რეაგირება ევალება. თუმცა არავითარი


საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი უფლება არ გააჩნია.

სამხედრო და პოლიციური ძალები (თავი 19)

 ომი - ესაა ღია შეიარაღებული დაპირისპირების მდგომარეობა ორ


ან მეტ მხარეს შორის.
 შეიარაღებული ძალების როლი:
1. ომის წარმოება - შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა ომის
წარმოებაა, შესაბამისად მას თავდაცვითი ან თავდასხმითი
ფუნქციები ეკისრება. შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს
აგრესორს გაუწიოს წინააღმდეგობა, სწორედ ამიტომ ამგვარი
გათვლა შეიარაღების ზრდას იწვევს, რაც ომის მიზეზი ხდება,
ვინაიდან თავდაცვიტი სამზადისი საერთაშორისო
დაძაბულობას აღვივებს.
2. პოლიტიკური წესრიგისა და მდგრადობის უზრუნველყოფა -
შეიარაღებული ძალები შეიძლება შიდა პოლიტიკის
განმსაზღვერელ ფაქტორადაც იქცეს. ასევე შესაძლოა მისი
გამოყენება ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სხვა საგანგებო
სიტუაციების დროს. ასევე ზოგიერთი მთავრობა მათ
ხელისუფლების საწინააღმდეგო სახალხო პროტესტის
ჩასახშობად იყენებს, რაც მიუღებელია ვინაიდან შეიარაღებული
ძალების ნეიტრალიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება.
3. საკუთარი ინტერესების გამოკვეთა - შეიარაღებული ძალები
პოლიტიკის იმ იარაღად მოაიზრება, რომლის გამოყენებითაც
ხელისუფლება საკუთარ მიზანს შესაძლოა აღწევდეს საშინაო
თუ საგარეო ასპარეზზე. თუმცა მათი მიჩნევა მიუკერძოებელ
ძალად არასწორია, ვინაიდან სამხედროები ერთგვარ ინტერეს
.

ჯგუფებს ქმნიან და პოლიტიკის ზოგად შინაარს


გარკვეულწილად განსაზღვრავენ კიდეც.
4. სამოქალაქო მმართველობის ალტერნატივის შექმნა -
შეიარაღებაზე კონტროლი და სამხედრო ძალა არმიას
შესაძლებლობას აძლევს თავად აიღოს ხელში პოლიტიკის
სადავეები, რრაც უკიდურეს შემთხვევაში სამხედრო რეჟიმის
დამყარებით მთავრდება, მაგ სამხედრო ხუნტა, რომლის
დროსაც მთელს სახელმწიფოს მარტავს სამხედრო
წარმომადგენლები. სამხედრო დიქტატურის დროს კი თავად
ხუნტის რიგებიდან ერთი კონკრეტული პირი დაწინაურდება და
ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. მაგ პოლკოვნიკი
პაპადოპულოსი საბერძნეთში.
 მილიტარიზმი - ეს ტერმინი ორი გაგებით მოიხმარება: ჯერ ერთი,
იგი მიზნის მიღწევას შეიარაღებული ძალის გამოყენებით და
ზოგადად პრობლემათა სამხედრო ძალით გადაწყვეტას ნიშნავს,
მეორე და უფრო ფართო გაგებით, მილიტარიზმი იმგვარი
კულტურული თუ იდეოლოგიური მოვლენაა, როცა სამხედრო
პრიორიტეტები,, იდეალები და ღირებულებები საზოგადოების
ფართო ფენებს მოიცავს: ხდება მეომრის განდიდება, ომის
პოლიტიკის კანონიერ იარაღად აღიარება ...
 სამოქალაქო ომი - შეიარაღებული დაპირისპირება პოლიტიკურად
ორგანიზებულ ჯგუფთა შორის ერთი სახელმწიფოს ფარგლებში,
რაც ჩვეულებრივ ხელისუფლების მოპოვებას ანდა ახალი
მმართველობბის დამყარებას ისახავს მიზნად.
 დიქტატურა - მმართველობის იმგვარი ფორმა, როდესაც
აბსოლიტური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია.
 ჯანყი - სახალხო ამბოხი დადგენილი წესრიგის მიმართ, როგორც
წესი იგი კონკრეტულ მმართველთა და არა თავად პოლიტიკური
სისტემის შეცვლას ისახავს მიზნად.
 ტერორიზმი - შიშის თესვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
მისი გვრცელებული ფორმებია მკვლელობები, აფეთქებები,
გატაცება...
.

 სამოქალაქო თავისუფლება - ესაა მოქალაქის და არა სახელმწიფოს


კუთვნილი კერძო საარსებო არეალი, რაც ხელისუფლებისთვის
შეუვალ, სპექტრს მოიცავს.
 სამოქალაქო უფლებები სიტყვის, პრესის, რწმენისა და
აღმსარებლობის, გადაადგილებისა და გაერთიანებების
თავისუფლებას გულისხმობს.
 ხუნტა - საბჭო ან სათათბირო. ხელისუფლებაში მყოფ სამხედრო
ოფიცერთა ჯგუფი.
 შეიარაღებული ძალების კონტროლი სემუელ ჰანგთინთონის
მიხედვით ორგავარად შეიძლება:
1. ობიექტური - კონტროლის ამ ფორმას პოლიტიკური და
სამხედრო ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობის მკაფიო
გამიჯვნა ახასიათებს. ის კარგად მუშაობს დას. პოლიარქიებში.
ამ გზით შეიარაღებული ძალები პოლიტიკის გარეთ რჩებიან.
2. სუბიექტური - ამ ფორმით ხელისუფლება შეიარაღებულ ძალებს
საკუთარი ღირებულებებისა და იდეალების მსახურად აქცევს.
მაგ. ჰიტლერმა მოახერხა გერმანული არმიის პოლიტიკურ
ჯარისკაცებად გადაქცვა.
 სიონიზმი - ებრაული სამშობლოს დაფუძნებისკენ მიმართული
მოძრაობა, დღესდღეობით ისრაელის სახელმწიფო ინტერესებისა
და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთანაა დაკავშირებული.
 სამხედრო გადატრიალების ძირითადი მიზეზებია:
1. ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობა
2. სამოქალაქო ხელისუფლების მიერ საზოგადოების თვალში
ლეგიტიმურობის დაკარგვა
3. სამხედროებისა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი
კონფლიქტი
4. ხელსაყრელი საერთაშორისო ვიტარება
 პუტჩი - ხელისუფლებაში მოსვლა ძალადობის გზით. უმრავლეს
შემთხვევაში, სამხედროთა მიერ ან მათი დახმარებით. პუტჩს
ხშირად სისხლისღვრა ახასიათებს. თუმცა არსებობს უსისხლო
.

შემთხვევებიც. რევოლუციისგან განსხვავებიტ პუტჩში ადამიანთა


შედარებით მცირე ჯგუფი მონაწილეობს.
 წესრიგი - როგორც პოლიტიკური პრინციპი წესრიგი ქცევის მყარ,
დადგენილ ფორმებს გულისხმობს, რაც პიროვნულ უსაფრთხოებას
უზრუნველყოფს. შესაბამისად უწესრიგობა ქაოსსა და ძალადობას
ნიშნავს.
 პოლიცია, ისევე როგორც ჯარი, სახელმწიფო აპარატის იძულების
ნაწილს წარმოადგენს, თუმცა მისი დანიშნულება ქვეყნის შიგნით
წესრიგის დამყარების უზრუნველყოფაა.
 პოლიციისა და არმიის განსხვავებები:
1. არმია საგარეო მიზნებისთვისაა და მისი გამოყენება საგანგებო
მდგომარეობის, ომიანობის, და სხვა კატასტროფების დროს
ხდება. პოლიცია კი საშინაო ვითარებიდან გამომდინარე
მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში.
2. საპოლიციო ჯარებს, ჯართან შედარებიტ ყოველდღიური და
მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზოგადოებასთან.
 დანაშაული - იმგვარი სამართალდარღვევა, როცა მოწესრიგებულ
და მშვიდობიან საზოგადოებრივ თანაარსებობას ექმნება საფრთხე.
 პოლიციის როლი:
1. ლიბერალური თვალსაზრისით პოლიციის სტატუსი
ნეიტრალურია. მისი ამოცანაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი.
პოლიცია ეყრდნობა ფართო საზოგადოებრივ თანხმობას და
ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით ხასიათდება, ვინაიდან
მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ პოლიცია ხელს უწყობს
საზოგადოების სტაბილურობას. ამასთანავე მას არ უნდა გააჩნდეს
რაიმე სახის პოლიტიკური ფუნქციები.
2.კონსერვატიული თვალსაზრისის თანახმად პოლიციის როლი
არის ის, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ძალაუფლების
განმტკიცებას და კანონების აღსრულება უნდა უზრუნველყოს. მას
მიაჩნია, რომ პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს უკიდურესად
მკვეთრად, საზოგადოებრივი მღელვარებისა და სამოქალაქო
.

უწესრიგობის შემთხვევაში. პოლიცია განიხილება, როგორც


პოლიტიკურრი კონტროლის მექანიზმი.
3.რადიკალური თვალსაზრისი კრიტიკულია პოლიციის
ძალაუფლებასთან მიმართებაში. ისინი მას განიხხილავენ როგორც
ჩაგვრის ინსტრუმენტს, რომელიც ხელში უპყრია სახელმწიფოს და
იგი ელიტას ემსახურება.
 სამოქალაქო პოლიცია - ძალები, რომელთა მოქმედების სფერო
სისხლის სამართლითაა განსაზღვრული. ის სხვადასხვა
საზოგადოებაში განსხვავებულია, მაგ არსებობს კონკრეტული
საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პოლიციის მოდელი, ასეთი
პოლიციელი დაფასებული პირია და მას ევალება კარგად
იცნობდეს იმგარემოს სადაც მუშაობს. მეორე მოდელის
პოლიციელის მოვალეობაა უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს
დანაშაულზე, ესეთები არიან ხისტი, ძალისმიერი,თითქმის
სამხედრო მეთოდებზე დაქვემდებარებული პოლიციელები.
 პოლიტიკური პოლიცია - იგი ასეთი ორი გაგებით შეიძლება იყოს:
ერთ შემთხვევაში როცა მის საქმიანობაში შესაძლებელია
მუდმივად არსებობდეს გარკვეული ტენდენცია, რომლის
თანახმადაც იგი კეთილგანწყობილია გარკვეული ჯგუფების
მიმართ. მეორეც, იგი შეიძლება გასცდეს საკუთარ სამოქმედო
საზღვრებს და შეეცადოს საკუთრივ პოლიტიკურ პროცესებზე
მოახდინოს ზემოქმედება.
 ინსტიტუციური რასიზმი - რასიზმის ის ფორმა, რომელიც
გარვეულ კულტურებსა თუ პოლიტიკურ ინსტიტუტებშია
გაბატონებული და ფაქტიურად პიროვნული რასიზმის ერთგვარ
სახესხვაობას წარმოადგენს.
 პოლიციური სახელმწიფო -პოლიტიკური რეჟიმი, სადაც
ყოველგვარი სამოქალაქო თავისუფლება ფეხქვეშაა გათელილი,
პოლიცია არავითარ კანონს არ ემორჩილება. მოქმედებს უაღრესად
უხეშად. ცდილობს ყველა სფეროზე იქონიოს გავლენა. თუმცა
ყოველივეს მიუხედავად ამგვარ სახელმწიფოში თავად პოლიციას
მაინც არ უჭირავს ის ადგილი, როგორიც არმიას სამხედრო
.

დიქტატურის დროს. პოლიცია მხოლოდ პოლიტიკური ელიტის


სამსახურშია. (ნაცისტური გერმანია, სსრკ).

პოლიტიკის შემუშავება და მისი სისტემური


დანერგვა (თავი 20)
 პოლიტიკური კურსი - ზოგადი გაგებით ესაა პიროვნების, ჯგუფის,
ბიზნეს-სტრუქტურებისა თუ ხელისუფლების მიერ არჩეული
სამოქმედო გეგმა.
 საჯარო პოლიტიკა - სახელისუფლო ორგანოთა მიერ კანონიერი
გზით მიღებული და ოფიციალურად გაცხადებული
გადაწყვეტილება.
 პოლიტიკის შემუშავება ესაა პროცესი ორი გაგებით: ერთი იგი
ქმედებათა თუ ხდომილებათა ურთიერთდაკავშირებულ ჯაჭვს
გულისხმობს და მეორეც იგი ერთმანეთისგან მიჯნავს მართვის
მართვის ხასიათსა და საგანს, მას უფრო აინტერესებს როგორ
კეთდება პოლიტიკადა არა მისი შინაარსი.
 პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება:
1. რაციონალური საწყისი - გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი
კონცეფციები, როდესაც პოლიტიკურ პროცესში რაციონალურ
საწყისს მიიჩნევენ უმთავრესად, იმ ეკონომიკურ თეორიებს
უკავშირდება, რომლებიც უტილიტარიზმის საზრისიდან
მომდინარეობს. მიდგომის საფუძველია ეკონომიკური ადამიანი,
რომელიც ყველგან და ყველაფერში საკუთარ ინტერესებს იცავს.
თუმცა ასეთი საწყისი ვერ მუშაობს როცა საქმე ჯგუფურ ან
ორგანიზებულ გადაწყვეტილებას ეხება. ამ მოდელის ნაკლი
ისაა, რომ მასში სუბიექტური ხასიათის ფაქტორებია
.

იგნორირებული, ანუ გათვალისწინებული არ არის ამა თუ იმ


ფაქტის რეალობა.
2. გარემოებათა გათვალისწინება (ინკრემენტული მოდელი) - ეს
მოდელი ეყრდნობა იმას, რომ პრაქტიკაში გადაწყვეტილებები
ყოველთვის არაადექვატური ინფორმაციის საფუძველზე
მიიღება, რის გამოც ადამიანები თავს ნებას არ აძლევენ
ორიგინალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ამიტომ პოლიტიკა
ყოველთვის შეცდომებისა და ცდების გზით გამომუშავდება. ამ
მოდელის ნაკლი არის ის, რომ არ ხსნის თუ როგორ მიიღება
რადიკალური გადაწყვეტილებებს.
3. ბიუროკრატიული მექანიზმების როლი - ეს მოდელი ცდილობს
გაიგოს როგორ ახდენს გავლენას პროცესი შედეგზე. პირველად
ამ კუთხით გამოკვლევა დაიწყო გრემ ელისონმა, რამაც ორი
განსხვავებული შედეგი გამოავინა: პირველი, აღმოჩნდა, რომ
გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უზარმაზარ გავლენას
ახდენას ბიუროკრატია, საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის
მიიღება სხვადასხვა მონაწილეთა შორის ვაჭრობის შედეგად.
4. იდეოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა - ეს მოდელი
გადაწყვეტილების მიღებისას იდეოლოგიურ ფაქტორებზე
ამახვილებს ყურადღებას.
 უტილიტარიზმი - ეთნიკური მიმართულება, რომლის
ფუძემდებლები და მთავარი წარმომადგენლები არიან ჯერემი
ბენტამი და ჯეიმზ მილი. უტილიტარიზმის ფილოსოფია
მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებს სიამოვნების მიღების
ბუნებრივი სურვილი ამოძრავებთ და ასევე ირიდებენ ტანჯვას.
პოლიტიკურ სფეროში უტილიტარიზმი მჭიდროდ უკავშირდება
კლასიკურ ლიბერალიზმსა და თავისუფალი ბაზრის იდეას.
 ინკრემენტალიზმი -ესაა თეორია, რომლის თანახმად
გადაწყვეტილებები მიიღება არა წინასწარი გამოკვეთილი
მიზნების შესაბამისად, არამედ ცვალებადი ვითარების
კვალდაკვალ.
.

 ეთნოცენტრიზმი - ესაა რწმენა, რომ საკუთარი ხალხი, ეთნოსი


ყოველთვის სხებზე უკეთესი და სრულყოფილია.
 პოლიტიკური პროცესის საფეხურები:
1. საკითხის დასმა - ამ სტადიაზე იწყება პრობლემათა გადაჭრის
გზების ძიება. სიახლეების ინიციატორებად ჟურნალისტები,
მეცნიერები, ფილოსოფოსები მიიჩნევიან. ისინი წამოწევენ
ხოლმე ახალ პრობლემებსაც, შემდეგ კი პარტიები და
პოლიტიკოსები აიტაცებენ და პოლიტიკურ კურსად აქცევენ.
პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება ასევე დამოკიებულია
ოპოზიციურ პარტიებსა და ინტერეს-ჯგუფებზეც.
2. კურსის განსაზღვრა - როდესაც დღის წესრიგში რაიმე ახალი
საკითხი ჩნდება იწყება პოლიტიკური კურსის შემუშავება. ეს
შესაძლოა თავდაპირველი მოსაზრებების გადასინჯვასაც
გულისხმობდეს. პირველ ფაზაში განისაზღვრება მომავალში რა
მიმართულება შეირჩევა, ვისი ინტერესები იქნება
გათვალისწინებული და ვისი არა. მეორე ფაზაში საკითხი
ზუსტად ყალიბდება. მესამე ფაზაში ხდება მიზნების დასახვა
და პრიორიტეტების გამოკვეთა. ბოლოს პოლიტიკური
ვარიანტების შეფასების დრო დგება, რასაც ერთ-ერთი
ვარიანტის არჩევამდე მივყავართ.
3. ცხოვრებაში გატარება - პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
ცხოვრებაში ატარებენ ექიმები,პოლიციელები, მასწავლებლები...
და სწორედ ისინი გრძნობენ ყველაზე უკეთ მათ შედეგს.
4. შედეგების შეფასება - თეორიულად ამ სტადიაზე ირებენ
გადაწყვეტილებას იმის შესახებ გააგრძელონ თუ არა მოცემული
პროგრამა, შეცვალონ თუ დაამთავრონ.
 პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა - პოლიტიკური კამათის
გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის შესაძლებლობა და განსხილველ
საკითხთა თანმიმდევრობის დადგენა.
 ღია მთავრობა - პოლიტიკური დოქტრინა, რომლის თანახმად
მთავრობის საქმიანობა გამჭირვალე უნდა იყოს საზოგადოებისთვი
და კრიტიკის შესაძლებლობასაც იძლეოდეს.
.

ღია მთავრობის დადებითი მხარეები:


1. მთავრობის არაკომპეტენტურობასთან, კორუფციასთან და
თვითნებობასთან ბრძოლა.
2. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და ელექტორატის
პოლიტიკურად მეტი ინფორმირებულობა.
ღია მთავრობის უარყოფითი მხარეები:
1. შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე
საზოგადოების მხრდან მუდმივი დაამავე დროს არაკომპეტენტური
ჩარევის გამო.
2. არაპოპულარული, თუმც კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
განხილვა გაართულოს.
 პოლიტიკური სისტემის შესაფასებელი კრიტერიუმები:
1. სტაბილურობის კრიტერიუმი - სახელმწიფოს მოვალეობაა
ყველა თავისი რესურსის გამოყენება საზოგადოების
სტაბილუროის უზრუნველსაყოფად. აქ უპირველესად
საუბარი იმაზე უნდა იყოს რამდენად მყარია პოლიტიკური
სისტემა და რამდენად ძლიერია მისი ისტორიული ფესვები.
2. მატერიალური კეთილდღეობის კრიტერიუმი - პოლიტიკური
სისტემის შესახებ მსჯელობა შეიძლება იმის მიხედვითაც, თუ
რამდენად ეხმარება იგი საზოგადოებას ეკონომიკურად
განვითარებისთვის. პოლიტიკური სისტემის მარცხი თუ
წარმატება დაკავშირებულია თუ რამდენად ჯზრუნველყოფს
ეკონომიკურად იგი მოსახლეობას. როცა პოლიტიკურ
სისტემას ეკონომიკური კუთხით ვაფასებთ
გათვალისწინებულია აგრეთვე თუ როგორი
პროპორციულობით ნაწილდება რესურსები მოსახლეობაზე.
3. სამოქალაქო უფლებების კრიტერიუმი - იდეა, რომ
სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მისი მოქალაქეები უნდა
იყვნენ. თ. მარშალმა ადამიანის უფლებები სამ კატეგორიაში
დააჯგუფა: სამოქალაქო უფლებენი, პოლიტიკური უფლება,
სოციალური უფლება. სამოქალაქო უფლება ეს ის უფლებაა,
.

რომელიც ადამიანის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების


წევრის კუთვნილებაა. ის სახელმწიფოს ძალაუფლებას
ზღუდავს.
4. დემოკრატიულობის კრიტერიუმი - დემოკრატია
ძალაუფლების რაც შეიძლება ფართო გადანაწილებას
გულისხმობს საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით
პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თითოეული
მოქალაქის პოლიტიკური წონის გაზრდა და მისი
პიროვნული თავისუფლების სფეროს გაფართოება უნდა
იყოს.
 რელატივიზმი - ფილოსოფიური საზომი რომელიც ამტკიცებს, რომ
ყველაფერი შეფარდებითია, ხოლო ნებისმიერი მსჯელობა აზრს
იძენს მხოლოდ საკუთარ კონტექსტთან მიმართებაში.
 სოციალური უზრუნველყოფის ღირსებები: იგი ხელს უწყობს
ეროვნული ეკონომიკის საერთო ზრდას, პიროვნების განვითარებას
უწყობს ხელს, საზოგადოების შინაგან ერთიანობას ამყარებს.
უარყოფითი მხარეები: ადამიანს სახელმწიფოზე დამოკიდებულს
ხდის, გადასახადების ზრდით მცირდება ეკონომიკის
კეთილდღეობა, ებრძვის სიღარიბის მხოლოდ ზედაპირულ
გამოვლინებას.
 მოქალაქეობა - ესაა ურთიერთკავშირი პიროვნებასა და
სახელმწიფოს შორის, განმტკიცებული საერთო უფლება
მოვალეობებით. მოქალაქე იმით განსხვავდება ქვეშემრდიმისა ან
უცხოელისგან, რომ მას ძირეული უფლებები აქვს, იგი სახემწიფოს
სრულფასოვანი წარმომადგენელია.
 ავტონომია - სახელმწიფო ინსტიტუტი თუ ჯგუფი ავტონომიურად
ითვლება, თუ მაე დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხი
გააჩნია.

You might also like