You are on page 1of 51

შესავალი

ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გარემოზე ზემოქმედებას, რათა ის მოერგოთ


საკუთარ საჭიროებებს. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ზემოქმედების დონე ,
პლანეტის მასშტაბით თუ შევხედავთ, შეუმჩნეველი იყო, მიზანს კი გადარჩენა
წარმოადგენდა და იგი აქტუალური იყო ყოველწამიერად, ვინაიდან ადამიანთა
შესაძლებლობები მცირე იყო, საფრთხეები კი უამრავი. ამ რეჟიმში ცხოვრება გაგრძელდა
მანამ, სანამ სხვადასხვა ფაქტორები არ დაემთხვა ერთმანეთს და ადამიანი მონადირე -
შემგროვებლიდან მიწათმოქმედებაზე არ გადავიდა. ობიექტურმა გარემოებებმა ,
როგორიცაა მაგალითად გამყინვარების პერიოდის დასრულება და იმ დროისთვის უკვე
აკუმულირებული ცოდნა, საშუალება გააჩინა ადამიანებისთვის დასახლებულიყვნენ ერთ
ადგილას და მოშინაურებული ცხოველების და მცენარეების ხარჯზე ეცხოვრათ . ამან
ძალიან ბევრი ცვლილება გამოიწია ადამიანთა ცხოვრების ყველა ასპექტში , თუმცა
მთავარი რაც არის - მან გააჩინა პოტენციალი ადამიანთა დიდ ჯგუფებად გაერთიანებისა .1

ისტორიის განმავლობაში ადამიანთა გაერთიანებები გაიზარდა და გაჩნდა სახელმწიფო ,


როგორც ერთეული, თუმცა კაცობრიობა არ იყო ერთიან კულტურულ თუ ეკონომიკურ
სივრცეში და ძირითადად ცალკეულად ვითარდებოდა. მეთვრამეტე( რომაულად უნდა
დაწერო ) საუკუნეში დაიწყო პროცესები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა
გლობალიზაციას. დაახლოებით 1760 წლიდან იწყება მასიური გარდაქმნები სხვადასხვა
ინდუსტრიებში. ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა , როგორებიცაა - ძაფის სართავი
მექანიზმი, საქსოვი დაზგა, ჩარხი, ორთქმავალი ლოკომოტივი და სხვა საფუძველი
დაუდო წარმოების მექანიზაციას და ინდუსტრიების როგორებიცაა - მეტალურგია ,
მიწათმოქმედება, მრეწველობა, ტრანსპორტი, განვითარებას. ინდუსტრიალიზაციამ
ცხოვრების დონე საგრძნობლად გაზარდა და ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდასა და
ურბანიზაციას. შემდეგ პერიოდებში განვითარება არ შეწყვეტილა და მოცემულობამ ,
როდესაც სამყაროსთვის ცნობილია ელექტროენერგია, ატომური ენერგია , შიგაწვის
ძრავი, ფიჭური კავშირგაბმულობა, ინტერნეტი, განაპირობა დროისა და მანძილის აღქმის
ცვლილება და გააჩინა მსოფლიო ხალხთა და ეკონომიკების ერთმანეთთან
დაკავშირების და ცალკეული რესურსების კოოპერაციის შესაძლებლობა კაპიტალისტური
სისტემის მეთოდებზე დაყრდნობით. ასეთმა ძალაუფლებამ ადამიანთა სურვილს ,
გარემოზე ზემოქმედება მოეხდინა საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ,
მითუმეტეს მაშინ, როცა ეს საჭიროებები ზრდადია მოსახლეობის მატების გამო , ფრთები
შეასხა და ზემოქმედების მასშტაბები აქამდე წარმოუდგენელ დონეზე გაიზარდა .
ტექნიკურმა პროგრესმა ერთი მხრივ გამოიწვია კაცობრიობის კეთილდღეობის ზრდა ,
თუმცა, მეორე მხრივ გააჩინა ახალი გლობალური საფრთხეები, როგორებიცაა - სათბურის
ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება , სახეობათა
განადგურება და სხვა. ამ პრობლემების გადასაჭრელად საერთო გლობალური
ძალისხმევაა საჭირო, თუმცა ნაშრომში კერძო სექტორის პასუხისმგებლობაზე
გავამახვილებ ყურადღებას.

1
(https://www.nationalgeographic.com/culture/article/neolithic-agricultural-revolution#:~:text=The%20Neolithic
%20Revolution%E2%80%94also%20referred,current%20geological%20epoch%2C%20the%20Holocene.)

1
ბიზნესი

როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ პრობლემებზე და იმ გზებზე თუ როგორ უნდა


გადაიჭრას ისინი, საჭიროა განვიხილოთ( პირველ პირშია და შეცვალე ) ის ზოგადი
კონტექსტი, რომელშიც მიმდინარეობს ეს პროცესები. ის თუ როგორაა შესაძლებელი
ასეთი პრობლემების წარმოშობა და მათ მოგვარებაზე მუშაობა .

კაპიტალიზმი ისეთი ეკონომიკური სისტემაა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებები


კერძო საკუთრებაშია მოგების მიღების მიზნით2(Zimbalist, Sherman and Brown, Andrew, Howard
J. and Stuart (October 1988)3. Pure capitalism is defined as a system wherein all of the means of
production (physical capital) are privately owned and run by the capitalist class for a profit, while most
other people are workers who work for a salary or wage (and who do not own the capital or the
product). მისი ძირითადი მახასიათებლებია: კერძო საკუთრება - მატერიალური თუ
არამატერიალური აქტივების ქონის უფლება; არჩევანის თავისუფლება - ანუ არსებული
აქტივების სურვილისამებრ განკარგვის საშუალება; პირადი ინტერესი - ეკონომიკური
აქტორის უფლება იმოქმედოს მხოლოდ პირადი ინტერესის ხელმძღვანელობით, რაც
„ხალხთა სიმდიდრეში“ ადამ სმიტს აღწერილი აქვს როგორც საერთო სარგებლის
შექმნის წინაპირობა უხილავი ხელის მოქმედების მექანიზმის გამოისობით ; კონკურენცია -
როგორც თვისება, რომლის წყალობითაც სისტემა ინარჩუნებს სიჯანსაღეს და
სარგებლიანობას; მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთობით ფასის დადგენის
მექანიზმის არსებობა; მთავრობის შეზღუდული ჩართულობა ეკონომიკაში. იმისდა
მიხედვით თუ ეს მახასიათებლები რა ინტენსივობითაა წარმოდგენილი , ვიღებთ
კაპიტალიზმის სხვადსხვა სახეს. ძირითადად თანამედროვეობაში გავრცელებულია
თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და გარკვეული სახელმწიფო რეგულაციების ჩარჩოს
მქონე ეკონომიკები, შუალედური ფორმები ანარქო-კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის .
(https://www.imf.org/en/Publications/fandd/issues/Series/Back-to-Basics/Capitalism#:~:text=In%20a
%20capitalist%20economy%2C%20capital,%E2%80%9CSupply%20and%20Demand%E2%80%9D).
კაპიტალიზმს თავისი უპირატესობები აქვს რაც განაპირობებს მის აქტუალურობას -
პირველ რიგში იგი საუკეთესო წყაროა დოვლათის შექმნის. კონკურენცია უზრუნველყოფს
მომხმარებლისთვის დაბალ ფასს და/ან მაღალ ხარისხს. კომპანიები დაინტერესებულები
არიან იმუშაონ ეფექტურად და ეფექტიანად, ვინაიდან ეს პირდაპირპროპორციულად
აისახება მათ შედეგზე, რომელიც მათივე განსაკარგავია დაგეგმილი ეკონომიკისგან
განსხვავებით. ამასთან კონკურენტული უპირატესობის მისაღებად კომპანიები
მოტივირებულები არიან დანერგონ ინოვაციები.
(https://corporatefinanceinstitute.com/resources/economics/socialism-vs-capitalism/). ყველაფერ
ზემოთთქმულის გამო, ჩნდება კითხვა თუ რატომ არ არის კაპიტალიზმი მისი აბსოლუტური
ფორმით წარმოდგენილი თუ ამდენი დადებითი შედეგი აქვს. ობიექტური ისტორიულ -
პოლიტიკური მიზეზების გარდა არსებობს ეკონომისტების შეთანხმებული აზრიც , რომ
კაპიტალიზმი არ არის იდეალური სისტემა და სახელმწიფო ჩარევებიც სწორედ

3
Comparing Economic Systems: A Political-Economic Approach. Harcourt College Pub. pp. 6–
7. ISBN 978-0-15-512403-5. 

2
ნაკლოვანებების დასაბალანსებადაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ,
როგორც წესი, არის უთანასწორობა. როდესაც კომპანია იღებს მოგებას იგი არ აისახება
თანამშრომლების ხელფასებზე პროპორციულად და მოგების უმეტესი ნაწილი რჩება
კაპიტალის მფლობელს, რაც სივრცეს ზრდის საზოგადოების ფენებს შორის -მდიდრები
ბევრად უფრო სწრაფად მდიდრდებიან, ვიდრე დანარჩენი საზოგადოება .( Piketty, Thomas.
2014. Capital in the Twenty-First Century. Cambridge, Massachusetts: Belknap Press). ამასთანავე
არსებობს მონოპოლიის საშიშროება, როდესაც ერთი მიმწოდებელი არსებობს ბაზარზე
და მას აქვს ფასებით სპეკულირების საშუალება. რაჯანისა და ზინგეილის (2003) აზრით
კაპიტალიზმი დასაცავია კაპიტალისტებისაგან, ვინაიდან სახელმწიფო რეგულატორის
არსებობის დროს არის დიდი საფრთხე ბიზნესისა და სახელმწიფოს შერწყმის , კრონი
კაპიტალიზმის სახით და მონოპოლიის მიერ სახელმწიფო მფარველობის მიღების.( Rajan,
Raghuram, and Luigi Zingales. 2003. Saving Capitalism from the Capitalists: Unleashing the Power of
Financial Markets to Create Wealth and Spread Opportunity. New York: Crown Publishing Group).
მოცემული თემისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება ბაზრის ჩავარდნებიდან არის
ექსტერნალიები. ეს არის პროდუქტის ან სერვისის წარმოების ან მოხმარებისას
წარმოქმნილი არაპირდაპირი, ირიბი ხარჯი ან სარგებელი მესამე მხარისთვის.
მაგალითად, თუ სახელმწიფო ააშენებს პარკს მიმდებარე ქუჩების სახლების ფასი
მოიმატებს, ან თუ განვიხილავთ საწარმოს რომელიც გარემოს აბინძურებს და ამისთვის
მას არ ეწერება ჯარიმა ან არ იბეგრება, მაშინ დაბინძურების ხარჯი საზოგადოებაზე
ნაწილდება საწარმოს ნაცვლად.(https://www.investopedia.com/ask/answers/051515/how-do-
externalities-affect-equilibrium-and-create-market-failure.asp)

გარდა კაპიტალიზმის ობიექტური ნაკლოვანებებისა , გაჩნდა ფაქტორი , რომელმაც


კომპანიებს უბიძგა გაეაზრებინათ საკუთარი პასუხისმგებლობები ფართო ჭრილში .
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ბიზნეს
საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდა. საზოგადოებას, მასმედიას , დაინტერესებულ
ჯგუფებს მყისიერად შეუძლიათ გაიგონ ორგანიზაციის დადებითი თუ უარყოფითი
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და გაავრცელონ, რითაც ამ ორგანიზაციის იმიჯზე
მოახდენენ გავლენას. ეს ბერკეტი მათ აძლევს ძალაუფლებას კომპანიის ქცევაზე
მოახდინონ ზემოქმედება და საკუთარი ინტერესების გათვალისწინება უზრუნველყონ . ეს
ინტერესები კი მრავალგვარი შეიძლება იყოს - რა სახის გავლენა აქვს კომპანიას
სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ პროცესებზე; როგორ იქმნება პროდუქტები და
სერვისები; რა სახის ბუნებრივ რესურსებს მოიხმარს კომპანია და რა ზეგავლენა აქვს ამას
გარემოზე; როგორ ურთიერთობს კომპანია დაინტერესებულ მხარეებთან -
თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, აქციონერებთან, სახელმწიფოსთან და სხვა .
სწორედ ამ მოთხოვნების აქტუალიზაციის შედეგი იყო კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის ცნების გაჩენა.

კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე პირველი წიგნი 1953 წელს დაიწერა


ჰოვარდ ბოუენის მიერ სახელწოდებით „ბიზნესმენის სოციალური
პასუხისმგებლობა“(გიგაური,გვ8) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
წარმოადგენს ბიზნესის ნებაყოფლობით არჩევანს: იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოლოდინები, დადებითი გავლენა მოახდინოს თავის
სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, წვლილი შეიტანოს სოციალური, ეკონომიკური
და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ეს არის კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე

3
აღებული პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოს სამართლებრივი მექანიზმებით
დაკისრებული ვალდებულება. შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, მისი მორალური
ღირებულებისი გარდა, მდგომარეობს მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში,
რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს ყველა დაინტერესებული
მხარისათვის. (ხოფერია გვ.9-10) “ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის
ბიზნესის კეთილი ნება გადაჭრას ის პრობლემები , რომელიც პირდაპირ თუ
არაპირდაპირ გამოწვეულია ბიზნესის საქმიანობით ” – ამერიკელი მეცნიერი
გორდონ ფიჩის აზრით.(https://forbes.ge/blogs/e1-83-91-e1-83-98-e1-83-96-e1-83-9c-e1-83-94-
e1-83-a1-e1-83-98-e1-83-a1-e1-83-a1-e1-83-9d-e1-83-aa-e1-83-98-e1-83-90-e1-83-9a-e1-83-a3-e1-83-
a0-e1-83-98-e1-83-9e-e1-83-90-e1-83-a1-e1-83-a3-e1-83-ae/ ) კეიტ დევისმა (Keith Davis) 1960
წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა განმარტა, როგორც
„ბიზნესის გადაწყვეტილებები და აქტივობები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც
მიიღება კომპანიის უმთავრესი ეკონომიკური ინტერესების მიღმა“(გიგაური,10)
პორტერისა და კრამერის (Porter & Kramer) აზრით კომპანიამ საკუთარ და საზოგადო
ინტერესს შორის საერთო წერტილები უნდა იპოვოს და განსაზღვროს თუ რა გავლენას
ახდენენ ეს ინტერესები ერთმანეთზე. უნდა პრიორიტეტი მიანიჭოს რომელიმე სოციალურ
პრობლემას, რომელსაც გადაჭრის და ერთობლივ სოციალურ ღირებულებას შექმნის.
(გიგაური,56). ლეისინჯერი (Leisinger) კომპანიის პასუხისმგებლობებს ყოფს იმის მიხედვით
თუ მათ რა ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი, რისი გაკეთება იქნება მათი მხრიდან
სასურველი და რისი შესაძლებელი. ამ კატეგორიზაციით კომპანია ვალდებულია
აწარმოოს ხარისხიანი პროდუქტი მისაღებ ფასად, შეასრულოს დაკისრებული
სახელმწიფო მოთხოვნები, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და იყოს
სიცოცხლისუნარიანი ორგანიზაცია. ის თუ რისი გაკეთებაა სასურველი ცდება
სავალდებულოობის ჩარჩოებს და გულისხმობს დაინტერესებული მხარეების მიმართ
პასუხისმგებლობით ურთიერთობას და სოციალური თუ ეკოლოგიური ფაქტორების
გათვალისწინებას. და ბოლოს, ის თუ რა შეუძლია გააკეთოს ბიზნესმა სოციალური
პასუხისმგებლობის ასპექტში საზოგადოების მიმართ არის კორპორაციული
ფილანტროპია(გიგაური,55). დაახლოებით იგივე კლასიფიკაცია აქვს ქეროლს(Carroll). იგი
განასხვავებს სოციალური პასუხისმგებლობის ოთხ კომპონენტს: ეკონომიკურს ,
ლეგალურს, ეთიკურს და დისკრეციულობას. ეს გულისხმობს რომ ბიზნესი უნდა იყოს
მომგებიანი და უნდა დააკმაყოფილოს სამომხმარებლო მოთხოვნილებები, უნდა
ოპერირებდეს დაწესებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში და ამასთანავე ითვალისწინებდეს
საზოგადოებაში არსებულ დაუწერელ ნორმებსაც. სასურველია ბიზნესი ფილანტროპიულ
საქმიანობასაც ეწეოდეს საგანმანათლებლო, რელიგიური , კულტურული თუ სამედიცინო
საქველმოქმედო წამოწყებების სახით(გ იგაური,11-10)

ჩვენ ვისაუბრეთ რომ თანამედროვე ეკონომიკური სისტემისა და მომხმარებლის


ძალაუფლების ზრდის პირობებში კომპანიებს უწევთ იფიქრონ უფრო ფართედ,
თუმცა არის კი ეს აუცილებლად ცუდი კომპანიისთის? ერთი მხრივ, დამატებითი
საზრუნავი დამატებითი ხარჯია კომპანიისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ის
შესაძლებლობად შეგვიძლია განვიხილოთ.
მარკეტინგი გულისხმობს მომხმარებელთან ორმხრივ მომგებიანი,
გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებას. იგი განიხილება როგორც

4
მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილების წყარო და მარკეტინგის
პროცესის პირველ ეტაპს სწორედ მომხმარებლის სურვილების გაგება
წარმოადგეს.(კოტლერი,გვ 5-6) ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კომპანია
დაინტერესებულია გაიგოს თუ რა აწუხებს მომხმარებლებს , რადგან ის , თუ
რამდენად ეფექტურად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, განსაზღვრავს თავის
წარმატებას. თუ ბაზარზე არსებობს მოთხოვნა ეკო-მეგობრულ პროდუქტზე, ის
გაყიდის მეტ პროდუქტს ვინც ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
მნიშვნელოვანია რომ კომპანიას გააჩნდეს წარმოდგენა თუ რა კონტექსტში,
გარემოში საქმიანობს. კოტლერი გამოყოფს შემდეგ მიკრო და მაკრო გარემოებს-
კომპანია, მომწოდებლები, შუამავლები, კონკურენტები, საზოგადოება,
მყიდველები, დემოგრაფიული, ეკონომიკური, ბუნებრივი, ტექნოლოგიური,
პოლიტიკური-სოციალური და კულტურული გარემო. ყურადღებას ბუნებრივ
გარემოზე გავამახვილებ, სადაც გამოყოფილია 3 ფაქტორი: რესურსები
ამოწურვადია, გარემოს დაბინძურება იზრდება და ბუნებრივი რესურსების
მართვაში დიდი წილი მთვრობებს უჭირავთ.(კოტლერი გვ77-99)
კომპანიამ ასევე უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოემსახურება მიზნობრივ
მყიდველებს - როგორ მოახდენს საკუთარი თავის დიფერენცირებასა და
პოზიციონირებას ბაზარზე, რაც განსაზღვრავს ბრენდის იმიჯს, თუ როგორ იქნება
აღქმული სხვების მიერ. მნიშვნელოვანი ცნებაა ბრენდის ფასეულობათა
განაცხადი, რაც სარგებელთა ერთიანობაა, რომელსაც კომპანია ჰპირდება
მომხმარებლებს და რომლითაც აპირებს მათი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. ამ მხრივ კომპანიის მიერ თავის სოციალურად
პასუხისმგებლიანად წარმოჩენა მას აძლევს დამატებით ფასეულობას და
კონკურენტულად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. პირველ რიგში ბიზნესის
სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია მოქმედებს კომპანიის
არამატერიალურ აქტივებზე, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია,
როდესაც ვსაუბრობთ კომპანიის კონკურენტუნარიანობასა და გრძელვადიან
მდგრადობაზე. არამატერიალური აქტივების კაპიტალიზაციის მხრივ სოციალური
პასუხისმგებლობის როლი ძირითადად ბრენდის ღირებულების ზრდაზე მოდის.
ბრენდის კაპიტალთან დაკავშირებული საკითხები კი არის - ცნობადობა, აღქმული
ხარისხი, სავაჭრო ნიშანთან ასოციაცია და მისი ერთგულება, ღირებულების
გენერირების უნარი, დიფერენცირებულობა და რელევანტურობა. სოციალური
პასუხიმგებლობა ბრენდის კაპიტალზე მოქმედებს შემდეგი სახით: პროდუქტს
სძენს დამატებით ფასეულობას, მომხმარებლისთვის ქმნის მისაღებ იმიჯს და არის
გარანტორი გრძელვადიანი მომგებიანობის. ზოგჯერ შეიძლება კომპანიის
ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ძლიერი ბრენდის ფლობაზე მოდიოდეს.
სწორედ მაშინაა კომპანიის საბაზრო ღირებულება მის მატერიალური აქტივების
საბალანსო ღირებულებაზე მეტი.

5
Ekologia

გარემოს დაცვის პრობლემა კაცობრიობის ერთ-ერთი საზრუნავია. ადამიანის და


ბუნებრივი გარემოს ურთიერთობას საგრძნობი ცვლილებები შეაქვს ეკოლოგიური
სისტემის მდგომარეობაში, რომელიც, თავის მხრივ, ბიოსფეროს ძირითად
მარეგულირებელს წარმოადგენს. ეს ცვლილებები დაკავშირებულია საჰაერო
სივრცის, საზღვაო აკვატორიის, მტკნარი წყლის წყალსატევების გაჭუჭყიანებასთან,
ნიადაგის საფარის, ლანდშაფტების, წყლის და სატყეო რესურსების დაზიანებასთან,
მცენარეებისა და ცხოველების სასარგებლო სახეობების შემცირებასთან.

ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ როდესაც ადამიანებს ამოძრავებდათ რაიმე


მიზანი, ამისთვის გარემოზე ზემოქმედებისას და მისი გარდაქმნისას არ ფიქრობდნენ
ეკოლოგიურ შედეგებზე, თუმცა დღეისათვის ადამიანის საქმიანობამ მიაღწია ისეთ
დონეს, როდესაც ბუნებრივი გარემოს შემდგომმა ექსპლუატაციამ შეიძლება
გამოიწვიოს შედეგები, რომლებიც გამოსწორებას არ დაექვემდებარებიან.

ამჟამად, თანამედროვე საზოგადოების წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანა –


ბუნების სიმდიდრის და პროდუქტიულობის რაციონალური გამოყენების
საფუძველზე არა მხოლოდ შეინარჩუნოს იგი, არამედ აღკვეთოს ადამიანის
ბუნებრივ გარემოში ჩარევის სამომავლო უარყოფითი შედეგები. ამან გამოიწვია
ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის აქტუალიზაცია.

ეკოლოგიის გავრცელებული განსაზღვრებაა: ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც


შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების არსებობის პირობებს და ორგანიზმების და
მათი ბუნებრივი ადგილსამყოფელის ურთიერთდამოკიდებულებას. ტერმინი
„ეკოლოგია“ წარმოქმნილი ბერძნულიდან „იოკოს“ - სახლი, საცხოვრებელი ადგილი
და „ლოგოს“ მოძღვრება, ცოდნა. დასაწყისში ეკოლოგია ვითარდებოდა, როგორც
ბიოლოგიური მეცნიერების შემადგენელი ნაწილი, ბუნებათმეცნიერების სხვა
დარგებთან მჭიდრო კავშირში.

ეკოლოგიის უმთავრესი საგანი ორგანიზმების და გარემოს შორის კავშირის


სტრუქტურა და მათი ერთობლიობაა. ეკოლოგიაში, შესწავლის ძირითადი ობიექტი

6
– ეკოსისტემებია. ეკოსისტემა - ცოცხალი ორგანიზმების რთული ბუნებრივი
კომპლექსია, რომელიც ურთიერთმოქმედებს გარემოს არაორგანულ ნაწილთან და
მატერიალურ-ენერგეტიკულად მასზეა დამოკიდებული. თავისი არსით, იგი
შემადგენელი კომპონენტების ხანგრძლივი და ღრმა ადაპტაციის შედეგად
ჩამოყალიბებული, დინამიკურად გაწონასწორებული სისტემაა, სადაც
ნივთიერებათა წრებრუნვა მიმდინარეობს.

სამეცნიერო–პრაქტიკული მსოფლმხედველობიდან თუ გამოვალთ შეგვიძლია


ეკოლოგიის დაყოფა თეორიულ და გამოყენებით ნაწილებად. თეორიული ეკოლოგია
ცხოვრების ორგანიზმის საერთო კანონზომიერების ახსნას ცდილობს, გამოყენებითი
ეკოლოგია კი შეისწავლის ადამიანის მიერ ბიოსფეროს რღვევის მექანიზმს, ეძებს ამ
პროცესების აღკვეთის საშუალებებს და შეიმუშავებს ბუნებრივი რესურსების
გამოყენების რაციონალურ პრინციპებს.

სწორედ ეკოლოგიის გამოყენებითი მიმართულების განვითარებასთანაა


დაკავშირებული ეკოსისტემების და ბიოსფეროს ერთიანი ფორმით შესწავლის
გაღრმავება. კერძოდ, წყლის და ჰაერის წრებრუნვის მთლიანობაში განხილვა, ისეთი
ცალკეული კომპონენტების გამოყოფით, როგორებიცაა: კვების ჯაჭვი, გარემოს
გლობალური გაჭუჭყიანება, საცხოვრებელი გარემოს და ადამიანის საქმიანობის
სისტემური ანალიზი და მართვა და ა.შ.(ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თბილისი
2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ.3-5)

ყველაფერ ზემოთთქმულს კარგად ეხმიანება შემდეგი ციტატა წიგნიდან


„ეკოლოგიის პრობლემები“: „ეკოლოგია ბიო-გეო-სოციალური არსით და
წარმოშობით არის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური მართვის
მეცნიერება - ერთის მხრივ: მეორეს მხრივ, სოციო-ეკონომიკური არსით იგი არის
მდგრადი განვითარების ბაზისი: და მესამე მხრივ, ანტროპო-ვალეოლოგიური
არსით იგი არის კაცობრიობის ცივილიზაციის გადარჩენისა და ჯანმრთელობის
შენარჩუნების სტრატეგიისა და ტაქტიკის საფუძველი. და ყველა ეს მხარე
წახნაგებია ერთი მთლიანი პრობლემისა. ეს მრავალწახნაგობა ეკოლოგიის
არსისა ორგანულად უნდა იქნეს გამოხატული და შერწყმული თვით ეკოლოგიურ
მეცნიერულ კვლევებში და ბუნებისდაცვით საქმიანობაში. ამ განმარტებიდან
სავსებით ნათელი ხდება, რომ ეკოლოგია დიდი ხანია გასცილდა ბიოლოგიური
მეცნიერების საკმაოდ ვიწრო საწყის ჩარჩოს: ის ფაქტობრივად
პოლიდისციპლინური მეცნიერებაა, ან უფრო რეალურად, მიდგომაა!“
(ეკოლოგიის პრობლემები VII, თბილისი 2009, რედაქტორები: მარატ ციცქიშვილი,
გიორგი მახარაძე, გვ.73-74)
ეკოლოგიაში გამოყოფენ სამ ფაქტორს: ბიოტურს, აბიოტურს და ანთროპოგენურს.
ბიოტური ფაქტორი გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმების
ურთოერთდამოკიდებულებას და ურთიერთზეგავლენას. ეკოსისტემა შეიცავს

7
ერთნაირი კატეგორიის ურთიერთმოქმედ ორგანიზმებს. ამ კატეგორიებს
მიეკუთვნება: პროდუცენტები, კონსუმენტები, დეტრიტოფაგები და რედუცენტები.
აბიოტური ფაქტორებია არაორგანული ფაქტორების ერთობლიობა. მთავარი
კლიმატური ფაქტორებია - დედამიწის ზედაპირის განათებულობა, ჰაერის
ტენიანობა, ნალექის მოცულობა, ტემპერატურა, წნევა და სხვა.
ანთროპოგენური ფაქტორები არის ადამიანის მოქმედების ფორმები - პირდაპირი
და არაპირდაპირი. პირდაპირი მოქმედება ხდება უშუალოდ ცოცხალ
ორგანიზმებზე, არაპირდაპირი მათ საარსებო გარემოზე. არამდგრადი თევზაობა
და ნადირობა, რამაც ისტორიის განმავლობაში ბევრი სახეობის გადაშენება
გამოიწვია არის პირდაპირის ფორმა, არაპირდაპირი გავლენა ხორციელდება
ატმოსფეროს, წყლის ობიექტების ლანდშაფტების, დედამიწის ზედაპირის
სტრუქტურის და კლიმატის ცვლილებით. ბუნებრივ ეკოსისტემებს აქვთ
ელასტიურობა და გამძლეობა, რისი წყალობითაც ანთროპოლოგიური თუ სხვა
ჩარევის შემდეგაც კი შეუძლიათ სახის აღდგენა, თუმცა გამუდმებულმა
ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. (https://ik-
ptz.ru/ka/literatura/harakteristika-antropogennyh-faktorov-antropogennye-faktory-i-ih.html)
დღესდღეისობით კაცობრიობა მთელ ბიოსფეროზე დიდ წნეხს ახდენს. ადამიანთა
საზოგადოების მზარდი სამეურნეო საქმიანობით მნიშვნელოვნად შეიცვალა
ბიოლოგიური მიმოქცევა. ინდუსტრიები - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მრეწველობა,
სოფლის მეურნეობა - ძირითადი დამაბინძურებლები გახდნენ გარემოსი.
გამოფრქვეული გოგირდისა და აზოტის ოქსიდები, ნახშირწყლები და ჭვარტლი,
ასევე ქიმიური ნივთიერებები: სასუქები, განსაკუთრებით ნიტრატები და
პესტიციდები, მძიმე ლითონები: ტყვია, ვერცხლისწყალი, თუთია ერთვებიან
წრებრუნვაში და დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
ანთროპოგენური ჩარევით ხდება ბიომრავალფეროვნების ფლორისა და ფაუნის
შემადგენლობის ცვლილება. ქალაქებისა და სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების გაფართოებით, ტყის გაჩეხვით, სატრანსპორტო სისტემის
გაფართოებით ხდება ცოცხალი ორგანიზმების სასიცოცხლო არეალის შემცირება.
ამას თან ერთვის წყლის, ნიადაგისა და ატმოსფეროს დაბინძურება.
(ეკოლოგია,რამაზ მესხია, თბილისი 2012, გვ 120)
ჰაერის დაბინძურება გულისხმობს ატმოსფეროში ისეთი ნივთიერებების
არსებობას, რომლებიც ცვლიან მის მახასიათებლებს.(https://www.who.int/health-
topics/air-pollution#tab=tab_1). ეს ცვლილება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს
ცოცხალი ორგანიზმებისთვის და გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორზე
მაგალითად კლიმატზე. ვულკანური ამოფრქვევის, ბუნებრივი ხანძრისა და მტვრის
ქარიშხლის შედეგად ბოლი და სხვა მაჭუჭყიანებელი ნივთიერებები
ატმოსფეროში ხვდებოდა მილიონი წლის განმავლობაში, მაგრამ ბიოსფეროს
მათი განეიტრალების, არასიმილირების და რეციკლიზაციის უნარი აქვს.
მაგალითად ნახშირჟანგის და გოგირდის ჟანგის აირები მას შემდეგ რაც
8
მოხვდებიან დედამიწის ზედაპირზე, ისინი გარდაიქმნებიან მცენარეთა საკვებ
ნახშირორჟანგად და სულფატებად. თუმცა ადამიანთა საქმიანობის შედეგად
ატმოსფეროში იმაზე მეტი ნივთიერება გამოიტყორცნება, ვიდრე მას შეუძლია რომ
მოინელოს.(ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი,
გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 51-52). შედარებით გავრცელებულ და სახიფათო
მაჭუჭყიანებლებს შორის გამოიყო რვა კატეგორია: ტივტივარი - უმცირესი
ნაწილაკი ან წვეთი, რომელიც ჰაერში იმყოფება შეტივტივებულ მდგომარეობაში
და შეუძლია სხვა მაჭუჭყიანებლების გადატანა, რომლებიც მასში იხსნებიან ან მის
ზედაპირზე მაგრდებიან; ნახშირწყალბადები და სხვა აქროლადი ნაერთები;
ნამწვი აირი; აზოტის ოქსიდები; გოგირდის ოქსიდები; ტყვია და სხვა მძიმე
ლითონები; ოზონი და სხვა ფოტოქიმიური დამჟანგველები, რომლებიც ერთი
მხრივ, გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, მეორე მხრივ კი დედამიწასთან
ახლოს აღმოჩენისას ტოქსიკურია ცოცხალი ორგანიზმებისთვის; მჟავა -
ძირითადად გოგირდის და აზოტის. ისინი იმყოფებიან სითხის წვეთების სახით,
რომლებიც შემდეგ წარმოქმნიან მჟავა წვიმებს და ნისლს. (ეკოლოგია და
გარემოს დაცვა, თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე
გვ 53) დაბინძურების წყაროებს მიეკუთვნება - წიაღისეული საწვავისა და ბიომასის
ელექტროსადგურების გამონაბოლქვი და გაჟონვები ნავთობისა თუ ბუნებრივი
აირის მოპოვების ადგილებიდან; შეშის, სოფლის მეურნეობის ნარჩენების თუ
ნაკელის წვა. ეს ძირითადად განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ; სამრეწველო
დაწესებულებები, ქარხნები; ნარჩენთა წვა(https://phys.org/news/2021-01-health-crisis-
billion-tons-potentially.html); გამათბობლები, რომლებიც საწვავის წვაზე მუშაობენ -
გაზის ღუმელები თუ წყლის გამაცხელებლები; გადაადგილების საშუალებები -
მანქანები, მატარებლები, თვითმფრინავები და გემები; კონტროლირებადი
ხანძრები სასოფლო თუ სატყეო მენეჯმენტის სტრატეგიებისთვის;
საყოფაცხოვრებო ნივთები - ლაქი, საღებავები, პრინტერის მელანი, საპონი,
სუნამო, აეროზოლი თუ
სხვა(https://www.npr.org/sections/thetwo-way/2018/02/15/585886321/your-wall-paint-
perfumes-and-cleaning-agents-are-polluting-our-air); ნაგავსაყრელებზე მიმდინარე
დეკომპოზიცია, რაც მეთანისა და ნახშირორჟანგის
წყაროა(https://www.epa.gov/lmop/basic-information-about-landfill-gas); ატომური
იარაღები და რაკეტები; სამშენებლო მტვერი; სასოფლო ემისიები -
ფერტილიზებული მიწებისა და მეცხოველეობის ინდუსტრიიდან.
(https://en.wikipedia.org/wiki/Air_pollution). ჰაერის დაბინძურებას უამრავი ნეგატიური
შედეგი აქვს. ცოცხალ ორგანიზმებში შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სახის
დაავადებები, უკვე არსებობის შემთხვევაში კი გაამწვავოს და გრძელვადიან
პერიოდში სიკვდილიც კი გამოიწვიოს. თუ მცენარის მაგალითს განვიხილავთ -
ჰაერის გაჭუჭყიანებამ შესაძლოა დაასუსტოს მცენარე და მგრძნობიარე გახადოს
ისეთი ფაქტორების მიმართ, როგორებიცაა: მავნე მწერები, ავადმყოფობა,
კლიმატის ცვლილება. „გაჭუჭყიანებული ჰაერი ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის
ინფექციების გავრცელებისა და მიკრობების გამრავლებისათვის, იწვევს ალერგიულ და

9
გულსისხლძარღვოვან დაავადებებს, აზიანებს სასუნთქ გზებს, ფილტვს, კანს, თვალს, ხელს,
ამცირებს მზის ბაქტერიოციდულ უნარს, აქვეითებს იმუნურ სისტემას, ნიადაგის
ნაყოფიერებასა და მცენარეთა მოსავლიანობას, აუარესებს მის კვებით ღირებულებას,
დასვენების ბუნებრივ პირობებს. ადამიანის სხეული, ჰაერი, მიწა, წყალი, მცენარეები და
ცხოველები შთანთქავენ მავნე ნივთიერებებს. ხდება ტოქსიკური ნივთიერებების და
რადიაქტიული ელემენტების დაგროვება სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში,
მონაწილეობენ ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში და გავლენას ახდენენ
ჯანმრთელობაზე და მემკვიდრეობაზე.“( ეკოლოგია, რამაზ მესხია, თბილისი 2012,გვ100).
ჰაერის დაბინძურების შედეგია მჟავა წვიმები, სმოგი და სათბურის ეფექტი.
მჟავური ეწოდება ნებისმიერ ნალექს - წვიმას, ნისლს, თოვლს, რომელთა
მჟავიანობა ნორმაზე მაღალია. როდესაც იგი დედამიწაზე ხვდება აზიანებს
მცენარეულ საფარს, ნიადაგს, წყლებს და შენობებსაც კი. სმოგია მტვრის
ნაწილაკებით კონცენტრირებული ნისლის სახეობა, რომელიც ხედვასაც კი
ფარავს. იგი დიდ ქალაქებსა და ინდუსტრიულ ცენტრებში
წარმოიქმნება(https://education.nationalgeographic.org/resource/air-pollution ). სათბურის
ეფექტი ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერის
შედეგად მისი ზედაპირის გათბობის პროცესს ეწოდება. მზის სხივები ათბობს
დედამიწის ზედაპირს, ხოლო სათბურის აირები, მაგალითად წყლის ორთქლი,
ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი, ოზონი და სხვა, აჩერებს მათ კოსმოსში
გაფანტვისგან, რითაც კიდევ უფრო ათბობს დედამიწას. ბუნებრივ დონეზე ეს
უმნიშვნელოვანესი პროცესია, თუმცა სათბური აირების დიდი რაოდენობა
ატმოსფეროში იწვევს გადახურებას.
ნაყოფიერი ნიადაგი და სასმელი წყალი - კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი
რესურსია. ნიადაგის და წყლის რესურსების ათვისება კი ცივილიზაციის აყვავების
წინაპირობაა.
ნიადაგის არსებით თვისებად მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის
უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო
წარმოების ძირითადი საშუალებაა. თუმცა ადამიანის ზემოქმედებამ გარკვეული ნეგატიური
შედეგები შეიძლება დააყენოს. ნიადაგთან დაკავშირებულ პრობლემებს მიეკუთვნება მისი
ეროზია გამოწვეული წყლის ან ქარის ზემოქმედებით, ჭარბმარილიანობა და დანაგვიანება.

ეროზია არის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის გამოფიტვა და მისი საფარის შეთხელება, მიწის
ნაწილაკების გადატანით. მისი გამომწვევი მთავარი ადამიანური ფაქტორი არის მცენარეული
საფარის განადგურება, ძირითადად საუბარია ტყის ჩეხვაზე. ასევე აღსანიშნავია არასწორი ხვნა
და პირუტყვის არაზომიერი ძოვება. გაშიშვლებულ ნიადაგზე მოხხვედრილი წვიმის
წვეთები შლიან ნიადაგის კოშტოვანებსა და აგრეგატებს, ავსებენ სივრცეებს და
ნიადაგის ინფილტრაციასა და აერაციას აჩერებენ, რაც თავის მხრივ, ზრდის
ზედაპირულ დინებას, რომლის დროსაც წყალი გადარეცხავს ნიადაგის
ნაწილაკებს. ქარისმიერი ეროზიისგან დასაცავადაც მნიშვნელოვანია მწვანე
საფარი, რაც ნიადაგის ზედა ფენის გადატანას უშლის ხელს.

10
სასოფლო მიწების პროდუქტიულობის გასაზრდელად მისი მორწყვა მიღებული
პრაქტიკაა. ტრადიციულად წყალი მდინარეებიდან მიეწოდება მინდვრებს ღარით
ან გამოიყენება წვიმისებრი გაფრქვევა. ორივე შემთხვევაში ვინაიდან წყალი
შეიცავს მარილებს, შესაძლოა მოხდეს ნიადაგის დამლაშება, რაც
მცენარეებისთვის ცუდი საციცოცხლო გარემოა. ნიადაგის ეროზიის მიმართ
ტრადიციული კონტროლის მეთოდებია: კონტურული ხვნა, ვიწროზოლოვანი
თესვა, მინდვრის დამცავი ზოლების შექმნა და ტერასირება. (ეკოლოგია და
გარემოს დაცვა, თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე
გვ 28-30)
ზემოთხსენებული პრობლემები საუკუნეების განმავლობაში ისედაც თან ახლდა
ადამიანის საქმიანობას, თუმცა თანამედროვეობაში მას დაემატა სხვა
პრობლემებიც დაკავშირებული დაბინძრებასთან. ნიადაგი ბინძურდება
სხვადასხვა ინდუსტრიების უშუალოდ საქმიანობის პროცესის და სამრეწველო
ნარჩენებისგან; ადამიანის მიერ , ზოგჯერ არაგამიზნულად, შემთხვევით შექმნილი
რადიოაქტიური დაბინძურებისგან; ურბანიზაციის პროცესებისგან;
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაგროვილი ნაგავსაყრელებისგან ; სასოფლო
მეურნეობაში გამოყენებული ჰერბიციდების ფერტილაიზერების და
პესტიციდებისგან.
ნიადაგის დეგრადაციას დამღუპველი შედეგები შეუძლია მოიტანოს - დროებითი
ან სამუდამო დაქვეითება პროდუქტიულობისა, გამოხატული ბიომასისა და
ნუტრიენტების დაკარგვაში; ადამიანთა ცხოვრებისთვის საჭირო რესურსების
მიწოდების გაქრობა; ბიომრავალფეროვნების დაკარგვა; ეკოლოგიური რისკების
მიმართ მოწყვლადობა.(Stockings, Mike; Murnaghan, Niamh. (2000), Land Degradation –
Guidelines for Field Assessment, Norwich, UK, pp. 7–15) ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია
წყლების დაბინძურება და ჯანმრთელობის პრობლემები.

ნიადაგის პრობლემები პირდაპირპროპორციულად აისახება წყლის რესურსზე.


წყლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ
დედამიწის ზედაპირის 70% დაფარულია წყლით, ის მარილიანია და კაცობრიობა
ისევე, როგორც უამრავი ეკოსისტემა დამოკიდებულია მტკნარ წყალზე, რაც
პროცენტულად მთლიანი წყლის მარაგის 1%-ია. წყალი დედამიწაზე
წარმოდგენილია მდინარეების, ტბების, ზღვების, ოკეანეების, მიწისქვეშა წყლების
თუ წყალსაცავების სახით. დედამიწაზე ყველა წყალი უწყვეტად განიცდის წმენდას
და ასრულებს წრებრუნვას. წყლის წრებრუნვა აორთქლებით, კონდენსაციით და
ნალექით მიმდინარეობს. ბუნებაში წყლის წრებრუნვა მუდმივად ასუფთავებს და ავსებს
მტკნარი წყლის სისტემებს
წყლის დამაბინძურებელი წყაროებია: კანალიზაცია, ინდუსტრიული საქმიანობა,
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ურბანული ჩანადენი (ნალექის თუ ირიგაციის
სანიაღვრეებით გადინება). უფრო კერძოდ: ეროზიის პროცესში გადარეცხილი
მყარი ნაწილაკების წყლის ეკოსისტემაში მოხვედრა; სასუქებიანი მინდვრების
გადარეცხვის და საკანალიზაციო ჩანადენის გამო ბიოგენების კონცენტრაციის

11
გაზრდა, რაც ხელს უწყობს არასასურველი წყალმცენარეების გაზრდას და
ეკოსისტემის ჩამოშლას; საკანალიზაციო ჩანადენიდან ავადმყოფობის გამომწვევი
მიკროორგანიზმებით წყალსაცავების (სასმელი წყალი და დასასვენებელი
ადგილების წყაროები) გაჭუჭყიანება; ორგანული ნარჩენების სხვა წყაროების
მოქმედების შედეგად გახსნილი ჟანგბადისა და წყალბადის შემცველობის შემცირება,
რაც იწვევს იქ მყოფი ორგანიზმების დაღუპვას; ნარჩენებსა და პესტიციდებში
არსებული შხამიანი ქიმიური ნივთიერებებით წყლის მოწამვლა; მჟავა წვიმებით
ნიადაგისა და წყლების დაბინძურება;(ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თბილისი
2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 36-37) ნავთობის
დაღვრა; თერმული დანაგვიანება, რაც გულისხმობს წყლის ტემპერატურის
ცვლილებას მასში ჩამდინარე წყლების დამსახურებით, რომლებიც, როგორც წესი,
ელექტროსადგურების თუ საწარმოების მიერ წყლის გასაციებად გამოყენების
შემდეგ გადაღვრას გულისხმობს.
სანიტარიული საკანალიზაციო სისტემა აერთიანებს ყველა მილს. დაწყებულს
შენობის საშხაპედან, ნიჟარიდან და ტუალეტიდან. საწყისი წერტილებიდან გამოდის
სხვადასხვა ნარჩენების შემცველი ნარევი, საწყისი პირველადი ჩანადენის
მაჭუჭყიანებლები სამ კატეგორიად იყოფა: ნაგავი და ქვიშა, რომლებიც სისტემაში
სანიაღვრედან ხვდებიან. ძირითადად ეს არის ხრეში, პოლიეთილების პარკები,
ქილები და მცირე ნაგავი; ორგანული ნივთიერებები ან კოლოიდები, როგორებიცაა
ცოცხალი ორგანიზმები, ასევე ორგანული წარმოშობის არაცოცხალი ნივთიერებები
ექსკრემენტები, საკვების ნარჩენები, ქსოვილის ბოჭკოები და ქაღალდი. ტერმინი-
კოლოიდები ნიშნავს, რომ ეს მასალა არ ილექება, არამედ რჩება წყლის ზედაპირზე;
გახსნილი ნივთიერებები - ცხოველმყოფელი პროდუქტებიდან მიღებული აზოტის,
ფოსფორის და კალიუმის ნაერთების ბიოგენებია, გამდიდრებული ფოსფატებით.
წყალი სრულყოფილად გაწმენდილად ითვლება თუ წყალსაწმენდმა ეს ყველა
კატეგორია დამაბინძრებლები მოაშორა. წინასწარ ეტაპზე ნაგავი და ქვიშა
ცალკევდება წყლიდან, კოლოიდური მასალებისგან პირველადი და მეორეული
გაწმენდის შერწყმის საშუალებით იწმინდება წყალი, ხოლო ბიოგენებისგან
დამატებითი გაწმენდის მეშვეობით. (ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თბილისი
2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 37-38)

თუმცა ჩამდინარე წყლები იწმინდება, არსებობს ერთი პრობლემა: პათოგენური


ორგანიზმების გასანადგურებლად წყალსატევებში ჩაშვებამდე ხდება წყლის
ქლორირება. ქლორი მომწამლავია და გადაზიდვისას დიდ სიფრთხილეს
საჭიროებს, თუმცა იგი იაფია და ეფექტური, ამიტომაც მისი გამოყენება არ წყდება.
სამაგიეროდ, იგი ზოგიერთი თევზისთვის ტოქსიკურია და მათ ემბრიონის
განვითარებაზე და ქვირითზე დამღუპველად მოქმედებს. ასევე, იგი რეაქციაში
შედის ორგანულ ნივთიერებებთან და წარმოქმნის ქლორშემცველ
ნახშირწყალბადებს.
არსებობს უფრო უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალება, მაგალითად, ოზონი,
ულტრაიისფერი გამოსხივება, თუმცა სიძვირის გამო არ ხდება მისი გამოყენება.

12
(ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი,
გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ41)
გრუნტის წყლები უმნიშვნელოვანესი რესურსია და აქვს შესანიშნავი თვისება -
ყველანაირი გაწმენდის გარეშე სასმელად ვარგისია, თუმცა ეს რესურსიც
ექვემდებარება დაბინძურებას და ბინძურდება კიდეც. „დღეისათვის გრუნტის
წყლების გაჭუჭყიანების ძირითად წყაროებად მიჩნეულია: არასწორად მოწყობილი
ნაგავსაყრელები და შხამიანი ნივთიერებების სხვა საცავები, საიდანაც შეიძლება
მოხდეს მათი გაჟონვა გრუნტის წყლებში;დაზიანებული მიწისქვეშა რეზერვუარები
და მილგაყვანილობა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ავტოგასამართ
სადგურებზე რეზერვუარებიდან ბენზინის გაჟონვა; გზებზე ყინულის დროს
მარილის მოყრა; გზებზე გამოყენებული გუდრონი; მეურნეობაში ჭარბად არსებული
ჩამდინარი წყლები და საკანალიზაციო ლამი.“ (ეკოლოგია და გარემოს დაცვა,
თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 44-45).
გრუნტის წყლების მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია შხამქიმიკატები.
გამოყოფენ მის 2 ჯგუფს: მძიმე ლითონები და სინთეტიკური ორგანული ნაერთები.
მძიმე ლითონები თავისუფალ მდგომარეობაში მაღალი სიმკვრივის(8-ზე მაღალი)
მქონე ქიმიური ელემენტ-ლითონებია. მათ მიეკუთვნება: ტყვია, დარიშხანი,
ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ქრომი, სპილენძი, თუთა. ისინი მრეწველობაში
გამოიყენებიან და ძალიან მომწამლავებია. მათი იონები და ზოგიერთი ნაერთი
წყალში ხსნადია და არსებობს შანსი მათი ორგანიზმში მოხვედრისა. პლასტმასის,
ხელოვნური კაუჩუკის, ლაქ-საღებავების და სხვა უამრავი რამის საწარმოებლად
გამოიყენება სინთეტიკური ორგანული ნაერთები. ისინი განსაკუთრებით საშიშია ,
ვინაიდან არაბიოდეგრადირებადები არიან.(ეკოლოგია და გარემოს დაცვა,
თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 45) შხამ-
ქიმიკატებმა დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ცოცხალ ორგანიზმებს,
თანდათანობით დაგროვების ხარჯზე. ბიოაკუმულაცია შეიძლება გაღრმავდეს
კვების ჯაჭვში. მის საწყისში მყოფი ორგანიზმები ქიმიკატების შთანთქმის შემდეგ
აკუმულირებენ მათ საკუთარ ქსოვილში. ჯაჭვის შემდეგ დონეზე მყოფი კი იღებს
შხამქიმიკატების უფრო დიდ დოზას. ჯაჭვის მწვერვალზე მყოფი ორგანიზმში კი
კონცენტრაცია უკიდურეს ზღვარს აღწევს. ასეთ დაგროვებას ეწოდება
ბიოკონცენტრირება. თან ამას ერთვის სინერგიული ეფექტი, რაც იმაში
მდგომარეობს რომ ორი ან მეტი ნივთიერება ერთობლიობაში უფრო დიდ ეფექტს
იძლევა, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეულის ჯამი იქნებოდა. (ეკოლოგია და გარემოს
დაცვა, თბილისი 2008, ნ.ჩხუბიანიშვილი, გ.მჭედლიშვილი, მ.დემეტრაძე გვ 47)
წყლის დაბინძურებისგან დაცვის ძირითად გზებს მიეკუთვნება: საწარმოებში
ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა, გაჭუჭყიანებული გამდინარე წყლების
სათანადო გაწმენდა, წყალსაცავებისა და სხვა წყლების სისუფთავეზე მუდმივი
სანიტარული კონტროლის დაწესება და სხვა.

არსებობს ბუნების დაბინძურების სხვა პრობლემებიც:

13
ბუნების აკუსტიკური დაბინძურება გულისხმობს გარემოში ხმაურის დასაშვებ
ნორმაზე მეტი სიხშირის არსებობა. ხმაურის ჭარბი სიხშირე აზიანებს ადამიანთა
და ცხოველთა ჯანმრთელობას. ხმაურის წყაროებია - ავტოტრანსპორტი,
სამრეწველო საწარმოები, სხვადასხვა ნედლეულის მოპოვებასთან
დაკავშირებული სამუშაოები და სხვა.

ხმაურის შემცირების გზებია: ხმაურის წყაროს იზოლირება დასაცავი ობიექტისგან;


აკუსტიკურად შეუღწევადი ეკრანული დახრების, კედლებისა და შენობების
გამოყენება; ხმაურდამხშობი ზოლების შექმნა; გზების გამყოლი ზოლების
მაქსიმალური გამწვანება; სატრანსპორტო საშუალებების სახეობათა და მათი
მოძრაობის მარშრუტების შერჩევა; სამრეწველო, სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და
სხვა საწარმოო ობიექტებში ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა, მათი
დანერგვა და სხვა.

„ელექტრომაგნიტური გაჭუჭყიანების ცნების ქვეშ იგულისხმება ბუნებაში


ელექტრომაგნიტური გამტარების კომპონენეტების ჭარბი რაოდენობით ყოფნა.
გამჭუჭყიანებელ ძირითად წაყროებს წარმოადგენენ: სხვადასხვა რადიო და
ტელეგადამცემი მოწყობილობები, რადიო-ტელელოკატორები,
ელექტროფიცირებული სატრანსპორტო ხაზები და სხვა.

ბუნების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მნიშვნელოვან გზებს მიეკუთვნება ამ


გამჭუჭყიანებელთა დონის ცვლილებაზე სისტემატური კონტროლის დაწესება და
საჭიროების შემთხვევაში წარმომქმნელი წყაროების ფუნქციონირების რაოდენობის
შესაძლებელ ფარგლებში შემცირება, საცხოვრებელი ადგილების სხვადასხვა ან-
ტენების საშუალებით ეკრანირება და მიმართულებების კუთხის შეცვლა,
გადაცემების სიმძლავრეების შემცირება, რადიოსადგურების დასახლებულ პუნქტებს
გარეთ გატანა, სპეციალური სანიტარული-დაცვითი ზონების შექმნა, ელექტრო-
მაგნიტური ტალღების მშთანთქავი სამშენებლო კონსტრუქციების გამოყენება და
სხვა.“ (გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური
პოლიტიკა, პარმენ ლემონჯავა, თბილისი 2008, გვ88-89)
ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურებაზე საუბრისას რთულია გვერდი აუარო
ისეთ მასალას, როგორიც პლასტმასია. იგი სინთეტიკური ან
ნახევრადსინთეტიკური მასალებია, რომელიც შეიცავს პოლიმერებს. მას დიდი
გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა სახით, ვინაიდან არის მსუბუქი ,
გამძლე, დრეკადი და რაც მთავარია იაფი. იგი მიიღება ბუნებრივი აირებისა თუ
ნავთობისგან. უფრო ახალი ტექნოლოგიებით მისი მიღება შესაძლებელია თუნდაც
ბამბისა და სიმინდისგან. იგი გამოიყენება პროდუქტის შეფუთვისთვის,
გაყვანილობების მილებისთვის, მშენებლობისთვის, ავტოტრანსპორტის, ავეჯის თუ
სათამაშოების წარმოებისთვის. მთავარი ფაქტორი, რატომაც წარმოადგენს
პრობლემას ასეთი მრავალმხრივი გამოყენების მასალა, არის ის რომ იგი

14
რთულად ბიოდეგრადირებადია, ამიტომაც ბუნებაში მოხვედრისას იგი არ იშლება
და რჩება ნარჩენად. ყოველწლიურად მილიონობით ტონა პლასტმასის
ნარჩენებისგან ბინძურდება გარემო. გარემოში მოხვედრილი პლასტმასი კი
სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის შემდეგ გამოყოფს მომწამლავ
ნივთიერებებს და აბინძურებს ნიადაგს და წყლებს. ოკეანეში მოხვედრილი
ნარჩენები კი ქმნიან მასშტაბურ კუნძულებს. პლასტმასი საშიშია გარემოსთვის იმ
მხრივაც რომ იგი ქუცმაცდება მცირე ნაწილაკებად და ერთვება კვების ჯაჭვში.
სწორი ქმედებები პრობლემის შესამცირებლად მაინც იქნება ნარჩენების
გადამუშავება, პლასტმასის ჩანაცვლება და ამით მისი წარმოების შემცირება და
მეტად ბიოდეგრადირებადი პლასტმასის გამოყენება წარმოებისას.
(https://en.wikipedia.org/wiki/Plastic_pollution)
ადამიანის საქმიანობის მიერ გამოწვეული ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი არის
გლობალური დათბობა. იგი გულისხმობს დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის
და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფ ზრდას. ძირითადი
გამომწვევია წიაღისეული საწვავის წვა, გაუტყეურება, სასოფლო და ინდუსტრიული
საქმიანობა, რომელიც სათბურ აირებს გამოყოფს, კერძოდ ნახშირორჟანგსა და მეთანს და
ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას.  კლიმატის ცვლილებების მავნე შედეგები
მოიცავს  მყინვარების დნობას და ოკეანის წყლის დონის ზრდას, „სიცხის ტალღებს“, კატასტროფული
კლიმატური მოვლენების სიხშირის და სიმძლავრის გაზრდას, ნალექების რაოდენობისა და
განაწილების ცვლილებას. ეს ყველაფერი რათქმაუნდა გავლენას იქონიებს როგორც ადამიანთა
ჯანმრთელობასა და ადამიანთა საქმიანობაზე მაგალითად სოფლის მეურნეობაში , აგრეთვე
ეკოსისტემებზე და მათ შემადგენელ ნაწილებზე, რაც გამოიწვევს არსებული ბალანსის რღვევას და
ცოცხალი ორგანიზმების დაღუპვას.(https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/globaluri-datboba19/klimatis-
globaluri-tsvlilebis-arsi-da-misi-gamomtsvevi-mizezebi)( https://ourworldindata.org/ghg-emissions-by-sector)

გამოსავალი

ბუნებაზე ადამიანის ინტენსიური ზემოქმედების შედეგად გამოწვეულმა


პრობლემების გამოისობით წარმოიშვა საზოგადოებისა და ბუნების
ურთიერთზემოქმედების პროცესში ხელოვნური ჩარევის აუცილებლობა. პარმენ
ლემონჯავა წიგნში „გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური
ეკონომიკური პოლიტიკა“ გამოყოფს 3 პრობლემურ საკითხს, რომელიც უნდა
იქნას მიღებული მხედველობაში, მანამ სანამ ასეთ ჩარევას განვახორციელებთ :
პირველი სახის პრობლემები დაკავშირებულია ფაქტთან რომ კაცობრიობის
მოთხოვნები მუდმივად იზრდება და საჭიროა მათი დაკმაყოფილების წყაროების
მონახვა, იქნება ეს სასარგებლო წიაღისეულის ახალი საბადოების ძიება და
დაზვერვა, ახალი მიწების ათვისება, მეორადი რუსურსების გამოყენება და სხვა
მეორე სახის პრობლემები დაკავშირენულია ბუნების გაჭუჭყიანების წინააღმდეგ
ბრძოლასთან. ამ პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს სამრეწევლო ობიეტების მიერ

15
გამოყენებული წყლის, გამომუშავებული აირების გაწმენდას, წარმოების ჩაკეტილი
ციკლის განხორციელებას, ნარჩენტევადი ტექნოლოგიის დანერგვას და ა.შ.
მესამე სახის პრობლემები დაკაეშირებულია ბუნებაში ეკოლოგიური წონასწორობის
შენარჩუნებასთან. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკავშირდება უკვე აღნიშნული 2
საკითხის გადაწყვეტას, თუმცა მათ გარდა მოიცავს ისეთი ღონისძიებებს როგორიცაა:
ტყის დაცვა, ნაკრძალების შექმნა, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების
განხორციელება და სხვა.
ავტორის თქმით, მართალია სამივე საკითხი ერთი შეხედვით სხვადასხვაა, თუმცა
მათი ეკონომიკური არსი ერთია და მდგომარეობს საზოგადოების საქმიანობისთვის
საჭირო ბუნებრივი საფუძვლის დაცვის უზრუნველყოფაში. ამ მხრივ, თვითონ
ბუნებაა მთავარი მოკავშირე თუ გონივრულად იქნება იგი გამოყენებული.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ბუნებაში ხდება
ძალიან ნელა, თუმცა ბუნებაში უარყოფითი მოვლენებისა და დისპროპორციების
წარმოშობის შემდეგ ზომების მიღება წარმოადგენს დაგვიანებულს და ზოგჯერ
უშედეგოს, ამიტომაც ავტორი გამოყოფს იმ მნიშნელოვან საკითებს რომლებიც
გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების დაცვისას:
„- საზოგადოების ბუნებაზე ანთროპოგენური ზემოქმედების ამაღლება, რაც
გულისხმობს. საზოგადოების ბუნებრივ გარემოზე გონივრული ზემოქმედების
ინტენსივობის გაძლიერებას. ეს უკანასკნელი კი ახლებურ მიდგომას მოითხოვს
ბუნების დაცვისა და კვლავწარმოებისადმი;
-საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედებაში შესამჩნევი ცვლილება, რომელიც
დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ ამჟამად ბუნებრივი რესურსების
გამოყენების პროცესები ხასიათდება გაცილებით უფრო გაზრდილი მასშტაბებით და
დაჩქარებული ტემპებით ვიდრე იყო ადრე,
- ბუნებაში იმ არსებითი ცვლილებებით, რომლებიც დაკავშირებულია ბუნების
ხელოვნურად რეგულირებად და სტიქიურად მიმდინარე პროცესების
თანაფარდობაში ცვლილებებთან;
- ბუნების სიმდიდრის გამოყენებისადმი რადიკალურად ახალი მიდგომა და ახალი
პრინციპები;
- ბუნებრივი რესურსების მოხმარებისა და კვლავწარმოების პროპორციულობის
დაცვის აუცილებლობა და სხვა“ (გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების
აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა, პარმენ ლემონჯავა თბილისი 2008, გვ 60-62)

მეცნიურულ-ტექნიკური პროგრესი ამჟამად დღის წესრიგში აყენებს საწარმოო


ძალების მაღალი ტემპით ზრდისა და ბუნების ჰარმონიული განვითარების
შეთავსების პრობლემას, ეკოლოგიურ-ეკონომიკურ სისტემების ოპტიმიზაციის
საკითხს. მიჩნეულია რომ ისინი ურთიერთშეპირისპირებული ცნებებია და ერთის
განვითარება მეორის შეფერხებას იწვევს, თუმცა სწორი ხედვისთვის ბუნების
დაცვა არ უნდა დავუპირისპიროთ საწარმოო ძალების განვითარებას.
წარმოების განვითარება მოითხოვს ეკოლოგიური პრინციპებისა და ფაქტორების
აუცილებელ გათვალისწინებას. საზოგადოებრივი წარმოების განვითარების
16
შემდგომი მსვლელობა წარმოუდგენელია მისი ყველა რგოლის ეკოლოგიზაციის
გარეშე, რაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წინაპირობაცაა. წარმოების
ეკოლოგიზაცია არის მრავალსაფეხურიანი პროცესი. მის საწყის ეტაპზე
მიმდინარეობს ტექნოლოგიური წესების სრულყოფა, წარმოების ღია მოდელის
გაუმჯობესება, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების ეკონომია, მავნე
ნარჩენების რაოდენობის შემცირება და გამწმენდი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
წარმოების ეკოლოგიზაციის შემდგომი განვითარება გულისხმობს ნარჩენტევადი
და ჩაკეტილი ტექნოლოგიების დანერგვას, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების
ორგანიზაციას. ეკოლოგიზაციის უმაღლეს ეტაპზე მიიღება უნარჩენო წარმოების
სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების
სრულყოფილ გადამუშავებას ნედლეულად.
წარმოების განვითარების ყოველ ეტაპზე ეკოლოგიზირებული ტექნოლოგიის
ეკონომიკურად ეფექტიანობა უნდა იქნეს მიღწეული.
ამჟამად ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა საწარმოო დონეზე
დაკავშირებულია ორი მიმართულებით მუშაობასთან: 1) ბუნებრივი რესურსების
ეკონომიკურ, კომპლექსურ გამოყენებასთან; 2) ბუნებაზე სამეურნეო საქმიანობის
ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასთან.
საერთოდ, ამჟამად აშკარაა, რომ ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი
რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და წარმოების ეფექტიანობას შორის უნდა
გაუმჯობესდეს და ისინი განხილული უნდა იყვნენ ერთიანობაში. ხშირად
ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა მნიშვნელოვანწილად
ასტიმულირებს წარმოების ტექნიკური გადაიარაღების პროცესს, მოწყობილობების
მოდერნიზაციას და სხვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შესაბამისობაში
მოყვანილ იქნას ბუნების დაცვისა და ეკონომიკის განვითარების ინტერესები,
რადგან წარმოების ეკოლოგიზაცია და ეკოლოგიური ფაქტორების
გათვალისწინების მეთოდის სრულყოფა, ქმედით გავლენას ახდენენ
საზოგადოებრივი წარმოების განვითარებაზე. (გარემოს დაცვისა და ბუნების
გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა, პარმენ ლემონჯავა თბილისი
2008, გვ 64-66)

პარმენ ლემონჯავა აღწერს და ახასიათებს ეკოლოგიურ ბაზარს. მანამდე აღვნიშნოთ


რომ საზოგადოებრივად სასარგებლო, გამართულია ისეთი ბაზარი რომელიც
მწარმოებელსაც და მომხმარებელსაც მათ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს და
ორმხრივმომგებიანია. ასეთი ბაზრის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ეკოლოგიური
ბაზარი. ეს უკანასკნელი ისეთი ბაზარია, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების
ეკოლოგიურ მოთხოვნებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეკოლოგიური ბაზარი ისეთი
ეკონომიკური ბერკეტია, რომელიც აღწევს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის
არსებულ ინტერესთა შეთანხმებას ისე, რომ არ შეაქვს დისბალანსი ეკოლოგიურ
წონასწორობაში.
ეკოლოგიური ბაზარი, მისი რეგულირების ხასიათის მიხედვით, იყოფა
-ეკოლოგიურად თვითრეგულირებად ბაზრად,

17
-ეკოლოგიურად ხელოვნურად რეგულირებად ბაზრად.
ეკოლოგიურად თვითრეგულირებადი ბაზარი ისეთია, რომელიც კონკურენციის
პრინციპზე დაფუძნებული ეკონომიკური მექანიზმებით ახდენს ეკოლოგიური
პროცესების რეგულირებას. ეკოლოგირად თვითრეგულირებადი ბაზრის
ფუნქციონირების მოთხოვნები, იდეალურ შემთხვევაში, თავისთავად უნდა აისახოს
საბაზრო ურთიერთობათა ზოგად სისტემაში.
ეკოლოგიურად ხელოვნურად რეგულირებადი ბაზარი ითვალისწინებს ხელოვნური
გზებით, გარეშე სუბიექტის, სახელმწიფოს მიერ, ეკოლოგიურ პროცესთა
რეგულირებას, ვინაიდან ასეთი ბაზრის ფუნქციონირების მოთხოვნები თავისთავად
არ აისახება საბაზრო ურთიერთობათა ზოგად სისტემაში.
ეკოლოგიური ბაზარი, ბაზრის ერთ-ერთი პროგრესული ფორმაა, რომელიც არა
მარტო სამეურნეო, არამედ ეკოლოგიური მექანიზმის სრულყოფასაც იწვევს.
(გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა,
პარმენ ლემონჯავა თბილისი 2008, გვ 70-71)

„ბოლო ათწლეულების მანძილზე გლობალური ეკონომიკა ცვლილებათა სამმა


ძირითადმა ტალღამ მოიცვა. პირველი, ეს იყო საქონლის, ფინანსებისა და
ინფორმაციის ნაკადების მიმოცვლის ბარიერების შემცირება. მეორე,
ეკონომიკური ძალაუფლების გადანაცვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთით.
ხოლო მესამე ტალღა, კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა წარმოშვა, რაც
მხოლოდ დასაწყისია და მიმართულია უფრო მწვანე მსოფლიო ეკონომიკის
ჩამოყალიბებისკენ.“(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე
გვ12)- საუბრობს ეკატერინე შილაკაძე. თუმცა რა არის მწვანე ეკონომიკა და
რატომაა ეს კონცეფცია აქტუალური? ახალი, ე.წ. მწვანე ეკონომიკის შექმნის
მიზეზების ძებნა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეუიარაღებელი თვალითაც
ადვილად ჩანს, რომ, მაგალითად, ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, სამრეწველო
ობიექტებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვშია გახვეული. იცვლება კლიმატი;
წყლისა და მიწის რესურსები ჭუჭყიანდება და იწურება; მცენარეთა და ცხოველთა
მრავალი სახეობა გადაშენდა, მრავალიც გადაშენების პირასაა; სხვადასხვა
დაავადებები დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან გახშირებულია. ეს
ყველაფერი კი მიგვანიშნებს რომ არსებული ეკონომიკა საზოგადოებისა და
გარემოს ჰარმონიულ ურთიერთობას ნაკლებად უზრუნველყოფს.
ამის საპირისპიროდ, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის
მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური
ეკონომიკის ცოდნაზე ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ
პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური
ღირებულება აქვს. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს უწყობს ბუნებრივი
რესურსების გონივრულ გამოყენებას, ამცირებს გარემოს დაბინძურებას ,
ასტიმულირებს მწვანე ინვესტიციებსა და მწვანე სამუშაო ადგილებს .

18
მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ,
მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას,
კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის
საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და
მომსახურება. მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორებს
ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. პირიქით, ცდილობს, იპოვოს ეკონომიკური
გადაწყვეტილების დადებითი და შედეგიანი ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის
მთავარი რეგულატორია არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესი, არამედ
საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას. მწვანე ეკონომიკის
მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო სექტორია, არამედ
საზოგადოება, რომელიც გააზრებულად, შეგნებულად მოქმედებს და სიმყარეს
აძლევს ეკონომიკის სიჯანსაღეს.
მწვანე ეკონომიკის ძირითადი სექტორებია:
1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის,
ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და
მასალები);
3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);
4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის
ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
5. ნარჩენების მართვა (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი, მასალების
გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები,
ტყეების განაშენიანება).
მწვანე ეკონომიკის თეორია სამ ძირითად აქსიომას ემყარება:
● შეზღუდული სივრცის პირობებში შეუძლებელია გავლენის სფეროების მუდმივი,
უსაზღვრო გავრცობა
● შეუძლებელია მუდმივად მზრადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სასრული
რაოდენობის რესურსების არსებობის პირობებში;
● ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს, გავლენას ახდენს
ერთმანეთზე და მჭიდრო ურთიერთკავშირშია.
მწვანე ეკონომიკის პრინციპებია
● სამართლიანობა და ობიექტურობა, როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ისე
თაობათა შორის;

19
● მდგრადი განვითარების პრინციპებებთან თანხვედრა;
● პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების
მიმართ;
● ბუნებრივი და სოციალური კაპიტალის შეფასება
● რესურსების მდგრადი და ეფექტური გამოყენება, მოხმარება და წარმოება;
● „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა,
კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ზრდა.
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ3-5)

ეკატერინე შილაკაძეს მწვანე ეკონომიკა განხილული აქვს ე.წ ყავისფერ


ეკონომიკასთან, რაც ფუძნება ამოწურვადი და არაგანახლებადი საწვავის
გამოყენებას, შეპირისპირებით მოცემულ ცხრილში

ყავისფერი ეკონომიკა მწვანე ეკონომიკა

შეუზღუდავი ეკონომიკური ზრდის


ეკონომიკური ზრდა განცალკევება ბუნებრივი
რესურების
გამოყენებისგან
არა-განახლებადი განახლებადი
ენერგორესურსები ენერგორესურსები
ბუნებრივი რესურსების ენერგოეფექტიანობა
ინტენსიური გამოყენება

გამონაბოლქვები სუფთა წარმოება

ბიომრავალფეროვნების ბიომრავალფეროვნების
განადგურება დაცვა
გლობალური რეგიონალური და
სოციალური უთანაბრობა ინტერსახელმწიფოებრივ

სამართალი
განუსაზღვრელი მდგრადი მოხმარება
მოხმარება

ბიზნესისა და ბიზნესისა და
ინვესტორების ინვესტორების
სოციალური სოციალური

20
პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობის
არარსებობა არსებობა
საზოგადოების ნდობის საზოგადოების ნდობის
შესუსტება გაზრდა
Cxrili 1 gv14
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძეგვ14)

უკვე იქნა მოხსენიებული მდგრადი განვითარების ცნება და ლოგიკურიცაა,


ვინაიდან ეკონომიკის, ეკოლოგიის თუ ბუნების დაცვაზე საუბრისას შეუძლებელია
გვერდი აუარო მას. მდგრადი განვითარების ცნება მართლაც რომ თანამედროვე
საზოგადოების წამყვან იდეად იქცა. იგი სათავეს XX საუკუნის 70-იანი წლებიდან
იღებს. 1972 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტოკჰოლმის
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია ეკონომიკური განვითარება და
ინდუსტრიალიზაციის პროცესები გარემოს დაზიანების გარეშე. მდგრადი
განვითერების ცნებამ ფართო აღიარება 80-იანი წლების ბოლოს ჰპოვა, მას
შემდეგ რაც 1987 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემო და
განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნდა ანგარიში “ჩვენი საერთო
მომავალი”. აღნიშნული ანგარიში მოუწოდებს მსოფლიოს გადახედოს
დამკვიდრებულ განვითარების ტენდენციებს, როცა მიმდინარეობს გარემოს
დეგრადაცია, რაც ზემოქმედებს ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაზე. ამ
ანგარიშშივეა მდგრადი განვითრების განმარტება: “განვითარების ისეთ პროცესს ,
რომელიც უზრუნველყოფს აწმყოს მოთხოვნილებებს, ისე რომ არ შეიზღუდოს
მომავალი თაობის შესაძლებლობა თავისი მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად”.
საინტერესოა განვიხილოთ რა უდევს საფუძვლად მდგრადი განვითარების იდეას
და რაში მდგომარეობს ეს ცნება. უდავოა, რომ ადამიანის არსებობა
დამოკიდებულია ეკოსისტემების ფუნქციონირებასა და მათგან მოპოვებულ
ბუნებრივ რესურსებზე - ჩვენ გვჭირდება ნოყიერი ნიადაგი, სუფთა წყალი და
ჰაერი. მნიშვნელოვანი პროცესები როგორებიცაა მაგალითად , მცენარეების მიერ
ჟანგბადის გამოყოფა ან რედუცენტი ბაქტერიების მიერ ორგანული ნარჩენების
დაშლა. შესაბამისად, დღეს უკვე მიღებულია აზრი, რომ ეკონომიკური
განვითარება თუ სოციალური კეთილდღეობა მიუღწეველია ეკოსისტემების
დაცვისა და მდგრადობის უზრუნველყოფის გარეშე.
მდგრადი განვითარება სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სისტემებს
უყურებს როგორც თანაბრადმნიშვნელოვან, ურთიერთდაკავშირებულ
ფაქტორებს. მდგრადი განვითარება ეყრდნობა სამართლიანობისა და
თანასწორობის პრინციპებს. ეს გულისხმობს რომ უნდა მოხდეს მოსახლეობის
ცხოვრების დონის გზარდა ისე რომ არ დაირღვეს ბუნებრივი რესურსების
თვითაღდგენის ციკლი და ეს რესურსები მომავალი თაობებისთვისაც
ხელმისაწვდომი იყოს. აშკარაა რომ არსებული ეკონომიკური და სახელმწიფო
მართვის სისტემები ვერ უზრუნველყოფენ რესურსების ხელმისაწვდომობის
თანასწორობას და მდგრადი განვითარების მიღწევა შეუძლებელია არსებული

21
მიდგომებისა და ტენდენციების შეცვლის გარეშე. საჭიროა ინოვაციური გზების
მოძებნა, რათა მოხდეს ინდივიდუალური ქცევისა თუ ინსტიტუციური
სტრუქტურებისა და პოლიტიკის შეცვლა მდგრადი განვითარების პრინციპების
დასანერგად და განსახორციელებლად. კერძოდ, კი მდგრადი განვითარების
მიღწევა გულისხმობს რიგი ქმედებების ახლებური ხედვით განხორციელებას
სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ დონეზე, როგორც წარმოებისა და მოხმარების
არსებულ პრაქტიკაში, ასევე სათანადო სახელმწიფო მართვაში. მდგრადი
განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოებაში ეფექტიანობის
გაზრდასა და ნედლეულის ხელახალი გამოყენების დანერგვას. ეკოეფექტური
საწარმოებისა და კომპანიების არსებობა შესაძლებელს გახდის ერთი მხრივ
წარმოებულ პროდუქციასა და სერვისებზე კონკურენტუნარიანი ფასების ხარჯზე
მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, გარემოზე
უარყოფით ზემოქმედების შემცირებასა და ამავდროულად ნედლეულის
ეკონომიურ გამოყენებას, ისე რომ არ დაირღვეს ეკოსისტემების ბუნებრივი
წონასწორობა.
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ 16-19)

საწარმო
სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში კომპანიების ვალდებულებებზე ვისაუბრეთ და
აღვნიშნეთ რომ ეკონომიკურმა სუბიექტებმა უნდა გაითვალისწინონ ის ეკონომიკური,
სოციალური, ეკოლოგიური თუ სხვა გარემოები, რომელშიც არსებობენ და ხელი უნდა
შეუწყონ მათ განვითარებას, ზიანი კი უნდა შეამცირონ. ამას ეხმიანება ეკოლოგიური
პასპორტის კონცეფცია, რაც პასპორტი წარმოადგენს საწარმოს გარემოსთან
ურთიერთმიმართების მახასიათებელ კომპლექსურ დოკუმენტს, რომლის მიზანია
აღწეროს საწარმოს ზეგავლენა გარემოზე. „ეკოლოგიური პასპორტი მოიცავს საერთო
მონაცემებს საწარმოზე, გამოყენებულ ნედლეულზე, გამოშვებული ძირითადი სახეობის
პროდუქციის ტექნოლოგიური სქემების აღწერას, ჩამდინარე წყლებისა და
გამონაბოლქვის გაწმენდის სქემას, გაწმენდის შემდეგ მათ დახასიათებას , მონაცემებს
მყარ და სხვა ნარჩენებზე, აგრეთვე მონაცემებს მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიებზე ,
ბუნების დაცვის შესახებ. პასპორტის მეორე ნაწილი მოიცავს დაგეგმილი ღონისძიებების
ჩამონათვალს, მიმართულს გარემოს დატვირთვის შემცირებაზე, დანახარჯების
მოცულობას, მავნე ნივთიერებების, გადანაყარის საერთო მოცულობას ადრე და ყოველი
ღონისძიების განხორციელების შემდეგ“. მას აქვს სხვადასხვა მაჩვენებლები .
გარემოსმდგომარეობაზე საწარმოების ზემოქმედების მაჩვენებლებია : გამოშვებული
პროდუქტის ეკოლოგიურობა, ზემოქმედება წყლის რესურსებზე, ზემოქმედება ჰაერზე ,
ზემოქმედება მატერიალურ რესურსებზე და წარმოების ნარჩენები , ზემოქმედება მიწის
რესურსებზე. საწარმოს ბუნებადაცვითი საქმიანობის ორგანიზაციულ -ტექნიკური დონის
მაჩვენებელთა კუთხით შეიძლება გამოიყოს: დაბინძურების წყაროების აღჭურვა
გამწმენდი მოწყობილობებით, არსებული გამწმენდი ნაგებობების გამტარუნარიანობა ,
გამოყენებული გამწმენდი მოწყობილობების პროგრესულობა, გამწმენდი
მოწყობილობების ფუნქციონირების კონტროლი, ბუნებადაცვითი საქმოანობის არსებული

22
ორგანიზაციული სტრუქტურის რაციონალობა და სხვა მაჩვენებლები. ამასთან ერთად
არის ბუნებადაცვით საქმიანობაზე დანახარჯების ანალიზის მაჩვენებლებიც , რომლებიც
აჩვენებენ დანახარჯთა სტრუქტურას სხვადასხვა ბუნებადაცვით დანახარჯებთან
მიმართებაში. (ბიზნესი და ერგონომიკა, ევგენი ბარათაშვილი, ზურაბ ნასარაია , ნაირა
გალახვარიძე, ლეილა მამულაშვილი, თბილისი2022, გვ 428-433)

თემის აქტუალურობისა და ქართულ ბაზარზე სიტუაციის გასაგებად გავესაუბრე კომპანიის


„ტენე“ დამფუძნებელს ალექსანდრე ლილუაშვილს. დასაწყისითვის აღსანიშნავია , რომ
„ტენე“ არის პირველი ქართული ეკო-მეგობრული ‘’USB’’ სადენების დამამზადებელი
კომპანია, რომელიც ნედლეულად იყენებს მეორეულ პლასტმასის ნარჩენებს, რომლებსაც
აგროვებს სხვადასხვა წყაროებიდან. დამფუძნებლის თქმით იდეა რომ ნედლეულად
ნარჩენები გამოეყენებინა დაებადა მაშინ, როდესაც მომწოდებელთან მოლაპარაკებისას
გაიგო რომ მას სადენების საწარმოებლად დასჭირდებოდა მასალა , რომელიც შეეძლო
თვითონვე შეეგროვებინა, რითაც ერთი მხრივ, ხარჯებს შეამცირებდა , მეორე მხრივ
მოახდენდა რესურსების რაციონალურ გამოყენებას ეკოლოგიური თვალსაზრისით .
კომპანია ნარჩენებს იბარებს, შემდეგ გადაამუშავებს მათ და იყენებს პროდუქტის
საწარმოებლად. ეკო-მეგობრულად პოზიციონირება ქართულ ბაზარზე ბატონი
ალექსანდრეს თქმით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს კომპანიას, ვინაიდან ყიდვის
გადაწყვეტილების პროცესში მომხმარებელი ითვალისწინბეს კომპანიის ეკოლოგიურ
იმიჯს. მნიშვნელოვანია სხვა კომპანიეთან ურთიერთობაც - „ტენე“-ს პროდუქცია უამრავ
ადგილასაა წარმოდგენილი და ნარჩენთა შემგროვებელ პუნქტებსაც დიდი ენთუზიაზმით
ხსნიან კომპანიები საკუთარ ოფისებში. ამას გარდა გვერდს ვერ ავუვლით კომპანიის
აქციებს. ყველაზე ცნობილია კაბელის გაცვლა გარკვეული რაოდენობის ბოთლის
თავსახურში, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. ამას გარდა
კომპანია ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებო თუ ბუნებადაცვით აქციებს ,
როგორებიცაა ლექციების ჩატარება თუ ბუნებაში ნაგვის დალაგება.

„ტენე“ არის კომპანიის მაგალითი, რომელიც ითავისებს საკუთარ პასუხისმგებლობებს


გარემოს მიმართ, მოთხოვნადი პროდუქტის შექმნით ეკოლოგიურად სუფთა
ტექნოლოგიის დახმარებით.

აქამდე

23
თუმცა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ რამდენად უნდა შევამციროთ ბუნებრივი
რესურსების მოხმარება იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეკოლოგიური
წონასწორობა? დღეს, ფართოდ არის აღიარებული, რომ აუცილებელია ბუნებრივი
რესურსების მოხმარების არსებული ტენდენციის განახევრება და დოვლათის
გაორმაგება, რაც გულისხმობს რესურსების ნაყოფიერების (პროდუქტიულობის)
ოთხჯერად გაზრდას. ეს ცნება ცნობილია როგორც ე.წ. “ფაქტორი ოთხი”. აქვე
აღსანიშანვია, რომ რადგან ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის
ორგანიზაციის ქვეყნების მიერ ნედლეულის მოხმარება 5-ჯერ აღემატება
განვითარებადი ქვეყნების მიერ რესურსების მოხმარების დონეს და იზრდება
მოსახლეობის რაოდენობა, აუცილებელია ამ ქვეყნებმა ერთ სულ მოსახლეზე
ნედლეულის მოხმარება შეამცირონ 10-ჯერ, რაც “ფაქტორი ათის”
სახელწოდებითაა ცნობილი. “ფაქტორი ოთხი” და “ფაქტორი ათი” სტრატეგიების
განხორციელება საჭიროებს “დაბადებიდან- სიკვდილამდე” მიდგომის
გამოყენებას პროდუტებისა და სერვისების ზეგავლენის შესაფასებლად, რათა
გაკეთდეს გონივრული არჩევანი. ეს მიდგომა ეფუძნება პროდუქტის სასიცოცხლო
ციკლის ანალიზს, რაც გულისხმობს პროდუქტის ჯამური ზემოქმედების შესფასებას
მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც მოიცავს ნედლეულს,
წარმოებას, გამოყენებას, შესაძლო რეციკლირებასა და ხელახალ გამოყენებას ,
ასევე პროდუქტის საბოლოო განთავსებას. ამ სტრატეგიების
განხორციელებისთვის წარმატების მისაღწევად ასევე მნიშვნელოვანია რესურს-
დამზოგავი ტექნოლოგიების შესახებ დაგროვდეს მეტი ცოდნა და გამოცდილება
და მოხდეს ქვეყნების მიერ ამ ტექნოლოგიების წახალისება/ფართო გამოყენება.
მდგრადი მოხმარების დანერგვა, მდგრადი განვითარების ერთერთი
მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ XX საუკუნეში მსოფლიოში
მოხმარების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად 1998 წელს
მსოფლიოში მოხმარებაში გაწეულმა დანახარჯებმა 24 ტრილიონი ამრიკული
დოლარი შეადგინა, რაც 1975 წელთან შედარებით გაორმაგებული, ხოლო 1950
წელთან შედარებით გაექვსმაგებული მაჩვენებელია. მოხმარება, რა თქმა უნდა ,
ცხოვრების აუცილებლი ნაწილია – ყველა ორგანიზმი თავისი ბიოლოგიური
არსებობის შენარჩუნების მიზნით რაღაცას მოიხმარს. თუმცა საკითხის აქტუალობა
გამომდინარეობს იქიდან თუ როგორ ხდება მოხმარება, რა რაოდენობით და რა
გავლენას ახდენს. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების უმეტესობის არსებული
მოხმარების დონე და ფორმა არამდგრადია და ასეთი მოხმარების ზეგავლენა,

24
როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ასევე სოცილური კუთხით დღეს უკვე
თვალსაჩინოა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ გადაჭარბებული
და არამდგრადი მოხმარების შედეგია დაბინძურებული გარემო და
საზოგადოებებს შორის გაუცხოება. გლობალური მასშტაბით
19
კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაშლა, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას
უკავშირდება, საკმარისია, რომ დავფიქრდეთ ჩვენი მოხმარების წესის
ზემოქმედებაზე. მოხმარების დონის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა
“ეკოლოგიური ანაბეჭდის” მეთოდის გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს თუ
რამდენი ბიოლოგიურად პროდუქტიული ფართობი (ჰექტრებში) და წყალია
აუცილებელი ყველა იმ რესურსის საწარმოებლად, რასაც ჩვენ მოვიხმართ და
წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად. შესაბამისად, აუცილებელია
სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი “ეკოლოგიური
ანაბეჭდის” შემცირებას ისე რომ არ შეიზღუდოს მოსახლეობის კეთილდღეობა.
ასეთი პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს 1 მილიარდი ღარიბი
მოსახლეობის (რომელთათვისაც მიუწვდომელია სათანადო კვება, თავშესაფარი
და ელემენტარული მოხმარების საგნები) ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას .
აღსანიშნავია ყოველი ჩვენთაგანის, როგორც მომხმარებლის, როლი შეგნებული
გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროა დავფიქრდეთ რამდენად
საჭიროებისამებრ ხდება ჩვენს მიერ ამათუ იმ პროდუქტისა ან სერვისის
მოხმარება. მდგრადი განვითარების მიღწევისათვის ასევე საჭიროა კორუფციისა
და ამასთან პირადული სარგებლობისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების
აღმოფხვრა. კორუფციის შედეგად მთავრობის მიერ შესაძლებელია გარკვეული
სფეროების წახალისება სხვა სფეროებში არსებული ვალდებულებების
უგულვებელყოფის გზით, რაც შეიძლება გარემოსათვის უარყოფითი ეფექტით
დამთავრდეს. ჩვენ ვმართავთ ეკონომიკას რეგულაციების, კანონებისა და
წახალისების სქემების რთული სისტემით. ხშირად დამახინჯებულია სუბსიდირების
სისტემა, როგორც ეკონომიკის ასევე გარემოსთვის საზიანო ეფექტის
მატარებელია. მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით,
ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1.5 ტრილიონი ამერიკული დოლარი
იხარჯება ასეთი დამახინჯებული სუბსიდიების დაფინანსების მიზნით. ასეთი
სუბსიდირების თუნდაც გარკვეულად აღმოფხვრა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება
მდგრადი განვითარებისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე
ნათელია, რომ აუცილებელი მთელი რიგი ცვლილებების გატარება, ისე რომ
სხვადასხვა კონფლიქტურ ინტერესებს შორის მიღწეულ იქნას შეთანხმება. ამის
მისაღწევად საჭიროა მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი
ძალისხმევა ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე.
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ 16-19)

25
11111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111
წარმოების ნარჩენებს მიეკუთვნება ნედლეულის გამოუყენებელი ნაწილი,
მწყობრიდან გამოსული მოძველებული მოწყობილობანი და სხვა.

2) საყოფაცხოვრებო მომსახურების ნარჩენებს მიეკუთვნება: საკუთრების ფორმის


მიუხედავად, გამოსაყენებლად უვარგისი ქონების ნაწილი, ნაგავი და სხვა. ამასთან
აღსანიშნავია, რომ წარმოების მრავალი სახის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების
შესაძლებლობა არსებობს ეკონომიკის სხვადასხვ დარგში.

ძალზე ფასეული ნარჩენია ნაკელი, რომელიც საუკეთესო სასუქია აგროწარმოებაში.


თბოელექტროსადგურების პროდუქცია გამოიყენება ეკონომიკის ყველა დარგში,
ხოლო ნარჩენი სათბობის წვის შედეგად წიდა და ნაცარი გამოიყენება სამშენებლო
მასალების წარმოებისათვის.

შეიძლება უამრავი მაგალითი მოვიტანოთ ისეთი შემთხვევისა, როცა ერთი


წარმოების ნარჩენები არის საწყისი ნედლეული მეორე წარმოებისათვის. ამასთან,
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ნედლეულად მიღებული ნარჩენები არის იაფი
და მისი გადამუშავების ადგილი თუ იქნება ახლოს, მიღებული პროდუქციის
ღირებულებაც იქნება შესაბამისად იაფი. ასე რომ, არის შესაძლებლობა, წარმოების
ტექნოლოგიის სრულყოფიდან გამომდინარე კომპლექსურად გამოვიყენოთ
ნარჩენების ყველა სახე როგორც ნედლეული. ეს კი საბოლოოდ ნიშნავს ბუნებრივი
რესურსების რაციონალურ გამოყენებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა
თანდათანობით გადავიდეთ მცირენარჩენიან ან ნარჩენტევად წარმოებაზე, რაც
შეიძლება მიღწეულ იქნას სამი გზით:

82

1) ნედლეულის მოპოვების ხარისხის ამაღლებით და მისი გამოყენების


გაუმჯობესებით, რათა მივიღოთ არა მარტო ძირითადი, არამედ მეორადი
პროდუქტები,
2) ერთი საწარმოს ნარჩენების გამოყენებით მეორეს მიერ საწყის ნედლეულად
3) ურთიერთკავშირების მქონე საწარმოების კომპლექსური განვითარებით და
ნარჩენების ურთიერთმიწოდებით.
საწარმოში ნარჩენების რაოდენობის მაჩვენებლად გამოდის საერთო პროდუქციის
მოცულობის ფარდობა ნარჩენების მოცულობასთან. რაც უფრო მცირეა ნარჩენები.
მით უფრო მაღალია ეს თანაფარდობა და გვიჩვენებს ნარჩენების სიმცირეს და
პირიქით.

26
(გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა,
პარმენ ლემონჯავა თბილისი 2008, გვ 82-83)

1111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111

3.გაჭუჭყიანებული ბუნების მიერ უარი "უნი გემოქმედებ00) – განპირობებული


პონომარზარალის არს

გაჭუჭყიანებული ბუნება უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ეს


უარყოფითი ზემოქმედება ძირითადად ვლინდება მოსახლეობის დაავადების
ზრდაში. მათი შრომისუნარიანობის დაქვეითებაში, მოსახლეობის საცხოვრებელი
ბუნებრივი პირობების გაუარესებაში, ბუნებრივი რესურსების პროდუქტიულობის
შემცირებაში, ძირითადი ფონდების ფიზიკური ცვეთის დაჩქარებაში და სხვაში.

ბუნების გაჭუჭყიანებით განპირობებული უარყოფითი შედეგებისა და გამომწვევი


მიზეზების აღკვეთა მოითხოვს ეკონომიკურად ორი სახის ხარჯის გაწევას;
1) ხარჯები, რომლიც საჭიროა გაჭუჭყიანებული ბუნების გასაჯანსაღებლად და
ასაცილებლად;
2) ხარჯები, რომელიც საჭიროა გაჭუჭყიანებული ბუნების მივრ მიყენებული ზიანის
აღსაკვეთად.
ამ ორი სახის ხარჯის ჯამი შეადგენს ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მიაყუნა
ქვეყნის ეკონომიკას ბუნების გაჭუჭყიანებამ. გაჭუჭყიანებული ბუნების
ზემოქმედების უარყოფითი შედეგების ანაზღაურებისა და მიყენებული ზიანის
აღსაკვეთად საჭირო ხარჯების რაოდენობა განისაზღვრება იმ ხარჯების სიდიდით,
რომელიც აუცილებელია გაჭუჭყიანებული ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად
ვარგისიან დონეზე ასაყვანად, ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად
და ზიანის აღსაკვეთად. ამ უკანასკნელი სახის ხარჯების სიდიდე განისაზღვრება
უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციაზე გაწეული ხარჯების რაოდენობით.
 92
ასეთი ხარჯების რაოდენობა კი შედგება შემდეგი დანახარჯების ჯამისაგან:
- ხარჯები, რომელიც საჭიროა მოსახლეობის, რომელიც დაავადდა ბუნების
გაჭუჭყიანების შედეგად, სამედიცინო მომსახურეობისა და შენახვისათვის;
- ხარჯები, რომელიც საჭიროა შრომის მწარმოებლურობის შემცირების შედეგად
ეკონომიკის დაქვეითების კომპენსაციისათვის;
- გაჭუჭყიანებული ბუნების უარყოფითი შედეგებით განპირობებული დამატებითი
კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების გასაწევად გაღებული ხარჯები;
-ბუნების გაჭუჭყიანების შედეგად. ძირითად ფონდებზე მიყენებული ზიანის
გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯები და სხვა.
(გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა,
პარმენ ლემონჯავა თბილისი 2008, გვ 92-93)

27
1111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111111
ბუნების დაცვა ორგანულად ბუნებრივი სიმდიდრის რაციონალურად გამოყენების
პრობლემას უკავშირდება. ეკონომიკის ყველა დარგის სწრაფი განვითარების
პირობებში დღენიადაგ იზრდება ბუნებრივ სიმდიდრეზე მოთხოვნილება. ბუნებრივ
რესურსებზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელია ახალი ნედლეულისა
და სათბობის ათვისებისა და უკვე ათვისებული რესურსების ექსპლუატოაციის
ინტენსიფიკაციის გზით.

თანამეროვე მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და ეკონომიკურ-ეკოლოგიური


განვითარების პროცესს შორის წარმოშობილი წინააღმდეგობანი საბაზრო პირობებში
შეიძლება სავსებით იქნეს ლიკვიდირებული მეცნიერულად დასაბუთებულ
ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარებით. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით
საზოგადოებასა

167
და ბუნებას შორის ურთიერთობა მკვეთრად უმჯობესდება. მუშავდება ყოველმხრივ
დასაბუთებული ღონისძიებები, რომლებიც გამორიცხავს გლობალურ ეკოლოგიურ
კრიზისს, უზრუნველყოფენ ბუნების შემდგომ გაჯანსაღებასა და ბუნებრივი
სიმდიდრის რაციონალურ გამოყენებას. თანამედროვე პირობებში ბუნების
გაჭუჭყიანების წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი გზა არსებობს. მათ შორის, მთავარია
სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მავნე ამონაფრქვევი გაზების
გაწმენდა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ეს გზა ჯერჯერობით ნაკლებ
ეფექტიანია. 
ჯანსაღი ბუნების შერნარჩუნების უფრო რადიკალური და ეკონომიკური გზაა
წარმოების ახალი, სრულყოფილი უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება,
რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს უტილიზებულ იქნეს ბიოსფეროსათვის მავნე
ყველა ნივთიერება. ამ ღონისძიებამ ფართო გავრცელება და გამოყენება,
ჯერჯერობით ვერ ჰპოვა, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ ბუნების გაჭუჭყიანების
შედეგად გამოწვეული ეკონომიური ზარალი ნაკლებია, ვიდრე წარმოების ასეთი
ტექნოლოგიის შექმნისათვის გაწეული ხარჯები. ასეთი შეხედულება არ არის სწორი,
რადგან ბუნების დასაშვებ ნორმაზე ზევით მავნე ნივთიერებით გაჭუჭყიანება იწვევს
სამუშაო დროის დანაკარგებსა და წარმოების ზრდის ტემპის შემცირებას, ძირითადი
საწარმოო ფონდებისა და მასალების კოროზისის დაჩქარებას, სასოფლო-სამეურნეო
კულტურის მოსავლის შემცირებასა და მათი პროდუქტების კვებითი ღირებულებებს
გაუარესებას, ტყის პროდუქტიულობის შემცირებას, სატყეო ფონდის
მდგომარეობისა და ნის ხარისხის გაუარესებასაც.
168

28
თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში ატმოსფერული
ჰაერის, ზღვების, მდინარეებისა და წყალსაცავების გაჭუჭყიანების საკითსს
საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. ეს პრობლემა დიდი ზრუნვის საგანი გახდა
საქართველოშიც ვინაიდან ჩვენი ქვეყნის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებშიც.
მნიშვნელოვანია. ატმოსფერული ჰაერის, ზღვების, მდინარეებისა და წყალსაცავების
გაჭუჭყიანება. საერთოდ, მისი გაჯანსაღების თვალსაზრისით, განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს წარმოების რაციონალურ გაადვილებას, ქალაქებსა და რაიონული
ცენტრების ისეთ სამრეწველო საწარმოებისაგან დასაშვები ნორმით გადატვირთვას,
რომლებიც სამრეწველო ამონაფრქვევებითა და წარმოების ნარჩენებით აჭუჭყიანებს
აღნიშნულ ადგილებს.
ბუნების დაცვის, გაჯანსაღებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად
გამოყენებისთვის აუცილებელია საერთო სახელმწიფოებრივი გრძელვადიანი
კომპლექსური პროგრამის შემუშავება. ამ პროგრამამ უნდა მოიცვას პრობლემის
ყველა ასპექტი. ყოველივე მათგანის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შემუშავდეს
შესაბამისი ქვეპროგრამები, რომლეთა შორის მთავარია სოციალურ-ეკონომიკური,
ეკოლოგიური, ტექნოლოგიური, განათლებისა და კულტურულ-აღმზრდელობითი,
უფლებრივი საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინფორმაციით უზრუნველყოფის
ღონისძიებანი. მსგავსი პროგრამების შემუშავებითა და შესრულებით შეიძლება
შეიქმნას ბუნების გამოყენების პროგრამირების მართვის ერთიანი საერთო
სახელმწიფო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების
გამოყენებისა და მათი კვლავწარმოების რაციონალური ვარიანტის შერჩევას,
ბუნებრივი რესურსების გამოყენების დასაშვები საზღვრები

169

სა და ბუნების გაჭუჭყიანების დონის განსაზღვრას, ბუნებრივი რესურსების


რაციონალურად გამოყენებისა და მათი კვლავწარმოების მეთოდებისა და
საშუალებების შემუშავებას.
(გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა,
პარმენ ლემონჯავა თბილისი 2008, გვ 167-170)

00000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

მდგრადი განვითარება

29
16

მდგრადი განვითარება
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მდგრადი განვითარება დღევანდელობის ერთ-
ერთი ყველაზე ფართოდ განხილვადი თემაა პოლიტიკოსების,
ჯურნალისტების,მეცნიერების, მასწავლებლების, სტუდენტებისა თუ მოქალაქეთა
წრეებში. მდგრადი განვითარების ცნება მართლაც რომ თანამედროვე
საზოგადოების წამყვან იდეად იქცა. მდგრადი განვითარების იდეა სათავეს XX
საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. 1972 წელს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის სტოკჰოლმის კონფერენციაზე აღნიშნულ იქნა, რომ შესაძლებელია
ეკონომიკური განვითარება და ინდუსტრიალიზაცია გარემოსთვის ზიანის
მიყენების გარეშე. მდგრადი განვითერების ცნებამ ფართო აღიარება 80-იანი
წლების ბოლოს ჰპოვა, მას შემდეგ რაც 1987 წელს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის გარემო და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნდა
ანგარიში “ჩვენი საერთო მომავალი”, რომელიც ასევე “ბრუდთლენდის
ანგარიშის” სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული ანგარიში მოუწოდებს
მსოფლიოს გაანალიზოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დეგრადირების
შედეგების ზემოქმედება ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და
გადახედოს არსებული განვითარების ტენდენციებს. სწორედ ბრუთლენდის
ანგარიშშია მოცემული მდგრადი განვითარების დღესაც ფართოდ მიღებული
განმარტება: “განვითარების ისეთ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს აწმყოს
მოთხოვნილებებს, ისე რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობის შესაძლებლობა
თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად”. 1992 წელს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე გარემო და განვითარება (რიო დე
ჟანეირო, ბრაზილია) მიღებულ იქნა მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა –
დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის, სადაც მოცემულია ეკონიმიკისა და სოციალურ
და ასევე, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მართვის სფეროში ღონისძიებათა
გეგმა, რათა მიღწეულ იქნეს ყოველი მოსახლისთვის ცხოვრების გაუმჯობესებული
სტანდარტები, ეკოსისტემების უკეთ დაცვა/მართვა და უფრო უსაფრთხო და
წარმატებული მომავალი. აღნიშნული დოკუმენტის განხორციელებისთვის
მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა, როგორც გლობალურ ასევე,
ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე. 10 წლის შემდეგ, ქ. იოჰანესბურგში
(სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) გამართულ მდგრადი განვითარების
საერთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა დღის წესრიგი XXI
საუკუნისათვის განხორციელების აუცილებლობას, შეფასდა მიღწეული შედეგები
და დაიგეგმა ახალი სამოქმედო მიზნები მდგრადი განვითარების მიზნების უფრო
ეფექტიანი განხორციელებისთვის. საინტერესოა განვიხილოთ რა უდევს
საფუძვლად მდგრადი განვითარების იდეას და რაში მდგომარეობს ეს ცნება.
უდავოა, რომ ადამიანის არსებობა დამოკიდებულია ეკოსისტემების

30
ფუნქციონირებასა და მათ მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე. ჩვენ გვჭირდება
ნოყიერი ნიადაგი, რომ მოვიყვანოთ მოსავალი, სუფთა წყალი, რომელიც ესოდენ
მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური ყოფისთვის და ბუნებისგან მიღებული
ისეთი სერვისები როგორიც არის მაგალითად, მცენარეების მიერ ჟანგბადის
გამოყოფა ან
17
რედუცენტი ბაქტერიების მიერ ორგანული ნარჩენების დაშლა. შესაბამისად, დღეს
უკვე არავისთვის არის უცხო ის ფაქტი, რომ ეკონომიკური განვითარება და
სოციალური კეთილდღეობის მიღწევა როგორც ამჟამინდელი ისე მომავალი
თაობებისთვის შეუძლებელია ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადობის
უზრუნველყოფის გარეშე. მდგრადი განვითარების ცნება მოიაზრებს სოციალურ ,
ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სისტემებს შორის ურთიერთკავშირს და განიხილავს
განვითარების ისეთ ფორმას, სადაც თანაბარი ყურადღება ეთმობა სამივე ამ
სფეროს. მდგრადი განვითარების არსში იგულისხმება ცხოვრების დონის
გაუმჯობესება ყველა მოსახლესთვის, ისე რომ არ დაირღვეს ბუნებრივი
რესურსების თვითაღდგენის ციკლი და შესაბამისად, ეს რესურსები კვლავაც
ხელმისაწვდომი იყოს მომავალი თაობებისთვის. მდგრადი განვითარება არის
ცნება თანასწორობის გრძელვადიანი, შორს მჭვრეტელი ხედვისა და სისტემური
აზროვნების შესახებ. მდგრადი განვითარების ცნებაში ხაზგასმულია
თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი. სამართლიანობა ნიშნავს, რომ
ყოველ ერს უნდა ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა თავისი კულტურული და
სოციალური ფასეულობების გათვალისწინებით და ყოველმა ერმა პატივი უნდეს
სცეს სხვა ერის განვითარების უფლებას. თანასწორობაში მოიაზრება, რომ
გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე მომავალი თაობების ინტერესები, რაც
გულისხმობს ისეთი ღონისძიებების გატარებას რაც საშუალებას მისცემს მომავალ
თაობებს იცხოვრონ და განვითარდენენ ჯანსაღ გარემოში და ხელი
მიუწვდებოდეთ მათი განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე. რადგან
არსებული ეკონომიკური და სახელმწიფო მართვის სისტემები ვერ
უზრუნველყოფენ რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობას აუცილებელია
ამ სისტემების გადახედვა. აუცილებელია გვესმოდეს, რომ მდგრადი
განვითარების მიღწევა შეუძლებელია არსებული მიდგომებისა და ტენდენციების
შეცვლის გარეშე და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება მდგრად სისტემაზე
რაციონალური და შეუფერხებელი გადასვლისათვის. არსებული განვითარების
ტენდენციის შედეგად დღეს უკვე სახეზეა მრავალი ეკოლოგიური პრობლემა:
ტროპიკული ტყეების მასიური გაჩეხვა, სახეობების გადაშენება, ქალაქებში
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სხვა. შესაბამისად,
საჭიროა სწრაფი რეაგირება და ინოვაციური გზების მოძებნა რათა მოხდეს
ინდივიდუალური ქცევისა თუ ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის
შეცვლა მდგრადი განვითარების პრინციპების დასანერგად და
განსახორციელებლად. კერძოდ, კი მდგრადი განვითარების მიღწევა გულისხმობს
31
რიგი ქმედებების ახლებური ხედვით განხორციელებას სახელმწიფოსა და
ინდივიდუალურ დონეზე, როგორც წარმოებისა და მოხმარების არსებულ
პრაქტიკაში, ასევე სათანადო სახელმწიფო მართვაში. მდგრადი განვითარების
მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ექნება წარმოებაში ეფექტიანობის გაზრდასა და
ნედლეულის ხელახალი გამოყენების დანერგვას. ეკოეფექტური საწარმოებისა და
კომპანიების არსებობა შესაძლებელს გახდის ერთი მხრივ წარმოებულ
პროდუქციასა და სერვისებზე
18
კონკურენტუნარიანი ფასების ხარჯზე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, გარემოზე უარყოფით ზემოქმედების შემცირებასა
და ამავდროულად ნედლეულის ეკონომიურ გამოყენებას, ისე რომ არ დაირღვეს
ეკოსისტემების ბუნებრივი წონასწორობა. თუმცა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ
რამდენად უნდა შევამციროთ ბუნებრივი რესურსების მოხმარება იმისთვის რომ
შევინარჩუნოთ ეკოლოგიური წონასწორობა? დღეს, ფართოდ არის აღიარებული,
რომ აუცილებელია ბუნებრივი რესურსების მოხმარების არსებული ტენდენციის
განახევრება და დოვლათის გაორმაგება, რაც გულისხმობს რესურსების
ნაყოფიერების (პროდუქტიულობის) ოთხჯერად გაზრდას. ეს ცნება ცნობილია
როგორც ე.წ. “ფაქტორი ოთხი”. აქვე აღსანიშანვია, რომ რადგან ეკონომიკური
განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების მიერ ნედლეულის
მოხმარება 5-ჯერ აღემატება განვითარებადი ქვეყნების მიერ რესურსების
მოხმარების დონეს და იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, აუცილებელია ამ
ქვეყნებმა ერთ სულ მოსახლეზე ნედლეულის მოხმარება შეამცირონ 10-ჯერ, რაც
“ფაქტორი ათის” სახელწოდებითაა ცნობილი. “ფაქტორი ოთხი” და “ფაქტორი
ათი” სტრატეგიების განხორციელება საჭიროებს “დაბადებიდან- სიკვდილამდე”
მიდგომის გამოყენებას პროდუტებისა და სერვისების ზეგავლენის შესაფასებლად ,
რათა გაკეთდეს გონივრული არჩევანი. ეს მიდგომა ეფუძნება პროდუქტის
სასიცოცხლო ციკლის ანალიზს, რაც გულისხმობს პროდუქტის ჯამური
ზემოქმედების შესფასებას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, რაც
მოიცავს ნედლეულს, წარმოებას, გამოყენებას, შესაძლო რეციკლირებასა და
ხელახალ გამოყენებას, ასევე პროდუქტის საბოლოო განთავსებას. ამ
სტრატეგიების განხორციელებისთვის წარმატების მისაღწევად ასევე
მნიშვნელოვანია რესურს-დამზოგავი ტექნოლოგიების შესახებ დაგროვდეს მეტი
ცოდნა და გამოცდილება და მოხდეს ქვეყნების მიერ ამ ტექნოლოგიების
წახალისება/ფართო გამოყენება. მდგრადი მოხმარების დანერგვა, მდგრადი
განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ XX
საუკუნეში მსოფლიოში მოხმარების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მაგალითად 1998 წელს მსოფლიოში მოხმარებაში გაწეულმა დანახარჯებმა 24
ტრილიონი ამრიკული დოლარი შეადგინა, რაც 1975 წელთან შედარებით
გაორმაგებული, ხოლო 1950 წელთან შედარებით გაექვსმაგებული მაჩვენებელია.
მოხმარება, რა თქმა უნდა, ცხოვრების აუცილებლი ნაწილია – ყველა ორგანიზმი
32
თავისი ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნების მიზნით რაღაცას მოიხმარს. თუმცა
საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან თუ როგორ ხდება მოხმარება, რა
რაოდენობით და რა გავლენას ახდენს. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების
უმეტესობის არსებული მოხმარების დონე და ფორმა არამდგრადია და ასეთი
მოხმარების ზეგავლენა, როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ასევე სოცილური
კუთხით დღეს უკვე თვალსაჩინოა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ
გადაჭარბებული და არამდგრადი მოხმარების შედეგია დაბინძურებული გარემო
და საზოგადოებებს შორის გაუცხოება. გლობალური მასშტაბით
19
კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაშლა, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას
უკავშირდება, საკმარისია, რომ დავფიქრდეთ ჩვენი მოხმარების წესის
ზემოქმედებაზე. მოხმარების დონის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა
“ეკოლოგიური ანაბეჭდის” მეთოდის გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს თუ
რამდენი ბიოლოგიურად პროდუქტიული ფართობი (ჰექტრებში) და წყალია
აუცილებელი ყველა იმ რესურსის საწარმოებლად, რასაც ჩვენ მოვიხმართ და
წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად. შესაბამისად, აუცილებელია
სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი “ეკოლოგიური
ანაბეჭდის” შემცირებას ისე რომ არ შეიზღუდოს მოსახლეობის კეთილდღეობა.
ასეთი პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს 1 მილიარდი ღარიბი
მოსახლეობის (რომელთათვისაც მიუწვდომელია სათანადო კვება, თავშესაფარი
და ელემენტარული მოხმარების საგნები) ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას .
აღსანიშნავია ყოველი ჩვენთაგანის, როგორც მომხმარებლის, როლი შეგნებული
გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროა დავფიქრდეთ რამდენად
საჭიროებისამებრ ხდება ჩვენს მიერ ამათუ იმ პროდუქტისა ან სერვისის
მოხმარება. მდგრადი განვითარების მიღწევისათვის ასევე საჭიროა კორუფციისა
და ამასთან პირადული სარგებლობისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების
აღმოფხვრა. კორუფციის შედეგად მთავრობის მიერ შესაძლებელია გარკვეული
სფეროების წახალისება სხვა სფეროებში არსებული ვალდებულებების
უგულვებელყოფის გზით, რაც შეიძლება გარემოსათვის უარყოფითი ეფექტით
დამთავრდეს. ჩვენ ვმართავთ ეკონომიკას რეგულაციების, კანონებისა და
წახალისების სქემების რთული სისტემით. ხშირად დამახინჯებულია სუბსიდირების
სისტემა, როგორც ეკონომიკის ასევე გარემოსთვის საზიანო ეფექტის
მატარებელია. მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით,
ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1.5 ტრილიონი ამერიკული დოლარი
იხარჯება ასეთი დამახინჯებული სუბსიდიების დაფინანსების მიზნით. ასეთი
სუბსიდირების თუნდაც გარკვეულად აღმოფხვრა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება
მდგრადი განვითარებისთვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე
ნათელია, რომ აუცილებელი მთელი რიგი ცვლილებების გატარება, ისე რომ
სხვადასხვა კონფლიქტურ ინტერესებს შორის მიღწეულ იქნას შეთანხმება. ამის

33
მისაღწევად საჭიროა მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი
ძალისხმევა ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე.
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ 16-19)

00000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
თანამედროვე მსოფლიოში სათბობ-ენერგეტიკული სისტემის განვითარების
დინამიკა და ზემოთ
აღნიშნული ტენდენციები მიუთითებს ახალი ეტაპის დასაწყისზე, რომელიც
ხასიათდება
ნაწილობრივი გადასვლით ტრადიციული ორგანული წარმოშობის სათბობი
(ქვანახშირი, ნავთობი,
ბუნებრივი აირი და სხვა) ენერგო რესურსების მოხმარებიდან ენერგიის
ალტერნატიული წყაროების
გამოყენებაზე. კერძოდ, ენერგო რესურსებზე მზარდი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისა და
იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით გარკვეული როლი
ეკისრება
განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა წყაროებს: ჰიდრორესურსებს, გეოთერმული
წყლებს, მზის,
ქარის, ბიომასის ენერგიას. აღნიშნული არატრადიციული განახლებადი
რესურსების ათვისება და
მათი რაციონალური გამოყენება ახლო მომავალში მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს ნებისმიერი
ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსს. ალტერნატიული რესურსები,
ორგანული წარმოშობის
რესურსებისაგან, განსხვავდება ორი მნიშვნელოვანი თვისებით: ისინი
პრაქტიკულად ამოუწურავია,
მათი გამოყენება ეკოლოგიურ წონასწორობას არ არღვევს და გლობალურ
გარემოს ნაკლებ ზიანს
აყენებს. ენერგიის არატრადიციული სახეების მასშტაბების გაფართოება
მოითხოვს უფრო ეფექტიან

34
ტექნიკურ საშუალებათა ძიებას, მატერიალურ -ტექნიკური ბაზის შექმნასა და
სპეციალიზებულ
მოწყობილობათა გამოშვებას.
ენერგეტიკული რესურსები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: განახლებადი
(ალტერნატიული) და
არაგანახლებადი(ტრადიციული) რესურსები. პირველს მიეკუთვნება: მზის (ჰელიო),
ქარის(ეოლო),
გეოთერმული წყლების, ბიომასისა და ზღვის ტალღების. მეორე კატეგორიას
მიეკუთვნება
ტრადიციული ენერგეტიკული რესურსები -ჰიდრო, სათბობისა და ატომური
ენერგეტიკის სახით.

65
მეცნიერული კვლევები ცხადყოფს, რომ განახლებადი რესურსების რაციონალური
ათვისება და

ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსოფლიოს ნებისმიერი


ქვეყნის სათბობ-
ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობას.

განახლებადი ენერგეტიკული რესურსების უპირატესობებია:


არ ახდენს უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე და ეკოლოგიურ წონასწორობაზე ;
სრულად განახლებადი და ამოუწურავია;
განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებით და ინოვაციური ტექნოლოგიების
დანერგვით,
მინიმუმადე შემცირდება მავნე ნახშირწყალბადების ემისია და გლობალური
სითბური ეფექტის
შემცირება
ყველა ქვეყანა თავად აკონტროლებს და არეგულირებს საკუთარ მოხმარებას .
განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ნაკლოვანებებია:

35
სრულად განახლებადია, მაგრამ ახასიათებს სეზონურობა. კეძოდ ზამთრის
პერიოდში მინიმალური
და არათანაზომიერია(ღამით) მზის ენერგორესურსები და მინიმალურია
ელექტროენერგის
გამომუშავება, ზაფხულის პერიოდში გვალვების დროს იკლებს მდინარეების
(წყალუხვობა)ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ნაკლები ელექტროენერგია
გამომუშავდება.
ხეების მოჭრა, ბიომასის შეგროვება, შენახვა და გადამუშავება დიდ ხარჯებთანაა
დაკავშირებული,
ასევე ინვესტირებას და ექსპლოატაციის ხარჯებს მოითხოვს მცირე, საშუალო და
დიდი ჰესების
მშენებლობა.
66
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე65-66)

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000

დამაბინძურებლებს სამი არასასურველი შედეგი მოჰყვებათ.


პირველი, ისინი არღვევენ ადამიანისა და სხვა სახეობებისათვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი
სისტემებს, ან იწვევენ მათ დეგრადაციას. მეორე, მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ
ველური ბუნებას,
ადამიანის ჯანმრთელობასა და ქონებას. მესამე, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ხმაური,
არასასიამოვნო
სუნი და გემო, ზემოქმედება მხედველობაზე. ჩვენ შეგვიძლია აღმოვფხვრათ ან
თავიდან ავიცილოთ
დაბინძურება დავუშვათ მეტალურგიული ქარხანა აფრქვევს კვამლს მილიდან. ჩვენ
შეგვიძლია ამ
პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული
ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა ორი, ერთმანეთისგან
განსხვავებული კითხვის დასმით. პირველი შეკითხვაა: „როგორ შეგვიძლია
აღვკვეთოთ გამონაბოლქვი?“ და მეორე - „როგორ შეგვიძლია თავიდან
ავიცილოთ გამონაბოლქვის წარმოქმნა?“ ამ კითხვებზე პასუხი, პრობლემის
მოგვარების ორ განსხვავებულ გზას გვთავაზობს. პირველია, დაბინძურების
აღმოფხვრა, ან გამონაბოლქვის კონტროლი; ეს მოიცავს გარემოს „გაწმენდას “

36
დამაბინძურებლებისგან ან დამაბინძურებლების განზავებას, მას შემდეგ რაც ისინი
მოხვდებიან გარემოში. მეორე გზაა დაბინძურების თავიდან აცილება, ან
დაბინძურების კონტროლი წარმოების საწყის ეტაპზევე. ასეთი მიდგომის
გამოყენებისას
ხდება დამაბინძურებლების შემცირება ან მინიმუმამდე დაყვანა. გარემოს დაცვის
სფეროში მომუშავე მეცნიერებმა გამოყვეს სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც
მოჰყვება დაბინძურების აღმოფხვრის, როგორც მიდგომის, პრიორიტეტულად
გამოყენებას: პირველი მდგომარეობს იმაში, რომ დაბინძურების აღმოფხვრა
მხოლოდ და მხოლოდ დროებითი გადაწყვეტაა, ვინაიდან იზრდება მოსახლეობის
რაოდენობა და მოხმარების მასშტაბები, მაგრამ თანმდევად არ ვითარდება
დაბინძურების კონტროლის ტექნოლოგიები. მაგალითად, ავტომანქანის
გამონაბოლქვის მილზე კატალიზური გარდამქმნელის (კონვერტერის ) დამატებით
შესაძლებელი გახდა ჰაერის დაბინძურების გარკვეული ფორმების შემცირება .
თუმცა, ამავდროულად, ავტომანქანების მზარდი რაოდენობა და ასევე ყოველი
ავტომანქანის მიერ დაფარული მანძილის ზრდა, ამცირებს დაბინძურებასთან
გამკლავების ამ საშუალების ეფექტურობას. მეორე პრობლემა შემდეგში
მდგომარეობს: ხშირად გარემოს ერთ ნაწილში დაბინძურების აღმოფხვრა,
სხვაგან იწვევს დაბინძურებას. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ნაგავი,
მაგრამ შემდეგ ის ან უნდა დაიწვას (რამაც შესაძლოა ჰაერის დაბინძურება და
ტოქსიკური ფერფლის წარმოქმნა გამოიწვიოს), განთავსდეს მიწის ზედაპირზე,
ნაგავსაყრელზე (რამაც შესაძლოა მიწისქვეშა წყლის დაბინძურება გამოიწვიოს) ან
დაიმარხოს (რამაც შესაძლოა ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლის დაბინძურება
გამოიწვიოს). როგორც კი გარემოში გაფანტული დამაბინძურებელების დონე
მიაღწევს საშიშ ზღვარს, მათი კონცენტრაციის დასაშვებ დონემდე შემცირება
ძალზე ძვირი ან შეუძლებელი ხდება. დაბინძურების პრევენცია („დაბინძურების
შემცირება საკვამური მილის თავში“) და დაბინძურების აღმოფხვრა
(„დაბინძურების შემცირება საკვამური მილის ბოლოში“) - ორივე საჭიროა. თუმცა,
გარემოს დაცვის სფეროს მეცნიერები, ზოგიერთი ეკონომისტი და კომპანია
მოგვიწოდებენ, რომ აქცენტი პრევენციაზე გავაკეთოთ, რადგან ეს მიდგომა
ბევრად უკეთ მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო იაფია, ვიდრე
დაბინძურების აღმოფხვრა. რატომ დგება გარემოსთან დაკავშირებული
პრობლემები? (სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ145
146)

0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
გარემოსთან
დაკავშირებული ამ და სხვა პრობლემების ხუთი მთავარი გამომწვევი მიზეზი
არსებობს, ესენია:

37
მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, რესურსების უყაირათოდ და არამდგრადად
გამოყენება, სიღარიბე,
გარემოს გაუარესებით გამოწვეული დანახარჯების აუსახველობა საქონლისა და
მომსახურების

147
საბაზრო ფასებში და ცოდნის ნაკლებობა გარემოში მიმდინარე პროცესებზე.
მოსახლეობის
ექსპონენციალური ზრდის საკითხი ზემოთ უკვე განხილულია, ამდენად ქვემოთ
მოკლედ
მიმოხილულია დანარჩენი ოთხი მიზეზი. სიღარიბე გარემოსა და ადამიანის
ჯანმრთელობაზე
უარყოფით ზეგავლენას ახდენს სიღარიბეს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც
ადამიანები ვერ
იკმაყოფილებენ თავის ძირითად მოთხოვნებს საკვებზე, წყალზე, თავშესაფარზე,
ჯანმრთელობასა და
განათლებაზე. სიღარიბე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და
ადამიანის
ჯანმრთელობაზე. მსოფლიოს მოსახლეობის ის ნახევარი, რომელიც ცდილობს
იცხოვროს დღეში ორ
დოლარზე ნაკლები თანხით, იბრძვის საკვების, წყლისა და საკვების
მოსამზადებლად და გასათბობად
აუცილებელი საწვავის მოსაპოვებლად. გადასარჩენად, ამ ადამიანების ნაწილი
გადაჭარბებულად
მოიხმარს ტყეს, საძოვრებს, თევზის რესურსებს და ველურ ცხოველებს, რაც
გარემოს დეგრადირებას
იწვევს. მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ იფიქრონ გარემოს ხარისხზე
გრძელვადიან პერსპექტივაში
ან მდგრადობაზე. სიღარიბე გავლენას ახდენს მოსახლეობის ზრდაზე. ღარიბების
დიდი
ნაწილისთვის გადარჩენის საშუალება ბევრი შვილის ყოლაა. ბავშვები მათ
ეხმარებიან გათბობის

38
საშუალებების შეგროვებაში (როგორიცაა შეშა და ცხოველის ნაკელი) ასევე
სასმელი წყლის,
მარცვლეული კულტურებისა და შინაური საქონელის მოვლაში. ბავშვები მათ,
აგრეთვე, ეხმარებიან
როდესაც ისინი ხანდაზმულობის ასაკს (ღარიბ ქვეყნებში - საშუალოდ 40-50 წელი)
აღწევენ, რადგან
ისინი არ არიან სოციალურად დაცული, არ არიან უზრუნველყოფილი
ჯანმრთელობის დაცვითა და
პენსიით. როგორც სიღარიბე ახდენს გავლენას გარემოს დეგრადაციაზე, ასევე
პირიქით, დაბინძურება
და გარემოს დეგრადაცია ძლიერ ზეგავლენას ახდენს ღარიბებზე და შეუძლია
გაზარდოს კიდეც
სიღარიბე. შესაბამისად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ღარიბი ადამიანები ადრეულ
ასაკში იღუპებიან
ისეთი დაავადებების გამო, რომელთა პრევენცია, შესაძლებელია. საგულისხმოა ,
რომ სიღარიბესთან
დაკავშირებული გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და სოციალური
პრობლემები შეიძლება
გადაიჭრას 20-30 წლის განმავლობაში, თუ ამ პრობლემის გადაჭრისათვის
იარსებებს რეალური
პოლიტიკური და ეთიკური ნება. სიმდიდრე გარემოზე დადებითად და
უარყოფითად მოქმედებს
სიღარიბეს გარემოზე სერიოზული ზეგავლენა აქვს, სიმდიდრეს კი, უარესი. ბევრ
განვითარებულ და
სწრაფად განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მდიდრები
იყენებენ დიდი
რაოდენობით რესურსებს და წარმოქმნიან ასევე დიდი რაოდენობით ნარჩენს.
ასეთი სიმდიდრე
დამყარებულია მასობრივი საშუალებებით რეკლამირებულ მოსაზრებაზე, რომ
ადამიანთა
ბედნიერებისათვის აუცილებელია უფრო და უფრო მეტი ნივთის ყიდვა. ასეთი
ტიპის სიმდიდრეს

39
გარემოზე მაღალი უარყოფითი ზეგავლენა აქვს. გამოთვლილია, რომ ერთი წლის
განმავლობაში ერთი
ამერიკელი მოქალაქის გამოსაკვებად და ცხოვრების პირობების
დასაკმაყოფილებლად საჭიროა 27
ტრაილერის ტვირთის ოდენობის რესურსი, მთლიანად აშშ მოსახლეობისათვის კი
7,9 მილიარდი

148
წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოსახლეობა ინდოეთის მოსახლეობაზე
ნაკლებია, აშშ-ში
მოიხმარენ 30-ჯერ მეტ რესურსებს, ვიდრე ინდოეთის მოსახლეობა და 100-ჯერ
მეტს, ვიდრე ღარიბი
ქვეყნები. შედეგად, აშშ-ს ერთი მოქალაქის გარემოზე ზეგავლენა და მის მიერ
დატოვებული
ეკოლოგიური ნაკვალევი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებადი
ქვეყნების მოქალაქეების.
სიმდიდრესა და გარემოს ხარისხს შორის ზემოაღწერილი კავშირის გარდა,
არსებობს სხვაგვარი
კავშირიც - სიმდიდრე იძლევა იმის საშუალებას, ადამიანები უფრო მეტად
დაინტერესდნენ გარემოს
ხარისხით. სიმდიდრე იძლევა ახალი ტექნოლოგიების განვითარების
შესაძლებლობას გარემოში
დამაბინძურებლების გაფრქვევის, გარემოს დეგრადაციისა და რესურსების
უყაირათოდ გამოყენების
შესამცირებლად. აშშ-ში და ბევრ მდიდარ ქვეყნაში ჰაერი, წყალი, მდინარეებისა
და ტბების
უმრავლესობა უფრო სუფთაა ვიდრე 1970-იან წლებში იყო. გარდა ამისა, ამ
ქვეყნებში საკვების
ნაკლებობა, ისევე როგორც საკვების უსაფრთხოება ნაკლებად პრობლემურია,
ასევე მნიშვნელოვნად
შემცირებულია სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ინფექციური
დაავადებების შემთხვევების

40
რაოდენობა, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადარჩენილ იქნა
გადაშენების წინაშე მყოფი
არაერთი სახეობა. ამგვარად, სიმდიდრე იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსდეს
გარემოს ხარისხის
გასაუმჯობესებლი ღონისძიებები, რომლებიც გამყარებულია მეცნიერული
კვლევებითა და
ტექნოლოგიურ მიღწევებით. განათლების სფეროში გაუმჯობესებებმა
განაპირობეს ის, რომ
მოქალაქეები მოითხოვენ ბიზნესისგან და არჩეული თანამდებობის პირებისგან
ღონისძიებების
გატარებას გარემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. 21 ბევრ განვითარებულ
ქვეყანაში განათლებამ და
სიმდიდრემ აგრეთვე ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდის შემცირებას. ამასთან,
აღნიშნულითან
ერთად, გასათვალისწინებელია სიმდიდრის მეორე, უარყოფითი მხარე -
სიმდიდრე აძლევს
„მდიდრებს“ იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ადგილზე
მოიპოვონ რესურსები,
თანაც ისე, რომ ვერც კი დაინახონ თავისი მომხმარებლური მიდგომით
გამოწვეული, გარემოზე
უარყოფითი ზეგავლენის შედეგები. ფასები ბუნებრივი კაპიტალის ღირებულებას
არ მოიცავს
როდესაც კომპანიები მოიხმარენ რესურსებს მომხმარებელთა პროდუქტითა და
მომსახურებით
დასაკმაყოფილებლად, მათ როგორც წესი, არ მოეთხოვებათ რესურსების
გამოყენებით გამოწვეული
გარემოსთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურება. მაგალითად ,
თევზმჭერი კომპანიები
იხდიან თევზჭერის ღირებულების საფასურს, მაგრამ არ იხდიან გამოლეული
თევზების მარაგის
საზღაურს. ანალოგიურად, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია იხდის მოჭრილი
ხის საფასურს,

41
მაგრამ არ ანაზღაურებს ტყის ჭრით გამოწვეული გარემოს დეგრადაციისა და
დაკარგული ბუნებრივი
ჰაბიტატების ღირებულებას. ამ კომპანიების მთავარი მიზანი მაქსიმალური
მოგების მიღებაა,
ამდენად, ისინი ნებაყოფლობით არ გადაიხდიან გარემოსთვის მიყენებული
ზიანის საფასურს; ისინი
არც კი შეეცდებიან, რომ დაითვალონ (შეაფასონ) ზიანი, თუ ეს მათ არ მოეთხოვათ
კანონმდებლობით.

149
შედეგად, მომხმარებელთა მიერ საქონლისა და მომსახურებისათვის გადახდილი
თანხა არ მოიცავს
გარემოსთვის მიყენებული ზიანის საფასურს. მომხმარებლები, როგორც წესი,
ვერც კი აცნობიერებენ,
რა ზიანს აყენებენ დედამიწის სასიცოცხლო სისტემებს და საკუთარ
ჯანმრთელობას. მეორე პრობლემა
იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობები ხშირად კომპანიებს უწესებენ
საგადასახადო შეღავათებს ან
გამოყოფენ სუბსიდიებს რესურსის ასათვისებელი ბიზნესის ხელშესაწყობად.
ასეთი მიდგომები
იძლევა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების
ხელშეწყობის შესაძლებლობას,
თუმცა, ამავდროულად, მათ შეიძლება ხელი შეუწყონ ბუნებრივი კაპიტალის
დეგრადაციას, რადგან
ბუნებრივი კაპიტალის გაუფასურებით გამოწვეული დანახარჯები არ აისახება
საქონლისა და
მომსახურების საბაზრო ფასებში.
(სალექციო კურსი- მწვანე ეკონომიკა; ეკატერინე შილაკაძე გვ 146-149)

2222222222222222222222222222222222
ადამიანთა საზოგადოების განვითარება

42
ბუნებასთან განუწყვეტელ ურთიერთობაში ხორციელდება. ადამიანს ესაჭიროება
სხვადასხვა მატერიალური რესურსი, რომელიც ბუნებაზე ზემოქმედებით უნდა
მიიღოს. ბუნებისა და საზოგადოების ეს ურთიერთქმედება რთული და
წინააღმდეგობრივია, რომელიც თანდათანობით იცვლებოდა ადამიანის
ევოლუციის
კვალდაკვალ. თუ საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპზე ანთროპოგენური
ფაქტორი სუსტი იყო (სხვა ბუნებრივ ფაქტორებთან შედარებით), შემდეგში თავისი
მნიშვნელობით და მასშტაბებით გაუტოლდა მათ და გადააჭარბა კიდეც.
(ნ.პეპენაშვილი, ლ.კლიმიაშვილი, კ.მაღრაძე, გარემო და მდგრადი განვითარება,
თბილისი 2007, გვ 11)
2222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222
თავი 9. ენერგია და საზოგადოება

საზოგადოების ენერგოაღჭურვილობა მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის


საფუძველი, მისი ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორია. მსოფლიოს
მზარდი ეკონომიკა ითხოვს ენერგეტიკის სულ უფრო სწრაფ განვითარებას - ის

უნდა იყოს საიმედო და მდგრადი. უდავოა ენერგიის როლი ცივილიზაციის შემ-


დგომ განვითარებაში.

ცივილიზაციის განვითარების დროს ბევრჯერ ხდებოდა ენერგიის ტრადიცი-


ული წყაროების შეცვლა ახალი, უფრო სრულყოფილი რესურსებით და არა მარ-
ტო იმიტომ, რომ ძველი წყაროები ამოიწურა.

21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო მსოფლიო ენერგეტიკის ახალი ეტაპი –


გაჩნდა “ენერგოდამზოგველი” ენერგეტიკა, რომელიც გამიზნულია უკვე საკმაოდ
დაზიანებული ბიოსფეროს შესანარჩუნებლად. ეს ენერგოდამზოგველი
ენერგეტიკა

43
ეძებს ახალ, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, რომლებიც არ მიაყენებენ ზიანს
გარემოს და ამავე დროს იქნებიან იაფი და ეფექტური. ეს კი დაკავშირებულია

ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შექმნასთან, რაც შესაძლებელია განხორცი-


ელდეს მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით. ტრადიციული, ამოწურვადი ენერ -
გიის წყაროებისაგან განსხვავებით ენერგიის არატრადიციული ფორმები არ
შემოი-
ფარგლება გეოლოგიურად შექმნილი მარაგით და მათი გამოყენება არ
გამოიწვევს

რესურსების ამოწურვას.

არატრადიციული კვლავწარმოებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მიზან -


შეწონილობას განსაზღვრავს წარმოებული ენერგიის ღირებულება
ტრადიციულთან

შედარებით. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის


ლოკალურ მომხმარებლებს.

მზის ენერგია

ყოველ წამში დედამიწაზე გამოსხივებული მზის ენერგიიის სიმძლავრე შეად-


გენს 170 მლრდ.ჯოულს წამში, რომლის მხოლოდ მესამედი აღწევს დედამიწის

ზედაპირს – დანარჩენი იფანტება ან შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ. მზის ენერ -


გია, რომელიც ხვდება რომელიმე საშუალო ზომის ტბის ზედაპირზე, მსხვილი

ელექტროსადგურის სიმძლავრის ეკვივალენტურია.

44
110

110

ასე, რომ მზის ენერგია არის ყველაზე გრანდიოზული, იაფი და ამავე დროს
ადამიანის მიერ ყველაზე ნაკლებად გამოყენებული ენერგია.
ბოლო დროს, მზის ენერგიის გამოყენების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა,
რადგანაც მისი შესაძლებლობის პოტენციალი უსაზღვროდ დიდია – მისი
ენერგიის მხოლოდ 0,0125% დააკმაყოფილებდა დღევანდელი მსოფლიოს ყველა
ენერგომოთხოვნილებას. მაგრამ, სამწუხაროდ მისი გამოყენება დიდ მასშტაბებში
ძნელია, რადგანაც მცირეა მზის ენერგიის სიმკვრივე. ასე, რომ 1მ2 მზით
განათებული ფართობიდან შესაძლოა მივიღოთ 160ვტ სიმძლავრის
ელექტროენერგია, ხოლო 100 000კვტ-ს მისაღებად დაგვჭირდება მზის ენერგია
1,6კვ2 ფართობიდან, რაც ეკონომიურად არაეფექტურია. ამავე დროს, მზის
ენერგიის გამოყენების ყველაზე ხელსაყრელი პირობები არსებობს ტროპიკულ
განედზე ანუ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში,
იაპონიაში,
ისრაელში, ავსტრალიასა და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა კავშირის
რესპუბლიკებში. ასე, რომ არსებობენ ობიექტური ფაქტორები, რომლებიც
ზღუდავენ მზის ენერგიის გამოყენებას.

ქარის ენერგია

უხსოვარი დროიდან ადამიანები იყენებდნენ ქარის ენერგიას, მაგრამ იალქნი-


ანი გემები და ქარის წისქვილები იყენებდნენ დედამიწაზე პოტენციურად არსე-
ბული 2,7 ტრილიონ კვტ ენერგიის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს. ფიქრობენ, რომ

45
ტექნიკურად შესაძლებელია 40 მლრდ.კვტ ენერგიის ათვისება და ეს დაახლოებით
10-ჯერ აღემატება პლანეტის ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს. მაშ, რატომ არ არ

პოვა ფართო გამოყენება ასე მდიდარმა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყა-


რომ? დღეისობით, ქარის ძრავები გამოიმუშავებენ მსოფლიო ენერგომოთხოვნი-
ლების მხოლოდ მეათასედ ნაწილს. 1989 წელს ქარის პოტენციური ენერგია

განისაზღვრა 300 მლრდ.კვტ./სთ რაოდენობით, მაგრამ ტექნიკურად ენერგიის


მისა-
ღებად შესაძლებელია გამოვიყენოთ მისი მხოლოდ 1,5%. მთავარი დაბრკოლება

მისი გაბნევა და არამდგრადობაა. არამდგრადობა მოითხოვს ელექტროენერგიის

აკუმულატორების აგებას, რაც საგრძნობლად ზრდის მის თვითღირებულებას. ამა-


ვე დროს მისი გაბნეულობა მოითხოვს ხუთჯერ მეტ ფართობს, ვიდრე იგივე სიმ-
ძლავრის მზის ელექტროსადგურები, თუმცა ეს ფართობები ამავე დროს შესაძ-
ლებელია გამოყენებულ იქნეს სოფლის მეურნეობაში. დედამიწაზე არსებობს
ისეთი

111

111

ადგილები, სადაც ქარი უბერავს საკმარისი მდგრადობითა და ძალით, რამაც

გამოიწვია მრავალფეროვანი სპეციალური დანადგარების შექმნა, რომლებიც


ეფექ-

46
ტურად გარდაქმნიან ქარის ენერგიას ელექტრულში. ზოგიერთი სიმაღლეში
რამდე-
ნიმე ათეულ მეტრს აღწევს და როგორც ფიქრობენ, დროთა განმავლობაში მათი

საშუალებით უნდა შეიქმნას რეალური ელექტროქსელი. მცირე ზომის ქარის


დანად-
გარები გამიზნულია ცალკეული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების ელექ -
ტროენერგიით უზრუნველყოფისათვის. დღეს ქარის ენერგია ძირითადად
გამოიყენება

ელექტროენერგიის მისაღებად ავტონომიური მომხმარებლებისათვის – წყლის


ამოსა-
ტუმბავად ურწყავ მინდვრებზე, საძოვრებზე ან ჭაობების დასაშრობად, მეტეოსად-
გურების, სასიგნალო მოწყობილობების, რადიოკავშირისათვის და ა.შ. ქარის
გამო-
ყენების დროს ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არამდგრადობა ანუ

ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავება ქარიანი ამინდის დროს და მისი


დეფიციტი ქარის არარსებობისას. არსებობს ჭარბი ენერგიის შენახვის სხვადასხვა
ხერხი – ელექტროაკუმულატორიდან დაწყებული ისეთი დანადგარების
გამოყენება,

რომლებიც ქარის ენერგიას გადაიყვანენ პოტენციურ ენერგიაში (მაგალითად , ტუმ-


ბავენ წყალს სიმაღლეზე განლაგებულ რეზერვუარში, რომლის შემდგომი ვარდნა

აამუშავებს ჰიდროტურბინას) ან გამოიყენება წყალბადის მისაღებად, რომელიც


ინახება თხევად მდგომარეობაში და შემდგომში გამოიყენება წყალბადის
ძრავებში.

47
გეოთერმული ენერგია

გეოთერმული ენერგეტიკა ეფუძნება დედამიწის წიაღის ბუნებრივი სითბოს გა-


მოყენებას. დედამიწის წიაღი წარმოადგენს უზარმაზარ, პრაქტიკულად ამოუწურავ

სითბური ენერგიის წყაროს. მისი რაოდენობა წელიწადში შეფასებულია 2,8ხ1014


მლრდ.კვტ/სთ-ით და ის გამუდმებით კომპენსირდება ზოგიერთი რადიოაქტიური
ნივთიერების დაშლით დედამიწის ქერქში.
არსებობს გეოთერმული ენერგიის წყაროების ორი ტიპი:

1. ცხელი წყლის ან ორთქლის ბუნებრივი მიწისქვეშა რეზერვუარები


(ჰიდროთერმუ-
ლი წყაროები). ასეთი რეზერვუარები თავისი არსით წარმოადგენს მზარეულ
“მიწის-
ქვეშა ქვაბებს”, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ჭაბურღილების
საშუალებით.

112

112

2. დედამიწის მიწისქვეშა ქანების სითბო. ამ შემთხვევაში, მათ ჰორიზონტში ჭა-


ბურღილების საშუალებით ჩაიქაჩება წყალი, რომელიც შემდგომში გამოიყენება

ენერგეტიკული მიზნებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ გეოთერმულ ენერგიას აქვს შემდეგი მომგებიანი


თვისებები:

48
 მისი მარაგი პრაქტიკულად ამოუწურავია;
 იგი ფართოდაა გავრცელებული დედამიწაზე;
 მისი გამოყენება შედარებით იაფია;
 ეკოლოგიური თვალსაზრისით “სუფთაა”, რადგანაც არ იწვევს
გარემოს დაბინძურებას.

ოკეანეს ენერგია

საწვავის გაძვირებამ და მის მოპოვებასთან წარმოქმნილმა სიძნელეებმა გამო -


იწვია სულ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა ენერგიის ისეთ წყაროსთან, როგო-
რიცაა ოკეანე. ოკეანური დინებების ენერგია შეფასებულია 1018 ჯოულით, მაგრამ

დღეს ვიყენებთ მის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს. გარდა ოკეანური დინებებისა,


ყურადღებას იპყრობს მოქცევის ენერგიის გამოყენება, რომელიც გათვლებით
შეადგენს 3 მლრდ.კვტ-ს და რომელიც გამოწვეულია მთვარის მიზიდულობით.

ჰიდროელექტროსადგურებისგან განსხვავებით, რომელთა მუშაობა დამოკიდე-


ბულია მდინარის რეჟიმზე, მოქცევის ენერგია მუდმივია.

ოკეანის ენერგოწყაროებს შეიძლება ასევე მივაკუთვნოთ ტალღების ენერგია ,


რომლის გამოყენება სცადეს ისეთ ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და
იაპონია.

ამავე დროს, შესაძლებელია ოკეანის ზედაპირული და ფსკერის ტემპერა-


ტურული სხვაობის გამოყენება ელექტროენერგიის მისაღებად.

49
მაგრამ, როგორც ფიქრობენ, ტექნიკურად შეგვიძლია ავითვისოთ მოქცევის
ენერგიის მხოლოდ 2%.

113

113
ბიომასის ენერგია

“ბიომასა” წარმოადგენს ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ნივთიე-


რებებს ან მათი გადამუშავების შედეგად მიღებულ ნარჩენებს. არსებობს ბიომასის

ენერგეტიკული გამოყენების ორი გზა: თერმოქიმიური და ბიოტექნოლოგიური .

პირველ შემთხვევაში ენერგია მიიღება ბიომასის უშუალო დაწვით. მეორე შემ-


თხვევაში ბიომასა ბიოტექნოლოგიური გადამუშავების შედეგად გარდაიქმნება

გაზში (მეთანი) და ან საწვავში (სპირტი). განსაკუთრებულად პერსპექტიულია


ნარჩენების ბიოტექნოლოგიური დამუშავება. მაგალითად ბიოტექნოლოგიურად

გადამუშავებული ბიომასა შედგება 5-80% მეთანისაგან და 20-50% ნახშირორ-


ჟანგისაგან და მისი თბოუნარიანობა შეადგენს 5-6 ათას კკალ/მ3-ს. ყველაზე

ეფექტურ მეთანის წყაროს წარმოადგენს ნაკელი – მისი ერთი ტონისაგან მიიღება


10-12 მ3 მეთანი. ამავე დროს, 100 მლნ ტონა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენის
გადამუშავებით, როგორიცაა ნამჯა, შეიძლება მივიღოთ 20 მლრდ.მ3 მეთანი. ასე,
რომ ბიოგაზის მიღების დროს ხდება სამი ამოცანის გადაწყვეტა: ენერგეტიკულის,
აგროქიმიურის (მიიღება სასუქები) და ეკოლოგიურის.

50
უნდა ითქვას, რომ ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენება დაკავ-
შირებულია ეკონომიურ და სოციალურ პრობლემებთან. პირველ რიგში, ეს დაკავ-
შირებულია მათ მაღალ თვითღირებულებასთან და ახალი ტექნიკისა და ტექნო-
ლოგიების შექმნის აუცილებლობასთან. ამ პრობლემების გადაწყვეტა კი ითხოვს

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ერთობლივ, გონივრულ ურთიერთქმედებას.


(ნ.პეპენაშვილი, ლ.კლიმიაშვილი, კ.მაღრაძე, გარემო და მდგრადი განვითარება,
თბილისი 2007, გვ109-113)

51

You might also like