You are on page 1of 9

საერთაშორისო ურთიერთობების გლობალიზაცია.

1 თავი

აღწერეთ კოლექტიური ქმედების პრობლემის თვისებები და ძირითადი პრინციპების ამ


პრობლემასთან მიმართება

ვიწრო გაგებით, საერთაშორისო ურთიერთობების დარგი მსოფლიოს მთავრობებს შორის


ურთიერთობებს შეისწავლის.მჭიდროდ ინტეგრირებულმა გლობალურმა ფინანსურმა
ბაზრებმა მსოფლიო მასშტაბით პულსაციის ეფექტი შექმნა, რაც დღემე იგრძნობა.
ამგვარად, გლობალიზაციის სამი ნიშანი-გლობალური მგზავრობის გამარტივება,
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაფართოება და ინტეგრირებული ბაზრები,
თავისთავადი მოვლენებია, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს
გავლენას.

ძირითადი პრინციპები

საზიარო ინტერესები ჯგუფის წევრთა კონფლიქტური ინტერესების წინააღმდეგ-ამ


პრობლემას სხვადასხვა სახელწოდებით ვხვდებით განსხვავებულ კონტექსტებში:
კოლექტიური ქმედების პრობლემა, "უფასო გასეირნების" პრობლემა "ტვირთის
განაწილების" პრობლემა ან "პატიმრის დილემა". ჩვენ ამ პრობლემას ზოგადი სახით,
კოლექტიური სარგებლის პრობლემად მოვიხსენიებთ.კოლექტიური სარგებლის
პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჯგუფის ყველა წევრი
სარგებლით იმისდა მიუხედავად, შეიტანეს თუ არა მათ წვლილი ამ საერთო სარგებლის
შექმნაში. ზოგადად, პატარა ჯგუფებში კოლექტიური სარგებლით უზრუნველყოფა უფრო
მარტივია, ვიდრე დიდ ჯგუფებში. პატარა ჯგუფში ერთი წევრის ტყუილი (ან უფასოდ
გასეირნება) უფრო რთული დასამალია, რადგან მას უფრო დიდი გავლენა აქვს ზოგად
კოლექტიურ სარგებელზე და მისი დასჯაც უფრო იოლია. პატარა ჯგუფის უპირატესობა
გვეხმარება, ავხსნათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში დიდი ძალების სისტემისა და
ეკონომიკურ საქმეებში ინდუსტრიალიზებული ქვეყნების "დიდი ოცეულის" ჯგუფის
მნიშვნელობა.კოლექტიური სარგებლის იდეა ყველა ჯგუფსა და საზოგადოებაში
არსებობს, მაგრამ ის განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს საერთაშორისო
ურთიერთობებში, რადგან ყველა სახელმწიფო სუვერენულია, არ არსებობს ცენტრალური
ხელისუფლება, როგორიც იქნებოდა მსოფლიო მთავრობა, რომელიც ინდივიდუალურ
ერებს საჭირო ზომებს მიაღებინებდა კოლექტიური სარგებლის უზრუნველსაყოფად. ამის
საპირისპიროდ, სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკაში, მთავრობას შესწევს ძალა,
ინდივიდები აიძულოს, წვლილი შეიტანონ საერთო საქმეში და არ იმოქმედონ
ინდივიდუალური ეგოისტური ინტერესების გასატარებლად, გადაიხადონ გადასახადები,
დაბინძურების საწინააღმდეგო აღჭურვილობის დასამონტაჟებლად ან საწარმოების
ასაშენებლად და სატრანსპორტო საშუალებების განსავითარებლად. თუკი ინდივიდები
არ ემორჩილებიან წესებს, ხელისუფლებას შეუძლია მათი დასჯა. მართალია, ხანდახან
ისეც ხდება, რომ თაღლითებსა და კრიმინალებს არ იჭერენ და მთავრობებიბოროტად
იყენებენ ძალაუფლებას, მაგრამ ზოგადად, ეს პრინციპები საკმაოდ კარგად მუშაობს
საზოგადოების შესანარჩუნებლად.

სამი ძირითადი პრინციპი- დომინანტობა, ნაცვალგება და იდენტობა-იმ ძირითადი


პრობლემის შესაძლო გადაწყვეტას გვთავაზობს, როგორიცაა ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან იძულების გარეშე ინდივიდების დარწმუნება, ითანამშრომლონ
საერთო სარგებლის მისაღებად.ეს სამი პრინციპი ფუნდამენტურია სოციალური
მეცნიერებებისთვის და ისეთ განსხვავებულ დისციპლინებში გვხვდება, როგორებიცაა:
ცხოველთა საზოგადოების კვლევები, ბავშვთა განვითარება, სოციალური ფსიქოლოგია,
ანთროპოლოგია, ეკონომიკა და რა თქმა უნდა, პოლიტიკის მეცნიერება. თითოეული ამ
პრინციპის ასახსნელად, მათ ვიწრომასშტაბურ, ადამიანურ და საერთაშორისო
ურთიერთობების მაგალითებს მოვარგებთ.

დომინანტობა

დომინანტობის პრინციპი ძალის იერარქიის ჩამოყალიბებით ჭრის კოლექტიური


სარგებლის პრობლემას. ამ იერარქიის მწვერვალზე მყოფი სახელმწიფო აკონტროლებს
ქვემოთ მყოფებს-ეს გარკვეულწილად ჰგავს მთავრობას რეალური ხელისუფლების
გარეშე. შეზღუდული რესურსებისათვის ბრძოლის ნაცვლად ჯგუფის წევრებმა შეიძლება
დროდადრო "სტატუსთა იერარქიაში" პოზიციის მოსაპოვებლად იბრძოლონ. შედეგად,
სოციალური კონფლიქტები, თუ ვინ მიიღებს რესურსებს, ავტომატურად წყდება იმ
აქტორის სასარგებლოდ, ვინც უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე დგას. დომინანტური
პოზიციისათვის ბრძოლას გაწერილი წესები აქვს, რომლებიც გარკვეულწილად ამცირებს
ჯგუფის წევრებისათვის მიყენებულ ზიანს. დამორჩილებისა და დომინირების
სიმბოლური აქტები განამტკიცებს ყველგან არსებულ სტატუსთა იერარქიას.

საერთაშორისო ურთიერთობებში დომინანტობის პრინციპი უდევს საფუძვლად დიდი


ძალების სისტემას, რომელშიც ძლევამოსილი სახელმწიფოები სხვებს კარნახობენ ქცევის
წესებს.ზოგჯერ, ე.წ. ჰეგემონი ან ზესახელმწიფო დგას დიდი ძალების ზემოთ, როგორც
დომინანტი ერი. გაეროს უშიშროების საბჭო, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი სამხედრო
პოტენციალის მქონე სახელმწიფოებს აქვთ ვეტოს უფლება, ნათლად ასახავს
დომინანტობის პრინციპს. დომინანტობის პრინციპით კოლექტიური სარგებლის
პრობლემის გადაჭრის უპირატესობა ჰგავს მთავრობას, რომელიც აიძულებს ჯგუფის
წევრებს,თავიანთი წვლილი შეიტანონ საერთო სარგებელში. ის ამცირებს ჯგუფის შიგნით
ღია კონფლიქტის ალბათობას. თუმცა, დომინანტობას თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნია. ეს
ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ სტაბილურობა სტატუსთა იერარქიის დაბალ
საფეხურზე მდგომი წევრების მუდმივი ჩაგვრისა და მათი უკმაყოფილების ხარჯზე
მიიღწევა. ამასთანავე, დროდადრო იერარქიაში მაღალი პოზიციისათვის ბრძოლამ
ჯგუფის სტაბილურობა და კეთილდღეობა ეჭვქვეშ დააყენოს, მაგალითად მაშინ, როცა
უმაღლეს პოზიციაზე პრობლემები სერიოზულ ბრძოლებში გადაიზრდება.
საერთაშორისო ურთიერთობების შემთხვევაში დიდი ძალების სისტემასა და
ზესახელმწიფოს ჰეგემონიას შედარებითი მშვიდობისა და სტაბილურობის
უზრუნველყოფა შეუძლია ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ შემდეგ ამ იერარქიის
ჩამოშლამ, შესაძლოა, დიდ ძალებს შორის ძვირადღირებულ ომამდე მიგვიყვანოს.

ნაცვალგება

ნაცვალგების პრინციპი კოლექტიური სარგებლის პრობლემას შემდეგნაირად აგვარებს:


იგი აჯილდოვებს ჯგუფის ხელშემწყობ ქცევას, ხოლო ჯგუფის ხარჯზე ეგოისტური
ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ მიმართულ ქცევას სჯის. ნაცვალგება აღსაქმელად
ძალიან მარტივია და შეიძლება "აღსრულდეს" ცენტრალური მთავრობის ჩარევის
გარეშეც. საერთო სარგებლის მისაღებად ინდივიდების იძულებისათვის,
ითანამშრომლონ, ნაცვალგება საიმედო გზაა.
თუმცა ნაცვალგება მოქმედებს როგორც დადებით ასევე უარყოფით
კონტექსტებში.კოლექტიური სარგებლის პრობლემის გადაჭრისას ნაცვალგების
პრინციპის მთავარი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ის შესაძლოა დაღმავალ
სპირალს დაემსგავსოს, რამეთუ ყველა მხარე სჯის სხვა მხარეს იმ მოქმედებების გამო,
რასაც თავად ნეგატიურად აღიქვამს.
საერთაშორისო ურთიერთობებში ნაცვალგება აყალიბებს საერთაშორისო სისტემაში
არსებული ნორმების (ჩვეულებები, მოლოდინები) და ინსტიტუტების საფუძველს.
ნაცვალგების უარყოფითი მხარე ისაა, რომ ის წაახალისებს გამალებულ შეიარაღებას,
რადგან თითოეული მხარე პასუხობს მეორეს მილიტარიზაციას. თუმცა, ის ასევე
შესაძლებელს ხდის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებების გაფორმებასა და
კონფლიქტის გადაწყვეტის სხვა ეტაპობრივი ზომების მიღებას, რამდენადაც
კონფლიქტის მხარეები ერთმანეთის შესაბამისად მოქმედებენ ომის ზღვრიდან უკან
დახევისას.

კოლექტიური სარგებლის პრობლემის გადაჭრის მესამე პოტენციური გზა მონაწილეების,


საზოგადოების წევრების იდენტობებში მდგომარეობს. მაშინ, როცა დომინანტობისა და
ნაცვალგების პრინციპები ინდივიდუალური, ეგოისტური მიზნის მიღწევის იდეას
ეყრდნობა, იდენტობის ინტერესებზე იმდენად ზრუნავენ, რომ მზად არიან თავიანთი
ინტერესები მათ კეთილდღეობას შესწირონ.ამ პრინციპის მოქმედება მხოლოდ ოჯახით
არ შემოისაზღვრება, ის ასევე შეიძლება იმ იდენტობის საზოგადოებაზე განვაზოგადოთ,
რომელსაც თავს მიაკუთვნებთ. ისევე, როგორც ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე,
ეთნიკური, გენდერული, მსოფლიო მეცნიერთა ჯგუფების ან ერის წევრებიც ზრუნავენ
ერთმანეთზე. თითოეულ ამ შემთხვევაში, ჯგუფის ინდივიდუალური წევრები
კოლექტიური სარგებლის პრობლემას გადაჭრიან იმგვარად, რომ ეს მათთვის, როგორც
ინდივიდებისთვის საუკეთესო გამოსავალი არ იქნება, რადგან სარგებელი "საერთოა
მთელი ოჯახისთვის", ასე ვთქვათ.
საერთაშორისო ურთიერთობებში იდენტობის საზოგადოებები მნიშვნელოვან როლს
თამაშობს კოლექტიური სარგებლის რთული პრობლემის გადალახვაში: მათ შორის, ვის
შეაქვს მეტი წვლილი განვითარებაში, მსოფლიო ჯანდაცვაში, გაეროს სამშვიდობო
მისიებში.

მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან

ქალი და მამაკაცი, რომლებსაც რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებთ. მათ უყვართ


ერთმანეთი და სხვების გარემოცვაში ყოფნაც მოსწონთ, მაგრამ ერთ დღესაც მოდიან
თქვენთან, რომ დაეხმარო პრობლემის გადაჭრაში. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ
როდესაც ისინი სასეირნოდ მიდიან, კაცს სურს ოპერაში წასვლა, ხოლო ქალი კრივის
მატჩებზე დასწრებას არჩევს. სწრაფად აცნობიერებ, რომ ამ შემთხვევაში კოლექტიური
სარგებლის პრობლემას აწყდები, რომელშიც საზიარო ინტერესი ერთად დროის
გატარებაა, ხოლო ურთიეთსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ინტერესები: ოპერაში
სპექტაკლზე დასწრება და კრივის მატჩის ყურებაა.
შენ შეიძლება ამ პრობლემას სამი გზით მიუდგე:

პირველი: შენ შეგიძლია თქვა: "ტრადიციულად, ურთიერთობები უკეთ ყალიბდება,


როდესაც მამაკაცს აქვს წამყვანი როლი. ათასწლეულების მანძილზე მამაკაცი იღებდა
გადაწყვეტილებას და ქალი ამ გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა. გთავაზობთ, ახლაც
ასევე მოიქცეთ და იყიდოთ ოპერის სეზონური ბილეთი." ეს იქნებოდა დომინანტობის
პრინციპით პრობლემის გადაჭრა.

მეორე, შენ შეგიძლია მათ შესთავაზო: "კინკლაობის ნაცვლად უმჯობესია ჩამოაყალიბოთ


კონკრეტული მოდელი და მოილაპარაკოთ, რომ ერთხელ კრივზე წახვალთ, შემდეგ
ჯერზე კი ოპერაში." ეს იქნებოდა პრობლემის გადაჭრა ნაცვალგების პრინციპით. შენ
შეგიძლია ჩამოაყალიბო შეთანხმებები, კალკულაციის სისტემები და საზიარო
მოლოდინები, რომ ერთი შეხედვით მარტივი გამოსავალის განხორციელება მართო.

მესამე: შენ შეგიძლია უთხრა: "ვის ანაღვლებს ოპერა ან კრივი? მთავარია, რომ გიყვართ
ერთმანეთი და ერთად ყოფნა გსურთ. გვერდი აუარეთ ზედაპირულ პრობლემებს და
გააძლიერეთ ის ძირითადი გრძნობები, რამაც დაგაკავშირათ. შემდეგ აღარ ექნება
მნიშვნელობა, სად წახვალთ და რას უყურებთ". ეს იქნება იდენტობის პრინციპით
პრობლემის გადაწყვეტა.

მაგალითი საერთაშორისო ურთიერთობებიდან

ახლა კი განვიხილოთ ბირთვული იარაღის გავრცელების პრობლემა. ყველა ქვეყნის


ინტერესში შედის მშვიდობისა და სტაბილურობის კოლექტიური სარგებლის მიღება.
მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა კი რთულია იმ სამყაროში, სადაც უფრო და
უფრო მეტი ქვეყანა აწარმოებს უფრო მეტსა და მეტ ბირთვულ იარაღს. თუკი
საზოგადოების შიგნით ინდივიდები ხელთ იგდებენ სახიფათო იარაღს, მთავრობას
შეუძლია ის საზოგადოებას მოაშოროს, რათა ყველა დაიცვას. თუმცა სახელმწიფოთა
საზოგადოებაში ასეთი ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობს. 2006 წელს ჩრდილოეთ
კორეამ პირველად გამოსცადა მისი პირველი ბირთვული ბომბი, ირანი კი
დღემდეაგრძელებს ურანის გამდიდრებას, რომელიც შეიძლება ბირთვული იარაღის
წარმოებისთვის იქნეს გამოყენებული. ორივე შემთხვევაში უგულებელყვეს გაეროს
რეზოლუციები.
ერთ-ერთი მიდგომა ნაწილობრივ ამართლებს ბირთვული იარაღის გავრცელებას იმ
შემთხვევაში, თუ მასზე წვდომა მხოლოდ რამდენიმე ძლევამოსილ სახელმწიფოს ექნება.
"დიდი ხუთეულის" ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე დიდ ბირთვულარსენალს ფლობენ,
გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებაც აქვთ. ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გაუვრცელებლობის
ინიციატივის გავლით მოქმედი ბირთვული ძალები ცდილობენ, ექსკლუზიური უფლება
მოიპოვონ ბირთვულ იარაღზე და მასზე პატარა სახელმწიფოების წვდომა არდაუშვან. ეს
არის დომინანტური მიდგომა. დომინანტობის პრინციპით პრობლემის გადაჭრას ის
ნაკლოვანება აქვს, რომ სიბრაზეს/უკმაყოფილებას იწვევს პატარა ქვეყნებში. ეს ქვეყნები
გაუვრცელებლობის ხელშეკრულების არამაიძულებელ ხასიათზე მიუთითებენ,
აცხადებენ რა, რომ ბირთვულმა ძალებმაც უნდა გაანადგურონ თავიანთი ბირთვული
არსენალი ისევე, როგორც სხვა ქვეყნები იკავებენ თავს ბირთვული იარაღის შექმნისგან.

ნაცვალგების პრინციპი ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის სხვა გზას


გვთავაზობს. მისი არსი გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უზრუნველყოფაში
მდგომარეობს: არსებული ბირთვული ძალების განიარაღება შედარებით პატარა
ქვეყნების ვალდებულების სანაცვლოდ, არ განავითარონ ბირთვული იარაღი.
ნაცვალგების პრინციპი ედო საფუძვლად შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებს,
რომლებიც ცივი ომის პერიოდში ფართოდ გამოიყენებოდა ზესახელმწიფოთა მიერ
ბირთვული ბომბების განვითარების სამართავად და დღესაც გამოიყენება მათი
არსენალის ორმხრივი შემცირების სამართავად. შეკავებაც ნაცვალგების პრინციპს
ეყრდნობა.

საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დარგი

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკის მეცნიერების ნაწილია და ის საერთაშორისო


პოლიტიკას ეხება-კერძოდ, მთავრობების გადაწყვეტილებებს უცხოელი აქტორების,
განსაკუთრებით სხვა მთავრობების შესახებ.საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია
საერთაშორისო ურთიერთობების მეორე მთავარი ქვედარგია, რომელიც უკავშირდება
ვაჭრობასა და ფინანსურ ურთიერთობებს ერებს შორის და ყურადღებას ამახვილებს,
როგორ თანამშრომლობენ ისინი პოლიტიკურად იმ ინსტიტუტების შესაქმნელად და
შესანარჩუნებლად, რომლებიც საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური
ტრანზაქციების ნაკადს არეგულირებს.

აქტორები და გავლენები
შეაფასეთ, წარმოადგენენ თუ არა სახელმწიფოები საერთაშორისო ურთიერთობების
მთავარ აქტორებს ჩვენს ეპოქაში. საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ აქტორებს
სახელმწიფოთა მთავრობები წარმოადგენს. საერთაშორისო ურთიერთობების
მკვლევარები ტრადიციულად სწორედ ამ მთავრობების გადაწყვეტილებებსა და
მოქმედებებს შეისწავლიან სხვა მთავრობების მიმართ.საერთაშორისო სცენა
გადაჭედილია დიდი და პატარა აქტორებით, რომლებიც მჭიდროდ არიან
გადახლართულები ზემოაღნიშნული მთავრობების გადაწყვეტილებებთან. ეს აქტორები
არიან ცალკეული ლიდერები და მოქალაქეები.საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე
მნიშვნელოვანი აქტორები სახელმწიფოები არიან.

სახელმწიფო აქტორები

სახელმწიფო დასახლებული ტერიტორიული ერთეულია, რომელსაც მთავრობა


აკონტროლებს. სახელმწიფოს მთავრობა პასუხისმგებელი არ არის უფრო მაღალი
ავტორიტეტის წინაშე. ის ახორციელებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე. მისი
სუვერენიტეტი აღიარებულია სხვა ქვეყნების მიერ დიპლომატიური ურთიერთობებისა
და როგორც წესი, გაეროს წევრობის გზით. სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსახლეობა ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას იმდენად, რამდენადაც ავითარებს
ინსტიტუტებს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის. მთელი
მოსახლეობა ან მისი ნაწილი, რომელიც იზიარებს ჯგუფის იდენტობას, შესაძლოა
საკუთარ თავს ერად განიხილავდეს. სახელმწიფოს ხელისუფლება არის დემოკრატია
იმდენად, რამდენადაც ის კონტროლდება მოსახლეობის მიერ. პოლიტიკურ ცხოვრებაში
და გარკვეულწილად საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიურ წრეებშიც.
სახელმწიფო ლიდერებზე საუბრისას ჩვენ ვგულისხმობთ ყველაზე ძლევამოსილ
პოლიტიკურ ფიგურებს და ეს ფიგურები საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვანი
ინდივიდუალური აქტორები არიან. სახელმწიფო აქტორი მოიცავს როგორც
ინდივიდუალურ ლიდერებს, ასევე ბიუროკრატიულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა:
საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

საერთაშორისო სისტემა მსოფლიო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ქსელს


წარმოადგენს, რომელიც ურთიერთქმედებათა კონკრეტულ მოდელებსა და წესებზეა
აგებული. ეს წესები განსაზღვრავს, ვინ განიხილება სისტემის წევრად, რა უფლებები და
ვალდებულებები აკისრია მას და სახელმწიფოთა შორის რა სახის ქმედებები და
რეაქციები ხდება ჩვეულებრივ.
თანამედროვე საერთაშორისო სისტემა მხოლოდ 500 წელია, რაც არსებობს. მანამდე,
ხალხი უფრო შერეულ და ურთიერთგადამფარავ პოლიტიკურ ერთეულებად: ქალაქ-
სახელმწიფოებად, იმპერიებად და საფეოდალოებად იყო ორგანიზებული. უკანასკნელი
200 წლის მანძილზე გავრცელდა იდეა, რომ ერს-ადამიანთა ჯგუფს, რომელიც იზიარებს
ეროვნული იდენტობას, ხშირ შემთხვევაში ენასა და კულტურას-უნდა ჰქონოდა
საკუთარი სახელმწიფო. დღეს არსებულ დიდ სახელმწიფოთა უმრავლესობა სწორედ
ასეთი ერი-სახელმწიფოებია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აზიასა და აფრიკაში
მიმდინარე დეკოლონიზაციის პროცესის შედეგად ბევრი ახალი სახელმწიფო შეიქმნა,
ზოგიერთი მათგანი ერ-სახელმწიფოს სულაც არ წარმოადგენს. დღესდღეობით
კონფლიქტებისა და ომის მთავარი წყარო ერებსა და სახელმწიფოს ფაქტობრივ საზღვრებს
შორის შეუსაბამობაა. როდესაც ხალხი საკუთარ თავს იმ ეროვნებასთან
აიდენტიფიცირებს, რომელსაც მათი სახელმწიფოს მთავრობა არ წარმოადგენს, მათ
შეიძლება საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის დაიწყონ ბრძოლა და ამგვარად
მოიპოვონ სუვერენიტეტი თავიანთ ტერიტორიასა და საქმეებზე. ეს ის ტენდენციებია,
რომლებიც ძირს უთხრის სახელმწიფოთა თანამედროვე სისტემას.

ყოფილი კოლონიების დამოუკიდებლობამ და მოგვიანებით დიდი, მრავალეროვნული


სახელმწიფოების (საბჭთა კავშირი და იუგოსლავია) პატარა ქვეყნებად დაშლამ
მსოფლიოში სახელმწიფოთა რაოდენობა გაზარდა. მათი ზუსტი რაოდენობა
დამოკიდებულია კვაზი-სახელმწიფო პოლიტიკური ერთეულების რაოდენობაზე. 2016
წლის მონაცემებით გაეროში 193 სახელმწიფო იყო გაწევრიანებული. ზოგიერთ
პოლიტიკურ ერთეულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სახელმწიფოს ან ქვეყანას
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფორმალურად სახელმწიფოებად არ არიან აღიარებულები.

არასახელმწიფო აქტორები

ეროვნული მთავრობები, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ


საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ისინი თავად არიან სხვადასხვა არასახელმწიფო
აქტორის ზეგავლენის ობიექტი მათ ტრანსნაციონალურ აქტორებსაც უწოდებენენ,
როდესაც საერთაშორისო საზღვრებში მოქმედებენ.
პირველი: სახელმწიფოები ხშირად მოქმედებენ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების
ფარგლებში ან მათი გავლით-ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც ეროვნული
მთავრობებია. მთავრობათაშორისი ორგანიზაციები სხვადასხვა ფუნქციას ახორციელებენ
და მათი ზომაც განსხვავდება. ზოგიერთი რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებს, გაერო კი
თითქმის ყველა სახელმწიფოს მოიცავს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია
(ოპეკი), მსოფლიო სავაჭრო ორგანიაცია, სამხედრო ალიანსები. სხვა ტიპის
ტრანსნაციონალური აქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო ორგანიზაციებია,
ზოგიერთიმათგანი საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვან რესურსებსაც ფლობს. გაეროსა და
სხვა ფორუმებზე არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოებთან ერთად უფრო და
უფრო ხშირადაა აღიარებული ლეგიტიმურ აქტორებად, თუმცა მათთან
გათანაბრებულები მაინც არ არიან. ზოგიერთ ამ ჯგუფს პოლიტიკური მიზანი აქვს,
ზოგიერთს ჰუმანიტარული, ეკონომიკური ან ტექნიკური. ზოგჯერ არასამთავრობო
ორგანიზაციები ტრანსნაციონალური ადვოკატირების ქსელთა გავლით აერთიანებენ
ძალისხმევას. არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთი კონკრეტული
მოდელი. მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთად
საერთაშორისო ორგანიზაციებად მოიხსენება.მსოფლიო მასშტაბით 50.000
არასამთავრობო და 5000 მთავრობათაშორის ორგანიზაციამდე არსებობს.

მრავალეროვნული კორპორაციები ის კომპანიებია, რომლებიც რამდენიმე ქვეყანას


მოიცავს. მსხვილი კომპანიის ინტერესები, გლობალური მასშტაბით აწარმოოს ბიზნესი,
არცერთი სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამება. მრავალეროვნული ორგანიზაციები
უფრო მეტ რესურსებს აკონტროლებენ და საერთაშორისო მასშტაბით უფრო ეფექტურად
მოქმედებენ, ვიდრე ბევრი პატარა სახელმწიფო. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ
მეგობრულად განწყობილ უცხო ქვეყნის მთავრობებს.თუმცა მრავალეროვნული
კორპორაციები ღარიბ ქვეყნებს საჭირო უცხოური ინვესტიციებითა და საგადასახადო
შემოსავლებით უზრუნველყოფენ. მრავალეროვნული კორპორაციები, თავის მხრივ,
დამოკიდებულები არიან სახელმწიფოებზე, რათა ამ უკანასკნელებმა უზრუნველყონ
მათი დაცვა, კარგად რეგულირებული ბაზრები და სტაბილური პოლიტიკური გარემო.

ზოგიერთი არასახელმწიფო აქტორი ქვესახელმწიფო აქტორებია: ისინი სახელმწიფოს


შიგნით არსებობენ, მაგრამ ან ამ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე აქვთ გავლენა ან
საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებენ, ან ორივეს ერთდროულად აკეთებენ.
ქვესახელმწიფო ეკონომიკური აქტორების-კომპანიების, მომხმარებლების, მშრომელების,
ინვესტორების- მოქმედებებს შეუძლია შექმნას ეკონომიკური საქმიანობის კონტექსტი,
რომლის წინააღმდეგაც ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენები და
რომლის ფარგლებშიც მთავრობებმა უნდა იმოქმედონ.

გლობალიზაციის, ქვესახელმწიფო და ტრანსნაციონალურ აქტორთა სამყაროში


სახელმწიფოები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თუმცა, გარკვეული
თვალსაზრისით ისინი თანდათანობით კარგავენ აქტუალობას მას შემდეგ რაცკომპანიები,
ჯგუფები და ინდივიდებისულ უფრო ხშირად დებენ პირდაპირ გარიგებებებს
საზღვრების გასწვრივ, მსოფლიო ეკონომიკა კი უფრო მეტად ინტეგრირებული ხდება.
ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე საერთაშორისო ურთიერთობები ეროვნულ
მთავრობებს შორის ურთიერთქმედებათა მიღმა ფართოვდება. როგორც სახელმწიფო,
ასევე არასამთავრობო აქტორებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების რევოლუცია
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ახალი საინფორმაციო სამყარო საერთაშორისო
ურთიერთობების სიღრმისეულად გარდაქმნას გვპირდება. ტექნოლოგიური ცვლილებები
აქტორების შედარებით შესაძლებლობებსა და მათ პრიორიტეტებზეც კი
უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს. ტელეკომუნიკაციები და კომპიუტერიზაცია
ეკონომიკას, პოლიტიკასა და კულტურას საშუალებას აძლევს, ისე იმოქმედოს მსოფლიო
მასშტაბით, როგორც არასდროს.

You might also like