You are on page 1of 17

Security notes

Class I. Foreign Policy


საგარეო პოლიტიკა აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობებსა(სახელმწიფოთა
ურთიერთობები) და საშინაო პოლიტიკას(მთავრობების ფუნქციონირება და ურთიერთობები
ინდივიდებს, ჯგუფებსა და მთავრობებს შორის). საგარეო პოლიტიკა აანალიზებს როგორც გარე,
ასევე შიდა პოლიტიკის გავლენას სახელმწიფოთა ურთიერთობებზე.

საგარეო პოლიტიკა-პოლიტიკა სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა: ომის წარმოება, საერთაშორისო


ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება.

საშინაო პოლიტიკა-პოლიტიკა შიდა პოლიტიკური სისტემის მიმართ: გადასახადები, განათლების


სტანდარტები, სამოქალაქო უფლებები.

საგარეო და საშინაო პოლიტიკას შორის განსხვავება შეიძლება განისაზღვროს იმით, თუ რა არის


პოლიტიკის სამიზნე.

თუ სამიზნე ქვეყნის საზღვრებს მიღმაა-საგარეო პოლიტიკაა, იმ შემთხვევაშიც თუ პოლიტიკას


მეორეხარისხოვანი შედეგები ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც აქვს. საგარეო პოლიტიკის სამიზნე
შეიძლება იყოს: კონკრეტული ლიდერები; არასახელმწიფოებრივი აქტორები, როგორიცაა
საერთაშორისო ორგანიზაციები; ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სახელმწიფოს
ტერიტორიებს მიღმა; მულტინაციონალური კორპორაციები’ ტერორისტული ჯგუფები’ სხვა
სახელმწიფოები; საერთაშორისო გარემო; გლობალური ეკონომიკა.

საგარეო პოლიტიკას შეიძლება ახორციელებდეს არა მარტო მთავრობები არამედ სხვა აქტორებიც
რომელთა ქმედებებიც გავლენას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ სამიზნეებზე. მაგ.
საერთაშორისო ორგანიზაციები-UN.

თუ მთავარი სამიზნე ქვეყნის შიგნითაა-საშინაო პოლიტიკა, იმ შემთხვევაშიც თუ ეს პოლიტიკა


ქვეყნის მიღმა პირებზეც ახდენს გავლენას.

(კატალონიის მაგალითი)

საგარეო პოლიტიკაზე ორი რამ ახდენს გავლენას: საგარეო და საშინაო ფაქტორები.

საგარეო ფაქტორები: საერთაშორისო გარემო-როგორ არის საერთაშორისო სისტემა მოწყობილი,


თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თვისებები, ან კონკრეტული სახელმწიფოების
ქმედებები.

რეალიზმი-ვინაიდან საერთაშორისო სისტემაში არ არსებობს ცენტრალიზებული მმართველობა,


არის ანარქია და შესაბამისად საერთო სამართლებრივი სისტემის არსებობის გარეშე კონფლიქტის
წარმოშობის პოტენციალი დიდია. სახელმწიფოები არ ენდობიან ერთმანეთს და არსებობს
შეჯიბრება და დაპირისპირება. ამის გამო, რეალისტების აზრით, სახელმწიფოებმა მაქსიმალური
მობილიზება უნდა გაუკეთონ სამხედრო ძალას, რათა პოტენციური საფრთხისგან დაიცვან თავი
და დააბალანსონ საპირისპირო მხარე. თუკი სახელმწიფო არ წარმოადგენს მსოფლიო ძალას,
როგორც მაგ. აშშ და სსრკ ცივი ომის დროს, მაშინ მსგავსმა სახელმწიფოებმა ძირითადად
ალიანსებს უნდა მიმართონ. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში იზრდება ეკონომიკური
Security notes

სიძლიერის მნიშვნელობაც. სამხედრო ძალით პრობლემის გადაჭრა ხშირად უფრო ძვირია ან


არაეფექტური, როცა საქმე ეხება სავაჭრო დისბალანსს ან გლობალური გარემოს დაცვით
პრობლემას.

ლიბერალიზმი-ძირითადად ფოკუსირდება ეკონომიკური სიმდიდრის გადანაწილებაზე, როგორც


საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მქონე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნეოლიბერალური
ინსტიტუციონალიზმის მიხედვით, სახელმწიფოები ურთიერთთანამშრომლობენ საერთო
სარგებლის საფუძველზე და შესაბამისად ამყარებენ მულტილატერალურ რეჟიმებს.
ნეოფუნქციონალიზმის მიხედვით ვაჭრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება
რეგიონალური ინტეგრაციისთვის(ევროკავშირი). ლიბერალიზმის მიხედვით სახელმწიფოების
ინტერესებში კონფლიქტზე მეტად კოპერაცია შედის. შეიარაღების კონტროლისა და ვაჭრობის
შეთანხმებები ან კულტურული გაცვლები სწორედ ამის მაგალითია. ლიბერალიზმის მიხედვით
თანადამოკიდებულ სახელმწიფოების შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირება მათვე აყენებს
ზიანს და შესაბამისად ისინი ითვალისწინებენ ეკონომიკურ თანადამოკიდებულებას მანამ სანამ
საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ.

მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტი კავშირებია ქვეყნებს შორის მეტია დაპირისპირების შანსებიც.
ზოგჯერ სახელმწიფოებს შორის წარმოიშობა განსხვავებები და როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ
განსხვავებების აღმოფხვრას თანამშრომლობითა და კომპრომისით, ხშირად სახელმწიფოები
მიმართავენ ძალის გამოყენებას იმისთვის რომ დაიბრუნოს კონტროლი რესურსებზე რომლებზეც
ისინი დამოკიდებულები არიან. მაგ. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომი.

კონსტუქტივიზმი-სახელმწიფოთა ურთიერთობების შედეგად ყალიბდება გარკვეული


საერთაშორისო ნორმები, რომლებთა მიხედვითაც შემდგომში იქცევიან აქტორები. ეს ნორმები
არის როგორც მარეგულირებელი ასევე კონსტიტუციური. სახელმწიფოები ხშირად ცდილობენ არ
დაარღვიონ ეს ნორმები, ვინაიდან როცა არღვევენ სხვა აქტორებმა შეიძლება მათი სანქცირება
მოახდინონ. სახელმწიფოები ცდილობენ თავი აარიდონ ისეთი საგარეო პოლიტიკის წარმოებას,
რომელიც საერთაშორისო სისტემისთვის არალეგიტიმურია. (საერთაშორისო სამართალი)

სამივე მათგანი თანხმდება, რომ საგარეო პოლიტიკა სახელმწიფოთა რანგის, სტატუსის, და


საერთაშორისო სისტემაში მათი ურთიერთობის შედეგია.

საშინაო ფაქტორები: საშინაო პოლიტიკური სისტემა-სისტემის მოქალაქეები და ჯგუფები,


სამთავრობო ორგანიზაციები, ინდივიდუალური ლიდერები.

თეორიები რომლებიც საშინაო ფაქტორებზე ფოკუსირდება ხაზს უსვამს იმას რომ სახელმწიფოებს
განსხვავებული საგარეო პოლიტიკა აქვთ მსგავსი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავადაც.
ამის ფაქტორებია განსხვავებული პოლიტიკური სისტემები, კულტურა, ლიდერები, რომლებიც
სახელმწიფოს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსს აღებინებს მიუხედავად იმისა რომ ყველა მათგანი
საერთო საგარეო ფაქტორებს უპირისპირდება. ამ თეორიების მიხედვით პოლიტიკა რომლებსაც
სახელმწიფოები აწარმოებენ თავიანთი ინტერესებისა და პოლიტიკური სისტემების მოთხოვნების
პასუხია. ეს პასუხები ან რაციონალურია ან ყველაზე ოპტიმალური ამ ინტერესებთან და
მოთხოვნებთან შესაბამისად.
Security notes

თუკი თეორიები რომლებიც საგარეო ფაქტორებზე ფოკუსირდება სახელმწიფოს ერთ მთლიანობას


აღიქვამს რომლის პოლიტიკოსები და მოქალაქეებიც ცალკე დებენ თავიანთ პირად ინტერესებს და
ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთსულოვნად მოქმედებენ; თეორიები რომლებიც საშინაო
ფაქტორებზე ფოკუსირდება ხაზს უსვამს რომ არსებობს განსხვავებული აზრები და კონფლიქტები
საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მას განსაზღვრავენ: საზოგადოება, სოციალური
ჯგუფები, სამთავრობო ორგანიზაციები და ლიდერები.

საზოგადოების აზრი-მოქალაქეთა დამოკიდებულება კონკრეტული საგარეო პოლიტიკის მიმართ;

სოციალური ჯგუფები-ეფუძნება კონკრეტულ პრობლემას ან ეთნიკურ თუ რელიგიურ,


ეკონომიკურ მიკუთვნებულობას. მაგ. ეკონომიკურ ჯგუფებს ხშირად აინტერესებთ საგარეო
პოლიტიკა რათა საკუთარი ბიზნესი წაწიონ წინ საერთაშორისო მარკეტზე ან თავი დაიზღვიონ
კონკურენტებისგან ეროვნულ დონეზე. ინტერეს ჯგუფების გავლენა ხშირად იმაზეა
დამოკიდებული თუ რა წარმოადგენს პრობლემას, რამდენად ორგანიზებულია ჯგუფი და
ურთიერთობს მთავრობასა და ჯგუფს შორის. ხშირად პოლიტიკური პარტიებიც ინტერეს
ჯგუფებად ითვლება. მნიშვნელოვანია ასევე ფრაქციებიც პარტიებს შორის. მაგ. დაპირისპირება
ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკური მოწყობაც. დემოკრატიებში მმართველობა


დეცენტრალიზებულია და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაში უფრო მეტი ადამიანი
მონაწილეობს, ავტოკრატიებში კი ერთსულოვნად მიიღება გადაწყვეტილებები. *დემოკრატიული
მშვიდობის თეორია* (საწინააღმდეგოს მაგალითი-ინდოეთის კონფლიქტი პაკისტანთან, ისრაელ-
პალესტინის კონფლიქტი). უფრო მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად ცენტრალიზებული და
ძლიერია მთავრობა და რამხელა წინააღმდეგობას უწევს მას საზოგადოება.

რაც შეეხება ბიუროკრატიებს, ისინი ხშირად ქმნიან სხვადასხვა დეპარტამენტებს, რომელთა


შორისაც შემდგომში აზრთა სხვადასხვაობები ჩნდება, რაც პირდაპირ კავშირშია საგარეო
პოლიტიკასთან. მაგ. კრიტიკოსების თქმით აშშ-ს მიერ ერაყის ოკუპაცია სწორედ ბიუროკრატიის
ბრძოლა იყო, ერაყის მიმართ პოლიტიკაზე კონტროლისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია თავად ლიდერის პიროვნებაც.

Class II. რეგიონული უსაფრთხოება


რეგიონული უსაფრთხოების კომპლექტი RSC

კლასიკური განმარტება-სახელმწიფოთა ჯგუფი, რომელთა მთავარი უსაფრთხოების საკითხები


იმდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ მათი ეროვნული უსაფრთხოება
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ განიხილება.

ახალი განმარტება-ერთეულების ერთობლიობა, რომელთა ძირითადი სეკურიტიზაციის,


დესეკურიტიზაციის ან ორივეს პროცესი იმდენად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი
უსაფრთხოების პრობლემების გაანალიზება ან აღმოფხვრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ
მოხერხდება.

3+3
Security notes

„კავკასიური სახლი“-ადრეული 90-იანი წლები, გამსახურდია. მოიაზრებდა ჩრდ. კავკასიელებსაც.

„მშვიდობიანი კავკასია“-1996 წ. თებერვალი; შევარდნაძე; რეგიონში ტერიტორიული


მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელშეუხებლობის დამკვიდრება, რეგიონალური
სტაბილურობა. რეგიონული თანამშრომლობა უნდა გამკლავებოდა ეთნიკურ კონფლიქტებს. 1.
ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება; 2. ადამიანის უფლებათა დაცვა; 3. ბლოკადების
უარყოფა და კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარება; 4. გარემოს დაცვა; 5. ეთნიკური და
რელიგიური ტოლერანტობა და ნაციონალიზმის შეკავება; 6. საერთაშორისო ინვესტიციების
ხელშეწყობა რეგიონში.

„კავკასიის სტაბილურობის პაქტი“-2000 წ. თურქეთის პრემიერ მინისტრი სულეიმან დემირელი;

„კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლათფორმა“-აგვისტოს ომის შემდეგ;


თურქეთის პმ-მ ერდოღანმა 2+3; რეგიონის სტაბილურობა და ხანგრძლივი ეკონომიკური
განვითარება.

3+3-2020 წ. 11 დეკემბერი; ერდოღანი; ბაქოში ყარაბაღში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე.


ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების წახალისებით ხელი უნდა
შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნებას(განსაკუთრებით სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის განვითარებამ). (დაეთანხმა ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი;
უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა) (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი-ჰოსეინ
ამირ აბდოლახიანი, რუსეთის-სერგეი ლავროვი)

მოლოდინები და ინტერესები:
პირველ რიგში-დასავლეთის ინტერესების ხარჯზე შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში
გავლენების განმტკიცების საშუალება.

რუსეთი და თურქეთი ერთი მხრივ შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის
მაქსიმალურ იზოლაციას ისახავენ მიზნად, ხოლო მეორე მხრივ, სურვილი აქვთ, მოახდინონ იმ
ე.წ. „ახალი რეალობის“ კონსოლიდაცია/დაფიქსირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციისა და 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ კარდინალურად
შეცვლილი ძალთა ბალანსის შედეგად ჩამოყალიბდა და განისაზღვრა.

თურქეთისთვის-რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებით საკუთარი როლის გაზრდა და


დასავლეთთან პარტნიორობის ფარგლებში პოზიციების განმტკიცება.

აზერბაიჯანისთვის-ისეთი რეგიონალური ფორმატის არსებობა სადაც მისი უპირობო მოკავშირე


და უსაფრთხოების ძლიერი გარანტი თურქეთი იქნება, რაც უზრუნველყოფს აზერბაიჯანის
სამხედრო მონაპოვრის შენარჩუნებას და მმართველი პოლიტიკური კლასის სტაბილურობას.

სომხეთი-უბრალოდ დამოკიდებულია რუსეთზე და სხვა გზა არ აქვს მიუხედავად იმისა რომ


ეჭვის თვალით უყურებს შემოთავაზებას.

რუსეთი-საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დაკნინება. მისი როგორც რეგიონული


კონფლიქტების მთავარი გამრიგესა და მედიატორის როლის განმტკიცება.
Security notes

ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ირანი განსაკუთრებით დაინტერესებულია რეგიონში ახალი


ეკონომიკური შესაძლებლობების გახსნით და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფით, რაც
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის აზრით, „საუკეთესო საშუალება
იქნება ქვეყნებს შორის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობისა და როგორც დასავლეთ-
აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების გააქტიურებისთვის“. „3+3“ ფორმატის
განხორციელების შემთხვევაში ირანი შუამავლის როლს დაიმკვიდრებს, თეირანი კი მონაწილე
ქვეყნების წარმომადგენელთა შორის მაღალი დონის შეხვედრის გამართვის ბუნებრივ არჩევანად
იქცევა. ირანი ახალ პლატფორმაში შემავალი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად
ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთს და ნახიჭევანის ექსკლავს. ათწლეულების განმავლობაში
ნახიჭევანის დანარჩენ აზერბაიჯანთან დაკავშირების ერთადერთი პირდაპირი საშუალება ირანის
ტერიტორიის გამოყენება იყო. მეზობელ ქვეყანაზე ზემოქმედების ასეთი მძლავრი ბერკეტის
დათმობა თეირანისთვის მძიმე დანაკარგი იქნება, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური
თვალსაზრისით. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო დერეფნების შესაძლო
გახსნით (რაც, ამავე დროს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო
კავშირის აღდგენის ტოლფასი იქნება) მიღებული ზიანის კომპენსირების ერთ-ერთი გზა ახალ
პლატფორმაში მონაწილეობა და ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა იქნება.

საქართველო:

ფორმატში გაწევრიანება ფაქტობრივად იქნება პირდაპირი აღიარება რუსეთის მედიატორის


როლის როგორც ყარაბახთან მიმართებაში ასევე ზოგადად მთლიან სამხრეთ კავკასიაში.
რუსეთისთვის და სომხეთისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის
ამოქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით თბილისის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე
გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების საკითხის დასმა. საქართველო ფაქტობრივად
უარს ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ეგუება სუვრენიტეტის ხელყოფას.

სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,


ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში მკაფიოდ დაფიქსირებულ და ამავე
დროს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-
ატლანტიკური ინტეგრაციის იდეას და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს ჩვენი
დასავლელი პარტნიორების თვალში. ამ პროცესში საქართველოს ჩართვა ნიშნავს საგარეო
პოლიტიკის დე იურე ცვლილებას და აღიარებას, რომ საქართველო ვეღარ ასრულებს რეგიონში
დასავლეთის ინტერესებისა და ღირებულებების დასაყრდენის ფუნქციას. იქმნება რეალობა, როცა
თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის ხაზი ძლიერდება, ხოლო სომხეთის
დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო იზრდება, საქართველო კარგავს თავის მთავარ
დანიშნულებას - დააბალანსოს ეს ორი ღერძი (power axis) და ამავე დროს შეინარჩუნოს
დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი, გაატაროს დასავლეთის ინტერესები და
დაიცვას დასავლური ღირებულებები რეგიონში.

Class III. საქართველოს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და ყარაბახის კონფლიქტი


სამხრეთ კავკასიის რეგიონის ორი პრობლემა:
Security notes

1. ისტორიულად განპირობებული მრავალფეროვნება/განსხვავება.-განსხვავებული საგარეო


პოლიტიკური ორიენტაცია

სამივე ქვეყანა სხვადასხვა კულტურულ საფუძველზეა აგებული. სომხური ენა ინდო-ევროპულ


ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, აზერბაიჯანული თუქრულ ენათა ჯგუფს, ხოლო ქართულს როგორც
წესი ცალკე გამოყოფენ მკვლევარები და ქართულ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებენ. სომხებსა და
ქართველებს თავიანთი ანბანი აქვთ, ხოლო აზერბაიჯანული ლათინურ ანბანს იყენებს.
აზერბაიჯანის მოსახლეობის 96% შია მუსლიმია, საქართველოს 83% მართლმადიდებელი
ქრისტიანი, ხოლო სომხების 92% კი სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია.

აზერბაიჯანელები ისტორიულად აზერბაიჯანს ახლო აღმოსავლეთს მიაკუთვნებენ და


პოლიტიკურ-კულტურული კავშირების გაძლიერებას ცდილობენ თურქეთთან და ირანთან;
სომხეთი პრიორიტეტს რუსეთს ანიჭებს, როგორც ყველაზე ნაკლებად ბოროტს ანტაგონისტ
მეზობლებს შორის და მისი „პროტექტორატის“ ქვეშ არის, როგორც პატარა და სუსტი ქვეყანა;
ქართული ელიტა განსაკუთრებით მე-20 საუკუნიდან ცდილობს ევროპასთან პირდაპირი
კავშირების დამყარებას.

სწორედ ამ განსხვავებულმა საგარეო პოლიტიკის ორიენტაციამ გამოიწვია ის, რომ 1918 წ.ს
დაარსებულმა ტრანსკავკასიურმა დემოკრატიულ-ფედერაციულმა რესპუბლიკამ მხოლოდ და
მხოლოდ ერთი თვე იარსება და შემდეგ დაიშალა.

2. ადგილობრივი ელიტებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის საჭიროების არაღიარება.


სამივე სახელმწიფო თანამედროვე წინააღმდეგობებს სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

აზერბაიჯანი-კონსოლიდირებული ავტოკრატიაა ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგით, რაც


რეჟიმს თვითკმარს ხდის. ბაქო რუსეთსაც და დასავლეთსაც რეჟიმისთვის სახიფათოდ აღიქვამს,
მითუმეტეს რუსეთი სომხეთის მოკავშირეა და ნაგორნო-ყარაბახის კონფლიქტშიც დაეხმარა 90-
იან წლებში. რუსეთი ასევე აზერბაიჯანის იზოლაციას ცდილობს გლობალური ენერგიის
ბაზრიდან.

მეორე მხრივ რუსეთი ავტორიტარული მმართველობისაა და ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებში


ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას. დასავლეთი იაზრებს რა ენერგეტიკული
თანამშრომლობის უპირატესობას დემოკრატიზაციის პროცესთან მიმართებაში, თუმცა მაინც
უსვამს ზახს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, რაც საფრთხეს უქმნის ბაქოს რეჟიმს.
შესაბამისად, აზერბაიჯანი არ გამოხატავს ინტერესს ევროპული სამეზობო პოლიტიკისადმი და
ფაქტობრივად იმეორებს მისი მოკავშირის, თურქეთის პოლიტიკას.

სომხეთი-ნახევრად დემოკრატიულია დემოკრატიზაციის პერსპექტივებით. ჰყავს


კონსოლიდირებული მმართველი ელიტა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში. ოპოზიცია და
სამოქალაქო საზოგადოებრივი წინააღმდეგობები არსებობს თუმცა სომხეთის უსაფრთხოება
რუსეთზეა დამოკიდებული, რის შემცირებასაც ცდილობენ, თუმცა ეს დამოკიდებულება 2020
წლის ნოემბერში ყარაბახის ომში დამარცხების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთს ასევე
ჰყავს სამხედრო ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე და აკონტროლებს სომხეთის ეკონომიკის
Security notes

მნიშვნელოვან აქტივებს. მიუხედავად ამისა, სომხეთი შეძლებისდაგვარად მაინც ცდილობს


რუსეთის დაბალანსებას დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან კავშირების გაზრდით.

საქართველო-ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა


ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებასა და CDFTA-ს. საქართველო აღქმულია, როგორც
რეგიონალური ჩემპიონი პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების დემოკრატიზაციასა და
მოდერნიზაციაში. დასავლეთს აქვს პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტები საქართველოზე, ხოლო
რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის აღარ არსებობს 2008 წლის ომის
შემდეგ.

ასევე არ არსებობს მყარი ეკონომიკური კავშირებიც სამ ქვეყანას შორის.

ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა-ორივემ დაკარგა ტერიტორიები კონფლიქტში, ორივე


ცდილობს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ორივე აღიქვამს ენერგეტიკული და
ტრანსპორტის პროექტებს დასავლეთის ყუადღების მიქცევის საშუალებად და ამით რუსეთის
დაბალანსებას. გამომდინარე აქედან, საქართველომ უპირატესობა მიანიჭა აზერბაიჯანთან
კავშირებს.

ამჟამად საქართველო თავს უფრო მეტად აიგივებს შავი ზღვის რეგიონის წევრად და შესაბამისად
უპირატესობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებს, გაბსაკუთრებით
მოლდოვასა და უკრაინასთან (DCFTA-Trio), ვინაიდან ეს ქვეყნები ევროპის ნაწილია ხოლო
სამხრეთ კავკასია არასტაბილური რეგიონია. გამომდინარე საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური კურსიდან ეს უფრო პრაგმატული არჩევანია.

საქართველო ორი რეგიონული ორგანიზაციის წევრია: GUAM and BSEC (since it left CIS-
Commonwealth of Independent States in 2009).

საქართველოს დამოკიდებულება სომხეთისადმი:


Georgia percieves Russian millitary bases in Armenia as a potential threat since they are only 50 kilometres
away from Armenian-Georgian border.

In the Armenian case, there is a sizeable community of ethnic Armeanians living in different parts of
Georgia(especially in Javakheti). Georgia, on the other hand, is the only route connecting Armenia with
Russia and the rest of the world, since the Azerbaijani and Turkish directions remain blocked.-the ptential
to manipulate ethnic kin on the one hand, or to disrupt communication on the other.

აზერბაიჯანისადმი:
საერთო შეხედულებებმა კონფლიქტების საგარეო წყაროებთან დაკავშირებით, სურვილმა თავი
დააღწიონ რუსეთის დომინაციას და გაზარდონ თავიანთი სტრატეგიული ღირებულება
დასავლეთისთვის, ხელი შეუწყო ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ორივე იაზრებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის გამოყენების მნიშვნელობას, რათა კასპიის ზღვა


შავ ზღვას და შემდეგ თურქეთს დაუკავშირდეს. აზერბაიჯანი ცდილობს რუსეთის, როგორც
სატრანზიტო როლს აუაროს გვერდით და არ გაატაროს მისი გავლით ნავთობი და გაზი, ხოლო
Security notes

საქართველოს სურს იყოს სატრანზიტო ქვეყანა რათა ინვესტიციები და რესურსები მოიზიდოს


დასავლეთიდან.

საქართველოს აქვს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და პრაგმატული სომხეთთან.


არსებობს ბილატერალური და არა ტრილატერული კავშირები, რაც არ ქმნის რეგიონული
იდენტობის შექმნის საფუძველს.

საქართველო მიესალმება რეგიონულ თანამშრომლობას თუმცა მხოლოდ ევროპეიზაციის ქოლგის


ქვეშ, რაც ნაკლებ სავარაუდოა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებისა და აზერბაიჯანის
ავტორიტარიზმისკენ სწრაფვის ფონზე.

ყარაბახის ომი(2020):
27 სექტემბერი 2020. შეწყდა შეთანხმებით 9-10 ნოემბერს. აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყოფილი
ნაგორნო-ყარაბახის ავტონომიური რესპუბლიკის 1/3 + 7 რეგიონი რომელიც მანამდე სომხეთის
მიერ იყო ოკუპირებული. მოლაპარაკების ფორმატი-მინსკის ჯგუფი.

Georgia after Karabakh war:


კონფლიქტი გადაიჭრა არა დიპლომატიური საშუალებებით, არამედ მძიმე ძალით(hard power).
არალიბერალურმა ტანდემმა(რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი) დაამტკიცა, რომ ძალის
პოლიტიკა(power politics) მნიშვნელოვანია და თავიანთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად
ძალას გამოიყენებენ. ასევე რუსეთმა და თურქეთმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი ინტერესები
რეგიონის ფორმირებაში.

რუსეთი-პირველად სუვერენული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილებია


განლაგებული(მინ. 5 წლით), 2000 რუსი „მშვიდობისმყოფელი“ ზემო ყარაბახის ტერიტორიაზე.
რუსეთი გააკონტროლებს ერთი მხრივ, გზას, რომელიც ნახიჭევანს სომხეთის გავლით აკავშირებს
აზერბაიჯანთან, მეორე მხრივ, გზას, რომელიც სომხეთს აკავშირებს ზემო ყარაბახთან ლაჩინის
კორიდორის გავლით. რუსეთი აშშ-ს და EU-ს უგზავნის მესიჯს, რომ ის აპირებს სამხრეთ
კავკასიის რეგიონში დარჩეს ჰეგემონი.

თურქეთი-გააძლიერა თავისი უახლოესი პარტნიორი რეგიონში და გაამყარა თურქეთის


პოტენციალი, როგორც ჰეგემონის რეგიონში. ბევრი თურქეთს აღიქვამს როგორც ერთადერთ
ძალას რომელსაც რეგიონში რუსეთის დაბალანსება შეუძლია. 3+3 ფორმატში სომხეთის ჩართვა
არამარტო ხსნის ახალ ბაზარს თურქეთისთვის არამედ ასევე პირდაპირი კავშირის დამყარება
შეუძლია აზერბაიჯანთან სომხეთის გავლით, და ვინაიდან ნახიჭევანის კორიდორი 340
კილომეტრით უფრო მოკლეა ვიდრე ბაქო-თბილისი-ყარსის გზა, უფრო იაფი და სწრაფია და
თურქეთს შეუძლია კასპიის ზღვას უფრო მარტივად დაუკავშირდეს ირანისა და საქართველოზე
გავლის გარეშე, რაც გაზრდის ეკონომიკურ ურთიერთობებს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

საქართველო-გაზრდილი რუსული სამხედრო ძალის არსებობა რეგიონში. საქართველო შეიძლება


იძულებული გახდეს რუსეთს გაუხსნას საჰაერო და საავტომობილო ხელმისაწვდომობა რუსული
სამხედრო მარაგებისთვის. შეიძლება მოხდეს საქართველოს უფრო მეტი იზოლაცია ევრო-
ატლანტიკური პოლიტიკური სივრციდან და მისი ჩათრევა კავკასიის ექვსეულის ფორმატში.
Security notes

საქართველო კარგავს ტრანზიტის ფუნქციას, თუკი ამოქმედდება ნახიჭევანის კორიდორი და


ბაქო-თბილისი-ყარსის ფუნქციონირება შემცირდება, რაც მისი ეკონომიკისთვის
უმნიშვნელოვანესია. საქართველოს არ შეუძლია გაწევრიანდეს პლატფორმაში რუსეთთან ერთად
და ხელი შეუწყოს რუსეთ-თურქეთ-ირანის ჰეგემონიას, ვინაიდან ეს საქართველოს დასავლურ
ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

საქართველო 1991 წლის აპრილში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის


ქვეყნებთან, განსაკუთრებით თურქეთსა და ირანთან კავშირების დამყარებაზე ფოკუსირდა. თურქეთს,
როგორც ნატოს წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას საქართველო დასავლეთთან უნდა
დაეკავშირებინა, ხოლო ირანი პოტენციური სავაჭრო მოკავშირე და რუსეთის დამბალანსებელი ძალა უნდა
ყოფილიყო.

Class IV. თურქეთი


თურქეთ-დასავლეთი:

1990-იან წლებში ამერიკულ და ჩრდ ატლანტიკურ ვექტორზე დარჩენას რამდენიმე მიზეზი


ჰქონდა: 1. ეკონომიკური კავშირები; 2. თურქეთის შიგნით მიმდინარე კონფლიქტი, სადაც
თურქეთს პროსაბჭოთა/სოციალისტური ქურთისტანის მუშათა პარტია(PKK) უპირისპირდება.

მეორე მხრივ თურქეთი მნიშვნელოვანი იყო აშშ-სთვისაც რომელმაც ირანში მომხდარი


რევოლუციისა და ერაყთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე რეგიონში დაკარგა სტრატეგიული
მოკავშირეების უმეტესობა.

ერაყის პირველი ომის შედეგად ჩრდ. ერაყში ბაღდადის ხელისუფლების კონტროლის გაქრობამ
და იქ ქურთული ავტონომიური პოლიტიკური ერთეულის წარმოქმნამ და მიუხედავად
თურქეთის უკმაყოფილებისა აშშ-ს მიერ ქურთების მიერ დომინირებული სირიის
დემოკრატიული ძალების მხარდაჭერამ; თურქეთის მიერ აშშ-ს ირანის მიმართ სანქციების
დარღვევამ, 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამ თურქეთ-ამერიკის
ურთიერთობები დაძაბა.

მთავარი ფაქტორი რაც თურქეთს აიძულებს ითანამშრომლობს ევროკავშირთან ეკონომიკაა.


ევროკავშირი თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე 2016 წლის შეთანხმებით
ევროკავშირის ქვეყნები გარკვეულ თანხას უხდიან მას რათა შეაჩეროს არაევროპელი დევნილები
და შრომითი მიგრანტები. ამ შეთანხმებით ასევე უნდა მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო
მიმოსვლა და EUში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული შეღავათები.

თურქეთ-რუსეთი:

თურქეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ცივი ომის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რისი
უმნიშვნელოვანესი მიზეზიც თურქეთის ენერგეტიკული რესურსებით განსაკუთრებით
ბუნებრივი აირით სიღარიბე იყო.

ასევე არსებობს ეკონომიკური ურთიერთობებიც განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და


ტურიზმის სფეროში. ურთიერთობები გამყარდა 2016 წლის შემდეგ. რუსეთი გარკვეულწილად
დამაბალანსებლის როლს თამაშობს აშშ-ს წინააღმდეგ.
Security notes

მიუხედავად ამისა, თურქეთ-რუსეთის ინტერესები ეწინააღმდეგება ერთმანეთს სირიასა და


ლიბიაში.

თურქეთის საგარეო კურსი:

მეზობელ და ყოფილი ოსმალეთის იმპერიის შემადგენელ ქვეყნებში თურქეთის გავლენის


გაზრდისკენ მიმართული საგარეო პოლიტიკა. 2002-2011 წლებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭა
ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებასაც.

თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილება 2011 წლიდან, ახლო აღმოსავლეთში


არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი პოლიტიკური მღელვარების ტალღის დაწყებასთან
ერთად იწყება. თურქეთის ხელისუფლება აქტიურად იწყებს თანამშრომლობას არაბულ
ქვეყნებთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან რომლებსაც თურქეთის მოკავშირედ აღიქვამს. მეორე
მოვლენა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თურქეთის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაზე
სირიის ჩრდილოეთში ქურთული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებადი ოლქების შექმნა იყო.

ჯერ ირანის ხოლო შემდეგ რუსეთის ღია ინტერვენციამ სირიის სამოქალაქო ომში ხოლო მეორე
მხრივ აშშ-ს მიერ მზარდ ისლამისტურ საფრთხესთან საბრძოლველად ქურთული ფორმირებების
შეიარაღებამ თურქეთი აიძულა ორ სუპერძალას შორის ბალანსის პოლიტიკაზე გადასულიყო.
2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამ კი გამოკვეთა თურქეთის რუსეთთან
დაახლოების ტენდენცია ტრადიციულ მოკავშირეს აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესების
ფონზე მიუხედავად იმისა რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა(რუსეთის დასაბალანსებლად).

ბალკანეთი:

ბალკანეთში თურქეთის პოლიტიკის მთავარი ორიენტირი იქ მცხოვრებ თურქულ ან მუსლიმურ


უმცირესობებში გავლენის გაზრდის გზით რეგიონში საკუთარი პოზიციების გამყარებაა.
თურქეთი ბალკანეთს დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. ასევე მნიშნვნელოვანია
მისი ეკონომიკური ინტერესები ბალკანეთში.

ახლო აღოსავლეთი:

გავლენის სფერო. 1. საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით სიღარიბის კომპენსირება; 2.


მცდელობა როგორმე დააბრკოლოს ქურთები.

თურქეთ-საქართველო:

თურქეთი გახდა მთავარი ფაქტორი რუსული ძალის დაბალანსებაში და საქართველოს


დასავლური ორიენტაციის ხელისშემწყობი.

თურქეთისთვის საქართველოსთან კავშირები ხელსაყრელი იყო როგორც სატრანზიტო


ქვეყნასთან, რომელიც თურქეთს აზერბაიჯანთან და თურქულად მოსაუბრე ცენტრალურ
აზიასთან აკავშირებს; საქართველოს-ევროპასთან. ასევე კასპიური გაზისა და ნავთობის
ტრანზითი აზერბაიჯანიდან თურქეთში და შემდეგ მსოფლიო ბაზარზე საქართველოს გავლით.
ამას გარდა თურქეთი ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს როგორც შავი ზღვის ასევე სამხრეთ
კავკასიის რეგიონში.
Security notes

In the aftermath of the Bolshevik revolution and the collapse of the Ottoman empire, Kemal Ataturk
briefly saw Lenin as an ally against the imperial West and the Bolsheviks saw Turkey as an accomplice in
their quest for world dominance. They supplied Turkey with arms to fight the Greeks and the British, and
the Turks allowed the Bolsheviks to take control of the oilfields of Azerbaijan and establish their rule in the
South Caucasus. The deal between Ataturk and Lenin in 1921 that fixed Turkey’s north-eastern border and
limited its presence in the South Caucasus has held ever since.

Since 2016 Mr Erdogan has held more face-to-face meetings with Mr Putin than with any other leader.
Russia has turned from being Turkey’s opponent in Syria’s civil war into its most important partner there .
Mr Erdogan’s inner circle now includes a group of “Eurasianists”, who are open to co-operation with Russia
and China and hostile towards Europe and NATO.

Occasionally clashes between Turkey and Russia still occur, as when, a year ago, a Turkish convoy got hit
by Russian jets in the service of the Syrian army. The strike killed at least 36 Turkish soldiers. Yet Turkey
was careful not to confront Russia directly and blamed the attack on Syria’s president, Bashar al-Assad.

As far as Mr Putin is concerned, using Turkey to undermine NATO from within is even more important
than helping Mr Assad in Syria. The same motive partly explains Russia’s acquiescence in Azerbaijan’s war
over Nagorno-Karabakh, when Turkey helped the Azeris. Mr Putin has managed to convert Russia’s role as
a mediator there into getting military boots on the ground, in the shape of peacekeepers, to supervise the
new deal.

Both Mr Putin and Mr Erdogan have fallen back on the idea that each of their countries is a “besieged
fortress” surrounded by enemies, and resorted to aggression abroad to distract attention from troubles at
home. Broader trends are at work, too. Turkey and Russia share a sense of bitterness about being excluded
from Europe. Both autocrats share a nostalgia for empire. რუსეთი თავს ქრისტიანების ხოლო
თურქეთი მუსლიმების დამცველად აღიქვამს.

“We’re not talking about a strategic partnership”. “I don’t think Turkey has the luxury of risking the
collapse of its whole institutional relationship with the West.” Although the two have co-operated in Syria,
they remain on opposite sides of the war. The same is true in Libya and the Nagorno-Karabakh conflict.

The two powers also have largely incompatible interests in Georgia and Ukraine, both of which Turkey
would like to see as members of NATO.

Russia and Turkey will look for common ground wherever they can, says Mr Ersen, but they will find it
hard to reconcile their interests, especially in the Black Sea and the Caucasus, where Turkey’s position
continues to be closer to the West’s than to Russia’s.

Class V. ირანი
სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია:
Security notes

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში განვითარებული მოვლენები პირდაპირ გავლენას ახდენს


ირანის უსაფრთხოებაზე არა მხოლოდ, როგორც მეზობელ ქვეყანაზე, არამედ მის შიდა პოლიტიკურ
არენასა და მმართველი რეჟიმის სტაბილურობაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალური მტკიცებით მისი საგარეო პოლიტიკა ისლამურ
სოლიდარობაზეა დაფუძნებული, რეალურად თეირანის საგარეო პოლიტიკა არაიდეოლოგიურია და
ხშირად ის რელიგიურ ძმობაზე მაღლა პრაგმატულობას აყენებს. ირანის საგარეო პოლიტიკა
„რეალპოლიტიკით“ არის განსაზღვრული: კონფლიქტებში, რომლებიც რეგიონში ვითარდება თეირანი
უმეტესად არამუსლიმ სახელმწიფოებს, სომხეთსა და რუსეთს, უჭერს მხარს და არა მუსლიმურ
მხარეს(თურქეთი და აზერბაიჯანი; ყარაბახის მაგალითი).

ირანის საგარეო პოლიტიკა ხუთი მთავარი ფაქტორით არის განსაზღვრული:

1. ირანის ეროვნული უსაფრთხოება(national security);


2. ირანის აზერბაიჯანული და თურქმენული უმცირესობების ანტი-რეჟიმული აქტივობების
პრევენცია;
3. ირანის ურთიერთობები მესამე ძალებთან-თურქეთი და რუსეთი ძირითადად;
4. ირანის ლიდერის როლი და ინტეგრაცია რეგიონის სატრანზიტო, სატრანსპორტისა და
ენერგეტიკულ სავაჭრო მარშუტებში.
5. ეკონომიკური სარგებელი.

1-2. national security and minorities-სსრკ-ს დაშლის პირველი დღიდან ირანი სამხრეთ კავკასიასა და
ცენტრალურ აზიაში წარმოშობილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მისი ეროვნული
უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. ახალ სახელმწიფოებს შეიძლებოდა
ირანის შიდა სტაბილურობაზე მოეხდინათ გავლენა. ეს არასტაბილური ქვეყნები საფრთხე იყო
ირანისთვის, რომელიც მათ ემეზობლება. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ აზერბაიჯანი
და თურქმენისტანი, რომელთაც ირანში ირანელი აზერებისა(ირანის მოსახლეობის მესამედი) და
თურქმენებს შორის ეთნიკური და ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივება შეუძლიათ, რაც
თეირანის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ირანის პოლიტიკა ავღანეთისადმი ასევე უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარეობს.


თეირანის ინტერესები ავღანეთში წარმოადგენს შია ჰაზარა უმცირესობების და სხვა
მოკავშირეების დაცვას.

ირანი მიისწრაფის რეგიონში გავლენის გაზრდას, ვინაიდან ის რეგიონს ისტორიული დიადი


ირანის ნაწილად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, მისი მთავარი მიზანია ისეთი მოვლენების
განვითარების პრევენცია, რომელიც მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქონიებს გავლენას, მაგ.
გაზრდის დევნილების შედინებას ირანში.

3.Third parties-გამომდინარე იქიდან, რომ ირანი რეგიონში ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს, ის


მიზნად ისახავს შეამციროს რუსული და თურქული სამხედრო ძალის არსებობა რეგიონში და ამ
სახელმწიფოების კონტროლი მთავარსატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით
გზებსა და რელსებზე.
Security notes

მიუხედავად ამისა, ირანი ერიდება რუსეთთან კონფლიქტს. თეირანი ასევე ცდილობს რეგიონში
ისრაელისა და აშშ-ს გავლენის შესუსტებას. (Iran supports PKK, in response Turkey has increased its
vocal support for the right of the Azerbaijani Turks In Iran).

4.Regional transit, transportation, energy trade-მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და ირანი ბევრ
საკითხში თანამშრომლობენ, ისინი კონკურენტები არიან ბუნებრივი აირის სფეროში. რუსეთმა
ირანის ბლოკირება მოახდინა კავკასიის გავლით ევროპული გაზის ბაზარზე გასასვლელად, სადაც
რუსეთი დომინანტია. ირანის ჩართულობა რეგიონის ენერგეტიკულ ვაჭრობაში კიდევ უფრო
შემცირდება მას შემდეგ, რაც გაიყვანენ გაზსადენებს, რომლებიც უშუალოდ დააკავშირებს
ნახიჭევანს თურქულ გაზსადენებთან და აზერბაიჯანს აღარ მოუწევს ირანის გავლით მისი
ექსკლავის მომარაგება.

ირანს ასევე სურს მნიშვნელოვანი როლი შეასრულო სარკინიგზო და საავტომობილო


სატრანსპორტო სისტემებში, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, სადაც
ხდება ტრანზიტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის და სადაც არის კასპიის ზღვაზე
ექსპორტისა და იმპორტის სავაჭრო პუნქტი. ამით თეირანს სურს არამხოლოდ კომერციული
სარგებლის მიღება, არამედ პოლიტიკური სარგებლის მიღება ცენტრალურ აზიასა და
კავკასიასთან ინტეგრაციით და ამ რეგიონის ქვეყნების მასზე დამოკიდებულების გაზრდით.
თუმცა მისი სურვილების მიუხედავად ირანი არ გამოყოფს საკმარის რესურსებს რათა ხელი
შეუწყოს რეგიონში სატრანსპორტო კავშირების მშენებლობას. ასევე არც ვაჭრობით გამოირჩევა
რეგიონის ქვეყნებთან. რეგიონის არცერთი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო მოკავშირეში ის არ შედის.
ირანის ვაჭრობა და თანამშრომლობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებთან
რეგულირდება შეთანხმებებით ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და შანხაის
თანამშრომლობის საბჭოს შორის.

(ირანმა ყარაბახის ომში მხარი დაუჭირა სომხეთს, ვინაიდან მოელოდა რომ ომში დამარცხება და
სიღარიბე აზერბაიჯანში შეამცირებდა კავშირს ირანის აზერ უმცირესობებსა და აზერბაიჯანის
რესპუბლიკას შორის.)

საქართველო-ირანი

სამი ფაქტორი, რაც იწვევს გართულებებს ქართულ-ირანულ ურთიერთობებში: 1. დაძაბული


ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის; 2. ახლო თურქულ-ქართული ურთიერთობა; 3.
საქართველოს პროდასავლური მისწრაფება და ნატოსთან კავშირები.

ირანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სსრკს დაშლის შემდეგ საქართველოს
დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. ქვეყნებს შორის
იყო აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობაც თუმცა ვაჭრობა მათ შორის 2013 და 2016 წლებში
ირანის მიმართ დაწესებული სანქციების ფონზე შემცირდა და ახლა ქვეყნებს შორის
ლიმიტირებული ეკონომიკური ურთიერთობებია.

2008 წლის ომის დროს ირანმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტსა და


ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას საერთაშორისო
სტანდარტებებისა და შეთანხმებისადმი. ირანმა ასევე რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად უარი
Security notes

თქვა ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, ირანის


პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დასავლეთი დაადანაშაულა და ხაზი ნატოს და დასავლური
ძალების პროვოკაციებს გაუსვა ხაზი. ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ნდობა მიამიტობაა და უმჯობესია
თუ რეგიონის სახელმწიფოები უსაფრთხოების სფეროში ირანთან ჩამოაყალიბებდნენ კავშირებს.
თეირანი თავის თავს წარმოაჩენს როგორც მეზობელი მცირე სახელმწიფოების დამცველი და ანტი-
ჰეგემონიას უჭერს მხარს.

ამასთანავე, ირანი იაზრებს რომ საქართველო სტრატეგიული მნიშვნელობისაა დასავლეთისთვის


ირანის წინააღმდეგ. ირანს ასევე აშფოთებდა საქართველოს ახლო ურთიერთობები ისრაელთან
2011-2012 წლებში. ირანის ინტერესები საქართველოსთან მიმართებით ეწინააღმდეგება რუსეთის
ინტერესებს, რისი გათვალისწინებაც თეირანს უწევს. ირანი მიუხედავად მოსკოვთან კავშირებისა
რუსეთს ბოლომდე არ ენდობა და ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება ირანის წინააღმდეგ
წავიდეს თუკი ევროკავშირთან და აშშ-სთან მოკავშირეობით გარკვეულ სარგებელს მიიღებს.
რუსეთი მეორე მხრივ ყველანაირად ეცდება ხელი შეუშალოს საქართველო-ირანის
ურთიერთობებს როგორც მან ეს სომხეთთან გააკეთა.

ირანს როგორც დიდ სახელმწიფოს არანაირი ტერიტორიული ინტერესები არ აქვს მეზობელი


სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს, მიმართ. მისი ინტერესია კავკასიის რეგიონში აშშ-სა
და ნატოს გავლენის შემცირება და მხარს უჭერს გარკვეულწილად რუსულ ინტერესებს რეგიონში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენები ირანის ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და
ირანის როგორც კასპიის გაზისა და ნავთობის ტრანზიტის როლს ზღუდავს. ირანი
დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო მარშუტით შავ ზღვასთან და ევროპასთან და
საჯაროდ გამოთქვამს ყურადღებას საქართველოს მუსლიმი უმცირესობისადმი. მიუხედავად ამ
გაცხადებული კარგი მეზობლური ურთიერთობებისა საქართველოს ირანთან მნიშვნელოვანი
ურთიერთობები არ აქვს გამომდინარე საქართველოს პროდასავლური კურსისა და რუსეთთან
დაძაბული ურთიერთობისა.

ირანი ცდილობს საქართველოში ირანული რბილი ძალის გავრცელებას(funds iranian studies,


iranian centres have been opened, etc…)

საქართველო იაზრებს თავის პასუხისმგებლობებს დასავლეთის მიმართ, მეორე მხრივ ირანი


ხვდება რომ საქართველო დასავლეთისგან დამოუკიდებლად არ იღებს
გადაწყვეტილებებს(თავისუფალი სავიზო რეჟიმის გაუქმება). ქართულ-ირანული ურთიერთობა
არ არის დაფუძნებული ბილატერალურ გადაწყვეტილებებზე და არსებობს ირანისა და
საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში.

Class VI. რუსეთი


რუსეთი ცდილობს რეგიონში მოიპოვოს ჰეგემონია დამთრგუნველის, აგიტატორის, მედიატორის
როლთა შესრულებით.

თუკი 1990-იან წლებში რუსეთი უშუალოდ ერთვებოდა დაპირისპირებებსა და კონფლიქტებში,


მან ბოლო პერიოდში ტაქტიკა შეცვალა და ახლა არაპირდაპირ ომებს აწარმოებს.

სამხრეთ კავკასია:
Security notes

რუსეთმა ყარაბახის მეორე ომში თავის მოკავშირე სომხეთს დახმარება არ გაუწია(ზავი


დაადებინა), მიუხედავად ამ უკანასკნელის ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხში რუსეთზე
დამოკიდებულებისა, ვინაიდან სურდა 2018 წლის ხავერდის რევოლუციით მოსული ნიკოლ
პაშინიანი დაესაჯა, რომელმაც პრო-ევროპული პოზიცია გამოხატა(ერთი მხრივ). 2020 წლის
კონფლიქტში რუსეთმა შეაჩერა ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით სუსტი სომხეთის
მხარდაჭერა, რომელიც ვერაფერს გახდებოდა ომში, knowing რომ აზერბაიჯანი რუსეთისადმი
მადლიერებას გამოხატავდა. შედეგად რეგიონში რუსეთმა თავისი მშვიდობისმყოფელების ხუთი
წლის ვადით განლაგებას მიაღწია.

ცენტრალური აზია:

რუსეთი ინარჩუნებს პოზიტიურ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან,


განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხში. რუსეთი უმსხვილესი ეკონომიკური მოთამაშეა
რეგიონში რომელიც ურთიერთობებს გზავნილებზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აგებს.
მიუხედავად ამისა, მას კონკურენციას უწევს ჩინეთი, რაც რუსეთის რეგიონში ჰეგემონიას
საფრთხის ქვეშ აყენებს.

საფრთხეები:

რადიკალური ისლამი(ახლო აღმოსავლეთი და ჩეჩნეთი), ავღანეთი, ჩინეთი.

რუსეთმა ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოება და სტაბილურობა რომელსაც ის


მოკავშირეებს ჰპირდება რეგიონში და ამავდროულად გაუმკლავდეს ჩინეთისა და აშშ-ს
კონკურენციას ეკონომიკის დარგში.

ორგანიზაციები:
BSEC-Black Sea Economic Cooperation. Launched by the Bosphorus Statement-June 25 1992. Istanbul.
სტაბილურობა და მშვიდობა კეთილდღეობის გზით. გარემოს დაცვითი და ეკონომიკური
თანამშრომლობა და მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა. სავაჭრო ურთიერთობების
გამყარება. მთავარი მიზანია რეგიონული უსაფრთხოება და პოლიტიკური სტაბილურობა. სამი
საფუძველი: 1. თანამშრომლობა კონფლიქტის მაგივრად; 2. რეგიონალიზმი, როგორც ნაბიჯი
გლობალური ინტეგრაციისკენ; 3. ევროპის დაყოფის თავიდან აცილება. წარმოადგენს რეგიონის
ყველაზე მოწინავე და ინსტიტუციურად განვითარებულ ორგანიზაციას. შედგება 13 წევრი
ქვეყნისგან, 17 დამკვირვებელი და 17 დარგობრივი დიალოგის პარტნიორი ქვეყნისგან. მოიცავს
მუდმივ საერთაშორისო სამდივნოს და ოთხ მასთან დაკავშირებულ ორგანოს: BSEC-ის
საპარლამენტო ასამბლეას(PABSEC), ბიზნეს საბჭოს(BSEC BC), შავი ზღვის ვაჭრობისა და
განვითარების ბანკს(BSTDB) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრს(ICBSS).
საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი,
სომხეთი, ალბანეთი, საბერძნეთი, სერბეთი და ჩრდ. მაკედონია.

თურქეთმა ცადა ბისეკის გამოყენება თავისი ჰეგემონიის დასამყარებლად ხოლო


საქართველოსთვის იყო საშუალება დაებალანსებინა რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობა(CIS).
Security notes

EaP-Eastern Partnership/აღმოსავლეთ პარტნიორობა. პრაღა, 7 მაისი 2009 წ. მიზანი-პოლიტიკური


გაერთიანებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება ევროკავშირსა და მის 6
აღმოსავლეთ პარტნიორს შორის: უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, საქართველო, აზერბაიჯანი,
სომხეთი.

GUAM-Organization for Democracy and Economic Development.-სუამი. 2001. Includes Georgia


Azerbaijan Moldova Ukraine(უზბეკეთმა დატოვა).

Shanghai Cooperation Organization(SCO)-ჩინეთი(led by), რუსეთი, კაზახეთი, ტაჯიკეთი,


ყირგიზეთი, უზბეკეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ირანი(2021 წელს მიიღეს მისი მოთხოვნა, 2023დან
დაიწყებს გავლენის მოხდენას). დამკვირვებელი ქვეყნები-მონღოლეთი, ბელარუსი, ავღანეთი.
პარტნიორი ქვეყნები-თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, შრი-ლანკა. არ არის
სამხედრო ბლოკი. ძირითადი ამოცანაა სტაბილობისა და უსაფრთხოების განმტკიცება მონაწილე
სახელმწიფოების ტერიტორიაზე; ბრძოლა ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის
წინააღმდეგ; ეკონომიკური თანამშრომლობის განვიTარება, ენერგიტიკული პარტნიორობა,
სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. 2001, 15 June.

CSTO-Collective Security Treaty Organization/კუხო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების


ორგანიზაცია. 2002 14 may. მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსი. რუსეთი, სომხეთი(founding
member), ბელარუსი, კაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. უსაფრთხოება და სტაბილურობა
რეგიონში. “If one of the Member States undergoes aggression, it will be considered by the Member States
as aggression to all the Member States of this Treaty. In case of aggression against any of the Member States,
all the other Member States at the request of this Member State shall provide the latter with the necessary
help, including military, as well as support by the means at their disposal in accordance with the right to
collective defense.”
The Treaty also provides a mechanism for consultations in case of a threat to security, territorial integrity
and sovereignty of one or more member-states or a threat to international peace and security.

CIS-Commonwealth of Independent States-დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. The CIS


encourages cooperation in economic, political and military affairs and has certain powers relating to the coordination of
trade, finance, lawmaking, and security. It has also promoted cooperation on cross-border(საზღვრისპირა) crime
prevention. Three organizations originated from the CIS, namely the CSTO, the Eurasian Economic Union and
the Union State(საკავშირო სახელმწიფო). While the first and the second are military and economic alliances, the third
aims to reach a supranational union(ზენაციონალური) of Russia and Belarus with a common government, currency, and
so on.

OSCE-Organization for Security and Cooperation in Europe. 57 members. +

Eurasian Economic Union-The Eurasian Economic Union is an international organization for regional economic integration. It has
international legal personality and is established by the Treaty on the Eurasian Economic Union.

The EAEU provides for free movement of goods, services, capital and labor, pursues coordinated, harmonized and single policy in the sectors
determined by the Treaty and international agreements within the Union.

The Member-States of the Eurasian Economic Union are the Republic of Armenia, the Republic of Belarus, the Republic of Kazakhstan, the
Kyrgyz Republic and the Russian Federation.
Security notes

The Union is being created to comprehensively upgrade, raise the competitiveness of and cooperation between the national economies, and to
promote stable development in order to raise the living standards of the nations of the Member-States.

CEPA-Comprehensive and Enhanced Partnership Agreement. This Agreement provides a framework for the
EU and Armenia to work together in a wide range of areas: strengthening democracy, the rule of law and human
rights; creating more jobs and business opportunities, improving legislation, public safety, a cleaner environment, as
well as better education and opportunities for research. This bilateral agenda also contributes to overall aim of the EU
to deepen and strengthen its relations with the countries of its Eastern neighbourhood through the Eastern
Partnership framework.

DCFTA-Deep and Comprehensive Free Trade Area. hey allow Georgia, Moldova, and Ukraine access to
the European Single Market in selected sectors and grant EU investors in those sectors the same regulatory environment in
the associated country as in the EU.

You might also like