You are on page 1of 5

საერთაშორისო ურთიერთობების დარგი შეისწავლის მსოფლიოს მთავრობებს

შორის ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობათა კავშირს შეისწავლის სხვა


აქტორებთან (საერთაშორისო ორგანიზაციები, კორპორაციები და ინდივიდები),
სოციალურ სტრუქტურებთან (ეკონომიკა, კულტურა და შიდა პოლიტიკა), გეოგრაფიულ
და ისტორიულ გავლენებთან. ეს ელემენტები განსაზღვრავს საერთაშორისო
ურთიერთობების ცენტრალურ ტენდენციას - გლობალიზაციას.

საერთაშორისო ურთიერთობები ერთი მთავარი პრობლემის გარშემო ტრიალებს :


როგორ შეიძლება ორი ან მეტი ქვეყნის ჯგუფიკოლექტიურ ინტერესებს ემსახუროს ,
როდესაც ამის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან მათი ინდივიდუალური ინტერესების
დათმობას მოითხოვს?

კოლექტიური სარგებლის პრობლემა - საზიარო ინტერესები ჯგუფის წევრთა


კონფლიქტური ინტერესების წინააღმდეგ. კოლექტიური სარგებლის პრობლემა კი
იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჯგუფის ყველა წევრი სარგებლით
იმისდა მიუხედავად, შეიტანეს თუ არა მათ წვლილი ამ საერთო სარგებლის შექმნაში .
ზოგადად, პატარა ჯგუფებში კოლექტიური სარგებლით უზრუნველყოფა უფრო
მარტივია, ვიდრე დიდ ჯგუფებში.

სამი ძირითადი პრინციპი - დომინანტობა, ნაცვალგება და იდენტობა - იმ ძირითადი


პრობლემის შესაძლო გადაწყვეტას გვთავაზობს, როგორიცაა ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან იძულების გარეშე ინდივიდების დარწმუნება ,
ითანამშრომლონ საერთო სარგებლის მისაღებად
უპირატესობა ნაკლოვანება
დომინანტობა - კოლექტიური სარგებლის წესრიგი, ჩაგვრა,
პრობლემის გადაჭრა იერარქიული სტაბილურობა, უკმაყოფილება
გადაწყვეტილების გზით. ეს პრინციპი ჰგავს პროგნოზირებადო
მთავრობას რეალური ხელისუფლების ბა
გარეშე. არსებობს იერარქიის სათავეში
მდგომი სახელმწიფო, რომელიც სხვებს
აიძულებს კოლექტიური სარგებლისთვის
მსხვერპლი გაიღონ. ხშირად ქვეყნები არა
მიზნისთვის არამედ იერარქიაში
ადგილისთვის იბრძვიან.
ნაცვალგება - ჯგუფის ხელშემწყობი ქცევის მოტივები დაღმავალი
დაჯილდოება და ჯგუფის ხარჯზე ეგოისტური ურთიერთთანამ- სპირალი,
ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ შრომლობისათვის კომპლექსური
მიმართული ქცევის დასჯა. იქნება ეს გათვლები
სანქციები თუ სამხედრო კონფლიქტი, ასეთ
დროს ბევრი ქვეყანა ერთიანდება ცუდის
წინააღმდეგ. ოღონდ ეს არ ნიშნავს
გამუდმებით შეიარაღებას, შეიძლება იქნას
მიღწეული შეთანხმება შეიარაღების
შეწყვეტის თაობაზე
იდენტობა - კოლექტიური სარგებლის ჯგუფისთვის ჯგუფის გარეთ
პრობლემის გადაჭრა მონაწილეთა თავგანწირვა, მყოფთა
პრიორიტეტების შეცვლის გზით, რაც ინტერესთა დემონიზაცია
ეფუძნება თემისადმი მიკუთვნებულობის ხელახლა
საერთო გრძნობას. განსაზღვრა
მაგალითები საერთაშორისო ურთიერთობებიდან
დომინანტობ ერთ-ერთი მიდგომა ნაწილობრივ ამართლებს ბირთვული იარაღის
ა გავრცელებას იმ შემთხვევაში, თუ მასზე წვდომა მხოლოდ
რამდენიმე ძლევამოსილ სახელმწიფოს ექნება.

"დიდი ხუთეულის" ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე დიდ


ბირთვულარსენალს ფლობენ, გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს
უფლებაც აქვთ. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის
ხელშეკრულებისა და უსაფრთხოების გაუვრცელებლობის
ინიციატივის (Proliferation Security Initiative) გავლით მოქმედი
ბირთვული ძალები ცდილობენ, ექსკლუზიური უფლება მოიპოვონ
ბირთვულ იარაღზე და მასზე პატარა სახელმწიფოების წვდომა არ
დაუშვან.
ნაცვალგება ნაცვალგების პრინციპი ედო საფუძვლად შეიარაღების კონტროლის
შეთანხმებებს, რომლებიც ცივი ომის პერიოდში ფართოდ
გამოიყენებოდა ზესახელმწიფოთა მიერ ბირთვული ბომბების
განვითარების სამართავად და დღესაც გამოიყენება მათი
არსენალის ორმხრივი შემცირების სამართავად. შეკავებაც
ნაცვალგების პრინციპს ეყრდნობა.

2006 წელს აშშ-მა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ თუ ეს


უკანასკნელი გაყიდდა თავის ბომბებს (ეს ქმედება ჩრდილოეთ
კორეის მოკლევადიან პირად ინტერესში შეიძლება შედიოდეს) და
რომელიმე აქტორი ამ ბომბებს აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენებდა ,
ჩრდილოეთ კორეაზე იძიებდა შურს. 2003 წელს, როდესაც ლიბიამ
შეაჩერა ბირთვული პროგრამა, საერთაშორისო საზოგადოებამ ის
სხვადასხვა გზით დააჯილდოვა, მათ შორის ეკონომიკური
სანქციების მოხსნითაც.
იდენტობა ბევრმა სახელმწიფომ, რომელთაც ბირთვული იარაღის
განვითარების ტექნიკური უნარები გააჩნია, გადაწყვიტა , ასე არ
მოქცეულიყო. მათ ისე ჩამოაყალიბეს (დააკონსტრუირეს) თავიანთი
ეროვნული იდენტობა, რომ მათი იდენტობა ბირთვულ ბომბს
არასასურველადად მიიჩნევს.

ზოგიერთი ქვეყანა, შვედეთის მსგავსად, არ განიზრახავს ომებში


ჩაბმას. სხვანი კი, მაგალითად გერმანია, ისეთი ალიანსების
წევრები არიან, რომ სხვა ქვეყნის ბირთვული "ქოლგის" ქვეშ
ექცევიან და არ დგანან საკუთარი ბირთვული იარაღის
განვითარების საჭიროების წინაშე.

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკის მეცნიერების ნაწილია და ის


საერთაშორისო პოლიტიკას ეხება - კერძოდ, მთავრობების გადაწყვეტილებებს
უცხოელი აქტორების, განსაკუთრებით სხვა მთავრობების შესახებ. ერებს შორის
პოლიტიკური ურთიერთობები საქმიანობათა ფართო სპექტრს ფარავს-დიპლომატიას ,
ომს, სავაჭრო ურთიერთობებს, ალიანსებს, კულტურულ გაცვლებს, საერთაშორისო
ორგანიზაციებში მონაწილეობასა და ა.შ.

არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების ქვედარგები:


 საერთაშორისო უსაფრთხოება - ომისა და მშვიდობის საკითხები
 საერთაშორისო ეკონომია - სახელმწიფოთაშორისი ვაჭრობა, ეკონომიკური
ურთიერთობები და მათი კავშირი ტრანსნაციონალურ ძალებთან

სახელმწიფო - მთავრობის მიერ კონტროლირებადი დასახლებული ტერიტორიული


ერთეული, რომელზე იგი სუვერენიტეტს ახორციელებს. სახელმწიფოს მთავრობა
პასუხისმგებელი არ არის უფრო მაღალი ავტორიტეტის წინაშე. მისი სუვერენიტეტი
აღიარებულია სხვა ქვეყნების მიერ დიპლომატიური ურთიერთობებისა და როგორც
წესი, გაეროს წევრობის გზით.

სახელმწიფო აქტორი - მოიცავს როგორც ინდივიდუალურ ლიდერებს, ასევე


ბიუროკრატიულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: საგარეო საქმეთა სამინისტროები ,
რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

საერთაშორისო სისტემა - მსოფლიო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ქსელი,


რომელიც ურთიერთქმედებათა კონკრეტულ მოდელებსა და წესებზეა აგებული .

ერი-სახელმწიფო - სახელმწიფო, რომლის მოსახლეობასაც ეროვნული იდენტობის


საერთო გრძნობა აკავშირებს, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს საერთო ენასა და
კულტურასაც.

ყოფილი კოლონიების დამოუკიდებლობამ და მოგვიანებით დიდი, მრავალეროვნული


სახელმწიფოების (საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია) პატარა ქვეყნებად დაშლამ
მსოფლიოში სახელმწიფოთა რაოდენობა გაზარდა. მათი ზუსტი რაოდენობა
დამოკიდებულია კვაზი-სახელმწიფო პოლიტიკური ერთეულების რაოდენობაზე . 2016
წლის მონაცემებით გაეროში 193 სახელმწიფო იყო გაწევრიანებული. სხვადასხვა
მსგავსი ტერიტორიული ერთეულის ჩათვლით, მსოფლიოში სახელმწიფოთა ან კვაზი-
სახელმწიფო აქტორთა რიცხვი 200-ს აღწევს.

არასახელმწიფო აქტორები - აქტორები, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო


მთავრობებს და მოქმედებენ სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფო საზღვრების
გავლით.
მაგალითი
მთავრობათაშორი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც გაერო, ნატო
სი ორგანიზაციები სახელმწიფოთა მთავრობები არიან
არასამთავრობო ტრანსნაციონალური ჯგუფი, წითელი ჯვარი,
ორგანიზაციები რომელიც ურთიერთქმედებს საერთაშორისო
სახელმწიფოებთან, ოლიმპიური კომიტეტი
მრავალეროვნულ
კორპორაციებთან
მრავალეროვნულ კომპანიები, რომელთა საქმიანობა ექსონმობილი,
ი კორპორაციები ერთი სახელმწიფოს საზღვრებს ტოიოტა
ცდება
სხვა ინდივიდები, ქალაქები, ოლქები ბონო, ერაყის
ქურთისტანი, ალ-
ქაიდა

ანალიზის დონეები:
 ინდივიდუალური - შეისწავლის ადამიანთა აღქმა, მათი არჩევნები და
მოქმედებები.
 შიდა (სახელმწიფო/საზოგადოებრივი) - შეისწავლის სახელმწიფოს შიგნით
ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო
არენაზე სახელმწიფოს მოქმედებებზე.
 სახელმწიფოთაშორისი (საერთაშორისო/სისტემური) - შეისწავლის
საერთაშორისო სისტემის გავლენას საბოლოო შედეგებზე. აქცენტს აკეთებს
სახელმწიფოთა ურთიერთქმედებებზე, უგულებელყოფს რა მის შიდა
შემადგენლობას და კონკრეტულ პირებს, რომლებიც სათავეში უდგანან ამ
ქვეყნებს.
 გლობალური - საერთაშორისო შედეგების ახსნა გლობალური ტენდენციებისა
და ძალების გადმოსახედიდან, რომლებიც ინტერაქციების ზღვარს სცილდება .
გლობალიზაცია - კომუნიკაციების, კულტურისა და ეკონომიკის თვალსაზრისით
მსოფლიოს მზარდი ინტეგრაცია. ასევე შეიძლება ეხებოდეს სუბიექტური
გამოცდილებების ცვლას დროსა და სივრცეში, რაც თან ახლავს ამ პროცესს.

გლობალური ჩრდილოეთი და გლობალური სამხრეთი


 გლობალური ჩრდილოეთი - დასავლეთი (ჩრდ. ამერიკა, დას. ევროპა და
იაპონია) და ძველი აღმოსავლეთი (ყოფილი სსრკ და მისი მოკავშირეები);
 გლობალური სამხრეთი - ლათინური ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი
და აზიის დიდი ნაწილი (ჩინეთი, სამხრეთ აზია); სამხრეთს ხშირად მესამე
სამყაროს უწოდებენ);

ჩრდილოეთ-სამხრეთის უფსკრული - სხვაობა დასავლეთის (და ყოფილი


აღმოსავლეთის) ინდუსტრიული, შედარებით მდიდარი ქვეყნებისა და აფრიკის , ახლო
აღმოსავლეთის, აზიის უმეტესი ნაწილისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების
რესურსებში (შემოსავალი, სიმდიდრე, ძალა).

1961 წ. – ბერლინის კედლის მშენებლობა

1940-იანი წლები – შეკავების პოლიტიკა (აშშ-ის მცდელობა სსრკ-სათვის ხელი


შეეშალა გლობალური ექსპანსიისათვის)

1949 წ. – ჩინეთის კომუნისტური რევოლუცია


1960-იანი წლები - ჩინეთ-სსრკ-ის განხეთქილება

1950-1953 წწ. – კორეის ომი

1956 წ. – საბჭოთა ჯარების მიერ უნგრეთის აჯანყების ჩახშობა


1968 წ. – პრაღის გაზაფხული და საბჭოთა ჯარების შესვლა ჩეხოსლოვაკიაში
1957 წ. – სსრკ-ის მიერ პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება კოსმოსში

1959 წ. – კუბის რევოლუცია და ფიდელ კასტროს მოსვლა


1961 წ. – "ღორების ყურის ოპერაცია" - აშშ-ის წარუმატებელი კონტრრევოლუცია
1962 წ. – კუბის სარაკეტო კრიზისი აშშ-სა და სსრკ-ს შორის

1979 წ. – საბჭოთა ჯარების შეჭრა ავღანეთში


1985 წ. – მიხეილ გორბაჩოვის მოსვლა საბჭოთა კავშირის სათავეში, სსრკ-ის შიდა
რესტრუქტურიზაცია "პერესტროიკისა" და "გლასტნოსტის" მეშვეობით

1989 წ. – ტიანანმენის მოედანზე ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ პრო-


დემოკრატიული დემონსტრაციების ჩახშობა
1989 წ. – ბერლინის კედლის დაცემა
1990 წ. – გერმანიის გაერთიანება

1991 წ. – პუტჩის მცდელობა რუსეთში


1995 და 1999 წწ. – რუსეთის სასტიკი ქმედებები ჩეჩნეთში

1990 – 1991 წ. – სპარსეთის ყურის ომი (ერაყი)


1991 წ. – იუგოსლავიის დაშლა, ეთნიკური სერბების მიერ ყოფილი იუგოსლავიის
რესპუბლიკების ტერიტორიების დაკავება
1995 წ. – სერბეთის ძალების შეჭრა აღმოსავლეთ ბოსნიაში (გაეროს უსაფრთხო
რაიონებში)
2001 წ. – სერბეთის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის ჰააგის ტრიბუნალისათვის
გადაცემა (მილოშევიჩი გარდაიცვალა 2006 წელს)
1999 წ. – სერბების მიერ კოსოვოში ეთნიკური წმენდა ალბანელების წინააღმდეგ,
ნატოს რეაგირება საჰაერო იერიშებით
2008 წ. – კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

1994 წ. – რუანდის გენოციდი


1997 წ. – სახელმწიფო გადატრიალება ზაირში (კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში)

2001 წლის 11 სექტემბერი – ტერორისტული აქტი აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე


მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და ვაშინგტონში, პენტაგონის შენობაზე
2001 წ. – ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარების მიერ
ავღანეთში თალიბანის რეჟიმის ჩამოგდება
2003 წ. – აშშ-ისა და ბრიტანეთის კოალიციური ჯარების მიერ ერაყში სადამ ჰუსეინის
რეჟიმის დამხობა
2009-2011 წწ. – აშშ-ის მიერ ერაყის დატოვება

2007 წ. – თალიბების მეამბოხეთა კამპანია პაკისტანის ბაზებიდან


2011 წ. – ალ-ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია

2006, 2009 და 2013 წწ. – ჩრდილოეთ კორეის მიერ 3 ბირთვული ბომბის გამოცდა
2012 წ. – ჩრდილოეთ კორეის მიერ გრძელი რადიუსის მოწინავე რაკეტის გამოცდა

2015 წ. – ირანისა და დასავლეთის შეთანხმება ბირთვული აქტივობების შემცირების


შესახებ

2011-2012 წწ. – არაბული გაზაფხული (ტუნისი, ეგვიპტე)


2013 წ. – სახელმწიფო გადატრიალება ეგვიპტეში, ისლამური საძმოს ლიდერის
ჩამოგდება
2011 წ. – სამოქალაქო ომები სირიასა და ლიბიაში

2006 წ. – პალესტინის არჩევნებში "ჰამასის" გამარჯვება


2006 წ. – ისრაელის ომი ჰეზბოლას პარტიზანთა წინააღმდეგ სამხრეთ ლიბანში
2009-2014 წწ. – ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება. (2012 და 2014 წლების შეტაკებების
დროს ისრაელმა რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სიტემა გამოიყენა )

2014-2015 წწ. – ებოლას ვირუსის ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში


2010 წ. – დიდი რაოდენობით ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურესა და ჩინეთში

You might also like