You are on page 1of 5

თინათინ ჯაგაშვილი

23-03-01

იმპერატიული ნორმების მნიშვნელობა საერთაშორისო სამართალში


იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ იმპერატიული ნორმების როლი და გავლენა
საერთაშორისო სამართალზე, აუცილებელია, განვმარტოთ რას გულისხმობენ ეს ნორმები,
საიდან მოდიან, როგორ განვითარდნენ და რა ადგილი უკავიათ მათ დღესდღეობით
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მსოფლიო მშვიდობისა და
უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის


განსაზღვრებით, ხელშეკრულება, რომელიც იმპერატაიულ ნორმას გადაუხვევს, ბათილად
ჩაითვლება. ის არის ქცევის წესი, „რომელიც შექმნილია და აღიარებულია სახელმწიფოთა
საერთაშორისო თანამეგრობობის მიერ მთლიანობაში როგორც ნორმა, რომლისგან
გადახვევა დაუშვებელია და რომლის შეცვლა შეიძლება მხოლოდ საყოველთაო
საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმავე ხასიათის მქონე მომდევნო ნორმით.“ 1ეს
ნორმები არიან ამკრძალავი ნორმები გარდა ერთისა. ყველა სახელმწიფო თანხმდება იმაზე,
რომ მათი ჩადენა არ შეძლება ან თანხმდებიან იმაზე, რომ ამის უფლება აქვთ. როგორც წესი,
ეს ნორმები დაკავშირებულნი არიან მძიმე დარღვევებთან, თუმცა მათი ჩამონათვალი ერთ
რაიმე ხელშეკრულებაში არ არსებობს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნორმების
წარმოშობა დაკავაშირებულია ისტორიულ მოვლენებთან და იმ პრობლემებთან, რომლებიც
კონკრეტულ ეპოქას აწუხებდა.

ათას რვაასიანი წლების მიწურულს დაიწყო ორი პირველი იმპერატიული ნორმის


ჩამოყალიბება. ნათელია, რომ პირველი არის მონობისა და მონობით ვაჭრობის აკრძალვა,
მეორე პრობლემატური საკითხი კი მეკობრეობა გახლდათ. კონტინენტებს შორის
გადაადგილება ხდებოდა წყლების საშუალებით, შესაბამისად ყველა თანხმდებოდა, რომ ეს
ქმედება მიუღებელი იყო. შემდეგი იმპერატიული ნორმები მოსდევენ მეორე მსოოფლიო ომს.
ესენია: აგრესიული ომის წარმოების აკრძალვა, გენოციდის აკრძალვა, კაცობრიობის
წინააღმდეგ დანაშაულები (ეთნიკური წმენდა), ომის დანაშაულები (ქიმიური, ბიოლოგიური
იარაღის გამოყენება). ასევე საინტერესოა დეკოლონიზაციის პერიოდი. რეალურად
სუვერენული უფლებები ამ ტერიტორიებზე მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა. ამ
მხედველობის განვითარებასთან ერთად, ვგულისხმობ გაეროს მიერ დადგენილ წესებს,
ადამიანის უფლებების დოკუმენტებს, გაჩნდა წინააღმდეგობები და ხალხიც მივიდა
თვითგამორკვევის უფლებამდე, რომელიც წამყვან სახელმწიფოებთან ერთად თანაბრად
ეკუთვნოდა ყველას, მათ შორის კოლონიურ ტერტიორიებს. ამ კონკრეტულ მოცემულობაში
ეს იყო უფლება ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელიც იმ
ხალხს უნდა ჰქონოდა, რომელსაც მიჯაჭვულობა გააჩნდა არსებულ ტერიტორიებთან.

1
იმპერატიული ნორმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
http://www.nplg.gov.ge

1
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

ზუსტად ეს დადგენილება ეწინააღმდეგებოდა კოლონისტების მიერ გატარებულ


პოლიტიკას. შესაბამისად იმპერატიული ნორმების რიგს შეემატა თვითგამორკვევის
უფლებაც. ბოლოს ამ სიას ემატება წამების აკრძალვა, რომელიც ადამიანის აბსოლუტური
უფლებაა.

იმპერატიული ნორმების დადგენას რაც შეეხება, ძირითადად ეს ხდება სასამართლო


გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ყოველ კონკრეტულ დავასთან მიმართებაში
საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად ასახელებენ ამ
ნორმებს და რეალურად მხოლოდ აქედან მოგვეპოვება ეს ჩამონათვალი. არ არსებობს
არცერთი დოკუმენტი, სადაც სრული სიაა გამოქვეყნებული. აღნიშნული ნორმების
სამართლებრივ წყაროებს რაც შეეხება, შეიძლება ეს იყოს ხელშეკრულება, ჩვეულება ან
ორივე ერთად. ზემოთ ნახსენები ჩამონათვალი ორივე სახით არის დარეგულირებული
როგორც ჩვეულება, ისე ხელშეკრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმპერატიული
ნორმები ჯერ ჩვეულებებად ყალიბდებიან, თუმცა აუცილებლად უნივერსალური ხასიათს
არიან და ამის შემდეგ იძენენ ისინი იმპერატიულ მნიშვნელობას. წესი ვერ გახდება
იძულებითი ნორმა, სანამ მას არ მიიღებს და აღიარებს სახელმწიფოთა უმრავლესობა,
რადგან აუცილებელია გადაიფაროს კულტურული და იდეოლოგიური განსხვავებები. 2
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მუდმივად ახალ გამოწვევებს ეჯახება და ებრძვის, შესაბამისად
ეს ნორმები ყოველთვის დინამიკაში არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება სახეზე გვქონდეს
ახალი იმპერატიული ნორმა.

აუცილებელია, ვისაუბროთ იუს კოგენს ნორმების საფუძველზე არაღიარების


ვალდებულების შესახებ. პირველ რიგში არაღიარების ვალდებულება უნდა განვმარტოთ. ეს
არის სიტუაცია, როცა სახელმწიფოებს ენიჭებათ ვალდებულება არ ცნონ დამრღვევი
სახელმწიფოს ქმედებები დასაშვებად და ამის საფუძველლზე არ დაამყარონ მასთან
არანაირი ურთიერთობა იქნება ეს ეკონომიკური თუ დიპლომატიური. ვალდებულება
ძირითადად მოდის იუს კოგენეს ანუ იმპერატიული ნორმების დარღვევიდან. ყურადღებას
გავამახვილებ „სამხრეთ როდეზიის“ საქმეზე. ეს ტერიტორია მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის
კოლონიური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, სადაც 1923 წლიდან ძალაუფლებაში მოდიან
ბრიტანელი თეთრკანიანები, რომლებიც ადგილობრივი აფრიკელების მიმართ რასობრივი
დისკრიმინაციის პოლიტიკას ატარებდნენ. ეს ერთეული 1962 წელს გაეროს ქარტიის მე-11
თავის საფუძველზე არა-თვითმმართველ ტერიტორიად ჩამოყალიბდა. 1965 წლის
არჩევნებში როდეზიული ფრონტის გამარჯვების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, იან სმიტმა
ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოითხოვა, რაზეც ბრიტანეთის მთავრობამ საპასუხოდ
გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოითხოვა, როგორიცაა რასობრივი დისკრიმინაციის
დასრულება და როდეზიელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება. მხარეებმა შეთანხმებას
ვერ მიაღწიეს და 1965 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ როდეზიამ ცალმხრივად გამოაცხადა

2
Alexander Orakhelashvili, “Akehurst's Modern Introduction to International Law-Routledge” (Eighth edition,
published 2019 by Routledge). 53

2
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

დამოუკიდებლობა. მეორე დღესვე გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა რეზოლუცია 2163,


რომელიც გმობდა რასისტულ ქმედებებს და მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებას არ
ეღიარებინათ ეს რეჟიმი. ამის სემდეგ უშიშოროების საბჭომ გამოსცა კიდევ ერთი
რეზოლუცია, რომელშიც მიუთითა, რომ სახელმწიფოებს ჰქონდათ ვალდებულება არ
შესულიყვნენ სამხრეთ როდეზიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში. 4აღნიშნული
რეზოლუციები მიღებული იქნა გაეროს ქარტიის მეექვსე და მეშვიდე თავების საფუძველზე,
რაც კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტასა და საერთაშორისო მშვიდობის დარღვევის
საფრთხესთან იყო დაკავშირებული. 5მართალია, მათ კონკრეტულად არ მიუთითებიათ
რომელი ვალდებულების დარღვევის გამო მოხდა არ აღიარების ვალდებულების გამოყენება,
თუმცა ნათელია, რომ თვითგამორკვევის უფლებაზე იყო საუბარი, რადგან მთლიანად
როდეზიელი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენდა მათი ქმედებები. 6

არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ არაღიარების ვალდებულება ცალკე მდგომი,


დამოუკიდებელი სამართლებრივი მოვალეობაა. აქედან გამომდინარე სახელმწიფოები
გაეროსა და მართლმსაჯულების გადაწყვეტილებების გარეშე უნდა ახორციელებდნენ
ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს:

 დამრღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლის აკრძალვა;


 დიპლომატიური მისიების გაგზავნის აკრძალვა;
 საკონსულო წარმომადგენლობების გაგზავნის აკრძალვა;
 ტერიტორიაზე არსებული დიპლომატიური მისიისა და საკონსულო
წარმომადგენლობის გამოხმობა;
 ეკონომიკურ და სხვა ურთიერთობებში შესვლის აკრძალვა;
 დამრღვევისთვის ფორმალური დეკლარაციის გაგზავნა არაღიარებასთან
დაკავშირებით;
 დამრღვევის მიერ მიღებული ნებისმიერი ფორმალური და საჯარო ქმედების
არაღიარება;
 დამრღევის მიერ გამოცემული პასპორტების, სამგზავრო დოკუმენტების,
ქორწინებისა და დაბადების მოწმობების არაღიარება;

3
United Nations Security Council Resolution 216, S/RES/216, (მიღებული 1965
წლის 12 ნოემბერს)
4
United Nations Security Council Resolution 217, S/RES/217, (მიღებული 1965
წლის 20 ნოემბერს)
5
United Nations Security Council Resolution 253, S/RES/253, (მიღებული 1968
წლის 29 მაისს); United Nations Security Council Resolution 277, S/RES/277,
(მიღებული 1970 წლის 18 მარტს)
6
თამარ ჯიქია, ხელმძღვანელი თამარ თომაშვილი, საბაკალავრო ნაშრომი: „არაღიარების
ვალდებულება საერთაშორისო სამართალში“ (2015) 12-14

3
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

 დამრღვევის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღების აკრძალვა.7

მაგალითისთვის შეგვიძლია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გავიხსენოთ. არ არსებობს


არანაირი სამართლებრივი, პოლიტიკური მითითება თუ გადაწყვეტილება, თუმცა
სახელმწიფოები მაინც ახორციელებენ არაღიარების ვალდებულებით გათვალისწინებულ
ქმედებებს. 8საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად უარყოფს რუსეთის ქცევას.
დღესდღეობით ამ საკითხს განსაკუთრებით უფრთხილდებიან და, ვფიქრობ, რომ არცერთი
დარღვევა საერთაშორისო საზოგადოებას უყურადღებოდ და უპასუხოდ არ დარჩება, რადგან
სახელმწიფოების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი დაკვირვების საგანია და მკაცრი
სანქციებიც მოსალოდნელი.

ამრიგად, განვიხილეთ იმპერატიული ნორმების მნიშვნელობა, წარმოშობა,


ჩამოყალიბება, მათი როლი არაღიარების ვალდებულებასთან და შემიძლია ვთქვა, რომ ისინი
დიდ ადგილს იკავებენ საერთაშორისო სამართალში, არეგულირებენ სახელმწიფოების
ქცევებს, გვეხმარებიან სამართლიანობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში, გვაძლევენ
გარანტიას, ვიცხოვროთ უფრო ჰარმონიულ სამყაროში, სადაც ნებისმიერი ჩვენგანის
ფუნდამენტური უფლება იქნება დაცული. მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველთვის
შესაძლებელია საჭიროებისამებ შეიქმნას ახალი, მოცემულ რეალობაში კაცობრიობისთვის
აუცილებელი ნორმა, რომელიც სავალდებულო იქნება საერთაშორისო სამართლის
სუბიექტებისთვის.

ბიბლიოგრაფია

სახელმძღვანელო:

 Alexander Orakhelashvili, “Akehurst's Modern Introduction to International Law-


Routledge” (Eighth edition, published 2019 by Routledge).

ნაშრომი:

 თამარ ჯიქია, ხელმძღვანელი თამარ თომაშვილი, საბაკალავრო ნაშრომი:


„არაღიარების ვალდებულება საერთაშორისო სამართალში"

გაერთიანებული ერების ორგანოების რეზოლუციები:


7
Ibid, 34-35
8
თამარ ჯიქია, ხელმძღვანელი თამარ თომაშვილი, საბაკალავრო ნაშრომი: „არაღიარების
ვალდებულება საერთაშორისო სამართალში“ (2015) 35-36

4
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

 United Nations Security Council Resolution 216, S/RES/216, (მიღებული 1965 წლის 12
ნოემბერს)
 United Nations Security Council Resolution 217, S/RES/217, (მიღებული 1965 წლის 20
ნოემბერს)
 United Nations Security Council Resolution 253, S/RES/253, (მიღებული 1968 წლის 29
მაისს); United Nations Security Council Resolution 277, S/RES/277, (მიღებული 1970 წლის
18 მარტს)

სხვა წყარო:

 იმპერატიული ნორმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


http://www.nplg.gov.ge

You might also like