You are on page 1of 11

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

კონფლიქტების ლოკალიზაცია და ძირითადი ჰუმანიტარიზაციის წყაროები

აგრესიული ომი კანონგარეშეა გამოცხადებული. ეს აქტი არ გამორიცხავს


მსხვერპლის მხრიდან სამართლიან შეიარაღებულ ბრძოლას ე.ი. თავდაცვით ომს.

ჩამოყალიბდა ცალკე დარგი - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი,


რომელიც მოიცავს ყველა ხელშეკრულებას, კონვენციას და სხვა აქტებს,
რომელიც ეხება ადამიანის ბედს შეიარაღებულ კონფლიქტში. ომის თანამედროვე
ჩვეულებები და კანონები მაქსიმალურად ზღუდავენ ომის დაწყების
შესაძლებლობას, ხოლო შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში
ადგენენ სავალდებულო ქცევის წესებს, როგორც სამხედრო ფორმირებისა, ასევე
ცალკეული ჯარისკაცებისათვის, კრძლავენ იარაღის ცალკეული სახეების
გამოყენებას, იცავენ მშვიდობიან მოსახლეობას და ა.შ.

ძირითადი აქტები რომლებიც არეგულირებენ ომის წარმოების წესებს შემდეგია:

- პარიზის 1856 წლის დეკლარაცია საზღვაო ომის შესახებ;


- ჰააგის 1907 წლის კონვენციები სახმელეთო და საზღვაო ომის წარმოების
შესახებ;
- ჟენევის 1925 წლის ოქმი მხუთავი, შხამიანი ან სხვა ამგვარი აირებისა და
ბაქტერიოლოგიური საშუალებების ომში გამოყენების აკრძალვის შესახებ;
- ჟენევის 1949 წლის კონვენცია მოქმედ არმიაში დაჭრილთა და ავადმყოფთა
ხვედრის გაუმჯობესების შესახებ;
- ჟენევის 1949 წლის კონვენცია ზღვაში შეიარაღებული ძალების
შემადგენლობიდან დაჭრილთა, ავადმყოფთა და გემის დაღუპვის შედეგად
წყალში აღმოჩენილ პირთა ბედის გაუმჯობესების შესახებ;
- ჟენევის 1949 წლის კონვენცია ტყვეთა რეჟიმის შესახებ;
- ჟენევის 1949 წლის კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის
დაცვის შესახებ;
- ჟენევის 1977 წლის ორი ოქმი საერთაშორისო და არასაერთაშორისო
კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (საქართველო შეუერთდა
ორივე კონვენციას და ორივე ოქმს 1994 წლის 14 მარტს).
- ლონდოის 1936 წლის ოქმის დანართი ომის დროს სავაჭრო გემების
წინააღმდეგ წყალქვეშა ნავების მოქმედების შესახებ;
- ჰააგის 1954 წლის კონვენცაი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში
კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ (საქართველო შეუერთდა 1993
წლის 4 თებერვალს).
- 1972 წლის კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) იარაღის
ტოქსინების წარმოების და დაგროვების აკრძალვისა და მათი მოსპობის
შესახებ;
- 1977 წლის კონვენცია გარემოზე ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო ან
ნებისმიერი სხვა მტრული მიზნით გამოყენების აკრძალვის შესახებ;
- 1980 წლის კონვენცია და სამი ოქმი, რომლებიც კრძალავენ ან ზღუდავენ
კონკრეტული სახის იმ ჩვეულებრივი სახის იარაღის გამოყენებას,
რომლებიც შეიძლება ზომაგადასული ზიანის მიმყენებელ ან განურჩეველი
მოქმედების მქონე იარაღად ჩაითვალოს.

განიარაღებისა და შეიარაღების შეზღუდვა

განიარაღების იდეა ფიქსირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის


წესდებაში (მუხლები 2, 26 და 47). გაეროს გენერალური ანსამბლეის რეზოლუცია
(1959 წლის 20 ნოემბერი) აღიარებს საყოველთაო და სრული განიარაღების
აუცილებლობას.

ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვა

1963 წლის 5 აგვისტოს მოსკოვში ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულება


ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცესა და წყალქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის
აკრძალვის შესახებ. იგი ძალაში შევიდა 1968 წლის 10 ოქტომბერს. 1974 წელს
დაიდო სსრკ-აშშ-ს ხელშეკრულება მიწისქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდის
შეზღუდვის შესახებ.

ბირთვული იარაღის აკრძალვა

გაერომ რამდენჯერმე მიიღო ასეთი დეკლარაცია. 1961 წლის 24 ნოემბრის


დეკლარაცია ბირთვული და თერმობირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
1972 წლის 29 ნოემბრის დეკლარაცია საერთაშორისო ურთიერთობაში ძალის
გამოუყენლობისა და ბირთვული იარაღის გამოყენების სამარადისოდ აკრძალვის
შესახებ.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა

1990 წლის 5 მარტს ძალაში შევიდა ხელშეკრულება ბირთვული იარაღის


გაუვრცელებლობის შესახებ რომელშიც 120-ზე მეტი სახელმწიფო იღებს
მონაწილეობას. მისი მიზანია სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული იარაღის შექმნის
შესაძლებლობის თავიდან აცილება. ამ ხელშეკრულების ძალით არცერთ
სახელმწიფოს არააქვს უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გადასცეს ვინმეს
ბირთვული იარაღი ვისაც ეს იარაღი არ გააჩნია და ხელი შეუწყოს არაბირთვულ
ქვეყანას, შექმნას საკუთარი ბირთვული იარაღი.

ბირთვული ომის შემთხვევით დაწყების შესაძლებლობის თავიდან აცილების


ზომები

ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან


აირიდონ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ამ მიზანს ემსახურება
სსკრ-აშშ-ს 1973 წლის შეთანხმება ბირთვული ომის აცილების შესახებ.

უბირთვო ზონები

თუ რომელიმე ტერიტორია, კონტინენტი, ან სახელმწიფო გამოცხადებულია


დემილიტარიზებულ ზონად, მისი რეჟიმი ავტომატურად უბირთვო ზონადაც იქცევა
(მაგალითად - ალანდას კუნძულები, შპიცბერგენის არქიპელაგი, ანტარქტიდა და
სხვა).

ხელშეკრულება ანტარქტიკის შესახებ (1959), მოსკოვის 1963 წლის ხელშეკრულება


სამ სფეროში ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ და სხვა
ხელშეკრულებები არის ამ კუთხით დადებული.

საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაცია

ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის თაობაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა


მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც დაგვირგვინდა 1988 წელს ხელშეკრულების
ხელმოწერით (PCMD).

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება

სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვა და შემცირება 1972 წელს მოსკოვში აშშ-მა


და საბჭოთა კავშირმა დადეს ორი შეთანხმება - ხელშეკრულება
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეზღუდვის შესახებ; და დროებითი
შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის სფეროში
ზოგიერთი ზომის შესახებ.

ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის აკრძალვა

1925 წლის ჟენევის ოქმი ითვალისწინებს მხუთავი შხამიანი ან სხვა ამგვარი


აირებისა და ბაქტერიოლოგიური საშუალებების ომში გამოყენების
დაუშვებლობას. 1972 წლის 10 აპრილს მოსკოვში ვაშინგტონსა და ლონდონში
გაიხსნა ხელმოწერისათვის კონვენცია ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური
იარაღის დამუშავების წარმოებისა და დაგრივების აკრძალვის და მათი მოსპობის
შესახებ.

მასობრივი მოსპობის იარაღის ახალი სახეების აკრძალვა

მასობრივი მოსპობის იარაღად ჩაითვლება იარაღი, რომელიც შეიძლება შეიქმნას


მომავალში უკვე ცნობილი მეცნიერულ-ტექნიკური პრინციპებსი საფუძველზე და
რომელსაც ექნება დამაზიანებელი ან გამანადგურებელი თვისებები.

ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირება

ხელშეკრულება ეხება შეზღუდვას და ლიმიტების დაწესებას. ცენტრალურ


ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების
შესახებ ხელშკრულების, მოლაპარაკებების შტაბ ბინად იქცა ქალაქი ვენა.
საბოლოოდ მოლაპარაკებები გახდა 1987 წლის ხელშეკრულების დადების
საფუძველი. 1992 წლიდან რატიფიცირებულია იგი საქართველოშიც.

მიუმხრობლობა (ბლოკების მიუმხრობლობა)

ეს მოძრაობა, რომელიც დღეს ასზე მეტ სახელმწიფოს მოიცავს მეორე მსოფლიო


ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა, როდესაც კოლონიალიზმის კლანჭებიდან
განთავისუფლებული აზიის აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები დადგნენ
პოლიტიკური დამოუკიდებლობის გზაზე. ისინი უარს ამბობდნენ დიდ
სახელმწიფოთა მიერ შექმნილ სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე, ამავე
დროს იბრძვიან მშვიდობის განმტკიცებისათვის.

სახელმწიფოს ამგვარი სტატუსის სახელად საბოლოოდ მიუმხრობლობა


დამკვიდრდა.

ასეთ სახელმწიფოებს უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შეუძლიათ შექმნან


საკუთარი კოლექტიური უშიშროების სისტემა, რეგიონალური საერთაშორისო
ორგანიზაცია.

მიუმხრობლობის სტატუსი ხელს უწყობს კოლონიალიზმისა და ფეოდალური


გადმონაშთების წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთ დროს ისინი მონაწილეობას იღებენ
ისეთ ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის განმტკიცებას.

ნეიტრალიტეტი და მუდმივი ნეიტრალიტეტი

ნეიტრალური სახელმწიფო მუდმივად კისრულობს ვალდებულებას არა მარტო არ


მიიღოს მონაწილეობა რაიმე ომში, არამედ მშვიდობიან დროსაც თავი შეიკავოს
ყოველგვარ ისეთ შეთანხმებასა და ხელშეკრულებაში მონაწილეობისგან, რაც
სამხედრო მიზნებთანაა დაკავშირებული. როგორც წესი მუდმივი ნეიტრალიტეტი
უნდა იყოს გაფორმებული სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულებით -
შვეიცარია 1815 წლიდან და ავსტრია 1955 წლიდან.

საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტები

საერთაშორისოდ ითვლება იგი, თუ ადგილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტს,


რომელშიც მონაწილეობს ორი ან რამდენიმე სახელმწიფო, ან ხალხები,
რომლებიც იბრძვიან კოლონიურ ჩაგვრის, უცხოელთა ოკუპაციისა და რასისტული
რეჟიმის ბატონობის წინააღმდეგ თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის
მიზნით (ჟენევის 1977 წლის ოქმი N1).

არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტებს მიეკუთვნება ყველა ის


კონფლიქტი, რომელიც არ თავსდება ზემოხსენებულ ფორმულაში, ე.ი. ყველა
შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფოს შიგნით მის
შეიარაღებულ ძალებსა და სხვა ორგანიზებულ ჯგუფებს შორის.

საერთაშორისო კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებზე ვრცელდება ჟენევის ოთხივე


კონვენცია და სხვა აქტები, თუ მეომარი მხარეები ცნობენ მათ იურიდიულ ძალას.
თუ არა - ისინი მაინც ვერ აუვლიან გვერდს ჟენევის კონვენციებსა და ოქმების
ძირითად დებულებებს, რომელნიც ჰუმანურობისა და ცივილიზაციის მონაპოვარს
წარმოადგენს.

კონფლიქტში ჩაბმული მხარეები მოვალენი არიან მოეპყრონ მათ ხელში


ჩავარდნილ ნებისმიერ პირს, რომელიც დანებდა იარაღით ან ავადმყოფობის თუ
დაჭრილობის გამო, ჰუმანურად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
აკრძალულია მისი წამება დასახიჩრება, გასამართლება სასამართლოს გარეშე და
ა.შ.

შეიარაღებული კონფლიქტების ჩაქრობისა და მშვიდოის აღდგენის


პროცედურები საერთაშორისო ორგანიზაციებში

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების თანახმად, გაეროს


უშიშროების საბჭოს და გენერალურ მდივანს კონფლიქტების თავიდან
აცილების და მშვიდობის დაცვის მთელი რიგი საშუალებები გააჩნია.
გაეროს მშვიდობის ხელშეწყობის ოპერაცია (Peacemaking) -
მოწოდებულია დიპომატიური საშუელებების გამოყენება, რათა დაიყოლიონ
კონფლიქტის მხარეები, შეწყვიტონ მტრული ურთიერთობა და
მოლაპარაკება გამართონ მათ შორის არსებული დავის მშვიდობიანი
გადაწყვეტისათვის. გენერალური მდივანი მთავარ როლს ასრულებს
მშვიდობის ხელშეწყობაში. მას შეუძლია გამოიყენოს კეთილი სამსახური,
შუამვლობა ან აღასრულოს პრევენტიული დიპლომატია.
გაეროს პრევენტიული დიპლომატია - საქმიანობა, რომლის მიზანია
დავების წარმოშობის თავიდან აცილება, მათი გადაწყვეტა კონფლიქტებში
გადაზრდამდე ან კონფლიქტების გავრცელების შეზღუდვა მათი
მიმდინარეობის პროცესში. უშიშროების საბჭოს უფლება ენიჭება,
განახორციელოს ან ხელი შეუწყოს პრევენტიულ აქტს.
გაეროს მშვიდობის დამცავი ოპერაციები (Peacekeeping) – გაეროს
უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებულია ოპერაციები
სახელმწიფოთაშორისი თუ სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე
შეიარაღებული კონფლიქტების დაწყების ან უკვე მიღწეული დაზავების
დარღვევის თავიდან აცილების მიზნით საერთაშორისო მშვიდობისა და
უშიშროების მისაღწევად.
სამხედრო პერსონალს გაეროს მშვიდობის დამცავ ოპერაციებში
ნებაყოფლობით ქმნიან წევრი სახელმწიფოები და აფინანსებს
საერთაშორისო თანამეგობრობა. მონაწილე სახელმწიფოები
ანაზღაურებას იღებენ მშვიდობის დაცვის სპეციალური ბიუჯეტის
სტანდარტული ნორმით.
წლების განმავლობაში ოპერაციები შემდეგი ამოცანების შესრულებას
ემსახურება: ა) ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და მოლაპარაკებისათვის
ხელსაყრელი ატმოსფერსო შექმნა; ბ) ოპერაციის პრევენციული
განხორციელება; გ) დავის ყოვლისმომცველი გადაწყვეტა; დ)
ჰუმანიტარული ოპერაციების დაცვა კონფლიქტების დროს.
გაეროს მშვიდობის იძულებით აღდგენის ოპერაციები (Peaceeenforcment)
- ხორციელდება გაეროს წესდების მე-7 თვის შესაბამისად, გაეროს
უშიშროების საბჭოს შეუძლია გამოიცნოს იძულებითი ომები საერთაშორისო
მშვიდობისა და უშიშროების შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. აღნიშნული
ზომები მოიცავს როგორც ეკონომიკურ სანქციებს, ისე საერთაშორისო
სამხედრო მოქმედებას.
გაერო აქტიურად იყენებს სანქციებს - ეკონომიკური სანქციები და
ემბარგო, როგორც იძულებითი მეთოდები.
გაეროს ოპერაციები მშვიდობის განმტკიცება-მშენებლობის მიზნით
(Peacebuilding) - გაერო ასევე ცდილობს მიღწეული მშვიდობის განმტკიცებას.
გაეროს მთავარ ინსტრუმენტს მშვიდობის განმტკიცებისათვის შეადგენს
დახმარების გაწევა-განვითარების მიზანი.
2. ეუთოს მშვიდობის დაცვის ზომები მხოლოდ არაიძულებით ხასიათს
ატარებენ და კონფლიქტში ჩაბმული მხარეების თანხომით ხორციელდება.
მხარეებდა ჩაითვლებიან მოდავე სახელმწიფოები, სახელმწიფოებში
არსებული დაპირისპირებული შეიარაღებული ფორმირებები. მშვიდობის
დაცვის ოპერაციის ძირითადი მიზანია კონტროლი გაუწიოს დაზავებულ
მხარეთა შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ან დახმარების გაწევა
ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, მეთვალყურეობის გაწევა ჯარების
გამოყვანის პროცესისათვის, კანონიერებისა და წესრიგის დაცვა
კონფლიქტის ზონაში და ა.შ. ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება გაეროს
წესდების შესაბამისად და უშიშროების საბჭოსთან მჭიდრო კონტაქტში.
3. ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალები - ძირითადად
მიმართულია შეიარაღებული ძალები ევროპაში და შეიარაღებული ძალები
ატლანტიკაში. ევროპაში ნატოს სტრატეგიულ სარდლობას სათავეში უდგას
უმაღლესი მთავარსარდალი. ნატოს ჯარები ორ კატეგორიად იყოფა: ნატოს
უშუალო განკარგულებაში მყოფი ჯარები და ის ნაწილები, რომლებიც წევრ-
სახელმწიფოებმა წინასწარ გამოყვეს საბრძოლო ოპერაციებში
მონაწილეობის საჭიროებისათვის, მაგრამ შვიდობიან პერიოდში ტოვებენ
მათ თავის განკარგულებაში. რამდენიმე შენაერთი შეადგენს ე.წ. სწრაფი
რეაგირების კორპუსს. სამხედრო საზღვაო ფლოტის დაუყოვნებლივი
რეაგირების ძალებში შედგებიან მუდმივმოქმედი შენაერთებისაგან,
რომლებიც დისლოცირებული არიან ატლანტიკის ოკეანეში, სრუტე ლა-
მანშსა და ხმელთაშუა ზღვის არეში. ნატოს ფარგლებში მოქმედებს ასევე
მობილური ჯგუფი, რომელიც მოიცავს სახმელეთო და საჰაერო
შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია ასევე ნატოს საჰაერო წინასწარი
შეტყობინების ჯგუფი ომის პერიოდში იგი პასუხს აგებს ნატოს
გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერაციების ორგანიზებასა და
განხორციელებაზე. მთავარსარდალი ტრადიციულად არის ამერიკელი
გენერალი (1992-1993 წლებში ეს პოსტი ამერიკელ გენერალ ჯ.
შალიკაშვილს ეკავა). იგი ინიშნება სამი წლით. საჭიროების შემთხვევაში ეს
ვადა შეიძლება გაგრძელდეს. უმაღლეს მთავარსარდალს ჰყავს ორი
მოადგილე - ინგლისელი და გერმანელი. ბოსნიის მოდელი შეიარაღებულ
კონფლიქტების მოწესრიგებისა - გაეროს ეუთოს და ნატოს ერთობლივი
ღონისძიებები ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე აღმოცენებულ
სახელმწიფოებს შორის და მათ შიგნით შეიარაღებული ბრძოლის
შეწყვეტისა და კონფლიქტების ფართომაშტაბიანი მოგვარება იძულების
გამოყენებით. ეს მოდელი მიზნათ ისახავს ძირითადად სეპარატისტების
წინააღმდეგ ბრძოლას.

ომის წარმოების საშუალებები და მეთოდები

სხვადასხვა კონვენციებითა და ხელშეკრულებებით აკრძალულია სხვადასხვა


ქიმიური, ბიოლოგიური, ცეცხლსასროლი, ბირთვული იარაღების გამოყენება.
იკრძალება ნაღმის, ხაფანგი-ნაღმის და სხვა მსგავსი იარაღის გამოყენება
სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, მათი შენიღბვა საბავშვო სათამაშოების,
სასურსათო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობის, ხელოვნების
ნაწარმოების მსგავს ფორმებში.

კანონგარეშე ცხადდება ცეცხლის გამჩენი იარაღის გამოყენება სამოქალაქო


ობიექტებისა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, შეზღუდულია მისი
გამოყენება სამხედრო ობიექტების მიმართაც.

1977 წელს დაიდო კონვენცია გარემოს ზემოქმედების საშუალებათა სამხედრო ან


ნებისმიერი სხვა მტრული მიზნით აკრძალვის შესახებ.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი მოითხოვს მეომარი მხარებისაგან,


ჰუმანურად მოეპყრონ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას, როდესაც ის მის ხელთაა.
კრძალავს დაუცველი ქალაქების, სოფლების, ნაგებობების დაბომბვას და მათზე
იერიშის მიტანას და ა.შ.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს


მსტოვარსა (ჯაშუშს) და სამხედრო მზვერავს. ჯაშუში ფარულად შედის მტრის
დაკავებულ ტერიტორიაზე და ასევე ფარულად, გადაცმული აგროვებს სათანადო
ცნობებს. დაჭერისას იგი ისჯება მკაცრად, მაგრამ მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილების საფუძველზე. მზვერავი პირიქით, შემოდის სამხედრო
მოქმედების არეში სამხედრო ფორმაში. მისი დაჭერის შემთხვევაში, მასზე უნდა
გავრცელდეს სამხედრო ტყვეობის რეჟიმი.

ომის გამოცხადება

კატეგორიულად აკრძალულია ომის დაწყება მისი წინასწარი გამოცხადების


გარეშე, რომელსაც სამხედრო მოქმედების დაწყების შესახებ მოტივირებული
განცხადების ან ულტიმატუმის სახე უნდა ჰქონდეს. აგრესორის მიერ ომის
გამოუცხადებლად დაწყება ამძიმებს მის დანაშაულს. სახელმწიფოს მიერ ომის
გამოცხადების დაშვება მხოლოდ როგორც აგრესიის საპასუხო აქტი. ომის
გამოცხადების მომენტიდან წყდება ყველანაირი დიპლომატიური და საკონსულო
ურთიერთობები.

სამხედრო მოქმედების თეატრი

სამხედრო მოქმედებანი მხარეთა შორის შეიძლება წარმოებდეს მხოლოდ მათი


სახმელეთო საჰაერო და საზღვაო ტერიტორიის ფარგლებში.

მეომარი (კომბატანტი) და არამეომარი (არაკომბატანტი) პირები


მეომარ მხარეთა შეიარაღებული ძალები შედგება რეგულარული და
არარეგულარული ნაწილებისაგან. კომბატანტები უშუალოდ იბრძვიან ომში.
არაკომბატანტები მიუხედავად იმისა რომ ისინი მიყვებიან თავის ჯარს უშუალოდ
საბრძოლო ოპერაციებშ მონაწილეობას არ იღებენ (ჟურნალისეტები, სამღვდელო
პირები, ინტენდანტები, სამხედრო იურიდიული აპარატის მუშაკები). თანამედროვე
სამართალი აღიარებს პარტიზანების კომბატანტის სტატუსს. კომბატანტებს ასევე
მიეკუთვნებიან მოხალისეები.

დაქირავებული პირები

გაერომ ძალიან ბევრჯერ მიმართა სახელმწიფოებს არ დაუშვან დაქირავებული


პირები თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე. მათი გამოყენება ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ
წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხოლო თვით ეს პირები
დამნაშავეთა კატეგორიას მიეკუთვნებიან (1968წ).

ამ მხრივ აღსანიშნავია 1973 წლის გენერალური ასამბლიის მიერ მიღებული


რეზოლუცია. 1974 წელს მიღებული რეზოულიცა აგრესიის განსაზღვრის შესახებ და
სხვა.

დაქირავებული პირები არ არიან კომბატანტები და არ შეიძლება ფლობდნენ


სამხედრო ტყვის სტატუსს.

ოკუპირების სამართლებრივი რეჟიმი

სამხედრო მოქმედების დროს მტრის ტერიტორიის დაკავება (ოკუპაცია) დროებით


ხასიათს უნდა ატარებდეს, რადგანაც მასზე სუვერენული უფლებების მოპოვება
მხოლოდ საზავო ხელშეკრულების ძალით შეიძლება.

ოკუპანტს არ აქვს უფლება გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების


მოსახლეობა სამხედრო ინფორმაციის მიღებისათვის, მოსთხოვოს მას
ერთგულების ფიცი, გამოიყენოს იგი სამხედრო საჭიროებისათვის.

საზღვაო და საჰაერო ომის წარმოების წესები

საზღვაო ომის თეატრად გამოიყენება მხოლოდ მეომარ მხარეთა საზღავაო


ტერიტორია და ღია ზღვა. შეიარაღებულ ძალად ითვლება ყველა სახის
სამხედრო-საზღვაო გემი და სხვა სპეციალურად შეიარაღებული გემები, მათი
ეკიპაჟი. აკრძალულია ქალაქების, სოფლების ნაგებობების დაბომბვა ზღვიდან.

მეომარი მხარე უფლებამოსილია მოაწყოს მტრის სანაპირო რაიონების ბლოკადა.


წყალქვეშა ნავები აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მტრის
შეიარაღებულ ძალთა წინააღმდეგ, მაგრამ საჭიროებისამებრ დაიშვება მტრის
სავაჭრო გემების ჩაძირვა, თუ მისი ეკიპაჟი და მგზავრები გადაყვანილ იქნებიან
საიმედო ადგილზე.

მეომარ მხარეებს უფლება აქვთ შემოღობონ თავისი სანაპირო რაიონები


ნაღმებით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს ნეიტრალურ ქვეყნებს.

აკრძალულია კაპერობა (მეკობრეობა).

მეომარ მხარეებს უფლება აქვთ ხელთ იგდონ მოწინააღმდეგის სამხედრო გემები.

საჰაერო ომის დარგში არ არსებობს რაიმე სპეციალური საერთაშორისო


შეთანხმება, რომელიც არეგულირებს სამხედრო მოქმედების წარმოებას ჰაერში.
არ შეიძლება ქალაქების, სოფლების, ნაგებობების დაბომბვა და მშვიდობიანი
მოსახლეობის განადგურება.

ტყვეთა, დაჭრილთა და ავადმყოფთა სამართლებრივი რეჟიმი

ტყვეებად ითვლებიან როგორც კომბატანტები ასევე არაკომბატანტი პირები.


სახელმწიფო მოვალეა ჰუმანურად მოეპყროს მას. ოფიცერთა გარდა ყველა ტყვე
შეიძლება გაწვეული იყოს სამუშაოზე. ეს შრომა უნდა იყოს ანაზღაურებადი. ტყვეზე
ვრცელდება ყველა კანონი რომელსაც ემორჩილებიან ადგილობრივი
შეიარაღებული ძალები.

დაჭრილი პირები უნდა სარგებლობნდენ ყოველგვარი დახმარებით.

ომის დროს ნეიტრალური სახელმწიფოების უფლება-მოვალეობანი

დროებითი ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფო თავს იკავებს ომში


ჩარევისაგან, რის შესახებაც ოფიციალურად ატყობინებს მეომარ მხარეებს და
სხვა ქვეყნებს. მუდმივი ნეიტრალიტეტი ავალებს სახელმწიფოს, თავი შეიკავოს
ომისაგან არა მარტო ომის დაწყების დროს არამედ მშვიდობის დროსაც
ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს რათა მისი ტერიტორია არ იქნას
გამოყენებული სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ომის გაჩაღებისათვის.

ნეიტრალური სახელმწიფო უფლებამოსილია გაატაროს თავის ტერიტორიაზე


მეომარი მხარების დაჭრილთა და ავადმყოფთა ტრანსპორტები, თუ მას არ
ახლავს შეიარაღებული ძალები ან იარაღი. გემებს უფლება აქვთ 24 საათით
გამოიყენონ ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიული წყლები. მათ არააქვთ
უფლება ისარგებლონ ნეიტრალური სახელმწიფოს პორტებით.

ომის დამთავრება
ომის შეჩერება დროებითი მოვლენაა, იგი სხვადასხვა ფორმით გვევლინება -
საერთო დაზავება, ადგილობრივი დაზავება აჩერებს სამხედრო მოქმედებას
ყველა ფრონტზე და როგორც წესი საზავო ხელშეკრულების დადების პირველი
მერცხალია. ადგილობრივი დაზავება დიდწილად იდება გვამების გატანის,
დაჭრილთა გაყვანის და ჰუმანიტარული მიზნებისათვის.

უსიტყვო კაპიტულაციის (დანებების) დროს დამარცხებული სახელმწიფო ნებდება


ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე. ომის დამთავრება ომის მდგომარეობის
შეწყვეტის აქტით ფორმდება, რაც საზავო ხელშეკრულების სახეს იღებს.

ეს ხელშეკრულებანი შემდეგ საკითხებს მოიცავენ: ომის მდგომარეობის შეწყვეტა


და მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა; ბ) ტერიტორიული საკითხები; გ)
რეპარტიები, რესტიტუციები და ზარალის ანაზღაურების სხვა საშუალებანი; დ)
ტყვეთა, ლტოლვილთა და ადგილნაცვლად პირთა ურთიერთგაცვლა; ე) ომამდე
დადებულ ხელშეკრულებათა ბედი; ვ) ეკონომიკურ და პოლიტიკურ
ურთიერთობათა საკითხები; ზ) სხვადასხვა სახის კომისიების შექმნა საზავო
პირობების ცხოვრებაში გატარებისათვის.

ომის დამთავრება შეიძლება ცალმხრივი ან ორმხრივი დეკლარაციის


საშუალებითაც მოხდეს, რაც არ გამორიცხავს საზავო ხელშეკრულების
აუცილებლობასაც.

You might also like