You are on page 1of 13

ძალის გამოყენების აკრძალვა

წინასწარ აღმკვეთი თავდასხმა - მიზანი არის გაანეიტრალოს ისეთი საფრთხე,


რომელიც მოდის სხვა სახელმწიფოსგან მაგრამ მაგალითად შეიძლება არ არსებობდეს
იმწუთიერების ელემენტი იმწუთიერებეის ელემენტი შეიძლება გავრცლედეს
გონივრულ მოლოდინზე

ჰუმანიტარული ინტერვენცია ეს არის კონცეფცია რომლის თანახმადაც


კონკრეტული სახელმწიფოები განმარტავენ 51 მუხლს იმგვარად რომ ეს მათ აძლევს
მოქმედების საშუალებას ისე შემთხვევებში როდესაც კონკრეტულ ტერიტორიებზე
ირღვევა ადამიანის უფლებები, ანუ ადამიანები არიან მუდმივი ჩაგვრის ქვეშ
უბრალოდ ის ავტორიზებული უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რათა
ჩაითვალოს ლეგალურად

პოლიტიკური ად ეკონომიკური სანქციები იძულების მექანიზმად არ ითვლება

გაეროს წესდება ითვალისწინებს ინდიიდუალური და კოლექტიური თავდაცვის


უფლებას. ინდივიდუალური წარმოექმნება ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც მასზე
ხდება შეიარაღებული თავდასხმა და კოლექტიური თავდაცვის უფლება
სახლემწიფოს წარმოექმნება მხოლოდ მაშინ როდესაც ის ავოტირიზებულია
უშიშროების საბჭოს მიერ

კოლექტიური თავდაცვის ამოქმედების წინაპირობად სასამართომ ნიკარაგუას


საქმეში დაადგინა 2 წინაპირობა:

1. თავად დაზარალებული უნდა ითხოვდეს დახმარებას


2. შეიარაღებულ თავდასხმას უნდა ჰქონდეს ადგილი

შეიარაღებული თავდასხმა არის განმარტების საგანი რადგან ის სახელმწიფოები


რომლებიც უჭერენ იმ იდეას მხარს რომ შეიარაღებულ თავდასხმად უნდა
დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევებიც როდესაც არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი
საფრთხე თუმცა ჯერ შეიარაღებულ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია ისინი ამ
მოცემულობას უკავშირებენ კონცეფციას რომელსაც ეწოდება წინასწარ აღმკვეთი
თავდაცვა ამ კონცეფციის მომხრეები ამბობენ რომ გაეროს წესდების 51 მუხლი
წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის გამოხატულებას და
საუბარია 1928 დან 1945 წლამდე არსებულ ჩვეულებებზე

წინასწარ არმკვეთ თავდასხმა მიზანშეწონილია როდესაც არსებობს შესაბამისი


საჭიროება ასევე მკაცრ ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული რათა არ მოხდეს ძალის
გადამეტება და მიზანმიმართული უნდა იყოს თვითშენარჩუნებისკენ ანუ
კონკრეტული სახელმწიფოს უფლებების დაცვისკენ

პრინციპი რეკომენდაცია - რომელიც მიიჩნევდა რომ ომის მუქარის შედეგად ან


სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ყოფნის შედეგად
კონკრეტული ტერიტორიის დათმობა ჩათვლილიყო ბათილად

1925 წელს ერთა ლიგის მეექვსე ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რომელიც აგრესიულ
ომს აცხადებდა საერთაშორისო დანაშაულად ეს იყო პირველი ნაბიჯი ლიგის
მხრიდან რომლითაც ის აგრესიულ ომს როგორც საერთაშორისო დანაშაულს ისე
უყურებს, ამ რეზოლუციას საფუძვლად ედო ესპანეთის დელეგაციის მომზადებული
პროექტი. პირველი კომისიის ანგარიშში აღნიშნული იყო, სამწუხაროდ რომ
პრინციპი რომ აგრესიული ომი, როგორც საერთაშორისო დანაშაულიაო ჯერ კიდევ
არ დამკვიდრებულა როგორც პოზიტიური სამართლის პრინციპიო.

რა პერიდი გავიარეთ? ჯერ 1890 წელი ამერიკული სახელმწიფოების კონფერენცია


ვაშინგტონში, სადაც ეს პრინციპი აღიარებულ იქნა, შემდეგ 1925 წელს მეექვსე
ასამბლეა სადაც რეზოლუცია პირველად მიიღო ერთა ლიგამ და შემდეგი ეტაპია
მერვე ასამბლეა 1927 წელს და მიღებულ იქნა პოლონეთის მიერ მომზადებული
რეზოლუციის პროექტი რომლითაც აგრესიული ომი იკრძალებოდა, პოლონეთის
დელეგაციის წარმომადგენლების განმარტებით მათი ეს შემუშავებული პროექტი
წარმოადგენდა სამართლებრივ დოკუმენტს, მაგრამ ჰქონდა მორალური და
აღმზრდელობითი მნიშვნელობა. ანუ ვერავინ ვერ ბედავდა აგრესიული ომის
აკრძალვაზე როგორც სამართლებრივ პრინციპზე მსჯელობას. რეზოლუცია სხვა
სამართლებრივი დოკუმენტებისგან განსხვავდება იმით რომ მას არ აქვს
სამართლებრივად მბოჭავი ძალა. რბილი სამართალიც შეიძლება იყოს სამართლის
წყარო და რეზოლუციებიც გავა დამხმარე წყაროებში, შემდეგი ეტაპი საყოველთაო
ხელშეკრულება ომზე უარის თქმის შესახებ რომელიც თარიღდება 1928 წლით
რომელსაც ჰქონდა სამართლებრივად მრავალმხრივი ხელშეკრულების ხასიათი და
რა თქმა უნდა იყო სამართლებრივად მბოჭავი და ეს იყო საყოველთაო
ხელშეკრულება ომზე უარის თქმის შესახებ: მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მათი
ხალხის სახელით საზეიმოდ აცხადებენ რომ გმობენ როგორც ომის საერთაშორისო
უთანხმოების გადაწყვეტის საშუალებას და უარს აცხადებენ მასზე როგორც
ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტზე ერთმანეთს შორის ურთიერთობის, მეორე
მუხლი: მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან რომ მათ შორის
წარმოშობილი ყველა დავისა თუ კონფლიქტის მოგვარება ან გადაწყვეტა
მიუხედავად მათი ხასიათისა ან წარმოშობისა არასდროს მოხდება სხვაგვარად გარდა
მშვიდობიანი საშუალებისა. ანუ დასუსტდა აგრესიული ომის კონცეფცია და მეორე
მხრივ მხარეებმა პირდაპირ გაითვალისწინეს საერთაშორისო სამართლის ერთ ერთი
ყგველაზე დიდი ქვაკუთხედი ანუ დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება ამ
დოკუმენტს ხელი მოაწერა 63 სახელმწიფომ და დღემდე ძალაშია რადგან ეს
ხეშერკრულება არ შეიცავდა რაიმე ჩანაწერს მისი ვადის ამოწურვის გამო
ძალადაკარგულად მიჩნევის შესახებ, ამ ხელშეკრულებამ უნივერსალური სახის
ვალდებულება გაითვალისწინა ამას ერქვა კელოგ ბრიანის პაქტი რომელიც
წარმოადგენდა ასევე უნივერსალურ ხელშეკრულებას და ცნობილი იყო როგორც
სახელმწიფოს პრაქტიკის ფუნდამენტი და ეს პრაქტიკა ეფუძნებოდა სახელმწიფოთა
პრაქტიკას 1928 და 1945 წლებში არსებულ ჩვეულებას და მისი მონაწილე მხარეები
განმარტავენ რომ ეს იყო დღევანდელი გაეროს წესდებით დადგენილი
სამართლებრივი რეჟიმის პროტოტიპი და ფაქტობრივად 1928 დან 1945 წლამდე
არსებობდა უწყვეტი რეჟიმი ამ ხელშეკრულებით დადგენილი სამართლებრივი
რეჟიმისა და ამას მხარეები ექვემდებარებოდნენ.

ამ პაქტით დაწესებული ძირითადი პრინციპები გამოიყურებოდა შემდეგნაირად:


1. მხარეები იღებდნენ ვალდებულებას ორმ არ მომხდარიყო ომის გამოყენება
საერთაშორისო ურთიერთობის გადაწყვეტისთვის ანუ დავის მშვიდობიანად
გადაწყვეტის პრინციპი
2. თავდაცვის და კოლექტიური თავდაცვის უფლება ანუ ვიღაც თუ თავს გესხმის
შენ გაქვს უფლება რომ დაიცვა საკუთარი თავი
ამ პაქტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა სახელმწიფოთა პრაქტიკაში მაგალითად აშშ
პაქტზე უთითებდა ჯერ კიდეც 1929 წელს ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის დროს
მომხდარი სამხედრო დაპირისპირების დროს პაქტი როლს ასრულებდა 1939 წლამდე
პაქტი იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი რადგან როგორც მავადლდებულებელი
ძალით ჩამოეყალიბებინა ხელშეკრულება რომელიც აგრესიულ ომს დათმობდა და
ხელშეკრულება რომელიც უთითებდა რომ სახელმწიფოებს დავის გადაწყვეტისას
მუდმივად მშვიდობიანი გზები უნდა გამოეყენებინათ.

ეს პაქტის დადგენილი წესდებები მეორდება გაეროს წესდებაში რომელიც შევიდა


ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს. გაეროს ქარტიაში და წესდებაში მნიშვნელოვანი
მუხლებია 2 მუხლი ეს არის ერთგვარი გზამკვლევი რომელშიც ჩამოთვლილია
მთელი რიგი პრინციპები რომლებიც სავალდებულოა გაეროსთვის და მისი
წევრებისთვის, ეს პრინციპები არის შემდეგნაირი:
ყველა სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი საერთაშორისო დავა გადაწყვიტოს
მსვიდობიანი გზით ისე რომ არ დადგეს საფრთხის ქვეშ საერთაშორისო მშვიდობა
უსაფრთხოება და სამართლიანობა. ყველა სახელმწიფო ვალდებულია თავი
შეიაკავოს ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან ნებისმიერ
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის
წინააღდეგ ან სხვაგვარად ისე რაც შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან. ანუ ძალის
გამოყენების მუქარა უთანაბრდება ძალის გამოყენებას. ( მშვიდობიანი გადაწყვეტის
პრინციპი)
გაეროს 51 მუხლი რომელიც როგორც 1928 წლის ხელშეკრულება ძალაში ტოვებს და
ინარჩუნებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავადცვის უფლება. თავდაცვის
უფლებას ის მოიხსენიებს როგორც თანდაყოლილ უფლებას.
ნიკარაგუას საქმეში დაზუსტდა ფორმულირება ამ პერიოდში არსებულ ჩვეულებითი
სამართლის შუქზე. სასამართლომ განამრტა რომ გვაქვს ორი წყაროო ერთი გაეროს
წესდება და მეორე ჩვეულებითი სამართალი აქ მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს
განმარტება რომ ერთი მხრივ დაეზუსტებინა რა იყო აშშ ს არგუმენტი და რა იყო
ნიკარაგუას არგუმენტი ორი შემთხვევაა ერთი თავდაცვის უფლება და მოერე
კოლექტიური თავდაცვის უფლება რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებული
უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. კოლექტიურ თავდაცვასთან
მიმართებით აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ავტორიზება.
ნიკარაგუას საქმე მნიშვნელოვანია იმ გაგებითაც რომ განესაზღვრა რა
იგულისხმებოდა 51 მუხლში დადგენილ შეიარაღებულ თავდასხმაში რომელიც არის
პრერეკვიზიტი კოლექტიური თავდაცვის უფლების ამუშავების ჯერ უნდა
არსებობდეს შეიარაღებული თავდაცვა რომ ჩავდგეთ თავდაცვის მდგომარეობაში

გაეროს წესდებით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი

ფრაზა შეიარაღებული თავდასხმა აშკარად გულისხმობს ხელყოფას საეჭვოა რომ იგი


ეხებოდეს ისეთ შემთხვევებს როგორიცაა რევოლუციური ჯგუფების დახმარება და
მთავრობის დამხობა რომლებიც არ მოიცავს სახელმწიფოს ძალების მიერ შეტევით
ოპერაციებს. შეიარაღებული თავდასხმის ფარგლებს გარეთ ხვდება ალბათ
შეიარაღებული ბანდების მიერ ერთეული ოპერაციებით მაგრამ გონივრულია
ვივარაუდოთ რომ მძლავრი არარეგულარული ბანების კოორდინირებული კამპანია,
იმ სახელმწიფოს აშკარა ან ადვილად დადასტურებადი თანამონაწილეობით
საიდანაც ისინი იმართებიან მართლაც უნდა ჩაითვალოს შეიარაღებულ
ძთავდასხმად განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება დავის ძალისმიერ
გადაწყვეტას ან ტერიტორიის შეძენას

თავდაცვის მიზნით წინასწარ აღმკვეთი, ანუ პრევენციული მოქმედებების


კანონიერება და წესდების დებულებები

ამ წესდებაში არაფერი ხელს არ უშლის თანდაყოლილ უფლებას ინდივიიდუალურ


ან კოლექტიურ თავდაცვაზე გაერთიანებული ერების წევრზე შეიარაღებული
თავდასხმის სემთხვევაში სანამ უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს რომლებიცა
აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შესანარჩუნებად.
თავდაცვის ამგვარი უფლების განხორციელების ფარგლებში წევრების მიერ
გატარებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების
საბჭოს ასეთი ღონისძიებები არავითარ შემთხვევაში ხელს არ უშლის უშიშროების
საბჭოს ამ წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობას
ნებისმიერ დროს განახორციელოს ისეთი მოქმედება როგორსაც ის საჭიროდ
ჩათვლის საერთაშორისო მშვიდობის ან უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ან
აღსადგენად.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით გამორიცხავს თუ არა


წსდება წინასწარ აღმკვეთ თავდასხმას. ძირითადად ორი მოსაზრებაა პირველი წრომ
წესდების 51 მუხლით შენარჩუნებულია თავდაცვის უფლება რომელიც ჩვეულებით
სამართალში არსებობს ეს სეხედულება თავისთავად გონივრულია.
მითითებაჩვეულებით სამართალზე მნიშვნელოვანიარადგან თავდაცვის მიზნით
წინასწარ აღმკვეთი ღონისძიება თავისთავად შეუსაბამოა 51 მუხლის ტექსტთან.
ამიტომ უთითებენ წინასწარ აღმკვეთი თავადაცვის მომხრეები ჩვეულებით
სამართალს რომ გაამართლონ წინასწარ აღმკვეთი მოქმედება.

მეორე მოსაზრება არის ის რომ ამ სფეროში ჩვეულებითი სამართალი ჩამოყალიბდა


მეცხრამეტე საუკუნეში და განსაკუთრებით აშშ სა და ბრიტანეთს შორის 1838-1842
წლებში ერთმანეთთან გაცვლილი მიმოწერის შედეგად. ეს მიმოწერა გამოიწვია იმან
რომ 1837 წელს ამერიკის ტერიტორიაზე ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა
ხელში ჩაიგდეს და გაანადგურეს გემი კაროლინა რომელსაც იყენებთა პირთა ჯგუფი
კანადაში შეიარაღებული აჯანყების დასახმარებლად. ეს ინციდენტი აშშ სახელმწიფო
მდივანმა გააპროტესტა და ბრიტანეთის მთავრობას ასეთი ვითარების არსებობის
დასაბუთება მოსთხოვა
იმწუთიერი და უკიდურესი თავდაცვის საჭიროება რომელიც არ იზლეოდა
არჩევანის საშუალებას და მოფიქრების დროს. მანვე უნდა დაამტკიცოს რომ
ადგილობრივ ხელისუფლებას კანადაში არ გაუკეთებია რაიმე არაგონივრული ან
ზედმეტი თუნდაც მართლაც ყოფილიყო ისეთი საჭიროება რაც მას მისცემდა
შეერთებული შტატების ტერიტროაიზე შესვლის უფლებას რადგან ქმედება
რომელიც გამართებულია თავდაცვის საჭიროებით უნდა იყოს მხოლოდ ამ
სჭიროების ფარგლებში და უნდა დარცეს მკაფიოდ ამ ფარგლებში

პასუხად 1842 წლის 28 ივლისს მიწერილ წერილში ლორდი ეშბარტონი ბრიტანეთის


მთავრობის სახელით სავადოდ არ ხდიდა ვებსტერის მიერ ჩამოყალიბებულ
პრინციპს. ვებსტერის მიერ ჩამოყალიბებული ფორმულა ძვირფასია რადგან ისგი
სიფრთხილით განმარტავს წინასწარ აღმკვეთი თავდაცვის მნიშვნელოვას მაგრამ
აღნიშნული მიმოწერის სედეგად არაფერი შეცვლილა იმ დროს მოქმედ
სამართლებრივ დოქტრინაში მაშინ თავდაცვა მ იიჩნეოდა თვითშენარჩუნების ან
მისი ცალკეული გამოხატულების იდენტურად. ვებსტერის ნოტა სწორედ ამგვარი
თავდაცვის ფარგლების განსაზღვრის მცდელობაა კონკრეტული ინციდენტის
ფაქტების გათვალისწინებით. იმ პერიოდის სახელმწიფო მოხელეები სიტყვებს
როგორებიცაა თვით შენარჩუნება თავდაცვა აუცილებლობა და თავდაცვის
აუცილებლობა თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობით ხმარობდნენნ და არც
დიპლომატიური კორესპონდენცია ისახავდა მიზნად თვითშენარჩუნების უფლების
შეზღუდვას. არამედ პირიქით საერთაშორისო სამართის თაობაზე მრავალი ნაშრომი
კაროლინის საქმემდეც და მის შემდეგად. თავდაცვას მიიჩნევდნენ
თვითშენარჩუნეგის ერთ-ერთ ფორმად და კაროლინის საქმესაც სწორედ ამ
კონტექსტში განიხილავდნენ.

კოლექტიური თავდაცვის უფლება წესდების 51 მუხლი

ნიკარაგუის საქმეში საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა რომ ორი პირობა უნდა


შესრულდეს იმისთვის რომ კოლექტიური თავდაცვის უფლების განხორციელება
კანონიერი იყოს:
1. დაზარალებულმა სახელმწიფომ უნდა განაცხადოს რომ იგი დაზარალებულია
და ითხოვოს დახმარება
2. სამართალდაღვევა რომლითაც დაზარალდა აღნიშნული სახელმწიოფ უნდა
წარმოადგენდეს შეიარაღებულ თავდასხმას

აგრესიის დეფინიცია

1974 წელს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აგრესიის დეფინიციის


შესახებ

მუხლი 1

აგრესია არის სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება სხვა


სახსელმწიფოს სუვერენიტეტი ტერიტორიული მზტლინობის ან პოლიტიკური
დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან გაეროს წესდებასთან სხვაგვარად შეუსაბამოდ
როგორც განსაზღვრულია ამ დეფინიციაში

მუხლი 2

სახელმწიფოს მიერ წესდების საწინააღმდეგოდ შეიარაღებული ძალის გამოყენება


წარმოადგენს აგრესიის აქტის prima facie მტკიცებულას თუმცა უშიშროების საბჭოს
შეუძლია წესდების შესაბამისად დაასკვნას რომ გადაწყვეტილება რომ ჩადენილია
აგრესიის აქტი არ იქნება დადასტურებული სხვა შესაბამისი გარემოებების
გათვალისწინებით მათ შორის რომ შესაბამისი ქმედებები ან მათი სედეგები არ არის
საკმარისი სიმძიმისა

მუხლი 3
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება მიუხედავად იმისა გამოცხადებულია თუ
არა ომი ჩაითვლება აგრესიის აქტად:

ა) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე


შეჭრა ან თავდასხმა ან ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია რამდენად დროებითიც არ
უნდა იყოს ასეტი შეჭრის ან თავდასხმის შედეგად ან სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიის ან მისი ნაწილის ნებისმიერი აექსია ძალის გამოყენებით
ბ) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის
დაბომბვა ან სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი იარაღის გამოყენება სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიის წინააღმდეგ
გ) სახელმწიფოს პორტების ან ნაპირების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს
შეიარაღებული ძალების მიერ
დ) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიოფოს სახმელეთ`
საზღვაო ან საჰაერო ძალებზე ან საზღვაო და საჰაერო ფლოტზე თავდასხმა
ე) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რომლებიც მეორე სახელმწიფოს
ტერიტორიის შიგნით იმყოფებიან მიმღებ სახელმწიფოსთან შეთანხმებით.
გამმოყენება ამ შეთანხმების პირობების საწინააღმდეგოდ ან ამ ტერიტორიაზე
ყოფნის ნებისმიერი გაგრძელება შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ
ვ) სახელმწიფოს ქმედება რომლითაც ის ნებას რთავს თავისი ტერიტორიის რომელიც
მან სხვა სახელმწიფოს განკარგულებაში გადასცა გამოყენებას სხვა სახელმწიფოს
მეირ მესამე სახელმიწფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის ჩასადენად
ზ) სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების ჯგუფების
არარეგულარული ძალების ან დაქირავებულების გაგზავნა რომლებიც
ახორდციელებენ შეიარარებული ძალის ისეთ აქტებს სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ
რომლებიც სიმძიმით უთანაბრდება ზემოთ ჩამოთვლილ აქტებს ან მისი არსებითი
მონაწილეობა მათში. ასეთი ქმედება ხასიათდება არა როგორც არაპირდაპირი
აგრესია არამედ როგორც აგრესიის აქტი. ასეთი ფრაზა: ან მისი არსებით
მონაწილეობა მათში მკაფიოდ გულისხმობს რომ ეს ფორმულირებავრცელდება
მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის მოწოდებაზეც.

მუხლი 5

1. არანაირი ხასიათის არავითარი მოსაზრება იქნება ეს პოლიტიკური


ეკონომიკური სამხედრო თუ სხვა არ ამართლებს აგრესიას
2. აგრესიული ომი არის დანაშაული საერთაშორისო მშვიდობის წინააღმდეგ
აგრესია იწვევს საერთაშორისო პასუხისმგებლობას
3. აგრესიის შედეგად ტერიტორიის არავითარი შეძენა ან განსკუთრებული
უპირატესობის მოპოება არ არის და არ შეიძლება იყოს აღიარებული
კანონიერად
მუხლი 7

არაფერი ამ დეფიცნიციაში და განსაკუთრებით მესამე მუხლში არ შეიძლება


აყენებდეს რაიმე ზიანს წესდდებით გათვალისწინებულ იმ ხალხის
თვითგამორკვევის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებას
რომელთაც ძალით წართმეული აქვთ იასეთი უფლება და რომლებიც
მითითებული არიან სახელმწიფოთა შორის გაეროს წესდების შესაბამისად
მეგბრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო
სამართლის პრინციპების დეკლარაციაში. კერძოდ იმ ხალხისა რომელიც
იმყოფება კოლონიური და რასისტული რეჟიმების ან უცხო ბატონობის სხვა
ფორმის ქვეშ არც ამ ხალხის უფლებას იბრძოლოს ამ მიზნით და ეძიოს და
მიიღოს დახმარება წესდების პრინციპების შესაბამისად და ზემოაღნიშნულ
დეკლარაციასთან შესაბამისობაში

რეგიონული შეთანხმებები გაეროს წესდების VIII თავი

ამ წესდებაში არაფერი უშლის ხელს რეგიონული შეთანხმების ან ორგანოების


არსებობას ისეთ საკითხებზე რომლებიც დაკავშირებულია საერთაშორისო
მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან იმ პირობით რომ ესეთი
შეთანხმებები ან ორგანოები და მათი საქმიანობა თავსებადია გაერთიანებული
ერების მიზნებთან და პრინციპებთან

უშიშროების საბჭო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს ასეთ რეგიონულ


შეთანხმებას ან ორგანოებს მისი უფლებამოსილების ქვეშ აღსრულებითი
ღ`ნისძიებისთვის მაგგრამ აღსრულებით ღ`ნისძიებების განხორციელება
დაუშვებელია რეგიონული შეთანხმებების საფუძველზე ან რეგიონული ორგანოების
მიერ უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე გამონაკლისია მტერი სახელმწიფოს
წინააღდეგ ღონისძიებები და მიმართულია ნებისმიერი ასეთი სახელმწიფოს მეირ
აგრესიული პოლიტიკის განახლების საწინააღმდეეგოდ იქამდე ვიდრე
ორგანიზაციას შესაბამისი მთავრობების თხოვნის საფუძვრლზე არ დაეკისრება
ასეთი სახელმწიფოს მიერ შემდგომი აგრესიის აღკვეთა. ამდენად წესდება
გარკვეულწილად კონსტიტუციურ როლს ანიჭებს რეგიონულ შეთანხმებებს. ორივე
მუხლის უკან დგას მოსაზრება რომ ასეთი ორგანიზახიები თავის როლს უშიშროების
საბჭ`ს ასქმიანობის დამაატებით შეასრულებენ როგორც დავების მშვიდობიანი
გადაწყვეტის ისე უშიშროების საბჭოს ეგიდით იძულებითი ღონისძიებების
შესრულების საქმეში დღეს ასეთი ორგანიზაციების მაგალითია ამერიკის
სახელმწიფოთა ორგანოააცია, არაბული ლიგა, აფრიკის კავშირი, ევროპაში
უსაფრთხორბისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ეუთო და აღმოსავლეთ კარიბის
სახელმწიფოთა ორგანიზაცია

მნიშვნელოვანი განსხვავებაა ერთი მხრივ კოლექტიური თავდაცცვის ორგანიზაციის


ცნებას რომელიც მისი წევრის შიეარაღებული თავდასსხმის შედეგად დაზარალების
სემთხვევაში ამოქმედდება და მეორე მხრივ რეგიონის მშვიდობისადმი საფრთხის
ნაკლებად კატეგორიულ ცნებას შორის. კუბის კრიზისის დროს აშშ მ მის მიერ კუბის
ბლოკადა ურთიერთდახმარების შესახებ ინტერამერიკულ ხელშეკრულებაზე.
მითითებით გაამართლა რომელიც რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას სეხებოდა
უდავოდ აშშ ასე იმიტომ მოიქცა რომ საბჭოთა რაკეტების განთავსება კუბაში არ
წარმოადგენდა შეიარაღებულ თავდასხმას

გაერო როგორც საჯარო წესრიგის სისტემა

გაერო თავისი სტრუქტურით ყოვვლის მომცველ საჯარო წესრიგის სისტემას


წარმოადგენს, მიუხედავად მრავალმხრივი გადაწყვეტილების მიღებისთვის
დამახასიათებელი სისუსტეებისა ივარაუდება რომ მორგანიზაცია სრულ
მონოპოლიას ფლობს ძალის გამოყენების საქმეში და მას ეკისრება უმთავრესი
პასუხისმგებლობა აღსრულების ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობის დარღვევის,
მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისა და აგრესიის აქტების შემთხვევაში. ცალკეულ
წევრ სახელმწიფოებს გამონაკლისის სახით აქვთ ინდივიდუალური ან კოლექტიური
თავდაცვის უფლება რაც შეეხება რეგიონულ ორგანიზაციებს უშიშროების საბჭომ
გარკვეული პირობების არსებობისას მათზე შეიძლება მოხდინოს აღსრულებითი
ღ`ნისძიების განხორციელების დელეგირება.

აღსრულებით ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს სახელმწიფოთა


თანამეგობრობის მიერ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას,
მაგრამ პრაქტიკა მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციების ფონზე განვითარდა. ეს
უკანასკნელი კი დამოკიდებულია იმ სახელმწიფოს თანხმობაზე რომლის
ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს ეს ოპერაცია ბოლოდროინდელ ისტორიაში
ზოგჯერ ხდებოდა მშვიდობის შენარჩუნების და აღსრულებითი ფუნქციების
ერთანეთში აღრევა რასაც სამწუხარო შედეგი მოსდევდა ხოლმე.

გაეროს წესდებით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დანამატები

დანამტები რომლებიც არსებული სამართლებრივი რეჟიმის განვითარების პროცესში


ჩამოყალიბდა. ასეთი დანამატებია:
1. ძალის გამოყენებით ან ძალით დამუქრების შედეგად ტერიტორიის მოპოვების
არაღიარების პრინციპი
2. პრინციპი რომ ბათილია ხელშეკრულება რომელიც დაიდო მოხდა გაეროს
წესდების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენების ან ძალით დამუქრების
შედეგად.

უთანხმოების წყაროები 1945 წლიდან დღემდე

უთანხმოების ეს წყაროებია:
A) ვარაუდი რომ არსებობს ძალით ინტერვენციის უფლება საკუთარ მოქალაქეთა
დაცვის მიზნით
B) ჰეგემონიური ინტერვენცია რეგიონული შეთანხმებების საფუძველზე მაშინ
როდესაც არ არსებობს უშიროეიბ საბჭოს მკაფიოც გამოხატული ნებართვა
C) ძალით ინტერვენცია სახელმწიფოში ამ სახელმწიფოს ტერიტორიული
სუვერენის თანხმობით და
D) ძალით ინტერვენცია როგორც დახმარების ფორმა ეროვნულ
განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის რომელიც შეიარაღებულ
კონფლიქტშია დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად

პირველი საკითხი მოკლედ რომ მიმოვიხილით მოქალაქეების დაცვა აიმ რამდენიმე


საფუძვლისაან იტო ერთ ერთ რაზეც შეერთებული შტატები უთითებდა 1989 წელს
პანამაში ძალის გამოყენების გასამართლებლად. მიმოიხილავს რა სახელმწიფოთა
პრაქტიკას დოქტორი კრისტან გრეი შენიშნავს რომ მხოლოდ რამდენიმე
სახელმწიფოსთვის არის მისაღები საზღვარგარეთ მოქალაქეთა დაცვის იურიდიული
უფლების არსებობა.

უთანხმოების მეორე წყარო ეხება რეგიონული შეთანხმების საფუძველზე


ჰეგემონიურ ინტევენციას იმ პირობებში როდესაც არ არსებობს გაეროს წესდების 52
მუხლის შესაბამისად უშიშროეიბ საბჭოს მკაფიოდ გამოხატული ნებართავა ქ სამი
ეპიზოდი შეიძლება გავიხსენოთ დადწყებული ამერიკის სახელმწიფოთა
ორგანიზაციის ქმედების კუბის კრიზისის პერიოდში

თუ ნებისმიერი ამერიკული სახელმწიფოს ტერიტორიის ხელშეუხებლობა ან


მთლიანობა ან სუვერენიტეტი ზიანდება აგრესიის რომელიც არ არის შეიარაღებული
თავდასხმა ანდა კონტინენტის გარე ან კონტინენტის შიდა კონფლიქტის შედეგად
ანდა ნებისმიერი სხვა ფაქტის ან ვითარების შედეგად რომელმაც შეიძლება
საფრთხის ქვეშ აააყენოს ამერიკის სიმშვიდე მაშინ საკონსულტაციო ორგნაო
იკრიბება დაუყოვნებლივ ისეთ ღონისძიებებზე შეთანხმების მიზნით რომლებიც
მიღებული უნდა იქნეს აგრესიის შემთხვევაში აგრესიით დაზარალებულის
დასახმარებლად ან ნებისმიერ შემთხვევაში საერთო თავდაცვისთვის ან
კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის
მესამე წყაროეა ინტერვენცია ტერიტორიული სუვერენის თანხმობით. ასეთი
ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი გასაგებია სახელმწიფოს თანხმობა
მაგრამ პრობლემა ის არის რომ ხშირად თანხმობის მიმცემი თავრობის სტატუსია
პრობლემური. ყველაზე უარესი შემთხვევა იქნება სიტუაცია როდესაც საგარეო
ძალების მიერ ინტერვენციას მხარს უჭერენ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი
შიდა დე ფფაქტო მთავრობები.

უთანხმოების მეოთხე წყარო 1945 1990 წლებში აღიარებული ერვონულ


განმათავისუფლებებლი მოძრაობები და ასეთ მოძრაოების გარედან დახმარების
კანონიერება იყო. 1972 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეად დამკვირვებლის
სტატუსით მიიღო განმათავისუფლებელი მოძრაობები რომლებიც იმ დროს
რეგიონული ორგანოზაციების მიერ იყო აღიარებული ასეთი აღიარება ჰქონდათ
ანგოლის მოზამბიკის ეროვნულ მოძრაობებს.

გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ყოველშემთხვევაში მათ აუმრავლესობამ აღიარეს


განმათავისუფლებელი ომების კანონიერება გარკვეულ პირობებში და აქედან
გამომდინარე ასეთი შეიარეღებული კონფლიქტების გარედან დახმარეიბს
კანონიერებაც. ამთვალსაზრისით შესაბამისი დოკუმენტებია სახელმწიფოთა შორის
გაეროს წესდების შესაბამისად მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის
შესახებ საერთაშორისო სამართის პრინციპის დეკლარაცია და
გენერალურიასამბლეის 1972 წლის აგრესიის დეფინიციის მერვე მუხლი

გაეროს წესდების საფუძველზე აღსრულებითი ღონისზიებების დელეგირების სახით


ცალკეული სახელმწიფოებისთვის ძალის გამოყენების ნებართვის მიცემა

პირველი უთანხმოება უკავშირდება უშიშროების საბჭ`ს მიერ აღსრულებითი


ღონისძიების დელეგირების სახით ცალკეული სახელმწიფოებისთვის ან
სახელმწიფოთა ჯგუფებისთვსი ძალის გამოყენების ნებართვის მიცემას. ამ
ფენომენის მიზეზი 1950 წელს კორეაში განხორციელებული ოპერაცია იყო შემდეგ
ძალის გამოყენების უფლების დელეგირება მოხდა ერაყის მეირ 1991 წელს ქუვეითის
დაპყრობის საპასუხო ღონისძიების სახით. უშიშროეიბს საბჭომ N678 რეზოლუციის
ერაყის წინაარმდეგ ძალის გამოყენების ნებართვა მისცა სახელმწიფოთა ჯგუფს
რომლებიც დაეხმარნენ ქუვეითს და იმოქმედეს კოლექტიური თავდაცვის ფარგლებშ
გაეროს წედების 51 მუხლის შესაბამისად

ასეთ მოქმედებას პირდაპირი იურიდიული საფუძველი აქვს წესების 11 მუხლის


სახით და დასაბუთებულია როდესაც კონკრეტულ სიტუაციაში არ არსებობს გაეროს
მობილიზებული ძალები მაგრამ უშიშროების საბჭოს მეირ ძალის გამოყენების
უფლების დელეგირებამ შეიძლება გამოიწვიოს და ზოგჯერ იწვევს კიდეც
ფსევდოლეგიტიმურობის მინიჭება სამხედრო ოპერაციისთვის რომელთაც
პოლიტიკური მიზნები აქვთ და არაფერი აკავშირებთ მშვიდობის შენარჩუნების ან
დამყარების ნადმვილ განზრახვასთან.

ძალის გამოყენება ჰუმანიტარული კატასტროფების აღკვეთის ან შემცირების მიზნით


( ჰუმანიტარული ინტერვენცია)

ჰუმანიტარული ინტერვენციის ორი მოდელი: მეცხრამეტე საუკუნის გვიანდელი


ხანის მოდელს სემდეგნაირად აღწერენ

19 საუკუნის მიწურულს პუბლიცისტების უმრავლესობა აღიარებდა ჰუმანიტარული


ინტერვენციის უფლების არსებობას. მიიჩნეოდა რომ სახელმწიფომ როემელიც
საკუთარ სუვერენიტეტს ბოროტად იყენებს მის ქვეშევრდომთა მიმართ სასტიკი და
ულმობელი მოპყრობით, თავისი თავი ჩააყენა ისეთ მდგოამრეობში როდესაც
ინტერვენცისითვის მზა ნებიმსიერ სახლემწიფოს შეუძლია მის მიმართ ზომების
გატარება. ამდენად ასეთი ზომები თავისი ხასიათით უფრო პოლიციური იყო და
ისინი არ იწვევდა სუვერენიტეტის ცვლილებას. უმეტესწილად ეს დოქტრინა
გამოიყენებოდა იმპერიალიზმის გამოვლინების შესაფუთად როგორიც იყო
მაგალითად 1898 წელს სეერთებული შტატების მეირ კუბის დაპყრობა თუმცა
ჰუმანიტარული ინტერვენციის დოქტრინად ვეღარ გაძლო 1919 წლის შემდეგ

მეორე მოდელი უკავშირდება ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულებას


ორნანიზაციის მიერ სამიზნეების დაბომბვას იუგოსლავიის მასშტაბით 78 დღის
განმავლობაში რომელიც 1999 წლის 24 მარტს დაიწყო. ამ ქმედების კვალიფიცირება
იიმთავითვე რთულ პრობლემასთანაა დაკავშირებული რადგანაც შემდგომი
განცადებების უტყუარობას თითოქს ეს ქმედება =ჰუმანიტარული მოტივებით იყო
განპირობებული სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს 1998ი წლის ოქტომბრიდან
დაწყებული ძალის გამოყენების მუქარა რომელიც პირდაპირ უკავშირდებოაა
არაპირდაპირ პოლიტიკურ მიზანს რომ იუგოსლავია დათანხმებოდა სხვადასხვა
პოლიტიკურ მოთხოვნებს კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით, ამ მოთხოვნების
დაყენება კი მასირებულ კოსოვოს სტატუსთან ადაკავშირებით ა მოთხოვნის დაყენება
კი. მასირებულ დაბომბვით დამუქრების პირობებში ხდებოდა.

გადაწყვეტილება სახლემწიფოს მიერ ძალის გამოყენებაზე ან მუქარაზე ძალის


გამოყენებით იურიდიული კონტექსტები

ძირითადი კონტექსტი ძალის გამოყენების ან გამოყენების მუქარის თაობაზე:

a) სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წარმოშობა უკანონო მოქმედებების ან


უმოქმედობის გამო და მისგან გამომდინარე რეპარაციის ვალდებულება
b) ფიზიკური პირების სიხლის სამართებრივი პასუხისმგებლობა გაგრესიის
აქტებისთვის ასეთ პასუხისმგებლობა იქნა დაკისრებული სისხლის
სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების მიერ ნიიურნბერგისა და
ტოკიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
c) არსებობს აგრეთვე სახელწიფოთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
აგრესიის აქტების გამო
d) პოლიტიკური ორგანოების მიერ გაეროს წესდების გამოყეენბა და კერძოდ
უშიშროეიბს საბჭ`ს მიერ უფლებამოსილების გამოყენება რომელიც
გათავლისწინებუია წედებიდ VII თავით და ეხება ნებისმიერ საფრთხეს
მშვიდობისადმი მშვიდობის დარღვევას ან აგრესიის აქტს
e) კოლექტიური თავდაცვის ან რაგიონული მშვიდობის შენარცუნების შესახებ
მრავალმრივი კონვენციების ამოქმედება
f) ურთიერთდახმარების შესახებ ან მეგობრობის ვაჭრობის და ნავიგაციის
შესახებ ომრმხირივ ხელსეკრუელბების ამოქმედება ასეთი ხელშეკრულებები
შეიძლება ითვალისწინებდეს საერთაშორისო სასამართოს იურისდიქციას
დავებზე იმ შემთხევაში როდესაც მოპასუხა სახლემწიფოს სხვაგვარად აარ აქვს
გამოთქმული თანხმოა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაზე

You might also like