You are on page 1of 11

საერთაშორისო ტერორიზმის ისტორია

 საერთაშორისო ტერორიზმის ცნება;

 საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის


დაფინანსების აღკვეთის შესახებ;
 საერთაშორისო ტერორიზმის ნიშნები.

1
საერთაშორისო ტერორიზმის ცნება

იურიდიულ ლიტერატურაში ტერორიზმი


განსაზღვრულია, როგორც ტერორის სისტემატური
გამოყენება. ტერმინ „ტერორიზმის“ იურიდიული
ძალის მიუხედავად, მისი განსაზღვრება
დღევანდელ დღემდე არაერთმნიშვნელოვანია. მისი
სინონიმებია - „ძალადობა“, „დაშინება“; პირველ
მცდელობას, განესაზღვრათ ტერორიზმის ცნება,
ადგილი ჰქონდა ქ. ბრიუსელში 1930 წელს სისხლის
სამართლის კანონმდებლობის უნიფიკაციის მე-3
საერთაშორისო კონფერენციაზე. 2
 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოები კვლავ დაუბრუნდნენ
ტერორიზმის საკითხს. კერძოდ, 1971 წლის 2 თებერვალს მიღებული
იქნა პირველი საერთაშორისო კონვენცია ჩადენილი ტერორისტული
აქტებისათვის გაფრთხილებისა და დასჯის შესახებ, როდესაც
ტერორისტული აქტები იძენენ დანაშაულის ფორმას ადამიანების
წინააღმდეგ და მასთან დაკავშირებულ გამოძალვებს და
ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო ხასიათს ატარებენ ;
 აღნიშნული კონვენცია გაფორმდა რეგიონულ დონეზე. კონვენციის
მიხედვით, დაწესებულია პასუხისმგებლობა მკვლელობის , გატაცებისა
და ადამიანის ხელშეუხებლობის ხელყოფის ნებისმიერი სხვაგვარი
მცდელობისთვის, ასევე, დასჯადია ამასთან დაკავშირებული ყველა
სახის გამოძალვა.

3
 1972 წლის დეკემბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ
ტერორიზმისა და სხვა ფორმის ძალადობის, (რაც იწვევს
უდანაშაულო ადამიანების დაღუპვას ან საფრთხეს უქმნის მათ
ფუნდამენტურ უფლებებს), აღკვეთის ზომების შემუშავების
ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია N3034;
 1963 წლიდან გაერო-ს ეგიდით, ამ მიმართულებით მოხდა 16
საერთაშორისო შეთანხმების შემუშავება (13 კონვენცია, 3 ოქმი)
რომელთან მიერთებაც ღიაა ყველა მსურველი სახელმწიფოსთვის.
ევროსაბჭომ ასევე შეიმუშავა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
ევროპული კონვენცია, რომელიც მიღებულ იქნა 1977 წლის 27
იანვარს, ქ. სტრასბურგში.

4
 გაერო-ს გენერალური ასამბლეის 28-ე სესიაზე მიღებულ იქნა
კონვენცია საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირების
წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აღკვეთისა და
დამნაშავეთა დასჯის შესახებ. კონვენციის მოქმედება
ვრცელდებოდა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირებზეც;
 საერთაშორისო დოკუმენტების სიმრავლის მიუხედავად,
„ტერორიზმის“ უნივერსალური განმარტების შემუშავების საკითხი
დღემდე გადაუჭრელია. ,,ტერორიზმის“ სამართლებრივ
განმარტებასთან დაკავშირებით, ასევე არ არის საერთო აზრი
ჩამოყალიბებული რუსულ და დასავლურ სამეცნიერო წრეებშიც;

5
 ნაწილი ავტორებისა თვლის, რომ უმჯობესია, თუ არ მოხდება
„ტერორიზმის“ უნივერსალური განსაზღვრების შემუშავება და საკმარისი
იქნება მისთვის დამახასიათებელ მხოლოდ რამდენიმე ნიშანზე შეჯერება;

 მეორე ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ საერთო სამართლებრივი


განსაზღვრების არსებობა ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით
ტერორისტული აქტი არის „აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე
თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის
ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან
სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი
ტერორისტული მიზნით“.

6
საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთის შესახებ
 მიღებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 9 დეკემბერის
რეზოლუციაში. ამ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ითვალისწინებენ
რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას საერთაშორისო
მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების, სახელმწიფოთა შორის
კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის
ხელშეწყობის შესახებ, უკიდურესად შეშფოთებულნი არიან ყველა ფორმისა
და სახის ტერორიზმის აქტების ესკალაციით მთელ მსოფლიოში;
 საერთაშორისო ტერორიზმის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციამ სტიმული
მისცა სახელმწიფოებს, რათა სასწრაფოდ გადახედონ არსებულ
საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს ტერორიზმის ყველა ფორმისა და
გამოვლენების თავიდან აცილების, აღკვეთისა და აღმოფხვრის შესახებ.

7
 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში დადებული კონვენცია თვითმფრინავების
უკანონო გატაცების აღკვეთის მიზნით;
 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში დადებული კონვენცია სამოქალაქო
ავიაციის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებათა აღკვეთის მიზნით;
 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წლის 17
დეკემბერს მიღებული კონვენცია საერთაშორისო კანონებით დაცული პირების , მათ
შორის დიპლომატების, წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან აცილებისა
და აღკვეთის მიზნით;
 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წლის 17
დეკემბერს მიღებული საერთაშორისო კონვენცია მძევლად აყვანის წინააღმდეგ ;

8
 1980 წლის 3 მარტს ქ. ვენაში მიღებული კონვენცია ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური
დაცვის შესახებ;
 ოქმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტების
აღსაკვეთად, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ
მიმართული უკანონო ქმედებათა შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში დადებული
კონვენციის დამატებას;
 1988 წლის 10 მარტს ქ. რომში დადებული კონვენცია საზღვაო ნაოსნობის წინააღმდეგ
მიმართულ უკანონო ქმედებათა აღკვეთის მიზნით;
 1988 წლის 10 მარტს რომში ხელმოწერილი ოქმი კონტინენტურ შელფებზე განლაგებული
ფიქსირებული პლატფორმის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის უკანონო
აქტების აღკვეთის მიზნით;
 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1997 წლის 15
დეკემბერს მიღებული საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის აღკვეთის
მიზნით.

9
საერთაშორისო ტერორიზმის ნიშნები
სამეცნიერო ლიტერატურის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი
კანონმდებლობის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ
ტერორიზმის ძირითადი მახასიათებლები;
პირველ რიგში, ტერორიზმისთვის დამახასიათებელია ის, რომ იგი ქმნის
საერთო საფრთხეს ან ასეთი საფრთხის მუქარას. ტერორიზმი ობიექტური
ნიშნით კონკრეტული საფრთხის შემქმნელი დელიქტია (დანაშაული);
იგი გამოიხატება აფეთქებაში, ცეცხლის წაკიდებაში, იარაღის გამოყენებაში
ან სხვა ქმედებაში, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანთა
განუსაზღვრელ რაოდენობას და გამოიწვიონ მძიმე შედეგები. შემდეგი ნიშანი
გახლავთ მისი განხორციელების საჯარო ხასიათი.

10
 ტერორისტული იერიში, როგორც წესი, მიიტანება ხალხმრავალ
ადგილებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, სახელმწიფო
დაწესებულებებზე, მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
ობიექტებზე და ა. შ., რასაც, ხშირ შემთხვევაში, მოჰყვება მსხვერპლი;
 კონკრეტული შედეგი ხშირად არ გახლავთ ტერორისტთა ინტერესის
სფერო, მთავარი აქ მისი რეზონანსულობაა, რაც ადრესატების მიერ
სიგნალად, გაფრთხილებად უნდა იქნას მიღებული;
 ტერორიზმის შემდეგი ნიშანი მოსახლეობაში შიშის, მუდმივი
დაძაბულობისა და დაუცველობის განცდის გაჩენაა. ეს ის სპეციფიური
ნიშანია, რომელიც ტერორიზმს სხვა მსგავსი დანაშაულებისგან
განასხვავებს.

11

You might also like