You are on page 1of 11

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

აკადემიური წერა

ნიკო ნიკოლაძე

ლექტორი : მაია სულთანიშვილი


სტუდენდები : თამთა თვაური
ელენა ქარქიშვილი

2018
ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 27
სექტემბერს დაიბადა, ქალაქ
ქუთაისში. მან განათლება ევროპაში
მიიღო. მუდამ ცდილობდა რაც
შეიძლება მეტი ესწავლა, რათა უფრო
სასიკეთოდ გამოსდგომოდა თავის
ქვეყანას.

ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფია


1861 წელს შევიდა პეტერბურგის
უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე. მისი სწავლა
პეტერბურგის უნივერსიტეტში
ხანმოკლე გამოდგა. სტუდენტთა
დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის
ნ. ნიკოლაძე
დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც
დაითხოვეს.
ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ
მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო
მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია
ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.
იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული
განათლების, ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების
ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების
ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა. მან ევროპული ცხოვრების წესი
თუ ტექნიკის მიღწევა გადმოეტანა თავის ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ  ის,
რომელიც პროგრესული იყო და იცოდა, საქართველოს
სასიკეთოდ წაადგებოდა.
ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი
ქართველი, ვინც სადოქტორო
დისერტაცია ევროპაში დაიცვა.
ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული
მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც
მაშინ „სადოქტოროს“ უწოდებდნენ,
„განიარაღება და მისი ეკონომიკურ-
სოციალური შედეგები“ დღესაც დიდ
ინტერესს იწვევს.

სადიპლომო დისერტაცია
ნიკო მრავალმხრივ გამორჩეული
იყო. ნიკო ნიკოლაძეს ჩვენ ვიცნობთ როგ
ორც ტყიბულის,ჭიათურის სამთომრეწველ
ობის,
ასევე, ფოთის პორტის ფუძემდებელს. მან
ჭაობიანი ქალაქი თანამედროვე ევროპულ
ქალაქად აქცია. ნიკო იყო პირველი
ადამიანი, რომლის ხემძღვანელობით
მთელ რუსეთის იმპერიაში პირველი
განათდა ქალაქი ფოთი. მან ფოთი აქცია
თვითკმარ ქალაქადაც, რომელიც ფულს
იმპერიას იქეთ უხდიდა.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება,
ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარებაა. ქუთაისის ქალაქის საბჭომ
ტყიბულში გასაყვანი რკინიგზის რწმუნებულად (ლობისტად) ნიკო ნიკოლაძე
აირჩია და საბოლოოდ, რკინიგზა ამოქმედდა 1887 წელს. ორი წლის შემდეგ
კი შეიქმნა საზოგადოება „ნახშირი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი
ნიკო ნიკოლაძეც იყო.
ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა. თბილისის ყველა
ეკლესიაში ამ დღეს გლოვის ზარი ისმოდა. უკანასკნელ გზაზე ოჯახის
წევრებთან ერთად, საქართველოს იმჟამინდელმა კათოლოკოს-პატრიარქმა
კალისტრატე ცინცაძემ გააცილა. ნიკო ნიკოლაძე ქართველო მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ნიკო
ნიკოლაძის მრავალმხრივი განათლების, თეორიული ცოდნისა და
პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, სპეციალური განკარგულებით
გადაწყდა, რომ მისი ტვინი მეცნიერულ დონეზე, ერთ-ერთ სამედიცინო
დაწესებულებაში შეესწავლათ.
გმადლობთ ყურადღებისთვის !!

You might also like