You are on page 1of 14

ინდუსტრიული რევოლუცია

ინდუსტრიული რევოლუცია, მარგანეცი, ქვანახშირი, ხე-ტყე,


რკინიგზა, ექსპორტ-იმპორტი, საბანკო საქმე – ეს იყო ის თემები,
რომელზეც წერდა და რომლისთვისაც იბრძოდა ნიკო ნიკოლაძე.
პარიზში ყოფნისას როტშილდებს დაუახლოვდა. სათანადო
ინსტანციებს დაუმტკიცა, რომ ბაქოს ნავთობის

განათლების თავისუფლება (გენდერი)


ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი ქართველი, ვინც სადოქტორო
დისერტაცია ევროპაში დაიცვა. ჟენევაში 1868 წელს გამოქვეყნებული
მისი სადიპლომო ნაშრომი, როგორც მაშინ „სადოქტოროს“
უწოდებდნენ, „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური
შედეგები“ დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ
მოგვიანებით (1873 წელს), მისი რჩევით, ჟენევაში დაარსდა ქართული
საგანმანათლებლო საზოგადოება „უღელი“. მანამდე, პარიზში
ცხოვრებისას (1864)  მე-19 საუკუნის ერთ-ერთი რუსი მოაზროვნის
გერცენის თხოვნით წერდა წერილებს „კოლოკოლისთვის“. ეს იყო
არალეგალური გაზეთი, რომელიც გამოდიოდა ინგლისში და
ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა რუსეთში.
1869 წლის ბოლოს ნიკო ნიკოლაძე საქართველოში დაბრუნდა და
სურდა, მთელი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი
ქვეყნისთვის გამოეყენებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი,
მისთვის, განათლება იყო. ძალიან წუხდა, რომ ქართული
საზოგადოების უმრავლესობას განათლება არ ჰქონდა. ამბობდა,
უცოდინრობით არაფერი გამოვა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნები,
ვერ იარსებებ , ცოდნით კი იმას დანერგავ, რაც შემოსავალს და
პროგრესს გააჩენსო. ამიტომ, ყველანაირად უწყობდა ხელს ქვეყანაში
განათლების გავრცელებას და ეს არ ეხებოდა მხოლოდ მდიდარ ფენას ან
მამაკაცებს. 1872  წელს  თავისი  დები  ოლიმპიადა  და  ეფროსინე,  ოლი
კო  გურამიშვილი (შემდგომში  ნიკო  ნიკოლაძის  მეუღლე)  და  ორი  დე
იდაშვილი  ბიჭურად  ჩაცმულები,  გემით  შვეიცარიაში  გააპარა.  ნიკოს 
სურდა  მათ  განათლება  მიეღოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალები ან
პედაგოგიურ, ან გინეკოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობენ. დანარჩენი
მათთვის ხელმიუწვდომელია, მით უმეტეს საზღვარგარეთ სწავლა. ნიკო
ნიკოლაძის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქციები მოჰყვა თავად-
აზნაურობის მხრიდან, მათთვის წარმოუდგენელი იყო ქალებისთვის
საზღვარგარეთ სწავლის ნება მიეცათ.

ტყიბულის ქვანახშირი
ნიკო  ნიკოლაძის  სახელს  უკავშირდება,  ტყიბულის  ქვანახშირის  საბად
ოს  განვითარებაა.  მისი წილის მფლობელი მამის გარდაცვალების
შემდეგ გახდა. იაკობმა ეს მიწა სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით
გამოსაყენებლად იყიდა და აღმოჩნდა „შავი ქვის“ საბადო. ნიკო
ნიკოლაძე წავიდა პარიზში, რომ უცხოელ ფინანსისტებთან ერთად
დეტალურად შეესწავლა ეს საქმე. 1880-იან წლებში ევროპელები
ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიწყეს ქვანახშირის დამუშავება. ამ
საქმეში გლეხობაც ჩაება, თუმცა, საქმეს უგზოობა
ართულებდა. წელს  ქუთაისის  ქალაქის  საბჭომ  ტყიბულში  გასაყვანი  რ
კინიგზის  რწმუნებულად  (ლობისტად)  ნიკო  ნიკოლაძე  აირჩია  და  საბ
ოლოოდ,  რკინიგზა  ამოქმედდა 1887  წელს.  ორი წლის შემდეგ
კი  შეიქმნა  საზოგადოება  „ნახშირი“,  რომლის  ერთ–ერთი  დამფუძნებ
ელი  ნიკო  ნიკოლაძეც  იყო.”
მაშინ, როდესაც ნიკო თბილისიდან სტავროპოლში გაასახლეს.
სამხედრო საქმეს ხელმძღვანელობდა პეტრე მელიქოვი, რომელსაც
რუსეთში მოღვაწეობდა და თურქეთთან ომის დროს დიდი
წარმატებები ჰქონდა მოპოვებული. მელიქოვი ნიკოლაძეს ქუთაისის
გიმნაზიიდან იცნობდა. როდესაც ნიკოს გადასახლების ამბავი გაიგო,
წაიყვანა პეტერბურგში, რათა იქ მოეხადა სასჯელი. თანაც, რკინიგზის
გაყვანის საქმეში ძალიან სჭირდებოდა მისი დახმარება. ამ დროს ბაქოში
ნავთობს ძმები ნობელებისა და როტშილდების კორპორაცია ცალ-ცალკე
მოიპოვებდა. მათ სურდათ, გაეყვანათ მილი ბათუმამდე და ასე
გაეტანათ ბაქოდან ნავთობი. ნიკო ნიკოლაძე შეეწინააღმდეგა ამ
მოსაზრებას, მთავრობა და კორპორაციის ხელმძღვანელები დაარწმუნა,
რომ უმჯობესი იყო, ბაქოდან ბათუმის გავლით გაეყვანათ რკინიგზა.
მისი აზრით, თუ ნავთობს მილით გადაიტანდნენ, მთავრობა ვერ
დაადგენდა ზუსტად, რა ოდენობის ნედლეული გადიოდა ქვეყნიდან
და ვერ განსაზღვრავდნენ ზუსტ გადასახადს. ასევე, ვერ გაარკვევდნენ
მეწარმეები, ვის რამდენი ნავთობი გაჰქონდა და რა მოგება ეკუთნოდა.
საბოლოოდ, ნიკომ დაასაბუთა თავისი მოსაზრებები და გადაწყდა
ბაქოდან ბათუმის გავლით რკინიგზის
გაყვანა.  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ნიკოლაძის  ხელმძღვანელობით,
1870-იანი  წლების  პირველ  ნახევარში  ფოთიდან  თბილისამდე  სარკი
ნიგზო  გზა  უკვე  გაკეთებულია.  ამის გამო, სპეციალური ოქროს
მედლითაც დააჯილდოვეს, რომელზეც მისი სახე და სახელი და გვარია
გამოსახული. მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ არსებობდა წიფის გვირაბი.
სურამიდან ცხენებით გადაჰქონდათ ვაგონები და შემდეგ ხაშურიდან
გრძელდებოდა სარკინიგზო გზა. ნიკო ნიკოლაძემ ბაქოდან ბათუმის
გავლით რკინიგზის მშენებლობით ისარგებლა და მთავრობას
გამოაყოფინა ფული წიფის გვირაბში სარკინიგზო გზის გასაყვანად.
შედეგად, რკინიგზა უკვე ბათუმიდან თბილისამდე იყო. ეს კი სწორედ
ნიკოლაძის გამჭრიახობისა და ჭკუა-გონებისა დამსახურებით მოხდა.
ნიკოს გადასახლების ვადა 1885 წელს ამოიწურა და პეტერბურგიდან
თბილისში მაშინვე დაბრუნდა.

ფოთი
1895  წელს, 52  წლის  ნიკო  ნიკოლაძე  ქალაქის  თავად  აირჩიეს.
საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, თუმცა, გარე ხელშეწყობა
არ ჰქონდა და იმაზე ბევრად ნაკლების გაკეთება შეძლო, ვიდრე სურდა.
ფოთი ამ დროს ჭაობიანი ადგილი იყო. ყოველ წვიმაზე ქუჩები
ტალახითა და წყლით
ივსებოდა. ნიკო  ნიკოლაძემ  ფოთის  გარშემო  გააკეთა  სპეციალური  არ
ხი,  რომლითაც  წვიმის  წყალი  ქალაქიდან  ზღვაში  ჩადიოდა.  გარდა  ა
მისა,  ააშენა  2  ხიდი  და  დააგო  ქვაფენილი. ამ ყველაფერს,
ბუნებრივია, ფინანსები სჭირდებოდა. ამიტომ დააარსა ბანკი და
გამოუშვა ობლიგაციები. ზოგი იგებდა, ზოგი ყიდულობდა ამ
ფასიან ქაღალდებს და შემოსული თანხა სრულად ფოთის
აღმშენებლობას
ხმარდებოდა.  ნიკო  ნიკოლაძემ  მიზნად  დაისახა,  აეშენებინა  ქალაქის 
ცენტრში  ტაძარი,  რომელიც  იქნებოდა  „აია  სოფიას“  მსგავსი  და  შეას
რულა  კიდეც. ასევე, მისი
ინიციატივით, ქალაქში  გაკეთდა  12  ქუჩა,  რომელიც  ამ  ტაძართან  მი
დის. გარდა
ამისა, ააშენა  ქალთა  და  ვაჟთა  გიმნაზიისა  და  პოლიციის  შენობები.  ს
ხვათა შორის, ეს უკანასკნელი, დღესაც ერთ-ერთ გამორჩეულ
ნაგებობად ითვლება ქალაქში.

ერთ–ერთი  ყველაზე  მნიშვნელოვანი  პროექტი,  რაც  ფოთში  ნიკო  ნიკ


ოლაძის  სახელს  უკავშირდება,  ნავსადგურის  მშენებლობის  დასრულე
ბაა. 8-ჯერ იმოგზაურა ევროპაში, რომ მშენებარე ან ახლად აშენებული
პორტის შესახებ ყველაფერი გაეგო და შესაბამისად
ემოქმედა. პეტერბურგში მიაღწია იმას, რომ ნება დართეს, ყოველ 16 კ
ილოგრამ ტვირთზე დაეწესებინა ნახევარკაპიკიანი გადასახადი. ეს იყო
, ფაქტობრივად, პირველი საბაჟო მოსაკრებელი და ეხებოდა ყველა იმ 
ტვირთს, რომელიც პორტიდან გემით გადიოდა.  მართალია, თავიდან
ამ ინიციატივას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ
დაარწმუნა მეწარმეები, რომ თითოეული მათგანისთვის ეს ფული
არაფერს ნიშნავდა, სამაგიეროდ ერთად შეგროვებული უკვე
მნიშვნელოვანი თანხა იყო, რომლითაც ქალაქისთვის აუცილებელი
ბევრი პროექტი განხორციელდებოდა.

ნიკო  ნიკოლაძემ  ფოთში  ააგო  სპეციალური  კედელი,  რომელიც  ღელვ


ის  დროს  აპობდა  ზღვის  ტალღებს. ამით, სანაპიროზე დიდი გემების
გაჩერების პრობლემა მოიხსნა. მან ფოთში ააგებინა ელევატორი.
ამბობდა, ევროპასთან რომ ვიყოთ, აუცილებელია მისი გვერდით
მდგომი (თანასწორი) გავხდეთ, ევროპას მონები კი
არა თანამგრძნობები სჭირდებაო.  ნიკო  ნიკოლაძემ  გაანათა  ფოთი  და 
შემდეგ,  იმავე  სქემით,  თბილისი.  ამ
პერიოდში მას  გაუჩნდა  იდეა,  სვანეთის  მთებში,  საიდანაც  ენგური  ჩა
მოდის,  ელექტროენერგიის  მისაღებად,  ელექტროსადგური  გაკეთებუ
ლიყო. ეს პროექტი მოგიანებით განხორციელდა. თუმცა, გერმანელმა
სპეციალისტებმა მაშინვე დაიწყეს ამ ტერიტორიის კვლევა, რომლებიც
საქართველოში ნიკოლაძის ვაჟის, გიორგის მოწვევით
ჩამოვიდნენ. ნიკო ნიკოლაძე, თითქმის, 20 წელი ემსახურა ფოთს.
როგორც
მერმა, დააწესა  სპეციალური  სტიპენდია  უცხოეთში  სწავლის  მსურვე
ლი  სტუდენტებისთვის. კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი
განახორციელა, თუმცა, მისი ისტორია ფოთთან არც ისე კეთილად
დასრულდა. მას ქრთამის აღება დააბრალეს. რეალურად კი, როგორც
მკვლევარი დალი ჩიკვილაძე
ამბობს, ელევატორის მშენებლისაგან ფული ისესხა, რადგან
პეტერბურგში მიდიოდა, შაბათი დღე იყო და ბანკიდან თანხა ვერ
გამოიტანა. რა თქმა უნდა, ვალი ჩამოსვლისთანავე დააბრუნა, მაგრამ
ცილი მაინც დასწამეს. მოსახლეობა თავგამოდებით იცავდა ნიკოლაძეს.
ძიება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ბრალი ვერ
დაუმტკიცეს და ბრალდება გაბათილდა. ნიკოლაძე, ამ დროს უკვე
პეტერბურგში იყო და არც სასამართლო პროცესზე და არც მის შემდეგ,
გარკვეული პერიოდი, ფოთში არ ჩასულა.
ნიკო ნიკოლაძე ქალაქისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებს
მხოლოდ თბილისსა და ფოთში არ ახორციელებდა. ამ პერიოდში
იმერეთში გზები, თითქმის, არ იყო.
ამიტომ, ნიკო  ნიკოლაძემ  წამოაყენა  იდეა,  მდინარე  რიონი  სანაოსნო  მდ
ინარედ  ქცეულიყო,  რომ  აქამდე  ერთმანეთს  მოწყვეტილი  სოფლები  და 
ცენტრი  დაკავშირებულიყო.  ფიქრობდა, რომ  ასე ხალხს ერთმანეთში
მისვლა-მოსვლა ექნებოდა, ივაჭრებდნენ, სოფლებიდან ქალაქებში
გლეხები პროდუქტს ჩაიტანდნენ გასაყიდად და ყველა კმაყოფილი
დარჩებოდა. ბაზრობების მოწყობის იდეას, თავდაპირველად დიდი
აღტაცება არ გამოუწვევია, თუმცა, მოგვიანებით, ამ საქმით
დაინტერესდნენ. დიდ  ჯიხაიშში  კი  ნიკო  ნიკოლაძემ  პარასკევ  დღეს  და
აწესა  ბაზრობა  და  რამდენადაც  ცნობილია,  ეს  ტრადიცია  დღემდეა  შემ
ორჩენლი. 
ფეროშენადნობი
1930 წელს თბილისში აშენდა საცდელი ქარხნა, რომლის დირექტორადაც გიორგი ნიკოლაძე
დაინიშნა. ფლუსის მეთოდზე დაყრდნობით საცდელმა ქარხანამ შეიმუშავა ადგილობრივი
რესურსების გამოყენებით ფერომანგანუმის წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგია. გარდა
ამისა, ქარხანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი ფეროშენადნობთა ქარხნის
თანამშრომელთა მომზადების საქმეში.
1931 წლის იანვარში შეიქმნა „ფერომანგანმშენი“ - ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობის
მმართველი საბჭო. ქარხნის მშენებლობა 1931 წლის აპრილში დაიწყო. პირველი ორი ღუმელის
მონტაჟი 1933 წლის პირველ კვარტალში დასრულდა. ღუმელი 29 ოქტომბერს ამუშავდა.
პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს, 13:37 საათზე დაასრულა. ოფიციალურად სწორედ
ეს თარიღი ითვლება ქარხნის ამუშავების დღედ. თავდაპირველად ქარხანაში მხოლოდ ერთი
საამქრო მუშაობდა და უშვებდა ნახშირბადიან ფერომანგანუმს, ფეროსილიციუმსა და
სილიკომანგანუმს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა — შავი მეტალურგიის ერთ-ერთი უდიდესი
საწარმო საქართველოში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის ოთხსაამქროიანი რკინის შენადნობთა
მწარმოებელი ქარხანა ქალაქ ზესტაფონში. მოქმედებს 1933 წლის ოქტომბრიდან. 2006 წლიდან
ქარხანა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაშია, რომელიც ასევე
ფლობს ჭიათურმანგანუმს და ვარციხეჰესს.
დროთა განმავლობაში, ელექტრო ღუმელების სიმძლავრეთა ზრდის და დაბალი ხარისხის
მანგანუმის მადნის გამოყენების გამო, ქარხანა გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროდ
გადაქცია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, 1975 წელს #1 საამქროში დამონტაჟდა აირსაწმენდი,
რომელიც საამქროში დაგროვილი მტვრის 99,5%-ზე მეტის შეგროვების საშუალებას იძლეოდა.
1976-1980 წლებში #5 საამქროში მწყობრში შევიდა ახალი აირსაწმენდი. 1983 წელს დამონტაჟდა
აირსაწმენდი #4 საამქროს ღუმელებისათვის, რომელმაც გააუქმა მტვერის ნარჩენებით გარემოს
დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო. 1989 წელს ამოქმედდა #2 საამქროს აირსაწმენდის
პირველი ფაზა, რომელმაც უზრუნველყო ატმოსფეროში გამოფრქვევადი მტვერის ნარჩენების
90%-ის შეგროვება.

ოჯახი და ბიოგრაფია
დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ამავე წელს
ჟურნალ „ცისკარში“ (NN 9 და 10) მოათავსა თავისი პირველი წერილები. 1861 წელს
შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აქტიურ
მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა გამოსვლებში, რის გამოც დააპატიმრეს, ჩასვეს პეტრე-პავლეს
ციხეში და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. უნივერსიტეტიდან გარიცხული ნიკოლაძე მცირე ხნით
არალეგალურად ცხოვრობდა აკაკი წერეთელთან პეტერბურგში და იმყოფებოდა პოლიციის
ფარული მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს დაიწყო თანამშრომლობა რუსულ პრესასთან. 1862
წელს ჟურნალ „ისკრაში“ (NN 11, 12, 28, 29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი „პეტერბურგის
მხარეზე“, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება. ჩერნიშევსკის დაპატიმრების და
გამოცემის დახურვის შემდეგ იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო. 1862
სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე ძველი და ახალი
თაობას შორის გამართულ იდეურ-ლიტერატურულ ბრძოლაში. შემდეგ კვლავ პეტერბურგს
გაემგზავრა და გაზეთ „ნაროდნოე ბოგატსტვოს“ რედაქტორობდა, რომელიც ცენზურამ მალევე
დახურა. 1864 წელს ჟურნალ „სოვრემენიკში“ გამოქვეყნდა მისი ნარკვევი „პროვინციული
სურათები“.
1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად წავიდა ევროპაში, პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ
„სანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. ალექსანდრე გერცენის მიწვევით
რათანამშრომლობდა „კოლოკოლში“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა განთავისუფლება
საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ სამსჯავროს წინაშე“,
„თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლში“
თანამშრომლობა ნიკოლაძემ გერცენთან და ნიკოლოზ ოგარიოვთან უთანხმოების გამო
შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში პოლ ლაფარგის მეშვეობით გაიცნო კარლ მარქსი, რომელმაც
ნიკოლაძეს შესთავაა I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში
სასწავლებლად წასულ ნიკოლაძეს სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად
მიაჩნდა. 1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი
თაობა“, 1868 წელს ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ „სოვრემენნოსტი“,
რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის
ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად
გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტომი და რომანი „რა ვაკეთოთ?!“, რომელთა
შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის
დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება
და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად
გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.

ბაქო-ჯეიჰანი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (აზერ. Bakı-Tbilisi-Ceyhan neft


kəməri; თურქ. Bakü-Tiflis-Ceyhan Boru Hattı) — 1768 კმ სიგრძის ნავთობსადენი,
რომლის დანიშნულებაა გადაუმუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის
ზღვაში აზერბაიჯანის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის ნავთობის საბადოდან ხმელთაშუა
ზღვის სანაპირომდე. ის გადის ბაქოზე, თბილისსა და
მთავრდება ჯეიჰანში, თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტში. ეს არის
მსოფლიოში სიგრძით მეორე ნავთობსადენი (პირველია დრუჟბას ნავთობსადენი,
რომელსაც ნავთობი რუსეთიდან ცენტრალურ ევროპაში გადააქვს). ნავთობსადენის
გამტარუნარიანობა არის 1.2 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში[1].

ნავთობსადენის მარშრუტი
ნავთობსადენი ატარებს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის
სახელს[2]. ნავთობსადენის მფლობელი არის საერთაშორისო კონსორციუმი BTC Co
და მისი პარტნიორები.
ნავთობსადენის პროექტის განხორციელება დაიწყო 1998 წლის 29 ოქტომბერს,
როდესაც ანკარაში ხელი მოეწერა დეკლარაციას. ხელმომწერები იყვნენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ
შევარდნაძე, ყაზახათის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის
პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ
ქარიმოვი, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის ბილ რიჩარდსონის თანდასწრებით[3].
ნავთობსადენის მშენებლობას სათავე დაედო 2002 წლის 18 სექტემბერს. ჰეიდარ
ალიევმა, ედუარდ შევარდნაძემ და აჰმეთ ნეჯდეთ სეზერმა ჩაყარეს ქვები მილის
ფუნდამენტში.
ნავთობსადენის მთავარი მიზანი იყო ის, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად
მომხდარიყო ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან (შემდგომ ყაზახეთიდან)
მსოფლიო ბაზარზე. ეს არის დსთ-ში პირველი ნავთობსადენი, რომელიც უვლის
გვერდს რუსეთს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის პირდაპირი მონაწილეობით.
ვინაიდან, რადგან ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრასპორტირება ხდება
რუსეთის ავლით, ეს ამცირებს მის გავლენას რეგიონში. ნავთობსადენის
ექსპლუატაციამ საშუალება მისცა კასპიის აუზის რესურსების აქტიურ აღქმას.
აზერბაიჯანში დაიწყო აზერი-გუნეშლის აღქმა, ხოლო ყაზახეთში - კაშაგანის.
თავდაპირველად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ჩაფიქრებული იყო, როგორც პირდაპირი
მილსადენი ბაქოდან ჯეიჰანში, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური
მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გასულიყო სომხეთის გავლით. ჰეიდარ
ალიევს იმედი ჰქონდა, რომ გამოეყენებინა ეს პერსპექტივა მთიანი
ყარაბაღის დასაბრუნებლად. როდესაც ერევანმა უარი განაცხადა, აზერბაიჯანმა
(თურქეთის მხარდაჭერით) გადაწყვიტა სომხეთს უარი უთხრას მონაწილეობაზე
რეგიონალურ პროექტებში და ჩამოაშოროს  თურქეთის გავლით დასავლეთის
ბაზრებს. სომხეთი ასევე გამოირიცხა სხვა რეგიონალური პროექტებისგან, რამაც
უფრო მეტად გახადა ის დამოკიდებული რუსეთისა და ირანის მხარდაჭერაზე[11].
2014 წელს  კრწანისის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში გაიმართა სამეთაურო-
საშტაბო კომპიუტერული  წვრთნები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის
სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მოცემული სწავლების მიზანი იყო
მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა
სტრატეგიული მილსადენების დაცვას, პირველ რიგში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის
ნავთობსადენის[12].
მიღწევები
1. თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა – ეს იდეა
უშუალოდ დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა, თუმცა მის განხორციელებაში
ნიკოც აქტიურად იყო ჩართული.
2. ვაჭრობის და მრეწველობის განვითარება – იგი ხელს უწყობდა
კაპიტალიზმის დანერგვას, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ქვეყანა, რომელსაც
ყველაფერი შემოაქვს, თვითონ კი არაფერს აწარმოებს წინ ვერ წავა.
3. ერობის, ანუ თვითმმართველობის შემოღება.
4. ვაჭრობის და მრეწველობის განვითარება – აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო
ნიკოლაძე ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების მომხრე იყო.
5. პრესის განვითარების ხელშეწყობა – ზოგადად, მას ძალიან იზიდავდა
ჟურნალისტობა, თუმცა ხვდებოდა, რომ თავის ქვეყანას მისი უნარების სხვა
მხრივ გამოყენება უფრო სჭირდებოდა. „ყველაზე მეტად, სულით და გულით
ჟურნალისტობა მინდა, მაგრამ ჩემი ეს პროფესია დღეს არავის სჭირდება.
როგორც ჩანს, ან ძალიან ადრე დავიბადე, ან ძალიან დავიგვიანეო“- წერდა
იგი.
6. ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება.
7. რკინიგზის გაყვანა – ჯერ ფოთიდან თბილისამდე, შემდეგ კი ბაქოდან
ბათუმამდე, თბილისის გავლით.
8. წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება – ნიკო ნიკოლაძის ძალისხმევით
ჯერ ავჭალაში მოეწყო წყალსადენი, შემდეგ კი წალკისა და ნატახტარ-
ბულაჩაურის წყაროებზე.
9. თბილისში სადეზინფექციო კამერის აშენება და სანიტარული ექიმის
დანიშვნა.
10. ე.წ. ბოინის შექმნა – იმ ხანებში საქონელს პირდაპირ მოედნებზე
კლავდნენ, რაც რა თქმა უნდა, რთულ სანიტარულ პირობებს ქმნიდა
ქალაქში, ამიტომ, ნიკოს ინიციატივით, გადაწყდა ცენტრალიზებული
სასაკლაოს მოწყობა.
11. დედაქალაქში კანალიზაციის ქსელის მოწყობა.
12. ფოთის და თბილისის ქუჩების განათება.
13. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – მისი დაჟინებული
თხოვნით შემოიღეს ცხენის ტრამვაი.
ეს ნიკო ნიკოლაძის მიერ განხორციელებული პროექტების არასრული
ჩამონათვალია. ამას მოჰყვა ფოთში მისი კიდევ უფრო ნაყოფიერი, თითქმის 20
წლიანი მოღვაწეობა, საიდანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფოთის
პორტის მშენებლობაში მის მიერ ჩადებულ დრო და ენერგია.

ენგურ-ჰესი
საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აგებაზე ფიქრი პირველად დიდმა
პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით მან
ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად
სპეციალისტები მოიწვია. 

კვლევის შედეგად ყურადღება ენგურზე შეჩერდა და მისი პოტენციალის შესწავლა


გადაწყდა. გარკვეულ მიზეზთა გამო ამ საქმისთვის თანხის მოძიების მცდელობა
უშედეგოდ დასრულდა. ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების
გამოყენებისთვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ
დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. 
 
1913-1914  წლებში იტალიელმა სპეციალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება ენგურზე
მცირე სიმძლავრის ჰესის მოწყობის შესახებ, მაგრამ ვერც ამ პროექტის
განხორციელება მოხერხდა. 1926-27 წლებში შემუშავდა სქემა, რომლის
მიხედვითაც მდინარე ენგურზე, სოფელ ვალხორიდან ანაკლიამდე, 233 მეგავატი
ჯამური სიმძლავრის 13 ჰესი უნდა აგებულიყო.
 
მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აგების იდეის რეალიზაციისთვის
პირველი ნაბიჯები XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა.
1960 წელს „ჰიდროპროექტმა“ მდინარე ენგურის ენერგეტიკული მიზნებისთვის
გამოყენების სქემა შეიმუშავა. საბოლოოდ, 1965-70-იან წლებში შეიქმნა მთლიანი
პროექტი, რომლის მიხედვითაც ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა
1961 წელს დაიწყო.
 
ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე
თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური
ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც
ბევრი სპეციალისტი ეჭვის თვალით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და
დამტკიცებისთვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. 

ნიკო ნიკოლაძე 1928 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა, 85-ე წელიწადში


გადამდგარი. დაკრძალვის წინ მას ტვინი ამოაცალეს და თბილისის სასმედიცინო
ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის თავისტვინის მუზეუმში შეინახეს .
ალბათ, სპეციალისტს, შეუძლია მიახლოებით ამოიცნოს, რა სნეულება სჭირდა მის
პატრონს სიბერეში. სხვა რამის თქმა კი ამ მკვდარ მატერიაზე შეუძლებელია . რამდენიც
გინდა უყურეთ ატრიალეთ ეს ქილა, მაინც ვერაფერს შეიტყობთ . სპირტში შენახულ ტვინში
აღარ სუფევს ის, რაც ადამიანს ადამიანად ხდის. თუმცა ამ ვინში გაიარა ყველაფერმა
იმან, რაც მისმა პატრონმა განიცადა, იფიქრა და იაზრა თავისი ცხოვრების 85 წლის
მანძილზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკო ნიკოლაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის გენი
გაგრძელებული იქნა მის შთამომავლებშიც. საყოველთაოდ ცნობილია მისი ვაჟიშვილის
გიორგი ნიკოლაძის ფართო დიაპაზონი, როგორც მეტალურგიის, მათემატიკოსის,
ენათმეცნიერის და ცნობილი სპორტსმენისა. ამ ხელოვანი ოჯახის ღირსეული
წარმომადგენელია აგრათვე საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე
ზურაბიშვილი.

You might also like