You are on page 1of 7

ინდუსტრიალიზაციის წინაპირობები და თანმდევი გარემოებები

ტ.ს.ეშტონი, მე-18 საუკუნეში ინგლისის ყველაზე ავტორიტეტული ეკონომიკის


ისტორიკოსი წერდა, რომ ცვლილებები(ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული)
შეეხო არა მხოლოდ მრეწველობას, არამედ სოციალურ და ინტელექტუალურ
სფეროებს.

თანამედროვე მრეწველობის გარიჟრაჟზე მე-18 ს. მეცნიერება და სამეცნიერო ცოდნა


ძალიან სუსტი იყო, რომ მომხდარიყო მათი გამოყენება საწარმოო პროცესებში. მე-19 ს.
მეორე ნახევარში, როდესაც ქიმიის და ელექტრონიკის განვითარება დაიწყო , სამეცნიერო
თეორიები წარმოადგენდა ახალი დარგების შექმნისა და ახალი პროცესების შემუშავების
საფუძველს.

მე-18 და მე-19 საუკუნეების დასაწყისში ტექნიკური განვითარების ერთ-ერთი


მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო დიდი რაოდენობით მსხვილი ინოვაციები ,
რომელსაც თვითმყოფადი მოაზროვნეები, მექანიკოსები და თვითნასწავლი-ინჟინრები
ახორციელებდნენ.(სიტყვამ ინჟინერმა თანამედროვე მნიშვნელობა მე -18 საუკუნეში
შეიძინა).

ინგლისი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ფართომასშტაბიანი ინდუსტრიალიზაცია


დაიწყო და ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო მწარმოებლურობის მხრივ
სოფლის მეურნეობაში მე-17 ს. ბოლოს, სადაც მოსახლეობის 60% იყო დასაქმებული. მე-19
ს. დასაწყისში სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის 36 % იყო დაკავებული, შუახანებში
22%, ხოლო მე-20 ს. დასაწყისში 10 %-ს შეადგენდა.

ინგლისი მწარმოებლურობას ზრდიდა ექსპერიმენტების მეშვეობით ახალ კულტურებსა


და ხვნა-თესვის ახალ მეთოდებთან მიმართებაში. მე-16 ს. ნიდერლანდებიდან ნასესხები
იქნა კულტივირების სხვასხვა მეთოდები, რომლებიც ფართოდ გავრცელდა მე -17 ს.

ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა სახნავი მიწების დროებით


საძოვრებად გამოყენება, რასაც ორი უპირატესობა ჰქონდა: ნიადაგის ნაყოფიერების
აღდგენის და უფრო მეტი საქონლის მოშენების საშუალებას იძლეოდა, რაც უფრო მეტ
რძეს, ხორცს, მატყლს და სასუქს იძლეოდა. ასევე, მრავალი მიწათმოქმედი და ფერმერი
ექსპერიმენტებს ატარებდა შინაური ცხოველების სელექციის კუთხით .

ხვნა-თესვის გაუმჯობესების და საქონლის სელექციის მნიშვნელოვან პირობას


მინდვრების შემოსაზღვრა და კონსოლიდაცია წარმოადგენდა. ღია მინდვრების
ტრადიციული სისტემის დროს ძნელი იყო თანხმობის მიღწევა მიწათმოქმედებს შორის
ახალი კულტურების დანერგვის ან ხვნა-თესვის ახალი მეთოდის გამოსაყენებლად , ასევე
საერთო ნახირში რთული იყო სელექცია. შუა საუკუნეების ბოლოდან პირადი შეთანხმების
საფუძველზე დაიწყეს მიწების შემოსაზღვრა.

პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა მე-17 ს. ბოლოდან მე-18 ს. 60-იან წლებამდე. ამ


პერიოდისთვის ინგლისის სახნავი მიწების ნახევარზე მეტი შემოსაზღვრული იყო. 1851 წ.
დასამუშავებელი მიწების მესამედი ეკუთვნოდა ფერმებს, რომლებიც 300 და მეტი აკრის
მიწებს ფლობდნენ, 100 აკრზე ნაკლებ ფერმებზე მიწების 22 % მოდიოდა.

ამასთან, არც ისე დიდი ფერმების მფლობელთა რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა სხვა
ფერმების მფლობელთა რაოდენობას. ამის არსი შემდეგში მდგომარეობდა: არც ისე
დიდი მიწების მფლობელები მიწას ოჯახის წევრების მეშვეობით ამუშავებდნენ, ხოლო
დიდი მიწების მფლობელები ქირაობდნენ უმიწო სასოფლო სამეურნეო მომუშავეებს.
ითვლებოდა, რომ შემოსაზღვრამ გამოიწვია სოფლების გაუკაცრიელება,
სინამდვილეში მასთან დაკავშირებულმა კულტივაციის ახალმა ტექნოლოგიებმა
შრომაზე მოთხოვნა გაზარდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაო ძალის აბსოლუტური
რაოდენობის შემცირება დაიწყო მე-19 ს. მეორე ნახევრიდან, როდესაც დაინერგა
სოფლის მეურნეობაში მანქანები.

1660-1760 წწ. ინგლისის სოფლის მეურნეობა „ჭარბ“ პროდუქციას აწარმოებდა და


გაჰქონდა პროდუქცია ექსპორტზე. შედარებით აყვავებული სოფლის მოსახლეობა , უფრო
სპეციალიზირებული და ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნის
გლეხობა, ასევე სხვადასხვა სამრეწველო პროდუქციის გასაღების ბაზარს
წარმოადგენდა, დაწყებული სოფლის მეურნეობის იარაღიდან სამომხმარებლო
საქონლამდე, როგორიცაა ქსოვილები, კერამიკული ჭურჭელი.

1688-1801 წწ. სოფლის მეურნეობის წილი ეროვნულ შემოსავალში შემცირდა 40-დან 32%-
მდე, ხოლო სამთო, გადამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის წილი გაიზარდა
21-დან 23,6%-მდე, ვაჭრობის და ტრანსპორტის შედარებითი წილი გაიზარდა 12-დან 17,5%
%-მდე.

მე-17 ს. ლონდონი მთელი ინლისური ეკონომიკის ზრდის პოლუსს წარმოადგენდა.


ინგლისის მოსახლეობა განსაკუთრებით გაიზარდა მე-16 მე-17 სს. და 1700 წ. ლონდონმა
გადაუსწრო პარიზს, რომელიც მანამდე ყველაზე მსხვილი ქალაქი იყო ევროპაში.

1660. ზოგიერთი ლონდონელი იუველირი გამოდიოდა ბანკირად. ისინი გასცემდნენ


ხელწერილებს ანაბრების მისაღებად, რომელიც ცირკულირებდა ბანკნოტების სახით და
სესხებს გასცემდნენ კრედიტუნარიან მეწარმეებზე.

ინგლისის ბანკის დაფუძნებამ, რომელსაც საკანონმდებლო მონოპოლია ჰქონდა სააქციო


საბანკო საქმეზე, აიძულა კერძო ბანკირები შეეწყვიტათ ბანკნოტების გამოცემა , მაგრამ
ისინი იღებდნენ ანაბრებს და თამასუქების აღრიცხვას ახორციელებდნენ . ინგლისის ბანკს
არ შეუქმნია ფილიალები, ხოლო მისი ბანკნოტები არ მიმოიქცეოდა ლონდონს გარეთ. ამ
პერიოდში ვერცხლის და ბრინჯაოს მონეტები არ იყო საკმარისი და კერძო მეწარმეები
შეეცადნენ ამ ნიშის შევსებას, დაიწყეს ხელწერილების და ჟეტონების გაცემა , რაც
ემსახურებოდა ადგილობრივი ფულადი მიმოქცევის საჭიროებებს. ასე გაჩნდა
ადგილობრივი ბანკების ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობდა ლონდონს გარეთ და მათი
რიცხვი 1810 წ. 800 იყო.

შესანიშნავი რევოლუციით განპირობებულმა ეიფორიამ გამოიწვია 1690 წ. მრავალი


აქციონერული კომპანიის შექმნა, რომელთაგან ზოგიერთი ინგლისის ბანკის მსგავსად
დაამტკიცა სამეფო ქარტიამ და მათ ჰქონდათ მონოპოლიური უფლებები. 1720 წ.
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც აკრძალული იყო სააქციო საზოგადოების
შექმნა პარლამენტის ნებართვის გარეშე. შედეგად „სამრეწველო რევოლუცია “
საკანონმდებლო ბარიერს შეეჯახა ორგანიზაციის აქციონერული ფორმის
გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისად სამრეწველო და სხვა საწარმოების
უმრავლესობა იქმნებოდა ამხანაგობების ან სხვა კერძო კომპანიების სახით . იყო თუ არა
ეს ინგლისის ინდუსტრიალიზაციის შემაფერხებელი, დისკუსიის საგანია . 1825 წ.
აღნიშნული საკანონმდებლო შეზღუდვა გაუქმდა.

რევოლუციის კიდევ ერთი დიდი შედეგი იყო სახელმწიფო ფინანსების გადაცემა


პარლამენტისთვის, რამაც სახელმწიფოს მხრიდან სესხების ხარჯები მნიშვნელოვნად
შეამცირა და გამოათავისუფლა ფულადი სახსრები კერძო ინვესტიციებისთვის .

საგადასახადო სისტემა იყო რეგრესული, მაგრამ მან ხელი შეუწყო კაპიტალის


დაგროვებას ინვესტიციებისთვის.

დიდი რაოდენობის ტვირთების გადაზიდვა საჭიროებდა იაფ და საიმედო ტრანსპორტს .


რკინიგზამდე მდინარის მარშრუტები ყველაზე ეფექტური და ეკონომიური
სატრანსპორტო არტერია იყო. თავის ადრეულ აყვავებას და სწრაფ სტარტს
თანამედროვე მრეწველობის შექმნის გზაზე ბრიტანეთი უნდა უმადლოდეს კუნძულოვან
მდებარეობას, რამაც არა მხოლოდ უფასოდ დაიცვა იგი დამანგრეველი
კონტინენტალური ომებისგან, არამედ იაფი ტრანსპორტითაც უზრუნველყო. გრძელმა
სანაპირო ზოლმა, შესანიშნავმა ბუნებრივმა ყურემ და მრავალმა სანაოსნო მდინარემ
მოხსნა სახმელეთო ტრანსპორტის საჭიროება, რომელიც აფერხებდა ვაჭრობის და
მრეწველობის ზრდას კონტინენტზე.

მიუხედავად გეოგრაფიული უპირატესობისა, ქვეყანაში იზრდებოდა სატრანსპორტო


კომუნიკაციის გაუმჯობესების საჭიროება. 1660-1689 წწ. პარლამენტმა 15 კერძო აქტი
მიიღო მდინარეებსა და ნავსადგურებში ნავიგაციის გასაუმჯობესებლად . 1690-1719 წწ.
მიიღეს 59 აქტი, ხოლო 1720-1749 წწ. 130 აქტი. 1750 წ. დაიწყო არხების ერა, რომლის
განმავლობაში შექიმნა წყლის გზები სანაოსნო მდინარეების ერთმანეთთან, ასევე
შახტების და მაღაროების ბაზრებთან დასაკავშირებლად. ხანდახან არხის მშენებლობა
დიდ ხელოვნებას მოითხოვდა. 1750-1820 წწ. სანაოსნო გზების უკვე არსებულ 1000 მილს
დაემატა 3000 მილი(უპირატესად არხები), რომლის ხარჯი 17 მლნ ფუნტი სტერლინგი იყო.
ამ არხების და სანაოსნო მდინარეების მეშვეობით წარმოების და მოხმარების ყველა
მთავარი ცენტრი დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და მთავარ საზღვაო პორტებთან .
არხების ასაშენებლად და ექსპლუატაციისთვის იქმნებოდა კერძო, მოგებაზე
ორიენტირებული კომპანიები, რომელთა რეგისტრაცია საპარლამენტო აქტებით
ხდებოდა. ისინი ბეგრავდნენ გემების დამოუკიდებელ მფლობელებს, ხანდახან ჰყავდათ
საკუთარი საბარჟო(ბარჟა-სატვირთო გემი) ფლოტიც, რომელსაც იჯარით გასცემდნენ.

არხების და სანაოსნო მდინარეების ბრიტანული ქსელი საკმაოდ ეფექტური იყო იმ


დროისთვის, მაგრამ მაინც საკმაოდ არ აკმაყოფილებდა შიდა გადაზიდვებს .
ტრადიციულად გზების მოვლა ტაძრებს ევალებოდათ, რომლებიც ადგილობრივი
მაცხოვრებლების იძულებით შრომას იყენებდნენ. ამიტომ გასაკვირი არაა , რომ ასეთი
გზით მოვლილი გზები, სავალალო იყო.

1690 წლიდან პარლამენტმა კერძო აქტების მეშვეობით დაიწყო „საგზაო ტრასტების“


შექმნა, რომელთაც უნდა აეშენებინათ და შეენახათ გზები და რომელთა
სარგებლობისთვისთვის უნდა გადაეხადათ მოსაკრებელი. ეს ტრასტები არ იყო
კომერციული კომპანიები; მათ ქმნიდნენ და აკონტროლებდნენ მეურვეები, ჩვეულებრივ
ადგილობრივი მიწათმოქმედები, ფერმერები, ვაჭრები და მეწარმეები , რომლებიც არა
მხოლოდ საკუთარი საგადასახადო ვალდებულების შემცირებით იყვნენ
დაინტერესებული, რაც გზების შენახვასთან იყო დაკავშირებული, არამედ ბაზრების
წვდომასთან. თუმცა მსგავსი გზები შედარებით მოკლე იყო, დაახლოებითი 30 მილი,
მრავალი მათგან ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და საბოლოოდ ქმნიდნენ ხშირ
ქსელს. 1750-1760 წწ. გზების მშენებლობას მზარდი დინამიკა ჰქონდა: 1750 წ. 3400 მილიდან
მათი ქსელი 1770 წ. 15 000 მილამდე გაიზარდა და 1836 წ. მიაღწია 22  000 მილს, როდესაც
რკინიგზამ ჩაანაცვლა გზებიც და არხებიც.

სამრეწველო ტექნოლოგია და ინოვაციები


ისტორიკოსები, რომლებიც ხაზს უსვამენ სამრეწველო ცვლილებების რევოლუციურ
არსს, აღნიშნავენ სწრაფ მექანიზაციას და ბამბის მრეწველობის ზრდას მე-18 საუკუნის
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. ამასთან, საუკუნით ადრე სულ რაღაც
რამდენიმე წელიწადში განხორციელდა ორი სიახლე, რომელთა მნიშვნელობა
შემდგომი ინდუსტრიალიზაციისთვის შესაძლოა უფრო ფუნდამენტალური იყო, თუმცა
მათი მნიშვნელობა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ნათელი. ეს ინოვაციებია
რკინის გამოდნობის პროცესი კოქსის გამოყენებით, რომელმაც შავი მეტალურგია
ნახშირის გამოყენებისგან გაანთავისუფლა და ატმოსფერული ორთქლის მანქანა,
ახალი და ძლიერი ძრავი, რომელმაც შემდგომში ჩაანაცვლა ქარის და წყლის
წისქვილები, როგორც მექანიკური ენერგიის წყარო.

არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა ნახშირის ქვანახშირით ჩანაცვლება.


1709 წ. აბრაჰამ დერბიმ ქვანახშირი დაამუშავა იმავე მეთოდით, რომლითაც ნახშირი
მიიღებოდა და მიიღო სუფთა ნახშირბადი, რომელსაც შემდეგ იყენებდა საწვავის სახით
თუჯის გამოსადნობად.

მიუხედავად დერბის მიერ განხროციელებული ტექნოლოგიური გარღვევისა, ეს


ინოვაცია საკმაოდ ნელა ვრცელდებოდა: ჯერ კიდევ 1750 წ. ბრიტანული თუჯის მხოლოდ
5% იწარმოებოდა კოქსის მეშვეობით, მაგრამ ნახშირის გაზრდილი ღირებულების გამო
მოხდა მისი ჩანაცვლება ქვანახშირით. მეტალურგები მასშტაბის მნიშვნელოვან
ეკონომიას აღწევდნენ ამ ოპერაციების გაერთიანების შედეგად ერთ საწარმოში ,
რომელიც განთავსებული იყო ნახშირის მოპოვების სიახლოვეს, რის გამოც ქვანახშირის
მეშვეობით რკინის გამოშვების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუკუნის ბოლოს
რკინის წარმოებამ 200 000 ტონას გადააჭარბა(ამასთან მისი სრულად გამოდნობა კოქსის
მეშვეობით ხდებოდა), ბრიტანეთი კი რკინის და რკინის ნაკეთობების ნეტო ექსპორტიორი
გახდა.

ორქთლის ენერგია პირველად გამოიყენეს სამთო მრეწველობაში. ქვანახშირზე და


მეტალებზე მოთხოვნის ზრდის გამო მათი უფრო ღრმა მაღაროებიდან მოპოვების
მცდელობის ინტენსიფიცირება მოხდა. მაღაროებიდან წყლის ამოქაჩვის სხვადასხვა
მეთოდები შეიმუშავეს, მაგრამ მათი დატბორვა ქვანახშირის მოპოვების გასაზრდელად
მთავარი დაბრკოლება გახდა. თომას ნიუკომენმა ცდა-შეცდომის გზით შეძლო ამ
დეფექტის აღმოფხვრა და 1712 წ. პირველი ორთქლის ტუმბო შექმნა ქვანახშირის
მაღაროსთვის. ნიუკომენის მანქანა ძალიან დიდი და ძვირადღირებული იყო, ამასთან
ეფექტური. საუკუნის ბოლოს ნიუკომენის ასი ასეთი მანქანა დაამონტაჟეს ბრიტანეთში ,
რამდენიმე კონტინენტზე. ისინი უპირატესად ქვანახშირის მაღაროებში გამოიყენებოდა ,
სადაც საწვავი იაფი იყო, ასევე სხვა სამთო მომპოვებელ საწარმოებში. ასევე , მას
იყენებდნენ წყლის ამოსაქაჩად წყლის ბორბლის მოძრაობაში მოსაყვანად და
მოსახლეობისთვის წყლით უზრუნველსაყოფად. ნიუკომენის მანქანის ნაკლი საწვავის
დიდი ხარჯი იყო. 1760 წ. ჯეიმს უატს, გლაზგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიის
ტექნიკოსს, სთხოვეს ნიუკომენის პატარა მანქანის შეკეთება. უატი დაინტერესდა
პრობლემით, დაიწყო ექსპერიმენტები და 1769 წ. მოიპოვა პატენტი ორთქლის
გასაგრილებელი მოწყობილობაზე. რამდენიმე წელი კიდევ არსებობდა ტექნიკური
სიძნელეები, შემდეგ უატი გახდა წარმატებული მეწარმის, ბოლტონის პარტიორი ,
რომელმაც მას მისცა დრო და შესაძლებლობა შემდგომი ექსპერიმენტებისთვის. უატმა 25
წლით გაიხანგრძლივა პატენტის მოქმედების ვადა და ბოლტონ-ვატის ფირმამ დაიწყო
ორთქლის მანქანების კომერციული წარმოება. მათი ერთ-ერთი პირველი მყიდველი
გახდა მეზობლად მდებარე მეტალოგადამამუშავებელი საწარმოს მეპატრონე , ჯონ
უილკინსონი.

ბოლტონ-უატის ძრავების უმრავლესობა გამოიყენებოდა მაღაროებსა და საბადოებში


ტუმბოს მოძრაობაში მოსაყვანად, განსაკუთრებით კორნუოლის კალის მაღაროებში ,
სადაც ქვანაშხირი ძვირი იყო და საწვავის ეკონომია ნიუკომენის მანქანასთან შედარებით
მნიშვნელოვანი იყო. უატმა კიდევ უფრო დახვეწა მანქანა , რომლის გამოყენება ახალ
სფეროებში შეიძლებოდა, როგორიცაა ხორბლის დაფქვა და ბამბის დართვა . ორთქლის
ძრავზე მომუშავე პირველმა სართავმა მანქანამ მუშაობა დაიწყო 1785 წ., რამაც
მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნოლოგიური ცვლილებები.

ტექსტილის მრეწველობას გაბატონებული მდგომარეობა ეკავა ბრიტანეთის


მრეწველობის „ინდუსტრიამდელ“ პერიოდში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მატყლის და
კამბოლის ქსოვილების წარმოება, თუმცა შოტლანდიასა და ირლანდიაში, განსხვავებით
ინგლისისა და უელსისგან, სელის წარმოება უფრო გავრცელებული იყო. (ინგლისში
მიცვალებულს მატყლის სუდარაში ახვევდნენ, მაშინ როდესაც შოტლანდიაში ეს
პრივილეგირებული სტატუსი სელს ეკუთვნოდა). აბრეშუმის მრეწველობაში, რომელიც მე-
18 ს. წარმოიქმნა, მომუშავე ფაბრიკა-დანადგარები იყენებდნენ წყლის
ენერგიას(იტალიელების მიბაძვით), მაგრამ აბრეშუმზე მოთხოვნა დაბალი იყო მაღალი
ფასის და კონტინენტალური მწარმოებლების კონკურენციის გამო.

შრომის დამზოგავი მანქანების შექმნის მიზანმიმართული მცდელობა ხორციელდებოდა


1730 წლებში. პირველი სართავი მანქანები არ იყო წარმატებული, მაგრამ 1733წ.
ლანკაშირის მექანიკოსმა ჯონ კეიმ შექმნა დანადგარი, რომელიც ერთ მქსოველს ორი
ადამიანის სამუშაოს შესრულების საშუალებას აძლევდა. 1760 წ. ხელოვნების და
მრეწველობის წახალისების საზოგადოებამ ჯილდო დააწესა ეფექტური სართავი მანქანის
შექმნისთვის. ჯეიმს ჰარგვისმა 1770 წ. დააპატენტა შედარებით მარტივი მანქანა
„ჯენი“,რომელსაც არ ჭირდებოდა მექანიკური ენერგია და შესაძლებელი იყო ემუშავა
მქსოველის სახლში და რამდენიმე ადამიანის საქმე შეესრულებინა .

1769 წ. რიჩარდ არკრაითის მიერ დაპატენტებული ვოტერ-მანქანას, უფრო დიდი


მნიშვნელობა ჰქონდა. შესაძლოა ეს გამოგონება თვით არქრაითს არ ეკუთვნის,
რომელიც მანამდე პარიკმახერი იყო და პარიკებს აწარმოებდა , მისი პატენტი კი
შემდგომში გაუქმდა, მაგრამ ადრეული ნოვატორებიდან ტექსტილის მრეწველობაში , ის
ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ვოთერ-მანქანა მოძრაობაში მოდიოდა წყლის ძალით,
იყო დიდი და ძვირადღირებული, მისი გამოყენება მოითხოვდა წარმოების ფაბრიკულ
სისტემაზე გადასვლას. ამასთან, ფაბრიკები შენდებოდა მდინარესთან ახლოს სოფელში ,
ამიტომ ვოთერ-მანქანის დანერგვამ არ გამოიწვია სამუშაო ძალის კონცენტრაცია
ქალაქში. უფრო მეტიც, რადგან მანქანა მოძრაობაში მოდიოდა წყლის მეშვეობით ,
პირველ ფაბრიკებში ცოტა მამაკაცი იყო დაკავებული, რომლებიც ძირითადად
კვალიფიციურ სამუშაოს ასრულებდნენ და იყვნენ ზედამხედველები , მაშინ როდესაც
ძირითად სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ ქალები და ბავშვები , რომელთა შრომა იაფი
იყო. ამასთან, მათი დაქვემდებარებაც იოლი იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო სემუელ კრომპტონის მანქანა, რომელიც მან


დახვეწა 1774-1779წწ., მაგრამ ვერ დააპატენტა. ამ მანქანას შეეძლო უფრო თხელი და
მკვრივი ნართის მოქსოვა, ვიდრე სხვა რომელიმე მანქანას. მას შემდეგ, რაც 1790 წ. ის
ადაპტირებული იყო ორთქლის ენერგიის გამოსაყენებლად, ამ მანქანამ გაბატონებული
მდგომარეობა დაიკავა ბამბის ნართის დამზადებაში. როგორც ვოთერ -მანქანა , ის დიდი
მასშტაბით იყენებდა ქალების და ბავშვების შრომას, მაგრამ ვოთერ -მანქანისგან
განსხვავებით შესაძლებელი იყო დიდი ფაბრიკების ქალაქში განთავსება , სადაც
არსებობდა იაფი ნახშირი და დიდი რაოდენობით სამუშაო ძალა. მანჩესტერში 1782 წ.
მხოლოდ ორი ბამბის ფაბრიკა იყო, 20 წლის შემდეგ კი უკვე 52.

1785 წ.ედმუნდ კარტრაითმა, მღვდელმა, რომელსაც არ ჰქონდა გამოცდილება არც


მექანიკაში, არც ტექსტილის წარმოებაში, მოიპოვა პატენტი მექანიკური საქსოვი დაზგის
გამოგონებაზე. პროგრესი მექანიკური ქსოვის სფეროში ფერხდებოდა მრავალი
პრაქტიკული სიძნელის გამო და მხოლოდ 1820 წ., როდესაც მანჩესტერის საინინრო
ფირმამ საქსოვი დაზგა შექმნა, მექანიკურმა ქსოვამ მასიურად ჩაანაცვლა ხელით ქსოვა.

ტექნიკურმა ინოვაციებმს გაზარდა მოთხოვნა ბამბაზე, რადგან დიდ ბრიტანეთს არ


მოჰყავდა ბამბა, ბამბის იმპორტი საუკუნის დასაწყისში 500 ტონიდან გაიზარდა 2500
ტონამდე 1770 წ., 1800 წ. კი 25  000 ტონამდე. თავიდან ბამბის მომწოდებელი იყო ინდოეთი
და ლევანთი, მაგრამ ისინი მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებდნენ სრულად . ბამბის
მოყვანა დაიწყო ბრიტანეთის კარიბის კუძულებზე და ამერიკის სამხრეთში .
ინოვაციები დართვასა და ქსოვაში, უიტნის მანქანასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ,
მაგრამ არა ერთადერთი სიახლე იყო, რამაც გავლენა მოახდინა ბამბის მრეწველობის
განვითარებაზე. წარმოების ხარჯების შემცირების და გამოშვების მოცულობის ზრდის
გამო, გამოშვების დიდი ნაწილი მიდიოდა ექსპორტზე. 1803 წ. ბამბის ექსპორტმა
გადააჭარბა მატყლის ექსპორტს. ბამბის ნაწარმზე ფასების მკვეთრმა დაცემამ გავლენა
მოახდინა მატყლის და სელის ნაწარმის მოთხოვნაზე და ტექნიკური ინოვაციების
მასტიმულირებელი გახდა შესაბამის დარგებში. ამასთან, ბამბის მრეწველობისგან
განსხვავებით, ამ დარგების განვითარება ფერხდებოდა ტრადიციებით და რეგულირებით ,
ხოლო მათი ნედლეულის ფიზიკური მახასიათებლები ართულებდა მექანიზაციის
პროცესს. ამ დარგებში ინოვაციები რეალურად 1800 წლის შემდეგ დაიწყო, ხოლო მათი
ტრანსფორმაცია დასრულდა მხოლოდ მე-19 ს. მეორე ნახევარში.

ტექნიკური ცვლილებები ტექსტილის მრეწველობასა და შავ მეტალურგიაში, ასევე


ორთქლის ძრავის გამოგონება ე.წ. სამრეწველო რევოლუციის ქვაკუთხედი გახდა
დიდ ბრიტანეთში.

კიდევ ერთი საჩვენებელი დარგი იყო კერამიკის წარმოება. ჩინური ფაიფურის გამოჩენამ
ბრიტანეთში მდიდარი ადამიანების მხრიდან მოთხოვნა გაზარდა ფაიფურზე , რომელთა
სახლებში ფაიფურმა ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი ჩაანაცვლა. იმავდროულად ჩაის და
ყავის პოპულარიზაციამ, ასევე საშუალო კლასის შემოსავლების ზრდამ განაპირობა ის ,
რომ მათი წარმომადგენლები ინგლისური წარმოების ფაიფურს ანიჭებდნენ
უპირატესობას.

ქიმიური მრეწველობა ასევე სწრაფად ვითარდებოდა და გამოშვებული პროდუქციის


ასორტიმენტს ზრდიდა. ზოგიერთი მიღწევა ქიმიის მეცნიერების პროგრესის შედეგია , რაც
დაკავშირებული იყო ფრანგი ქიმიკოსის ანტუან ლავუაზიეს და მისი მოწაფეების
კვლევებთან. ამასთან, მეტწილად მრეწველობის განვითარება უნდა უმადლოდეს საპნის ,
ქაღალდის, მინის, საღებავის და ტექსტილის მწარმოებლების ცდებსა და ექსპერიმენტებს ,
რომლებიც ცდილობდნენ ნედლეულის დეფიციტის დაძლევას. შესაძლოა, მე-18 ს.
ქიმიკოსები არა ნაკლებად სწავლობდნენ მრეწველებისგან, ვიდრე უკანასკნელნი -
ქიმიკოსებისგან.(იგივე შეიძლება ითქვას სხვა მეცნიერებებთან მიმართებაში ). ამის
მაგალითია, გოგირდმჟავა, ქიმიური ნივთიერება, რომელიც ფართოდ გამოიყენება
მრეწველობაში. თუმცა ის ცნობილი იყო ალქიმიკოსებისთვის, მისი წარმოება
ძვირადღირებული და საშიში იყო. 1746 წ. ჯონ როიბაკმა, მრეწველმა, რომელიც ქიმიას
შეისწავლიდა, გამოიგონა მისი წარმოების ეკონომიური პროცესი და სამუელ გარბეტთან
ერთად დაიწყო კომერციული წარმოება. ყველაფერთან ერთად იგი გამოიყენებოდა
მათეთრებლად ტექსტილის წარმოებაში, რომელმაც გამოდევნა ამ მიზნით ადრე
გამოყენებული მჟავე რძე, შარდი და ბუნებრივი წარმოშობის სხვა ნივთიერებები . ის ,
თავის მხრივ, ჩანაცვლდა ქლორით და სხვა ნივთიერებით, რომელიც გამოიგონა კლოდ
ბერტოლემ 1790 წ.

ქიმიკატების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამრეწველო


პროცესებში, იყო ტუტეები, განსაკუთრებით კაუსტიკური სოდა და პოტაში(თეთრი
კრისტალური ნივთიერება, რომელსაც იღებენ ხის ნაცრისაგან ან ქლოროვანი კალიუმისაგან;
ფართო გამოყენება აქვს მინის, თხევადი საპნის წარმოებაში, ფოტოგრაფიაში და სხვ.). მე-18
საუკუნეში ისინი იწარმოებოდა მცენარეული ნედლეულის დაწვით, პირველ რიგში
წყალმცენარეების, ამ ნედლეულის მიწოდების ზრდის შესაძლებლობების შეზღუდულობის
გამო მწარმოებლები ტუტეების წარმოების ახალ მეთოდებს ეძებდნენ . ასეთი მეთოდი
აღმოაჩინა ნიკოლა ლებლანმა, რომელმაც 1791 წ. გამოიგონა ტუტეების წარმოების
პროცესი ნატრიუმის ქლორიდისგან ანუ უბრალო სუფრის მარილისგან. როგორც
ბერტოლეს შემთხვევაში, ლებლანის პროცესი პირველად კომერციულად გამოიყენეს
დიდ ბრიტანეთში. ეს „ხელოვნური სოდა“, როგორც მას ეძახდნენ, ფართოდ
გამოიყენებოდა საპნის, მინის, ქაღალდის, საღებავის, ჭურჭლის და სხვათა სამრეწველო
წარმოების დროს, ხოლო მისი წარმოების თანმდევი პროდუქტის სახით მიიღებოდა
მარილმჟავა.

ქვანახშირის მრეწველობა, რომლის ზრდა სტიმულირებულ იქნა ტყის ნაკლებობით


საწვავის სახით და რომლის განვითარებამ ხელი შეუწყო ორთქლის ძრავის გამოგონებას,
რჩებოდა მაღალპროდუქტიულ დარგად, თუმცა ასევე მოითხოვდა დიდ
კაპიტალდაბანდებას. ასევე, სასარგებლო აღმოჩნდა მისი თანმდევი პროდუქტი .

ქვანახშირის მრეწველობის განვითარებამ დიდ ბრიტანეთში პირველი რკინიგზის


გამოჩენის სტიმულირება მოახდინა. ქვანახშირის მიწოდება მაღაროებში მარხილებით
ხდებოდა, რომელსაც ეზიდებოდნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც მეშახტეების ოჯახის
წევრები იყვნენ. 1760-იან წლებში ზოგიერთ მიწისქვეშა მაღაროში პონის გამოყენება
დაიწყეს, რომლებიც მალევე ბორბლიან ურმებს ეზიდებოდნენ ლითონის ფირფიტებზე ,
მოგვიანებით კი რკინის რელსებზე. ჯერ კიდევ მე-17 ს. ურმები და რელსები
გამოიყენებოდა მიწის ზედაპირზე, მაღაროების მახლობლად, ნახშირის გადაზიდვის
გასაადვილებლად. პირველი ეფექტური ლოკომოტივის გამოჩენისას ბრიტანეთში
რკინგზის რამდენიმე ასეული მილი არსებობდა უკვე.

ორთქლის ლოკომოტივის გამოჩენა რთული ევოლუციური პროცესის შედეგია. მთავარი


წინამორბედი, რა თქმა უნდა, ორთქლის ძრავი იყო, უატის მიერ გაუმჯობესებული, მაგრამ
ეს ძრავი ძალიან მძიმე, მოუხერხებელი იყო და არ ანვითარებდა საკმარის სიმძლავრეს
წონის ერთეულზე, რომ ლოკომოტივის სახით გამოყენებულიყო. უფრო მეტიც, თვით უატი
ლოკომოტივის განვითარების წინააღმდეგი იყო მისი პოტენციური საშიშროების გამო და
არ უწყობდა ხელს მოწაფეებს მის შემუშავებაში. სანამ მისი პატენტი ორთქლის
გაგრილების დანადგარზე ძალაში იყო, ამ სფეროს განვითარება შეჩერებული იყო .

You might also like