You are on page 1of 153

saqarTvelos teqnikuri universiteti

m. kapanaZe

qimiisa da qimiuri teqnikis istoria

Tbilisi

2016
ლექცია 1
ქიმიისა და ქიმიური ტექნიკის მნიშვნელობა

ქიმია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შედგენილობასა და


აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან
თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ცოტა მოიძებნება მეცნიერება, რომელმაც
ისეთი ძლერი გავლენა მოახდინა ცივილიზაციაზე, როგორც ქიმიამ და შეუძლებელია
დავასახელოთ ადამიანის საქმიანობის თუნდაც ერთი სფერო, სადაც არ გამოიყენებოდეს
ქიმიის მიღწევები.
ეგვიპტის ცივილიზაციის ისტორია, და კერძოდ, ქურუმთა კასტის პრივილეგია,
მფარველობა გაეწია ხელოსნობის ისეთი დარგისათვის, რომელსაც განსაკუთრებული
მნიშვნელობა ჰქონდა სიმდიდრის შესანარჩუნებლად და გასადიდებლად, აფიქრებინებს
მეცნიერებს, რომ ქიმია წარმოიშვა ეგვიპტეში, წმინდად ითვლებოდა და გარემოცული
იყო საიდუმლოებით. როგორც იტალიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და იურისტი
ჯამბატისტა ვიკო (1668-1744) ამტკიცებს, თუ ნილოსის წყალდიდობამ განაპირობა
გეომეტრიის შექმნამდე მისვლა, რომელიც წარმოიშვა მიწათმზომელობიდან, მაშინ ქიმიის
წარმოშობა შეიძლება მიეწეროს პრაქტიკულ სტიმულს.
ეგვიპტიდან მოხდა ქიმიური პროცესების (ხელოსნობების) გავრცელება
ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის სხვა ხალხებში – ფინიკიელებმა, იუდეველებმა,
სპარსელებმა, ბერძნებმა და რომაელებმა სწორედ ქემის ქვეყნიდან ისწავლეს მრავალი
მნიშვნელოვანი ტექნიკური პროდუქტის დამზადება. თქმულების თანახმად, პრომეთემ
ადამიანებს აჩუქა ცეცხლი, ასწავლა მეტალურგიული პროცესები. მაგრამ, ზოგჯერ
ზემოთ თქმულს მიაწერენ ძველ ბეოტიელ გმირს კადმოსს და სხვა მითოლოგიურ
პერსონაჟებს. თქმულების თანახმად, კადმოსმა ეგვიპტეში - ნილოსზე ააგო ქალაქი,
რომელსაც კადმეა უწოდა, ხოლო მოგვიანებით კადმეაზე შეიქმნა თებეს ციხე-სიმაგრე
და ქალაქსაც თებე ეწოდა.
ძველ აღთქმაში არის მითითება ექვს ლითონზე, კერძოდ ნახსენებია რკინა,
ტყვია, კალა, სპილენძი, ვერცხლი, ოქრო.
ძველი ეგვიპტელებისათვის კარგად იყო ცნობილი ოქროს საბადოები
აღმოსავლეთ აფრიკაში, რომელსაც ისინი უწოდებდნენ ნუბიას (,,ნუბ’’ ნიშნავს ოქროს).
ქრ.შ-მდე II საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი აგაფარჰიდი და ქრ.შ-მდე 90-30
წწ. მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და მითოლოგი დიოდორ სიცილიელი დაწვრილებით
აღწერდნენ მონების მიერ მადნის მოპოვებას, მსხვრევას, გამდიდრებას და გამოდნობას
სუფთა ოქროს მისაღებად.
ფინიკიელებისათვის კარგად იყო ცნობილი ოქროთი მდიდარი ქვეყანა ოფირი,
რომელიც კ. პეტერსის აზრით მდებარეობდა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და არა
არაბეთში, ინდოეთში ან სხვა ქვეყანაში, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ. უძველესი
სპარსელებიც იცნობდნენ მეტალურგიას და მეთუნეობას.
შორეული აღმოსავლეთიც იცნობდა პრაქტიკულ ქიმიას. ინდოეთში ქიმიამ მიაღწია
ისეთივე განვითარებას, როგორც ეგვიპტეში და საბერძნეთში. იგივე შეიძლება ითქვას
ჩინეთზეც, რადგანაც დენთის და ღებვის ცოდნამ უძველესი ჩინელი ხალხი დააყენა
ერთერთ პირველ ადგილზე პრაქტიკული ქიმიის ცოდნაში.

2
ქიმიური ცოდნისა და ქიმიური ტექნიკის განვითარების ისტორიულ ანალიზს
მივყავართ დასკვნამდე, რომ ქიმიაში ფაქტობრივი მასალის დაგროვების წყაროს
საფუძველს წარმოადგენდა ხელოსნური ქიმიური ტექნიკის სამი დარგი: 1) კერამიკა,
მინის წარმოება და განსაკუთრებით მეტალურგია; 2) ფარმაცია და პარფიუმერია; 3)
საღებავების მიღება და ღებვის ტექნიკა. აქვე უნდა დაემატოს ბიოქიმიური პროცესების
გამოყენება, კერძოდ დუღილი ორგანული ნივთიერებების გადასამუშავებლად.
პრაქტიკული და ხელოსნური ქიმიის ამ მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას
საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მონათმფლობელურ საზოგადოებაში ყველა
ცივილიზებულ საზოგადოებრივ წარმონაქმნში, კერძოდ შუა და ახლო აზიაში,
ჩრდილოეთ აფრიკაში და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში.
ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე რამდენიმე ათასწლეულის წინ, ჩრდილოეთ აფრიკის და
შუა აზიის, ასევე ინდოსტანის სუბკონტინენტის, შუამდინარეთის და სხვა ვრცელ
ტერიტორიებზე წარმოიშვა მონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც
განუწყვეტლივ იმორჩილებდნენ მრავალრიცხოვან და დანაწევრებულ ტომებს და
ხალხებს. უმსხვილესი ასეთ სახელმწიფოებს შორის იყო ეგვიპტე, რომლის
დინასტიამდელი სახელმწიფოებრიობა ფიქსირდება ქრ.შ-მდე V ათასწლეულიდან,
ხოლო პირველი დინასტია – ქრ.შ-მდე 3400 წლიდან.
ქრ.შ-მდე III ათასწლეულში შუამდინარეთში წარმოიშვა უმსხვილესი
მონათმფლობელური სახელმწიფო ური, რომლის მემკვიდრედ ითვლება ბაბილონის
სახელმწიფო და ასურეთი. ამ ქვეყნების მონათმფლობელური წყობილება ხელს
უწყობდა მათ ტერიტორიებზე მსხვილი ქალაქების დაარსებას, რომლებიც
წარმოადგენდნენ ხელოსნობისა და კულტურული ცხოვრების ცენტრებს. ქალაქების
კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობდა ნაყოფიერი ნიადაგი, იაფი სასოფლო-
სამეურნეო პროდუქტებით მომარაგება, განსაკუთრებით მესაქონლეობა. უძველესი
სახელმწიფოების ქალაქებს ემსახურებოდა მონების დიდი არმია, რომლებიც
ასრულებდნენ უმძიმეს სამუშაოებს მშენებლობაზე, მაღაროებში, სოფლის მეურნეობაში.
მონების სრულიად უფასო შრომა საშუალებას აძლევდა სახელმწიფოთა მმართველებს
ეწარმოებინათ პირამიდების, სასახლეების, დაკიდებული ბაღების და სხვა
გრანდიოზული მშენებლობები.
სწორედ მონათმფლობელური წყობილების პირობებში წარმოიშვა ხელოსნური
საწარმოებბი. ხელოსნები სრულყოფილად ფლობდნენ გარკვეული ნაწარმის
დამზადების და გარკვეული საწარმო ოპერაციების ჩატარების ტექნიკას.
სპეციალიზაცია, რომელიც დაკავშირებული იყო შრომის განაწილებასთან და ანიჭებდა
წარმოებას კოლექტიურ ხასიათს, საგრძნობლად უწყობდა ხელს როგორც საწარმოო
ჩვევების სწრაფ დაუფლებას, ისე ახალი საწარმოების შექმნას. უნდა აღინიშნოს
მონათმფლობელურ საზოგადოებაში ხელოსნური ტექნიკის მნიშვნელოვანი მიღწევები
მეტალურგიაში, საფეიქრო წარმოებაში და ქსოვილების ღებვაში, მხატვრულ კერამიკაში,
ფარმაციასა და პარფიუმერიაში, მინის წარმოებაში, სამშენებლო ტექნიკაში.
საქართველო უძველესი დროიდან ცნობილი იყო როგორც ცივილიზებული
სამყაროს ერთერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც მეტალურგიის, ფარმაციის, მინის
წარმოების, მეთუნეობის და ქიმიური ტექნიკის სხვა დარგების განვითარების ძალზე
მაღალი დონით გამოირჩეოდა. ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა არაერთი ახალი ტექნიკური

3
და ტექნოლოგიური მეთოდები შეიმუშავეს, რომელთაგან ზოგიერთმა ღირსეული ადგილი
დაიკავა ტექნოქიმიური აზროვნების საყოველთაო საგანძურში.
მეტალურგია. ადამიანებისათვის ცნობილი ერთერთი პირველი ლითონი იყო
მეტეორიტული რკინა. ძველი ბერძნები და ეგვიპტელები მას უწოდებდნენ ზეციურ
ლითონს და მისი სახელწოდება ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ,,ვარსკვლავური“,
ხოლო ძველარამეულიდან, როგორც ციდან ჩამოწვეთებული. მადნებიდან აღდგენილი
რკინის ნაკეთობების დამზადება დაიწყეს ქრ.შ-მდე XII საუკუნეში მცირე აზიაში, ეგვიპტესა
და მესოპოტამიაში. ქრ.შ-მდე III ათასწლეულში ლითონის საგნების მისაღებად იყენებდნენ
სპილენძს (,,სპილენძის საუკუნე“), ხოლო ქრ.შ-მდე II ათასწლეულში - ბრინჯაოს
(,,ბრინჯაოს საუკუნე“). ქრ.შ-მდე V საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში
დამზადებული საბრძოლო იარაღი დამზადებული იყო ოქროსაგან, რომელშიც შერეული
იყო 20% სხვა ლითონებისა. მონათმფლობელურ საზოგადოებაში მოხდა საკმაოდ
სწრაფი გავრცელება ცნობებისა ლითონების, მათი თვისებებისა და მადნიდან
გამოდნობის შესახებ. უძველესი მეტალურგების მიღწევები წარმოადგენს მთელი
შუასაუკუნეების მიღწევათა საფუძველს. მხოლოდ ახალ დროში, ლითონთა
გამოდნობის მეთოდებში, განსაკუთრებით რკინის მიღების ტექნიკაში, მოხდა
მეთოდების დახვეწა და გაუმჯობესება.
ქრ.შ-მდე III ათასწლეულიდან საქართველოში დაიწყო ,,შეგნებული მეტალურგიის“
ეპოქა, რომელიც ისეთ ტექნოლოგიურ პრინციპებს ეფუძნებოდა, როგორიც არის: 1.
სპილენძი ექვემდებარება ჭედვას; 2. ვარვარება ამ თვისებას სპობს; 3. სპილენძი ლღვება და
შეიძლება ჩამოისხას; 4. ლითონის მიღება შეიძლება ოქსიდური მადნებიდან მათი
ნახშირთან გახურებისას. ამ პერიოდში მეტალურგიულმა წარმოებამ საბოლოოდ განიცადა
დაყოფა მომპოვებელ და გადამამუშავებელ დარგებად.
ძველი მეტალურგების განსაკუთრებული მიღწევები თითბრის დამზადების წესს
უკავშირდება. მეორე ლითონი, რომელიც საქართველოში ძველ სამთო-მეტალურგიულ
წარმოებას უნდა აეთვისებინა, ყველა ნიშნით იყო ოქრო. კოლხეთის ოქრო ძველი ბერძენი
მწერლების ხშირი განხილვის საგანს წარმოადგენდა. თუმცა, ამ ოქროს ისინი ქრ.შ-მდე VIII
საუკუნიდან მოყოლებული ქრ.შ-მდე I საუკუნემდე ლეგენდარულ ოქროს საწმისთან
აიგივებდნენ.
დიდ წარმატებას მიაღწიეს ძველმა ქართველმა ოსტატებმა რკინის მოპოვებისა და
გადამუშავების საქმეშიც, რასაც ადასტურებს როგორც წერილობითი წყაროები, ისე
არქეოლოგიური მონაცემები. შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთი და სამხრეთი ზოლი ქრ.შ-
მდე II-I ათასწლეულში რკინისა და ფოლადის ერთიანი წარმოების რეგიონს შეადგენდა და
მას კოლხურ-ხალიბურ მეტალურგიულ ცენტრს უწოდებენ.
საქართველოს ტექნიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კიდევ
ერთ ლითონს - სტიბიუმს. ჰოლანდიელი მეცნიერის რ.ფორბსის მტკიცებით,
მესოპოტამიასა და ეგვიპტეში აღმოჩენილი სტიბიუმის ნივთები ადგილობრივი
წარმომავლობის ვერ იქნებოდა, ვინაიდან ამ ქვეყნებს სტიბიუმის მადნები არ გააჩნდათ.
აქედან გამომდინარე, ის თვლიდა, რომ მათ სტიბიუმიანი ბრინჯაოთი კავკასია ამარაგებდა.
ღებვა და ღებვის ტექნიკა. უძველეს დროში ფართოდ იყენებდნენ ზიგიერთ
მინერალურ საღებავს ქვაზე და კედელზე სახატავად და სხვა მიზნებისთვისაც.
ქსოვილების შესაღებად და კოსმეტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ მცენარეულ და
ცხოველურ საღებავებს. ხშირად, საღებავებს ღებულობდნენ შემთხვევით. ასე მაგალითად,
4
3000 წლის წინ სახელგანთქმული ბერძენი მხატვარი ნიკიუსი კუნძულ როდოსიდან
ელოდებოდა შეკვეთილ თეთრას (სხვადასხვა შედგენილობის თეთრი საღებავი). პორტში
გაჩენილი ხანძარი გადავიდა საღებავებით დატვირთულ გემზე. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ,
დამწვარი კასრების ადგილას ნიკიუსმა ნახშირისა და ნაცრის ქვეშ თეთრას ნაცვლად
აღმოაჩინა კაშკაშა წითელი ნივთიერება. პორტში გაჩენილმა ხანძარმა უკარნახა მხატვარს
ახალი საღებავის - სურინჯის დამზადების გზა.
ეგვიპტელები უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ოხრას, სურინჯს (რკინის
სურინჯი –ყვითელ-წითლიდან შინდისფერამდე ტონების მქონე ბუნებრივი პიგმენტი,
რომლის ძირითადი კომპონენტია FFe2O3; ტყვიის სურინჯი – ღია ნარინჯისფერიდან
წითელ ფერამდე ტონების მქონე პიგმენტი, რომლის ძირითადი კომპონენტია PPb3O4),
მათეთრებელს, მურს, სპილენძის კრიალას (იგივე ქალკოზინი, სულფიდების კლასის
მინერალი – Cu2S), სპილენძისა და რკინის ოქსიდებს. კერამიკული ნაკეთობების და
ფაიანსის ჭიქურისათვის იყენებდნენ სპილენძის ნაერთებს, კერძოდ მალაქიტს და
აზურიტს, რომელიც შერეული იყო სოდასთან, ხანდახან წმინდად დაფქვილ ქვიშასთან
და სხვა კომპონენტებთან. ეგვიპტელები ამზადებდნენ ლურჯ და ტყვიაშემცველ
ჭიქურებს, რომელიც იძლეოდა ყვითელ და მომწვანო ფერს. ორგანული საღებავებიდან
იყენებდნენ წითელ ნივთიერებას, მიღებულს ნამდვილი ალკანიდან, რომლითაც
აღმოსავლელი ქალები დღესაც იღებავენ ფრჩხილებს.
ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ქვის ან კერამიკული
ნაკეთობების შესაღებად ფართოდ იყენებდნენ მინერალურ საღებავებს. რაჭის სამთამადნო
წარმოებაში, ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე II ათასწლეულში იღებდნენ ანთიმონის მადანს,
რომელსაც საკუთრივ მეტალურგიულ წარმოებაში გამოყენების გარდა, საღებავების
დასამზადებლადაც იყენებდნენ. წერილობითი წყაროებიდან ყურადღებას იქცევს ბერძენი
მწერლის თეოფრასტეს (ქრ.შ-მდე IV-III სს) ცნობა, რომლის თანახმადაც, იბერიასა და
კოლხეთში დიდი რაოდენობით არის სინგური. ის ასევე გვამცნობს, რომ ეს მინერალი
,,კოლხიდაშიდაც მოიპოვება კლდეებზე და კოლხები მას ისრებით აგდებენ“. იბერიაში
საუკეთესო სურინჯის არსებობაზე მიუთითებს მეორე ბერძენი ავტორი - სტრაბონი.
მოგვიანებით, ზოგიერთი ცნობა საღებავების შესახებ ქართულ წყაროებშიც არის
მოყვანილი. ,,უსწორო კარაბადინში“ საკმაოდ ხშირად მოიხსენიება საღებავი ნივთიერებები
(უმთავრესად მინერალური წარმომავლობის), რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ:
,,ყვითელი ზარნიხი“ (აურიპიგმენტი - As2S3), ,,წითელი ზარნიხი“ (რეალგარი - As2O2),
,,სპეტი ტყვიის“ (ტყვიის თეთრა - 2PbCO3.Pb(OH)2), ,,სურინჯი“ (ტყვიის სურინჯი -
Pb3O4 ), ,,სინგური“ (სინგური - HgS), ,,ლაჟვარდისა ქვა“ (ლილა ქვა -
nNaAlSiO4.mCa2SiO4.[Na2SO4, 2NaCl, Na2S]), ,,ჟანგარო“ (სპილენძის მწვანა -
Cu(CH3COO)2.2Cu(OH)2), ,,მური“ (მური), ,,სურმა“ (ანთიმონიტი - Sb2S3) და ა.შ.
ქრ.შ-მდე 485-424 წლებში მცხოვრები ძველბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე
მოგვითხრობს საოცარი მდგრადობის მქონე საღებავის შესახებ, რომელსაც კავკასიის
მთებში ადგილობრივი მოსახლეობა ამზადებდა თავისებური მოყვანილობის ხის
ფოთლებისა და რაღაც არაორგანული ნაერთის (,,წამლის“) საშუალებით.
ისტორიკოსის სიტყვებით, საღებავის დამამზადებლები ,,ამ ფოთლებს ნაყავენ,
წამალს ურევენ და ამით ხატავენ ტანსაცმელს, ხოლო ნახატები კი არ ხუნდება,
არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად, თითქოს თავიდანვე ჩაქსოვილია მასში“.
5
როგორც უკვე აღინიშნა, ფარმაცია და პარფიუმერია მეტალურგიასთან ერთად
წარმოადგენს იმ სფეროს, რომელიც ითვლება ექსპერიმენტული ქიმიის შემდგომი
განვითარების ერთერთ ძირითად წყაროდ.
ძველ საქართველოში ფარმაციის მიღწევებზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ
ერთადერთი სპეციალური სამეცნიერო-ტექნიკური სახის ლიტერატურა, რომელმაც
ჩვენამდე მოაღწია, ეს არის სამედიცინო-ფარმაცევტული ლიტერატურა, რომელიც
წარმოდგენილია ისეთი შესანიშნავი ტრაქტატებით, როგორიც არის ქანანელის ,,უსწორო
კარაბადინი“ (XI ს), ხოჯაყოფილის ნათარგმნი ,,წიგნი სააქიმოი“ (XIII საუკუნის დასაწყისი),
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ,,სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“ (XV ს) და მეფე დავით
IX-ის ,,იადიგარ-დაუდი“ (XVI ს).
უძველესი ბერძნული წერილობითი წყაროები ფარმაციის საწყისებს არქაულ
კოლხეთის მეფის ასულ მედეას უკავშირებენ. ჯერ კიდევ პინდარე (ქრ.შ-მდე 532/518-443)
მას ,,ყველა წამლის მცოდნეს“ უწოდებს. დიოდორე სიცილიელის თანახმად (ქრ.შ-მდე I ს),
მედეამ ,,შეისწავლა წამლების ყველა თვისება“ და მისი ხელოვნება თვალსაჩინოდ გამოჩნდა
ერთერთ მაგალითზე, როდესაც მან დაჭრილი მებრძოლები ,,რამდენიმე დღეში განკურნა
ფესვებით და რაღაც ბალახებით“. მედეას სახელი ფარმაციაში იმდენად ცნობილი ყოფილა,
რომ დიონისიოს ბიზანტიელი (ქრ.შ-ის I-II ს) მას უკავშირებს ზღვის ყურეს, რომელიც
ფარმაციის ანალოგიურ სახელწოდებას ატარებს: ,,უშუალოდ მას მოჰყვება ყურე
ფარმაციასი, კოლხი მედეასგან ამგვარად წოდებული, რომელმაც ამ ადგილას დატოვა
კოლოფები სამკურნალო საშუალებებით“.
ძველი ბერძენი მწერლები მედეას არა მარტო ფარმაცის, არამედ კოსმეტიკის
სათავეებთანაც მოიაზრებდნენ. ჰალეფატეს (ქრ.შ-მდე IV ს) თანახმად, ,,მედეამ პირველმა
იპოვა ისეთი ყვავილი, რომელსაც შეეძლო თეთრი თმების გაშავება“. ამ ცნობას
ადასტრურებს კლიმენტი ალექსანდრიელიც (ქრ.შ-ის -II-III სს), რომლის მიხედვითაც
,,მედეამ . . . პირველმა აღმოაჩინა თმის საღებავი“. მედეას არა მარტო თმების შავად შეღებვა,
არამედ მათი გაჭაღარავება თუ გაუფერულება შეეძლო, როგორც ამას დიოდორე
სიცილიელი იუწყება: ,,მედეამ საკუთარი თმები რაღაც საშუალებით გაიჭაღარავა“. მედეა
ითვლებოდა აბაზანების გამომგონებლად. ძველბერძენი დრამატურგი ევრიპიდე (ქრ.შ-მდე
485/4-406) იასონის მამასთან დაკავშირებით მოიხსენიებს ოქროს ქვაბებში წამლების
ხარშვას, რამაც მოხუცს სიჭაბუკე დაუბრუნა. ძველ საქართველოში კოსმეტიკა-
პარფიუმერიისადმი გამორჩეული ყურადღება იქიდანაც ჩანს, რომ ქართლის ერისმთავარს
ნერსეს პირადი პარფიუმერიც ჰყოლია აბო ტფილელის სახით.
უძველესი დროიდანვე უდიდესი ყურადღება ენიჭებოდა არომატული
ნელსაცხებლებისა და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დამზადებას. პირველი
კოსმეტიკური საშუალებები გაჩნდა ცხელ ქვეყნებში, სადაც კლიმატის გამო ხშირი იყო
კანის დაავადებები. ეგვიპტელი, ბერძენი, რომაელი, სპარსი, ინდოელი ქალები ფართოდ
იყენებდნენ კოსმეტიკას პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, განსაკუთრებით კი
ბუნებრივი სილამაზის გასაძლიერებლად და კანის დეფექტების დასაფარად. ძველ რომში
არსებობდა სპეციალური ,,პარფიუმერების ქალაქი“ - კაპუია-სარია. ის მთლიანად
დაკავებული იყო კოსმეტიკური საშუალებების წარმოებით და ამარაგებდა მთელ იტალიას.

6
ნამიბიაში ცხოვრობს ჰიმბას ტომი, რომლის ქალებიც
და მამაკაცებიც ყოველდღიურად ტანზე და თმებზე ისვამენ
დაფქვილი წითელი ოხრას, ძროხის ან თხის ქონისა და
ფერფლის ნარევს მზისაგან დასაცავად. ამასთანავე, ნარევი
კანს უნარჩუნებს სინაზეს და ახალგაზრდობას. ხშირად
ნარევში ურევენ მცენარე ომუზუმბას არომატულ ფისს,
რომელიც კანს აძლევს მოწითალო ფერს. მოწითალო ფერი
ჰიმბას ტომისთვის არის სისხლის სიმბოლო, ხოლო სისხლი
თავის მხრივ არის სიცოცხლის სიმბოლო.
მსოფლიოში პირველი სტომატოლოგი გაჩნდა ჯერ
კიდევ 7500 წლის წინ შუმერულ ცივილიზაციაში. ნიპურის
(თანამედროვე ნუფარი - ძველი შუმერების წმინდა ქალაქი
სამხრეთ მესოპოტამიაში - თანამედროვე ერაყში) გათხრების დროს არქეოლოგებმა
აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით შესრულებული ფირფიტები კბილების
სამკურნალო წამლების რეცეპტებით. ქრ.შ-მდე 2500 წელს ფარაონების მუმიების
შესწავლისას ზოგიერთი მათგანის პირის ღრუში აღმოაჩინეს ოქროს მავთულისაგან
დამზადებული თავისებური დამცავი გვირგვინები და ყბებზე გაბურღვის კვალი. ერთერთი
მუმიის გვერდით ნაპოვნია ხისაგან დამზადებული კბილის პროთეზი.
ბრწყინვალე ფრანგი დანტისტი პიერ ფოშარი (1678-1761) არამარტო
ვირტუოზულად იღებდა კბილებს, არამედ მოიგონა მათი ჩასმის მეთოდიც. პროტეზისთვის
იგი იყენებდა ამოძრობილ კბილებს, სპილოს ძვალს, ზღვის ლომისა და ჰიპოპოტამის ეშვებს
და დიდი მონდომებით არჩევდა ჩასასმელი კბილის ფერს, რის გამოც პარიზელი ქალები
დიდი სიამოვნებით იხდიდნენ უზარმაზარ თანხებს და რიგში იდგნენ თვეების და ზოგჯერ
წლების განმავლობაში. ფოშარმა პირველმა გამოიყენა კბილის ჩასასმელად შტიფტი და
მოფიქრა, თუ როგორ დაემაგრებინა ერთ ან ორ შტიფტზე რამდენიმე კბილი. ფოშარის
მეორე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო უფრო კოსმეტიკური ხასიათის: იმისათვის, რომ
კბილებისათვის მიეცა ბუნებრივი ფერი, მათ ფარავდა ოქროს გვირგვინით, რომელზეც
დატანილი იყო სხვადასხვა ფერის გამომწვარი ფაიფურის მინანქარი. სწორედ ამ
გამოგონებამ დაუდო სათავე ფაიფურის კბილებს. ფოშარმა გამოიგონა დღეისათვის ასე
პოპულარული კბილების გასასწორებელი ლითონური ფირფიტები - ბრეკეტები. იგი უარს
ამბობდა უსწორმასწორო კბილების ამოღებაზე და ცდილობდა მათ გასწორებას მავთულის,
აბრეშუმის ლიგატურის, ვერცხლისა და ლითონის ფირფიტების საშუალებით.
უძველესი დროიდანვე, შავი გრიმის მისაღებად იყენებდნენ ტყვიის კრიალას (იგივე
გალენიტი, სულფიდების კლასის მინერალი – PPbS) და ნაცრისფერის მისაღებად -
სტიბიუმის კრიალას (SbS). ორივე წარმოადგენდა ვაჭრობის მნიშვნელოვან საგანს. გარდა
ამისა, შავი და ყავისფერი ფერების მისაღებად იყენებდნენ პიროლუზიტს, რკინაშემცველ
თიხებს, სპილენძის ოქსიდს. მწვანე ფერის მისაღებად, რომელსაც ქუთუთოების შესაღებად
იყენებდნენ, გამოიყენებოდა სპილენძის ბუნებრივი ან ხელოვნური ნაერთები, როგორიცაა
სპილენძის მწვანა და სპილენძის კრიალა ფხვნილის სახით, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს
ხელოვნურად მიღებული ქიმიური პრეპარატის პირველ ნიმუშად.
ერთერთი შემონახული უძველესი ძველეგვიპტური ხელნაწერი, ე.წ. ,,ებერსის
პაპირუსი” (ქრ.შ-მდე XVI ს.) შეიცავს ფარმაცევტული საშუალებების დამზადების
რამდენიმე რეცეპტს. მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერი არ შეიძლება ჩაითვალოს
7
წმინდა ქიმიურად, რამდენადაც ეძღვნება მცენარეებიდან სხვადასხვა სახის წვენების და
ზეთების მიღებას, იგი მაინც იძლევა წარმოდგენას გამოხდაზე, დაყენებაზე,
გამოწურვაზე, დადუღებაზე, გაწურვაზე და სხვა ოპერაციებზე, რომლებსაც იყენებდნენ
ქიმიურ ლაბორატორიებში.
ძველ ეგვიპტეში
ფართო გავრცელება ჰპოვა გარდაცვლილთა გვამების
მუმიფიცირების ხელოვნებამ. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ზუსტად
აღედგინათ გვამების ,,დაკონსერვებასთან” დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია. XX
საუკუნისის პირველ ნახევარში დაადგინეს, რომ გვამს თავდაპირველად რამდენიმე
კვირით მარხავდნენ მშრალ ბუნებრივ სოდაში – ,,ნატრინ” ანუ ,,ნიტრონ”-ში (სოდას
იღებდნენ ვადიმ - ნატრუნის ტბებიდან). სიცხეში გვამი განიცდიდა გაუწყლოებას.
შემდგომ (ან მანამდე) გვამიდან იღებდნენ შიგნეულს და ტვინს. ტვინის ამოსაღებად
ნესტოდან შეჰყავდათ მოკაუჭებული წვრილი ჯოხი, რომლითაც თავის ქალაში ხვრელს
აკეთებდნენ. ნესტოდან ამ ხვრელში ასხამდნენ ფინიკის არაყს, რომელიც ტვინს
ათხელებდა და გამოდიოდა ნესტოებიდან. ქალაში (ზოგჯერ) ასხამდნენ ფისს, ხოლო
მუცლის ღრუს ავსებდნენ სურნელოვანი მცენარეების ტოტებით. ზოგიერთ შემთხვევაში
შიგნეულს არ იღებდნენ. ამის შემდეგ, გვამს ახვევდნენ მარლის ტიპის ნაჭერში,
რომლის სიგრძე ზოგჯერ რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენდა და გაჟღენთილი იყო
სურნელოვანი ნივთიერებებით. მიცვალებულის სახეს უკეთებდნენ გრიმს, რისთვისაც
იყენებდნენ ტყვიის კრიალას, პიროლუზიტს – MMnO2, სპილენძის ოქსიდს, შეღებილ
თიხებს და ზოგიერთ ბუნებრივ საღებავს. გარდაცვლილი ფარაონების მუმიების სახეს
ფარავდნენ ფურცლოვანი ოქროს ნიღბებით. ბოლოს გვამს ათავსებდნენ სარკოფაგში.
გვამების ბალზამირებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ძველი სამეფოს ხანაში (ქრ.შ-
მდე 2800-2263 წწ.).
სამშენებლო მჭიდად ძველ მსოფლიოში ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე 2000 წლის წინ
იყენებდნენ თაბაშირის ცემენტს. ინდოეთში, ასირიაში, ბაბილონში და ეგვიპტეშიც
თაბაშირის ცემენტის გარდა მჭიდად იყენებდნენ ასფალტს და ბიტუმს (მთის ფისი).
ძველეგვიპტური ქაღალდი _ პაპირუსი _ ფართოდ გამოიყენებოდა უკვე შუა
სამეფოს ხანაში (ქრ.შ-მდე 2040-1785 წ.წ.). მას ამზადებდნენ ნილოსის შროშანის
ღეროებისაგან, რომელსაც ჭრიდნენ წვრილ ზოლებად, აწყობდნენ ერთმანეთზე
ჯვარედინად ორ ფენად და ათავსებდნენ ბრტყელი ქვის ფილაზე, აფარებდნენ
ქსოვილის ნაჭერს და ბეგვავდნენ ბრტყელი ქვით წებოს გამოუყენებლად. მიიღებოდა
მთლიანი ფირფიტა, რომელსაც აშრობდნენ, ასწორებდნენ და აპრიალებდნენ. პაპირუსის
სიგანე იყო 30-40 სმ, სიგრძე _ 40მ-მდე. პაპირუსზე წერდნენ ტუშით და წაწვეტებული
წკირით. პაპირუსის გარდა ზოგჯერ იყენებდნენ პერგამენტს _ სპეციალურად
დამუშავებულ ხბოს ტყავს. ტუშის გარდა პერგამენტზე წერდნენ ოქროთი, ვერცხლით
და ოქროსმაგვარი ნარევებით.

8
ტერმინ ,,ქიმიის“ ეტიმოლოგიის საკითხი

ქიმიას უძველეს დროში უწოდებდნენ არაკეთილშობილი ლითონების ოქროდ


და ვერცხლად, ან მათ შენადნობებად გარდაქმნას. ე.ი. ქიმიის ქვეშ იგულისხმება
,,ვერცხლის და ოქროს ხელოვნურად მიღება’’, როგორც ამას განმარტავდა X საუკუნეში
ბიზანტიაში შექმნილი უმსხვილესი ენციკლოპედიური ლექსიკონი სუდა (მოძველებული
სვიდა), რომელშიც თავმოყრილია ყოველივე ის, რაც შემონახული იყო თქმულებებში
ამ საკითხებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, სახელწოდება ,,ქიმია’’ წარმოიშვა ქრ.შ-მდე
3000 წლის წინ. ყველაზე ხშირად მის წარმოშობას უკავშირებენ ძველი ეგვიპტის
სახელწოდებას - ,,ქემ“-ს. ეგვიპტურად ,,ქამ’’ ან ,,ქემი’’ ნიშნავს ეგვიპტეს და ასევე
,,მუქს“ ან ,,შავს’’ (ალბათ, ნილოსის ნაპირებზე ნიადაგის ფერის გამო); ან უკავშირებენ
ძველბერძნულ სიტყვას ,,ქიუმა“-ს - მიწას. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ სიტყვა
,,ქიმია“ დაკავშირებულია ძველბერძნულ სიტყვასთან ,,ხიმოს“-თან (,,წვენი“) და ნიშნავს
წვენების გამოწურვის ხელოვნებას (შესაძლოა ნიშნავს მადნიდან თხევადი ნალღობის
მიღებას).
განსაკუთრებით საყურადღებოა II საუკუნის უცნობი ბერძენი ავტორის მითების
კრებული, რომელიც აქამდე ქიმიის ისტორიის მკვლევართა ყურადღების მიღმა რჩებოდა.
კრებულის III თავში ,,ოქროს საწმისის შესახებ“ ავტორი წერს: ,,კოლხეთში დაცული ტყავი
ნამდვილად ოქროს საწმისი კი არ იყო (ეს პოეტური გამონაგონია), არამედ ტყავებზე ნაწერი
წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის
საშუალებით. თანამედროვეებმა შესაფერისად უწოდეს ოქროსი, მისგან გამომდინარე
მოქმედების გამო“. ეს სიტყვები მრავალმხრივ არის საყურადღებო. უპირველეს ყოვლისა,
აღსანიშნავია ,,ქიმიის“ მოხსენიება. აქამდე ქიმიის ისტორიკოსების მიერ წერილობით
წყაროებში ქიმიის პირველი მოხსენიება ფიქსირებული იყო IV საუკუნის ბოლოს ზოსიმე
პანოპოლისელის თხზულებაში, რომლის მიხედვითაც ქიმია არის ოქროსა და ვერცხლის
მიღების ხელოვნება. ანონიმის მიერ მოყვანილი ცნობა საშუალებას გვაძლევს ,,ქიმიის“
პირველად მოხსენიების თარიღი მთელი 200 წლით გადავწიოთ და IV საუკუნის ნაცვლად
II საუკუნე მივიღოთ.
მეორე არანაკლები მნიშვნელობის ფაქტი ის არის, რომ ,,ქიმიის“ პირველი
მოხსენიება დაკავშირებულია კოლხების საქმიანობასთან.
ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა,
რომ ,,ქიმია“ იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის
შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო მოსაზრებაც, თითქოს ,,ქიმია“
წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან ,,კიმ“, რაც ,,ოქროს“ ნიშნავს. თუმცა, ამ
სახელწოდების წარმოშობა საბოლოოდ არ არის გარკვეული. ტერმინები - ,,ქიმია“,
,,ქიმიკოსი“ XVII საუკუნიდან ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში,
მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. თანამედროვე სახელწოდება ,,ქიმია“
წარმოსდგება გვიანლათინური სიტყვიდან ,,Chimia” და ინტერნაციონალური სიტყვაა.
მრავალ ევროპულ ენაზე ,,ქიმიას“ იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry -
ინგლისურად, Chemie - გერმანულად, chimie - ფრანგულად, chimica - იტალიურად,
quimica - ესპანურად და პორტუგალიურად, kemi - შვედურად და დანიურად, და
თურქულად - kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე ,,ქემ“ ან ,,ქიმ“,

9
რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც
შეიძლება ტერმინ ,,ქიმიის“ განმარტების გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით
მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც
ზოგიერთი აღნიშნავდა, სიტყვა ,,ქიმია“ თანაჟღერადია რამდენიმე ძველბერძნული
სიტყვისა, მაგალითად, სიტყვა ,,ქიმოს“-ის, რომელიც ,,წვენს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება
გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომლებიც ეხება მედიცინასა და ფარმაციას. ,,ქიმა“ ან
,,ქიუმა“ ძველბერძნულად ,,დნობას“ ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც,
რომ ,,ქიმია“ თავდაპირველი მნიშვნელობით ,,ლითონების გამოდნობის ხელოვნებას“
ნიშნავდა. ,,ქემევსი“ ნიშნავს ,,არევას“, რაც როგორც ვიცით ერთერთი აუცილებელი
პროცესია ქიმიაში. ასე, რომ ეს ძველბერძნული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ
ტერმინის პირველწყაროდ.

ქიმიის განმარტება ძველ ქართულ ხელნაწერებში

ძველ ქართულ ხელნაწერებში ერთერთი ყველაზე ადრეული მოხსენიება ტერმინ


,,ქიმიისა’’ განეკუთვნება X საუკუნეს. დიდი ქართველი განმანათლებლის ექვთიმე
ათონელის (955_1028) მიერ ბერძნულიდან თარგმნილ ნაშრომში ,,ცხოვრება წმიდისა
ბაგრატისა’’ ჩართულია ქიმიის მთარგმნელისეული განმარტება. ეს განმარტება, რომლის
თანახმადაც ,,ქიმია ლითონების გამოდნობის ხელოვნებაა’’, არა მარტო ქართულ,
არამედ ბიზანტიურ თხზულებებშიც ქიმიის ერთერთ პირველ განმარტებას
წარმოადგენს.
ქართლის სწავლული მეფე ვახტანგ VI (1675_1737) თავის თხზულებაში
სახელწოდებით ,,წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა’’ გვაძლევს ქიმიის
განმარტებას. აქ ,,ზეთებში’’ სხვადასხვა კონსისტენციის ხსნარები იგულისხმება და
მათი მიღება ქიმიის ერთერთ ძირითად დანიშნულებად არის წარმოდგენილი.
ახალი, მეცნიერული ქიმიის, განმარტება მოყვანილი აქვს დავით ბაგრატიონს
(1767_1819) ,,შემოკლებულ ფისიკაში’’. ამ განმარტების მიხედვით ქიმია ცოდნის ის
დარგია, რომელიც შეისწავლის ნივთიერების თვისებებს, ამ თვისებების ურთიერთისგან
განსხვავებით, დაყოფითა და გამოცალკევებით და ადგენს იმ ნივთიერებებს,
რომლისგანაც არის შედგენილი სხეული.
იოანე ბაგრატიონის (1768_1830) ,,კალმასობაში’’ გადმოცემულია ქიმიის შესახებ
ძველი და ახალი შეხედულებები.
XI საუკუნეში, ასევე მთაწმინდაზე მოღვაწე ხუცეს-მონაზონმა გიორგი მცირემ,
ქართულ ლიტერატურაში პირველმა შემოიტანა ტერმინ ,,ქიმიკოსის“ შესაბამისი ქართული
ფორმა ,,ქიმიანი“. თავის თხზულებაში ,,გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“, ის ისევე,
როგორც ექვთიმე, ქიმიას გამოდნობის ხელოვნებად მიიჩნევს და, შესაბამისად, ქიმიკოსების
პროფესიად ,,ოქროს“, ე.ი. ლითონების გამოდნობის ხელოვნების ფლობას თვლის. მაგრამ,
ამასთან ერთად, ქიმიკოსი სამთო-მომპოვებლის პროფესიასაც უნდა ფლობდეს, რათა
შეძლოს ლითონების მიღებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის ჩატარება, დაწყებული
მადნის მოპოვებიდან და დამთავრებული მადნიდან ლითონის გამოდნობით. ვახტანგ VI-ც
თავის ქიმიის სახელმძღვანელოში ქიმიკოსებს სისტემატურად მოიხსენიებს ფორმით
,,ქიმიანი“. მოგვიანებით დამკვიდრდა ტერმინი ,,ქიმიკოსი’’ (ანტონ კათალიკოსი - 1762-
1827 წწ., თეიმურაზ ბაგრატიონი).
10
ქართულ ხელნაწერებში ,,ალქიმია’’ განმარტებულია, როგორც ,,მოსაჩვენებელი’’
ქიმია. ამავე გაგებით გვხვდება ის სულხან-საბა ორბელიანის ქართულ ლექსიკონში.
ვახტანგ VI-ისა და ი. ბაგრატიონის შრომებში ,,ქიმიაგარი’’ და ,,ქიმიაგრობა’’,
შესაბამისად ალქიმიკოსებსა და ალქიმიას ნიშნავს.
ქიმიის საკმაოდ ხშირი მოხსენიება ქართულ ხელნაწერებში თავისთავად
მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ცოდნის ეს დარგი უძველესი დროიდან იყო
ცნობილი.

ლექცია 2

ქიმიური ტექნიკის ისტორიის პერიოდიზაცია

ქიმიისა და ქიმიური ტექნიკის განვითარების ისტორია

იყოფა რამდენიმე პერიოდად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდიზაცია


საკმაოდ პირობითი და შედარებითია და აქვს უფრო დიდაქტიკური აზრი.
ქიმიის ისტორიკოსების მიერ მიღებული კლასიფიკაციის თანახმად არჩევენ
შემდეგ ეპოქებს:
1) წინა ალქიმიური პერიოდი – ცივილიზაციის დასაწყისიდან ქრ.შ-ის IV ს-მდე.
ეს პერიოდი გამოირჩევა იმით, რომ არ არსებობდა მიღებული პრაქტიკული ცოდნის,
რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქურუმების საშუალებით, განზოგადების
ცნება.
2) ალქიმიური პერიოდი – ქრ. შ. IV ს-დან XV ს-მდე. ეს პერიოდი ხასიათდება
ფილოსოფიური ქვის მაგიური რწმენით და მისი ძიებით, სიცოცხლის ელექსირისა და
უნივერსალური გამხსნელის ძიებით. ალქიმიური პერიოდი იყოფა ქვეპერიოდებად და
იწოდება იმ ქვეყნის მიხედვით, რომელიც პრაქტიკულად ცდილობდა
არაკეთილშობილი ლითონების ოქროდ და ვერცხლად გადაქცევას. ამგვარად
არსებობდა ალქიმია ეგვიპტური, ბერძნული, არაბული, ადრეული და გვიანი
შუასაუკუნეების, ნატურალური მაგიის.
ქიმიური ცოდნის აყვავება შეიმჩნევა 800 წლიდან, როდესაც არაბულმა
მედიცინამ დაიწყო ფარმაციის ფართოდ გამოყენება. მსოფლიოში პირველი აფთიაქი
გაიხსნა ბაღდადში VIII საუკუნის მიწურულს. 755 წელს კორდოვაში (ესპანეთი) შეიქმნა
სამეცნიერო და კულტურული ცენტრი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
ანტიკური ხანის მეცნიერებისა და არაბების ცოდნის გავრცელებაში ქრისტიანულ
ევროპაში. პირველი სამედიცინო სკოლები გაიხსნა სალერნოსა და ნეაპოლში X
საუკუნეში
აღნიშნულ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც
იყვნენ:
ბაღდადელი ჯაბირ იბნ ხაიანი (ლათ. გებერი, დაახ. 721-815 წწ), მსოფლიოში
აღიარებული ავტორიტეტი ქიმიის სფეროში; გებერის თანამედროვე უდიდესი სპარსი
მეცნიერი-ენციკლოპედისტი, ექიმი და ფილოსოფოსი, - არ-რაზი (აბუ ბაქარ მუჰამედ ბენ
ზაქარია, ლათ. რაზესი, 865-925 წწ., ზოგი მონაცემით 934წ.); უდიდესი მეცნიერი, ექიმი,
11
ფილოსოფოსი მუსიკოსი ავიცენა (არაბ. აბუ ალი იბნ სინა, 980-1037 წწ. ცხოვრობდა შუა
აზიასა და ირანში).
3) ქიმიის გაერთიანების პერიოდი მოიცავს XVI-XVIII სს. და შედგება 4
ქვეპერიოდისაგან: იატროქიმია (სამედიცინო ქიმია), პნევმატური ქიმია (აირების ქიმია),
ფლოგისტონის თეორია და ლავუაზიეს ანტიფლოგისტონური სისტემა.
იატროქიმიის ქვეპერიოდი მთავრდება XVIII ს-ის მეორე ნახევარში. იგი
ხასიათდება პარაცელსის შრომებით და ქიმიის მედიცინასთან შეერთების იდეით.
მაგრამ, იატროქიმიაში მაინც იყო შენარჩუნებული ბევრი ალქიმიური გადმონაშთი, მაგ.
,,უნივერსალური წამლის’’ ძიება და შექმნა, რამდენადაც მედიცინას უყურებდნენ
როგორც უნივერსალურ მეცნიერებას. ალქიმიკოსებმა და იატროქიმიკოსებმა მიაღწიეს
გარკვეულ წარმატებებს სამკურნალო საშუალებების დამზადებისა და სუფთა
ნივთიერებების გამოყოფის საქმეში. ხელოსნური ქიმია ვითარდებოდა აგრიკოლას,
ვასილ ვალენტინის, ლიბავის, გლაუბერის, კუნკელის, ბეხერის და სხვათა შრომების
წყალობით.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაჩნდა ნამდვილი გამოყენებითი ქიმია,
რომელიც განიხილება როგორც თანამედროვე სამრეწველო ქიმიის დასაწყისი, რადგანაც
ამ პერიოდში განვითარდა მეტალურგია, მინისა და კერამიკის წარმოება, გამოხდის
ხელოვნება და ა.შ.
პნევმატური ქიმიის ქვეპერიოდი ხასიათდება აირების კვლევით და აირისებრი
სხეულებისა და შენაერთების აღმოჩენით. ამ სფეროში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი
ქიმიკოსები, როგორებიც იყვნენ ლემერი, კუნკელი, გლაუბერი, ბეხერი, ბოილი –
თავისი ცნობილი კანონით ,,აირის მოცულობის დამოკიდებულება წნევაზე’’ და სხვ.
აღნიშნულ მეცნიერებს არა მარტო სჯეროდათ ტრანსმუტაციის, არამედ ცხოვრების
ნაწილი მიუძღვნეს ალქიმიას.
ფლოგისტონის თეორიის ქვეპერიოდი Dდროში ემთხვევა პნევმატური ქიმიის
ქვეპერიოდს. იგი ხასიათდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე გ. შტალის მიერ
შექმნილი ფლოგისტონის თეორიის ფართო გავრცელებით. ძველი ბერძენი
ფილოსოფოსის, პოეტის, ექიმის, პოლიტიკური მოღვაწის ემპედოკლეს (ქრ.შ-მდე
490_430) შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობდა ცეცხლი - ,,ცეცხლოვანი ნივთიერება’’
გახსნილი ჰაერში. ,,ცეცხლოვანი ნივთიერების’’ ცნება მოგვიანებით გამოყენებული იქნა
ისეთი მნიშვნელოვანი პროცესის შესასწავლად, როგორიცაა წვა. ემპედოკლეს მიერ
შემოღებული ,,ცეცხლოვანი ნივთიერება’’ არაბ და ევროპელ ალქიმიკოსთა შრომებში
ტრანსფორმირდა ,,გოგირდში’’, მოგვიანებით გ. ბეხერმა მას უწოდა ,,ცეცხლოვანი
მიწა’’, გ. შტალმა – ,,ფლოგისტონი’’, ხოლო კ. შეელემ და ჯ. პრისტლიმ XVIII
საუკუნის ბოლოს – ,,ცეცხლოვანი ჰაერი’’. საბოლოოდ ,,ცეცხლოვან ნივთიერებას’’
ლავუაზიემ უწოდა ,,ჟანგბადი’’. გეორგ შტალმა 1715_1731 წწ. ჩამოაყალიბა ზოგადი
ქიმიური თეორიის საფუძვლები, რომელმაც მიიღო ,,ფლოგისტონის თეორიის
სახელწოდება’’. ეს თეორია შეიქმნა სხვადასხვა დამჟანგველი რეაქციების - წვის,
გამოწვის, კალცინირებისა და დუღილის ასახსნელად.
ანტიფლოგისტონური სისტემის ქვეპერიოდი ხასიათდება ფრანგი ქიმიკოსის,
თანამედროვე ქიმიის ფუძემდებლის ანტუან ლორან ლავუაზიეს ნოვატორული
შრომებით, რომლებშიც შესწავლილია წვა, დაჟანგვა, გამოწვა და ამ პროცესებში
ჟანგბადის როლი და ამით დაანგრია ფლოგისტონის თეორიის საფუძველი. ქიმიის
12
გაერთიანების პერიოდი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ პერიოდში ჩაისახა და
განმტკიცდა ქიმია, როგორც სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან
დამოუკიდებელი მეცნიერება.
4) რაოდენობრივი კანონების პერიოდი მოიცავს XIX ს-ის პირველ 60 წელს და
ხასიათდება ინგლისელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჯონ დალტონის (1766-1844)
ატომური თეორიის აღმოცენებით და განვითარებით; იტალიელი ფიზიკოსისა და
ქიმიკოსის ამედეო ავოგადროს (1776-1856) ატომურ-მოლეკულური თეორიით; იტალიელი
ქიმიკოსის სტანისლაო კანიცაროს (1826-1910) ძირითადი ცნებების ზუსტი
ფორმულირებით: ატომი, მოლეკულა, ეკვივალენტი.
5) თანამედროვე პერიოდი – XIX ს-ის 60-იანი წლებიდან დღემდე. ეს არის
ქიმიის ოქროს პერიოდი, რადგანაც საუკუნეზე ნაკლებ დროში შეიქმნა ელემენტების
პერიოდული კლასიფიკაცია და წარმოდგენა ვალენტობაზე, არომატული ნაერთების
თეორია და სტერეოქიმია, არენიუსის ელექტროლიზური დისოციაციის თეორია,
რადიოაქტიურობის აღმოჩენა და მატერიის ელექტრონული თეორიის შექმნა, ცნება
ელემენტების იზოტოპიაზე, ატომური ფიზიკის აღმოცენება, ბირთვული რეაქციები.
თანამედროვე პერიოდში ქიმიური გამოკვლევების ველი ისე საგრძნობლად
გაფართოვდა, რომ ქიმიის ცალკეული ტოტები – არაორგანული ქიმია, ორგანული
ქიმია, ფიზიკური ქიმია, ტექნიკური ქიმია, ფარმაცევტული ქიმია, კვების
პროდუქტების ქიმია, აგროქიმია, ბირთვული ქიმია და ა.შ. – დამოუკიდებელი
მეცნიერების ნიშნების მატარებლები გახდნენ.

ალქიმიური პერიოდის ძირითადი თავისებურებები

XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებაში შექმნილი წარმოდგენა ალქიმიაზე, როგორც


,,პრიმიტიულ ქიმიაზე“, მთლიანად გადაიხედა XX საუკუნეში. ითვლება, რომ სწორედ
ალქიმიამ მისცა ბიძგი თანამედროვე ქიმიის განვითარებას. ალქიმიური პერიოდი
ხასიათდება ფილოსოფიური ქვის მაგიური რწმენით და მისი ძიებით, სიცოცხლის
ელექსირისა და უნივერსალური გამხსნელის ძიებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ,
ალქიმიური პერიოდი იყოფა ქვეპერიოდებად და იწოდება იმ ქვეყნის მიხედვით,
რომელიც პრაქტიკულად ცდილობდა არაკეთილშობილი ლითონების ოქროდ და
ვერცხლად გადაქცევას - ტრანსმუტაციას. ფილოსოფიური ანუ სიბრძნის ქვა - იგივე
მაგისტერია, რებისი, ფილოსოფოსების ელექსირი, სასიცოცხლო ელექსირი, წითელი
ტინქტურა, მეხუთე ელემენტი - შუა საუკუნეების ალქიმიკოსების აღწერით რეაქტივი,
რომელიც აუცილებელი იყო ლითონების ოქროდ გადასაქცევად, ასევე სიცოცხლის
ელექსირის შესაქმნელად და ნებისმიერი ადამიანური პრობლემის მოსაგვარებლად.
ზოგიერთი ქიმიური პროცესი, მაგალითად, მადნიდან ლითონების მიღება, ტანსაცმლის
ღებვა, ტყავის გამოყვანა და სხვ. ადამიანის მიერ კულტურული ცხოვრების გარიჟრაჟზე
გამოიყენებოდა. III-IV საუკუნეებში ჩასახული ალქიმიის მიზანი იყო სხვადასხვა
ლითონების გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად.
ქიმიური მეცნიერება ალქიმიის სახით წარმოიშვა ალექსანდრიაში. მის მითიურ
დამაარსებლად ითვლება ჰერმეს ტრისმეგისტრი, რომელიც გაიგივებული იყო ეგვიპტურ
ღმერთებთან: სიბრძნის ღმერთ ტოტთან, ხელოვნებისა და ხელოსნობის მფარველ ღმერთ
პტასთან და სხვა. ეპითეტს ,,ტრისმეგისტრს“, რომელიც ნიშნავს სამგზის უდიდესს, ხსნიან
13
სხვადასხვაგვარად: 1. როგორც აღმატებულ ხარისხს უდიდესიდან; 2. ჰერმესმა თავისი
სახით გააერთიანა რელიგია, მედიცინა და ასტრონომია; 3. იგი ,,უდიდესი საქმისათვის“ -
ფილოსოფიური ქვის მისაღებად იყენებდა სამ ძირითად ნივთიერებას და ა.შ. მართალია,
ალქიმია თავისი ტიპიური აღმოსავლურ - მისტიკური ხასიათით წარმოადგენდა კლასიკურ
ბერძნულ მეცნიერებასთან შედარებით ნაბიჯს უკან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი
უპირატესობა - უძველესი დროისათვის უცნობი ქიმიური ექსპერიმენტი. ალქიმიის
ადრეულ პერიოდს უნდა უმადლოდეს ლაბორატორიული ტექნიკა თავის ერთ დიდ
მიღწევას - გამოხდის ხელოვნებას, უფრო სწორად აქროლვას (თავდაპირველად
გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლისწყლისთვის) და განვითარდა ჯერ კიდევ
ალექსანდრიის ეპოქაში. ალექსანდრია, არაბების დაპყრობამდე (ქრ.შ-ის 641 წ.), იყო
ალქიმიური მეცნიერების მთავარი ცენტრი და აქედან გავრცელდა ადრეულ ქრისტიანულ
სირიაში. სირიიდან ალქიმიური იდეები შეიტანეს შუამდინარეთში და არაბეთში. VII
საუკუნეში მოხდა არაბულ ენაზე ბერძენი, სირიელი და სპარსელი მწერლების ნაშრომების
თარგმნა. დამოუკიდებლად ალქიმიური ლიტერატურა არაბულ ენეზე გამოჩნდა მხოლოდ
აბასიდების დროს - VIII საუკუნეში. აქედან მოყოლებული XIII საუკუნემდე, არაბები იყვნენ
ალქიმიური იდეების ჭეშმარიტი მატარებლები. გარდა არაბული კულტურისა, ალქიმიური
მოღვაწეობის ცენტრი შემორჩა მხოლოდ ბიზანტიაში.
ალექსანდრიული ალქიმიის შესწავლის ძირითადი ობიექტები იყო ლითონები.
ალექსანდრიულ პერიოდში შეიქმნა ალქიმიის ლითონპლანეტარული სიმბოლიკა,
რომელშიც მაშინდელი დროისათვის ცნობილ თითოეულ ლითონს შეესაბამებოდა
პლანეტა: ვერცხლს - მთვარე, ვერცხლისწყალს - მერკური, სპილენძს - ვენერა, ოქროს - მზე,
რკინას - მარსი, კალას - იუპიტერი, ტყვიას - სატურნი. ალექსანდრიის პერიოდში ქიმიის
ზეციურ მფარველად ითვლებოდა ეგვიპტური ღმერთი ტოტი ან მისი ბერძნული ანალოგი
ჰერმესი.
აღნიშნული პერიოდის ალქიმიის ცენტრად ითვლებოდა სერაპისის ტაძარი,
რომელშიც 235 წელს გაიხსნა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ფილიალი. ალექსანდრიაში
მოხდა თეორიის (პლატონისა და არისტოტელეს ნატურფილოსოფიის) და ნივთიერებებზე,
მათ თვისებებზე და გარდაქმნებზე პრაქტიკული ცოდნის შერწყმა. ამ შერწყმიდან დაიბადა
ახალი მეცნიერება - ქიმია (არაბულად al-kimiya).
ბერძნულ-ეგვიპტური ალქიმიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, რომელთა
გვარებმაც ჩვენამდე მოაღწია, იყვნენ ქრ.შ-მდე დაახლოებით 460-370 წლებში მცხოვრები
ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი, ატომიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი
ბოლოს დემოკრიტოსი; 350-400 წლებში მცხოვრები ელინიზმის ეპოქის ალექსანდრიელი
ალქიმიკოსი, ალქიმიის ერთერთი ფუძემდებელი ზოსიმე პანოპოლისელი; VI საუკუნეში
მცხოვრები ბერძენი ფილოფოფოსი, არისტოტელეს მიმდევარი ოლიმპიოდორ
ალექსანდრიელი (ზოგიერთი თვლის, რომ მან პირველმა აღწერა თეთრი დარიშხანი).
შემორჩენილია ზოსიმე პანოპოლისელის 28 არასრული წიგნი. მათში აღწერილია
ზოგიერთი პრაქტიკული ილეთი: ვერცხლისწყლის ,,ფიქსაცია“ ანუ გამყარება - ალბათ
იგულისხმება ვერცხლისწყლის ამალგამის დამზადება; გამოთქმულია იდეა ფილოსოფიურ
ქვაზე - ჰიპოთეტურ ნივთიერებაზე, რომელის საშუალებითაც შესაძლებელი იყო
არაკეთილშობილი ლითონებიდან ოქროსა და ვერცხლის მიღება; ,,ღვთიური წყლის“-
პანაცეას მიღება. წიგნებში ასევე არის ცნობები იმის შესახებ, რომ ზოსიმესთვის ცნობილი
იყო დარიშხანი; ასევე აღწერილი აქვს ზოგიერთი ალქიმიური ხელსაწყო, ტყვიის აცეტატის
14
მიღების პროცესი და მითითებული აქვს, რომ ნაერთს აქვს ტკბილი გემო. ზოსიმეს შრომები
დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჯერ ალექსანდრიელ, ხოლო მოგვიანებით შუა
საუკუნეების ევროპელ ალქიმიკოსებს შორის.
ბოლოსის მიერ ქრ.შ-მე დაახლოებით 200 წელს დაწერილი წიგნი ,, ფიზიკა და
მისტიკა“ შედგება 4 ნაწილისაგან, რომლებიც ეძღვნება ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს და
პორფირს (სხვადასხვა ტონის მეწამულისფერი საღებავი). ბოლოსმა პირველმა წამოაყენა
ლითონების ტრანსმუტაციის იდეა, რომელიც საფუძვლად დაედო მთელ ალქიმიურ
პერიოდს. ზოსიმემ თავის ენციკლოპედიაში (III საუკუნე) განმარტა khemeia როგორც
ოქროსა და ვერცხლის ,,კეთების ხელოვნება“; აღწერა ,,ტეტრასომატა“ - ხელოვნური ოქროს
დამზადების პროცესის სტადია; განსაკუთრებით ხაზს უსვამდა ამ ხელოვნების
გასაიდუმლოებას. ბერძნულ-ეგვიპტური ალქიმიის მნიშვნელოვან მიღწევაა ლითონების
ამალგირება. ოქროს ამალგამა გამოიყენებოდა მოოქროვების მიზნით. ალექსანდრიელი
მეცნიერების მიერ დაიხვეწა მადნებიდან ოქროსა და ვერცხლის ამოღების მეთოდი,
რისთვისაც ხშირად გამოიყენებოდა სინგურიდან (HgS) ან კალომელიდან (Hg2Cl2)
მიღებული ვერცხლისწყალი. პრაქტიკული დანიშნულების გარდა, ვერცხლისწყლის
ამალგამის წარმოქმნის უნიკალურმა უნარმა შექმნა წარმოდგენა ვერცხლისწყალზე,
როგორც განსაკუთრებულ ,,პირველად“ ლითონზე. ალქიმიკოსებმა ასევე შეიმუშავეს ოქროს
გაწმენდა კუპელირებით - მადნის ტყვიასთან და გვარჯილასთან (ლითონის ნიტრატი)
გახურებით.
ქრ.შ-ის 296 წელს დომიციუს დომიციანის მეთაურობით ეგვიპტელებმა მოაწყვეს
აჯანყება რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს წინააღმდეგ. ეგვიპტეში ჩასულმა რომის
იმპერიის მმართველმა აჯანყება ჩაახშო და გამოსცა ედიქტი, რომელიც ითვალისწინებდა
ყველა იმ უძველესი წიგნის შეგროვებას და დაწვას, რომლითაც ისწავლებოდა ოქროსა და
ვერცხლის დამზადება. ეს ახსნეს როგორც დიოკლეტიანეს სურვილი, რომ
გაენადგურებინათ სიმდიდრის წყარო და ამასთანავე, ეგვიპტელების ქედმაღლობა.
მიუხედავად ამისა, ალექსანდრიული პერიოდიდან დარჩა უამრავი ჰერმეტული ტექსტები,
რომლებიც წარმოადგენდნენ ნივთიერების ფილოსოფიურ-მისტიკური გარდაქმნების
ახსნის მცდელობას, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ჰერმეს ტრისმეგისტის ,,ზურმუხტის
ფიცარი“. ეს არის ეგვიპტური ჰერმეტიზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ლეგენდის
თანახმად, ზურმუხტისაგან დამზადებულ ფირფიტაზე ჰერმეს ტრისმეგისტმა გააკეთა
ჩანაწერები და დატოვა ეგვიპტურ ტაძარში. გავრცელებული ვერსიით სხვა ჩანაწერებთან
ერთად, ფირფიტაზე ჩაწერილია ფილოსოფიური ქვის მიღების რეცეპტი. ერთერთი ვერსიის
თანახმად, ფირფიტა აღმოაჩინეს ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე. ჰერმეტიზმი,
ჰერმეტიკა - მაგიურ-ოკულტისტური სწავლება ელინიზმისა და გვიანი ანტიკური ეპოქის
განმავლობაში, რომელიც სწავლობდა იდუმალი ცოდნის შემცველ ტექსტებს და მიაწერენ
მითიურ პიროვნებას - ძველეგვიპტური სიბრძნისა და ცოდნის ღმერთის ტოტის
(ბერძნებთან ღმერთი ჰერმესი) განსახიერებას - ბრძენ ჰერმეს ტრისმეგისტს, რომლის
სახელიდანაც წარმოიშვა მიმდინარეობა.
არაბული ალქიმია. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ალქიმიური კვლევების
ცენტრმა გადაინაცვლა არაბულ აღმოსავლეთში და მთავარი მკვლევარები და ანტიკური
შრომების მცველები გახდნენ არაბი მეცნიერები. ქიმიური ცოდნის აყვავება შეიმჩნევა 800
წლიდან, როდესაც არაბულმა მედიცინამ დაიწყო ფარმაციის ფართოდ გამოყენება.
მსოფლიოში პირველი აფთიაქი გაიხსნა ბაღდადში VIII საუკუნის მიწურულს. 755 წელს
15
ესპანეთში (კორდოვაში) შეიქმნა სამეცნიერო და კულტურული ცენტრი, რომელსაც
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკური ხანის მეცნიერებისა და არაბების ცოდნის
გავრცელებაში ქრიატიანულ ევროპაში. პირველი სამედიცინო სკოლები გაიხსნა
სალერნოსა და ნეაპოლში X საუკუნეში. არაბული ალქიმიის თეორიულ საფუძველს
ძველებურად წარმოადგენდა არისტოტელეს სწავლება. მაგრამ, ალქიმიური პრაქტიკის
განვითარება მოითხოვდა ახალი თეორიის შექმნას, რომელიც დამყარებული იქნებოდა
ნივთიერებების ქიმიურ თვისებებზე.
არაბული ალქიმია, ალექსანდრიულისაგან განსხვავებით, იყო სავსებით
რაციონალური, რომელშიც მისტიკური ელემენტები უფრო ტრადიციისადმი პატივისცემის
ნიშანი იყო. არაბული ალქიმიის პერიოდში შეიქმნა ლაბორატორიული ტექნიკა და
ექსპერიმენტის მეთოდიკა. არაბ ალქიმიკოსებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი პრაქტიკული
მიღწევები - გამოყვეს სტიბიუმი, დარიშხანი და ფოსფორი; მიიღეს ძმარმჟავა და
მინერალური მჟავების განზავებული ხსნარები. არაბი ალქიმიკოსების უმნიშვნელოვანესი
დამსახურებაა რაციონალური ფარმაციის შექმნა, რომელმაც განავითარა ანტიკური
მედიცინის ტრადიციები.
აღნიშნულ პერიოდში მოღვაწე დიდი მეცნიერი ბაღდადელი ჯაბირ იბნ ხაიანი
იყო მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტი ქიმიის სფეროში, რამდენიმე სამეცნიერო
ტრაქტატის ავტორი, სამეცნიერო სკოლის შემქმნელი, ისევე, როგორც თავის დროზე
არისტოტელე ლიცეუმის და პლატონი – აკადემიის. გებერმა განავითარა არისტოტელეს
თეორია ნივთიერებების პირველსაწყის თვისებებზე - სითბოზე, სიცივეზე, სიმშრალეზე,
სინესტეზე. მან ივარაუდა, რომ თითოეული ლითონის შინაგან ბუნებას ხსნის ექვსიდან ორი
თვისება, მაგ. ტყვია - ცივი და მშრალია; ოქრო - თბილი და ნოტიო. გებერთან წვადობა
ასოცირებდა გოგირდთან, ხოლო ,,ლითონურობა“ - ვერცხლისწყალთან - იდეალურ
ლითონთან.
გებერმა შეიმუშავა ლითონების წარმოშობის გოგირდ-ვერცხლისწყლის თეორია,
რომლის თანახმად, ლითონები წარმოიშვება ორი პრინციპით: ვერცხლისწყლით
(ლითონურობის პრინციპი) და გოგირდით (წვადობის პრინციპი). ვერცხლისწყალ-
გოგირდის თეორია შეადგენდა ალქიმიის თეორიულ საფუძველს მომდევნო რამდენიმე
საუკუნის განმავლობაში. გებერის სწავლების თანახმად, მშრალი აორთქლება
კონდენსირდება მიწაში და იძლევა გოგირდს, სველი - ვერცხლისწყალს. გოგირდი და
ვერცხლისწყალი უერთდება ერთმანეთს სხვადასხვა თანაფარდობით და წარმოიშვება 7
ლითონი: რკინა, კალა, ტყვია, სპილენძი, ვერცხლისწყალი, ოქრო და ვერცხლი. ოქროს,
როგორც სრულყოფილი ლითონის წარმოსაშობად საკმარისი არ არის განსაკუთრებული
თანაფარდობით სრულიად სუფთა გოგირდისა და ვერცხლისწყალის შერევა,
აუცილებელია გარკვეული სუბსტანციის დამატება, რომელსაც გებერი უწოდებდა
ელექსირს (al-iksir - ბერძ. მშრალი). ეს პრინციპები ხსნიდა ლითონების ყველა
დამახასიათებელ ფიზიკურ ბუნებას (ჭედადობა, წვადობა და სხვ.) და ასაბუთებდა
ტრანსმუტაციის შესაძლებლობას.
გებერმა შემოიღო წარმოდგენა ფილოსოფიურ ქვაზე (ელექსირზე), როგორც
გარკვეულ სუბსტანციაზე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს გოგირდის და ვერცხლისწყლის
თანაფარდობა ნებისმიერ ლითონში და გადააქციოს იგი ოქროდ, ამასთანავე განკურნოს
ნებისმიერი დაავადება და მიანიჭოს ადამიანებს უკვდავება; არაბული ასოები დაუკავშირა
ნივთიერებების სახელწოდებებს და განავითარა სწავლება ნუმეროლოგიაზე.
16
X საუკუნეში მოღვაწეობდა უდიდესი სპარსი მეცნიერი - ენციკლოპედისტი,
ექიმი და ფილოსოფოსი, 184 სამეცნიერო შრომის (შემონახულია 61) ავტორი - არ_რაზი.
მისი ფილოსოფიური კონცეფცია დაფუძნებულია პოპულარული ნეოპლატონიზმის
პრინციპებზე – სწავლება ხუთ მუდმივ საწყისზე – შემომქმედზე, სულზე, მატერიაზე,
დროზე, სივრცეზე. არ-რაზიმ თავის შრომებში თავი მოუყარა ფარმაციასა და
სხვადასხვა ხელოსნობებში ქიმიური ცოდნის უზარმაზარ გამოცდილებას; დახვეწა
თეორია პირველსაწყისი ელემენტების შესახებ; დაამატა ლითონების კიდევ ერთი თვისება -
,,სიმტკიცის პრინციპი“, რომელიც ასოცირებული ჰქონდა მარილთან; მოგვცა ელექსირის -
ტრანსმუტაციის ჩასატარებელი ნივთიერების წარმოების და თვით ტრანსმუტაციის
მეთოდი.
უდიდესი მეცნიერი, ექიმი, ფილოსოფოსი მუსიკოსი ავიცენა კატეგორიულად
უარყოფდა ტრანსმუტაციის შესაძლებლობას, მაგრამ თვლიდა, რომ კეთილშობილი
ლითონები ,,იზრდებიან’’ მიწის წიაღში მთვარისა და მზის გავლენით. ავიცენამ
ერთერთმა პირველმა დააყენა ეჭვის ქვეშ ალქიმიკოსთა მიზნები. მისმა შრომებმა
მედიცინაში (განსაკუთრებით ,,კანონმა’’) უდიდესი გავლენა მოახდინა მეცნიერების ამ
დარგის განვითარებაზე. XII საუკუნემდე ავიცენას შეხედულებები და მეთოდები
წარმოადგენდა პრაქტიკულ და თეორიულ წყაროს ექიმთა მრავალი თაობისათვის.
ალქიმიის აყვავება დაემთხვა არაბული კულტურის აყვავებას, რომლის ცენტრს
წარმოადგენდა ბაღდადი. ცნობილია ამავე პერიოდის უმაღლესი სკოლები ესპანეთში.
ევროპული ალქიმია. ომეიადების მიერ (დამასკოს ხალიფატის ხალიფების
დინასტია) VIII საუკუნეში პირენეს ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, ევროპულმა
მეცნიერებამ მიიღო შესაძლებლობა გამდიდრებულიყო არაბული აღმოსავლეთის
სამეცნიერო მიღწევებით. გარდა ამისა, ევროპაში ძველბერძნული ალქიმიური
წარმოდგენების შეღწევას ხელი შეუწყო ანტიკური შრომების შესწავლამ, მაგ. ალბერტ
დიდის და მისი მოწაფის თომა აკვინელის მიერ.
არაბულმა სამეცნიერო შეხედულებებმა შუასაუკუნეების ევროპაში შეაღწია XIII
საუკუნეში. არაბი ალქიმიკოსების შრომები ითარგმნა ლათინურ ენაზე და მოგვიანებით სხვა
ევროპულ ენებზე.
პირველი ევროპელი ალქიმიკოსი იყო ინგლისური ფრანცისკანული ორდენის ბერი
ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი (1214-1294). ცნობილია მისი ტრაქტატები: ,,ალქიმიის სარკე“,
,,ბუნებისა და ხელოვნების საიდუმლოებები და მაგიის მნიშვნელობა“. ბეკონმა სათავე
დაუდო ევროპაში ექსპერიმენტულ ქიმიას. იგი სწავლობდა გვარჯილისა და სხვა მრავალი
ნივთიერების თვისებებს; არაუგვიანეს 1249 წლისა, აღმოაჩინა შავი დენთის მიღების
მეთოდი. ცეცხლსასროლი იარაღის შექმნა უდიდესი სტიმული იყო ალქიმიის
განვითარებისა და ხელოსნურ ქიმიასთან მჭიდრო გადახლართვისა. რ.ბეკონმა ალქიმია
განმარტა შემდეგნაირად: ,,ალქიმია არის მეცნიერება იმაზე, თუ როგორ დამზადდეს რაიმე
შემადგენლობა ან ელიქსირი, რომელსაც დავამატებთ არაკეთილშობილ ლითონებს, რათა
ისინი გადაიქცნენ სრულყოფილ ლითონებად“. უდიდეს ალქიმიკოსებს შორის უნდა
აღინიშნოს ალბერტ დიდი (1200-1280), არნალდუს დე ვილანოვა (1240-1311), რაიმუნდუს
ლულუსი (1235-1315), ვასილი ვალენტინი (XIV-XV სს.), ვინსენტ დე ბოვე (1194-1264).
პირველი წერილობითი ხსენება ბუნებრივი სულფიდებიდან დარიშხანის მიღების
შესახებ (დაახლოებით 1250 წ.) გვხვდება გერმანელი მეცნიერის, ფილოსოფოსის,
დომინიკანელთა ორდენის ბერის, თეოლოგისა და ალქიმიკოსის ალბერტ ფონ
17
ბოლშტდეტის შრომებში. იმდენად დიდი იყო ამ მეცნიერის პოპულარობა, რომ უწოდეს
,,ალბერტ დიდი“ (ლათ. Albertus Magnus). 1260 წელს რომის პაპმა მას ეპისკოპოსობა
უძღვნა. მაგრამ, ორი წლის შემდეგ ალბერტ დიდმა უარი თქვა ამ ხარისხზე ალქიმიური
საქმიანობის გამო.
ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არლანდუს დე ვილანოვამ პირველმა აღწერა
ღვინის სპირტი, რომელსაც მან უწოდა ,,სიცოცხლის წყალი“ (aqua vitae) და აჩვენა, რომ
მისი მიღება შესაძლებელია ღვინის დისტილაციით.
რაიმუნდუს ლულუსი იყო კატალონიელი მისიონერი, პოეტი, ფილოსოფოსი და
თეოლოგი. იგი იყო შუა საუკუნეების ევროპაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი და
ორიგინალურად მოაზროვნე მოღვაწე.
XVI საუკუნის მიწურულს ხმაურიანი წარმატება ჰქონდათ გერმანელი ალქიმიკოსის
ვინმე ვასილი ვალენტინის შრომებს (შესაძლოა ამ ფსევდონიმის ქვეშ იმალებოდა
სხვადასხვა პიროვნება). განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი წიგნი
,,ანთიმონის ტრიუმფალური ბორბალი“, რომელშიც პირველად იქნა აღწერილი სტიბიუმის
ნაერთებიდან სტიბიუმის მიღების მეთოდები და თვისებები. ლეგენდის თანახმად, ვასილი
ვალენტინი სტიბიუმის ნაერთებს იყენებდა ,,მავნე საწყისებისაგან ადამიანის ორგანიზმის
გასაწმენდად“. პრეპარატს ცდიდა ბენედიქტელთა ორდენის წევრებზე და ზოგიერთი
მათგანი დაიღუპა საშინელი ტანჯვით. აქედან წამოვიდა სტიბიუმის მეორე სახელწოდება -
,,ანთიმონიუმი“, რაც ნიშნავდა ,,ბერების საწინააღმდეგოს“. სინამდვილეში, სახელწოდება
,,ანთიმონი“ წარმოშობილია ძველბერძნულიდან ,,ყვავილი“ - ბუნებრივი გოგირდოვანი
სტიბიუმის ნემსისებრი კრისტალების ყვავილის შენაზარდთან მსგავსების გამო.
შუა საუკუნეებში ევროპულ მითოლოგიასა და ალქიმიურ სიმბოლიკაში დაინერგა
ქრისტიანული მითოლოგიის ელემენტები. მთლიანობაში, ევროპულ ალქიმიაში მისტიკური
ელემენტები უფრო დამახასიათებელი იყო, ვიდრე არაბულში. მისტიციზმა და ევროპული
ალქიმიის კარჩაკეტილობამ წარმოშვა დიდი რაოდენობით თაღლითი ალქიმიკოსები. უკვე
დანტე ალიგიერმა თავის ,,ღვთაებრივ კომედიაში“ ჯოჯოხეთის მერვე რგოლში მოათავსა
ისინი, ვინც ალქიმიით ვითომ ოქროს ღებულობდა.
XIV საუკუნის დასაწყისში ევროპულმა ალქიმიამ მიაღწია პირველ მნიშვნელოვან
წარმატებებს - გადააჭარბა არაბებს ნივთიერების თვისებების ჩაწვდომაში. 1270 წელს
იტალიელმა ალქიმიკოსმა ბონავენტურამ, რომელიც ცდილობდა უნივერსალური
გამხსნელის მიღებას, ერთერთი ცდის დროს აზოტმჟავადან მიიღო ნიშადურის წყალხსნარი
(aqua fortis), რომელსაც როგორც აღმოჩნდა, შეეძლო გაეხსნა ოქრო - ლითონების მეფე
(აქედან მისი სახელწოდება aqua Regis, ანუ სამეფო არაყი). ევროპული ალქიმიის ერთერთმა
ყველაზე მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა - ალქიმიკოსმა ფსევდო-გებერმა, რომელიც
ესპანეთში მოღვაწეობდა XIV საუკუნეში და თავის შრომებს ხელს აწერდა გებერის სახელით,
დაწვრილებით აღწერა კონცენტრირებული მინერალური მჟავები (გოგირდმჟავა და
აზოტმჟავა). ამ მჟავების გამოყენებამ ალქიმიურ პრაქტიკაში ხელი შეუწყო ალქიმიკოსების
ცოდნის გაფართოებას ნივთიერებების შესახებ.
უკვე XIV საუკუნის დასაწყისში რომის პაპმა იოანე XXII - მ აკრძალა ალქიმია
იტალიაში, რითაც სათავე დაუდო ,,ალქაჯებზე ნადირობას“, რაც მიმართული იყო
ალქიმიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაც და ხელისუფლებაც კრძალავდა
ალქიმიას, მონასტრებშიც და სამეფო კარზე იგი ყვაოდა.

18
ალქიმია აღორძინების ეპოქაში. XIV-XVI საუკუნეებში ალქიმია სულ უფრო
მჭიდროდ უკავშირებდა თავის მიზნებს პრაქტიკული მეტალურგიის, სამთო საქმის და
მედიცინის ამოცანებს. განსაკუთრებული წვლილი ამ პერიოდში მიუძღვის პარაცელსს. მან
პირველმა დაიწყო ქიმიური ნივთიერებების და მინერალების გამოყენება მედიცინაში.
მრავალი ალქიმიკოსი სარგებლობდა ხელისუფლების მხარდაჭერით. ბევრ მეფეს
(ჰენრიხ VI, კარლოს VII) ჰყავდა კარის ალქიმიკოსები ოქროს რეცეპტის მიღების მიზნით.
წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი რუდოლფ II (1552-1612) მფარველობდა მოხეტიალე
ალქიმიკოსებს და მისი რეზიდენცია წარმოადგენდა იმ დროინდელი ალქიმიური
მეცნიერების ცენტრს. იმპერატორს მოიხსენიებდნენ გერმანელ ჰერმეს ტრისმეგისტად.
პრაღაში, ებრაულ უბანში მდებარე ერთერთი უძველესი სახლის კატაკომბებში
აღმოჩენილია რუდოლფ II-ის ალქიმიური სახელოსნო, სადაც მოღვაწეობდა იმ
დროისათვის გამოჩენილი ბევრი მეცნიერი. ქრისტიანული რელიგია, რომელიც მკაცრად
გამოდიოდა მაგიისა და ოკულტიზმის წინააღმდეგ, ცდილობდა შეეზღუდა იმპერატორის
მხრიდან ოკულტურ მეცნიერებების მხარდაჭერა. კათოლიკური ეკლესიისაგან
განსხვავებით, ებრაული რელიგია ლოიალურობას იჩენდა ოკულტური მეცნიერებების
მიმართ. ამით აიხსნება ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბევრი გამოჩენილი მეცნიერი და
მკვლევარი დასახლდა პრაღის ებრაულ უბანში. იმისათვის, რომ ელექსირის მოქმედება
ყოფილიყო ეფექტური, საჭირო იყო არა მარტო რეცეპტის ზუსტი დაცვა ან გამოხდის
ზედმიწევნით სწორად წარმართვა, არამედ სამკურნალო მცენარეებისა და სხვა
ინგრედიენტების სწორად შერჩევა. სახელოსნოში აღმოჩენილ ჩანაწერებში ვკითხულობთ,
რომ ელექსირი საგრძნობლად აფერხებდა დაბერების პროცესს და აუმჯობესებდა
მომხმარებლის ფიზიკურ მდგომარეობას. ჩანაწერების მიხედვით, ისინი ვინც სვამდნენ
ელექსირს, რჩებოდნენ ახალგაზრდებად მიუხედავად დიდი ასაკისა. ამავე სახელოსნოში
აღმოჩენილია მინის სახარში ღუმელი, სადისტილაციო ღუმელები, რომლებშიც
მიმდინარეობდა ლითონების ტრანსმუტაციის პროცესი.
კურფიურსტი ავგუსტ საქსონელი (1526-1586) პირადად ატარებდა ცდებს თავის
დრეზდენის ,,ოქროს სასახლეში“. დრეზდენი დიდხანს რჩებოდა ალქიმიის მფარველ
ხელისუფალთა დედაქალაქად, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც მეტოქეობა
პოლონეთის ტახტის დასაკავებლად მოითხოვდა ძალიან დიდ ფულად ხარჯებს. საქსონიის
სასახლეში გერმანელმა ალქიმიკოსმა იოჰან ბიოტგერმა (1682-1719) ვერ შეძლო ოქროს
მიღება, მაგრამ პირველმა ევროპაში დაამზადა ფაიფურის ნაკეთობები. ალქიმიის
დაქვეითება დაიწყო XVI საუკუნიდან, მიუხედავად იმისა, რომ XVII და XVIII საუკუნეებში
ზოგიერთი მეცნიერი რჩებოდა ალქიმიური იდეების ერთგულად.

19
რუდოლფ II-ის ალქიმიური ლაბორატორია პრაღის ებრაულ უბანში

20
21
აგრიკოლას, ბირინგუჩოს და სხვათა შრომები

გეორგ აგრიკოლა (1494-1555) იყო ფილოლოგი, ექიმი, მინერალოგი და სამთო საქმის


მცოდნე. იგი მუშაობდა საქსონიაში ექიმად, სკოლის რექტორად და ბიურგერმაისტერად.
აგრიკოლა პრაქტიკულ საქმიანობას ტექნიკის ან ექპერიმენტატორის სახით თვითონ არ
აწარმოებდა - იყო მხოლოდ დამკვირვებელი. თავის შრომებში იგი დეტალურად აღწერს
მინერალოგიას, სამთო და საქარხნო საქმეს და მათთან ახლოს მდგომ წარმოებებს.
ამისათვის საქსონიის სამთო ოლქი მას აძლევდა ყველა საჭირო მასალას. მისი მთავარი
ნაშრომი ,,Dere metallica libri XII“ ლათინურ ენაზე დაიწერა 1546 წელს და ნამდვილ განძს
წარმოადგენს ტექნიკის ისტორიისათვის. ნაშრომში დაწვრილებით არის აღწერილი
საბადოების ადგილმდებარეობა და მადნის მოპოვება; გადმოცემულია სინჯის აღების
ხელოვნება, რის გამოც იგი წარმოადგენს პირველ სახელმძღვანელოს ანალიზურ ქიმიაში.
ნაშრომში ასევე აღწერილია მადნის გადამუშავება, საჭირო ღუმელები და ხელსაწყოები და
ბოლოს, ქიმიურ-ტექნიკური პროცესების მთელი რიგი, რომელთა შორის აღსანიშნავია:
გოგირდისა და მინის მიღება; აზოტმჟავასა და გვარჯილის მიღება (ამონიუმის გვარჯილა -
სასუქი - NH4NO3); პოტაშის (სოფლის მეურნეობაში ამ სახელწოდებით ცნობილია კალიუმის
ყველა მარილი, რომელიც გამოიყენება სასუქების მისაღებად, ძირითადად კალიუმის
კარბონატი - K2CO3, კალიუმის ქლორიდი - KCl); შაბის - კალიუმის სულფატი - K2SO4;
აჯასპის მიღება (სოფლის მეურნეობაში და მედიცინაში ამ სახელწოდებით ცნობილია მძიმე
ლითონების გოგირდმჟავას სულფატის კრისტალჰიდრატები - რკინის - FeSO4•7H2O,
სპილენძის - CuSO4•5H2O, თუთიის - ZnSO4•7H2O, ნიკელის - NiSO4•7H2O, ტყვიის - PbSO4,
ქრომის- Cr2(SO4)3•nH2O, კობალტის - CoSO4•7H2O, მანგანუმის - MnSO4•5H2O). XIX
საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში გოგირდმაჟავას ხშირად უწოდებდნენ
აჯასპს - კუპაროსს, ხოლო ოლეუმს - აჯასპის ზეთს.
აგრიკოლას მეორე ნაშრომი ეხება მინერალოგიას და გეოლოგიური ხასიათისაა.
საერთოდ, აგრიკოლას ნაშრომების განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს ფაქტების
მარტივი გადმოცემა თეორიული მსჯელობების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ აგრიკოლას წიგნი სამთო საქმეზე წარმოადგენს სრულიად
დამოუკიდებელ ნაშრომს, ავტორი ნაწილობრივ ეყრდნობა იტალიელი ვანოჩო
ბირინგუჩიოს (1480-1539) თხზულებას ,,Pirotechnia”, რომელიც საერთოდ ითვლება პირველ
ტექნოლოგიურ ნაშრომად. ბირინგუჩიო და აგრიკოლა იცნობდნენ ერთმანეთის შრომებს.
ბირინგუჩიო იყო პრაქტიკოსი და უნივერსალური ტექნიკი. იგი მუშაობდა არქიტექტორად,
ინჟინრად, მეტალურგად და საერთოდ არ ცნობდა ალქიმიას. მის 10 წიგნში ლაპარაკია
მინერალების საბადოებზე; მადნებზე და მარილებზე; ლითონების მოპოვებაზე, მათ
გამოყოფასა და შელღობაზე, დამუშავებაზე, დნობაზე, ჭედვაზე, და ჩამოსხმაზე (მაგ.
იარაღის ჩამოსხმა). შემდეგ აღწერილია ისეთი ქიმიური ოპერაციები, როგორიცაა გამოხდა,
დენთის და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება.
ბირინგუჩიოს ნაშრომის გარდა, აღსანიშნავია XV-XVII სს. შექმნილი
სახელმძღვანელოები და რეცეპტურული წიგნები. მათ მიეკუთვნება ჩენინის (1429),
როზეტის (1540) შრომები და ანტონიო ნერის (1612) მონოგრაფია მინის დამზადებაზე.
XVI საუკუნის დიდი ტექნოლოგი იყო ფრანგი ბერნარდ პალისი. მისი შრომები
ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აგრიკოლასა და ბირინგუჩიოსი, მაგრამ იყო ბრწყინვალე
პრაქტიკოსი - კერამიკოსი. მისი შრომები თავის მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს.
22
ლექცია 3
ელინისტური პერიოდის ხელოსნური ქიმიური ტექნიკა

ნივთიერებებთან დაკავშირებული პრაქტიკული ოპერაციები წარმოადგენდა


ხელოსნური ქიმიის პრეროგატივას. მისი ჩასახვის დასაწყისი პირველ რიგში უნდა
დავუკავშიროთ მეტალურგიის ჩასახვასა და განვითარებას. ანტიკურ ეპოქაში სუფთა სახით
ცნობილი იყო შვიდი ლითონი: სპილენძი, ტყვია, კალა, რკინა, ოქრო, ვერცხლი და
ვერცხლისწყალი, ხოლო შენადნობებიდან - ბრინჯაო, თითბერი, ელექტრუმი.
მეტალურგიის გარდა, პრაქტიკული ცოდნის დაგროვება ხდებოდა ისეთ სფეროებშიც,
როგორიცაა კერამიკისა და მინის წარმოება, ქსოვილების ღებვა და ტყავის თრიმლვა,
სამკურნალო საშუალებების დამზადება და კოსმეტიკა. სწორედ უძველეს დროში
პრაქტიკული ქიმიის წარმატებებისა და მიღწევების საფუძველზე ხდებოდა ქიმიური
ცოდნის განვითარება მომდევნო ეპოქებში.
ელინისტური პერიოდის ხელოსნური ქიმიური ტექნიკა შეიძლება დახასიათდეს,
როგორც ანტიკური ხელოსნური ტექნიკის უმაღლესი საფეხური. ამ პერიოდში ყვაოდა
ხელოსნური ქიმიური ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა
მადნებიდან ლითონის გამოდნობა, ლითონების წარმოება და დამუშავება _ მათ შორის
სხვადასხვა შენადნობების წარმოება, შეღებვის ხელოვნება უფრო ფართო
ასორტიმენტით, ვიდრე ძველ ეგვიპტეში, მრავალგვარი ფარმაცევტული და
კოსმეტიკური პრეპარატების წარმოება.
ელინისტური ეპოქა, ტექნიკურ-ინდუსტრიული თვალსაზრისით, წარმოადგენს არა
ბერძნულ-რომაულ, არამედ ძველეგვიპტური კულტურის გაგრძელებას. ამის თვალსაჩინო
მაგალითია ლითონების გადამუშავება. ეს დარგი მჭიდრო კავშირშია არა მარტო ქიმიური
ტექნიკის განვითარებასთან, არამედ ქიმიური მეცნიერების პირველწყაროს, ე.წ. ალქიმიის
განვითარებასთან. ჩვენამდე მოაღწია ელინისტური ეგვიპტის რამდენიმე
ლიტერატურულმა ძეგლმა, მათ შორის რეცეპტულ-ქიმიურმა კრებულებმა, რომლებიც
წარმოადგენს არა ხელოსანი ოსტატის ჩანაწერებს, არამედ ე.წ. ,,წმინდა საიდუმლო
ხელოვნების” წარმომადგენლების ჩანაწერებს. ძველეგვიპტელი ხელოსნები ფლობდნენ
ოქროს მსგავსი შენადნობების მიღების ხელოვნებას და ქრ.შ-მდე პირველ ასწლეულში უკვე
ფართო გავრცელება ჰპოვა. იგი ყვაოდა თვითონ ალექსანდრიის აკადემიაში, საიდანაც
მიიღო თავისი სახელწოდება ,,ალქიმია’’. ძველეგვიპტელმა ქურუმებმა ადრევე დაიწყეს
რელიგიური კულტისათვის საჭირო ნივთებისათვის ლითონების გადამუშავების
საკითხებით დაინტერესება, რამაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დაამჩნია თავისი
კვალი ქიმიის განვითარებას. უძველესი დროიდანვე წარმოქმნილი მჭიდრო კავშირი
ქურუმების ფენასა და ლითონგადამამუშავებელ მრეწველობას შორის ჩანს იმ ფაქტიდანაც,
რომ მემფისში ღმერთ პტას მთავარი ქურუმი ოქრომჭედელთა სახელოსნოების უფროსიც
იყო.
რელიგიური კულტისა და მხატვრული ნივთების წარმოება უხსოვარი დროიდან
შემოიფარგლებოდა ძვირფასი ლითონების გადამუშავებით. ასეთი საწარმოების
გაზრდასთან ერთად, საჭირო გახდა კეთილშობილი ლითონების სუროგატების
გამოყენებაზე გადასვლა. სუროგატების წარმოების შემდგომმა განვითარებამ ფრიად
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქიმიურ-მეტალურგიული ცოდნის სფეროში. გარკვეულ

23
წილად, ეს განათლებული ქურუმთა ფენის ნაყოფიერი გავლენის შედეგი იყო ხელოსნურ
ტექნიკაზე.
ქრ.შ-მდე III საუკუნეში ალექსანდრიაში დასახლდა ბევრი ბერძენი მეცნიერი და
ხელოსანი, რომელთაც სწრაფად აითვისეს ძველი ეგვიპტელი ქურუმებისა და
ხელოსნების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და საკუთარი წვლილი
შეიტანეს ანტიკური ხელოსნური ტექნიკის შემდგომ განვითარებაში. ეგვიპტეში
ჩასახლებულ ბერძნებს – ელინებს – საშუალება მიეცათ ძირფესვიანად გასცნობოდნენ
რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში დაგროვებული ეგვიპტური ხელოსნობების
საიდუმლოებებს, რეცეპტულ ლიტერატურას, რომელიც ეხებოდა ძვირფასი ლითონების
და ქვების მოპოვებას და გადამუშავებას. თვითონ ბერძნებმა ეგვიპტეში შეიტანეს
თავისი მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაუგროვდათ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში _ დაწყებული კრეტა-მიკენის კულტურიდან (ქრ.შ-მდე 1400-
1200წწ.).

ელინისტური ეპოქის ქიმიურ-ტექნიკური შინაარსის ლიტერატურა

ზუსტი მონაცემები ელინისტური პერიოდის ხელოსნურ ტექნიკაზე მოგვცა ქ. თებეს


ახლოს ერთერთ სამარხში ნაპოვნმა ორმა ე.წ. ლეიდენისა და სტოკჰოლმის პაპირუსებმა. ეს
პაპირუსები შეიძინა ეგვიპტეში ჰოლანდიის ელჩმა 1828 წელს და გადასცა ლეიდენის
მუზეუმს, ხოლო მეორე პაპირუსი 1830 წელს მოხვდა სტოკჰოლმის აკადემიის
ბიბლიოთეკაში. მოგვიანებით დაადგინეს, რომ ორივე პაპირუსი შეადგენდა ერთ მთლიანს
და მათი გაყოფა ხელოვნურად მოხდა გაყიდვის დროს. პაპირუსებზე ჩანაწერები
გაკეთებულია ბერძნულ ენაზე და თარიღდება ქრ.შ-ის III საუკუნით, თუმცა მეცნიერები
ფიქრობენ, რომ პაპირუსები გადმოწერილია უფრო ძველი - ქრ.შ-მდე III საუკუნის
პაპირუსებიდან. ორივე დოკუმენტის კავშირს უძველესი რელიგიური კულტის
ტექნიკასთან მიანიშნებს იქვე ნაპოვნი მაგიური ფორმულა, რომელიც მიეკუთვნება 245-313
წლებში მცხოვრები რომის იმპერატორის გაიუს ავრელიუს ვალერიუს დიოკლეტიანეს
პერიოდს. მეორეს მხრივ, პაპირუსების გასაოცარი ტექსტუალური დამთხვევა უფრო ძველ
წიგნებთან, მიანიშნებს მათზე უფრო ძველი ტრადიციების გავლენაზე. თხზულების
ავტორად მიიჩნევენ მენდესელ ბოლოსს, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა ქრ.შ-მდე 250
წელს. ლეიდენის პაპირუსში აღწერილია ყალბი ძვირფასი ლითონების დამზადების 100
რეცეპტი. სტოკჰოლმის პაპირუსი შეიცავს 228 რეცეპტს; აქედან, 9 ეხება ლითონებს, 73
ყალბი ძვირფასი ქვების დამზადებას, 70 - ქსოვილების ღებვას - განსაკუთრებით
მეწამულისფრად.
პაპირუსების მეტალურგიულ ნაწილში მოცემულია უამრავი მითითება
შენადნობების და ყალბი კეთილშობილი ლითონების მისაღებად; ასევე - სხვადასხვა
კეთილშობილი ლითონის შენადნობების რეცეპტები. ამოსავალ მასალად იყენებდნენ
სპილენძს, კალას, ტყვიას, ვერცხლისწყალს, დარიშხანის მადნებს (დარიშხანი პირველად
მოიხსენიება ცნობილი ალქიმიკოსის ალბერტ მაგნუსის (ალბერტ დიდი) მიერ 1250 წელს.
მასვე მიაწერენ ლითონური დარიშხანის - რუხი დარიშხანის - მიღების ხერხის აღმოჩენას.
დარიშხანის ყველაზე ცნობილი მინერალური ნედლეულებია: არსენოპირიტი - დარიშხანის
კოლჩედანი FeAsS ან FeS2.FeAs2 – 46% As; რეალგარი AsS – 70,1% As და აურიპიგმენტი As2S3
– 61% As. რეალგარი და აურიპიგმენტი გამოიყენება ფერწერაში როგორც საღებავი და
24
ტყავის გადამუშავების დარგში როგორც ტყავიდან ბეწვების მოცილების საშუალება.
რეალგარი ასევე გამოიყენება პიროტექნიკაში ,,ბერძნული“ ან ,,ინდური“ ცეცხლის
მისაღებად, ცეცხლისა, რომელიც ჩნდება რეალგარის გოგირდის და ნიტრიტების ნარევის
წვისას კაშკაშა თეთრი ალით. დარიშხანის უდიდესი ნაწილი მოიპოვება დარიშხანშემცველი
ოქროს, ტყვია-თუთიის, სპილენძის კოლჩედანის და სხვა მადნების პარალელურად
დამუშავებისას. პაპირუსების ყველა რეცეპტში გვხვდება აღნიშვნა ,,აზემი“, რაც ნიშნავს არა
ოქროსა და ვერცხლის შენადნობებს, არამედ კეთილშობილი ლითონების შენადნობთა
საერთო სახელწოდებაა. უნდა აღინიშნოს, რომ პაპირუსების რეცეპტებში ხშირად
ფიგურირებს რეაქტივი - კირისა და გოგირდის შენადნობი, რომელმაც ფართო გამოყენება
ჰპოვა თავისი რეაქტიული თვისებების გამო. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ,,სამეფო
წყალს”, რომელიც ადრეულ ქიმიაში დიდ როლს ასრულებდა როგორც ერთერთი რეაქტივი.
მრავალფეროვანი რეცეპტებია მოცემული საფეიქრო საღებავებზე, რაც მაჩვენებელია
იმისა, რომ სხვა ანტიკურ ქვეყნებთან შედარებით, ეგვიპტეში, უძველესი დროიდან
მოყოლებული ამ ხელოსნობის განვითარების მაღალი კულტურა არსებობდა.

თეორიული წარმოდგენები ბუნებაზე ანტიკურ ეპოქაში

პირველი ფილოსოფიური წარმოდგენები ნივთიერებების ბუნებაზე და მისი


თვისებების წარმოშობის მიზეზებზე, პრაქტიკულად ერთდროულად ჩაისახა სხვადასხვა
ცივილიზაციებში ქრ.შ-მდე VII საუკუნეში. ჩინეთში ეს იყო ქრ.შ-მდე 551-479 წლებში
მცხოვრები ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი კონფუცი (ჩინურად ,,მასწავლებელი
კუნი“. ნამდვილი სახელი და გვარია კუნგ ციუ), რომლის სწავლებამ დიდი გავლენა იქონია
ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე და ქრ.შ-მდე VI საუკუნეში მცხოვრები ერთერთი
უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძი (ჩინურად ,,ბრძენი მოხუცი“), რომელმაც
საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს და რომლისგანაც წარმოიშვა
რელიგია დაოსიზმი; ინდოეთში - ბუდა; სპარსეთში - ზოროასტრი (ზარატუსტრა);
საბერძნეთში - ე.წ. მილეთის სკოლის ფილოსოფოსები.
ნივთიერების თვისებების წარმოშობის პრობლემის თეორიულად გააზრების
მცდელობის შედეგად წარმოიშვა ანტიკური ბერძნულნატურფილოსოფიური სწავლება
ელემენტ-სტიქიებზე. ემპედოკლემ ელემენტ-სტიქიების რაოდენობა დაიყვანა ოთხამდე.
ემპედოკლეს მიხედვით, ნივთიერებები წარმოიშვა მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის
შერევის შედეგად. ემპედოკლეს ელემენტები მატერიალურია და ახასიათებთ ფილია
(სიყვარული) და ფობია (მტრობა). მისი აზრით, სწორედ ეს ორი ურთიერსაპირისპირო
თვისება ახასიათებს ყველა სხეულს და მოჰყავს მატერია მოძრაობაში.
ყველა ნივთიერების (ელემენტების) ოთხი საწყისის - მიწის, წყლის, ცეცხლისა და
ჰაერის არსებობის იდეას მხარს უჭერდნენ ანტიკური ხანის ისეთი უდიდესი
წარმომადგენლები, როგორების იყვნენ პითაგორა (ქრ.შ-მდე დაახ. 570-500 წწ.) და პლატონი
(ქრ.შ-მდე 428-348 წწ.).
პლატონი კატეგორიულად უარყოფდა ატომის განუყოფელობას. მისი აზრით,
ელემენტები წარმოდგენილია რიცხვებით, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ წონასწორობაში,
ანუ ცეცხლი ისევე ეკუთვნის ჰაერს, როგორც ჰაერი წყალს და წყალი მიწას. მოცემული
სურათი ეხმაურებოდა პითაგორას იდეებს, რომელიც რეალურ მოვლენებს ხსნიდა
მათემატიკური კანონზომიერებით. მაგრამ, პითაგორასთან ფიზიკურ მოვლენებს ცვლიდა
25
მისტიკური რიცხვები. მისთვის და მისი მიმდევრებისთვის შემეცნების იდეალი იყო
პასიური დაკვირვება და არა აქტიური ექსპერიმენტი.
მეცნიერების შემდგომ განვითარებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა
ემპედოკლეს, პლატონისა და არისტოტელეს სწავლებამ. ამ კონცეფციების თანახმად, ყველა
ნივთიერება წარმოიშვა 4 ელემენტი-სტიქიისაგან (მიწა, წყალი, ჰაერის და ცეცხლი),
რომლებიც წარმოადგენენ არამატერიალურ სუბსტანციას და არიან მხოლოდ გარკვეული
თვისებების - სითბოს, სიცივის, სიმშრალის და სინესტის მატარებლები. მათ გარდა კიდევ
არსებობს მეხუთე, საყოველთაო პრინციპი (ლათ. Quinta essential – kvintesencia), მუდმივი
და უცვლელი ეთერი. თვითონ ელემენტებს შეუძლიათ ურთიერთგარდაქმნა, რადგანაც
თითოეული მათგანი, არისტოტელეს თანახმად, წარმოადგენს ერთიანი პირველმატერიის -
თვისებების გარკვეული შერწყმის ერთერთ შემადგენელს. წარმოდგენა ერთი ელემენტის
მეორედ გადაქცევის შესახებ მოგვიანებით საფუძველი გახდა ალქიმიური იდეებისა,
რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იყო ლითონების ურთიერთგარდაქმნა
(ტრანსმუტაცია). საბერძნეთში პრაქტიკულად ერთდროულად მოხდა ელემენტ-სტიქიებზე
სწავლებისა და ატომიზმის აღმოცენება.
ქრ.შ-მდე 640-546 წწ მცხოვრები ძველბერძენი ფილოსოფოსი თალეს მილეთელი
წყალს მიიჩნევდა ყოველივე არსებულის საწყისად. მიწა წარმოდგენილი ჰქონდა ბრტყელი
დისკის სახით, რომელიც გადახურული იყო ცის ნახევარსფეროთი და დაცურავდა
უკიდეგანო ოკეანის წყლებში.
ძველბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე (ქრ.შ-მდე 384-322 წწ.) იყო პლატონის
მოწაფე და ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი. ქრ.შ-მდე 335 წელს ათენში
არისტოტელემ დააარსა ფილოსოფიური სკოლა - ლიკეი (აქედან წარმოსდგა თანამედროვე
სიტყვა ლიცეუმი). არისტოტელეს სწავლება ელემენტ - სტიქიებზე კანონიზირებული იყო
ეკლესიის მიერ და ათასწლეულზე მეტხანს ამ სწავლებით ოპერირებდა ალქიმია. XV-XVI
საუკუნეების მიჯნაზე, არისტოტელეს სწავლების ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლები
იყვნენ რენესანსის რეალიზმის პერიოდის ფილოსოფოს-სქოლასტი პიეტრო პომპონაცი
(1462-1525) და იტალიელი ანატომი და ფილოსოფოსი ალესანდრო აკილინი (1463-1512).
ამასთან ერთად, აღორძინების ხანაში ევროპელებმა აღმოაჩინეს უძველესი დროის
ფილოსოფიური სკოლები, რამაც გავლენა მოახდინა ნატურფილოსოფიისა და მეცნიერების
განვითარებაზე.
ნატურფილოსოფია (ლათ. Natura- ბუნება) - ისტორიული ტერმინი, რომელიც
დაახლოებით XVIII საუკუნებდე აღნიშნავდა ბუნების ფილოსოფიას, რაშიც
იგულისხმებოდა ბუნებისმეტყველების ზოგადი კანონების ერთიანი სისტემა. ტერმინი
,,philosophia naturalis” პირველად გვხვდება სენეკასთან. ლუციუს ანეი სენეკა (ქრ.შ-მდე მე-4
- ქრ.შ-ის 65 წელი) იყო უდიდესი რომაელი ფილოსოფოსი და ძველ რომში სტოიციზმის
პირველი წარმომადგენელი. ფილოსოფიური სკოლა სტოიციზმი აღმოცენდა ქრ.შ-მდე
დაახლოებით 300 წელს და თავის გავლენას ინარჩუნებდა ანტიკური სამყაროს ბოლომდე.
სტოიკოსების პირველი სწავლება იყო რიტორიკა, მეორე - დიალექტიკა. ბერძნული
ნატურფილოსოფიის განმასხვავებელი თავისებურება იყო მისი საერო (არარელიგიური)
ხასიათი. ბერძნულ ფილოსოფიაში გამოიყოფა ორი მიმდინარეობა მატერიის დაყოფის
შესახებ: კონტინუალიზმი და ატომიზმი.

26
კონტინუალიზმი წარმოიშვა მოსაზრებიდან, რომ მატერია არის უწყვეტი და იყოფა
უსასრულობამდე; მატერიის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უმცირესი ნაწილაკი
ანალოგიურია იმ სხეულისა, რომლის დაყოფითაც ის არის მიღებული.
ატომიზმი არის ნატურფილოსოფიური და ფიზიკური თეორია, რომლის თანახმად
მატერიალური ნივთები შედგება ქიმიურად განუყოფელი ნაწილაკებისგან - ატომებისგან.
ატომიზმი ამტკიცებს, რომ მატერია დისკრეტულია (განცალკევებული, წყვეტილი; თვისება,
რომელიც დაპირისპირებულია უწყვეტობასთან) და შედგება მრავალი გაუყოფელი
ნაწილაკისაგან - ატომებისაგან, რომლებიც მოძრაობენ სიცარიელეში.
1417 წელს იტალიელმა ჰუმანისტმა პოდჯო ბრაჩოლინიმ შემთხვევით აღმოაჩინა
ატომისტური მატერიალიზმისა და ეპიკურის სწავლების უერთგულესი მიმდევარის, ქრ.შ-
მდე 99-55 წლებში მცხოვრები რომაელი პოეტისა და ფილოსოფოსის ტიტუს ლუკრეციუს
კრასუსის პოემა ,,ნივთების ბუნება“, რომელიც ეძღვნებოდა ეპიკურის
ნატურფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ პოემის საშუალებით რენესანსის პერიოდის
ფილოსოფოსები ეცნობოდნენ ანტიკურ ატომიზმს, რომელიც ძველ საბერძნეთში
აღმოცენდა ქრ.შ-მდე V საუკუნეში და დაკავშირებულია ლევკიპისა და დემოკრიტის
სახელებთან, რომლებმაც ფილოსოფიურ ლექსიკონში შეიტანეს ცნება ,,ატომი“ (ბერძ.
განუყოფელი არსი).
ქრ.შ-მდე V საუკუნეში მცხოვრები ძველბერძენი მეცნიერი ლევკიპი, ითვლებოდა
ბერძნული ატომიზმის ფუძემდებლად და დემოკრიტის მასწავლებლად.
ქრ.შ-მდე 460-370 წლებში მცხოვრები ძველბერძენი ნატურფილოსოფოსი
დემოკრიტი ავრცელებდა თავისი მასწავლებლის ლევკიპის იდეებს ნივთიერების
შემადგენელი უმცირესი ნაწილაკების შესახებ.
შუა საუკუნეებში ნატურფილოსოფიის წარმომადგენლები იყვნენ სქოლასტები
(სქოლასტიკა - სისტემატიკური შუასაუკუნეების ევროპული ფილოსოფია, რომელიც
კონცენტრირებული იყო უნივერსიტეტების ირგვლივ და წარმოადგენდა ქრისტიანული
(კათოლიკური) და არისტოტელეს ღვთისმეტყველებისა და ლოგიკის სინთეზს). XVIII
საუკუნის ბოლომდე ნატურფილოსოფიური სისტემების უმრავლესობა იყო სუფთად
გონებაჭვრეტითი. კლასიკური ფიზიკის შექმნისთანავე, ნატურფილოსოფია სწრაფად
ჩაანაცვლა მეცნიერების ფილოსოფიამ, რომელმაც უარყო ყოველგვარი ჰიპოთეზა, რომელიც
არ წარმოადგენდა აუცილებლობას მტკიცებულებისათვის. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა
ნატურფილოსოფიური სისტემები გაჩნდა XIX და XX საუკუნეებშიც კი.
პლატონის ნატურფილოსოფიური შეხედულებები ცნობილი იყო თიმეის
დიალოგების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ქრ.შ-ის IV საუკუნეში ქალკიდიის მიერ
ნაწილობრივ ითარგმნა ლათინურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ XIII საუკუნეში
პლატონმა გარკვეული გავლენა მოახდინა სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლაზე, საშუალო
და მაღალი სქოლასტიკის პერიოდში იგი პრაქტიკულად განდევნა არისტოტელემ.
რენესანსის დასაწყისში პლატონი ისევ გახდა მოთხოვნადი. პლატონის იდეების
აღორძინებაში წამყვანი როლი ითამაშა ბიზანტიელმა მოაზროვნემ გეორგ ჰემისტ
პლოფონმა (1360-1452), ხოლო მოგვიანებით, ფლორენციელმა მარსილიო ფიჩინომ (1433-
1499). ფიჩინომ ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის ყველა თხზულება და დაწერა
ტრაქტატი ,,პლატონის ღვთისმეტყველება სულის უკვდავებაზე“, რომლის უმეტესი ნაწილი
ეთმობა პლატონის ნატურფილოსოფიური შეხედულებების გადმოცემას
ნეოპლატონისტების და ჰერმეტისტების იდეებთან შეთავსებით.
27
აღორძინების პერიოდში ფართო გავრცელება ჰპოვეს სხვადასხვა მაგიურმა
კონცეფციებმაც, რომლებშიც იყო ნატურფილოსოფიური იდეები, კერძოდ, ჰერმეტიზმი
(სწავლება ბუნების უმაღლესი კანონების შესახებ, რომელიც ემორჩილება როგორც
მიზეზობრივ, ისე ანალოგიის პრინციპებს) და რელიგიურ-მისტიკური მიმდინარეობა
კაბალა.

ლექცია 4
პირველი მსხვილმასშტაბური მანუფაქტურული საწარმოები ეგვიპტესა და აღმოსავლეთში

ისტორიამდელ ეპოქაში, მრეწველობის განვითარების საუკეთესო მაგალითს


წარმოადგენს ძველეგვიპტური ტექნიკა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ნილოსის
ქვეყნის მმართველობისა და მეურნეობის სტრუქტურამ ადრევე უზრუნველყო ტექნიკის
მრავალმხრივი განვითარება და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ მშრალი კლიმატის
მაკონსერვირებელმა თვისებამ განაპირობა ის, რომ ჩვენამდე შესანიშნავ მდგომარეობაში
მოაღწია წერილობითმა და მხატვრულმა ძეგლებმა და საოცრად მრავალფეროვანმა
საყოფაცხოვრებო ნივთებმა. ყოველივე ეს, ტექნიკური და საყოფაცხოვრებო
თვალსაზრისით, ეგვიპტის საკმაოდ კარგად შესწავლის საშუალებას იძლევა. ძველი
ეგვიპტე მდებარეობდა ორი - აღმოსავლური და ბერძნულ-რომაული კულტურის
საზღვარზე. ეს კი განაპირობებდა მის მჭიდრო ურთიერთობას ხმელთაშუა ზღვის აუზის
ქვეყნებთან. ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყვეს ძველეგვიპტური კულტურის გაცნობასა და
შესწავლას უძველეს დროშივე. ინტერესი ეგვიპტური კულტურის მიმართ გაცილებით
დიდი იყო, ვიდრე აღმოსავლეთის სხვა დიდი ხალხების კულტურის მიმართ. თუმცა,
როგორც ისტორიული მონაცემები გვიჩვენებს, ამ უკანასკნელთ განსაცვიფრებლად მაღალი
ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების დონე ჰქონდათ.
ნილოსის ნაპირებზე, შუამდინარეთის ქვეყნებში და იგივე შეიძლება ითქვას ძველი
აღმოსავლეთის დიდ სახელმწიფოებზეც, ერთდროულად სახელმწიფოებრივი და
ეკონომიკური აღმავლობის ზრდა განაპირობა ერთნაირმა ჰიდროგრაფიულმა პირობებმა.
ყველა შემთხვევაში, მშრალი ოლქების მთავარ არტერიას წარმოადგენდა მძლავრი
მდინარეები, რამაც გამოიწვია მკვეთრად კონცენტრირებული სახელმწიფოების შექმნა და ეს
იმ დროს, როდესაც დანარჩენი კაცობრიობა ძირითადად დაჯგუფებული იყო ცალკეულ
ოჯახებად და ტომებად. მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებრივად და ეკონომიურად ჩაკეტილ
წარმონაქმნებში, როგორიც იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნები, შესაძლებელი იყო
მრეწველობის ზოგიერთი დარგის განვითარება და მიუხედავად აბსოლუტურად
განსხვავებული საფუძვლისა, აქვთ გაცილებით მეტი საერთო ახალი დროის
მანუფაქტურებთან და უახლესი დროის ინდუსტრიასთანაც კი, ვიდრე წარმოების
ხელოსნურ ფორმებთან.
საწარმოო პროცესის მართვაში ადამიანის მიერ მანქანების შემოტანა ერთი მხრიდან
და ყმებისა და მონების შრომის გამოყენება მეორე მხრიდან, იძლეოდა წარმოების
მექანიზაციისა და რაციონალიზაციის, შრომის მნიშვნელოვანი დაყოფის და მასიური
პროდუქციის მიღების საშუალებას. ყოველივე ეს, შეუძლებელი იყო ხელოსნისათვის,
რომელიც მუშაობდა ინდივიდუალურად, ნელა და მისი გამომუშავება ოდნავ აღემატებოდა
მისსავე მოთხოვნილებას. მსხვილი მასშტაბის ჰიდროტექნიკა, რომელიც მოითხოვდა
ათასობით მონის თუ დაქირავებული მუშახელის შრომას ერთი მეწარმისთვის, ასწავლიდა
28
აღმოსავლეთის ხალხს დიდი ზომის ტექნიკური ობიექტების დაუფლებას. ამასთან
დაკავშირებული ტექნიკურ - ეკონომიკური ფორმები შეიჭრა სამშენებლო ხელოვნებაში და
გავლენა იქონია ტექნიკის შემდგომ განვითარებაზე.
ქიმიური და მასთან მონათესავე საწარმოები, რომლებიც დაკავშირებული იყო
ნივთიერებების გარდაქმნებთან, ატარებდნენ წვრილხელოსნურ ხასიათს. ფართო
მასშტაბებს (გარდა აგურის წარმოებისა) შედარებით ადრე მიაღწია ლითონების მოპოვებამ
და დაკავშირებული იყო მაღაროების ექსპლოატაციასთან. იმ დროისათვის, ლითონების
მოპოვება შესაძლებელი იყო შრომის დანაწევრებისა და მონების, ყმებისა და ტყვეების
შრომის გამოყენებით მსხვილი საწარმოების სისტემაში.
ელინისტური პერიოდის ქიმიური ტექნიკა შეიძლება დახასიათდეს როგორც
ანტიკური ხელოსნური ტექნიკის უმაღლესი საფეხური. ელინისტურ ეგვიპტეში ყვაოდა
ქიმიური ტექნიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები: ლითონური მადნების
გადამუშავება, ლითონების წარმოება და დამუშავება; ლითონებიდან სხვადასხვა
შენადნობების მიღება; მრავალფეროვანი სამკურნალო და კოსმეტიკური პრეპარატების
დამზადება; ღებვის ხელოვნება და იყენებდნენ საღებავების გაცილებით ფართო
ასორტიმენტს ძველ საბერძნეთთან შედარებით.
ინდოეთი, ტიბეტისა და ჩინეთის უძველესი სახელმწიფოები, რომლებიც
არსებობდნენ უძველესი დროიდან ქრ.შ-ის III საუკუნემდე, თითქმის არ მონაწილეობდნენ
ხმელთაშუა ზღვის ბასეინის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში და
ეკონომიურად ნაკლებად იყვნენ დაკავშირებული დასავლეთ ევროპასთან მიუხედავად
იმისა, რომ არსებობდა სავაჭრო ურთიერთობები ინდოეთს, ეგვიპტეს, რომსა და
საბერძნეთს შორის, კულტურისა და ხელოსნური ტექნიკის განვითარება ამ ქვეყნებში
ხდებოდა თუ სრულიად იზოლირებულად არა, დამოუკიდებლად მაინც.
ალექსანდრე მაკედონელის (ქრ.შ-მდე IV ს) მიერ ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის
დაპყრობის შემდეგ, ინდოეთი გაეცნო ელინისტურ კულტურას და ნაწილობრივ
ძველბერძნულ ხელოსნურ ტექნიკას. მაგრამ, დამყარებული კავშირები იყო მცირეხნიანი და
სერიოზული გავლენა ინდოეთის მეცნიერებასა და ხელოსნობაზე არ მოუხდენია.
კულტურა და ხელოსნური ტექნიკა ინდოეთში აღმოცენდა ქრ.შ-მდე რამდენიმე
ათასწლეულის წინ. დაახლოებით ქრ.შ-მდე II ათასწლეულში ინდოეთში შეიქმნა
რელიგიურ-პოეტური ჰიმნები - ,,ვედები’’ (ქრ.შ-მდე 1500-800 წწ.). ამ პერიოდში
ჩამოყალიბდა ,,ვედების’’ 4 ჯგუფი: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა, ახტარვავედა.
მიუხედავად სპეციფიური შინაარსისა, ვედები გარკვეულ წარმოდგენას იძლევიან ქიმიური
ხელოსნური ტექნიკის მდგომარეობაზე, ასევე ნატურფილოსუფიურ სწავლებაზე,
რომელსაც ინდოეთში თავისებური განვითარება ჰქონდა. ნატურფილოსოფიური სწავლება
შევიდა ბუდიზმის (ბუდა ცხოვრობდა ქრ.შ-მდე 623-544 წწ.) კანონების შემადგენლობაში და
წარმოიშვა ანტიკური და ბერძნული ნატურფილოსოფიური სისტემებისაგან
დამოუკიდებლად.
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის სხვადასხვა ხელოსნობებში
გამოიყენებოდა რკინისა და სპილენძის აჯასპი, გოგირდი (იყენებდნენ მედიცინაშიც),
დარიშხანის ბუნებრივი ნაერთები – აურიპიგმენტი – სულფიდების კლასის მინერალი As2S3;
ტექნიკური მიზნებისათვის იყენებდნენ სხვადასხვა ტუტეებს, უფრო მოგვიანებით კი –
თეთრ დარიშხანს. დიდ წარმატებას მიაღწიეს ინდოელებმა ქსოვილების ღებვის ტექნიკაში,
რომელშიც გარდა სხვადასხვა საღებავებისა, იყენებდნენ ძმარს, კვარცებს და სხვ.
29
ყველასათვის კარგად ცნობილ ,,ინდიგოს’’ იღებდნენ ადგილობრივი მცენარიდან
,,ინდიგოფერა’’-დან (ამავე მცენარედან იღებენ ბასმას) და იგი საუკუნეების მანძილზე
გაჰქონდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ძველი ინდოელი ხელოსნებისათვის დამახასიათებელი იყო ხელოსნური წარმოების
ცეხური ორგანიზაცია. ეს ხელს უწყობდა პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას და
შთამომავლობისათვის გადაცემას. ინდოეთში უმაღლეს საფეხურზე იდგა მეტალურგიული
ხელოსნური ტექნიკა. ძველ ინდოეთში ხელოსნობა ვითარდებოდა იმავე გზით, როგორც
მთელს მსოფლიოში.
ჩინური ხელოსნური ტექნიკის მიღწევად ითვლება ქაღალდის, დენთის და
ფაიფურის გამოგონება. ქრ.შ-მდე 12 წელს ჩინურ მატიანეში ლაპარაკია ქაღალდზე,
რომელიც ფურცლების სახით იქნა მიღებული აბრეშუმის ბამბისაგან – აბრეშუმის
წარმოების ნარჩენებისაგან. ქრ.შ-მდე 105 წელს დაიწყეს ქაღალდის მიღება სხვადასხვა
გადანაყარიდან – ხის ქერქი, ძონძები, ძველი სათევზაო ბადეები. ეს გამოგონება ეკუთვნის
იმპერატორის ჩინოვნიკს ცაი ლუნს. 751 წელს ქაღალდის წარმოების ჩინური წესი
სამრეწველო მასშტაბით განხორციელდა სამარყანდში. როგორც ჩანს, ჩინეთში იოჰან
გუტენბერგამდე მრავალი საუკუნით ადრე იყო ცნობილი წიგნის ბეჭდვა. ჯერ კიდევ
შორეულ წარსულში იყენებდნენ ფეიერვერკებისათვის ,,ცეცხლოვან შემადგენლობებს’’
გართობის მიზნით. ჩინელი პიროტექნიკოსებისათვის კარგად იყო ცნობილი დენთის
შემადგენლობა – გვარჯილა, გოგირდი და ნახშირი, რომლებსაც მედიცინაშიც იყენებდნენ.
682 წელს ჩინელმა ხელოსანმა აღწერა დენთის ერთერთი პირველი ნიმუშის შედგენილობა -
კარგად წვადი გოგირდის, გვარჯილისა და ხის მტვრის ნარევი. 808 წელს ჩინელმა
ალქიმიკოსმა ცინ სიუ-ძინმა განაცხადა გოგირდის, გვარჯილისა და ნახშირისაგან
მიღებული დენთის შესახებ. დაახლოებით VIII საუკუნეში ჩინეთში დენთის გამოყენება
დაიწყეს საომარი მიზნებისთვის. თუმცა, პრიმიტიული ფორმის ცეცხლსასროლი იარაღის
(ბამბუკის მილები, რომლებიც იტენებოდა დენთით და ტყვიებით) გამოყენება დაიწყეს
მხოლოდ XII საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები მკაცრად იცავდნენ დენთის
წარმოების საიდუმლოს, XIII საუკუნეში იგი მაინც გახდა ცნობილი ევროპელებისათვის და
უკვე XIV საუკუნეში გაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი.
განსაკუთრებულ წარმატებას ჩინელმა ხელოსნებმა მიაღწიეს კერამიკის წარმოებაში.
ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე II საუკუნეში ჩინეთში დაიწყეს ფაიფურის პირველი ნაკეთობების
წარმოება. ქრ.შ-დან VII საუკუნეში ჩინეთში უკვე იყენებდნენ სპეციალურ ღუმელებს
ფაიფურის წარმოებისათვის და ამავე პერიოდში დაიწყო მისი მასიური წარმოებაც.
ჩინელმა მეტალურგებმა მიაღწიეს დიდ წარმატებებს ლითონების დამუშავების
საქმეში. ისევე, როგორც ძველი სამყაროს სხვა ქვეყნებში, ჩინეთშიც განვითარებული იყო
ქსოვილების ღებვა და ამ მიზნით შეიქმნა სხვადასხვა საღებავი. ასევე შეიქმნა საწერი
საღებავი - ჩინური ტუში.
ქრ.შ-ის პირველ საუკუნეებში ჩინეთში ქიმიური ხელოსნური ტექნიკის
განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად განვითარდა ალქიმიური იდეები. ჩინელი
ალქიმიკოსები ლითონების ტრანსმუტაციის საშუალებებთან ერთად ეძებდნენ
,,ახალგაზრდობის ელექსირსაც’’. ჩინური ალქიმიისთვის ნიშანდობლივი იყო ყველა ის
თვისება, რომელიც დამახასიათებელი იყო გვიანი დასავლეთევროპული ალქიმიისათვის.
იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაგიასა და ასტროლოგიასთან. ისევე, როგორც
ალექსანდრიული და გვიანი დასავლეთევროპული ალქიმიკოსების შრომები, ჩინელი
30
ალქიმიკოსების შრომებიც სავსე იყო მისტიკით, სიმბოლიკით, საიდუმლო გამოთქმებითა
და შელოცვებით. ტრაქტატის ავტორები აშკარად ცდილობდნენ დაეშიფრათ ის, რაც
შეადგენდა რეცეპტების მთავარ არსს - დაემალათ ,,საიდუმლო“.
ჩინელი იმპერატორების კარზე შტატში ჰყავდათ ალქიმიკოსები, რომლებიც
ამასთანავე იყვნენ მაგები და ასტროლოგები. მათი ერთერთი დანიშნულება იყო
,,უკვდავების ელექსირის“ შექმნა. ელექსირების შემადგენლობაში შედიოდა შხამიანი
ვერცხლისწყლის მარილები. ასეთი ელექსირის მიღების შემდეგ იმპერატორები და
მაღალჩინოსნები იღუპებოდნენ. ამიტომ, ხშირად ალქიმიკოსებს აიძულებდნენ თავის
თავზე გამოეცადათ ელექსირის მოქმედება.

მეტალურგიისა და სამთო-ქიმიის უძველესი ცენტრები

მეტალურგია წარმოადგენს წარმოების უძველეს დარგს, რომელიც იყენებს ქიმიურ


გარდაქმნებს და სამეცნიერო და ტექნიკური ქიმია სათავეს იღებს ლითონების
მოპოვებიდან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ უძველეს დროში,
ყველაზე ადრე ცნობილი იყო ოქრო, რომელიც ქრისტეშობამდე 5000-3500 წლით
დათარიღებულ ეგვიპტურ სამარხებში გვხვდება ქვის იარაღებთან ერთად სამკაულების
სახით. ყველაზე ადრე ამ ლითონმა იმიტომ მოიპოვა გამოყენება, რომ ადვილია მისი ცნობა
თვითნაბადი სახით და მიღება შეიძლება ოქროს შემცველი ქვიშის გარეცხვით. ოქროს
მოპოვება ხდებოდა სუფთა მექანიკური გზით - ოქროს შემცველ ქანს აწვრილმანებდნენ და
შედეგ ასუფთავებდნენ მინარევებისაგან წყალში დალექვის გზით.
ეგვიპტეში სამთო საქმე, კერძოდ, ოქროს მოპოვება, წარმოადგენდა მსხვილ
სახელმწიფოებრივ წარმოებას. დაახლოებით 3000 წლის წინ დაიწყეს ოქროს საბადოების
ძიება და ნუბიაში ტყვეებისა და მონების შრომის ექსპლოატაციის საფუძველზე შეიქმნა
დიდი მასშტაბის სამთო მრეწველობა. გარდა ამისა, ეგვიპტეში ოქრო ხარკის სახით
შეჰქონდათ აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკიდან. ნუბიის სამთო მაღაროებში
გამოყენებული ტექნიკა და მონების უმძიმესი მდგომარეობა აღწერილი აქვს ქრ.შ-მდე II
საუკუნეში მცხოვრებ ძველ ბერძენ ისტორიკოსსა და გეოგრაფს აგატარხიდს. აგატარხიდმა
აღწერა წითელი ზღვა და მისი მიმდებარე სახელმწიფოები. მასვე ეკუთვნის ისტორიული
თხზულებები ევროპასა და აზიაზე. მისი სახელი ეწოდა კრატერს მთვარეზე. აგატარხიდს
აღწერილი აქვს ოქროს გასუფთავების პროცესები, რომელიც ემყარება ქიმიურ გარდაქმნებს.
ავტორი გვამცნობს, რომ ხდებოდა ოქროს შედნობა სუფრის მარილთან, ტყვისთან,
კალასთან და დაწვრილმანებულ ბზეს ან ქერთან. ამ პროცესის დროს ვერცხლი გადადიოდა
ვერცხლის ქლორიდში, რომელიც საბოლოოდ შეიწოვებოდა ჯამის კედლებში. ეს პროცესი
ეგვიპტელებმა ისწავლეს ლიდიელებისაგან ქრ.შ-მდე VI საუკუნეში (ლიდია - უძველესი
სახელმწიფო მცირე აზიაში - დღევანდელი თურქეთის დასავლეთი ნაწილი ეგეოსის
ზღვამდე. დამოუკიდებლობა მიიღო ქრ.შ-მდე VII საუკუნეში ფრიგიის სამეფოს დაშლის
შემდეგ).
ოქროს მოპოვებისა და დამუშავების პიონერად საქართველოც ითვლება.
ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ქრ.შ-მდე 64/63-ქრ.შ-ის 23/24 წლები)
შემდეგნაირად აღწერს კოლხეთში ოქროს მოპოვებას: ,,ნაკადებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც
ბარბაროსები დახვრეტილი ვარცლებით და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. აქედან
გამომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ტყავზე“. თითქმის იგივეს იმეორებს ძველბერძენი
31
ისტორიკოსი აპიანოსიც (100-180): ,,კავკასიონიდან მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს
ქვიშა ჩამოაქვს. გარშემო მცხოვრებლები ნაკადში ხშირმატყლიან ცხვრის ტყავებს დებენ და
მათზე შეკავებულ ქვიშას აგროვებენ. სწორედ ამგვარივე იყო აიეტის ოქროს საწმისიც.“
შემდეგნაირად აღწერს კოლხების მიერ ოქროს მოპოვებას გეორგ აგრიკოლა: ,,კოლხები
ცხვრის ტყავებს ათავსებდნენ მაღაროების წყალსამრეცხაოებში და იღებდნენ მაშინ, როცა
მათში ბლომად დაგროვდებოდა ოქროს ბზინები. აქედან არის პოეტების თხზულებებიც
კოლხების ,,ოქროს საწმისზე“. სვანეთში უკანასკნელ დრომდე მისდევდნენ ოქროს
მოპოვებას ცხვრის ტყავის საშუალებით. დღეისათვის ქვიშრობის ოქროს ძირითადი ნაწილი
რბილი საფენების საშუალებით მოიპოვება რაბებში და ეს საფენები ისეთსავე ფუნქციას
ასრულებს, როგორსაც ოდესღაც ცხვრის ტყავი. თვით რაბი წარმოადგენს გრძელ დახრილ
ხის ღარს ფსკერზე დაფენილი ხაოიანი ქსოვილით, რომელზედაც მიეწოდება წყლის ნაკადი
ოქრომშემცველი პულპით.
სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის მოპოვება-გადამუშავება დაკავშირებულია
შედარებით სირთულეებთან და ამიტომ განვითარება ჰპოვა უფრო მოგვიანებით. თუმცა,
ეგვიპტეში აღმოჩენილი მეტეორიტული რკინის ამულეტი დათარიღებულია ქრ.შ-მდე II
ათასწლეულით.
სხვადასხვა ხალხებში ამა თუ იმ ლითონის გამოყენება პირველად მოხდა არსებული
მადნებისა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე. არქეოლოგიურმა
გათხრებმა აჩვენა, რომ ეგვიპტესა და წინა აზიაში სპილენძის გამოყენება უფრო ადრე
დაიწყეს, ვიდრე რკინის. თუმცა, ცალკეული აფრიკული ტომები კარგად იცნობდნენ რკინის
მეტალურგიას, მაგრამ არ იცნობდნენ სპილენძს და ბრინჯაოს. ეგვიპტესა და
შუამდინარეთში ბრინჯაო გაჩნდა ქრ.შ-მდე დაახლოებით 3000 წელს. ბაბილონში, კალის
ნაცვლად, ნაწილობრივ იყენებდნენ ტყვიასაც. სპილენძისა და რკინის მიღების ტექნიკური
სიძნელეები მცირედ განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ რკინა აღდგება შედარებით დაბალ
ტემპერატურაზე, ბრინჯაო უფრო ადვილი ჩამოსასხმელი და დასამუშავებელია.
სინაის ნახევარკუნძულზე სპილენძის საბადოები, უპირველეს ყოვლისა,
წარმოადგენდა ძველეგვიპტური იარაღებისა და ინსტრუმენტების დასამზადებელ მასალას.
მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯაოს საგნები გამოიყენებოდა ქრ.შ-მდე V ათასწლეულიდან,
ქვის იარაღის საბოლოო გამოდევნა მოხდა მხოლოდ ქრ.შ-მდე 3000 წლის წინ.
სპილენძის მეტალურგიის განვითარება განაპირობა იმან, რომ დარიშხანის
შემცველობის გამო ადვილად ლღვება და საკმაო სიმტკიცეს იჩენს. თავისი სირბილის
წყალობით, სპილენძი წარმოადგენდა გარდამავალ საფეხურს ქვასა და ბრინჯაოს შორის.
კალის დამატებით სპილენძის სიმტკიცის გაზრდის მეთოდის აღმოჩენა სავარაუდოდ
ერთდროულად მოხდა სხვადასხვა რეგიონში.
შუამდინარეთში ბრინჯაო პირველად გამოჩნდა ქრ.შ-მდე 3000 წლის წინ.
ბაბილონელები კალას ნაწილობრივ ცვლიდნენ ტყვიით. ეგვიპტურ ბრინჯაოში დროთა
განმავლობაში თანდათან იზრდებოდა კალის შემცველობა, რომელიც შემოჰქონდათ
სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
შუა ევროპაში ბრინჯაოს ეპოქა დაიწყო შედარებით გვიან - დაახლოებით 2500 წლის
წინ. ევროპაში უძველესი ბრინჯაოს ნივთები შემოჰქონდათ ფინიკიელ და მიკენელ ვაჭრებს.
ბრინჯაოსაგან ნაკეთობებს ამზადებდა უძველესი ამერიკული კულტურის მატარებელი
ხალხიც.

32
რკინის მრეწველობა დამოუკიდებლად ვითარდებოდა სხვადასხვა რეგიონში მაგრამ,
არასაკმარისი მეტალურგიული ცოდნის გამო გამლღვალი რკინის მიღება ვერ ხერხდებოდა.
მიუხედავად ამისა, პატარა ღუმელებში და ორმოებში ხის ნახშირით ხდებოდა მისი
აღდგენა ღრუბლოვან რკინამდე, რომელშიც დიდი რაოდენობით იყო წიდური ჩანართები.
მიღებულ მასას ჭედავდნენ და უტარებდნენ შემდგომ დამუშავებას. რკინის მიღების
ტექნიკა თითქმის უცვლელად მოვიდა დღემდე ინდოეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
თუმცა, აღმოსავლეთ მცირე აზიის ხალხი საკმაოდ იყო გარკვეული რკინის მეტალურგიაში,
ბერძნული გადმოცემები პონტოელ ხალიბებს მიაწერდნენ ფოლადის დამზადების
აღმოჩენას.
ტყვია და სტიბიუმი (სურმა) პირველად გამოიყენეს მცირე აზიაში უძველესი
დროიდანვე. ეგვიპტეში ტყვია შემოჰქონდათ შუამდინარეთიდან და შესაძლებელია
ესპანეთიდანაც კი. ტუტმოს II-ის დროინდელ (ქრ.შ-მდე 1500 წელი) სავაჭრო რეესტრებში
ტყვია მოხსენიებულია ძვირფასი ლითონებისა და სპილენძის გვერდით. შუმერები ტყვიას
იყენებდნენ ქრ.შ-მდე 3000 წლის წინ და ამზადებდნენ ტყვიიან ბრინჯაოს. აღმოსავლეთ
მცირე აზიაში არის ვერცხლის შემცველი ტყვიის კრიალას უმდიდრესი საბადოები,
საიდანაც მოიპოვებდნენ ვერცხლს და კალას. ამ საბადოებიდან მადნის ნაწილობრივ
ამოღებას დღესაც აწარმოებენ პრიმიტიული ტექნიკით. ვერცხლი, რომელიც მჭიდროდ არის
დაკავშირებული ტყვიასთან, კუპელაციის პროცესის - ერთერთი ყველაზე უძველესი
მეტალურგიული პროცესის წყალობით, უძველესი დროიდან ცნობილია შუამდინარეთში
და ეგეოსის კულტურაში. კუპელაცია ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ოქროსა და
ვერცხლის გამოყოფა მადნიდან ფოროვან ჭურჭელში მისი ტყვიასა და გვარჯილასთან
შედნობით. ჭურჭელს ამზადებდნენ ძვლის ფაიფურისგან, მაგნეზიტისაგან,
პორტლანდცემენტისაგან ან სხვა ცეცხლგამძლე მასალისაგან. კუპელაციის დროს, ტყვიის
დიდი ნაწილი შეიწოვება ჭურჭლის კედლებში.
ვერცხლი ოქროზე გაცილებით გვიან გახდა ცნობილი. ეგვიპტეში არქეოლოგებმა
აღმოაჩინეს ქრ.შ-მდე 5000-3400 წ.წ. დათარიღებული ვერცხლის ნაკეთობები. თუმცა, ქრ.შ-
მდე II ათასწლეულის შუა პერიოდამდე ვერცხლი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და
ოქროზე ძვირად ფასობდა. ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში ვერცხლი შეჰქონდათ სირიიდან.
ქრ.შ-მდე III ათასწლეულიდან ნუბიიდან გაჰქონდათ ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი
შენადნობი ,,ელექტრუმი“ (ბერძნულად ,,აზემი“), რომელმაც დიდი როლი შეასრულა
ალქიმიის აღმოცენებაში - ვერცხლისა და ოქროს შელღობისას თითქოს ახალი ლითონის
მიღებამ დაბადა იდეა ლითონების შესაძლო ტრანსმუტაციის შესახებ.
ითვლება, რომ პირველი ლითონური მონეტა გაჩნდა ქრ.შ-მდე VIII
საუკუნეში ჩინეთში. მონეტებს ამზადებდნენ სპილენძისაგან. ერთი საუკუნის
შემდეგ პირველი ოქროს მონეტები დაამზადეს ლიდიაში, რომელიც იყო მძლავრი
მონათმფლობელური სახელმწიფო მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში და
ვრცელდებოდა ეგეოსის ზღვამდე. მონეტები მთლად ოქროსი არ იყო. ლიდიაში
ამუშავებდნენ საბადოებს, საიდანაც მოიპოვებდნენ ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივ
შენადნობს - ელექტრუმს და სწორედ მისგან ამზადებდნენ მონეტებს. დღეს
ელექტრუმს ხშირად უწოდებენ თეთრ ოქროს, რომელშიც არის ოქრო 16-დან 69%-
მდე.

33
მეტალურგიის ისტორიის საფუძვლები პირველად დაამუშავა XX საუკუნის
ინგლისელმა მეცნიერმა რ. ფორბსმა. მან 1950 წელს ქ.ლეიდენში გამოსცა ნაშრომი
,,ანტიკური მეტალურგია“. ნაშრომში ფორბსი აღნიშნავს, რომ ვერცხლის მიღების ყველაზე
რაციონალური ხერხი - ვერცხლოვანი ტყვიიდან ამ ლითონის მიღების ტექნოლოგია
პირველად ჩაისახა და განხორციელდა ხეთების იმპერიაში პონტოს მკვიდრი მეტალურგი
ტომების - ხალიბების მიერ.
მეტალურგია, ჩანასახობრივ მდგომარეობაში, აღმოსავლეთიდან ევროპაში შემოიჭრა
ქრ.შ-მდე 2500 წელს დუნაის ველისა და ტროას გავლით. ამ დროიდან, ერთდროულად,
ცენტრალურ ევროპასა და უნგრეთში, დაიწყო ბუნებრივი და გამოდნობილი სპილენძის
ათვისება.
სპილენძ-ბრინჯაოს წარმოება აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად აღმოცენდა. მეცნიერთა უმრავლესობა ერთხმად აღიარებს კავკასიისა და
მცირე აზიის მეტალურგიის დიდ გავლენას შუმერზე, ეგვიპტეზე, კვიპროსზე, რომზე,
საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაზეც. ამ მხრივ, მათი აზრით, ყველაზე დიდი
დამსახურება მიუძღვით ხალდებს (ხალიბებს), მოსინიკებს და თუბალების ტომებს,
რომელთაც მეცნიერები ზოგიერთი ფერადი ლითონისა და რკინის პირველმწარმოებლად
მიიჩნევენ მსოფლიოში. მოსინიკები აღიარეს განსაკუთრებული და მაღალი ხარისხის
სპილენძ-ბრინჯაოს მწარმოებელ ტომად მსოფლიოში. ამავე ავტორების აზრით, თითბერის
წარმოების ხელოვნება პირველად მოსინიკებმა აღმოაჩინეს და შემდგომ გავრცელდა მთელს
მსოფლიოში. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ თითბერი ქრ.შ-მდე დიდი ხნით
ადრე იყო ცნობილი ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისთვის.
მოსინიკებმა და თუბალებმა თავისი გავლენა იქონიეს სპარსულ მეტალურგიაზე.
სპარსელებმა ამ ტომებისაგან შეითვისეს თავისებური სახის, შედარებით მაღალი ხარისხის
სპილენძ-ბრინჯაოს დამზადების ხერხი და მიღებულ შენადნობს თავიანთი
მასწავლებლების საპატივცემულოდ ,,თუბალი“ უწოდეს.
უცხოელ მეცნიერთა აზრით, მეტალურგიული ცოდნის აღმოსავლეთიდან ევროპაში
გატანა სამი ძირითადი გზით მოხდა: ეგეოსის ზღვის, კუნძულ კვიპროსისა და რუსეთის
სტეპების გავლით.
ფორბსის აზრით, პონტოს რაიონში მცხოვრებმა მეტალურგმა ტომებმა აღმოაჩინეს
ვერცხლის წარმოების სრულიად ახალი მეთოდი, რაც გულისხმობს ვერცხლოვანი
ტყვიისაგან ვერცხლის მიღების ტექნოლოგიას. ამავე ტომებს მიაწერენ ქრ.შ-მდე III
ათასწლეულისათვის ვერცხლისა და ტყვიის რაფინირებას.
ადამიანებისათვის ცნობილ ლითონებს შორის ძნელია მოიძებნოს მეორე ისეთი
ლითონი, რომელმაც კაცობრიობის კულტურის წინსვლაში ისეთივე როლი ითამაშა,
როგორც რკინამ.
სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვიდან ჩანს, რომ რკინა ქრ.შ-მდე XIII-
XII საუკუნეებამდე იშვიათ ლითონად ითვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ
აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში როგორც მეტეორიტულ, ისე მადნისაგან გამოდნობილი
რკინისაგან (თუმცა იშვიათად) სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ამზადებდნენ. ამის
მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ იყო დაუფლებული ,,მაგარი რკინის“
ანუ ფოლადის მიღების ტექნოლოგიას, რომელმაც გადატრიალება მოახდინა რკინის
წარმოებაში. დაუფოლადებელი რკინა, იარაღების დასამზადებლად, ბრინჯაოს ვერ
სჯობნიდა, რის გამოც, ადამიანი, როგოც ჩანს, ერიდებოდა მისგან ხსენებული სახის
34
ნივთების ფართოდ წარმოებას. და აი, ქრ.შ-მდე XIV საუკუნეში, მცირე აზიაში, პონტოს
რაიონში, მელითონეობით სახელგანთქმულმა ქართველური მოდგმის ტომმა - ხალდებმა
(ხალიბებმა) პირველად მთელს მსოფლიოში შეიმუშავეს ჯერ რკინის, ხოლო შემდეგ კი
ფოლადის მიღების ტექნოლოგია, რამაც დასაბამი მისცა რკინის ფართოდ წარმოებას
აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ქრ.შ-მდე IX საუკუნე არის რკინის ფართო ათვისების ხანა
კავკასიაში.
ფორბსის აზრით, ქრ.შ-მდე VII საუკუნეში ყველაზე მეტად ცნობილი იყო პონტოური
რკინა, მშენებლობისთვის კი საუკეთესო იყო სინოპური და ხალიბური. ხალიბები, როგორც
ცნობილია, ყველა ხალხისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოლადის მისაღებად,
რკინაში ურევდნენ ,,რაღაც მიწას“ (მანგანუმს), რომელიც ფოლადს განსაკუთრებულ
სიმტკიცეს მატებდა.

მოსინიკების თითბერი

თითბერი ეწოდება სპილენძის ფუძეზე დამზადებულ შენადნობს, რომლის


ძირითადი დანამატია დაახლოებით 50%-მდე თუთია და ზოგჯერ სხვა ელემენტებსაც
შეიცავს. თუთია არაბული სიტყვაა და ნიშნავს თუთიის ოქსიდს, რომელსაც თეთრი
მატყლის ნაფლეთების სახე აქვს და ამიტომ, ალქიმიკოსები მას უწოდებდნენ Lana
philosophia – ს (Lana ლათ. მატყლი). თუთია ცნობილია ალქიმიური პერიოდიდან.
ბუნებრივი თუთიის ქვეშ იგულისხმება მინერალი გალმეი (ZnCO3), ხოლო ხელოვნურის
ქვეშ - ZnO. ლითონური თუთია, რომელიც შედარებით გვიან გახდა ცნობილი,
სპილენძთან შედნობით წარმოქმნის თითბერს.
კოროზიისადმი დიდი მდგრადობის გამო თითბერმა ფართო გამოყენება ჰპოვა.
თუთიის ოქსიდს, ღებულობდნენ კუნძულ კვიპროსზე, როგორც მეორად პროდუქტს
სპილენძის სალღობებში. თითბერი ცნობილი იყო ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს. დიდი
ხნის განმავლობაში გავრცელებული იყო აზრი, რომ თითბერი სპილენძია, რომელიც
შეფერილია ყვითლად მიწა Cadmia - სთან შელღობის გამო (Cadmia - თუთიის ოქსიდი).
მინარევების დახმარებით სპილენძის ფერის შეცვლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ლითონების ურთიერთგარდაქმნის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში.
თითბერის წარმოების ტექნოლოგიის აღმოცენებისა და მთელს მსოფლიოში მისი
შემდგომი გავრცელების სურათი ყველაზე სრულყოფილად რ.ფორბსის ნაშრომებშია
მოცემული. ფორბსის მიხედვით, თითბერის წარმოებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა
თუთიის აღმოჩენამ, რადგან თითბერში 50%-მდე თუთიაა. რაც შეეხება თუთიას, იგი
ბუნებრივ ლითონურ მდგომარეობაში არ არსებობს, თუმცა მინარევების სახით ფართოდ
არის გავრცელებული. თუთიის მადნები ხშირად გვხვდება ტყვიის, ვერცხლის, სპილენძის,
ანთიმონისა და დარიშხანის მადნებთან ერთად, ზოგჯერ კი კომპლექსნაერთების სახით.
ფორბსის მიხედვით, ლითონური თუთია მიიღება შემდეგნაირად: თავდაპირველად,
თუთიის მადნიდან გამოადნობენ თუთიის კარბონატს - galmei - ს, რომელიც ქმნის მძიმე
კრისტალების ნალექს მწვანე, ცისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი და ყავისფერი მინარევებით.
ამის შემდეგ, თუთიის კარბონატს ნახშირის საშუალებით შეუძლია აღდგეს ლითონურ
თუთიად. ასეთი მეთოდით, - წერს ფორბსი, - თითბერს ღებულობდნენ პონტოს რაიონში
მცხოვრები მეტალურგი ტომები - მოსინიკები.

35
მოსინიკების მიერ განსაკუთრებული და საუკეთესო სახის თითბერის წარმოების
დასასაბუთებლად მოჰყავს ფსევდო-არისტოტელეს (შუა საუკუნეების მრავალი ევროპელი
და არაბი ავტორის ზოგადი სახელი, რომლებიც თავის შრომებს მიაწერდნენ არისტოტელეს,
რითაც მათი შრომები იძენდნენ აღიარებას) ცნობილი აღწერილობა, რომლის მიხედვით,
მოსინიკები თითბერის მისაღებად სპილენძში ურევდნენ ,,სპეციალურ მიწას“, რომელიც
ფორბსის აზრით უნდა ყოფილიყო მიწიანი თუთიის კარბონატი. ამ ორიგინალურ
აღმოჩენას იგი ქრ.შ-მდე I ათასწლეულის დასაწყისით ათარიღებს. რ.ფორბსის
გამოკვლევების მიხედვით, პონტოს რაიონიდან თითბერის წარმოების ხელოვნება
გავრცელდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში, რასაც თან სდევდა წარმოების მეთოდების
გაუმჯობესებაც. მისი აზრით, აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თითბერი უფრო ადრე ჩანს
ირანში, ვიდრე ჩინეთსა და ინდოეთში.
ვახტანგ VI - ს მეტად საინტერესოდ აქვს აღწერილი თითბერის მიღების წესი
სპილენძისა და თუთიის მადნიდან. ღალმეის (galmei) ვახტანგ VI მიწას უწოდებს. მიწის
ცნებაში კი იგულისხმება მადანი, რომელიც წარმოადგენს თუთიის კარბონატს. გახურებით
ღალმეი იშლება:

ZnCO3 = ZnO + CO2

თითბერის მისაღებად საჭიროა ღალმეის გამოწვით მიღებული ოქსიდიდან თუთიის


აღდგენა. ამისათვის თუთიის მადანი გალესილია ნახშირთან. გალესვა აადვილებს პროცესს.
გახურებისას ნახშირი აღადგენს თუთიას:
ZnO + C = Zn + CO

ეს მეთოდი პრაქტიკულად ადვილად განსახორციელებელია, თუმცა, სპილენძისა და


თუთიის უბრალო შელღობით უფრო ადვილია თითბერის მიღება.

გვიანდელი ბერძნულ - არაბული ქიმიური ტექნიკა

აღნიშნული პერიოდი მნიშვნელოვანი იყო მინერალური მჟავების აღმოჩენით,


რომელთაც, როგორც ძლიერმა რეაგენტებმა, სრულიად შეცვალეს ქიმიური პროცესების
ხასიათი, რომელიც ადრე შემოიფარგლებოდა ოპერაციებით გამლღვალ მდგომარეობაში.
არა ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო ლაბორატორიული და საწარმოო ტექნიკის
განვითარებისათვის სპირტის აღმოჩენა და XII-XIII საუკუნეებში ადვილდნობადი
ნივთიერებების გამოხდის სრულყოფა. სპირტის გამოხდას ძირითადად ახდენდნენ
აფთიაქებში და ამიტომაც გახდნენ მცირე ქიმიური საწარმოები. XIII-XIV საუკუნეებში
ცენტრალურ ევროპაში გავრცელდა გვარჯილისა და დენთის, შაბისა და აჯასპის წარმოება,
რომელიც მანამდე გავრცელებული იყო იტალიასა და გერმანიაში. და ბოლოს, XIII
საუკუნეში მეტალურგიაში მოხდა ყველაზე დიდი სიახლე: რკინის უშუალო მოპოვებიდან
გადავიდნენ თუჯის მიღების პროცესზე. ეს პროცესი პირველად გამოიყენეს ზიგერლანდში
(ქალაქი გერმანიაში, დღევანდელი ფროიდენბერგი).
შედარებით გვიანი პერიოდის ქიმიურმა ტექნიკამ, განსაკუთრებით გვიანეგვიპტურ
- ალექსანდრიულ პერიოდში, მიაღწია განვითარების ისეთ მაღალ საფეხურებს, რომ
მხოლოდ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ მოხდა მისი გადაჭარბება.
36
მართალია, ალქიმია თავისი ტიპიური აღმოსავლურ - მისტიკური ხასიათით
წარმოადგენდა კლასიკურ ბერძნულ მეცნიერებასთან შედარებით ნაბიჯს უკან, მაგრამ
უნდა გავითვალისწინოთ მისი უპირატესობა - უძველესი დროისათვის უცნობი ქიმიური
ექსპერიმენტი. ალქიმიის ადრეულ პერიოდს უნდა უმადლოდეს ლაბორატორიული
ტექნიკა თავის ერთ დიდ მიღწევას - გამოხდის ხელოვნებას, უფრო სწორად აქროლვას
(თავდაპირველად გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლისწყლისთვის) და განვითარდა ჯერ
კიდევ ალექსანდრიის ეპოქაში. ალექსანდრია, არაბების დაპყრობამდე (ქრ.შ-ის 641 წ.), იყო
ალქიმიური მეცნიერების მთავარი ცენტრი და აქედან გავრცელდა ადრეულ ქრისტიანულ
სირიაში. სირიიდან ალქიმიური იდეები შეიტანეს შუამდინარეთში და არაბეთში. VII
საუკუნეში მოხდა არაბულ ენაზე ბერძენი, სირიელი და სპარსელი მწერლების ნაშრომების
თარგმნა. დამოუკიდებლად ალქიმიური ლიტერატურა არაბულ ენეზე გამოჩნდა მხოლოდ
აბასიდების დროს - VIII საუკუნეში. აქედან მოყოლებული XIII საუკუნემდე, არაბები იყვნენ
ალქიმიური იდეების ჭეშმარიტი მატარებლები. გარდა არაბული კულტურისა, ალქიმიური
მოღვაწეობის ცენტრი შემორჩა მხოლოდ ბიზანტიაში.
ალქიმიის აყვავება დაემთხვა არაბული კულტურის აყვავებას, რომლის ცენტრს
წარმოადგენდა ბაღდადი. ცნობილია ამავე პერიოდის უმაღლესი სკოლები ესპანეთში.
ჩვენამდე მოღწეული ბერძენი, სირიელი და არაბი ალქიმიკოსების ხელნაწერები
პრაქტიკულად წარმოადგენდნენ დიოსკორიდის (ქრ.შობის I საუკუნეში მცხოვრები
ძველბერძენი სამხედრო ექიმი, ფარმაკოლოგი და ნატურალისტი. ითვლება ბოტანიკისა და
ფარმაკოლოგიის ერთერთ მამად. ასევე, ჩვენ დრომდე მოღწეული ყველაზე სრული და
მნიშვნელოვანი სამკურნალო პრეპარატების კრებულის ავტორად), ლეიდენისა და
სტოკჰოლმის პაპირუსების ასლებს. ამავე პერიოდში ხდებოდა ქიმიური ლაბორატორიული
ჭურჭლის სრულყოფა. ტიგელებთან, ჭიქებთან და კოლბებთან ერთად პირველად ჩნდება
გამოსახდელი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა კოლბის, ამომწოვი მილის და
მიმღებისაგან. არაბული პერიოდის განმავლობაში, ახალი თეორიის თანახმად, ითვლებოდა
რომ, ლითონები შედგებოდა გოგირდისა და ვერცხლისწყლისაგან. ეს წარმოდგენა
ბატონობდა მთელი ევროპული პერიოდის ალქიმიაში. ექსპერიმენტული მონაცემები,
რომლებიც ეხება ბერძნულ-სირიულ ალქიმიურ პერიოდს, ჩვენამდე მოვიდა სან-მარკოს
ბიბლიოთეკაში (რენესანსის პერიოდის ხუროთმოძღვრების ძეგლი და ბიბლიოთეკა
ვენეციაში) დაცული X საუკუნის ხელნაწერის საშუალებით. ბერძნულ-სირიულ პერიოდში
უკვე შეეძლოთ ელემენტებიდან მიეღოთ: სინგური (წითელი ფერის საწერ-საღებავი -
ვერცხლისწყლისა და გოგირდის ნაერთი HgS), გოგირდოვანი ტყვია (იყენებდნენ ექიმები),
გოგირდოვანი დარიშხანი. სულემას (ვერცხლისწყლის ქლორიდი) ღებულობდნენ
ვერცხლისწყლის, ტყვიის და მარილის გახურებით. გოგირდს და დარიშხანის მჟავას
ღებულობდნენ სულფიდების გახურებით აქროლვისას. უკვე ცნობილი იყო ლითონური
დარიშხანი. არაბებმა სპარსელებისაგან გადაიღეს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება
მინერალოგიაში, მეტალურგიაში და რაც მთავარია კერამიკაში. კერამიკის გარდა,
დამასკოში განსაკუთრებით აყვავდა მინის წარმოება. ჯერ კიდევ სირიულ-არაბულ
ხელნაწერებშია აღწერილი მინის მიღება მრავალსართულიან ღუმელებში, რომლებიც
აღჭურვილი იყო განსაკუთრებული საკნებით. ამ ხელნაწერებში ვპოულობთ ყველაზე
ადრეულ ხსენებას ნამდვილი მინანქრის დამზადების შესახებ.

37
IX საუკუნის არაბი მწერალი AL-Dshohiz - ი თავის ხელნაწერებში მიუთითებს, რომ
მინის, ჭიქურების, მოზაიკის, მინანქრის წარმოება (სურინჯთან, სინგურთან, ნიშადურთან
და ბერძნულ ცეცხლთან ერთად) არაბებმა შეისწავლეს ბერძნებისაგან.
არაბების მიერ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოხდის პროცესებიდან წარმოადგენდა
ვარდის წყლის დამზადება, რომელსაც IX საუკუნეში სპარსეთში მიეცა საწარმოო
მასშტაბები. დამასკელი AD-Dimeschgi-ს (XIII ს.) ,,კოსმოგრაფიაში“ მოცემულია პროცესის
ზუსტი აღწერა აპარატის გამოსახულებით. კოლბები დამზადებული იყო თიხის, მინის და
ზოგჯერ ტყვიისაგან. ანალოგიური მეთოდით ახდენდნენ ქაფურის წყლისა და ძმრის
გამოხდას და გადამყვან მილძაბრიან კიტრის ფორმის ჭურჭელში ღებულობდნენ ე.წ.
აგურის ზეთს - philosophorum.
არაბებმა მეზობელი ქვეყნებიდან გადმოიღეს წარმოების ისეთი მნიშვნელოვანი
დარგი, როგორიცაა შაქრის წარმოება, რომელიც ქრ.შ-მდე 500 წელს შემოტანილი ოყო
ინდოეთიდან სპარსეთში შაქრის ლერწამთან ერთად.
სისტემატური ფარმაციის განვითარებასთან დაკავშირებით, VIII საუკუნეში
ბაღდადში გაიხსნა პირველი აფთიაქი. საეთოდ, ფარმაციასა და მედიცინაში არაბების
გავლენა ევროპელებზე უზომოდ დიდი იყო. საოცრად დიდი იყო არაბთა მიღწევები
მათემატიკის, ფიზიკის და მედიცინის დარგში.

ადრეული შუა საუკუნეების ევროპული ქიმიური ტექნიკა

ესპანეთი, სამხრეთი საფრანგეთი, იტალია და სიცილია წარმოადგენდნენ ცენტრებს,


სადაც არაბული კულტურა შეეხო ევროპულს და პირველად მოხდა ალქიმიური იდეების
გადაცემა. ადრეულ შუასაუკუნეებში ქიმიურ-ტექნიკური ტრადიციები გამოცოცხლდა
ბიზანტიის გავლენით. სან-მარკოს ბიბლიოთეკაში დაცული ბერძნულ-ბიზანტიურ
ხელნაწერი, რომელი მიეკუთვნება X საუკუნეს და რომელშიც აღწერილია ბრინჯაოს
ჩამოსხმა, ლითონები, ძვირფასი ქვები, მარგალიტი და ტყვიის შეფერვა, ინარჩუნებს გვიანი
ეგვიპტური პაპირუსების რეცეპტების ტრადიციებს, წარმოადგენს ასეთივე რეცეპტული
წიგნების სრულ ანალოგიას. გავლენა განპირობებულია პოლიტიკური მდგომარეობით -
იუსტინიანედან დაწყებული (ბიზანტიის იმპერატორი 527-565 წ.წ.), იტალიის დიდი
ნაწილი ეკუთვნოდა ბიზანტიას.
ადრეული შუასაუკუნეების მოზაიკურ ტექნიკაზე, რომელიც გამოიყენებოდა
საკულტო მიზნებისათვის და პრაქტიკულად ვითარდებოდა მონასტრების სახელოსნოებში,
ნათლად ჩანს ბიზანტიური გავლენის კვალი. VII საუკუნის ბერძენი ოსტატები მუშაობდნენ
საფრანგეთში. ერთერთი ლათინური რეცეპტული წიგნი, რომელიც განეკუთვნება
დაახლოებით VIII საუკუნეს, აშკარად მიუთითებს ბერძნულ წყაროებზე, რადგანაც
ბერძნული რეცეპტები მასში მოყვანილია უბრალოდ ლათინური ასოებით. აქ ადგილი აქვს
კულტურულ და მხატვრულ-ქიმიური წარმოების საგნების დასახელებას რელიგიური
კულტისათვის. მნიშვნელოვან განყოფილებებს წარმოადგენს: მინის დამზადება და
შეფერვა, მოვერცხლა და მოოქროვება (განსაკუთრებით მოზაიკური სამუშაოებისათვის);
ქსოვილების, ტყავის, ხის ნაკეთობების საღებავებით დაფარვა და ა.შ. რაც შეეხება
მეტალურგიას, იგი ძირითადად ამზადებდა ოქროს და ვერცხლის ფოლგებს, ახდენდა
ფოლგებით რაიმე ზედაპირის დაფარვას და მის შეცვლას ლაქებით. წიგნში არის თავი,

38
რომელიც ეძღვნება ჰიდროსტატიკურ სასწორს, არქიტექტურას და მოყვანილია სპირტის
მიღების რეცეპტი დაძველებული ღვინის გამოხდისა და მარილის დამატების გზით.
სპირტი პირველად მიღებული იქნა XI – XII საუკუნეებში იტალიაში, სადაც ქიმიური
ტექნიკის ამ დარგმა შემდგომში ჰპოვა განვითარება. იტალიელმა ექიმებმა სპირტი, როგორც
სამედიცინო საშუალება პირველად გამოიყენეს XII-XIII საუკუნეში. იტალიის მონასტრებში
განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ლიქიორის დამზადებამ.
დაახლოებით 1100 წელს გერმანიაში მცხოვრები ბენედიქტელი ბერისა და
იუველირის პრესვიტერ თეოფილეს მიერ დაწერილი წიგნი ,,ტრაქტატი სხვადასხვა
ხელოსნობების შესახებ“ საკმაოდ დასრულებულ სურათს იძლევა ტექნიკის მდგომარეობის
შესახებ. ავტორი ლაპარაკობს თავის სურვილზე, რომ სრულად აღწეროს იტალიის,
საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის და არაბეთის მხატვრულ - ხელოსნური ტექნიკა.
ნაშრომის პირველ თავში აღწერილია მცენარეული და მინერალური საღებავების
დამზადება. მეორე თავში აღწერილია მინის, თიხის და ლითონური ნაკეთობების წარმოება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სხვადასხვა ლითონის ერთმანეთისაგან გამოყოფა და
გასუფთავება.
ნაშრომში ფართოდ არის გაშუქებული მინის დამზადების ტექნიკა და პირველად
მოიხსენიება ფერადი საეკლესიო მინები, რომელთა დამზადებაში განსაკუთრებით
დახელოვნებულები იყვნენ ფრანგი ოსტატები. თეოფილი აღწერს სამუშაო ღუმელს,
საწრთობ ქურას, მუფელის პატარა ღუმელს საღებავებისთვის და მინის სახარშ ღუმელს;
აღწერს ფურცლოვანი მინის დამზადების ტექნიკას, რომლის საფუძველზე შესაძლებელი
გახდა სარკეების დამზადება და აკუთვნებენ გერმანულ აღმოჩენას. ძალიან დიდი ხნის
განმავლობაში სარკის ზედაპირს ღებულობდნენ მის ქვეშ ტყვიის ან ტყვიისა და კალის
შენადნობების მოთავსებით. XIII საუკუნეში, ვენეციიდან რამდენიმე კილომეტრით
დაშორებულ კუნძულ მურანოზე შექმნილ საწარმოებში პირველივე დღიდან ამზადებდნენ
სარკეებს. ამ საწარმოებში დამზადებულ მინის სამკაულებს პირველი ადგილი ეკავათ
ევროპაში. მურანოზე XVI საუკუნიდან დაიწყეს სარკეების წარმოება ამალგამის
გამოყენებით (ხსნარი ან შენადნობი მიღებული ვერცხლისწყალთან სხვა ლითონის
შერევით).

გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპული ტექნიკის მიღწევები

XIII საუკუნე სრულიად სამართლიანად განიხილება როგორც ტექნიკური, ისე


ისტორიულ-ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი. იტალიაში,
გერმანიასა და ფლანდრიაში (ისტორიული ოლქი თანამედროვე საფრანგეთის, ბელგიისა და
ნიდერლანდების ტერიტორიაზე) ქალაქები გახდა განვითარებული მრეწველობის
ცენტრები. ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებასთან ერთად მჭიდრო კავშირში იყო
ქიმიისა და ტექნიკის მიღწევები.
აღნიშნული საუკუნე მნიშვნელოვანი იყო მინერალური მჟავების აღმოჩენით,
რომელთაც, როგორც ძლიერმა რეაგენტებმა, სრულიად შეცვალეს ქიმიური პროცესების
ხასიათი, რომელიც ადრე შემოიფარგლებოდა ოპერაციებით გამლღვალ მდგომარეობაში.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ლაბორატორიული და წარმოების ტექნიკის
განვითარებისათვის სპირტის აღმოჩენა და XII-XIII საუკუნეებში ადვილდნობადი
ნივთიერებების გამოხდის სრულყოფა. სპირტის გამოხდას ძირითადად ახდენდნენ
39
აფთიაქებში და ამიტომაც გახდნენ მცირე ქიმიური საწარმოები. XIII-XIV საუკუნეებში
ცენტრალურ ევროპაში გავრცელდა გვარჯილისა და დენთის, შაბისა და აჯასპის წარმოება,
რომელიც მანამდე გავრცელებული იყო იტალიასა და გერმანიაში. და ბოლოს, XIII
საუკუნეში მეტალურგიაში მოხდა ყველაზე დიდი სიახლე: რკინის უშუალო მოპოვებიდან
გადავიდნენ თუჯის მიღების პროცესზე. XV საუკუნიდან დაიწყეს თუჯის სხვადასხვა
ნივთის დამზადება. მეტალურგიული ღუმელების ზომები სულ უფრო იზრდებოდა და
დაიწყეს თუჯის მიღება ბრძმედებიდან. ძველი ბრძმედების სიმაღლე იყო 5-6 მეტრი.
XVI საუკუნეში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ფოლადის მიღება. რკინის
შენადნობებს, რომლებიც ნახშირბადს 0,01-2,0%-ის ზღვრებში შეიცავს, ფოლადი ეწოდება.
რაც ნაკლებია ფოლადში ნახშირბადი, მით მეტი პლასტიკურობითა და სიბლანტით და
ნაკლები სისალითა და სიმტკიცით ხასიათდება. პირიქით, ნახშირბადის მომატებით
პლასტიკური თვისებები და სიბლანტე ეცემა, ხოლო სისალე და სიმტკიცე კი იზრდება.
რკინა - ნახშირბადიან შენადნობებში რკინისა და ნახშირბადის გარდა არის კიდევ სხვა
მინარევები, როგორიცაა სილიციუმი, მანგანუმი, გოგირდი, ფოსფორი, ჟანგბადი აზოტი,
წყალბადი.
XVI საუკუნეში რბილი რკინა ცემენტდებოდა თუჯის აბაზანაში და ღებულობდნენ
საჭირო შემცველობის ნახშირბადს. აღნიშნული პერიოდის რკინის გადამამუშავებელი
ქარხნები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან საწარმოებს.
სამთო საქმეში დაინერგა წყალსაქცევი მანქანები, რომლებიც აუცილებელი გახდა
საბადოების გადამუშავებისათვის დიდ სიღრმეზე.
გარცი, საქსონია და ბოჰემია ამერიკის აღმოჩენამდე წარმოადგენდნენ ევროპის
უმნიშვნელოვანეს სამთო რაიონებს (მოიპოვებდნენ სპილენძს, ვერცხლს, ოქროს, ტყვიას,
კალას, ბისმუტს, სურმას, დარიშხანს, კობალტს). სპილენძის მოპოვებაში კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ უნგრეთს და შვეციას.
მადნიდან ვერცხლის გამოსაყოფად არსებობდა პროცესის სხვადასხვა მოდიფიკაცია
და ღუმელები, მათ შორის შახტური ღუმელები, რომელთა ზომებიც თანდათან იზრდებოდა
და უახლოვდებოდა ბრძმედის ზომებს. XVII საუკუნიდან დაიწყეს ალიანი ღუმელების
გამოყენება სპილენძის მეტალურგიაში. მუფელების ამონაგად იყენებდნენ ნაცარს.
ოქროს მოსაპოვებლად უძველესი დროიდანვე იყენებდნენ ვერცხლისწყალს და ამ
დროს მიმდინარეობდა არა რაიმე რთული ქიმიური პროცესი, არამედ ხდებოდა უბრალოდ
გახსნა. მიღებულ ამალგამას გამოხდით აცილებდნენ ვერცხლისწყალს, ოქრო კი რჩებოდა.
ამალგამა - შენადნობი რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ვერცხლისწყალი. ვერცხლისწყალი
ასველებს ლითონის ზედაპირს და შემდეგ დიფუნდირებს მასში, რის შედეგადაც
წარმოიქმნება ამალგამა. ამალგამას იყენებენ ლითონის ნაკეთობების მოოქვრისას, სარკის
წარმოებაში, სტომატოლოგიაში; აგრეთვე იყენებენ როგორც აღმდგენელს. XIV საუკუნიდან
ბოჰემიაში მუშაობდა 350-მდე ე.წ. ამალგამაციური წისქვილები.
ბირინგუჩიოს, აგრიკოლას და სხვა ტექნოლოგთა მიერ ოქროსა და ვერცხლის
გაყოფაზე შედგენილი უამრავი რეცეპტი პირველად დიდ მასშტაბებში გამოიყენეს XV
საუკუნის ბოლოს ვენეციაში, რომელიც მთელ ევროპას ამარაგებდა აზოტმჟავათი. ოქროსა
და ვერცხლის დაშორების მეთოდი იყო ძლიან მარტივი. ნარევს ახურებდნენ მჟავასთან
ერთად მინის კოლბაში ან რეტორტაში; გადმოასხამდნენ ოქროს ხსნარს; აორთქლებდნენ და
გახურებით შლიდნენ აზოტმჟავა ვერცხლს. ოქრო იხსნება 3 მოცულობა მარილმჟავასა და 1
მოცულობა აზოტმჟავას ნარევში, რომელსაც ,,სამეფო წყალი“ ეწოდება :
40
Au + 3HCl + HNO3 = AuCl3 + NO + 2H2O

ოქრო ასევე იხსნება ქლორის წყალხსნარში:

2Au + 3Cl2 = 2AuCl3


AuCl3 = AuCl + Cl2

ვერცხლისწყლის უმნიშვნელოვანესი საბადოები იყო ესპანეთში. XV საუკუნიდან


ბოჰემიაში მოიპოვებდნენ სინგურს. ამავე პერიოდის ევროპაში ხდებოდა სურმის კრიალას,
ლითონური ბისმუტის და თეთრი დარიშხანის მიღება. დარიშხანის შემცველი მადანი
გამოიწვებოდა პურის საცხობის მსგავს ღუმელებში, რომლებზეც მიერთებული იყო გრძელი
ხის დამჭერები მინისებური დარიშხანის მჟავას მისაღებად.
სამთო ტექნიკა გერმანიაში ბევრად მაღალ საფეხურზე იდგა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
იმ დროის ინგლისის მეტალურგიული ტექნიკა იყო ძალიან პრიმიტიული. ლითონებს
იღებდნენ მიწაში ამოთხრილი ორმოებიდან და ადნობდნენ უბრალო ღუმელებში
შებერვით.

ლექცია 5
ძველ მსოფლიოში მინის წარმოების ზოგადი დახასიათება

მინას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით იგი


იმდენად თავისებურია, რომ თითქმის არასოდეს არ შეიძლება შეიცვალოს სხვა მასალით.
ნედლეული, რომლისგანაც მინა მზადდება, მეტად იაფია. მინის ნაკეთობების, სახეობების
და ზომების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნება აიხსნება მინის უნარით დაემორჩილოს
დამუშავების სხვადასხვა მეთოდს. ამ განსაკუთრებული ტექნოლოგიური თვისებების გამო
იგი მომგებიანად განსხვავდება წარმოების სხვა მასალებისაგან. ოთახის ტემპერატურაზე,
ცივ მდგომარეობაში, როდესაც მინა მყარი ტანია, შეგვიძლია დავამსხვრიოთ, დავჭრათ,
დავანაწევროთ, გავშლიფოთ, გავაპრიალოთ, გავხვრიტოთ, მოვვერცხლოთ, დავამუშაოთ
ქიმიური ხსნარებით და ა.შ. როდესაც მინა მაღალ ტემპერატურაზე ხდება თხევადი ან
ბლანტი, იგი შეიძლება ჩამოისხას როგორც თაფლი, ან ბადაგი; დაიჭიმოს საჭირო კვეთის
ლენტის, მილის ან ღეროს სახით; მოხდეს ადიდვა უწვრილესი ძაფის სახით; გაიბეროს
საპნის ბუშტივით ან დაიწნეხოს და მიეცეს სასურველი ფორმა. სწორედ ამ
განსაკუთრებული თვისებების გამო მინამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა საერთოდ
კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მინის ტექნიკური და მხატვრული
შესაძლებლობები დღემდე ამოუწურავია. მინის ნაკეთობებს სახალხო მეურნეობაში და
ქვეყნის თავდაცვაში ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც ლითონებს,
რადგანაც მინაში თავმოყრილია სხვა მასალების – ლითონების, მინერალების, სამშენებლო
ქვების, კერამიკული მასების, ბეტონების და სხვათა თვისებები. VIII საუკუნის მეორე
ნახევარში მცხოვრები ალქიმიკოსის რაიმონდ ლულუსის თქმით, მინა წარმოადგენს
,,ქიმიის ფილოსოფიის’’ პირველ პროდუქტს.

41
კითხვაზე პასუხი, თუ სად, რომელ ქვეყანაში ,,დაიბადა მინის კეთების’’ ხელოვნება,
სადღეისოდ ერთნიშნა პასუხი არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ კაცობრიობამ ჯერ კიდევ
მრავალი ათასწლეულის წინათ იცოდა მინისა და მინის ნაწარმის მიღება.
მინის ნაკეთობების ფრაგმენტები, რომელთა ასაკია ქრ.შ-მდე 3500-2000 წლები,
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია როგორც ეგვიპტეში, ისე
მესოპოტამიაში. მაგრამ ეს აღმოჩენები იმდენად იშვიათია, რომ მათზე დაყრდნობით იმის
გადაწყვეტა, თუ პირველად რომელ ქვეყანაში აღმოცენდა მინის წარმოება ძნელია. რაც
შეეხება უფრო გვიანდელ პერიოდს, ისტორიკოსები და არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ
XVIII დინასტიის (1580-1340წწ.) დროს მინის წარმოება ეგვიპტეში ყვაოდა და უფრო
განვითარებული იყო, ვიდრე შუამდინარეთში და ეგვიპტიდან გაჰქონდათ მინის ნაწარმი
სხვა ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ეგვიპტური ნივთების რაოდენობაც
და მრავალფეროვნებაც.
მდგომარეობა შეიცვალა ქრ.შ-მდე VIII საუკუნისათვის, როდესაც დაიწყო ეგვიპტის
დაქვეითების ხანა, ასურეთმა კი მიაღწია დიდების მწვერვალს.
ანტიკური სამყაროს ცნობილი ბუნებისმეტყველი და ისტორიკოსი გაიუს პლინიუს
უფროსი, რომელიც ცხოვრობდა ქრ.შ-ის I საუკუნეში, აღწერდა ასეთ შემთხვევას: ,,ძალიან
დიდი ხნის წინათ ფინიკიელ ვაჭრებს აფრიკიდან სამშობლოში მიჰქონდათ ბუნებრივი
სოდა. მათ ღამე გაათენეს ქვიშიან სანაპიროზე და დაიწყეს ვახშმის მომზადება. ქვის
უქონლობის გამო კოცონს შემოუწყვეს სოდის დიდი ნატეხები. დილით კი ნაცარში
აღმოაჩინეს მშვენიერი ზოდი, რომელიც იყო გამჭვირვალე, ქვასავით მაგარი და მზეზე
ბრწყინავდა. ეს იყო მინა. ნაცარმა, კირქვის პატარა ნიჟარებმა, რომლებსაც შეიცავს ზღვის
ქვიშა და კოცონის მაღალმა ტემპერატურამ შექმნეს მინის ხარშვისათვის აუცილებელი
პირობები’’.
ასეა თუ ისე, მინის წარმოება უძველესი ცივილიზაციის კერებში – ნილოსის ხეობასა
და ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში წარმოიშვა ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად და თითქმის ერთდროულად ქრ.შ-მდე II ათასწლეულში. მინის
გამოჩენას, როგორც სპეციფიკური ხელოვნური მასალისას, წინ უძღოდა ჭიქურები,
რომლებიც ცნობილი იყო ქრ.შ-მდე V ათსწლეულიდან.
ძველ ეგვიპტეში მინის წარმოების ტექნოლოგიის ისტორია იწყება მძივების
წარმოებით. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ უძველეს მინის ნივთს წარმოადგენს ღია-
მწვანე ფერის მძივის მარცვალი (ბურთულა), რომლის ასაკია 3500 წ.ქრ.შ-მდე. მეორე მძივის
მარცვლის ასაკია ქრ.შ-მდე 3300 წ. და იგი შავი ფერისაა. პირველი ინახება ბერლინის
მუზეუმში, მეორე – ოქსფორდში. გათხრები ჩაატარა ფლინდერს პეტრმა თებესთან ახლოს.
ამ აღმოჩენების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სულ მცირე 3500 წლის წინ ადამიანმა
უკვე იცოდა ისეთი უმარტივესი მინის ნაწარმის დამზადება, როგორიცაა მძივები, პატარა
ღრუიანი ჭურჭელი, ღეროები და მოზაიკური ფილები.
მძივებს ამზადებდნენ ძვირფასი ქვების – საფირონის, ზურმუხტის, ტოპაზის,
ფირუზის, ამეთვისტოს, ეშმის ქვის და სხვათა მიბაძვით. უძველეს დროში ფერად ქვებს
მიაწერდნენ ჯადოსნურ ძალას და სჯეროდათ, რომ ეს ქვები ეხმარებოდნენ მფლობელს.
მოგვიანებით, მინის გამოყენების ერთერთი პირველი დანიშნულება იყო ყალბი
ძვირფასი ქვების მიღება. სენეკა გვამცნობს ვინმე დემოკრიტეს შესახებ, რომელიც საუცხოო
ყალბ ზურმუხტებს ამზადებდა. იმპერატორ გალიენის (160-168 წწ.) მეუღლე ატარებდა
ყალბი მარგალიტის მძივს, რომელიც უზარმაზარ თანხად მიჰყიდეს როგორც ნამდვილი.
42
შუა საუკუნეებში ყალბ ქვებს ამზადებდნენ ძირითადად ებრაელები. ამ მიზნისათვის უფრო
ხშირად იყენებდნენ ტყვიის ოქსიდის შემცველ მინას. XVIII –ის ბოლოს ვენელმა
იუველირმა იაკობ სტრასერმა დაამზადა მინა, რომელიც შეიცავდა დიდი რაოდენობით
ტყვიის ოქსიდს. ეს მინა იყო მძიმე და ჰქონდა ძლიერი შუქტეხვა. ამ მინებს გამომგონებლის
საპატივცემულოდ დაერქვა სტრაზები. მიუხედავად სტრაზების საოცარი მსგავსებისა
ძვირფას ქვებთან, ისინი ნამდვილს ვერასოდეს შეცვლიან: ტყვიაშემცველი მინები ძალიან
რბილია და ადვილად ფუჭდება.
ყველაზე ძველი ცნობილი ჭურჭელი ეკუთვნოდა ტუტმოს III-ს (1503-1451 წწ. ქრ.შ-
მდე). პირველი მძივიდან პირველი ჭურჭლის დამზადებამდე განვლილი დროის
განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ქრ.შ-მდე II ათასწლეულის
შუაში, განვითარებული ბრინჯაოს ხანაში, საკმარისი იყო რათა გაზრდილიყო მინის
წარმოება და გადაქცეულიყო დამოუკიდებელ დარგად.
მინა არის მასალა, რომელიც წარმოადგენს სამი ნივთიერების - ქვიშის, ტუტეების და
საღებავების ნარევს. ეგვიპტეში ტუტეშემყვან ნედლეულად იყენებდნენ სოდას –
მინერალური წარმოშობის ტუტეს; შუამდინარეთში – ნაცარს – მცენარეული წარმოშობის
ტუტეს. ნედლეულის განსხვავებამ დიდად განაპირობა მინის წარმოების განვითარების გზა,
თუმცა, თვითონ განვითარების საერთო კანონზომიერებანი მსგავსია.
მეტად მრავალრიცხოვანია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ ღებულობდნენ
ძველი ოსტატები ღრუტანიან ნაკეთობებს.
ფლინდერს პეტრის მოსაზრებაზე დაყრდნობით, ფ. ნეიბურგი იძლევა ჭურჭლის
დაყალიბების პროცესის აღწერას. მცირე ზომის ტილოს ტომარას ავსებდნენ ქვიშით,
უკრავდნენ თავს თოკით და წამოაცვამდნენ რკინის ჯოხის წვეტიან ბოლოზე. მინა,
გარბილებული ძაფის სახით ფენა-ფენა ევლებოდა გარშემო ტომარას მანამ, სანამ
მთლიანად არ დაფარავდა მას. წარმოქმნილ მინის სხეულს კვლავ ახურებდნენ და მეორადი
გახურებისას ასწორებდნენ დატკეპნით მარმარილოს ფილაზე. გაცივების შემდეგ რკინის
ღეროს კონუსური ბოლოსა და შეკუმშვის წყალობით, ადვილად ამოაცლიდნენ ქვიშიდან. ამ
უკანასკნელს კი გადმოყრიდნენ. გამოსაბერი მილის გამოგონებამდე დამზადებულ ყველა
ჭურჭელს აქვს დამახასიათებელი ხაოიანი და ღრმულებიანი ზედაპირი, რომელზეც
შენარჩუნებულია ქვიშის მარცვლების კვალი. გამობერვით დამზადებულ ნაკეთობებს შიგა
ზედაპირი გლუვი და პრიალა აქვს, მკვეთრად განსხვავებული ზემოთ აღწერილისაგან.
შედარებით განსხვავებულად აღწერს იგივე პროცესს ვ. ჰონეი. იგი წერს, რომ
თავდაპირველად მინას წელავდნენ ძაფის ან წვრილი ღეროს სახით, რომელიც
გარბილებულ ბლანტ მდგომარეობაში ეხვეოდა მოცემული ფორმის გარშემო. ფორმა
დამზადებული იყო ქვიშისა და თიხის ნარევისაგან და ჩამოცმული იყო რკინის ღეროზე.
ღერო მთელი სამუშაოს მანძილზე ასრულებდა სახელურის როლს. საბოლოო დახვევის
შემდეგ, მეორადი გახურებისა და გარბილების დროს, ჭურჭელს ეძლეოდა სასურველი
გარეგნული ფორმა. გარეთა ზედაპირზე მოსართავად შეაცხობდნენ ფერადი მინის ძაფებს
და ზოლებს, რომლებიც ასევე გარბილებულ ბლანტ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ა. ლუკასის აზრით, ძველეგვიპტური ვაზები მზადდებოდა გამდნარ მინაში თიხა-
ქვიშის გულარის ამოვლებით. გულარს აკრავდნენ ნაჭერს, გადაახვევდნენ თოკით და
წამოაცვამდნენ სპილენძის ან ხის ჯოხს, რომელიც ასრულებდა სახელურის როლს. ჯოხის
საშუალებით გულარს ჩაუშვებდნენ მინის ნადნობში და სწრაფად ატრიალებდნენ
რამდენიმე ხნის განმავლობაში, რათა მინა თანაბარ ფენებად განაწილებულიყო გულარის
43
ზედაპირზე, თუმცა, ვერასოდეს ღებულობდნენ თანაბარი სისქის ნაკეთობას. ამის შემდეგ,
ღეროს ამოაძრობდნენ და ნაკეთობიდან ამოყრიდნენ ქვიშას. ლუკასისავე აზრით, მცირე
ზომის ფიგურები და ზოგიერთი სხვა ნივთი შეიძლება დაემზადებინათ ფორმების
საშუალებით, რადგანაც ცნობილია, რომ აღმოჩენილი იყო თიხისა და კირქვის ფორმები.
ფ. როჯერსი და ა. ბირდი თვლიან, რომ ღრუიანი ნაკეთობების წარმოება ხდებოდა
თიხისა და ქვიშის ნარევით დამზადებული გულარის საშუალებით, რომელსაც ამაგრებდნენ
ღეროზე და რამდენჯერმე ჩაუშვებდნენ გამდნარ მინაში. თანაც ღეროზე აკრული მინის
მასას ახალ ამოვლებამდე აცივებდნენ. როდესაც ნაკეთობის კედლები საკმაოდ სქელი
ხდებოდა, ამოვლებას შეწყვეტდნენ და ნაკეთობას მიამაგრებდნენ სახელურს. ღრუიანი
ნაკეთობები იყო პატარა ზომის და არ აღემატებოდა სიმაღლით 12,5 სმ-ს.
მინის წარმოების ტექნიკაში უდიდესი გადატრიალება მოახდინა გასაბერი მილის
გამოგონებამ, რომელიც, როგორც ბ. ნეიმანი თვლიდა, პირველად გამოიგონეს სიდონში
(უძველესი ქალაქი ფინიკიაში, დღევანდელი საიდა თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე)
ძვ.წ. 20 წელს. თუმცა მოგვიანებით, ნიპურის (უძველესი შუმერული წმინდა ქალაქი,
დღვანდელი ნიფერი თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე) მინების შესწავლის შემდეგ, იგი
მივიდა დასკვნამდე, რომ ბაბილონში უკვე დაახლოებით ძვ.წ. 250 წ. ფართო მოხმარების
დიდ ჭურჭელს ამზადებდნენ გამობერვის მეთოდით. გასაბერი მილის გამოგონებასთან
ერთად გაჩნდა მინის, როგორც მასალის, ძვირფასი ტექნოლოგიური თვისებების ფართო
გამოყენების დიდი შესაძლებლობა.
მინის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არქეოლოგიურ გათხრებს
ფლინდერს პეტრის მიერ ტელ-ელ-ამარნში – ეგვიპტეში 1891-1892 წლებში. ნილოსის შუა
დინებაში აღმოსავლეთ სანაპიროზე მან აღმოაჩინა ძველეგვიპტური მინის საწარმო XVIII
დინასტიის ფარაონის ამენჰოტეპის (1455-1419 წ.წ.) დროისა. ღუმელის ნარჩენები, სადნობი
ჯამის ფრაგმენტები, მინის ჭურჭლის ნამტვრევები და ღეროები დამამტკიცებელი საბუთი
იყო იმისა, რომ ეგვიპტეში არსებობდა მინის წარმოება.
ეგვიპტური მინის წარმოების საინტერესო მიღწევა იყო ლურჯი მინერალური
საღებავის, თანამედროვე ლიტერატურაში ,,ეგვიპტის ლურჯის’’ სახელით ცნობილი
საღებავის აღმოჩენა. ,,ეგვიპტური ლურჯი’’ წარმოადგენს სპილენძისა და კალციუმის
ტეტრასილიკატს. ამ ნაერთის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი
არამდგრადობა მაღალ ტემპერატურაზე – 10700C-ზე იშლება და ლურჯი ფერი ქრება. ეს კი
ამტკიცებს, რომ ეგვიპტელები იყენებდნენ 10500C-მდე ტემპერატურას. სწორედ დაბალი
ტემპერატურის ტექნიკამ შეუწყო ხელი ამ საღებავის აღმოჩენას.
საერთო საწარმოო ეკონომიკურმა აღმავლობამ, რომელსაც ახლდა რკინის ათვისება
და მასთან ერთად უფრო მაღალი ტემპერატურების ათვისება, გავლენა იქონია მინის
წარმოებაზე. ქრშ-მდე VIII საუკუნიდან მინა აღარ არის სამეფო დინასტიების პრივილეგია.
იგი უფრო ფართოდ ცნობილი ხდება როგორც მწარმოებელი ქვეყნის შიგნით, ისე მის
ფარგლებს გარეთ. ეგვიპტურმა მძივებმა მიაღწია ამიერკავკასიამდე და ჩრდილოეთ
კავკასიამდეც კი.
მინის ტექნიკის ისტორიის შესწავლის საფუძვლად გამოდგება ორი სახის წყარო.
უპირველეს ყოვლისა წერილობითი წყაროები. თუმცა, ყველაზე ადრეული მიეკუთვნება
ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს და მათი ავტორებია რომაელი მწერლები, კერძოდ
პლინიუს უფროსი და მისი ,,Natural History’’.

44
მეორე წყაროს წარმოადგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული
მრავალი საუკუნის წინათ დამზადებული მინის ნაკეთობები. განსაკუთრებით
მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა უშუალოდ მინის სახელოსნოებთან ნაპოვნი მასალების
ექსპერიმენტული კვლევა. ამ სახელოსნოებში აღმოჩენილია მინის სახარში ღუმელები და
ტიგელები, ნახევარფაბრიკატები, მზა ნაკეთობები, მინის წარმოებისათვის საჭირო
ნადლეული მასალა და მინის ადგილობრივი წარმოების არსებობის დამამტკიცებელი სხვა
მასალები.
მინისა და ჭიქურების რეცეპტები პირველად მოიხსენიება უძველეს წერილობით
წყაროებში – ბაბილონის ქიმიურ ტექსტებში, რომელიც მიეკუთვნება 1700 წელს ქრ.შ-მდე
და შესაძლებელია უფრო ადრეულიც არის. იგი შეიცავს ჭიქურების ოთხ რეცეპტს,
რომელთა მთავარი კომპონენტია ,,მინა – ზუკუ’’ (ძუკუ), თუმცა მისი შედგენილობა და
დამზადების რეცეპტი მითითებული არ არის.
ათასი წლის შემდეგ წერილობითი წყაროები კვლავ შეგვახსენებენ მესოპოტამიაში
მინის წარმოების არსებობის შესახებ – ლაპარაკია ნინევიაში ნაპოვნ მეფე ასურბანიპალის
(668-631 წწ. ქრ.შ-მდე) მეფობის დროს ლურსმული დამწერლობით შესრულებულ 13
ასირიულ ფირფიტაზე. ფირფიტებზე წარწერების ნაწილი გადაშლილია და ძნელად
იკითხება. ყველაზე უფრო გარკვეული რეცეპტი ეკუთვნის ჩვეულებრივ მინას, რომელიც
შეესაბამება თანამედროვეს და იწოდება ,,სირსუდ’’. იგი შედგება დაახლოებით 60 ნაწ.
ქვიშის, 180 ნაწ. ,,სალიკორნიის’’ ტუტის, 5 ნაწ. გვარჯილის და 2 ნაწ. ცარცისაგან.
,,სალიკორნიაში’’აქ ნაგულისხმებია მცენარე ,,სოლეროსი’’.
ამ თავისებური ისტორიული დოკუმენტების წყალობით მივიღეთ დაწვრილებითი
ცნობები ტიგროსისა და ევფრატის ქვეყნებში მინის წარმოების ტექნიკაზე 2500-ზე მეტი
წლის წინ ქრ.შ-მდე.
ელინიზმის დასასრული მინის წარმოებაში აღინიშნება როგორც რევოლუცია.
დაგროვილმა ტექნიკურმა ინფორმაციამ მთლიანობაში მოახდინა აფეთქება, რის შედეგადაც
დაიბადა რომის მინის წარმოება, რომელმაც შეისისხლხორცა ყველაზე პროგრესული
ელემენტები და ტენდენციები, რომლებიც მანამდე ეგვიპტელებისა და სირიელების
საკუთრებას წარმოადგენდა. რომის იმპერიაში მინის წარმოება ჩაისახა ქრ. შ-ის I საუკუნეში
ალექსანდრიიდან და ქრ. შ-ის II-III სს-ში რომი გადაიქცა ძველ მსოფლიოში მინის
წარმოების ახალ ცენტრად. ამ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მინის გამოყენების
სფეროც და იწყებენ 30 X 50 სმ ზომის სარკმლის მინების დამზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ ძველი სამყაროს ბევრ ქვეყანაში იცოდნენ მინისაგან
სხვადასხვა ნაწარმის დამზადება, ისინი თითქმის ან სრულიად არ იყენებდნენ მინას
ფანჯრებისათვის. მართალია, ფანჯრების შემინვა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ქრ.შ-მდე,
მაგრამ ისინი კეთდებოდა ძალიან პატარა ზომის. პირველი ასეთი ფანჯრები წარმოადგენენ
ქვის ფილებს ან ხის ფიცრებს უამრავი წვრილი შემინული ღიობით. მოგვიანებით მინის
ზომები იზრდება და ჩნდება ნამდვილი ფანჯრის ალათები. ძველ დროში შემინული
ფანჯრები იყო მხოლოდ ეკლესიებში, რადგანაც მინა იყი ძვირი და კარგი ხელოსნებიც
იყვნენ ცოტა. ფანჯრის ალათებში სვამდნენ პატარა ზომის ყვითელ მინებს, რაც მზიან
ამინდში იძლეოდა ოქროს ეფექტს. V საუკუნიდან ეკლესიის ფანჯრებში სვამდნენ პატარა
ზომის სხვადასხვა ფერის მინის ნატეხებს, ხოლო მოგვიანებით მინის სხვადასხვა ფერის
ნატეხებისაგან ქმნიდნენ მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანების გამოსახულებებს. ჯერ
კიდევ 400-450 წლის წინ მდიდრებიც და მეფის ოჯახიც ბნელ სასახლეებში ცხოვრობდნენ
45
სასარკმლე მინის უქონლობის გამო. ევროპის ძლევამოსილი ფეოდალები თავიანთ ციხე-
კოშკებში ზამთრობით სიცივისაგან კანკალებდნენ, როდესაც აღებდნენ დარაბებს, რათა
ხანდახან მაინც შემოეშვათ მზის სხივები გაყინულ ოთახებში. მათ დარაბებს შიგნით,
ფანჯრის ღიობებზე ჩამოფარებული ჰქონდათ ხალიჩები. XVII საუკუნიდან ევროპის
დიდებულთა სასახლის ფანჯრებში ნელ-ნელა დაიწყეს მინის ჩასმა. გლეხის სახლს ჰქონდა
პატარა ფანჯარა, რომელშიც ჩასმული იყო ხარის ბუშტი, გაქონილი ქაღალდი ან ქარსი.
ფანჯრებში ქარსს სვამდნენ პატარ-პატარა ფირფიტებად რკინის ფიგურებიან ალათაში
(წნულში). ქარსიანი ფანჯრები საკმაოდ ლამაზი იყო. ქარსის ფირფიტებს ალათაში
ამაგრებდნენ კალის მოოქვრილი ბალთებით. გარდა ამისა, მეფის სასახლეებში ქარსის
ფანჯრები მოხატული იყო გამჭვირვალე საღებავებით. ქარსი მინის ცუდი შემცვლელია. მზე
და ქარი ქარსს მალე აფუჭებს, მასში ჩნდება შინაგანი ბზარები, რის გამოც იხლიჩება
ცალკეულ ფურცლებად, ბოლოს კი კარგავს გამჭვირვალობას. რაც მთავარია, ქარსი ისე ვერ
აკავებს სიცივეს, როგორც მინა. ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად იყენებდნენ
დარაბებს. შემდგომ საუკუნეებში სასარკმლე მინა სულ უფრო იაფი ხდება და მასზე
მოთხოვნილებაც იზრდება.
მინის წარმოება რომიდან გავრცელდა ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში,
გერმანიაში, შავი ზღვის ბასეინის ქვეყნებში.
330 წელს იმპერიის დედაქალაქის კონსტანტინოპოლში გადატანისთანავე,
კონსტანტინე დიდმა მაშინვე გადაიყვანა სხვადასხვა ხელოსნები და მათ შორის მინის
მწარმოებლებიც. ასე წარმოიშვა ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით მინის წარმოების ახალი
და მძლავრი ცენტრი. მეცნიერები ერთხმად მიაწერენ ბიზანტიას განსაკუთრებულ და
მნიშვნელოვან როლს მინის წარმოების ხელოვნებასა და ტექნიკაში. ბიზანტიის მთავარი
დამსახურებაა მოზაიკური ტექნიკის განვითარება. პირველი დაწვრილებითი ცნობები
ბიზანტიაში მინის წარმოების განვითარებაზე და ტექნიკაზე გვხვდება პრესვიტერ
თეოფილეს (XII ს-ში მცხოვრები ბენედიქტელი მღვდელი) ნაშრომში ,,ტრაქტატი
სხვადასხვა ხელოსნობებზე’’, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის გადმოცემული ოქროს
სმალტების დამზადების ბიზანტიური წესი. ოქროს სმალტას თეოფილე მოიხსენიებს
როგორც ,,ბერძნულ მინას“ და აღნიშნავს, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია
ანალოგიურია სარკმლის მინის დამზადების ტექნოლოგიისა. ბიზანტიის დიდი
დამსახურებაა რომის უძველესი ტრადიციების გადმოღება და მისი შემდგომი გადაცემა
ვენეციაზე.
ადრეულ შუა საუკუნეებში მოხდა მინის წარმოების დაქვეითება და სახელოსნოების
შემცირება ევროპაში. VIII-IX სს-ში დამზადებული მინის ნაკეთობები ნაპოვნია ძალიან
მცირე რაოდენობით. მხოლოდ X-XI სს-ში იწყება ვენეციაში მინის წარმოების აღორძინება.
XIII საუკუნეში იწყება ვენეციაში მინის წარმოების განვითარება და ნაკეთობების გატანა მის
ფარგლებს გარეთ. მინის წარმოების განვითარებას დასავლეთი და შუა ევროპა ძირითადად
სწორედ ვენეციას უნდა უმადლოდეს. XIII საუკუნის ვენეციელ ოსტატებთან სწავლობდნენ
მინის წარმოებას ჩეხები, გერმანელები, ფრანკები.
მიუხედავად უძველესი, მრავალათასწლიანი კულტურისა, ისტორიულ
მეცნიერებაში ითვლებოდა, რომ ჩინეთში მინის დამოუკიდებელი წარმოება ქრ.შ-მდე არ
არსებობდა. უკანასკნელ ხანებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად უკვე შეიძლება
ითქვას, რომ ქრ.შ-მდე 550 წელს ჩინეთში არსებობდა მინის დამოუკიდებელი წარმოება.
უძველესი მინების ქიმიური ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ შემადგენლობაში
46
გარდა ძირითადი კომპონენტებისა შედის დიდი რაოდენობით ბარიუმის ოქსიდი (19,2%)
და ტყვიის ოქსიდი (24,5%). ორივე ეს კომპონენტი კაზმში შეყვანილია შეგნებულად.
როგორც ფიქრობენ, ბარიუმის შემცველობა წარმოადგენს ადგილობრივ (ლოკალურ)
თავისებურებას.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ინდოეთში ქრ.შ-მდე V
საუკუნეში არსებობდა მინის წარმოება და განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია
ქრ.შ-მდე III საუკუნეში. ინდოელი ოსტატები კარგად იცნობდნენ მინის ხარშვის ტექნიკას
და ნაკეთობების გამობერვით დამზადებას. ასევე კარგად იცოდნენ მანგანუმით
გაუფერულება და სხვადასხვა ოქსიდებით მინის შეფერვის ხერხები.
რუსეთში მინის წარმოებასთან პირველი გაცნობა მოხდა ბიზანტიიდან X საუკუნის
მიწურულში და უკვე 20-30 წლის შემდეგ, XI საუკუნის I მეოთხედში ჩამოყალიბდა
დამოუკიდებელ სკოლად და განსხვავდებოდა თავისი თანამედროვე სკოლებისაგან არა
მარტო მხატვრული სტილით, გამოშვებული პროდუქციის სახეობებით, ფორმებით და
დანიშნულებით, არამედ მინის ქიმიური შედგენილობითაც. ძველმა რუსულმა მინის
წარმოებამ იარსება თითქმის 250 წელი ჩასახვიდან 1240 წლამდე – მონღოლ-თათართა
შემოსევამდე.

მურანოს მინები

47
48
მინა ძველ საქართველოში და მისი ასახვა ლიტერატურაში

წარმოების ჩასახვის საწყის საფეხურზე მეტალურგია და მინის კეთება


ტექნოლოგიურად დაკავშირებულია ერთმანეთთან, რადგანაც ორივეს დამზადება
მოითხოვს სათანადო ცეცხლგამძლე ჭურჭელს და მაღალ ტემპერატურას.
საქართველო მეტალურგიის ერთერთი ადრეული კერაა და შესაძლოა, რომ მინის
წარმოებაც აქ ისეთივე ძველი საწყისის მქონეა. მინის თუ მინისებური ნივთების დამზადება
საქართველოს უძველეს მოსახლეობას ადრევე უნდა სცოდნოდა.
ვ. გონჩაროვის აზრით შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ იქ სადაც არსებობდა
ლითონების დნობა და სხვადასხვა ლითონური ნაკეთობების დამზადება, ერთდროულად
არ ეარსება მინის წარმოებასაც, რომლისთვისაც ირგვლივ საკმარისი რაოდენობით
იქნებოდა ნედლეული.
შეგვიძლია დავამატოთ, რომ ლითონების სადნობი ცეცხლგამძლე ქოთნები
გამოიყენებოდა მინის მოსახარშადაც და მეტალურგიული წიდები შეიძლებოდა
გამოყენებული ყოფილიყო მინის წარმოებაში ან როგორც მღებავები, ან როგორც მინის
კაზმის მთავარი კომპონენტი. იმ დროისათვის, ალბათ, იყენებდნენ ერთი და იგივე
კონსტრუქციის ქურებს.
დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური
მასალების მიხედვით, მინისაგან დამზადებული ნივთები ქრ.შ-მდე III ათასწლეულიდან
მოყოლებული ქრ.შ-ის XIV საუკუნემდე უწყვეტლივ გვხვდება სამარხეულ ინვენტარში,
ნამოსახლართა და ნაქალაქართა კულტურულ ფენებში. ამ დიდი დროის მონაკვეთში
კარგად ჩანს მინის ტექნოლოგიის განვითარების ეტაპები – უპრიმიტიულესი ტექნიკით
ნაკეთები მინისებური პასტის მძივებიდან ფაქიზ ჭურჭლებამდე და მინანქრის ბრწყინვალე
ნიმუშებამდე.
დროთა განმავლობაში იცვლება მინის დანიშნულებაც. თავდაპირველად მინისაგან
მზადდებოდა მხოლოდ სამკაულები (მძივები, საკიდები, ფერადი თვლები და საბეჭდავები).
მერე თანდათანობით ჩნდება ყოველდღიურ ყოფაში მოსახმარი საგნები – უმთავრესად
ჭურჭელი, რომელიც გარკვეულ ხანაში თიხისა და ლითონის ჭურჭელსაც ენაცვლებოდა.
ასევე ჩნდება სასარკმლე მინა და სამოზაიკე კენჭები. ამასთან, მინის ეს ნაწარმი ყოველ
ხანაში იმდროინდელი სტილისა და მომხმარებლის გემოვნების ანარეკლია.
მინის ჭურჭლის სიხშირე ქალაქებში, თანაც ჩვეულებრივ სამარხებში, ამ წარმოების
ფართოდ გავრცელებასაც გვიჩვენებს და იმის მაუწყებელიცაა, რომ ჭიქათქმოქმედება
საქალაქო ხელოსნობის ხელსაყრელი, მომგებიანი დარგი გამხდარა. როგორც ჩანს, ამის გამო
დიდ ქალაქებში ჩნდება ჭიქათმოქმედთა სახელოსნოები. ბუნებრივია, ამას სათანადო
ხელოსანთა ჯგუფის გაჩენაც მოჰყვა. შესაბამისად, გაჩნდა პროფესიის აღმნიშვნელი
ცნებები: იოანე მოსხის ,,ლიმონარში’’ (X ს.) გვხვდება: ,,მე ჭიქისა მოქმედი ვიყავ და
მხურვალებისა მისგან ცეცხლისა დავბრმი’’. არსებობდა ტერმინი ,,მეჭიქე’’, რაც
დადასტურებულია ი. აბულაძის ,,ძველი ქართული ენის ლექსიკონში’’: ,,ჯდა მახლობელად
საგზებელსა მეჭიქისასა და ტფებოდეს’’.

49
ბრილის (ქრ.შ-მდე V-IIIს) მძივები; სამთავროსა (I-III ს) და ურბნისის (I-VI ს) მინის
ნაკეთობათა ფრაგმენტები; წრომის ტაძრის( VII ს) ოქროს სმალტა

ბრილის მძივები მოხარშული 14500C-ზე

IV-V სს მინის სანელსაცხებლე ავჭალისკარის სამარხიდან

50
ჭიქათმოქმედების განვითარება დიდ ცოდნასა და მძიმე სამუშაოთა შესრულებას
მოითხოვდა. მინის სახარში პირველი ქურები, ცხადია, პრიმიტიული იყო და უმძიმეს
პირობებს ქმნიდა ამ დარგში მომუშავეთათვის. მინის წარმოების სამუშაოთა სიმძიმის
წარმოსადგენად საკმარისია ზემოთ მოყვანილი ციტატა ,,ლიმონარიდან’’.
მინის ჭურჭლის წარმოება ნელსაცხებლის შეკაზმვასთან იყო დაკავშირებული.
შემოტანის საგანს პირველ ხანებში ნელსაცხებელიც წარმოადგენდა. შემდგომში, მინის
ჭურჭლის გვერდით უნდა ჩასახულიყო ნელსაცხებლის კეთებაც. საამისო მითითება გვაქვს
,,წმინდა ნინოს ცხოვრებაში’’: სეფექალმა შროშანამ დაბანა ნინოს ხელი და ,,სცხო ზეთი’’. ამ
ტრადიციის გამგრძელებლია მენელსაცხებლე აბო თბილელი, რომელიც ნერსე ერისთავმა
სწორედ ამ ხელობის გამო ჩამოიყვანა საქართველოში. სანელსაცხებლე, ჩვეულებრივ,
დაკრძალვის რიტუალთან იყო დაკავშირებული და შესაძლოა, მეტწილად საამისოდ
განკუთვნილ-დამზადებულიც. მასში სურნელოვან სითხეს ასხამდნენ და ისე ატანდნენ
მიცვალებულს სამარხში.
სადღეისოდ არსებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით, XIV საუკუნიდან მინის
წარმოება, ისევე, როგორც სხვა ხელოსნური დარგები დაქვეითდა. თუმცა XVIII საუკუნიდან
იყო მცდელობა წარმოების ამ დარგის განახლებისა, მაგრამ ვერც ერთმა წარმოებამ ვერ
იხეირა, რისი მთავარი მიზეზიც იყო ბატონყმობის სიმტკიცე და ბაზრის შეზღუდულობა.

მინისა და მინის ნაწარმის ძველქართული


სახელწოდებები

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დამტკიცებულია, რომ ძველი ქიმიური


ტექნიკის ერთერთ დაწინაურებულ დარგს საქართველოში მინის წარმოება წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, ტექნიკური ხასიათის ქართულ წყაროებს, სადაც მოცემული იქნებოდა
ცნობები მინის წარმოების შესახებ, ჩვენამდე არ მოუღწევია. სამაგიეროდ, სხვადასხვა სახისა
და დროის უძველეს ლიტერატურულ ძეგლებში ხშირად მოიხსენიება მინა და თანაც
სხვადასხვა სახელწოდებებით. ამ ძეგლების დეტალური შესწავლა საშუალებას იძლევა
გავეცნოთ მინასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს, რომლებსაც
საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ადგილი.
საერთოდ, მინის, როგორც ნივთიერების, უძველეს სახელწოდებად მიჩნეულია
სიტყვა ,,ჭიქა’’. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ,,ჭიქა’’ მასალის მაუწყებელი იყო და შემდეგში
,,ჭიქისაგან’’ გაკეთებული სასმურის კუთვნილებად იქცა. აღნიშნული მოსაზრების
დამადასტურებელ არგუმენტს უნდა წარმოადგენდეს ერთერთ ყველაზე ადრეულ ქართულ
ლიტერატურულ ძეგლში ,,შუშანიკის წამება’’-ში (V ს.) მოყვანილი ერთი საგულისხმო
ცნობა, რომლის თანახმადაც შუშანიკს `,, . . . ცოლმან ჯოჯიკისმან მიართვა ღვინო ჭიქითა’’,
ხოლო შუშანიკმა ,,. . . განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა. . .’’ . ცხადია, ,,ჭიქა’’ ამ
შემთხვევაში სასმისის მნიშვნელობით არის ნახმარი. ამავე დროს, აქ თითქოს მის
მასალაზეც უნდა იყოს მინიშნება სიტყვა ,,შელეწვის’’ მეშვეობით, რომელსაც ავტორი ისეთი
არამსხვრევადი ჭურჭლის მიმართ არ გამოიყენებდა, როგორიც არის ხის, ან რაიმე
ლითონისაგან დამზადებული ნაკეთობა. აქ მხოლოდ მინის ნატიფი თხელკედლიანი
სასმისის ტიპი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც არქეოლოგიური მონაცემების თანახმად,
იმ დროისათვის საქართველოში უკვე იყო გავრცელებული მაღალი წრის ყოფაში
(აღსანიშნავია, რომ მინისათვის დამახასიათებელმა მსხვრევადობამ, ანუ `ლეწვადობამ’’
51
თანამედროვე ტექნიკურ ლიტერატურაშიც ჰპოვა ასახვა დამსხვრეული მინის მასის
აღმნიშვნელი ,,ლეწის’’ სახით). ის ფაქტი, რომ ,,შუშანიკის წამებაში’’ ჭიქა’’ სასმისის
სახით მოიხსენიება, იმის მაჩვენებელია, რომ სიტყვა ,,ჭიქა’’ მასალის მნიშვნელობით უფრო
ადრე იყო ცნობილი და იმ დროისათვის მისგან ჭურჭლის დამზადება იმდენად
ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა, რომ მან უკვე V-ს-თვის მოასწრო სასმისის
სახელწოდებაში ტრანსფორმირება. სამწუხაროდ, თვითონ ,,ჭიქა’’, როგორც მასალის
აღმნიშვნელი ტერმინი, იმ ადრეული პერიოდისათვის არ ფიქსირდება, როგორც წყაროების
სიმ-ცირის, ისე ტერმინოლოგიური ხასიათის ძეგლების საერთოდ ჩვენამდე
მოუღწევლობის გამო.
X-XI სს-ის ქართული მწერლობის ძეგლებიდან ჩანს, რომ ამ დროისათვის ,,ჭიქა’’
სასმისის მნიშვნელობასთან ერთად, თავის თავდაპირველ მნიშვნელობასაც ინარჩუნებს.
იოანე მოსხის ,,ლიმონარში’’ (X ს.) გვხვდება: ,,მე ჭიქისა მოქმედი ვიყავ და მხურვალებისა
მისგან ცეცხლისა დავბრმი’’. ,,ჭიქის მოქმედი’’ პროფესიის აღმნიშვნელი ცნებაა. არსებობდა
ტერმინი ,,მეჭიქე’’, რაც დადასტურებულია ი. აბულაძის ,,ძველი ქართული ენის
ლექსიკონში’’ : ,,ჯდა. . . მახლობელად საგზებელსა მეჭიქისასა და ტფებოდეს’’. სამწუხაროდ,
წყარო მითითებული არ არის, თუმცა ის, ლექსიკონისათვის შეგროვებული მასალებიდან
გამომდინარე, XI ს-ზე გვიანდელი ვერ იქნებოდა.
,,ვისრამიანის’’ (XI ს.) ქართულ თარგმანში ხშირად გვხვდება სიტყვა ,,ჭიქა’’ :
,,მიბოძე, ვისო, ბროლისა ხელითა სახელმწიფო ჭიქა, რომელსა შიგან ღუინო შენისა
ღაწუისაებრ დგას’’; ,,მოყურობა [ და მტერობა] ერთმანეთსა არ გაერევის მით რომელ ერთი
ჭიქა არის და ერთი-რკინა’’. როგორც ვხედავთ, პირველ შემთხვევაში ,,ჭიქა’’ სასმისის, ხოლო
მეორე შემთხვევაში - ნივთიერების მნიშვნელობითაა გამოყენებული.
,,ვისრამიანისაგან’’ განსხვავებით, ,,ვეფხისტყაოსანში’’ (XII ს.) ,,ჭიქა’’ ყოველთვის
სასმისის მნიშვნელობით არის გამოყენებული: ,,ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და
ლალისა’’.
ტიმოთე გაბაშვილი (?-1764 წ.წ.) ,,ჭიქის’’ ქვეშ გულისხმობს ნივთიერებას: ,, . . .
ქორაკანდელნი ჭიქისანი და ვერცხლისანი’’.
საინტერესოა ,,ჭიქის’’ სულხან-საბასეული (1658-1725წ.წ.) განმარტება. ადრეულ
რედაქციაში (1715-1716 წწ-ზე ადრე) ,,ჭიქა’’ განმარტებულია როგორც ნივთიერება,
რომლისგანაც შეიძლება სხვადასხვა ნაკეთობის მიღება. უფრო გვიანდელ რედაქციაში კი,
რატომღაც, საბა ,,ჭიქის’’ ქვეშ უკვე მინის ჭურჭელს გულისხმობს და ამავე დროს სიტყვა
,,მინის’’ განმარტებისას ის ,,ჭიქას’’ ისევ ნივთიერების მნიშვნელობით ხმარობს.
ვახტანგ VI-ს (1675-1737 წ.წ.) თავის თხზულებაში ,,წიგნი ზეთების შეზავებისა და
ქიმიის ქმნისა’’ ტერმინი ,,ჭიქა’’ გამოყენებული აქვს როგორც ნივთიერების, ისე ჭურჭლის
აღმნიშვნელად: ,,მერმე ის სინგური სამყით გალესე და რკინაზედ გინდოდეს, თუ ჭიქაზედ
დასცხე’’; ,,მერმე ნიშადური, ჭიქით რომ გამოგიხდია. . .’’. მხოლოდ ერთ შემთხვევაში, არ-
რაზის მისეულ თარგმანში, რომელსაც ქვემოთ მოვიხსენიებთ, ნივთიერება მინის სახით
აქვს წარმოდგენილი.
ქართულ ,,ჭიქასთან’’ ერთად, ძველ ქართულ ლიტერატურაში ჩნდება ნასესხები
სიტყვებიც, რომლებითაც აღინიშნება როგორც ჭურჭელი, ისე ნივთიერება. ამ მხრივ,
ყველაზე საინტერესო სიტყვაა ,,შუშა’’.
,,შუშის’’ ყველაზე ადრეული მოხსენიება უნდა გვქონდეს ადიშის ოთხთავის (897წ.
გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში. დაცული იყო ზემო სვანეთში, სოფ.
52
ადიშში) მათესა და მარკოზის თავებში. მის განხილვამდე, ჯერ შევეხოთ ჯრუჭისა (X
საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია შატბერდის მონასტერში
კალიგრაფ გაბრიელის მიერ 936 წ. აღმოჩენილია საჩხერის რაიონში ჯრუჭის მამათა
მონასტერში) და პარხლის (973 წ. გადაწერა შატბერდში იოანე ბერაიამ და შეწირა პარხალის
მონასტერს, რომელიც მდებარეობას ისტორიულ ტაოში) ოთხთავების მონაცემებს,
რომლებშიც ვკითხულობთ: ,,რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებლისაი; მათე, 26,7’’;
,,აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი; მარკოზი, 14,3’’. აღნიშნულ შემთხვევაში ალაბასტრი
მოიხსენიება ამავე ნივთიერებიდან წარმოებული ჭურჭლის მნიშვნელობით. ადიშის
ოთხთავის ქართველ მთარგმნელს ალაბასტრი - ჭურჭელი წარმოდგენილი აქვს ,,შიშ’’-ით:
,,რომელსა აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი დიდის სასყიდლისაი; მათე, 26,7’’; ,,რომელსა
აქუნდა შიშითა ნელსაცხებელი ნარდიონი პატიოსანი; მარკოზი, 14,3’’. შიშე/შიშ
სპარსულად ნიშნავს ამპულას, ბოთლს, ფანჯარას, ვიტრინას. როგორც ვხედავთ, ადრეულ
ეტაპზე, ქართულში ეს ტერმინი სპარსული ფორმით არის გამოყენებული.
საინტერესო ის არის, რომ თუ ,,ჭიქა’’ სასმისის სახელწოდებაზე გადასვლისას უკვე
ზოგადად ყველა მასალისაგან დამზადებულ სასმისს აღნიშნავდა, ,,შუშა’’ ქართულში მაინც
დარჩა, როგორც მინისაგან დამზადებული ჭურჭლის აღმნიშვნელი ცნება.
აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ტერმინ ,,შუშას’’ საერთოდ არ ხმარობს, როგორც
მინის, ისე მინის ჭურჭლის მნიშვნელობით. ეს სიტყვა მას დამახინჯებულ ტერმინთან
,,დამანთან’’ აქვს გაიგივებული და ორივე შემთხვევაში შოთის ფორმით ჩამოსხმულ
ლითონს გულისხმობს. სამაგიეროდ, ვახტანგ VI ძალზე ხშირად ხმარობს ტერმინ ,,შუშას’’
მინის ჭურჭლის მნიშვნელობით: ,, . . . მერმე. . . ამაებით შუშა შეავსე’’.
X-XI სს-დან გვხვდება სპარსულიდან შემოსული ტერმინი ,,მინა’’ და სპარსულად
ნიშნავს მინანქარს, ჭიქურს, მოზაიკას. საქართველოში ადრეულ ეტაპზე, როგორც ჩანს,
ტერმინი ,,მინა’’ უფრო ფერადი მინის ნაკეთობის ან მინანქრის აღსანიშნავად იხმარებოდა.
,,პეტრიწონის წესდების’’ (XI ს.) მიხედვით, ,,მინა’’ მწვანე ფერის მინის ჭურჭელს
აღნიშნავს. XI-XVI საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებში ,,მინა’’ ხშირად გვხვდება
მინანქრის მნიშვნელობით. ივანე ლიპარიტის ძის ანდერძში (XI ს.) ნათქვამია: ,, . . .
დავასუენე ხატი წმინდისა გიორგი მთავარმოწამისა ოქროისა მინაითა... ’’ . XV-XVI სს-ების
ოთხთავის მინაწერში ვკითხულობთ: ,,დავწერე ჟამსა სიბერისასა ჩემისასა ოთხთავი და. . .
მოვჭედე მინაითა და თუალითა. . . ’’.
,,მინა’’, ისევე როგორც ,,ჭიქა’’, იხმარებოდა ნივთიერებისა და ჭურჭლის
აღსანიშნავად. სულხან-საბაც აღნიშნულ ტერმინს სწორედ ამ ორი მნიშვნელობით ხმარობს.
ერთ შემთხვევაში ,,მინა’’ განმარტებულია, როგორც ,,ჭიქის საღვინე’’ (ე.ი. მინის სასმისი,
ანუ ჭურჭელი), ხოლო მეორე შემთხვევაში მინანქრის მნიშვნელობით ხმარობს, რაზედაც
მიუთითებს მისეული განმარტება: ,,ჭიქა არს ფერადი ელვარედ შემზადებული ილეკროთა
ზედა მხატ(ვ)რულად ქმნად შემზადებული’’.
ვახტანგ VI ტერმინ ,,მინას’’ ხმარობს ჭურჭლის აღმნიშვნელად: ,,მერმე ერთს,
ცოტად მილმრუდს მინაში გამოხადე’’. იგი ზოგჯერ ჭურჭლის აღსანიშნავად
ერთდროულად ხმარობს ,,მინასაც’’ და ,,შუშასაც’’: ,, . . . მერმე მინაში ძალიანი ძმარი ჩაასხი,
არაბული ხის წებო, აწლის წვენიამაებით შუშა შეავსე’’.
ათონის მონასტრის აღწერისას ტიმოთე გაბაშვილი ამბობს: ,, . . . ფანჯარანი
თითოსახისა მინისა ყვავილებად მოჭრილი, დიდი პოლიელეო და ხომლნი და
ქორაკანდელნი ჭიქისანი და ვერცხლისანი უცხონი’’. ამ შემთხვევაში, ყვავილებად
53
მოჭრილი ,,მინა’’ წარმოადგენს ფერადი მინისაგან დამზადებულ ვიტრაჟს, ხოლო ,,ჭიქა’’,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოიხსენიება როგორც ნივთიერების აღმნიშვნელი.
XI ს-დან მოყოლებული, ქართულ ლიტერატურულ წყაროებში ხშირად გვხვდება
ტერმინი ,,ბროლი’’ და ის ხშირ შემთხვევაში აშკარად მინის ცნებასთან არის
დაკავშირებული (,,ბოლურ’’- არაბულიდან შემოსული ტერმინია და ნიშნავს ბროლს, მინას,
კრისტალს). ,,პეტრიწონის წესდებიდან’’ ცნობილია ,,სხვა ქსესტიონი ბროლისა’’, ე.ი.
ბროლის სასმისი. დავით აღმაშენებლის ანდერძში ნათქვამია: ,,ბროლისა ბაზიჯისა და
მინისა კადრებული. . .’’. ,,ვისრამიანში’’ ხშირადაა მოხსენიებული ,,ბროლი’’: ,, . . . მრავალი
ბროლისა ჯამი, ტაბაკნი და ოქროისა ჭურჭელი. . .’’.
ცხადია, რომ ეს ჭურჭლეული მთის ბროლისაგან დამზადებული ვერ იქნებოდა,
ვინაიდან ტექნიკურად ძალზე ძნელი სამუშაო იყო შესასრულებელი. საერთოდ,
ლიტერატურაში ცნობილია საკმაოდ მცირერიცხოვანი შემთხვევები, როდესაც მთის
ბროლისაგან ამზადებდნენ ნაკეთობებს.
ძველ რომში მინის ჭურჭელი ჩვეულებრივად მზადდებოდა ფერადი მინისაგან,
რადგანაც იგი არ მოითხოვდა განსაკუთრებულად სუფთა ნედლეულს. მაგრამ ყველაზე
ძვირად ფასობდა გამჭვირვალე, უფერო მინის ჭურჭელი, რომლის დამზადებაც
ტექნიკურად შედარებით ძნელი იყო და გარეგნულად გავდა მთის ბროლს. ამიტომაც, მისი
სახელწოდებაც ამავე ტერმინით იყო წარმოდგენილი.
არ-რაზის (IX ს.) განმარტებით: ,,მინა არსებობს სხვადასხვაგვარი. ყველაზე კარგი
ხარისხისაა სირიული თეთრი (უფერული) გამჭვირვალე მინა, რომელიც თავისი
თვისებებით გვაგონებს ბროლს’’. სხვათაშორის, არ-რაზის ფრაგმენტის ვახტანგ VI-სეულ
თარგმანში, ეს წინადადება მოყვანილია ასეთი სახით: ,,მინა მრავალგვარია, მაგრამ შამისა
სჯობს. ასეთი წმინდა უნდა იყოს, რომ ბროლსა გვანდეს~.
ბროლისა და უფერული მინის იდენტურობაზე მიუთითებს ბირუნი (X ს.),
რომელიც აღნიშნავს, რომ: ბროლი არის ბუნებრივი მინა, ხოლო მინა (ჩვეულებრივი) –
ხელოვნური პროდუქტია.
,,მინა’’ და ,,ბროლი’’ ხშირად გვხვდება `ვეფხისტყაოსანში’’: ,,შემოვიდა ღაწვი-
ვარდი, ბროლ-ბალახში, მინასათი’’; ,,ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით
მიწყობილისა’’. აქ ,,მინა’’ და ,,ბროლი’’ შედარების და მეტაფორის საგანია და სილამაზისა
და მშვენიერების გამოსახატავად იხმარება. რუსთაველი ,,მინას’’ ფერადი მინის
მნიშვნელობით ხმარობს, ხოლო ,,ბროლში’’ შეიძლება როგორც მთის ბროლს, ისე უფერო,
გამჭვირვალე მინასაც გულისხმობდეს.
საბასეული განმარტებით - ,,ბროლი ბუნებით თეთრი ქვაი არს და ჭიქისაგან
შეიმზადება’’.
ჩვენი აზრით, ქართულ წყაროებში მოხსენიებულ ბროლის ჭურჭელში თეთრი,
უფერო მაღალხარისხიანი მინისაგან დამზადებული ჭურჭელი იგულისხმება. და თუ ისევ
დავუბრუნდებით ,,პეტრიწონის წესდებას’’, რომელშიც სხვადასხვა ჩამონათვალთან ერთად
ნახსენებია: ,,სხვა ქსესტიონი ბროლისა. სხვა ქსესტიონი მწვანე, ეგრეთ წოდებული მინა’’,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ დაპირისპირებულია ფერადი მინა (კონკრეტულ შემთხვევაში
მწვანე) ბროლთან, რომელიც მინად აღქმის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ უფერულ
მინად უნდა ვცნოთ.

54
ქართულ ლიტერატურულ წყაროებში ხშირად გვხვდება ტერმინი ,,ჯამი’’. ,,ჯამ’’-
სპარსული სიტყვაა და ნიშნავს თასს, ფიალას, ფანჯრის მინას. ,,ჯამი’’ ხშირად მოიხსენიება
,,ვისრამიანში’’: ,,. . . მრავალი ბროლისა ჯამი, ტაბაკნი და ოქროისა ჭურჭელი. . .’’.
თეიმურაზ II-ის ლექსში ,,ქება სრისა’’ ვკითხულობთ: ,,და ფერადფერადის ჯამებით
შეხამებული ფანჯრები’’.
როგორც ვხედავთ, პირველ შემთხვევაში ,,ჯამი’’ სასმისის მნიშვნელობით არის
ნახმარი, მეორე შემთხვევაში კი - ფერადი სასარკმლე მინის აღმნიშვნელია.

მოზაიკა

მოზაიკა, ამ სიტყვის ფართო გაგებით, წარმოადგენს სახვითი ხელოვნების


განსაკუთრებულ სახეობას, რომელშიც ნახატის ასახვა ხდება სათანადო სახით
განლაგებული კერამიკული მოჭიქურებული ფირფიტებით, სხვადასხვა ჯიშის
ბუნებრივი ქვების და ფერადი მინების საშუალებით.
უძველესი მოზაიკები აღმოაჩინეს 1928 წელს ჩატარებული არქეოლოგიური
გათხრების შედეგად უძველესი ქალაქების ბაბილონის, ურუკისა და ურის
ტერიტორიაზე. ურში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქრ.შ-მდე 4000
წლის წინ აგებული ტაძრის ნანგრევები, რომლის კედლები და ნახევართაღები
მოპირკეთებული იყო მოზაიკით. Mმასალად გამოყენებული იყო გამომწვარი თეთრ, შავ
და წითელ ფერად შეღებილი თიხის ნატეხები.
4000 წლის წინ ჩასახული მოზაიკის ხელოვნება ტექნიკური ხერხებით თითქმის
უცვლელად არსებობდა ელინისტურ პერიოდამდე.
შესრულების ტექნიკისა და მოხატვის თავისებურებების მიხედვით, ანტიკური
მოზაიკა იყოფა ერთმანეთისაგან განსხვავებულ სამ სახეობად.
ანტიკური მოზაიკის უძველეს ტექნიკას ქრ.შ-მდე V-II სს. რომაელებმა უწოდეს opus
barbaricum. ამ ტექნიკით სრულდებოდა პერგამოს, ოლინფოს, პომპეის და კუნძულ
დელოსის სასახლეების იატაკების მარტივი ნახატებიანი მოზაიკა. მასალად იყენებდნენ
სხვადასხვა ფორმისა და ზომის თეთრ, ყვითელ და შავი ფერის ქვებს, რომლებიც წინასწარ
არავითარ დამუშავებას არ განიცდიდნენ. ბუნებრივ ქვებთან ერთად იყენებდნენ წითელი
ფერის გამომწვარ თიხის ნატეხებს.
იატაკის ანტიკური მოზაიკის ტექნიკა, რომელსაც რომაელებმა Opus tesselatum
უწოდეს, ემყარებოდა ბუნებრივი ფერადი ქვებისაგან დამზადებული 1სმ3 ზომის კარგად
გახეხილგვერდებიანი კუბიკების გამოყენებას. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენებოდა ქრ.შ-
მდე IV-I სს-ში ალექსანდრიაში, პომპეიში, რომში და ელინისტური ეპოქის სხვა ანტიკურ
ქალაქებში.
პლინიუსის მიხედვით, ყველაზე ცნობილმა პერგამოელმა მხატვარმა სოზმა
მოზაიკით მოხატა ოიკოს-ასარატოსად (გამოუგველი სახლი) წოდებულ სახლში იატაკი.
სახლს ასე ეწოდა იმიტომ, რომ მოზაიკაზე გამოსახული ნადიმის შემდეგ მიმობნეული
ხილი, ბოსტნეული და სხვა კერძები მხატვრის მიერ ისე ცოცხლად და რეალურად იყო
გადმოცემული, რომ იქმნებოდა დაულაგებელი და დაუგველი იატაკის ილუზია.
ელინისტურ და რომის ეპოქებში ფართოდ გავრცელებული Opus tesselatum -ის
მოზაიკური ტექნიკა შემდგომ ასწლეულებში თანდათანობით შეცვალა უფრო
55
სრულყოფილმა მოზაიკურმა ტექნიკამ, რომელსაც უწოდეს Opus vermiculatum. ეს
ტექნიკა გამოირჩეოდა სხვადასხვა ფორმისა და ზომის კუბიკებისა და ფირფიტების
საშუალებით მოზაიკური ნახატის ვირტუოზული შესრულებითა და სირთულით. ამ
ტექნიკით იქნა შესრულებული მრავალი მაღალმხატვრული ნაწარმოები, როგორიცაა
,,ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა დარიოსთან”, ,,ხარზე მონადირე ლომი” და სხვ.
Opus vermiculatum -ის ტექნიკით მუშაობისას მასალად იყენებდნენ
მრავალფეროვან კუბიკებს, რომლებსაც ამზადებდნენ სხვადასხვა ფერის ქვებისაგან –
მალაქიტის, ლაზურიტის, აქატის, ობსიდიანის, ოპალის, იასპის და ნახევრადძვირფასი
ქვებისაგან.
აღმოსავლეთის კულტურას ყოველთვის სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა
დეკორის ყველაზე უმცირესი დეტალების მიმართ. მაროკოული ფილა ზელიჯი (Zillij)
წარმოადგენს არმოსავლური ინტერიერის განუყოფელ ნაწილს. ზელიჯის პირველი
მოზაიკები განეკუთვნება XI საუკუნეს და მხოლოდ ოთხი საუკუნის შემდეგ მიაღწია
უდიდეს პოპულარობას ჯერ აღმოსავლეთის, ხოლო შემდეგ ევროპის კულტურაში. ამ სახის
მოზაიკას დღეს შეხვდებით როგორც აღმოსავლურ ინტერიერებში, ისე თანამედროვე
სკანდინავიურ დიზაინში. ტრადიციულად, ზელიჯის ფირფიტის ზომაა 3x3, ალაგებენ
მკაცრი გეომეტრიული თანმიმდევრობით და ღებულობენ ურთულესს და ულამაზესს
უზორებს. ზელიჯის ფირფიტებს იყენებენ როგორც შიგა, ისე გარე ზედაპირების
მოსაპირკეთებლად. აზულეჟუთი ხდება პანოების, ბუხრების, ფანტანების, ხამამების,
საუნების, ბასეინების, იატაკების, კიბეებისა და კედლების მოპირკეთება ულამაზასი
ორნამენტებით.

ქვის მოზაიკიდან მინის მოზაიკაზე გადასვლა ხდებოდა თანდათანობით,


რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და მკვეთრი ზღვარი ტექნიკის ამ ორ სახეობას
შორის დროში მათი გავრცელების მიხედვით არ არსებობს.

56
მოზაიკაში მინის გამოყენების შესახებ პლინიუსი წერდა, რომ ეს იყო ,,ახალი
აღმოჩენა”.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადრეფეოდალური (ქრ.შ IV_XII სს)
დროიდანვეა ცნობილი მოზაიკურ მხატვრობაში სმალტების გამოყენება: მარტვილის
მონასტრის (VI ს) და მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის მოზაიკა (VI ს), შორეთისა და
წრომის ტაძრების (VII ს) მოზაიკა და შუა ფეოდალრი ხანის კედლის მონუმენტური
მხატვრობის ბრწყინვალე ნიმუში _ გელათის მოზაიკა (XII ს), რომელიც მსოფლიო
მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს.
ამ სიას ჩვენი აზრით უნდა დაემატოს იერუსალიმთან ახლოს ბირ-ელ-კუტის წმ.
თევდორეს ქართული მონასტრის (V-VIსს) მინის მოზაკა. მართალია, მონასტერი
საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს, მაგრამ როგორც ერთი მოზაიკური
წარწერიდან ჩანს, მოზაიკის დაფენაში და შესაძლოა მის დამზადებაშიც უშუალოდ
ქართველი ბერები იღებდნენ მონაწილეობას. მოზაიკის იატაკზე ყველა წარწერა
შესრულებულია ასომთავრულით და უქარაგმოდ იკითხება ასე:
1. შეწევნითა ქრისტესითა დამ
2. ეოხებითა წმიდისა თეოდორეისითა
3. შეიწყალენ ანტონი აბაÁ და იოსია მო
4. მსხმელი ამის სეფისაÁ და მა
5. მა_დედაÁ იოსიაÁსი ამენ.
სმალტების დამზადებასა და მოზაიკური ნახატის შესრულებაში დიდად რომ
იყვნენ დახელოვნებული ძველი ქართველი ოსტატები, ამაზე მეტყველებს ცნობა XI
საუკუნის რუსული საისტორიო ძეგლიდან ,,გარდასულ წელთა ამბავი”, რომელიც
გვამცნობს იმის შესახებ, რომ კიევის წინდა სოფიას ტაძრის (989 _996 წწ) მოზაიკით
შემკობაში მონაწილეობა მიუღიათ ობეზ ე.ი. აფხაზ, ანუ დასავლეთ საქართველოდან
ჩამოსულ ხელოსნებს.
საქართველოში ხდებოდა არა მარტო კედლის მოზაიკური მოხატვა, არამედ
სამოზაიკო კენჭების ადგილობრივი დამზადებაც. მინის მოზაიკებს შორის ყველაზე
ეფექტურია ე.წ. ოქროს სმალტა. როგორც ლაზარევი აღნიშნავს, სმალტებს შორის ოქრო
ყველაზე შუქმფენი მასალაა, რადგანაც ელვარებისას თვითონვე ხდება სინათლის
წყარო. მაგრამ ეს არ არის რეალური შუქი, შეიძლება ითქვას მაგიურია. იგი
აღამაღლებს ფიგურას სივრცისა და დროის მიღმა გარემოში, რითაც აძლიერებს
გამოსახულების მიწიდან მოწყვეტის ეფექტს და სწორედ ეს იყო შუა საუკუნეების
მხატვართა ძირითადი ამოცანა, რითაც უნარჩუნებდნენ გამოსახულებას ამაღლებულ და
საზეიმო ხასიათს.
ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში მინის მოზაიკის აღსანიშნავად იხმარება
ტერმინი `სოფიო’’. პირველი ცნობა ჩნდება XI ს-ში ექვთიმე მთაწმინდელთან: ` . . .
წმინდანი და პატიოსანნი, გინათუ წამლითა დაწერილ იყვნენ, გინათუ სოფიოითა. . .”.
შემდგომი პერიოდის ძეგლებშიც იგივე ტერმინია ხმარებაში, მხოლოდ ზოგჯერ
გარკვეული ვარიაციით. კერძოდ, `სოფიოს’’ გარდა ტიმოთე გაბაშვილი ხმარობს
`სოფიას კენჭს’’: `გუმბათი და კამარანი - ელვარეს სოფიას კენჭით სახენი
ჩაგულქანდებული’’. სულხან-საბა ორბელიანთან (`მოგზაურობა ევროპაში’’) ვხვდებით
`სოფიოს კენჭს’’, `სოფიოს’’ და ზოგჯერ მხოლოდ `კენჭს’’ - `. . . სოფიოს

57
კენჭითაც მრავალგან, ზოგი გარედამაც სოფიოთ დახატული იყო’’, მაგრამ რატომღაც
`სოფიო’’ არა აქვს შეტანილი თავის ლექსიკონში.
მინის მოზაიკის აღმნიშვნელ ამ ქართულ სახელწოდებას ჩვეულებრივ
უკავშირებენ კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარს (VI ს.), რომელიც
განთქმულია მოზაიკით და როგორც ფიქრობენ, სწორედ ეს ფაქტი დაედო
საფუძვლად ქართულ ენაზე მოზაიკის ცნების `სოფიოდ’’ აღქმას. თითქმის
გარკვეული უნდა იყოს აღნიშნული ტერმინის ქართულში შემოსვლის გზა, მაგრამ
საქმე იმაშია, რომ გაცილებით ადრეული მონაცემებით, მოზაიკის ცნების აღმნიშვნელ
ტერმინად მოყვანილია `სეფი’’, რომელიც ცნობილია ბირ-ელ-კუტის (იერუსალიმი)
ქართული მონასტრის ნანგრევების ერთი წარწერიდან: ` . . . მომსხმელი ამის სეფისაი.
. . ’’ (წარწერა შესრულებულია ასომთავრულით). ბირ-ელ-კუტის მონაცემები ეჭვის
ქვეშ აყენებს ტერმინ `სოფიოს’’ ტაძრის სახელწოდებიდან მომდინარეობის ვარაუდს.
სოფიის ტაძრის მშენებლობა დასრულდა 537 წ. მაშინ, როდესაც ბირ-ელ-კუტის წარწერა
რამდენიმე წლით უსწრებს ამ მოვლენას.

გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა

ბასილი კესარიელის (IV ს.) `სწავლათას’’ ექვთიმე ათონელისეულ (X-XI სს. )


თარგმანში ვკითხულობთ: ` . . . მიეც ქვისა მთლელთა, ოქრომჭედელთა, ხუროთა,
მეოქროსოფიოთა, მხატვართა. . . ’’. ისევე, როგორც `ლიმონარში’’ `ჭიქის მოქმედი’’, ამ
შემთხვევაშიც `მეოქროსოფიე’’ პროფესიის აღმნიშვნელი ტერმინია.
სიტყვა `სეფი’’ კი უკავშირდება კენჭის ბერძნულ სახელწოდებას `ფსეფ’’-ს.
ცხადია, რომ მოზაიკის თავდაპირველ მნიშვნელობადD ქართულში მართლაც უნდა
ეხმარათ ტერმინი `სეფი’’, ვინა-იდან მოზაიკის საწყისი პერიოდი დაკავშირებული
58
იყო ქვასთან, რომელიც პირველი საუკუნიდან შეცვალა მინამ. `სეფის’’ `სოფიოდ’’
შეცვლას, როგორც ეტყობა, X ს-ში უნდა ჰქონოდა ადგილი. არ არის გამორიცხული,
რომ ამ ცვლილების ავტორი ექვთიმე მთაწმინდელი იყოს (?-1028 წ.). ყოველ
შემთხვევაში, მის მიერ X ს-ის მიწურულში თარგმნილ `მცირე სჯულის კანონში’’
მოზაიკის ცნება ტერმინ `სოფიოთი’’ არის გამოხატული: ` . . . გინა თუ სოფიოითა. .
.’’. მოგვიანებით ამ სიტყვას კენჭიც დაუმატეს, რაც თანამედროვე მნიშვნელობით
მოზაიკის კენჭად აღიქმება.

ძველ მსოფლიოში მეჭურჭლეობის ჩასახვა და განვითარება

ქიმიურთან ახლოს მდგომი წარმოებებიდან ერთერთი კერამიკაა. კერამიკული


კეცის ხასიათის (გამჭვირვალე, გაუმჭვირი, მინისებრი, მიწისებრი, მსხვილმარცვლიანი და
ა.შ.), მისი შედგენილობის თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური დამუშავების მიხედვით
არსებობს კერამიკული ნაკეთობების შემდეგი ძირითადად კლასიფიკაცია:
1)სამეთუნეო ნაკეთობა - კეცი ფორიანია, ფერადი, საკმაოდ უხეში;
2)ტერაკოტა - მოუჭიქავი კერამიკული ნაკეთობა ფორიანი კეცით, წითელი, დაფარული
ჭიქურით ან მინანქრით;
3)მაიოლიკა - კერამიკული ნაკეთობის სახეობა ჭიქურით ან მინანქრით დაფარული
მსხვილი ფორებიანი ფერადი კეცით;
4)ნახევარფაიანსი - ჭიქურით ან იშვიათად მინანქრით დაფერილი ფორიანი, ღია
ნაცრისფერი ან თეთრი უხეში კეცით;
5)ფაიანსი - უფერო ან გამჭვირი ჭიქურით დაფარული კერამიკული ნაკეთობა, რომელსაც
აქვს თეთრი, ღია ნაცრისფერი, ნაცრისფერი, იშვიათ შემთხვევაში ფერადი სქელი
წვრილფორიანი კეცით;
6)ოპაკი - ფაიანსის ხარისხობრივად მაღალი სახეობა თხელი, თეთრი, ფორიანი კეცით,
რომელიც ოდნავ განსხვავდება ფაიფურისაგან, რის გამოც მას უწოდებენ ,,გაუმჭვირ
ფაიფურს და ირთვება როგორც ფაიფური და ფაიანსი;
7)ქვის ნაკეთობა - ძირითადად გამჭვირი, ზოგჯერ კრისტალური ან მქრქალი ჭიქურით
დაფარული თითქმის უფორო, ძირითადად ნაცრისფერი ან ყავისფერი, იშვიათად თეთრი
მკვრივი კეცით;
8)ფაიფური - გამჭვირი, ზოგჯერ კრისტალური ან სხვა მხატვრული ჭიქურით დაფარული
შუქზე გამჭვირვალე უფერო კეცით;
9)ბისკვიტი - განსაკუთრებული შედგენილობის მოუჭიქავი ფაიფური სპეციალურად
პატარა ზომის ქანდაკებებისათვის.
სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი თიხის დამუშავებასთან დაკავშირებული
სიტყვა კერამიკა ბერძნულიდან არის აღებული. ძველი საბერძნეთის მკვიდრნი მეკეცე
ოსტატს ,,კერამეუს’’-ს უწოდებდნენ, ,,კერამოს’’-ით კი მეკეცის ნაწარმსა და მისი
დამზადებისათვის საჭირო ნედლ მასალას აღნიშნავდნენ. ქალაქ ათენის ერთერთ უბანსაც
სიტყვა ,,კერამოს’’-ის ძირისაგან წარმოებული სახელით ,,კერამეიკოს’’-ით იხსენიებდნენ და
თიხის ჭურჭლის ბაზარსაც ,,კერამეიკოს’’-ს უწოდებდნენ.
ბერძნული ’’კერამიკა’’ ქართული მეკეცეობის ანუ მეთუნეობის შინაარსის შემცველი
ტერმინია.

59
კერამიკულმა წარმოებამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ადამიანის ცხოვრების
პირობების გაუმჯობესებას და ველურობისა და ბარბაროსობის მიჯნაზე წარმოშობილი
მეთიხეობის განვითარება, ათეულ საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა ხალხის ხელში
სხვადასხვა გზით წარიმართა, მრავალგვარი ცვლილება განიცადა და ცივილიზებულმა
ადამიანმა თიხის დამუშავების ხელოვნება დღევანდლამდე მოიტანა.
მეცნიერები კერამიკული წარმოების და კერძოდ, მეჭურჭლეობის ავტორად ქალს
აღიარებენ. კერის დამცველმა და ბატონ-პატრონმა, სამზარეულო საქმის გამძღოლმა ქალმა,
ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოცდილების წყალობით, შესძლო სასმელ-საჭმელის
დამზადებისათვის ნაკლებად გამოსადეგი ჭურჭლის (ხის ქერქის, გოგრის, ხის ტოტების,
ცხოველის ტყავის და სხვ.) თიხის ჭურჭლით შეცვლა. სამზარეულო საჭიროების შედეგად
წარმოშობილმა თიხის ჭურჭელმა უდიდესი გადატრიალება მოახდინა სამზარეულო
ხელოვნებაში და ადამიანს საჭმლის ნორმალური წესით დამზადების შესაძლებლობა მისცა.
სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების გამო მიიჩნიეს მეჭურჭლეობა ადამიანის ცხოვრებაში
მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენად და ნეოლითური კულტურის სიამაყედ.
ხარშვის მარტივი წესის უვარგისობამ მიაპყრო ადამიანის ყურადღება უკეთესი
საჭურჭლე მასალის მოპოვებისაკენ და თიხის ჭურჭელმა საჭმლის მოხარშვის პრიმიტიული
წესი სრულქმნილი გახადა.
თიხის საჭურჭლე მასალად გამოყენების იდეის დაბადებამდე პირველყოფილ
ადამიანს უკვე ჰქონდა შემჩნეული მისი ძარღვიანობა – მიწის სხვა სახეობებისაგან
განსხვავებული თავისებურება. მეცნიერთა აზრით, ადამიანმა თიხა პირველად სხეულის
შესაღებად გამოიყენა. ტანსაცმლის სიმცირის ან არ არსებობის პირობებში, სხეულის დაცვას
ტანის საღებავებით დაჭრელების ჩვეულება ემსახურებოდა.
ანდამანის კუნძულების (არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში) მაცხოვრებლები დღესაც
ტანს ქონისა და ფერადი თიხის ნარევით იფარავენ, რასაც სავსებით პრაქტიკული
დანიშნულება აქვს – ადამიანს იცავს მცხუნვარე მზისა და მწერების თავდასხმის
საშიშროებისაგან.
XVIII ს-ის მკვლევარის გოგეს დებულების მიხედვით, ადამიანმა პირველად
ცეცხლისაგან დაზიანებული ჭურჭელი გალესა, რათა საბოლოო დაწვისაგან გადაერჩინა,
მაგრამ გამოცდილებით დარწმუნდა რა, რომ თიხას პირველადი ჭურჭლის გარეშეც
შეუძლია მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირდაპირ თიხისაგან დაიწყო ჭურჭლის
გაკეთება და მეჭურჭლეობაც ამგვარად აღმოცენდა.
ადამიანი პირველ ხანებში რთულსახოვანი ჭურჭლის დასამზადებლად ჯერ კიდევ
დიდხანს კალათების, გოგრისა და ხის ჭურჭლის სახით არსებული ყალიბებით
სარგებლობდა; გარკვეული დროის შემდეგ კი, გამოცდილებით გამდიდრებული
მეჭურჭლეობის განვითარება საკუთარი გზით წარიმართა. ადრინდელი ჭურჭელი
კეთდებოდა ხელით, უჩარხოდ და იწვებოდა ღია ალზე. პირვანდელ ჭურჭელს უყურობა-
პირგანიერობა ახასიათებდა და საერთოდ სახეთა სხვადასხვაობის სიმცირესა და
ერთფეროვნებას განიცდიდა, მოკლებული იყო ყოველგვარ შეღებვას და მოხატვას, მაგრამ
ამოღარული თუ ზნექილი სახეებისაგან შემდგარი ორნამენტით იმკობოდა. კალათში
დაყალიბებულ ჭურჭელს საგანგებო დაჭრელება არც დასჭირდებოდა – დახლართული
წნულის კვალი გამოწვის შემდეგ მასზე თავისთავად აღიბეჭდებოდა.

60
მრავალსახეობათა შემცველი, ლამაზად ორნამენტირებული, ქვებისა და ხის
ფირფიტების დახმარებით გახეხილი და გლუვზედაპირიანი ჭურჭელი, და შეიძლება
თავისებურად შეღებილიც, კაცობრიობამ ნეოლითის ხანაშივე მოიპოვა.
ჭურჭლის მოსაჭრელი ხელსაწყო და რთულსახოვანი ჭურჭლეული კი
ბარბაროსობის უკანასკნელ საფეხურზე მდგომმა ადამიანმა შექმნა.
ადამიანის მეორე დიდი კერამიკული შენაძენის – აგურის – წარმოქმნა-განვითარებაც
ნაგებობათა განვითარების ისტორიას უკავშირდება. მეაგურეობის აღმოცენების ფესვებიც
უხსოვარ დროში იკარგება და მისი თავდაპირველი სათავე მოწნული ბინის კედლების (და
ტყეებით ღარიბ მხარეებში კი ქვის კედლების) თიხით გალესვაში ისახება.
ქრონოლოგიურად ეს საწყისები დაახლოებით მეჭურჭლეობის დაწყების ხანას ემთხვევა და
მისი შემდგომი წინსვლა, მორგანის მიხედვით, ბარბაროსობის საშუალო საფეხურზე
გამოუწვავი აგურის (ალიზის) შექმნით გვირგვინდება. დროთა განმავლობაში, გამძლე და
მაგარკედლებიანი შენობის შექმნის საჭიროებასთან ერთად, აგურის გამაგრების
აუცილებლობაც ჩნდება და ჭურჭლის გამოწვის მცოდნე ადამიანს აღარც აგურის გამოწვა
უძნელდება.
მეჭურჭლეობის პირველი აკვანი ძველმა აღმოსავლეთმა დაარწია, რადგანაც მან
ადრევე დაასრულა პალეოლითური იარაღებით შეჭურვილი ველურობის ხანა და ყველაზე
ადრე შედგა ფეხი ნეოლითის ხანაში. იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთის ღრმად
ცივილიზებული სახელმწიფოებრივი ცხოვრება უმაღლეს წერტილს აღწევდა, ყველაზე
განათლებულს დასავლეთის ხალხთაგან, ბერძნებს, ბარბაროსობისათვის თავი ჯერაც არ
დაეღწიათ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან
მოყოლებული, აღმოსავლეთის კულტურის მიღწევები დასავლეთს ეგეოსის კულტურის
ცენტრების საშუალებით სწვდებოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღმოსავლეთის ხალხთა
მიერ კერამიკის დარგში მიღებული გამოცდილებაც მისთვის ხელმიუწვდომელი არ
დარჩებოდა.
ფერადი ფილების დამზადების ხელოვნებაში განსაკუთრებული უპირატესობა
გამოავლინა შუამდინარეთმა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა სპარსულ-ისლამურ
კერამიკაზე. უძველესი ბაბილონური ფილების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს
ბერლინის მუზეუმში დაცული ცხოველებით მოხატული ფილები. ლომების, დრაკონების,
ხარების და მეომრების გამოსახულებები ლურჯ, თეთრ, მწვანე და ყვითელ ტონებში
ტექნიკური თვალსაზრისით იმდენად სრულყოფილია, რომ მშვენივრად არის
შემონახული დღემდე.
აღმოსავლეთის ხალხთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დაწაფებული ელადა,
კერძოდ შავი ზღვის ქვეყნებთან წარმოებული გაცხოველებული ურთიერთობის შედეგად
მონებითაც გამდიდრდა; ანტიკურმა საბერძნეთმა კოლხურ-სკვითური კულტურის
მნიშვნელოვანი ზეგავლენაც განიცადა. ქრ.შ-მდე VI საუკუნის მე-2 ნახევარში
შესრულებულმა ბერძნულმა წარწერებმა მონადქცეული კოლხი მეჭურჭლისა და
ჭურჭლეულის მომხატველი სკვითის სახელები შემოინახა.
ძველი აღმოსავლეთის მრავალფეროვანი კულტურის შექმნაში ქართველ ტომთა
წინაპრების მონაწილეობაც ივარაუდება.
ბიბლიაში ბევრი ადგილი გვხვდება ისეთი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ
მეთუნეობა კარგად იყო განვითარებული ისრაელში. ასურელებმა იცოდნენ სხვადასხვა
ფერის მოზაიკური აგურების დამზადება, ხოლო ნინევიაში და ბაბილონში სხვადასხვა
61
საგნებს ამზადებდნენ გამომწვარი თიხისაგან ნაწილობრივ რელიგიური
რიტუალებისათვის, ნაწილობრივ საოჯახო საქმიანობისათვის. ფიქრობენ, რომ ძველმა
ბერძნებმა მეთუნეობა ისწავლეს ეგვიპტელებისაგან. თუმცა, ინგლისელი
მღვდელმსახურის, მწერლის, თეოლოგის, მათემატიკოსის, გეოგრაფის, ასტრონომისა და
ენციკლოპედისტის რობერტ ბურტონის (1577-1640) გამოკვლევების მიხედვით, ეგვიპტური
კერამიკული ნაკეთობები არ წარმოადგენს ფაიანსს, რადგანაც შედგებოდა ქვიშაქვისაგან
(ქვიშაქვა - დანალექი ქანი, რომელიც შედგება თიხოვანი კარბონატული, კაჟმიწოვანი ან
სხვა შედგენილობის მასალით შეცემენტებული ქვიშის მარცვლებისაგან) და შეიცავდა
თიხის ძალიან მცირე რაოდენობას. კერამიკამ, რომელიც უძველეს ხელოსნურ დარგს
წარმოადგენს, ეგვიპტეში ვერც მხატვრული და ვერც ტექნიკური თვალსაზრისით ვერ
მიაღწია განსაკუთრებულ მაღალ დონეს. აგურებს, ჩვეულებრივად, აშრობდნენ მზეზე და
მზადდებოდა უმარტივესი ფორმის თიხის ჭურჭელი. თუმცა, სხვა რეგიონებში უკვე
წინაისტორიული დროიდან ცნობილი იყო გამომწვარი აგურები.
უკვე ჰომეროსის (ქრ.შ-მდე VIII ს) დროიდანაა ცნობილი კუნძულ სამოსზე
არსებული კერამიკული სახელოსნოები, რომლებმაც მისცა პოეტს საფუძველი ქება შეესხა
თავისი თანამედროვე კერამიკოსებისათვის. ელადაში კერამიკოსები მჭიდროდ იყვნენ
დაკავშირებული ისეთ დიდ მოქანდაკეებთან, როგორებიც იყვნენ ფიდიასი, პოლიკლეტი,
მირონი და სხვები, რომლებიც ხშირად ხატავდნენ კერამიკოსებისათვის ესკიზებს. ამ
გენიალური მოქანდაკეების დამსახურებაა, რომ ძველმა ბერძნებმა შესძლეს მიეღწიათ იმ
კეთილშობილი და დახვეწილი ფორმებისათვის, რომლებიც დღესაც იწვევენ ასეთ
აღფრთოვანებას და ვცდილობთ მათ მიბაძვას.
ხელოსნობის სხვა დარგებთან ერთად კერამიკამ სამხრეთ იტალიაში შეაღწია
საბერძნეთიდან. რა თქმა უნდა, აქ უკვე არსებობდა საკუთარი კულტურა, მაგ. ეტრუსკების,
მაგრამ ბერძნულმა ხელოვნებამ იგი დახვეწა, მას ახალი სუნთქვა შთაბერა.
რომაელებმა მეთუნეობა გაავრცელეს თავიანთ კოლონიებშიც. რომაული თიხის
ჭურჭელი გამოირჩევა ლამაზი მარჯნისფერი- წითელი ფერის თიხით ე.წ. terra sigillata
(ლუქის მიწა); ხშირად ასეთ ჭურჭელს რთავდნენ რელიეფური ორნამენტებით.
ადამიანთა დიდმა გადასახლებამ დიდი ხნით შეწყვიტა და გაანადგურა ევროპული
კულტურა. აღნიშნულ პერიოდში მზადდებოდა მხოლოდ აუცილებლობისათვის საჭირო
კერამიკული ნაკეთობები. მხოლოდ არაბების გამოჩენამ ააღორძინა ისევ ხელოვნება და
ტექნიკა მათთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი ფანტაზიით.
XII საუკუნის შუა პერიოდისათვის ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე არაბები
ამზადებდნენ ლამაზად მოჭიქურებულ და მოოქვრილ ვაზებს, აგურებს და შორენკეცებს,
რომლებსაც კუნძულის სახელწოდების მიხედვით უწოდეს მაიოლიკა.
კედლების მოსაპირკეთებლად ძველ აღმოსავლეთში იყენებდნენ კრამიტს.
მოგვიანებით დაიწყეს მოჭიქურებული კაფელ-კრამიტის დამზადება. VIII საუკუნეში
მავრებმა მოჭიქურებული კაფელის - ,,აზ-ზულაიჯის“ (არაბ. ,,გაპრიალებული ქვა“)
დამზადების ტექნიკა შეიტანეს ესპანეთში, სადაც მას უწოდებენ ,,ასულეხოს“ და
პორტუგალიაში, სადაც უწოდებენ ,,აზულეჟუს“. ესპანურ-მავრიტანული აზულეჟუს
წარმოების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა სევილია, საიდანაც XV საუკუნიდან
გავრცელდა პორტუგალიაში. პირველი აზულეჟუები საგრძნობლად განსხვავდებოდა
თანამედროვესგან. ისინი იყო ოთხფეროვანი - თეთრ-ყვითელ-მწვანე-ცისფერი, ჰქონდათ
რელიეფური ზედაპირი და ისლამური ტრადიციისამებრ მოხატული იყო გეომეტრიული
62
ორნამენტებით და ვარსკვლავებით. პორტუგალიელებმა სწრაფად გადაიღეს მავრებისაგან
აზულეჟუს დამზადების ტექნიკა და აპირკეთებდნენ შენობების არა მარტო ფასადებს,
არამედ შიგა კედლებს, იატაკს და ზოგჯერ მთელ ოთახს. აზულეჟუს ყველაზე ძველი
ნიმუშები გამოყენებული ქალაქ სინტრაში მეფის სასახლეში, სადაც აზულეჟუთი
მოპირკეთებულია რამდენიმე დარბაზი. აზულეჟუ არა მხოლოდ ორნამენტისათვის
გამოიყენებოდა, არამედ მას ტემპერატურის კონტროლის ფუნქციაც ჰქონდა.
თავდაპირველად, აზულეჟუ ხელმისაწვდომი იყო დიდგვაროვნებისათვის, რადგანაც XVI
საუკუნემდე იგი ძირითადად შემოჰქონდათ ესპანეთიდან და შედარებით მცირე
რაოდენობით ფლანდრიიდან და იტალიიდან. XVI საუკუნის ფილები უკვე იყო
სამფეროვანი - თეთრ- ლურჯ- ყვითელი და როგორც წესი, გადმოსცემდნენ ბიბლიურ და
მითოლოგიურ სიუჟეტებს, სცენებს წმინდანების ცხოვრებიდან, ნადირობის სურათებს და
ალეგორიულ კომპოზიციებს. აზულეჟუს ოქროს ხანა მოდის XVII საუკუნის დასასრულსა
და XVIII საუკუნის დასაწყისზე, როდესაც ჰოლანდიის ქალაქ დელფტიდან პორტუგალიაში
დაიწყეს ლურჯ-თეთრი ფილების შეტანა. XVIII საუკუნიდან უკვე პორტუგალიელმა
ხელოსნებმაც აითვისეს ახალი ტექნიკა და 1715 წლიდან შეწყდა იმპორტი ჰოლანდიიდან. ამ
პერიოდიდან თითქმის მივიწყებას მიეცა ძველი ფერები - მოდაში შემოვიდა ლურჯ-თეთრი
აზულეჟუ და სიუჟეტებად იყენებდნენ ჟანრულ კომპოზიციებს. როკოკოს პერიოდში (XVIII
საუკუნის მეორე ნახევარი) აზულეჟუ ისევ გახდა პოლიქრომული, რომელშიც ჭარბობდა
ნაზი ტონები. ნამდვილ სახალხოდ ეს ხელოვნება გადაიქცა XIX საუკუნის შუა ხანებში,
როდესაც დაიწყეს მისი მასიური წარმოება. ამ პერიოდიდან პრიალა ფილებით დაიწყეს არა
მხოლოდ სასახლეებისა და ტაძრების შემკობა, არამედ საცხოვრებელი სახლებისა და
სხვადასხვა დანიშნულების შენობების გარე და შიდა კედლების მოპირკეთება. ლისაბონში
არის კერამიკის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია პორტუგალიისათვის ასე
დამახასიათებელი მოჭიქურებული ფილების წარმოების განვითარება საწყისი ეტაპებიდან
დღემდე. ერთერთი ექსპონატი წარმოადგენს 1730 წელს აზულეჟუთი შექმნილ 40 მეტრი
სიგრძის პანოს, რომელზეც შესრულებულია ლისაბონის პანორამა 1755 წლის 1 ნოემბრის
დამანგრეველ მიწისძვრამდე.
როდესაც მაიოლიკის ხელოვნებამ ურბინოში დაცემა დაიწყო, ბევრი ხელოსანი
გადასახლდა კასტელდურანტში და ფაენცეში. ამ უკანასკნელის სახელის მიხედვით ეწოდა
ფაიანსი თეთრი მასისაგან დამზადებულ ჭურჭელს, რომელმაც მოგვიანებით შეცვალა
ძვირადღირებული ჩინური ფაიფური.
ფაიფურის გარჩევა ფაიანსისგან ყველაზე მარტივია ნაბზარის დათვალიერებით -
კერამიკის ნაბზარი წითელი ან ბორდოსფერია. მაგრამ, სპეციალურად ხომ არ გავტეხავთ
ჭურჭელს. ნაკეთობას გავხედოთ მკვეთრ სინათლეზე: ნამდვილი ფაიფური ყოველთვის
ატარებს შუქს, ხოლო ფაიანსი შუქგაუმტარია. ასევე, შეგვიძლია შევეხოთ ჭურჭლის შიდა
ზედაპირს: კერამიკას იგი აქვს ხაოიანი და დეკორატიული ჭიქურით დაფარვის შემდეგაც
არ პრიალებს.
საფრანგეთში ფაიანსის წარმოებამ აყვავება დაიწყო XVI საუკუნიდან. ეკატერინე
მედიჩიმ, რომელსაც ძალიან უყვარდა ხელოვნება და ძვირფასეულობა, ნევერში
დააარსებინა იტალიურის მსგავსი მაიოლიკის წარმოება, რისთვისაც გამოიწერა იტალიელი
ხელოსნები.
ჰოლანდიაში კერამიკა განვითარდა ძალიან ადრე. უკვე ჰენრიხ IV-ის მეფობის დროს
დელფტიდან და მისი შემოგარენიდან კერამიკული ნაკეთობები იგზავნებოდა ინგლისში.

63
დელფტის ფაიანსის წარმოება, რომელიც მიმსგავსებული იყო ჩინურთან და სარგებლობდა
დიდი მოწონებით, ყვაოდა XVIII საუკუნემდე და შეწყდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიწყეს
ბიოტგერის მიერ აღმოჩენილი ფაიფურის წარმოება.
საფრანგეთთან ერთად, მაიოლიკისა და ფაიანსის წარმოება ყვაოდა გერმანიაშიც.
ფაიანსთან ერთად, გერმანიაში უძველესი დროიდან ამზადებდნენ ნაკეთობებს ისეთი
თიხებისაგან, რომელთა შემადგენელი ნაწილები (ფლუსები) მაღალ ტემპერატურაზე
შელღვება ან შეცხვება თიხასთან. მიღებული მასა ისეთი მტკიცე ხდება, რომ ფოლადზე
დარტყმისას ყრის ნაპერწკლებს; ამონატეხი იღებს ბასრნაპირებიან ნიჟარის ფორმას. რბილი
ფაიანსისაგან განსხვავებით, ასეთ ჭურჭელს უწოდებენ ქვისას. ქვის ნაკეთობები
აღმოჩენილია უძველესი ეგვიპტის გათხრებისას (ე.წ. ეგვიპტური ფაიფური), ჩინეთში,
იაპონიაში.
ფაიანსმა და მაიოლიკამ უკანა პლანზე გადაიწია მას შემდეგ, რაც ალქიმიკოსმა იოჰან
ფრიდრიხ ბიოტგერმა ალბრეხტსბურგში მეისენთან ახლოს მიაგნო ფაიფურის დამზადების
ტექნოლოგიას, რომელიც შეესატყვისებოდა ჩინურ ფაიფურს. ამ დროიდან მოყოლებული,
საუკეთესო კერამიკოსები თავის შრომებს უძღვნიდნენ მხოლოდ ფაიფურის წარმოებას,
რომელიც უპირობოდ კერამიკის ყველაზე კეთილშობილი დარგია. ფაიფური
აბსოლუტურად სითხეგაუმტარი, მტკიცე და იმდენედ ცეცხლგამძლეა, რომ მასში საჭმლის
მოხარშვა შეიძლება; ხოლო მისი თეთრი ფერი და მსუბუქი გამჭვირვალობა მისი მოხატვის
არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა. ყოველივე ამის გამო, ფაიფური არის ძალიან
ძვირფასი მასალა არა მარტო საოჯახო ნივთების, არამედ ფუფუნების საგნების
დასამზადებლად.
პირველად ფაიფური აღმოჩენილი იქნა ჩინელების მიერ. ზოგიერთი მონაცემით
ქრ.შ-მდე II საუკუნეში, სხვა მონაცემებით - ძინის ეპოქაში (265-316 წწ.) და ნამდვილ
ხელოვნებად იქცა ქრ. შ-ის 600 წელს ტანგის დინასტიის დროს (617-907 წწ.). ამ პერიოდის
ნაკეთობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. სამაგიეროდ შემონახულია შემდეგი – ლუნგის
დინასტიის (960-1278 წწ.) დროინდელი ნაკეთობები. ფაიფურის ნაკეთობების
დასამზადებლად იყენებდნენ კაოლინს და ე.წ. ,,ფაიფურის ქვას”. ჩინეთში ფაიფურის
წარმოების თავისებურებას შეადგენდა მოჭიქურებული ნედლი ნაკეთობების ერთმაგი
გამოწვა 13000C ტემპერატურაზე. იაპონელებმა ფაიფურის წარმოება ისწავლეს
ჩინელებისაგან, მაგრამ შემდგომში განვითარდა სრულიად დამოუკიდებლად. სიამში,
სპარსეთსა და ინდოეთში აღმოჩენილი უძველესი ფაიფური მხოლოდ ჩინური
წარმოშობისაა.
ევროპაში პირველი ცნობები ჩინური ფაიფურის შესახებ ცნობლი გახდა ვენეციელი
მოგზაურის მარკო პოლოს მეშვეობით 1298 წელს, მაგრამ ფაიფურის შემოტანა დაიწყეს
მხოლოდ 1500 წლიდან პორტუგალიელებმა, რომლებმაც პირველებმა დიწყეს სავაჭრო
ურთიერთობები შორეულ აღმოსავლეთთან.
სახელწოდება ფაიფური – porcellan – ამ მასალას პორტუგალიელებმა უწოდეს ზღვის
ნიჟარის - porcella -ს (გოჭი) მბრწყინავ შიგა ნაწილთან მსგავსების გამო. ჩამოტანილ ჩინურ
ფაიფურს ჰქონდა ოქროს ფასი, ზოგჯერ უფრო ძვირიც კი იყო; მაგ. 48 ნაჭრიან სერვიზში
საქსონიის კურფიურსტმა ავგუსტ II-მ პრუსიის მეფეს დრაგუნთა მთელი პოლკი
გადაუხადა. ფაიფურის წარმოების საიდუმლო კი მთელი 200 წლის განმავლობაში რჩებოდა
ამოუხსნელი და ჩინურ ფაიფურთან შედარებით ყველაზე საუკეთესო ფაიანსებიც კი თავისი
მოხატულობითა და გარეგნული იერით წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სუროგატს.
64
ადრე მიაჩნდათ, რომ ჩინელებს გასაიდუმლოებული ჰქონდათ ფაიფურის წარმოება.
სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ფაიფურის წარმოების არცოდნა ევროპაში გამოწვეული იყო
თვით ევროპელების არაცნობისმოყვარეობით, რადგანაც ჩინურ ენაზე ძველი დროიდანვე
არსებობდა მრავალტომიანი ენციკლოპედია სხვადასხვა ხელოსნობების შესახებ. მე-19
საუკუნის ბოლოს ცნობილი ფრანგი სინოლოგის ჟულიენის მიერ ჩინურიდან ფრანგულ
ენაზე ითარგმნა ორი თხზულება – ერთი აბრეშუმის და მეორე ფაიფურის წარმოების
შესახებ. საინტერესოა, რომ ჩინური ფაიფურის წარმოების მეთოდები და გამოყენებული
ნედლეული აბსოლუტურად იდენტური აღმოჩნდა თანამედროვე ევროპაში წარმოებული
ფაიფურის ნედლეულისა.

აზულეჟუ - პორტუგალიური ცისფერი საოცრება

65
ჩინური ფაიფურის პირველ მიმსგავსებას წარმოადგენდა ფრანგული რბილი ანუ
ფრიტული ფაიფური (pate tender), რომლის დამზადებაც დაიწყეს 1695 წლიდან. თუმცა
მსგავსება მხოლოდ გარეგნულია, რადგანაც რბილი ფაიფურის მასა წარმოადგენს მინის
სახეობას, რომელსაც მინარევებით ანიჭებდნენ გაუმჭვირვალობას. აღნიშნული მასა
არამდგრადია, განსაკუთრებით გახურებისას. მისგან ნაკეთობების დამზადება იყო ძალიან
რთული. საჭირო იყო ძირითად შემადგენლობას დამატებოდა საპონი, წებო და სხვ., რათა
გაეზარდათ მისი პლასტიურობა.
ნამდვილი ევროპული ფაიფურის დამზადების მეთოდი პირველად აღმოაჩენილი
იქნა გერმანიაში მათემატიკოსისა და მინერალოგის გრაფ ერენფირდ ვალტერ ფონ
ჩირნჰაუზის (1651-1708) მრავალწლიანი დაუღალავი ძიების შედეგად. სხვათაშორის,
გრაფმა ძალიან ბევრი გააკეთა საქსონიაში მინის წარმოების განვითარებისთვის.
ჩირნჰაუზმა მიზნად დაისახა მიეგნო ფაიფურის წარმოების მეთოდისთვის, რითაც დიდად
გაახარებდა კურფიურსტ ავგუსტს, რომელიც დიდად აფასებდა ჩინურ ფაიფურს.
ჩირნჰაუზის მიერ დამზადებული სრულიად თეთრი ფერის ხუთი პატარა ჭიქა ინახება
დრეზდენის მუზეუმში. ჩირნჰაუზის ცდები უფრო წარმატებული იქნებოდა, ნაკეთობების
დამუშავების დროს რომ არ გამოეყენებინა ფაიფურისათვის არადამახასიათებელი მინის
წარმოების მეთოდები.
სანამ ჩირნჰაუზი ფაიფურის მიღების გზების დახვეწაზე მუშაობდა, კურფიურსტ
ავგუსტამდე მიაღწიეს ცნობებმა გერმანელი ალქიმიკოსის იოჰან ფრიდრიხ ბიოტგერის
(1682-1719) შესახებ, რომელიც სწავლობდა ბერლინის აფთიაქში და ამტკიცებდა, რომ
აღმოაჩინა ოქროს ხელოვნურად მიღების მეთოდი. პრუსიის მეფემ ბიოტგერს მოსთხოვა
ოქროს მიღება და უარის შემთხვევაში დაემუქრა დაპატიმრებით. ციხისთვის რომ თავი
დაეღწია, ბიოტგერი გაიქცა საქსონიის ქალაქ ვიუტენბერგში. პრუსიამ მოითხოვა
ბიოტგერის გადაცემა. საქსონელები კი თვლიდნენ, რომ ოსტატი, რომელსაც ოქროს მიღება
შეეძლო, მათთვის ზედმეტი არ იქნებოდა და გადაიყვანეს დრეზდენში, სადაც იძულებული
გახდა, უნდოდა თუ არ უნდოდა, გაეგრძელებინა თავისი ალქიმიური კვლევები
ჩირნჰაუზის მეთვალყურეობის ქვეშ. რა თქმა უნდა, ბიოტგერმა ოქროს მიღება ვერ შესძლო,
მაგრამ ფაიფურის მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. 1703 წლის წარუმატებელი
გაქცევის მცდელობის შემდეგ ბიოტგერი გადაიყვანეს ალბრეხტსბურგის ციხე-სიმაგრეში
მეისენის მახლობლად. ერთი წლის შემდეგ, ამზადებდა რა ადგილობრივი თიხისაგან
ტიგელებს, ბიოტგერმა შესძლო მიეღო წითელი მასა, რომელიც თვისებებით ფაიფურს
ჰგავდა. თეთრი ფაიფურის დამზადება ბიოტგერმა შესძლო 1706 წელს მინერალური
პუდრის საშუალებით, რომელიც შედგებოდა ძალიან სუფთა ფაიფურის თიხის წმინდა
ფხვნილისაგან და რომელიც მოჰქონდა შნეებერგთან ახლოს მდებარე აუედან. ამბობენ, რომ
მჭედელ შნორს, რომელმაც ყურადღება მიაქცია ცხენების ფლოქვებზე მიკრულ თეთრ
ფხვნილისებურ თიხას, აზრად მოუვიდა ამ ფხვნილით შეეცვალა ძვირადღირებული
ნამდვილი პუდრი, რომელიც მაშინდელი მოდის გამო ძალიან სწრაფად და დიდი
რაოდენობით იყიდებოდა. ციხე-სიმაგრეში გამომწყვდეული ბიოტგერი თავის ტუალეტზე
თვითონ ზრუნავდა. ერთხელაც, როდესაც მან მიიღო პუდრის პაკეტი, გადაწყვიტა მისი
გამოყენება ფაიფურის მისაღებად. 1907 წელს ბიოტგერმა კურფიურსტს მიართვა თავის
მიერ დამზადებული ფაიფურის პირველი ნივთი. 1710 წლის ივნისში ალბრეხტსბურგში
დაარსდა სამეფო ფაიფურის ქარხანა. 1863 წელს ქარხანა გადაიტანეს სხვა ადგილას, თუმცა
ისევ მეისენის მახლობლად. ბიოტგერი უხვად დააჯილდოვეს და მიანიჭეს აზნაურის
66
ტიტული, თუმცა მაინც ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა – ეშინოდათ არ გაქცეულიყო
და სხვა მონარქისთვის არ გაემხილა წარმოების საიდუმლო. მეისენის ფაიფურის ქარხნის
ნაწარმი ჩინურის მსგავსი იყო და ეს მსგავსება იმდენად ვირტუოზული იყო, რომ
სპეციალისტებსაც უჭირდათ ორიგინალისა და ასლის გარჩევა. მეისენის ქარხანაში
ფაიფურის წარმოების ტექნოლოგია მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მიუხედავად ამისა,
ერთერთმა მუშამ შესძლო წარმოების საიდუმლოში ჩაწვდომა და 1720 წელს ვენაში
დაარსდა ფაიფურის ქარხანა. ამას მოყვა ქარხნების დაარსება ანსბახში, ბაირაიტში,
ფიურსტენბერგში, ბერლინში, მიუნხენში.
საფრანგეთში ფაიფურის წარმოება დაიწყეს გერმანიაზე 30 წლით გვიან. მართალია,
მეისენის ფაიფურის საიდუმლო ფრანგებისთვისაც ცნობილი გახდა, მაგრამ ფაიფურის
ქარხნულ წარმოებას ხელს უშლიდა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, არ
არსებობდა არავითარი მონაცემები საფრანგეთში ფაიფურის თიხის საბადოების არსებობის
შესახებ. იმ ქვეყნებიდან კი, სადაც არსებობდა ფაიფურის ქარხნები, უმკაცრესად
იკრძალებოდა ნედლეულის გატანა. დამხმარედ მოევლინათ ერთი შემთხვევა: ღარიბი
დალაქის დარეს ცოლს, რომელიც ცხოვრობდა ლიმოჟის ახლოს, სჭირდებოდა მაუდის
სათელავი თიხა ქსოვილების გასათეთრებლად და ძებნის დროს გადააწყდა თეთრ, რბილ
მთის ქანს, რომელიც მისმა ქმარმა საჩვენაბლად წაუღო თავის ნაცნობ ბორდოელ
აფთიაქარს ვილარს. აფთიაქარის შეფასება, რომ აღმოჩენილი თიხა იყო კაოლინი,
გამოკვლევებით დაამტკიცა ცნობილმა ქიმიკოსმა მაკერმა. საბადო აღმოჩნდა ძალიან
მდიდარი და ბიძგი მისცა ფრანგული ფაიფურის წარმოებას. 1774 წელს სრული
დატვირთვით ამუშავდა სევრის ქარხანა, რომელიც ერთერთი უცნობილესია მსოფლიოში.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ითვლება, რომ, ფრანგული ფაიფურის
წარმოების აკვანი დაირწა სენ კლუში.
1759 წელს ესპანეთის მეფემ კარლოს III-მ მადრიდთან ახლოს თავის ბაღში მოაწყო
ფაიფურის ქარხანა. ჰოლანდიაში ცნობილია ჰააგის და ამსტერდამის ფაიფურის ქარხნები.
ინგლისში ჩელსის ქარხანა დაარსდა 1750 წელს. ქარხანა უშვებდა უმშვენიერეს
ნაწარმს, რომელიც შემორჩენილია ძალიან ცოტა და აქვთ საარაკო ფასი. 1751 წელსვე
დაარსდა ქარხანა ვორჩესტერში, რომლის ნაკეთობები თავისი დამღებით საოცრად ჰგავდა
ჩინურს და იაპონურს.
რუსეთში ფაიფურის პირველი ქარხანა აშენდა 1744 წელს პეტერბურგის
მახლობლად, სადაც გამოჩენილმა რუსმა ტექნოლოგმა და ექსპერიმენტატორმა დიმიტრი
ვინოგრადოვმა (1720-1758) დაიწყო სრულიად ორიგინალური რუსული ფაიფურის
წარმოება ადგილობრივი ნედლეულიდან. პირველი ნაკეთობები, რომელსაც 1748 წლიდან
უშვებდა ნევის პორცელანის მანუფაქტურა, იყო მაღალი ხარისხის და ჰპოვა მსოფლიო
აღიარება.

67
ჩინური ფაიფური

68
69
მეისენის ქარხნის ფაიფური

70
მეჭურჭლეობა ძველ საქართველოში

ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიაში კერამიკას


მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა შუა საუკუნეების მატერიალური
კულტურის სხვა ძეგლებთან ერთად კერამიკის უამრავი ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე
მოაღწიეს როგორც მთლიანი სახით, ისე ფრაგმენტებითაც. აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო
როგორც ჩვენი კერამიკის თავისთავადობა, ისე მისი კულტურული ურთიერთობა ახლო და
შორეული მეზობელი ხალხების ასეთნაირსავე კერამიკასთან.
მოინახა გარკვეული ადგილი ქართული კერამიკისათვის მისი დროის სხვა ხალხების
ამგვარ ნაწარმთა შორის.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების მიხედვით
კერამიკული ნაწარმი ორ ძირითად ჯგუფად დაიყო:
1. სამშენებლო – კომუნალური – კერამიკა;
2. კერამიკული ჭურჭელი (საზოგადო და საოჯახო დანიშნულების).
პირველ ჯგუფს ეკუთვნის:ა)აგური–კედლის ამოსაყვანად; ბ) მოჭიქურებული აგური
– მხატვრული აქცენტების შესაქმნელად; გ) კრამიტი – ბრტყელი და ნახევარწრიული,
როგორც მოჭიქურებული ისე მოუჭიქურებელი; დ) წყალსადენი მილები და ე.წ.
,,თანგირები”_ გამოიყენებოდა წყალსადენის ტრასაში წყლის დინების საკონტროლოდ.
მეორე ჯგუფს ეკუთვნის ძირითადი დანიშნულების კერამიკული ნაწარმი.
საოჯახო ჭურჭელი იმდენად მრავალფეროვანი, მრავალყალიბიანია და იმდენ
მრავალნაირ სახეს იძლევა, რომ ნათელი წარმოდგენა გვექმნება იმ მაღალი კულტურისა და
მხატვრული გემოვნების შესახებ, რომელიც ახასიათებდათ იმ ეპოქის ოსტატებს.
აღმოჩენილი ჭურჭელი დანიშნულების მიხედვით შემდეგნაირად იყოფა: ჭურჭელი
სითხეებისათვის - წყლის, ღვინის, ზეთის და სხვა; კარაქის სადღვებლები; სასანთლეები;
სამარილეები; ჭრაქები; ქვაბები; ქოთნები; ქილები და სხვ. სითხეებისათვის განკუთვნილი
კერამიკული ნაწარმი თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების
ჭურჭლებად. აქ ვხვდებით წვრილი ჭინჭილებიდან მოყოლებული მსხვილ ქვევრებამდე
ჭურჭელს.
ქართველმა ოსტატებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს მექვევრეობის
სფეროში. ქვევრი უძველესი დროიდან დიდ როლს ასრულებდა ქართულ სინამდვილეში.
ღვინის დაყენებისა და შენახვის გარდა, მას იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულების
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესანახად.
ზემოთ ხსენებული ორივე ჯგუფის კერამიკული ნაწარმისათვის იღებდნენ
სხვადასხვა თიხებს: სამშენებლო – კომუნალური კერამიკისათვის- ძირითადად მჭლე
თიხებს, ხოლო საოჯახო – სახმარი კერამიკისათვის კი შედარებით მსუქან – პლასტიკურ
თიხებს.
კერამიკული ნაწარმის ძირითადი სხეულის მისაღები თიხების გარდა, მათი
გარეგანი გამშვენიერების მიზნით იხმარებოდა სხვა თიხები მაგ. თეთრი ფერისათვის –
თეთრი თიხა – კაოლინი და წითელი ფერისათვის – რკინაჭარბი წითელი თიხა – წერნაქი.
კერამიკულ წარმოებაში როგორც ძირითადი კეცის მასის, ისე ჭიქურების შეღებვისათვის
იხმარება სხვადასხვა ლითონების ოქსიდები და მარილები. უმეტეს შემთხვევაში უბრალო

71
კერამიკული ნაწარმისათვის უძველესი დროიდანვე იყო გამოყენებული ლითონების
ოქსიდები:
1.კობალტის ოქსიდი (Co2O 3) იძლევა ლურჯ ფერს.
2.სპილენძის ოქსიდი (CuO) იძლევა მწვანე და მოლურჯო-მომწვანო ფერს.
3.მანგანუმის ოქსიდი (Mn2O3) იძლევა ყავისფერს და იისფერს. უმეტეს შემთხვევაში
იხმარება ბუნებრივი მამგანუმის მადანი–პიროლუზიტი (MnO ) მისი სიიაფის გამო.
4. რკინის (III) ოქსიდი (Fe2O3) და რკინის (II) ოქსიდი (FeO). პირველი იძლევა ყვითელს,
ხოლო მეორე - მწვანე ფერს.
შუა საუკუნეების ქართველი კერამიკოსები არაჩვეულებრივი გემოვნებით და
ოსტატობით ამკობდნენ კერამიკულ ნაწარმს ორნამენტული მხატვრული სახეებით. ისინი
ფართოდ იყენებდნენ ყველა იმ ტექნიკურ ხერხებს, რომლებსაც თავისი დროის კერამიკის
ტექნოლოგიის თავისებურება აძლევდა მათ. ოსტატი მხატვარი თავისი დროის შვილია და
ამიტომ თავის ნახელავზე ქმნის იმას, რასაც დრო უკარნახებს; რა მოთხოვნილებასაც
უყენებს ის საზოგადოება, ან საზოგადოების ის სოციალური ფენა, რომელსაც იგი თავისი
ნაწარმით ემსახურება. ქართველები იყენებდნენ როგორც მხატვრულ, ისე ტექნოლოგიურ
ხერხებს, რომლებიც იმ დროისათვის საერთო იყო არა მარტო მუსულმანური
აღმოსავლეთის ხალხისათვის, არამედ ქრისტიანული ბიზანტიისთვისაც.
ქართველებმა დახვეწეს და გაამდიდრეს ორნამენტული სახეობა და მისი
კომპოზიციები კერამიკულ ნაწარმზე.
ჩვენი ოსტატები ქმნიდნენ მაღალი მხატვრული ღირებულების კომპოზიციებს,
რომლებიც კი არ ღლის თვალს, არამედ ცალკეული წერტილების, ხაზებისა, თუ მთელი
ორნამენტული სახეობით ქმნიდნენ ნაწარმის მხატვრულ შემკულობას, რომლის გარეგანი
ყალიბიც თავისთავად დახვეწილია და მხატვრულია, თუმცა იგი მისი მეზობელი ერების
კერამიკული ნაწარმის იგივეობას ან სახესხვაობას იძლევა. ქართველი ოსტატები კარგად
იცნობდნენ თავიანთი მეზობელი ქვეყნების კერამიკოსთა მხატვრულ სახეებს. ზოგ
შემთხვევაში ისინი იყენებდნენ ამ სახეებს და აგრეთვე იმ მხატვრულ ტრადიციებს,
რომლებიც მათ შემქმნელ აღმოსავლელ ერებს ეკუთვნით.

ქართული ქვევრი და მოხატული ჭურჭელი


ელინისტური ხანის კულტურული ფენებიდან

72
ქართული კერამიკა

ლექცია 6
პირველი მანუფაქტურული საწარმოები შუა საუკუნეების ევროპაში

წარმოების ფორმა - მანუფაქტურა განვითარდა შრომის დაყოფისა და კონცენტრაციის


ხარჯზე. მან XV-XVI ს.ს. განსაკუთრებით მოიცვა საფეიქრო საწარმოები და არავითარი
გავლენა არ მოუხდენია ქიმიურ და მის მონათესავე წარმოებებზე.
XVI საუკუნეში ტექნიკაში, კომერციასა და მეცნიერებაში წამყვანი როლი ეკავა
იტალიასა და გერმანიას. მეტალურგიული ტექნიკის სათავეში იდგა გერმანია. იტალია,
განსაკუთრებით ვენეცია, თავის ბატონობას ავრცელებდნენ უფრო ნატიფ ტექნიკაზე; ასევე
დომინირებდნენ მხატვრულ-ხელოსნური კუთხით, როგორიცაა ლითონების დამუშავება,
მინის წარმოება, კერამიკა, საპნის ხარშვა, ქიმიური პრეპარატების დამზადება, რაშიც
შეგვიძლია დავინახოთ დამოუკიდებელი ქიმიური წარმოება ვიწრო გაგებით. ორივე ქვეყანა
ტექნიკურად და ეკონომიკურად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.
XVII საუკუნის დასაწყისისთვის მოხდა იტალიის და გერმანიის საწარმოო ცხოვრების
დაქვეითება, რაც განპირობებული იყო ამერიკის აღმოჩენით და მასთან ერთად ახალი
საზღვაო გზების, უფრო მდიდარი სასარგებლო წიაღისეულების და მადნების აღმოჩენით.
საზღვაო გზების პიონერებმა - ესპანეთმა და პორტუგალიამ, რომლებიც დამპყრობელ
ქვეყნებს წარმოადგენდნენ, ვერ შეძლეს სერიოზული სამეურნეო და ტექნიკური
წარმატების მიღწევა.
წინა პლანზე გამოვიდა ნიდერლანდები, სადაც XVII საუკუნეში ადგილი ჰქონდა
მეურნეობის და მრეწველობის აღმავლობას. თუმცა, ჰოლანდიელების ეკონომიკური
ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც იგი ეყრდნობოდა სუსტ ნაციონალურ
73
საფუძველს და კონკურენციას ვერ უწევდა დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებმაც
გაიმყარეს დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიის მრეწველობა XVIII საუკუნის
II ნახევრამდე ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას.
აღნიშნულ პერიოდში თანდათანობით ძალას იკრებს საფრანგეთის ინდუსტრია,
ხოლო ყველაზე ბოლოს მრეწველობის აღმავლობას დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან
მიაღწია ინგლისმა.
ქიმიურ მეცნიერებასა და ქიმიურ ტექნიკას შორის კავშირის განხილვისას ადვილი
შესამჩნევია, რომ XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან XVIII საუკუნის შუა პერიოდამდე
მონაკვეთი საგრძნობლად ჩამორჩება XVI საუკუნის ტექნოლოგიურ ლიტერატურას
სიმრავლითა და პრაქტიკული წამოწყებებით.

ქიმიური ტექნიკისა და მეცნიერების ურთიერთკავშირი XIII-XVI საუკუნეებში

XIII-XVII საუკუნეებში ნაკლებად შეიმჩნევა კავშირი მეცნიერებასა და სუფთა


ემპირიულად განვითარებად ტექნიკას შორის. XIII საუკუნის უდიდესი ალქიმიკოსების -
ალბერტ მაგნუსის (ალბერტ დიდი), როჯერ ბეკონის, არნალდუს დე ვილანოვას (გამოიგონა
ლაკმუსის ქაღალდი), რაიმონდუს ლულუსის, ვინსენტ დე ბოვეს თხზულებებში ნათლად
ჩანს ქიმიური პრეპარატების და ლაბორატორიული ოპერაციების შესანიშნავი ცოდნა,
მაგრამ მაინც იშვიათად ეყრდნობოდნენ საწარმოო ტექნიკას.
XVI საუკუნიდან იცვლება ქიმიური მეცნიერების ხასიათი და მისი დამოკიდებულება
ტექნიკისადმი. ჰუმანიზმი და აღორძინება ნათელ კვალს ამჩნევს მეცნიერებას და ალქიმია
ნელ-ნელა ქრება - ქიმიური მეცნიერება თანდათანობით უარს ამბობს ხელოვნურად ოქროს
მიღების იდეაზე. ქიმიური მეცნიერებისა და ტექნიკის ურთიერთკავშირი იცვლება
ორმხრივად: ჯერ ერთი, XVI საუკუნეში ქიმიისა და მედიცინის მჭიდრო კავშირის შედეგად
აღმოცენდა ე.წ. იატროქიმია (სამედიცინო ქიმია), პრეპარატული ფარმაცევტული ტექნიკა,
რომელიც მომავალში ითვალისწინებდა პრეპარატების დამზადების უფრო გვიანდელ
ტექნიკას; მეორე - მეცნიერება დაინტერესდა მანამდე უგულებელყოფილი ტექნიკით.
ამგვარად შეიქმნა პირველი შრომები ქიმიურ ტექნოლოგიაში.
XVI საუკუნეში წიგნების ბეჭდვის გამოგონებასთან ერთად გამოჩნდა მთელი რიგი
შრომებისა ტექნოლოგიაში, რომლებიც საშუალებას იძლევა ზუსტად აღვადგინოთ იმ
პერიოდის ტექნიკური პროცესები. აღნიშნული პერიოდის ავტორებისათვის
დამახასიათებელია ზუსტი დაკვირვება, ნათელი მეცნიერული აზრი. XVI საუკუნის
მეცნიერებს შეიძლება ეწოდოთ სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინის ჰუმანისტები.
წიგნის ბეჭდვის მეთოდი მოძრავი ლიტერების საშუალებით, რომელმაც უდიდესი გავლენა
იქონია არა მარტო ევროპულ, არამედ მსოფლიო კულტურაზე ეკუთვნის იოჰან გუტენბერგს
(1397 ან 1400-1468). თავისი უმთავრესი ნაშრომის 42 გვერდიანი ბიბლიის (არაუგვიანეს 1455
წ.) დაბეჭდვამდე, გუტენბერგი ბეჭდავდა კალენდრებს, ლათინური გრამატიკის
სახელმძღვანელოებს, ინდულგენციებს. პირველ სტამბა საქართველოში დააარსა ვახტანგ
VI-მ 1708-1709 წლებში და პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი იყო ,,სახარება“.
XV- XVI საუკუნეების შრომების ავტორები ტექნოლოგიურ და გამოყენებით ქიმიაში,
ცალკეული გამონაკლისების გარდა, არიან გერმანელი და იტალიელი ავტორები. შინაარსის
მიხედვით, შრომები იყოფა ორ ჯგუფად: 1) შრომები, რომლებშიც სჭარბობს სამთო და
საქარხნო საქმის და მათთან ახლოს მდგომი წარმოების დარგების აღწერა. 2) შრომები,
74
რომლებშიც სჭარბობს ფარმაცევტული ტექნიკა, ქიმიური პრეპარატების დამზადება და
გამოხდის ხელოვნება.

მინის წარმოება XVII - XVIII საუკუნეებში

XVII საუკუნიდან ვენეციური მინის წარმოებამ განიცადა მნიშვნელოვანი დაცემა. იგი


შეცვალეს ფრანგულმა და გერმანულმა, მოგვიანებით ინგლისურმა ქარხნებმა. სულ მოკლე
ვადაში, რაც კოლბერმა (ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე, 1619 – 1683 წწ.) ვენეციიდან
საფრანგეთში მიიწვია მუშები. 1665 წელს ტურ დე ვილში გაიხსნა სარკის პირველი
მანუფაქტურა. ფრანგულმა მინის წარმოებამ დაიწყო დამოუკიდებელი განვითარება და
მალევე მიიღო საერთაშორისო აღიარება, რასაც უნდა უმადლოდეს ლუკა დე-ნეგუს მიერ
სარკის ჩამოსხმის გამოგონებას. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ლოთარინგიულ (რეგიონი
აღმოსავლეთ საფრანგეთში) ფურცლოვან მინას. ინგლისში 1670 წელს ჰერცოგმა ბუკინგემმა
დააარსა სარკის პირველი ქარხანა. გერმანიაში მსგავსი პირველი ქარხანა დაარსდა 1695
წელს.
XVI საუკუნიდან მინის ხეხვის ხელოვნებაში სახელი გაითქვა ბელგიურმა ქალაქმა
ანტვერპენმა. ნიურნბერგულ (ქალაქი გერმანიაში) აღმოჩენას მიეკუთვნება 1670 წ. მინის
ამოწვა მჟავებით. მხატვრული და ტექნიკური თვალსაზრისით, მინის ხეხვის ხელოვნებამ
თავის აყვავებას მიაღწია XVIII საუკუნეში ბოჰემიაში (იმ ტერიტორიის თავდაპირველი
სახელწოდება, რომელზეც შეიქმნა ჩეხეთის სახელმწიფო). ბოჰემიური ბროლი თავის
მნიშვნელობას დღემდე ინარჩუნებს. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ბოჰემიაში მუშაობდა
80-მდე მინის ქარხანა. ბოჰემიაში, ამავე პერიოდიდან დაიწყეს ვენეციური ნიმუშების
მიხედვით ხელოვნური ძვირფასი ქვების წარმოება - ე.წ. ,,ბოჰემიური ბრილიანტები“,
რომელთა დიდი შუქტეხვა აიხსნება მათში ტყვიის ოქსიდის დიდი შემცველობით. გარდა
ამისა, ეს მინები შეიცავდნენ მცირე რაოდენობით ბორის მჟავასაც. საუკუნის მიწურულს ეს
პროცესი დახვეწა ვენელმა იუველირმა ებრაელმა იაკობ სტრასერმა და აქედან წამოვიდა ამ
მინების სახელი ,,სტრაზები“.
საერთოდ, თეთრი ძლიერ შუქმტეხი ბროლის მინები, რომლებიც შეიცავდნენ ტყვიას,
XVII საუკუნიდან ძირითადად იწარმოებოდა ინგლისში. ამ წარმოების განვითარებას,
როგორც ინგლისში, ისე გერმანიაში, ხელი შეუწყო საუკუნის დასაწყისიდან საწვავად
ქვანახშირის გამოყენებამ.
XVII საუკუნიდან დაიწყეს ოქრო-კალის მინის წარმოება და მან დაიკავა ისეთივე
ადგილი, როგორც სპილენძ-ლალის მინამ. ლიბავიუსი 1595 წელს აღნიშნავდა, რომ
შეიძლებოდა მინისთვის ლალისფერი-წითლის მინიჭება ოქროს საშუალებით. ცდებს
ატარებდნენ კუნკელი, გლაუბერი, ტაჰენიუსი. გლაუბერი მიუთითებდა, რომ
შესაძლებელია ოქროს ხსნარის კალით დალექვა. მის დაკვირვებებს ყურადღება მიაქცია
ჰამბურგელმა ექიმმა კასიუსმა (Cassius), რომელიც ითვლება ოქროს მეწამულის (პორფირის)
ნამდვილ აღმომჩენად. იგი ცდილობდა მიეღო ლალის მინა. კასიდან ცნობამ მიაღწია
კუნკელამდე, რომელმაც თავისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების წყალობით შეძლო
ლალის მინის მიღების ზუსტი პირობების დადგენა და შექმნა ტექნიკურად ხელსაყრელი
მეთოდი. 1679 წელს გერმანიის ქალაქ პოტსდამთან ახლოს დაარსდა ცნობილი მინის
ქარხანა, რომელიც აწარმოებდა შესანიშნავ ნაკეთობებს. ლალის მინის დამზადების
რეცეპტი ცნობილი გახდა უფრო მოგვიანებით. ამ რეცეპტის მიხედვით, ოქროს ხსნიდნენ
75
სამეფო არაყში, კალას - აზოტმჟავაში და შემდეგ ორივე ხსნარს ქვიშასთან, გვარჯილასთან,
ბორაკთან, დარიშხანთან და ღვინის ქვასთან ერთად აორთქლებდნენ. მიღებულ ფხვნილს
შეალღობდნენ დაწვრილმანებულ მინას (მინა მიღებული იყო სოდიდან, გვარჯილიდან,
ცარციდან, სურინჯიდან, ღვინის ქვიდან და ბორაკიდან). სხვადასხვა რეცეპტთან ერთად,
რომლებიც მოყვანილია იოჰან კუნკელის 1679 წელს გამოცემულ შრომაში და რომლებიც
წარმოადგენენ ძირითადად ანტონიო ნერის რეცეპტების მოდიფიკაციას, აღწერილია
მქრქალი მინის მიღების წესი ძვლის ნაცრიდან, რომელიც კუნკელმა გადმოიღო მისი
გამომგონებლის, დრეზდენელი ალქიმიკოსისა და ექიმის იოჰან დანიელ კრაფტისაგან
(1624-1697 წწ.).

მეტალურგიული ქარხნები XVII-XVIII საუკუნეებში. პიერ მარტენი და ფოლადის


რევოლუცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანებმა 4000 წლის წინ დაიწყეს მადნიდან რკინის
მიღება. იყო დრო, როდესაც რკინა უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ოქრო და ვერცხლი.
გავიდა 3500 წელზე მეტი, სანამ ადამიანებმა ისწავლეს ფოლადის გამოდნობა და ლითონის
ნაკეთობების მასიური წარმოება.
XVII-XVIII საუკუნეებში მეტალურგიაში განსაკუთრებული სიახლეები შედარებით
უმნიშვნელო იყო. ეს ეპოქა ხასიათდება საწარმოებისა და კაპიტალდაბანდებების ზრდით.
კეთილშობილი ლითონების წარმოების და მოპოვების ცენტრებმა ევროპიდან გადაინაცვლა
ამერიკაში, ხოლო სხვა ლითონების წარმოებამ ცენტრალური ევროპიდან - შვედეთში,
ინგლისსა და საფრანგეთში. გერმანია პირველ ადგილს ინარჩუნებდა რკინის დამზადების
წარმოებაში. ბრძმედები და სხვა მოწყობილობა, რომელიც აუცილებელი იყო რკინის
მწარმოებელი ქარხნებისთვის, მოითხოვდა დიდ კაპიტალს. მეტალურგიული წარმოება
ჩამორჩებოდა სამთო და საფეიქრო წარმოებას.
ლითონის მასიური წარმოების მცდელობა წარუმატებლობას განიცდიდა XVIII
საუკუნემდე. ადნობდნენ რა რკინას პრიმიტიულ ღუმელებში, მეტალურგებმა მიიღეს
ახალი მასალა - თუჯი. მაგრამ, იმ პერიოდში ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყო
გამოსაყენებლად - თუჯი ადვილად იფხვნებოდა და არ ექვემდებარებოდა შემდგომ
დამუშავებას. თუჯიდან შეეძლოთ გამოედნოთ გუთანი, მაგრამ არ ვარგოდა ჩარხების ან
სხვა დანადგარების დასამზადებლად. ხარისხიანი ფოლადის მიღება, რომლისგანაც
შესაძლებელი იქნებოდა მატარებლების და გემების აგება, ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო.
XVIII საუკუნის მიღწევაა გერმანული წარმოშობის ინგლისელი მეტალურგის,
პროფესიით მესაათის ბენჟამინ გენტსმანის (1704-1776) მიერ სამსხმელო ფოლადის
ტიგელური მეთოდის გამოგონება. მეთოდი გამოიყენებოდა შესადუღებელი
ფოლადისათვის ერთგვაროვნების მისაცემად ტიგელში მარტივი გამოდნობით.
XVIII საუკუნეში ბრძმედების სიმაღლე არ აღემატებოდა 7-9 მეტრს, ასევე, მცირე იყო
მათი წარმადობა - დაახლოებით 0,6-3 ტონა. თუჯის წარმოებაში უდიდეს პროგრესს
წარმოადგენდა ქვანახშირის გამოყენება ხის ნახშირის ნაცვლად. ამავე პერიოდში დიდი
განვითარება მოიპოვა კოქსის გამოყენებამ რკინის წარმოებაში. ამ საქმის პიონერი იყო
ცნობილი ინგლისელი მრეწველი აბრაჰამ დერბი (?-1717). თანდათანობით იზრდებოდა
ბრძმედების სიმაღლე და საუკუნის ბოლოს მიაღწია 20 მეტრს. ფოლადის ზედაპირული
წრთობა XVII საუკუნეში უკვე ცნობილი იყო ინგლისში, მაგრამ ფართო მასშტაბით
76
გამოყენება დაიწყეს XVIII საუკუნიდან. ნაწილობრივ, ეს იყო ფრანგი მეცნიერის რენე
ანტუან რეომიურის (1683-1757) დამსახურება, რომელიც სწავლობდა ფოლადის მიღების
პირობებს. რეომიურმა გამოადნო ფოლადი ჭედადი რკინიდან. თავის შრომებში
რეომიურის მიერ შემოთავაზებული იქნა ფოლადის წრთობის პირველი თეორია; ასევე
აღწერა თუჯისა და ფოლადის თერმული დამუშავების საფუძვლები. რეომიური თვლიდა,
რომ შესაძლებელი იყო რბილი რკინის გარდაქმნა ფოლადად მისი თხევად თუჯში
ჩაყურსვით. ამ იდეამ თანამედროვეებში განვითარება ვერ ჰპოვა.
XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ინგლისელი ინჟინერი და
გამომგონებელი ჰენრი ბესემერი (1813-1898). იგი ცნობილია მეტალურგიაში რევოლუციური
გაუმჯობესებებით და გამოგონებით. ჰენრი ბესემერმა მიიღო 100-ზე მეტი პატენტი
ტექნიკის სხვადასხვა დარგში. 1854 წელს მძიმე საარტილერიო ჭურვის გაუმჯობესებაზე
მუშაობისას მოუვიდა იდეა ემუშავა იარაღის ლულის დასამზადებლად ჩამოსასხმელი
ფოლადის უფრო გაუმჯობესებულ მეთოდზე. 1856 წელს ბესემერმა დაარეგისტრირა
პატენტი სპეციალური ღუმელის -კონვერტერის (converter - ლათ. გარდაქმნა) გამოგონებასა
და გაუმჯობესებაზე. კონვერტერში გადასამუშავებელი თხევადი თუჯიდან ჰაერის ან
ტექნიკურად სუფთა ჟანგბადის შებერვით საწვავის ხარჯის გარეშე მიიღებოდა ფოლადი.
ამ პროცესს ეწოდება ბესემერის პროცესი (ბესემერირება). 1860 წელს ბესემერმა დააპატენტა
ახალი კონვერტერი, რომელშიც ჰაერი მიეწოდება ძირიდან. ბესემერის კონვერტერმა
რევოლუცია მოახდინა მრეწველობაში, რადგანაც ამ გამოგონების წყალობით 8-10 წუთში
შესაძლებელი იყო 10-15 ტონა რკინიდან ფოლადის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ
ლითონის წარმოების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, დაბალი ხარისხის გამო,
ძირითადად გამოსადეგი იყო ზარბაზნების ჩამოსასხმელად. კონვერტერის კონსტრუქცია
ძირითადად შენარჩუნებულია დღემდე. ბესემერს ეკუთვნის ფოლადის უზოდო გლინვის
იდეა.
ფოლადის ეპოპეაში საბოლოო წერტილის დასმა შეძლეს ფრანგმა მეტალურგმა მამა-
შვილმა ემილ და პიერ მარტენებმა. ემილ მარტენი იყო მეტალურგიული საწამოს
მეპატრონე. შვილმა პიერ მარტენმა (1824-1915) გააგრძელა მამის საქმე და დახვეწა
ფოლადის წარმოების პროცესი. 1864 წელს მარტენის მიერ შემოთავაზებული იყო ფოლადის
მიღება რეგენერაციულ ალიან ღუმელებში. მან გამოიყენა გერმანელი გამომგონებელი
ძმების ფრიდრიხ (1826-18904) და ვილჰელმ (1823-1883) სიმენსების მიერ 1856 წელს
დაპატენტებული რეგენერატორი, რომლის პრინციპიც იყო წვის პროდუქტების სითბოს
რეგენერაცია. მარტენმა იგი გამოიყენა როგორც ჰაერის, ისე აირების გასახურებლად. ამის
წყალობით, შესაძლებელი გახდა მიეღოთ ფოლადის გამოსადნობად საკმარისი
ტემპერატურა. წანამორბედებისაგან განსხვავებით, მარტენმა ააგო პრინციპულად ახალი
კონსტრუქციის ღუმელი, რომელშიც რკინას გასახურებლად ათავსებდნენ არა ნახშირზე,
არამედ სპეციალურ სადგამზე. მარტენმა შეცვალა გამდნარი ლითონის შებერვის მეთოდი -
წინასწარ ახურებდა ღუმელში მისაწოდებელ ჰაერს. ამ მეთოდის წყალობით, შესაძლებელი
გახდა ისეთი ტემპერატურის მიღწევა, რომელზეც რკინიდან მიიღებოდა არა თუჯი, არამედ
მაღალი ხარისხის ფოლადი. ლითონის მიღების ამ მეთოდს და მარტენის მიერ
კონსტრუირებულ ღუმელებს ეწოდა გამომგონებლის სახელი. თუმცა, გერმანიაში მეთოდს
უწოდებენ სიმენს-მარტენის მეთოდს.
XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, დაიწყეს მარტენის მეთოდის მასიური
გამოყენება ფოლადის მისაღებად იმ თუჯიდან, რომელსაც ვერაფერში იყენებდნენ.
77
ბესემერის კონვერტერისა და მარტენის ღუმელის წყალობით, პიერ მარტენის გამოგონების
დანერგვიდან უკვე 5 წელიწადში ფოლადის წარმოება გაიზარდა 60%-ით.
იაფი და ხარისხიანი ფოლადის მიღებამ ბიძგი მისცა სარკინიგზო ტრანსპორტისა და
გემთმშენებლობის განვითარებას. რამდენიმე წელში მთელი დედამიწა დაიფარა რკინიგზის
ქსელებით. სულ 80 წელი დასჭირდა მილიონობით კილომეტრი რკინიგზის ხაზების
გაყვანას. განვითარდა მაღალტექნოლოგიური მრეწველობა. XX საუკუნის შუა წლებამდე
მსოფლიოში წარმოებული ფოლადის 85% -ის მიღება ხდებოდა მარტენის მეთოდის
გამოყენებით. პიერ მარტენის გამოგონებიდან მხოლოდ 100 წლის შემდეგ შეძლო
კაცობრიობამ ჟანგბადის გამოყენებით ფოლადის წარმოების უფრო პროგრესული მეთოდის
მიგნება.
პლატინის სამრეწველო გამოყენება დაიწყო 1809 წლიდან, როდესაც მისგან დაიწყეს
კონცენტრირებული გოგირდნჟავასათვის რეტორტების დამზადება მას შემდეგ, რაც უკვე
1784 წელს გემანელმა ფიზიკოსმა, ქიმიკოსმა, ბიოლოგმა და ტექნოლოგმა ფრანც კარლ
აგახარდმა (1753-1821) გააკეთა მისგან ტიგელი.
ვერცხლის წარმოებაში XVI საუკუნიდან ამერიკაში გამოყენებული ამალგირების
პროცესი ევროპაში შემოვიდა XVIII საუკუნეში.
სპილენძის მთავარი მწარმოებლები XIX საუკუნემდე იყვნენ ინგლისი, რუსეთი,
შვედეთი და უნგრეთი. სპილენძის მეტალურგიაში მნიშვნელოვანი იყო 1698 წლიდან
ინგლისში ალიანი ღუმელების გამოყენება, რომელშიც საწვავად იყენებდნენ ქვანახშირს.
ალიანმა ღუმელებმა გამოყენება ჰპოვეს ტყვიის მეტალურგიაში.
XIX საუკუნემდე ინგლისი წარმოადგენდა ტყვიის უმთავრეს მიმწოდებელს.
XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ინგლისში ალიან ღუმელებს იყენებდნენ კალის
მისაღებად. კალიანი სასადილო ჭურჭლის დამზადებაში ინგლისი პირველ ადგილს
ინარჩუნებდა მანამ, სანამ არ დაიწყეს მხატვრული კერამიკის გავრცელება. თეთრი თუნუქის
დამზადება კალადან დაიწყეს საქსონიაში. XVI საუკუნიდან კალას ამალგამის სახით
იყენებდნენ სარკეების დასამზადებლად. კალისა და ტყვიის ნარევი (კალის ნაცარი),
რომელსაც ინგლისში აწარმოებდნენ, გამოიყენებოდა მინისა და კერამიმიკის წარმოებაში.
ლითონური თუთიის მიღება ძველად ტექნიკურად დამუშავებული იყო აზიაში
(ინდოეთი, ჩინეთი). XVIII საუკუნიდან თუთიის მიღება საფეხურებიანი დისტილაციის
გზით დაიწყეს ინგლისში (დისტილაცია - გამოხდა, თხევადდი ნარევის დაყოფა
შედგენილობით განსხვავებულ ფრაქციებად).
სტიბიუმის მეტალურგიაში ალიანი ღუმელების გამოყენება დაიწყეს XIX საუკუნიდან
და I ადგილი ეკავა ავსტრო-უნგრეთსის იმპერიას.
დარიშხანს, რომელსაც ძირითადად იყენებდნენ მინის წარმოებაში და სამღებრო
საქმეში, ღებულობდნენ ე.წ. ,,შხამიან ქარხნებში“, მაგ. საქსონიაში.
არავითარი ტექნიკური დანიშნულება არ ჰქონდათ XVIII საუკუნის ბოლოს
აღმოჩენილ ლითონებსა და ოქსიდებს: ვოლფრამს, მოლიბდენს, მანგანუმს, ქრომის, ურანის,
ტიტანის, იტრიუმის, ცირკონიუმის ოქსიდებს. მხოლოდ ნიკელმა ჰპოვა სამრეწველო
გამოყენება შენადნობის სახით.
XVII საუკუნეში ჩინეთიდან ევროპაში შემოვიდა ნიკელის, სპილენძის და თუთიის
შენადნობი სახელწოდებით ,,Packfong”.
არავითარი გამოყენება არ ჰქონდა კობალტს, რომელიც 1735 წელს მიიღო შვედმა
ქიმიკოსმა გეორგ ბრანდტმა.
78
სამაგიეროდ, თავის მნიშვნელობას ინარჩუნებდა საქსონია-ბოჰემიის შმალტის
წარმოება (შმალტა - სმალტის მოძველებული სახელი, ოღონდ არა სამოზაიკე სმალტის. ამ
შემთხვევაში იგულისხმება ლურჯი საღებავი, რომელსაც ღებულობდნენ სილიციუმის
მჟავასა და კობალტის ნარევისგან). ბოჰემიაში უკვე XVIII საუკუნეში მუშაობდა 16 ქარხანა.
შმალტას იყენებდნენ საღებავად ფერწერაში, მინების შესაღებად ლურჯად, მეთუნეობაში,
ხელოვნური ძვირფასი ქვებისა და ქაღალდის წარმოებაში, თეთრეულისათვის ლილის
სახით.

ბესემერის კონვერტერის მუშაობის პრინციპი

მარტენის ღუმელი

79
ლექცია 7

ქიმიის გაერთიანების პერიოდი. იატროქიმია და პნევმატური ქიმია

ქიმიის გაერთიანების პერიოდი მოიცავს XVII-XVIII საუკუნეებს და შედგება 4


ქვეპერიოდისაგან: იატროქიმია (სამედიცინო ქიმია), პნევმატური ქიმია (აირების ქიმია),
ფლოგისტონის თეორია და ლავუაზიეს ანტიფლოგისტონური სისტემა. ქიმიის
გაერთიანების პერიოდი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ პერიოდში ჩაისახა და
განმტკიცდა ქიმია, როგორც სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან
დამოუკიდებელი მეცნიერება.
ქიმიისა და მედიცინის მჭიდრო კავშირის შედეგად აღმოცენებული ,,იატროქიმია“
არა მარტო ამყარებდა კავშირს მედიცინასა და ქიმიას შორის, არამედ დააყენა პრაქტიკული
მიზანი - ქიმიის პირველ ამოცანად დასახა წამლების დამზადება. იატროქიმიკოსები
თვლიდნენ, რომ მედიცინა არის ქიმიის საქმე და ყველაფერი დამოკიდებულია ექიმის
უნარზე გამოყოს სუფთა საწყისები არასუფთა სუბსტანციისაგან (სუბსტანცია - ის, რაც
არსებობს დამოუკიდებლად, თავისთვის). ამ სქემის მიხედვით, ორგანიზმის ყველა ფუნქცია
დაიყვანება ქიმიურ პროცესებამდე და იატროქიმიკოსების ამოცანა იყო ეპოვათ და
დაემზადებინათ მედიცინისათვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები. ამ პროცესებს სათავეში
ედგა ცნობილი შვეიცარიულ - გერმანული წარმოშობის ექიმი და ბუნებისმეტყველი
პარაცელსი (1493-1541., თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოჰენჰაიმის ფსევდონიმი, რომელიც აიღო
ქრ.შ-მდე 25 - ქრ.შ-ის 50 წელს მცხოვრები რომაელი ექიმის, ენციკლოპედისტისა და
ფილოსოფოსის აულუს კორნელიუს ცელსუსის სახელიდან და ნიშნავს ,,გადავაჭარბე
ცელსს“.). პარაცელსი, ისევე როგორც ავიცენა, თვლიდა, რომ ალქიმიის ძირითადი ამოცანაა
არა ოქროს მიღების ხერხების ძიება, არამედ სამკურნალო საშუალებების დამზადება.
პარაცელსის მედიცინა ეყრდნობოდა ვერცხლისწყალ-გოგირდის თეორიას. ისევე როგორც
ალქიმიკოსები, პარაცელსიც თვლიდა, რომ ჯანმრთელ ორგანიზმში არსებული სამი
პრინციპი - ვერცხლისწყალი, გოგირდი და მარილი, რომელთაც შეესაბამება აქროლადობა,
წვადობა და სიმტკიცე, იმყოფება წონასწორობაში. პარაცელსის მიხედვით, ეს სამი
ელემენტი არის მაკროკოსმოსის (სამყაროს) ძირითადი შემადგენელი და დაკავშირებულია
მიკროკოსმასთან (ადამიანთან), რომელიც შექმნილია სულის, გულისა და სხეულისაგან.
დაავადებების გამომწვევი მიზეზების ახსნისას პარაცელსი ამტკიცებდა, რომ დაავადებებს
იწვევს ამ პრინციპებს შორის წონასწორობის დარღვევა, მაგ. ციებასა და შავ ჭირს იწვევს
ორგანიზმში ჭარბი გოგირდი, ხოლო ვერცხლისწყლის სიჭარბე იწვევს დამბლას და ა.შ.
წონასწორობის აღდგენის მიზნით, პარაცელსმა პრაქტიკაში დანერგა მინერალური
წარმოშობის პრეპარატები - დარიშხანის, სტიბიუმის, ტყვიის, ვერცხლისწყლისა და ა.შ.
ნაერთები, როგორც ტრადიციული მცენარეული პრეპარატების დანამატები. ძვირფასს
სამკურნალო თვისებებს მიაწერდა ,,ოქროს ტინქტურას“ - ოქროს კოლოიდურ ხსნარს.
პარაცელსმა არანაკლები წვლილი შეიტანა დარიშხანისა და სტიბიუმის ნაერთების
შესწავლის საქმეში, შეიმუშავა კონცენტრირებული ძმარმჟავას მიღება ყურძნის და ხის
ძმრიდან გამოხდის გზით. შექმნა უამრავი სამედიცინო და ქიმიური ხასიათის ნაშრომი.
იატროქიმიური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ: იან ვან
ჰელმონტი (1577-1644), პროფესიით ექიმი; ფრანცისკ სილვიუსი (1614-1672), რომელიც
როგორც ექიმი სარგებლობდა დიდი პოპულარობით. მან იატროქიმიურ სწავლებას

80
ჩამოაშორა ,,სულიერი“ საწყისი; როტენბურგელი ექიმი ანდრეას ლიბავიუსი (1550-1616),
რომელმაც 1597 წელს გამოაქვეყნა პირველი სახელმძღვანელოები ,,ალქიმია“ და ,,მედიკო-
ქიმიური შრომების სრული კრებული“, რომლებშიც სისტემატიზირებული იყო
იმდროინდელი პრაქტიკული ცნობები ქიმიის შესახებ. კერძოდ, მათში მან პირველად
აღწერა ,,სამეფო არყის“ - აზოტისა და მარილმჟავას ნარევის დამზადება. ნარევმა
სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მასში იხსნება ოქრო. ლიბავიუსი იყო პარაცელსის
მიმდევარი, თუმცა გამოდიოდა მისი ზოგიერთი ,,ბუნდოვანი“ თეორიის წინააღმდეგ;
გერმანელმა ექიმმა და ქიმიკოსმა იოჰან გლაუბერმა (1604-1668), რომელმაც შეიმუშავა
მარილმჟავას მიღების მეთოდი გოგირდმჟავას მოქმედებით საჭმელ მარილზე, დაადგინა,
რომ მიღებული ნარჩენი ნატრიუმის სულფატის სახით წარმოადგენს ძლიერ გამხსნელ
საშუალებას. მას გლაუბერმა უწოდა ,,საოცარი მარილი“ (sal mirabile) და ითვლებოდა
პანაცეად, თითქმის სიცოცხლის ელექსირად და მას მოგვიანებით გლაუბერის მარილი
ეწოდა. გლაუბერმა ერთერთმა პირველმა გამოიყენა მინა ქიმიური ჭურჭლის
დასამზადებლად.
იატროქიმიაში მაინც იყო შენარჩუნებული ბევრი ალქიმიური გადმონაშთი, მაგ.
,,უნივერსალური წამლის’’ ძიება და შექმნა, რამდენადაც მედიცინას უყურებდნენ
როგორც უნივერსალურ მეცნიერებას. ალქიმიკოსებმა და იატროქიმიკოსებმა მიაღწიეს
გარკვეულ წარმატებებს სამკურნალო საშუალებების დამზადებისა და სუფთა
ნივთიერებების გამოყოფის საქმეში. ხელოსნური ქიმია ვითარდებოდა აგრიკოლას,
ბასილ ვალენტინის, ლიბავიუსის, გლაუბერის, კუნკელის, ბეხერის და სხვათა
შრომების წყალობით.
აღნიშნული ქვეპერიოდის განმავლობაში გაჩნდა ნამდვილი გამოყენებითი ქიმია,
როგორც მეცნიერება, რომელიც განიხილება როგორც თანამედროვე სამრეწველო ქიმიის
დასაწყისი, რადგანაც ამ პერიოდში განვითარდა მეტალურგია, მინისა და კერამიკის
წარმოება, გამოხდის ხელოვნება, შემუშავდა და დაიხვეწა ღუმელებისა და
ლაბორატორიული ხელსაწყოების კონსტრუქციები, ნივთიერებების გაწმენდის მეთოდები
(კრისტალიზაცია, გამოხდა და ა.შ.), მიღებული იქნა ახალი ქიმიური პრეპარატები.
იატროქიმიის ქვეპერიოდი მთავრდება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.
პნევმატური ქიმიის (ბერძ. სუნთქვა, სული), ანუ აირების ქიმიის ქვეპერიოდი
ხასიათდება აირების კვლევით და აირისებრი სხეულებისა და შენაერთების აღმოჩენით.
XVII საუკუნის შუა პერიოდამდე აირებს არ ასხვავებდნენ და მიიჩნევდნენ ჰაერის
სხვადასხვა სახეობად.
ჰოლანდიელი ბუნებისმეტყველის იან ბაპტისტ ვან-ჰელმონტის ძირითადი შრომები
ეძღვნება იატროქიმიას და პნევმატურ ქიმიას. ვან-ჰელმონტმა ქიმიკოსებიდან პირველმა
მიაქცია ყურადღება ჰაერისმაგვარ ნივთიერებებს, რომელთათვისაც შემოიღო ტერმინი
,,გაზი“. იგი აკვირდებოდა გაზის წარმოქმნას ხის წვისას (ამ გაზს უწოდა ,,ტყის გაზი“ – gas
Silvestre), ახალი ღვინის დუღილის და ცარცზე მჟავების მოქმედების დროს. ას წელზე მეტი
ხნის შემდეგ, 1756 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა ჯოზეფ ბლექმა დაადგინა, რომ თეთრი
მაგნეზიის (მაგნიუმის ოქსიდის ისტორიული სახელწოდება) გახურებისას გამოიყოფა აირი
და მიიღება წონის დანაკარგიანი გამომწვარი მაგნიუმი. ამ ცდების საფუძველზე ბლექმა
გააკეთა დასკვნა, რომ რბილი ლითონების ტუტეების შედგენილობაში შედის რაღაც ჰაერი.
მოხდა ამ გაზის გამოყოფა, გამოკვლევა და მოგვიანებით მიიღო ნახშირორჟანგის
სახელწოდება.
81
ვან-ჰელმონტის შემდეგ აირებს სწავლობდა ბევრი მკვლევარი. ჯერ კიდევ 1630 წელს,
ჟან რეიმ ივარაუდა ჰაერის მონაწილეობა ლითონების წვის პროცესში.
პნევმატური ქიმიის სფეროში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ქიმიკოსები,
როგორებიც იყვნენ ლემერი, კუნკელი, გლაუბერი, ბეხერი, ბოილი – თავისი ცნობილი
კანონით ,,აირის მოცულობის დამოკიდებულება წნევაზე’’ და სხვ.
ანგლო-ირლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი რობერტ ბოილი (1627-1691) წიგნში
,,ქიმიკოს-სკეპტიკოსი“ ამტკიცებდა, რომ ქიმია უნდა გამოიყოს დამოუკიდებელ
მეცნიერებად. იგი უარყოფდა მოძღვრებას ოთხი სტიქიის (ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა)
შესახებ. ილაშქრებდა პარაცელსის 3 საწყისის (გოგირდი, ვერცხლისწყალი, მარილი)
წინააღმდეგ, რომლებისგანაც თითქმის ყველა ბუნებრივი სხეული შედგებოდა. იგი მომხრე
იყო კორპუსკულური თეორიის. ბოილი ელემენტებად თვლიდა მარტივ სხეულებს,
რომელთა მიღება სხვა სხეულებიდან შეუძლებელი იყო. ბოილი ექსპერიმენტულ კვლევაში
ფართოდ იყენებდა თვისებრივ და რაოდენობრივ მეთოდებს; დამოუკიდებლად მიიღო
ფოსფორი და აღწერა მისი თვისებები; მან ჩამოაყალიბა ქიმიური ელემენტების პირველი
მეცნიერული განმარტება; შემოიტანა ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდი; საფუძველი
ჩაუყარა ქიმიური ანალიზის სველ მეთოდს. ბოილს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები
ფიზიკაში. მან დაამტკიცა, რომ ჰაერი ადვილად იკუმშება; დაამზადა ჰაერის ტუმბო და
მისი საშუალებით 1660 წელს აღმოაჩინა აირების ცნობილი კანონი - აირის ერთი და იმავე
მასისათვის მოცულობის დამოკიდებულება წნევისაგან უცვლელი ტემპერატურის
პირობებში (ბოილ-მარიოტის კანონი).
ფრანგმა ფიზიკოსმა და აბატმა ედმონ მარიოტმა (1620-1684) ბოილისაგან
დამოუკიდებლად 1676 წელს აღმოაჩინა იგივე კანონი. 1665 წელს ინგლისელმა
ბუნებისმეტყველმა, გამომგონებელმა, ასტრონომმა, ბიოლოგმა და ფიზიკოსმა რობერტ
ჰუკმა (1635-1703) ნაშრომში ,,მიკროგრაფია“ აღწერა უნიკალური ცდები, რომელთაგანაც
ერთერთი ეხებოდა სითბოსა და წვას. მან ივარაუდა, რომ ჰაერში არის განსაკუთრებული
ნივთიერება, რომელიც მსგავსია გვარჯილაში არსებული ნივთიერებისა. 1669 წელს
ინგლისელმა ქიმიკოსმა და ფიზიოლოგმა ჯონ მეიოუმ (1643-1679) ჩაატარა ცნობილი
ცდები ზარის ქვეშ მოთავსებულ ანთებულ სანთელზე. ამ ცდით იგი ცდილობდა
დაემტკიცებინა, რომ ჰაერი შეიცავს განსაკუთრებულ აირს (spiritus nitroaereus), რომელიც
ხელს უწყობდა წვას და აუცილებელი იყო სუნთქვისათვის. აღნიშნულ მეცნიერებს არა
მარტო სჯეროდათ ტრანსმუტაციის, არამედ ცხოვრების ნაწილი მიუძღვნეს ალქიმიას.
XVIII საუკუნის დასაწყისში ქიმიკოსები არ იჩენდნენ განსაკუთრებულ ინტერესს
აირების შესწავლის სფეროში. ამის ძირითადი მიზეზი იყო მათ განკარგულებაში აირების
საკვლევი მოსახერხებელი მეთოდების არ არსებობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ექსპერიმენტული სირთულეების გადასალახავად გადადგა ინგლისელმა ქიმიკოსმა სტივენ
ჰეილზმა (1677-1761), რომელმაც 1727 წელს გამოგონება ნივთიერებების გახრწნის შედეგად
გამოყოფილი აირების დამჭერი ,,პნევმატური აბაზანა“, რომელიც წარმოადგენდა წყალში
თავდაყირა ჩაშვებულ წყლიან ჭურჭელს. ამ გამოგონების შედეგად მკვლევარებმა მიიღეს
სხვადასხვა აქროლადი ნივთიერების გამოყოფის, იდენტიფიკაციისა და შესწავლის
უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
1881 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ა.ფ.ვეინჰოლდმა გამოიგონა თხევადი აირების
შესანახი კონტეინერი. კონტეინერი წარმოადგენდა ორმაგ კედლებიან მინის ყუთს,
რომლიდანაც ამოტუმბული იყო ჰაერი. 1892 წელს შოტლანდიელმა ფიზიკოსმა და
82
ქიმოკოსმა სერ ჯეიმს დიუარმა გააუმჯობესა ვეინჰოლდის მინის ყუთი და გადააქცია
ვიწროყელიან (სითხის აორთქლების შემცირების მიზნით) ორკედლიან კოლბად. კედლებს
შუა ადგილი მოვერცხლილია და ამოტუმბულია ჰაერი. ეს ჭურჭელი ცნობილია დიუარის
ჭურჭლის სახელწოდებით. გამოგონების წყალობით დიუარმა პირველმა შესძლო მიეღო და
შეენახა თხევადი (1898) და მყარი (1899) წყალბადიც კი.

ფლოგისტონის თეორიის წარმოშობა

ფლოგისტონის თეორიის შემქმნელებად ითვლებიან გერმანელი ქიმიკოსები იოჰან


იოახიმ ბეხერი (1635-1682) და გეორგ ერნსტ შტალი (1659_1734). ბეხერმა წიგნში ,,მიწისქვეშა
ფიზიკა“ (1669) ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები სხეულის შემადგენელ ნაწილებზე.
მისი აზრით, ასეთებად ითვლება მიწის სამი სახეობა: პირველი - დნობადი და ქვიანი (terra
lapidea), მეორე - პოხიერი და წვადი (terra pinguis), მესამე - აქროლადი (terra fluida s.
mercurialis). ბეხერის აზრით, სხეულების წვადობა განპირობებულია მათ შემადგენლობაში
პოხიერი მიწის არსებობით. ბეხერის სისტემა ძალინ ჰგავს ალქიმიკოსების სამი პრინციპის
სწავლებას, რომელშიც წვადობას განაპირობებს გოგირდის არსებობა. თუმცა, ბეხერი
თვლიდა, რომ გოგირდი არის რთული სხეული, რომელიც შექმნილია მჟავითა და terra
pinguis-ით. თავისი არსით, ბეხერის თეორია იყო ერთერთი პირველი ახალი
შემოთავაზება ალქიმიური სწავლების სამი პრინციპის სანაცვლოდ. გამოწვის შემდეგ
ლითონის მასის გაზრდას ბეხერი ტრადიციულად ხსნიდა ლითონთან ,,ცეცხლოვანი
მატერიის“ შეერთებით. ბეხერის ეს შეხედულებები საფუძვლად დაედო გერმანელი
ქიმიკოსისა და ექიმის გეორგ ერნსტ შტალის მიერ 1703 წელს ფლოგისტონის თეორიის
შექმნას, თუმცა ძალიან ცოტა აქვს საერთო ამ თეორიასთან. მიუხედავად ამისა, თვითონ
შტალი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ თეორიის ავტორი იყო ბეხერი.
გეორგ შტალმა ჩამოაყალიბა ზოგადი ქიმიური თეორიის საფუძვლები,
რომელმაც მიიღო ,,ფლოგისტონის თეორიის“ სახელწოდება. ფლოგისტონის თეორია -
მეცნიერული ქიმიის პირველი თეორია - მძლავრი სტიმული აღმოჩნდა რთული სხეულების
რაოდენობრივი ანალიზის განვითარებისთვის, რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელი
იქნებოდა ექსპერიმენტულად დაემტკიცებინათ იდეა ქიმიური ელემენტების შესახებ.
ფლოგისტონის თეორიის აღმოცენებამ ხელი შეუწყო ქიმიის, როგორც დამოუკიდებელი
მეცნიერების ჩამოყალიბებას. ეს თეორია შეიქმნა სხვადასხვა დამჟანგველი რეაქციის -
წვის, გამოწვის, კალცინირებისა და დუღილის ასახსნელად. ამ თეორიის თანახმად,
არსებობს წვის გარკვეული საწყისი - ფლოგისტონი. ფლოგისტონს შეიცავს ყველა
ნივთიერება, რომელსაც შეუძლია წვა ალის გამოყოფით ან გამოწვისას შეუძლია გადაიქცეს
მიწანივთიერებად (,,ხენჯი“ ან ,,კირი“). წვას (ჟანგვას) იგი განიხილავდა როგორც პროცესს,
რომლის დროსაც სხეული კარგავს ფლოგისტონს. ამ დროს ჰაერი ასრულებს
განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. იგი აუცილებელია დაჟანგვისათვის, რათა თავის
თავში ,,აიღოს“ ფლოგისტონი. ჰაერიდან ფლოგისტონი გადადის მცენარეთა ფოთლებში,
მერქანში და მათგან აღდგენისას კვლავ თავისუფლდება და უბრუნდება სხეულს. რაც მეტ
ფლოგისტონს შეიცავს სხეული, მით მეტად შეუძლია მას წვა. ასე მოხდა თეორიის
ფორმულირება, რომელიც აღწერდა წვის პროცესს. ამ თეორიის სიახლეს და
განსაკუთრებულობას წარმოადგენდა ის, რომ ერთდროულად განიხილებოდა
ურთიერთკავშირში ჟანგვა-აღდგენის პროცესები. ამ თეორიის თანახმად, ლითონები
83
ითვლებოდა რთულ სხეულებად, რომლებიც შედგება ხენჯისა და ფლოგისტონისაგან და
სწორედ ამ უკანასკნელის დაკარგვით აიხსნება წვისა და ლითონების დაჟანგვის პროცესი.
ლითონების წვისა და გამოწვის და ასევე, სხეულების ბუნების შესახებ იდეები შტალმა
გადმოგვცა თავის ნაშრომებში ,,ბეხერის მაგალითი“, დოგმატური და ექსპერიმენტალური
ქიმიის საფუძვლები“ და სხვ. შტალს ეკუთვნის შრომები სამთო საქმეზე და მეტალურგიაზე,
საიდანაც ჩანს, რომ იგი შესანიშნავად იცნობდა მადნებიდან ლითონების მიღების ტექნიკას.
სწორედ ამ საწარმოო ცოდნამ შეუწყო ხელი ფლოგისტონის თეორიის შექმნას.
ფლოგისტონის თეორიამ ახსნა სხვადასხვა პროცესების მიმდინარეობა ხელოსნურ ქიმიაში
და პირველ რიგში, მეტალურგიაში და უდიდესი გავლენა მოახდინა ქიმიაში
,,ექსპერიმენტული მეთოდების“ დახვეწაზე.
ტერმინი ,,ფლოგისტონი“ საწვავის ან ,,აალებადის“ აზრით (იგულისხმება
,,ნივთიერება“) ჯერ კიდევ არისტოტელესთან გვხვდება. თუმცა, მხოლოდ შტალმა შესძლო
ხმარებაში შემოეტანა ეს ცნება ქიმიური რეაქციების ასახსნელად.
თავდაპირველად, შტალის ფლოგისტონის თეორიას შეხვდა მკვეთრი კრიტიკა.
დავის საგანი ძირითადად გახდა ის, რომ ჩვეულებრივი წვა და ჟანგის წარმოქმნა
შეუძლებელია ყოფილიყო ერთი და იგივე მოვლენა, რადგანაც წვას თან ახლავს ალის
გამოყოფა, ხოლო დაჟანგვას არა. ეს განსხვავება შტალმა ახსნა იმით, რომ ხის მსგავსი
ნივთიერების წვის დროს ფლოგისტონი ორთქლდება იმდენად სწრაფად, რომ ახურებს
გარემოს და ხდება ხილული. ჟანგვის დროს ფლოგისტონი ორთქლდება ნელა და არ
წარმოიქმნება ალი.
შტალმა ბრძოლა გამოუცხადა ალქიმიას და ცდილობდა მის ჩამოშორებას
ქიმიისაგან. შტალს ლითონების ტრანსმუტაცია თეორიულად შესაძლებლად მიაჩნდა,
მაგრამ ეჭვის ქვეშ აყენებდა უბრალო ლითონებიდან კეთილშობილი ლითონების
მიღების აუცილებლობას პროცესის არარენტაბელურობის გამო. ფლოგისტონის
თეორიამ ხელი შეუწყო ქიმიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებას.
ფლოგისტონის თეორიის ქვეპერიოდი Dდროში ემთხვევა პნევმატური ქიმიის
ქვეპერიოდს. შესანიშნავი ქიმიკოსების მთელი პლეადა ეძებდა ფლოგისტონის გამოყოფის
მეთოდებს სხვადასხვა ნივთიერებებიდან. ასეთები იყვნენ: ინგლისელი მეცნიერები
კავენდიში და პრისტლი, შვედი ქიმიკოსი შეერლე და რუსი მეცნიერი ლომონოსოვი.
ფლოგისტონის მიმდევრები ელემენტებს უწოდებდნენ ლითონის ოქსიდებს და
განიხილავდნენ მათ როგორც უფლოგისტონო ლითონებს. თვითონ ლითონს თვლიდნენ
ელემენტების ნაერთად (ლითონების ოქსიდების ნაერთად), რომელიც თავის თავში
შეიცავდა ფლოგისტონს.

ლავუაზიე და ახალი ქიმიური ნომენკლატურა

ანტიფლოგისტონური სისტემის ქვეპერიოდი ხასიათდება ლავუაზიეს


ნოვატორული შრომებით, რომლებშიც შესწავლილია წვა, დაჟანგვა, გამოწვა და ამ
პროცესებში ჟანგბადის როლი და ამით დაანგრია ფლოგისტონის თეორიის
საფუძველი, შემოიღო ქიმიური ელემენტის ცნება და ექსპერიმენტულად დაამტკიცა
მასის მუდმივობის კანონი. მასის მუდმივობის კანონზე დაყრდნობით (დაამტკიცა, რომ
ქიმიური რეაქციების შედეგად ნივთიერების მასა უცვლელია) ლავუაზიემ უარყო

84
ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ
წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია.
ლავუაზიეს მიერ ჩამოყალიბებულ წვის ახალ ჟანგბადურ თეორიას მთელი რიგი
უპირატესობები ჰქონდა ვიდრე ფლოგისტონის თეორიას. იგი იყო უფრო მარტივი, არ
შეიცავდა თავის თავში არაბუნებრივ ვარაუდებს, რომ სხეულებს აქვთ უარყოფითი მასები
და რაც მთავარია, არ იყო დამყარებული ექსპერიმენტის გარეშე მიღებული სუბსტანციის
(ყველა საგნისა და მოვლენის არსი) არსებობაზე. ჟანგბადური თეორია აღმოჩნდა უფრო
მნიშვნელოვანი, ვიდრე წვისა და სუნთქვის მოვლენის უბრალოდ ახსნა. ფლოგისტონის
თეორიაზე უარის თქმამ მოითხოვა ქიმიის ყველა ძირითადი პრინციპებისა და ცნებების
გადახედვა, ტერმინოლოგიისა და ნივთიერებების ნომენკლატურის ცვლილება. ამიტომ,
ჟანგბადური თეორიის შექმნით დაიწყო გარდატეხის ეტაპი ქიმიის განვითარებაში,
რომელსაც ეწოდა ,,ქიმიური რევოლუცია“.
ანტუან ლორან ლავუაზიე (1743-1794) იყო ფრანგი მეცნიერი, პარიზის მეცნიერებათა
აკადემიის წევრი, ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ქიმიკოსი კაცობრიობის ისტორიაში.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794) იყო კონსტიტუციური მონარქიის
მომხრე. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად.
ლავუაზიემ ფრანგ სამხედრო ინჟინერ ჟ.მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი
ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია (1783). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და
ჟანგბადისაგან (1785). ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში
ატომიზმის შემოტანას. ლავუაზიე ითვლება თერმოქიმიის ერთერთ ფუძემდებლად. 1783
წელს ლავუაზიემ და ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ-სიმონ ლაპლასმა (1749-1827) პირველად
განსაზღვრეს, რომ მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს
ტოლია. 1777 წელს ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება ჟანგბადი და
გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
1785-1787 წლებში ანტუან ლორან ლავუაზიემ, კლოდ ლუი ბერთოლემ, ლუი ბერნარ
გიტონ დე მორვომ და ანტუან ფრანსუა დე ფურკრუამ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის
დავალებით შეიმუშავეს რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის ახალი სისტემა. ახალი
ნომენკლატურის ლოგიკა ითვალისწინებდა, რომ ნივთიერებებისთვის სახელი ეწოდებინათ
იმ ელემენტების მიხედვით, რომლებისგანაც ისინი შედგებოდნენ. ამ ნომენკლატურის
ძირითადი პრინციპები გამოიყენება დღემდე. ელემენტი ეწოდა ისეთ ნივთიერებას,
რომელიც არ დაიყოფოდა ნაწილებად ქიმიური ანალიზის შედეგად. მაგ. ლითონები,
ფოსფორი, გოგირდი, ჟანგბადი და წყალბადი. ნაერთი ეწოდა ყველა ნივთიერებას,
რომელიც შედგება ორი ან მეტი ელემენტისაგან. მჟავებს ეწოდათ იმ ელემენტების
სახელები, რომლებისგანაც არიან წარმოქმნილი. მაგ. აჯასპის ზეთს ეწოდა გოგირდმჟავა
გოგირდის შემცველობის გამო; მჟავას, რომელიც შეიცავდა ფოსფორს - ეწოდა ფოსფორმჟავა
და ა.შ. ქიმია გახდა სავსებით დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინა, რომელიც სულ
მალე უფრო მზარდ როლს ასრულებდა მომდევნო საუკუნეების სამრეწველო
რევოლუციაში.
1789 წელს ლავუაზიემ გამოსცა თავისი ცნობილი სახელმძღვანელო ,,ქიმიის
ელემენტარული კურსი“, რომელიც მთლიანად დამყარებულია წვის ჟანგბადურ თეორიასა
და ახალ ქიმიურ ნომენკლატურაზე. ლავუაზიეს აზრით, სწორედ ამ კურსის შედეგი იყო
ქიმიური რევოლუცია. წიგნში ლავუაზიეს მოცემული აქვს ახალი ქიმიის ისტორიაში

85
ქიმიური ელემენტების პირველი ჩამონათვალი (მარტივი სხეულების ტაბულა), რომელიც
დაყოფილი იყო რამდენიმე ტიპად:
1.მარტივი ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება განხილული იქნას როგორც ელემენტები:
სინათლე, ჟანგბადი, აზოტი, სითბომბადი (უწონო ფლუიდი-დენადი არე, რომელიც
არსებობს ყველა სხეულში და არის თბური მოვლენების მიზეზი), წყალბადი.
2.მარტივი არალითონური ნივთიერებები, რომლებიც იჟანგებიან და იძლევიან მჟავებს:
გოგირდი, ფოსფორი, ნახშირი, მურიის მჟავას რადიკალი (Cl), მლღობი მჟავას რადიკალი
(F), ბორის მჟავას რადიკალი (B).
muria-ლათ. მარილხსნარი. არარსებული ქიმიური ელემენტი. მურიის ოქსიდის
არსებობის ჰიპოთეზა XVIII საუკუნის ბოლოს ქლორის აღმოჩენის წინამორბედი აღმოჩნდა.
ჯ. პრისტლიმ გოგირდმჟავას ზემოქმედებით ზღვის მარილზე მიიღო აირისებრი
ქლორწყალბადი, რომელსაც ლავუაზიეს წინადადებით ეწოდა მურიის მჟავა, ანუ
მარილმჟავა.
მლღობი მჟავა - ფთორწყალბადის წყალხსნარი - HF.
3.მარტივი ლითონური ნივთიერებები, რომლებიც იჟანგებიან და იძლევიან მჟავებს:
სტიბიუმი, ვერცხლი, დარიშხანი, ბისმუტი, ოქრო, ვოლფრამი, კობალტი, სპილენძი, კალა,
რკინა, პლატინა, თუთია, მანგანუმი, ვერცხლისწყალი, მოლიბდენი, ნიკელი, ტყვია.
4.მარტივი მარილწარმომქმნელი მიწანივთიერებები: კირი (CaO), თიხამიწა
( Al2O3), მაგნეზია (MgO), კაჟმიწა (SiO2), ბარიტი (BsSO4).
მიწებთან დაკავშირებით, ლავუაზიემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი
წარმოადგენენ უცნობი ელემენტების ოქსიდებს, რაც მოგვიანებით დადასტურდა.
ლავუაზიეს, მეცნიერების გარდა, ბიზნესიც აინტერესებდა. იგი იყო გადასახადების
ამკრეფი ორგანიზაციის წევრი და ამ საქმიანობით საკმაოდ დიდი კაპიტალის მფლობელიც
გახლდათ. შემოსავლების და კაპიტალის უდიდესი ნაწილი ლავუაზიემ საკუთარი ქიმიური
ლაბორატორიის შექმნა-მოწყობას მოახმარა. სამწუხაროდ, ფრანგ რევოლუციონერებს არ
აინტერესებდათ ლავუაზიეს უდიდესი გამოკვლევები და მას არა როგორც მეცნიერს,
არამედ როგორც ,,მშრომელთა სისხლისმსმელ“ გადასახადების ამკრეფად მიიჩნევდნენ და
მეცნიერი 1793 წელს ციხეშიც გამოამწყვდიეს. ლავუაზიეს სამშობლოს ღალატში დასდეს
ბრალი და პეტიციების მიუხედავად 1794 წლის 8 მაისს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
დიდმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ანტუან ლავუაზიეს მეგობარმა ლუი ლეგრანჟმა
განაცხადა: ,,ჯალათს ერთი წამი დასჭირდა იმ თავის მოსაკვეთად, რომლის მსგავსის
შესაქმნელად საფრანგეთს შეიძლება 100 წელი დასჭირდეს!“.

სტექიომეტრიის წარმოშობა

ლავუაზიეს მიერ მასის მუდმივობის კანონის აღმოჩენას მოჰყვა მთელი რიგი ახალი
რაოდენობრივი კანონზომიერებები - სტექიომეტრიული კანონები. სტექიომეტრია (ძვ.ბერძ.
,,ელემენტი“+,,გაზომვა“) არის კანონების, წესებისა და ტერმინების სისტემა, რომელიც
სწავლობს მორეაგირე ნივთიერებებს შორის მასურ და მოცულობით თანაფარდობებს.
ტერმინი ,,სტექიომეტრია“ ქიმიაში შემოიტანა სტექიომეტრიის სწავლების ერთერთმა
ფუძემდებელმა, გერმანელმა ქიმიკოსმა იერემია ბენიამინ რიხტერმა (1762-1807).
სტექიომეტრიის კანონების აღმოჩენამ სათავე დაუდო ქიმიას, როგორც ზუსტ მეცნიერებას.

86
სტექიომეტრიის კანონებია: მასის მუდმივობის, შედგენილობის მუდმივობის, ჯერად
ფარდობათა, მოცულობითი თანაფარდობების, ეკვივალენტობის კანონები; ავოგადროს
კანონი, გეი-ლუსაკის კანონი. შევეხოთ ზოგიერთ მათგანს:
მასის მუდმივობის კანონი (ლომონოსოვმა 1748-1756წწ., ლავუაზიემ 1777 წ.): ქიმიურ
რეაქციაში შესული ნივთიერებების საერთო მასა რეაქციის შედეგად მიღებული
ნივთიერებების საერთო მასის ტოლია. მასის მუდმივობის კანონი განუყრელადაა
დაკავშირებული ენერგიის მუდმივობის კანონთან: ენერგია არ იქმნება არაფრისაგან და არც
იკარგება უკვალოდ, ერთი სახის ენერგია გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად.
შედგენილობის მუდმივობის კანონი (1801 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ქიმიკოსმა
პრუსტმა): ყოველი ქიმიურად სუფთა ნივთიერების მასური შედგენილობა მუდმივია და არ
არის დამოკიდებული მისი მიღების ხერხზე.
მოცულობითი თანაფარდობების კანონი (გეი-ლუსაკის კანონი, 1802):ერთნაირ
ფიზიკურ პირობებში რეაქციაში შესული აირების მოცულობები და რეაქციის შედეგად
მიღებული აირების მოცულობები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც მცირე მთელი
რიცხვები.
ავოგადროს კანონი (1811): ტოლი მოცულობის სხვადასხვა აირი ერთნაირ ფიზიკურ
პირობებში (წნევა, ტემპერატურა) მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს. აქედან
გამომდინარეობს ორი შედეგი:
1) სხვადასხვა აირის ერთი და იმავე რაოდენობის მოლეკულები ერთნაირ
ფიზიკურ პირობებში ერთსა და იმავე მოცულობას იკავებს.
2) სხვადასხვა აირის 1 მოლი ნორმალურ პირობებში (00C და 101,3 კპა) იკავებს
22,4 ლ მოცულობას. ამ მოცულობას მოლური მოცულობა ეწოდება.
ავოგადროს კანონი სამართლიანია მხოლოდ აირადი ნივთიერებებისათვის, რადგან:
1)აირის მოლეკულებს შორის მანძილი გაცილებით აღემატება საკუთრივ
მოლეკულების ზომებს;
2)მოლეკულებს თაშორის მანძილები დამოკიდებულია იმ ფიზიკურ პირობებზე,
რომელშიც აირი იმყოფება და არა აირის ბუნებაზე.
კლოდ ლუი ბერთოლე (1748-1822) იყო ფრანგი ქიმიკოსი, ქიმიური წონასწორობის
შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი, პარიზის პოლიტექნიკური სკოლის პროფესორი,
მედიცინის დოქტორი. ლავუაზიესთან და სხვა მეცნიერებთან ერთად დაამუშავა ახალი
ქიმიური ნომენკლატურა. ბერთოლემ შეიმუშავა ქსოვილების, სანთლისა და ქაღალდის
ქლორით გათეთრების მეთოდი; მიიღო ქვექლოროვან- და ქვექლორმჟავათა მარილები (მათ
შორის, 1786 წელს ბერთოლეს მარილი KClO3); დაადგინა, რომ ქიმიური რეაქციის
მიმართულებას განსაზღვრავს მორეაგირე ნივთიერებების მასა, თვისებები და რეაქციის
პირობები. ბერთოლე ქიმიურ რეაქციებს განიხილავდა როგორც უწყვეტ და შექცევად
პროცესს. იგი თვლიდა, რომ ამ დროს წარმოქმნილი ნივთიერებების შედგენილობა
ცვალებადია. XX საუკუნის დამდეგს რუსმა ქიმიკოსმა ნ.კურნაკოვმა აღმოაჩინა ცვალებადი
შედგენილობის ინდივიდუალური ქიმიური ნაერთები და მათ ბერთოლიდები ანუ
არასტექიომეტრული ნაერთები უწოდა. მათი ასეთი შედგენილობა აიხსნება კრისტალურ
გისოსში დეფექტების არსებობით. საერთოდ, ბერთოლიდებს არ თვლიან ნაერთებად,
რადგან მათ არ გააჩნიათ მუდმივი შედგენილობა. ამის გამო, მათ არასტექიომეტრულ
კრისტალებს უწოდებენ.

87
ლექცია 8
ფარმაკო-ქიმიური წარმოების ჩამოყალიბება

XII-XIII საუკუნეებში წამლების დამზადების ხელოვნებამ გამოყოფა დაიწყო


მედიცინიდან - ხშირად, მონასტრების ჰოსპიტალური აფთიაქების მეშვეობით და ხდებოდა
მეაფთიაქეთა ფენის საქმე. თავდაპირველად ეს მოხდა იტალიაში, სალერნოში, სადაც
არსებობდა ცნობილი სამედიცინო სკოლა. ფარმაციის მედიცინიდან გამოყოფა მოხდა 1224
წელს, ფრიდრიხ II-ის ედიქტით (ფრიდრიხ II ბარბაროსა - 1194-1250წ.წ. საღვთო რომის
იმპერიის იმპერატორი 1220 წლიდან. იყო სიცილიის მეფე - 1197-1212 წ.წ. და 1217 –
1250წ.წ.; გერმანიის მეფე - 1212-1220 წ.წ. საღვთო რომის იმპერია 962 წელს დააარსა
საქსონიის მეფე ოტონ I-მა ჩრდილოეთ და შუა იტალიის დაპყრობის შემდეგ. X-XIII სს-ში
იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა გერმანია, იტალიის უდიდესი ნაწილი, ბურგუნდიის
სამეფო, მოგვიანებით - შვეიცარიის კავშირი, ნიდერლანდები და ვასალურ
დამოკიდებულებაში იყო ჩეხეთი. იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1806 წელს, როდესაც
უკანასკნელმა იმპერატორმა ფრანც II-მ უარი თქვა ტიტულზე.). დამოუკიდებელი
სააფთიაქო საქმე ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა გერმანიაში. საჭირო გახდა შეეგროვებინათ
აფთიაქების მიერ გამოყენებული ყველა რეცეპტი განსაკუთრებულ სააფთიაქო წიგნში და
ხელისუფლების მიერ ამ რეცეპტების დაკანონება. მიუხედავად გამოცალკევებისა,
მედიცინის გავლენა წამლების დამზადების ტექნიკაზე XVI-XVII საუკენეებში საოცრად
დიდი იყო.
XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის შუა წლებში დამთავრდა ფარმაცევტული
პრეპარატების მიღების მეთოდების დახვეწა. პრეპარატული ფარმაცევტული ქიმიის წინაშე
ყველაზე დიდი დამსახურება აქვს გერმანელ იურისტს, მედიცინის დოქტორს, ალქიმიკოსს
ოსვალდ კროლს (1560-1609). მისი წიგნები წარმოადგენს ქიმიის პირველ
სახელმძღვანელოებს და შემდგომში ხელი შეუწყვეს ქიმიური ანალიზის ჩამოყალიბებას.
ანალიზურ ქიმიას, როგორც გამოყენებითი ქიმიის ნაწილს, მნიშვნელობა აქვს
ტექნიკისთვისაც.
აფთიაქები XVIII-ის ბოლომდე წარმოადგენდნენ პრეპარატების წარმოების მთავარ
ადგილს. მაშინდელი აფთიაქარები და ექიმები გარკვეულწილად იყვნენ ქიმიკოსებიც.
პარაცელსმა პირველმა მისცა ბიძგი ქიმიური შენაერთების მედიცინაში გამოყენებას. იგი
ნიშნავდა ტყვიის, სპილენძის, დარიშხანის, სურინჯის და ვერცხლიწყლის შენაერთებს,
აგრეთვე ლითონურ ვერცხლისწყალს არა მარტო გარეგანი, არამედ შინაგანი
გამოყენებისთვისაც. ხშირად იგრძნობოდა ზედმეტი გატაცება აღნიშნული პრეპარატებით,
რაც იწვევდა დიდი რაოდენობით ლითონური შენაერთების მიღებას და ზიანი მოჰქონდა
ავადმყოფებისთვის. თუმცა, ზოგიერთ პრეპარატს დღესაც არ დაუკარგავს თავისი
მნიშვნელობა, მაგ. ვერცხლისწყლის სპეციფიური მოქმედება სიფილისზე შეამჩნიეს უკვე
XVI საუკუნეში.
XVI საუკუნეში პრაღის აფთიაქებში ვაჭრობდნენ სპილენძის მწვანათი (მუქი მწვანე
საღებავი, რომელიც მიიღება სპილენძის დაჟანგვით), გოგირდმჟავით, სინგურით (წითელი
საღებავი HgS). გოგირდით, ბისმუტით, ვერცხლისწყლით, ფურცლოვანი ოქროთი და
ვერცხლით, სურინჯით (ხელოვნურად მიღებული პიგმენტი Pb3O4), ტყვიის თეთრათი
(ტყვიის ფუძეზე დამზადებული თეთრი მინერალური საღებავი (2PbCO3.Pb(OH)2 ან
PbCO3), რკინის და თუთიის აჯასპი (შესაბამისად, FeSO4.7H2O და ZnSO4.7H2O),
88
აურიპიგმენტით (As2S3), ბორაკით, ნიშადურით, შაბით, თუთიის ოქსიდით, სამზარეულო
მარილით და სხვ. XVII საუკუნეში ფსევდო-ბაზილიუს-ვალენტინუსი რეკომენდაციას
იძლეოდა წამლად გამოეყენებინათ აზოტმჟავავერცხლისწყალი. ფსევდო-გებერი
რეკომენდაციას იძლეოდა წამლად გამოეყენებინათ აზოტმჟავავერცხლი. ფარმაცევტული
მიზნებისთვის ძმარმჟავა ტყვიას ღებულობდნენ ტყვიის ნაცრიდან. მედიცინაში იყენებდნენ
თეთრ პრეციპიტატს (ფოსფორის სასუქი CaHPO4.2H2O), რომელიც მიიღებოდა სულემისა
(AgCl) და ნიშადურის სპირტის ტუტით დალექვის შედეგად. წითელი პრეციპიტატი
გამოიყენებოდა ცხენების სამკურნალოდ, ხოლო მოგვიანებით ტილების წინააღმდეგ. XVII
საუკუნეში ფრანგმა მეცნიერმა ანტუან ლეფევრმა ვერცხლისწყლის ოქსიდის წყალში
გახსნით მიიღო აცეტატი (ძმარმჟავა მარილები, მაგ. ნატრიუნის აცეტატი CH3COONa.H2O),
რომელსაც ხშირად იყენებდნენ პარიზელი აფთიაქარები. XVIII საუკუნეში პარაცელსის,
ფსევდო-ბაზილის და გლაუბერის რეცეპტებით სტიბიუმის პრეპარატებს ამზადებდნენ
ქარხნული წესით. ამ პრეპარატებიდან უმნიშვნელოვანესი იყო სულფიდები და
ოქსისულფიდები, კროკუსი (იგივე შაფრანი მცენარე) და კერმესი (მწერი, რომელიც
პარაზიტობს მუხაზე). ორი უკანასკნელი გამოიყენებოდა ვეტერინარიაში. კერმესის
დამზადების რეცეპტი გლაუბერის ერთერთ მოწაფეს გადასცა ფრანგმა ბერმა, რომელმაც
1714 წელს ამ პრეპატატით გადაარჩინა უიმედო ავადმყოფი.
ამავე ეპოქაში ბერებმა წამლების დამზადება დაიწყეს ქარხნული მასშტაბით.
აღნიშნული ეპოქის სამკურნალო წიგნებში ხშირად შეჰქონდათ ქიმიური პრეპარატების
დამზადების რეცეპტები. მაშინდელ ფარმაკოპეაში შეტანილი იყო: ალგაროტი (სტიბიუმის
თეთრი ფერის პრეპარატი, იგივე ინგლისური ფხვნილი, ძლიერი პირსასაქმებელი
საშუალება - SbOCl, სახელი ეწოდა თავისი გამომგონებლის, იტალიელი ექიმის
საპატივცემულოდ). ესპანურ ბელილას (ბისმუტის ნაერთი) იყენებდნენ მალამოს სახით.
კალის მჟავას (H2SnO3) იღებდნენ აზოტმჟავას მოქმედებით კალაზე და შეტანილი იყო
პრაღის მედიკამენტების პრეისკურანტში. კეთილშობილი ლითონების შენაერთები
მედიცინასა და მრეწველობაში პოულობდნენ უმნიშვნელო გამოყენებას.
XVII საუკუნიდან სამკურნალო წიგნებში ხშირად შეჰქონდათ ქიმიური პრეპარატების
დამზადების მეთოდები. აღსანიშნავია ბირელის, ბეკმანის, კუნკელის, შაპტალის შრომები,
რომლებიც ეხება სხვადასხვა პრეპარატებს და რეცეპტებს.

მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები XVII-XVIII საუკუნეებში

XVI საუკუნეში ტექნიკაში, კომერციასა და მეცნიერებაში წამყვანი როლი ეკავა


იტალიასა და გერმანიას. მეტალურგიული ტექნიკის სათავეში იდგა გერმანია. იტალია,
განსაკუთრებით ვენეცია, თავის ბატონობას ავრცელებდნენ უფრო ნატიფ ტექნიკაზე; ასევე
დომინირებდნენ მხატვრულ-ხელოსნური კუთხით, როგორიცაა ლითონების დამუშავება,
მინის წარმოება, კერამიკა, საპნის ხარშვა, ქიმიური პრეპარატების დამზადება, რაშიც
შეგვიძლია დავინახოთ დამოუკიდებელი ქიმიური წარმოება ვიწრო გაგებით. ორივე ქვეყანა
ტექნიკურად და ეკონომიკურად მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.
XVII საუკუნის დასაწყისისთვის მოხდა იტალიის და გერმანიის საწარმოო
ცხოვრების დაქვეითება (ამერიკის აღმოჩენა, ახალი საზღვაო გზები, უფრო მდიდარი
სასარგებლო წიაღისეულების და მადნების აღმოჩენა).

89
საზღვაო გზების პიონერებმა - ესპანეთმა და პორტუგალიამ, რომლებიც
დამპყრობელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, ვერ შეძლეს სერიოზული სამეურნეო და
ტექნიკური წარმატებების მიღწევა.
წინა პლანზე გამოვიდა ნიდერლანდები, სადაც XVII საუკუნეში ადგილი ჰქონდა
მეურნეობის და მრეწველობის აღმავლობას. თუმცა, ჰოლანდიელების ეკონომიკური
ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც იგი ეყრდნობოდა სუსტ ნაციონალურ
საფუძველს და კონკურენციას ვერ უწევდა დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებმაც
გაიმყარეს დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიის მრეწველობა XVIII საუკუნის
II ნახევრამდე ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას.
აღნიშნულ პერიოდში თანდათანობით ძალას იკრებს საფრანგეთის ინდუსტრია,
ხოლო ყველაზე ბოლოს მრეწველობის აღმავლობას დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან
მიაღწია ინგლისმა.
ქიმიურ მეცნიერებასა და ქიმიურ ტექნიკას შორის კავშირის განხილვისას ადვილი
შესამჩნევია, რომ XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან XVIII საუკუნის შუა პერიოდამდე
მონაკვეთი საგრძნობლად ჩამორჩება XVI საუკუნის ტექნოლოგიურ ლიტერატურას
სიმრავლითა და პრაქტიკული წამოწყებებით.
XVII საუკუნეში მინერალური მჟავების (უპირველეს ყოვლისა, გოგირდმჟავას და
მარილმჟავას) მიღების მეთოდების აღმოჩენამ სათავე დაუდო რკინაზე და ზოგიერთ
ლითონზე მჟავების მოქმედების დროს გამოყოფილ ,,რაღაც ჰაერზე“ დაკვირვებას. ეს აირი
პირველმა აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა ჰენრი კავენდიშმა (1731-1810), რომელმაც 1766
წელს გამოსცა ნაშრომი ,,ხელოვნური ჰაერი“, რომელშიც იტყობინებოდა ,,წვადი ჰაერის“
(წყალბადი) აღმოჩენის შესახებ. ნაშრომში აღწერილი იყო აირების შეგროვების,
გასუფთავებისა და შესწავლის მეთოდები. კავენდიშმა შესძლო სუფთა სახით მიეღო
წყალბადი და ნახშირორჟანგი, დაედგინა მათი ფარდობითი სიმკვრივე და სხვა თვისებები.
1781 წელს კავენდიშმა დაადგინა ჰაერის შედგენილობა, ხოლო 1784 წელს წყალბადის წვისას
დაადგინა წყლის შედგენილობა, რითაც უარყო წარმოდგემა მის ელემენტარულობაზე
(დაუშლელობაზე უფრო მარტივ ნივთიერებებად).
დიდ წარმატებებს აირების გამოყოფისა და შესწავლის საქმეში მიაღწია ინგლისელმა
ფილოსოფოსმა, ქიმიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804).
პრისტლიმ დაადგინა, რომ აირები იხსნება წყალში. 1772-1774 წლებში მიიღო
ქლორწყალბადი და ამიაკი; აჩვენა, რომ მცენარეები ასუფთავებენ ამონასუნთქ ჰაერს;
1774 წელს პრისტლიმ გააკეთა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა - ჟანგბადი:
ვერცხლისწყლის წითელი ოქსიდის გახურებისას მან გამოყო გაზი, რომელშიც
ნივთიერებები იწვოდა განსაკუთრებული სიკაშკაშით. იყო რა ფლოგისტონის თეორიის
მომხრე, პრისტლიმ ამ გაზს უწოდა ,,დეფლოგისტონირებული ჰაერი“. პრისტლის მიერ
აღმოჩენილი გაზი იყო 1772 წელს ინგლისელი ქიმიკოსის დანიელ რეზერფორდის (1749-
1819) მიერ გამოყოფილი ქიმიურად ინერტული ,,ფლოგისტონირებული ჰაერის“ (აზოტის)
ანტიპოდი.
უნდა აღინიშნოს, რომ პრისტლის მიერ გამოყოფილი აირის თვისება ჯერ კიდევ 1771
წელს აღწერა შვედმა ქიმიკოსმა კარლ ვილჰელმ შეელემ, რომელიც მან მიიღო გვარჯილის
დაშლის შედეგად, მაგრამ გამომცემლის უპასუხისმგებლობის გამო ცნობა ამ აღმოჩენის
შესახებ გამოქვეყნდა მხოლოდ 1777 წელს. შეელემ ამ აირს უწოდა ,,ცეცხლოვანი ჰაერი“.
შეელეს ეკუთვნის ისეთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები, როგორიც არის ქლორი (1774),
90
გოგირდწყალბადი (1776), გლიცერინი და ციანიდის მჟავა (1782), მრავალი ორგანული
მჟავა და დაამტკიცა ჰაერის რთული შედგენილობა.
მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც ხელი შეუწყო ჟანგბადის აღმოჩენას, იყო ფრანგი
ქიმიკოსის პიერ ბაიენის (1725-1798) შრომები, რომელმაც 1784 წელს გამოაქვეყნა შრომები
ვერცხლისწყლის დაჟანგვისა და შემდგომში მისი ოქსიდის დაშლის შესახებ. XIII-XVII
საუკუნეებში ნაკლებად შეიმჩნევა კავშირი მეცნიერებასა და სუფთა ემპირიულად
განვითარებად ტექნიკას შორის. XIII საუკუნის უდიდესი ალქიმიკოსების - ალბერტ
მაგნუსის (ალბერტ დიდი), როჯერ ბეკონის, არნალდუს დე ვილანოვას, რაიმონდუს
ლულუსის, ვინსენტ დე ბოვეს თხზულებებში ნათლად ჩანს ქიმიური პრეპარატების და
ლაბორატორიული ოპერაციების შესანიშნავი ცოდნა, მაგრამ მაინც იშვიათად
ეყრდნობოდნენ საწარმოო ტექნიკას.

გვიანდელი ქიმიურ-ტექნოლოგიური ლიტერატურა

XVI საუკუნიდან იცვლება ქიმიური მეცნიერების ხასიათი და მისი


დამოკიდებულება ტექნიკისადმი. ჰუმანიზმი და აღორძინება ნათელ კვალს ამჩნევს
მეცნიერებას და ალქიმია ნელ-ნელა ქრება - ქიმიური მეცნიერება თანდათანობით უარს
ამბობს ხელოვნურად ოქროს მიღების იდეაზე. ქიმიური მეცნიერებისა და ტექნიკის
ურთიერთკავშირი იცვლება ორმხრივად: ჯერ ერთი, XVI საუკუნეში ქიმიისა და მედიცინის
მჭიდრო კავშირის შედეგად აღმოცენდა ე.წ. იატროქიმია (სამედიცინო ქიმია),
პრეპარატული ფარმაცევტული ტექნიკა, რომელიც მომავალში ითვალისწინებდა
პრეპარატების დამზადების უფრო გვიანდელ ტექნიკას; მეორე - მეცნიერება დაინტერესდა
მანამდე უგულებელყოფილი ტექნიკით. ამგვარად შეიქმნა პირველი შრომები ქიმიურ
ტექნოლოგიაში.
XVI საუკუნეში წიგნების ბეჭდვის გამოგონებასთან ერთად გამოჩნდა მთელი რიგი
შრომებისა ტექნოლოგიაში, რომლებიც საშუალებას იძლევა ზუსტად აღვადგინოთ იმ
პერიოდის ტექნიკური პროცესები. აღნიშნული პერიოდის ავტორებისათვის
დამახასიათებელია ზუსტი დაკვირვება, ნათელი მეცნიერული აზრი. XVI საუკუნის
მეცნიერებს შეიძლება ეწოდოთ სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინის ჰუმანისტები.
XV- XVI საუკუნეების შრომების ავტორები ტექნოლოგიურ და გამოყენებით ქიმიაში,
ცალკეული გამონაკლისების გარდა, არიან გერმანელი და იტალიელი ავტორები. შინაარსის
მიხედვით, შრომები იყოფა ორ ჯგუფად: 1) შრომები, რომლებშიც სჭარბობს სამთო და
საქარხნო საქმის და მათთან ახლოს მდგომი წარმოების დარგების აღწერა. 2) შრომები,
რომლებშიც სჭარბობს ფარმაცევტული ტექნიკა, ქიმიური პრეპარატების დამზადება და
გამოხდის ხელოვნება.
ქიმიურ მეცნიერებასა და ქიმიურ ტექნიკას შორის კავშირის განხილვისას ადვილი
შესამჩნევია, რომ XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან XVIII საუკუნის შუა პერიოდამდე
მონაკვეთი საგრძნობლად ჩამორჩება XVI საუკუნის ტექნოლოგიურ ლიტერატურას
სიმრავლითა და პრაქტიკული წამოწყებებით.
ძნელია ჩამოვთვალოთ XVIII-XIX საუკუნეების ის უამრავი ქიმიკოსი, რომლებიც
კითხულობდნენ ქიმიას სხვადასხვა უმაღლეს სკოლაში და სწავლობდნენ სხვადასხვა
პრაქტიკულ პრობლემებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მრავალი მათგანი აწარმოებდა
ქიმიურ-ტექნიკური ხასიათის კვლევებს. აღნიშნული პერიოდის იტალიელი ქიმიკოსებიდან
91
უნდა დავასახელოთ ჯოვანი ფაბრონი (1752-1822) - პიზის უნივერსიტეტის პროფესორი,
ქიმიკოს-ანალიტიკოსი, რომელიც დაინტერესებული იყო ტექნიკური ქიმიის
პრობლემებითაც. ფაბრონი უკვე 1795 წელს იყო ჟანგბადური თეორიის მომხრე და
ფლოგისტონს თვლიდა ფანტაზიად. მან გამოაქვეყნა მთელი რიგი ქიმიურ - ანალიზური და
ტექნიკური ხასიათის სტატიები. მეორე იტალიელი ქიმიკოსი - ლუიჯი ვალენტინო
ბრუნიატელი (1761-1818), პავიის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი - იყო ფართო
პროფილის ქიმიკოსი და ქიმიურ-ანალიზური კვლევების გარდა დაკავებული იყო
ფარმაცევტული, ფიზიოლოგიური და ორგანული ქიმიის პრობლემებით. გამოაქვეყნა
,,ზოგადი ქიმიის ელემენტარული კურსი“ (1795). ,,ანალიზური პერიოდის“ სხვა იტალიელი
ქიმიკოსებიდან უნდა დავასახელოთ ჯოვანი ანტონიო ჯობერტი (1761-1834) - ტურინის
უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც დაკავებული იყო მინერალების ანალიზით და
შეიმუშავა ანალიზის რამდენიმე მეთოდი; ასევე, აღსანიშნავია ვინჩენცო დანდოლო (1758-
1819). დანდოლომ 1791 წელს ვენეციაში გამოსცა თარგმანი ლავუაზიეს წიგნისა ,,ქიმიის
ელემენტარული კურსი“, ხოლო მოგვიანებით - ,,ქიმიური რევოლუციის“ სხვა
მონაწილეების - ბერთოლეს და ფურკრუას შრომები. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა
ტექნიკური ქიმიის საკითხებს, განსაკუთრებით სასოფლო და სასურსათო ტექნოლოგიებს
(მეღვინეობას, მეაბრეშუმეობას და სხვ.).
XVIII საუკუნის გერმანული ტექნოლოგიური ლიტერატურის პირველი მსხვილი
წარმომადგენლები იყვნენ: ჰოფმანი, იოჰან ვიგლები, ჰენრიხ ფონ იუსტი, ფრიდრიხ ტაუბე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების ნაშრომებისა, აღსანიშნავია მთელი რიგი
სპეციალური მონოგრაფიებისა, მაგ. შლუტერის ,,მეტალურგია“, სიმონის ,,გვარჯილისა და
გოგირდმჟავას მიღების ხელოვნება“, კრამერის ,,მეტალურგიის საწყისები“, პოპეს
,,ტექნოლოგიის ისტორია“, ლამპადიუსის ,,ტექნიკური ქიმიის მიმოხილვა“ და სხვ. შეიქმნა
დიდი რაოდენობით ფარმაცევტული ლიტერატურა ტრომსდორფის, გეგენის, ბუხჰოლცის
და სხვათა მიერ. აღსანიშნავია შვედი მეცნიერის ბერგმანის ქიმიურ-ისტორიული ნაშრომი
,,ქიმიის განვითარების ისტორია და ქიმიური აღმოჩენები ძველ და შუა საუკუნეებში“. ასევე,
აღსანიშნავია ინგლისელი ლუისის შრომები მეტალურგიაში და სამღებრო საქმეში.
მეტად მნიშვნელოვანია ფრანგი მეცნიერების რენე ანტუან რეომიურის, პიერ ჟოზეფ
მაკეს და ჟან ელოს შრომები. პარიზის აკადემიის წევრმა დიუ გამელმა ტექნიკა გაამდიდრა
უამრავი მნიშვნელოვანი მონოგრაფიით ნიშადურის, აგურის, კრახმალის და საპნის
წარმოებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოლიტექნიკური სკოლის
პროფესორი მორვო, რომელმაც დააარსა გვარჯილის ქარხანა.
ჟან - ანტუან შაპტალი, გრაფი შანტელუ (1756-1832) იყო ექიმი, ქიმიკოსი,
სახელმწიფო მოღვაწე, მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორი. იგი ხელმძღვანელობდა
გვარჯილის ქარხანას გრენობლში, სადაც ატარებდა ცდებს საწარმო მასშტაბით სოდის
მისაღებად. შაპტალი დაინტერესებული იყო გოგირდმჟავას წარმოებით და შაბებით.
გამოაქვეყნა მთელი რიგი მონოგრაფიებისა ღებვაზე, მათეთრებლებზე, ღვინისა და არყის
წარმოებაზე. შაპტალი იყო საოცრად მრავალმხრივ განვითარებული პიროვნება. ბონაპარტმა
იგი დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და ვაჭრობისა და მანუფაქტურების
დირექტორად. განსაკუთრებული აღიარება შაპტალს მოუტანა უამრავმა ტექნოლოგიურნა
ნაშრომმა. თავის შრომებში იგი ქიმიურ ტექნიკას განიხილავს მთლიანობაში და ხაზს
უსვამს მის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობას. შაპტალი იყო ერთერთი პირველი

92
მეცნიერულად განათლებული სამრეწველო მოღვაწე, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოდან
ცვლის ძველ ემპირიკებს.

მეცნიერული ქიმიის ჩამოყალიბება

XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან მყარდება მჭიდრო კავშირი სუფთა ქიმიასა და


პრაქტიკას შორის და ტექნიკა (ფარმაციის გამოკლებით, რომელსაც ჰქონდა განვითარების
საკუთარი, ჩაკეტილი, სუფთა ემპირიული უწყვეტი გზა) იძენს სულ უფრო მეცნიერულ-
რაციონალურ ხასიათს. სუფთა სამეცნიერო-კვლევითმა მუშაობამ პირველად შექმნა
რაციონალური ტექნიკის განვითარების საფუძველი. ქიმიური რეაქციების არსისა და
ნივთიერების აგებულების გაგებამ, ნივთიერებების დაშლამ, ორმაგმა გაცვლამ,
განსაკუთრებით, რაოდენობრივმა თანაფარდობამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქიმიურ
პროცესებში, რაოდენობითი და თვისებითი ანალიზის განვითარებამ, მრავალი ახალი
შენაერთის აღმოჩენამ განაპირობა ძველის დახვეწვის და ახალი სამრეწველო პროცესების
განვითარება.
ქიმიური მეცნიერების დამსახურებაა ტექნიკის წინაშე ისიც, რომ მეცნიერები
უშუალოდ მონაწილეობდნენ საწარმოო პროცესებში. ამასთანავე, ინდუსტრიაში
ადრინდელი ემპირიკის ადგილს იკავებს მეცნიერულად განათლებული ტექნიკოსი.
ქიმიკოსის, როგორც განსაკუთრებული სპეციალობის გაჩენის წინაპირობას
წარმოადგენდა სათანადო განათლების მიღების არსებობა. ადრე ეს შესაძლებელი იყო
მედიცინის, ფარმაციის ან სამთო საქმის და მეტალურგიის შესწავლისას და ძალიან
იშვიათად ცალკეული დიდი ქიმიკოსის ლაბორატორიაში.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1789-1794) დაარსებულმა
პოლიტექნიკურმა სკოლამ პირველმა შექმნა ნამდვილი სისტემატიური განათლების ბაზა.
გერმანიაში, ჰესენში, ლიბიხის ლაბორატორია იყო პირველი სასწავლო დაწესებულება,
სადაც ხდებოდა ქიმიკოსების პრაქტიკული სწავლება.
XVII საუკუნეში გერმანიაში ცხოვრობდა სამი დიდი ტექნიკოსი: გლაუბერი, ბეხერი
და კუნკელი. გლაუბერმა და კუნკელმა გაამდიდრეს ტექნიკა და ქიმია პრაქტიკული
მონაცემებით.
იოჰან რუდოლფ გლაუბერის (1604-1670) მთავარი დამსახურებაა პრეპარატული
ლაბორატორიის სფეროში დიდი ღვაწლი. იგი იყო იატროქიმიის სკოლის უკანასკნელი და
მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გლაუბერი უამრავ საკითხზე მუშაობდა როგორც
ტექნოლოგი და როგორც ტექნიკოსი. გვარჯილისა და გოგირდმჟავას გამოხდით მიიღო
სუფთა აზოტმჟავა; სუფრის მარილის გახურებით გოგირდმჟავასთან მიიღო სუფთა
მარილმჟავა და ნატრიუმის სულფატი - ე.წ. გლაუბერის მარილი; დაკავებული იყო
მეტალურგიის, მინის მიღების, ღებვის, ძმრის, არყის, ღვინის ქვის პრობლემებით და ა.შ.
გლაუბერმა თავისი შეხედულებები გადმოგვცა ზოგად და სპეციალურ შრომებში და
თხზულებებში.
იოჰან იოაჰიმ ბეხერმა (1635-1682) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინგლისში
მეტალურგიული ღუმელის ტექნიკის დახვეწის საქმეში. მას მიღებული ჰქონდა ინგლისური
პატენტი ქვანახშირის ფისის მიღებასა და გადამუშავებაზე და კარტოფილიდან სპირტის
მიღებაზე. კარტოფილის კულტურა გერმანიაში შეიტანა ბეხერმა. მის შრომებს,

93
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მეტად უმნიშვნელო ფასი აქვთ. ბეხერის თეორიული
შეხედულებები დაედო საფუძვლად გეორგ შტალის მიერ ფლოგისტონის თეორიის შექმნას.
იოჰან კუნკელს (1630 1702) ეკუთვნის მნიშვნელოვანი ტექნიკური მიღწევები. მისი
მთავარი დამსახურებაა მიღწევები მინის წარმოებაში - ოქროს და ლალისებრი მინები
მიიღო საქარხნო მასშტაბით. გარდა ფერადი მინების, ხელოვნური ძვირფასი ქვების,
მინანქრის, ჭიქურების სხვ. დამზადების წესისა, მის შრომებში აღწერილია დარიშხანის,
პოტაშის და სხვ. მოპოვების წესები. კუნკელმა გერმანელი ალქიმიკოსისაგან ჰენინგ
ბრანდიდან, რომელმაც 1669 წელს, ფილოსოფიური ქვის ძიებაში მიიღო ფოსფორი, შეიძინა
მისი მიღების საიდუმლო და გააუმჯობესა ამ ელემენტის მიღების მეთოდი.
ფასდაუდებელია რობერტ ბოილის დამსახურება სუფთა ქიმიის წინაშე, რომელიც
გენიალურმა მეცნიერმა აიყვანა ნამდვილი მეცნიერების დონეზე. პირველ რიგში, ბოილს
აინტერესებდა პრაქტიკული ანალიზი და პირველმა გამოიყენა საბადოს განსაზღვრისათვის
მშრალი მეთოდის ნაცვლად სველი მეთოდი. დაამუშავა გვარჯილიანი მიწის ანალიზის
მეთოდი. ატარებდა ლითონების ანალიზს, მუშაობდა ნიშადურის მიღებაზე, ფერადი
მინების დამზადებაზე, მელნისა და საღებავების დამზადებაზე. ყოველივე ეს, მას აღწერილი
აქვს თავის შრომებში.
მაშინ, როდესაც გერმანიაში გამოყენებითი ქიმია მჭიდრო კავშირში იყო
ფარმაციასთან, XVIII საუკუნეში შვედეთში პირველობდა ანალიზური მინერალური ქიმია,
რაც დაკავშირებული იყო სამთო და საქარხნო საქმის უდიდეს ტექნიკურ-ეკონომიკურ
მნიშვნელობასთან. შვედმა მეცნიერმა ტორბერნ ულაფ ბერგმანმა (1735-1784) ზუსტად
დაადგინა განსხვავება რკინის ცალკეულ ხარისხებს შორის და საფუძველი ჩაუყარა
მეტალურგიულ ქიმიას.
XVIII საუკუნეში ინგლისში ბატონობდა ტექნიკური ემპირიკა. ეს მოხდა იმიტომ,
რომ გამოჩენილი ქიმიკოს-მეცნიერები ნაკლებად იყვნენ დაკავებულები ტექნიკური
საკითხებით და გამოჩენილი ტექნიკები კი არ აქვეყნებდნენ თავიანთ მიღწევებს. ერთერთ
გამონაკლისს წარმოადგენდა მღებავი-პრაქტიკოსი რიჩარდ ბანკროფტი (1544-1610),
რომელიც მჭიდროდ უკავშირებდა ერთმანეთს მეცნიერებასა და ტექნიკას.
XVIII საუკუნეში საფრანგეთში უკვე მტკიცე კავშირია ქიმიურ მეცნიერებასა და
პრაქტიკას შორის. ბრწყივალე მეცნიერები დაკავებული იყვნენ ტექნიკური და პრაქტიკული
საწარმოო საკითხებით.
აღნიშნულ პერიოდში შეუძლებელი იყო ერთმანეთს დაშორებოდა ქიმიასთან და
ალქიმიასთან დაკავშირებული მეცნიერების საქმიანობა. პრაქტიკულ საქმიანობაში ქიმიური
და ალქიმიური გამოკვლევები მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ზოგიერთი
მეტალურგი ეძებდა ,,ფილოსოფიურ ქვას“, ხოლო ალქიმიკოსები აკეთებდნენ ქიმიისათვის
საჭირო აღმოცენებს. ალქიმიკოსებმაც და იატროქიმიკოსებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან
წარმატებებს სამკურნალო საშუალებების დამზადებისა და სუფთა ნივთიერებების
გამოყოფის საქმეში. XVIII საუკუნის ქიმიკოსებს ბოილს, ლემერს, კუნკელს, გლაუბერს და
სხვებს არა მარტო სჯეროდათ ტრანსმუტაციიც შესაძლებლობის, არამედ ცხოვრების
ნაწილი მიუძღვნეს ალქიმიას. მაგრამ, ალქიმიაში კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის
იყო სუსტი.
XVIII საუკუნის ბოლოდან ახალი ქიმიური ტერმინოლოგიების გამოყენებამ
საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ქიმიასა და ალქიმიას შორის. ბურჟუაზიული საზოგადოების
სწრაფმა განვითარებამ და წარმოებისათვის სასარგებლო ქიმიური ცოდნისა და მასში
94
ჩაღრმავების მოთხოვნილებამ შექმნა წინაპირობა იმ ნაშრომების შექმნისა, რომლებიც
მიმართული იყო ალქიმიის წინააღმდეგ. იატროქიმიამ ვერ განდევნა ალქიმია, რადგან
წამლებით იყო დაკავებული. მისი წინა პლანიდან განდევნა შესძლეს იმ მეცნიერებმა,
რომლებიც იყვნენ ფლოგისტონური ქიმიის მიმდევრები. ფლოგისტონური ქიმიის
ფუძემდებელი გეორგ შტალი მნიშვნელოვნად თვლიდა აზრს, რომ ქიმიურ საწარმოებში
გამოყენებული რეაქციები უნდა გამხდარიყო სამეცნიერო კვლევის საგანი. ფლოგისტონის
თეორიის მიმდევრების გამარჯვება ალქიმიაზე ამტკიცებს, თუ რამდენად დიდი იყო
ქიმიური გამოკვლევები ახალ პროგრესულ მიმართულებებში, რაც აუცილებელი იყო
ქიმიური მრეწველობის განვითარებისთვის, თეორიისა და ექსპერიმენტებისთვის. თუმცა,
იყვნენ პროგრესული მეცნიერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქიმია, ალქიმია და
იატროქიმია ეს არის ერთი და იგივე. ისინი ტრანსმუტაციას თეორიულად შესაძლებლად
თვლიდნენ.
ქიმიურმა რევოლუციამ დაასრულა ქიმიის ჩამოყალიბების პერიოდი; მოხდა ქიმიის
სრული რაციონალიზაცია; საბოლოოდ ეთქვა უარი მოძველებულ ნატურფილოსოფიურ და
ალქიმიურ წარმოდგენებს ნივთიერებების ბუნებაზე და თვისებებზე. ქიმიური
რევოლუციის შემდეგ, ქიმია შევიდა რაოდენობრივი კანონების პერიოდში, რომელშიც
შეიქმნა და განვითარდა ქიმიური ელემენტის ახალი - ატომურ-თეორიული კონცეფცია.

ლექცია 9
რაოდენობრივი კანონების პერიოდი

რაოდენობრივი კანონების პერიოდი მოიცავს XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX


ს-ის პირველ 60 წელს და ხასიათდება დალტონის ატომური თეორიის აღმოცენებით
და განვითარებით; ავოგადროს ატომურ-მოლეკულური თეორიით; კანიცაროს
ძირითადი ცნებების ზუსტი ფორმულირებით: ატომი, მოლეკულა, ექვივალენტი.
ძველბერძნულ ფილოსოფიაში და მოგვიანებით შუა საუკუნეებში, ადამიანები
ვარაუდობდნენ, რომ მათ ირგვლივ არსებული საგნები შედგებოდა ორი ნაწილისაგან:
ერთმანეთში შეჭიდებული განუყოფელი ატომებისაგან და ატომებს შორის არსებული
სიცარიელისაგან. ატომები ითვლებოდა მუდმივ და დაუშლელ კორპუსკულებად. ეს
პოზიცია ასახული იყო ისეთი ფილოსოფოსების შრომებში, როგორიც იყვნენ დემოკრიტი
და ლევკიპი. მაგრამ, ამ თეორიის არავითარი მტკიცებულება იმ დროისათვის არ
არსებობდა. ატომი განუყოფელად ითვლებოდა 1897 წლამდე. 1897 წელს ჯოზეფ ჯონ
ტომსონმა ჩაატარა ცდა და აღმოაჩინა ელექტრონი.
რატომ არის, რომ ელემენტები მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით
უერთდებიან ერთმანეთს? ამ კითხვაზე დიდი ხნის განმავლობაში პასუხის გაცემა არავის
შეეძლო. ლავუაზიეს შემწეობით, ნათელი გახდა, რომ წყალბადის ჟანგბადთან შეერთებით
შეიძლება წყლის ხელოვნურად მიღება. მაგრამ ამ ორი აირის ნებისმიერი რაოდენობები
როდი უერთდება ერთმანეთს ნაშთის გარეშე. 16 გრამი ჟანგბადისა და 2 გრამი წყალბადის
შეერთებით მიიღება 18 გრამი წყალი. მაგრამ, თუ წყალბადისა და ჟანგბადის რაოდენობებს
გავზრდით, მივიღებთ ისევ 18 გრამ წყალს და ერთერთი აირის ნაშთს. მსგავსი მოვლენები
შეიმჩნევა სხვა შემთხვევებშიც. ამ კითხვაზე პასუხი გასცა ჯონ დალტონმა.
ატომურ-მოლეკულური სწავლება ქიმიაში პირველმა გამოიყენა დიდმა რუსმა
მეცნიერმა მიხეილ ლომონოსოვმა (1711-1765). ამ სწავლების ძირითადი დებულებები
95
მოცემულია ნაშრომში ,,მათემატიკური ქიმიის ელემენტები“ (1741). ლომონოსოვის
სწავლების მიხედვით:
1) ყველა ნივთიერება შედგება ,,კორპუსკულებისაგან“ (ასე უწოდებდა ლომონოსოვი
მოლეკულებს);
2) მოლეკულები შედგება ,,ელემენტებისაგან“ (ასე უწოდებდა ლომონოსოვი ატომებს);
3) ნაწილაკები-მოლეკულები და ატომები იმყოფება მუდმივ მოძრაობაში. სხეულების
თბური მდგომარეობა მათი ნაწილაკების მოძრაობის შედეგია;
4) მარტივი ნივთიერებების მოლეკულები შედგება ერთნაირი ატომებისაგან; რთული
ნივთიერებების მოლეკულები - სხვადასხვა ატომებისაგან.
ლომონოსოვიდან 67 წლის შემდეგ ატომურ-მოლეკულური მოძღვრება ქიმიაში
გამოიყენა ჯონ დალტონმა.
დალტონის ,,ქიმიური ატომისტიკის“ არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა
ელემენტი შედგება პატარა განუყოფელი აგურების-მარტივი ან რთული ატომებისაგან და
ყველა ელემენტს შეესაბამება ატომების გარკვეული ტიპი (ანუ თითოეული ელემენტის
ატომი ერთნაირია); მარტივი ატომები აბსლუტურად უცვლელი და განუყოფელია;
ატომების უმნიშვნელოვანესი თვისებაა ატომური მასა; ერთმანეთთან შეერთების შედეგად
ატომები მოლეკულებს წარმოქმნიან. ატომის ცნების შემოღებით დალტონმა ძალიან
მარტივად ახსნა იმ დროისათვის გაუგებარი კანონები და, მათ შორის ქიმიურ ნაერთთა
მასის მუდმივობის კანონი. 1803 წელს დალტონმა ჩამოაყალიბა წარმოდგენა ატომური მასის
შესახებ. მან ამოცანად დაისახა განესაზღვრა ცალკეული ელემენტის ატომების მასა.
ატომური მასის დადგენის დროს მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ აუცილებელია
ნაერთის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ელემენტის ატომების რიცხვის დადგენა.
დალტონს ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ატომების აბსოლუტური მასები
მეტისმეტად მცირეა და ცდით მათი პოვნა შეუძლებელია, ამიტომ განსაზღვრა ფარდობითი
ატომური მასები. დალტონმა გამოაქვეყნა ზოგიერთი ელემენტისა და ნაერთის
ფარდობითი ატომური მასების პირველი ცხრილი. ათვლის წერტილად მან აიღო
წყალბადის ანუ ყველაზე მსუბუქი ატომის ატომური მასა, რომელიც მიღებული იყო 1-ის
ტოლად. ატომური მასა დალტონმა უწოდა რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს რამდენჯერ უფრო
მძიმეა მოცემული ელემენტის ატომი წყალბადის ატომთან შედარებით. ფარდობითი
ატომური მასა არის ერთი ატომის მასის ფარდობა მეორე ატომის მასასთან. მიუხედავად
იმისა, რომ დალტონმა რამდენჯერმე მოახდინა ცხრილის კორექტირება, ელემენტების
უმრავლესობისთვის მოყვანილი ჰქონდა არასწორი ატომური მასები.
ამჟამად ფარდობითი ატომური მასის განსაზღვრისათვის გამოყენებულია
ნახშირბადერთეული, რომელიც წარმოადგენს ნახშირბადის ატომის მასის 1/12 ნაწილს, ანუ
ფარდობითი ატომური მასა განყენებული რიცხვია, რომელიც გვიჩვენებს ამა თუ იმ
ელემენტის ერთი ატომის მასა რამდენჯერ აღემატება ნახშირბადის 12C ატომის 1/12
ნაწილს.
დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები; აღმოაჩინა აირების პარციალურ
წნევათა კანონი (1801; პარციალური წნევა არის აირების ნარევის ცალკეული კომპონენტის
წნევა. ანუ, აირების ნარევის წნევა არის მისი შემადგენელი კომპონენტების პარციალური
წნევების ჯამი) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803;
დალტონის კანონები). დალტონმა გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება
წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; ჟ.შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-
96
ლუსაკზე ადრე დაადგინა, რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი
მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802); პირველმა აღწერა (1794)
მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში
დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.
ამედეო ავოგადრომ 1811 წელს საფუძველი ჩაუყარა მოლეკულურ თეორიას,
განაზოგადა რა იმ დროისათვის დაგროვილი ექსპერიმენტული მასალა ნივთიერების
შედგენილობაზე და ერთიან სისტემაში მოიყვანა გეი-ლუსაკისა და დალტონის ერთმანეთის
საწინააღმდეგო მონაცემები. ამავე წელს აღმოაჩინა კანონი, რომლის თანახმადაც ერთნაირი
ტემპერატურისა და წნევის დროს ერთნაირი მოცულობის აირები შეიცავენ მოლეკულების
ერთნაირ რაოდენობას (ავოგადროს კანონი). ავოგადროს სახელი ეწოდა უნივერსალურ
მუდმივას - მოლეკულების რიცხვი 1 მოლ იდეალურ აირში. მან შექმნა მოლეკულური
მასების განსაზღვრის მეთოდი, რომლის საშუალებითაც სხვა მკვლევარების
ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე სწორად გამოთვალა (1811-1820) ჟანგბადის,
ნახშირბადის, აზოტის, ქლორის და ზოგიერთი სხვა ელემენტის ატომური მასები;
დაადგინა მრავალი ნივთიერების (კერძოდ, წყლის, წყალბადის, ჟანგბადის, აზოტის,
ამიაკის, აზოტის ოქსიდების, ქლორის, ფოსფორის, დარიშხანის, სტიბიუმის)
მოლეკულების რაოდენობრივი ატომური შედგენილობა, რომელიც ადრე არასწორად იყო
დადგენილი; დაადგინა (1814) მრავალი ტუტე და ტუტემიწა ლითონის, მეთანის, ეთილის
სპირტის, ეთილენის ნაერთების შედგენილობა; პირველმა მიაქცია ყურადღება აზოტის,
ფოსფორის, დარიშხანისა და სტიბიუმის თვისებების ანალოგიას - ანუ იმ ქიმიური
ელემენტებისას, რომლებიც შემდგომში შევიდნენ ელემენტების პერიოდული სისტემის VII
ჯგუფში.
სტანისლაო კანიცარო იყო ატომურ-მოლეკულური თეორიის ერთერთი
ფუძემდებელი. მან ქიმიაში შემოიტანა ძირითადი ქიმიური ცნებები. დაადგინა და
დაასაბუთა ელემენტების, კერძოდ ლითონების სწორი ატომური მასები; გააანალიზა
ავოგადროს და დალტონის სწავლება და მკვეთრად გამიჯნა ცნებები: ,,ატომი“, ,,მოლეკულა“
და ,,ეკვივალენტი“. კარლსრუეში 1860 წელს ჩატარებულ ქიმიკოსთა პირველ
საერთაშორისო კონგრესზე კანიცარომ ბევრი მეცნიერი დაარწმუნა, რომ დამდგარიყვნენ
ატომურ-მოლეკულური სწავლების პოზიციაზე და ნათელი შეიტანა ატომური,
მოლეკულური და ეკვივალენტური წონების (მასების) მნიშვნელობების განსხვავების
დახლართულ საკითხში.
როგორც აღვნიშნეთ, მასის მუდმივობის კანონიდან გამომდინარეობს, რომ
ელემენტები უერთდება ერთმანეთს მკაცრად განსაზღვრული რაოდენობრივი
თანაფარდობით. ამიტომ, ქიმიაში შემოტანილი იქნა ეკვივალენტის და ეკვივალენტური
მასის ცნებები (ეკვივალენტი - ძვ.ლათ. aequavalens - თანაბარმნიშვნელოვანი,
თანაბარძალიანი, ტოლფასიანი). ელემენტის ეკვივალენტი ანუ ეკვივალენტური მასა არის
ისეთი წონითი რაოდენობა ამ ელემენტისა, რომელიც შეიერთებს ან გამოაძევებს
ნაერთებიდან 1 გრამ (უფრო ზუსტად 1,00797 გ) წყალბადს ან 8 გრამ ჟანგბადს.
ეკვივალენტების დახმარებით შეიძლება ქიმიის ერთერთი ძირითადი კანონის -
ეკვივალენტობის კანონის ჩამოყალიბება. ქიმიური ელემენტები უერთდება ერთმანეთს
მათი ეკვივალენტების პროპორციული რაოდენობებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტები
უნაშთოდ რომ რეაგირებდნენ ერთმანეთთან, საჭიროა მათი ეკვივალენტური
რაოდენობებით აღება. მაგალითად, 1,008 გ წყალბადი უნაშთოდ უერთდება 8 გ ჟანგბადს,
97
35,5 გ ქლორს ან 23 გ ნატრიუმს. 2,016 გ წყალბადი უნაშთოდ შეუერთდება 16 გ ჟანგბადს, 71
გ ქლორს ან 46 გ ნატრიუმს და ა.შ. რაოდენობრივი გამოთვლებისთვის შემოტანილია
წარმოდგენა გრამ-ეკვივალენტის შესახებ: გრამ-ეკვივალენტი არის ნივთიერების
ეკვივალენტური მასა გამოსახული გრამობით.
იზომორფიზმი (ძვ.ბერძ. თანაბარი, ერთნაირი, მსგავსი და ფორმა) -ეს ტერმინი
ქიმიაში პირველად შემოღებული იყო გერმანელი ქიმიკოსის ეილხარდ მიტჩერლიხის
(1794-1863) მიერ 1819 წელს. თავდაპირველად იზომორფიზმი ნიშნავდა შედგენილობით
მონათესავე ნივთიერებების კრისტალური ფორმის გარეგნულ მსგავსებას. თანამედროვე
განმარტებით იზომორფიზმი არის ელემენტების უნარი ჩაენაცვლონ ერთმანეთს
მინერალების სტრუქტურებში. იზომორფიზმის დროს ადგილი აქვს მინერალის
კრისტალურ მესერში ერთი ელემენტის იონების (ატომების) ჩანაცვლებას მეორე
ელემენტის იონებით (ატომებით). უფრო რთულ შემთხვევებში ჩანაცვლება ხდება არა
ცალკეულ იონებს (ატომებს) შორის, არამედ იონების კომპლექსებს შორის. იზომორფული
ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს როგორც ერთნაირი ვალენტობის მქონე იონებს შორის, ისე
განსხვავებული ვალენტობის იონებს შორის. აქედან გამომდინარე, არსებობს
იზოვალენტური და ჰეტეროვალენტური იზომორფიზმი. იზოვალენტური იზომორფიზმის
დროს მინერალების სტრუქტურაში ჩაენაცვლება ერთნაირი ვალენტობის იონები.
ჰეტეროვალენტური იზომორფიზმის დროს, კრისტალურ გისოსში ერთმანეთს ჩაენაცვლება
სხვადასხვა ვალენტობის იონები. ამ დროს მთავარი პირობა არის ნაერთის
ელექტროსტატიკური ბალანსის წონასწორობა.

ლექცია 10
არაორგანული მჟავების წარმოება. ახალი ტექნოლოგიები

ცნობები იმის შესახებ, თუ როდის იქნა მიღებული გოგირდმჟავა და საერთოდ


მინერალური მჟავები, არ არსებობს. გვიანბიზანტიურ შრომებში პირველად გვხვდება
ხსენება აზოტმჟავასა და გოგირდმჟავაზე. ვარაუდობენ, რომ ეს მჟავები პირველად
დამზადდა იტალიაში დაახლოებით 1300 წელს. სამაგიეროდ, მჟავე ორთქლის გამოყოფა
აჯასპის ან შაბის გახურებისას, გვხვდება უფრო ადრე. აჯასპის ზეთის მიღება შაბის
გახურებით მიეწერება VIII საუკუნეში მცხოვრებ გამოჩენილ არაბ ალქიმიკოსს გებერს. მან
პირველმა მიიღო გამოხდით გოგირდმჟავა, აზოტმჟავა და ა.შ. აზოტმჟავაზე მარილის
დამატებით მიიღო სამეფო არაყი. უფრო მოგვიანებით, ,,აჯასპის ზეთი“, რომელიც
მზადდებოდა ძირითადად კალცინირებული რკინის აჯასპიდან, წარმოადგენდა
მნიშვნელოვან ლაბორატორიულ პრეპარატს. მცირე მასშტაბებით ოლეუმის მიღებას
აღწერენ პარაცელსი და სხვა ავტორები. მათ მოჰყავთ რომაული და უნგრული აჯასპიდან
ოლეუმის მიღების ზუსტი რეცეპტები. ოლეუმის ქარხნული წესით მიღება, როგორც
აჯასპიდან ქარხნების მეორადი პროდუქტისა, განვითარდა მხოლოდ XVIII საუკუნეში,
როდესაც ინდიგოს სულფირებით და ქსოვილების გათეთრებით შესაძლებელი გახდა
მჟავების საწარმოო გასაღება.
გოგირდის გამოწვით მჟავას მიღება ისეთივე ძველია, როგორც აჯასპის ზეთის
(ოლეუმის). შედარებით ახალია მარილმჟავას მიღების წესი. დღემდე უცნობია ევროპაში
მისი პირველად გამოჩენის თარიღი. მარილმჟავას სუფრის მარილიდან და აჯასპიდან
მიღების ზუსტ აღწერას პირველად იძლევა იოჰან რუდოლფ გლაუბერი (1603-1670 წ.წ.). იგი
98
გვთავაზობს საჭმელში მის გამოყენებას ძმრის ნაცვლად. თუმცა, მარილმჟავას საწარმო
მასშტაბით მიღება დაიწყეს მხოლოდ XVIII საუკუნიდან სოდის ინდუსტრიის დაწყებასთან
ერთად.
უფრო ადრინდელია აზოტმჟავასა და სამეფო არყის, როგორც ოქროს გამხსნელის
მიღება. აზოტმჟავა წარმოადგენს ერთადერთ მინერალურ მჟავას, რომელიც ოდითგანვე
საწარმო პროდუქტი იყო. XV საუკუნიდან ვენეციაში ფართოდ ხდებოდა მისი მიღება
ნაწილობრივ აფთიაქებში და პატარა კუსტარულ საწარმოებში, რომლებიც ასევე
ამზადებდნენ ალკოჰოლიან სასმელებს და პარფიუმერიას, ზოგჯერ კი - მეტალურგიულ
ქარხნებში ღებულობდნენ როგორც მეორად პროდუქტს. აზოტმჟავას მიღება ხდებოდა შაბის
ან აჯასპის გვარჯილასთან ერთად ან გვარჯილასა და ნიშადურის გამოხდით. გლაუბერმა
ორი მეთოდით მიიღო ჰაერზე გოგირდის წვის პროდუქტი ახალი აირი - გოგირდის
ორჟანგი, რომლის იზოლირება მოახდინა პრისტლიმ. გლაუბერის მიერ რკინის აჯასპის
გამოყენებისას წარმოქმნილი Fe2O3 მოქმედებდა როგორც კატალიზატორი და SO2
ნაწილობრივ გადადიოდა SO3-ში. გლაუბერმა იცოდა უშუალოდ გვარჯილიდან
კონცენტრირებული აზოტმჟავას და გოგირდმჟავას მიღების წესები.
გლაუბერმა მიიღო აირადი ქლორწყალბადი. იგი მარილებს განიხილავდა როგორც
,,ბინარულ“ და ,,ბიპოლარულ“ ორ ნაწილიან შენაერთს - ე.ი. ორ განსხვავებულ შემადგენელ
ნაწილს ურთიერთ საწინააღმდეგო თვისებებით - მჟავასა და ტუტის ნაერთს. მარილი =
Acidum + Alkali. ამ კომპონენტებიდან შეიძლება განხორციელდეს უამრავი მარილის
სინთეზი. ასე მიიღო მან ხელოვნური გვარჯილა აზოტმჟავადან და კალიუმის
ნახშირორჟანგიდან (ორივე ხსნარის სახით). გლაუბერმა იცოდა ნეიტრალიზაციის
წერტილი, სხვადასხვა მჟავების სიძლიერე (აჯასპის ზეთი გამოაძევებს აზოტმჟავასა და
მარილმჟავას); ასევე იცოდა ლითონების სხვადასხვაგვარი ხსნადობა. გლაუბერი
დაინტერესებული იყო ხსნარებით, რეაქციების მსვლელობის სველი მეთოდებით,
ლითონებიდან მჟავების მიღების ანალიზური მეთოდებით. ფლორენციელი ანტონიო ნერი
აღნიშნავდა, რომ მან მიიღო სპილენძის სულფატი უშუალოდ სპილენძისა და
გოგირდისაგან.
მართალია, გოგირდმჟავას დიდი ხნის წინათ იცნობდნენ და ღებულობდნენ
აფთიათებში გოგირდიდან ან რკინის აჯასპიდან მაგრამ, სამრეწველო წარმოება დაიწყეს
მოგვიანებით, როდესაც ბარტმა აღმოაჩინა ინდიგოს სულფირების მეთოდი და იყენებდა მას
შალის შესაღებად. XVIII საუკუნის 40-იან წლებამდე უმნიშვნელო იყო აჯასპის ზეთის
წარმოება და მნიშვნელობა, რომელიც პირველად მიიღეს 1755 წელს. შემდგომში დაიწყო
ქარხნების რაოდენობის ზრდა და კონკურენცია მათ შორის. მთავარი მომხმარებელი კი იყო
საფეიქრო ქარხნები. XIX საუკუნეში აშენდა მთელი რიგი ოლეუმის წარხნებისა.
ინგლისში გოგირდიდან გოგირდმჟავას წარმოება დაიწყეს მას შემდეგ, რაც იქ დაიწყეს
აჯასპის ზეთი წარმოება. თავდაპირველად, ინგლისურ გოგირდმჟავას იყენებდნენ
სულფატებისა და აზოტმჟავას მისაღებად. ფართო გამოყენება დაიწყეს მას შედეგ, რაც
დოქტორმა ჰომმა დაადგინა, რომ გოგირდმჟავას გამოყენება შეიძლებოდა ქსოვილების
გაუფერულების ტექნოლოგიაში. პირველი ქარხანა აშენდა 1736 წელს რიჩმონდში.
აპარატურა წარმოადგენდა ქვიშის აბაზანაში ორ რიგად ჩალაგებულ დიდი ზომის მინის
ბალონებს. ბალონის ძირზე ასხამდნენ ცოტაოდენ წყალს, ყელში შეჰყავდათ
გავარვარებული და ფაიანსის ქოთნით დაცული თუნუქის ჭიქა, რომელშიც მოთავსებული
იყო გოგირდი და გვარჯილა. ყელს უცობდნენ ხის საცობს, რომელშიც გარკვეული დროის
99
შემდეგ შეჰყავდათ ჰაერი. ასე იმეორებდნენ მანამ, სანამ არ მიიღებდნენ აორთქლებისათვის
საჭირო კონცენტრაციას. გოგირდმჟავას წარმოებაში გარკვეულ პროგრესს წარმოადგენდა
1746 წლიდან ტყვიის საკნების შემოღება. XVIII საუკუნის ბოლოსათვის, მოქმედებდა
გოგირდმჟავას წარმოების ძალიან ბევრი ქარხანა, მარტო გლაზგოში - 8. ქარხნების
უმეტესობაში ტყვიის საკნების ზომები თანდათან იზრდებოდა. მჟავები გადაჰქონდათ
დიდი ზომის ბოცებით, რომლებიც დაცვის მიზნით ჩასმული იყო ტირიფის კალათებში.
ინგლისურ გოგირდმჟავას აწარმოებდნენ ჰოლანდიაში და საფრანგეთში.
XVIII საუკუნეში გოგირდმჟავას წარმოებაში სიახლეს წარმოადგენდა: 1) დე ლა
ფოლი (De La Folies) საკანში წყალს ორთქლის სახით უშვებდა და 2) წარმოების უწყვეტი
ციკლი, რომელიც შემოიღეს კლემანმა და დეზორმა. აღნიშნულმა მეწარმეებმა თავისი
შრომებით დაადგინეს, რომ აზოტმჟავა ასრულებს მხოლოდ კატალიზატორის როლს
ჟანგბადის გადატანაში და ჰაერის ნაკადის უწყვეტი მიწოდებით თავიდან იქნა აცილებული
საკნების გახსნა და დახურვა.
გოგირდმჟავას ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სოდის მწარმოებლები და საფეიქრო
მრეწველობა, იყენებდნენ ქლორის მისაღებად, მათეთრებლად და ინდიგოს გასახსნელად.
გარდა ამისა, გოგირდმჟავას იყენებდნენ რკინის, სპილენძის და თუთიის სულფატების და
ასევე, მარილმჟავას და აზოტმჟავას წარმოებაში.
აზოტმჟავას წარმოება უკვე არსებობდა XVI საუკუნიდან და თავისი კუსტარულობა
შეინარჩუნა XIX საუკუნებდე. მას ძირითადად იყენებდნენ აფთიაქარები,
რექტიფიკატორები (რექტიფიკაცია - რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი სითხის
ნარევის გაყოფის ხერხი, რომელიც ემყარება სითხის მრავალჯერად აორთქლებასა და
ორთქლის კონდენსაციას ან ნარევის ერთჯერად აორთქლებას და კომპონენტების შემდგომ
მრავალსაფეხურიან კონდენსაციას) და არყის გამომხდელები. მხოლოდ XVIII საუკუნეში
გაჩნდა ერთეული საწარმო, რომლისთვისაც შეიძლებოდა ეწოდებინათ მცირე ზომის
ქარხანა. გვარჯილა თიხასთან და იშვიათად შაბთან ერთად იხდებოდა თიხის ან მინის
რეტორტებში, რომლებსაც ათავსებდნენ გამოსახდელ ღუმელებში. თუმცა, ზოგიერთი
ქარხანა, მაგ. ლიეჟში, იყენებდა რკინის რეტორტას; კენინგსბერგში იყენებდნენ რკინის
ემალირებულ ჭურჭელს.
მარილმჟავამ თავისი საწარმოო გამოყენება ჰპოვა საკმაოდ გვიან. მისი მიღების
პროცესი აზოტმჟავას მიღების პროცესის მსგავსი იყო. გლაუბერმა პირველმა მიიღო სუფთა
მარილმჟავა გოგირდის საშუალებით. იგი რეკომენდაციას იძლეოდა საკვებში ძმრის
ნაცვლად ეხმარათ მარილმჟავა. მარილმჟავას ფართო მასშტაბით გამოყენება დაიწყეს მას
შემდეგ, რაც მოხდა ქლორის მათეთრებლად გამოყენება. თუმცა, აქაც მის ნაცვლად
იყენებდნენ ნარევს, რომელიც შედგებოდა სამზარეულო მარილის, პიროლუზიტისა და
გოგირდმჟავასგან. მარილმჟავას ასევე იყენებდნე ძვლებიდან ჟელატინის მისაღებად,
ბერლინის ლაჟვარდის დასამზადებლად (ლურჯი პიგმენტი, რომელიც 1704 წელს მიიღო
ბერლინელმა მღებავმა დიზბახმა. ინტენსიურმა ლურჯმა ფერმა და აღმოჩენის ადგილმა
განაპირობა მისი სახელწოდება), ფარმაცევტიკაში.

100
არაორგანული ნაერთების წარმოება

ქლორი 1774 წელს აღმოაჩინა შეელემ. 1785 წლიდან, ბერთოლეს ინიციატივით,


დაიწყეს ქლორის გამოყენება მათეთრებლად, რამაც გამოიწვია პროცესის ხანგრძლივობის
შემცირება. აირს ღებულობდნენ მინის მიმღებში, რომელიც მოთავსებული იყო ქვიშის
აბაზანაში და ე.წ. ვულფის (პიტერ ვულფი 1727-1807 წწ.) შუშის გავლით შეჰყავდათ წყლიან
მიმღებში. მალე ინგლისში ფართოდ დაიწყეს საფეიქრო მრეწველობაში ქლორის
მათეთრებლად გამოყენება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სათეთრებლის მფლობელმა
ტენანტმა აღმოაჩინა მშრალი კირის მიერ ქლორის შთანთქმის უნარი. 1798-1799 წლებში
მან აიღო თავისი პირველი პატენტი და გლაზგოს მახლობლად დააარსა იმ დროისათვის
მსოფლიოში ყველაზე დიდი სათეთრებელი კირის ხარხანა.
XIX საუკუნემდე ძალიან უმნიშვნელო იყო მოთხოვნილება ხელოვნურ სოდაზე. მისი
დამზადების პროცესი იყო საოცრად მარტივი: სოდის შემცველ მცენარეებს წვავდნენ
ცხაურებზე და ნაცარი გროვდებოდა ორმოებში. ჯერ კიდევ 1736 წელს დიუგამელმა
შეამჩნია, რომ ეგვიპტური და ესპანური სოდის საფუძველს შეადგენს მწვავე ნატრი და
მხოლოდ 1758-1759 წლებში გერმანელმა ქიმიკოსმა ანდრეას სიგიზმუნდ (1709-1782 წწ.)
მაგგრაფმა დაადგინა განსხვავება სოდასა და პოტაშს შორის. XIX საუკუნიდან
ნატურალური სოდა ვერ აკმაყოფილებდა მინის წარმოების, საპნის ხარშვისა და საფეიქრო
მრეწველობის გაზრდილ მოთხოვნებს სოდაზე. ხელოვნური სოდა მიიღო ფრანგმა ექიმმა
და ქიმიკოს-ტექნოლოგმა ნიკოლა ლებლანმა (1742-1807 წწ.). ლებლანი ეყრდნობოდა
დიუგამელის ცდებს, რომელთა თანახმად, ნატრიუმის სულფიდი ძმარმჟავას საშუალებით
გადადიოდა აცეტატში, რომელიც შემდეგ კალცინირებით გადადიოდა სოდაში.
პოტაშმა თავისი მნიშვნელობა სოდას დაუთმო მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში.
პოტაში ძირითადი მომხმარებლები იყვნენ გვარჯილისა და მინის ქარხნები,
სათეთრებლები, სამღებროები და საპნის სახარშები. კალიუმიანი საპნების ნატრიუმიანში
გადაყვანა ცნობილი გახდა 1741 წლიდან.
ხელოვნური გზით მიღებული სხვა ტუტემარილებს ჰქონდათ მეორე ხარისხოვანი
დანიშნულება. გამონაკლისს წარმოადგენდა ნატრიუმის სულფატი, რომელიც
წარმოადგენდა სოდის წარმოების შუალედურ პროდუქტს. მისი აღმოჩენა მიეწერება
გლაუბერს, თუმცა, კუნკელი აღნიშნავდა, რომ იგი უკვე ცნობილი იყო
გლაუბერამდე 100 წლით ადრე. XVIII საუკუნემდე ამ მარილს ჰქონდა მხოლოდ
სამედიცინო დანიშნულება. XVIII საუკუნიდან ღებულობდნენ მარილმჟავას წარმოებისას
მეორადი პროდუქტის სახით; შემდეგ ღებულობდნენ როგორც ნარჩენს სამზარეულო
მარილის გახურებისას. ყველაზე ცნობილი იყო გლაუბერის მარილი ლოთარინგიის
სახარშებიდან და იგი მინარევის სახით შეიცავდა მხოლოდ სამზარეულო მარილს.
ტუტე ლითონების მარილებიდან იყენებდნენ მაგნიუმის და კალიუმის სულფატებს.
XVIII საუკუნეში გერმანიაში კალიუმის სულფატს ღებულობდნენ პოტაშსა და რკინის
აჯასპს შორის გაცვლითი რეაქციებით. ტუტე ლითონების მარილებიდან დიდი გამოყენება
ჰქონდა ღვინის ქვას, რომელსაც იყენებდნენ სამღებრო საქმეში ან სუფთა კალიუმის
კარბონატის მისაღებად.
ამიაკისა და ამონიუმის ნაერთების წარმოება სამრეწველო მასშტაბით დაიწყეს XVIII
საუკუნიდან. გლაუბერს რამდენიმე რეცეპტი ჰქონდა კარბონატის (ან თვითონ ამიაკის)
მისაღებად. მათ შორის აღსანიშნავია ნიშადურის და ამონიუმის სულფატების მიღება.
101
ნიშადურის მისაღებად იყენებდნენ სხვადასხვა ნარჩენებს, მაგ. ძონძებს, შალის ნარჩენებს,
ძვლებს, თევზის ქონის წარმოების ნარჩენებს, რომლებსაც გამოხდიდნენ გამოსახდელ
ღუმელებში მოთავსებულ რეტორტებში. ამ დროს მიიღებოდა ზეთი და წყლის დისტილატი
(გამონახადი), რომელიც ექვემდებარებოდა შემდგომ გადამუშავებას.
XIX საუკუნისთვის გაფართოვდა და გადიდდა შაბისა და აჯასპის წარმოება. რკინის
აჯასპის მიღება ხშირად დაკავშირებული იყო გოგირდის მოპოვებასთან, განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, როდესაც საწყისი მასალა მდიდარი იყო პირიტით (ანუ გოგირდის
კოლჩედანი, რკინის კოლჩედანი FeS2). შაპტალის მიხედვით, საფრანგეთში XIX საუკუნის
დასაწყისისთვის აჯასპს ღებულობდნენ რკინიდან და გოგირდმჟავადან. მას იყენებდნენ
აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას მისაღებად, სამღებრო საქმეში, ინდიგოს აღმდგენელად,
მეტალურგიაში და სხვ.
ვენეცია აწარმოებდა ვერცხლისწყლის შენაერთებს და მინერალურ საღებავებს.
სულემას ღებულობდნენ ვერცხლისწყლიდან, აჯასპიდან და სამზარეულო მარილიდან ან
ნიშადურის გამოყენებით.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ხელოვნურ სინგურს (HgS)
გოგირდისა და ვერცხლისწყლის აქროლვით. ბუნებრივი სინგურის, სპილენძის მწვანას და
აურიპიგმენტის მიწოდებას ახორციელებდა გერმანია. ტყვიის თეთრადან მიღებული
საუკეთესო სინგურის მიმწოდებელი იყო ვენეცია.
ტყვიის საღებავებიდან აღსანიშნავია ხელოვნური გზით მიღებული ტყვიის თეთრა
და სურინჯი, ყვითელი ჭიქურები და მინანქარი. მინის შესაღებად ხმარობდნენ სპილენძის.
რკინის, მაგნიუმის, შმალტის ოქსიდებს.

გვარჯილისა და დენთის წარმოება

ზუსტად არ არის დადგენილი როდის იქნა მიღებული გვარჯილა და საიდან


წარმოდგება მისი სახელწოდება. სახელწოდების ქვეშ ,,nitrum” და ,,aphoronitrum” (ქაფებადი
გვარჯილა) იგულისხმება ბუნებრივი სოდა და არა გვარჯილა, რომელსაც შუა საუკუნეებში
და მოგვიანებითაც უწოდებდნენ ,,sal nitri”.
ბიზანტიელებისა და ისლამური სამყაროსთვის გვარჯილა და დენთი XIII საუკუნემდე
ცნობილი არ იყო. ფრანგი ფიზიკოსის გაბრიელ ლიპპმანის (1845-1921 წწ.) მონაცემებით,
ცეცხლოვანი რაკეტებისათვის დენთი მზადდებოდა შემდეგი რეცეპტით: 6 წილი
გვარჯილა, 2 წილი ნახშირი და 1 წილი გოგირდი.
როგორც ფიქრობენ, წინა აზიის ბერძნებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს გვარჯილა
(დღესაც ხდება მცირე აზიაში კალიუმის გვარჯილის შემცველი მიწების დამუშავება).
არსებობს მეორე აზრიც, რომლის მიხედვითაც გვარჯილაზე და მის შემცველ ცეცხლგამჩენ
შემადგენლობაზე ცნობებმა ევროპაში XIII საუკუნეში შემოაღწია ჩინეთიდან და
ინდოეთიდან. თუმცა, დენთს ჩინელებიც არ იცნობდნენ XII საუკუნემდე.
ლიტერატურიდან ცნობილია, რომ არაბებმა დენთის შესახებ მონაცემები გადმოიღეს
ჩინელებიდან XIII საუკუნეში. XIII საუკუნის ბოლოს არაბულ ენაზე დაწერილ
პიროტექნიკის წიგნში უკვე ნახსენებია რეცეპტები გვარჯილის შემცველ ცეცხლგამჩენ
შემადგენლობებზე. წიგნში ზუსტად არის აღწერილი გვარჯილის გაწმენდის მეთოდი
ნაცარტუტით და მეორადი გამოკრისტალებით.

102
ევროპაში გვარჯილის სამრეწველო მიღება ეკუთვნის უფრო გვიან პერიოდს, ვიდრე
დენთის. გვარჯილის მოპოვების მეთოდები აღწერილი აქვთ აგრიკოლასა და ბირინგუჩიოს;
ყველაზე დაწვრილებით კი - ერკერს. ამოსავალ მასალას წარმოადგენდა მიწა, რომელიც
გაჟღენთილი იყო ცხოველური და მცენარეული ნარჩენებით; ნაგვის გროვები, სასაფლაოს
მიწა, თავლის მიწა; ლუდის სახარში, სამღებროების, ტყავის, და საპნის ქარხნების მიწა,
სადაც ჩვეულებრივად მიმდინარეობს გვარჯილის წარმოქმნის პროცესი.
მიწის გამოსატუტად იყენებდნენ ძირგახვრეტილ როფებს, რომელსაც თავზე
აწყობდნენ ლელქაშის ან თივის ფენას და აფარებდნენ დახვრეტილ ფიცარს. ფიცარზე
ყრიდნენ გვარჯილიან მიწას, რომელშიც არეული იყო ტყავის ან საპნის სახარში ქარხნიდან
მოტანილი ნაცარი და ზემოდან აფარებდნენ წნულს. ასეთი მიწა გამოიტუტებოდა
მრავალგზის გარეცხვით, ხოლო თუთქი მდიდრდებოდა ახალი მასალის ხშირი დამატებით,
ამის შემდეგ, თუთქს აორთქლებდნენ სპილენძის ქვაბში, ფილტრავდნენ როფში, რომელშიც
იყო ხის ნაცარი. კალციუმის გვარჯილა გადადიოდა კალიმის გვარჯილაში. ამის შემდეგ
მიდიოდა კონცენტრაციის პროცესი ქაფის მოხდით და საჭმელი მარილის მოცილებით.
ამის შემდეგ, გვარჯილა ილექებოდა და გამოკრისტალდებოდა სპილენძის თასზე. ზოგჯერ,
ამ წესით მიღებულ გვარჯილას ხელახლა ასუფთავებდნენ გარეცხვით. ვახტანგ VI-ს თავის
წიგნში ,,ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“ აღწერილი აქვს გვარჯილის გასუფთავების
მეთოდი: გვარჯილა იხსნება წყალში გაუხსნელი მინარევების მოსაშორებლად. შემდეგ
წურავენ ნაბადში და ფილტრიდან იღებდნენ სუფთა გვარჯილას.
თავდაპირველად, გვარჯილას ყველა ქვეყანას აწვდიდა ვენეცია. ყველა მმართველი და
ყველა ქალაქი ცდილობდა დენთის თავის ტერიტორიაზე დამზადებას.
შავი დენთი, რომელიც შემადგენლობით ახლოს დგას თანამედროვესთან (75%
კალიუმის გვარჯილა, 15% ნახშირი, 10% გოგირდი), ხმარებაში შემოვიდა დაახლოებით
1260 - 1280 წლებში ალბერტ დიდის (ალბერტ მაგნუსის) მიერ. სხვა მონაცემებით, დენთს
იკვლევდნენ ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერ ბეკონი 1267 წელს და გერმანელი ბერი
ბერტოლდ ნიგერ-შვარცი (შავი ბერტოლდი). ნიგერს მიაწერენ ზარბაზნის გამოგონებასაც.
1300 წლიდან მთელს ევროპაში გავრცელდა იარაღის წარმოება და ყველგან შეხვდებოდით
გერმანელ მეიარაღეებს.

შაბისა და აჯასპის წარმოება

შაბებისა და აჯასპების წარმოება უფრო სამთო-საქარხნო და მეტალურგიულ


წარმოებას მიეკუთვნება, ვიდრე ქიმიურს. დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა
მკვეთრი განსხვავება ერთის მხრივ რკინის აჯასპსა და შაბს და მეორეს მხრივ - სპილენძის
აჯასპს შორის.
შაბი არის ორმაგი მარილი საერთო ფორმულით: M2+SO42-M23+(SO4)32-.4H2O, სადაც M+
არის ერთვალენტიანი ტუტე ლითონი (მაგ. ლითიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, რუბიდიუმი,
ცეზიუმი); M3+ არის სამვალენტიანი ლითონი (ძირითადად ალუმინი, ქრომი). ამონიუმის
იონები (NH4+) შეიძლება ჩაენაცვლოს M+ -ს , მაგ. AlNH4(SO4)2.12H2O.
აღმოსავლეთში შაბს ღებულობდნენ უძველესი დროიდან. დიდი რაოდენობით
შეჰქონდათ შაბი ევროპაში მცირე აზიიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან, იემენიდან. ყველაზე
საუკეთესოდ ითვლებოდა ,,ქვის შაბი“.

103
ევროპაში შაბის პირველი ქარხანა დააარსა გენუელმა ბარტოლო პერდიკსმა XV
საუკუნეში, ხოლო სხვა მონაცემებით - XII საუკუნეში. ესპანეთში (მალიორკაზე), მაროკოში
და ალჟირში შაბს აწარმოებდნენ XIV საუკუნიდან. ბოჰემიაში 1407 წლიდან გარდა შაბისა,
ქარხნები აწარმოებდნენ აჯასპს და ნაწილობრივ გოგირდს.
შაბის მიღების მეთოდები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, ღებულობდნენ
ალუნიტიდან (ალუნიტი ანუ შაბის ქვა, თეთრი ან რუხი ფერის ბუნებრივი მინერალი,
რომლის ფორმულა არის K2SO4.Al2(SO4)3.4Al(OH)3 ან KAl3(SO4)2(OH)6 ) თუ თიხოვანი
ფიქალიდან, რომელიც შერეული იყო პირიტთან. მოპოვების წესი აღწერილი აქვთ
ბიზანტიელ ისტორიკოსს დუკასს, ბირინგუჩიოს, აგრიკოლას და ცეზალპინუსს. ალუმინის
და კალიუმის სულფატიანი ქანები, რომელიც წარმოქმნილი იყო ლავიდან, გამოიწვებოდა
ღუმელში, რომელიც ჰგავდა კირის გამოსაწვავ ღუმელს. შემდეგ აწყობდნენ გროვად
ორმოში და წყლის ხშირი შესხურებით ახდენდნენ გამოფიტვას. 40 დღის შემდეგ მასას
ათავსებდნენ სპილენძის ძირიან და ქვის მჭიდროდ ნაგებ კედლებიან ქვაბში და
ადუღებდნენ წყალთან ერთად. კალიუმიანი შაბები იხსნებოდა, თუთქს ლექავდნენ და
აცდიდნენ გამოკრისტალებას ხის ჭურჭელში 4-6 დღის განმავლობაში. ამ გზით მიღებულ
,,რომაულ შაბს“ ჰქონდა მოვარდისფრო ფერი და კრისტალდებოდა არა ოქტაედრის, არამედ
კუბების სახით.
გერმანიაში ზემოთ აღწერილი მეთოდისაგან განსხვავებით, ამატებდნენ ტუტეს,
რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ შარდს და ქარხნებისათვის დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქებიდან მის საჭირო რაოდენობით მიღებას. ამრიგად, ჯერ
იღებდნენ ამიაკურ შაბს და შემდეგ, საპნის თუთქის ან გვარჯილის წარმოებიდან
დარჩენილი გოგირდმაჟავა კალიუმით - კალიუმიან შაბს.
ხშირ შემთხვევაში, შაბის მიღებასთან დაკავშირებული იყო რკინის აჯასპის მიღებაც.
აგრიკოლა მიუთითებდა, რომ ამ შემთხვევაში შარდი ერეოდა მხოლოდ თუთქს, რის
შედეგადაც ქვემოთ ილექებოდა რკინის აჯასპი, ხოლო ზემოთ რჩებოდა შაბი.
ხშირად, აჯასპს ღებულობდნენ შაბისგან დამოუკიდებლადაც. ამ შემთხვევაში,
ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა რკინის კოლჩედანი, რომელიც გამოფიტვით
გადაყავდათ სულფატში. ასევე იქცეოდნენ სპილენძის კოლჩედანის დამუშავების დროსაც
და მიიღებოდა გოგირდმჟავა სპილენძი და სპილენძისა და რკინის აჯასპის ნარევი.
ხშირად, რკინის, სპილენძის ან შერეული აჯასპი თავისით, დამოუკიდებლად
წარმოიქმნებოდა მაღაროში.
სხვადასხვა ხარისხის აჯასპი გამოიყენებოდა: შავ-ფერადი ქსოვილების შესაღებად;
ფერწერაში გამოიყენებოდა გოგირდმჟავა სპილენძის მარილი. რკინის აჯასპს იყენებდნენ
აზოტმჟავას მისაღებად, ასევე მეტალურგიაში, მოსაკალად და მოსაოქროვებლად. აჯასპებს
იყენებდნენ მედიცინაში.

ანთიმონის წარმოება

პარაცელსიუსი ერთერთი პირველი იყო, რომელმაც ბიძგი მისცა ქიმიური


შენაერთების გამოყენებას მედიცინაში. ტყვიის, სპილენძის, დარიშხანის, სტიბიუმის და
ვერცხლისწყლის შენაერთებს და ლითონურ ვერცხლისწყალს იყენებდა არა მარტო
გარეგანი, არამედ შინაგანი ორგანოების სამკურნალოდ. XVI საუკუნეში განსაკუთრებულ
როლს ასრულებდნენ სტიბიუმის იგივე ანთიმონის შენაერთები.
104
ანთიმონის ქვეშ ძველად იგულისხმებოდა არა ლითონური ანთიმონი, არამედ მისი
გოგირდოვანი ნაერთი Sb2O3, ანუ სურმა. ანთიმონი სწორედ ამ ნაეთის ძველი
სახელწოდებაა. რომაელები მას stibium - ს უწოდებდნენ. ლითონური ანთიმონი, რომელიც
მიიღეს XV საუკუნეში, გამოიყენება სასტამბო შრიფტების ჩამოსასხმელად.
სტიბიუმის პრეპარატების მისაღებად, პარაცელსის და ფსევდო- ბაზილის შრომების
მიხედვით, სტიბიუმის კრიალას ადნობდნენ და აქროლვით ღებულობდნენ სტიბიუმის
მინას - flores antimoni. სტიბიუმის კრიალას გვარჯილასთან გახურებისა და გამოტუტვისას
ნალექში რჩებოდა ,,antimonium diaphoreticum”, რომელსაც ლიბავიუსი მჟავით უკეთებდა
ექსტრაგირებას. მიღებულ ხსნარს ლექავდნენ ძმრით და ღებულობდნენ ,,nitrum
antimonitum”-ს. ექსტრაგირება - ექსტრაქცია ეს არის ნივთიერების მიღება ხსნარებიდან და
მყარი - მცენარეული, ცხოველური, მინერალური მასალებიდან გამხსნელის - ექსტრაგენტის
დახმარებით. პროცესი მიმდინარეობს სპეციალურ ხელსაწყოებში - ექსტრაქტორებში.
სტიბიუმის კრიალას და სულემას გახურებით ღებულობდნენ სტიბიუმის ზეთს და
როგორც მეორად პროდუქტს - სინგურს (HgS). სტიბიუმის ქლორიდზე მჟავას დამატებით
გერმანელმა ალქიმიკოსმა, მედიცინის პროფესორმა ოსვალდ კროლმა (1560-1608) მიიღო
სტიბიუმის მჟავა, რომელსაც იგი უწოდებდა ,,antimonium diaphoreticum”- ს.
ანთიმონის მადნის Sb2S3 - ის გამოწვით მიიღება მისი ოქსიდი

Sb2S3 + 5O2 = Sb2O4 + 3SO2


Sb2O4 + 4C = 2Sb + 4CO

დღეისათვის ანთიმონი გამოიყენება რთული სამკურნალო სინთეზური პრეპარატების


დასამზადებლად.

ლექცია 11
ქიმიური სიმბოლოები

დღეისათვის ცნობილია 118 ქიმიური ელემენტი და 400 მარტივი ნივთიერება.


კლასიკური ევროპული ალქიმია გამოყოფდა 7 ლითონს (ოქრო, ვერცხლი, რკინა, სპილენძი,
კალა, ვერცხლისწყალი, ტყვია), 3 ნახევრადლითონს (დარიშხანი, ბისმუტი და სტიბიუმი)
და 3 არალითონს (გოგირდი, ნახშირბადი, ფოსფორი). 1789 წელს გამოცემულ
ელემენტარული ქიმიის ტრაქტატში თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი ანტუან ლორან
ლავუაზიე ახსენებს 17 ლითონს და ნახევრადლითონს, ასევე - 6 არალითონს. XIX საუკუნის
I ნახევარში აღმოჩენილი იქნა პლატინის ჯგუფის რამდენიმე ლითონი, ახალი ტუტე,
ტუტემიწა და იშვიათმიწა ლითონები. XIX საუკუნის ბოლოსათვის დაიწყო რადიაქტიური
ელემენტების კვლევა. XX საუკუნის II მეორე ნახევარში ხელოვნურად მიიღეს
ტრანსურანული ელემენტები. პარალელურად ვითარდებოდა ქიმიური ელემენტების
დასახელების მოკლე ჩაწერის სისტემა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შუა საუკუნეების
ევროპული ალქიმიის სიმბოლიკა, რომელიც მოიცავდა სიმბოლურ გამოსახულებებს,
შემოკლებულ ასოებს, ასევე მათ შეხამებას და გამოიყენებოდა ნივთიერებების, ქიმიური
ოპერაციების და ხელსაწყოების აღსანიშნავად. იგი ჩამოყალიბდა XIII საუკუნეში და

105
იარსება XVIII საუკუნის ბოლომდე, ანუ ქიმიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების
პერიოდამდე. ელემენტების ალქიმიური სიმბოლოები:

1 - კალა, 2 - ტყვია, 3- ოქრო, 4 - გოგირდი, 5 - ვერცხლისწყალი, 6 - ვერცხლი, 7 - რკინა.

ალქიმიკოსების მიერ განსაკუთრებული ქიმიური ნიშნების სისტემატიური


გამოყენება დაიწყო XIII საუკუნიდან. ყველაზე პირველად დაიწყეს არისტოტელეს ოთხი
ელემენტ-სტიქიის აღნიშვნის გამოყენება:

ცეცხლი მიწა ჰაერი წყალი

პარალელურად ფორმირდება ლითონების სიმბოლიკა. მაგ. რაიმუნდ ლულუსთან


უძველესი დროიდან ცნობილ შვიდ ლითონს აქვს შვიდი ციური სხეულის
ასტროლოგიური ნიშნების ანალოგიური აღნიშვნები: მზე ( ☉ , ოქრო), მთვარე ( ☽ ,
ვერცხლი), იუპიტერი (♃, კალა), ვენერა (♀, სპილენძი), სატურნი (♄, ტყვია), მერკური (☿
, ვერცხლისწყალი), მარსი ( ♁ , რკინა). ამ სიმბოლოების წარმოშობა უცნობია.
შესაძლებელია, რომ ტყვიის ნიშანი აღნიშნავდა სატურნის ნაწნავს, რკინის ნიშანი - მარსის
ფარს და მახვილს, სპილენძის ნიშანი - ვენერას ხელის სარკეს და ა.შ. ანუ, ეს ნიშნები
შესაძლოა განვიხილოთ როგორც მითოლოგიური ღვთაებების ნიშნები, რომელთა
სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ ლითონებს; მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა ეს ნიშნები
იყოს ამავე ღვთაებების შემოკლებული სახელები. XIV-XVI საუკუნეების ალქიმიკოსებთან
გვხვდება ასეთი ახსნაც: დახურული წრე აღნიშნავს ლითონის სრულყოფილებას, ხოლო
ნახევარწრე (ნახევარმთვარე) - ლითონის მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ.
XV-XVIII საუკუნეებში აღმოჩენილ ლითონებს - ბისმუტს, თუთიას, კობალტს -
აღნიშნავდნენ მათი სახელწოდების პირველი ასოებით. ამავე პერიოდში გაჩნდა რთული
ნივთიერებების სიმბოლოები, რომლებიც დაკავშირებული იყო მათ სახელწოდებებთან.
მაგალითად, ღვინის სპირტის ნიშანი შედგება ორი ასოსაგან S და V (ლათ. spiritus vini).
მაგარი არყის (ლათ. aqua fortis) - აზოტმჟავას და სამეფო არყის (ლათ. aqua regis) -
მარილმჟავასა და აზოტმჟავას ნარევი აღინიშნება წყლის სიმბოლოთი და შესაბამისად
საწყისი ასოებით - F და R. მინის ნიშანი (ლათ. Vitrum) აღინიშნება ორი ასოსაგან - სწორი
და გადაბრუნებული V-საგან.
ანტუან ლავუაზიეს მიერ, რომელიც მუშაობდა ახალ კლასიფიკაციასა და
ნომენკლატურაზე, შემოთავაზებული იქნა ელემენტებისა და ნაერთების მეტად რთული
106
სიმბოლიკა. 1787 წელს ფრანგი მეცნიერების ჟან ჰასენფრატცისა და პიერ ადეტის მიერ
შემოთავაზებული იქნა აღენიშნათ ქიმიური ელემენტები უფრო მარტივი ნიშნებითა და
ასოებით, რომლებიც ამავე დროს მსგავსი იქნებოდა მონათესავე ელემენტებისთვისაც.
ყველა ლითონი უნდა აღენიშნათ წრით, რომლის ცენტრშიც იქნებოდა ლითონის
ლათინური დასახელების პირველი ასო; ტუტეები-სამკუთხედებით. XIX საუკუნის
დასაწყისში გავრცელება ჰპოვა ჯონ დალტონის სისტემამ, რომლის მიხედვითაც წრეში
მოთავსებული იყო წერტილები, ხაზები და ელემენტების ინგლისური დასახელების
საწყისი ასოები. 1814 წელს ბერცელიუსის მიერ შემოთავაზებული იქნა ქიმიური
ელემენტების აღსანიშნავად გამოეყენებინათ მარტივი ასოითი სიმბოლოები, რომელიც
საფუძვლად დაედო აღნიშვნის თანამედროვე სისტემას. ქიმიური ელემენტების
თანამედროვე სიმბოლოები აღინიშნება ელემენტების ლათინური დასახელების პირველი ან
პირველი და ერთერთი მომდევნო ასოსაგან, მაგ. H - წყალბადი (Hidrogenium), Ca -
კალციუმი (Calcium), Rg - რენტგენიუმი (Roentgenium), N – აზოტი (Nitrogenium), Pt –
(Platinum) და სხვ.
ახლად აღმოჩენილი ტრანსურანული ელემენტებისათვის, რომლებსაც ჯერ არ
მინიჭებიათ საერთაშორისო ნომენკლატურით სახელწოდება, იყენებენ სამ ასოიან
აღნიშვნას, რომელიც არის ელემენტის რიგითი ნომერი, მაგ. Uut- უნუნტრიუმი (ლათ.
Ununtrium, 113), Uuh- უნუნჰექსიუმი (ლათ. Ununhexium, 116).
წყალბადის იზოტოპებს აქვთ განსაკუთრებული სიმბოლოები და სახელწოდებები:
H - პროტიუმი 1H, D – დეიტერიუმი 2H, T – ტრიტიუმი 3H.
იზობარებისა და იზოტოპების აღსანიშნავად ქიმიური ელემენტის სიმბოლოს წინ
ზედა მხარეს იწერება მასური რიცხვი (მაგ. 14N), ხოლო ქვედა მარცხენა მხარეს - ელემენტის
რიგითი ნომერი(მაგ. 64Gd - გადოლინიუმი).
დამუხტული ატომის აღსანიშნავად მარჯვნივ ზემოთ ნაჩვენებია იონის მუხტი (მაგ.
Ca ). ქვემოთ მარჯვენა მხარეს ნაჩვენებია მოცემული ელემენტის ატომების რიცხვი
2+

რეალურ ან პირობით მოლეკულაში (მაგ. N2 ან Fe2O3). თავისუფალი რადიკალები


აღინიშნება მარჯვნივ წერტილით (მაგ. Cl.).
პერიოდულ სისტემაში მოცემული ელემენტების სიმბოლოები საერთაშორისო
სიმბოლოებია, მაგრამ მათთან ერთად ზოგიერთ ქვეყანაში იყენებენ ელემენტების
ნაციონალური სახელწოდების წარმოებულებს. მაგალითად, საფრანგეთში სიმბოლების N -
აზოტის, Be - ბერილიუმის და W - ვოლფრამის ნაცვლად იყენებენ Az (Azote), Gl (Glucinium)
და Tu (Tungstene) - საც. ამერიკის შეერთებულ შტატებში Nb - ნიობიუმის ნაცვლად
ხშირად იყენებენ Cb (Columbium)-ს. ჩინეთში იყენებენ ქიმიური სიმბოლოების საკუთარ
ვარიანტს. სიმბოლოების დიდი რაოდენობა შეიქმნა XIX-XX საუკუნეში. ლითონების
სიმბოლოები (გარდა ვერცხლისწყლისა) აღინიშნება რადიკალით 钅 ან 金 , რომელიც
ნიშნავს ,,ოქროს“; ნორმალურ პირობებში მყარი არალითონები აღინიშნება რადიკალით 石
(,,ქვა“) ; სითხეები - რადიკალთ 水 (,,წყალი“); აირები - რადიკალით 气 (,,ორთქლი“).

107
ელემენტთა კლასიფიკაციის პირველი მცდელობები. პერიოდულობის კანონის
აღმოჩენა

ქიმიური ელემენტების კლასიფიკაცია დამყარებულია მათ თვისებებზე და მათი


ნაერთების თვისებებზე. ქიმიური თვისებები ძალიან რთული და მრავალფეროვანია,
ამიტომ ელემენტების კლასიფიკაციის ყველა მცდელობა, რომელიც ემყარებოდა ამ
ელემენტებისგან მიღებული ნივთიერებების მხოლოდ ქიმიურ თვისებებს, იყო
წარუმატებელი.
ატომური მასის ცნება XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე შემოიღო ჯონ დალტონმა.
ამ პერიოდისათვის ცნობილი იყო ათობით ქიმიური ელემენტი. მაგრამ, ქიმიკოსებმა ვერ
შეძლეს მათ კლასიფიკაციაში წინ წაწევა იმაზე მეტად, ვიდრე იყო ელემენტების დაყოფა
ლითონებად და არალითონებად. ამასთანავე, ეს დაყოფა ემყარებოდა ელემენტების მიერ
წარმოქმნილი მარტივი ნივთიერებების უფრო ფიზიკურ, ვიდრე ქიმიურ თვისებებს.
XIX საუკუნის დასაწყისში ქიმიკოსებმა აღმოაჩინეს 25 ახალი ქიმიური ელემენტი.
მოკლე ხანში გამოყოფილი იქნა ტუტე- და ტუტემიწა ლითონები. XIX საუკუნის შუა
ხანებისთვის აღმოჩენილი ელემენტების რიცხვმა მიაღწია 63-ს. მრავალი ქიმიკოსი
ცდილობდა დაედგინათ კავშირი ცნობილი და ახლად აღმოჩენილი ელემენტების ქიმიურ
თვისებებსა და ატომურ წონებს შორის.
ქიმიური ელემენტების კლასიფიკაციის პირველი წარმატებული მცდელობა
განახორციელა გერმანელმა ქიმიკოსმა იერემია ბენიამინ რიხტერმა. მან ყურადღება მიაქცია,
რომ ელემენტების კლასიფიკაციისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას მარტივი
ნივთიერებების ისეთი მუდმივი თვისება, როგორიც არის ატომური მასა. 1793 წელს
გამოცემულ ნაშრომში, მან მსგავსი თვისებების მქონე ლითონები (ნატრიუმი და კალიუმი;
მაგნიუმი, კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი) განალაგა რიგში მათი ატომური მასების
ზრდის მიხედვით. მართალია, ეს ელემენტები ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი
თავისუფალ მდგომარეობაში, მაგრამ მათი ნაერთები კარგად იყო შესწავლილი, ხოლო
ატომური მასები - დადგენილი. ელემენტების ასეთი განლაგებით ნათელი გახდა, რომ
კალიუმის ატომური მასა იყო 39-ის ტოლი, ანუ ნატრიუმის ატომურ მასაზე 16 ერთეულით
მეტი. ასევე განსხვავებულია კალციუმის (40) და მაგნიუმის (24) ატომური მასები.
მართალია, კალციუმისა და სტრონციუმის ატომურ მასებს შორის განსხვავება უფრო
დიდია, პირველად იქნა აღმოჩენილი გარკვეული კანონზომიერება, რომელიც აკავშირებდა
ელემენტის ქიმიურ თვისებებსა და ატომის მასას და არ ჰქონდა კავშირი ქიმიურ
აქტივობასთან.
1817 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა იოჰან ვოლფგანგ დებერეინერმა გააერთიანა
ტუტემიწა ლითონები (კალციუმი-სტრონციუმი-ბარიუმი) ერთ ჯგუფში და აღმოაჩინა, რომ
ფიზიკური და ქიმიური თვისებებით მსგავსი სამი ელემენტიდან საშუალოს მასა
დაახლოებით ორი დანარჩენი ელემენტის მასების საშუალო არითმეტიკულის ტოლია. 12
წლის შემდრგ მან კიდევ აღმოაჩინა თვისებებით მსგავსი ელემენტების სამი რიგი:
ლითიუმი-ნატრიუმი-კალიუმი; გოგირდი-სელენი-ტელური და ქლორი-ბრომი-იოდი.
დიობერეინერმა ასეთ ჯგუფებს უწოდა ტრიადები. არ იყო ცნობილი ახლად აღმოჩენილ
ბრომის ატომური მასა. დიობერეინერმა იგი გამოითვალა თავისი წესის გამოყენებით: თუ
ქლორისა და იოდის ატომური მასები შესაბამისად იყო 35,5 და 127, მაშინ ბრომის ატომური
მასა იქნებოდა (35,5+127)/2=81,2, რაც ახლოს არის ექსპერიმენტით მიღებულ ბრომის
108
ატომურ მასასთან. მიუხედავად იმისა, რომ დებერეინერმა ყველა ცნობილი ელემენტის
ტრიადებად დაჯგუფება ვერ შესძლო, ტრიადების კანონმა აჩვენა, რომ არსებობდა
ურთიერთკავშირი ატომურ მასასა და ელემენტების და მათი ნაერთების თვისებებს შორის.
ელემენტების სისტემატიზაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მათი ქიმიური
კლასიფიკაცია, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანელმა ქიმიკოსმა
ლეოპოლდ გმელინმა (1788-1853). 1843 წელს გმელინმა გამოაქვეყნა ქიმიურად მსგავსი
ელემენტების ცხრილი, რომელშიც ელემენტები განლაგებული იყო ჯგუფებში
,,შემაერთებელი მასების“ ზრდის მიხედვით. ცხრილის თავში გმელინმა მოათავსა სამი
,,საბაზისო“ ელემენტი - ჟანგბადი, აზოტი და წყალბადი. მათ ქვეშ განალაგა ტრიადები,
ტეტრადები და პენტადები (ოთხი და ხითი ელემენტებისაგან შემდგარი ჯგუფები).
ამასთანავე, ჟანგბადის ქვეშ მოთავსებულია ელექტროუარყოფითი ელემენტების, ანუ
მეტალოიდების ჯგუფები (ბერცელიუსის ტერმინოლოგიით). ელემენტების ჯგუფების
ელექტროდადებითი და ელექტროუარყოფითი თვისებები მდორედ იცვლებოდა ქვევიდან
ზევით.
1849 წელს რუსმა ქიმიკოსმა ჰერმან ჰესმა (1802-1850), რომელიც ცნობილი იყო
როგორც თერმოქიმიის დამაარსებელი, განიხილა ქიმიური თვისებებით დიდი მსგავსების
მქონე იმ დროისათვის ცნობილი არალითონურიი ელემენტების 4 ჯგუფი: წყალბადი-ბორი-
სილიციუმი; აზოტი-ფოსფორი-დარიშხანი; გოგირდი-სელენი-ტელური და ქლორი-ბრომი-
იოდი. გესი არ თვლიდა თავის სისტემას იდეალურად. ითვლება, რომ გესმა პირველმა
შემოიტანა ხმარებაში ცნება ,,ელემენტების ჯგუფი“. მან სწორად განსაზღვრა
არალითონების უმრავლესი ჯგუფის შედგენილობა, რომლებიც უცვლელად შევიდა
მენდელეევის პერიოდულობის სისტემაში. მხოლოდ ბრომის ამოღება გახდა საჭირო
ნახშირბადის ჯგუფიდან და მისი გაერთიანება ერთ ჯგუფში ალუმინთან, ინდიუმთან და
თალიუმთან, რომლებსაც მოგვიანებით დაემატა გალიუმი.
ატომური მასის ზრდის მიხედვით ელემენტების განლაგების პირველი მცდელობა
ჰქონდა ფრანგ ქიმიკოსს ალექსანდრ ემილ შანკურტუას (1820-1886). 1862 წელს მან
გამოაქვეყნა ქიმიური ელემენტების სისტემატიზაცია, რომელიც ემყარებოდა ატომური
მასების კანონზომიერ ცვლილებას - ელემენტების სპირალური გრაფიკი, რომელშიც
ელემენტები განლაგებული იყო ატომური მასების ზრდის მიხედვით.
1866 წელს პერიოდული სისტემის საკუთარი ვარიანტი გამოაქვეყნა ინგლისელმა
ქიმიკოსმა და მუსიკოსმა ჯონ ალექსანდრ ნიულენდსმა (1837-1898), რომლის მოდელი
(,,ოქტავების კანონი“) გარეგნულად წააგავდა მენდელეევისას.
ნიულენდსის მოდელით ატომური მასების ზრდის მიხედვით განლაგებული
ელემენტებიდან მერვე ელემენტის თვისებები მსგავსია პირველის. ასეთი დამოკიდებულება
სამართლიანია მსუბუქი ელემენტებისათვის, მაგრამ ნიულენდს სურდა მისი განზოგადება.
ნიულენდსის ცხრილში მსგავსი ელემენტები განლაგებული იყო ჰორიზონტალურად;
თუმცა, ერთსა და იმავე რიგში ხშირად ხვდებოდა აბსოლუტურად განსხვავებული
ელემენტები. გარდა ამისა, ზოგიერთ უჯრედში იძულებული იყო მოეთავსებინა ორ-ორი
ელემენტი. საბოლოოდ, ნიულენდსის პერიოდული სისტემა კომპრომეტირებული იყო
ავტორის დაჟინებული მცდელობით ეპოვა მასში მისტიკური მუსიკალური ჰარმონია.

109
ნიულენდსის ცხრილი

1.H 8.F 15.Cl 22.Co, Ni


2.Si 9.Na 16.K 23.Rb, Cs
3.Be 10.Mg 17.Ca 24.Zn
4.B 11.Al 18.Cr 25.Y
5.C 12.Si 19.Ti 26.In
6.N 13.P 20.Mn 27.As
7.O 14.S 21.Fe 28.Se

ყველაზე ახლოს პერიოდული სისტემის საბოლოო ვარიანტთან მივიდა გერმანელი


ქიმიკოსი იულიუს ლოთარ მაიერი (1830-1895). 1864 წელს მეიერმა წიგნში ,,ქიმიის
უახლესი თეორიები და მათი მნიშვნელობა ქიმიური სტატიკისათვის“ გამოაქვეყნა ცხრილი,
რომელშიც 27 ელემენტი განთავსებული იყო 6 სვეტში ვალენტობის მიხედვით. მეიერმა
შეგნებულად შეზღუდა ელემენტების რიცხვი ამ ცხრილში, რათა ხაზი გაესვა ატომური
მასების კანონზომიერი ცვლილებისათვის მსგავსი ელემენტების რიგებში; კიდევ 22
ელემენტი განათავსა სხვა ცხრილში. გააერთიანებული ორივე ცხრილი 1868 წელს
გამოაქვეყნა თავისი წიგნის მეორე გამოცემაში, რომელშიც 52 ელემენტი განათავსა 15
სვეტში. მეიერის ცხრილში პერიოდულობის საფუძვლად აღებული იყო ვალენტობა,
რომელიც არ არის ერთადერთი და მუდმივი ცალკე აღებული ელემენტისათვის.
შესაბამისად, ასეთი ცხრილი ვერ იქნებოდა სრულყოფილი.

მეიერის 1864 წლის ცხრილი

- - - - Li Be
C N O F Na Mg
Si P S Cl K Ca
- As Se Br Rb Sr
Sn Sb Te I Cs Ba
Pb Bi - - - -

მნიშვნელოვანი წვლილი ელემენტების სისტემატიზაციაში შეიტანა რუსმა


მეცნიერმა დიმიტრი მენდელეევმა (1834-1907), რომელმაც 1869 წელს რუსეთის ქიმიურ
საზოგადოებას წარუდგინა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის კანონი. ამ კანონის
თანახმად, ქიმიური ელემენტი ეწოდება მარტივი და რთული ნივთიერების შემადგენელ
მატერიალურ ნაწილაკს, რომელიც ანიჭებს მათ გარკვეულ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს.
მენდელეევმა ელემენტთა კლასიფიკაციას საფუძვლად დაუდო ატომის ფარდობითი
ატომური მასა და განალაგა ფარდობითი ატომური მასის ზრდის მიხედვით: H, Li, Be, B, C,
N, O, F, Na, Mg, Al, Si, P, S, Cl, K, Ca და ა.შ. მენდელეევმა შეამჩნია, რომ ქიმიურად მსგავსი
ელემენტები გარკვეული შუალედის შემდეგ მეორდება და მაშასადამე, მათი ქიმიური

110
თვისებები პერიოდულად იცვლება. მან ელემენტების თვისებების პერიოდული ცვლილება
ჩამოაყალიბა პერიოდულობის კანონის სახით: ელემენტების ფიზიკური და ქიმიური
თვისებები, რომლებიც მათ მიერ წარმოქმნილ მარტივ და რთულ ნივთიერებებში
მჟღავნდება, პერიოდულ დამოკიდებულებაშია მათ ატომურ მასასთან. პერიოდულობის
კანონის სრული ფორმულირების პარალელურად ცნობილია კანონის მოკლე
ფორმულირებაც: ელემენტების ქიმიური თვისებები პერიოდულ დამოკიდებულებაშია მათ
ატომურ მასასთან. პერიოდულობის კანონის საფუძველზე მენდელეევმა შეადგინა
ელემენტების პერიოდული სისტემა. ლეგენდის თანახმად, ქიმიური ელემენტების სისტემა
მენდელეევმა სიზმარში ნახა. თუმცა, ცნობილია, რომ ერთხელ, როდესაც მას ჰკითხეს თუ
როგორ აღმოაჩინა პერიოდული სისტემა, უპასუხა: ,,შეიძლება მე მასზე 20 წელი
ვფიქრობდი, თქვენ კი ფიქრობთ, რომ ვიჯექი და უცებ ... მზად იყო“.
ქიმიური ელემენტების პერიოდულ სისტემასთან დაკავშირებით ხშირად ისმება
კითხვა პრიორიტეტზე, რომელიც სხვადასხვანაირად განიხილება რუსულ და უცხოურ
ლიტერატურაში. რუსულ წყაროებში ხაზგასმულია დ.მენდელეევის გადამწყვეტი როლი და
უგულებელყოფილია მეიერის მნიშვნელოვანი წვლილი ელემენტების პერიოდული
სისტემის შექმნაში. საზღვარგარეთის ქიმიის ისტორიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ
1860-იანი წლების ყველა ცხრილი შეიძლება ჩაითვალოს პერიოდულობად. ითვლება, რომ
შანკურტუა, ნიულენდსი, ოდლინგი, მეიერი და მენდელეევი ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად მივიდნენ პერიოდულობამდე და ამასთანავე, განსაკუთრებული წვლილი
შეიტანეს მენდელეევმა და მეიერმა. 1882 წელს ლონდონის სამეფო საზოგადოებამ დევის
სახელობის მედალი მიანიჭა ერთდროულად მენდელეევსა და მეიერს ფორმულირებით“:
,,ატომური წონების პერიოდული ფარდობითობისათვის“, ხოლო 1887 წელს ნიულენდს.
ჰემფრი დევი (1778-1829) იყო ინგლისელი ქიმიკოსი, ფიზიკოსი და გეოლოგი,
ელექტროქიმიის ერთერთი ფუძემდებელი, ცნობილია მრავალი ქიმიური ელემენტის
აღმოჩენით.
ელემენტთა პერიოდულობის კანონს და პერიოდულ სისტემას დიდი მნიშვნელობა
აქვს როგორც ქიმიის, ისე ფიზიკისა და მომიჯნავე დარგების განვითარებისათვის.
პერიოდულობის კანონის საფუძველზე შეიქმნა ქიმიური ელემენტების მეცნიერული
კლასიფიკაცია. პერიოდულობის კანონმა დიდი როლი შეასრულა ატომის აღნაგობის
თეორიის ჩამოყალიბებაში.

ლექცია 12
ორგანული ქიმიის განვითარება. არომატული ნაერთების აღმოჩენისა და
შესწავლის ისტორია

ბუნებაში არსებული ნივთიერებები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: ორგანულ და


არაორგანულ ნივთიერებებად. ყველა ორგანული ნივთიერების შედგენილობაში შედის
ელემენტი ნახშირბადი, ხოლო არაორგანული ნივთიერებების შედგენილობაში -
პერიოდული სისტემის ყველა ელემენტი. ყველაზე მეტი რაოდენობის ნაერთებს
ნახშირბადი წარმოქმნის ე.წ. ელემენტ-ორგანოგენებთან: H, N, O, P. ორგანულ
ნივთიერებათა რიცხვი დღეისათვის 20 მილიონს აღწევს. მათ სიმრავლეს განაპირობებს
ნახშირბადატომის უნიკალური თვისება - სხვადასხვა ტიპის ბმებით დაუკავშირდეს სხვა

111
ნახშირბადატომებს და წარმოქმნას გრძელი ჯაჭვი, რომლის შედგენილობაში შეიძლება
იყოს ათასობით ატომი.
ნახშირწყალბადები (CH) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ
ნახშიბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების
ემპირიული ფორმულაა CnHm , სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.
არომატული ეწოდება ისეთ ნახშირწყალბადებს, რომელთა შედგენილობაში შედის
ბენზოლის ციკლი, ანუ ბირთვი. ამ ჯგუფის წარმომადგენელ ნივთიერებათა (ფისების)
სასიამოვნო სუნის გამო მათ არომატული დაერქვა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იმავე
ჯგუფის სხვა წევრებს არა აქვს არომატული სუნი, მაგრამ ეს სახელწოდება მათ დღემდე
შერჩათ. არომატული ნაერთების ქიმია, ფართო გაგებით, დღეს ბენზოლის ქიმიას
წარმოადგენს. არომატული ნაერთების უმარტივესი წარმომადგენელია ბენზოლი. XIX
საუკუნის დასაწყისში ევროპის დიდი ქალაქების ქუჩებში გამოჩნდა გაზის განათება.
მანათებელი გაზის კონდენსატიდან ინგლისელმა ქიმიკოსმა და ფიზიკოსმა მაიკლ
ფარადეიმ (1791-1867) 1825 წელს გამოყო 3 გრამი უცნობი თხევადი ნივთიერება. მან
დაწვრილებით აღწერა ახალი ნაერთის ფიზიკური თვისებები, დაადგინა მისი ქიმიური
შედგენილობა (C6H6) და უწოდა ,,კარბიურირებული წყალბადი“. 6 წლის შემდეგ, 1834 წელს,
გერმანელმა ქიმიკოსმა მიტჩერლიხმა მიიღო იგივე ნაერთი ბენზოინის მჟავას გახურებით
კირთან და უწოდა მას ,,ბენზინი“. ბენზოინის მჟავას ღებულობდნენ ბენზოეს ფისიდან,
რომელიც მიიღება ზოგიერთი ტროპიკული ხიდან. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო
ბენზოლის მიღების ერთადერთი მეთოდი. 1845 წელს ბენზოლი აღმოაჩინეს ქვანახშირის
ფისში, რის შემდეგაც იგი გახდა სავსებით ხელმისაწვდომი ნედლეული. თანამედროვე
დასახელება ,,ბენზოლი“ შემოთავაზებული იყო ლიბიხის მიერ. ფუძე ,,ბენზ“ არაბული
წარმოშობიაა და ნიშნავს ,,საკმეველს“. ბენზოლის სტრუქტურული ფორმულა შეადგინა
კეკულემ. კეკულეს მიხედვით ბენზოლს ექვსწევრიანი ციკლური აღნაგობა აქვს, რომელშიც
სამი ორმაგი და სამი მარტივი ბმაა შეუღლებული. არომატული ნახშირწყალბადების
ზოგადი ფორმულაა CnH2n-6. ზოგადად მათ არენები ეწოდება.

ორგანული ნაერთების წარმოება (სპირტები, ეთერ-ზეთები, სურნელოვანი წყლები,


ფისები, შაქარი)

ძველ დროში, როდესაც არ არსებობდა არაორგანული ქიმია, არ არსებობდა


ორგანული ქიმიაც, როგორც მეცნიერება. მაგრამ, სხვადასხვა ორგანული ნივთიერებების
მიღება ცნობილი იყო უძველესი დროიდან. უძველესი დროიდან იცოდნენ ღებვა,
თრიმვლა, ხის კუპრის, ჭვარტლის, სახამებლის, ძმრის და საპნის წარმოება. შაქრისა და
ეთერზეთების მიღება დაიწყეს მუსულმანური შუა საუკუნეებიდან; სპირტის და სპირტიანი
სასმელების მიღება ევროპული შუა საუკუნეების მიღწევაა. მარსელისა და ვენეციის გარდა,
საპნის სახარში ქარხნები ფუნქციონირებდა ესპანეთის მთელ რიგ ქალაქებში და
საბერძნეთში, სადაც დიდი რაოდენობით იყო ზეთისხილი. გერმანიაში იხარშებოდა ე.წ.
ვენეციური საპონი. სპირტის დამზადებამ პირველად ყველაზე დიდი განვითარება ჰპოვა
იტალიაში. სპირტი და მცენარეების სხვადასახვა ნაწილების ექსტრაქციით (ხსნარიდან ან
მშრალი ნარევიდან ნივთიერების გამოყოფის მეთოდი)ან გამოხდით მიღებული ლიქიორები
იტალიიდან თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნებში გაჰქონდათ, როგორც სამკურნალო
საშუალებები. ჩრდილოეთის რეგიონები იძულებულები იყვნენ გამოსახდელად
112
გამოეყენებინათ არა ყურძენი ან ღვინო, არამედ სხვა მასალა. უკვე XIV საუკუნიდან საწყის
პროდუქტად იყენებდნენ პურის მარცვალს, უფრო ხშირად - ჭვავს (პურის არაყს),
არაიშვიათად - ლუდსაც. 1350 წელს ირლანდიელი პოლკოვნიკი სავაჟი თავის მეომრებს
ასმევდა სასმელს ,,აკვავიტს „ - ალბათ დღევანდელი ვისკის პროტოტიპს.
ეთერ-ზეთების და მათი შემცველი პრეპარატების წარმოებას ოდითგანვე ახდენდნენ
მონასტრებში. მონასტრის ბაღებში აშენებდნენ აუცილებელ სურნელოვან მცენარეებს და
სამკურნალო ბალახებს.
სადისტილაციო აპარატები მზადდებოდა სპილენძის, კალის, თიხის და 1551
წლიდან - მინისგანაც. არომატული ნივთიერებების გამდიდრებას ხშირად ახდენდნენ
განმეორებითი გამოხდით. დისტილაციასა და გამოხდასთან ერთად ადგილი ჰქონდა
ზეთების ან ესენციების მიღებას დაწნეხის ან ექსტრაქციის გზით.
აღმოსავლეთ აზიაში ოდითგანვე აწარმოებდნენ ქაფურს (დამახასიათებელი სუნის
უფერო კრისტალები), რომელსაც ევროპა გაეცნო იუსტინიანეს დროს და ფართოდ შევიდა
ფარმაცევტულ პრაქტიკაში. ანდრეას ლიბავიუსი (1550-1616 წ.წ. გერმანელი ქიმიკოსი და
ექიმი) ქაფურის ზეთს ღებულობდა აზოტმჟავასა და ქაფურის მჟავას საშუალებით. გვიან
შუასაუკუნეებში ქაფური წარმოადგენდა აღმოსავლური ვაჭრობის მნიშვნელოვან
პროდუქტს. ნედლი პროდუქტი სუფთავდებოდა ვენეციაში. ქაფური უპირატესად
გამოიყენებოდა მედიცინაში და შეტანილი იყო ფარმაცევტულ პრაქტიკაში. ლიბავიუსს
თავის შრომებში მოხსენიებული აქვს ,,განსაკუთრებული ქაფურის ზეთი“, რომელსაც
ღებულობდა აზოტმჟავას მოქმედებით, ე.ი. მას უკვე ჰქონდა საქმე ქაფურის მჟავასთან.
დიდი რაოდენობით ზეთებსა და ზოგიერთ ორგანულ პრეპარატს ღებულობდნენ
ფისების მშრალი გამოხდით. ე.წ. ცხოველურ ცხიმებს ღებულობდნენ სხვადასხვა
ცხოველური პროდუქტის გამოხდით. სკიპიდარის ზეთს ძირითადად აწარმოებდა ვენეცია
ფისტის ხის ფისიდან.
XV-XVI საუკუნეებში სანელებლების ძირითადი მიმწოდებელი იყო პორტუგალია.
მედიცინაში გამოყენებული ზეთის მისაღებად ახდენდნენ ფისის გამოხდას. ჯერ
ნოსტრადამუსი (მიშელ ნოსტრადამუსი - 1503-1566 წ.წ. ფრანგი ექიმი, ალქიმიკოსი, პოეტი,
წინასწარმეტყველი), შემდეგ ალექსიუს პედემონტანუსი (იტალიელი ალქიმიკოსის
ჯიროლამო რუშელის ფსევდონიმი - 1520 – 1566 წ.წ.), ლიბავიუსი (გერმანელი ქიმიკოსი,
ალქიმიკოსი, ექიმი, პარაცელსის მიმდევარი. 1550-1616 წ.წ.) და სხვები აკვირდებოდნენ
ბენზოინის მჟავის ანუ ბენზოინის წარმოქმნას. ბენზოინის მჟავას იღებენ ხე-მცენარე
ბენზოინის ფისის გამოხდით. ბენზოინის ხე იზრდება სუმატრაზე და ინდონეზიაში). 1832
წელს გერმანელმა ქიმიკოსმა იუსტიუს ფონ ლიბიხმა დადგინა ბენზოინის მჟავას
ფორმულა. ასევე, ქარვის ზეთის გამოხდისას შეამჩნიეს ქარვის მჟავას წარმოქმნა, რომელსაც
თავის შრომებში მოიხსენიებს ფსევდო-ლული, ხოლო პარაცელსი მას იყენებდა სამედიცინო
მიზნებისთვის.
ნახშირწყლების გადამუშავებას ახდენდნენ ქაღალდის, სახამებლის და შაქრის
საწარმოები, თუმცა პირველი ორის ნამდვილ ქიმიურ საწარმოდ ჩათვლა ნაადრევი იყო.
ქაღალდის წარმოება ევროპაში დაიწყეს XIV - XV საუკუნეებში. ადრეულ შუასაუკუნეებში
ისევ იყენებდნენ პაპირუსს და პერგამენტს. მდინარე რონის სათავეებთან მიმდებარე
ტერიტორიებზე ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ხდებოდა პაპირუსის გამოწერა ეგვიპტიდან.
იტალიაში პაპირუსს იყენებდნენ XIII საუკუნემდე. ნამდვილი ქაღალდის წარმოებას
ჩინელები უკვე იცნობდნენ დაახლოებით ქრ.შ-მდე 105 წელს. ჩინელებიდან VIII საუკუნეში
113
ქაღალდის წარმოება გადაიღეს არაბებმა, შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკამ, ესპანეთმა, იტალიამ.
ბიზანტიაში ქაღალდის წარმოება ცნობილი იყო IX საუკუნიდან. ამ ქაღალდზე დაწერილი
უძველესი ხელნაწერი დათარიღებულია X საუკუნით და ინახება ესკორიალის
ბიბლიოთეკაში (არქიტექტურული კომპლექსი მადრიდთან ახლოს). ესპანელმა არაბებმა
ქაღალდის მისაღებად პირველებმა დაიწყეს ბამბასთან ძონძების შერევა. შედარებით
მსხვილი საწარმოები შეიქმნა XIV საუკუნეში.
კრახმალის (თეთრი ფერის ამორფული ფხვნილი. პოლისაქარიდი, რომელიც
სინთეზირდება მცენარეებში. სინათლისა და ფოტოსინთეზის მოქმედებით მცენარეების
გლუკოზის ნაწილი გარდაიქმნება კრახმალად) მიღება თითქმის უკანასკნელ დრომდე
ხდებოდა ისე, როგორც უძველეს დროში. მცირე რაოდენობით კრახმალს იღებდნენ
თითქმის ყველგან მას შემდეგ, რაც მისი გამოყენება დაიწყეს პუდრის დასამზადებლად,
თეთრეულისა და საყელოების გასახამებლად; ხოლო 1400 წლიდან იყენებდნენ ნახატების
ტილოებისათვის, დანამატად ქაღალდის დასამზადებლად და მიეცა დიდი მნიშვნელობა.
გადმოცემით, თითქოს ჰოლანდიელმა აბიგალ გუიტემმა შეიტანა კრახმალი ინგლისში 1580
წელს თეთრეულის გასალილავებელთან ერთად და თანაც, ეს უკანასკნელი საიდუმლოდ
ინახებოდა მხოლოდ დედოფლისათვის. კრახმალის წარმოებაში სიახლე იყო მისი
დამზადება კარტოფილიდან. კარტოფილიდან სახამებლის წარმოება დაიწყეს 1781
წლიდან.
შაქრის ლერწმის მოყვანა და შაქრის დამზადებაც ხდებოდა მცირე აზიაში და
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყნებში. პირველი ადგილი ეკავა ეგვიპტეს.
შაქრით ვაჭრობა მთლიანად ვენეციელების ხელში იყო. XVI საუკუნიდან შაქრის
წარმოებაში პირველ ადგილს იკავებს სამხრეთი ამერიკა, სადაც ტროპიკული კლიმატის
გამო შაქრის ლერწამი სწრაფად იზრდებოდა და იძლეოდა დიდ მოსავალს. შაქრის
რაფინირება ჯერ დაიწყეს ამერიკაში და შემდეგ სწრაფად გავრცელდა ევროპაში.
ფლორენციის ახლოს, დომინიკანელების მონასტერში, XVI საუკუნიდან ბერები
დიდი რაოდენობით ამზადებდნენ სურნელოვან წყლებს. ასეთი სუნამოების პირველი
რეცეპტი, კერძოდ სპირტიანი როზმარინის დისტილატი, დამზადდა XIV საუკუნეში. ამავე
პერიოდში, ბურგუნდიაში ახდენდნენ მცენარეთა სხვადასხვა ნაწილების, მაგ. ლავანდის
ყვავილების დისტილაციას.
ხშირად, ერთ ჰორიზონტალურ ღუმელზე ადგამდნენ რამდენიმე სადისტილაციო
აპარატს ან მრგვალ ღუმელში აწყობდნენ სართულებად, რითაც აღწევდნენ საწვავის
ეკონომიას. ხშირად, დისტილაციისთვის იყენებდნენ წყლის ან ორთქლის აბაზანებს,
შემდგომში ქვიშის ან ნაცრის აბანოებს, მზის სითბოს ან ტალახის აბაზანების ბუნებრივ
სითბოს. კონდენსაციისაწყობდნენ გასაცივებლად იყენებდნენ გრძელ სწორ ან კლაკნილ
მილებს, რომლებიც გატარებული იყოაწყობდნენ წყლით სავსე გამაცივებელ კასრებში.
XVI საუკუნიდან აწარმოებდნენ სხვადასხვა ეთერ-ზეთებს: ლავანდის, როზმარინის,
აბზინდის, ტიმოთელას, პიტნის, სალბის, გვირილის, ღვიის ზეთებს.
წარსულში გაბატონებული იყო შეხედულება, თითქოს ორგანული ნივთიერებები
წარმოიქმნება მხოლოდ ცოცხალ - მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმებში. ცოცხალ
ორგანიზმებში ორგანული ნაერთების წარმოქმნა მიეწერებოდა განსაკუთრებული
,,სასიცოცხლო ძალის“ მოქმედებას. ამ შეხედულების მიმდევრები - ვიტალისტები (vita -
სიცოცხლე) - ფიქრობდნენ, რომ არაორგანული ნივთიერებებიდან ორგანული
ნივთიერებების მიღება საერთოდ შეუძლებელია. ვიტალისტები ორგანულ ქიმიას
114
განმარტავდნენ როგორც ,,მცენარეულ და ცხოველურ ნივთიერებათა ქიმიას, ე.ი. იმ
ნივთიერებათა ქიმიას, რომლებიც სასიცოცხლო ძალის მოქმედებით წარმოიქმნებიან“.
ვიტალიზმი იყო არამეცნიერული, რეაქციული შეხედულება, რომელმაც დიდი ხნით
დააბრკოლა ორგანული ქიმიის განვითარება. ,,სასიცოცხლო ძალაზე“ წარმოდგენა შეარყია
1828 წელს გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ველერმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ციანმჟავა
ამონიუმიდან - NCONH4 გათბობით მიიღება შარდოვანა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის
სასიცოცხლო პროცესების პროდუქტს წარმოადგენს. არაორგანული ნაერთებიდან
შარდოვანას სინთეზმა მეცნიერთა დიდი ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ ეს ფაქტი არ
აღმოჩნდა საკმარისი ,,სასიცოცხლო ძალის“ შესახებ არსებული იდეალისტური მოძღვრების
დასამარცხებლად. 1845 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა კოლბემ მოამზადა ტიპიური
ორგანული ნაერთი - ძმარმჟავა, რისთვისაც გამოიყენა ხის ნახშირი, გოგირდი, ქლორი და
წყალი. 1854 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ბერთლომ სინთეზური გზით ცხიმები მიიღო. 1861
წელს რუსმა მეცნიერმა ბუტლეროვმა ფორმალდეჰიდიდან პირველმა განახორციელა
შაქრების კლასის ნაერთების სინთეზი, რომლებსაც დიდი როლი ენიჭება ორგანიზმების
სასიცოცხლო პროცესებში.
დიდი ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი ქიმიკოსის ანდრეას
სიგიზმუნდ მარგგრაფის მიერ (1709-1782) მიკროსკოპში ჭარხლის მოჭრილ ფესვებში შაქრის
კრისტალების აღმოჩენას 1747 წელს. იმ დროისათვის შაქარს იღებდნენ შაქრის ლერწმიდან.
1769- 1785 წელს შეელემ გამოყო რამდენიმე ორგანული მჟავა - ვაშლის, ღვინის, ლიმონის,
რძის და მჟაუნმჟავა. 1773 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა და აფთიაქარმა გიიომ ფრანსუა რუელმა
ადამიანის შარდიდან გამოყო შარდოვანა. 1806 წელს შვედმა ქიმიკოსმა და მინერალოგმა
იონს იაკობ ბერცელიუსმა (1779-1848) პირველმა შემოიტანა ცნება ,,ორგანული ქიმია“
(შვედ. Organisk Kemi) და აღნიშნა, რომ ეს არის ,,ფიზიოლოგიის ნაწილი, რომელიც აღწერს
ცოცხალი სხეულების შედგენილობას მათში მიმდინარე ქიმიურ პროცესებთან ერთად“.

ორგანული წარმოშობის საღებავების წარმოება

ორგანული ქიმიის უძველეს სარეწს წარმოადგენდა ღებვა, რომელიც შუა


ევროპისთვის ცნობილი იყო ადრიდანვე. XII საუკუნიდან სამღებრო და საფეიქრო
მრეწველობის ცენტრს წარმოადგენდა ზემო გერმანია და სილეზია. ტექნიკის მხრივ პირველ
ადგილზე იყო იტალია, ვენეცია და ფლორენცია, რასაც ხელს უწყობდა გაცხოველებული
ვაჭრობა ბიზანტიასთან და მცირე აზიასთან.
შუა საუკუნეებში გერმანიაში გამოყენებული საღებავებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო მღებავი ვაიდა (ვაიდა - კომბოსტოს ოჯახის მცენარე - ლათ. Isatis tinctoria), რომლითაც
ღებავდნენ არა მარტო ლურჯად, არამედ შავად და სხვა საღებავებთან შერევით - ყავისფრად
და მწვანედ. უძველეს დროში გალები და ბრიტები ვაიდას იყენებდნენ ტანის მოსახატად.
შუა საუკუნეებიდან ამ მცენარეს თესავდნენ გერმანიის ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ სხვა
ოლქებშიც, ვატიკანში და სამხრეთ საფრანგეთში.
ინდიგოს ძირითადად აწარმოებდნენ ინდოეთსა და სპარსეთში. შუა საუკუნეებიდან
გაჩნდა ბაღდადშიც. XII საუკუნიდან ეს მცენარე მოჰყავდათ ეგვიპტეშიც. XVI საუკუნიდან
ინდიგოს გამოყენება სწრაფად ვრცელდებოდა გერმანიის საწარმოებში და გამოდევნა ვაიდა.
XVII საუკუნიდან ინდიგოს კულტურა სულ უფრო ვრცელდებოდა ამერიკაშიც.

115
ერთადერთი საღებავი, რომელმაც თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა ხანგრძლივი
დროის განმავლობაში, იყო ენდრო - ამავე სახელწოდების ბალახოვანი მცენარიდან
მიღებული კაშკაშა წითელი საღებავი. შუა საუკუნეებიდან ენდროს კონკურენციას უწევდა
ინდოეთიდან შემოტანილი წითელი და სანდალოზის ხეები. აქედანვე შემოჰქოდათ
გუმილაკი - ნატურალური ორგანული ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი
ტროპიკული მწერი. ეს მწერები ცხოვრობენ ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის
ზოგიერთ ტროპიკულ მცენარეზე. ასევე იყენებდნენ ლევანტიიდან (ფართო გაგებით -
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყნების საერთო სახელწოდება - ლიბანი,
ისრაელი, ეგვიპტე, თურქეთი, საბერძნეთი, კვიპროსი. ვიწრო გაგებით - სირია და ლიბანი)
შემოტანილ წითელ საღებავს კერმესს. ეს საღებავი მზადდებოდა მწერებისგან სახელად
ბუჟლენდი ან ჭიაფერი, რომელსაც აგროვებდნენ სპეციალური შემგროვებლები. სხვადასხვა
ბალახის ფესვებზე პარაზიტობდნენ მწერები - Porphyrophora, რომლებისგანაც ამზადებდნენ
ძოწისფერ საღებავს.
გარდა მცენარეული საღებავებისა, XVI საუკუნის მხატვრები იყენებდნენ წითელ
თიხამიწა ლაქებს, რომელსაც ღებულობდნენ კერმესიდან, წითელი ხიდან და
გუმილაკიდან.
ყველაზე ლამაზ საღებავად ითვლებოდა ბუჟლენდის ლაქი, რომელიც ფლორენციაში
მიიღო ფრანცისკანელმა ბერმა. ყვითელ საღებავებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდათ. შუა
საუკუნეებში გერმანიაში უპირატესობას ანიჭებდნენ ირმისმხალას, მღებავ
კურდღლისცოცხას, გამხმარ ხეჭრელას ნაყოფს. იშვიათად იყენებდნენ ზაფრანას და
საფლორს (ყვითელი ხე, რომელიც პირველად ნახსენებია XVII საუკუნეში ფრანკფურტელი
მღებავების მიერ). ჩამოთვლილი საღებავები მოგვიანებით გამოდევნა კურკუმამ - ყვითელმა
ხემ და მღებავი ნივთიერებით მდიდარმა ხეჭრელამ. 1525 წელს კარაქის, ყველის და საპნის
შესაღებად პირველად გამოიყენეს ორლეანი. ყავისფერ საღებავს ამზადებდნენ წითელი და
ყვითელისაგან კაკლი ხის ქერქია ან ნაჭუჭის დამატებით. იისფერი ორსეინი აღმოაჩინეს
დაახლოებით 1300 წელს ფლორენციაში. 100 წლის განმავლობაში მისი დამზადების წესს
ინახავდნენ საიდუმლოდ. თუმცა, ლიქენისაგან მიღებული საღებავები სკანდინავიიდან
შემოჰქონდათ გერმანიაში. 1316 წლიდან ფართოდ იყენებდნენ ლაკმუსს, რომელსაც
ამზადებდნენ ლიქენისაგან ან მისი მსგავსი ნედლეულიდან. ფლორენციაში ლიქენს
ამუშავებდნენ შემდეგნაირად: დაამსხვრევდნენ, ატენიანებდნენ შარდით, დაამუშავებდნენ
ნაცრით, მანამ, სანამ პრეპარატი არ დამზადდებოდა. ხშირად იყენებდნენ ამონიუმის
ქლორიდს, სუფრის მარილს და დარიშხანს.
ცალკე უნდა გამოიყოს ქიმიური მხატვრული რეწვის დარგი, რომელიც
ითვალისწინებს ბამბის ქსოვილზე ფერადი ნახატის ან უზორის დატანას სპეციალური
დანადგარის საშუალებით. ეს დარგი ჩაისახა ეგვიპტის ალექსანდრიაში, საიდანაც
ბიზანტიის გავლით შევიდა ევროპაში და იგი განეკუთვნება უფრო მხატვრულ, ვიდრე
საფეიქრო მრეწველობას.

116
ორგანულ ნაერთთა აღმოჩენისა და სინთეზის ისტორია

ორგანული სინთეზი არის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის ნაწილი, რომელიც


სწავლობს ორგანული ნაერთების, მასალებისა და ნაკეთობების მიღების სხვადასხვა
ასპექტებს (მეთოდები, მეთოდიკა, იდენტიფიკაცია, აპარატურა და სხვ.) და ასევე თვითონ
ნივთიერების მიღების პროცესს. ორგანული სინთეზის მიზანია საჭირო ფიზიკური,
ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების ნივთიერებების მიღება ან თეორიის შემოწმება.
თანამედროვე ორგანული სინთეზი საშუალებას იძლევა მიღებული იქნას პრაქტიკულად
ნებისმიერი ორგანული მოლეკულა.
გამოჩენილი ფრანგი ფიზიკოს-ქიმიკოსი პიერ ეჟენ მარსელენ ბერტლო (1827-1907)
ცნობილია თავისი შრომებით ორგანული ქიმიის სინთეზის, აგროქიმიის, ქიმიის ისტორიის
და თერმოქიმიის სფეროში. 1851 წელს ბერტლომ დაიწყო მუშაობა მარტივი
ნივთიერებებიდან ორგანული ნაერთების სინთეზზე.
ბერტლომ მრავალი უმარტივესი ნახშირწყალბადიდან სინთეზის გზით მიიღო
მეთანი, ეთილენი, აცეტილენი, ბენზოლი, ხოლო შემდეგ მათ საფუძველზე - უფრო რთული
ნაერთები. ბერტლომ დაადგინა, რომ გლიცერინი არის სამატომიანი სპირტი. პრინციპული
მნიშვნელობა ჰქონდა ეთილის სპირტის სინთეზს ეთილენის ჰიდრატირებით
გოგირდმჟავას თანაობისას (1854). ბერტლომდე ეთილის სპირტს ღებულობდნენ შაქროვანი
ნივთიერებების დუღილით. ამ სინთეზებით ბერტლომ საბოლოოდ დაამარცხა წარმოდგენა
,,სასიცოცხლო ძალაზე“.
ბერტლომ 1861- 1863 წლებში ფრანგ ქიმიკოსთან პეან დე სენ-ჟილთან ერთად
გამოაქვეყნა კვლევები სპირტებიდან და მჟავებიდან რთული ეთერების წარმოქმნის
სიჩქარის შესახებ. ნაშრომს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქიმიური კინეტიკის
ისტორიისათვის.
ბერტლოს საპატიო ადგილი უჭირავს თერმოქიმიის ფუძემდებელთა შორის. მან
ჩაატარა ვრცელი კალორიმეტრული კვლევები, რომლებმაც 1881 წელს მიიყვანა
კალორიმეტრული ბომბის შექმნამდე, რომელიც დღეს გამოიყენება თერმოქიმიურ
კვლევებში; შემოიტანა ,,ეგზოთერმული“ და ,,ენდოთერმული“ რეაქციების ცნებები. გარდა
ამისა, ბერტლომ გამოიკვლია ფეთქებადი ნივთიერებების მოქმედება: აფეთქების
ტემპერატურა, წვის სიჩქარე და აფეთქების ტალღის გავრცელება და სხვ. აგროქიმიური
კვლევების ჩატარების დროს ბერტლომ აღმოაჩინა ნახშირბადის, წყალბადის, აზოტის და
სხვა ელემენტების მნიშვნელობა მცენარეებში და გამოთქვა მოსაზრება თავისუფალი
აზოტის ფიქსაციის შესაძლებლობის შესახებ ნიადაგის მიერ, რომელიც დასახლებულია
მიკროორგანიზმებით და არ არის დაფარული მცენარეებით. ბერტლო იყო ქიმიის
ისტორიის ერთერთი უდიდესი მკვლევარი.
უკვე პირველ სინთეზებში ბერტლო ფართოდ იყენებდა მაღალ წნევას და
ტემპერატურას. 1853-1854 წლებში ექსტრემალურ პირობებში ბერტლომ განახორციელა
ბუნებრივი ცხიმების ანალოგიური ერთერთი პირველი სინთეზი. ერთდროულად გაშიფრა
გლიცერინის როგორც სამატომიანი სპირტის ბუნება. ამის შემდეგ ჩაატარა ეთილის და
იზოპროპილის სპირტების პირდაპირი სინთეზი ნახშირწყალბადიდან და მეთანის სინთეზი
გოგირდწყალბადიდან და გოგირდოვანი ნახშირბადიდან. მაგრამ, ნახშირწყალბადის
პირდაპირი სინთეზი ელემენტებიდან დასრულდა წარუმატებლად. უფრო რთული
ნივთიერების მიღებას ორი უფრო მარტივი ნივთიერების შეერთებით, ან ნაწილობრივ
117
სინთეზს, ბერტლო თვლიდა პირველ ნაბიჯად სრული სინთეზისაკენ. ნაწილობრივი
სინთეზის მაგალითს წარმოადგენს სპირტებიდან და მჟავებიდან ეთერების მიღება და
კერძოდ, გლიცერინიდან და ცხიმოვანი მჟავებიდან ცხიმების სინთეზი, სპირტების მიღება
არანაჯერი ნახშირწყალბადებიდან და წყლიდან და ა.შ.
ორგანული სინთეზის განვითარების მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა ბუტლეროვის
მიერ ორგანული მოლეკულების აღნაგობის სტრუქტურული თეორიის ფორმულირება,
რამაც შესაძლებელი გახადა მოცემული აღნაგობის ორგანული მოლეკულების სინთეზი.
ორგანული სინთეზი ლაბორატორიის საზღვრებს გასცდა ქიმიური ტექნოლოგიის
განვითარების და პოლიმერების, გამხსნელების, საღებავების და სხვ. პროდუქტების
საწარმოო აღიარების შემდეგ, რომელთა წარმოების მოცულობა ხასიათდება მრავალი
ნულით.
გერმანელი ქიმიკოს-ორგანიკოსი ემილ ჰერმან ფიშერი (1852-1919) იკვლევდა ისეთ
ნაერთებს, როგორიცაა კოფეინი, თეობრომინი (ალკალოიდი) და ცხოველების
ექსკრემენტების კომპონენტებს, კერძოდ შარდმჟავას და გუანინს, რომელიც, როგორც მან
აღმოაჩინა, მიიღება უფერო კრისტალური ნივთიერებიდან, რომელსაც უწოდა პურინი.
პურინი - C5N4H4 - არის ამფოტერული თვისების მქონე უფერო კრისტალები; კარგად
იხსნება წყალში, ცხელ ფენოლში და ბენზოლში; ცუდად იხსნება დიეთილეთერში,
აცეტონში და ქლოროფორმში. შარდმჟავა 1776 წელს აღმოაჩინა კარლ ვილჰელმ შეელემ,
ხოლო 1820 წელს ფრიდლიბ ფერდინანდ რუნგემ გამოყო კოფეინი. ფიშერმა დაამტკიცა,
რომ ამ ნაერთებს აქვთ მსგავსი სტრუქტურა და შესაძლებელია ერთის მეორედან
სინთეზირება. ამ თემაზე ფიშერმა იმუშავა 1898 წლამდე და სინთეზის გზით მიიღო
პურინის რიგის მრავალი წარმოებული თვით პურინისჩათვლით. პურინი არის
მნიშვნელოვანი ნაერთი ორგანულ სინთეზში, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა,
წარმოადგენს ნუკლეინის მჟავების და უჯრედის ბირთვის აუცილებელ კომპონენტს.
ფიშერი ასევე დაინტერესებული იყო შაქრის მოლეკულების სტერეოქიმიის
პრობლემებით (ატომების სივრცული განლაგებით). გამოიყენა რა ნახშირბადის ატომების
ასიმეტრიის პრინციპი (1874 წელს გამოაქვეყნა ვანტ-ჰოფმა), ფიშერმა იწინასწარმეტყველა
შაქრების კლასის ნაერთებისათვის ატომური სტრუქტურების ყველა შესაძლო
ტრანსფორმაცია; 1890 წელს მან შესძლო ლაბორატორიაში მანოზის, ფრუქტოზისა და
გლუკოზის სინთეზირება. გააფართოვა რა კვლევის არეალი შაქრიდან ფერმენტებამდე, მან
აღმოაჩინა, რომ ფერმენტები რეაგირებენ მხოლოდ ქიმიურად მონათესავე ნივთიერებებთან.
გამოიკვლია რა ცილები, დაადგინა ამინომჟავების რიცხვი, რომელთაგანაც შედგება
ცილების უმრავლესობა; ასევე დაადგინა კავშირი სხვადასხვა ამინომჟავებს შორის;
მოგვიანებით ფიშერმა სინთეზის გზით მიიღო პეპტიდები (ამინომჟავების კომბინაციები)
და მოახდინა 40-ზე მეტი ტიპის ცილის კლასიფიკაცია. 1902 წელს ფიშერი გახდა ნობელის
პრემიის ლაურეატი ქიმიაში.

118
ვალენტობის თეორია. მრავალვალენტიანობა. იზომერია. სტრუქტურული თეორია

ორგანული ქიმიისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ინგლისელი მეცნიერის


არჩიბალდ კუპერისა და და გერმანელი ქიმიკოსის ფრიდრიხ ავგუსტ კეკულეს მიერ 1857
წელს ვალენტობის თეორიის შემუშავება; ასევე, 1861 წელს რუსი მეცნიერის ა.ბუტლეროვის
მიერ ქიმიური აღნაგობის თეორიის შექმნა. ამ თეორიებს საფუძვლად დაედო ნახშირბადის
ოთხვალენტიანობა და მის მიერ ჯაჭვების შექმნის უნარი. ქიმიური აღნაგობის ძირითადი
დებულებებია:
1)ორგანულ ნივთიერებათა მოლეკულაში ატომები ერთმანეთს უკავშირდებიან
ვალენტობის შესაბამისად. ნახშირბადატომი ორგანულ ნაერთებში მუდამ
ოთხვალენტიანია.
2) ორგანულ ნივთიერებათა ქიმიური თვისებები დამოკიდებულია არა მარტო
მოლეკულის შედგენილობაზე, არამედ მოლეკულაში ატომების ურთიერთდაკავშირების
თანმიმდევრობაზე.
3)ერთი და იგივე ელემენტი სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებაში სხვადასხვა
თვისებას ამჟღავნებს, რაც განპირობებულია მოლეკულაში არსებული სხვა ატომების
გავლენით, განსაკუთრებით კი უშუალოდ მათთან დაკავშირებული ატომების გავლენით
(იგულისხმება ურთიერთგავლენა).
ტერმინის ,,ვალენტობა“ ეტიმოლოგია იწყება 1425 წლიდან, როდესაც სამეცნიერო
ტექსტებში მისი გამოყენება დაიწყეს ,,ექსტრაქტის“ და ,,პრეპარატის“ მნიშვნელობით.
თანამედროვე განმარტებით მისი გამოყენება დაფიქსირებულია 1884 წლიდან (ლათ.
Valentia-ძალა; გერმ. Valenz). 1789 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი ჰიგინსმა
გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ არსებობდა კავშირი
ნივთიერების უმცირეს ნაწილაკებს შორის.
ვალენტობის ფენომენის ზუსტი და შემდგომში სავსებით დამტკიცებული გაგება
წამოყენებული იქნა ინგლისელი ქიმიკოსის ედუარდ ფრანკლენდის (1825-1899) მიერ 1852
წელს შემოთავაზებულ სტატიაში, რომელშიც თავი მოუყარა და გააანალიზა იმ
მომენტისათვის არსებულ თეორიებს. მან დაადგინა, რომ ლითონის თითოეული ატომი
იერთებს ორგანული ჯგუფების განსაზღვრულ რიცხვს და ამასთანავე, განსხვავებულია
სხვადასხვა ლითონისათვის და შემოიტანა ,,შემაერთებელი ძალის“ (შემაერთებელი წონის)
ცნება, რითაც სათავე დაუდო ვალენტობის შესახებ სწავლებას. მართალია ფრანკლენდმა
დაადგინა ზოგიერთი კერძო კანონზომიერება, მაგრამ მისმა იდეებმა განვითარება ვერ
ჰპოვეს.
ვალენტობის თეორიის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ფრიდრიხ ავგუსტ
კეკულემ (1829-1896). 1857 წელს მან აჩვენა, რომ ნახშირბადი წარმოადგენს ოთხატომიან
ელემენტს და მის უმარტივეს შენაერთს წარმოადგენს მეთანი CH4. ატომის ვალენტობის
შესახებ თავისი წარმოდგენების სიმართლეში დარწმუნებულმა კეკულემ შეიტანა ისინი
თავის ორგანული ქიმიის სახელმძღვანელოში: ავტორის აზრით, საფუძველს წარმოადგენს
ატომის ფუნდამენტური თვისება, რომელიც ისეთივე მუდმივი და უცვლელია, როგორც
ატომური მასა. 1859 წელს გამოსულ ორგანული ქიმიის I ტომში კეკულემ პირველმა
შემოიტანა თანამედროვე განმარტებასთან ახლოს მდგომი განმარტება: ,,ორგანული ქიმია“
არის ,,ნახშირბადის ნაერთების ქიმია“, რაც უკვე ასახულია ნაშრომის სათაურში -
,,ორგანული ქიმიის სახელძღვანელო, ანუ ნახშირბადის ნაერთების ქიმია“. 1865 წელს
119
კეკულეს მიერ შემოთავაზებული იქნა ბენზოლის სტრუქტურული ფორმულა, რაც გახდა
ერთერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ორგანულ ქიმიაში.
შეხედულებები, რომლებიც თითქმის ემთხვეოდა კეკულეს შეხედულებებს, 1858
წელს სტატიაში ,,ახალი ქიმიური თეორია“ გამოთქვა არჩიბალდ სკოტ კუპერმა (1831-1892).
მან წამოაყენა იდეა, რომ ორგანულ ნაერთებში არსებობს კავშირი ნახშირბადი-ნახშირბადი.
კუპერმა შემოიტანა წინადადება ნახშირბადის სხვადასხვა ნაერთის ფორმულა აღენიშნათ
გრაფიკული ფორმულებით, სადაც ვალენტობა გამოისახებოდა ხაზებით, რაც ახლოს იყო
ორგანული ნაერთების გამოსახვის თანამედროვე ხერხთან. ქიმიურ ფორმულებს,
რომლებიც გამოსახავენ ატომის შეერთების მიმდევრობას მოლეკულებში, სტრუქტურული
ფორმულები ანუ აღნაგობის ფორმულები ეწოდება.
სამი წლის შემდეგ, 1861 წელს რუსმა ქიმიკოსმა ალექსანდრე ბუტლეროვმა (1828-
1886) ვალენტობის თეორიაში შეიტანა უმნიშვნელოვანესი დამატებები. მან მკვეთრად
განასხვავა თავისუფალი ატომი და ატომი, რომელიც უერთდება სხვა ატომს და გადადის
,,ახალ ფორმაში“. ატომებისაგან ორგანული მოლეკულები აგების შესახებ მოძრვრებას,
რომელიც ბუტლეროვმა ჩამოაყალიბა, ქიმიური აღნაგობის თეორია ეწოდა. ბუტლეროვის
ქიმიური აღნაგობის თეორიის პირველი დებულების ფორმულირება შემდეგნაირად
შეიძლება: მოლეკულებში ატომები განლაგებულია არა უწესრიგოდ, არამედ ერთმანეთთან
შეერთებულია გარკვეული თანამიმდევრობით მათი ვალენტობის შესაბამისად.
როგორც ცნობილია, XVIII საუკუნეში აღმოჩენილი იყო შედგენილობის მუდმივობის
კანონი, რომლის თანახმად ყოველ მოცემულ ნაერთს გარკვეული მუდმივი შედგენილობა
აქვს. მრავალი წლის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ბუნების ამ კანონს შებრუნებული
მნიშვნელობაც აქვს. სახელდობრ, რომ მოცემული შედგენილობა მხოლოდ ერთ გარკვეულ
ნაერთს ახასიათებს. მაგრამ, აღმოჩენილი იქნა მრავალი ერთნაირი შედგენილობის ნაერთი,
რომელთა თვისებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, ცნობილია
ერთნაირი შედგენილობის (C2H6O) ორი ნაერთი, რომელთაგან ერთი ღვინის სპირტია,
მეორე კი - დიმეთილეთერი. ეს ორი ნივთიერება ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც
ფიზიკური, ისე ქიმიური თვისებებით: ღვინის სპირტი სითხეა, დიმეთილეთერი - აირი;
ღვინის სპირტი შედის რეაქციაში ლითონურ ნატრიუმთან, დიმეთილეთერი კი არა. ამ
მოვლენას 1830 წელს ბერცელიუსმა იზომერია უწოდა, ხოლო ორგანულ ნივთიერებებს,
რომელთაც აქვთ ერთნაირი შედგენილობა (მოლეკულური ფორმულა), მაგრამ
განსხვავდებიან ქიმიური აღნაგობით (სტრუქტურით), და აქედან გამომდინარე, ქიმიურ-
ფიზიკური თვისებებითაც ეწოდათ იზომერები. ღვინის სპირტი და დიმეთილეთერი
იზომერებია. იზომერიის მოვლენა განაპირობებს ორგანულ ნაერთთა სიმრავლეს.
ორგანულ ქიმიაში ცნობილია სტრუქტურული ანუ კონსტიტუციური იზომერია და
სივრცული, ანუ სტერეოიზომერია.
სტრუქტურული იზომერია არის ქიმიური აღნაგობის განსხვავებულობის შედეგი.
სტრუქტურული იზომერიის სახეებია: ჯაჭვის ანუ ნახშირბადული ჩონჩხის იზომერია,
ვალენტური იზომერია, მდგომარეობის ანუ პიზიციური იზომერია და ფუნქციური ჯგუფის
იზომერია.
სტერეოიზომერია წარმოიქმნება მოლეკულის სივრცული კონფიგურაციის სხვაობის
შედეგად, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ქიმიური აღნაგობა. სტერეოიზომერიის სახეებია:
დიასტერეომერია (გეომეტრიული და კონფორმაციული იზომერია) და ენანტიომერია
(ოპტიკური იზომერია).
120
ოპტიკური იზომერები (სარკული იზომერები) წარმოადგენს ოპტიკური
ანტიპოდების წყვილს - ნივთიერებებს, რომლებიც ხასიათდებიან შუქის პოლარიზაციის
სიბრტყის ბრუნვის ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნით და ერთნაირი სიდიდით, ფიზიკური
და ქიმიური თვისებების (სხვა ოპტიკურად აქტიურ ნივთიერებებთან რეაქციის გარდა)
იდენტურობის პირობებში.
გეომეტრიულად ითვლება სივრცული იზომერების ყოველი კომბინაცია, რომლებიც
არ შეადგენენ ოპტიკური ანტიპოდების წყვილებს.
ქიმიურ გარდაქმნებს, რომელთა შედეგად სტრუქტურული იზომერები
გარდაიქმნებიან ერთმანეთად, ეწოდება იზომერიზაცია.
შვეიცარიელი ქიმიკოსი, ნობელიის პრემიის ლაურეატი ალფრედ ვერნერი (1866-
1919) იყო კოორდინაციული თეორიის შემქმნელი, რაც საფუძვლად დაედო კომპლექსური
ნაერთების ქიმიას. ვერნერის დისერტაცია მიეძღვნა აზოტშემცველი ორგანული ნაერთების
სტერეოქიმიას. კერძოდ, მან დაადგინა აზოტშემცველი ოქსიმების და აზობენზოლი
სტრუქტურა, შეისწავლა ამინები. 1890 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი ,,ატომების სივრცული
განლაგება აზოტშემცველი მოლეკულებში“. ვერნერმა პირველმა ჩამოაყალიბა ძირითადი
წარმოდგენები აზოტის ნაერთების სტერეოქიმიაზე. 1893 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი
,,არაორგანული ნაერთების აღნაგობა“, რომელშიც ვერნერმა გადმოსცა კოორდინაციული
ქიმიის ძირითადი დებულებები.
ქიმიური აღნაგობის თეორიის განვითარების შედეგად შეიქმნა მოძღვრება
მოლეკულის სივრცითი აღნაგობის შესახებ და მოლეკულის აღნაგობის ელექტრონული
თეორია.
იოჰან იუსტუს ფონ ლიბიხი (1803-1873) იყო ერთერთი უდიდესი გერმანელი
ქიმიკოსი და ორგანული ქიმიის პროფესორი. იგი იყო პირველი მეცნიერი, რომელსაც
მთავრობის დახმარებით მოუწყვეს შესანიშნავი სამეცნიერო ლაბორატორია. ეს იყო
ლაბორატორია, რომლითაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს ყველა
ეროვნების მეცნიერი აღტაცებაში მოდიოდა. მის მიერ შექმნილი ნაშრომებიდან უდიდესი
ყურადღების ღირსად იქცა 1840 წელს გამოცემული ნაშრომი ,,ორგანული ქიმია
გამოყენებული სოფლის მეურნეობასა და ფიზიოლოგიაში“. ეს გენიალური ნაშრომი
გამოჩენილმა მეცნიერმა ჰოფმანმა სამართლიანად შეაფასა როგორც ,,წყალობა
კაცობრიობას“. არანაკლებ ცნობილია მისი წიგნი: ,,ორგანული ქიმია და მისი გამოყენება
ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში“. ლიბიხის ნაშრომები არა მარტო ქიმიის
მეცნიერებისათვის იწვევს ინტერესს, არამედ სხვა საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისთვისაც იქცა შესანიშნავ წიგნებად. ლიბიხის ნამუშევრები თარგმნილი იქნა
ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, უნგრულ და სხვა უცხო ენეზე. მას, ამასთანავე,
ნაშრომები გამოცემული აქვს ისეთ მეცნიერებთან ერთად როგორებიც იყვნენ გეიგერი, კოპი
და ველერი. ლიბიხი გახლდათ ის ერთერთი გენიალური მეცნიერი, რომელიც შეტანილი
იქნა ნუსხაში - ,,ადამიანები, რომელთაც შეცვალეს სამყარო“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვალენტობის ცნება ქიმიაში 1852 წელს შემოიტანა
ინგლისელმა ქიმიკოსმა ფრანკლენდმა, როგორც რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს ნაერთში
ატომების რაოდენობრივ შეფარდებას. ვალენტობა ეწოდა ატომის უნარს, მიიერთოს ან
ჩაანაცვლოს სხვა ატომის გარკვეული რაოდენობა. ვალენტობის საზომია წყალბადატომების
ან ჟანგბადატომების რაოდენობა, რომელთა ვალენტობაც შესაბამისად 1-ის და 2-ის ტოლია.
შემდგომ მოძღვრება ვალენტობის შესახებ განავითარეს დ.მენდელეევმა (1869) და
121
ფ.კეკულემ (1857). მენდელეევი არჩევდა ორი სახის ვალენტობას: 1) ვალენტობა ჟანგბადის
მიმართ და 2) ვალენტობა წყალბადის მიმართ.
ელემენტები წყალბადნაერთებში ამჟღავნებენ 1-დან 4-მდე ვალენტობას.
წყალბადნაერთებში გამომჟღავნებულ ელემენტის ვალენტობას ეწოდება ვალენტობა
წყალბადის მიმართ.
ელემენტები ჟანგბადნაერთებში ამჟღავნებენ ერთიდან რვამდე (ჩათვლით)
ვალენტობას. ჟანგბადნაერთებში ელემენტის ვალენტობას ეწოდება ვალენტობა ჟანგბადის
მიმართ.
ელემენტის ვალენტობა ყოველთვის მუდმივი რიცხვი არ არის, თუმცა ზოგიერთი
ელემენტი ამჟღავნებს მუდმივ ვალენტობას. მაგალითად, წყალბადი 1-ვალენტიანია,
ჟანგბადი -2, ნატრიუმი - 1, კალციუმი - 2, ალუმინი - 3, ფთორი - 1 და ა.შ. ზოგიერთი
ელემენტი ამჟღავნებს ცვალებად ვალენტობას. მაგალითად, ნახშირბადი ამჟღავნებს 2 და 4
ვალენტობას, გოგირდი - 2, 4 და 6 ვალენტობას, ქლორი - 1, 2, 3, 5 და 7 ვალენტობას და ა.შ.
ჩვეულებრივ, ელემენტის ვალენტობა წყალბადის მიმართ ყოველთვის მუდმივი სიდიდეა,
ხოლო ჟანგბადის მიმართ ვალენტობა ხშირად ცვალებადი სიდიდეა.
ნაერთის სტრუქტურულ ფორმულაში ვალენტობა აღინიშნება ხაზების საშუალებით,
რომელთა რაოდენობა ელემენტის ვალენტობას შეესაბამება. თუ მოლეკულაში შემავალი
ელემენტების ვალენტობას ხაზებით გამოვსახავთ, მივიღებთ მოლეკულის სტრუქტურულ
ფორმულას, რომელიც გამოსახავს მოლეკულაში ატომთა დაკავშირების თანმიმდევრობას,
მაგრამ არ გამოსახავს მოლეკულის სივრცით აღნაგობას, რომელიც გვიჩვენებს მოლეკულაში
არამარტო დაკავშირების თანმიმდევრობას, არამედ სივრცეში ატომთა რეალურ განლაგებას,
სავალენტო ბმებს შორის არსებულ კუთხეებს, ბმის ელექტრონულ ბუნებას და ა.შ.
1904 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა რიჰარდ აბეგმა (1869-1910) შემოიტანა ცნება
ელექტროვალენტობის შესახებ: ყოველ ელემენტს აქვს დადებითი და უარყოფითი
ვალენტობა, რომელთა აბსოლუტური მნიშვნელობის ჯამი 8-ის ტოლია. 1916 წელს
გერმანელმა ფიზიკოსმა ვალტერ კოსელმა (1888-1956) ახსნა ელექტროვალენტობის არსი,
ხოლო ამერიკელმა ქიმიკოსმა გ. ლუისმა შემოიტანა კოვალენტობის ცნება.
ელექტროვალენტობა არის იონურ ნაერთებში გამომჟღავნებული ვალენტობა.
ელექტროვალენტობა იონის მუხტის ნიშნის მიხედვით არის დადებითი და უარყოფითი.
ელემენტი იმდენ დადებითვალენტიანია, რამდენ ელექტრონსაც გასცემს და იმდენ
უარყოფითვალენტიანია, რამდენ ელექტრონსაც იერთებს. ამჟამად, ელექტროვალენტობას
ეწოდება ჟანგვის ხარისხი.
კოვალენტური ეწოდება კოვალენტურ ნაერთებში გამომჟღავნებულ ვალენტობას.
ატომის კოვალენტობა გვიჩვენებს კოვალენტური ბმების რაოდენობას, რომელსაც ატომი
წარმოქმნის. იგი საზიარო ელექტრონების რაოდენობის ტოლია. წყალბადის მოლეკულაში
(H2) წყალბადი ერთკოვალენტურია, ქლორის მოლეკულაში (Cl2) ქლორი -
ერთკოვალენტურია, აზოტის მოლეკულაში (N2) აზოტი სამკოვალენტური, ამიაკის
მოლეკულაში (NH3) აზოტი - სამკოვალენტურია, ხოლო წყალბადი - ერთკოვალენტური,
წყლის მოლეკულაში (H2O) ჟანგბადი ორკოვალენტურია, წყალბადი - ერთკოვალენტური.
ამჟამად, კვანტური მექანიკის მიხედვით ვალენტობა არის ქიმიური ბმების
რაოდენობა, რომელთა საშუალებითაც ერთი ატომი უკავშირდება მეორეს. ვალენტობას
ნიშანი არა აქვს და გამოისახება რომაული რიცხვებით.

122
ლექცია 13
კომპოზიციური მასალები, არსი და გამოყენება

ტექნიკისა და მეცნიერების განვითარება ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური


თვისებების ახალი კომპლექსის მქონე მასალებს მოითხოვს - მასალებს, რომლებსაც
ექსტრემალურ პირობებში (მაღალი ტემპერატურა და წნევა, მექანიკური დატვირთვა,
აგრესიული გარემო და ა.შ.) ’’მუშაობის უნარი’’ უნდა ჰქონდეს.
ასეთ მასალათა ერთერთ კლასს კომპოზიციური (კომპოზიტური) მასალები და
საფარები (დანაფარები) მიეკუთვნება. ნივთიერებებს, რომლებსაც მხოლოდ 50-60 წლის
წინ მიეკუთვნა კომპოზიციური მასალების სახელწოდება, კაცობრიობა მთელი თავისი
არსებობის განმავლობაში იცნობდა. Mმრავალი მთის ქანი, ხელოვნურად მიღებული
მასალა, რომლებშიც შერწყმულია სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი
ნივთიერებები და არსებობს გამყოფი ზედაპირები, იშვიათობას არ წარმოადგენდა.
Mმაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანის გონებამ მათ მიზანდასახულ გამოყენებას
მიმართა, შესაძლებელი გახდა უნიკალური თვისებების მასალებისა და ნაკეთობების
მიღება.
Kკომპოზიციურ მასალებს (კმ) მიაკუთვნებენ სისტემებს, რომლებშიც
განსხვავებული ბუნების მარტივი ან რთული ნივთიერებაა შერწყმული დამუშავების
სხვადასხვა ხერხით. მათ საწყისი ნივთიერებებისაგან განსხვავებული, გაუმჯობესებული
ფიზიკურ-ქიმიური და მექანიკური თვისებები ახასიათებთ.
კმ-ის ბუნებრივი ანალოგებია მთის ქანები (ანდეზიტი, ბაზალტი, გრანიტი და
ა.შ.), ხის ტანი, ძვლები, კბილები და ა.შ. ანდეზიტში, მაგალითად, ბუნებრივი
პროცესების შედეგად, შერწყმულია (შეკავშირებულია) ერთ მონოლითად ისეთი
მინერალები, როგორებიცაა: მინდვრის შპატები, პიროქსენები, მაგნეტიტი და
მინისებური ფაზა.
ცნება ,,კომპოზიციური” (შედგენილი, შერწყმული), როგორც ჩანს, შემოსულია
ინგლისურიდან, თუმცა ქართულში კალკირებულია რუსული ენიდან (композиционный).
შესაძლოა უკეთესი იყოს ,,კომპოზიციური მასალის“ ნაცვლად გამოყენებული იქნას
,,კომპოზიტური“ (ინგლ. ,,კომპოსიტე“).
ლოთონური და კერამიკული კმ-ის გასაყოფად მკვეთრი ზღვარი ვერ მოიძებნა,
ვინაიდან შედგენილობათა სიმრავლე და თვისებათა ნაირსახეობა საშუალებას არ
იძლევა ჩამოვაყალიბოთ გაყოფის ძირითადი პრინციპები.
ყურადღებას იპყრობს კომპოზიციურ მასალათა ბუნების საფუძველზე
დამყარებული კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციის მიხედვით კმ-ის ოთხი კლასი
არსებობს: ლითონური და არალითონური, არაორგანული და ორგანული.

123
მინანქარი

მინანქარი მიეკუთვნება იმ ამორფულ, მყარი ტანის ნივთიერებათა ჯგუფს, რომელსაც


მინას უწოდებენ. მინანქარი დამსახურებლად ითვლება ლითონის საიმედო
ანტიკოროზიულ საფარად, რომელიც საკმაოდ მაღალი ტემპერატურის (340_10000C)
დროს ეფექტურად იცავს სხვადასხვა დამზადებულ ნაკეთობას ატმოსფერული და
ქიმიური ზემოქმედებისაგან, და მის ზედაპირს სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს.
მომინანქრება არამარტო საიმედო, არამედ ლითონის დაცვის იაფი ხერხიცაა.
ძვირფასი ლითონების მომინანქრება ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ.
წელთაღრიცხვის 1600_1200 წლებში. პირველი მხატვრული ნაკეთობანი აღმოჩენილი იქნა
მიკენის გათხრებისას და კვიპროსზე. დროის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ძირფასი
ლითონების მომინანქრება დაიწყო მას, შემდეგ როდესაც ბაბილონში მიიღეს მოჭიქული
აგური, ხოლო ჩინეთსა და ეგვიპტეში განვითარდა ქვის კერამიკა. მოგვიანებით
მომინანქრებულ სამკაულებს აკეთებდნენ ქრ.შ-მდე VIII-IV საუკუნეებიდან კვიპროსზე,
ეგვიპტეში, დღევანდელი აზერბაიჯანის და რუსეთის სამხრეთ ტერიტორიაზე,
ეტრურიაში (ტოსკანა). მომინანქრების ხელოვნება ვითარდებოდა აგრეთვე ქრ.შ-ის I-III
საუკუნეებში ბრიტანეთსა და საბერძნეთში. მომინანქრების კულტურამ თავის
განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია კელტების ტომებში (დაახლოებით ქრ.შ. 100
წ). მომინანქრების დახვეწილი ტექნიკით გამოირჩევა სპარსული და ბიზანტიური
ნაკეთობანი (V-X სს). VIII-XVIII საუკუნეებში შექმნილია საყოველთაოდ აღიარებული
მომინანქრებული საიუველირო ნაკეთობანი უნგრეთში, საფრანგეთში, მილანში, პრაღასა
და დრეზდენში, აგრეთვე რეინის, მაასისა და მოზელის ხეობებში.
ტექნიკური მომინანქრების თვალსაზრისით აღსანიშნავია ფოშარის მიერ XVIII
საუკუნეებში ჩატარებული ცდები ოქროს კბილებისა და ლითონის პირის ღრუს ხიდების
მომინანქრების სფეროში.
საოჯახო ჭურჭლის მომინანქრება პირველად განახორციელა გერმანელმა იუსტმა.
მისი შრომების შედეგების საფუძველზე კიონიგსბრონში აშენდა ქარხანა, რომელიც 1794
წლიდან უშვებდა მინანქრით დაფარულ თუჯის სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელს. 1782
წელს რინმანმა აღწერა ფოლადის ფურცლის მომინანქრების ხერხი. მომინანქრებულ თუჯის
ნაკეთობებს ამზადებდნენ 1785 წლიდან დაუხამერში. XIX საუკუნის დასაწყისსი გერმანიის
სხვადასხვა ქალაქში აითვისეს სხმული და ნაჭედი ჭურჭლის მომინანქრება, ხოლო 1883
წლიდან _ დაშტამპულისაც. 1799 წელს ინგლისელ ჰიკლინგს მიეცა პატენტი რკინისა
და სხვა ლითონების მომინანქრებაზე.
მას შემდეგ რაც მეტალურგიაში დაინერგა ფოლადის მიღების ბესემერის (1865)
და მარტენის (1863) მეთოდები, დაიწყო მომინანქრებულ ნაკეთობათა
ფართომასშტაბური გამოშვება. მაგალითად, ფრაულაუტერნში ფოლადის ფურცლების
მომინანქრება დაიწყო 1861 წლიდან, ხოლო ფოლადის აბრების მომინანქრება 1890
წლიდან.
თუჯისა და ფოლადის მომინანქრების გარდა განვითარდა ალუმინის,
მაღალლეგირებული ფოლადებისა და ტიტანის მომინანქრება. დღეისათვის მხატვრული
მომინანქრების ცენტრებად შეიძლება ჩაითვალოს უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ხოლო
ტექნიკურის _ აშშ, გერმანია, იაპონია.

124
საქართველოში მხატვრული მომინანქრება განვითარებული იყო შუა საუკუნეებში.
ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშების ისტორია განისაზღვრება VIII-XI საუკუნეებით,
თუმცა იყო ცდები ტიხრული მინანქრის ყველაზე ადრინდელი ნიმუშები დაეკავშირებინათ
უძველეს საქართველოსთან. შუა საუკუნეების ქართულმა ტიხრულმა მინანქარმა უკვე
დიდი ხანია მოიპოვა ფართო აღიარება და ითვლება ერთერთ მნიშვნელოვან მსოფლიო
საგანძურად.

X საუკუნის ტიხრული მინანქარი


შემოქმედიდან

Xს-ის გულსაკიდი ჯვარი მარტვილიდან

ტექნიკურ მომინანქრებაში ფართოდ გამოიყენება ფოლადი, თუჯი, ალუმინი და


ტიტანი.
ფოლადი და თუჯი გამოიყენება ჭურჭლის, სანტექნიკური ნაკეთობების, ქიმიური
აპარატურისა და მათი დეტალების, საყოფაცხოვრებო აირ- და ელექტროდანადგარების
დასამზადებლად. ეს ლითონები ფართოდ გამოიყენება მომინანქრებული მილებისა და

125
სამშენებლო დეტალების წარმოებისთვისაც.
ნაკეთობებისათვის, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა კოროზიულ არეებში,
გამოიყენება მომინანქრებული ალუმინი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ჭურჭლის,
არქიტექტორულ-სამშენებლო დეტალებისა და თბომცვლელების წარმოებაში იყენებენ.
კუთრი მდგრადობისა და კოროზიული მედეგობის მაღალი მნიშვნელობის გამო,
ტიტანი და მისი შენადნობები გამოიყენება ავიაციაში, გემთმშენებლობაში, ქიმიურ,
ნავთობქიმიურ, კვების და სამედიცინო მრეწველობაში.
გარდა ამ ლითონებისა, დეკორატიული მომინანქრებისათვის გამოიყენება ფერადი
და ძვირფასი ლითონებიც.
ფერადი და ძვირფასი ლითონების მომინანქრება უძველესი დროიდანაა ცნობილი.
ამ ლითონების მომინანქრება ძირითადად საიუველირო ნაწარმისადმი დეკორატიული
სახის მინიჭებას ისახავს მიზნად. ამისათვის გამოიყენება სპილენძი, ოქრო, ვერცხლი და
მათი შენადნობები.
საიუველირო ოქრო საუკეთესო ლითონია მხატვრული მომინანქრებისათვის. მისი
ყვითელი ელფერი გავლენას ახდენს უფერო და ფერად გამჭირვალე მინანქრებზე. იმის
გამო, რომ ოქრო შედარებით რბილი ლითონია, მომინანქრებული ნაკეთობის
დასამზადებლად გამოიყენება ორმაგი (ოქრო ვერცხლით და ოქრო სპილენძით), უფრო
ხშირად კი სამმაგი (ოქრო, ვერცხლი და სპილენძი) შენადნობები. აღსანიშნავია, რომ ოქროს
სპილენძთან შენადნობების სიმაგრე იზრდება სპილენძის შემცველობის 20%-მდე გაზრდით.
20%-ის ზევით სიმაგრე თანდათან მცირდება.
ძვირფასი ლითონების შენადნობებიდან ყველაზე ხშირად იხმარება 950, 920 და 667
სინჯის ოქრო და 920 და 950-მდე სინჯის ვერცხლი. დნობის ტემპერატურა
დამოკიდებულია შენადნობის შედგენილობაზე და შეადგენს სუფთა ოქროსთვის – 10630C,
ვერცხლისთვის – 9160C და სპილენძისთვის -10830C.
585 სინჯის ოქროს შენადნობები იშვიათად გამოიყენება, რაც მასში სპილენძის დიდი
რაოდენობით აიხსნება. საერთოდ, ოქროს დაბალი შემცველობის შემთხვევაში, ოქროს
სპილენძთან შენადნობის მომინანქრება შეზღუდულია, სამაგიეროდ ოქროს შენადნობები
ვერცხლთან კარგად იფარება მინანქრით.
ვერცხლი, თავისი ნეიტრალური შეფერილობის გამო, საუკეთესოა გამჭირვალე
მინანქრების დატანისათვის. მომინანქრებისთვის გამოიყენება 916-950 სინჯის შენადნობები
სპილენძთან (91,6-95% Ag; 5-8,4%Cu). მათ შორის, მომინანქრების თვალსაზრისით,
საუკეთესოა 925 სინჯის შენადნობი (92,5% Ag, 7,5% Cu). სუფთა ვერცხლთან შედარებით ამ
სინჯის შენადნობს მაღალი დნობის ტენპერატურა (10200C) აქვს და მომატებული სიმაგრეც
(სუფთა ვერცხლი დნება 9610C -ზე). შენადნობებს სპილენძის უფრო მაღალი შემცველობით
დნობის უფრო დაბალი ტემპერატურა აქვთ.

ქსოვილების მოლითონება

მოლითონების გამოყენება ტანსაცმლის დასამზადებლად უხსოვარი დროიდან


არის ცნობილი. თავდაპირველად, ლითონებისაგან ამზადებდნენ მხოლოდ სამხედრო
სამოსს (საჭურველს). ქრ.შ-ის I-IV სს-ში ლითონებიდან მავთულის დამზადება დაიწყეს
და შემდგომში ადიდვის ტექნიკის დახვეწას მოჰყვა ჯაჭვის პერანგის – საომარი
საჭურველის – დამზადება მჭიდროდ დაწნული წვრილი მავთულის რგოლების
126
საშუალებით. ასეთი ჯაჭვის პერანგი იყო უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი, ვიდრე
ადრე გამოყენებული პერანგები, რომლებიც დამზადებული იყო ფურცლოვანი
ლითონის რგოლებისაგან. მავთულის საომარი პერანგები თავისი სტრუქტურითა და
დამზადების მეთოდებით ყველაზე ახლოს არის თანამედროვე საფეიქრო ქსოვილებთან.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია ოქროს ძაფებისაგან შეკერილი ტანსაცმელი,
რომელიც II საუკუნეში ქართველმა მეფემ საჩუქრად გაუგზავნა რომის იმპერატორს.

ფარჩა

აქსამიტი

იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის ჯაჭვის პერანგი

127
რუსეთში ძველ დროში ცნობილი იყო ძვირფასი ქსოვილი „აქსამიტი’’ (ზოგი წყაროს
მიხედვით „ოქსამიტი’’). ეს ქსოვილი მოხსენიებულია რუსულ ეპოსში „ თქმულება იგორის
ლაშქრობაზე’’ და 1175 წლის ხელნაწერებში. აქსამიტს ღებულობდნენ აბრეშუმის, ოქროსა
და ვერცხლის ძაფებისაგან.
ფართოდ გავრცელებული ოქროსა და ვერცხლის ქსოვილი ფარჩა – შემოსულია
სპარსეთიდან. სიტყვა ,,ფარჩა” არ არის სწორი სახელწოდება, იგი მიუთითებს მხოლოდ
სახეობაზე, ანუ რა სახითაც იყიდებოდა (,,ფარჩა’’ სპარსულად ნიშნავს ქსოვილის თოფს).
ფარჩის სწორი სახელწოდებაა ,,ზარბაფი’’. ამ ქსოვილს ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლისა და
აბრეშუმის ძაფების ერთად მოქსოვით. ზარბაფს რთავდნენ მდიდრული ოქრომკედით.
ფარჩისაგან კერავდნენ ხიფთანებს, ზუბუნებს, ფარაჯებს, ქურქებს, ქუდებს და ა.შ. ფარჩამ
და სხვა ,,ოქროს’’ ქსოვილებმა დღეისათვის დაკარგეს თავისი თავდაპირველი დანიშნულება
და მათი გამოყენება ძალიან შეზღუდულია.
გარდა საკაბე, დეკორატიული, საფარდე და ა.შ. დანიშნულებისა, მოლითონებულ
ქსოვილებს უდიდესი გამოყენება აქვთ მრეწველობასა და ტექნიკაში. მოლითონებულ
ქსოვილებს აქვთ მაღალი მექანიკური სიმტკიცე, ქიმიური მდგრადომა, მდგრადობა მაღალი
ტემპერატურების მიმართ და თითქმის არ იცვითებიან.

ცემენტის წარმოების ისტორია

ცემენტს ხშირად უწოდებენ მშენებლობის პურს. როგორც პური წარმოადგენს ჩვენი


კვების მთავარ პროდუქტს, ისე ცემენტი – ნებისმიერი მშენებლობის ძირითად მასალას.
ცემენტს ხმარობენ თითქმის ყველა სხვა სამშენებლო მასალებთან ერთად: ქვებთან, ქვიშასთან,
ღორღთან, ხრეშთან ერთად – ბეტონში; აგურთან – კედლების აშენებისას; რკინასთან –
რკინაბეტონის ნაკეთობებში; აზბესტთან – შიფერში და ა.შ. ეს არის მართლაც უნივერსალური
მასალა. 1892 წელს დ. ი. მენდელეევი წერდა, რომ ,,... ცემენტი, რომელიც წარმოადგენს
ერთერთ უმნიშვნელოვანეს შენაძენს ქიმიის მოხმარებისა ცხოვრების მოთხოვნასთან
მიმართებაში, არის მომავლის სამშენებლო მასალა." ცხოვრებამ ბრწყინვალედ დაამტკიცა ამ
წინასწარმეტყველების სისწორე და დღესაც ითქმის, რომ ცემენტი მომავლის სამშენებლო
მასალაა.მენტზე ამბობენ: ნომერი პირველი სამშენებლო მასალაა, მაგრამ პირველია
მნიშვნელობით და არა მისი შექმნის დროის მიხედვით, რადგანაც თაბაშირს და კირს იყენებენ
ათასწლეულების მანძილზე, ხოლო თიხას მშენებლობაში იყენებდნენ რამდენიმე ათასეული
წლის განმავლობაში. მაგრამ ყველა თიხა საქმისათვის არ ვარგოდა – მსუქანი, გაშრობის
შემდეგ განიცდიდა ჩაჯდომას და სკდებოდა; მჭლე თიხებს კი ეს უარყოფითი მხარეები
ნაკლებად ჰქონდათ გამოხატული. როდესაც ადამიანი ამ განსხვავებას მიხვდა, დაიწყო მჭლე
თიხების მოძებნა და ყურადღებას აღარ აქცევდა მსუქან თიხებს. გავიდა ხანი და ადამიანმა
ისწავლა მათი გამჭლევება ქვიშასთან შერევით.
გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ადამიანებმა ისწავლეს თავიანთი
საცხოვრებლის განმტკიცება. ისინი თიხას ურევდნენ სხვადასხვა ბოჭკოვან მასალას – ბალახს,
წვრილად დაჭრილ თივას, ბზეს, ლელქაშს და სხვ. იმ შორეული ეპოქისათვის ეს იყო
უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა. მჭლე და მსუქანი თიხების გარჩევით ადამიანებმა საფუძველი
დაუდეს მასალათმცოდნეობას.
ისწავლეს რა მსუქანი თიხების ქვიშასთან შერევა, ადამიანებმა გამოიგონეს კაზმი,
რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა მეტალურგიაში, ქიმიაში, მინის წარმოებაში
128
და მრეწველობის სხვა დარგებში. და ბოლოს, პლასტიურ, გამაგრებად მასაში ბოჭკოვანი
მასალების შეყვანით ადამიანებმა აღმოაჩინეს არმირების მეთოდი, რომელიც XIX საუკუნეში
გაიმეორეს რკინაბეტონის გამომგონებლებმა.
მართალია, ადამიანმა შესძლო თიხის ნაგებობების სიმტკიცის რამდენადმე გაზრდა,
მაგრამ ეს საკმარისი იყო მხოლოდ დაბალი ნაგებობებისათვის. მას კი იმ უძველეს დროშიც
სურდა მონუმენტური ნაგებობების, მასიური ციხე-სიმაგრეების აშენება. თიხა შეცვალა
თაბაშირმა და კირმა.
ადამიანმა თაბაშირის და კირის გამოყენება დაიწყო წინაისტორიულ პერიოდში,
მაგრამ თიხაზე გვიან. ამ მასალების გამოყენება დაკავშირებულია ადამიანის განვითარებაში
უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან – ცეცხლის მოპოვებასთან.
თაბაშირი და კირი ფართოდ შევიდა სამშენებლო პრაქტიკაში. თაბაშირი ყურადღებას
იქცევს გამოწვის დაბალი ტემპერატურით (130-1700C) და სითბოს დაბალი ხარჯით; ხოლო
კირი – იმით, რომ იგი წყალთან იძლევა მაღალპლასტიურ ცომს, რომელსაც არ სჭირდება
გამოწვა. რაც მთავარია, თაბაშირისა და კირის ხსნარით აშენებული ნაგებობები ბევრად უფრო
მტკიცეა, ვიდრე თიხისაგან, მაგრამ მხოლოდ ჰაერზე და მშრალი კლიმატის პირობებში. რაც
შეეხება ნესტიან კლიმატზე და წყალში, კირისა და თაბაშირის ხსნარები ისეთივე ეფექტს
იძლევა, როგორსაც თიხა.
მაგრამ, ზოგიერთ ადგილებში კირის ნაგებობებს წყალი ვერაფერს აკლებდა.
აღმოჩნდა, რომ ამ ადგილების მაცხოვრებლები ქვის უქონლობის გამო, კირს ამატებდნენ
ვულკანურ ფერფლს. ქ. პოცუოლთან (ვეზუვთან ახლოს მდებარე ქალაქი) დაგროვდა
ვულკანის მიერ ამოფრქვეული ფერფლი, რომლის სისქე შეადგენს 40 მ-ს და არის მოყვითალო-
მომწვანო ფერის. ამ ფერფლს დაარქვეს პუცოლანი – იმ ქალაქის სახელის მიხედვით, რომლის
ახლოსაც იგი აღმოაჩინეს. შემდგომში კი ეს სახელი დაერქვა სხვა ვულკანურ დანამატებს:
ტუფს, პემზას, ტრასს.
მაგრამ, წარსულის ყველა მშენებელს არ შეეძლო ესარგებლა ვულკანური წარმოშობის
პუცოლანით მისი უქონლობის გამო. ამიტომ, ბუნებრივი პუცოლანის ნაცვლად ისინი
იძულებულები იყვნენ გამოეყენებინათ ხელოვნური პუცოლანი.
პირველ ასეთ მასალას წარმოადგენდნენ აგურისა და მეთუნეობის ნარჩენები.
ისტორიას არ შემოუნახავს იმ მშენებლის სახელი, რომელმაც პირველმა დაამტკიცა ამ
ნარჩენების გამოყენების მიზანშეწონილობა.
როგორც ვიცით, ძველ დროში, სამშენებლო ხსნარებს ამზადებდნენ ძირითადად
კირისაგან. საუკუნეების განმავლობაში საუკეთესოდ ითვლებოდა ის კირი, რომელიც
სწრაფად ქვრებოდა და თანაც მთლიანად, უდანაკარგოდ, ნარჩენების გარეშე. თუმცა, იგი
წყლის მიმართ მდგრადობით არ გამოირჩეოდა. გარდატეხა მოხდა მხოლოდ XVIII საუკუნეში.
ინგლისელები ამ გარდატეხას უკავშირებენ თავისი თანამემამულეების სმიტონისა და
პარკერის აღმოჩენებს, ფრანგები – ვიკას, რუსები – გერასიმ პუსტინნიკოვს.
ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრს, 30 წლის ინჟინერს ჯონ სმიტონს (1724-1792)
დაევალა ქ. პლიმუტიდან 14 მილით დაშორებულ ედისონის კლდესთან აეშენებინა შუქურა.
მანამდე აგებული შუქურებიდან ერთი ქარიშხალმა დაანგრია, მეორე კი ხანძრის შედეგად
დაიწვა (ორივე ხის იყო).
სმიტონმა დაიწყო სხვადასხვა ბუნებრივი ნედლეულის გამოწვა. იგი მიღებული
პროდუქტიდან აკეთებდა ბურთულებს და ცდიდა წყალში. მან გამოიყენა ფხვიერი ცარცი და
მიიღო კირი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა იმ კირს, რომელსაც იღებდნენ
129
მარმარილოს გამოწვის შედეგად. ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რამდენადაც ცარცი
დედამიწაზე უფრო ბევრია, ვიდრე მარმარილო. მაგრამ, სმიტონს სჭირდებოდა წყალმედეგი
მჭიდა, ხოლო ცარცს ისევე ,,ეშინოდა" წყლის, როგორც მარმარილოდან მიღებულ კირს.
ბოლოს სმიტონმა გამოსცადა მოყვითალო-მურა ფერის კირქვები, რომლებიც შეიცავდნენ
თიხას. გამოწვის შედეგად მიღებული პროდუქტი ქვრებოდა უფრო ნელა და ცუდად, ვიდრე
ცარცი ან მარმარილოდან მიღებული კირი. მაგრამ, სმიტონი ხვდებოდა, რომ მასში იყო რაღაც,
რომელიც გამოწვის შემდეგ ხელს უშლიდა კირის სწრაფ და სრულ ჩაქრობას, მაგრამ ამ
რაღაცას შეიძლებოდა კირისთვის მიენიჭებინა წყალმედეგობა. ასეც აღმოჩნდა. ბოლოს და
ბოლოს, მიღებული იქნა წყალმედეგი მჭიდა არა კირისა და პუცოლანის ხელოვნური
ნარევიდან, როგორც ამას აკეთებდნენ ძველი რომაელების მიმდევრები, არამედ ბუნებრივი
ნედლეულიდან. ეს მოხდა 1757 წელს. შუქურას აშენებიდან 32 წლის შემდეგ – 1791 წელს
სმიტონმა გამოაქვეყნა ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ.
წყალმედეგი მჭიდების ძებნა გააგრძელა სმიტონის თანამემამულემ ჯეიმს პარკერმა.
კუნძულ შეპიზე ტემზის შესართავთან პარკერი წააწყდა მუხუდოს ფორმის ქვებს, რომლებიც
ზღვის ტალღების მიერ იყო გამორეცხილი კენტის სანაპიროს მთის ხრეშიდან. პარკერმა მათ
დაარქვა ,,თირკმელები", გამოწვა და დაასხა წყალი. ისინი კირის მსგავსად არ იბზარებოდა, არ
იფხვნებოდა და არ იბურცებოდა. სმიტონის ანგარიშიდან პარკერმა უკვე იცოდა, რომ
კირქვასთან შერეული თიხა ხელს უშლის კირის ჩაქრობას, მაგრამ ანიჭებს მას
წყალმედეგობას. პარკერმა გამოწვის შედეგად მიღებული ქვები დაფქვა და შეურია წყალს.
ხსნარი გამაგრდა ჰაერზეც და წყალშიც. ორივე შემთხვევაში გამაგრება მოხდა სწრაფად და
ძალიან მაგრად – ქვის სიმაგრემდე. ეს უკვე აღარ იყო სმიტონის ჰიდრავლიკური კირი – ეს
იყო ახალი მჭიდა, რომელიც არ ქვრებოდა წყლით, საჭიროებდა დაფქვას, იკვრებოდა ბევრად
უკეთესად და ფერად იყო უფრო მუქი. ამ პროდუქტს 1796 წელს გაცემული პატენტით ეწოდა
რომან-ცემენტი (ე.ი. რომანული). ამით გამომგონებელმა ხაზი გაუსვა ახალი პროდუქტის
გარეგნულ მსგავსებას იტალიურ პუცოლანთან, უფრო სწორად მის მოყვითალო-მურა
ნაირსახეობასთან.
პარკერის რომანცემენტმა სწრაფად დაიპყრო ბაზარი. თანდათანობით
მეცნიერებისათვის ნათელი გახდა, რომ კირქვიდან შეიძლება მიღებული იქნას გამოწვის სამი
სრულიად განსხვავებული პროდუქტი და რომ ეს განპირობებულია საწყის ნედლეულში
თიხის განსხვავებული შემცველობით.
თუ თიხა კირქვაში სრულიად არ არის ან არის ძალიან მცირე (3-5%) რაოდენობით,
მაშინ გამოწვის შედეგად მიიღება კარგად ქრობადი კირი, რომელსაც არ გააჩნია
წყალმედეგობა. ეს არის ე.წ. საჰაერო კირი.
თუ გამოიწვება თიხოვანი კირქვა, რომელიც შეიცავს თიხას 15-20%-მდე, მაშინ მიიღება
მჭიდა, რომელიც მართალია ნელა, მაგრამ მაინც ქვრება წყლით და იფხვნება. ამ მჭიდას
გააჩნია წყალმედეგობა და იწოდება ჰიდრავლიკურ კირად (სმიტონის აღმოჩენა).
თუ გამოიყენება მერგელი-კირქვა, რომელიც შეიცავს კიდევ უფრო დიდი
რაოდენობით თიხას (25-30%), მაშინ გამოწვის პროდუქტი უკვე აღარ ქვრება წყლით (კირის
ნაკლებობის გამო), საჭიროებს დაფქვას. ამ ფხვნილს გააჩნია საკმაო წყალმედეგობა. ეს არის
პარკერის რომან-ცემენტი. ეს იყო თავისებური კიბე ,,კირის მჭიდებისა".
კიროვანი მჭიდების პირველი კლასიფიკაციის შექმნასა და მათი წყალმედეგობის
მიზეზების გაშიფრაში დიდი როლი ითამაშა ფრანგმა მეცნიერმა ლუი-ჟოზეფ ვიკამ (1786-
1861). იგი წერდა: ,, უძველესი დროიდან ადამიანი იღებდა წყალმედეგ მჭიდებს
130
შემდეგნაირად: ჯერ გამოწვავდა ცალ-ცალკე თიხას და კირქვას, შემდეგ ამ ორი გამოწვის
პროდუქტს ურევდა ერთმანეთს. მაგრამ, ავიღოთ თიხოვანი კირქვა და მერგელი. ბუნებამ
უკვე შეურია მათში ორი საჭირო წიაღისეული - კირქვა თიხასთან. მათი გამოწვა გვაძლევს მზა
მჭიდას. სამი ოპერაციის ნაცვლად (ორი გამოწვა და შერევა) საკმარისია ერთი – გამოწვა.
ერთობლივი გამოწვით მიიღება ახალი მჭიდა, რომელიც თავისი თვისებებით აღემატება ორი
ცალკეული გამოწვისა და მათი შემდგომი შერევის შედეგად მიღებულ პროდუქტს.
მაგრამ, ჯერ კიდევ ფრანგებამდე 100 წლით და ინგლისელებამდე 77 წლით ადრე
ჰიდრავლიკური მჭიდის მიღება მერგელებიდან დაიწყეს რუსებმა.
XVIII საუკუნის დასაწყისში ნევის სანაპიროზე შენდებოდა რუსეთის იმპერიის
ახალგაზრდა დედაქალაქი – სანკტ-პეტერბურგი, კუნძულ კოტლინზე – კრონშლოტის
(კრონშტადტის) სიმაგრის ფორტები, მდინარე სიასსა და სვირზე იგებოდა ვერფები,
გაჰყავდათ ვიშნევოლოცკის არხი. წყალმედეგ მჭიდებზე იყო უზარმაზარი მოთხოვნილება,
მიწოდება კი – შეზღუდული.
ხელოვნურ პუცოლანს რუსეთში იყენებდნენ უკვე XI საუკუნიდან და უწოდებდნენ
,,ცემიანკას". წყლის წისქვილში იფქვებოდა აგური ცემიანკისათვის და მიღებულ ცემიანკას
ურევენ კირს. ერთერთი ასეთი წისქვილი აშენებული იყო მოსკოვის ცენტრში, კრემლის
კედელთან ახლოს მდინარე ნეგლინნაიას საგუბარზე ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ვასილი III-ის
დროს. მოსკოვში ცემენტის სხვა საწარმოებიც არსებობდა და სწრედ აქედან მიჰქონდათ
მშრალი ხსნარები სანკტ-პეტერბურგის მშენებლობაზე. ნევის ჭაობიან დელტაში შენობების
ასაგებად კირზე უპირატესობა ენიჭებოდა ცემენტს – როგორც უწოდებდნენ სამშენებლო
ხსნარს – ჩვეულებრივი კირის მშრალ ნარევს ცემიანკასთან. იმ დროინდელი მშენებლები
უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხსნარის შემადგენელი ნაწილების გულდაგულ შერევას.
ამიტომ, ხსნარს ურევდნენ არა ნიჩბებით, არამედ რბედებში, რაც ერთგვაროვანი მასის
მიღების საშუალებას იძლეოდა. აგურსაც ფქვავდნენ ძალიან კარგად და შემდეგ ცრიდნენ
პურის საცერში. მაგრამ, ეს მძიმე და შრომატევადი სამუშაო საქმეს ვერ შველოდა.
1719 წელს გერასიმ პუსტინნიკოვმა კოპორის მერგელისგან დაამზადა 2 ათასი ფუთი
ცემენტი და წარუდგინა ბერგ-კოლეგიას. პეტრე დიდი დაინტერესდა პუსტინნიკოვის მიერ
ნაპოვნი მერგელით და სხვა ადგილებში მისი მოპოვების ბრძანება გასცა. სულ რაღაც 15
წელიწადში პეტერბურგთან ააშენეს ცემენტის 5 ქარხანა.
XIX საუკუნის I ნახევარში ჰიდრავლიკური კირისა და რომან-ცემენტის წარმოება
ვითარდებოდა საოცარი სისწრაფით. ყველა აქებდა ამ მჭიდებს წყალმედეგობისა და
ბუნებრივი ნედლეულიდან მათი მარტივი დამზადების გამო. მაგრამ, იმავე XIX საუკუნის
პირველივე ნახევარში გაჩნდა ამ მჭიდებისადმი კრიტიკული მიდგომა. ამ კრიტიკული
მიდგომის ფუძემდებელი იყო ვიკა.
სწავლობდა რა საფრანგეთის თიხოვან კირქვებს, ვიკას ხვდებოდა საბადოები 16-დან
18%-მდე თიხის შემცველობით. ცხადია, ასეთი ნედლეულიდან მიიღებოდა კარგი
ჰიდრავლიკური კირი. მაგრამ, ვიკას ხვდებოდა ნედლეულის საბადოები, რომლებშიც თიხით
მდიდარი კირქვის ქანებს ენაცვლებოდა თითქმის სუფთა კირქვის ქანები. ასეთი ნედლეული
ვერ უზრუნველყოფდა ერთგვაროვანი, მაღალხარისხოვანი ჰიდრავლიკური მჭიდის მიღებას
მუდმივი თვისებებით.
მკვლევარმა იცოდა, რომ მერგელი არის დანალექი ქანი, რომლის 1 მეტრი სისქის
შესაქმნელად ბუნებას სჭირდება ათასწლეულები. ამიტომ, ვიკამ დაიწყო წინასწარ მოცემული
შემადგენლობის კირქვა-თიხის ხელოვნური ნარევების დამზადება. ამ ნარევებს შემდგომში
131
გამოწვავდა და ღებულობდა ყოველთვის მუდმივი თვისების მქონე მჭიდას. ამ ხსნარის
გამოყენებით ვიკას უფლება მისცეს ქ. სულიაკში მდინარე დორდონაზე აეგო ხიდი. ცდამ
გაამართლა, მაგრამ ეს ხსნარი სხვა ნაგებობებში აღარ გამოუყენებიათ, რამდენადაც
მიმდინარე მოთხოვნილებებისათვის უფრო აწყობდათ იაფი ჰიდრავლიკური კირი.
პეტერბურგში სამშენებლო ხელოვნების პროფესორად მიიწვიეს ვიკას მოწაფე –
ინჟინერი ანტუან როკურ დე შარლევილი (1789-1841). ვიკას მსგავსად, შარლევილიც მივიდა
იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო ჰიდრავლიკური მჭიდების დამზადება სინთეზური
გზით. იგი წერდა: ,,თუ გახურებულ თიხას შეურევენ სუფთა კირქვას და ერთად გამოწვავენ,
მიიღებენ ხელოვნურ ცემენტს". ჯერ კიდევ ამ ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ე.ი. 1822
წლისათვის, ასეთი მჭიდა – კირქვისა და თიხის ხელოვნური ნარევის გამოწვის პროდუქტი –
პეტერბურგში უკვე იყო ცნობილი. მაგრამ, მას ღებულობდნენ მხოლოდ ლაბორატორიული
ცდების შედეგად.
ვერც ვიკამ და ვერც შარლევილმა ვერ შესძლეს გზა გაეკვლიათ ახალი მჭიდისათვის.
და რაც ვერ შესძლეს პარიზსა და პეტერბურგში, შესძლო ორმა პრაქტიკოსმა: ინჟინერ-
მშენებელმა ეგორ ჩელიევმა (ეგორ გერასიმეს ძე ჭელიძე 1771-?) მოსკოვში და გზების ოსტატმა
ჯოზეფ ასპდინმა(1778-1855) ინგლისის ქალაქ ლიდსში.
ჩელიევი და ასპდინი მიდიოდნენ სხვადასხვა გზებით. დადგენილია, რომ არც ერთმა
მათგანმა არ იცოდა მეორის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ. შესაძლებელია, მათ
არაფერი იცოდნენ ვიკასა და შარლევილის შრომების შესახებ.
ჩელიევმა და ასპდინმა პირველებმა დაიწყეს სინთეზური მჭიდის – ორი ერთმანეთთან
შერეული ნივთიერების – კირქვისა და თიხის ერთობლივი გამოწვის პროდუქტის დიდი
რაოდენობით დამზადება. ეს იყო თანამედროვე პორტლანდცემენტის პირველსახე.
მოსკოვის ხანძრის შემდეგ კრემლის აღდგენა დაევალა მშენებელთა ბრიგადას,
რომელსაც სათავეში ედგა სარატოვის გუბერნიის მკვიდრი ეგორ გერასიმეს ძე ჩელიევი.
ჩელიევისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა მაღალხარისხოვანი წყალმედეგი
მჭიდის უქონლობა. მან იცოდა, რომ მის მიერ აღდგენილ კრემლს საუკუნეებისთვის უნდა
გაეძლო. ამიტომ, დაიწყო მუშაობა ისეთი მჭიდის მიღებაზე, რომელიც დროს გაუძლებდა.
ჩელიევმა წარმატებას რომ მიაღწია, ამის დამადასტურებელია მის მიერ აღდგენილი კრემლი.
ჩელიევი იღებდა 1 ნაწილ თიხას და 1 ნაწილ კირს, ამ ნაწილებს საგულდაგულოდ ურევდა
ფხვნილის სახით და გამოწვას აწარმოებდა მაღალ ტემპერატურაზე. ჩელიევის ცემენტის
შემადგენლობაში შედიოდა თაბაშირიც, რომლის დამატებაც აუცილებელია თანამედროვე
პორტლანდცემენტის წარმოებაშიც.
ინგლისელი კალატოზი ჯოზეფ ასპდინი, რომელიც ბედმა გადაისროლა ქ. ლიდსში და
მუშაობა დაიწყო გზის ოსტატად, მიხვდა, რომ გზის მტვერი სხვა არაფერი იყო, თუ არა
დაფქვილი კირქვა, რომლითაც მოკირწლული იყო გზა. გზის მტვერი კარგად ერეოდა თიხას
და იძლეოდა ერთგვაროვან ნარევს, რომელსაც აყალიბებდა ნატეხების სახით, აშრობდა და
ახდენდა ღუმელში გამოწვას. გამოწვის პროდუქტს ფქვავდა. გამაგრების შემდეგ ფხვნილი
იბერებოდა, თუ მასში დიდი რაოდენობით იყო კირი, ან საერთოდ არ მაგრდებოდა თუ
შეიცავდა არასაკმარის რაოდენობა კირს.
13 წლის ძიების შემდეგ ასპდინმა ჩათვალა, რომ მიაგნო საჭირო პროპორციას: 1,2
ნაწილი კირქვის მტვერი 1 ნაწილ თიხაზე. 1824 წლის 2 ოქტომბერს მას მისცეს პატენტი,
რომელშიც ახალი მჭიდა ფიგურირებდა პორტლანდცემენტის სახელით. შესაძლოა ამ

132
სახელით ასპდინს უნდოდა დაერწმუნებინა მომხმარებელი, რომ ახალი პროდუქტი თავისი
სიმაგრით ჰგავს ინგლისში ფართოდ გავრცელებულ პორტლანდის სამშენებლო ქვას.
ასპდინმა შესძლო დაეინტერესებინა თავისი გამოგონებით კომერსანტი ბევერლეი,
რომელმაც დააფინანსა ახალი საქმე. ასე გაჩნდა ცემენტის ქარხანა უეკფილდში, რომელსაც
მოჰყვა ქარხანა ქ. ლიდსში და რამდენიმე წლის შემდეგ – მდ. ტემზაზე ნორთფლითში.
ქარხნების რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ საქმე ვერ აეწყო, რადგან გზის მტვერი ნედლეულის
არასაიმედო წყარო იყო - იგი მალე გამოილია. საჭირო გახდა კირქვის წისქვილში დაფქვა.
ფხვნილი გამოდიოდა უხეში და თიხასთან კარგად ვერ ირეოდა. შედეგად, ცემენტი
გამაგრების შემდეგ იმ ქვის მეათედ სიმაგრესაც ვერ იღებდა, რომლის სახელიც მას მიანიჭეს.
ასპდინის ცემენტით აშენებული ნაგებობები ერთი მეორის მიყოლებით ინგრეოდა.
ასპდინები (მამა-შვილი) წარმოების თავის მეთოდს არავის უზიარებდნენ, მაგრამ
სხვისი დახმერების გარეშე უძლურნი იყვნენ ჩაწვდომოდნენ წუნის არსს, რადგანაც არ
ესმოდათ პროცესის ქიმიზმი. მაგ. პატენტში ნათქვამი იყო, რომ გამოწვა ხდებოდა
ნახშირბადის დიოქსიდის სრულ მოცილებამდე. ეს კი ხდებოდა დაახლოებით 900-10000C
ტემპერატურაზე და საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა ოქსიდების შეცხობის იმ
ტემპერატურას, რომელსაც იყენებდა მოსკოვში ეგორ ჩელიევი. ასპდინის მიერ
დამზადებული პროდუქტი თავისი ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა ჩელიევის
ცემენტს და ოდნავ სჯობნიდა რომან-ცემენტს, რომელიც იმავე წლებში მზადდებოდა
ინგლისში პარკერის მეთოდით – ბუნებრივი ნედლეულის ზომიერი გამოწვით. ამიტომ,
შემთხვევითი არ იყო, რომ ასპდინის ცემენტმა აღიარება ვერ ჰპოვა.
აღიარება კი არა მარტო ინგლისში, არამედ მის ფარგლებს გარეთ ჰპოვა სახელწოდებამ,
რომელიც ასპდინმა მისცა თავის პროდუქტს. სახელწოდების ქვეშ ,,პორტლანდცემენტი"
კაცობრიობა გულისხმობდა და იყენებდა არა ასპდინის მიერ მიღებულ პროდუქტს, არამედ
სრულიად სხვა მჭიდას, თუმცა მიღებულს კირქვისა და თიხის ხელოვნური ნარევიდან,
რომელიც შედგენილი იყო სხვა პროპორციებით და გამომწვარი ბევრად მაღალ
ტემპერატურაზე.
თავდაპირველად ეს ახალი ტიპის მჭიდა ცნობილი იყო უაიტის ცემენტის
სახელწოდებით. უაიტი იყო ქარხნის მეპატრონე, ხოლო მჭიდის შემქმნელი, რომელმაც
ფირმას მოუტანა მსოფლიო აღიარება, იყო ქარხნის მოკრძალებული თანამშრომელი –
ქიმიკოსი ჩარლზ ჯონსონი.
ჯონსონი ცდიდა თიხა-კირქვის ნარევის სხვადასხვა პროპორციებს და შეგნებულად
აწარმოებდა გამოწვას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე. ამით მან მიიღო ახალი შემადგენლობა
– 2 ნაწილი თიხა 5 ნაწილ ცარცზე და გამოწვის ახალი რეჟიმი – ნედლეულის ნარევის
კლინკერამდე შეცხობა, ე.ი. 1400-14500C ტემპერატურა. ამ კლინკერის წმინდად დაფქამ მისცა
ის პროდუქტი, რომელმაც საბოლოოდ დაიმკვიდრა პორტლანდცემენტის სახელი.
ინგლისელები მკაცრად ინახავდნენ პორტლანდცემენტის წარმოების ტექნოლოგიას
და მთელს მსოფლიოში ინარჩუნებდნენ მასზე მონოპოლიას.
გერმანელი ქიმიკოსი ჰერმან ბლეიბტრეი დაინტერესდა პორტლანდცემენტის მიღების
ტექნოლოგიით და შეცვლილი გვარით და სახელით, ვითომ უსწავლელი მწყემსი, ერთერთ
ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც მოკლე ხანში გაიგო პორტლანდცემენტის წარმოებასთან
დაკავშირებული ყველა საიდუმლო. 1852 წელს ბლეიბტრეი დაბრუნდა გერმანიაში, შეიძინა
აგურის პატარა ქარხანა და 1855 წლიდან დაიწყო პორტლანდცემენტის გამოშვება.

133
გერმანელებზე ორი წლით გვიან კი, 1857 წელს პორტლანდცემენტის წარმოება დაიწყო
რუსეთმაც.
ჯერ კიდევ იმ დროში იცოდნენ, რომ პორტლანდცემენტი შეიცავს კალციუმის ოქსიდს
(კირს) – კირქვის გამოწვის პროდუქტს; მასში პოულობდნენ სილიციუმის დიოქსიდს
(კაჟმიწას), ალუმინის ოქსიდს (თიხამიწას) და რკინის ოქსიდს – მისი მეორე კომპონენტის –
თიხის შემადგენელ ნაწილებს.
ითვლებოდა, რომ პორტლანდცემენტი მონომინერალია, ე.ი. შედგება ერთი
მინერალისაგან. 1887 წლიდან პორტლანდცემენტის გამოსაკვლევად გამოიყენეს
პოლარიზაციული მიკროსკოპი. ფრანგი ლე-შატელიე, შვედი ტიორნებომი და რუსი მეცნიერი
გლაზენაპი იყვნენ პირველები, ვინც საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ პორტლანდის
პატარა კლინკერი შედგება რამდენიმე მინერალისაგან. მიკროსკოპში გამოჩნდა მუქი რუხი
ფირფიტის ფორმის მქონე ნივთიერება, რომელიც ყველაზე მეტი რაოდენობითაა კლინკერში;
უფრო ღია ფერის მომრგვალო მარცვლებს აქვთ არასწორი ფორმა. ამ ორი სახეობის
კრისტალები გამოყოფილი აღმოჩნდა კიდევ უფრო ღია ფერის შუალედური ნივთიერების
შრეებით.
1897 წელს ა.ე. ტიორნებომმა პირველ ნივთიერებას უწოდა ალიტი (სამკალციუმიანი
სილიკატი – 3CaO.SiO2 – C3S), მეორეს- ბელიტი (ორკალციუმიანი სილიკატი – 2CaO.SiO2 – C2S),
მესამეს – ცელიტი (ოთხკალციუმიანი ალუმოფერიტი, ანუ ბრაუნმინერალიტი –
4CaO.Al2O3.Fe2O3), ლათინური ალფავიტის პირველი სამი ასოს მიხედვით. ხოლო
პორტლანდცემენტის კლინკერი მთლიანად დაახასიათა როგორც ,,ხელოვნური მთის ქანი",
რომელიც წარმოადგენს ამ მინერალების კონგლომერატს.

სპეციალური ცემენტები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პორტლანდცემენტი ეწოდება ისეთ მჭიდა მასალას,


რომელიც მიიღება კლინკერის და თაბაშირის ერთობლივი წმინდად დაფქვით, წყალთან
არევისას იკვრის და მაგრდება წყალში და ჰაერზე. პორტლანდცემენტის გარდა, რომელიც
ყოველდღიურად გამოიყენება მშენებლობაში, არსებოს ე.წ. სპეციალური ცემენტები:
სწრაფად გამაგრებადი ცემენტები
- იყენებენ რკინა-ბეტონის ნაკეთობათა
დასამზადებლად, ჰიდროტექნიკურ და სამელიორაციო მშენებლობებში;
სულფატომდგრადი პ/ც - მდგრადია სულფატური წყლების აგრესიული ზემოქმედების
მიმართ. ასეთი ცემენტი საჭიროა, რადგანაც გრუნტის წყლები უმეტესად შეიცავენ
სულფატიონების დიდ რაოდენობას და იწვევენ ცემენტისა და ბეტონის კოროზიას. სმპც-ს
იყენებენ ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად;
პლასტიფიცირებული პ/ც - ეს არის ჩვეულებრივი პ/ც-ის ნაირსახეობა. პ-პ/ც უმეტესად
გამოიყენება ჰიდროტექნიკურ და საგზაო მშენებლობაში, აეროდრომების მშენებლობაში,
სადაც საჭიროა ხანგრძლივად ძვრადობის შენარჩუნება, ყინვაგამძლეობა და მაღალი
სიმტკიცე.;
თეთრი და ფერადი ცემენტები - გამოიყენება დეკორატიული მიზნებისათვის: შენობების
ფასადების შესაღებად, ფანჯრის რაფების, კიბეების ან სხვადასხვა დანიშნულების
ფილების დასამზადებლად;
134
ტამპონაჟური პორტლანდცემენტი - გამოიყენება ნავთობისა და გაზების ჭაბურღილების
ტამპონირებისათვის (დასაცემენტებლად), რათა მოხდეს მილების იზოლაცია გრუნტის
წყლებისაგან;
პუცოლანური პორტლანდცემენტი - გამოიყენება მიწისქვეშა და წყალქვეშა ნაგებობებში,
რადგანაც პუცოლანის დანამატები კარგად მუშაობენ აგრესიულ გრუნტის წყლებში.
პუცოლანური დანამატები წარმოქმნებიან ვულკანური ამოფრქვევის შედეგად.
ამოფრქვეული გავარვარებული მასის ნაწილი მტვრის სახით შორს გაიტყორცნება
სივრცეში, დაილექება და მიიღება ვულკანური ფერფლი. ფერფლმა შეიძლება განიცადოს
შემჭიდროვება, მიიღოს ფხვიერი სახე და მას პუცოლანები ეწოდება. თუ მტვერი ძალიან
გამკვრივდა, ეწოდება ვულკანური ტუფი; კიდევ უფრო მაგარ ქანს – ტრასი. ვულკანიდან
ახლოს ამოფრქვეულმა მასამ შეიძლება წარმოშვას ფოროვანი მასა – პემზა;
პორტლანდცემენტი აზბოცემენტის ნაწარმის - გადასახური, აკუსტიკური და
დეკორაციული ფილების მისაღებად;
წიდა –პორტლანდცემენტი - გამოიყენება რკინა - ბეტონის ნაკეთობების
დასამზადებლად, რომლებიც განიცდიან თერმულ დამუშავებას და არ გამოიყენება
ყინვაგამძლე ბეტონების დასამზადებლად;
თიხა-მიწა ცემენტი - გამოიყენება ავარიული შემთხვევებისათვის საძირკველებისა და
სხვა სპეც.ნაგებობების სწრაფად აგებისათვის სულფატურ გარემოში; ასევე ცეცხლგამძლე
ბეტონების დასამზადებლად, რომლებიც მუშაობენ 1000-17000C-ზე;
გაფართოებადი ცემენტები - გამოიყენება ასაწყობი კონსტრუქციების შოვების და
ბზარების ამოსავსებად; წყალგაუმტარი ბეტონების დასამზადებლად; წყალგაუმტარი
მილების, რეზერვუარების და სხვა ნაკეთობების დასამზადებლად;
დამძაბავი ცემენტები - გამოიყენება წყალგაუმტარი, წნევის ქვეშ მომუშავე
თვითდამძაბავი რკინა_ბეტონის მილების, რეზერვუარების ასაგებად; ბზარების
გარეშე სპორტული მოედნების, გზების, აეროდრომების და სხვა მშენებლობებში;
განსაკუთრებით სწრაფად და ზესწრაფად გამაგრებად ცემენტებს - იყენებენ ზამთრის
პირობებში, რადგან კარგად მაგრდებიან დაბალ ტემპერატურაზეც; გვირაბებში
შხეფ_ბეტონის დასატანად, ე.ი. ჰაერის ჭავლის საშუალებით ბეტონს მიასხურებენ და
იგი უნდა შეიკრას 1 წუთში და უნდა გამაგრდეს რამდენიმე წუთში.

ბეტონები და რკინა – ბეტონი

დღეისათვის ბეტონი და რკინაბეტონი წარმოადგენს ძირითად სამშენებლო მასალებს.


ბეტონი – ეს არის ხელოვნური ქვის მასალა, რომელიც მიიღება რაციონალურად
შერჩეული მჭიდის, შემავსებლისა და წყლის ნარევის გამაგრებით. სამშენებლო პრაქტიკაში
ყველაზე მეტად გავრცელებულია ცემენტის ბეტონები, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი
ტექნიკური თვისებები – შეუძლიათ გამაგრება და სიმტკიცის ზრდა როგორც ჰაერზე, ისე
წყალში; გააჩნიათ მდგრადობა ბევრი აგრესიული ზემოქმედების მიმართ; შესაძლებელია
სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების კონსტრუქციებისა და ნაგებობების დამზადება.
ბეტონისა და ბეტონის ნარევის თვისებების რეგულირებისათვის მასში შეჰყავთ სხვადასხვა
ქიმიური დანამატები, რომლებიც აჩქარებენ ან ანელებენ ბეტონის შეკვრის ვადებს, ხდიან მას
უფრო პლასტიურს და ადვილად წყობადს, აჩქარებენ ბეტონის გამაგრებას, ზრდიან მის
სიმტკიცეს და ყინვაგამძლეობას და სხვ.
135
როგორც სამშენებლო მასალა - ბეტონი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ბეტონის
გამოყენებით არის აშენებული ქრ.შ-მდე 3600 წელს აშენებული ეგვიპტის ლაბირინთის
გალერეები; აშენებულია გუმბათები და უზარმაზარი საირიგაციო ნაგებობები ურარტუში
ქრ.შ-მდე VIII ს-ში; აგებულია ტაძრები, ხიდები და აკვედუკები რომის იმპერიაში, მაგ
პანთეონი გადახურულია ბეტონის გუმბათით, რომლის დიამეტრი 42,7 მ-ია.
ბეტონის გამოყენების ადრეულ სტადიაზე მჭიდა მასალებად იყენებდნენ თიხას,
თაბაშირს, კირს, ბიტუმს (მთის ფისი, ძირითადად შავი ფერის). XVIII-XIX სს-ში დაიწყეს
ჰიდრავლიკური კირის, რომან-ცემენტის და მოგვიანებით პორტლანდცემენტის გამოყენება.
ბეტონს, როგორც სამშენებლო მასალას, აქვს ბევრი დადებითი თვისება და უპირველეს
ყოვლისა ეს არის წინააღმდეგობა კუმშავ დატვირთვებზე. მაგრამ მისი გამოყენება მზიდ
კონსტრუქციებში შეზღუდულია შედარებით დაბალი სიმტკიცის გამო გაჭიმვისას
წარმოქმნილი დაძაბულობის დროს. ამ ნაკლის აღმოფხვრა და ბეტონის, როგორც
კონსტრუქციული მასალის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაფართოება მიღწეული იქნა
მისი არმირებით რკინის არმატურით.
ხელოვნური ქვა - ბეტონი, ისევე როგორც ბუნებრივი ქვა, წარმატებით ეწინააღმდეგება
კუმშვას. მშენებლების ტერმინით, ქვა კარგად მუშაობს კუმშვაზე, მაგრამ ბუნებრივი ქვა და
ბეტონი ცუდად მუშაობენ ჭიმვაზე. ჭიმვაზე კარგად მუშაობს ლითონი.
ადრე საუკუნეების მშენებლებმა კარგად იცოდნენ ქვის მასალის ეს სუსტი მხარე.
ნაგებობები შენდებოდა ისე, რომ ყველა ელემენტს ემუშავა კუმშვაზე. ასეთ შენობებში ბევრი
იყო თაღები და სვეტები. რაც შეეხება ჰორიზონტალურად განლაგებულ ბრტყელ
კონსტრუქციებს, რომლებიც მუშაობდნენ ღუნვაზე, მაგ. სართულებს შორის გადასახურავი
კოჭები, ისინი მზადდებოდა ხისგან, ხოლო მოგვიანებით – ლითონისგან.
ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფრანგმა ლამბლომ 1850 წელს გააკეთა ნავი
ლითონის ბადისაგან, რომელიც გარშემო შემოგლისა ცემენტით. 1855 წელს პარიზის
საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყვეს ნავის, როგორც ტექნიკური საოცრების დემონსტრირება
და ძალიან მალევე მიეცა დავიწყებას.
1861 წელს მეორე ფრანგმა - მებაღე მონიემ ფორმაში, რომელშიც ყვავილებისათვის
აყალიბებდა ბეტონის კასრებს, ჩადგა მავთულის კასრი. 1867 წელს კასრმა პატრონს მოუტანა
პატენტების მთელი სესია – რკინა-ბეტონის კასრებზე და როფებზე, ფილებზე და კიბეებზე,
ჭერისა და კონსოლის კოჭებზე, ხიდებზე და თაღებზე, მილებზე და შპალებზე. ბეტონის
მეტალით არმირების იდეა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ერთი და იგივე კონსტრუქციებში რკინისა და ბეტონის გამოყენება შესაძლებელი
გახდა სამი გარემოების გამო: 1) ბეტონი და რკინა შესანიშნავად ეჭიდებიან ერთმანეთს; 2) ამ
ორი სრულიად განსხვავებული მასალის ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტები დაემთხვა
ერთმანეთს – გახურებისას ერთნაირად გრძელდება, ხოლო გაცივებისას – ერთნაირად
მოკლდება; 3) ბეტონი იცავს რკინას კოროზიისგან.

136
ლექცია 14
რადიოაქტიურობის აღმოჩენა. ბირთვული რეაქციების ისტორია

როგორც ვიცით, ყველა ნივთიერება შედგება ატომებისაგან. თითოეული ატომი


შეიცავს ბირთვს, რომელიც, თავის მხრივ, პროტონებისა და ნეიტრონებისაგან შედგება.
ზოგი ნივთიერება რადიოაქტიურია. ეს ნიშნავს, რომ ამ ნივთიერების ატომები ენერგიას
გამოასხივებს. ატომური ბირთვების თავისთავად გარდაქმნას, რომელსაც თან ახლავს
ელექტრონაწილაკების ან უფრო მსუბუქი ბირთვების გამოფრქვევა ეწოდება
რადიოაქტიურობა. ბირთვებს, რომლებსაც აქვთ ასეთი გარდაქმნის უნარი, უწოდებენ
რადიოაქტიურებს, ხოლო გარდაქმნის პროცესს ეწოდება რადიოაქტიური დაშლა.
გამოსხივება არის: 1) ენერგიის გავრცელების პროცესი ტალღური მოძრაობის სახით. 2)
ენერგიის ფორმა, რომელიც ვრცელდება ელექტრომაგნიტური ტალღის სახით.
გამოსხივების მაგალითებს წარმოადგენს ხილული და ულტრაიისფერი სინათლე,
რენტგენის სხივები, რადიოტალღები.
რადიოაქტიურობის აღმოჩენა შემთხვევის წყალობით მოხდა. ფრანგი ფიზიკოსი,
ნობელის პრემიის ლაურეატი ანტუან ანრი ბეკერელი (1852-1908) ექსპერიმენტებს
ატარებდა ურანის მარილებზე. ბეკერელი იკვლევდა ურანის მარილების ფლუორესცენციას
(ლუმინესცენციის სახეობა, ფიზიკური პროცესი, რომელიც გაღიზიანების - განათების
შეწყვეტის შემდეგ ძალიან მალე ქრება. ლუმინესცენცია - რაიმე სხეულის ცივი ნათება,
გამოწვეული ელექტრული, ქიმიური ან სხვა პროცესით). სამუშაოს დამთავრების შემდეგ,
ბეკერელმა, სახიანი ლითონური ფირფიტა, რომელიც დაფარული იყო ურანის მარილით,
გაახვია შავ მკვრივ ქაღალდში და ჩადო ყუთში, რომელშიც იდო ფოტოფირფიტები და
მოათავსა მაგიდის უჯრაში. მოგვიანებით ამოიღო ფოტოფირფიტებიანი ყუთი,
გამოამჟღავნა ფირფიტები და აღმოაჩინა, რომ რაღაც მიზეზით მათზე გაჩნდა სახიანი
ლითონური ფირფიტის მკაფიო გამოსახულება. ფირფიტებზე სინათლე ვერ მოხვდებოდა,
ე.ი. ადგილი ჰქონდა რაღაც სხვა სხივების მოქმედებას. ის, რომ არსებობდა თვალისთვის
უხილავი სხივები, რომლებიც აშავებდნენ ფოტოფირფიტას, ფიზიკოსებისთვის უკვე იყო
ცნობილი. ამ ამბებამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა ნობელის პრემიის ლაურეატის,
გერმანელი ფიზიკოსის ვილჰელმ რენტგენის (1845-1923) სენსაციური აღმოჩენა. რენტგენის
სხივების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ფიზიკაში.
სულ მალე ბეკერელმა აღმოაჩინა, რომ რენტგენის სხივების მსგავსად, ურანის
მარილების გამოსხივება იწვევს ჰაერის იონიზაციას და განმუხტავს ელექტროსკოპს. ამ
აღმოჩენის შემდეგ შეეცადნენ გაეგოთ, ხომ არ გააჩნდა ასეთი თავისთავადი გამოსხივების
უნარი ურანის გარდა სხვა ქიმიურ ელემენტებსაც.
1898 წელს საფრანგეთში პოლონელმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა, ორგზის ნობელის
ლაურეატმა მარია სკლადოვსკაია-კიურიმ (1867-1934) და სხვა მეცნიერებმა აღმოაჩინეს
თორიუმის გამოსხივება. შემდგომში ახალი ელემენტების აღმოსაჩენად ძირითადი მუშაობა
ჩაატარეს მარია სკლადოვსკაიამ და მისმა მეუღლემ, ფრანგმა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის
ლაურეატმა პიერ კიურიმ (1859-1906). მათ 1898 წელს აღმოაჩინეს ძალიან ძლიერი
გამოსხივების მქონე ორი ელემენტი - პოლონიუმი და რადიუმი, ხოლო გამოსხივებას
უწოდეს რადიოაქტიურობა. რადიოაქტიურობის ბუნება შეისწავლეს მარია და პიერ
კიურებმა და ახალზელანდიური წარმოშობის ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის
ლაურეატმა ერნსტ რეზერფორდმა. მათ რადიუმი მოათავსეს ელექტრომაგნიტურ ველში და
137
დაადგინეს, რომ რადიოაქტიური გამოსხივება შედგება ალფა, ბეტა და გამა
გამოსხივებისაგან. უარყოფითი ფირფიტისაკენ გადახრილ სხივებს ალფა-სხივები უწოდეს,
დადებითისკენ გადახრილს - გამა-სხივები, ხოლო იმ სხივებს, რომლებიც
ელექტრომაგნიტურ ველში არ გადაიხრება - გამა-სხივები.
რეზერფორდმა დაადგინა, რომ ალფა-სხივები წარმოადგენს ჰელიუმის
ატომბირთვების ნაკადს (He ), ბეტა-სხივები - ელექტრონების ნაკადს, ხოლო გამა-სხივები
2+

ჩვეულებრივი ელექტრომაგნიტური ტალღებია, რენტგენის სხივების მსგავსი, ოღონდ


უფრო მოკლეტალღოვანი და უფრო გამჭოლი. რადიოაქტიური გამოსხივების პროცესში
რადიუმი (Ra) იშლება ჰელიუმის გამოყოფით და წარმოქმნის ახალ რადიოაქტიურ
ელემენტს - რადონს. რადონი თავის მხრივ, რადიოაქტიური გამოსხივების შედეგად
საბოლოოდ გარდაიქმნება ტყვიის ატომად, რომელიც რადიოაქტიური არ არის და შემდგომ
აღარ გარდაიქმნება.
ამრიგად, რადიოაქტიურობის მოვლენამ მეცნიერებს დაანახა, რომ ატომი
დაუშლელი ნაწილაკი არ არის და შედგება დადებითად და უარყოფითად დამუხტული
ნაწილაკებისაგან.
ატომის აღნაგობის პირველი მოდელი მოგვცა ინგლისელმა ფიზიკოსმა, ნობელის
პრემიის ლაურეატმა ჯოზეფ ჯონ ტომსონმა (1856-1940), რომელმაც 1897 წელს კათოდური
სხივების შესწავლის დროს აღმოაჩინა ელექტრონი - უარყოფითად დამუხტული ნაწილაკი,
რომლის მუხტი ერთეულად არის მიღებული (-1). ტომსონის მოდელის მიხედვით, ატომი
წარმოადგენს დადებითად დამუხტულ სფეროს, რომელშიც თანაბრად არის განაწილებული
ელექტრონები. 1911 წელს რეზერფორდმა ჩაატარა ცდა, რომლის მიზანი იყო ტომსონის
მოდელის შემოწმება. რეზერფორდმა ოქროს კილიტაში გაატარა ალფა-ნაწილაკები და
დაადგინა, რომ ალფა-ნაწილაკების უმრავლესობა ისე გადის ოქროს კილიტაში, რომ
ტრაექტორიას არ იცვლის. იშვიათად ხდება გადახრა წრფივი ტრაექტორიიდან და კიდევ
უფრო იშვიათად ალფა-ნაწილაკების უკუგდება. ალფა-ნაწილაკები დადებითად
დამუხტული ნაწილაკებია და მათი არეკვლა შეეძლო ისევ დადებითად დამუხტულ
ნაწილაკს. ამ ცდების საფუძველზე, 1911 წელს რეზერფორდმა ჩამოაყალიბა ატომის
აღნაგობის თეორია, რომლის თანახმად ატომი ჰგავს მზის სისტემას - ცენტრში
მოთავსებულია დადებითად დამუხტული ბირთვი, ხოლო მის გარშემო მოძრაობს
ელექტრონები. ატომბირთვის გარშემო იმდენი ელექტრონი ბრუნავს, რამდენი დადებითი
მუხტიც არის ბირთვში, ამიტომ ატომი ელექტრონეიტრალური ნაწილაკია.
ატომბირთვი რთული აღნაგობისაა. იგი შედგება პროტონებისა და
ნეიტრონებისგან. პროტონი დადებითად დამუხტული ნაწილაკია, რომლის ფარდობითი
მასა დაახლოებით 1-ის ტოლია, მისი დადებითი მუხტიც 1-ია. ნეიტრონს მუხტი არ
აღმოაჩნდა. იგი ნეიტრალური ნაწილაკია, რომლის ფარდობითი მასა 1-ის ტოლია.
პროტონები და ნეიტრონები ატომბირთვის შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკებია,
რომელთა საერთო სახელწოდებაა ნუკლონი, ატომბირთვს კი ნუკლიდი ეწოდება.
ატომის მთელი მასა თავმოყრილია ბირთვში. ატომბირთვში შემავალი პროტონების
რაოდენობა განაპირობებს დადებითი მუხტის სიდიდეს, ხოლო პროტონებისა და
ნეიტრონების რაოდენობის ჯამი - მასურ რიცხვს.
ელემენტის ატომბირთვის დადებითი მუხტის რაოდენობა განსაზღვრა ინგლისელმა
ფიზიკოსმა ჰენრი მოზლიმ (1887-1915). მან დაამტკიცა, რომ ატომბირთვის დადებითი
მუხტის რაოდენობა ელემენტის რიგითი ნომრის (ატომური ნომრის) ტოლია. მაშასადამე,
138
პროტონების რაოდენობა განსაზღვრავს ელემენტის მდებარეობას პერიოდულ სისტემაში
და, ცხადია, მის ქიმიურ თვისებებსაც. ნეიტრონი ელემენტის ქიმიურ თვისებებზე
არავითარ გავლენას არ ახდენს, მაგრამ მონაწილეობს მასური რიცხვის განსაზღვრაში.
ისეთ ატომებს, რომლებსაც ერთნაირი რაოდენობის პროტონი აქვს, მაგრამ მასური
რიცხვებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, იზოტოპები ეწოდება (იზო-იგივე, ტოპოს-
ადგილი). იზოტოპები ისეთი ნუკლიდებია, რომელთა შედგენილობაში ერთნაირი
რაოდენობის პროტონები შედის. მაგალითად, იზოტოპებია:

816 O და 818 O

სხვადასხვა ელემენტის ნუკლიდებს, რომლებსაც ერთნაირი ნეიტრონების რიცხვი


აქვს, მაგრამ მასური რიცხვებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, იზოტონები ეწოდება.
მაგალითად:

88228 Ra, 90230Th , 91231 Pa

სხვადასხვა ელემენტის ნუკლიდებს, რომლებსაც ერთნაირი მასური რიცხვი აქვს,


იზობარები ეწოდება. მაგალითად:

1840 Ar, 1940 K, 2040 Ca

იზოტოპებს ერთნაირი თვისებები აქვს და პერიოდული სისტემის ერთსა და იმავე


უჯრედშია მოთავსებული.
ელემენტთა უმრავლესობას აქვს რამდენიმე ბუნებრივი ნუკლიდი. ჟანგბადს აქვს
სამი ნუკლიდი - 16O, 17O, 18O; ქლორს - ორი – 35Cl, 37Cl. ცნობილია ისეთი ელემენტებიც,
რომლებსაც ბუნებაში მხოლოდ ერთი ნუკლიდი აქვს. ასეთი ელემენტებია ალუმინი,
ფოსფორი, იოდი, ფტორი, ნატრიუმი, ალუმინი, ბერილიუმი, ოქრო და ა.შ. - სულ 21
ელემენტი.
როგორც ვიცით, ატომი შედის როგორც მარტივი, ისე რთული ნივთიერების
შედგენილობაში. ატომს ნაერთის შედგენილობაში ქიმიური ელემენტი ეწოდება, ხოლო
ელემენტს თავისუფალი სახით - მარტივი ნივთიერება. ქიმიური ელემენტი არის
ატომბირთვის ერთნაირი მუხტის მქონე ატომთა სახეობა. იგი წარმოდგენილია ატომების ან
იონების სახით, როგორც მარტივ, ისე რთულ ნივთიერებებში. ქიმიური ელემენტი
თავისუფალი სახით მარტივი ნივთიერების ფორმით არსებობს. ამასთან, ზოგიერთი
ელემენტი წარმოქმნის რამდენიმე მარტივ ნივთიერებას, ხოლო ზოგიერთი - რამდენიმეს.
ელემენტის უნარს წარმოქმნას რამდენიმე მარტივი ნივთიერება, ალოტროპია ეწოდება,
ხოლო მარტივ ნივთიერებას - ალოტროპიული სახესხვაობა, ალოტროპიული მოდიფიკაცია,
ან უბრალოდ, ალოტროპი. მაგ., ელემენტ ჟანგბადს (O) ორი ალოტროპი აქვს: ჟანგბადი (O2)
და ოზონი (O3); ელემენტ ნახშირბადს (C) რამდენიმე: ალმასი, გრაფიტი, კარბინი,
ფულერენები, გრაფენი. ალმასი და გრაფიტი ბუნებრივი ალოტროპებია, დანარჩენი -
ხელოვნური. ალოტროპიული მოდიფიკაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება ფიზიკური

139
თვისებებით და ქიმიური აქტივობით. მაგალითად, თეთრი ფოსფორი (P4), რომელიც
ელემენტ ფოსფორის ოთხატომიანი მოლეკულებისაგან შედგება, სიბნელეში ანათებს,
საწამლავია და ჰაერზე აალდება; ხოლო ამავე ელემენტის მრავალვალენტიან სახესხვაობას -
წითელ ფოსფორს (Pn) ეს თვისებები არ ახასიათებს. ალოტროპია ნათლად გვიჩვენებს
განსხვავებას ელემენტსა და მარტივ ნივთიერებას შორის.
ნუკლიდები არსებობს სტაბილური, რომლებსაც რადიოაქტიურობა არ ახასიათებთ,
და რადიოაქტიური.
ბირთვული ქიმიის ჩასახვა, როგორც ბირთვული ფიზიკისა, დაკავშირებულია
ბეკერელის მიერ ურანის რადიოაქტიურობის, მარია და პიერ კიურების მიერ თორიუმისა
და მისი დაშლის შედეგად მიღებული ახალი რადიოაქტიური ელემენტების - პოლონიუმისა
და რადიუმის აღმოჩენებთან. მისი შემდგომი განვითარება დაკავშირებულია
რეზერფორდის მიერ აღმოჩენილი ხელოვნური ბირთვული გარდაქმნების, ოტო ჰანის
(1879-1968) მიერ ბუნებრივი რადიონუკლიდების და ი.კურჩატოვის (1903-1960) მიერ
ხელოვნური ატომური ბირთვების იზომერიის და ა.შ. აღმოჩენებთან. რადიოაქტიური
გამოსხივების პროცესში ერთი სახის ატომიდან წარმოიქმნება განსხვავებული სახის ატომი.
ქიმიური ელემენტის ბირთვის გარდაქმნის პროცესს ბირთვული რეაქცია ეწოდება.
ბირთვული რეაქცია განსხვავდება ქიმიური რეაქციებისაგან. თუ ქიმიურ რეაქციებში
მონაწილეობენ ატომები, რომლებიც ერთი მოლეკულიდან მეორეში ატომბირთვის
შეუცვლელად გადადიან, ბირთვულ რეაქციებში მონაწილეობენ ნუკლონები - პროტონები
და ნეიტრონები, რომლებიც გადანაწილდებიან ატომბირთვში და წარმოქმნიან ახალ
ელემენტს. ბირთვული რეაქციებია რადიოაქტიური დაშლის პროცესი და ბირთვული
სინთეზის პროცესი.
პირველი ხელოვნური ბირთვული სინთეზის რეაქცია ჩაატარა ინგლისელმა
ფიზიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ერნესტ რეზერფორდმა (1871-1937). ამ
ბირთვული რეაქციის შედეგად ხდება ერთი ელემენტის გარდაქმნა მეორეში - აზოტი
სწრაფად მფრინავი ნაწილაკების მოქმედების შედეგად გარდაიქმნება ჟანგბადად და
წყალბადად. რადიონუკლიდები ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და მეცნიერების
სხვადასხვა დარგში. ბირთვული რეაქციები ატომურ რეაქტორებში ენერგიის მისაღებად
გამოიყენება.
ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და 10
მილიონი შვედური კრონის ტოლია, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეადგენს. თუკი ერთ
წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა
ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის
პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს
მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (1833-
1896; შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის მწარმოებელი და დინამიტის
შემქმნელი) აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს ნებისმიერი ქვეყნის და
რასის წარმომადგენელ მამაკაცსა და ქალბატონს, ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი
აღმოჩენა ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინასა და ლიტერატურაში, და ასევე მშვიდობის
განმტკიცების საქმეში. 1969 წლიდან შვედეთის ბანკის გადაწყვეტილებით ნობელის
ხსოვნის პრემიას ანიჭებენ ეკონომიკაშიც, რომელსაც არაოფიციალურად უწოდებენ
,,ნობელის პრემიას ეკონომიკაში“. ნობელის პრემია არ არის დანიშნული მათემატიკის
დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა,
140
რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსი ამჯობინა. მართალია, არ არსებობს
ამ ამბის ისტორიული დამადასტურებელი ცნობა, მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო
ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტავ მიტაგ-ლეფლერი. ნობელი არასოდეს ყოფილა
დაქორწინებული.
ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია.
მათგან 150 მამაკაცია და სამი ქალი.

ლექცია 15
ბიოტექნოლოგიის წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები

ბიოტექნოლოგია არის ცოცხალ არსებათა გამოყენება სასარგებლო პროდუქტების -


სამედიცინო პრეპარატების, ვაქცინების და წამლების დასამზადებლად. ის ხშირად მოიცავს
მიკრობების - პაწაწინა, ერთუჯრედიანი არსებების, მაგ. ბაქტერიებისა და საფუვრების
გამოყენებას. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან: bios - სიცოცხლე, teken -
ხელოვნება და logos - მეცნიერება. ბიოტექნოლოგია უშუალოდ არის დაკავშირებული
ზოგად ბიოლოგიასთან, მიკრობიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან,
ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან, ბიოქიმიასთან, ორგანულ, ფიზიკურ და კოლოიდურ
ქიმიებთან, იმუნოლოგიასთან, ბიოინჟინერიასთან, ელექტრონიკასთან, წამალთა
ტექნოლოგიასთან, გენეტიკასთან და სხვა დისციპლინებთან.
ბიოტექნოლოგიის წარმოშობა, განვითარება და ჩამოყალიბება პირობითად
შეიძლება დაიყოს ოთხ ისტორიულ პერიოდად: ემპირიულ (ბერძნული სიტყვიდან
empeirikos -საცდელი), ეტიოლოგიურ (ბერძნული სიტყვიდან aitia – მიზეზი), ბიოტექნიკურ
და გენოტექნიკურ პერიოდებად.
ემპირიული პერიოდი - ყველაზე ხანგრძლივი მოიცავს 8000 წელს და აქედან 6000
წელზე მეტი ქრ.შ-მდე და 2000 წელი ქრ.შ-ის მერე. უძველესი ადამიანები ინტუიციურად
იყენებდნენ პურის, ლუდის და ზოგიერთი სხვა პროდუქტის, რომლებსაც ჩვენ დღეს
მივაკუთვნებთ ბიოტექნოლოგიურს, დამზადების მეთოდებს და საშუალებებს. მაგ. ქრ.შ-
მდე 4-6 ათასი წლის წინ ეგვიპტელები და მესოპოტამიელები აცხობდნენ პურს მჟავე
ცომიდან და ხარშავდნენ ლუდს; ქრ.შ-მდე III ათასწლეულში შუმერები ამზადებდნენ
ლუდის ოცამდე სახეობას; საბერძნეთსა და რომში ფართოდ იყო გავრცელებული
მეღვინეობა და ყველის დამზადება; მეღვინეობას და ლუდის ხარშვას საფუძვლად უდევს
საფუვრის სოკოების მოქმედება, ხოლო ყველის წარმოებას - რძემჟავა ბაქტერიების;
ათასწლეულის წინ იცოდნენ სახლის პირობებში ძმრის დამზადება, თუმცა, ამ პროცესის
მიკრობ-ინდუქტორების შესახებ მსოფლიომ შეიტყო ლუი პასტერის შრომებიდან 1868
წელს, მიუხედავად იმისა, რომ XIV საუკუნიდან არსებობდა ძმრის დამზადების
,,ორლეანური მეთოდი“; ღვინის დისტილაცია პირველად მოხდა XII საუკუნეში; ეთანოლის
მიღება ჩაუმქრალ კირზე ღვინის გამოხდით შეძლო ესპანელმა რაიმონდ ლულუსმა (1235-
1315) XIV საუკუნეში; ამავე პერიოდში მიიღეს რძემჟავა პროდუქტები, დამწნილებული
კომბოსტო, თაფლიანი ალკოჰოლური სასმელები, დასილოსებული საკვები, სოკოების
კულტივირება და ა.შ.; ხორბლის მარცვლიდან არაყი მიიღეს XVI საუკუნეში; შამპანური
ცნობილია XVIII საუკუნიდან. ამგვარად, ბიოტექნოლოგიის ჩასახვა მჭიდროდ არის
დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან.

141
ბიოტექნოლოგიის მეორე - ეტიოლოგიური პერიოდი (ეტიოლოგია ბერძ. Aitia -
მიზეზი, მსჯელობა. მედიცინაში ტერმინი ,,ეტიოლოგია“ იხმარება როგორც მიზეზის
სინონიმი, მაგ. გრიპი არის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადება) მოიცავს XIX საუკუნის
მეორე ნახევარს და XX საუკუნის პირველ მესამედს (1856-1933). ეს პერიოდი
მნიშვნელოვანია იმით, რომ დამტკიცდა მიკრობების ინდივიდუალურობა და სუფთა საკვებ
გარემოში მათი მიღება და გამოყენება შესაბამისი პროცესების აღდგენისათვის (დუღილის,
დაჟანგვის და სხვ.). ამავე პერიოდში დაიწყეს დაპრესილი საკვები საფუარის დამზადება,
ასევე აცეტონის, ბუტანოლის, ლიმონისა და რძის მჟავების მიღება. ეტიოლოგიური ეტაპი
დაკავშირებულია ფრანგი მეცნიერის ლუი პასტერის (1822-1895) უმნიშვნელოვანეს
გამოკვლევებთან. პასტერი ითვლება სამეცნიერო მიკრობიოლოგიისა და მთელი რიგი
მიკრობიოლოგიური დისციპლინების - სამრეწველო, სამედიცინო, ქიმიური, სანიტარული
მიკრობიოლოგიის ფუძემდებლად.
პასტერმა აღმოაჩინა: დუღილის მიკრობული ბუნება; დაამტკიცა უჟანგბადო
პირობებში სიცოცხლის შესაძლებლობა; ექსპერიმენტულად უარყო არსებული შეხედულება
ცოცხალი ორგანიზმების თვითჩასახვის შესაძლებლობის შესახებ; შექმნა ვაქცინო-
პროფილაქტიკური და ვაქცინოთერაპიის სამეცნიერო საფუძვლები; შეიმუშავა
სტერილიზაციის მეთოდი, რომელსაც მის საპატივცემულოდ ეწოდა პასტერიზაცია და ა.შ.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შემდეგ, ლუი პასტერმა პირველად გამოიყენა
ტერმინი ,,ვირუსი“ (ლათ.virus - შხამი) ინფექციური აგენტის აღნიშვნის მიზნით. ლუი
პასტერის კვლევები გააგრძელეს მისმა მოწაფეებმა და თანამშრომლებმა: ე. დიუკლომ, ე.
რუმ, ა. შამბერლანმა, ჟ. ვილიემენმა, ი. მეჩნიკოვმა.
ლ. პასტერის პარალელურად ჯერ გერნამიაში და შემდეგ საფრანგეთში მოღვაწეობდა
მიკოლოგიის და ფიტოპათოლოგიის ფუძემდებელი, გამოჩენილი გერმანელი ბოტანიკოსი
და მიკრობიოლოგი ჰენრიხ ანტონ დე ბარი (1831-1888). მან შექმნა კლასიფიკაცია, რომელიც
საფუძვლად უდევს თანამედროვე მიკრო- და მაკრომიცეტების (ბერძ. პატარა და დიდი
სოკოები) კლასიფიკაციის სქემებს. დე ბარი არის მიკროფიტოპათოლოგიის (მეცნიერება
მცენარეთა სოკოვანი დაავადებების შესახებ) ფუძემდებელი; დაადგინა სოკოვანი
მცენარეების განვითარების ციკლი და გამრავლების ტიპები; შექმნა სოკოების პირველი
ფილოგენეტიკური კლასიფიკაცია და დაადგინა, რომ სწორედ პარაზიტი სოკოები არიან
მცენარეების სხვადასხვა დაავადების მიზეზი; მეცნიერებაში შემოიღო სიმბიოზის (ბერძ.
თანაცხოვრება, როდესაც ერთერთი ან ორივე პარტნიორი იღებს სარგებელს მეორედან),
მუტუალიზმის (ინგლ. ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრება, როდესაც პარტნიორის
არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას თითოეული მათგანის არსებობისათვის)
ცნებები და დაუპირისპირა პარაზიტიზმს (როდესაც პარაზიტი იყენებს პატრონს კვების
ობიექტად). ა. ბარიმ შექმნა უამრავი ნაშრომი, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ,,სოკოების,
ლიქენების და მიკსომიცეტების მორფოლოგია და ფიზიოლოგია“ (მიქსომიცეტი - ბერძ.
,,სოკო“- ,,ცხოველი“ სოკოსმაგვარი ორგანიზმები).
ბიოტექნოლოგიის III პერიოდი - ბიოტექნიკური - დაიწყო 1933 წლიდან. ამ
პერიოდში მოხდა ბიოტექნოლოგიაში მსხვილმასშტაბური ჰერმეტული დანადგარების
ჩანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროცესის სტერილურ გარემოში მიმდინარეობას.
საწარმოო ბიოტექნოლოგიური დანადგარების განვითარებაში მნიშვნელოვანი ბიძგი იყო
ანტიბიოტიკების წარმოება (1933-1945). სხვადასხვა მეცნიერთა ნაშრომებში მოცემული იყო
დუღილის პროცესების მექანიზაციის შესაძლებლობა; სხვადასხვა უჯრედების და
142
ადამიანისათვის საჭირო უჯრედოვანი პროდუქტების კულტივირება, უპირველეს ყოვლისა,
სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებების სახით: ანტიბიოტიკები (პენიცილინი,
სტრეპტომიცინი, ტეტრაციკლინი), რიგი ამინომჟავებისა და ა.შ. აღნიშნულ პერიოდში
შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი დანადგარი, როგორიცაა ბიორეაქტორი.
ბიოტექნოლოგიის მეოთხე პერიოდის - გენოტექნიკურის (ბერძ. Genesis - წარმოშობა,
წარმოქმნა, დამზადება) დაბადების დღედ მიჩნეულია 1972 წელი, როდესაც ამერიკელმა
მეცნიერმა პ.ბერგმა თავის თანამშრომლებთან ერთად შექმნა დნმ-ის პირველი
რეკომბინანტული (ჰიბრიდული) მოლეკულა, მასში უცხო გენების შეყვანის გზით. ამ
მომენტამდე, ძირითადად, გამოიყენებოდა ფიზიკური და ქიმიური მუტაგენები
მიკროორგანიზმების ფორმების მისაღებად, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა
ადამიანისათვის ძვირფასი ნივთიერებების სინთეზირება 5-10-ჯერ ინტენსიურად
ამოსავალ შტამებთან შედარებით. თუმცა, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში
ნობელის პრემიის ლაურეატების ფრენსის კრიკისა (1916-2004) და ჯეიმს უოტსონის (1928.)
ფუნდამენტური შრომების გარეშე - დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის დადგენა -
შეუძლებელი იქნებოდა ბიოტექნოლოგიაში თანამედროვე შედეგების მიღწევა. ამ
პერიოდში მოხდა ბიოტექნოლოგიის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით გენური
და უჯრედოვანი ინჟინერიის მეთოდების დახმარებით.
ვირუსოლოგია, როგორც ინფექციური პათოლოგიების ახალი დარგი, აღმოცენდა
XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც ნათელი გახდა, რომ ადამიანების, ცხოველებისა და
მცენარეების სხვადასხვა გავრცელებული გადამდები დაავადება გამოწვეული იყო რაღაც
სხვა აღმძვრელებით და არა ბაქტერიებითა და უმარტივესებით. ეს ამღძვრელები
აღმოჩნდნენ ვირუსები. 1884 წელს პასტერის მოწაფემ შამბერლანმა გამოიგონა კერამიკული
ფილტრი, რომელიც მასში გამავალ სითხეს ასუფთავებდა ბაქტერიებისგან და იჭერდა
ყველაზე პატარა მიკროორგანიზმებსაც კი. ვირუსების აღმოჩენაში განსაკუთრებული როლი
ითამაშა თამბაქოს მოზაიკურმა დაავადებამ. 1886 წელს მაიერმა აღმოაჩინა, რომ ამ
დაავადების გამოწვევა შეიძლებოდა დაავადებული მცენარეების წვენის მექანიკური
გადატანით ჯანმრთელ მცენარეებზე. ვირუსების არსებობა, როგორც დაავადებების
გამომწვევი ახალი ტიპისა, პირველმა დაამტკიცა რუსმა მეცნიერმა დ. ივანოვსკიმ (1864-1920
წწ.) თამბაქოს მოზაიკური დაავადებების შესწავლისას. 1892 წელს მან გააკეთა მსოფლიო
მნიშვნელობის აღმოჩენა - თამბაქოს მოზაიკურ დაავადებას იწვევენ ბაქტერიები, რომლებიც
გადიან შამბერლანის ფილტრში.
შემდგომში აღმოჩენილმა ვირუსებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ სამეცნიერო
დისციპლინის - ვირუსოლოგიის შექმნას.
XX საუკუნეში დადგინდა ადამიანის, ცხოველების და მცენარეების ვირუსული
ეტიოლოგია. დადგინდა, რომ ვირუსები ასევე ასნებოვანებენ სოკოებსაც და ბაქტერიებსაც.
1897 წელს გერმანელმა მიკრობიოლოგებმა ფრიდრიხ ლეფლერმა და პიტერ ფროშმა,
გამოიყენეს რა ივანოვსკის მიერ გამოყენებული გაფილტვრის მეთოდი, გამოყვეს
ცხოველების ვირუსი - ე.წ. თურქულის ვირუსი, რომელიც გადაეცემოდა ერთი ცხოველიდან
მეორეს აგენტით, რომელიც გადიოდა შამბერლანის ფილტრში. ამის შემდეგ, აღმოჩენილი
იქნა ადამიანისა და ცხოველების უამრავი ვირუსი: 1898 წელს სანარელმა აღმოაჩინა
მიქსომები (miqsomatoz - კურდღლისებრთა ოჯახის მწვავე ვირუსული დაავადება,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ჩირქოვანი კონიუქტივიტი და სიმსივნის წარმოქმნა
თავში, ანუსში და გარეგან სასქესო ორგანოებზე); 1900 წელს ფადიანმა აღმოაჩინა აფრიკულ
143
ჭირად წოდებული ცხენების დაავადება; 1901 წელს ამერიკელმა ექიმმა უ.რიდმა და
კეროლმა აღმოაჩინეს ადამიანის ვირუსი - ყვითელი ციების ვირუსი, რომელიც გადადის
აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები კოღოს ნაკბენიდან; ცენტანიმ, ლოდემ და
გრუბერმა 1901 წელს აღმოაჩინეს ფრინველის ჭირი; 1903 წელს შვეინიტცმა და დორსემ
აღმოაჩინეს ღორის ჭირი; რემლინგერმა და რიფატ-ბეიმ 1903 წელს აღმოაჩინეს ცოფის
ვირუსი; ელერმანმა და ბანგმა 1908 წელს აღმოაჩინეს ქათმის ლეიკემიის გამომწვევი
ვირუსი; 1909 წელს ლანდსტეინერმა და პოპერმა აღმოაჩინეს პოლიომიელიტი; 1911 წელს
რაუსმა აღმოაჩინა ვირუსი, რომელიც იწვევდა სიმსივნეს ქათმებში; რაუსის მიერ სარკომის
აღმოჩენისა და სხვა ანალოგიური დაკვირვებების შემდეგ ითვლება, რომ ვირუსები
წარმოადგენენ ონკოგენეზის მნიშვნელოვან ფაქტორს. ფილტრში გამავალ აღმძვრელებს
უწოდეს ,,ულტრავირუსები“ 40-ანი წლებიდან - უბრალოდ ვირუსები. 1915 წელს
ტუორტმა და 1917 წელს დ ერელმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს
/

ბაქტერიების ვირუსები - ე.წ. ბაქტერიოფაგები - ვირუსები, რომლებიც ასნებოვანებენ


ბაქტერიებს. ამის შემდეგ დაიწყო აღმოჩენების კასკადი. 40-იან წლებში აღმოაჩინეს
მწერების ვირუსები, ხოლო ცოტა მოგვიანებით - წყალმცენარეების სოკოების, ,
თავისუფლად მცხოვრები მოკოპლაზმების და უმარტივესების ვირუსები.
ჯერ კიდევ თავისი არსებობის გარიჟრაჟზე, ადამიანები, რომლებმაც არაფერი
იცოდნენ მიკროორგანიზმების შესახებ, პრაქტიკულად მშვენივრად იყენებდნენ მათ
ცხოველმყოფელობას (ღვინის დუღილი, პურის ცხობა, კარაქისა და ყველის დამზადება და
ა.შ.). ადამიანმა ასევე შეიმუშავა მიკრობებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების
მკურნალობის ელემენტარული საფუძვლები. ასეთივე სიტუაცია შეიქმნა ვირუსებთან
მიმართებაშიც, რომლებიც აღმოაჩინეს მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს. თუმცა, მანამდე
ედვარდ ჯენერმა მოამზადა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა, ხოლო ლუი პასტერმა -
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა. ყვავილთან ბრძოლის ისტორია ახალ ფაზაში შევიდა მას
შემდეგ, რაც 1796 წელს ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა გადაამოწმა გლეხების მიერ
ჩატარებული დაკვირვება, რომლის მიხედვითაც, ადამიანმა, რომელმაც მოიხადა ძროხის
ყვავილი, აღარ ავადდებოდა ნატურალურით. 1798 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი
სამეცნიერო ნაშრომი ,,ყვავილის ვაქცინის მიზეზებისა და მოქმედების შესწავლა“. მაგრამ,
მასში დაწვრილებით აღწერილი მეთოდი წააწყდა დიდ წინააღმდეგობას მანამ, სანამ
დაიწყებდა თავის ტრიუმფალურ სვლას მთელ მსოფლიოში. გლობალური
ვაქცინოპროფილაქტიკის შედეგად 1979 წელს მთელ მსოფლიოში ამოიძირკვა ნატურალური
ყვავილი.
XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში პასტერმა აღმოაჩინა სხვადასხვა
აღმძვრელის (ციმბირული წყლული, ცოფი და სხვ.) შესუსტების შესაძლებლობა და მათი
გამოყენება შესაბამისი დაავადებისაგან დასაცავად. ჯენერის აღმოჩენის საპატივცემულოდ,
პასტერის წინადადებით ყველა აცრას ეწოდა საერატო ტერმინი ,,ვაქცინაცია“ (ლათ. Vacca -
ძროხა). ამის შემდეგ, ვაქცინაციის ქვეშ იგულისხმება ორგანიზმში სხვადასხვა
ბიოლოგიური პრეპარატის შეყვანა სპეციფიური აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად.
ვაქცინაციის ძალიან ადრეული ფორმა, რომელიც ცნობილი იყო როგორც
ვარიოლაცია, შემუშავებული იყო ჩინეთში რამდენინე ათასი წლის წინ და გავრცელებული
იყო აღმოსავლეთის ხალხებში. იგი დაკავშირებულია იმასთან, რომ ნატურალური
ყვავილით დაავადებულის ბუშტუკიდან აღებული მასალით ცრიდნენ ჯანმრთელ ადამიანს
იმუნიზაციის მიზნით.
144
1717 წელს ჰერცოგის ქალიშვილმა და ოსმალეთის იმპერიაში ბრიტანეთის იმპერიის
ელჩის მეუღლემ, მწერალმა და მოგზაურმა ლედი მერი უორტლი მონტეგიუმ (1689-1762
წწ.) პირველმა ჩაიტანა ევროპაში ყვავილის აცრის (ვარიოლაციის) უძველესი ტექნიკა.
მიუხედავად ბრიტანელი ექიმებისა და საზოგადოების წინააღმდეგობისა, სამეფო ოჯახის
შვილები წარმატებით აცრეს ყვავილზე.
მიკრობიოლოგია არის მეცნიერება თვალით უხილავი ცოცხალი ორგანიზმების
(მიკროორგანიზმების) შესახებ: ბაქტერიები, არხეი (ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმი,
რომელსაც არა აქვს ბირთვი და მემბრანები), მიკროსკოპული სოკოები და წყალმცენარეები,
უმარტივესები და ვირუსები. მიკრობიოლოგიის ინტერესების სფერო მოიცავს მათ
სისტემატიკას, მორფოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, ევოლუციას, მათ როლს
ეკოსისტემებში და პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობებს. მიკრობიოლოგიის
ქვედარგებია: ბაქტერიოლოგია, მიკოლოგია, ვირუსოლოგია და ა.შ.
მიკრობიოლოგიის, როგორც მრცნიერების, აღმოცენებამდე რამდენიმე ათასი წლით
ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა არაფერი იცოდა მიკროორგანიზმების არსებობის
შესახებ, ფართოდ იყენებდა ბუნებრივ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებული იყო
რძემჟავა პროდუქტების დუღილთან, ალკოჰოლის და ლუდის წარმოებასთან. ადამიანები
უძველესი დროიდან იცნობდნენ უამრავ პროცესს, რომლებსაც იწვევდნენ
მიკროორგანიზმები, თუმცა არ იცოდნენ ამ პროცესების გამომწვევი ნამდვილი მიზეზების
შესახებ. თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ ჩაეტარებინათ დაკვირვებები და გამოეყენებინათ
მთელი რიგი ამ პროცესებისა ცხოვრებაში.
მიკრობიოლოგიის განვითარების ისტორია შეიძლება დაიყოს ხუთ ეტაპად:
ევრისტიკული (ბერძ. ვეძებ, ვხსნი. ქრ.შ-მდე IV-III ათასწლეულიდან ქრ.შ-ის XVI
საუკუნემდე. დაკავშირებულია უფრო სიმართლის ძიების ლოგიკურ და მეთოდურ
ილეთებთან, ვიდრე ექსპერიმენტებთან და ცდებთან), მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური,
იმუნოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე (ქრ.შ-მდე 460-377 წწ.) ვარაუდობდა, რომ გადამდებ
დაავადებებს იწვევდნენ უხილავი ცოცხალი ორგანიზმები. ყველაზე ახლოს
მიკროორგანიზმების აღმოჩენასთან მივიდა ჯიროლამო ფრაკასტრო (1478-1553 წწ.),
რომელმაც ივარაუდა, რომ ინფექციებს იწვევდნენ პაწაწინა სხეულები, რომელთა
გადადებაც ხდებოდა ავადმყოფის ნივთებიდან. მაგრამ, იმ დროს შეუძლებელი იყო ამ
იდეის შემოწმება.
ბევრი მეცნიერი უარყოფდა ინფექციური დაავადებების ბაქტერიულ ბუნებას
პასტერისა და კოხის (რობერტ კოხი - 1843-1910 წწ. გერმანელი მიკრობიოლოგი, ნობელის
პრემიის ლაურეატი. აღმოაჩინა ციმბირის წყლულის ბაცილა, ქოლერის ვიბრიონი,
ტუბერკულოზის ჩხირი) რევოლუციური აღმოჩენების შემდეგაც კი. მაგ. 1892 წელს მაქს
პეტტენკოფერმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ქოლერას იწვევდა გარემოში
წარმოქმნილი მიაზმები (მოძველებული სამედიცინო ტერმინი, რომლითაც XIX საუკუნის
ბოლომდე აღნიშნავდნენ გარემოში არსებულ ,,დამასნებოვანებელ საწყისებს“), თავისი
სიმართლის დასამტკიცებლად მოწმეების თანდასწრებით გადაყლაპა ქოლერის ვიბრიონი
(ლათ. Vibrio - ბაქტერიების ჯგუფი vibrionaceae - ს ოჯახიდან) და არ დაავადდა.
მიკრობიოლოგიის შესწავლის საშუალება გაჩნდა ოპტიკური ხელსაწყოების
განვითარების შემდეგ. პირველი მიკროსკოპი შექმნა 1610 წელს გალილეო გალილეიმ
(იტალიელი ფიზიკოსი, მექანიკოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი, ფილოლოგი,
145
ფილოსოფოსი, კრიტიკოსი, პოეტი - 1564-1642 წწ.). 1665 წელს რობერტ ჰუკმა (ინგლისელი
ბუნებისმეტყველი - 1635-1703 წწ.) პირველმა დაინახა მზარდი უჯრედები. მაგრამ, მისი
მიკროსკოპის 30-ჯერადი გადიდება საკმარისი არ იყო უმარტივესების და მითუმეტეს ,
ბაქტერიებისა დასანახად. ზოგიერთი თვლის, რომ პირველი მკვლევარი, რომელმაც
დაინახა მიკროორგანიზმები, იყო დიდი გერმანელი მეცნიერი იეზუიტი ათანასე კირხერი
(1602-1680 წწ.). თუმცა, მიკროსამყაროს პირველ აღმომჩენად მიჩნეულია ანტონი ვან
ლევენჰუკი - ნიდერლანდელი ნატურალისტი, მიკროსკოპის კონსტრუქტორი, სამეცნიერო
მიკროსკოპიის ფუძემდებელი, 1632-1723 წწ. მაგრამ, მეცნიერება ჯერ კიდევ არ იყო მზად
ბუნებაში მიკროორგანიზმების როლის გასაგებად.
მომდევნო 100-150 წლის მანძილზე მიკრობიოლოგია შემოიფარგლებოდა მხოლოდ
ახალი სახეობების აღწერით. მიკროორგანიზმების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი
შეასრულა დანიელმა ბიოლოგმა ოტო ფრიდრიხ მიულერმა, რომელმაც 1789 წელს ლინეის
ბინომინალური ნომენკლატურით ( ბინომინალური ან ბინარული - ბიოლოგიურ სისტემაში
მიღებული სახეობების აღნიშვნის მეთოდი, რომელიც შეიმუშავა შვედმა ექიმმა და
ბუნებისმეტყველმა კარლ ფონ ლინეიმ, 1707-1778 წწ.) აღწერა 379 სახეობა. უნდა აღინიშნოს
გერმანელი გეოლოგის, ზოოლოგის, ბუნებისმეტყველის, ბოტანიკოსის, მიკრობიოლოგის
ქრისტიან გოტფრიდ ერენბერგის (1795-1876 წწ.) შრომები. მან აღწერა პიგმენტირებული
ბაქტერიები, პირველი რკინაბაქტერიები, ზღვებში და ლიმანებში დანალექი
უმარტივესებისა და ლურჯმწვანე წყალმცენარეების ჩონჩხები და საფუძველი ჩაუყარა
მიკროპალეონტოლოგიას. მან პირველმა ახსნა წითელი ზღვის შეფერილობა, რომელსაც
იწვევენ ციანობაქტერიები. ეს ბაქტერიები ჭარბად შეიცავენ წითელ პიგმენტს -
ფიკოერითრინს, რომლებიც იწვევენ წყლის წითლად შეღებვას. თუმცა, ბუნებაში ამ
მოვლენას ძალიან იშვიათად აქვს ადგილი. ერენბერგი ბაქტერიებს მიაკუთვნებდა
უმარტივესებს და ლევენჰუკის მსგავსად განიხილავდა როგორც სრულფასოვან ცხოველებს
კუჭით, ნაწლავებითა და კიდურებით.
შუა საუკუნეებში გაბატონებული იყო არისტოტელეს იდეები, რაც ნიშნავდა მისი
თეორიის აღიარებას, რომლის მიხედვითაც თევზები გაჩნდნენ შლამიდან, მწერებრი კი -
ექსკრემენტებიდან ან ფოთლების ნამის წვეთებიდან. პირველი ექსპერიმენტები, რომლებიც
უარყოფდნენ არისტოტელეს თეორიას, ჩაატარა ტოსკანელმა ექიმმა ფრანჩესკო რედიმ
(1626-1697 წწ.). XVIII საუკუნეში კათოლიკე მღვდელმა ჯონ ტურბერვილ ნიდჰემმა
წამოაყენა ჰიპოთეზა ,,სასიცოცხლო ძალების“ შესახებ, რომელიც არსებობდა ცოცხალ
სხეულში და დაშლის შემდეგ წარმოქმნიდა მიკროორგანიზმებს. ამ ჰიპოთეზის წინააღმდეგ
გამოვიდა ლაზარო სპალანცანი, რომელმაც აჩვენა, რომ გახურება ხელს უშლის ცოცხალი
ორგანიზმების გაჩენას მცენარეულ და ცხოველურ ბოჭკოებში. ნიდჰემმა უარყო რა
სპალანცანის მოსაზრება, განაცხადა, რომ ჰაერი, რომელიც სჭირდებათ ცოცხალ
ორგანიზმებს, გახურებისას კარგავს თავის ,,სასიცოცხლო ძალას“.
გერმანელი მეცნიერი ფრანც შულცი, სტერილაზაციის შემდეგ, ნაყენიან ჭურჭელში
უშვებდა ჰაერს კარბოლმჟავას (იგივე ფენოლო - C6H5OH, თავისებური სუნის მქონე უფერო
სითხე, უმარტივესი არომატული ნახშირწყალბადი) საშუალებით და ვერ აღმოაჩინა
მიკროორგანიზმების განვითარება. რათა არ ეთქვათ, რომ მჟავაც აცლის ჰაერს სასიცოცხო
ძალებს, შრიოდერი და ფონ დუში 1854 წელს ჰაერს ატარებდნენ ბამბის ფილტრში.
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, 1860 წელს ჰოფმანმა, ხოლო 1861 წელს შევრემ და
პასტერმა, აჩვენეს, რომ აუცილებელი არ არის ფილტრი. იმისათვის, რომ სტერილიზაციის
146
შემდეგ ჭურჭელში არ ,,ჩაისახოს სიცოცხლე“, საკმარისია მილის მოღუნვა, რომელიც
აერთებს ატმოსფეროს ჭურჭელთან. აი ასე, პრინციპმა omne vivum ex vivo (ყოველივე
ცოცხალი ცოცხალიდან) საბოლოოდ გაიმარჯვა ბიოლოგიაში. სიცოცხლის თვითჩასახვის
შეუძლებლობის შესახებ პრინციპის გამოყენებით ლუი პასტერმა 1860-იან წლებში აჩვენა,
რომ სტერილიზაციის შემდეგ დუღილი შეუძლებელია და ამგვარად დამტკიცდა პროცესში
მიკროორგანიზმების მონაწილეობის აუცილებლობა. გარდა ამისა, ამით დასაბამი მიეცა
სიცოცხლის ახალი ფორმის - ანაერობულის (არსებობა ჟანგბადის ან ჰაერის არ არსებობის
პირობებში) აღმოჩენას, რომელიც არ მოითხოვდა ჟანგბადს და ზოგჯერ იღუპებოდა მისი
ზემოქმედების ქვეშ. თანდათანობით ჩამოყალიბდა შეხედულება მიკროსამყაროს როლზე
ცოცხალ ბუნებაში. XIX საუკუნის დასაწყისში მიკროორგანიზმებს მიაკუთვნებდნენ ჭიებს.
1866 წელს ერნსტ ჰეკელმა პირველმა გამოყო ისინი ცალკე ჯგუფად. შემდგომ, 1875 წელს
ფ.კონმა ლურჯმწვანე წყალმცენარეების შესწავლისას, გამოყო ისინი მცენარეებისაგან და
გააერთიანა ბაქტერიებთან, როგორც ყველაზე უმარტივესები არსებულ ცოცხალ
ორგანიზმებს შორის.
1880-1890-იანი წლები მიკრობიოლოგიაში აღინიშნა აღმოჩენების სიუხვით,
აღწერილი იქნა ახალი სახეობები, გამოიყო საშიში დაავადებების გამომწვევები,
აღმოჩენილი იქნა ბაქტერიების მოქმედებით გამოწვეული ახალი პროცესები და სხვ.

147
ეს საინტერესოა:

1. 1881 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ა.ფ.ვეინჰოლდმა გამოიგონა


თხევადი აირების შესანახი კონტეინერი. 1892 წელს შოტლანდიელმა ფიზიკოსმა
და ქიმოკოსმა სერ ჯეიმს დიუარმა გააუმჯობესა ვეინჰოლდის მინის ყუთი და
გადააქცია ვიწროყელიან (სითხის აორთქლების შერმცირების მიზნით)
ორკედლიან კოლბად, რომლის კედლებს შუა ადგილი მოვერცხლილია და
ამოტუმბულია ჰაერი. ეს ჭურჭელი ცნობილია დიუარის ჭურჭლის
სახელწოდებით.
2. მას შემდეგ, რაც კარლოს დიდმა (742-814) მეგობრული ურთიერთობა
დაამყარა ბაღდადის ხალიფა გარუნ-ალ-რაშიდთან, მისმა კარისკაცებმა დაიწყეს
პალესტინისა და მცირე აზიის მიწების მონახულება. მოგზაურებს ამარაგებდნენ
ცნობარებით, რომლებშიც მითითებული იყო მოკლე ცნობები მარშრუტის შესახებ.
მოგვიანებით, ასეთ გზამკვლევებში შეჰქონდათ უფრო დაწვრილებითი
მონაცემები კლიმატზე, ფუნდუკებზე, გადასახადებზე და ქვეყნების
წარჩინებულებზე. ასე გაჩნდა პირველი ტურისტული პროსპექტები.
3. პირველი კოსმეტიკური საშუალებები გაჩნდა ცხელ ქვეყნებში, სადაც
კლიმატის გამო ხშირი იყო კანის დაავადებები. ეგვიპტელი, ბერძენი, რომაელი,
სპარსი, ინდოელი ქალები ფართოდ იყენებდნენ კოსმეტიკას პროფილაქტიკისა და
მკურნალობის მიზნით, განსაკუთრებით კი ბუნებრივი სილამაზის
გასაძლიერებლად და კანის დეფექტების დასაფარად. ძველ რომში არსებობდა
სპეციალური ,,პარფიუმერების ქალაქი“ - კაპუია-სარია. ის მთლიანად
დაკავებული იყო კოსმეტიკური საშუალებების წარმოებით და ამარაგებდა მთელ
იტალიას. მსოფლიოში პირველი სტომატოლოგი გაჩნდა ჯერ კიდევ 7500 წლის წინ
შუმერულ ცივილიზაციაში. ნიპურის (თანამედროვე ნუფარი - ძველი შუმერების
წმინდა ქალაქი სამხრეთ მესოპოტამიაში - თანამედროვე ერაყში) გათხრების დროს
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით შესრულებული
ფირფიტები კბილების სამკურნალო წამლების რეცეპტებით. ქრ.შ-მდე 2500 წელს
ფარაონების მუმიების შესწავლისას ზოგიერთი მათგანის პირის ღრუში
აღმოაჩინეს ოქროს მავთულისაგან დამზადებული თავისებური დამცავი
გვირგვინები და ყბებზე გაბურღვის კვალი. ერთერთი მუმიის გვერდით ნაპოვნია
ხისაგან დამზადებული კბილის პროთეზი.
ბრწყინვალე ფრანგი დანტისტი პიერ ფოშარი (1678-1761) არა მარტო
ვირტუოზულად იღებდა კბილებს, არამედ მოიგონა მათი ჩასმის მეთოდიც.
პროტეზისთვის იგი იყენებდა ამოძრობილ კბილებს, სპილოს ძვალს, ზღვის
ლომისა და ჰიპოპოტამის ეშვებს და დიდი მონდომებით არჩევდა ჩასასმელი
კბილის ფერს, რის გამოც პარიზელი ქალები დიდი სიამოვნებით იხდიდნენ
უზარმაზარ თანხებს და რიგში იდგნენ თვეების და ზოგჯერ წლების
განმავლობაში. ფოშარმა პირველმა გამოიყენა კბილის ჩასასმელად შტიფტი და
მოფიქრა, თუ როგორ დაემაგრებინა ერთ ან ორ შტიფტზე რამდენიმე კბილი.
ფოშარის მეორე მნიშვნელოვანი გამოგონება იყო უფრო კოსმეტიკური ხასიათის:
იმისათვის, რომ კბილებისათვის მიეცა ბუნებრივი ფერი, მათ ფარავდა ოქროს
გვირგვინით, რომელზეც დატანილი იყო სხვადასხვა ფერის გამომწვარი ფაიფურის
მინანქარი. სწორედ ამ გამოგონებამ დაუდო სათავე ფაიფურის კბილებს. ფოშარმა
გამოიგონა დღეისათვის ასე პოპულარული კბილების გასასწორებელი ლითონური
ფირფიტები - ბრეკეტები. იგი უარს ამბობდა უსწორმასწორო კბილების ამოღებაზე

148
და ცდილობდა მათ გასწორებას მავთულის, აბრეშუმის ლიგატურის, ვერცხლისა
და ლითონის ფირფიტების საშუალებით.
4. ჯერ კიდევ უძველესი ადამიანები კბილების საწმენდად იყენებდნენ ბალახებს.
დროთა განმავლობაში დაიწყეს კბილის საწმენდი ჩხირების გამოყენება,
რომლებიც არა მარტო ჰიგიენის საგანს წარმოადგენდნენ, არამედ მიანიშნებდნენ
მფლობელის სტატუსზე - ძველ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში მათ
ამზადებდნენ ოქროსა და ბრინჯაოსაგან. კბილის ჯაგრისის ყველაზე უძველესი
ნიმუში იყო ხის ჩხირი, რომლის წვეტიან ბოლს იყენებდნენ კბილებიდან საჭმლის
ნარჩენების მოსაცილებლად, ხოლო მეორე ბოლოს ღეჭავდნენ კბილებიდან
ნადების მოსაცილებლად. ასეთ ჩხირებს ამზადებდნენ ეთერზეთების შემცველი
განსაკუთრებული ხის ჯიშიდან. ასეთ პირველყოფილ ,,ჯაგრისებს“ დღესაც
იყენებენ აფრიკის ზოგიერთი ტომები და ამერიკელი აბორიგენები. საუკუნეები
დასჭირდა ისეთი ჯაგრისის დამზადებას, რომელიც ასე თუ ისე მსგავსი იქნებოდა
თანამედროვე ჯაგრისის. 1498 წელს ჩინეთში მოიფიქრეს ბამბუკისაგან
დამზადებულ ჩხირზე მიემაგრებინათ ციმბირული გარეული ღორის რამდენიმე
ჯაგარი და თანაც არა ჩხირის პარალელურად, როგორსაც ჩვენ ვართ მიჩვეული,
არამედ ვერტიკალურად, რათა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო წმენდა.
აზიურმა სიახლემ თანდათანობით მიაღწია ევროპამდეც და XVII საუკუნის შუა
პერიოდიდან კბილის ჯაგრისი პოპულარული გახდა პიერ ფოშარის წიგნის
,,დანტისტი-ქირურგი, ანუ ტრაქტატი კბილების შესახებ“ გამოსვლის შემდეგ.
ფოშარმა ნაშრომში გააკრიტიკა მანამდე არსებული მოსაზრება, რომ კბილის
ტკივილს იწვევენ რაღაც იდუმალი ,,კბილის ჭიები“. იგი ამტკიცებდა, რომ
აუცილებელია კბილების წმენდა და თანაც ყოველ დღე. მისი აზრით, იმ
დროისათვის ევროპაში გამოყენებული ცხენის ბალანი ძალიან რბილი, ხოლო
ღორის ჯაგარი ძალაინ უხეში იყო და იწვევდა ღრძილების დაზიანებას. 1937 წელს
ამერიკული ქიმიური კომპანია Du pont-ის სპეციალისტებმა გამოიგონეს ნეილონ-
სინთეტიკური მასალა, რომელიც ახლი ერის დასაწყისი აღმოჩნდა კბილის
ჯაგრისების განვითარებისათვის.
5. ფარაონ ტუტანჰამონის სამარხის გათხრისას (ეგვიპტეს მართავდა
ქრ.შ-მდე 1332-2323 წწ.) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საწერი ინსტრუმენტი,
რომელიც შინაარსობრივად თანამედროვე ფლომასტერის ანალოგიურია.
სპილენძის კალმის ქვეშ მოთავსებულია ტყვიის წაწვეტებული მილაკი. მილაკში
მოთავსებული იყო ლერწმის წვრილი საწერი ღერო, რომელიც შევსებული იყო
მელნით და წერის დროს მკვეთრ კვალს ტოვებდა პაპირუსზე. 1960-იან წლებში
იაპონიაში დაამზადეს პირველი ფერადი ფლომასტერი.
6. არქეოლოგების მიერ უძველესი ადამიანების საცხოვრებლების
გათხრისას აღმოჩენილი ფისის ნატეხები სხვა არაფერია, თუ არა საღეჭი რეზინა.
ელადაში და ახლო აღმოსავლეთში ფისს ღეჭავდნენ კბილების გასაწმენდად. 1000
წელზე მეტი ხნის წინ მაიას ტომის ინდიელები იმავე მიზნით იყენებდნენ ჰევეას
(კაუჩუკის) წვენს. საღეჭი რეზინის სამრეწველო წარმოება დაიწყეს ამერიკაში XIX
საუკუნის შუა პერიოდში. ეს იყო დაფასოებული და შეფუთული ნაძვის ფისი,
რომელშიც შერეული იყო ფუტკრის ფიჭა.
7. ფაიფურის გარჩევა ფაიანსისგან ყველაზე მარტივია ნაბზარის
დათვალიერებით - კერამიკის ნაბზარი წითელი ან ბორდოსფერია. მაგრამ,
სპეციალურად ხომ არ გავტეხავთ ჭურჭელს. ნაკეთობას გავხედოთ მკვეთრ
სინათლეზე: ნამდვილი ფაიფური ყოველთვის ატარებს შუქს, ხოლო ფაიანსი
შუქგაუმტარია. ასევე, შეგვიძლია შევეხოთ ჭურჭლის შიდა ზედაპირს: კერამიკას
იგი აქვს ხაოიანი და დეკორატიული ჭიქურით დაფარვის შემდეგაც არ პრიალებს.

149
8. კორსეტი პირველად ნახსენებია ქრ.შ-მდე III ათასწლეულში.
იმისათვის, რომ ლამაზი აღნაგობა ჰქონოდათ, კრეტელი და მიკენელი ქალები და
მამაკაცები წელზე იჭერდნენ უხეში ტყავის ქამრებს. შუა საუკუნეებში სხეულს
იწვრილებდნენ ლითონის კორსეტებით, რომლებსაც იმაგრებდნენ ჭანჭიკებით და
უფრო რაინდის აღჭურვილობას ჰგავდა, ვიდრე ტუალეტის საგანს. სხვათა შორის,
ეკატერინე მედიჩის სასახლის კარზე წელის ზომის სტანდარტი ოდნავ
აღემატებოდა 33 სმ-ს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სეფექალების
ჯანმრთელობას. ეკეტერინე მედიჩი იყო საფრანგეთის დედოფალი 1547-1559
წლებში, მეფე ჰენრიხ II-ის მეუღლე. ეკეტერინესა და ჰენრიხის ქორწილში,
რომელიც გრძელდებოდა 34 დღე, იტალიელმა კულინარებმა საფრანგეთის სამეფო
კარს გააცნეს ახალი დესერტი - ხილისა და ყინულისაგან დამზადებული. ეს იყო
პირველი ნაყინი. ჰენრიხის დაღუპვის შემდეგ, გლოვის ნიშნად, ეკეტერინემ
პირველმა ჩაიცვა შავები და არ გაუხდია სიკვდილამდე და საფრანგეთის
ისტორიაში შევიდა ,,შავი დედოფლის“ სახელით. ეკეტერინემდე, საფრანგეთში
გლოვის ნიშნად მიჩნეული იყო თეთრი ფერი.
9. პირველი კომპასი შექმნეს ჩინეთში დაახლოებით 2000 წლის წინ.
თუმცა, თავდაპირველად მას იყენებდნენ სამკითხაოდ. ევროპაში კომპასი
გამოიგონეს XII-XIII საუკუნეებში: მაგნიტის ისარს ამაგრებდნენ კოპრზე და
ათავსებდნენ წყლიან ჭურჭელში. XIV საუკუნის დასაწყისში ფლავიო ჯოიამ
მიამაგრა ისარს 16 მიმართულებად - რუმბად დაყოფილი რგოლი. XVI
საუკუნიდან რგოლი დაყვეს 32 რუმბად, ხოლო კომპასი დაამაგრეს ჭანჭიკიან
საყრდენზე, რათა მასზე არ ემოქმედა გემის რყევას.
10. უძველეს დროში, ცხელ ქვეყნებში, ცხელი ქვიშისაგან ფეხის ტერფების
დასაცავად, ადამიანები ატარებდნენ სანდლებს - თასმებიან ან თოკებიან ლანჩებს.
მრავალი საუკუნის განმავლობაში მოდა სანდლებზე იცვლებოდა. მაგ. სანდლები
ძალიან პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაში. XIX საუკუნის ბოლოს და XX
საუკუნის დასაწყისში სანდლებს ატარებდა ბოჰემა, რომლებიც აპროტესტებდნენ
ოფიციალურ მოდას. 1960 - იანი წლებიდან სანდლებს ატარებდა თითქმის ყველა.
11. ითვლება, რომ პირველი ლითონური მონეტა გაჩნდა ქრ.შ-მდე VIII
საუკუნეში ჩინეთში. მონეტებს ამზადებდნენ სპილენძისაგან. ერთი საუკუნის
შემდეგ პირველი ოქროს მონეტები დაამზადეს ლიდიაში. ლიდია იყო მძლავრი
მონათმფლობელური სახელმწიფო მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში და
ვრცელდებოდა ეგეოსის ზღვამდე. ისე, მონეტები მთლად ოქროსი არ იყო.
ლიდიაში ამუშავებდნენ საბადოებს, საიდანაც მოიპოვებდნენ ოქროსა და
ვერცხლის ბუნებრივ შენადნობს. ამ შენადნობს უწოდებდნენ ელექტრუმს და
სწორედ მისგან ამზადებდნენ მონეტებს. დღეს ელექტრუმს ხშირად უწოდებენ
თეთრ ოქროს, რომელშიც არის ოქრო 16-დან 69%-მდე.

150
ლიტერატურა

1.მ. კაპანაძე, ა. სარუხანიშვილი, რ. ჩაგუნავა – მინის ქიმია და ტექნოლოგია ძველ


საქართველოში. თბილისი, ,,ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2004;
2.რ.ჩაგუნავა. საისტორიო ძიებანი. თბილისი, 2013;
3.რ.ჩაგუნავა. საქართველოს ქიმიური სარეწების ისტორიისათვის. საქართველოს ქიმიური
მრეწველობა. თბილისი, ,,ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2011.
4.საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. I, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1970;
5.საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II, საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1973, ;
6.პ. ბუდნიკოვი, ა. ბერეჟნოი, ი. ბულავინი და სხვ. - კერამიკისა და ცეცხლგამძლეების
ტექნოლოგია. ნაწ. I-II, თბილისი, ,,განათლება“, 1974;
7.ვახტანგ VI - წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა. თბილისი, 1986;
8. ა. სარუხანიშვილი, თ. ჭეიშვილი, ზ. კოვზირიძე. კომპოზიციური მასალების მიღების
თეორიული საფუძვლები. თბილისი, ,,ტუ“, 2003.
9. ვ. გორდელაძე, ა. სარუხანიშვილი. მინანქარი და მომინანქრების ტექნოლოგია.
თბილისი, ,,ტუ“, 2004.
10. ს. ადამია. ქიმია (გაღრმავებული კურსი). თბილისი, 2013.

151
შინაარსი
ლექცია 1
ქიმიისა და ქიმიური ტექნიკის მნიშვნელობა---------------------------------------------- 2
ტერმინ ,,ქიმიის“ ეტიმოლოგიის საკითხი--------------------------------------------------- 9
ქიმიის განმარტება ძველ ქართულ ხელნაწერებში----------------------------------------- 10
ლექცია 2
ქიმიური ტექნიკის ისტორიის პერიოდიზაცია--------------------------------------------- 11
ალქიმიური პერიოდის ძირითადი თავისებურებები------------------------------------- 13
აგრიკოლას, ბირინგუჩოს და სხვათა შრომები---------------------------------------------- 22
ლექცია 3
ელინისტური პერიოდის ხელოსნური ქიმიური ტექნიკა-------------------------------- 23
ელინისტური ეპოქის ქიმიურ-ტექნიკური შინაარსის ლიტერატურა-------------------- 24
თეორიული წარმოდგენები ბუნებაზე ანტიკურ ეპოქაში---------------------------------- 25
ლექცია 4
პირველი მსხვილმასშტაბური მანუფაქტურული საწარმოები ეგვიპტესა და
28
აღმოსავლეთში----------------------------------------------------------------------------------
მეტალურგიისა და სამთო-ქიმიის უძველესი ცენტრები----------------------------------- 31
მოსინიკების თითბერი------------------------------------------------------------------------- 35
გვიანდელი ბერძნულ - არაბული ქიმიური ტექნიკა--------------------------------------- 36
ადრეული შუა საუკუნეების ევროპული ქიმიური ტექნიკა------------------------------- 38
გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპული ტექნიკის მიღწევები-------------------------- 39
ლექცია 5
ძველ მსოფლიოში მინის წარმოების ზოგადი დახასიათება------------------------------- 41
მინა ძველ საქართველოში და მისი ასახვა ლიტერატურაში------------------------------ 49
მინისა და მინის ნაწარმის ძველქართული სახელწოდებები------------------------------ 51
მოზაიკა------------------------------------------------------------------------------------------- 55
ძველ მსოფლიოში მეჭურჭლეობის ჩასახვა და განვითარება------------------------------ 59
მეჭურჭლეობა ძველ საქართველოში--------------------------------------------------------- 71
ლექცია 6
პირველი მანუფაქტურული საწარმოები შუა საუკუნეების ევროპაში------------------- 73
ქიმიური ტექნიკისა და მეცნიერების ურთიერთკავშირი XIII-XVI საუკუნეებში------ 74
მინის წარმოება XVII - XVIII საუკუნეებში-------------------------------------------------- 75
მეტალურგიული ქარხნები XVII-XVIII საუკუნეებში. პიერ მარტენი და ფოლადის
76
რევოლუცია--------------------------------------------------------------------------------------
ლექცია 7
ქიმიის გაერთიანების პერიოდი. იატროქიმია და პნევმატური ქიმია ------------------- 80
ფლოგისტონის თეორიის წარმოშობა-------------------------------------------------------- 83
ლავუაზიე და ახალი ქიმიური ნომენკლატურა--------------------------------------------- 84
სტექიომეტრიის წარმოშობა ------------------------------------------------------------------- 86
ლექცია 8
ფარმაკო-ქიმიური წარმოების ჩამოყალიბება----------------------------------------------- 88
მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები XVII-XVIII საუკუნეებში------------------------- 89
გვიანდელი ქიმიურ-ტექნოლოგიური ლიტერატურა------------------------------------- 91
მეცნიერული ქიმიის ჩამოყალიბება---------------------------------------------------------- 93

152
ლექცია 9
რაოდენობრივი კანონების პერიოდი-------------------------------------------------------- 95
ლექცია 10
არაორგანული მჟავების წარმოება. ახალი ტექნოლოგიები-------------------------------- 98
არაორგანული ნაერთების წარმოება--------------------------------------------------------- 101
გვარჯილისა და დენთის წარმოება----------------------------------------------------------- 102
შაბისა და აჯასპის წარმოება------------------------------------------------------------------- 103
ანთიმონის წარმოება--------------------------------------------------------------------------- 104
ლექცია 11
ქიმიური სიმბოლოები------------------------------------------------------------------------- 105
ელემენტთა კლასიფიკაციის პირველი მცდელობები. პერიოდულობის კანონის
108
აღმოჩენა------------------------------------------------------------------------------------------
ლექცია 12
ორგანული ქიმიის განვითარება. არომატული ნაერთების აღმოჩენისა და
111
შესწავლის ისტორია----------------------------------------------------------------------------
ორგანული ნაერთების წარმოება (სპირტები, ეთერ-ზეთები, სურნელოვანი წყლები,
112
ფისები, შაქარი)---------------------------------------------------------------------------------
ორგანული წარმოშობის საღებავების წარმოება--------------------------------------------- 115
ორგანულ ნაერთთა აღმოჩენისა და სინთეზის ისტორია---------------------------------- 117
ვალენტობის თეორია. მრავალვალენტიანობა. იზომერია. სტრუქტურული თეორია- 119
ლექცია 13
კომპოზიციური მასალები, არსი და გამოყენება-------------------------------------------- 123
მინანქარი-------------------------------------------------------------------------------- ------- 124
ქსოვილების მოლითონება ---------------------------------------------------------------- 126
ცემენტის წარმოების ისტორია --------------------------------------------------------------- 128
სპეციალური ცემენტები ---------------------------------------------------------------------- 134
ბეტონები და რკინა-ბეტონი------------------------------------------------------------------- 135
ლექცია 14
რადიოაქტიურობის აღმოჩენა. ბირთვული რეაქციების ისტორია----------------------- 137
ლექცია 15
ბიოტექნოლოგიის წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები---- 141
ეს საინტერესოა---------------------------------------------------------------------------------- 148
ლიტერატურა------------------------------------------------------------------------------------ 151
შინაარსი------------------------------------------------------------------------------------------ 152

153

You might also like