You are on page 1of 8

ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis

saxelmwifo universiteti

Hhumanitarul mecnierebaTa fakulteti

berZnuli sazogadoebis gza bneli


saukuneebisaken

საგანი : ანტიკური ქვეყნების ისტორია


ლექტორი : მარიკა მშვილდაძე
სემინარის ხელმძღვანელი : ჭაბუკა მეტონიძე
სტუდენტი : გვანცა ყრუაშვილი

თბილისი 2021
1

Catalog
შესავალი.................................................................................................................................................. 1
გზა მიკენური ცივილიზაციიდან ბნელ საუკუნეებამდე..................................................................... 1
რა შეცვალა დორიელთა მოძრაობამ ბერძნულ სამყაროში.............................................................3
საზოგადოება ბნელ საუკუნეებში........................................................................................................ 4

შესავალი

დორიელების დამანგრეველ მოძრაობას შედეგად მოჰყვა მიკენური


ცივილიზაციის არალოგიკური გაგრძელება ,,ბნელი საუკუნეები’’(XI-IX
საუკუნეები). თუმცა მას წინ უძღოდა, შეიძლება ითქვას, გარდამავალი
ეტაპი სუბმიკენური კულტურის სახით. თითქოს, ეს სიახლეებისგან
დაცლილი პერიოდია, თუმცა, ფაქტია, მისი ადგილი შემდეგ განვითარების
უწყვეტმა გზამ დაიკავა. გამოდის, რომ დორიელების შემოსევით მიკენური
ცივილიზაცია ,,დიდი მიძინების ქარაფში’’ კი არ გადაეშვა, არამედ დაუდგა
სტაგნაციის პერიოდი, რომელიც ელადელებმა რაღაც ძალით დაძლიეს.
ვფიქრობ, ეს ეტაპი სწორედ ამიტომ არის საინტერესო. გასაოცარია, როგორი
გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო დორიელების, როგორც მიჩნეულია,
აქაელების მონათესავე ხალხის, მოძრაობა, რომ უკვე დაწინაურებული
საზოგადოება განვითარების საწყის ეტაპზე დაებრუნებინა. ამ ეპოქაში ჩვენ
ვხედავთ იმ საზოგადოებას, რომლის ბასილევსებიც გრანდიოზული
სასახლეების ნაცვლად ხის სახლებში ცხოვრობენ. ეს არის გვაროვნულ
წყობილებაზე მყოფი საზოგადოება, რომელიც დიდი კულტურის
ნანგრევებზე დამკვიდრდა. საინტერესოა, როგორ წარიმართა ამ ხალხის
ყოფა მიკენური ცივილიზაციისაგან კარდინალურად განსხვავებულ
გარემოში. ქვემოთ შევეცდები სწორედ ამ საკითხის წარმოჩენას.

გზა მიკენური ცივილიზაციიდან ბნელ საუკუნეებამდე

მიკენური სამყარო უეცრად არ განადგურებულა. ძვ. წ. XII საუკუნეში


მიკენური სასახლეების დაცემის შემდეგ ეს კულტურა დაახლოებით ერთი
საუკუნის განმავლობაში მაინც აგრძელებდა არსებობას, თუმცა რეგრესი
მაინც აშკარა იყო. განვითარებული სამყარო ,,სიბნელეში’’ სუბმიკენური
კულტურის(1125-1050) გავლით მოხვდა. როგორც ჩანს, ბალკანეთისა და
ეგეოსის ზღვისპირა ხალხების მეხსიერებაში ამ კულტურას დიდი ადგილი
2

ეკავა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სუბმიკენურ პერიოდში კვლავ


შეინიშნება მიკენური დასახლებების არსებობა, ოჯახის წევრების
დასაფლავების ტრადიცია დიდ სამარხებში ისევ შემორჩენილია, ქალის
თიხის ფიგურები და კაბის ორნამენტები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საქმე
არ უნდა გვქონდეს კულტურასთან, რომელიც მიგრაციულმა პროცესებმა
წარმოშვა, არამედ ეს უნდა იყოს კონკრეტული ცივილიზაციის
მემკვიდრეთა წარსულის არასრულყოფილი ხსოვნის შედეგი.
აღმოსავლეთი ატიკის, კიკლადებისა და დოდეკანესის ტერიტორიაზე
შეინიშნება მიკენური მოსახლეობის ზრდის ტენდენცია მეთორმეტე
საუკუნეში. გარესამყაროსთან და მეზობლებთან კონტაქტი ისევ
შენარჩუნებული იყო. ამ პერიოდში კუნძულ ქიოსზე ახალი დასახლებაც კი
შეიქმნა. მეთორმეტე საუკუნის კვიპროსზე, ჩანს დიდი გავლენა ჰქონდა
დორიელების მიერ დაკნინებულ კულტურას, რაც შემდგომში აქ
არქიტექტურულ და მეტალურგიულ საქმიანობაში გამოვლინდა.
სამაგიეროდ, იმავეს ვერ ვიტყვით მესენიასა და ლაკონიაზე, რომლებზეც
მიმდინარე პროცესები უარყოფითად აისახა, თუნდაც მოსახლეობის
შემცირების თვალსაზრისით. აღმოსავლეთ ატიკაში რამდენიმე მხარე
სრულიად გაუკაცრიელდა. თესალია იმ მხარეთა რიცხვში შედის,
რომელთაც შედარებით მსუბუქად გადაიტანეს ეპოქის სიმძიმე. რაც შეეხება,
კრეტას, ჩანს მას მეტი მედეგობა აღმოაჩნდა დამანგრეველი მოვლენების
წინააღმდეგ. ეს პროცესები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ეთნიკური
სიახლოვე არ განაპირობებს განვითარების თანაბარ დონეს და ამ
შემთხვევაში გადამწყვეტ როლს სრულიად სხვა ფაქტორები ასრულებს.
მიკენური ცივილიზაციის ჩამოშლის პერიოდი მონათესავე ხალხის
სხვადასხვა ჯგუფებზე განსხვავებულად აისახა. საბოლოოდ, ჩვენ არ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუბმიკენური კულტურა ისეთივე
განვითარებული იყო როგორც მისი წინამორბედი, მაგრამ აქ მთავარია ის,
რომ მიკენური ცივილიზაცია უეცრად არ ჩამოშლილა და მისმა
სახეცვლილმა ვარიანტმა კვლავ გააგრძელა არსებობა, ,,ბნელი საუკუნეები’’
პირდაპირ არ დამდგარა, რამაც, ალბათ, უფრო შეასუსტა და ნაკლებ
საზიანო გახადა დაცემის შედეგად წარმოქმნილი ნგრევის ხარისხი. სწორედ
ამიტომ იყო, რომ გვიან ჰელადურმა პერიოდმა(მიკენური ცივილიზაციის
კულტურული აყვავების ხანა) 1050 წლამდე, ე.ი ბნელი ხანის საწყის
ეტაპამდე გასტანა და ის მოიცავდა სუბმიკენურ პერიოდსაც. მათი
დასარული ერთმანეთს ემთხვევა.
ამ პერიოდში მომხდარი ცვლილებები არ მიუთითებს ახალი
კულტურის ჩამომყალიბებაზე, არამედ მემკვიდრეობის დაღმავალ
განვითარებაზე. როგორც არქოლოგიური მასალაზე დაყრდნობით
ვარაუდობენ, სუბმიკენელები სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ნაპოვნი
სამარხებიდან უმნიშვნელო რაოდენობის თიხის ნაწარმი არის ამოღებული
და მათი გაფორმება ცალსახად მეტყველებს ამ ხალხის სოციალურ
მდგომარეობაზე. მოცემული დროის შესახებ მკვლევრები მსჯელობენ
კერამიკის სტილის ცვლილებიდან გამომდინარე, რადგან ეს ის სფეროა,
რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ეგეოსის ზღვის სანაპიროზე
3

წინამავალი კულტურის ნიშნებით შენარჩუნდა და გარკვეული


ტექნოლოგიური წინსვლაც შეინიშნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ
გარკვეული ცვლილებები აქაც გვხვდება. რთულია ისაუბრო ამ პერიოდის
თიხის ჭურჭლის ერთიან სტილზე, რადგან საქმე გვაქვს რეგიონალურ
განსხვავებებთან, რაც კიდეც უნდა ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი
ერთიანი კულტურის ჩამოყალიბებისთვის.
სუბმიკენური პერიოდის გამოკვეთილი მახასიათებელი ბრინჯაოს
ჩანაცვლებაა რკინით. ეს მეტალი გახდა დომინანტი ამ საზოგადოებაში, რაც
გამოწვეული იყო არა თავად ამ მეტალის თვისობრივი უპირატესობით,
არამედ იმით, რომ საზგადოებას სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა. იზოლაციის
პროცესები უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად, ბრინჯაოს საწარმოებლად
საჭირო კალა, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე უხვად არ
მოიპოვებოდა, ვეღარ შემოჰქონდათ. სუბმიკენური პერიოდი დიდხანს არ
გაგრძელებულა. მის შემდეგ დადგა ბნელი საუკუნეები( ზოგიერთი
მკვლევარი სუბმიკენურ პერიოდს ადრეული ბნელი საუკუნეების
კუთვნილებად მიიჩნევს), რომელიც დორიელების მოძრაობის შედეგად
არის მიჩნეული. ბნელი ხანა სამ საუკუნეს გაგრძელდა.

რა შეცვალა დორიელთა მოძრაობამ ბერძნულ სამყაროში

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც დორიელთა მოძრაობამ


მოუტანა ბალკანეთისა და ეგეოსის ზღვის მოსახლეობას იყო ტომთა
განსახლების ტრადიციული ფორმის დარღვევა, რამაც, ვფიქრობ, ყველაზე
მეტად დაასუსტა ადგილობრივების წინააღმდეგობის უნარი კულტურული
განვითარების მხრივ დაბალ საფეხურზე მდგომი მტრის მიმართ. დიდია
მათი რიცხვი ვინც დატოვა საკუთარი საცხოვრებელი და გადასახლდა
მშობლიურ, მაგრამ მისთვის მაინც უცხო მიწაზე, სადაც ყველაფერი
ახლიდნ უნდა დაეწყო. ალბათ, ეს ,,დასაწყისი’’ თვითგადარჩენისთვის
ბრძოლაში უნდა გამოხატულიყო. აქეური ტომებით დასახლებულმა
ტერიტორიამ მხოლოდ პელოპონესის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცვა.
მოსახლეობის ნაწილი მცირე აზიასა და ეგეოსის ზღვის ნაპირებზე
დასახლდა. მათ იონიელები და ეოლიელები ეწოდათ. დორიელები კი
ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილსა და კრეტას დაეპატრონნენ. მიკენური
ცივილიზაცია ჩაანაცვლა განვითარების პირველყოფილურმა საფეხურმა.
წარმოიქმნა დამოუკიდებელი მცირერიცხოვანი თემები. თითოეულ ტომს
ჰქონდა თავისი სამმართველო ორგანოები. გახშირდა დაპირისპირებები
ტომთა შორის, რასაც უკანა პლანზე უნდა გადაენაცვლებინა კულტურული
განვითარების აუცილებლობა. ,,ბნელ საუკუნეებში’’ საზოგადოება
ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც იზოლირებულ მდგომარეობაში
აღმოჩნდა, შესაბამისად, მიკენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
სამხედრო ფლოტი უფუნქციო გახდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიკენური სამყაროს კვალი ამ ეპოქასაც
ამჩნევია გარკვეული თვალსაზრისით. მაგალითად მეთუნეობის როლი
4

კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, რასაც ვერ ვიტყვით კერამიკის მხატვრულად


გაფორმების ოსტატობაზე. ამ მხრივ, ეს საზოგადოება ცალსახად დაშორდა
თავის წარსულს. აღარ იყო საჭიროება გრანდიოზული ნაგებობების
აშენებისა. შეიძლება ითქვას, რომ ,,მიკენური კულტურის კერის, სასახლის’’
განადგურებამ საფუძველი გამოაცალა მრავალ სფეროს. როგორებიცაა:
არქიტექტურა, მხატვრობა, მწერლობა. აღარ არსებობდა სასახლე, რომელიც
დაცვას საჭიროებდა და, შესაბამისად, მონუმენტური დამცავი გალავნის
შექმნამ აზრი დაკარგა. აღარ არსებობდა სამეფო დარბაზები, რომლებსაც
ფრესკებით გააფორმებდნენ. დაიკარგა B ხაზოვანი დამწერლობის
(რომელსაც მიკენელები მიღებული პროდუქციის აღსანუსხად იყენებდნენ)
როლი ,,ჰომეროსის ეპოქის’’ საზოგადოებაში. კრეტა-მიკენის ეს ერთ-ერთი
ყველაზე დიდი მონაპოვარი უბრალოდ მიივიწყეს. სასახლის ბიუროკრატია
აღარ ფუნქციონირებდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის იმ სფეროების
ზედაპირული ჩამონათვალი, რომელთაც განიცადეს დეგრადაცია
დორიელების მოსვლის შედეგად. ეს საკითხი საჭიროებს უფრო
კომპლექსურ, მიზეზ-შედეგობრივ დახასიათებას, რადგან მიკენური
ცივილიზაციის ჩამოშლა და ,,ბნელ საუკუნეებამდე’’ მისვლა ხანმოკლე და
მარტივ პროცესებთან არ არის დაკავშირებული.

საზოგადოება ბნელ საუკუნეებში

რა იყო იმის მიზეზი, რომ კულტურულად დაწინაურებულმა


საზოგადოებამ ვერ გაუძლო ამ მხრივ მათზე დაბალ საფეხურზე მდგომ
დორიელებს? მიუხედავად იმისა, რომ დორიელები გვაროვნულ
წყობილებაზე მდგომი ხალხი იყო, მათი საბრძოლო შესაძლებლობები
განვითარებული იყო და შეიარაღების თვალსაზრისითაც არაფრით არ
ჩამოუვარდებოდნენ მათ სამხრეთელ მეზობლებს. როდესაც მიკენურ
ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ, ალბათ, მაშინვე კულტურული წინსვლის
ასოციაცია გვიჩნდება. ვამბობთ, რომ ისინი ადრეკლასობრივი
განვითარების საფეხურზე იდგნენ. ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ,
რომ აქ არსებობდა სახელმწიფოებრივი სისტემა დახვეწილი სამხედრო
ორგანიზაციით. მაგრამ მიკენის ასეთი მდგომარეობა ძვ.წ 1200 წლამდე
გაგრძელდა. ეს ხომ არ უნდა გვაძლევდეს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს
საზოგადოება კუტურული განვითარებით უფრო მეტად იყო მოცული და
ნაკლებად ზრუნავდა სამხედრო სფეროზე(მიუხედავად შორეული
ლაშქრობების მოწყობის ფაქტებისა). ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ რეალური
მტერი მიკენს დორიელებამდე არ ჰყოლია, მათ არ დასჭირვებიათ საკუთარ
ტერიტორიაზე თავის დაცვა, ყოველ შემთხვევაში, მათზე ძლიერი
მტრისგან და ამან მათ კულტურაზე ორიენტირების საშუალება მისცა.
5

აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი- რა როლი მიუძღვის


ამ პროცესებში კოლექტიურ მეხსიერებას, იდენტობის განცდას და ამ
იდენტობისთვის საკუთარი თავის მიკუთვნებულობას? ამ საკითხის
მნიშვნელობა იმით არის განპირობებული, რომ, ვფიქრობ, კონკრეტული
ეთნიკური ჯგუფის მედეგობას სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს.
ჩემი აზრით, აქეელებმა და მათმა წინამორბედმა მოსახლეობამ საერთო
ისტორიული მეხსიერება ვერ შექმნეს, ვერ გაიაზრეს საკუთარი თავები
საერთო იდენტობის ნაწილად და ის ცივილიზაცია, რაც მათი
თანაცხოვრების შედეგად მივიღეთ, რეალურად ეთნიკურ ერთობას კი არა,
არამედ საერთო მატერიალური კულტურის არეალს წარმოადგენდა. ეს
უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ მიკენურ ცივილიზაციას არსებობის
ყველანაირი საფუძველი ჩამოეშალა დორიელების შემოსევის შემდეგ.
ფაქტი კი ერთია, რომ ძვ.წ. XII საუკუნიდან მიკენური საზოგადოება ისევ
ევოლუციის პირველ საფეხურებს უბრუნდება.

მმართველობის სისტემა

ბნელ საუკუნეებში პოლიტიკური ერთეულების სახით ისევ მთავარ


როლს ასრულებს თემები და ტომები. თემის პოლიტიკური და სამხედრო
საფუძველს წარმოადგენდა ფრატრიები და ფილეები. ამის მიხედვით
წვევდნენ სახალხო კრებას. ცალკეულ გვარებს შორის არსებობდა
გარკვეული კავშირი. ფილეები და ფრატრიები მხოლოდ საშიშროების
შემთხვევაში ერთიანდებოდნენ. თითოეულ ტომს თავისი სამმართველო
ორგანოები აქვს. ესენია: სახალხო კრება და უხუცესთა საბჭო. თითოეულ
ტომს ჰყავდა საკუთარი ბელადი(ბასილევსი). ტომი ფლობდა მიწებს და
მათი ცენტრი იყო საქალაქო ტიპის დასახლება. ტომები ომის შემთხვევაში
ერთიანდებოდნენ, მაგრამ ისინი თავს იცავდნენ ერთმანეთის
გავლენებისგან. სახალხო კრებას იწვევდა მეფე, ხოლო მის მუშაობაში
თავისუფალი მოსახლეობაც მონაწილეობდა, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი
საკითხის გადაწყვეტა მაინც ბასილევსისა და უხუცესთა საბჭოს ხელში იყო.
სახალხო კრებაზე სიტყვით გაოდიოდნენ ბასილევსი და წარჩინებულები
და მათ შორის საკითხის გადასაწყვეტად კამათი იმართებოდა. ისინი
საკუთარ ტომებს წარმოადგენდნენ. თავისუფალი მოსახლეობა უშუალოდ
არ მონაწილეობდა კრების მსვლელობაში და მხოლოდ ყვირილითა და
იარაღის ჟღარუნით ,,აფიქსირებდა’’ თავის პოზიციას. ბასიევსი იყო
კანონმდებელი და ამ კანონების ხალხამდე მიტანაც მას ევალებოდა.ის იდგა
ლაშქრის სათავეში. გარდა ამისა, მას შეთვისებული ჰქონდა ქურუმის
ფუნქცებიც. მათ გვერდით არსებობდა უმაღლესი კოლეგიის მსგავსი
ორგანო, რომელიც განიხილავდა სახალსო კრებაზე წარსადგენ საკითხებს.
ხშირად ბასილევსები ამ ფორმალობებს არ იცავდნენ და ერთპიროვნულად
6

იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ბასილევსის ხელისუფლებას ზურგს


სამხედრო ავტორიტეტი უმაგრებდა ამიტომაც არ იყო ის მტკიცე.

სოციალური და ეკონომიკური ასპექტი

განსახილველ ეპოქაში აშკარად შეიმჩნევა სოციალური


დიფერენცირება და გვაროვნული არისტოკრატიის დაწინაურება.
სამხედრო საქმე კი ერთ-ერთ წამყვანი მნიშვნელობის სფეროდ გადაიქცა.
ამის მიზეზი არის ის, რომ დამანგრეველი ტალღის შემდეგ თითოეული
ტომის წინაშე დადგა თვითგადარჩენის საკითხი, რადგან ისინი ეთნიკურად
მონათესავე სხვა ტომებში მტერს ხედავდნენ. ომში გამარჯვებას იმდენად
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ თუ ბასილევსი მთავარსარდლის
მოვალეობას პირნათლად შეასრულებდა და ეს არ იქნებოდა ერთჯერადი
ხასიათის, მას მოსამართლის ფუნქციებიც ემატებოდა.
სოციალური დიფერენცირება თვალსაჩინოდ არის გამოხატული
შეიარაღების თავისებურებაში. ბასილევსები გამოირჩეოდნენ ამ მხრივ.
ზედა ფენის წარმომადგენელიც უკეთ შეიარაღებული გამოდიოდა, ვიდრე
რიგითი მოლაშქრე.
საზოგადოება გაყოფილი იყო მდიდრებად და ღარიბებად. მდიდრები
ფლობდნენ მიწებს(კლეროსებს). არისტოკრატია უბრალო მეთემეებს მათზე
დაბლა მდგომებად მიიჩნევდა და საკუთარ პრივილეგიებს ღვთაებრივი
წარმომავლობით ხსნიდა. არისტოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას
იძენდა საომარი მოქმედებების დროს, რადგან სიმდიდრის დიდი ნაწილი
მათ ხელში იყო მოქცეული. წარჩინებულები ცდილობდნენ საზოგადოებაზე
გვალენა ჰქონოდათ და ყველანაირად ცდილობდნენ მათი
წინააღმდეგობების დაძლევას. ყოველივე ადასტურებს, რომ ძვ.წ. XI-IX
საუკუნეებს სამართლიანად უწოდეს ,,ბნელი საუკუნეები’’ მიკენური
ცივილიზაციის ფონზე, სადაც უკვე სახელმწიფოებრივი სისტემის ნიშნები
არსებობდა.
რაც შეეხება ეკონომიკას, პირველ რიგში, იუნდა ითქვას, რომ მოცემულ
პერიოდში გარესამყაროსთან კონტაქტი შეწყდა. აქ არ შეინიშნება არც
იმპორტის და არც ექსპორტის კვალი. დორიელთა მიერ ასიმილირებული
საზოგადოება აღარ იყო ჩაბმული ბერძნული ეკონომიკის შექმნაში.
მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდა. ეს არც არის
გასაკვირი. განვითარების საწყის ეტაპზე დაბრუნებულ საზოგადოებას,
მათთვის აუთვისებელ მიწაზე არანაირი სიახის დანერგვის საშუალება არ
მიეცემოდა. იძულებული გახდებოდა დაევიწყებინა ის ცოდნა, რაც მას
სახელოსნო და და სამშენებლო საქმეში ჰქონდა მოპოვებული. ეს კი, თავის
მხრივ, ხსნის მის მოწყვეტას სავაჭრო საქმიანობიდან. ესეიგი საზოგადოების
ეკონომიკური დეგრადირების მიზეზი გახდა არა სასახლის დაცემა, არამედ
მიგრაციები და განვითარების რეგიონალური ხასიათი. ბასილევსების
ცხოვრების დონეც კი მკვეთრად დაეცა მიკენურ ხანასთან შედარებით. მათი
სახლები ხისგან შენდებოდა. ამ ხანაში მომხდარი მთავარი ცვლილება იყო
7

ბრინჯაოს ჩანაცვლება რკინით, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე საგარეო


კონტაქტების არარსებობასა და კალის რესურსების ნაკლებობას
უკავშირდება. რაც შეეხება მეთუნეობას, მას ამ შემთხვევაშიც არ
დაუკარგავს როლი, თუმცა სტილში გარკვეული რეგრესი შეინიშნება.
ამგვარად, ბნელ საუკუნეებად წოდებული ხანა, მართლაც, მძიმე,
მაგრამ, ამავდროულად, გარდამტეხი ეტაპი იყო ბერძნული საზოგადოების
განვითარებაში. დორიელთა მოძრაობის შედეგი- აყვავების გზაზე
დამდგარი კულტურის დაცემა-შედარებით მარტივი დასახასიათებელია,
თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები რთულად ასახსნელი, კომპლექსური
საკითხია. ერთი შეხედვით სიახლეებისგან დაცლილი პერიოდი მაინც ბევრ
კითხვას აჩენს.

გამოყენებული ლიტერატურა

ლორთქიფანიძე ო. ანტიკური არქეოლოგია, თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 1971
ქავთარია გ., ძველი საბერძნეთი, თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2005

SNODGRAS A.M. , The Dark Ages Of Greece, North America, Routledge, 2001
Whitley James, The Archeology Of Ancient Greece,2001
Hurwit M. Jeffrey ., The Art and Cultutre of Early Greece, 1100-480 B.C., 1985

You might also like