You are on page 1of 3

ბერძნულმა ცივილიზაციამ დიდი გავლენა იქონია სხვადსხვა ხალხის კულტურაზე.

ძველბერძნულ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებსაც - ძვ. წ.


VIII-VI საუკუნეებში დიდი ბერძნული კოლონიზაციის დროს, კოლხეთის ტერიტორიაზე
ბერძნული ახალშენები დაარსდა.

Დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხართ ოიკისტი (კოლონიზაციის ექსპედიციის ხელმძღვანელი ).


შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ახალშენის (ფაზისი, დიოსკურია ან
გიენოსი) დაარსებას ხელმძღვანელობდი და გარკვეული პერიოდი იცხოვრე
კოლხეთში. გააკეთე დღიური, სადაც აღწერ სამშობლოდან გამომგზავრების,
ახალშენის დაარსების და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ისტორიას .
სურვილისამებრ, დღიურს დაურთე ილუსტრაციები და კონტურული რუკა.

დღიურში/დღიურის პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

 რა გავლენა იქონია გეოგრაფიულმა გარემომ ბერძნულ კოლონიზაციაზე და


რა შედეგები ჰქონდა მას?

 რამ შეუწყო ხელი კოლხეთში ბერძნული კოლონიების დაარსებას და რა


სოციალურ-კულტურული თავისებურებებით ხასიათდებოდნენ ისინი?

 რა სახელწოდებით აღინიშნებოდა კოლხეთის ტერიტორიზე არსებული


ბერძნული კოლონიები და როგორი ეკონომიკური, სტრატეგიული და
კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა მათ

I ეტაპი: კომპლექსური დავალების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

რესურსი/აქტივობა:

დღიური

II ეტაპი: კომპლექსური დავალების შინაარსი

ნაბიჯი 1. რა გავლენა იქონია გეოგრაფიულმა გარემომ ბერძნულ კოლონიზაციაზე და რა


შედეგი ჰქონდა მას?

რესურსი/აქტივობა:
ბერძნული კოლონიზაცია

დიდი ბერძნული კოლონიზაციის რუკები (რუკა N1)

მე-7 კლასის სახელმძღვანელოები

 მოცემული მასალის საფუძველზე გაეცანით ძველი საბერძნეთის ბუნებრივი


პირობებისა და გეოგრაფიული გარემოს მახასიათებლებს. იმსჯელეთ თუ როგორ
იქონია გავლენა გეოგრაფიულმა გარემომ ბერძნულ კოლონიზაციაზე და რა
შედეგები ჰქონდა მას

Უპასუხეთ შეკითხვებს :

 რომელ ტერიტორიას მოიცავდა ძველი საბერძნეთი?


 როგორ იქონია გავლენა გოგრაფიულმა გარემომ ბერძნულ კოლონიზაციაზე?
 რომელი ზღვები აითვისეს ბერძნებმა დიდი კოლონიზაციის დროს?
 რას ითვალისწინებდნენ ბერძნები კოლონიების დააარსებისას?
 რა არის მეტროპოლია?
 რა არის კოლონია?
 Ამ კითხვების მიხედვით შექმენი სიუჟეტი

ნაბიჯი 2. რამ შეუწყო ხელი კოლხეთში ბერძნული კოლონიების დაარსებას და რა


სოციალურ-კულტურული თავისებურებებით ხასიათდებოდნენ ისინი?

რესურსი/აქტივობა:

 კოლხეთი ბერძნული ახალშენები


 რუკები - ,,დიდი ბერძნული კოლონიზაცია“; (რუკა N2)
 მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო

მოცემული მასალის საფუძველზე, გაეცანით ბერძნების კოლხეთით დაინტერესების


მიზეზებს, რუკის მიხედვით განსაზღვრეთ კოლონიების მდებარეობა და დაახასიათეთ
მათი სოციალურ-კულტურული მდგომარეობა.

Ამ რესურსების მიხედვით უპასუხეთ შეკითხვებს :

 სად მდებარეობდა კოლხეთი?


 როდის და როგორ გაჩნდა პირველი ბერძნული დასახლებები/ახალშენები
კოლხეთში?
რომელი ახალშენები დააარსეს ბერძნებმა კოლხეთის ტერიტორიაზე?
 რომელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს მიერ დაარსდა ახალშენები
კოლხეთის სანაპიროზე?
რას საქმიანობდა ახალშენების მოსახლეობა?
 ნაბიჯი 3. რა სახელწოდებით აღინიშნებოდა კოლხეთის ტერიტორიზე
არსებული ბერძნული კოლონიები და როგორი ეკონომიკური, სტრატეგიული
და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა მათ

რესურსი/აქტივობა:

ბერძნული კოლონიების ისტორია

მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო

 ბერძენ ავტორთა ცნობებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით,


დაასახელეთ კოლხეთის ბერძნული კოლონიების სახელწოდებებს,
იმსჯელეთ მათ ეკონომიკურ, სტრატეგიულ და კულტურულ
მნიშვნელობაზე
 Უპასუხეთ შეკითხვებს

.
 ბერძნულ ახალშენებს შეუსაბამე თანამედრვე ქალაქები.
 წყაროების მიხედვით, მეურნეობის რომელი დარგები იყო განვითარებული
კოლხეთში?
 რით ვაჭრობდნენ ბერძნები და კოლხები ერთმანეთთან?
 რატომ იყო ვაჭრობა სასარგებლო ორივე მხარისთვის?

 გარდა ბერძნებისა, რომელ ქვეყნებთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობა


კოლხებს?
 განსაზღვრეთ როგორ და რატომ იყრიდა თავს ფაზისსა და დიოსკურიაში
მრავალ ენაზე მოსაუბრე ადამიანები? გამოთქვით ვარაუდი, რომელ ენაზე
ახერხებდნენ ისინი ერთმანეთში კომუნიკაციას?
 რატომ მოიჭრა პირველი ფული ბერძნული კოლონიზაციის პირობებში ?
 რა მნიშვნელობა ჰქონდა კოლხური თეთრის არსებობა ახალშენებისათვის?
 გამოთქვი მოსაზრება, კოლხეთის სანაპიროზე ბერძნული ახალშენების
დაარსება ადგილობრივი მოსახლეობისთვის დადებითი მოვლენა იყო თუ
უარყოფითი?

You might also like