You are on page 1of 37

ქართული ენა 1.

თემა 1. ქართული ენა, როგორც ქართველთა საერთო ეროვნული ენა


ა. ქართველი ერის (ქართველების, სვანების, მეგრელ-ჭანების, იმავე ზანების, იმავე
კოლხების) ერთიანი საერთო ეროვნული ენა არის ქართული. იგი ქართველურ ტომთა
სასაუბრო ენაცაა და სამწერლობოც. სამწერლობო ენას სალიტერატურო ენასაც უწოდებენ.
Aამ ენაზე იწერება სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა,
გამოდის ჟურნალ-გაზეთები.. ამ ენაზე წარმოებს ყველა საგნის სწავლება საქართველოს
Yყველა ტიპისა და საფეხურის სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში.. ამ ენაზე
მიმდინარეობს საქმის წარმოება სახელმწიფო დაწესებულებებში. მრავალი საუკუნის
განმავლობაშე ქართულ ენაზე მიმდინარეობს ღვთისმსახურება ქართულ ეკლესიებში. ერთი
სიტყვით, ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. მის უფლებებს განსაზღვრავს
საქართველოს კონსტიტუცია.
ქართული სამწერლობო ენა ერთ-ერთი უძველესი, უმდიდრესი და
მაღალგანვითარებული ენათაგანია. Mმას სულ მცირე 1500 წლის ისტორია მაინც აქვს.
ქართულ ენაზე ძველთაგანვე შექმნილა მდიდარი სასულიერო, მხატვრული, ფილოსოფიური
და სხვა სახის ლიტერატურა.
ქართული სამწერლობო ენა მშობლიურია სხვა ქართველური ტომებისთვისაც. სხვა
სამწერლობო ენა ქართველ ხალხს არ მოეპოვება. ქართველური ტომები უხსოვარი
დროიდან კომპაქტურად ესახლნენ ერთ საერთო მიწა-წყალზე, საიდანაც იწყება მათი
ერთობის შეგნება, რაც ენობრივი ერთიანობითაც იყო განპირობებული (შ. ძიძიგური).
ქართული ენის, როგორც ეროვნული საუნჯის, მიმართ ქართველმა კაცმა იმითაც
გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ მას დედა ენა უწოდა. Eენის დაკავშირება დედის
ცნებასთან ერის ცხოვრებაში მისი როლის მანიშნებელიცაა.
ქართულ ენას, როგორც ძვირფას ეროვნულ საუნჯეს ხოტბა-დიდებას ასხამდნენ
ძველთაგანვე. ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო ძეგლია ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა
ენისაჲ”, რომლის ავტორობასაც მიაწერენ X საუკუნის ცნობილ მოღვაწეს_იოანე ზოსიმეს.
თუმცა ქართველთმცოდნეობაში არის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ხსენებული
ჰიმნი გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდრე X საუკუნეა და იოანე ზოსიმე ოდენ გადამწერია
(მჩხრეკელია) მისი.
ჩვენი ერის ღირსეული შვილები ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ მშობლიურ
ენას. ვინც მშობლიურ ენას არ აფასებს, პატივს არ სცემს, აკნინებს მის მნიშვნელობას და
უპირატესობას სხვა, უცხო ენებს ანიჭებს, იგი ფეხქვეშ თელავს თავისი ხალხის უძვირფასეს
საუნჯეს, ღალატობს თავის ქვეყანას. ,,მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის”- ბრძანებდა დიდი
ილია. ,,ერის ცხოვრება, მის ისტორია დაცულ არს ენით... რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას”-გვმოძღვრავდა უფრო ადრე გრიგოლ ორბელიანი.
რა შეხედულებები იცით ქართველურ ენათა მ- აცხადებდა იაკობ გოგებაშვილი. დიახ,
ქართული ენა ქართველთა მეობის, იდენტობის უპირველესი ნიშანია. ეს განსაკუთრებით
კარგად ჩანს, როდესაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცნობიერებას დავაკვირდებით.
მათი გაგებით, ქართველია ის, ვინც ქართული იცის. მათთვის ქართული ცოდნა, ეროვნული
კუთვნილების უპირველესი, თუ ერთად-ერთი არა, ნიშანია.
ცნობილი მეცნიერი, მრავალი ენის მცოდნე, აკადემიკოსი ნიკო მარი მაღალ შეფასებას
აძლევდა ქართული ენის შესაძლებლობებს: ,,ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც
დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რა გინდ რა ენით”. ქართული ენა არის ,,მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცოცხალი სამწერლობო ენა”.
,,ქართულ ენაში ასახულია.. მისი შემქმნელი და მატარებელი ხალხის წარსული, აწმყო
და მომავალი, მისი ზნეობრივი და გონებრივი ცხოვრება”- მიუთითებდა აკადემიკოსი
ვარლამ თოფურია. სხვა სიტყვებით ეს აზრი შეიძლება ასე გამოითქვას: ქართული ენა არის
ქართველი კაცის მიერ შექმნილი სამყაროს ხატი, სამყაროს სურათი, მისი მსოფლგანცდა.
ენაში უკუფენილია ერის ისტორია. იგი არის ცოცხალი მოწმე საუკუნეთა სიღრმიდან
გამოვლილი წინაპართა ცხოვრებისა, მამა-პაპათა სისხლით დაცული და მისივე არსებობის
პირველწყარო.
ილია ჭავჭავაძის სიტყვებითვე დავასრულებთ: ,,ქართველებისათვის ,,დედა” მარტო
მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა ენას” ეძახის, უფროს ქალაქს ,,დედა
ქალაქს”, მკვიდრს და ბოძს სახლისას-,,დედა ბოძს”, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს-,,დედა
ბურჯს”, სამთავრო აზრს-,, დედა აზრს”, გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი-,,გუთნის დედას”.
მოყვანილი ამონარიდები კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ ქართველი მოღვაწეები მშობლიურ ენას _ დედა ენას. ქართული ენის
შესაძლებლობების წვდომა, მისი ღრმად დაუფლება, ქართველი კაცის ღირსების საქმეა, მისი
გაფრთხილება და მოვლა კი _ უპირველესი მოვალეობა.

ბ. ქართული ენის ადგილი მონათესავე იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის

ქართული ენა შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში. იგი


მიეკუთვნება ,,ქართველურ ენათა ჯგუფს”, რომელსაც ,,სამხრულ კავკასიურ ენათა ჯგუფსაც”
უწოდებენ. ამ ჯგუფის ენებია: ქართული, მეგრულ-ჭანური, და სვანური. მეგრულ-ჭანურის
საერთო სახელია კოლხური, უფრო ადრე კი იხმარებოდა ტერმინი ზანური. ბარემ ვიტყვით,
რომ ზოგიერთ მეცნიერს მეგრული და ჭანური დამოუკიდებელ ენებად მიაჩნია და აქედან
გამომდინარე გამოყოფს ოთხ ქართველურ ენას: ქართული, სვანური, მეგრული და ჭანური (გ.
კატროზია). თანამედროვე ლინგვისტურ ქართველოლოგიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ არ
არსებობს არავითარი სამი თუ ოთხი ქართველური ენა, ქართული, სვანური და კოლხური
საერთოქართველური ენის დიალექტებია მხოლოდ (ტ. ფუტკარაძე). ჩვენ ვიზიარებთ
ტრადიციულ მოსაზრებას, რომ უნდა გამოიყოს სამი (თუნდაც ოთხი) ქართველური ენა
თავისი ტერიტოტიული დიალექტებით.
დღეს მსოფლიოში 5651 ენას ითვლიან (მონაცემი აღებულია
გერმანული ,,ლინგვისტური ცნობარიდან”), აქედან ოთხი ათასზე მეტი ცოცხალია. მათში
გამოყოფენ საერთო წარმოშობის ენებს, რომელთაც მონათესავე ენებს უწოდებენ. ისინი, ერთი
შეხედულების თანახმად, მომდინარეობენ საერთო წინარე ენისაგან, ანუ პრაენისაგან, იგივე
ფუძე ენისაგან. ეს ენები გარკვეულ ისტორიულ პირობებში დაშორდნენ ერთმანეთს და
დამოუკიდებელ ენებად იქცნენ, მაგრამ შეინარჩუნეს ზოგიერთი საერთო ნიშანი. საერთო
წარმოშობის ენები ქმნიან მონათესავე ენათა ოჯახებს. თითოეულ ენათა ოჯახში კი
გამოყოფენ ერთმანეთთან ახლოს მდგომ ენათა ჯგუფებს. Aასე მაგალითად: იბერიულ-
კავკასიურ ენათა ოჯახში გამოყოფენ აფხაზურ-ადიღეურ, ქისტურ-ბაცბურ, დაღესტნის
ხალხთა და იბერიულ, ანუ ქართველურ ენათა ჯგუფებს. ქართველურ ენათა მონათესავე
ენად ზოგიერთი მკვლევარი პირენეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ბასკების ენასაც
მიიჩნევს. ზოგიერთის (ი. ზიცარი) აზრით, იგი მეხუთე ქართველური ენაა. თუმცა ბასკურ-
ქართული ნათესაობის საკითხი დღემდე ჰიპოთეზად რჩება.
მე-19 საუკუნიდან ენათმეცნიერებს არაერთხელ უცდიათ გაერკვიათ ქართველურ
ენათა სხვა ენებთან ნათესაობის საკითხი. გამოითქვა მრავალი ურთერთგამომრიცხავი
მოსაზრება. ზოგი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ქართველური ენები ენათესავება ინდო-
ევროპულ ენათა ოჯახში შემავალ ინდურ ენათა ჯგუფს (მარი ბროსე, ფრანც ბოპი), ზოგი კი
მათ უკავშირებდა თურანულ-თურქულ (თათრულ) ენებს (მაქს მიულერი), ზოგი კიდევ
ქართველურ ენებს სემიტურ ენათა ნათესავად თვლიდა (ნიკო მარი). იტალიელმა ლორენცო
ერვასიმ კი ქართველური ენები ბერძნულსა და ლათინურს დაუკავშირა და მიუთითა
ევროპელ და კავკასიის იბერთა ნათესაობაზე.
1864 წელს გამოითქვა მოსაზრება, რომ კავკასიური ენები არ უკავშირდება არც ინდო-
ევროპულ და არც ურალურ-ალათაურ ენებს. ისინი, მსგავსად ბასკურისა, წარმოადგენენ
გადმონაშთს ენათა იმ დიდი ჯგუფისა, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიასა და მის
სამხრეთით, ვიდრე აქ დამკვიდრდებოდნენ არიული და სხვა წარმოშობის ხალხები
(ფრიდრიხ მიულერი). Eეს მოსაზრება გაიზიარა ალ. ცაგარელმა,-პეტერბურგის
უნივერსიტეტის პროფესორმა.
კავკასიურ ენათა თავდაპირველ ბუნებასა და ნათესაობას ფუნდამენტური გამოკვლევა
მიუძღვნა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. იგი მიუთითებდა, რომ ქართველებისა და
მთის კავკასიელი ტომების შორეული წინაპრები იყვნენ მონათესავე ტომები, რომელთაც
ერთი საერთო ენაც უნდა ჰქონოდათ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, იბერიულ-კავკასიურ
ენათა ოჯახში შემავალი ენები ნაშთია ოდესღაც მრავალრიცხოვან ენათა ოჯახისა, რომელიც
გავრცელებული იყო კავკასიის მიწა-წყალზე და მის სამხრეთით, წინა აზიისა და ხმელთაშუა
ზღვის აუზში ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქ დამკვიდრდებოდნენ ინდოევროპულ, სემიტურ და
ურალურ-ალათაურ ენებზე მოლაპარაკე ხალხები. ესენი იყვნენ წინა აზიის ძველი
ცივილიზაციის შემქმნელები-ხეთები, ურარტუელები, შუმერები, ელამები და სხვები.
თანამედროვე ლინგვისტიკაში ქართველურ ენათა ნათესაობის საკითხზე ორი
თვალსაზრისი უპირისპირდება ერთმანეთს. 1). ქართველური ენები ენათესავება მთის
კავკასიურ ენებს (არნოლდ ჩიქობავა, ივანე ჯავახიშვილი...); 2). ქართველური ენები
ენათესავება ინდო-ევროპულ ენებს. (ტიპოლოგიურ მსგავსებას ავლენენ წინარე
ინდოევროპულ ენებთან). თამაზ გამყრელიძემ და გივი მაჭავარიანმა შრომაში “სონანტთა
სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში” (1966)_ბგერათშესატყვისობის საფუძველზე
მოძებნეს პარალელური მოვლენები ქართველურსა და წინარეინდოევროპულ ენებში.
ტიპოლოგიური პარალელები აღმოჩნდა გრამატიკაშიც. კერძოდ,OD თამაზ გამყრელიძემ და
ვიაჩესლავ ივანოვმა პრაინდოევროპული ენის რეკონსტრუქციით აღმოაჩინეს ამ ენათა
სტრუქტურული მსგავსების ხელშესახები მაგალითები. ამასვე ადასტურებს ინდოევროპული
ენიდან ქართველურ ენებში დამკვიდრებული სიტყვები: სისხლი, ეშვი, უღელი, მატლი,
თიხა, მკერდი, ქმარი, თხა, დევს, კრეფს, ალაგია და მისთ. Dდადასტურდა პირუკუ
შემთხვევებიც. აღმოჩნდა, რომ წინარეინდოევროპული რასა ჩამოყალიბდა იმავე არეალში,
სადაც წინარექართველური. ესაა წინა აზია. იგივე არეალი ითვლება თანამედროვე
ცივილიზაციის აკვნადაც, რომლის შექმნაშიც, ჩანს, ქართველთა წინაპრებიც
მონაწილეობდნენ.
როგორც ვხედავთ, ქართველურ ენათა ნათესაობის შესახებ სპეციალურ
ლიტერატურაში არსებულ ორივე მოსაზრებას აქვს საფუძველი და, გამომდინარე აქედან,
არსებობის უფლებაც.
აქვე აღვნიშნავთ, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში არ შედის კავკასიაში
ამჟამად მცხოვრები ყველა ხალხის ენა. კერძოდ, სომხური და ოსური ენები შედიან
ინდოევროპულ ენათა ოჯახში, ხოლო აზერბაიჯანული_ალათაურ (თურქულ-თათრული)
ენათა ოჯახში.A
გ. ქართული სალიტერატურო ენა, მისი შესწავლის მდგომარეობა და ამოცანები.
ორიოდ სიტყვით შევეხოთ ქართული ენის შესწავლის მდგომარეობასაც. მე-18 საუკუნიდან
იღებს სათავეს ქართული ენის შესწავლის ისტორია. ამ პერიოდიდან ჩნდება პირველი
ქართული გრამატიკები: ზურაბ შანშოვანი, ანტონ პირველი კათალიკოსი, გაიოზ რექტორი,
იოანე ქართველიშვილი, სოლომონ დოდაშვილი, მ. ბროსე, დიმიტრი ყიფიანი, პლ.
იოსელიანი, დ. ჩუბინაშვილი, პ. კვიცარიძე, თ. ჟორდანია, ს. ხუნდაძე, მ. ჯანაშვილი... და
ქართული ენის გრამატიკის სხვა ავტორები ცდილობდნენ, აღეწერათ ჩვენი ენის სტრუქტურა
და მოეცათ მისი დახასიათება, რამდენად შეძლეს ეს მეორე საქმეა. მცდელობა ნამდვილად
იყო და საკმაო წარმატებულიც. ცალკე უნდა აღინიშნოს სულხან საბა ორბელიანის (1658-
1725) დამსახურება ქართული ენის ლექსიკის შესწავლის საქმეში. იგი არის ავტორი ცნობილი
შრომისა: ,,სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი’’. სულხან საბას ,,სიტყვის კონა’’
არის ერთ-ერთი საინტერესო ცდა ქართული ლექსიკის შესწავლისა, იმდენად წარმატებული,
რომ მას დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული ინტერესი. სულხან საბას კვალს მომდევნო
პერიოდში გაყვნენ ნ. ჩუბინაშვილი, ავტორი შრომისა ,,ქართული ლექსიკონი რუსული
თარგმანითურთ’’ და დ. ჩუბინაშვილი შრომით ,,საუნჯე ქართულისა ენისა, ქართულ-
რუსული ლექსიკონი’’. ჩვენ აქ შეგნებულად არ ვეხებით ადრეული პერიოდის შრომებს
(სიტყვაჲ ართრონთათვის), უცხოელი ავტორების (ფ. მაჯოს, სტ. პაოლინისა და ნ. ირბახის...
… პირველ გრამატიკულ ნაშრომებს) ღვაწლს ქართული ენის შესწავლის საქმეში.
ცალკე უნდა აღნიშნოს ქართული ენის კვლევა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც
ჩაეყარა საფუძველი ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას. სხვადასხვა დროს აქ
მოღვაწეობდნენ ალ. ცაგარელი, დ. ჩუბინაშვილი, ნ. მარი და სხვა მკვლევრები.
განსაკუთრებულია ნ. მარის დამსახურება ქართული ენისა და, ზოგადად, ქართული
კულტურის შესწავლის საქმეში. იგი არის მრავალი შრომის ავტორი ქართული ენის შესახებ.
გამოვყოფთ მის ,,ძველი სალიტერატურო ქართული ენის გრამატიკასა’’ (ლენინგრადი 1925,
რუსულ ენაზე) და ,,ქართულ ენას’’ (თანაავტორი მ. ბრიერი, ფრანგულ ენაზე, პარიზი, 1931
წ.). პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიზარდნენ ქართველ ენათმეცნიერთა მთელი თაობა,
რომლებმაც თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მოღვაწეობა განაგრძეს
სამშობლოში: ი. ყიფშიძე, აკ. შანიძე, კ. დუნდუა, თავად ივანე ჯავახიშვილი, რომლის
სამეცნიერო ინტერესებში სხვა პრობლემებთან ერთად შედიოდა ქართული და კავკასიური
ენების საკითხებიც.
თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ ქართული ენის შესწავლის ახალი ეტაპი
დაიწყო. პირველ ქართულ უნივერსიტეტში ქართული და ქართველური ენების კვლევა მყარ
ნიდაგზე დადგა. უნივერსიტეტში მოიწვიეს იმხანად ახალგაზრდა მკვლევრები მსოფლიოს
სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (ი. ყიფშიძე, გ. ახვლედიანი, აკ. შანიძე), რომლებმაც შექმნეს
ქართული საენათმეცნიერო აზრის პირველი ტრადიცია. უნივერსიტეტში გაიზარდნენ
ქართველ ენათმეცნიერთა თაობები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
ქართული ენის შესწავლის საქმეში, ესენია: არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია და სხვები,
რომლებმაც შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას და
გახდნენ მისი პირველი მოწვევის აკადემიკოსები. მათ კვალს გაყვნენ უნივერსიტეტის
აღზრდილები: გ. წერეთელი, ქ. ლომთათიძე, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი და სხვ. გასული
საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლები
(ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი,
ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სოხუმის, თელავის, გორის,
სტალინირის, ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი...), რომელთა
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრებზე წარმოებდა ქართული ენის სწავლება და
კვლევა.
გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
ქართული ენის კვლევის საქმეში თბილისის უნივერსიტეტს გვერდში დაუდგა საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტები.
ქართული ენის შესწავლის საქმე მყარ ნიადაგზე დადგა. შეიქმნა აკ. შანიძის ,,ქართული
გრამატიკის საფუძვლები’’ (1930 წ. ბოლო რედაქცია 1973 წელი), ეს იყო ქართული ენის
პირველი სისტემური აღწერის ცდა. 1950-1964 წლებში შეიქმნა ,,ქართული ენის
განმარტებითი ლექსიკონი’’ 8 ტომად, მთავარი რედაქტორი აკად. არნ. ჩიქობავა (ამჟამად
მუშავდება ლექსიკონის ახალი რედაქცია, გამოიცა 2 ტომი. მთ. რედაქტორი საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთ. არაბული). ქართული ენის
შესწავლის საქმეს დიდი ამაგი დადვეს: აკ. შანიძემ, არნ. ჩიქობავამ, ქ. ლომთათიძემ, თ.
გამყრელიძემ, გ. მაჭავარიანმა, გ. როგავამ, შ. ძიძიგურმა, ივ. ქავთარაძემ, არ. მარტიროსოვმა,
თ. უთურგაიძემ, ბ. ჯორბენაძემ და მრავალმა სხვა მკვლევარმა, რომელთა ღვაწლის დაფასება
აქ შეუძლებელია. დაიწერა ათასეულობით სამეცნიერო გამოკვლევა და მონოგრაფია,
დაცული იქნა ასეულობით დისერტაცია. და ბოლოს ვიტყვით, რომ ქართული ენის კვლევის
ერთი ეტაპის შეჯამებაა ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი ,,თანამედროვე ქართული
ენის მორფოლოგია’’, სალიტერატურო ენა (პროფ. გიორგი გოგოლაშვილის რედაქციით). ეს
არის წიგნი, რომელშიც კარგად წარმოჩნდა ქართული ენის შესწავლის თანამედროვე
მდგომარეობა; ეს არის წიგნი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა ქართული საზოგადოება.
ქართული ენის შესწავლა დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობდა, ახალი
პერსპექტივები იშლება ჩვენი ენის შესწავლისა სამომავლოდაც. ქართული ენის კვლევა
რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს: ა. ძველი, საშუალი და ახალი ქართული
სამწერლობო ენის კვლევა; ბ. ქართული და ქართველური დიალექტების კვლევა (სისტემური
აღწერა), განსაკუთრებით საშურია დიალექტური ლექსიკის აღწერა. ამ მიმართებით ჯერ
კიდევ ბევრია გასაკეთებელი. გ. ქართული ენის ელექტრონული კორპუსის დამუშავება და დ.
ქართული ენის მანქანური კვლევა... ქართული ენის შესწავლის გზაზე ბევრი გაკეთდა, წინ
დიდი ასპარეზია მომავალი თაობებისათვის. ენა ხომ ამოუწურავი საუნჯეა.

დ. ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი და მისი განვითარების საფეხურები.

ქართული უძველესი სამწერლობო ენაა. პირველი ქართული წერილობითი ძეგლები V


საუკუნით თარიღდება, მაგრამ ირკვევა, რომ ამ დროისათვის უკვე არსებობს
სალიტერატურო ენა.
ქართული სალიტერატურო ენის პერიოდიზაციის საკითხი გარკვეულ
სირთულეებთანაა დაკავშირებული. მასზე სპეციალისტთა შორის დღემდე არაა აზრთა
ერთიანობა. სალიტერატურო ენის განვითარებაში მეცნიერთა ერთი ჯგუფი გამოყოფს სამ
პერიოდს: 1. ძველი ქართული სალიტერატურო ენა (V-XI სს); 2. ახალი ქართული
სალიტერატურო ენა (XIX- XXIსს. ); 3. XII-XVIII საუკუნეების ქართული სალიტერატურო ენა
კი წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ძველი ქართულიდან ახალი ქართულისაკენ, მას
საშუალ ქართულს უწოდებენ. ამ დაყოფის მოთავე არის აკად. აკაკი შანიძე. იგი შენიშნავს,
რომ ,,აღნიშნული დაყოფა, რა თქმა უნდა, მიახლოებითია. ზედმიწევნილობითი საზღვრის
დადება ძველსა, საშუალსა და ახალ ქართულს შორის არ შეიძლება”. ქართული
სალიტერატურო ენის განვითარებაში სამი საფეხურის გამოყოფას ემხრობიან პროფ. ივ.
ქავთარაძე, აკად. კ. კეკელიძე, პროფ. ზ. ჭუმბურიძე, გ. დეეტერსი და სხვანი.
მკვლევართა მეორე ჯგუფი კი სალიტერატურო ქართულის განვითარებაში ორ
პერიოდს გამოყოფს: ძველი ქართული ენა (V-XI სს.) და ახალი ქართული სალიტერატურო
ენა (XII-XXI). ასეთი დაყოფის მომხრეა აკად. არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, საშუალი
ქართულის ცალკე გამოყოფა არაა გამართლებული...,,ახალი ქართული სალიტერატურო ენა
ისახება მეთორმეტე საუკუნიდან (ნ. მარი, ს. გორგაძე), მეხოტბეთა (შავთელი, ჩახრუხაძე),
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” ენა უკვე აღარაა ძველი ქართული’’ (არნ. ჩიქობავა).
ძველი ქართული მკვეთრად ჩამოყალიბებული სახის მქონე სალიტერატურო ენაა.
გრამატიკულად ამ პერიოდის ქართულს ახასიათებს ხანმეტობა და ჰაემეტობა. მოღწეული
ძეგლები ძირითადად სასულიერო ხასიათისაა. XII საუკუნიდან იწყება ქართული
სალიტერატურო ენის განვითარების ახალი პერიოდი. სალიტერატურო ენა დაუახლოვდა
ხალხის სასაუბრო ენას. იგი შედარებით გამარტივდა და უფრო გასაგები გახდა მასებისათვის.
ამ პერიოდში იქმნება ,,ვეფხისტყაოსანი’’, რომლის ენის ხალხურობა, მუსიკალურობა და
რიტმულობა, სიტყვათქმნადობა და მხატვრულ ფორმათა სიუხვე კარგად გამოავლენს
ქართული ენის შესაძლებლობებს. Pპოემამ უდიდესი გავლენა მოახდინა მომდევნო
პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაზე.
,,ვეფხისტყაოსნით’’ დაწყებული სალიტერატურო ქართულის სასაუბრო ენასთან
დაახლოების ტრადიცია გრძელდება XVI_XVII საუკუნეებშიც, _ თეიმურაზ პირველისა და
არჩილ მეფის, შემდგომ კი სულხან-საბასა და დავით გურამიშვილის (XVIIIს.)
შემოქმედებაში. Bანტონის სკოლის ბრმა მიმბაძველობით XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან XIX
ს-ის 60-იან წლებამდე ქართული სალიტერატურო ენა ასცდა ბუნებრივი განვითარების გზას.
ქართული სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის პროცესი კიდევ უფრო შორს
წავიდა XIX ს-ში,- 60-იან წლებში. ერთიანი ქართული სალიტერატურო ენისათვის ბრძოლას
სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე. ,,ენა საღვთო რამ არის, საზოგადო ცხოვრებაა, მაგას კაცი
ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს... ენას კანონსა თვითვე ენა აძლევს და არა რაიმე
თეორეტიკა... ხალხია ენის კანონის დამდები...’’ ბრძანებდა დიდი ილია.
სალიტერატურო ქართულის პრობლემებზე XIX ს-ის სამოციან წლებში გაიმართა ცხარე
პაექრობა, რომელიც ისტორიაში ,,მამათა და შვილთა შორის ბრძოლის’’ სახელითაა
ცნობილი. ილია ,,მეთაურობდა’’ ,,შვილთა’’ ბანაკს. Mმის გვერდით იდგნენ ახალი თაობის
სხვა წარმომადგენლები: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი
მესხი...,,ქართული ენა ინახება ხალხში, იქ არის ენის სალაროო’’-წერდა აკ. წერეთელი.
,,მამათა’’ ბანაკს ძველი თაობის ბევრი მესვეური უჭერდა მხარს. კამათში
მონაწილეობდნენ: ბარბარე ჯორჯაძე, ვახტანგ ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანი და
სხვანი. ,,ბრძოლა’’ ,,შვილთა’’ გამარჯვებით დამთავრდა. ქართული სალიტერატურო ენა
დაუბრუნდა განვითარების ბუნებრივ გზას. გაღრმავდა სასაუბრო ენასთან დაახლოების
პროცესი. ამავე პერიოდში დასრულდა ახალი ქართული სალიტერატურო ენის
ჩამოყალიბება.

დ. ანტონ პირველის როლი ქართილი სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის


საქმეში. უფრო ვრცლად გავიხილოთ XVIII-XIX სს.-ში განვითარებული მოვლენები.
პეტერბურგიდან საქართველოში მომავალ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს, მიუახლოვდა რა
სამშობლო ქვეყნის სანახებს, მწარე ფიქრები აეშალა: ,,როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და
როგორ შემეყრება იგი მე... რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე? ვინ
იცის, იქნებ ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულს და
აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგან ჩემში
მაინცდამაინც ჩემი ქვეყნის დვრიტაა დადებული... გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს
და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ, იმის სიტყვასაც და ენასაც
გავიგებ, იმიტომ რომ მამულის შვილი ყურს უგდებს განა მარტო ყურითა, გულითაცა,
რომლისთვისაც დუმილიც გასაგონია..." (ილია, II, 1988.:14).
და მიიღო მამულმა ახალგაზრდა შვილი, თავისი დარდი და მწუხარება გაუზიარა,
გულში ჩაახედა და მომავალ საკეთებელზეც მიანიშნა.
ილია შეწუხდა..
,,რას უნდა შეეწუხებინა მოაზროვნე ქართველი?" - სვამს კითხვას ვ. ნოზაძე და თავადვე
პასუხობს: ,,საქართველოს და მის მდგომარეობას".
და მაინც რა მდგომარეობაა იმხანად?
,,ქვეყნის ერთიანობა დარღვეულია, ეროვნული გრძნობა დაჩლუნგებული".
დაცემული ვინაობის აღდგენა გახდა ილიასა და მისი თაობის უწმინდესი მიზანი.
შემთხვევითი არაა, რომ მწერალი ლელთ-ღუნიას ათქმევინებს: ,,ადრი¬’და ავად თუ კარგად
ჩვენ ჩვე’ნი თა’ვნი ჩვენა’დვე გვეყუ’დნეს, მით ი’ყვის უკედ..." (ილია, II, 1988.:30). სწორედ
მოხევის ამ სიტყვებმა მგზავრის ,,გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა..."
დაცემული ვინაობის აღდგენა მოქმედებას, ბრძოლას მოითხოვდა. ბრძოლისათვის კი
ქართველი ერი ჯერ მზად არ იყო. საჭირო იყო ერის მომზადება ეროვნულ-
განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის. საამისოდ კი ბევრი რამ იყო გასაკეთებელი.
მაინც საიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის გულშემატკივარმა მოღვაწემ?
მაინც რა არის ის ძალა, რომელიც გადაგვარებისაგან იხსნის ერს?
რა არის ის ,,არსებითი ეროვნული ნიშანი, რომელიც ააღორძინებს ეროვნული
თვითშეგნების მივიწყებულ სულისკვეთებას, თავის ადგილს მოუპოვებს ქართველებს სხვა
ერებს შორის და ამით დაანახვებს საკუთარ თვითმყოფობას?" (ბ. ჯორბენაძე, 1987.: 32).
ესა და სხვა მრავალი კითხვა დაისვა ახალგაზრდა მოღვაწის წინაშე. ეს კითხვები
პასუხსა და შემდეგ მოქმედებასაც მოითხოვდა. არც ერთი არ იყო იოლი. პასუხის გაცემას
კიდევ მოახერხებდა კაცი, საქმე კი ძნელზე ძნელი იყო.
კარგად ესმოდა ილიასა და მის თაობას, რომ ერის აღორძინებისა და სულიერი
აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება ენის ერთობაა. თუნდაც იმიტომ, რომ ერის
სულიერი მოღვაწეობა უპირველესად ენაში აისახება.
არაა შემთხვევითი, რომ ერის გადაგვარების მოსურნენი იერიშს პირველად ეროვნულ
ენაზე მიიტანენ, რადგანაც კარგად იციან, რომ ენის დაკნინება და დაცემა ერის სულიერ
დაცემას მოასწავებს.
ილიას საუკუნეში (არც იქამდე და არც შემდეგ) შესაბამისი მაგალითების დაძებნა არ
გაგვიჭირდება. გავიხსენოთ თუნდაც რუსი მოხელის, კირილე იანოვსკის მოღვაწეობა;
იანოვსკისა, რომელიც ცდილობდა საქართველოში სკოლიდან გაედევნა ქართული ენა.
ზოგჯერ ახერხებდა კიდეც. მისი მოღვაწეობის შედეგი იყო თუნდაც ის, რომ XX საუკუნის
დასაწყისის საქართველოში გიმნაზიაში ქართული ენა არ ისწავლებოდა (მაგალითისათვის:
აკ. შანიძეს გიმნაზიის ატესტატში შესწავლილ საგანთა შორის ქართული ენა არ უწერია. იხ. კ.
დანელია, ზ. სარჯველაძე, 1987.:12).
იმდროინდელმა მოღვაწეებმა გამოააშკარავეს ცარიზმის ერთგული მოხელის ზრახვები
და შესაბამისი პასუხიც გასცეს, - პასუხი გაბედული, მართალი და მეცნიერულად
დასაბუთებული.
მაგრამ ეს არაა ახლა მთავარი.
მთავარი ისაა, რომ კ. იანოვსკი ჭკვიანი მოხელე იყო და კარგად უწყოდა, რასაც
აკეთებდა. მისი ღვაწლი რუსეთში არ დარჩენიათ შეუმჩნეველი:
,,განსვენებულის განსაკუთრებული დამსახურება ის გახლავთ, რომ მან გრუზინიზმი
და პანგრუზინიზმი დაამარცხა და დათრგუნა" - ითქვა მისი გარდაცვალების შემდეგ
პეტერბურგში პედაგოგიური საზოგადოების სხდომაზე. ,,პანგრუზინიზმი კი ქართველებს
თურმე იმით გამოუხატავთ, რომ ქართული ენის შემოღება და გავრცელება მოუნდომებიათ
გურიასა და სამეგრელოში" (იხ. აკ. ბაქრაძე, 1987.:8).
მაგრამ ეს მოგვიანებით იყო. იქამდე დიდი გზაა გასავლელი.
ჯერ ქართული ენა ქართველთა შორისაა დაკნინებული. კარგად შენიშნავს ბ.
ჯორბენაძე: ,,დარბაისლური მეტყველება გარმიანული ჟარგონით იცვლება, ენა კარგავს
ეროვნულ ნიშატს, ივსება ბარბარიზმებით, იფიტება, მოუქნელი, მყიფე ხდება" (ბ. ჯორბენაძე,
1987.: 32).
მამათა თაობამ ვერ მოუარა ქართულს. ილია საყვედურობს ,,მამებს":
,,ის არ ხართ თქვენა,
რომ ღვიძლი ენა
ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაფხვრელად?!
შიშით არც კარში
და აღარც სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.
,,ენა მაღალი,
მის სიღრმე, ძალი",
ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა,
პირველ თქვენგანმა,
იმა ბედშავმა,
მას მკვდრის სუდარა გადააფარა" (ილია, I, 1987.:144-145).
სალიტერატურო ქართული შველას ითხოვდა. საფრთხე ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში
იგრძნეს ქართველმა მოღვაწეებმა. ქართული სამწერლობო ენის პირველი რეფორმა ანტონ
კათალიკოსის სახელთანაა დაკავშირებული. ამ რეფორმის თეორიულ საფუძვლად იქცა ე.წ.
სამი სტილის თეორია, რომელიც ძველ საბერძნეთში შეიქმნა და გავრცელება პოვა მრავალ
ქვეყანაში. რუსულის გზით მან საქართველოშიც შემოაღწია.
წინასწარ აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა სტილი ანტონამდეც არსებობდა საქართველოში.
ანტონმა არსებული ტრადიციის გათვალისწინებით მისი თეორიული დასაბუთება სცადა.
თუ რამდენად მოახერხა იგი, სხვა საქმეა. ანტონი ფაქტობრივად პირველი მკვლევარი იყო,
ვინც ამ ურთულეს პრობლემას შეეჭიდა.
ქართული სალიტერატურო ენის ისტორიიდან ცნობილია, რომ XI საუკუნიდან
ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდა საეკლესიო მწერლობის არქაული ენა და საერო
მწერლობის ცოცხალ მეტყველებასთან დაახლოებული სალიტერატურო ენა. სამაგალითოდ
სულხან-საბას შემოქმედებაც კმარა. ანტონამდე სულხანი ოსტატურად იყენებდა სხვადასხვა
სტილს, ნაწარმოების ხასიათის გათვალისწინებით. ივ. გიგინეიშვილი შენიშნავდა: ,,საბა
ორბელიანი, ავტორი ,,სიბრძნე სიცრუის წიგნისა", რომლის ენა არსებითად ახალი
ქართულია, თხზულებას ,,სწავლანი ანუ ქადაგებანი" ძველი ქართული სალიტერატურო
მწერლობის სტილით წერს... კითხულობთ ამ ნაწარმოებს და ხედავთ, რომ ძველი ქართულის
მორფოლოგიურ-სინტაქსური, აგრეთვე ფონეტიკურ-ორთოგრაფიული ნორმები უმეტეს
წილად დარღვეულია, მაგრამ წინადადებათა წყობა და სტილებრივი თავისებურებანი
იმდენად კარგადაა დაცული, რომ გამოუცდელი მკითხველი ამ ნაწარმოებს ვერც გაარჩევს
ძველი ქართული სასულიერო მწერლობის რომელიმე ძეგლისაგან" (ივ. გიგინეიშვილი,
1959.:33). თქმულის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ორ ნიმუშს საბას დასახელებული
ნაწარმოებებიდან:
I. ,,სწავლანი": ,,ორნი საუკუნონი არიან: საუკუნო დიდება და საუკუნო სატანჯველი. და
ამისა გამოძიება დიდსა შიშსა შთაუთესავს კაცსა. რაგინდ ქვეყნისაგან უფრორე შემცოდე
იყოს კაცი, მაშინვე ცნობასა მოვალს კაცი. ესე საუკუნოòსა ხმა, წინასწარმეტყველთაგან და
მოციქულთაგან ქადაგებული, საყვირისაებრ ისმის და ცოდვილთა ყურთა შიგან დადგების
და გულსა შინა არა შთავალს" (ს.ს. ორბელიანი, 1983.: 298).
II. ,,წიგნი სიბრძნე სიცრუისა": ძოღანვე მეფობასა თქვენსა ვკადრე, უცოდნელი და
ავმთქმელია-მეთქი. ისარი კარგად იცის. ირემი ყურს თურე იფხანდა, ისარი ესროლა და
ორივ წარკვეთა. ირემი დაეცა. ისრის პირი ბასრისა იყო. თურე მუნ ტალი დებულა, ისრის
პირი სცემია, ცეცხლი დაუკვესებია, ჩალას მოსდებია, ირემი გაურუჯავს, მუნ მსხმოიარე
მოცხრის ხე მდგარა, ის ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავე გარაო ჰგონებია" (ს.ს.
ორბელიანი, 1983.:69).
ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ანტონ კათალიკოსი ჯერ კიდევ მაშინ წერდა მძიმე ენით,
ვიდრე სამი სტილის თეორიას გაეცნობოდა. ნიმუშად ასახელებენ მის ,,მზამეტყველებას",
რომლის წერა ავტორმა 1752 წლის 11 მარტს დაამთავრა, ,,ერთი წლით ადრე, ვიდრე იგი
თავისი გრამატიკის პირველ რედაქციას დაწერდა" (ე. ბაბუნაშვილი, 1963.:27).
საინტერესო დაკვირვება აქვს პროფ. ე. ბაბუნაშვილს ,,მზამეტყველების"
ენაზე: ,,თუმცა ,,მზამეტყველების" ენა საკმაოდ მძიმეა და ძნელი გასაგები, მაგრამ ენის ეს
სიმძიმე და ხელოვნურობა ძირითადად ლექსიკის ხარჯზეა განხორციელებული,
წინადადებათა მორფოლოგიურ-სინტაქსური მხარე კი შედარებით მისაღებია (რა თქმა უნდა
ძველი ქართულის თვალსაზრისით). გვიანდელ თხზულებებში ანტონი ენის სირთულისა და
სიმძიმის მისაღწევად უკვე გრამატიკულ საშუალებათა ნებისმიერ შეცვლასა და შექმნასაც
აღარ ერიდება" (ე. ბაბუნაშვილი, 1963.:27. შნშ. 3). იგი ხშირად არღვევს ძველი ქართულის
ორთოგრაფიულ, გრამატიკულ და ლექსიკურ ნორმებს, რაც აკ. შანიძის აღშფოთებას იწვევს
(იხ. ა. შანიძე, 1964.:73 და შემდეგ); არნ. ჩიქობავა კი ასე დაახასიათებს ანტონის გვიანდელი
თხზულებების ენას: ,,ენა ღვლარჭნილი, რთულ წინადადებათა მოტრფიალე, მიმღეობებით
მდიდარი, ზმნებით ღარიბი, გასაგებად ძნელი"... (არნ. ჩიქობავა, 1950.:021).
ანტონმა ლიტერატურული თხზულებანი სამ სახედ დაყო:
,,პირუðლი იგი არს, რომელსა აქუს სიმცირე რჩეულმოზრახობისაგან, გარნა უფრორე
ადვილ გასაგონ ვიდრემე არს ყოველთა, ვითა არს სითხზუð სინაქსრისა და მოთხრობათა";
,,მეორე უკუð არს, რომელსა საშუალქცევაჲ აქუს რჩეულმოზრახობისაგან და
ტკბილსიტყვაობისაგან და არა არს ეგეოდენ ადვილ გასაგონ ყოველთა, ვითა- იგი არს
სითხზუð უმეტესთა კერძოთა საღმრთოთა წერილთასა";
,,მესამე ვიდრემე არს, რომელსა სრულად აქუს რჩეულმოზრახობისაგან და
ტკბილსიტყუაობისაგან და არა არს გასაგონ ყოველთა, არამედ მხოლოდ მეცნთა შორის აქუს
ნაყოფი თÂსი. და ესგუარნი არიან სითხზუðნი წერილთანი, ვიტყუ უკუð დიონოსის,
ღმრთიმეტყუðლსა, დიდსა ათანასის, ვასილის კესარიელსა, გრიგოლის ნოსელსა... იოანე
ფილასოფოსსა ქართუðლსა, მეფესა აფხაზთა და ქართუðლთასა დავითს, ეფრემს და არსენის
- ღრამატიკოსთა ღირსთა, არსენის - ქართუðლთა მამათმთავარსა, შოთას რუსთაველსა -
გამომთქმელსა მეფის თამარის ცხოვრებისასა და სხუანი" (დაყოფა ჩვენია - მ.ფ. ანტონ
პირველი, 1997.:383).
მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ იყოს, თავს უფლებას მივცემთ და
თანამედროვე ქართულზე გადმოვიტანთ ანტონის აზრს:
_ პირველი სახის ნაწერები ნაკლებად შეიცავს რჩეულსიტყვაობას, მაგრამ ყველასათვის
ადვილი გასაგებია; ასეთია სვინანქსარისა და მოთხრობათა ენა.
_ მეორე სახის ნაწერებში მეტადაა რჩეულსიტყვაობა, და ტკბილსიტყვაობა, მაგრამ
ნაკლებგასაგებია (პირველი სახის ნაწერებთან შედარებით), ასეთია საღვთო წერილის ენა.
_ მესამე სახის ნაწერებს სრულად მოეპოვებათ რჩეულსიტყვაობაცა და
ტკბილსიტყვაობაც, მაგრამ ყველასათვის მისაწვდომი არ არის, მხოლოდ მეცნიერთათვის
არის გასაგები... (შდრ. ე. ბაბუნაშვილი, 1963.: 27).
ანტონი საკითხს ასე აყენებს: ნაწარმოების ხასიათმა განსაზღვროს სტილი. ეს მოთხოვნა
სწორი და მისაღებია. გრამატიკოსი თავის ნაწერებში ცდილობს პრაქტიკულად გამოიყენოს
თავისივე თეორიული ნააზრევი. ანტონი ,,სხვა ენით" წერს თავის გრამატიკას, ,,სხვა ენით"
წერს კათალიკოსის კანცელარია. შესადარებლად მოვიყვანთ ასეთ ნიმუშებს:
I. პირველად მიზეზი ქმნისა და შრომისა ჩემისა წინა დამიდÂეს თქუðნდა. ხოლო
მეორედ ამისთÂს, ვითარმედ მრავალნი რაòმენი ჰსჩნდეს, ვითარმედ არა საÃმარ იყუნეს
ქართულებრისადმი ენისა და მრავალნი ესაÃმარებოდნენ და ეჭირუðბოდენცა, რომელნი არა
მოÃსენებულ იყუნენ ღრამმატიკასა შინა ჩუðნსა, პირველად ქმნილსა ამად, რომელ დაღათუ
ფრიად ვჰშუერ განჰჯისადმი თÂთოთა სიტყÂთ ნაწილთა, რომლისა მოწამე არს
ჭეშმარიტება, მაგრა ვინაòთგან ახალი იყო ცნობისა მის ქუðმდებარებაჲ ჩუðნი, არა
საკÂრუðლ არს, რათა სრულად ვერსადამე განყოფითი და სავსე იდეაñ იქმნამცა ჩუðნ შორის
მაშინ" (ანტონ პირველი, 1997.:9).
II. 1797, თებერვლის 18. ქ. ყოვლისა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი მეფის
ირაკლის ძე ანტონი გიბრძანებ არხიმანდრიტო ხოფისავ დისითეოს! მერმე ეს ხოფის
საარქიმანდრიტო ხომ ჩვენი სამწყსო არის, რომელზედაც ხომ არხიმანდრიტად ჩუენ
გაკურთხედ (სიც) შენ და დაგადგინეთ და იმისი ყმა და მამული ყოველივე შენ გარწმუნეთ
და მოგეცით. ახლავ შენ მასალა უნდა იშოვნო და ან რაც ეკკლესიას კურთხევაში ესაჭიროება
ისინიც და ეგ ხოფის ეკკლესიაც უნდა განაახლო. შენთვის ნება მოგვიცია და ჩვენის
შენდობით აკურთხე. და ან ეკკლესიას რაც ეჭირება, წიგნით თუ შესამოსლით, ყოველთავე
უნდა სისრულე მისცე და კარგად მოუარო და გაუძღვე მაგ ეკკლესიას საქმეს, რაც
გეჭირვებოდესც, ყოველსავე ჩვენ უნდა მოგვახსენებდე დაუყოვნებლად და ყველას ჩვენ
განვმართავთ და სისრულეს მივცემთ. ეს ჩვენი ბრძანებული ასრე უნდა აღასრულო
ყოველივე. ფებერვალსა იზ, წელსა ჩღჟზ, კათოლიკოზი ანტონი" (იგულისხმება ანტონ II.
ვიმოწმებთ: არნ. ჩიქობავა, 1937.:17).
როგორც ვხედავთ, მეორე ნიმუში პირველთან შედარებით სადა და მარტივი ენითაა
დაწერილი. ორთოგრაფია ახალია, წერილი დაწერილია სასაუბრო ქართული ენით. მაშინ
როცა ანტონის გრამატიკის ენა არქაულია...
ანტონის თეორიული მსჯელობიდან და პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე,
სამი სტილის თეორია შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე ენათმეცნიერებაში კარგად
აპრობირებული ფუნქციური სტილისტიკის წინამორბედად. დღეს ხომ გამოვყოფთ
სამეცნიერო სტილს, პუბლიცისტიკის სტილს, მხატვრული ლიტერატურის სტილს...
ანტონიც ხომ ამას ცდილობდა?!
აქ თითქოს ანტონთან სადავო არაფერია. საკამათო და სადავო ისაა, რომ მან ზედმეტად
დააშორა ერთმანეთს მხატვრული და სამეცნიერო სტილი, შემოიტანა ხელოვნური ფორმები,
ძველის მიმსგავსებული ორთოგრაფია, რომელთა დამკვიდრებამ სალიტერატურო ენა
ბუნებრივი განვითარების გზას დააშორა. მაგრამ ეს უფრო ანტონის მიმდევრების, მისი
სკოლის დამსახურებაა. და, ბუნებრივია, საკამათო ანტონთან ერთად მათთანაც არის.
ანტონის სკოლამ, ანტონის ავტორიტეტს ამოფარებულმა, სალიტერატურო ენაში გზა გაუხსნა
,,მაღალ სტილს",- უპირატესობა მიანიჭა ძველ ქართულს, როგორც სასულიერო წიგნების
ენას. ასევე საყოველთაო ავტორიტეტი მოიპოვა ანტონის გრამატიკულმა კონცეფციამაც. მის
ავტორიტეტს კარგად გრძნობს ილია ჭავჭავაძე, როცა შენიშნავს: ,,ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ
მე არ მესმოდეს დიდი მნიშვნელობა ანტონ კათალიკოსისა. ანტონი დიდ ალაგს დაიჭერს
ჩვენს ლიტერატურაში, როგორც წარმომადგენელი იმ დროის საქართველოს განათლებისა..."
(ილია, III, 1986.:45. შენიშვნა).
მაინც სად უნდა ვეძებოთ ანტონის ავტორიტეტის საიდუმლო? სამართლიანად
შენიშნავს ბ. ჯორბენაძე: ,,...უნდა აღინიშნოს, რომ თვით გრამატიკული სისტემა ქართული
ენისა ანტონმა ძირითადად მართებულად ააგო და მას, შეიძლება ითქვას, დღემდე არ
დაუკარგავს მნიშვნელობა როგორც ენის სტრუქტურის ერთ-ერთ საინტერესო
ინტერპრეტაციას. მით უფრო განსაკუთრებული იყო ამ ნაშრომის მეცნიერული ღირებულება
იმ დროისათვის. ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ანტონის გრამატიკულმა შეხედულებებმა
თითქმის საყოველთაო ავტორიტეტი მოიპოვა..." (ბ. ჯორბენაძე, 1987.:40-41).
ვფიქრობთ, სწორი შენიშვნაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ანტონისადმი დამოკიდებულება
საბჭოთა პერიოდში შეიცვალა, განსაკუთრებით ადრეულ წლებში, ე.წ. კლასობრივი
ბრძოლის პირველ ეტაპზე. ყველაფერი, რაც XVIII-XIX საუკუნეებში სალიტერატურო ენის
განვითარებაში მოხდა, ანტონს დაბრალდა, იგი მოექცა კრიტიკის ცეცხლში.
მიუხედავად ყველაფრისა, საჭირო იყო სამწერლობო ენის რეფორმა. პროცესი XVIII
საუკუნეშივე დაიწყო, XIX-ში კი იგი უფრო გაღრმავდა. მოვიყვანთ ამონარიდებს
იმდროინდელი გამოცემებიდან:
1850 წელს გ. ერისთავის ,,გაყრის" წინასიტყვაობაში პლ. იოსელიანი წერს: ,,მწერლობა
ძუðლთა, გარდა რუსთაველისა და მცირედთა სხEათა, არ იყო ჩEეულებითის საუბრისა
ენითა, რომელიც არის და უნდა იყოს ჭეშმარიტი ენა ხალხისა..." გ. ერითავმა ,,დაბადა ენა
ქართული ახლისა გEარის მწერლობისათÂს...ახალნი მწერალნი გაბედვით შეუდგებიან
მაგალითსა მისსა".
დ. ყიფიანი (1854): ,,ზეპირი მეტყველება თავისთავად მოქნილი, ნარნარა, მდინარი,
ქაღალდზე გადატანისას იქცევა ბლანტად, მძიმედ, არაბუნებრივად..." ,,ქართული ენის
შესწავლა ყოველთვის აშინებდათ თვით ქართველებსაც კი. იმიტომ რომ წერა ხდება
ბუნდოვანი, მძიმე, მაღალფარდოვანი ენით"...
ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი (1854): ,,გულმოდგინენი ვთხოვთ, თუ მართლა ახალი
ქართული იცოდენ, დაგვანახონ, დაგვიმტკიცონ, რომ სწავლისათÂს გამოიცეს ახალი
ქართული ენა და იმის მაგალითსა შეუდგეთ ყოველნი, რომლითაცა ძლიერ დაგვავალებს
თავის მემამულეთ". ავტორი სვამს ერთიანი სალიტერატურო ქართული ენის შემოღების
საკითხს, უპირატესობას ,,საშუალო სტილს" ანიჭებს: ,,საშუალო, ანუ დარბაისელთ ენა ასეთი
უნაკლო ენა არის, რომ დიაღ ადÂლად შეიძლება, რომ ესე, რაც უნდა მაღალი საგანი იყოს,
იმაზედაც გადმოიცეს და კარგადაც გამოვა ყოველი ქართული სიტყვიერება".
ლ. არდაზიანი (1859): ,,ეხლანდელი ყმაწვილი კაცები ორ წყალს შუა არიან. იმათ არ
იციან, რომლის ენით სწერონ: საღმრთო წიგნურის Φორმით, თუ შეჰქმნან პროზა საერო
ენაზე. ჰგრძნობენ საღმრთო წიგნურის ენის სიმძიმესა და ურგებლობასა და მასთანავე
შიშობენ წერასა საეროს ენის Φორმით" და დასძენს: ,,გამშEðნიერებული პროზა
შესაძლებელია მხოლოდ საერო ენაზე... საჭიროა, რომ პროზაცა, პოეზიაცა იწერებოდნენ
ერთის ენით. მაშინ დაწინაურდება ლიტერატურა".
ივ. კერესელიძე (1860): ,,მაღალი ფრაზით წერა მაშინ არის კარგი და გამოსადეგი,
როდესაც საღმრთოსა რასმე საგანს შეეხება, ღრმას ჰსწავლასა და
მეცნიერებასა..." ,,ლიტერატურაში პირველი ღირსება ის არის, რომ ცხოველს, სასაუბრო ენას
დაუახლოვდებოდეს, რამდენადაც კი შეიძლება" (ვიმოწმებთ: ბ. ჯორბენაძე, 1987.:41).
ასეთი წანამძღვრების შემდეგ იწერება ილია ჭავჭავაძის ,,ორიოდე სიტყვა თავად რევაზ
შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდან შეშლილის თარგმანზედა", რომლის გამოქვეყნების
შემდეგ გამოჩნდნენ ანტონის თავგამოდებული დამცველები. აი ერთ-ერთი მათგანის
წუხილი:
,,ოჰ, ღმერთო! რა მესმის! ქართEðლი კაცის სასმენელი იმდენად როგორ უნდა
შეიცEალოს, რომ ანტონ კათალიკოზის მაღალნიჭიერ სიტყEაობას სწუნობდეს და რას
სახელდობრ: მის წყობილ სიტყEაობასა, მის აკროსტიხულობას და მის იამბიკოებას..."
(ზემოური იმერელი, გორისელი წერეთელი ეფთვიმე. ვიმოწმებთ: არნ. ჩიქობავა, 1937.:21).
ილიას ენის წახდენაში სდებენ ბრალს:
,,თუ გცოდნიათ რა არის ენა, რა არის სიტყვიერება, მწერალს რა ზრდილობიანი
თვისება ენიჭება... არასოდეს არ ეცდებოდით ასე ენის წახდენას და მამა-პაპათ
დამდაბლებას"- ცხარობს ბარბარე ჯორჯაძე.
,,უწყალოდ ამახინჯებ და ამდაბლებ ქართულ სიტყვიერებას",- საყვედურობს
ახალგაზრდა კრიტიკოსს სარდიონ ალექსიევ-მესხიევი.
,,ეს გუნდი ჩაივლის ნახშირის მოედანზე, შუა ბაზარში და იქ ჰკრეფს ნამდვილს
ქართულ სიტყვებს, რომელშიც შეამსებს თავის ლექსიკონს და დიდის ჭექა-ქუხილით
დაეცემა საბრალო ქართველების მწერლებს",- ქილიკობს გიორგი ბარათოვი.
კიდევ ბევრი იკამათეს, ზოგჯერ უსაგნოდაც.
ჩანს, ილიას ვერ გაუგო ,,მამათა" თაობამ.
ვიდრე ილია ჭავჭავაძის ,,პასუხს" ,,მოვისმენთ", ვნახოთ, რა მდგომარეობა იყო
სამწერლობო ქართულში და რის შეცვლას აპირებდა ახალი თაობა.
***
უპირველესად გავიხსენოთ, რა მდგომარეობაში დახვდა ილიას სალიტერატურო
ქართული ენა, როდესაც იგი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ანუ XIX საუკუნის 60-იან
წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ბატონობს ანტონის გრამატიკული სკოლა. ანტონ
კათალიკოსი განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობს ქართველ მწიგნობართა შორის,
ვერავინ წარმოიდგენს ანტონის ავტორიტეტის დაძლევას და მისი გრამატიკული თუ
ორთოგრაფიული ნორმების შეცვლას.
არადა, უკვე იდგა ჟამი, ქართული სალიტერატურო ენა დადგომოდა
დემოკრატიზაციის ახალ გზას...
ბუნებრივია, დაისვას კითხვა: მაინც რა უნდა დაეძლია ილიასა და მის თაობას?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ანტონის სკოლის დაჟინებული მოთხოვნით
სავალდებულო გახდა, ანტონის ორთოგრაფიით გამართულიყო ყველა წიგნი, რომლებიც
იმხანად დაიბეჭდებოდა. აკ. შანიძეს მოჰყავს ამონარიდი 1764 წელს თბილისში
დაბეჭდილ ,,კურთხევანზე" დართული მიხაილ იღუმენის ანდერძიდან, რომელშიც კარგად
ჩანს იმ დროს შექმნილი ვითარება; ჩანს, თუ როგორ მძლავრობენ ანტონის მომხრეები,
როგორ ავალდებულებენ მწიგნობართ, წიგნი გამართონ ანტონის ორთოგრაფიით. მიხაილ
იღუმენი აღნიშნავს, რომ ირაკლი მეფის ბრძანებით ,,...დაიბეჭდა პირველად ფსალმუნი,
მეორედ კონდაკი, მესამედ კვალად ფსალმუნი, და ეგრეთვე მცირედნი წიგნნი რომელნიმე
სახმარად ეკკლესიისა ჩვენ ქართუðლთასა, შემდგომად გუðბრძანა ბეჭდუაÉ კურთხევანისა
და ვიწყევით რა ვითა დედანსა ეწერა და ორი და სამი ფურცელი დაიბეჭდა, იხილა
უწმინდესობამან სანატრელისა მამათ მთავრისა ჩუðნისა ანტონისამან, რომელ გარეგან
ღრამმატიკისა კანონთა და წესთა იყო ნაბეჭდი ჩუðნი და დედანიცა, რომელსა ზედა
ვჰსწერდით, და მოახსენა ძმასა თვისსა და მეფესა ირაკლის და ამისთAს ებრძანა მისისა
მეფობისა უმაღლესობისაგან და მისის უწმინდესობისაგან მათის უწმინდესობის გლახაკს
ბერს იღუმენს მხატურის ძეს მიხაილს და გაიმართა მისგან კანონსა ზედა ღრამმატიკისა და
დაბეჭდილ იქმნა, რაოდენ ახალ მესტამბეთაგან შეიძლებოდა. და ეგრეთვე პრობისა
მმართუðლიცა იგივე იყო" (აკ. შანიძე, 1964.: 7).
ანტონის ორთოგრაფიაა გატარებული ,,პარაკლიტონში" (ტფილისი, 1772).
აკ. შანიძე შენიშნავს, რომ ,,ჩვეულებრივია დაბეჭდილი საეკლესიო წიგნების
ანდერძებში იმის აღნიშვნა, რომ წიგნი გამართულია ,,ღრამმატიკისა კანონსა ზედა", რაც
ანტონ I-ის ღრამმატიკით შემოღებული წესების გატარებას გულისხმობდა" (აკ. შანიძე,
1964.:7).
ანტონის მოწაფეებიც გულმოდგინედ იცავდნენ მასწავლებლის მიერ შემოღებულ
გრამატიკულ და ორთოგრაფიულ წესებს. მაინც რა წესებზეა საუბარი?
მივყვეთ მოვლენებს:
I. ანტონმა შემოიღო ახალი გრაფემა à. ამ ნიშნის შემოღების მიზეზად გრამატიკოსი
ასახელებს იმას, რომ შეუძლებელია ერთად თავმოყრილი რამდენიმე თანხმოვნის
წარმოთქმა, აუცილებელია მათ ახლდეს ხმოვანი. à-ს ასე ახასიათებს ანტონი: ,,ეს არს
ახალპოვნილი ჩუðნგან ასოñ Ãმოვანი, რომელიცა მრავალთა უÃმოთა, ლექსსა შინა
უÃმოვანოდ ერთად მდებარეთა, მარცEალ- ჰყოფს და მაუღლებელ ექმნების ზმნათა" (ანტონ
I, 1885.: $157). ოდნავ ქვემოთ იგი კიდევ უფრო აზუსტებს à-ს შესახებ თავის მოსაზრებებს (იხ.
$$ 161; 162).
აკ. შანიძის მოსაზრებით, ანტონის მიერ à ნიშნის შემოტანა ქართულში სომხური
ორთოგრაფიის მიბაძვის შედეგია (აკ. შანიძე, 1964.:10). მკვლევარი განაგრძობს: ,,ბგერა,
რომლის გამოსახატავადაც იხმარება Ը, ისე გამოითქმის, როგორც ის ბგერა, რომელიც ისმის
ქართულში ცალკეული თანხმოვნის წარმოთქმის შემდეგ: ბà, გà, დà, თà, ტà, ძà, წà და სხვა.
ქართულში ის არ გვხვდება, როგორც ფონემა, მაგრამ ჩვეულებრივია იგი სვანურში,
სადაც ,,მაგარი", ,,მაღალი" და ,,წითელი" იქნება (შესაბამისად) ბგი, კლხი და წრნი, მაგრამ თუ
აგრე დავწერთ მათ, გამოვა თითქოს ისინი ერთმარცვლიანი სიტყვები იყვნენ. არა, ისინი
სვანურში ორმარცვლიანი სიტყვებია... ბàგი, კàლხი და წàრნი" (აკ. შანიძე, 1964.: 11).
ეგევე ბგერა მოიპოვება მეგრულშიც: გàრàნ"ს (ვირი. აკ. შანიძე, 1964.:11).
à ნიშანი უხმარიათ შემდეგ გამოცემებში: სახარება (ტფილისი 1786), სახარება
(ტფილისი 1791), სამოციქულო (ტფილისი 1791), ვნების კვირიაკის სახარება (ქუთაისი 1803),
სადღესასწაულო (მოსკოვი 1816) და სხვა. ჩანს, რომ à უხმარიათ როგორც ანტონის
სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ წიგნებში. à-ს ხმარება
გადავარდნილა XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან (იხ. აკ. შანიძე, 1964.: 16).
ნუთუ à ანტონ კათალიკოსმა მართლა სომხურის მიბაძვით შემოიღო და მას
ქართულში საფუძველი არ ჰქონდა?
როგორც აღვნიშნეთ, à იხმარება სვანურსა და მეგრულში. რა მდგომარეობაა სხვა
ქართულ კილოებში?
à- ნეიტრალური ხმოვანი გვხვდება ქართული ენის ზოგიერთ დიალექტში.
გამოყოფენ à-ს გაჩენის სამ შემთხვევას. იგი წარმოადგენს:
ა. ხმოვანი ფონემის პოზიციურ ვარიანტს (ინგილოური, ხევსურული, მესხური,
აჭარული, იმერული, ლეჩხუმური). მაგალითები:
იმერული: მოდისუ|| მოდისà...
ლეჩხუმური: კაცსე||კაცსუ||კაცსà...
აჭარული: ღორჯàმელი< ღორჯომელი....
ბ. თანხმოვნის მომდევნოდ პაუზის წინა პოზიციაში გაჩენილ ვარიანტს.
დასტურდება მოხეურში ჩაკითხვით ან კითხვით-ძახითი ინტონაციის დროს: ძაუგს
მიდიხარ? ძაუგსà?... რაჭული კილოს რივნისთაულ კილოკავში კითხვითი ფორმის
ბოლოკიდურ პოზიციაში à სვანურის სუბსტრატად მიიჩნევა: არისà, აქà, ზევითà.
გამოთქმულია სხვა ვარაუდიც: ,,ხომ არ არის შესაძლებელი ამ დიალექტშიც... à იყოს
ნარედუქციალი ხმოვნის პოზიციური ვარიანტი?" სამხრული კილოების მონაცემები ამ
მოსაზრებას უჭერს მხარს.
გ. ანაპტიქსურ ხმოვანს. დამოწმებულია მესხურსა და აჭარულში:
მესხური: ჩàრდილი, ღàრმა (ღრმა)...
აჭარული: ცხàრა (ცხრა), კàბილი (კბილი)... (იხ. ბ. ჯორბენაძე, 1998.: 51-53; მ.ფაღავა,
2004.:3-5).
შენიშვნა: 1. ივ. ქავთარაძე აღნიშნავს, რომ თუ ქართული
დიალექტების მონაცემებს გავითვალისწინებთ, ,,სარწმუნო უნდა იყოს, რომ სვანურში
დაცულ ქართულ წარწერებში შენიშნული ი-მეტობა უდავოდ à-ს დანიშნულებით უნდა
გავიგოთ... ექვთ. თაყაიშვილი ამას მეგრელიზმად მიიჩნევს, თუმცა დამოუკიდებლად
შეიძლება ყოფილიყო" (ივ. ქავთარაძე, 1964.:72-73). მოყვანილი მოსაზრება საყურადღებოა,
მრავალი თვალსაზრისით. ჩანს, სვანეთში დაცულ ძეგლებში ი-მეტობა არ არის მეგრელიზმი,
როგორც ამას ექვთ. თაყაიშვილი ფიქრობს, იგი ქართული ცოცხალი მეტყველების ასახვაა
წერილობით ძეგლში. ასომეტობა ხშირია ,,ტბეთის სულთა მატიანეში". ვფიქრობთ, აქაც
ნეიტრალურ ხმოვანთან გვაქვს საქმე. მაგალითად: სულსა ფახიკის (<ფხიკის) შევილისა
კოსანტილესა შეუნდვენ ღმერთმან (68); სულსა ცივინარიძისა (<ცივნარისძისა) პეპიასა
შეუნდვენ ღმერთმან (79).... თუ ჩვენი დაკვირვება სწორია და გავითვალისწინებთ იმასაც,
რომ ,,ტბეთის სულთა მატიანე" შედგენილია ტბეთის ეპარქიაში, მაშინ დასაშვებია მტკიცება,
რომ à ირაციონალური ხმოვანი ისტორიულად მთელი სამხრული მეტყველებითვის იყო
დამახასიათებელი.
2. სამხრულ კილოებში à შეიძლება განვითარდეს თანხმოვნის მომდევნოდ (ზოგჯერ
ხმოვნის მომდევნოდაც) პაუზის წინა პოზიციაში. ამ შემთხვევაში იგი უ-ს პოზიციური
ვარიანტი ჩანს. მაგალითები: ჰაერმა არàნდა (<არ უნდა) იმუშაოს (მსშხი IV3, 67); ჰოდა
ამათàნდა (<ამათ უნდა) შეჭამონ ეს კაცი (ქდ 407,29)... დასტურდება შემთხვევა, სდაც à რ-
საგან ჩანს მიღებული: სხალ ახლოს ტოტები აàექნება (არ ექნება. ქედა, ჭალათი. მსშხი,
IV3,69). აქ რ-ს დასუსტებასთან გვაქვს საქმე. ეს მოვლენა გამოკვეთილად ჩანს სამხრულ
კილოებში, გამორჩეულად კი მერისის (ქედის რაიონი) მკვიდრთა მეტყველებაში
(დაწვრილებით იხ. მ. ფაღავა, 2002.:189-199).
3. à სიტყვის ბოლოს გამოკვეთილად ჩანს მაჭახლურ (შავშური კილო) კილოკავში. აქ
იგი ე-ს რეფლექსი ჩანს. შემთხვევითი არაა, რომ დიალექტური ტექსტის ჩამწერთ ე
დაუწერიათ: გელინებმა მოვდენე, სახში ქალი ხომ არ მყავსე... (ქედქედი. მ.ც. 1951); ჩაბმაც
ყოლაÉა მაქიდანე (იქვე); აქ იყვენე, სამი-ოთხი გოგო (იქვე)...
აქვე კიდევ ერთ საკითხს შევეხებით, კერძოდ: რაჭულში კითხვითი ა ნაწილაკის
გარდა კითხვას გამოხატავს ირაციონალური à ხმოვანიც, მასზე დინამიკური მახვილით: აქ
არისà? (ვ. თოფურია, 1962.: 245). ასევეა ქართლურში (გაჲწი! სა, სა! აქსა, აქსე. ო. კახაძე,
1949.:276) და მოხეურში (ძაუგსà? ივ. ქავთარაძე, 1949.:88. 1985.:12). ანალოგიურ მოვლენასთან
გვაქვს საქმე მაჭახლურშიც, სადაც à დაერთვის სხვადასხვა მეტყველების ნაწილს და
გამოხატავს კითხვას. ჩანს, ამ პოზიციაში à მახვილიანია: თენზილეს ბაღანა იცოდითე?
(ქედქედი. მ.ც. 1951); ჯერ გვაქვაე? (იქვე); მე მეძინაე? (იქვე) (ვრცლად იხ. მ. ფაღავა, 2004.: 7-8).
ამდენად, à (ნეიტრალური ხმოვანი) გვხვდება ქართული ენის დიალექტთა ერთ
ჯგუფში. იგი ისტორიულადაც უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი ზოგიერთი კილოსათვის,
ამის დასტურად გამოდგება სვანური ისტორიული საბუთები და ,,ტბეთის სულთა მატიანე".
გამომდინარე თქმულიდან, თუ ანტონ პირველმა შემოიღო à ნიშანი, ეს ცოცხალი
მეტყველების ასახვა იყო და არა სომხური დამწერლობის გავლენა. შეცდომა იყო მისი შეტანა
სამწერლობო ქართულში და ორთოგრაფიულ ნორმად ქცევა.
II. ილიას დროს სამწერლობო ენაში იხმარებოდა Ã,- ფარინგალური თანხმოვნის
აღმნიშვნელი ნიშანი. Ã ძველ ენაში დამოუკიდებელი ფონემა იყო და განსხვავდებოდა
უკანაენისმიერი სპირანტი ხ-საგან: Ãელი (ადამიანის ზედა კიდური), ხელი (შეშლილი, გიჟი)
(იხ. ვ. თოფურია, 1979.: 43-53). საშუალ ქართულში დაირღვა ხ-სა და Ã-ს ხმარების
კანონზომიერება. ივ. ქავთარაძე დაწვრილებით განიხილავს Ã-ს ხმარების ნიმუშებს და
გამოყოფს შემთხვევებს:
1. Ã საშუალ ქართულში კვლავ იხმარება იმ სიტყვებში, რომლებშიც ძველი
ქართულიდან იყო ცნობილი: ვენაÃისაებრ ნაყოფიერი (ვისრ. 88,14); აჯა და მოÃსენება (საქ.
სიძვ. II, 19. XV ს.)... მაგრამ მსგავსი ფაქტები სისტემას ვეღარ ქმნის, ხშირია გამონაკლისები.
2. ეს გამონაკლისები იმაში მდგომარეობს, რომ Ã-ს ცვლის ხ: ვენახითა (საქ. სიძვ. II, 19.
XV ს.); სახნავითა (საბუთ. 82. 1630 წ.); ხელი არა აქვსო (ეკ. ისტ. II, 20. XVIII ს.)... (ივ.
ქავთარაძე, 1964.: 42).
Ã-ს ხ-ანით შეცვლა ჯერ ცოცხალ მეტყველებაში მომხდარა, შემდეგ სამწერლობო
ქართულში.
XII-XVIII საუკუნეების ძეგლებში ხშირია Ã-სა და ხ-ს პარალელური ხმარების
შემთხვევები. მაგალითები: ÃერÃეულიძემ (დოკ. II, 5. 1622 წ.)|| ხერხეულიძეს (საბ. 49. 1596
წ.); Ãითარიძის (Hდ 18,48. 1710 წ.) ||ხითარიძე (Aდ18,13. 1728 წ.)... (ვიმოწმებთ: ივ. ქავთარაძე,
1964.: 43-ის მიხედვით). ასეთი პარალელური ფორმები მრავლად დასტურდება XII-XVIII
საუკუნეების ძეგლებში. XII საუკუნეში ჩასახული მოვლენა (ზ. სარჯველაძის დაკვირვებით Ã
და ხ ფონემათა ოპოზიციის მოშლა დაიწყო უფრო ადრე, კერძოდ IX საუკუნის ბოლოდან. იხ.
ზ. სარჯველაძე, 1984.:300) XVIII საუკუნეში ჯერ კიდევ არ ჩანს დასრულებული. ამ
შემთხვევაში მნიშვნელოვანია წიგნური ტრადიცია და დიალექტური გარემო. ცნობილია, რომ
à XVIII საუკუნეში მკვიდრი ბგერა იყო აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში, რასაც
ადასტურებს მისი შემონახვა ფერეიდნულში (იხ. არნ. ჩიქობავა, 1925.: 62; მისივე, 1927.:199-
200; არ. მარტიროსოვი, 1953.: 74-75) და მთის დიალექტებში. Ã დასტურდება ქართული ენის
სამხრულ კილოებშიც (იხ. მ. ფაღავა, 2004).
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დაკვირვებაც. XV-XVIII საუკუნეების ძეგლებში Ã ისეთ
სიტყვებშიც გვხვდება, რომლებშიც მანამდე არასოდეს იხმარებოდა: მეოÃებითა (საქ. სიძვ. II,
34. XIV ს.); საÃლად (იქვე, I. 19. 1545 წ.)... ძველ ქართულში იყო მეოხებითა, სახლი...
მეტს აღარ გავაგრძელებთ. ერთი რამ ნათელია: სამწერლობო ქართულში XIX
საუკუნისათვის Ã და ხ ოპოზიციის მოშლა ბოლომდეა მისული. მწერლები Ã-ს ძველი
ქართულის ანალოგიით ხმარობენ, თუმცა ხშირად არ იციან, სად იხმარონ იგი. შეიძლება
ითქვას, რომ Ã უკვე ზედმეტია.
III. ð გრაფემა თავდაპირველად გამოხატავდა ეñ დიფთონგს (ნ. მარი, 1925.:3;5).
საენათმეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია სხვა მოსაზრებებიც, კერძოდ:
ს. კაკაბაძე: ð აღნიშნავდა გრძელ ე-ს (ს. კაკაბაძე, 1929.: 16).
ივ. ჯავახიშვილი: ð გამოხატავდა ჰ-სთან ფონეტიკურად ახლო მდგომ ხორხისმიერ
ბგერას (ივ. ჯავახიშვილი, 1949.: 201);
ივ. ქავთარაძე: ð ასო შემოიღეს იმ ბგერის აღსანიშნავად, რომელსაც, საფიქრებელია,
საშუალი ადგილი ეჭირა ე|ჲ|ჰ ფონემებს შორის და შესაბამისი ბგერის დაკარგვის შემდეგ
გამოიყენეს ეÉ დიფთონგის აღსანიშნავად (ივ. ქავთარაძე, 1964.:53).
მ. ძიძიშვილი: ჩვენამდე არმოღწეულ რაღაც ბგერას აღნიშნავდა ð ასო, ეñ დიფთონგის
გამოხატვა მას შემდგომ დაეკისრა (მ. ძიძიშვილი, 1960.: 26-27).
ზ. სარჯველაძის შენიშვნით, ისტორიულ-შედარებითი ფონეტიკის მონაცემები არ
გვაძლევს საფუძველს ქართულში სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების ეპოქაში დავუშვათ
რაღაც უცნობი ფონემა, რომელიც ð გრაფემით აღინიშნებოდა (ზ. სარჯველაძე, 1984.: 276).
ვფიქრობთ, საყურადღებო შენიშვნაა. ქართული დამწერლობის შექმნის პერიოდში
ნაკლებსავარაუდოა რაღაც უცნობი ფონემის არსებობა, რომელიც ð ნიშნით გამოიხატებოდა.
აქვე გაჩნდება კითხვა: მაშ, რისთვის დასჭირდათ ქართულში შემოეღოთ ð გრაფემა?
გასაზიარებელია გ. წერეთლის ვარაუდი, რომ ð ნიშანი ბერძნულის გავლენით ჩანს
შემოღებული ქართულში, ,,ვითარცა შესატყვისი ბერძნული H-სა და არ წარმოადგენს
რეალურად ქართულში არსებული რომელიმე ბგერის გადმოცემას" (გ. წერეთელი 1960.:36).
თავდაპირველად ð აღნიშნავდა ეò დამავალ დიფთონგს. უკვე ძველ ქართულშივე
შეინიშნება ð ნიშნის უკანონო გამოყენების შემთხვევები (იხ. მ. ძიძიშვილი, 1960.: 20),
კერძოდ, ð გამოხატავს ე-ს: ორ ძð (მ. 21,28); ესმა მეფðსა (მრკ. 6,14)...
არის შემთხვევები, სადაც ð-ს ნაცვლად უხმარიათ ეð: ძეð კაცისაò (მ. 9,6)... სხვაგან
კიდევ ე-ს მაგიერ დასტურდება ეð: მრწეðმ (ლ.22,26)... ეს შემთხვევები მკვლევართ
აფიქრებინებს, ,,ადიშის ოთხთავის" გადაწერისას ð-ს ხმარება აღრეულია. X-XI საუკუნიდან
კი ð-ს ხმარება აღარ ემორჩილება რაიმე წესებს (დაწვრილებით იხ. ზ. სარჯველაძე, 1984.: 278-
282; ივ. ქავთარაძე, 1964.:48-53). საშუალი ქართულის მოგვიანო ეტაპზე თითქოს
ჩამოყალიბდა რაღაც კანონზომიერება, რომ ð იხმარებოდა უმარცვლო უ-ს შემდეგ:
აჩუðნებდეს; ქუðყნისა... მაგრამ ესეც ხელოვნური ჩანს.
შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ საშუალ ქართულში (ძველშიც) ð ზედმეტი
გრაფემაა. ასე რომ მისი ამოღება ანბანთრიგიდან სრულიად გამართლებულია.
IV. ჲ ძველ ქართულში (და საშუალშიც) დამავალი დიფთონგის შემადგენელი ნაწილია
და იხმარება სხვადასხვა პოზიციაში (იხ. ივ. ქავთარაძე, 1964.:60-68; ზ. სარჯველაძე, 1984.:
282-291; მ. ფაღავა, 2003.:113-123...). საშუალი ქართულის ადრინდელ ძეგლებში შეიმჩნევა
დიფთონგის მოშლის ტენდენცია და იწყება რყევა ჲ-ს ხმარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. ჲ აღნიშნავს ი ხმოვანს: ბედჲთა; შეწევნჲთა...
ბ. ჲ აღნიშნავს ა ხმოვანს: ბჲტონი, სარწმუნოებჲზედ...
გ. ჲ საერთოდ ზედმეტია, საქმე გვაქვს ჲ-მეტობასთან: მამამან ჩემმან უბოძაჲ;
გარდაიცვალაჲ ... (ივ. ქავთარაძე, 1964.: 67-68).
ჩანს, ჲ საშუალ სამწერლობო ქართულში უკვე ზედმეტია. მით უმეტეს ზედმეტია იგი
მე-19 საუკუნის ქართულში. ჲ შემოინახა ქართული ენის ზოგიერთმა ქვესისტემამ.
V. Φ საშუალი ქართულის ძეგლებში ხშირად არ იხმარება. იგი ,,გამოაცოცხლეს XVIII
საუკუნის მე-2 ნახევარში, რუსულთან დაახლოების პერიოდში, როცა რუსული და
ევროპული Φ-ს შემცველი სიტყვების გადმოცემა განსაკუთრებულ სიზუსტეს
დაუქვემდებარეს" (ივ. ქავთარაძე, 1964.:69-70). მისი ხმარება მე-19 საუკუნის 70-იან წლებამდე
გაგრძელდა შემდეგ პოზიციებში:
ა. Φ დარჩა რუსული და ევროპული სიტყვების სათანადო ფონემის გადმოსაცემად:
Φლორიზა (გ. ავალიშვ. თარგმ. 334); ობერ-ოΦიცერთა (ეკ. ისტ. II,301. 1800)...
ბ. ანალოგიით Φ იქაც უხმარიათ, სადაც ძველად ფ იწერებოდა: Φარნავაზ (ისტ. საბუთ.
V,108. 1789); Φარმანი მოგვივიდა (დოკ. და არქ. II,140. 1810)...
გ. Φ უხმარიათ რამდენიმე უცხოურ სიტყვაში ისტორიულად დამკვიდრებული თ-ს
მაგივრად: Φეკლა, Φეოდორი (ეკ. ისტ. III, 146. 1810); ორΦოღრაფია (ვახუშტი, 29,1)...
Φ გრაფემა ქართული ორთოგრაფიისათვის ზედმეტი გრაფემაა. ბუნებრივია,
უშედეგო იყო მისი რეანიმაციის მცდელობაც. იგი ქართულისათვის ბუნებრივმა ფ ნიშნიანმა
დაწერილობამ შეცვალა.
VI. უმარცვლო უ-ს (E) მარცვლიანისაგან განმასხვავებელი ნიშანი ანტონ პირველმა
შემოიღო. ჩანს, საამისო საბაბი მას საშუალი ქართულის ძეგლებმა მისცა, ასევე ცოცხალმა
მეტყველებამ. აკ. შანიძე შენიშნავს: ,,დადებითად შეიძლება შეგვეფასებინა აგრეთვე
უმარცვლო უ-ნის გარჩევა მარცვლიანისაგან სიბრჯგუის ნიშნის საშუალებით, რომელიც
ანტონიმ შემოიღო. მაგრამ ამ მოსაწონ ორთოგრაფიულ სიახლეს ანტონიმვე გამოუთხარა
ძირი იმით, რომ უმარცვლო უ-ნს გაუთანაბრა თანხმოვნის შემდეგ მდგარი ვინი" (აკ. შანიძე,
1964.:75). ვ და E გრაფემათა დაპირისპირება საშუალ ქართულში უკვე მოშლილია
(დაწვრილებით იხ. ივ. ქავთარაძე, 1984.: 85-98).
ჩვენ მიმოვიხილეთ à, ð, E, Φ, Ã გრაფემების ხმარების შემთხვევები ქართულში.
ვაჩვენეთ, რომ აღნიშნული ასოები საშუალი ქართულში უკვე კარგავენ ფუნქციას, ზედმეტი
ხდებიან, მაგრამ სამწერლობო ენაში ტრადიციით განაგრძობენ არსებობას. მათ
განსაკუთრებით იცავენ ანტონის სკოლის მიმდევრები. საჭიროა, მაგრამ ძნელი მათი
წინააღმდეგობის დაძლევა. ვიღაცამ უნდა ითავოს ქართული დამწერლობის რეფორმა. დგება
ზედმეტი ასოების უარყოფის ჟამი.
ილიას მოღვაწეობის დაწყების ხანაში დიდი არეულობა იყო ფონეტიკური და
გრამატიკული ნორმების გამოყენებაში. მხედველობაში გვაქვს:
ა. ჰ და ჰს პრეფიქსების უთავბოლო ხმარება;
ბ. გაორკეცებული თანხმოვნები (ეკკლესია), ორი რ-ს შენახვა ერთ სიტყვაში
(მარგარიტი), შეუკუმშავი ფუძეები;
გ. მცა ნაწილაკის გამოყენება კავშირებითის ფორმებთან: იყოსმცა...
დ. რე ნაწილაკის უადგილო ხმარება; ყე ნაწილაკის ხმარება გარდაუვალი ზმნების II და
III ირიბ-ობიექტური პირის მრ. რიცხვში, ან ინვერსიული ფორმების III სუბიექტურ პირში;
ე. -ნ სუფიქსის უმართებულო ხმარება;
ვ. თვის თანდებულის გადმოსმა სახელის წინ: თÂს ხელოვნებისა ღრამმატიკოსობისა...
იყო სხვა უზუსტობანიც. ანტონისა და მისი სკოლის მიმბაძველნი რყვნიდნენ
სამწერლობო ქართულს. ილია ჭავჭავაძეს ზემოაღნიშნული ვითარება ჰქონდა
მხედველობაში, როცა აპრილის წერილში ამბობდა: ,,ჩვენ ყველანი ქართული ენის ხმარებაში
ცოდვილნი ვართ და ჩვეულება ურთიერთის ცოდვების ჩვენებისა არ იქნება მომეტებული.
მაშ, როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება?" (ილია, III, 1986.:25).
უფრო ქვემოთ ილია გააკეთებს უფრო მკაცრ განცხადებას: ,,სხვისა არ ვიცით და ჩვენ-კი
მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო
რამ არის, საზოგადო საკუთრება, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს" (იქვე).
საყურადღებოა ერთი რამ. ახალგაზრდა კრიტიკოსი ხედავდა, რომ არც მის წერილში
იყო ყველაფერი რიგზე. ,,იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევცოდეთ ჩვენს საყვარელ ენასა,
მაგრამ ჩვენ არა ვხედავთ..."(იქვე). ილია წერილის დასასრულს შენიშნავს, რომ ჩვენი ენის
დამცირებამ დაგვაწერინაო ეს სტატია.
რევაზ ერისთავის თარგმანის ენა ვერ მოიწონა უპირველესად ახალგაზრდა ილია
ჭავჭავაძემ.
ბუნებრივია, რომ რევაზ ერისთავს და ,,მის ენას" გამოუჩნდნენ დამცველები. ილიამ
დაწერა ,,პასუხი". ამ, რიგით მეორე წერილში ავტორი უფრო აკონკრეტებს, თუ სახელდობრ
რას უწუნებს იგი ,,ძველი თაობის ენას".
ილიას ბარბარე ჯორჯაძე საყვედურობს, რომ იგი არ ხმარობს E,ð,Ã,Â,ò,Φ,D ნიშნებს.
გავიხსენოთ, როცა ილია ,,ორიოდე სიტყვას..." წერს, პირველივე გვერდზე აკეთებს შენიშვნას:
,,E,Eð,Ã,Â,ò- ეს ასოები არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ, ვინიცობაა, ეს ენის წინააღმდეგ
მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ, რა
მიზეზითაც არ ვხმარობთ". ბარბარე ჯორჯაძის საყვედურის შემდეგ ილია დანაპირებს
ასრულებს და ,,პასუხში" მსჯელობს ამ ასოების შესახებ. ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საშუალ
ქართულში ეს ასოები უკვე ზედმეტი იყო. ილია განმარტავს:
,,E-ზედ ბევრჯერ მქონია ლაპარაკი სხვადასხვა პირთან. ზოგს უთქვამს, უნდა
გადაიგდოსო, ზოგს-უნდა დარჩესო, თუმცა არც ერთს მათგანს ცხადად არ დაუმტკიცებია
თავისი აზრი. მაგრამ მე იმათ ლაპარაკიდან ეს სარგებლობა გამოვიტანე, რომ ეგ ასო მართლა
თუ უვარგისია, გადიგდოს, როგორც უსაჭირო, რადგანაც ჩვენი ანბანი უფრო
განმარტივდებოდა და მართლწერა გაადვილდებოდა..."(ილია, III, 1986.:36).
ჩანს, ილია თავად აკვირდება ცოცხალ გამოთქმას და ისე მსჯელობს. ალღო არ
ღალატობს მწერალს და დასკვნებიც სწორი გამოაქვს,- ასაბუთებს, თუ რატომ არ ხმარობს E-ს:
,,დამიმტკიცეთ საწინააღმდეგო და მე სიხარულით დაგეთანხმებითო" - მოუწოდებს იგი
მოწინააღმდეგეთ. საწინააღმდეგო აზრის დამსაბუთებელი არ გამოჩნდა. მარტო იმის
მოშველიება, რომ ,,ღრამმატიკაში" ასე სწერიაო, მტკიცებულებად არ გამოდგება. ილია
ამოდის ენის განვითარების შინაგანი კანონზომიერებიდან, კერძოდ: ,,კაცის ენა კერძო
პირსავით იზრდება; ამ ზრდაში იცვლება, როგორც ჩვენ კაცნი ზრდაში ვიცვლებით ხოლმე.
ხშირად იქნება, რომ კანონები, ერთს დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე.
ამიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა..."
(ილია, III, 1986.:37).
ზემოთ ვნახეთ E-ს ხმარების ,,კანონზომიერებანი" საშუალ ქართულში. არსებული
მასალა გვარწმუნებს, რომ XIX საუკუნის სამწერლობო ენისათვის E სრულიად ზედმეტი იყო.
ილია განაგრძობს: ,,...ò,D,Ã,Â,ð,Φ ამ ასოებზედ კი თქმა აღარ უნდა, ეს ასოები სულ აღარ
ისმიან ეხლანდელს ენაში. მარტო Ã და ხ-ზედ ამბობენ, სხვანაირად გამოითქმისო, გლეხი
კაცი ქიზიყში ისე გამოთქვამს ,,ხოხობი", თითქო ,,გხოგხობი"... სრულად არ მესმის, რა
განსხვავება არის ამ ასოთა შორის: ð და òე, ჲ და ი, Â და ვი, Ä და ჰოი. იქნება ჩვენს უწინდელს
ენაში იყო განსხვავება მაგ ასოთა შორის (და სწორედაც უნდა ყოფილიყო, რადგან
შემოუღიათ), მაგრამ ეხლანდელს ჩვენს ენაში არა ვხედავ" (ილია, III, 1986.:37). მისაღები
მსჯელობაა. ილიას ალღო არ ღალატობს. სალიტერატურო ქართულში ამ ასოთა საჭიროება
აღარ იყო. უკვე დრო იყო, შელეოდა ქართველი კაცი ქართული წერისათვის ზედმეტ ნიშნებს.
ქიზიყში (და სხვა კილოებშიც) თუ ისმის Ã, ან რომელიმე სხვა ბგერა, ეს არ ნიშნავს, რომ
სამწერლობო ქართულშიც უნდა ვიხმაროთ შესაბამისი ნიშანი. რაც შეეხება Φ ასოს, იგი
ახალი შემოღებული იყო, მისი საჭიროება ენაში კი არ არსებობდა. ქართული ფ ზედმიწევნით
აღნიშნავდა იმასაც, რაც Φ-ს დააკისრეს.
ამდენად, ქართული ორთოგრაფიისა და გრამატიკული ნორმების გამარტივების
ილიასეული ცდა აუცილებელი და გამართლებულიც იყო. ეს დრომაც დაადასტურა. მაგრამ
ეს არ იყო იოლი საქმე. ერთია თეორიულად დაასაბუთო საკითხი, მეორეა და უფრო
რთულიც, დაძლიო ტრადიცია და ბოლომდე გაატარო იგი. თავად ილია ჭავჭავაძეც კი ვერ
აღწევს თავს ძველის გავლენას. ო. ურიდიამ სპეციალურად შეისწავლა ილიას მხატვრულ
ნაწარმოებთა ავტოგრაფების ენა. აღმოჩნდა, რომ ყრმობისდროინდელ ლექსებში პოეტი
ხმარობს ხოლმეობითის ფორმებს: ,,რომ ვერა ჰპოვოს არას იდარდის,/ და თუ იდარდის, მალე
განქარდის" (ო. ურიდია, 1958.:157). ილია ასევე იყენებს არქაულ მუნ და როს ზმნიზედებს.
გარდა ამისა გამოუყენებია ჲ და Â გრაფემები. მკვლევარი შენიშნავს, რომ ,,ილიას ყრმობის
ლექსებში გატარებულია მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე გაბატონებული სალიტერატურო
ენის ნორმები. ამდენად, მომავალ დიდ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ხარკი გადაუხდია
ანტონის სკოლის ტრადიციებისათვის".
არა გვგონია მართებული იყოს ასეთი შეფასება. ყველაფერში ანტონის სკოლის
გავლენაზე საუბარი, ვფიქრობთ, მეტისმეტია. რა ხოლმეობითები თუ ზმნიზედების
არქაული ფორმები ანტონამდე არ იხმარებოდა?
ილიას ხელნაწერებში 152 შემთხვევა აღრიცხეს ჰს ობიექტური პრეფიქსის ხმარებისა:
ჰსდგა, ჰსდევნის, ჰსძინავს, ჰსწადიან... (იხ. ო. ურიდია, 1958.: 158). ასევე იყენებს ილია ჰ და ს
პრეფიქსებს. აანალიზებს რა ილიას ხელნაწერებიდან ამოკრებილ მასალებს, ო. ურიდია
აკეთებს დასკვნას: ,,პირის ნიშანთა გამოყენებაში ილიას ავტოგრაფების მიხედვით რაიმე
გრამატიკული კანონზომიერება არ არის შენიშნული. ეს პრეფიქსები ილიას ენაში გარკვეულ
მორფოლოგიურ ფუნქციას არ ასრულებენ... მაგრამ ამავე დროს ირკვევა, რომ ილიას თავისი
შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად ჰქონდა გააზრებული მათი
საჭიროება და სხვადასხვა სიხშირით იყენებდა მათ" (ო. ურიდია, 1958.: 161).
ახლის დამკვიდრება სალიტერატურო ენაში რთული საქმეა, მაგრამ
თანმიმდევრული მუშაობით შესაძლებელი. ილიასა და მისი თაობის მონდომებითა და
რუდუნებით სამწერლობო ენა დაადგა განვითარების ახალ გზას. დაიწყო სალიტერატურო
ენის დემოკრატიზაციის ახალი ეტაპი.
,,ხალხია ენის კანონის დამდები"- აცხადებს ილია ჭავჭავაძე. ჩანს, თვითონ
გულისყურით სწავლობდა ხალხის ენას, დღენიდაგ ყურს უგდებდა ,,ენის კანონის
დამდებთ". ამის ნათელი დასტურია მოხევე ლელთ-ღუნის საუბარი ,,მგზავრის
წერილებიდან". მწერალი ცდილობს შეუნარჩუნოს გაიბოტნელი მოხევის საუბარს ბუნებრივი
იერი, ტონური მახვილიც კი, მოხეურისათვის (სხვა კილოებისთვისაც) რომაა
დამახასიათებელი. ილია კარგად გრძნობს მოხევის მეტყველებაში მუსიკალურ მახვილს და
სწორადაც აფიქსირებს მას. მოვიყვანთ მცირე ამონარიდს მოთხრობიდან:
,, აწი’ნა მავა’ლე სვამე’ხი უფროს გვაწიო’კებს, უფროს სახლს გვი’კლებს. ადრი’და მტერს
მა’ინც ფარ-ხმა’ლით შევეთამა’შით, ვიგერიე’ბდით, სვა’მეხს რაი ე’ყვის ვერ მოსაგერიე’ბელ,
ვერ შესათამაშე’ბელ? ადრი’და მტე’რთან ბრძოლა’ჩი, სწორე’ბის ჯობინობა’ჩი სა’ხელ
ვშოო’ბდით, სვამე’ხთან ვაჟა’ი რაი სა’ხელ ჩამორჩე’ბის?..." (ილია, II, 1988.:31).
მოხევის საუბარში ილია ყველა სრულმნიშვნელოვან სიტყვას ბოლოდან მეორე
მარცვალზე უსვამს მახვილს. ივ. ქავთარაძე შენიშნავს: ,,ილია განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებს ამას, არც ერთი სრულმნიშვნელოვანი სიტყვა უმახვილოდ არაა
დატოვებული. სხვა თავისებურებები - ფონეტიკური და მორფოლოგიურ-სინტაქსური,
სრულებით არაა მხედველობაში მიღებული, ფორმები ლიტერატურული ქართულითაა
ფიქსირებული..." (ი. ქავთარაძე, 1985.:31). დიახ, კუთხის კოლორიტის შესაქმნელად
ოსტატურად იყენებს ილია მოხეურისათვის დამახასიათებელ ტონურ მახვილს. მთავარი
ისაა, რომ მახვილს სწორად სვამს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სპეციალურ ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს
მოხეურში ტონური მახვილი ოსურის გავლენის შედეგი იყოს (ჰ. შუხარდტი). ოსურის
გავლენაზე საუბარი გამოირიცხება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტონური მახვილი
დამახასიათებელია მთიულური, ხევსურული, ტაოური, შავშური, მეგრულ-ჭანურის
ზოგიერთი კილოკავისათვის და სხვა ქართველური კილოსათვის. ჩანს, ტონური მახვილი
ისტორიულად ზოგადად იყო დამახასიათებელი ქართული ენისათვის (იხ. მ. ფაღავა, 2003.:
263-274).
ი. ჭავჭავაძე დღენიადაგ აკვირდებოდა ხალხის მეტყველებას და შემოქმედებითად
იყენებდა მას პერსონაჟთა მეტყველებაში. ზემოთ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდა ილია ცოცხალ
მეტყველებაზე დაკვირვების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ გრაფემები ñ,Â,E,Ã,ð,Φ,D
ქართული მწიგნობრობისათვის უკვე ზედმეტი იყო და აუცილებელი იყო მათი ამოღება.
ამით იგი დაუპირისპირდა ძველი თაობის წარმომადგენლებს, რომელთაც ვერ
წარმოედგინათ ასეთი აზრი ვინმეს თუ მოუვიდოდა. არადა აღნიშნული გრაფემების სწორი
ხმარება მათ არ შეეძლოთ. ახალგაზრდა კრიტიკოსის მსჯელობას ვერაფერი არგუმენტი ვერ
დაუპირისპირეს, მათ წერილებში ლანძღვა, ქილიკი და შეცხადებაა მხოლოდ. მამათა
თაობიდან ალ. ჯამბაკურ-ორბელიანია, რომელიც გრძნობს სალიტერატურო ენის რეფორმის
აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სალიტერატურო ქართულს ,,საშუალო სტილი",
დარბაისელთა მეტყველება უნდა დაედოს საფუძვლად, რომ ამით ყველაფრის გამოთქმა
შეიძლება... ეს უკვე პოზიცია იყო. მართალია, ალ. ორბელიანის აზრი არ გაიზიარეს და
სალიტერატურო ენის რეფორმაც სხვა გზით წავიდა, მაგრამ მისი მოსაზრება დასაფასებელია
და არსებობის ღირსიც. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ილიას მოთხოვნა, სალიტერატურო ენას
ხალხის მეტყველება უნდა დაედოსო საფუძვლად, რადგან ხალხია ენის კანონმდებელი,
მავანმა აღიქვა საკითხისადმი კლასობრივ მიდგომად, რაც ,,დაუფასეს" ხალგაზრდა მწერალს.
რა თქმა უნდა, საკითხის ასე დაყენება არაა სწორი. ეს მოსაზრებები გასული საუკუნის 30-იან
წლებში გამოითქვა, ეპოქაში, როდესაც ნებისმიერი საზოგადოებრივი მოვლენა კლასთა
ბრძოლის პოზიციებიდან შუქდებოდა და ყველაფერში მარქსიზმს ეძებდნენ.
ვერ გავუმტყუნებთ, დრო იყო ასეთი, აღვნიშნავთ მხოლოდ.
საბოლოოდ ილიას აზრმა გაიმარჯვა.
ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის დასაცავად ილია დღენიადაგ
ზრუნავდა. თავისი ნაწერებითა და სარედაქციო საქმიანობით თვითონ იძლეოდა ამის
მაგალითს. ხშირად არც ამას სჯერდებოდა და უფრო შორსაც მიდიოდა მისი საქმიანობა.
აღვნიშნავთ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ერთ ფაქტს: აკ. შანიძემ ილიას არქივში
აღმოაჩინა სტამბურად დაბეჭდილი უწყება, 1886 წლის 9 მარტით დათარიღებული. მასში
ვკითხულობთ:
,,მოწყალეო ხელმწიფევ იაკობ სვიმონის ძევ! დღეს, 9 მარტს, საღამოს 8
საათზე ,,ივერიის" რედაქციაში დანიშნულია პირველი სხდომა სალიტერატურო ენის
დამდგენი კომისიისა". სხდომაზე სამსჯელოდ გააქვთ საკითხები:
1. ჰ და ს-ს ხმარება ზმნებში;
2. როგორ უნდა ვაწარმოოთ ქართულად ის, რასაც რუსულად ,,деепричастие" ჰქვიან:
შეიძლება თუ არა придя ქართულად ,,მოვიდა რა?" არის ეს ქართული, თუ ეწინააღმდეგება
ქართულის ბუნებას?
3. როგორ ვწეროთ ვნებითს ბრუნვაში: დ თუ თ?
4. საჭიროა თუ არა შემასმენლის შეთანხმება ქვემდებარესთან მრ. რიცხვში ყოველთვის,
ე.ი. მაშინაც, როცა ქვემდებარედ უსულო საგანია? (იხ. ვ. ბერიძე, 1957.: 242-243).
მნიშვნელოვანი ფაქტია სალიტერატურო ენის ნორმების დადგენის ისტორიიდან.
სალიტერატურო ქართულის საჭირბოროტო საკითხებზე სპეციალური კომისია იკრიბებოდა
და მსჯელობდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. დღეს, 120 წლის შემდეგაც აქვს
სალიტერატურო ქართულს მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი პრობლემები (იგი მარადიულია
და ყოველდღიურ ზრუნვას მოითხოვს), მაგრამ სალიტერატურო ქართულის დამდგენი
კომისია აღარ ფუნქციონირებს, რატომღაც აღარ თვლიან მას საჭიროდ. არადა, რამდენი
მოსაგვარებელი პრობლემა გაუჩნდა ქართულს. დიახ, დამოუკიდებელ ქვეყანაში
სახელმწიფო ენას საფრთხე ექმნება, მოგვარებაზე კი არავინ ზრუნავს. წელიწადში ერთხელ,
14 აპრილს მშობლიური ენის გახსენება და ქართული წატრაბახება, თუ რა გმირობა
ჩავიდინეთ ამ მართლაცდა მნიშვნელოვან დღეს, ვერაფერს შველის მის სიწმინდეს.
როგორც ვთქვით, ახალი ქართული სალიტერატურო ენის რეფორმა იმით დაიწყო, რომ
ხმარებიდან ამოიღეს ის გრაფემები, რომელთა შესაბამისი ბგერები სალიტერატურო ენაში ან
აღარ არსებობდა, ან ზოგი კი არასოდეს ყოფილა. ყველაფერი ერთბაშად არ მოხდარა.
პროცესი საკმაო ხანს გაგრძელდა. ახალი მართლწერის ჩამოყალიბებას დრო, ენის
მეცნიერული ცოდნა და საზოგადოების ნება სჭირდება...
სალიტერატურო ენის რეფორმის ილიასეულმა გზამ გაიმარჯვა. ახალი
სალიტერატურო ენა აღდგა თავის უფლებებში. ამ ენის კლასიკური ნიმუშია
ილიას ,,ოთარაანთ ქვრივი" (1887).
ენის ,,გახალხურების" ილიასეული იდეა თავისებურად გაიგეს ხალხოსნებმა.
სალიტერატურო ენაში მათ ზედმეტად გაუხსნეს გზა სასაუბრო ენას, რაც, რა თქმა უნდა,
არასწორი იყო. სანიმუშოდ მოვიყვანთ ორ ნიმუშს, რომელთაგან პირველი ილიას
თხზულებიდანაა ამოღებული, მეორე – სოფრომ მგალობლიშვილის:
,,დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხელი უკეთესი ქვეშაგები, საცვალი ტანისამოსი, კაი
ლეკურის შალის ჩოხა-შალვარი, ყანაოზის ახალუხი, ორო წყვილი თავისის ხელით
მოქსოვილი ჭრელი წინდა, ახლად ნაყიდი ყაითნებით მორთული საცვეთები, ბაზარში განგებ
შეკერილი და ყაითნებით დახლართული ქვემოური ქალამნები. ყველაფერი ეს გამოუკრა
ჯერ სიზანში, მერე ფარდაგში და შეჰკრა მათრაშასავეთ თოკებით" (ოთარაანთ ქვრივი).
,,რასაკვირველია, ღმერთმანი, - ამბობდა ზალიკა, ძაან გადურჩა, წუხანდელ ღამეს ი
ბიჭი, ალბათ იმის დედ-მამას რამე კეთილი მიუძღვის ღმერთთანა. აი, კაცო, დიდი ხანი არ
არის, რაც სულგანათლებული,- ღმერთმა ნათლით მოიხსენიოს,- პაპაჩემი ბერიკა
გარდაიცვალა. ერთ ღამეს მოდის თურმე ე კვირაცხოვლის ხევში, რუს პირას. ღამეა თურმე
ისეთი ბნელი, რო თვალთა წინა არა სჩანს რა. ეეე მოდის შენი ჭირიმე და შენ ხარ ჩემი
ბატონი!" (ღამის მეხრე ცეცო).
ილია მიიჩნევდა, რომ ენა ეროვნულობის უპირველესი ნიშანია. იგი გადაჭრით
მოითხოვდა სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლებას, საზოგადო თავშეყრის ადგილებში
ქართულად საუბარს, ქართულად აზრის გამოთქმას საჯაროდ. ეს იმ დროს არცთუ იოლი
საქმე იყო. ბევრს ხომ ქართულად საუბარი არ ეხერხებოდა, ანდა სულაც არც კადრულობდა.
მშობლიურ ენას დიდი ასპარეზი ეძლეოდა ქვეყნის მოწინავე შვილების
ძალისხმევით. თქმულის საილუსტრაციოდ ერთ ამონარიდს მოვიყვანთ ნინო ყიფიანის
მოგონებიდან: ,,იმ დროს, როდესაც ჩვენი ენა ისე იყო დევნილი სასწავლებლებიდან თუ სხვა
დაწესებულებებიდან, როდესაც ჩვენი ინტელიგენცია რუსულ ენაში ვარჯიშობდა ყველგან
და საჯაროდ სიტყვის წარმოთქმა ქართულად სულ აღარ ეხერხებოდა, ბანკის ყრილობები
დიდი ასპარეზი გამოდგა სამშობლო ენაზე ლაპარაკისათვის. გარდა ამისა ხომ ზოგიერთ
მათგანს ლაპარაკიც შეასწავლა"....
ილიასა და მისი თაობის ბრძოლამ ახალი სალიტერატურო ქართულის
დამკვიდრებისათვის კეთილი ნაყოფი გამოიღო. ამ ბრძოლამ დიდად შეუწყო ხელი ერის
დაცემული ვინაობის აღდგენას. ქართული ენა თანდათან იქცა მეცნიერების, ლიტერატურის,
სკოლის, ერთიანი ქართული სახელმწიფოს სახელმწიფო ენად.

ე. ქართული ენა და ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა

წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ პრობლემა უაღრესად რთულია და მრავლისმომცველიც,


მაგრამ მაინც შესაძლებელია ზოგიერთ საკითხზე საუბარი.
ქართული ენის თავდაპირველი სახის, მისი შემდეგდროინდელი განვითარებისა და
სხვა ენებთან ისტორიული კონტაქტების გარკვევასთან ორგანულად არის დაკავშირებული
ქართველი ხალხის წარმოშობის პრობლემა. საკითხის გარშემო არსებობს მრავალი
ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება.
ქართველი ხალხის წარმოშობაზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში.
მაგალითად, ბერძნები ქართველებს კავკასიის მიწა-წყალზე მოსულებად თვლიან.
კერძოდ, ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღ. Vს.) აზრით, კოლხები ეგვიპტური წარმოშობისანი არიან.
ხოლო მეორე ბერძენი ისტორიკოსი, მეგასთენი იბერების სამშობლოდ ესპანეთს ასახელებდა
(ამ ქვეყანას ელინები საერთოდ იბერიას უწოდებდნენ). Aამ აზრს შემდგომ იმეორებს იოსებ
ფლავიუსიც (I საუკუნე).
ძველი ქართული ქრონიკა ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ’’ გვაწვდის ცნობას, რომ ქართველები
გადმოსახლებული არიან არიან-ქართლიდან ალექსანდრე მაკედონელის დროს. კერძოდ,
ნათქვამია, რომ ალ. მაკედონელმა არიან-ქართლის მეფის შვილი აზო დასვა მეფედ მცხეთაში.
Aაზომ არიან-ქართლიდან მოიყვანა მრავალი ,,სახლი” თანამემამულეთა, რომელთაგან
წარმოიშვნენ ქართველებიო. ამავე ცნობას ვხვდებით ძველი სომეხი ისტორიკოსის მოვსეს
ხორენაცის (V ს. ჩვ. წ. აღ.) შრომაშიც.
ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრებაში” არიან-ქართლი საერთოდ არ იხსენიება,
მაგრამ მითითებულია აზოს მამის სახელი-იარედოსი. მკვლევართა აზრით, ეს სახელი
ახლოს დგას ირან, არიანა-სთან.. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲს” არიან-ქართლი და ლეონტი
მროველის შრომის იარედოსი ექვივალენტები უნდა იყოსო-შენიშნავს გ. მელიქიშვილი.
დღეისათვის საბოლოოდ არაა გარკვეული, თუ რა იგულისხმება არიან-ქართლში.
ნათელი არ არის რა ქვეყანაა ის. Mმოსე ჯანაშილის აზრით, ეს არის შუა აზიის არიანა. სიმონ
ჯანაშიას დაკვირვებით, არიან-ქართლი წარმოადგენს ჰარი-ქვეყანას, ქართველთა უძველეს
საცხოვრისს; შესაძლოა, ეს იყოს მიტანი ან ურარტუ-ვანის ტბის მიდამოები, რადგანაც ჰარი-
ქვეყანა მოიცავდა ერთსაც და მეორესაც. ს. ჯანაშიას რედაქციით გამოცემულ ,,საქართველოს
ისტორიაში’’ (1943 წ.) ნათქვამია: ,,არიან-ქართლი ჰარი-ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს, ასე
უწოდებდნენ ძველი სუბარეთის სამხრეთ რაიონებს. აზო, იგივე იაზონია, რომელიც
ბერძნებში იბერიის მამამთავრად ითვლებოდა’’.
,,მოქცევაჲ ქართლისაჲში’’ დაცულია ლეგენდა ქართველთა წინაპრების ბიბლიური
პერსონაჟებიდან მომდინარეობის შესახებ. სახელდობრ: მას შემდეგ, რაც ღმერთმა
ადამიანები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და ბაბილონის გოდლის აშენება ვერ მოხერხდა,
ისინი დაიფანტნენ მთელს დედამიწაზე. ქართველებისა და სხვა კავკასიელი ტომების
საერთო წინაპარი თარგამოსი წამოვიდა ,,ნათესავითურთ მისით’’ და დამკვიდრდა
არარატისა და მასისის მთათა შორის. Aაქ მისი შთამომავლობა იმდენად გამრავლებულა
(თვითონ თაგამოსს 600 წელი უცოცხლია), რომ ვეღარ იტევდა ,,ქუეყანა არარატისა და
მასისისა’’. თარგამოსს ჰყოლია რვა შვილი: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკანოს, ლეკოს,
ჰეროს, კავკასოს, ეგროს, რომელთაც გაუყო თარგამოსმა თავისი სამფლობელო. ჰაოსიდან
მოდიან სომხები, ქართლოსიდან- ქართველები, ბარდოსისაგან-რანები, მოვაკანოსიდან-
მოვაკანნი, ლეკოსიდან-ლეკები, ჰეროსიდან-ჰერები, კავკასოსიდან-კავკასიელნი,
ეგროსიდან-მეგრელნი.
ქართველთმცოდნეობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა ს. ჯანაშიას მიერ
წამოყენებულმა ეთნოგენეტიკურმა კონცეფციამ, რომელმაც ფაქტიურად დღის წესრიგიდან
მოხსნა ქართველთა მიგრაციის თეორია. Mმკვლევრის აზრით, 6000 წლის წინათ წინა აზიასა
და სამხრეთ ევროპაში (ბალკანეთისა და პირენეის ნახევარკუძულებზე) ცხოვრობდნენ ჩვენი
ხალხის წინაპრები-ხეთები და სუბარები. წინა აზიაში სახლობდნენ ხეთები, სუბარებს კი
ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან კავკასიონამდე.
ძვ. წ. აღ. I ათასწლეულის დასაწყისში დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
ქართველურ ტომთა ორ-დასავლურ და აღმოსავლეთ-ქართულ გაერთიანებას ეყრება
საფუძველი. Aამავე ხანაში წინა აზიაში, საბერძნეთში, გაბატონდა ასურული, ხეთურ-
სუბარული კი მრავალ წვრილ სამთავროდ დაქუცმაცდა. ხეთურ-სუბარულ ტომთაგან უფრო
ძლიერნი მუსკები (მესხები) ყოფილან. ძვ. წ. აღ. IX-VIII საუკუნეებში ხეთურ-სუბარულმა
ტომებმა შექმნეს ახალი ძლიერი სახელმწიფო_ურარტუ. ძვ.წ.აღ. VI საუკუნისათვის
დაწინაურდნენ ქართული სახელმწიფოები-კოლხეთი და იბერია., ურარტუ კი დაეცა.
უძველესი წერილობითი ძეგლების მიხედვით კოლხი ზოგადი მნიშვნელობის სახელი იყო
და აერთიანებდა რამდენიმე ტომს. სტრაბონის ცნობის საფუძველზე ს. ჯანაშია ფიქრობდა,
რომ იბერთა ტერიტორია სამხრეთისაკენ მდ. Aარაქსამდე იყო გადაჭიმული.
,,ისტორიის მამად’’ წოდებულ ჰეროდოტეს დაწვრილებითი ცნობები აქვს მოცემული
კოლხებზე, მაგრამ კავკასიის იბერებს საერთოდ არ ახსენებს. ს. ჯანაშია, აანალიზებს რა
ჰეროდოტეს ცნობებს, ფიქრობს, რომ მის ისტორიაში ნახსენები სასპეჲრები მერმინდელი
ბერძენი მწერლებისათვის კარგად ცნობილი იბერები არიან. სასპეჲრ’ს ლინგვისტური
ინტერპრეტაციით მკვლევარი უკავშირებს ტერმინებს: თაბალ, სუბარ, იბერ-ივერ’ს...
(სასპეჲრ’ში სპერელი ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ?-მ.ფ.).
ძვ.წ. აღ. V საუკუნის II ნახევარში წინა აზიის ოთხი ხალხიდან (სპარსელები,
მიდიელები, კოლხები და სასპეჲრები) ორი ქართველური მოდგმისა იყო.
წინარექართველური ეპოქის გასათვალისწინებლად საყურადღებოა სვანების უძველესი
ადგილსამყოფელიც. გ. მელიქიშვილი ყურადღებას აქცევს ჰერაკლიტე პონტოელის ცნობას
(ძვ. წ. აღ.IVს.): ფაზისის გაყოლებითY თავდაპირველად ცხოვრობდნენ ჰენიოხები, შემდეგ კი
მილეტელები’’. ჰენიოხების ქვეშ უნდა იგულისხმებოდეს სვანები. სვან ფუძის ვარიანტად
მიჩნეულია ასევე სანიგი. საგულისხმოა ასევე, რომ ძველი დიოსკურიის ქართული
სახელწოდება ცხუმი (ცხ-უმ) სვანურია და ნიშნავს რცხილას.
სტრაბონის ცნობით, დიოსკურიის მახლობლად მცხოვრებ სვანებს შეუძლიათ 200 000-
იანი ლაშქრის გამოყვანა. ისინი ძლიერ და მრავალრიცხოვან ტომებს წარმოადგენენო.
მითი არგონავტების შესახებ ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ბოლოს ჩანს წარმოშობილი.
მასში დაცულია ცნობები კოლხეთის ძლიერი სამეფოს შესახებ, რომელიც მოთავსებული იყო
მდ. რიონის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალზე. ნ. მარი კი კოლხეთს ათავსებდა ჭოროხის
აუზის მიდამოებში.
ქართველმა მეცნიერებმა ქართულ და უცხოურ წყაროთა და არქეოლოგიური და
ლინგვისტური მასალების შეჯერებით დამაჯერებლად დაამტკიცეს, რომ ქართველები
კავკასიისა და მცირე აზიის უძველესი მკვიდრნი არიან.
გ. მელიქიშვილი ასკვნის, რომ ძვ. წ აღ. II ათასწლეულის ბოლოდან მდ. რიონის
სამხრეთით სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე
მდებარეობდა კოლხთა ძლიერი და დიდი სამეფო, რომლის ცენტრი სავარაუდოდ ჭოროხის
ქვემო წელზე გადიოდა. მისივე ვარაუდით, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს ძვ. წ. აღ. III-II
ათასწლეულის მიჯნაზე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროისათვის არსებობდა
წინარექართველური ფუძე ენა, რომლის დიფერენციაციის პროცესი მოგვიანებით დაიწყო.

ვ. უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები

ქართული კულტურისა და ენის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობისაა ის


წერილობითი ძეგლები (წარწერები, ხელნაწერები), რომელთაც ჩვენამდე მოუღწევია. Aამ
ძეგლებში კარგად იკითხება ქართველი კაცის სულიერი მოღვაწეობის ხანგრძლივი ისტორია,
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე მოღწეული მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც ჩვენს წინაპრებს
დიდი ჯაფით შეუქმნიათ. ამ ძეგლებზე დაკვირვებით შესაძლებელი ხდება ქართული
(ქართველური) ენის ისტორიის აღდგენა.
A

1. წარწერები
გასული საუკუნის 50-იან წლებში (1952-1953 წ.) ცნობილმა იტალიელმა არქეოლოგმა
ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, აღმოაჩინა ქართული მონასტრის
ნანგრევები სამი ქართული წარწერით. Bბუნებრივია, რომ ამ წარწერებმა იმთავითვე
მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. მათ შესახებ შრომები გამოაქვეყნეს მ. თარხნიშვილმა (Lა
თერრა შანტა, 1953. ,,ბედი ქართლისა”, #16, 1954 წ.), ვ. კორბომ (1955წ), შ. ნუცუბიძემ
(ჟ. ,,მნათობი”, 1959. 1), გ. წერეთელმა (1960წ.)...მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ
პალესტინის წარწერების სახით საქმე გვაქვს ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშებთან,
რომლებიც V საუკუნის I ნახევრით თარიღდება. მოვიყვანთ ამ წარწერებს:
1. წმიდაო თეოდორე მარ(ოუ)ან და ბო(A)რზნ..ენ ამიე...
2. და ძუძეულნი მათნი ბაკურ და გრი ორმიზდ და ნაშობნი მათნი ქ..ე შ.ე.ნ ამენ.
3. შეწევნითა ქYსითა და მეოხებითა წმიდისა თეჲსითა შ..ნ ანტონი აბაჲ და
იოსია და მომსხმელი ამის სეფისაჲ და მამა-დედაჲ იოსიაჲსი ამენ.
წარწერები დათარიღებულია მასში მოხსენებული ისტორიული პირების მიხედვით,
კერძოდ, I წარწერაში მოხსენებულია მარუან (მურვან< მურვანოსი,-პეტრე იბერიელის საერო
სახელი) და ბურზენ (ბუზმირი,-პეტრე იბერიელის მამა). Mმეორე წარწერაში იხსენება
ბაკური (პეტრე იბერიელის დედის მამის სახელი. ს. ყაუხჩიშვილი), მესამეში კი_ ანტონი აბაჲ
(წინამძღოლი).
ქართული დამწერლობისა და, საერთოდ, კულტურის ისტორიისათვის
მნიშვნელოვანია ბოლნისის სიონის წარწერები. აღნიშნულ ძეგლზე მრავალი წარწერაა.
ყურადღებას იქცევს ოთხი უძველესი, რომელნიც V საუკუნის II ნახევრით თარიღდება.
აღვნიშნავთ, რომ დროთა სვლაში წარწერები დაზიანებულა და მათი თავდაპირველი სახის
აღდგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამიტომაც არსებობს ერთი და იმავე წარწერის
სხვადასხვაგვარი წაკითხვა. ბოლნისის სიონის სააღმშენებლო წარწერის აკაკი შანიძისეული
წარწერა ასეთია:
[შეწევნითა წმიდ]ისა სამებისაჲთა ოც წლისა პეროზ მე[ფისა ზე ხიქმნა დაწყებაჲ] ამის
ეკლესიისაჲ და ათხუთმეტ წლის[ა შემდგომად განხეშორა. ვი]ნ აქა შინა თავყანის-ხცეს, ღნ
შეიწყალენ და ვინა [მის ეკლესიაჲსაჲ დთ ე]პისკოპოსსა ხულოცოს, იგიცა ღნ შეიწყალენ
(ამენ).
ეს წარწერა აკ. შანიძემ 493-494 წლებით დაათარიღა (არსებობს ამავე წარწერის სხვა
წაკითხვებიც).
ქართული მწერლობისა და ქართული ენის ისტორიისათვის უაღრესად საიტერესოა
სხვა წარწერებიც, კერძოდ, მცხეთის ჯვრის, უკანგორის, წყისის, იშხნის, დავათის სტელა და
მრავალი სხვა. Bბუნებრივია, ყველა მათგანზე აქ ვერ შევჩერდებით. Dდაინტერესებული
მკითხველი მათ შესახებ სათანადო მასალებს ადვილად იპოვის. ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ
ორიოდე ნიმუში იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხასიათისაა ეს წარწერები.
2. ხელნაწერები
ჩვენამდე მოღწეულია 10 000-ზე მეტი ხელნაწერი. V-IX საუკუნეთა ძეგლები მხოლოდ
სასულიერო ხასიათისაა, X საუკუნიდან უკვე ჩნდება ფილოსოფიური, საისტორიო, საერო
მწერლობის ნიმუშთა შემცველი ხელნაწერები.
ძველი ქართული ხელნაწერების შეგროვება XIX საუკუნეში დაუწყიათ ,,ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წევრებს (ე. თაყაიშვილი, დ.
კარიჭაშვილი), 1888 წლიდან მათ შეუერთდნენ საეკლესიო მუზეუმის წევრებიც (დ. ბაქრაძე,
თ. ჟორდანია, მ. ჯანაშვილი). ისინი იყვნენ ძველი ხელნაწერების არა მხოლოდ უბრალო
შემკრებნი, არამედ პირველი შემფასებლებიც. 1907 წელს დაარსდა საისტორიო-
საეთნოგრაფიო საზოგადოება (1921 წლამდე ხელმძღვანელობდა ექვთ. თაყაიშვილი).
აღნიშნული საზოგადოების წერებმაც თავიანთ ამოცანად დაისახეს ძველი ქართული
ხელნაწერების, სიგელ-გუჯრებისა და სხვა საისტორიო დოკუმენტების შეგროვება და
სისტემატიზაცია.
1958 წლიდან ყველა ამ საზოგადოების კოლექციებმა თავი მოიყარა საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში,სადაც დღემდე ინახება. ამჟამად
დასრულებულია ისტიტუტის ფონდების აღწერა და კატალოგთა გამოცემა.
ძველი ხელნაწერები სამ ჯგუფად იყოფა: ხანმეტი, ჰაემეტი და სანნარევი. Dდაყოფა
პირობითია და ემყარება იმას, თუ რომელი პრეფიქსი გამოხატავს ზმნაში მეორე სუბიექტურ
და მესამე ობიექტურ პირს.
ხანმეტი ეწოდება ისეთ ხელნაწერებს, რომლებშიც სუბიექტურ მეორე (ხ-კლავ) და
ობიექტურ მესამე (ხ-ერთვის) პირს აღნიშნავს ხ- პრეფიქსი. იგივე პრეფიქსი გვხვდება
უფროობითი ხარისხის ფორმებში (ხ-უმჯბYსი) და ი-პრეფიქსიანი ვნებითი გვარის ზმნებში
(ხ-იმალები).
ჰაემეტი ეწოდება ისეთ ტექსტებს, რომლებშიც ზემოაღნიშნული ფუნქციით იხმარება
პრეფიქსი ჰ-.
სანნარევს უწოდებენ წერილობით ძეგლებს, რომლებშიც სუბიექტური მეორე და
ობიექტური მესამე პირების მაწარმოებლად დ,თ,ტ,ძ,წ,ც,ჯ,ჩ,ჭ- თახმოვნების წინ იხმარება ს.
V-VIII საუკუნეთა ძეგლები ხანმეტია. ჰაემეტობის უძველესი ნიმუშია წყისის ეკლესიის
616-619 წლების წარწერა. ა. შანიძის მიერ გაშიფრული ჰაემეტი ხელნაწერი VIII ს-ის მეორე
ნახევრით თარიღდება, თუმცა იგი უფრო სანნარევი ძეგლია, ვიდრე ჰაემეტობის ტიპიური
ნიმუში, რადგანაც მასში დასტურდება 62 შემთხვევა, როცა მოსალოდნელია ჰ-,მაგრამ არ
იხმარება, ან დაუწერიათ ჰს-კომპლექსი: მი-ჰს-ცემდა, მი-ჰს-ცემს, და-ჰს-ცხრა. Hჰს
კომპლექსის ძეგლში გამოყენება მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ცოცხალ მეტყველებაში
უკვე დაწყებულია ჰაემეტობის მოშლის პროცესი, რომ სუბიექტური მეორე და ობიექტური
მესამე პირის აღმნიშვნელ პრეფიქსად უკვე იხმარება ს.
დღემდე მოღწეულია შემდეგი ხანმეტი ტექსტები:
ბოლნისის სიონის სამი წარწერა (Vს.);
უკანგორის ორი წარწერა (VIს.);
მცხეთის ჯვრის წარწერა დემეტრე Aპატოსისა (VI ს.);
იერემიას წინასწარმეტყველების ოქსფორდული და კემბრიჯული ნაწყვეტები (VI-VII
სს);
ივ. ჯავახიშვილის მიერ ამოკითხული ახალი აღთქმის ფრაგმენტები(VI-VII სს);
ესაიას წინასწარმეტყველების ფრაგმენტები(VI-VII სს);
ხანმეტი ლექციონარი(VIIს.);
იაკობის პროტოევანგელე (VIIს.);
ხანმეტი მრავალთავი (VIII ს-ის I ნახევარი);
ჯ. ბერდძოლის მიერ გამოცემული ოთხთავის ფრაგმენტები(VIIIს.);
ჯ. ბერდძოლის მიერ ამოკითხული ეზრა I წიგნის ფრაგმენტები (VII ს.).
შედარებით მცირეა ჰაემეტი ტექსტების კორპუსი. Aამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე
გარემოება იყოს: 1. ჰაემეტი დიალექტი სამწერლობო ენას მაშინ დაედო საფუძვლად,
როდესაც საქართველოში არაბები ბატონობდნენ და შეჭირვებულ ქართველობას არ ეცალა
მწიგნობრობისათვის; 2. შეიძლება სხვაც იყო ასეთი ტექსტები და დაიღუპა. Aამის თქმის
საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ჩვენამდე მოღწეული ბევრი ძეგლი ჰაემეტი
დედნიდან ჩანს გადაწერილი (მაგალითად, ადიშის ოთხთავი), მაგრამ თავად დედანი ჯერ-
ჯერობით არ ჩანს. 3. შეიძლება სადმე ინახება კიდეც ჰაემეტი ტექსტები და ელის თავის
აღმომჩენს.
ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენისთანავე დღის წესრიგში დაისვა ხანმეტობისა და
ჰაემეტობის ურთიერთმიმართების საკითხი.
ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ხანმეტი ტექსტები ქრონოლოგიურად წინ უსწრებს
ჰაემეტს და ამიტომაც სუბიექტური მეორე და ობიექტური მესამე პირების პრეფიქსად
ქართულში თავდაპირველად ხ- გვქონდა, რომელიც შემდეგში ფონეტიკური ცვლილების
შედეგად ჰ-დ იქცა. ა.შანიძემ თავის მხრივ დაასაბუთა, რომ ხანმეტობა და ჰაემეტობა
ქრონოლოგიური და ფონეტიკური პროცესი კი არ არის, არამედ დიალექტური. ,,...ხანმეტი
ტექსტები ერთ დიალექტზეა დაწერილი და ჰაემეტი მეორეზე’’. Mმოყვანილი ორი მოსაზრება
სრულიადაც არ გამორიცხავს ერთმანეთს. ხანმეტობა და ჰაემეტობა სხვადასხვა
დიალექტისათვის დამახასიათებელი მოვლენა რომაა, ეს არ უარყოფს იმას, რომ ხ>ჰ
ფონეტიკურ ნიადაგზე. მოგვიანებით სხვა საკითხთან დაკავშირებით ამავე პრობლემას შეეხო
თ. გამყრელიძე და დაასაბუთა, რომ არქაული (დამწერლობამდელი) ქართულის ერთ-ერთ
დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს ჰ ფონემის უქონლობა, რაც ასახულია ხანმეტ
ტექსტებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰ ფონემა ჩნდება VII საუკუნიდან ცალკეულ
სიტყვებში (ძირითადად შორისდებულებში) და ხ ფონემის ფონეტიკური გარდაქმნის
შედეგად გარკვეული ტიპის მორფოლოგიურ სტრუქტურებში (სუბიექტ- ობიექტური პირის
გამომხატველი მორფემებში), რაც ძველ ქართულ ჰაემეტ ტექსტებში აისახა”.
ხანმეტობისა და ჰაემეტობის ურთიერთმიმართების პრობლემას სხვა მკვლევრებიც
შეეხნენ. საკითხი არაა ბოლომდე შესწავლილი და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
როგორც აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეულია 10 000-ზე მეტი ხელნაწერი. მათ შორის
მნიშვნელოვანია ,,სინური მრავალთავი’’ 864 წლისა (პირველი თარიღიანი ხელნაწერი,
გამოიცა 1959 წელს), რომელმაც შემოგვინახა ,,ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ’’-იოანე
ზოსიმეს მიერ X საუკუნის ბოლოს გადაწერილი ჰიმნი; ,,ჰადიშის ოთხთავი’’(897წ.)-ჰადიშის
ოთხთავს უწოდებენ იმიტომ, რომ ინახება სვანეთში, სოფ, ჰადიშში, სინამდვილეში იგი
გადაწერილია შატბერდში. ძეგლი სხვა ორ შატბერდულ ხელნაწერთან (ჯრუჭის-936 წ.
პარხლის-973 წ.) ერთად გამოსცა აკ. შანიძემ: ,,ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია
სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით’’ (1945 წ.). ,,ადიშის ოთხთავი’’ 2003 წელს ცალკე
გამოიცა პროფ. ზ. სარჯველაძის რედაქციით. ქართული ოთხთავის მნიშვნელოვანი ნუსხაა
ოპიზის სახარება,- გადაწერილი 913 წელს (ათონის კოლექცია).
ძველი აღთქმის წიგნთაგან მნიშვნელოვანია ოშკის ბიბლია (978 წ.), გადაწერილი იოანე
ნათლისმცემლის ლავრაში თორნიკე ერისთავის დაკვეთით. თორნიკე რისთავმა იგი შესწირა
ათონის ქართველთა მონასტერს. ძეგლი გამოსცა ა. შანიძემ: ,,წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი’’
(ტ.1, ნაკ. 1. 1947 წ. ნაკ.2. 1948 წ.).
ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლებია ასევე პარხლის მრავალთავი (X_XI ს.),
სვანური მრავალთავი (Xს. Aამ ხელნაწერმა შემოინახა ,,აბოს წამება’’), ლატალის ლექციონარი
(Xს.), მესტიის ოთხთავი (XIს.), იელის იადგარი (X-XIს.), მამათა ცხოვრებანი
(XIს.), ,,მცხეთური ბიბლია’’ და მრავალი სხვა.
ძველი ქართული ხელნაწერები საქართველოში, გარდა ხელნაწერთა ინსტიტუტისა,
ინახება საქართველოს სახელმწიფო არქივში (700-მდე ხელნაწერი), საქართველოს
პარლამენტის (ყოფილ რესპუბლიკურ)ბიბლიოთეკაში_100-მდე ხელნაწერი, ქუთაისის
ისტორიულ მუზეუმში, მესტიის, გორის, ზუგდიდის, მარტვილის, ბათუმის, თელავის
მუზეუმებში. ქართული ხელნაწერები დაცულია ასევე საქართველოს გარეთ, კერძოდ:
ერევანში (მატენადარის კოლექცია), სანკტ- პეტერბურგის, პარიზის, რომის, ვენის, გრაცის,
გოტინგემის, ჰალეს, ლაიფციგის, ლონდონის, ჰარვარდის, ოქსფორდის, ბირმინგემის,
სოფიის, კრაკოვის, პრაღის.... მუზეუმებსა და წიგნსაცავებში. ქართული ხელნაწერები ინახება
საზღვარგარეთის ძველ ქართულ სავანეებში-პალესტინაში (პალავრაში, იგივე ძველ ლავრაში)
სინას მთაზე, ათონის ივერთა მონასტრის კოლექციაში, პეტრიწონის (ბულგარეთი)
ქართველთა მონასტერში და ა.შ.
***
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა არის ახალი ქართული ენის
განვითარების შემდგომი ეტაპი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დაყოფა: ძველი ქართული ენა,
საშუალი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, თანამედროვე ქართული ენა პირიბითია,
რამდენადაც არსებობს ერთიანი ქართული ენა, თავისი საინტერესო და ხანგრძლივი
ისტორიითა და წერილობითი წყაროებით. ქართული ენა არის ერთი მთლიანობა თავისი
ისტორიული და ტერიტორიული სახესხვაობებით.
დღეს, ჩვენს ეპოქაში ქართული ენა არის ქართული სახელმწიფოს სახელმწიფო ენა. ამ
ენაზე წარმოებს საქმისწარმოება ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, მისი სტატუსი
განსაზღვრულია სახელმწიფოს უმაღლესი კანონით, _ კონსტიტუციით. ქართული ენა
ამასთან მეცნიერებისა და მწერლობის ენაა. ისტორიის მანძილზე ქართულ ენაზე შექმნილა
მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ქართველთა
უდიდესი სულიერი საუნჯეა, შექმნილა ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო, ისტორიული
ლიტერატურა, რომელშიც გაცხადებულია ქართველი კაცის სულიერი მოღვაწეობის
ისტორია, მისი განცდები, მსოფლაღქმა...
ქართულ ენაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა (შეიქმნა) საღვთისმეტყველო,
ფილოსოფიური, საბუნებისმეტყველო, ისტორიული და სხვა ტერმინოლოგია, რამაც ახალ
დროში, განსაკუთრებით XX საუკუნეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების
შემდეგ, საფუძველი დაუდო ქართულ სამეცნიერო ტერმინოლოგიას. საუნივერსიტეტო
განათლებამ მოითხოვა მეცნიერების ყველა დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიის
დამუშავება, რაც დაეფუძნა უპირველესად ქართული ენის ისტორიიის მონაცემებს, ქართულ
სასაუბრო ენას შემდეგ კი სესხებას, ოღონდ ტერმინები ამ შემთხვევაშიც გაფორმდა
ქართული ენის ლექსიკური ყალიბით. ქართული ენობრივი საშუალებები იძლევა
შესაძლებლობას ჩვენი ენის სტრუქტურასა და ბუნებას დაუქვემდებაროს ნებისმიერი
ნასესხები სიტყვა თუ ტერმინი... თანდათან ქართული ენა იქცა მეცნიერების ენად. დღეს
მეცნიერების ყველა დარგში იწერება სამეცნიერო ნაშრომები ქართულ ენაზე, დღეს
მეცნიერების ყველა დარგში იკითხება ლექციები უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაზე.
ამდენად, ქართული ენა მეცნიერების ენაცაა.
საუკუნეთა განმავლობაში ქართულ ენაზე შექმნილა მრავალფეროვანი სასულიერო
ლიტერატურა: ქართულ ენაზე ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში უთარგმნიათ სახარება,
შემდეგ ძველი აღქმის წიგნები, V-VII საუკუნეებში ჩამოყალიბებულა ძველი და ახალი
აღქმის ქართული რედაქციები. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებიდან ადრე ხანაში
ღვთისმსახურება ქართულად ტარდებოდა, საამისოდ ყველა პირობა არსებობდა. ,,ქართლად
ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულად ჟამი შეიწირვის, ლოცვაი
ყოველი აღესრულების და კირიელეისონ ბერძულად ითქმის, რომელ არს უფალო
შეგვიწყალენ’’ _ წერს გიორგი მერჩულე, X საუკუნის მწერალი. ამდენად, ქართული ენა
ქართული ეკლესიის ენაცაა.
ზ. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები
ერთიანი ეროვნული ენა იყოფა ტერიტორიულ დიალექტებად, რომელთაგან ერთ-ერთი
(ან რამდენიმე ერთდროულად) საფუძვლად ედება სალიტერატურო ენას. სალიტერატურო
ენა ემორჩილება გარკვეულ ნორმებს, რომელნიც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება.
ლიტერატურული ენა კონსერვატულია თავის განვითარებაში, დიალექტები _
შედარებით თავისუფალი.
იყო პერიოდი, როცა სალიტერატურო ენის განვითარებასა და მისი სიწმინდის დაცვას
თვალყურს ადევნებდა სახელმწიფო. ნორმათა შემუშავებაში მონაწილეობდა ხელისუფლების
მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, ან რომელიმე ორგანო. საქართველოში ეს საქმე მინდობილი
ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტს, რომელიც
შემუშავებულ ნორმათა პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენდა საქართველოს
პრეზიდენტთან არსებულ ,,სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ მუდმივ სახელმწიფო
კომისიას”. ქართული ენის სიწმინდისა და კონსტიტუციური უფლების დასაცავად ასევე
შექმნილი იყო ენის სახელმწიფო პალატა. მაგრამ დღეს ქართული სალიტერატურო ენის
განვითარებაზე სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, რაც ხშირად არასწორი ენობრივი
ნორმების დამკვიდრების საფუძველი ხდება. ვფიქრობთ, ჩვენს ეპოქაში, როცა სახელმწიფო
ენა განიცდის უცხო ენების გავლენას, როცა ყოველდღიურად პრესის, ინტერნეტის,
მეცნიერების გზით ენაში შემოდის მრავალი ტერმინი თუ ლექსიკური ერთეული,
განსაკუთრებით იგრძნობა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ მუდმივი სახელმწიფო
კომისიისა და ენის სახელმწიფო პალატის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში ქართული ენის
სიწმინდის დაცვაზე თითოეული ქართველი უნდა ზრუნავდეს. ზრუნვა მშობლიური ენის
სიწმინდის დასაცავად ჩვენი კულტურის გამოვლინებაა. რამდენად წმინდად დავიცავთ და
მომავალ თაობას გადავცემთ ჩვენს ენას, იმდენად კულტურული თაობის სახელს
დავიმსახურებთ ისტორიაში.
აღვნიშნაეთ, რომ სალიტერატურო ენას თავდაპირველად რომელიმე კილო ედება
საფუძვლად. უფრო მეტად ის კილო (ან კილოები), რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურად,
კულტურულად და ეკონომიურად დაწინაურებული კუთხის მეტყველებაა. ქართული
სალიტერატურო ენისათვის ასეთი ქართლური აღმოჩნდა, შემდეგ კი მის განვითარებაში სხვა
დიალექტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სალიტერატურო ენაზე იქმნება მხატვრული ნაწარმოებები, სამეცნიერო, ტექნიკური,
პოლიტიკური, პუბლიცისტური ლიტერატურა. ლიტერატურულ ენაზე მიმდინარეობს
სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, საქმის წარმოება_ სახელმწიფო და კერძო
დაწესებულებებში, დიალექტი კი მხოლოდ მცირე ენობრივი კოლექტივის სასაუბრო ენაა.
სადღეისოდ გამოიყოფა ქართული ენის შემდეგი დიალექტები (ქვესისტემები):
ხევსურული, თუშური, მოხეური, მთიული, ფშაური, ქართლური, კახური, ინგილოური,
ფერეიდნული, მესხური, ჯავახური, იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, აჭარული,
შავშური, კლარჯული, ტაოური. ისტორიულად ქართული ენის დიალექტური შედგენილობა
შეიძლება განსხვავებული იყო. აღვნიშნავთ, რომ ქართულ დიალექტთაგან რამდენიმე
დღეისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთაა და მოქცეულია უცხო ენათა გარემოცვაში,
ასეთებია: ინგილოური-აზერბაიჯანში; ფერეიდნული-ირანში, შავშური (ქვემომაჭახლურის
გამოკლებით), კლარჯული (კირნათ-მარადიდის მეტყველების გამოკლებით) და ტაოური
თურქეთის რესპუბლიკაშია. რაც დრო გადის, აღნიშნული დიალექტები უფრო მეტად
განიცდიან უცხო ენობრივი სისტემის გავლენას. ჩვენს თვალწინ კვდება, მაგალითად,
ტაოური დიალექტი. ოდესღაც ვრცელ ტერიტორიაზე (ამიერ და იმიერტაოში) განფენილი
დიალექტისგან ,,ნამსხვრევებიღა’’ შემორჩა ერთი ხეობის რამდენიმე სოფელში.
კილოები იყოფა კილოკავებად (დიალექტზე, კილოზე უფრო მცირე ერთეული) და
თქმებად. Mმაგ.: აჭარულში გამოვყოფთ ზემოაჭარულ, ქვემოაჭარულ და ქობულეთურ
კილოკავებს; შავშურში - მაჭახლურსა და იმერხეულს; კახურში _ გურჯაანულ თქმას...
დიალექტებს შორის სხვაობის დასადასტურებლად მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს.
მესხური: კვირა არი, გალაგებული არიან ეკლესიაში. Mივიდა პატარა გოგომ, დაგვა
სახლი... მოვიდა ხელმწიფე... ხალაეღებ უთხრა: ჰაზირიაო? Mმოდი ერთი მოუროვინე კოვზი
და ვჭამოთო” (შ. ძიძიგური).
მთიულური: მოიდა ეგეთი ხორხოშაჲ, ეგეთი ხორხოშაჲ, რო, უჰუჰუ. ცეტმა ფარჩა
შამიხვივა ტანზე და ი ჭკვიანმა ვერაფერი ვერა შამაიხვივა რა და ეუბნევა ამასა, რო: მაიტა,
ერთი თითზე გადახვევა ტყლაპი (ნაჭერი) მაინც მამეცი, რო თავზე დავიფაროო...(ქ.დ.).
თუშური: ზამთარ ყოფილიყ, წელწდობაჲ. ღამ სოფელ ჯარში ყოფილიყ. ერთ დიაც
გარეთ გამოსულიყ, ხალხისად ეთქვ შინ შესრულს: ემანდავ ფეხის ჭრიალ მოდისავ
თოვლზედავ...(ქ.დ.).
ინგილოური: დილლაზე კიდემ მენაღრიები დოEქკრონ. იმ ზროხასაც დაჰკლონ,
ჩაჰბაკანსაც ქალის სახში წაჲყონენ. Mმემრე დაბრუნდებიან, ბიჭისა მოვლენ. ბიჭის სახში
საღმომდინ უკრონ, შიპრობენ, ჭამენ, ლევენ...(ქ.დ.).
ფერეიდნული: ერთი ციცა მივიდა შირთან. შირმა უთხრა, რო: ციცავ, რას ეგრე
დაჩაგრულხარო და დაბაჲტავებულხარო? უთხრა: რა ვიცი, ყეენი იყოსსალამათადაო, რა
გითხრაო, რო აგეთი ადამიზადის ხელჩიგა მივსულვარო, რო ხოშ ესეცღა ვარო...(ქ.დ.).
შავშური: ორ საათ იქით გამეჲფიშმანა: ,,ამ კაცმა ჩვენ გამოგვარეზილა. თუ იტყოდეს
მის სოფელში,-მაჩუქვა ქოროღლიმ ე ცხენი; თუ თქვა, რომ- ღალატობით ვქენი მე ე საქმე,-
ჩვენ მაშინ დავრჩით შერცხვენილი. მომიყვანეთ ჩემი ცხენი, სილაჰი გამუეკიდო ამ კაც
მე’’(ქ.დ.).
კლარჯული: ახლანდელებმა არ იციან, ჩვენებური არ ვიცით, ფიქრი არ მაქ. ჩვენ თელი
გურჯი ვართ. ჩვენ, გურჯი, ბორჩხაში ქი ჩავალთ, გურჯულათ დევლაპარიკებთ, მიხდებიან,
ჩვენი ხართო; ლაზებ მეგრელებს ეტყვიან, ჩემი გელინის ბაბოóს ნენეó გაგულიანდებოდა,
მეგრელი რატომ გვეტყვიან, ლაზები ვართო; ახლა მე ხოჯა მყავან, მაჭახლელი არიან.
დალოცვა: ღმერთმა რამ აჯი არ მოგცეს! ღმერთმა დიდი ხეირი მოგცეს!
დავაცქინტლავთ, მაშინ ვიტყვით: ღმერთმა კაი სიცოცხლე მოგცეს (მ. ფაღავა, მ. ცინცაძე).
ტაოური: ძველათ ერმენები აქ ყოფილან. ერთი ფაფაზი ყოლიათ. ძველათ აქა არ
უთოვლებია. ერთხელ თის წვერზე ცოტა გათოვლებულა. იმ ფაფაზ კაცებ გუუგზანია,
ერთი შეხედეთ, ის რა არიო, ფორი. ცოტა გასულან, ბიჭებ კი თოვლი, ცივი. ხელში უწევნიან,
ხელებ უტკივნებიან, გამქრალა, გამდნარა. H ჰოდა, უთქვიან იმ ფაფაზისთუნ ასე: გაველით,
ხელში ვწევთ, ხელს გვატკივნებს, მოგვაქვს-იკარქვის. იმას უთქვია კი: აქ აღარ იცხოვნებაო,
ადექით, წევდეთო (მ. ფაღავა და სხვანი).
დიალექტები წარმოადგენენ უშრეტ წყაროს ქართული სალიტერატურო ენის
განვითარებისათვის. სალიტერატურო ქართული საჭირო ლექსიკურ ერთეულებს იღებს
ცოცხალი მეტყველებიდან. ისტორიულად მრავალი სიტყვა სამწერლობო ენამ
დიალექტებიდან მიიღო. სპეციალურ ლიტერატურაში ხშირად საუბარია დიალექტიზმების
შესახებ ძველ ქართულში, საშუალ ქართულში, ახალ ქართულში... დიალექტიზმებს ხშირად
მიმართავენ მწერლები კუთხური კოლორიტის შესაქმნელად. ასეთ შემთხვევაში
დიალექტიზმს სტილისტური დატვირთვა აქვს...
არნ. ჩიქობავას შენიშვნით, ,,ენის ნამდვილი და ბუნებრივი სიცოცხლე მოცემულია მის
დიალექტებში’’.

თ. სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის ძირითადი პრინციპები

სალიტერატურო ენა მკვეთრად ჩამოყალიბებულ ნორმებს ეყრდნობა, თუმცა მათგან


გადახვევებიც არაა მისთვის უცხო, რაც ხშირად ცოცხალი მეტყველების გავლენით აიხსნება.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ძველი და საშუალი ქართული სამწერლობო ენის
უშუალო გაგრძელებაა. XVIII საუკუნეში ფაქტიურად დასრულდა ახალი ქართული
სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების პროცესი, რაც კარგად ჩანს სულხან-საბასა და დავით
გურამიშვილის მემკვიდრეობიდან. Mმაგრამ XVIII ს.-ის 60-იანი წლებიდან, ანტონის
მიმდევართა გავლენით, ერთგვარად შეფერხდა სალიტერატურო ენის ბუნებრივი
განვითარება. XIX ს.-ის 60-იანი წლებიდან თერგდალეულთა მოღვაწეობით Kკი იგი
დაუბრუნდა ბუნებრივ განვითარებას. ამავე პერიოდიდან დღის წესრიგში დადგა
სალიტერატურო ენის ნორმათა მოწესრიგების საკითხი. ჩვენს ენაში გატარდა სერიოზული
გრამატიკულ-ორთოგრაფიული რეფორმა. ხმარებიდან ამოიღეს ძველი, ახალი
ქართულისათვის უკვე ზედმეტი, ასო-ნიშნები (ჲ,EÀ,YÃ,AÂ,FÄ,GუB), სადავო და
პარალელურ ფორმათა შესახებ პრესაში გამოქვეყნდა წერილები. Pპროცესს ხელი შეუწყო
პროზის აღორძინებამ, პუბლიცისტიკისა და ჟურნალისტიკის ჩამოყალიბებამ,
სალიტერატურო ენის დაახლოებამ ცოცხალ მეტყველებასთან... XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის
დასაწყისში ასეთმა მუშაობამ უფრო სისტემატური ხასიათი მიიღო. 1921 წელს გამოვიდა
წიგნაკი ,,სალიტერატურო ქართულისათვის’’-I, პროექტი ქართული ორთოგრაფიის სადავო
საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც შეადგინა კომისიამ გ. ახვლედიანის, ვუკ. ბერიძის, ს.
გორგაძის, კ. კეკელიძის, აკ. შანიძის (თავმჯდომარე) შემადგენლობით.
1925 წელს დაარსდა სატერმინოლოგიო კომისია, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა
დარგის ტერმინოლოგიების შემუშავებასთან ერთად სალიტერატურო ენის სადავო საკითხთა
მოგვარებითაც იყო დაკავებული. Aამ საქმიანობის შედეგები გამოქვეყნდა ცალკე ნაკვეთებად
1932- 1933 წწ. მოგვიანებით განათლების სახალხო კომისარიატთან შეიქმნა სპეციალური
კომისია, რომელმაც შეიმუშავა სადავო საკითხების მოწესრიგების ძირითადი პრინციპები და
დაადგინა სალიტერატურო ენის ზოგიერთი ნორმა. 1936 წელს დაიბეჭდა ,,თანამედროვე
ქართული სალიტერატურო ენის ნორმების’’ კრებული. Aამ ნორმათა საფუძველზე
დამუშავდა ,,სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი’’(I გამოცემა 1941წ. II-1946წ. III-1949წ.).
ქართული სალიტერატურო ენის უნიფიკაციისათვის მუშაობა არც მომდევნო
პერიოდში შეწყვეტილა. 1946-48 წწ.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეზიდიუმთან
შეიქმნა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია.
სალიტერატურო ენის ნორმალიზაციისათვის მუშაობას უფრო სისტემატური და
გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან
შეიქმნა ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი
სახელმწიფო კომისია’’, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ მწერლები, ლიტერატურისა და
პრესის მუშაკები, მეცნიერები, ქართული ენის სპეციალისტები.
კომისიის დანიშნულება ჩამოყალიბდა ასე: ,,გაეწიოს ხელმძღვანელობა ქართული
სალიტერატურო ენის განვითარების პროცესს იმ მხრივ, რომ ქართული სალიტერატურო ენა
სრულად იყენებდეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პროცესში შექმნილ საგანძურს, იყოს
მაქსიმალურად მონოლითური, ჭეშმარიტად ხალხური და ჯეროვნად მოემსახუროს
ქართველ ხალხს, როგორც სოციალისტური კულტურის წინსვლის იარაღი.’’ ვფიქრობთ,
მოყვანილი ამონარიდი ენაზე სახელწიფოებრივი ზრუნვის კარგი გამოხატულებაა.
1963 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ქართული მეტყველების
კულტურის განყოფილება, რომელსაც დაევალა შეისწავლოს ქართული სალიტერატურო ენის
განვითარების პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხები და შეიმუშავოს ნორმათა
პროექტები სახელმწიფო კომისიაზე სამსჯელოდ და დასამტკიცებლად.
სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილი ნორმები შემდგომში უკვე სავალდებულოდ
ითვლებოდა.
1970 წელს გამოიცა ,,თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების’’ I
კრებული (II გამოცემა1986წ.), რომელშიც წარმოდგენილია 40 სტატია. თითოეულ სტატიაში
მოცემულია საკითხის წარმოშობისა და განვითარების მიმოხილვა, ენათმეცნიერული
ანალიზი და მიღებული ნორმების სათანადო დასაბუთება.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა პრინციპებს საფუძვლად
დაედო არნ. ჩიქობავას მოხსენება.
ნორმათა დადგენა, უპირველეს ყოვლისა, ემყარება ობიექტური ანალიზის პრინციპებს.
უნდა გაანალიზდეს ენობრივი ფაქტის ისტორია, გაირკვეს, რამდენად ეგუება ეს მოვლენა
ენის განვითარების ტენდენციებს, რამდენად არის გამართლებული თანამედროვე ქართული
ენის გრამატიკული სისტემის მიხედვით და რამდენად გავრცელებული და
დამკვიდრებულია იგი ენაში. ამასთან, ყურადღება ექცევა იმასაც, თუ როგორია მისი
გამოყენების სიხშირე კლასიკოსთა ენაში, არის თუ არა სხვაზე უფრო მარტივი წარმოების
პრინციპის მიხედვით და რამდენად ნათელია მნიშვნელობის მხრივ.
თანამედროვე ქართული ენის ნორმათა მოწესრიგება გულისხმობს ფონეტიკურ-
მორფოლოგიური, ორთოგრაფიული და სინტაქსური ძირითადი სადავო საკითხების
გადაჭრას.
ორთოგრაფიის საკითხებად მიიჩნევა სადავო ფორმათა გარკვევა-დაზუსტება და სწორი
ფორმების დადგენა. Mმაგ.: ერთგული თუ ერდგული; საშუალება თუ საშვალება; მრგვალი
თუ მგვალი; ხმალამოწვდილი თუ ხმალ ამოწდილი...
ფონეტიკური ნორმების დასადგენად საჭიროა დაზუსტდეს ასეთ მოვლენათა
მართლწერის საკითხები: გაუკეთა, გოუკეთა თუ გუუკეთა; შიეშინა თუ შეეშინა; ზრუგი,
ძრუგი თუ ზურგი; ტკბილი, ტკპილი თუ ტკიბილი; ხუთშაბათი თუ ხუთშაფათი...
მორფოლოგიური ნორმები მოიცავს სახელთა ბრუნებასა და რიცხვის წარმოებაში
დაშვებულ უზუსტობათა, ასევე ზმნის უღვლილებასა და ფორმაწარმოებაში
ლიტერატურული ნორმიდან გადახვევების აღნუსხვასა და სწორი ფორმების
რეკომენდირებას. მაგ.: ნისლი თუ ნისლები; გრეხს თუ გრიხავს; რამეს თუ რასმეს; გაუტეხია
თუ გაუტეხნია; ზიან თუ სხედან; გდია თუ ყრია.
სინტაქსის საკითხები სიტყვათა შეხამება- შეკავშირებას ეხება, სახელდობრ: სახლები
შენდება თუ სახლები შენდებიან, ხეები დგანან თუ ხეები დგას, მოქალაქეები
დაიტერესებულნი არიან თუ მოქალაქეები დაიტერესებულია და მისთ.
სალიტერატურო ენის საკითხების მოსაწესრიგებლად ენობრივ ერთეულთა შერჩევისას
გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვათა მნიშვნელობასა და კეთილხმოვანებას, მაგ.:
ცხენს მიაქროლებს თუ ცხენს მიაჭენებს... ზოგჯერ ესეც არაა საკმარისი და საჭირო ხდება
ენათმეცნიერული ანალიზი. Aამ დროს ითვალისწინებენ, რომ ენა ცვალებადია დროში. იგი
ვითარდება მისი კოლექტივის გავითარებასთან ერთად. Nფორმების დადგენისას ასევე
მნიშვნელოვანია ისტორიზმის პრინციპის დაცვა და ა.შ. მაგალითად: ძველი ქართული ენის
ბგერით სისტემაში დისტინქტური ფუნქციით იხმარებოდა ხ და B ფონემები (ხერხი-ÃერÃი,
ხელი-Ãელი...). შემდგომ ენაში მოხდა Ã’ს საარტიკულაციო ბაზისის გადაწევა, რის
შედეგადაც Ã’ს არტიკულაცია დაემთხვა ხ-ს არტიკულაციას. Aამგვარად მივიღეთ
ომონიმები: ხერხი (ილეთი) და ხერხი (სადურგლო იარაღი), ხელი (კიდური) და ხელი
(გიჟი)...
ენაში გვხვდება ისეთი ფორმებიც, რომლებიც კანონზომიერია ქართული ენის
სისტემისათვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არალიტერატურულად მიიჩნევა, მაგ.: კაცი
იგი, ყმა იგი-ახლა დიალექტიზმად ითვლება, ძველ ქართულში კი ნორმა იყო.
თუ სალიტერატურო ენაში ორი ან მეტი მოცილე ფორმა არსებობს, საკითხი უნდა
გადაწყდეს იმის სასარგებლოდ, რომელიც ა). უფრო გავრცელებულია კლასიკოსთა ენაში, ბ).
ეგუება ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციებს, გ). გამართლებულია
დღევანდელი გრამატიკული ნორმებით, ე. ი. გრამატიკულად კანონიერია და არ არღვევს ამ
სისტემას, დ). სხვა თანაბარ პირობებში წარმოების პრინციპების მიხედვით უფრო მარტივია
და ე). მნიშვნელობის მხრივ უფრო ნათელია. იმ შემთხვევაში კი, როცა ერთმანეთის
მოცილედ გამოდის ორზე მეტი პარალელური ფორმა, რომლებიც თანაბრად კანონიერია
გრამატიკულად და კლასიკოსთა ენაში გავრცელებულობის მიხედვითაც და არც ერთს არა
აქვს უპირატესობა მოხმარების თვალსაზრისით, შესაძლებელია ისინი დარჩნენ
პარალელურად.
ორთოგრაფიული საკითხების მოწესრიგებისას სავალდებულოა დარჩეს ერთი ფორმა.
ასეთ დროს მოცილე ფორმათაგან უპირატესობა უნდა მიეცეს იმას, რომელიც ა).. უფრო
გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში, ბ). გამართლებულია ეტიმოლოგიურად
(სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობის თვალსაზრისით) და მორფოლოგიურად, გ).
მისაღებია ქართული ენის ბინებრივ კომპლექსთა თვალსაზრისით.
სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენისას ერთადერთი სწორი გზაა მოვლენის
ობიექტური ანალიზი, რომელიც ემყარება მდიდარ საილუსტრაციო მასალას და მკაცრ
მეცნიერულ განსჯას.
ქართული ენის კურსი ორი ნაწილისაგან შედგება: ა. ძველი ქართული ენა და ბ. ახალი
ქართული ენა. ჩვენ ,,ახალი ქართული ენის’’ კურსზე ვისაუბრებთ, რამდენადაც ,,ძველი
ქართული ენა’’ ცალკე იკითხება. ახალი ქართული ენის კურსი რამდენიმე დარგისაგან
შედგება: ფონეტიკა, გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი), სემასიოლოგია, ეტიმოლოგია,
ლექსიკოლოგია, სტილისტიკა. თანმიმდევრობით განვიხილავთ ყველა მათგანს, გარდა
სტილისტიკისა. დავიწყებთ ფონეტიკით, ენის ფონეტიკური სისტემის დახასიათებით და
დავასრულებთ სინტაქსის პრობლემებით. ბარემ აღვნიშნავთ, რომ ქართული ენის შესწავლის
ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში (განსაკუთრებით უკანასკნელ ასწლეულში)
დაგროვდა უამრავი ლიტერატურა, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა არაერთი
საინტერესო მოსაზრება, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც, ყველა მათგანის
გათვალისწინება სალექციო კურსში, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება და, ვფიქრობთ, არცაა
საჭირო. ქვემოთ შევეცდებით აღვწეროთ ახალი ქართული ენა იმ ლიტერატურის
გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია და გაზიარებული სპეციალისტთა მიერ.

You might also like