You are on page 1of 3

აკრისიოსი და პტოიტოსი. დანაე.

პერსევსის დაბადება

არგოლისის მეფე აბასმა, რომელიც სიმამაცით გამოირჩეოდა, ცოლად შეირთო აგლაე და


ტყუპი ვაჟი შეეძინა. აკრისიოსი და პროიტოსი მუდმივად კამათობდნენ და ეს კამათიც
სისხლისმღვრელ დავაში გადაიზარდა, როდესაც აბასი გარდაიცვალა . დაიწყო ბრძოლა
ტერიტორიებისთვის. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ პპროიტოსმა შეაცდინა აკრისიოსის
ერთადერთი ასული დანაე, ამის შემდეგ კი გაიქცა ლიკიაში და მეფის ასული ანტეა შეირთო
ცოლად. ჯარითურთ ბრუნდება სამშობგლოში სამეფოს ხელში ჩასაგდებად, თუმცა
საბოლოოდ დებს ხელშეკრულებას და ინაწილებენ ტერიტორიებს.

აკრისიოს ასული ჰყავდა უმშვნეიერის დანაე, თუმცა გვარის გამგრძელებელი არ ჰყავდა .


ამას დაერთო ის ფაქტიც, რომ წინასწარმეტყველმა ამცცო, რომ ის მისი ასულის შვილის
ხელით მოკვდებოდა, ამის გამო ასული სპილენძის კოშკში გამოკეტა. თუმცა ზევს შეუყვარდა
დანაე და ოქროს წვიმის სახით შეაღწია და გაიზიარეს სარეცელი. ჩაისახა ბავშვი ,პერსევსი ,
რომელიც აკრისიოსმა დანაესტან ერთად ყუთში ცასვა და გაუშვა ზღვაში . ისინი კუნძულ
სერაფოსზე მეთევზემ იპოვა და ამის შემდეგ პერსევსი აგრძელებს ცხოვრებას ამ კუნძულზე .

პერსევსი სერიფოსზე

პერსევსი მეფე პოლიდექტეს კარზე გაიზარდა და დავაჟკაცდა . ძალითა და სიმამაცით


ვერავინ უტოლდებოდა. პოლიდექტეს დანაე ჩაუვარდა გულში და ყველა ხერხს იყენებდა ,
რომ ცოლობაზე დათანხმეოდა, თუმცა დანაე უარზე იყო. როდესაც პერსევსი წამოიზარდა
მიხვდა მეფემ,კ რომ არაფერი გამოუვიდოდა თუ კი პერსევს არ მოიშორებდა . გამართა
წვეულება, სადაც განაცხადა, რომ დანაეზე ხელს ირებდა და ოინომაოსის ქალიშვილის ,
ჰიპოდამეას, შერთვა განიზრახა და საჩუქრად თიტო ცხენს ითხოვდა. პერსევს არაფერი
ებადა და იძულებული იენქბოდა გასცლოდა აქაურობას ჩუმად თუმცა პერსევსმა ასეთი რამ
განაცხადა: „თუ კი შენ დედაჩემს მართლა ეშვები, ცხენს კი არა გორგო მედუზას თავს
მოგიტანო“. პოლიდექტემ კი თითქოს გამოიჭირაო ნიშნის მოგებით მიუგო: „ეს კი მართლა
ჩინებული საჩუქარი იქნება“!.

პერსევსი და გორგო მედუზა

პერსევს უნდადაემარცხებინა გორგო მედუზა, თუმცა ეს არ იყო იოლი საქმე . ის სამ დასთან
ერთად, რომლებიც საშინლად გამოიყურებოდნენ, ცხოვრობდა, ჰიპერბოლელთა შორეულს
მხარეში. მედუზას დასამარცხებლად დასახმარებელი ხელი გაუწოდა ათენამ, რომელიც
მტერი იყო მედუზასი, და ჰერმესმა. ათენამ ის კუნძულ ნსამოსზე წაიყვანა და ასწავლა თუ
როგორ უნდა გაერჩია გორგო მედუზა დებისგან. ასევე ატენამ გააფრთხილა , რომ სახეში არ
შეხედა, რადგან ქვად გადაიქცეოდა, და მისი სარკის მსგავსი ფარი აჩუქა , რომელიც
ყველაფერს ირეკლავდა. ჰერმესმა კი თავისი ანდამანდი და ნამგალი უძრა . თუმცა პერსევს
კიდევ სჭირდებოდა: ფრთიანი სანდლები, აბგა და უჩინმაჩინის ქუდი . რომლის
მოსაპოვებლად გრაინებს-გორგონას დებს ეწვია. ისინი ბრმები იყვნენ და მხოლოდ ერთი
თვალით სარგებლობდნენ, როდესაც თვალი უნდა გადეცვალა დასთან ამ დროს პერსევსმა
წაართვა თვალის ჩინი, გორგონებმა კი უთხრეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რასაც
ეტყოდა. ასე მოიპოვა მან ეს სამი ნივთიც და გაემგზავრა ჰიპერბოლელთა მხარეში . იშიშვლა
ნამგალი და ფარი და მიეჭრა მძინარე ვგორგონა მდუზას თავი მოკვეთა აბგაში ჩადო ,
უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა და ფრთიანი სანდლებით გაფრინდა . გზაში დაღვრილი სისხლის
წვეთებისგან კი გველები იშვნენ, რომლებმაც ლიბია უდაბნოდ აქციეს.

პერსევსი და ატლასი

ჰიპერბოლელთა ქვეყნიდან წამოსული პესრევსი დასასვენებლად ატლასის საუფლოში


ჩამოფრინდა. ატლასი იყო დიდებული ბაღვენახის მეპატრონე და გამორცეულად
აღსანიშნავი იყო ბაღი, სადაც ხარობდა ხე, რომელიც მხოლოდ ოქროს ვაშლებს ისხამდა .
ატლას უწინასწარმეტყველეს, რომ ზევსის ერთ-ერთი შვილი დაეპატრონებოდა ამ ბარს ,
ამიტომ ბაღს უზარმაზარი გალავანი შემოავლო და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი
დაუდარაჯა. როდესაც პერსევსი ატლსათან მივიდა და თავისი გმირობების შესახებ უამბო ,
ატლასი დარწმუნდა, რომ ეს იქნებოდა ის, რომელიც ბაღს წაართმევდა . ამიტომაც ატლასმა
სასტიკი უარით უ7თხრა მასპიუნძლობაზე. პერსევსმა კი გორგო მედუზას მოჭრილი ტავი
ამოიღო და სახეში მიაშვირა. იმწამსვე გოლიათი ატლასი უზარმაზარ მთად იქცა და მას
შემდეგ ატლასს მზით, მთვარით და ვარსკვლავებით მოჭდეილი ცა მხრებით უჭირავს.

პერსევსი და ანდრომედა

ფრენის დროს პერსევსმა შენიშნა ზღვისკენ გადმოწეულ ერთ ქარაფზე მიჯაჭვული ასული ,
რომელიც ცხარე ცრემლებით ტიროდა. მიზეზი კი ეს გახლდათ. დედამის დსაუტრაბახია , რომ
სილამაზით ნერეიდებსაც კი ვჯობივარო. ნერეიდებს სწყენიათ და პოსეიდონისთვის
მიუმართავს. პოსეიდონი კი განრისხებულა და წყლის ურჩხული მიუგზავნია სოფლის
ასაწიოკებლად. მეფეც კი შეწუხდა და მისანს მიმართა რა ვიღონოვო? მისანმა კი მიუგო, რომ
მისი ერთადერთი ასული უნდა შეეწირა და ყველაფერი მოგვარდებოდა . ეს რომ ხალხმა
გაიგო ანდრომედე მოიტაცეს და მიაბეს ჯაჭვით. ქალი კი შიშით გაჰყურებდა ოკეანეს და
მხსნელს ელოდა. პერსევსი მივიდა მასთან და ეს ამბავი, რომ მოისმინჰ ადახმარება
გადაწყვუიტა. მან ასულის მშობლებს უთხრა, რომ ახლახანს მოკლა გორგო მედუზა და ახლა
აპირებდა ამ ურჩხულის დამარცხებასა, სანაცვლოდ კი მისი შვილი ცოლად უნდა შეერთოთ .
მშობლებმა კი დათანხმდნენ. ამ დროს გამოჩნდა ურჩხულიც. პერსევსმა ჩაიცვა ფრთიანი
სანდლები და ურჩხულტან შესაბრძოლად მოემზადა. თავიდან მახვილი ჩასცა ზურგში შემდეგ
ზემოთ აიჭრა და პირდაპირ ხახაში გაუყარა. ურჩხული დავარდა და აი ასე გაიმარჯვა
პერსევსმა. ამ ბრძოლის შემდეგ კი რათქმაუნჰდა მადლიერი ანდრომედე მშობლებითურთ
წავიდნენ სასახლეში ქორწილის გადასახდელად.

პერსევსი და ფინევსი

დიდი ქორწილი გაიმართა კეფევსის სასახლეში. მოილხინეს და სურნელოვანი სანთლებიც


დაანტეს. მხოლოდ კასიოპეა მოწყენილი, მას ასულისთვის სხვა ჰყავდა შერჩეული, პესრევსი
კი გულზე არ ეხატებოდა. ამის შემდეგ მეომართა ფეხის ხმა და იარაღის ჩხარუნი გაისმა . ეს
იყო ფინევსი, ყფილი საქმრო ადრომედესი, რომელსაც გაეგო საცოლის გათხოვების ამბავი
და საბრძოლველად გამოსულიყო. მან დაემუქრა პერსევს, რომ მსისი სიკვდილის დრო იყო
მოსული. კასიოპეამაც მისი მხარე დაიჭირა. მეფემ კი სხვანაირად მოი8ქცა, მან პერსევს
დაუდგა გვერდში და ფინევს აგდებით კითხა თუ სად იყო როდესაც მისი საცოლე ლამის
ურჩხულმა შთანტქა, თუმცა გაბოროტებულ ფინევს მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა
აინტერესბდა. თუმცა უტანასწორო ბრძოლაში პერსევსი განწირული იყო. ამიტომაც ამოირო
გორგონა მედუზას თავი და დაიყვირა :ვინც მოკეთე ხართ შეტრიალდით. ყველა მეომარი
გაქვავდა წამსვე. ფინევსმა კი ეს ყოველივე რომ იხილა ჩაიმუხლა და პატიება სთხოვა ,
პერსევსმა კი მიუგო რომ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში დარჩებოდა და მედუზას ტავი 8
შეაჩეცა სახეში. ამის შეწმდეგ ფინევსი მონურად დაჩოქიული დგას სამარადჟამოდ , მის
თვალებში კი სამარადჯამოდ ელავს შიში.

პერსევსის დაბრუნება სერიფოსზე

პერსევსი ქორწლილის შემდეგ სერიფოსზე დაბნრუნდა, ნსადაც შეიტყო, რომ პოლიდექტე


დედამის არ შეშვებია. დანაეს კი ზევსის ტაზარს შეჰფარებია. როდესაც სასახლეშიო შევიდა
დაინახა თუ როგორ ოხუნჯობდნენ პოლიდექტე და მისი თანამოძმეები. მის თვალწინ რომ
წარსდგა და უთხრა დავალება შესრულებულია ძალიან გაუკვირდა პოლიდექტეს , რადგან ის
კარგა ხსნის მკვდარი ეგონა. გაოცება ნელ-ნელა ცინიზმა ცვალა და არ დაუიჯერა რეებს
იგონებ საკუთარი სახელის მოსახვეჭადო. ამის შდემდეგ პერსევს განრისხებამ უფრო სძლია
და ამოიღო მედუზა გორგონას ტავი აჰა თავად იხილეო და სახეში მოაშვირა. ამის შემდეგ მან
სერიფოსის მეფესბ დიქტისი დანიშნა, თვითონ არგოსში დაბრუნდფა ეს ამბავი კი რომ გაიგო
აკრისიოსმა გაიქცა. პერსევსი კი არგოსის მეფე გახდა. აკრისიოსი კი გაიქცა თუმცა ბედს ვერ
აცდა და ერთ-ერთი თამაშის დროს პერსევსის გასროლილი ისრით გარდაიცვალა . ამის
შემდეგ პერსევსი ვეღარ გავერდებოდა ამ სამფლობელოში ამიტომ სამეფო მეგაპენთეს
გაუცვალა. ამის შემდეგ მეგაპენთესი იყო არგოსის მეფე, ხოლო პერსევსი ტირისნსის.

You might also like