You are on page 1of 2

დამარცხებული ცბიერება

სპარსეთი ივერიას ვერ დათმობს! ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიითვისოს არა მარტო
ქართული მიწა-წყალი, არამედ სარწმუნოებრივი დეგრადაციაც გამოიწვიოს . ქართლი
ბრილიანტია, იმ სხვა ძვირფას ქვებს შორის უძვირფასესი, რომლითაც უნდა
დამშვენებულიყო პეროზ მეფის გვირგვინი. სომხეთი იბრძოდა ქართლის მხარდამხარ
მეხუთე საუკუნეში, რათა თავისუფლება შენარჩუნებოდათ როგორც ივერიელთ ისე
სომხებსაც. ვარდანი და არშუშა - ეს ორი სახელი შიშის ზარს სცემდა სპარსეთს , მაგრამ
დრო გავიდა, სომხეთი დაბრუნდა, ქართლში ვახტანგ გორგასალი, რომელსაც
სპარსელებმა მგლისთავა შეარქვეს სისხლის ბოლო წვეთამდე, დღე და ღამ იბრძოდა
ირანის ინტერესების წინააღმდეგ მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ , ივერიის დაუძინებელი
მტერი ღალატი იყო ყოველისთვის. სამწუხაროდ, მეფის გვერდით მოღალატე
ფეოდალები აბრიალებდნენ სასტიკ თვალებს, თავიანთ მზაკვრული ,მიწერი ვნებანი
ამოძრავებდათ, ხოლო სპარსეთი ოსტატურად იყნებდა მოღალატეობრივ ბუნებას თავისი
ინტერესის განსახორციელებლად პეროზმა შეარჩია შესაფერისი მომენტი , ვახტანგ
გორგასალი არ იმყოფებოდა ქართლში, ამიტომ ვარსქენ პიტიახშის გადაბირება ადვილი
აღმოჩნდა, ის ხომ ვახტანგ მეფის მოშურინე ადამიანი იყო, რომელიც სპარსთა მეფემ
თავის ქალიშვილზე დაქორწინების გამოცხადებით უფრო გააყოყლოჩანა . ვარსქენს
ქართლის მეფედ წარმოედგინა თავი მაგრამ სპარსეთის საამებრ საქმეებში მეუღლემ
შეუშალა ხელილ.

პერიოზმა, ცურტავის დაკარგვით შეშინებულმა. ცბიერი მოხეირე გამოამგზავრა


საარტიახშოში.ეს მოხედრე ირანში ცნობილი იყო თავისი მოქნილი ხასიათითა და
ნებისმიერი სიტუაციიდან, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო იგი, გამორავლის მოძებნით .
სპარსი კაცი დაუკავშირდა ვარსქენს, რომელიც სასახლეში ყველაფერს ლეწავდა , რაც
ხელთ მოხვდებოდა პიტიახშის ასეთ გაძინვარება მეუღლის სახლიდან წასვლას
გამოეწვია ცურტავის სასახლეში ყველა შიშისგან თრთოდა, ცახცახებდა კედლებიც კი
ვარსქენის რისხვიდა და ბრაზისგან, კაცი. ერთი სპარსი შორიდან უკვირდებოდა
ვარსქენის სიავეს გულში ეუბნებოდა, ფიქრობდა ცოლი როგორ გაგექცა, ქალმა როგორ
გაგიბედა ურჩობა; ვაი , შენს უნიათობას რა ვუთხარიო. შეეცადა დაეწყნარებინა ,
უმტკიცებდა თავის ერთგულებას სამომავლო იმედად მიაჩნევდა , იმას კი ეუბნებოდა ,
ამეროზის მარჯვენა ხელი და ყველაზე გავლენიანი მბრძანებელი გახდებიო არა მარტოო
ირაანში , არამედ კავკასიას და ალბანეთიო. ეს ხომ ასე არ იქნებოდა სპარსმა თვითონაც
კი იცოდა, მაგრამ ვარსქენის დაწყნარებას ცდილობდა, რათა შუშანიკის ადგილი -
სამყოფელი შეეტო და როგორმე შინ დაბრუნებაც მოახერხა კიდევაც თავის დაქარდიანი
ენით! ახლა შუშანიკის გულის მოსანადირებლად გაემართა, მისი დაბრუნებისა თვის
ყვეკაზე იოლ და ქალის გულზე მავალი გზა უნდა გამოეძებნა. ცბიერ სპარსს არ
გასჭირვებია ტაძრის ეზოში თამამად შესვლა , სახლაკის მოძებნა, არ მორიდებია იაკობ
ხუცესს. მას იმედი ჰქონდა, რომ არ გაუჭირდებოდა მიზნის მიღწევა , რადგან არსად და
არასოდეს მარცი არავისთან განუცდია. გზაში მოიფიქრა სიტყვებიც , სახე შეიცვალა ,
თითქოს გული შესტკიოდა ოჯახის დანგრევის გამო და უსირცხვილოდ წარმოსთქვა :
ესევითარ სახლი მშვიდობისად ვითარ საწყალობელ იქმნა და სოხარული მწუხარებად
გადაიქცა!". მაცდურმა ვერ მიაღწია მიზანს შინაგანად განრისხებულმა სახეზე არაფერი
შეიმჩნია,უკან გამობრუნდა, გზასი ცოფს ყრიდა, ქალის ჯიშს წყევლიდა . არ დანებდა ,
კატასავით ზურგზე არ დაეცა, მიზნის მისალეწავად ახლა ვარსქენისკენ გაემართა .
პიტიახშს მისცა შენიშვნა ცოტა რუსხვუთ, ცოტა დაყვავებით; ერთი სიტყვით , ქმარი
ვალდებული იყო ცოლი სასახლეში დაებრუნებინა. ხალს უნდა დაენახა , როგორ
ემორჩილებოდა მეუღლეს შუშანიკი და ამით აღიარებდა პეროზ მეფისადმი კეთილ
განწობას. ცბიერმა სპარსმა ვარსქენის უხეში ხასიათი კარგად იცოდა , ამიტომ ურჩია :"ნუ
რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყვი მას, რა მეთუ დედათა ბუნებად იწრო არსო ", თუმცა რა ?!
მაინც არაფერი გამოუვიდათ, ვერ მოდრიკეს წმიდა შუშანიკი .სპარსეთში გაბრუნდა
ცბიერი სპარსი, გზადაგზა ფიქრობდა და გამოსავლის ძებნით გულიშეწუხებულიყო .
აეროზს მოახსენა დაწვრილებით ყოველსივე, დაჰარდა გამარჯვებას სამომვალოდ . ვერ
მოისვენა სპარსმა, მას დამარცხება არსად უგემია, წმიდა შუშანიკი იქცა მისთვის
ბარიერად, რათა პეროზის კარზე პირველი ვეზირის ხალათა მოეცვა .

ვარსქენი გაუმასპინძლდა სასურველ სტუმარს, არაფერი მოუკლია, სანადიროდ


დაპატიჟა მეორე დღეს. სპარსი ამჩნევდა პიტიახშს,რომ ცოლის ურჩიბას ვერ ეგუებოდა ,
ცბუერი სტუმარი ეძებდა მოსავალს, იცოდა , რომ ვარსქენის ტკბილი , უფერული საუბარი
არ შეეძლო, მით უმეტეს ქალებთან, ის ღრიალითა და უხეშობით აღწევდა მიზანს
საპარტიახშოში მოვიდნენ სასახლეში ნადირობიდან დაბრუნებული სპარსს ისევ სუფრა
დაახვედრეს გაშლილი ჩიტის რძე არ აკლდა ნადიმს. კაცი სპარსი ისევ ჩანაფიქრებს
განხორციელებაზე ფიქრობდა, მალე მისთვის ცხადზე უცხადესი შეიქნა პურობის
ტრადიციის გამოყენება მზაკვრული მისიისათვის. ვარსქენს მიაწრიდა "ბრზნული აზრი ":
ჯოჯიკსა და მისი ცოლის მოპატიჟბისა და შუშანიკის მათ მიერ დაჟინებული თხოვნისებრს
სენაკიდან გამოტყუების შესახებ, ასეც მოიქცა ვარსქენი , სპარსი კაცის რჩევა დარიგება
გაიზიარა, თუმცა წმინდა შუშანიკი არ მოტყუვდა, რადგან უფლის რჩეული იყო და ქრისტე
ესაუბრებოდა, თუმცა ამასჩვეულებრივ მოკვდანი ვერ ხედავდნენ , სამწუხაროდ .

სპარსი კაცი ისეთ რეგიონებში ჩავარდა, რომ თავბედს იწყევლიდა . მას აღარ შეეძო
თავისი დამცირებისა და დამარცებისათვის თვალის გასწორებაც ამიტომ ვსასახლე დილა
არდიან ისე დატოვა, არავის არ დამშვიდობებია

You might also like