You are on page 1of 77

ისტორიული წყაროები და დავალებები

გთავაზობთ TCC/მასწავლებელთა საკონსულტაციო ცენტრისა და კომპანიის SmarTest მიერ მომზადებულ ახალ ციფრულ
რესურსს ისტორიაში.

ციფრული კრებული შეიცავს 20 ისტორიულ წყაროს და შესაბამის დავალებებს აბიტურიენტებისა და ისტორიის


მასწავლებლებისათვის.

გაითვალიწინეთ!

აკრძალულია ამ რესურსის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით გავრცელება, მესამე პირებისათვის გადაცემა ან/და
განთავსება ღია ინტერნეტ პლატფორმაზე.

თითოეული ეგზემპლარი შეიცავს ამოსაცნობ ნიშნებს, რისი საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მისი მფლობელის
იდენტიფიკაცია რესურსის უკანონო გავრცელების შემთხვევაში .

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

598 44 1234

გისურვებთ

~
დავალება 1.

ნაწყვეტი „ახალი ქართლის ცხოვრებიდან“

ფარნაოზის ამბავი

ამ დროს იყო ჭაბუკი, სახელად ფარნაოზი, შთამომავლობით ქართლოსიანი. ფარნაოზის ბიძა, სახელად სამარა,
ალექსანდრე მაკედონელის მოსვლის დროს მცხეთის მამასახლისი იყო. სამარა და ფარნაოზის მამა, სამარას ძმა,
ალექსანდრემ დახოცა, ხოლო სამი წლის ფარნაოზი დედამისმა, რომელიც წარმოშობით სპარსელი იყო, გააპარა
კავკასიაში და იქ აღზარდა, ხოლო შემდგომ კვლავ ჩამოვიდა მცხეთაში. ფარნაოზი იყო მამაცი, ძლიერი და
წარმოსადეგი, მონადირე, მარდი, სწრაფი. მას დედამისი აზონისგან მალავდა და უპირებდა სპარსეთში გაგზავნას.
მაგრამ ფარნაოზს ძნელად ესახებოდა მამულის დატოვება. ხოლო ერთ დღეს იხილა ფარნაოზმა სიზმარი, რომ უნდა
გასულიყო სახლიდან და ვერ შეძლო. მაშინ სარკმელიდან მზე მოადგა, წელზე შემოერტყა, გასწია და გაიყვანა გარეთ და
დაინახა, მზე მის ფეხებთან იყო. მოსწმინდა ფარნაოზმა ცვარი მზეს და პირზე იცხო. როდესაც გამოფხიზლდა, იფიქრა:
`წავალ სპარსეთში და იქ მოვიპოვებ სიკეთეს.” ამის შემდგომ ჩვეულებისამებრ წავიდა სანადიროდ დიღმის
მიდამოებში, სტყორცნა ისარი ირემს და დაჭრილი ირემი გაიქცა თბილისის მხარეს, მისდია მას და დაეწია. როდესაც
წაქცეულ ირემს კლავდა, ფარნაოზს ბინდი და ძლიერი წვიმა შემოესწრო და ეძებდა თავშესაფარს. მაშინ იპოვა
გამოქვაბული, რომლის კარიც ამოქოლილი იყო. გააძრო ჩულგული და გამოკვეთა კარი. იქ შესულმა კი ნახა ოქროსა და
ვერცხლის დიდი განძი და ძალზე გაიხარა. დილით ამოქოლა კარი და წამოვიდა მცხეთაში. ღამით დაიწყო განძის
გამოტანა და დაფლა თავისი წარმატებისთვის. ამ დროშივე იყო ქართლოსის შთამომავალი, სახელად ქუჯი. ფარნაოზმა
მასთან კაცი წარგზავნა, რომ დახმარებოდა ამ განძით და ემტროთ აზონისათვის. ამას (ქუჯის) ძალზე გაუხარდა და
თავისთან მიიყვანა ფარნაოზი. მათ შეკრიბეს ოსები და ლეკები, რადგანაც აზონი ბოროტების გამო მათაც სძულდათ და
არ სურდათ ხარკის მიცემა. ყველანი გაერთიანებულნი წამოვიდნენ აზონის წინააღმდეგ. ეს რომ გაიგო აზონმა, მანაც
შეკრიბა მათ წინააღმდეგ ლაშქარი. მაგრამ რომაელი ათასი მხედარიც განუდგა აზონს და შეუერთდა ფარნაოზს. ამის
მნახველი აზონი საკუთარ ლაშქარსაც შეუშინდა, წავიდა და კლარჯეთი გაამაგრა.

ფარნავაზმა წარგზავნა დესპანი ასურეთის მეფესთან და აღუთქვა მორჩილება, რათა ის დახმარებოდა აზონის
წინააღმდეგ. ხოლო იმან გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი, უწოდა თავისი ძე და მისწერა სომხეთის ერისთავებს, რომ

~
აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ ფარნაოზს. ორი წლის შემდგომ აზონმა მოიკრიბა ძალა ბერძნებისაგან
და გამოემართა საბრძოლველად. მაშინ ფარნაოზმა შემოიკრიბა საქართველოს მკვიდრნი და შეიერთა სომხეთის
ერისთავებიც. შეებრძოლა აზონს ერუშეთის ნაქალაქართან. ძლიერი ბრძოლის შემდგომ გაიქცა აზონის ბანაკი, აზონიც
მოკვდა და მისი ლაშქარიც ამოწყდა. მაშინ ფარნაოზმა დაიპყრო კლარჯეთი, იქიდან შევიდა და დაარბია საბერძნეთის
საზღვარი – ანძიძორი და ეკლეცი, შეიმატა აზონის განძი და ქონება და [57] გაძლიერდა სიმდიდრით. მობრუნებული
ფარნაოზი შემოვიდა მცხეთაში და მართა თავისი სამფლობელო; ძურძუკეთიდან მოიყვანა ქალი, ცოლად შეირთო და
საქართველოში ცხრა საერისთავო ჩამოაყალიბა.

კითხვები:

(1) 25.1. წყაროს მიხედვით, ვინ დახოცა მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა?

ალექსანდრე მაკედონელმა. - 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რა მიზეზით მალავდა დედამისი ფარნავაზს აზონისაგან (აზოსგან) და რატომ უნდოდა მისი
გაგზავნა სპარსეთში?

აზონი (აზო) შეუბრალებელი და მკაცრი მმართველი იყო. მოსალოდნელი იყო, რომ ის სიკვდილით დასჯიდა
ფარნავაზს. - 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რა დასკვნა გამოიტანა ფარნავაზმა ნანახი სიზმრიდან?

ის უნდა წასულიყო სპარსეთში და იქ სწეოდა სიკეთეს. - 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რა მიზნით გააგზავნა ფარნავაზმა კაცი ქუჯისთან?

განძის გამოყენებით ერთად მოემზადებინათ აჯანყება აზონის (აზოს) წინააღმდეგ.- 1 ქულა.

(1) 25.5. თქვენი აზრით, რატომ დათანხმდა ქუჯი ფარნავაზის წინადადებას?

~
ქუჯი დასავლეთ საქართველოს მმართველი იყო და, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა ძლიერ იყო
შეწუხებული ბერძნების (აზოს) მმართველობით. - 1 ქულა.

(1) 25.6. რომელი ხალხების გამოყენება გადაწყვიტეს ფარნავაზმა და ქუჯიმ აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში?

ოსებისა და ლეკების. - 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რა მიზეზით არ სურდათ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ბერძნებისათვის ხარკის მიცემა?

ოსებსა და ლეკებს სძულდათ აზო ბოროტების გამო. - 1 ქულა.

(2) 25.8.დაასახელეთ მიზეზები, რამლებმაც განაპირობეს აზოს უკან დახევა და კლარჯეთში გამაგრება?

მის წინააღმდეგ დაიძრა ქართველთა და ჩრდილოკავკასიელთა გაერთიანებული არმია - 1 ქულა; მას განუდგა რომაელი
1000 მხედარი - 1 ქულა.

(2) 25.9. რომელი სახელმწიფოა წყაროში ნახსენები „ასურეთი“ და რა მიზნით გაგზავნა დესპანი ფარნავაზმა მის მეფესთან?

სელევკიდების სახელმწიფო - 1 ქულა; მას სთხოვა დახმარება აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, ჩამოთვალეთ ასურეთის მეფის მიერ განხორციელებული მოქმედებები.

მან სამეფო რეგალიები (გვირგვინი) გამოუგზავნა ფარნავაზს - 1 ქულა; მოუწოდა სომხეთის აზნაურებს, დახმარებოდნენ
ფარნავაზს აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში.– 1 ქულა.

(2) 25.11. სად გამართა ფარნავაზმა გადამწყვეტი ბრძოლა აზოს წინააღმდეგ და რა შედეგით დასრულდა ის?

ერუშეთის ნაქალაქართან. – 1 ქულა. ბრძოლაში აზო დამარცხდა, იგი დაიღუპა, ხოლო, მისი არმია გაწყდა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ გეოგრაფიული ერთეულები, რომლებიც დაიკავა ფარნავაზმა ქართლში და მის
ფარგლებს გარეთ.

კლარჯეთი - 1 ქულა; ანძიძორი და ეკლეცი - საბერძნეთის საზღვრებში. - 1 ქულა;

დავალება 2.

~
ნაწყვეტი „ახალი ქართლის ცხოვრებიდან“

ფარნავაზის შემდგომ დაჯდა მეფედ მისი ძე საურმაგი. მაგრამ მისი მეფობა არ მოსწონდათ ქართველებს. რომ არ
დამორჩილებოდნენ თავიანთ მონათესავეს, ამიტომაც შეთანხმდნენ საურმაგის მოსაკლავად. შეიტყო ეს საურმაგმა და
გაიქცა ძურძუკეთში, თავის დედულეთში. ხოლო რომაელები ფარნავაზის საკეთილდღეოდ მიჰყვებოდნენ საურმაგს.
შემოიკრიბა საურმაგმა ძურძუკები და ოსები, ჩამოვიდა და კვლავ დაიკავა საქართველო. ამის გამო დაამდაბლა
ქართველები და აღაზევა თავისი დედის მონათესავნი და რომაელი აზნაურები. ძურძუკეთი ვერ იტევდა მოსახლეობას,
საურმაგმა აჰყარა ისინი კავკასიიდან და ჩაასახლა დიდოეთსა და სვანეთში ეგრისამდე. და დაიპყრო ეს ადგილები
დასანდობად. მან მცხეთის გზაზე აღმართა კერპები – ანიანი და დანიანი. საურმაგს არ ჰყავდა მემკვიდრე, ამიტომაც
მოიყვანა ცოლის დეიდაშვილის შვილი, სახელად მირვანი, თავისი სამეფოს მემკვიდრედ და მისცა გაჩიანი და
საერისთავოდ – სამშვილდე; ხოლო თავისი ასული ცოლად შერთო; მეორე ასული კი მისცა ქუჯის ძეს. შემდგომ დაჯდა
მის ნაცვლად მირვანი, მისი სიძე და შვილობილი. მცირე დროის შემდგომ ძურძუკებმა დაივიწყეს ფარნაოზის
სიყვარული, გადმოვიდნენ და აიკლეს კახეთი და ბაზალეთი და გაბრუნდნენ ნადავლით. მაშინ შეკრიბა მირვანმა
ლაშქარი, მივიდა და დაესხა ძურძუკეთს, რადგანაც იყო გმირი და გოლიათი, რომელსაც ვერ კვეთდა ძურძუკთა
მახვილი, როგორც მყარ კლდეს; მან სძლია, ამოწყვიტა და დაატყვევა ძურძუკები და გამარჯვებული დაბრუნდა
მცხეთაში. შემდგომ მოეთათბირა სომეხთა მეფე არშაკს და მის ვაჟს, ასევე არშაკს მისცა თავისი ასული. ხოლო იყო
მირვანი ნებროთის შთამომავალი, უხვი და კეთილი; და ქართველებმაც შეიყვარეს იგი მისი სიკეთისათვის და
სიკეთითვე მეფობდა. მის შემდეგ გამეფდა ძე მისი ფარნაჯომი. მან შეიყვარა სპარსთა რჯული და შეიძულა ქართველთა
კერპები. ააგო მცხეთაში საცეცხლე. ამის გამო შეიძულეს იგი ქართველებმა, რადგანაც საკუთარი კერპების დიდი იმედი
ჰქონდათ და მოეთათბირნენ ქართველები სომეხთა მეფეს, რომ გამოეგზავნა თავისი ძე, რომელსაც ცოლად მირვანის
ასული ჰყავდა. სომეხთა მეფემ გამოაგზავნა თავისი ძე და ლაშქარი. ამის გამგონე ფარნაჯომმა შეიერთა სპარსთა ძალა
და შეებრძოლნენ ერთმანეთს ტაშირში. მაშინ დამარცხდა ფარნაჯომი და მახვილით ამოწყდა მისი ლაშქარი; თვით
ფარნაჯომ მეფეც მოკლეს.

კითხვები:

~
(1) 25.1. რა ეწოდება ქართულ სახელმწიფოს, რომელზედაც არის საუბარი წყაროს ტექსტში?

ქართლის სამეფო. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროს მიხედვით, რატომ გადაწყვიტეს ქართველებმა თავიანთი მეფის, საურმაგის მოკვლა?

მათ არ სურდათ, რომ დამორჩილებოდნენ თავიანთ მონათესავეს. – 1 ქულა.

(1) 25.3. წარმოშობით საიდან იყო მეფე საურმაგის დედა?

ძურძუკეთიდან. – 1 ქულა.

(1) 25.4. თქვენი აზრით, ვინ არიან წყაროს ტექსტში ნახსენები „რომაელები“?

ბერძნები. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს ტექსტიდან გამომდინარე, რა მიზეზით ედგნენ გვერდში რომაელები მეფე საურმაგს?

მისი მამის, მეფე ფარნავაზის პატივისცემის და მის მიმართ მადლიერების გამო. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროს მიხედვით, რა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საურმაგმა ძურძუკები ჩამოასახლა საქართველოში?

ძურძუკეთში ჭარბი მოსახლეობა იყო და ეს მხარე ადამიანებს ვერ იტევდა. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ საურმაგის მიერ თავის მემკვიდრედ შერჩეული
მირვანი არ იყო წარმოშობით ქართველი?

წყაროში მითითებულია, რომ მირვანი იყო საურმაგის დედის დეიდაშვილის შვილი. ტექსტიდანვე ვიგებთ, რომ
საურმაგის დედა წარმოშობით ძურძუკი იყო. – 1 ქულა.

(2) 25.8. დაასახელეთ ღონისძიებები, რომლებიც განახორციელა საურმაგმა საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად
ლტოლვილობიდან დაბრუნების შემდეგ?

მან ქართველების ნაცვლად სამეფო კარზე დააწინაურა ძურძუკები და რომაელები. - 1 ქულა; აღმართა ახალი კერპები
– ანიანი და დანიანი. - 1 ქულა.

~
(2) 25.9. წყაროს მიხედვით, ვისი მმართველობის დროს გადაუდგნენ ძურძუკები ქართველებს და რაში გამოიხატა მათი
დამოკიდებულების შეცვლა?

მირვანის (მირიანის). – 1 ქულა; ისინი გადმოვიდნენ საქართველოში და აიკლეს კახეთი და ბაზალეთი.

(2) 25.10. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა მეფე მირვანის მცდელობა, დაახლოებოდა სუმეხთა მეფე არშაკს და რა
ნაბიჯი გადადგა მან ამ მიზნის მისაღწევად?

მას სურდა ძლიერი მოკავშირის შეძენა მეზობელ სახელმწიფოს სახით. – 1 ქულა; მირვანმა (მირიანმა)სუმეხთა მეფე
არშაკის ვაჟს თავისი ქალიშვილი მიათხოვა, რითიც განამტკიცა მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა. – 1 ქულა.

(2) 25.11. რომელი მეფის მმართველობის დროს მოხდა ქართლის საგარეო ორიენტაციის ცვლილება და წყაროში
მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს ამას?

მეფე ფარნაჯომის. – 1 ქულა; მან ქართველთა კერპები უარყო და სპარსული ცეცხთაყვანისმცემლობის დამკვიდრება
სცადა, შემდეგ კი სპარსელთა ჯარის დახმარებით სცადა ტახტის შენარჩუნება. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რომელი სახელმწიფოები იყვნენ ჩართული მეფე ფარნაჯომის წინააღმდეგ მიმართული
აჯანყების დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და რა შედეგით დასრულდა ეს დაპირისპირება?

სპარსეთი და სომხეთი. – 1 ქულა; ფარნაჯომი დამარცხდა, ის მოკლეს, ხოლო მისი ლაშქარი გაწყდა. – 1 ქულა.

დავალება 3.

~
ნაწყვეტი „ახალი ქართლის ცხოვრებიდან“

ზნის შესახებ

...ახლა დავიწყოთ ძველიდან ახლამდე საქართველოს ზნე-ჩვეულებებისა და მათი წესების აღწერა.


..სარწმუნოება მათი იყო ერთი დამბადებელი ღმერთის თაყვანისცემა; და იფიცებდნენ ქართლოსის საფლავს. მათი ზნე
იყო სიმტკიცე, მტრის წინააღმდეგ ერთობა, თავისუფლებისათვის მამაცური ბრძოლა, მისთვის მყარად დგომა, ციხე –
სიმაგრეებისა და ქალაქების შენება, ქვეყნის გაძლიერება, ერთცოლიანობა. და ირთავდნენ თავიანთ თანასწორს:
მთავრები – მთავრებს, აზნაურები – აზნაურებს და მდაბალნი – მდაბალთ. და ამის გამო არ იყო მრავალცოლიანობა,
როგორც ვნახავთ ქართლოსისას და სხვებისასაც. მართალია, მრავალი მთავარი ჰყავდათ და თავ-თავისთვის
განდგებოდნენ, მაგრამ მუდამ გარეშე მტრის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ და ემორჩილებოდნენ მცხეთელ
მამასახლისს და გაერთიანებულნი თავიანთი ქვეყნისთვის გმირულად იბრძოდნენ. მრავალი წელი ამ კანონს იცავდნენ.
მაგრამ შემდეგ დაივიწყეს თავიანთი დამბადებელი ღმერთი და თაყვანს სცემდნენ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და
ნივთიერსა და უტყვს. და შემოერივნენ გარეშე წარმართები: სპარსელები, თურქები, ასურელები და ბერძნები, შემდგომ
კი – ებრაელები. და ამდენ ენაზე მეტყველებდნენ. უფრო მეტად დაივიწყეს თავიანთი დამბადებელი, თავიანთი კანონი
და ჩვეულება. და გახდნენ ყოველ წარმართზე მეტად წარმართები და ურჯულოები, რადგანაც აღარ იცოდნენ ნათესაობა
და შეერივნენ ერთმანეთს შეუღლებით. და კვლავ ამას დაამატეს შემდეგი: როგორც კი ვინმე კაცი მოკვდებოდა, ან
ბრძოლაში [დაიღუპებოდა], მეორე ისესხებდა და შეჭამდნენ; ხოლო თუ არა, თავად შეჭამდნენ, როგორც ნათქვამია:
`კარსნელებს დღემდე მართებთ კოდმანელთა ხუთი მკვდარი”. ასევე ჭამდნენ ყოველ სულიერ არაწმინდა ცხოველს.
თუმცა ემორჩილებოდნენ მცხეთელ მამასახლისს და მრავალი წელი მტრის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ. შემდგომ კი
მოვიდა ალექსანდრე მაკედონელი. მან მოსპო მთლიანად შემოსული წარმართები, ქართლოსიანთა და ებრაელი
ტომების გარდა, ასევე მისი ურჩი ქართლოსიანელებიც, როგორც ფარნაოზის მამა, ბიძა და სხვებიც. და გაწმინდა
საქართველო ამგვარი სიავისგან, როგორც ვიგებთ არაბთა მიერ ლტოლვილი დიდოელებისგან, რომლებიც აქამდე ამ
წესს იცავენ, გარდა კაცის ჭამისა. ხოლო ალექსანდრემ დაუდგინა საქართველოს რჯულად ერთი დამბადებელი
ღმერთის თაყვანისცემა და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების პატივისცემა.

კითხვები:

~
(1) 25.1. რომელი ხალხის ზნე-ჩვეულებები არის აღწერილი წყაროში?

ქართველების.

(1) 25.2. წყაროში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, თავიდან როგორი იყო ტექსტში აღწერილი ხალხის რელიგიური
რწმენა?

ისინი თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს.

(1) 25.3. თქვენი აზრით, რატომ იფიცებდა წყაროში აღწერილი ხალხი ქართლოსის საფლავს?

ქართლოსი ამ ხალხის პირველი წინაპარი იყო.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რა დამოკიდებულება ჰქონდა წყაროში აღწერილ ხალხს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების
მიმართ?

ისინი ერთიანდებოდნენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და მამაცურად იბრძოდნენ თავისუფლებისათვის.

(1) 25.5. წყაროში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, რა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამ ხალხში
დამკვიდრებული იყო ერთცოლიანობა?

საზოგადოებაში გავრცელებული იყო თანასწორთა ქორწინება: წარჩინებულები ირთავდნენ წარჩინებულებს, მთავრები


მთავრებს, ხოლო, დაბალი ფენის წარმომადგენლები კი თავისი ფენის წევრს.

(1) 25.6. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ მასში აღწერილი სახელმწიფო
ცენტრალიზებული იყო?

ტექსტიდან ვგებულობთ, რომ, მართალია, სახელმწიფოში მრავალი მთავარი იყო, თუმცა, ყველა მათგანი
ემორჩილებოდა მცხეთის მამასახლისს და ერთიანდებოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

(1) 25.7. რა მეტყველებს იმაზე, რომ წყრაში აღწერილმა ხალხმა შემდგომში შეიცვალა ტრადიციული რელიგიური
შეხედულებები?

~
წყაროს მიხედვით, ამ ქართველებმა დაივიწყეს თავიანთი ღმერთი და დაიწყეს, ციური სხეულებისა და კერპების
თაყვანისცემა.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, რომელი ხალხების შემოდინება დაიწყო ქვეყანაში და მათგან რომელი შემოვიდა ყველაზე
ბოლოს?

სპარსელები, თურქები, ასურელები, ბერძნები და ებრაელები. – 1 ქულა; ებრაელები. – 1 ქულა.

(2) 25.9. კონკრეტულად, რაში გამოიხატა წყაროში აღწერილი ხალხის უცხო ტომელებთან აღრევის უარყოფითი შედეგები?

ფეხი მოიკიდა ქორწინებამ ნათესავებს შორის. – 1 ქულა; დამკვიდრდა კანიბალიზმი - ადამიანის ხორცის ჭამა. - 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, გამოიწვია თუ არა ცენტრალური ხელისუფლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების
დასუსტება რწმენის შეცვლამ და ქვეყანაში უცხო ტომელთა შემოსვლამ და წყაროში მოცემული რომელი ინფორმაციით
დასტურდება ეს?

არა. – 1 ქულა; წყაროს ტექსტიდან ჩანს, რომ ყველა კვლავ მცხეთის მამასახლისს ემორჩილებოდა და ერთიანად
იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, რომელი ხალხი არ მისდევდა ადამიანის ხოცის ჭამის ტრადიციას და ვის მიერ იდევნებოდნენ
ისინი?

დიდოელები. – 1 ქულა; არაბების მიერ. – 1 ქულა.

(2) 25.12. რა ცვლილებები მოხდა სახელმწიფოში ალექსანდრე მაკედონელის შემოსვლის შემდეგ?

ალექსანდრემ მთლიანად მოსპო უცხოტომელი წარმართები, ებრაელების გარდა. – 1 ქულა; მან ქართველებს დაუდგინა
ერთი ღმერთის, მთვარისა და ვარსკვლავების თაყვანისცემა. – 1 ქულა.

დავალება 4.

~
ნაწყვეტი „ახალი ქართლის ცხოვრებიდან“

სამართლის შესახებ

სამართლისა და სასჯელის წესისათვის ჰქონდათ: სისხლი, ხმალი, შანთი, მდუღარე და ფიცი. სისხლს
უწოდებდნენ, როდესაც თანასწორი თანასწორს კლავდა. მეფე აკისრებდა სასჯელს: ან სიკვდილი, ან ტანჯვა და
პატიმრობა; მოვალე იყო, რათა ეზღო თეთრითა და ქონებით მისი ხარისხისა და განაწესის სისხლი. თუ ზემდგომი
მოკლავდა ქვემდგომს, ეზღო სისხლი; ხოლო თუ დაბალი წოდებისა მოკლავდა მის ზემდგომს, გამოისყიდდა სისხლსა
და რამდენიმე წლით გაიდევნებოდა მამულიდან. ასევე დანიშნული ქალის წართმევის ან მიტოვებისათვის
გამჟღავნებისთანავე გადაიხდიდა სისხლის საზღაურს. ხოლო მსგავსი ქმედების ჩამდენ სასულიერო პირებს სხვა
სასჯელი ეკისრებოდათ. ხოლო ხმალი მეფეთა ღალატის ცილისწამებისათვის ან კერპების, ან, შემდგომ, ეკლესიის
მკრეხელთათვის [იყო დადგენილი]. ცილისმწამებელსა და დაბეზღებულს ალოცვინებდნენ 40 დღე, შემდგომ
შეაიარაღებდნენ ყოველგვარი იარაღით, შესხამდნენ ცხენებზე და გააყოლებდნენ თითო უიარაღო, მათრახის
გამოკლებით, ცხენოსანს, რომლებსაც უწოდებდნენ მემათრახეებს. გაგზავნიდნენ მოედანზე და ცილისმწამებელი და
დაბეზღებული იწყებდნენ ბრძოლას. ის მემათრახეები შეახსენებდნენ თავის დროზე ბრძოლასა და იარაღის ხმარებას.
რომელიც ჩამოვარდებოდა, გამტყუნდებოდა. მისი საჯელი იყო: თავის მოკვეთა, მამულისა და სახლის აკლება,
შეწყალებისთვის კი – თვალების დათხრა. ხოლო შანთი დადგენილი იყო ქურდების გასამართლებისათვის: სახნისს
გაახურებდნენ, როგორც ნაკვერჩხალს და შემოდებდნენ სიმაღლეზე, რათა ხელები სწრაფად შეედოთ მის ქვეშ.
დასმენილს ხელებზე დააფენდნენ სველ ტილოს ან ქაღალდს. იგი მიდიოდა, იღებდა სახნისს, გადადგამდა სამ ნაბიჯს
და სახნისს გადააგდებდა. იმავე წამს შეუხვევდნენ ხელებს სამი დღით. სამი დღის შემდგომ გაუხსნიდნენ და თუ არ
ჰქონდა დამწვარი, გამართლდებოდა, ხოლო თუ დამწვარი ჰქონდა, გამტყუნდებოდა.

ხოლო მდუღარეც ამისთვისვე იყო: ქვაბში აადუღებდნენ წყალს, შიგ ჩააგდებდნენ პატარა ზომის რკინას. მოვიდოდა
დასმენილი შიშველი მკლავით და ამოიღებდა იმ რკინას. იმ წამსვე შეუხვევდნენ. როგორც შანთის დროს, აქაც ისევე
ირკვეოდა მართალი და მტყუანი. ხოლო ფიცი დადგენილი იყო მამულზე შედავებისათვის, მცირე ქურდობისა და
სხვა დანაშაულისთვის. მოწმის თანდასწრებით დააფიცებდნენ, რამდენი ერგო; ხოლო ქურდს, ავაზაკსა და მძარცველს
ერთ წილზე შვიდს მიაცემინებდნენ. და თუ ვინმე მესამედ ჩაიდენდა, თვალებს დათხრიდნენ და მცირედისთვის
მოჰკვეთდნენ ფეხებს. ასევე ვინც იშიშვლებდა მახვილს მეფის მსაჯულზე, ერისთავსა და წარჩინებულზე, მოჰკვეთდნენ
ხელებს. და სხვაც მრავალი იყო.

~
კითხვები:

(1) 25.1. წყაროს მიხედვით, რა შემთხვევაში გამოიყენებოდა სამართლის აღსრულების დროს ე.წ. „სისხლის“ წესი?

პირის მიერ თავისივე წოდების/ფენის წარმომადგენლის მკვლელობის დროს. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროს მიხედვით, სასჯელის რომელი ფორმების გამოყენება შეეძლო მეფეს?

სიკვდილით დასჯა, ხორციელი და ფიზიკური ვნების (ტანჯვის) მიყენება ან პატიმრობა. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რა განსხვავებული სასჯელი ეკისრებოდა პირს იმ შემთხვევაში თუ ის მოკლავდა მასზე
წოდებრივად მაღალ პირს?

„სისხლის“ გამოსყიდვასთან ერთად ის ექვემდებარებოდა რამდენიმე წლით მამულიდან გაძევებას. – 1 ქულა.

(1) 25.4. თქვენი აზრით, რას ნიშნავს სიტყვები „ეზღო თეთრითა“ პირის მიმართ გამოყენებულ სასჯელთან მიმართებაში?

ფულით გამოესყიდა ჩადენილი დანაშაული. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, რა ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში გამოიყენებოდა სასჯელის ფორმა, ე.წ. „ხმალი“?

მეფის მიმართ ცილისწამებისათვის ანუ ღალატში მისი უსაფუძვლოდ დადანაშაულებისათვის, ასევე, კერპების,
შემდგომში კი ეკლესიის მიმართ ჩადენილი მკრეხელობისათვის. – 1 ქულა.

(1) 25.6. ტექსტის მიხედვით, საბოლოოდ რა გზით ირკვეოდა ცილისმწამებელსა და დაბეზღებულს შორის ვინ იყო
დამნაშავე?

მათ შორის გამართული ორთაბრძოლით: დამარცხებული ითვლებოდა დამნაშავედ.

~
(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რა ფუნქცია ჰქონდათ მემათრახეებს სამართლის აღსრულების დროს?

ისინი თვალყურს ადევნებდნენ დაბეზღებულსა და დამბეზღებელს შორის გამართული ორთაბრძოლას და მეტოქეებს


შეახსენებდნენ ბრძოლის წესებს და იარაღის გამოყენების წესებს.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, სასულიერო პირის მიერ დანიშნული ქალის წართმევის ან მიტოვების შემთხვევაში
გამოიყენებოდა განსხვავებული სასჯელი. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში სასჯელი იქნებოდა ჩვეულებრივზე უფრო
მსუბუქი თუ უფრო მკაცრი და რატომ?

უფრო მკაცრი - 1 ქულა; სასულიერო პირს ეკისრებოდა უფრო მეტი პასუხისმგებლობა ზნეობისა და კანონის დაცვის
თვალსაზრისით. - 1 ქულა.

(2) 25.9. რა პროცედურის გავლა უწევდათ ცილისმწამებელსა და დაბეზღებულს საწყის ეტაპზე და თქვენი აზრით, რა
დანიშნულება ჰქონდა ამ წესს?

მათ უნდა ელოცათ 40 დღის განმავლობაში - 1 ქულა; სავარაუდოდ, ლოცვის დროს დამნაშავეს შეიძლება გაეაზრებინა
თავისი ქმედება, მოენანიებია და ეღიარებია ჩადენილი დანაშაული.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, „ხმლის“ წესის გარდა, მართლმსაჯულების რომელი ფორმების გამოყენების დროს ირკვეოდა
მტყუან-მართალი განსასჯელის ამტანობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით?

„შანთის“ - 1 ქულა და „მდუღარის“- 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაციით დასტურდება სახელმწიფოს მმართველი ელიტის
პრივილეგირებული მდომარეობა მართლმსაჯულების აღსრულების დროს და თვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა ამას?

წყაროს მიხედვით მეფის მსაჯულის, ერისთავისა და წარჩინებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა (ხმლის
აღმართვა) პირველივე შემთხვევაში მკაცრი სასჯელით - ხელების მოკვეთით ისჯებოდა ამ ქმედების მიზეზისა და
მოტივის დადგენის გარეშე. – 1 ქულა; ეს მიზნად ისახავდა მეფის ხელისუფლებისა და სახელმწიფო აპარატის
ურყევობის შენარჩუნებას. – 1 ქულა.

~
(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რა ტიპის საქმეების განსჯისას დგინდებოდა სამართალი ფიცის დადებით და რა შემთხვევაში
გამოიყენებოდა თვალების დათხრა და მცირე დანაშაულისათვის ფეხების მოკვეთა?

მამულთან (მიწასთან) დაკავშირებული დავებისა და მცირე ქურდობის შემთხვევაში. – 1 ქულა; თუ პირი დანაშაულს
მესამედ ჩიდენდა. – 1 ქულა.

~
დავალება 5.

ნაწყვეტი „ახალი ქართლის ცხოვრებიდან“

საერისთავოთა შესახებ

ფარნავაზმა პირველს ქუჯის მისცა სამფლობელო რიონის დასავლეთი ზღვამდე და ეგრისის წყლამდე
სვანეთითურთ და თავისი და შერთო ცოლად; ეგრისს იქითა ბერძნებმა არ მოისურვეს აჯანყება. ხოლო მეორე და მისცა
ცოლად ოსთა მეფეს. მეორე ერისთავი დასვა მარგვეთის შორაპანში და მისცა სამფლობელოდ მცირე ლიხიდან ზღვამდე
ღადოს მთასა და რიონს შუა ტერიტორია. მესამე დასვა კახეთში, კუხეთსა და ჰერეთში. მეოთხე დასვა ხუნანში; მისცა
ბერდუჯსა და მტკვარს შუა ტერიტორია თბილისამდე. მეხუთე დასვა სამშვილდეში და მისცა სკვირეთის მდინარიდან
გაზიანის ზემოთა ადგილები ფანავრამდე აბოცის ჩათვლით. მეექვსე დასვა წუნდაში და მისცა მტკვრის აღმოსავლეთი
სანაპირო ფანავრამდე და მტკვრის სათავემდე; მეშვიდე-ოძრახოსში და მისცა ტაშირისკარი ზემოთა მხარე პონტოს
ზღვასა და ჭოროხამდე; მერვე – კლარჯეთში და მისცა ადგილები, რომლებიც თვითონ დაიპყრო საზღვრითურთ
პონტოს ზღვამდე; მეცხრე დაადგინა შიდა ქართლში და მისცა ყველა ერისთავისა და ლაშქრის სარდლობა. და იგი
კრეფდა ხარკს ამათგან. ხოლო ის ათასი რომაელი გაანაწილა სხვადასხვა ადგილსა და ხეობაში; დასვა და უწოდა
აზნაურები. ფარნაოზი იყო ქართლის პირველი მეფე. მან ააშენა და აავსო თავისი სამფლობელო, შემოზღუდა ქალაქები
და ციხეები გაამაგრა; და შექმნა ქართული წიგნი და გაავრცელა ქართული ენა; და ბრძანა, რომ აღარ ელაპარაკათ
ქართულის გარდა სხვა ენაზე. და თავის სახელზე აღმართა დიდი კერპი არმაზი (რადგანაც თავდაპირველად ფარნაოზს
არმაზი ეწოდებოდა), რომელიც დადგა ქართლოსის საზღვარზე, გაცისა და გაიმის კერპებს შორის. ..დაკრძალეს იგი
არმაზის, მისივე კერპის, წინ მთაზე – ქართლში.

~
კითხვები:

(1) 25.1. რა ერქვათ წყაროშო ნახსენებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს, რომელთა მმართველები მეფე
ფარნავაზმა განამწესა?

საერისთავოები. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რას ნიშნავს წყაროში მოცემული ჩანაწერი „ეგრისს იქითა ბერძნებმა არ მოისურვეს აჯანყება“?

მას შემდეგ, რაც ქუჯის სამფლობელო ცალკე საერისთაოს ფორმით შევიდა საქართველოს შემადგენლობაში, ბერძნებმა
ვეღარ გაბედეს აჯანყების მოწყობა და დასავლეთ საქართველოში დაკარგული პოზიციების დაბრუნება. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რამდენ ადმინისტრაციულ-ერთეულად დაყო ფარნავაზმა საქართველო?

რვა. – 1 ქულა.

(1) 25.4. საქართველოს რომელი მხარეში იჯდა მეფის მოხელე, რომელიც განსაკუთრებული უფლებამოსილებით იყო
აღჭურვილი?

შიდა ქართლში. – 1 ქულა.

(1) 25.5. სრულად ჩამოთვალეთ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული


ერთეულები.

ოძრხეს, წუნდისა და კლარჯეთის საერისთაოები. – 1 ქულა.

(1) 25.6. თქვენი აზრით, რას ნიშნავს წყაროში არსებული ჩანაწერი „და შექმნა ქართული წიგნი“?

შექმნა ქართული დამწერლობა. – 1 ქულა.

(1) 25.7. თქვენი აზრით, ვინ არის წყაროს ტექსტში ნახსენები „ათასი რომაელი“ და რა წოდება უბოძა მათ ფარნავაზმა?

მხედრები, რომლებიც განუდგნენ ბერძენ მმართველ აზოს ფარნავაზის მიერ მოწყობილი აჯანყების დროს. – 1 ქულა.
აზნაურის წოდება. – 1 ქულა.

~
(2) 25.8. წყაროს მიხედვით, რა მიზეზით უწოდა ფარნავაზმა მის მიერ აღმართულ კერპს არმაზი?

თავიდან ფარნავაზს არმაზი ერქვა. – 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით ჩამოთვალეთ დინასტიური ქორწინების მაგალითები და მიუთითეთ, რა მიზანს
ემსახურებოდნენ ისინი.

ფარნავაზმა თავისი ერთი და ქუჯის მიათხოვა, მეორე კი ოსთა მეფეს. – 1 ქულა. მოკავშირეებთან ურთიერთობის
განმტკიცებას და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რა ადმინისტრაციული ღონისძიებები განახორციელა ფარნავაზმა ქართული ენის დასაცავად
და გასავარცელებლად? თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა ფარნავაზის ეს ნაბიჯები?

მან აკრძალა ქართულის გარდა სხვა ენაზე საუბარი. – 1 ქულა. სახელმწიფოში საერთო სალაპარაკო ენის დამკვიდრება
მიზნად ისახავდა სახელმწიფო ერთიანობის განმტკიცებას. – 1 ქულა.

(2) 25.11. რა ეწოდებოდა ფარნავაზის მიერ შიდა ქართლში დაარსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს?
წყაროს მიხედვით ჩამოთვალეთ ამ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მმართველის ფუნქციები?

საპასპეტო. – 1 ქულა. ითვლებოდა ყველა ერისთავის ზემდგომად, სარდლობდა ლაშქარს, საერისთაოებში კრეფდა
გადასახადებს.

(2) 25.12. ჩამოთვალეთ ღონისძიებები, რომლებიც ფარნავაზმა განახორციელა სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის


ასამაღლებლად?

შემოზღუდა ქალაქები - 1 ქულა; გაამაგრა ციხეები. - 1 ქულა.

დავალება 6.

ნაწყვეტი აკაკი ჩხენკელის საიდუმლო წერილიდან

~
22 მაისი 1918, ქალაქი ბათუმი

(აღრიცხულია საქართველოს ეროვნულ საბჭოში N 866, 25 მაისი)

სრულიად საიდუმლოთ

საქართველოს ეროვნულ საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს.

საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია უკვე გაემგზავრა თფილისს, როცა მე წავიკითხე ზოგიერთი ახალი
გაზეთები, რის გამო მოვალედ ვთვლი ჩემს თავს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.

ჩვენი გაზეთები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ გამოცხადდეს თუ არა საქართველო დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ, მაშინ როდესაც უმწვერვალესათ საჭიროა მტკიცე ნაბიჯი გადიდგას ახლავე. საზოგადოთ უნდა ითქვას,
რომ ეს გაზეთები სრულიად უპასუხისმგებლოთ გრძნობენ თავს; არც კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწერებს აქ
მოლაპარაკებების მონაწილეები კითხულობენ და სარგებლობენ ცნობებით; არც ერთი არაა გამსჭვალული სახელმწიფო
აზრით…

მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის სახელით. მართალია,
ჩვენმა თათრებმა თავის სეპარატიული ნაბიჯებით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას მაგრამ, ვინაიდან
გერმანიის დელეგაცია სრულიად არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო.
თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავათ მუქარისა, ულტიმატუმის გამოგზავნა, მაგრამ სამაგიეროთ მათ
მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურათ თავის დაპყრობით პოლიტიკას – ერევნის გუბერნიას წაესიეს,
განჯაში თავის მთავრობა დასვეს, რასაც მთელი ადერბეიჟანის მოკედლება მოჰყვება, დარჩა მარტო საქართველო,
რომელსაც ემუქრებიან ყოველი მხრიდან...

დარჩა, მაშასადამე, განმარტოებული საქართველო, რომლისათვის დარჩენილა სამი შესაძლებლობა: ა) საქართველო


ადერბეიჟანთან ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს... როცა ადერბაიჟანში თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს
ამიერ-კავკასიის მთავრობა, ეს მოასწავებს ოსმალეთის ბატონობის იურიდიულათ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა

~
მოჰყვება. ბ) საქართველო სომხებთან ერთათ ადგენენ ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურათ სომხების
ტერიტორია ამიერკავკასიაში, ვინაიდან ის თურქების ხელშია, შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს
შექმნა... გ) საქართველოს დამოუკიდებლობა – აი ერთათ ერთი გამოსავალი...

გენ. ფონ ლოსოვი იყო დღეს ჩემთან, მას გავაცანი ეს აზრები და კატეგორიულათ განაცხადა, რომ დარჩენილია ერთათ-
ერთი გზა – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდეც გაუგზავნა ცნობა თავის მთავრობას, რომ
საქართველო გამოაცხადებს ხვალვე დამოუკიდებლობას და გთხვოთ ცნობას და მფარველობას. ის ელის ახალ
ინსტრუქციას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიქონიეთ მსჯელობა ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხებზე. ჩვენ გვენიშნება მაშინვე,
მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელი ელჩის უფლებებით, ინიშნებიან კონსულები ქალაქებში, მსწრაფლ
გარდაიქმნას გერმანია-ავსტრიის ტყვეები ჯარის-კაცებად და გადავიდეს საქართველოს მთავრობის განკარგულებაში,
რომ ამით ფაქტიურათ გამოეცხადოს ოსმალეთს საქართველოს გერმანიის მფარველობის ქვეშ ყოფნა…

დაბეჯითებით არ შეიძლება ითქვას, რას იტყვის ოსმალეთი ამ ფაქტის წინაშე. ზოგიერთი ამბობს, რომ ოსმალეთი
კარგათ შეხვდება ამ ამბავს და შეეცდება მოურიგდეს საქართველოს; ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. პირველ
შემთხვევაში ზავი აქვე შეიძლება შეიკრას, თუ მასში გერმანიის დელეგაციაც ურევია; მეორე შემთხვევაში საჭიროა
მხოლოდ ფორმალური პროტესტი ჯარების შემოსევის წინააღმდეგ, ბრძოლა ბანდებთან სასტიკი, თუ ისინი თურქების
სამხედრო ფორმას არ ატარებენ. მეორე შემთხვევაში ფონ ლოსსოვი წავა აქედან, რომ პირადათ ნახოს ვილჰელმი და
კანცლერი, მას მეც უნდა გავყვე, რომ საჩქაროთ იქნას ზომები მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავათ.
ამის საბუთი არის. ნოტებია გაცვლილი ოთხ სახელმწიფოთა მთავრობათა შორის, რომ საქართველო მაშინვე ცნობილი
იქნას, როგორც თავის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ეს მოხდა წარსული წლის დამლევს, ოსმალეთის მთავრობამ
ამა წლის იანვარს მოაწერა ამ ნოტას ხელი. პირობები არაფერია წარმოდგენილი, სავალდებულოა ოთხივე მხარისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადდეს საზღვრების აღუნუსხავათ. [ხსე]ნებული ნოტების თანახმათ


საქართველოში შედის ბათუმის მხარე, სოხუმის და ზაქათალის ოლქები. მათი ხსენება გამოიწვევს საქმის
უმწვერვალესად გამწვავებას, თუ გამოვტოვეთ, მაშინ ჩვენ თვითონ უარვყოფთ იურიდიულათ ჩვენს უფლებას. ეს უნდა
მიენდოს საგარეო მინისტრის საიდუმლო მოქმედებას და შეთანხმებას გერმანიის მთავრობასთან...

კითხვები:

~
(1) 25.1. წყაროზე დაყრდნობით დაასახელეთ ორგანოები, რომელთა თავმჯდომარეც იყო ნოე ჟორდანია.

საქართველოს ეროვნული საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარია დოკუმენტის დასაწისში?

ბათუმში მიმდინარე საზავო მოლაპარაკებებზე. – 1 ქულა.

(1) 25.3. რაში სდებს ბრალს წერილის ავტორი ქართულ გაზეთებს?

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაზეთებში გამართული არაჯანსაღი პოლემიკის


გამო, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ექონია მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. – 1 ქულა.

(1) 25.4. რა ეწოდებოდა პოლიტიკურ ერთეულს, რომლის სახელით საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის იმედს
წერილის ავტორი ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა?

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. – 1 ქულა.

(1) 25.5. თქვენი აზრით ვის გულისხმობს წერილის ავტორი „ჩვენს თათრებში“, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ძირი
გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას?

აზერბაიჯანის დელეგაცია.

(1) 25.6. დოკუმენტის მიხედვით, რა ალტერნატიულ ხერხს მიმართეს თურქებმა თავისი მიზნების მისაღწევად მას შემდეგ,
რაც გერმანიის დელეგაციის მტკიცე პოზიციის გამო, ვერ გაბედეს ულტამატუმის წამოყენება?

მათ დაიწყეს ამიერკავკასიის, კერძოდ კი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიების ფაქტიური დაპყრობა. – 1 ქულა.

(1) 25.7. დოკუმნტის მიხედვით, რა საკითხთან დაკავშირებულ მითითებებს ელოდებოდა გენერალი ფონ ვლასოვი
საკუთარი მთავრობისაგან?

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს. – 1 ქულა.

~
(2) 25.8. წერილის ავტორის თვალსაზრისით, რა იყო თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი და
რატომ?

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. – 1 ქულა. იმ პირობებში, როდესაც თურქეთს დაპყრობილი


ჰქონდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიის ნაწილი, საქართველოს დარჩენა ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში ნიშნავდა ოსმალეთის ბატონობის იურიდიულ აღიარებას, რასაც
საქართველოს ფაქტიური დაპყრობა მოჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. – 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რა პრაქტიკული ხასიათის მოქმედებები დაიგეგმა გერმანიის წარმომადგენელთან
მოლაპარაკების დროს და რა მიზანს ემსახურებოდა ეს?

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გერმანია დანიშნავდა მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელს ელჩის


უფლებამოსილებით, ასევე კონსულებს საქართველოს ქალაქებში და გერმანია-ავსტრიის ტყვეები უმალვე
გადაიქცეოდნენ ჯარისკაცებად. – 1 ქულა. ამ ნაბიჯებით საქართველო მოექცეოდა გერმანიის მფარველობის ქვეშ, რაც
შეაჩერებდა თურქების შესაძლო აგრესიას. – 1 ქულა.

(2) 25.10. წერილის ავტორის აზრით, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას
და რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს ასეთ შემთხვევაში?

მოსალოდნელი იყო, რომ თურქეთი უარყოფითად შეხვდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას,


რასაც მოჰყვებოდა თურქეთის სამხედრო აგრესია. – 1. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა
ოფიციალურ პროტესტს აგრესიის აქტის წინააღმდეგ და უნდა ეწარმოებინა სასტიკი ბრძოლა ბანდებთან, რომლებიც
არ ატარებდნენ თურქულ სამხედრო ფორმას. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, რა საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები არსებობდა სხვა სახელმწიფოთა მიერ
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობისათვის და რა ადასტურებს იმას, რომ ის შესაშრულებლად სავალდებულო იყო
თურქეთის მხარისათვისაც?

~
ოთხი სახელმწიფოს მთავრობათა მიერ გაცვლილი ნოტები, რომლის ძალითაც ეს სახელმწიფოები მაშინვე ცნობდნენ
საქართველოს დამოუკიდებლობას. – 1 ქულა. წყაროს მიხედვით, თურქეთის მხარემ ამ ნოტას ხელი მოაწერა 1918 წლის
დასაწყისში. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რომელია ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და რა იყო ამის მიზეზი?

დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა მომხდარიყო საზღვრების აღუნუსხავად. – 1 ქულა. დამოუკიდებლობის


გამოცხადების ოფიცილურ დოკუმენტში სადავო ტერიტორიების (ბათუმის მხარის, სოხუმისა და ზაქათალის ოლქის)
ხსენება გამოიწვევდა ვითარების უკიდურეს დაძაბვას თურქეთის მხრიდან, მათი გამოტოვება კი საქართველოს
დაუკარგავდა იურიდიულ უფლებას ამ ტერიტორიებზე. – 1 ქულა.

~
დავალება 7.

ნაწყვეტი ნოე ჟორდანიას წერილიდან, რომელიც მან გაუგზავნა ინგლისური გაზეთ „ფორვარდის“ რედაქციას

1921 წლის 30 სექტემბერი,

ბოლშევიკების თავდასხმა საქართველოზე

მ. ხ. მე დიდის ყურადღებით წავიკითხე თქვენს გაზეთში მოთავსებული წერილები ბ-ნ ა. პ. ლ-სი. სიამოვნებით უნდა
ავღნიშნო ის გარემოება, რომ თავის პასუხში ამ ავტორისადმი თქვენი რედაქცია მტკიცეთ აღიარებს ყველა
სოციალისტისთვის დიდათ მნიშვნელოვან „ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპს. ბოლშევიკების მთავარი
დანაშაული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორეთ ამ პრინციპის დარღვევაა, და როგორც თქვენ სამართლიანათ აღნიშნავთ ბ-ნ
ა. პ. ლ.-მ ერთი საბუთიც კი ვერ მოიყვანა იმ დანაშაულის გასამართლებლათ ან შესამსუბუქებლათ...

ბ-ნ ა. პ. ლ. თავის წერილში ისეთ რამეებს ამტკიცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, და ამიტომ მე ჩემს მოვალეობათ
მივიჩნევ თქვენი მკითხველების წინაშე ამ მცირე პასუხით გავფანტო ყოველივე გაუგებრობა.

საქართველოს მთავრობა ისეთსავე მდგომარეობაშია დღეს, როგორც იყო რუსეთის დროებითი მთავრობა 1917 წელს
პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგო, აცხადებს წერილის ავტორი. ეს შედარება მართალი იქნებოდა,
რომ ჩვენში ადგილი ქონოდა შინაურ გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ
საქართველოში არავითარი გადატრიალება არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ დაპყრობა ამ ქვეყნისა უცხო ჯარისაგან.

წერილის ავტორი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს კავშირი ქონოდეს დენიკინთან. ეს ყოველივე სიმართლეს
მოკლებული მტკიცებაა... გენერალი დენიკინი ერთში სავსებით ეთანხმებოდა ბოლშევიკებს – ეს იყო ერთა
თვითგამორკვევის უფლების უარყოფა. ამიტომ ჩვენ გადაჭრით უარყავით დენიკინის წინადადება, რომელიც
გვთხოვდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დავხმარებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ დენიკინმა ჩვენ
ბოლშევიკების მეგობრებათ გამოგვაცხადა და ჩვენს წინააღმდეგ თავის ჯარით გამოილაშქრა. თუ ბ-ნი ა. პ. ლ.
კითხულობდა ინგლისურ გაზეთებს 1918-1919 წლებში, მას ეცოდინება, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში
ფაქტობრივად ებრძოდა გენერალ დენიკინის ლაშქარს.

~
როცა ავტორი საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გამართლებას ცდილობს, იცის კი მან რა პოლიტიკური
მდგომარეობა იყო საქართველოში ბოლშევიკური ჯარის შემოჭრის წინ? იცის, რომ ჩვენში გაბატონებული იყო სრული
დემოკრატია? გვგონია, რომ არ იცის. ჩვენში კი ამ დროს ხალხი თავის არჩეული პირების საშვალებით განაგებდა ყველა
თავის საქმეებს დიდი ხმის უმრავლესობით მან სოციალისტებს ჩააბარა ქვეყნის მართვა-გამგეობა. და სოციალისტურმა
მთავრობამ გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა, ჩამოართვა მსხვილ მემამულეებს მიწა უფასოთ და დაუტოვა
თვითეულ მათგან იმდენი, რამდენის მოვლაც მათ თავის შრომით შეეძლოთ. ჩამორთმეული მიწის ერთი ნაწილი
შემდეგ გლეხებს გადასცა. დანარჩენი მიწები კი, კერძოთ მსხვილი კულტურული მამულები, სახელმწიფოს და
ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩა საექსპლოატაციოთ. მუშათა კანონმდებლობის სფეროში საქართველოს
მთავრობამ ჩაატარა შემდეგი რეფორმები: 8 საათიანი სამუშაო დრო, შრომის ფართო დაცვა, ბავშთა ან ქალთა შრომის
შეზღუდვა, კოლექტიური მუშათა ხელშეკრულება, არჩეულ მუშათა ინსპექცია, მიღება-დათხოვნა მუშათა კავშირების
და პარიტეტული შრომის ბირჟის საშუალებით, სატარიფო პალატა შრომის ყველა სადაო საკითხების მოსაწესრიგებლათ
და განსაკუთრებით სამუშაო ხელფასის საერთო სიძვირესთან [ინფლაციასთან] შესათანხმებლათ და სხვა. ეკონომიურ
სფეროში განხორციელებულ იქნა ნაციონალიზაცია რკინიგზების, მადნები, ტყეების, წყლის, ენერგიის ან საგარეო
ვაჭრობის მთავარი დარგების. ამ ზომების მიღებით და დემოკრატიული ადგილობრივ თვითმმართველობათა და
კოოპერატივთა სამეურნეო მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულათ მოწყობილ სახელმწიფოს გარდაქმნას
სამეურნეო ორგანიზაციათ, რომელიც სავსებით შეეფერება ჩვენს სოციალისტურ იდეალებს. მოკლეთ საქართველოს
რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სავსებით სოციალისტური პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმის
განხორციელების წინაშე დადგა. თუ ყოველივე ეს „ბურჟუაზიული ფსიხოლოგიის“ გამოხატულებაა, მაშინ რაღა მიაჩნია
ბ-ნ ა. პ. ლ-ს „პროლეტარული ფსიხოლოგია“ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობის ნება უარყო, უხეშ ძალაზე
დაეყრდნო, ტერორით მართო ქვეყანა და ყოველივე დაანგრიო და სამაგიერო კი არაფერი შექმნა?

ასეთი პოლიტიკის შედეგი მას უკვე აქვს საბჭოთა რუსეთში. ჩვენ, სოციალისტები, რომელთაც საქართველოს ხალხმა
მოგვანდო მართვა-გამგეობა შეგნებულათ ვამაყობთ იმით, რომ სამნახევარი წლის განმავლობაში (1917 წლის
ოქტომბრიდან) ვიფარავდით ქვეყანას ამ დამღუპველი პოლიტიკის გავლენისაგან.

დღეს ეს პოლიტიკა მეფობს საქართველოშიაც, მაგრამ მეფობს მხოლოდ მოსკოვის ხიშტების წყალობით, ხალხის ნება-
სურვილის წინააღმდეგ. და მე არ მეგონა, თუ გამოჩნდებოდა თუნდაც ერთი კეთილგონიერი ინგლისელი, რომელიც
გაბედავდა საჯაროთ ტაში დაეკრა ამ ბოროტმოქმედებისთვის!

~
კითხვები:

(1) 25.1. თქვენი აზრით, რა არის ინგლისური გაზეთის რედაქციისადმი მიწერილი წერილის ძირითადი მიზანი?

ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ გამოთქმული მცდარი
მოსაზრებების უარყოფა და ინგლისელი მკითხველისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება. – 1 ქულა.

(1) 25.2. წერილის ავტორის მოსაზრებით, რა არის ბოლშევიკების მთავარი დანაშაული საქართველოს წინაშე, რომელიც
ეწინააღმდეგება გაზეთ „ფორვარდის“ მიერ აღიარებულ ერთ-ერთ ძირითად პრინციპს?

„ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპის დარღვევა. – 1 ქულა.

(1) 25.3. წერილის ავტორის მოსაზრებით, რატომ არის უადგილო საქართველოს მთავრობისა და რუსეთის დროებითი
მთავრობის მდგომარეობის შედარება?

რუსეთში მოხდა შიდა გადატრიალება, საქართველოს მთავრობა კი დამხობილი იქნა ბოლშევიკური რუსეთის
სამხედრო აგრესიის შედეგად. – 1 ქულა.

(1) 25.4. ვინ იყო დენიკინი, ვისთანაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას უარყოფს წერილის
ავტორი?

რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ბოლშევიკურ მთავრობასთან დაპირისპირებული გენერალი, „თეთრი მოძრაობის“
ლიდერი.

(1) 25.5. წერილის ავტორის აზრით, რა საერთო აქვთ გენერალ დენიკინსა და ბოლშევიკებს, რის გამოც მასთან
თანამშრომლობა მიუღებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობისათვის?

ბოლშევიკების მსგავსად, დენიკინიც უარყოფდა ერთა თვითგამორკვევის უფლებას. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროს მიხედვით, რა ადასტურებს იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასა და დენიკინს შორის
შეურიგებელი წინააღმდეგობა არსებოდა?

1918-1919 წლებში საქართველოს არმია ფაქტობრივად იბრძოდა დენიკის ლაშქრის წინააღმდეგ. – 1 ქულა.

~
(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რას სთავაზობდა დენიკი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას?

ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას. – 1 ქულა.

(2) 25.8. წერილის ავტორის მიხედვით, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრამდე და რა ძირითადი
არგუმენტი მოჰყავს მას ამის დასტურად?

საქართველოში დამყარებული იყო სრული დემოკრატია. – 1 ქულა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარი საქმეებს
განაგებდა მის მიერ არჩეული ორგანოებისა და წარმომადგენლების მეშვეობით. – 1 ქულა.

(2) 25.9. წერილის მიხედვით, პირველ რიგში რომელი რეფორმა განახორციელა საქართველოს მთავრობამ და ამ რეფორმის
ფარგლებში რა ფორმით გაუმჯობედა გლეხობის მდგომარეობა?

მიწის რეფორმა. – 1 ქულა. მემამულეებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაწილი მთავრობამ გადასცა გლეხებს. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რომელი ორგანო აწესრიგებდა შრომით დავებს საქართველოს რესპუბლიკაში და კიდევ რა
შედიოდა ამ ორგანოს ფუნქციებში?

სატარიფო პალატა. – 1 ქულა. შრომის ანაზღაურების ოდენობის შესაბამება ინფლაციის დონესთან. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, რა ძირითადი რეფორმა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ
ეკონომიკურ სფეროში და რა შედეგები მოიტანა ამან?

განხორციელდა რკინიგზის, ეროვნული წიაღისეულისა და სიმდიდრეების, ენერგეტიკისა და საგარეო ვაჭრობის


ძირითადი დარგების ნაციონალიზაცია, შეიქმნა კოოპერატივები. – 1 ქულა. სახელმწიფო გარდაიქმნა სამეურნეო
ორგანიზაციად. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რა მიმართულების პროგრამა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ და
რითი განსხვავდებოდა მისი პოლიტიკა ბოლშევიკურ რუსეთში ჩამოყალიბებული პოლიტიკისაგან?

სოციალისტური პროგრამა. – 1 ქულა. ბელშევიკური რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში გათვალისწინებული


იყო უმრავლესობის ნება, ხელისუფლება არ ეყრდნობოდა უხეშ ძალას და ტერორით არ მართავდა ქვეყანას. – 1 ქულა.

~
დავალება 8.

ნაწყვეტი საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა დეკლარაციიდან

საქართველო ორი ათასი წელი არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1783 წელს საქართველოს
მეფე ერეკლე მეორემ სპარსთა და ოსმალთა მუდმივი შემოსევით შევიწროებულმა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე
მეორესთან დადო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველო თავისი ნებითვე რუსეთის პროტექტორატს აღიარებდა,
ხოლო უკანასკნელი ვალდებულებას კისრულობდა საქართველოს გარეშე მტერთა მოგერიებაში დახმარებოდა და მისი
სახელმწიფოებრივი მართველობა ხელუხლებლათ დაეცვა.

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება და საქართველო
რუსეთის პროვინციათ გამოაცხადა. ამ ძალდატანებითი აქტის წინააღმდეგ თავის დროზე პროტესტი განაცხადა
ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომელთაც არც შემდეგ დაუდასტურებიათ საქართველოს ანექსია. ქართველი ერი ამ
ანექსიის წინააღმდეგ ამხედრდა და მთელი საუკუნის განმავლობაში მრავალი აჯანყებით და რევოლუციონური აქტით
უპასუხებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.

რუსეთის რევოლუციის პროცესში, როცა მეფის იმპერია შემდგენელ ნაწილებათ დაირღვა, საქართველომ
აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. დემოკრატიული წესით არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა
რესპუბლიკის კონსტიტუცია და დაამკვიდრა სახელმწიფოებრივი წესრიგი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა „დე იურეთ“ იცვნეს მოწინავე სახელმწიფოებმა.

თვით საბჭოთა რუსეთმა 1920 წელს 7 მაისს ხელშეკრულებით ყოველივე პირობის გარეშე აღიარა საქართველოს
სრული სუვერენობა. მიუხედავათ ამისა 11 თებერვალს 1921 წელს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლათ შემოესია
დამოუკიდებელ საქართველოს. ქართველმა ერმა ერთსულოვანი წინააღმდეგობით გასცა პასუხი, მაგრამ მოკლებული
საკმაო იარაღს, ის ომში ძლეულ იქმნა.

საქართველოში სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი დამკვიდრდა, დემოკრატიული წყობილებების ნაცვლათ საბჭოთა


რუსეთის მიერ დანიშნულ საქართველოს რევკომისა და ჩეკის დიქტატურა დაწესდა.

~
ოკუპანტებმა გაძარცვეს მთელი საქართველო, მიანგრ-მოანგრიეს მიმოსვლის საშუალებანი, მრეწველობა გაანადგურეს
და წესიერი აღებ-მიცემლობის პირობები მოსპეს. მთელი ქართველი ერი და საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია
რუსეთის სამხედრო ოკუპაციას ებრძვის... საოკუპაციო მართველობამ ამოძრავებული ხალხის წინააღმდეგ იარაღს
მიმართა და რეპრესიები უკიდურესად გააძლიერა. ბრძოლა გრძელდება და მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის მართველობა ამ ჟამათ ცდილობს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა კონცესიებათ
გაცემას. მოსკოვის საბჭოთა მთავრობა ლამობს გენუის კონფერენციაზე საქართველოს სიმდიდრით ივაჭროს.

ჩვენ, წარმომადგენელი საქართველოში მოქმედ სამი მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციისა – სოციალ-


დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული პარტიის (ბურჟუაზიულ-აგრარულ პარტიათა ბლოკი) [ყოფილი
ეროვნულ-დემოკრატები, ნაციონალისტები, უპარტიო მემარჯვენეები და სხვები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] და
სოციალ-ფედერალისტთა პარტიის , რომელთაც დამოუკიდებლობის ერთსულოვნათ დამცველ დამფუძნებელ კრებაში
ემხრობოდა დეპუტატთა 93%, ვაცხადებთ:

...მთელი ქართველი ხალხის სახელით ჩვენ მოვითხოვთ საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპაციის
გაუქმებას, რასაც ბუნებრივათ მოყვება რესპუბლიკის კონსტიტუციის მიერ დაწესებული კანონიერი რეჟიმის აღდგენა.

თუ ეს სამართლიანი მოთხოვნილება არ იქმნა დაკმაყოფილებული მშვიდობიანი გზით, არსებულ


საერთაშორისო უფლებრივ ნორმათა თანახმად, ქართველი ხალხი იძულებული იქნება მიმართოს ბრძოლის ყოველნაირ
საშვალებებს კანონიერი სახელმწიფოებრივ უფლებათა აღსადგენათ და რუსეთის საოკუპაციო მართველობას და
უკანასკნელის კონტრაგენტთა მიერ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეთა მოსალოდნელ გაფლანგვის თავიდან
ასაცილებლათ...

6 მარტი, 1922 წელი. პარიჟი.

~
კითხვები:

(1) 25.1. თქვენი აზრით, რატომ არის მოცემული დოკუმენტის შედგენილი და გამოქვეყნებული სხვა სახელმწიფოში
(საფრანგეთში)?

1921 წელს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ბოლშევიკურმა რეჟიმმა
შეზღუდა ან აკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და მათაც საზღვარგარეთ გააგრძელეს საქმიანობა. – 1 ქულა.

(1) 25.2. დოკუმენტის მიხედვით, რითი იყო განპირობებული საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის მფარველობის
ქვეშ?

ირანისა და თურქეთის მუდმივი შემოსევებით, რაც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს არსებობას. – 1 ქულა.

(1) 25.3. დოკუმენტის მიხედვით, რაში გამოიხატა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულების დარღვევა რუსეთის
იმპერიის მხრიდან?

რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ის საკუთარ პროვინციად აქცია. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რა პოზიცია ჰქონდათ დასავლეთის სახელმწიფოებს საქართველოს ანექსიის მიმართ?

მათ თავიდანვე გააპროტესტეს ანექსიის ფაქტი და შემდეგაც არ აღიარებდნენ მას. – 1 ქულა.

(1) 25.5. დოკუმენტის მიხედვით, რითი დასტურდება ის, რომ ქართველი ხალხი არ ეგუებოდა საკუთარი ქვეყნის ანექსიას?

საქართველოს მოსახლეობა მთელი საუკუნის მანძილში ებრძოდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რაც
გამოიხატა არაერთ აჯანყებასა და რევოლუციურ აქტში. – 1 ქულა.

(1) 25.6. დოკუმენტის მიხედვით, რითი დასტურდება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება
და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრება მოხდა ლეგიტიმური ორგანოს მიერ, დემოკრატიის ძირითადი
პროცედურების დაცვით?

კონსტიტუციის შემუშავება და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრება განხორციელდა დემოკრატიულად


არჩეული ორგანოს - დამფუძნებელი კრების მიერ. – 1 ქულა.

~
(1) 25.7. დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად რითი იყო განპირობებული დამოუკიდებელი საქართველოს მარცხი
ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ომში?

შეიარაღების ნაკლებობით. – 1 ქულა.

(2) 25.8. დაასახელეთ ორი ფაქტი, რომლებიც ადასტურებს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის
ნორმების დარღვევას საქართველოსთან მიმართებაში.

ბოლშევიკური რუსეთი ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს საქართველოს. – 1 ქულა. რუსეთმა ხელყო
საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავად ცნო 1920 წლის 7 მაისს. – 1 ქულა.

რუსეთის საოკუპაციო ჯარის მართველობა ამ ჟამათ ცდილობს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა კონცესიებათ
გაცემას. მოსკოვის საბჭოთა მთავრობა ლამობს გენუის კონფერენციაზე საქართველოს სიმდიდრით ივაჭროს.

(2) 25.9. დოკუმენტის მიხედვით, რა ტიპის რეჟიმი დამყარდა საქართველოში და რომელი ორგანოები
უზრუნველყოფდნენ ძალადობრივი რეჟიმის მმართველობას?

საოკუპაციო რეჟიმი. – 1 ქულა. რევკომი და ჩეკა. – 1 ქულა.

(2) 25.10. დოკუმენტის მიხედვით, გარდა რეპრესიებისა და იარაღის ძალით ქართველი ხალხის პროტესტის ჩახშობისა,
ეკონომიკური ხასიათის რა მოქმედებას ახორციელებდა რუსეთი და კონკრეტულად რაში იყენებდა ამას?

რუსეთი ცდილობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების კონცესიის ფორმით გაცემას. – 1 ქულა. რუსეთი
ცდილობდა გენუის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიმხრობას, სთავაზობდა რა მათ კონცესიებს
საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებზე. – 1 ქულა.

(2) 25.11. რომელი პოლიტიკური პარტიების მიერ არის შედგენილი მოცემული დოკუმენტი და რა ადასტურებს იმას, რომ
ეს პარტიები წარმოადგენენ საქართველოს პოლიტიკური ძალაბის უმრავლესობას?

სოციალ-დემოკრატიული პარტია, დემოკრატიული პარტია (ბურჟუაზიულ-აგრარულ პარტიათა ბლოკი) და სოციალ-


ფედერალისტთა პარტია. – 1 ქულა. ამ სამ პარტისა და ბლოკს დამფუძნებელ კრებაში მანდატების 93% ჰქონდათ.

~
(2) 25.12. დოკუმენტის მიხედვით, რა არის დეკლარაციის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების მთავარი მოთხოვნა და
რა მოქმედებები მოჰყვება ამ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობას?

საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპაციის გაუქმება. – 1 ქულა. ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას
სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა გაფლანგვის თავიდან ასაცილებლად ბრძოლის
ნებისმიერი საშუალებით.

დავალება 9.

~
საიდუმლო მოხსენება საქართველოში ავტონომიის საკითხებთან დაკავშირებული

მოქმედებების შესახებ

სრულიად საიდუმლოდ

მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლის კავკასიის სამოქალაქო საკითხებში დამხმარეს


/განსაკუთრებულ განყოფილებაში/

15 დეკემბერი 1916/ მიღებული 17 დეკემბერი, 1916

რაპორტი

პოლონეთისთვის ავტონომიის მირთმევის შემდეგ, საქართველოს ავტონომიის საკითხმა, ქართული


საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გონების გაძლიერებულად დაკავება დაიწყო. ეს საკითხი განიხილება ისევე
როგორც პრესაში, ასევე კერძო შეხვედრების დროს, რომლებსაც ესწრებიან სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალ-
დემოკრატები. მათ ხელმძღვანელობს თავადი გრიგოლ ნიკოლოზის-ძე დიასამიძე. თვითონ ის უპარტიოა და მხოლოდ
აწყობს ამ შეკრებებს.

მიმდინარე ნოემბრის 20-ში, თბილისში ქართველმა კათოლიკეებმა, დასახელებული დიასამიძის ინიციატივით


მოაწყვეს გარდაცვლილი პოლონელი მწერლის, სენკევიჩის პანაშვიდი. პანაშვიდისას ქართველებმა მიულოცეს
პოლონელებს ავტონომიის გამოცხადება, ხოლო პოლონელებმა იმედი გამოთქვეს საქართველოს მიერ ავტონომიის
უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე. პანაშვიდის გადამხდელმა პატრე ღაზალოვმა სიტყვა წარმოთქვა
პოლონეთისთვის ავტონომიის ჩუქების შესახებ და ასევე გამოხატა საქართველოს ავტონომიის მიღწევის იმედი.

პანაშვიდის დროს, პოლონელებმა იმღერეს ეროვნული ჰიმნი „ჯერ პოლონეთი არ დაღუპულა“...

არსებობს ცნობები, რომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველებიც შეწუხებული არიან საქართველოს ავტონომიის
მიღების სურვილით და იქ მცხოვრებმა პროფესორმა ჯავახოვმა (ჯავახიშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, სამსონ გრიგოლის ძე ფირცხალავას, რომელიღაც სტუდენტის ხელით
გამოუგზავნა წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ციმერმანი

~
კარგად იცნობს საქართველოს საკითხს, ძალიან არის დაინტერესებული ამით და პირობა დასდო წამოწიოს ეს საკითხი
სამშვიდობო მოლაპარაკების გადაწყვეტის პროცესში.

ჯავახოვი, ვითომ და ინკოგნიტოდ იმყოფებოდა სტოკჰოლმში და იქ საქართველოს საკითხზე მოლაპარაკებები


აწარმოა გერმანიის ელჩთან. ამ მოლაპარაკების შინაარსი დიდ საიდუმლოდ არის შენახული. ჯავახოვი-ისტორიკოსი,
ავტონომიის და ფედერალიზმის მხურვალე მხარდამჭერი, თავის დასკვნებს ამყარებს ისტორიულ დოკუმენტებზე.

მაქვს პატივი ზემოხსენებულის შესახებ მოვახსენო თქვენ ბრწყინვალებას და შეჯამებისთვის მოვახსენო, რომ
ზემოხსენებულ თათბირებზე აგენტურული თვალყური დამყარებულია.

კითხვები:

(1) 25.1. რომელი სახელმწიფოს მოხელის საიდუმლო მოხსენება არის მოცემული წყაროში?

რუსეთის იმპერიის. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რატომ გამოიწვია პოლონეთისათვის ავტონომიის მინიჭებამ ქართულ საზოგადოებაში
მღელვარების შეტანა?

ამ პერიოდში საქართველოში ისედაც აქტუალური იყო რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიის
საკითხი, რასაც პოლონეთთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ახალი სტიმული მიანიჭა. – 1 ქულა.

(1) 25.3. დაასახელეთ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც
განიხილებოდა იმ დროისათვის აქტუალური საკითხი?

სოციალისტ-ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რომელი პარტიის წევრი იყო გრიგოლ ნიკოლოზის-ძე დიასამიძე, ვისი ორგანიზებითაც
ტარდებოდა ავტონომიის საკითხთან დაკავშირებული შეკრებები?

ის უპარტიო იყო. – 1 ქულა.

~
(1) 25.5. წყაროს მიხედვით, რითი დასტურდება, რომ საქართველოში მყოფი პოლონელები თანაუგრძნობდნენ
ქართველებს ავტონომიის მოპოვების საქმეში?

სენკევიჩის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფმა პოლონელებმა ქართველთაგან მიიღეს მილოცვები


პოლონეთისათვის ავტონომიის მინიჭების ფაქტზე, საპასუხოდ პოლონელებმაც გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოც
მიაღწევდა იგივე შედეგს. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს ავტონომიის საკითხით
დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებიც?

წყაროს მიხედვით, პეტეროგრადში მცხოვრები ქართველი პროფესორი ჯავახოვი საგულისხმო ცნობებს აწვდის წერა-
კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოს მიერ ავტონომიის მიღების პერსპექტივის
შესახებ. - 1 ქულა.

(1) 25.7. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში რა თანამდებობა ეკავა პირს, რომელმაც
რუსეთიდან მიიღო წერილი?

მდივნის თანამდებობა. – 1 ქულა.

(2) 25.8. რომელი დიდი სახელმწიფოს მმართველი წრეები იყვნენ დაიტერესებული საქართველოს მიერ ავტონომიის
მოპოვებით და რა ადასტურებს ამას?

გერმანიის. – 1 ქულა. წყაროს მიხედვით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იცნობდა საქართველოს საკითხს და
გეგმავდა მისი ავტონომიის საკითხის წამოწევას მომავალ სამშვიდობო კონფერენციაზე. – 1 ქულა.

(2) 25.9. თქვენი აზრით, რატომ იყო დაინტერესებული გერმანია საქართველოს ავტონომიის საკითხის აქტუალიზაციით
და საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა მისი ძალისხმევა საქართველოსთან მიმართებაში?

გერმანიას ამიერკავკასიაში საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გააჩნდა და საქართველოს


ავტონომიის საკითხი მას გამოადგებოდა პირველ მსოფლიო ომში ჩაბმული მისი მოწინააღმდეგე რუსეთისა და მისი
მოკავშირეების წინააღმდეგ. – 1 ქულა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით. – 1 ქულა.

~
(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რა პროფესიისა და აკადემიური ხარისხის მქონე იყო პირი, ვინც გერმანიის მთავრობის
წარმომადგენელთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს ავტონომიის საკითხებზე და რაზე ამყარებდა ის
საკუთარ პოზიციას?

ისტორიკოსი, პროფესორი. – 1 ქულა. ისტორიულ დოკუმენტებზე. – 1 ლარი.

(2) 25.11. რომელ სახელმწიფოში შედგა ჯავახოვის შეხვედრა გერმანიის ელჩთან? თქვენი აზრით, რატომ შედგა ეს
შეხვედრა ინკოგნიტოდ?

შვედეთში. – 1 ქულა. რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურები საზღვარგარეთის ქვეყნებშიც ახორციელებდნენ


პოლიტიკურად აქტიური პირების თვალთვალს. – 1 ქულა.

(2) 25.12. რუსეთის იმპერიის რომელი მოხელისადმი არის მიმართული მოცემული საიდუმლო მოხსენება და რა ზომებს
იღებდა იმპერიის უსაფრთხოების სამსახური ავტონომიის საკითხებზე გამართული შეკრებების კონტროლის
თვალსაზრისით?

მეფისნაცვლის კავკასიის სამოქალაქო საკითხებში დამხმარეს. – 1 ქულა. აწარმოებდა ასეთი შეკრებებისა საიდუმლო
თვალთვალსა და მეთვალყურეობას.– 1 ქულა.

დავალება 10.

~
საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მანიფესტი (ნაწყვეტი)

(თარგმანი გამოქვეყნებულია ჟურნალში „თავისუფალი საქართველო“, 1921 წლის 15 ივნისს)

სოც. პარტიის (საფრ. სექცია მუშათა ინტერნაციონალის) მუდმივი ადმინისტრატიული კომისია მოუწოდებს
საფრანგეთის მუშებს პროტესტი გამოაცხადონ საქართველოს სოციალისტურ დემოკრატიულ რესპუბლიკის
დაპყრობის წინააღმდეგ, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ.

ცენტრალური კომიტეტი ბრალს სდებს არა რუს პროლეტარებს, არამედ იმ მთავრობას, რომელიც დღეს მათი
სახელით მოქმედებს. რუსეთის მთავრობამ მოატყუა ევროპის პროლეტარიატი, როცა ამბობდა თითქოს რუსეთი
ჩარეული იყო ომში საბჭოთა სომხეთის მხარის დასაჭერათ საქართველოსთან საზღვრის გამორკვევის დროს.
ნამდვილათ კი რუსეთის მთავრობამ საქართველოს შეასია რუსეთის მეთერთმეტე არმია სწორეთ იმ კონფერენციამდის,
რომელზედაც უნდა მოგვარებულიყო საზღვრების საკითხი.

ქართველებმა რაინდულათ გაუმკლავდენ მომხდურს. იმათ უკვე უნდა უკუეგდოთ მტერი, როცა ერთი მეორის
მოყოლებით საქართველოს საზღვრების ოთხ პუნქტზე გამოჩნდა სხვა ოთხი არმია საომრათ მომზადებული, ცოტა
მოგვიანებით კი მეხუთე არმიაც, ეს იყო ოსმალეთის არმია, რომელიც – როგორც პირველი ოთხი – მხოლოდ უცდიდა
ნიშანს, რომ სასწრაფოთ თავს დასხმოდა საქართველოს.

საქართველოს დემოკრატიულ და სოციალისტურ რესპუბლიკას და რუსეთს ხელი ქონდათ მოწერილი საზავო


ხელშეკრულებაზე. საქართველომ შეასრულა თავისი მოვალეობა რუსეთის რესპუბლიკისადმი, როცა მან უარი უთხრა
დახმარებაზე ამ უკანასკნელის მტრებს, სახელდობრ დენიკინს არა თუ შეუწყო ხელი, არამედ კიდეც ეომა მას და მისი
ჯარი გაანიარაღა.

ქართველმა სოციალისტებმა შექმნეს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც – ამტკიცებენ ისინი – დაცული იყო
მოქალაქეთა თავისუფლება; მათ მართლაც გაასაზოგადოეს ყველა ის, რის გასაზოგადოება შესაძლებელი იყო
ეკონომიურათ ნაკლებ განვითარებულ ქვეყანაში, ვინემ ევროპაა; მათ ააგეს ნორჩ რესპუბლიკაში პოლიტიკური ძალა-

~
სიმაგრე საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე და მუშათა და გლეხთა თავისუფლათ არჩეულ პარლამენტის
სახელმწიფოებრივ კონტროლზე, – და მისი ეკონომიური ძალა თავისუფალ სინდიკატების თანამშრომლობაზე. ამ
ნაირათ აშენებული და ასეც ცხოველი საქართველოს რესპუბლიკა გახდა ბოლშევიკებისათვის აუტანელი, როგორც მათი
მამხილებელი ფაქტი.

განვაცხადოთ პროტესტი მის გადასარჩენათ.

დარწმუნებული საქართველოს ხალხის უფლებაში იმ განცხადებებით, რომელიც გადმოგვცა ამხანაგმა


ჟორდანიამ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ და წერეთელმა – იმ პირმა, რომელმაც დიდებული როლი
ითამაშა 1917 წლის მარტის რუსეთის რევოლუციაში, ცენტრალური კომიტეტი მათთან ერთათ მოითხოვს საქართველოს
დაცლას რუსის ჯარის კაცებისა და მოხელეებისაგან.

ამას გარდა ცენტრალური კომიტეტი სიამოვნებით ეგებება საქართველოს ს-დემოკრატიულ პარტიის 3 000
წარმომადგენელთა მიერ ეხლახან თფილისში მიღებულ შემდეგ წინადადებას: „ჩვენი სურვილია შესდგეს შერეული
კომისია ევროპის მუშათა მოძრაობის ორ მიმდინარეობისაგან – სოციალისტურისა და კომუნისტურისაგან – რომლის
კონტროლს ქვეშ მოხდება საქართველოში თავისუფალი არჩევნები მშრომელი ხალხის ნების გამოსახატავათ. ამ
კომისიის შემადგენლობის შესახებ სოც.-დემ პარტიის ცენტრალური კომიტეტი შეუთანხმდება კომუნისტურ პარტიას“.

კითხვები:

(1) 25.1. დოკუმენტის მიხედვით, რომელი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის დანაყოფს წარმოადგენდა საფრანგეთის
სოციალისტური პარტია?

მუშათა ინტერნაციონალის. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რა არის მოცემული დოკუმენტის მთავარი მიზანი?

პროტესტის გამოხატვა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. – 1 ქულა.

~
(1) 25.3. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულკად ვის სდებს ბრალს საფრანგეთის სოციალისტური ფრაქცია
საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში?

ბოლშევიკური რუსეთის მთავრობას. – 1 ქულა.

(1) 25.4. დოკუმენტის მიხედვით, რა საბაბით ჩაერია რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში, რითაც შეცდომაში
შეიყვანა ევროპის პროლეტარიატი?

თითქოს ის მხოლოდ მხარს უჭერდა საბჭოთა საომხეთს საქართველოსთა არსებული ტერიტორიული დავის
გადაწყვეტის პროცესში. – 1 ქულა.

(1) 25.5. დოკუმენტის მიხედვით, რა ლეგიტიმური პროცედურა იყო დაგეგმილი საქართველო-სომხეთს შორის სასაზღვრო
დავის გადაწყვეტის მიზნით?

დაგეგმილი იყო კონფერენციის მოწვევა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა სადავო საკითხი. – 1 ქულა.

(1) 25.6. დოკუმენტის მიხედვით, რომელი სახელმწიფოების წინააღმდეგ მოუწია საქართველოს რესპუბლიკას საომარ
მოქმედებებში ჩაბმა?

საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის. – 1 ქულა.

(1) 25.7. რა ადასტურებს იმას, რომ საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია საქართველოსთან გაფორმებული საზავო
ხელშეკრულება?

დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ, თავის მხრივ, შეასრულა რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და დენიკინს
უარი უთხრა დახმარებაზე ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. – 1 ქულა.

(2) 25.8. დოკუმენტის ტექსტიდან ჩამოთვალეთ პოლიტიკური ხასიათის ორი ნიშანი, რომელთა არსებობა ადასტურებს,
რომ საქართველოს რესპუბლიკა დემოკრატიულ საფუძვლებზე შეიქმნა.

სახელმწიფოში დაცული იყო მოქალაქეთა თავისუფლება - 1 ქულა. სახელმწიფო პოლიტიკური ორგანოები


საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე შეიქმნა. – 1 ქულა.

~
(2) 25.9. თქვენი აზრით, რას ნიშნავს დოკუმეტის ტექსტში ნახსენები ტერმინი „განსაზოგადოება“ და რა შეიძლება
ყოფილიყო „განსაზოგადოების“ ობიექტი?

პრივატიზაციას. – 1 ქულა. სახელმწიფო ქონება: მიწა, წიაღისეული, შენობა-ნაგებობები და სხვ. – 1 ქულა.

(2) 25.10. დოკუმენტის მიხედვით, რა საფუძვლებზე იყო აგებული საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და
ეკონომიკური განვითარება?

პოლიტიკური განვითარება ეფუძნებოდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას და თავისუფლად არჩეული პარლამენტის


სახელმწიფოებრივ კონტროლს. – 1 ქულა. ეკონომიკური განვითარება ემყარებოდა თავისუფალი სინდიკატების
თანამშრომლობას. – 1 ქულა.

(2) 25.11. ვის მიერ მიწოდებული ინფორმაციას მიიჩნევს სარწმუნოდ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის
ცენტრალური კომიტეტი და რა მოთხოვნას აყენებს ის ამ ინფორმაციის საფუძველზე?

ნოე ჟორდანიასა და მიხაკო წერეთელის. – 1 ქულა. საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის ჯარისა და


მოხელეებისაგან. – 1 ქულა.

(2) 25.12. საქართველოში მოქმედი რომელი პოლიტიკური პარტიის წინადადებას ეხმაურება საფრანგეთის
სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი და რას გულისხმობს ეს წინადადება?

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინადადებას - 1 ქულა, რომელიც გამოთქვამდა მზადყოფნას,


ევროპის მუშათა მოძრაობის ორ მიმდინარეობისაგან შეიქმნას შერეული კომისია, რომელიც დააკვირდება
საქართველოში თავისუფალი არჩევნების მიმდინარეობას. – 1 ქულა.

დავალება 11.

~
საბჭოთა არჩევნები დაპყრობილ საქართველოში

(ჟურნალში „თავისუფალი საქართველო“ გამოქვეყნებული წერილი)

გაზეთ „თავისუფალი საფრანგეთი“ 21 დეკემბრის ნომერში სწერს: დეკემბრის პირველ რიცხვებისთვის


ბოლშევიკებმა საქართველოში დანიშნეს საბჭოს არჩევნები, რომელიც რუსის ჯარის მიერ საქართველოს დაპყრობის
შემდეგ გაუქმებული იყო. საარჩევნო დეკრეტის ძალით არჩევნები ფარული არ არის, ხელის აწევით ხდება და
სოციალისტებსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ უფლება თავისი კანდიდატების სიის წამოყენების. წინდაწინვე
არის ნათქვამი, რომ რევკომი არ დაამტკიცებს არა კომუნისტსო. მეორეს მხრით არჩევნებში მონაწილეობის მიღების
უფლება აქვთ ყველა უცხო ელემენტებს – აფიცრებს, საოკუპაციო ჯარს, რუსის მოხელეებს და აგრეთვე ვოლგის
მხრიდან გადმოსახლებულ დამშეულთ. საქართველოს რევკომი ამითაც არ დაკმაყოფილდა და განსაკუთრებით
რეპრესიებს მიმართა. 3 000-ზე მეტი მოწინავე მუშა, გლეხი და ინტელიგენტი ჩეკას სარდაფში და ციხეებში ჩაყარეს,
რკინისგზელები და საერთოთ ქართველი მოხელეები ათასობით რუსეთში გადაასახლეს და მათ მაგიერ უცხოელები
მოიყვანეს. ამასთანავე ბოლშევიკების მიერ მოწყობილი ბანდები ერთი საარჩევნო კრებიდან მეორეზე მიდიან,
ძალადობას ხმარობენ და არჩევნებში მონაწილეობას იღებენ.

ყველა ამის გამო ქართველი მუშები და გლეხები იძულებული არიან ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს და
დასტოვონ საარჩევნო კრებები. ბოლშევიკები ქარხნის კარებს კეტავენ, რომ მუშებს წასვლის საშვალება არ მისცენ და
ძალით აარჩევიონ ბოლშევიკების კანდიდატი, მაგრამ ვერას ხდებიან. მაგალითად 500 ამომრჩევლიდან კომუნისტების
კანდიდატს 8-10 ხმა მიუვიდა, და ეს ხმებიც მუშების არ იყო. მიუხედავათ ამისა, ასეთ კანდიდატს არჩეულათ აცხადებენ
და პროლეტარიატის წარმომადგენლათ სთვლიან.

ეს ცოტაა, საოკუპაციო ჯარებიც ირჩევენ თავის წარმომადგენელს საქართველოს საბჭოში და მათ საქართველოს
წითელი არმიის წარმომადგენელათ ასაღებენ.

დიახ, ქართველი მუშები და გლეხები ასეთ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ!

1922 წლის 15 იანვარი, N16

კითხვები:

~
(1) 25.1. ოფიციალურად რა ეწოდებოდა პოილიტიკურ ერთეულს, რომელში ჩატარებულ არჩევნებსაც მიეძღვნა მოცემული
სტატია?

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. – 1 ქულა.

(1) 25.2. რომელი წლის არჩევნები არის აღწერილი სტატიის ტექსტში?

1921 წლის. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ სტატიაში აღწერილია საბჭოთა ოკუპაციის
პირობებში ჩატარებული რიგით პირველი არჩევნები?

ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება სტატიის პირველ აბზაცში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად
საქართველოს დაპყრობის შემდეგ ამ არჩევნებამდე ქვეყანაში არჩევნები გაუქმებული იყო. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რა ეწოდებოდა საარჩევნო კანონს, რომლის საფუძველზეც ჩატარდა წყაროში აღწერილი
არჩევნები?

საარჩევნო დეკრეტი. – 1 ქულა.

(1) 25.5. თქვენი აზრით, რომელი პარტია იგულისხმება ტექსტში ნახსენებ „სოციალისტებში“?

სოციალ-დემოკრატები. – 1 ქულა.

(1) 25.6. რომელი ორგანოების არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები არის აღწერილი წყაროში?

საბჭოების. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა რაოდენობა
ხელოვნურად იყო შემცირებული?

სტატიის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ საკუთარი კანდიდატების სიების წარდგენის უფლება. – 1
ქულა.

~
(2) 25.8. დაასახელეთ სუბიექტები, ვისაც წესით არ უნდა ჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა, მაინც
ისარგებლეს ამ უფლებით. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა ამ პირთა ჩართვა საარჩევნო პროცესებში?

საოკუპაციო ჯარის ოფიცრები, რუსი მოხელეები და ვოლგისპირეთიდან გადმოსახლებული უპოვრები. – 1 ქულა.


საოკუპაციო რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი პირებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების მიზანი იყო
არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება. – 1 ქულა.

(2) 25.9. რა ტიპის რეპრესიები განახორციელეს საოკუპაციის რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩევნების პროცესში და რა
კონკრეტულ მიზანს ისახავდა ეს ნაბიჯები?

ოპოზიციურად განწყობილი ათასობით მუშა, გლეხი, ინტელიგენტი და სხვა არაკეთილსაიმედო ელემენტი


დააპატიმრეს ან რუსეთში გადაასახლეს. – 1 ქულა. ამ ნაბიჯების მიზანი იყო ოპოზიციურად განწყობილი პირების
არჩევნებიდან გამოთიშვა და არჩევნებში სასურველი შედეგის დაფიქსირება. – 1 ქულა.

(2) 25.10. ჩამოთვალეთ ოთხი მთავარი მიზეზი, რის გამოც წყაროში აღწერილი არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს
უკანონოდ.

ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თანაც, წინასწარ იყო განცხადებული, რომ არ
დამტკიცდებოდა არც ერთი სხვა პირის არჩევნებში გამარჯვება, გარდა კომუნისტებისა; ოპოზიციურად განწყობილი
მოქალაქეები ძალადობრივად ჩამოაშორეს ხმის მიცემის პროცესს, სამაგიეროდ, ხმის უფლება მინიჭებული ჰქონდათ
არაუფლებამოისლ პირებს; - 1 ქულა. დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა - მოქალაქეები ხმას აძლევდნენ ხელის
აწევით; ყალბდებოდა არჩევნების საბოლოო შედეგები. - 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, უსამართლო საარჩევნო გარემოს პირობებში რა გზას მიმართავდნენ ქართველი მუშები და
გლეხები და რა კონტრზომებს იღებდნენ ბოლშევიკები ამ მოქმედებათა აღსაკვეთად?

ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს. – 1 ქულა. ბოლშევიკები ძალადობრივი მეთოდებით მათ აიძულებდნენ,
მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში (უკეტავდნენ ქარხნის კარებს და ა.შ). – 1 ქულა.

~
(2) 25.12. თქვენი აზრით, რა არის მოცემული სტატიის მიზანი და რა არსებითი შედეგი მოჰყვა მსგავსი შინაარსის სტატიებს
საქარათველოს საკითხის მიმართ საფრანგეთისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკის ფორმირების
თვალსაზრისით?

საფრანგეთისა და ევროპის საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში ბოლშევიკების მიერ


საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და არადემოკრატიული, ძალადობრივი რეჟიმის დამკვიდრების შესახებ. – 1
ქულა. საბოლოოდ ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების აზრის ვერ მომწიფდა საკმარისად იმისათვის, რომ მათ
მთავრობებს მიეღოთ ქმედითი ღონისძიებები საქართველოს საკითხის გადასაჭრელად. – 1 ქულა.

~
დავალება 12.

26 მაისის აღნიშვნა

(ამონარიდები ჟურნალში „თავისუფალი საქართველო“ გამოქვეყნებული სტატიიდან)

1922 წლის 10 ივლისი, N24

წითელი არმიის მიერ დაპყრობილმა საქართველომ, მიუხედავათ ჩეკის სასტიკი რეპრესიებისა,


დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მაინც აღნიშნა.

22 და 23 მაისს უკვე მთელმა საქართველომ და მასთან ერთათ ბოლშევიკებმაც იცოდენ, რომ 24, 25 და 26 მაისს
მოხდებოდა ყველგან დამპყრობელთა საწინააღმდეგო დემონსტრაციები და გამოსვლები, ამიტომ ორივე
მოწინააღმდეგე მხარე შეუდგა მზადებას: ბოლშევიკებმა მთელი თავისი ძალები ფეხზე დააყენეს, 3-4 დღით ადრე
შეუდგენ ყველა „არა საიმედო პირების“დატუსაღებას, წითელ არმიას ბრძანება მისცეს „მზათ ყოფილიყვნენ ომისთვის“,
ხოლო ქართულ ლაშქარს როგორც არა საიმედოს, იარაღი ჩამოართვეს და ყაზარმებში ჩაკეტეს...

მეორეს მხრით ყველა ანტიბოლშევიკურმა პარტიებმა მოწოდებები გამოსცეს, სადაც ისინი მოუწოდებენ ყველას
გამოსულიყვნენ ქუჩებში უიარაღოთ, ეროვნული დროშებით. მოწოდება გამოსცა ადგილობრივმა რუსობამაც,
რომელშიც ისინი ბოლშევიკებისა და წითელ არმიის მოქმედებას გმობდენ და ქართველებთან ერთად მოითხოვდენ
ოკუპანტებისაგან საქართველოს განთავისუფლებას.

24 მაისიდან მთელ საქართველოში მართლაც დაიწყო მანიფესტაციები და არ დარჩენილა ერთი კუთხეც, სადაც
ამა თუ იმ სახით არ აღენიშნოთ იგი. თფილისში დემონსტრაცია მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერევნის
მოედანზე, ვერის დაღმართზე, სალდათის ბაზარზე, მეტეხის ციხესთან და სხვაგან. ჩეკისტები და კურსანტები
სასტიკათ სცემდნენ ხალხს, არ ინდობდნენ არც მოხუცსა და არც ბავშვს; მუშაობა შეწყდა რკინის გზის სახელოსნოებში,

~
ქარხნებში, ფაბრიკებში და თვით სახელმწიფო დაწესებულებებშიც. საგარეო საქმეთა კომისარიატში მოსამსახურე
ქალებს ჩეკისტები ადგნენ თავზე და ისე ამუშავებდნენ. ეკლესიებში მილიციონერები ჩააყენეს და ზარების რეკა
აუკრძალეს; რუსის ეკლესიის მღვდელს დაჭერითაც დაემუქრენ. იჭერდნენ ყველას ვინც კი მოხვდებოდათ, მაგრამ
დღით ქუჩაში გატარებას ვერ ბედავდენ და ნაშუაღამევს მიჰყავდათ ასობით ჩეკაში და ციხეში. დაჭრილებში ბევრია
მძიმეთ ნაცემი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.

ასეთივე ხასიათი ქონდა დემონსტრაციებს სხვა ქალაქებშიც. ბათუმში დემონსტრანტებმა ეროვნული დროშა
ააფრიალეს ქალაქის თვითმმართველობის შენობაზე, დაიხურა მაღაზიები, შეწყდა მუშაობა ქარხნებში და სხვა
დაწესებულებებში. ბოლშევიკებმა ნურიის მოედანზე სროლა აუტეხეს დემონსტრანტებს...

ქუთაისში შუადღეზე ქალაქის ბაღში გაიმართა მიტინგი და გამოიტანეს რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვდნენ
რუსის ჯარის გაყვანას. ქალაქში ყოველგვარი მაჯისცემა შეწყვეტილი იყო, არ მუშაობდენ მეეტლებიც კი.

სოფლებში ყველგან გაიმართა მიტინგები, ეკლესიებზე გამოკიდეს შავი და ეროვნული დროშები და იყო ზარების
რეკა. ბევრგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი მიიმალნენ. ასე მოხდა მაგალითად ქართლსა და
კახეთში. გურიაში სოფელ ფიჩხის ჯვარში გაიმართა რამდენიმე საზოგადოების კრება, იგი დაახლოებით 7 ათას
კაცისგან შესდგებოდა. მას უცებ ალყა შემოარტყეს ჩეკისტებმა და შეიარაღებულმა კომუნისტებმა. კომუნისტმა ჯაშმა
ხალხში გაისროლა ყუმბარა, რის შემდეგაც ჩეკისტებმა თოფებიდანაც ასტეხეს სროლა...

ასეთ ამბებს ქონდა ადგილი გურიის სხვა საზოგადოებაშიდაც. განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო
ლანჩხუთში და ხიდისთავში. აქ იყო სროლა და მოჰყვა მსხვერპლი.

დემონსტრაციამ მწვავე ხასიათი მიიღო სამტრედიაშიც. აქ დემონსტრანტებსა და კომუნისტებს შორის მოხდა


შეტაკება. კომუნისტებმა არ დაინდვეს უიარაღო ხალხი და რამდენიმე პირი კიდეც იმსხვერპლეს.

დაბა ბანძაში (სამეგრელო) ადმინისტრაცია დაერია უიარაღო ხალხს და სცემა. მძიმეთ გალახულია ერთი 7 წლის
ბავშვი. ქართლში და მთელ კახეთში სამი დღის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება არ სჩანდა. ბოლშევიკების
ასეთმა სისასტიკემ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა, დიდი და პატარა წყევლა-კრულვით იხსენიებს მათ, ვინც ისინი
საქართველოში მოიყვანა.

~
კითხვები:

(1) 25.1. რა ეწოდებოდა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელში მიმდინარე მოვლენებიც არის ასახული მოცემულ სტატიაში?

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესბუბლიკა. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროს მიხედვით, რა პრევენციული ზომები მიიღო მოქმედმა ხელისუფლებამ მოსალოდნელი მასობრივი
გამოსვლებისა და არეულობის თავიდან ასარიდებლად?

ყველა ოპოზიციურად განწყობილი, არაკეთილსაიმედო პირი დააპატიმრეს, არმიის ქართული შენაერთების


ჯარისკაცებს კი იარაღი ჩამოართვეს და ყაზარმებში გამოკეტეს. – 1 ქულა.

(1) 25.3. თქვენი აზრით, რატომ მოუწოდებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოსახლეობას გამოსულიყვნენ
უიარაღოდ?

მათ არ სურდათ სისხლისღვრის საბაბი მიეცათ ბოლშევიკებისათვის. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, რა ადასტურებს იმას, რომ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგი არა მხოლოდ ადგილობრივი
ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ერებიც იყვნენ?

ადგილობრივმა რუსებმაც გაავრცელეს მოწოდება, რომელშიც დაგმობილი იყო წითელი არმიის მოქმედება და
მოითხოვდნენ ოკუპანტებისაგან ქვეყნის განთავისუფლებას. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, როდის დაიწყო და რამდენი დღის განმავლობაში გაგრძელდა დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები?

დაიწყო 24 მაისს და გაგრძელდა 26 მაისის ჩათვლით. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროს მიხედვით, რითი დასტურდება, რომ საპროტესტო გამოსვლებმა საერთო-სახალხო ხასიათი შეიძინა?

საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, მან მოიცვა ქალაქები და სოფლები და მაში
მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის, ეროვნებისა და პროფესიის ადამიანები. – 1 ქულა.

~
(1) 25.7. წყაროს მიხედვით, პროტესტის რა ფორმას მიმართეს მუშა-მოსამსახურეებმა ქალაქ თბილისში და სხვა დიდ
ქალაქებში?

გაფიცვას. – 1 ქულა.

(2) 25.8. რომელი სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა მიმართ გამოიყენეს ბოლშევიკებმა იძულების ღონისძიებები და
კომკრეტულად რომელი ძალოვანი ორგანოს წარმომადგენლები ახორციელებდნენ ამ ქმედებებს?

საგარეო საქმეთა კომისარიატის (სამინისტროს) თანამშრომელი ქალების მიმართ. – 1 ქულა. ჩეკას (საგანგებო კომისიის)
– 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით დაასახელეთ ქალაქები, სადაც ბოლშევიკებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს
ცეცხლსასროლი იარაღი?

ბათუმი - 1 ქულა და ლანჩხუთი - 1 ქულა.

(2) 25.10. სტატიის მიხედვით, რა პოზოცია ეკავა ეკლესიას საპროტესტო გამოსვლების მიმართ და წყაროში მოცემული
რომელი ინფორმაციით დასტურდება ეს?

თანაუგრძნობდა საყოველთაო პროტესტს და იყო მისი უშუალო მონაწილე. – 1 ქულა. თბილისში ბოლშევიკებმა
ეკლესიებში მილიციის თანამშრომლები ჩააყენეს და ზარების რეკა აკრძალეს, რუსული ეკლესიის მღვდელს კი
დაჭერითაც დაემუქრენ. სოფლად ეკლესიებზე გამოფინეს შავი და ეროვნული დროშები. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, უსაფრთხოების რა ზომებს მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები


დაპატიმრებული პირების საპყრობილეში გადაყვანისას ქალაქ თბილისში და თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

დაპატიმრებული პირები მხოლოდ ნაშუაღამევს გადაჰყავდათ საპყრობილეში - 1 ქულა. დღისით პატიმრების ქუჩაში
გატარების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო მანიფესტანტთა მხრიდან თავდასხმა ბადრაგზე. – 1 ქულა.

(2) 25.12. საქართველოს რომელ მხარეში არ შეინიშნებოდა საბჭოთა ხელისუფლების აქტიურობა საპროტესტო აქციების
მსვლელობისას? თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

~
ქართლსა და კახეთში. – 1 ქულა. სავარაუდოდ, ამ რეგიონებში საბჭოთა ხელისუფლებას არ გააჩნდა საკმარისი
ადმინისტრაციული რესურსი, აღეკვეთა საპროტესტო გამოსვლები. – 1 ქულა.

დავალება 13.

ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ

სამეგრელო დღეს ნაკლებად არის დასახლებული: აქ ოცი ათასი მაცხოვრებელი თუ იქნება. სულ რაღაც
ოცდაათიოდე წლის წინათ მისი მოსახლეობა ორმოც ათასს შეადგენდა. მოსახლეობის ასეთი შემცირების მიზეზია
მეზობლებთან წარმოებული ომები და აგრეთვე თავადაზნაურობის მიერ უკანასკნელ წლებში ორივე სქესის მრავალი
ადამიანის გაყიდვა. დიდი ხანია, რაც სამეგრელოდან ყოველწლიურად თორმეტი ათასი კაცი გაჰყავთ გასაყიდად ან
გასაცვლელად. ისინი ხელში უვარდებიან მაჰმადიანებს – სპარსელებს და თურქებს, რადგან მათზე მოთხოვნილება
მხოლოდ მათ აქვთ. ყოველწლიურად სამი ათასი კაცი მიჰყავთ კონსტანტინოპოლში, სადაც მათ ქსოვილებზე, იარაღსა
ან სხვა საქონელზე ცვლიან, რომელიც, როგორც აღვნიშნე, სამეგრელოში შემოაქვთ. ყოველ წელს აქ მოდის
თორმეტიოდე იალქნიანი გემი კონსტანტინოპოლიდან და კაფადან და სამოცზე მეტი ფელუკა გონიოდან, ირისიდან,
ტრაპიზონიდან. ისინი სამეგრელოში იტვირთება – ტყვეების გარდა – აბრეშუმით, სელის ძაფით, ტილოთი და სელის
თესლით, ხარის ტყავებით, კვერნის და თახვის ბეწვით, ბზით, ცვილითა და თაფლით. სამეგრელოს თაფლი საუცხოოა;
აქ ორგვარი თაფლია – ყვითელი და თეთრი: თეთრი უფრო იშვიათია, ვიდრე ყვითელი, მაგრამ ბევრად უკეთესია და
უფრო ტკბილია. კვნიტი შაქარი მასზე ტკბილი როდია; მეტად სასიამოვნო საჭმელია და პირში დნება. გარდა შინაური
თაფლისა, არის აგრეთვე გარეული თაფლიც, რომელიც ხეების ფუღუროებსა და ნაპრალებში უხვადაა. კაფას გემები მას
სათათრეთში ეზიდებიან, სადაც მარცვლეულთან თაფლის შერევით ძალიან მაგარ სასმელს ამზადებენ. თურქები დიდ
მოგებას ღებულობენ სამეგრელოდან გატანილი საქონლით – ოთხ ეკიუდ ყიდიან იმას, რაშიაც ერთი ეკიუ აქვთ
მიცემული. განსაკუთრებით ბევრს იგებენ ტყვეებზე... ერთმა აზნაურმა ერთ დღეს თორმეტი მღვდელი გაჰყიდა
სატრფოს გულის მოსაგებად: მან ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. მეგრული წეს-ჩვეულების მიხედვით ქალს

~
ყიდულობენ. ფასი დამოკიდებულია ქალის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, მის ასაკსა და სილამაზეზე. ამ აზნაურს
სატრფოს მშობლებისათვის აღთქმული საჩუქრებისა და საქორწილო სახსრების შოვნის ერთადერთ წყაროდ
ადამიანების გაყიდვა ეგულებოდა. აზნაურმა ყოველგვარ საზღვარს გადაცილებული ვერაგობა მოიგონა. მან საზეიმო
წირვის შესასრულებლად და ზვარაკის შესაწირავად თორმეტი მღვდელი მოიწვია თავისთან, მაგრად გამოათრო და
თავის ხალხს უბრძანა ისინი შეეპყროთ, ბორკილები დაედოთ და თავპირი გაეპარსათ მათთვის. მეორე ღამეს მღვდლები
თურქების გემზე წაასხა, საოჯახო ნივთებსა და ბარგი-ბარხანაზე გაცვალა, მაგრამ რადგანაც მონაგარი სატრფოს
ყიდვისა და საქორწილო ხარჯებისათვის არ ყოფნიდა, ამ მხეცმა თავისი ცოლიც წაიყვანა და იმავე გემზე გაყიდა...

კითხვები:

(1) 25.1. წყაროს მიხედვით, როგორი ტენდენცია შეინიშნება სამეგრელოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში ბოლო
ათწლეულების განმავლობაში?

მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ შემცირდა. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროს მიხედვით, რა სახის პროდუქცია შემოჰქონდათ სამეგრელოში სტამბოლიდან ტყვეთა გაყიდვის შემდეგ?

ქსოვილები, იარაღი და სხვა საქონელი. – 1 ქულა.

(1) 25.3. დაასახელეთ ქალაქები, რომლის სავაჭრო გემები ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს სანაპიროს?

სტამბოლი, კაფა, გონიო, ირისი, ტრაპიზონი. – 1 ქულა.

(1) 25.4. თქვენი აზრით, რას წარმოადგენს წყაროს ტექსტში ნახსენები „ფელუკა“?

საზღვაო გემის ნაირსახეობას. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს ფაქტს, რომ ხსენებულ პერიოდში დასავლეთ
საქართველოს ექსპორტი მხოლოდ ტყვეთა ვაჭრობით არ შემოიფარგლებოდა?

წყაროს მიხედვით, საქართველოში შემოსული გემები ყოველწლიურად იტვირთებოდა ტყვეების გარდა სხვა
პროდუქციითაც (აბრეშუმით, სელით და სხვ.). – 1 ქულა.

~
(1) 25.6. წყაროს მიხედვით, რომელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სარგებლობდა განსაკუთრებული მოთხოვნით
უცხოელებს შორის?

თაფლი. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით დაასახელეთ სამეგრელოში დამკვიდრებული წეს-ჩვეულება, რომელიც ოჯახის შექმნასთან იყო
დაკავშირებული.

დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მამაკაცს უნდა გამოესყიდა (ეყიდა) საცოლე გარკვეული საზღაურის ფასად.
– 1 ქულა.

(2) 25.8. დაასახელეთ ორი მიზეზი, რის გამოც სამეგრელოს მოსახლეობა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში
განახევრდა.

მეზობლებთან წარმოებული ომები. – 1 ქულა. ადამიანებით ვაჭრობა. – 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, ძირითადად რომელ სახელმწიფოებში გაჰყავთ ქართველი ახალგაზრდები გასაყიდად ან
გასაცვლელად და რა არის ამის მიზეზი?

ირანსა და თურქეთში. – 1 ქულა. ქართველ ტყვეებზე მოთხოვნა მხოლოდ ამ სახელმწიფოებშია. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რომელი ტიპის თაფლი გადიოდა საქართველოდან სათათრეთში და ძირითადად რაში
იყენებდნენ მას?

გარეული თაფლი. – 1 ქულა. მას მარცვლეულში ურევდნენ და მაგარ სასმელს იღებდნენ. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, ვინ ნახულობდა ყველაზე მეტ სარგებელს საქართველოსთან ვაჭრობით და რაში
გამოიხატებოდა ეს?

თურქები - 1 ქულა. ისინი ერთ ეკიუდ ნაყიდ საქონელს ოთხ ეკიუდ ასაღებდნენ. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროშო მოცემული რომელი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ სამეგრელოში ადამიანებით ვაჭრობა
საქმიანობის წესი და ლეგალური შემოსავლის წყარო იყო? თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

~
წყაროში მოცემული სხვა ინფორმაციის გარდა, ამას ადასტურებს ტექსტში მოთხრობილი ამბავი აზნაურის შესახებ,
რომელსაც ტყვეებით ვაჭრობა შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ჰქონდა ქცეული. – 1 ქულა. როგორც ჩანს, სახელმწიფო
ვერ/არ აკონტროლებდა ადამინებით ვაჭრობას, თანაც, ამას ხელს უწყობდა აქტიური სავაჭრო ურთიერთობები
თურქეთაან და ირანთან, სადაც ტყვეებზე დიდი მოთხოვნილება იყო. – 1 ქულა.

დავალება 14.

ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ

დიდი ხნის მანძილზე იმერეთის სამეფოს ქვეშევრდომები იყვნენ აფხაზები, მეგრელები და გურულები, მას
შემდეგ რაც ოთხივე ერთად განთავისუფლდა ჯერ კონსტანტინოპოლის იმპერატორების, ხოლო შემდეგ ტრაპეზუნდის
იმპერატორების მორჩილებისაგან. მათ შესახებ ისტორია ამბობს, რომ მათ პატივი ჰქონდათ ეტარებინათ მდინარე
ფაზისის მეფეების ტიტული. გასულ საუკუნეში ეს ხალხები ამბოხების შემდეგ განცალკევდნენ და ერთმანეთს შორის
ქიშპობა დაიწყეს. ვინც თურქებთან ახლოს იყო, მათგან დახმარებას ღებულობდა. თურქები ჯერ კი ეხმარებოდნენ,
მაგრამ შემდეგ თავის მოხარკეებად გაიხადეს ყველა, ერთიმეორის მიყოლებით. იმერეთის მეფის გადასახადს
წარმოადგენდა ოთხმოცი ყმაწვილი – გოგონები და ბიჭები, ათიდან ოც წლამდე; გურიის მთავრისას – ორმოცდაექვსი
ასეთივე ყმაწვილი; სამეგრელოს მთავარი იხდიდა ადგილობრივი წარმოების სამოცდაათი ათას არშინ სელის ტილოს.
ხარკი აფხაზებსაც ჰქონდათ დაკისრებული, მაგრამ ისინი მცირე ხნის განმავლობაში იხდიდნენ, ახლა კი სრულიად არ
იხდიან. იმერეთის მეფე და გურიის მთავარი თვითონ უგზავნიან ხარკს ახალციხის ფაშას. სამეგრელოს მთავართან კი
ხარკის წასაღებად მოდიოდა ჩაუში. როდესაც მე ახალციხე გავიარე, ამბობდნენ, რომ თურქებს ამ მხარის დაპყრობა და
ფაშის დასმა უნდათო, რადგანაც მათ სხვა საშუალება არ აქვთ ბოლო მოუღონ განუწყვეტელ ომებს, რომელიც მათ
ანადგურებს და აჩანაგებსო. ადრე თურქებს ამ ქვეყნის დაპყრობაზე არ უფიქრიათ, რადგან აქ შეუძლებელია
მაჰმადიანური რჯულის დაცვა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ღვინის და ღორის ხორცზე უკეთესი არაფერი აქვთ, რაც
მაჰმადიანური კანონით აკრძალულია. ამას ისიც ემატება, რომ აქაური ჰავა არ არის ჯანსაღი, არ იშოვება პური და
მოსახლეობაც შორიშორს არის გაფანტული. ასე რომ, ციხე-სიმაგრეების აგება მხოლოდ ზოგ ადგილას თუ შეიძლება და
ისიც შვიდ-რვა კომლზე გაანგარიშებით. ამ მოსაზრებათა გამო თურქებმა ეს პროვინციები ძველ მდგომარეობაში

~
დატოვეს და დაკმაყოფილდნენ იმით, რომ ისინი ტყვეების წყაროდ აქციეს. აქედან ყოველწლიურად შვიდი-რვა ათასი
ტყვე გაჰყავთ...

რომ არ დამავიწყდეს: ყველა ის ქვეყანა, რომელიც დღეს მხოლოდ თურქებს უხდის ხარკს, დროდადრო ხარკს
უხდის აგრეთვე სპარსეთსაც, რადგანაც სპარსეთის მონარქებმა იციან, თუ როგორ იყოლიონ ისინი შიშის ქვეშ – ჯარებს
აგზავნიან ხოლმე იქ. აბას დიდი მთელი თავისი მეფობის განმავლობაში, 1627 წლამდე, ზუსტად და თან გაურჯელადაც
იღებდა მათგან ხარკს. ხარკი შედგებოდა აგრეთვე ორივე სქესის ყმაწვილებისაგან, რომელთაც კოლხიდა სპარსეთს
აძლევდა უხსოვარი დროიდან. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვისპირეთის ამ მიდამოებში ყველა საუკუნეში იბადებოდა
დიდი რაოდენობით კარგი ჯიშის ხალხი.

კითხვები:

(1) 25.1. წყაროს მიხედვით დაასახელეთ სახელმწიფოები, რომელთა ბატონობა ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს
ოთხ პოლიტიკურ ერთეულზე, შემდეგ კი ამ უღლისგან განთავისუფლდნენ?

ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიები. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროსა და საკუთარი ცოდნის საფუძველზე განსაზღვრეთ, რომელ საუკუნეში განცალკევდნენ ერთმანეთისგან
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები?

XVI საუკუნეში. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც ხარკს არ
იხდიდნენ ტყვეების (გოგო-ბიჭების) ფორმით?

სამეგრელო და აფხაზეთი. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ დასავლეთ საქართველოს რომელი პოლიტიკური ერთეული არ უხდიდა ხარკს
თურქეთს მოცემული მომენტისათვის?

აფხაზეთი. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, რა ძირითადი დანიშნულება ჰქონდა თურქეთისათვის სამხრეთ საქართველოს პროვინციებს?

~
ეს პროვინციები თურქეთისთვის ტყვეთა წყაროს წარმოადგენდა. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროს მიხედვით, თურქეთის გარდა, რომელ სახელმწიფოს უხდიდნენ ხარკს დასავლეთ საქართველოს სამეფო-
სამთავროები დროგამოშვებით?

სპარსეთს. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რითი ხასიათდებოდა საქართველოს ზღვისპირეთი საუკუნეების განმავლობაში?

აქ ყოველთვის კარგი ჯიშის ხალხი იბადებოდა. – 1 ქულა.

(2) 25.8. როგორი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან და რა ცვლილება
განიცადა ამ ურთიერთობებმა შემდგომში?

თურქეთი თავიდან ეხმარებოდა მის მეზობლად არსებულ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს - 1 ქულა, შემდეგ კი
მოხარკედ გაიხადა ყველა მათგანი. – 1 ქულა.

(2) 25.9. თქვენი აზრით, ვინ იყო წყაროში ნახსენები „ჩაუში“ და ძირითადად რა პროდუქცია მიჰქონდა მას სამეგრელოდან
ხარკის სახით?

თურქეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი სამოხელეო თანამდებობა. – 1 ქულა. ადგილობრივი წარმოების სელის ტილო. – 1
ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ერთი რელიგიური ხასიათის და ერთიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
მიზეზი, რის გამოც თურქებს არ სურდათ ახალციხის დაპყრობა?

აქ შეუძლებელი იყო მაჰმადიანური რჯულის დაცვა, რადგან ამ მხარეში ძირითადი სურსათი ღვინო და ღორის ხორცი
იყო, რომელთა მიღება მუსულმანს ეკრძალებოდა. – 1 ქულა. აქ მოსახლეობაც გაფანტულად ცხოვრობდა, რის გამოც
ციხე-სიმაგრეების აგება მხოლოდ ზოგ ადგილას თუ შეიძლებოდა და ისიც შვიდ-რვა კომლზე გაანგარიშებით. – 1
ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით დასავლეთ საქართველოს რომელი პოლიტიკური ერთეული იყო სხვებზე ძლიერი
კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში და რაში გამოიხატა ეს?

~
იმერეთის სამეფო. – 1 ქულა. წყაროს მიხედვით, აფხაზები, მეგრელები და გურულები იმერეთის მეფეს
ემორჩილებოდნენ. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, როგორც წესი, რა მეთოდს იყენებდნენ სპარსელები დასავლეთ საქართველოს სამეფო-
სამთავროებიდან ხარკის ამოსაღებად? დაასახელეთ სპარსეთის მონარქი, რომელიც მთელი თავისი მეფობის
განმავლობაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იღებდა ამ ტერიტორიიდან ხარკს?

სპარსელები დროდადრო ჯარს აგზავნიდნენ ამ სამეფო-სამთავროებში და შიშის ქვეშ ჰყავდათ ისინი. – 1 ქულა. შაჰი
აბას I. – 1 ქულა.

დავალება 15.

~
ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ

საქართველო (ვგულისხმობ მთელ ქვეყანას, რომელიც ასე იწოდება და სპარსეთს ექვემდებარება) დღეს
აღმოსავლეთით ჩერქეზეთსა და მოსკოვის სახელმწიფოს ესაზღვრება, დასავლეთით – მცირე სომხეთს, სამხრეთით –
დიდ სომხეთს, ჩრდილოეთით კი შავ ზღვასა და კოლხეთის იმ ნაწილს, რომელსაც იმერეთი ეწოდება... საქართველო
უწინ გადაჭიმული იყო თავრიზიდან და ერზერუმიდან ტანაისამდე და მას ალბანია ერქვა. როგორც ვხედავთ, დღეს ის
დამცრობილია... ქუეყნის შუაში მიედინება მდინარე მტკვარი, რომელსაც გეოგრაფოსთა უმეტესობა კირს და აგრეთვე
კორუსს უწოდებს. სპარსეთის სხვა მდინარეებთან შედარებით, ამ მდინარეს ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყნის საკმაოდ
დიდ მონაკვეთზე სანაოსნოდ გამოიყენება. ასეთი ვრცელი იმპერიისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა
მდინარეზე, მსგავს რასმე ვერა ვხვდებით. სპარსეთის ცნობილი მეფე კიროსი სწორედ ამ მდინარე მტკვარში ჩააგდეს
ყმაწვილობაში, მაგრამ იგი არ ჩაძირულა. ძველ ისტორიკოსთა ცნობების მიხედვით აქედან წარმოსდგა, მისი
სახელწოდება კიროსი. ამ საკითხზე ისტორიკოსთა აზრი უფრო იმიტომაც არის სარწმუნო, რომ ყველა იმ ქვეყანაში,
რომელთა შესახებაც ახლახან ვლაპარაკობდი, მდინარე მტკვარს საერთოდ უწოდებენ შაჰ-ბაჰმან-სუს, ე. ი. „ხელმწიფე
ბაჰმანის მდინარეს". სახელი „ბაჰმანი" ერთი იმ სახელთაგანია, რომლითაც სპარსული მატიანეები მეფე კიროსს
იხსენიებენ.

სპარსეთის... თანამედროვე აღწერებში საქართველო ცალკე არის მითითებული „გურჯისტანის“ სახელწოდებით,


რომელიც დაყოფილია ოთს ნაწილად: იმერეთი, რომლის შესახებაც ჩვენ ასე ვრცლად ვილაპარაკეთ; გურიელის ქვეყანა,
რომელშიაც შედის ახალციხის მმართველობის ქვეშ მოქცეული მხარე; კახეთის სამეფო, რომელიც ღრმად არის შეჭრილი
კავკასიონის მთებში და რომელიც საკუთრივ ძველ იბერიას წარმოადგენს და საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი –
ქართლი, რომელსაც ძველი გეოგრაფოსები აზიის ალბანიას უწოდებენ...

გეორგიანები თავიანთ თავს მხოლოდ ერთ სახელს – ქართველს უწოდებენ. ეს სახელი ახალი არ არის. მას
ვხვდებით, თუმცა ოდნავ დამახინჯებული სახით, მრავალი ძველი ავტორის თხზულებებში, უმთავრესად წმინდა
ეპიფანესთან, რომელიც, ამ ხალხზე ლაპარაკის დროს, მათ ქარდიელებს უწოდებს. ამბობენ, სახელწოდება
გიორგიელები თითქოს ბერძნებს მიეცეთ მათთვის, რაც მათ ენაზე „მიწათმოქმედს“ ნიშნავს. სხვები კი ფიქრობენ, რომ
ეს სახელწოდება წმინდა გიორგის სახელიდან არისო წარმომდგარი, რომელიც ბერძნული რიტუალის მიმდევარ

~
ქრისტიანთათვის უმნიშვნელოვანეს წმინდანს წარმოადგენს; მაგრამ ეს ეტიმოლოგიური შეცდომაა, რადგანაც
სახელწოდებას „გეორგიანები“ ვხვდებით ბევრად უფრო ადრეული ხანის ავტორებთან, ვიდრე თვით წმინდა გიორგია,
როგორიც არიან, მაგალითდ პლინიუსი და პომპონიუს მელა.

კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხები: ალანები, სვანები, ჰუნები და სხვანი განთქმულნი არიან
თავიანთი ძალითა და გამბედაობით; სხვათა მოწმობით ამორძალებიც ასევე გულადნი არიან და სწორედ მათ ააოხრეს
კახეთის ეს პატარა სამეფო. ამორძალები კახეთის სამეფოს მეზობლად, ზემოთ, ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ამ საერთო
აზრს იზიარებენ როგორც ძველი, ასევე თანამედროვე გეოგრაფოსები. პტოლემაიოსი მათ ქვეყანას აზიის სარმატიის
ფარგლებში ათავსებს, რომელიც დღეს სათათრეთად იწოდება და მდებარეობს ვოლგის დასავლეთით, ამ მდინარესა და
ჰიპიკის მთებს შორის, ეს არის სწორედ კახეთის სამეფოს ჩრდილოეთი მხარე...

კითხვები:

(1) 25.1. წყაროს მიხედვით, რომელ სახელმწიფოს ექვემდებარებოდა მასში აღწერილი ქვეყანა მოცემულ ისტორიულ
პერიოდში?

სპარსეთს. – 1 ქულა.

(1) 25.2. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ უცხოეთის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველო ესაზღვრებოდა.

ჩერქეზეთი, მოსკოვის სახელმწიფო, მცირე სომხეთი, დიდი სომხეთი. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ მასში აღწერილი სახელმწიფოს ალტერნატიული სახელწოდება.

იბერია. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, საქართველოს რომელ მხარეებს უწოდებენ სპარსელები გურჯისტანს?

კახეთსა და ქართლს. - 1 ქულა.

~
(1) 25.5. წყაროს მიხედვით, საქართველოს რომელი სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა ახალციხე და მისი
მმართველობის ქვეშ მოქცეული მხარე მოცემულ ისტორიულ პერიოდში?

გურიის. – 1 ქულა.

(1) 25.6. ავტორის აზრით, საქართველოს რომელი მხარე წარმოადგენს ძველ იბერიას?

კახეთი. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რომელი ქართული ტომი არის მოხსენიებული კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მცხოვრებ
ხალხებს შორის?

სვანები. – 1 ქულა.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, რომელი სარწმუნოების მიმდევრები არიან ქართველები და მასში მოცემული რომელი
ინფორმაცია ადასტურებს ამას?

მართლმადიდებლური ქრისტიანობის. – 1 ქულა. წყაროში ნახსენებია, რომ ქართველები „ბერძნული რიტუალის“


ქრისტიანები არიან, რაც მართლამდიდებლობას აღნიშნავს. – 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რომელ ისტორიულ პირს უკავშირებდება მდინარე მტკვარი და რა ადასტურებს ამ ვარაუდს?

კიროს დიდს. – 1 ქულა. მტკვარს სხვანაირად კირი ან კუროსი ჰქვია, ხოლო, ზოგიერთი ხალხი მას აჰ-ბაჰმან-სუს ანუ
„ხელმწიფე ბაჰმანის მდინარეს" უწოდებს, „ბაჰმანი“ კი მეფე კიროსის ერთ-ერთი სახელია - ასე მოიხსენიებენ მას
მემატიანეები. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რომელი მდინარეა სპარსესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რითი არის ეს
განპირობებული?

მტკვარი. – 1 ქულა. ქვეყნის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე ეს მდინარე სანაოსნოდ გამოიყენება, რაც სპარსეთის სხვა
მდინარეებს არ ახასიათებთ. – 1 ქულა.

~
(2) 25.11. ავტორის თვალსაზრისით, ქართველთა სახელწოდების „გიორგიელი“ წარმოშობის რომელი ვერსია არის უფრო
სარწმუნო და რა ადასტურებს ვარაუდს, რომ წმინდა გიორგის სახელთან მისი დაკავშირება არ არის მართებული?

ვერსია, რომლის მიხედვითაც ეს სახელწოდება ქართველებს ბერძნებმა მისცეს. – 1 ქულა. სახელი „გეორგიანები“ უფრო
ადრეული ხანის ავტორებთან (პლინიუსი, პომპონიუს მელა) არის ნახსენები, ვიდრე თვით წმინდა გიორგია.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რომელი ხალხის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ერთ-ერთი
მცირე სამეფოს აოხრება და სად ცხოვრობდა ეს ხალხი ძველი ბერძენი გეოგრაფის მონაცემების მიხედვით?

ამორძალების. – 1 ქულა. მდ. ვოლგის დასავლეთით. – 1 ქულა.

დავალება 16.

~
ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ

[ქართლ-კახეთის ისტორია]

დიდმა ისმაილმა (რომელსაც ჩვენმა ისტორიკოსებმა სეფი შეარქვეს) მას შემდეგ, რაც კასპიის ზღვის
დასავლეთით მდებარე ქვეყნები – მიდია და არმენიის ნაწილი დაიპყრო და ამ ადგილებიდან ოსმალები განდევნა, ომი
გამოუცხადა ქართველებს, თუმცა თავისი მეფობის დასაწყისში სწორედ მათგან ჰქონდა მიღებული მნიშვნელოვანი
დახმარება. ეს ომი მისი გამარჯვებით დამთავრდა და ქართველები აიძულა ხარკი ეხადათ და მძევლები მიეცათ
მისთვის. კახეთისა და ქართლის სამეფოების გარდა, საქართველოში ვასალების მსგავსი მრავალი მცირე მეფე
არსებობდა, რომელთაც. „ერისთავებს" უწოდებდნენ და რომლებიც მუდმივად ერთმანეთთან ომობდნენ. ეს გახლდათ
მიზეზი, ყოველ შემთხვევაში საბაბი მაინც, რამაც ქართველების დაცემა გამოიწვია. ისინი ხარკს უხდიდნენ ისმაილს
მთელი მისი მეფობის განმავლობაში და მის მემკვიდრეს თამაზს, რომელიც დიდსულოვანი და ომებში სვებედნიერი
მმართველი იყო. მის სიცოცხლეში საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ქართლს უწოდებენ და რომელიც, როგორც
უკვე ვთქვი, საქართველოს აღმოსავლეთი მხარეა და სპარსეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება, მეფობდა ლუარსაბი. ამ
მეფეს ორი ვაჟიშვილი დარჩა და მათ გაუნაწილა თავისი სამეფო. უფროსს სიმონი ერქვა, მეორეს დავითი. ამ
განაწილებით ორთავენი უკმაყოფილონი დარჩნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ომში დახმარებისათვის ორთავემ
თამაზს მიმართა. ამ უკანასკნელს უმცროსის თხოვნა პირველად მიუვიდა. თამაზმა შეუთვალა მას, რომ მამამისის მთელ
სამფლობელოებს მისცემდა, თუ მაჰმადიანობის მიღებაზე დათანხმდებოდა. დავითმა მიიღო ეს წინადადება. გადავიდა
მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე და სპარსეთის სარდლობას წარუდგა, რომელნიც ოცდაათიათასიანი ცხენოსანი ჯარით
იყვნენ მოსულნი ამ ქვეყანაში. დავითი თამაზთან გაგზავნეს, რომელიც ამ დროს ყაზვინს იდგა. თამაზმა მოაქცია თუ
არა თავისი გავლენის ქვეშ ქართველი მთავარი, ახლა სიმონს მისწერა იგივე, რაც მის ძმას, კერძოდ, წინაპართა მამული
თუ გინდა, ჩვენი სარწმუნოება მიიღე და ჩემთან გამოცხადდიო. სპარსეთის ჯარებისაგან შევიწროებული სიმონი
დანებდა, მაგრამ თავისი სარწმუნოებისაგან განდგომა არ ისურვა. ამგვარად თამაზმა, გახდა რა საქართველოსა და მისი
მთავრების პატონ-პატრონი, უფროსი ძმა დაატყვევა და კასპიის ზღვასთან ახლოს მდებარე განჯის საპყრობილეში
გაგზავნა, ხოლო მეორე ძმა საქართველოს მმართველად დასვა, შეუცვალა რა სახელი დავითი დაუდ-ხანად, რაც
მაჰმადიანობის საწინდარი იყო. შემდეგ თამაზმა ქართველ დიდებულებს ერთგულებაზე ფიცი დაადებინა და მათი და
დავითის შვილები მძევლებად წაიყვანა.

~
თამაზის სიკვდილის შემდეგ ქართველებმა, ისევე როგორც სპარსეთის სხვა მრავალმა პროვინციამ, სპარსელების
უღელი გადაიგდეს: ისმაილ II მეფობის ხანაში, რომელმაც მხოლოდ ორ წელიწადს გასტანა, და მაჰმადის (მეტსახელად
ხუდა ბენდე ე. ი. „ღვთის მონა") მეფობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ქართველები დამოუკიდებელნი იყვნენ,
შემდეგ კი მაჰმადმა ჯარი გაგზავნა საქართველოში, რათა იგი კვლავ დაემორჩილებინა. მისი მოახლოებისთანავე
დაუთხანი გაიქცა. მისმა ძმამ სიმონმა, როგორც მე უკვე ვთქვი, კასპიის ზღვის ახლოს დატყვევებულმა, ეს გარემოება
გამოიყენა თავისი ქონების დასაპატრონებლად, მიიღო მაჰმადიანობა და სიმონ-ხანის სახელით თბილისის ხანად
დაინიშნა...

კითხვები:

(1) 25.1. რომელი საუკუნეში მიმდინარე მოვლენებზე არის საუბარი მოცემულ წყაროში?

XVI საუკუნეში. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, რომელი ისტორიული პირი არის წყაროში ნახსენები „დიდი ისმაილი“?

ისმაილ I, სეფიანთა დინასტიის დამაარსებელი. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, ამიერკავკასიის რომელი სახელმწიფოს ნაწილი დაიპყრო სპარსეთმა ისმაილის მმართველობის
საწყის პერიოდში?

არმენიის ნაწილი. – 1 ქულა.

(1) 25.4. ავტორის აზრით, რა იყო სპარსელებთან ომში ქართველების დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი?

საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის გამუდმებული შუღლი და შინაომები. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, სპარსეთის რომელი მონარქის მმართველობის დროს მოხდა ქართლის სამეფო ოჯახში
დაპირისპირება?

თამაზის. – 1 ქულა.

~
(1) 25.6. წყაროს მიხედვით, ქართლის სამეფო ოჯახის რომელმა წევრმა (უფლიწულმა) შეინარჩუნა ბოლომდე
ქრისტიანული რწმენა?

ვერც ერთმა - დავითმა თავიდანვე, სიმონმა კი მოგვიანებით მიიღო ისლამი. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რა გზა გამოიყენა ირანის შაჰმა ქართლის ახალი მმართველის მაჰმადიანური რწმენის
ხაზგასასმელად?

უფლისწულ დავითს სახელი შეუცვალა და მას დაუდ-ხანი უწოდა. – 1 ქულა.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, აზიის რომელი სახელმწიფო დაიპყრო სპარსეთმა საქართველოზე გამოლაშქრებამდე და
რატომ მიიჩნევს ავტორი უსამართლოდ ისმაილის მიერ ქართველების წინააღმდეგ წარმოებულ ომს?

მიდია. – 1 ქულა. რადგან ისმაილმა სწორედ ქართველების დახმარებით მიაღწია წარმატებას ტახტზე ასვლამდე. – 1
ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რომელი ძირითადი პირობის შესრულების სანაცვლოდ შეეძლოთ ქართლის უფლისწულებს
მამის სამფლობელოების მართვა და თქვენი აზრით, რა მიზნით იყენებდა ამ ხერხს ირანის შაჰი?

ისლამის მიღების სანაცვლოდ. – 1 ქულა. ტახტის პრეტენდენტების მიერ სარწმუნოების შეცვლითა და ისლამის
მიღებით შაჰი საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევდა მომავალ მმართველს და გამოიყენებდა მას საკუთარი მიზნების
მისაღწევად. – 1 ქულა.

(2) 25.10. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ აიძულა ქართლის უფლისწული სიმონი, შეეწყვიტა ტახტისათვის ბრძოლა და
რა მიზეზით აღმოშნდა ის საპყრობილეში?

ქვეყანაში 30 ათასიანი სპარსული ჯარის ყოფნამ. – 1 ქულა. იმის გამო, რომ მან არ ისურვა სარწმუნოების შეცვლა. – 1
ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ შაჰ თამაზის მიერ განხორციელებული ორი ღონისძიება, რომელიც ქართლზე
ირანის გავლენის შენარჩუნებისათვის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა?

~
თამაზმა ქართველ დიდებულებს ერთგულებაზე ფიცი დაადებინა, - 1 ქულა; ქართლის დიდებულებისა და დავითის
შვილები მძევლებად წაიყვანა სპარსეთში. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რამდენი წლის განმავლობაში იყო თავისუფალი საქართველო სპარსეთის გავლენისაგან შაჰ
თამაზის გარდაცვალების შემდეგ და რომელი მონარქის დროს შეძლო სპარსეთმა ქართლზე საკუთარი გავლენის აღდგენა?

6 წლის განმავლობაში. – 1 ქულა. მაჰმად ხუდა ბენდეს მმართველობის დროს. – 1 ქულა.

დავალება 17.

ჟან შარდენის ცნობები საქართველოს შესახებ

~
ქართლის მეფე სიმონი აბას დიდის მეფობის დასაწყისში გარდაიცვალა და გვირგვინი თავის უფროს ვაჟიშვილს,
მცირეწლოვან ლუარსაბს დაუტოვა, რომელსაც მეურვედ დაუნიშნეს მისი ვეზირი, დიდად ჭკვიანი, მაგრამ მდაბიო
წარმოშობისა, ქართველთაგან მეჰრუდ, ხოლო სპარსელთაგან მორადად წოდებული. იგი იყო აგრეთვე თბილისის
მოურავი და სამეფოში აბსოლუტური ძალაუფლებით სარგებლობდა. მეჰრუს ჰყავდა მეტად ლამაზი ასული, რომელიც
ლუარსაბს გაგიჟებით შეუყვარდა, ქალიც სიყვარულითვე პასუხობდა... მაგრამ ეს ქორწინება არ შემდგარა, ვინაიდან
დედოფალი და ქვეყნის სეფექალები წინ აღუდგნენ ამ გადაწყვეტილებას და გამოაცხადეს – დაბალი წარმოშობის
პიროვნების ქვეშევრდომები არ გავხდებითო. მე უკვე აღვნიშნე, რომ ქართველები მეტისმეტად შურისმაძიებლები
არიან; მეფეს ურჩიეს მეჰრუს მორიდებოდა და მოეკვლევინებინა იგი, რათა ხელი შეეშალა მისგან შურისძიებისათვის.
მეფე დათანხმდა. გადაწყვიტეს პირველსავე ნადიმზე, რომელსაც მისი უდიდებულესობა გამართავდა, დაეთროთ იგი
და შემდეგ მოეკლათ. სწორედ იმ მომენტში, როცა შეთქმულება უნდა განხორციელებულიყო, მეჰრუს შეატყობინეს ამის
შესახებ. მეჰრუმ ისე მოხერხებულად განახორციელა თავისი გაქცევა, რომ ეს ვერავინ შეამჩნია და წარმატებაც
უზრუნველყოფილ იქნა. იგი აბას-დიდთან მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას და სთხოვა, გამოეჩინა სამართლიანობა და
დაებრუნებინა მისთვის მისი ქონება.

ლუარსაბზე შურისსაძიებლად მეჰრუმ უფრო საიმედო საშუალება გამონახა. იგი შეეცადა აბასისათვის ჩაენერგა
ამ მთავრის დის, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ასულის, სიყვარული, რომლის მშვენებაც სპარსეთის ყველა
პოეტის მიერ იყო შექებული. მისი ნათლობის სახელი დარეჯანი იყო, სპარსული გადმოცემების მიხედვით კი მას ფარი
ჰქვია. მეჰრუ ყოველ ხელსაყრელ დროს აბასს მის შესახებ ელაპარაკებოდა და მთელ თავის მოხერხებულობას არ
იშურებდა, რომ სიყვარულის ცეცხლი გაეღვივებინა მისთვის. აბასმა ლუარსაბს ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ელჩი
გაუგზავნა მისი დის ხელის სათხოვნელად. პირველი ლამაზი სიტყვებით გამოისტუმრეს, ხოლო მეორეს მოახსენეს, რომ
დედოფალი კახეთის ქვრივ მეფე თეიმურაზზე არისო დანიშნული. ამ უარისაგან უფრო მეტად გაწბილებულმა აბასმა
მესამე ელჩი გაუგზავნა ლუარსაბს, რომელსაც დაავალა ყოველგვარი დაპირებებითა და მუქარით ეთხოვა
ლუარსაბისათვის მისი და, ამავე დროს თეიმურაზს მისწერა არ შეერთო ცოლად ლუარსაბის და, და მასთან
გამოცხადებულიყო. ასეთი მედიდური და დაჟინებითი მოთხოვნით განაწყენებულმა ლუარსაბმა პასუხის ნაცვლად
დიდად შეურაცხყო ელჩი, რათა ამ საქმეზე მასთან აღარავინ გამოეგზავნათ. ეს მოხდა დაახლოებით 1610 წელს. აბასს
არ შეეძლო საქართველოს მიმართ თავისი გეგმების განხორციელება. იგი ომს აწარმოებდა თურქების წინააღმდეგ. მან

~
გულში ჩაიხშო წყენა და თურქეთის წინააღმდეგ ქრისტიანი მთავრების ასამხედრებლად ევროპაში გაგზავნილ ერთ
კარმელიტ მისიონერს დაავალა საქართველოზე გაევლო და განსაკუთრებით ჩაეგონებინა თეიმურაზისათვის, რომ არ
შეკავშირებოდა თურქებს და არ ემოქმედა მათ მხარეზე სპარსელების წინააღმდეგ...

კითხვები:

(1) 25.1. რომელი საუკუნის მოვლენები არის აღწერილი წყაროში?

XVII საუკუნის. – 1 ქულა.

(1) 25.2. ქართველების ხასიათის რომელ თვისებაზე არის გამახვილებული ყურადღება მოცემულ წყაროში?

შურისმაძიებლობაზე. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რატომ დათანხმდა ლუარსაბ მეფე თავისი გარემოცვის რჩევას, მოეკლათ მისი მეურვე და
სამეფოს ყველაზე გავლენიანი ვეზირი?

ის დაარწმუნეს, რომ ჩაშლილი ქორწინების შემდეგ მეჰრუ შეეცდებოდა, მეფეზე შური ეძია შეურაცხყოფისათვის. – 1
ქულა.

(1) 25.4. თქვენი აზრით, რატომ შეიფარა და დაიახლოვა შაჰმა ქართლიდან გაქცეული მოხელე?

სავარაუდოდ, შაჰს სურდა გონიერი მოხელის ცოდნისა და უნარების გამოყენება, მათ შორის ქართლის საკითხების
გადაწყვეტისას, რომლის შესახებაც მაჰრუს ბევრი საჭირო ცნობის მიწოდება შეეძლო. – 1 ქულა.

(1) 25.5. რა ნათესაური კავშირი არსებობდა ქართლის მეფე სიმონსა და დარეჯანს შორის, რომლის ცოლად შერთვასაც
სპარსეთის შაჰი ცდილობდა?

დარეჯანი სიმონის ქალიშვილი იყო. – 1 ქულა.

(1) 25.6. რა ოფიციალური მიზეზით გაისტუმრეს უარით სპარსეთის მეორე ელჩობის წარმომადგენლები ქართლიდან?

თითქოს დარეჯანი დანიშნული იყო კახეთის ქვრივ მეფე თეიმურაზზე. – 1 ქულა.

~
(1) 25.7. საქართველოს რომელი პოლიტიკური ერთეულის მმართველთან შუამდგომლობა ჰქონდა დავალებული
ქრისტიან მისიონერს?

კახეთის.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით , ვინ იყო ქართლის სამეფოს ყველაზე გავლენიანი მოხელე და რა თანამდებობები ეკავა მას?

მეჰრუ/მორადი (სპარსულად). – 1 ქულა. ვეზირი, თბილისის მოურავი, მეფის მეურვე - 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, წარმოშობით რომელ სოციალურ ფენას განეკუთნებოდა ქართლის სამეფოს ყველაზე
გავლენიანი მოხელე და, თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?

იგი იყო მდაბიო წარმოშობისა ანუ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი. – 1 ქულა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ
ქართლის სამეფოში სახელმწიფო სამსახურში ყურადღება ექცეოდა პირის პირად უნარებსა და ნიჭს და ნებისმიერ პირს
შეეძლო სამსახურში წინსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა და სოციალური კუთვნილებისა. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რა შედეგით დასრულდა ქართლის მეფის დაოჯახების მცდელობა და რამ იქონია
გადამწყვეტი გავლენა ამ შემთხვევაში?

ქორწინება არ შედგა. – 1 ქულა. ქართლის დედოფალმა და ქვეყნის სეფე ქალებმა უარი განაცხადეს, ეღიარებინათ
წარმოშობის მდაბიო ქვეშევრდომობაზე. – 1 ქულა.

(2) 25.11. თქვენი აზრით, რა გეგმები ჰქონდა ირანის შაჰს ქართლის მიმართ და რა უშლიდა მას ხელს ამ გეგმის
განხორციელებაში?

მას სურდა ქართლის მეფის (და შესაბამისად, ქართლის) დასჯა და ამ მიზნით იქ ჯარის გაგზავნა. – 1 ქულა. სპარსეთი
ამ დროს ჩართული იყო თურქეთის წინააღმდეგ ომში და საქართველოსთვის არ ეცალა. – 1 ქულა.

(2) 25.12. რომელი ქრისტიანული ორდენის წარმომადგენელი იყო წყაროში ნახსენები მისიონერი და რა იყო სპარსეთის
შაჰის მიერ მასზე დაკისრებული ძირითადი დავალება?

კარმელიტების. – 1 ქულა. მას დავალებული ჰქონდა ევროპის ქრისტიანი მთავრების ამხედრება თურქეთის
წინააღმდეგ. – 1 ქულა.

~
დავალება 18.

ნაწყვეტი გრიგორ დარანაღცის თხზულებიდან „ჟამთააღმწერლობა“

1598 წელს ვინმე მხედართმთავარი, საჭურისი სახელად ჯაფარ ფაშა მოვიდა აღმოსავლეთში, დაჯდა თავრიზში,
თავისი შხამის სიმწარე მრავალ ადგილას მიმოანთხია და ბევრი ქვეყანა გააუკაცრიელა და მოაოხრა. მან შეიპყრო
ქართველთა მეფე სიმონ-ხანი მისივე ქვეყანაში, მაგრამ არა ბრძოლის ველზე, არამედ ღვინის სმის დროს სალოცავში,
რადგანაც ხსენებული ჯაფარ-ფაშა მთელი თავისი ლაშქრით დაიძრა მის წინააღმდეგ და ალყა შემოარტყა მას
სალოცავში. როდესაც ვინმე სიმონის მახლობლებიდან მოახსენებდა მას, რომ აი თურქები გარს შემოგვადგნენო, ღვინით
გაბრუებული სიმონი არ უსმენდა მას, პირიქით სჯიდა ასეთ აბეზარს.

ამ საფრთხეში ყველამ მიატოვა იგი და გაიქცა. სიმონი მარტო დარჩა. თურქები მოვიდნენ, შეიპყრეს იგი და
თავრიზში წაიყვანეს. იქიდან კი ხსენებულმა საჭურისმა ჯაფარ-ფაშამ სიმონი გაგზავნა კონსტანტინეპოლში სულთან
მეჰმედთან, რომელმაც იგი ჩასვა საპყრობილეში, რომელსაც ედი-ყულე ეწოდება.

ასეთ უბედურებაში მყოფმა სიმონმა განიზრახა მაჰმადიანობის მიღება, მაგრამ სხვის მოსაჩვენებლად და არა
გულის წადილით, რომ იქნებ ასე მაინც ეწყალობინათ მისთვის რომელიმე ადგილის მბრძანებლობა და
გაეთავისუფლებინათ იგი, რათა შემდეგ იმ ადგილიდან თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. სულთან მეჰმედს უნდოდა
მიეცა მისთვის რომელიმე ადგილი მისივე თხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დიდებულებმა და ზოგიერთმა
ცბიერმა სულთანს აუგი უთხრა მასზე და არ ურჩია სიმონისთვის სამმართველო ადგილის ბოძება და თან ამას
ეუბნებოდა - "მაგან უკვე ერთხელ ასევე იწამა მაჰმადის რჯული, როდესაც ხელში ჩაუვარდა სპარსეთის ხელმწიფეს, ამ
ხერხით გაიქცა და დაბრუნდა თავის ქვეყანაში".

როდესაც სულთან მეჰმედმა გაიგო ეს ამბავი, აღარ გაათავისუფლა სიმონი და საპყრობილეში ჰყავდა თავის
სიკვდილამდე. სიმონი საპყრობილეში იჯდა სულთან აჰმედის დრომდე, მაგრამ არც მას დაუბრუნებია თავისუფლება

~
სიმონისთვის, რომელიც იქვე გარდაიცვალა. თურქებმა სიმონის ცხედარი წაიღეს და დამარხეს თავიანთ სასაფლაოზე.
ასეთი საშინელი იყო მისი აღსასრული სიმთვრალის მიზეზით.

ის უბედური სომხების დიდი მოსიყვარულე და განსაკუთრებით ვარდაპეტების დიდი პატივისმცემელი იყო


იმდენად, რომ როდესაც დიდი ვარდაპეტი იაკობი ეახლა მას სანუგეშებლად, საპყრობილეში მყოფმაც კი თავისი
პატივისცემის მრავალი ნიშანი უჩვენა მას. გაგვიგონია, რომ თავის ქვეყანაშიც ასევე იქცეოდა. ჩვენც ვიხილეთ იგი,
როდესაც კარიდან შევიხედეთ მის საკანში, მაგრამ თურქმა მცველებმა ნება არ მოგვცეს ახლოს მივსულიყავით და
გვესაუბრა მასთან. იგი აღესრულა 1608 წელს."

კითხვები:

(1) 25.1. ვინ არის წყაროში ნახსენები ქართველთა მეფე სიმონ-ხანი?

ქართლის მეფე სიმონ I. – 1 ქულა.

(1) 25.2. თურქი სარდლის რომელ ფიზიკურ ნიშანთვისებაზე არის გამახვილებული ყურადღება წყაროს ტექსტში ორ
ადგილას?

ჯაფარ-ფაშა საჭურისი იყო. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რა გარემოებებში ჩავარდა მეფე სიმონი ტყვედ?

სალოცავში ნადიმობის დროს თურქებმა ალყა შემოარტყეს ტაძარს და ტყვედ აიყვანეს მეფე. – 1 ქულა.

(1) 25.4. დაასხელეთ ერთ-ერთი აზიური სახელმწიფოს ყოფილი დედაქალაქი, სადაც, წყაროს მიხედვით, გაგზავნეს
ტყვედ ჩავარდნილი სიმონ მეფე.

თავრიზი. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, ირანის რომელი მონარქების მმართველობის დროს იმყეფებოდა ტყვეობაში სიმონ მეფე?

მეჰმედისა და აჰმედის. – 1 ქულა.

~
(1) 25.6. თქვენი აზრით, ვინ არიან წყაროს ტექსტის ნახსენები ვარდაპეტები?

სომხური ეკლესიის მოძღვარი. – 1 ქულა.

(1) 25.7. რა ძირითად მიზეზს უკავშირებს ავტორი სიმონ მეფის ტრაგიკულ აღსასრულს?

სიმთვრალეს/მოლხენის სიყვარულს. – 1 ქულა.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, რა იძულებითი ნაბიჯი გადადგა ტყვეობაში მყოფმა სიმონ მეფემ და რა მიზნით?

მიიღო ისლამი. – 1 ქულა. ამ ნაბიჯით იგი იმედოვნებდა, რომ შაჰი გაანთავისუფლებდა და სამართავად მისცემდა
რომელიმე პროვინციას, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდებოდა. – 1 ქულა.

(2) 25.9. რა გეგმები ჰქონდა სულთან მეჰმედს ტყვეობაში მყოფ სიმონ მეფესთან დაკავშირებით და რატომ შეიცვალა მან
პოზიცია?

სულთანს სურდა სიმონ მეფე რაიმე თანამდებობაზე დაენიშნა. – 1 ქულა. მისმა გარემოცვამ სულთანი დაარწმუნა, რომ
არ იყო მიზანშეწონილი ქართლის მეფის ნდობა და მისთვის თანამდებობის მიცემა, რადგან მან ერთხელ უკვე შეიცვალა
რჯული სპარსელების ტყვეობაში და უღალატა მათ. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, ადრე რომელი სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებოდა მეფე სიმონი და რა გზით შეძლო
ტყვეობიდან თავის დაღწევა?

სპარსეთის. – 1 ქულა. შეიცვალა რწმენა და ისლამი მიიღო. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, რომელი ერის წარმომადგენელთა მიმართ იყო სიმონ მეფე პატივისცემით განწყობილი და
რაში გამოიხატა ეს?

სომხების. – 1 ქულა. სატუსაღოში მასთან შესული ვარდაპეტის მიმართ მეფემ პატივისცემა გამოხატა, თანაც ავტორი
აღნიშნავს, რომ მეფე სომხეთის მიმართ საკუთარ ქვეყანაშიც ასე იქცეოდა. – 1 ქულა.

(2) 25.12. წყაროს მიხედვით, რომელ საპყრობილეში გარდაიცვალა სიმონ მეფე და სომეხი ვარდაპეტის გარდა,
დაასახელეთ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ის იხილა სიკვდილის წინ?

~
საპყრობილეს ერქვა ედი-ყულე. – 1 ქულა. წყაროს ბოლო აბზაციდან ირკვევა, რომ ტუსაღი მეფე სხვა პირებთან ერთად
იხილა თხზულების ავტორმა, გრიგორ დარანაღციმაც. – 1 ქულა.

დავალება 19.

ოსმალეთის სულთან მურად IV-ის წერილი დიდ მოურავ გიორგი სააკაძეს (ნაწყვეტი)

ვინაიდან, როგორც შენ მომახსენებ და მაუწყებ, ჩემი უდიდებულესობისათვის ცხადი შეიქნა, რომ სარწმუნოების
მტერთა მიზანს უეჭველად საქართველო შეადგენს და ვინაიდან ხსენებული საზღვრისათვის დახმარების აღმოჩენა ჩემს
რელიგიურ და სახელმწიფო საქმეებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შენს მეშველად დაინიშნონ: აწ
ბათუმის ბეგლარბეგი წარჩინებული ემირთა-ემირი ომერი, მისი ვილაიეთის ჯარით, ჩალდირის-ხიდის ბეგი მურთაზა,
არფალიკის წესით თავისი სანჯაყის მფლობელი საფარი და საქართველოს მხარეების სხვა მმართველები და ემირები
მათ განკარგულებაში მყოფი ლაშქრითურთ. ვინაიდან ზემოხსენებული ომერი მაგ საზღვრების კარგი მცოდნე,
გამოცდილი და სახელმოხვეჭილია, ამიტომ ზემოხსენებული ჯარების მთავარსარდლად დაინიშნოს იგი. ყველა ესენი
დაუყოვნებლივ დაიძრან თავიანთი ადგილებიდან და შენ შეგიერთდნენ... ამათ გარდა, ჩემი ბედნიერების საყრდენ
ზღურბლიდანაც გამოიყო ჩემი იანიჩართა ნაწილები, რომლებიც ემზადებიან გემით ჩავიდნენ ტრაპიზონს და იქიდან
ზემოხსენებულ მთავარსარდალთან ერთად მოვიდნენ შენთან და შემოგიერთდნენ... ბრძანებები დაეგზავნა აგრეთვე
გურიის, სამეგრელოს და იმერეთის მეფეებს მასში, რომ ჩემი სამარადისო ტახტისა და შეურყეველი ჩემი
დინასტიისადმი მათი ერთგულებისა და მორჩილების შესაბამისად, თქვენთან ერთსულოვანნი იყვნენ და სამსახურის
შესრულებას გულმოდგინებითა და ყურადღებით მოეკიდონ.

ანატოლიის ვილაიეთის პატივდებული და სახელოვანი სანჯაყთაგან ერთ-ერთი შენ გებოძა არფალიკის წესით და შენს
მიერ დასაკავებლად მზადაა. ახლა შენც, შენს ბუნებაში თანდაყოლილი დიდი თავგამოდების, განუზომელი მამაცობისა
და გმირობის შესაბამისად, მოიკრიბე რაც ძალი და ღონე გაქვს და შენი მმართველობის ქვეშ მყოფი საქართველოს ჯარის
გარდა, შესაძლებლობის ფარგლებში, საქართველოს სხვა ბეგები და გულადი წარჩინებულები წაახალისე და საკმარისი
ხალხი შეკრიბე და ზემოხსენებულ ბეგლარბეგებს დაუკავშირდი. შეიკრიბენით იმ ადგილას, რომელიც მოხერხებულად

~
იქნეს ცნობილი და მაღალი ჩემი სახელმწიფოსათვის, დროის საჭიროებათა მიხედვით, სამჯობინო და მეტად
სასარგებლო სამსახურის გასაწევად დიდი მუყაითობა გამოიჩინეთ.

ვინაიდან შენი ერთგულება, გულწრფელობა, მორჩილება და გულმიდრეკილება ჩემი ბედნიერების ბუდე ტახტისადმი
იმსახურებს მოწყალებას, შენდამი გამოჩენილ იქნა ჩემი მომეტებული მზრუნველობა: შენ გებოძა და გეწყალობა ჩემი
სამეფო საპატიო სამოსელთაგან ერთი სიხარულის მომნიჭებელი ჩემი ხალათი და მავანის ხელით გამოგეგზავნა...

არ დააყოვნოთ მტრის მხარეებიდან გაგონილი ამბები მოახსენოთ ჩემს ძლევამოსილ სარდალსა და ჩემს ბედნიერების
საყრდენ ზღურბლს.

კითხვები:

(1) 25.1. რომელ საუკუნეში მიმდინარე მოვლენები არის აღწერილი წყაროში?

XVII საუკუნის. – 1 ქულა.

(1) 25.2. თქვენი აზრით, ვის გულისხმობს სულთანი „სარწმუნოების მტრებში“?

სპარსელებს. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რომელი ერთეულების მონარქებს ებრძანათ გიორგი სააკაძის დახმარება?

გურიის, სამეგრელოს და იმერეთის მეფეებს. – 1 ქულა.

(1) 25.4. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ტექსტში ნახსენები „ბედნიერების საყრდენი ზღურბელი“?

სულთნის კარს/სატახტო ქალაქს. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, რა გზით უნდა ჩასულიყო თურქეთის სატახტო ქალაქიდან დაძრული დამხმარე ძალა
ტრაპიზონში?

ზღვით, გემებით. – 1 ქულა.

~
(1) 25.6. წყაროს მიხედვით, ვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოუყალიბდა სულთნის კარს მყარი
წარმოდგენა მტრის გეგმების შესახებ?

გიორგი სააკაძის. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, რა საჩუქარი უბოძა სულთანმა გიორგი სააკაძეს?

სულთნის ხალათი. – 1 ქულა.

(2) 25.8. წყაროს მიხედვით, ვინ დანიშნა სულთანმა საქართველოში გასაგზავნი ჯარების მთავარსარდლად და რატომ?

ბათუმის ბეგლარბეგი ომერი. – 1 ქულა. იგი კარგად იცნობდა საქართველოს და ამასთანავე იყო გამოცდილი და
სახელმოხვეჭილი სარდალი. – 1 ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რომელ ქალაქში უნდა ჩასულიყვნენ სულთნის რეგულარული ქვეითი ჯარის შენაერთები და
რომელი ვილაიეთის მმართველთან უნდა შეერთებოდნენ ისინი გიორგი სააკაძის არმიას?

ტრაპიზონში. – 1 ქულა. ბათუმის. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რომელი ტერიტორიული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სამფლობელოს
მმართველად დაინიშნა გიორგი სააკაძე და თქვენი აზრით, რას ნიშნავს ე.წ. „არფალიკის წესი“, რომლის პირობითაც
გადაეცა მას ეს სამფლობელო?

ანატოლიის ვილაიეთის. – 1 ქულა. არფალიკის წესი გულისხმობს სამფლობელოს დროებით მართვაში გადაცემას. 1
ქულა.

(2) 25.11. რა ტიპის ინფორმაციის მოპოვებას ავალებს სულთანი გიორგი სააკაძეს წერილის ბოლოს და პირველ რიგში
ვისთვის უნდა მიეწოდებინა მან ეს ცნობები?

სპარსელთა კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან მოპოვებული ინფორმაციის. – 1 ქულა. ჯარების მთავრსარდალს.
– 1 ქულა.

~
(2) 25.12. რისთვის მზადების ღონისძიებებზე არის მსჯელობა წერილში და თქვენი აზრით, რატომ იყო ეს საკითხი
ამდენად მნიშვნელოვანი თურქეთის სულთნის კარისათვის?

საქართველოში სპარსეთის არმიის შემოჭრისათვის. – 1 ქულა. ამიერკავკასიაზე, კონკრეტულად კი საქართველოზე


კონტროლის დაწესება და შენარჩუნება სპარსეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი თურქეთისათვის უმნიშვნელოვანეს
სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენდა. – 1 ქულა.

დავალება 20.

ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ის წერილი ლევან კახეთის მეფეს.

~
ირანის შაჰზე საჩივრის გამო საქართველოს ამირასადმი გაგზავნილი გადმოსაბირებელი სამეუფეო წერილის პირი.

მესიის ხალხის ამირებში სახელოვანო, იესოველთა ტომის დიდებულებში საუკეთესო ლევან. ბედკეთილი იყოს
მისი ბოლო, როცა მაღალი სამეუფეო სიგელი შენამდე მოაღწევს, იცოდე რომ სამართლიანობის შენობის ტახტი და
ბედნიერების ჩვენი საყრდენი, რომლისთვისაც ბრწყინვალე ვედრების სიტყვა შემოგითვლია, სახელგანთქმულ ამირათა
თავის დაკვრის ადგილი და დიდებულ ხელისუფალთა თავშესაფარია. შევიტყეთ, რომ შენი შვილებიდან ერთ–ერთი,
ღვიძლი შვილი, მოკლულია უდანაშაულოდ, ხოლო მეორე ვაჟი, სახელად იესე, რომელმაც ისლამი მიიღო
დაპატიმრებულია და რომ ძველი დროიდან მომდინარე ჩვეულებისა და აზრის საწინააღმდეგოდ შემოღებული
გადასახადების გადახდის ღონე დაჰკარგეთ, ხოლო ტანჯვის მოთმენა აუტანელი გახდა. ამბობ, რომ მათი განზრახვაა
საქართველოს მოსპობა, შემდეგ კი ისლამის ქვეყნებში შეჭრა და თავდასხმა. რის გამო სამყაროს ღირსებამოსილი ჩვენი
ზღურბლისაგან დახმარებასა და შემწეობას ითხოვთ.

თქვენს წერილში ჩაწერილ ამბებს ჩვენი ბრწყინვალე შუქი მოეფინა და დაწვრილებით იქნა შესწავლილი და
გაგებული. თქვენმა ბრწყინვალე და დიდებულმა დეფდერდარმა, აბდულ ალამმა (იმატოს მისმა სიქველემ), აგრეთვე
გვაცნობა ყოველივე, რაც ჩვენს შორის არსებული ვითარების შესახებ თქვენს მიერ შემოთვლილი და მოხსენიებულია.

მაინც, რაც არ უნდა იყოს, სინამდვილე ისაა, რომ მისი უდიდებულესობის, მაღალღირსეული შაჰის ელჩები
რამდენჯერმე მოვიდნენ სამართლიანობის თავშესაფარ ჩვენს სამეფო კარზე. რაიების, ღარიბების, მოსახლეობის და
უძლურებისათვის სიმშვიდის და კეთილდღეობის მოსატანად ზავი იქნა დადებული. ნახჭევანის ლაშქრობიდან ათი
წელი გავიდა, რაც საზავო ხელშეკრულების დამდები ორივე მხარის მიერ ზავისა და მშვიდობის საფუძვლები
მოწესრიგებულია და მტკიცედაა დაცული. მათი მხრიდან ზავისა და ხელშეკრულების საწინააღმდეგო მოქმედებას
ადგილი არ ჰქონია. დისი, ბრწყინვალე საგვარეულოსა და ჩვენი მყარი შენობისათვის, რომელიც ძველი დროიდანვე
სარწმუნოების ხალხის საყრდენს და მსოფლიოს ხანების თავშესაფარს წარმოადგენს, სავსებით ნათელია და მას
ყველაზე უკეთ ესმის, რომ შეთანხმებისა და მიღებული გადაწყვეტილებისაგან გადახვევა, ზავისა და მიცემული
აღთქმისაგან განსხვავებული საქციელი, სარწმუნოებისა და ისლამისათვის შეუფერებელია. მაგრამ ამავე დროს,
საყოველთაოდ ცნობილია ჩვენი მომეტებული გულმოწყალეობა და სრული თანაგრძნობა იმ სახელოვანი
ამირებისადმი, რომლებიც მაღალღირსეული ზღურბლისა და სამყაროს საყრდენი ჩვენი სამეფო კარისაგან დახმარებას
და შემწეობას ითხოვენ. ყოველი აუცილებელი დახმარება, შაჰინშაჰური სულგრძელობა და სათანადო ფადიშაჰური
მოწყალებაა განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც იტანჯება და დიდ განსაცდელშია ჩავარდნილი.

~
თქვენი მდგომარეობა რომ სასიკეთოდ შეტრიალდეს და ტანჯვა მოსვენებად გექცეთ, ამა თუ იმ სახით,
შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი გარჯა და მზრუნველობა არ მოგაკლდებათ. თქვენ, აგრეთვე, იდუმალი თუ სხვა
რაიმე საშუალებით, შესაძლებლობის კვალობაზე, საჭირო თადარიგი დაიჭირეთ.

კითხვები:

(1) 25.1. რომელ საუკუნეში მიმდინარე მოვლენები არის აღწერილი წყაროში?

XVI საუკუნეში. – 1 ქულა.

(1) 25.2. რომელი დინასტია მართავდა სახელმწიფოს, რომლის მოქმედებებიც არის გასაჩივრებული კახეთის მეფის მიერ?

სეფიანთა დინასტია. – 1 ქულა.

(1) 25.3. წყაროს მიხედვით, რა ბედი ეწიათ ლევან მეფის შვილებს?

მისი ერთი ვაჟი მოკლეს, მეორე კი სპარსელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. – 1 ქულა.

(1) 25.4. წყაროს მიხედვით, ირანის მიერ შემოღებული რომელი ზომები იქცა კახეთის სამეფოსათვის მძიმე ტვირთად?

მაღალი გადასახადები. – 1 ქულა.

(1) 25.5. წყაროს მიხედვით, რა ინფორმაციას აწვდის ლევან მეფე თურქეთის სულთანს ირანის გეგმების შესახებ?

ირანი გეგმავდა საქართველოს დაპყრობას, შემდეგ კი ისლამურ ქვეყნებში შეჭრას. – 1 ქულა.

(1) 25.6. წყაროს მიხედვით, ვის მიერ დასტურდება კახეთის მეფის მიერ მიწოდებული ცნობების ნამდვილობა?

დეფდერდარი აბდულ ალამის მიერ. – 1 ქულა.

(1) 25.7. წყაროს მიხედვით, სად მოხდა თურქებსა და სპარსელებს შორის უკანასკნელი საბრძოლო შეტაკებები?

ნახჭევანში. – 1 ქულა.

~
(2) 25.8. თქვენი აზრით, რა ძირითადი დანიშნულება აქვს სულთნის წერილს და მასში მოცემული რომელი ინფორმაცია
ადასტურებს ამას?

წერილი მიზნად ისახავს კახეთის მეფის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას. – 1 ქულა. ამას ადასტურებს წერილის
დასაწყისში მოცემული ჩანაწერი, რომლის მიხედვით ეს არის ქართველი მეფის გადმოსაბირებელი წერილის ასლი. – 1
ქულა.

(2) 25.9. წყაროს მიხედვით, რას სთხოვდა ლევან მეფე თურქეთის სულთანს და რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც
სულთანი თავს იკავებს ამ თხოვნის შესრულებისაგან?

ლევან მეფე თურქეთის შაჰს სთხოვდა სპარსეთის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებას. – 1 ქულა. თურქეთსა და ირანს
შორის დადებული საზავო ხელშეკრულება. – 1 ქულა.

(2) 25.10. წყაროს მიხედვით, რამდენად გულმოდგინედ იცავდენ მხარეები საზავო ხელშეკრულების პირობებს და
სულთანის თვალსაზრისით, რა არის ამის იდეური საფუძველი?

მხარეები მტკიცედ იცავდენ ზავის პირობებს. – 1 ქულა. სულთნის აზრით, ზავისა და აღთქმის დარღვევა შეუფერებელია
მათი რწემინისათვის. – 1 ქულა.

(2) 25.11. წყაროს მიხედვით, როგორია სულთნის ოფიციალური დამოკიდებულება ირანის მიმართ და რაში გამოიხატება
ეს?

წერილში სულთანი ოფიციალური ფორმით გამოხატავს კეთილგანწყობას და პატივისცემას ირანის მიმართ. – 1 ქულა.
წერილში რამდენიმეჯერ არის ნახსენები ირანის შაჰი ოფიციალური ეტიკეტისათვის დამახასიათებელი პატივისცემის
ფორმით, მაგ. მისი უდიდებულესობა, მაღალღირსეული და სხვ. – 1 ქულა.

(2) 25.12. სულთნის წერილში გამოხატული დამოკიდებულების მიუხედავად, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა
თურქეთის მიერ კახეთის მეფის თხოვნის შესრულების პერსპექტივა და წყაროში მოცემული რომელი ინფორმაცია
ადასტურებს ამას?

წერილში შეფარულად გამოხატულია არსებითი დახმარების მზადყოფნა. – 1 ქულა. წერილის ბოლოს სულთანი
კახეთის მეფეს სთხოვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საიდუმლოდ დაიწყოს მზადება. – 1 ქულა.

~
~

You might also like