You are on page 1of 5

დაალაგეთ ქრონოლოგიურად.

/I/

1. ბრძოლა სამგორის ველზე.

2. ვარსქენ პიტიახშის ჩასვლა შაჰ პეროზის კარზე.

3. ქართველთა აჯანყება ირანის წინააღმდეგ.

/II/

1. ვახტანგ მეფის ტახტზე ასვლა.

2. შაჰ პეროზის გარდაცვალება.

3.ვარსქენ პიტიახშის სიკვდილით დასჯა.

/ III /

1. სპარსელთა დახმარებით ქართველთა ლაშქრობა ჩრდილოეთელი მტრების წინააღმდეგ.

2. ვახტანგის მიერ პრობიზანტიური პოლიტიკის დაჭერა.

3. შაჰის მოთხოვნით ვახტანგის მონაწილეობა ჰუნების წინააღმდეგ.

/IV/

1. მეფე ვახტანგის სომხეთში და დასავლეთ საქართველოში გაქცევა.

2. ვახტანგის მიერ უჯარმის დაარსება.

3. ვახტანგის მიერ კლარჯეთის დაპყრობა და იქ არტანუჯის დაარსება.


/რუკა (10 ქ.

1. რომელ წლებში მოღვაწეობდა აღნიშნული სამეფოს მმართველი და რა პერიოდში მოუწია


მას გამეფება... (2 ქ.)
2. რუკის მიხედვით დაასახელეთ ის ტომები, რომლებიც ვახტანგის გამეფებისას თავს
ესხმოდნენ ქართლს ჩრდილოეთიდან. (2ქ.)

3. რუსკის მიხედვით დაასახელეთ აღნიშნული სამეფოს პირვანდელი და ვახტანგის მიერ


შექმნილი და დაარსებული ახალი სატახტო-ქალაქი. (1ქ.)

4. გაიხსენეთ და დაწერეთ, თუ ვინ იყო იმ დროს დიდაზნაურთა მეთაური, რომელმაც


რელიგია შეიცვალა და ვახტანგ გორგასალს უღალატა.და რა ბედი ეწია მას? (1 ქ.)

5. რუკაზე აღნიშნულია წითელი ისრით ვახტანგის ჩრდილოკავკასიაში ლაშქრობა.


დაასახელეთ, თუ ვისი ჯარების დახმარებით ლაშქრობს ვახტანგ გორგასალი აღნიშნული
მიმართულებით (2 ქ.)

6. რომელი წლიდან დაიწყო ქართლის პრობიზანტიური პოლიტიკა და რომელ ბრძოლის


ველზე გაუმართა ვახტანგმა სპარსელებს თავისათვის საბედისწერო ბრძოლა? (2ქ
წყარო

აჯანყების პირველ წელს მეფემ ირანელთა ჯარები დაამარცხა და ქართლიდან განდევნა.


მომდევნო 483 წელს ირანმა ქართლსა და სომხეთში დიდი ჯარი გამოგზავნა. მეფემ უკან
დაიხია სომხეთის მთებისაკენ, რათა ქართველებისა და სომხების ძალები
გაეერთაიენბინა. ამავე დროს იგი ელოდებოდა ჰუნთა დამხმარე ძალას, მაგრამ
მხოლოდ 300 კციანი რაზმი მოუვიდა. არ იყო ერთიანობა ქართველთა მოკავშირე
სომეხთა ლაშქარშიც. ბრძოლის დაწყების წინ სომეხი ნახარარების (დიდებულების)
ნაწილი სპარსელთა მხარეს გადავიდა. ყოველივე ამან კი მოკავშირეთა მარცხი
გამოიწვია. შემდეგი წლის, 484 წლის გაზაფხულზე საქართველოში კვლავ შემოვიდა
ირანელთა დიდი ლაშქარი. მეფე იძულებული იყო დასავლეთ საქართველოში
გადასულიყო, თუმცა მალე მოვიდა ცნობა ირანის შაჰის მტერთან ბრძოლაში დაღუპვის
შესახებ და სპარსელთა სარდალი ირანში გაბრუნდა.

ირანელები ამჯერად იძულებულნი გახდნენ სამხრეთ კავკასიაში დათმობებეზე


წასულიყვნენ. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ
ცნობილია, რომ მათ სომხეთში შეწყვიტეს ქრისტიანთა დევნა, სომეხთა მხრიდან
აჯანყების მეთაური სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს და ალბანეთში მეფის
ხელისუფლება აღადგინეს. როგორც ჩანს ქართლის მეფე დაბრუნდა აღმოსავლეთ
საქართველოში, მაგრამ მისი შერიგება სპარსელებთან ვერ მოხერხდა. მან აიღო
მკვეთრი პრობიზანტიური კურსი. ცხადია, ამას ირანთან ურთოერთობის გამწვავება
მოჰყვა,ამიტომ ირანელებმა ქართლში ჯარი კვლავ შემოიყვანეს.სპარსელებთან მეფის
უკანასკნელი ბრძოლა უჯარმის ახლოს ივრის ველზე(სამგორში)გაიმართა.ამავე
დროს(გადმოცემით მოღალატემ გასცა,რომ მეფეს ჯაჭვის პერანგი იღლიის ქვეშ
გარღვეული ჰქონდა) მეფე მოწამლული ისრით იღლიის ქვეშაც დაიჭრა. დაჭრილიმეფე
უჯარმაში წაიყვანეს, სადაც ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დიდი მეფე მისავე აგებულ
სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. დიდებული მეფე ისტორიაში “გორგასალის”
სახელითაა ცნობილი. “გორგ-ა-სარ” სპარსულად “მგლისთავას” ნიშნავს. ეს სახელი
იმიტომ ეწოდა, რომ მის მუზარადზე მგელი _ ფარნავაზიანთა საგვარეულო ემბლემა იყო
გამოსახული. საუკუნეთა მანძილზე ქართველები სამეფო დროშას “გორგასლიანს”
უწოდებდნენ. აღნიშნული მეფის მეფობით დასრულდა საქართველოს ისტორიის
ანტიკური პერიოდი და დაიწყო შუა საუკუნეების ხანა.
/ კითხვები / 10 ქულა

1. ვინ იგულისხმება ტექსტში ქართველთა მეფედ და რომელ წლებში მოღვაწეობდა ის? (2


ქ.)

2.გაიხსენეთ თუ რის გამო დაიძაბა ირანისა და ქართლის ურთიერთობა?(1ქ.)

3.ტექსტის მიხედვით რა შედეგით დასრულდებულა ქართველთა და სპარსელთა ბრძოლა


და რა მოიმოქმედა ქართლის მეფემ სპარსელებთან ომის შემდეგ?(2ქ.)

4. ვინ იყო იმ დროს ირანის შაჰი და რომელ წლებში მოღვაწეობდა ის? (1 ქ.)

5. ტექსტში აღნიშნულია - „ირანის შაჰი დაიღუპა მტრებთან ბრძოლაში“


ვინ იგულისხმება მტერში? (1 ქ.)
6. რატომ დაიჭირა ქართლის მეფებ პრობიზანტიური კურსი? (1 ქ.)

7.ტექსტის მიხედვით,რა გახდა ქართველთა დამარცხების ძირითადი მიზეზი,


რომელ წელს გაიმართა აღნიშნული ბრძოლა და სად დაიღუპა ქართლის მეფე?(2

You might also like