You are on page 1of 5

1. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ხეთების სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოვლენები.

1. მეფე სუფილულუმა I-ის მიერ მითანისა და ეგვიპტის დამარცხება და აღმოსავლეთ


ხმელთაშუაზღვისპირეთის დამორჩილება
2. ხეთების მიერ ბაბილონის განადგურება და ხამურაბის დინასტიის დამხობა
3. ქადეში ბრძოლა

2. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ხეთების სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოვლენები.


1. ხეთების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანა ქანიშიდან ხათუსაში. 1480 წ
2. მეფე ხეთუსილი III-სა და ეგვიპტის ფარაონ რამსეს II-ს შორის საზავო ხელშეკრულების
გაფორმება 1280 წწ
3. ხეთების მიერ ბაბილონის განადგურება და ხამურაბის დინასტიის დამხობა

3 . ქრონოლოგიურად დაალაგეთ ხეთების მმართველები მათი მოღვაწეობის დროის


მიხედვით.
1. მურსილი II
2. მუვათალი II
3. ხეთუსილი III

4. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ურარტუსთან დაკავშირებული მოვლენები.


1. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს მიერ ურარტუს მეფე სარდურ II-ს დამარცხება;
2. ასურეთის მეფე სარგონ II-ს მიერ ურარტუს დამარცხება და მათი საკულტო ცენტრის -
მუსასირის გადაწვა;
3. მეფე მენუას მიერ 70 კილომეტრიანი არხის გაყვანა, რომელიც დედაქალაქ ტუშფას
სასმელი წყლით ამარაგებდა.

5. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ურარტუს სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოვლენები.


1. მიდიელებისა და კიმერიელების მიერ ურარტუს დედაქალაქ ტუშპას აღება;
2. ურარტუს მეფე სარდური II-ს ლაშქრობა კოლხაზე და სამეფო ქალაქი ილდამუშას აღება;
3. ურარტუს მეფე არგიშთი I-ის მიერ ქალაქ ერებუნის (თანამედროვე ერევანი) დაარსება.

6 . ქრონოლოგიურად დაალაგეთ ურარტუს მეფეები მათი მმართველობის დროის


მიხედვით.
1. მენუა
2. სარდური II
3. არგიშთი

7. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველ აღმოსავლეთთან დაკავშირებული ისტორიული


მოვლენები.
1. ბაბილონის მეფე ხამურაბის მიერ ლარსას სამეფოს დამორჩილება;
2. ამენჰოტეპ IV-ის რეფორმები ეგვიპტეში;
3. ბაბილონის დაპყრობა კიროს II დიდის მიერ.

8. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველ აღმოსავლეთთან დაკავშირებული ისტორიული


მოვლენები.
1. ასურეთის მეფე სინახერიბის მიერ ბაბილონიის აღება;
2. სარგონ II- ის მიერ ურარტუს აღება და მათი საკულტო ცენტრი მუსასირის გადაწვა;
3. მეფე მენუას მიერ დიდი არხის გაყვანა, რომელიც დედაქალაქ ტუშფას სასმელი წყლით
ამარაგებდა.

9. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ფინიკიასთან დაკავშირებული მოვლენები.


1. აქამენიანთა სპარსეთის მეფე კიროსის მიერ ფინიკიის დაპყრობა;
2. მეფე ჰირამის მმართველობის პერიოდში ქალაქი ტვიროსის გაძლიერება;
3. ურარტუს გავლენის გავრცელება ფინიკიაზე;

10. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ფინიკიასთან დაკავშირებული მოვლენები.


1. ტვიროსის მეფე პიგმალიონის მიერ ქალაქ კართაგენის დაარსება;
2. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ფინიკიის დაპყრობა;
3. ფინიკიური დამწერლობის შექმნა.

11. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ფინიკიურ კოლონიზაციასთან დაკავშირებული


მოვლენები.
1. ფინიკიელი ზღვაოსნების მიერ აფრიკის დასავლეთი სანაპიროს შემოვლა;
2. ფინიკიელების მიერ აფრიკის კონტინენტზე კოლონია უტიკას დაარსება;
3. ფინიკიელების მიერ კართაგენის დაარსება.

12. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ფინიკიელი მმართველები მათი მოღვაწეობის დროის


მიხედვით.
1. ჰირამი;
2. პიგმალიონი;
3. ჰანიბალი.

დავალება 2.
ძვ.წ. 553 წელს კიროსმა გააერთიანა სპარსული ტომები და დაიწყო აჯანყება მისი
მბძანებელის, მიდიის მეფე ასტიაგეს წინააღმდეგ.
(1ქ.) 1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული პოლტიკური მიზეზი, რომელმაც განაპირობა ეს
დაპირისპირება.
(1ქ.) 2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლტიკური შედეგი.
(1ქ.) 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს
დაპირისპირება, კიროსისა და ასტიაგეს გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად
დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.
(1ქ.) 4. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო ეს დაპირისპირება უარყოფითი შედეგის
მომტანი, ასტიაგესა და კიროსის გარდა. თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ
ერთი არგუმენტით მაინც.
(2ქ.) 5. ძველი სამყაროს ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური
მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.

დავალება 3.
დაახლოებით ძვ.წ. 3400-3300 წელს ადამიანმა ისწავლა სპილენძისა და თუთიის
შედუღებით ბრინჯაოს მიღება.
კითხვები:
(1) დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი.
(1) შეაფასეთ ამ შედეგის მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიისათვის. აუცილებლად
მოიყვანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

დავალება 4.
დაახლოებით ძვ.წ. 1200-1150 წლებში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ძველ
ახლო აღმოსავლეთში ადგილი ჰქონდა ცვლილებებს, რომელიც ისტორიაში შევიდა ე.წ.
„ბრინჯაოს ხანის კატასტროფის“ სახელწოდებით.
კითხვები:
(1) დაასახელეთ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი.
(1) შეაფასეთ ამ შედეგის მნიშვნელობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო
აღმოსავლეთის ისტორიისათვის. აუცილებლად მოიყვანეთ არგუმენტი საკუთარი
მოსაზრების განსამტკიცებლად.

დავალება 5

ძვ.წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელი აზიაში შეიჭრა, სპარსი სატრაპების არმია
დაამრცხა და სრულად დაიმორჩილა მცირე აზია. სანამ დარიოსი დიდ არმიას კრებდა,
ალექსანდრემ დაიკავა ისოსის ყურის მთელი სანაპირო, რითაც სპარსელებს ზღვით
დესანტის გადმოსხმის საშუალება მოუსპო. ძვ.წ. 333 წლის ნოემბერში ორი არმია ისოსის
ყურის მახლობლად დადგა ერთმანეთის პირისპირ.
დარიოსის არმია გაუნძრევლად იდგა მდინარის ნაპირზე. ალექსანდრემ ჯარი
მოწინააღმდეგის პირდაპირ, ისრის სასროლ მანძილზე განალაგა. თავიდან ჰეტაირებმა
მიიტანეს იერიში სპარსელთა მარცხენა ფლანგზე, სოლივით შეიჭრნენ ქვეითთა რიგებში და
უკუაქციეს მტერი. ცენტრში მაკედონურმა ფალანგამ წყალმარჩხი მდინარის ფორსირება
შეძლო და შეუტია დარიოსის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაწილებს - დაქირავებულ
ბერძენ ჰოპლიტებს. ალექსანდრეს არმიამ სწორედ ამ მონაკვეთში დაკარგა ყველაზე მეტი
მეომარი.
ამავდროულად სპარსელთა მძიმედშიარაღებულმა ცხენოსანებმა გადალახეს მდინარე და
მძლავრად მიაწვნენ მაკედონიელთა მარცხენა ფლანგს, რომელიც ზღვასთან ყველაზე
ახლოს იყო განლაგებული. ისევე, როგორც შეტევის ცენტრში, სპარსელებმა აქაც
უპირატესობა მოიპოვეს და უკან დაახევინეს მაკედონიელთა ფლანგს. ალექსანდრემ კი
თავის ფლანგზე უკუაქცია სპარსი დიდებულებისაგან შემდგარი ნაწილები, სწრაფადვე
შემოაბრუნა თავისი ესკადრონი
არეულობა გამოიწვია და ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ მათ გაქცევა დაიწყეს. ბერძენი
დაქირავებულების ქვეითთა შენაერთი ალყაში აღმოჩნდა და ერთიანად იქნა
განადგურებული.
ვარიანტი I.
კითხვები
(1) 5.1. რომელ მდინარესთან გაიმართა წყაროებში აღწერილი ბრძოლა?
(1) 5.2. რა მანძილით იყო დაშორებული ბრძოლის ველი უახლოესი დასახლებული
პუნქტისგან?
(2) 5.3. დარიოსის არმიის რომელი ნაწილებთან გაუჭირდათ ყველაზე მეტად ბრძოლა
მაკედონიელებს?
(1) 5.4. ჯარის რომელ ნაწილებთან ერთად შეძლო ალექსანდრემ სპარსელების დაცვის
გარღვევა მარჯვენა ფლანგზე?

(1) 5.5. ვინ სარდლობდა მაკედონიელთა არმიის მარცხენა ფლანგს?

ვარიანტი II.
კითხვები:
(1) 5.1. რომელ დასახლებულ პუნქტთან გაიმართა წყაროებში აღწერილი ბრძოლა?
(1) 5.2. რომელი მხარის/ჯარის შეტევით დაიწყო ბრძოლა?
(2) 5.3. შეტევის რომელ ფლანგზე მოიპოვეს უპირატესობა სპარსელებმა და კონკრეტულად
რომელი საჯარისო შენაერთები (ქვეითები/კავალერია) ახორციელებდნენ შეტევას ამ
ფლაგზე?
(1) 5.4. რომელი ეროვნების ქვეითები იდგნენ სპარსელთა არმიის წინა რიგებში?
(1) 5.5. სპარსელთა რომელი ფლანგის მოშლამ გამოიწვია ბერძენი ჰოპლიტების
მდგომარეობის გაუარესება, რასაც მათი უკანდახევა მოჰყვა?

ვარიანტი III.
კითხვები:
(1) 5.1. რომელი ყურესთან ახლოს გაიმართა წყაროებში აღწერილი ბრძოლა?
(1) 5.2. სპარსელთა რომელმა საჯარისო შენაერთებმა გადალახეს მდინარე და შეუტიეს
ალექსანდრეს არმიის მარცხენა ფლანგს?
(2) 5.3. დაასახელეთ ორი მიზეზი, რომელთა გამოც დარიოსი იძულებული გახდა,
მიეტოვებინა ბრძოლის ველი.
(1) 5.4. სქემის მიხედვით განსაზღვრეთ, კონკრეტულად რომელი ტიპის საჯარისო
შენაერთს (ქვეითები/კავალერია) წარმოადგენდნენ ჰეტაირები ალექსანდრეს არმიაში?
(1) 5.5. ალექსანდრეს არმიის რომელი საჯარისო ნაწილები იდგნენ ზღვასთან ყველაზე
ახლოს?

დავალება 6
ვარიანტი I.
კითხვები:
(1) 1.1. რომელი სახელმწიფოს ლაშქრობები და ტერიტორიის გაფართოება არის მოცემული
რუკაზე?
(1) 1.2. რუკის მიხედვით განსაზღვრეთ, რომელ წელს მოხდა სამხედრო ოპერაცია აფრიკის
კონტინენტზე?
(2) 1.3. რა ტერიტორიული ცვლილებები მოჰყვა ქალაქ პამპლონას წინააღმდეგ მიმართულ
ლაშქრობას და რუკაზე მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს ამას?
(2) 1.4. რუკის მიხედვით, რომელ წლების შუალედში მოხდა ქალაქ სინოპში გალაშქრება და
რუკაზე მოცემული რა ინფორმაცია ადასტურებს ამას?
(2) 1.5. რა შედეგით დასრულდა რუკაზე ასახული უკანასკნელიუ ბრძოლა და რუკაზე
მოცემული რა ინფორმაცია ადასტურებს თქვენი პასუხის მართებულობას?
ვარიანტი II.
კითხვები:
(1) 2.1. რომელი სარდლის ლაშქრობებია ასახული რუკაზე?
(1) 2.2. რუკის მიხედვით დაასახელეთ ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც შეეხო
რუკაზე ასახული სამხედრო მოქმედებები.
(2) 2.3. რუკის მიხედვით, რა ტიპის ტერიტორიული ცვლილებები მოჰყვა
იერუსალიმისათვის ბრძოლას და რუკაზე მოცემული რომელი ინფორმაცია ადასტურებს
ამას?
(2) 2.4. რუკის მიხედვით, რა პერიოდში განხორციელდა ლაშქრობა ამიერკავკასიაში და რა
შედეგით დასრულდა იქ გამართული ბრძოლები?
(2) 2.5. რუკის მიხედვით, სად გაიმართა მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა და რა შედეგით
დასრულდა ის?

You might also like