You are on page 1of 24

საბოლოოო გამოცდის საკითხები(1 თემაა დასაწერი)

15 ქულიანი თემები: (1 თემაა დასაწერი)

ვარიანტი პირველი
 1)ბაგრატ მესამე

გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს, ბაგრატს, განსაკუთრებით მძიმე


პირობებში მოუხდა მეფობის დაწყება, ის იბრძოდა შიდა ქართლის
შემომტკიცებისთვის და ასევე მას უნდა დაესაბუთებინა თავისი კანონიერი უფლებები
დასავლეთ საქართველოს მიმართ. უფლისციხის აქტიდან, სამი წლის შემდეგ, ბაგრატი
აფხაზთა მეფედ აკურთეს, მაშინ ვახტანგი უკვე სრულწლოვანი იყო, ვინაიდან
ქართლში ის 975 წელს ეკურთხა მეფედ.

ბაგრატმა ერთპიროვნული მმართველობა დასავლეთ საქართველოში, თეოდოსის


ტაოში გაგზავნით დაიწყო. დასავლეთ საქართველოში საქმეთა მოგვარების შემდეგ,
ბაგრატი ქართლში გადმოვიდა, შეიძლება ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მისთვის
ცნობილი გახდა ქართლში აჯანყების შესახებ, რომელსაც ქავთარ ტბელი
მეთაურობდა. ბრძოლა მოღრისთან მოხდა, ბაგრატმა ბრწყინვალე გამარჯვება
მოიპოვა, უფლისციხეს მივიდა და დედისგან ციხე ჩაიბარა, შემდეგ კი ისევ დასავლეთ
საქართველოში გადავიდა. ბაგრატის გამეფებასთან დაკავშირებულია იოანე
მარუშისძე, რომელის გეგმაც მიზნად ისახავდა, ბაგრატის დაქვემდებარებაში იმიერ
ტაოსა და დასავლეთ საქართველოს შესვლას.

ამიერ ტაო ბაგრატს მამის ხაზით ეკუთვნოდა, იმიერ ტაო-დავითის შვილობილობით,


აფხაზეთი კი-დედის ხაზით.

ქართველი მემატიანის ცნობილით, ბაგრატმა გადაწყვიტა გალაშქრება კლდეკარის


ერისთავის რატი ბაღვაშის წინააღმდეგ, მაგრამ დავით ტაოელს მიუტანეს ამბავი, რომ
ბაგრატი მის წინააღმდეგ მიდიოდა. ეს შეიძლება მართალიც იყოს, რადგან ამ დროს
დავით კურაპალატის რაზმი იმპერატორ ბასილის წინააღმდეგ აჯანღებულ ფოკასთან
იბრძვის და დავითის ძალა საგრძნობლადაა დასუსტებული, ბაგრატს იმედი ჰქონდა
მოულოდნელი თავდასხმით დაემორჩილებინა დავითი, თუმცა საბოლოოდ მხარეები
შეთანხმდნენ.
1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის
იმპერატორმა ბასილი II -მ (976-1025 წწ.) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატსა და გურგენს
მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, ხოლო
მეორეს - მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერტაოს,
ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო
ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო
დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. მოგვიანებით ეს ტერიტორიები
საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა.

1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III -მ, როგორც
მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი,
სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III -მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“
ტიტული.

ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. ბაგრატს ორჯერ გაულაშქრია კახეთის
შემოსაერთებლად, 1008-1010 წლებში.თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის
ქორეპისკოპოსს, დავითს, შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები,
რომლებიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკეთუ იძიებ
ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით
ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი
აბულალი განაჩინა. ბაგრატის წავლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და
დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა
კახეთის დასაპყრობად. იმ დროისათვის აქ უკვე კვირიკე დავითის ძე მეფობდა.
ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების
აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის
ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს
დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. ასე
დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი.

კახეთ-ჰერეთის შემოერთებამ შეაშფოთა საქართველოს მეზობელი განძის ამირა


ფადლონი და დაიწყო კახეთ-ჰერეთის რბევა, ბაგრატმა შეყარა ლაშქარი, მოკავშირეობა
სთხოვა გაგიკ სომეხთა მეფეს, მოკავშირეები ძოროგეტს შეიყარნენ, ფადლონი
შამქორის ციხეში ჩაიკეტა და იძულებული შეიქნა ზავი ეთხოვა, ბაგრატმა ზავი დადო
და განძის საამირო საქართველოს ვასალად აქცია.
ბაგრატ მესამის მტკიცე ცენტრალისტური პოლიტიკის გამოვლინებაა გუდავის
საეპისკოპოსოს მოშლა და მის მაგიერ ახალი კათედრის, ბედიის დაარსება.

ერთიანი საქართველოს პირველი მეფე, ბაგრატ მესამე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე


იყო,სახემწიფოს ერთიანობის, მეფის რეალური ხელისფულების, ამასთანავე, ქვეყნის
სამერნეო პოტენციალის და ფართო სავაჭრო ურთიერთობების გამოხატულებაა მის
მიერ მონეტის მოჭრა, მონეტაზე ქართულ წარწერასთან ერთად „ქრისტე, ადიდე
ბაგრატ აფხაზთა მეფე“ მოთავსებულია არაბული წარწერაც.“მაჰმადი ღვთის
მოციქულია“ არაბული წარწერის მოთავსება მონეტაზე სავსებით კანონზომიერია,
რადგან საქართველო არაბუნელოვან მუსლიმურ სამყაროში იყო მოქცეული და მის
მონეტას ამ სამყაროში მიმოქცევის საშუალება და უფლება უნდა ჰქონოდა.

ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი


არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში,
რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. მისი კურთხევა იმ ეპოქის
მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მეფემ წარჩინებული სტუმრები საზღვარგარეთიდანაც
მოიწვია. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასევე, ამ
დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი, სადაც დაკრძალულია
კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ
გადმოასვენეს.

2)კახეთის საეპისკოპოსო

3)სოლომონ პირველი (1 თემაა დასაწერი)

1752 წელს ალექსანდრე მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის სამედო ტახტზე


ავიდა მისი 17 წლის ვაჟი, სოლომონ პირველი. სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე
ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში.
იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და
მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა
ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. 1752 წელს
შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი, ბაბუა
— ბესარიონი და მეფის ბიძები — მამუკა და გიორგი, შეძლო მათი დამარცხება. მაგრამ
სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სამეფოდან
გააძევა, აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა, მამუკა ბატონიშვილს
იმერეთიდან განდევნა, გიორგი საპყრობილეში ჩააგდო, მამია გურიელს მთავრობა
წაართვა.

სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო


მიიღო. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ
საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან
ქვეყნის გათავისუფლება. მეფემ ჯერ დადიანი შემოირიგა: ცოლად შეირთო ოდიშის
მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. ამის
შემდეგ მამია გურიელი იძულებული გახდა, მეფის ერთგული გამხდარიყო.
ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალთაგან მიტაცებული ყმა-მამულები და საეკლესიო
გლეხები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რითაც ეკლესიის ნდობაც დაიმსახურა.
მეფემ გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ციხეები, რომლებიც
ფეოდალების ძლიერების საფუძველს წარმოადგენდნენ. მანვე შექმნა სრულიად
ახალი, მეფის ხელისუფლების განმამტკიცებელი ინსტიტუტი, ე. წ. „ფიცის კაცნი“.
ისინი ყოველი წლის 15 მაისს განსაზღვრულ ადგილას იკრიბებოდნენ და ფიცს
დებდნენ მეფის ერთგულებაზე. შეფიცულები პოლიტიკური პრივილეგიებითაც
სარგებლობდნენ.

თავდაპირველად, სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას,


მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში შედარებითი წესრიგი აღადგინა, სასტიკი ბრძოლა
გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ეს უკვე ოსმალებმა სერიოზულ გამოწვევად
მიიჩნიეს. ოსმალეთი დიდად უწყობდა ხელს ტყვეებით ვაჭრობას – შექმნილი იყო
მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ
იმერელი თავადაზნაურობა და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის საგარეო ვაჭრობის
დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდა. ამიტომ იყო, რომ ტყვეებით
ვაჭრობის აკრძალვას, ოსმალებთან ერთად, მათთან დაკავშირებული თავადებიც
ეწინააღმდეგებოდნენ. სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ
წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე, ამიტომ იგი ფარულად
შეუდგა საომარ მზადებას. პირველად, ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ, იმერეთის
მეფის გვერდით დაირაზმნენ:
ოდიშის მთავარი

გურიის მთავარი

სამურყაზანოს მთავარი

იმერეთის თავადაზნაურობა

გლეხობა

ოდიშის მთავარი, გურიის მთავარი, სამურზაყანოს მთავარი, იმერეთის


თავადაზნაურობა და გლეხობა. ოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ როსტომ რაჭის
ერისთავი და ლევან აბაშიძე. 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში სოლომონმა საომრად
ხრესილის მინდორი შეარჩია, სადაც ოსმალთა მთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნი.
საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ სოლომონმა საიმედოდ ჩაკეტა ფოთიდან,
გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც ხრესილზე მდგარი
თურქების დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი. მეფეს დადიან-გურიელის
ჯარებიც შეუერთდნენ, მათთან ერთად იყო აგრეთვე აფხაზეთის მთავარი ხუტუნია
შარვაშიძე.

1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, ხრესილის მინდორზე მეფის ლაშქარი თავს


დაესხა ახალციხისა და აჭარის სანჯაყთა მრავალრიცხოვან ჯარს. ხრესილის
ბრძოლაში მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავით ბატონიშვილის
გადმოცემით, სოლომონი “ესრეთ მხნე იყო, ვითარცა ლომი”. ამავე ბრძოლაში მოკლეს
სამშობლოს გამყიდველი ლევან აბაშიძე, რომელიც თურქთა მხარეზე იბრძოდა, მისი
მამულები კი სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. სოლომონმა იცოდა, რომ ოსმალეთი
მის ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდა და საჭირო ზომები მიიღო: 1758 წელს
სოლომონ I-მა, ერეკლე II-მ და თეიმურაზ II-მ გორში მეგობრობისა და
ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს, რითაც სოლომონ I-ის ხელისუფლება
უფრო მეტად გაძლიერდა. ხრესილის ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით
დასრულდა.

1759 წლის 4-5 დეკემბერს სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო


კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს
საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. კრებაზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის
სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით
ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. კრების გადაწყვეტილებით, რომელიც
ფაქტობრივად სახელმწიფო დარბაზის სხდომა იყო, დაკანონდა ეკლესიის მიერ მათი
შეჩვენება, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით ტყვეებით
მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. აღადგინა გაუქმებული ქუთაისის
ეპარქია და დაუბრუნა მას მიტაცებული ყმა-მამული. უკანონოდ მიტაცებული ყმა-
მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, საეკლესიო ყმები გათავისუფლდნენ ზედმეტი
გადასახადებისაგან; დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა,
უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა, ეკლესია-მონასტრების აშენება და
სხვა.

სოლომონმა საშინაო პოლიტიკის განმტკიცების მიზნით გადაწყვიტა შეემცირებინა


თავისი ქვეშევრდომების მამულები, ამიტომ მან 1754 წელს აბაშიძეებისგან იყიდა
ხარაგაულის ციხე, ხოლო შემდეგ, 1762 წელს ჩხერის ციხესაც დაეუფლა. კაჩხის ციხე
ჩამოართვა ლევან აბაშიძეს, ხოლო წერეთლებისგან მიიღო მოდინახეს ციხე. მეფე
მფარველობდა ახალციხიდან მოსულ ქართველ კათოლიკეებს, რამაც მისი
ავტორიტეტი და პატივისვემა იმერეთის მოსახლეობის ფართო ნაწილების მხრიდან
დიდად გაზარდა.

1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს ოფიციალურად მოსთხოვა ტყვეებით


ვაჭრობის დაშვება. სოლომონმა უარი შეუთვალა. პასუხად იმერეთში ოსმალთა 20-
ათასკაციანი დამსჯელი რაზმი შემოიჭრა, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს. სულ
მალე, 1763 წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია და
იმავე წელს სებეკასა და ასკანას ციხეებიც აიღო. ამ დამარცხებათა გამო ოსმალეთი უკვე
საგანგებოდ მოემზადა ახალი ლაშქრობისათვის. 1763 წელს, სოლომონმა ოსმალთა 13-
ათასიანი ჯარის შემოტევა მოიგერია. ყოველ მხრივ დამარცხებული ოსმალები ახალი
ძალებით ემზადებოდნენ საქართველოში შემოსაჭრელად, ლაშქრობის დაწყებამდე
ერეკლე მეფეს მუქარის წერილიც კი გამოუგზავნე, რომ სოლომონს არ დამხარებოდა,
თუმცა ერეკლემ მუქარას მუქარითვე უპასუხა. ამან შეაშინა ოსმალები და მთელი
თავისი ძალებით იმერეთისკენ დაიძრნენ, მათ თან მოჰყავდათ თეიმურაზი, მეფობის
მაძიებელი რეგენატი. თურქბმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, სვერის ციხეც აიღეს და
ქუთაისში სოლომონის ბიძაშვილი, თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს მეფედ. სოლომონი
წერეთლებმა მოდინახეს ციხეში შეაფარეს. იგი ჩრდილო კავკასიაში განლაგებულ
რუსეთის ჯარების სარდლობას სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ამაოდ. თურქების
ძირითადმა ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმერეთს გაეცალა, ადგილზე კი 4 ათასი თურქი
ჯარისკაცი იქნა დატოვებული. სოლომონი გამოვიდა საფარიდან, თავისი მომხრეები
შეკრიბა და სულ მალე მთელი იმერეთი დაიკავა. მოღალატე თეიმურაზმა თურქეთს
შეაფარა თავი. ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის
სამხედრო კამპანების მოწყობა – ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო
დაკავშირებული. ამიტომ, ოსმალეთი ადვილად დათანხმდა ზავზე, რომლის
პირობების შემუშავებაში ერეკლე II-ის დიპლომატიც მონაწილეობდა. 1767 წელს
ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთან საზავო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის
თანახმად, იმერეთის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ
მფარველობაში მყოფ ქვეყნად. იმერეთის სამეფოს მხოლოდ ის ევალებოდა, რომ
ოსმალეთისთვის ყოველწლიურად 60 ტყვე ქალი გაეგზავნა, მაგრამ არც ამის
შესრულებას აპირებდა სოლომონი. თეიმურაზი იძულებული გახდა სოლომონს
სერიგებოდა, მაგრამ ამ კავშირმა დიდი ხანი ვერ გაძლო, ამიტომ მათ შორის
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1768 წელს, ჩხარის მახლობლად, ბრძოლა სოლომონის
გამარჯვებით დასრულდა. თეიმურაზი და მისი ძმა სოლომონმა ციხეში ჩასვა, ხოლო
როსტომ რაჭის ერისთავი ამ მოველების შემდეგ სოლომონთ ან შერიგების ხასიათზე
დადგა, მაგრამ იმერეთის მეფემ უარით გაისტუმრა და ჯარი რაჭას შეუსია, როსტომი
კი სამეგრელოში გაიქცა.

1768 წელს სოლომონმა რუსეთში საგანგებო ელჩი – მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე)


გააგზავნა. მეფე რუსეთისგან მფარველობას ითხოვდა, სამაგიეროდ რუსეთ-
ოსმალეთის ომში თანადგომას აღუთქვამდა. ამავე პერიოდში, მეფე სპარსეთშიც
აგზავნის ელჩობას ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკი) მეთაურობით და დახმარებას
ითხოვს.

სოლომონ I განაგრძობდა საშინაო საქმეების მოწესრიგებას. მან ერთი პირის ხელში


გააერთიანა ქუთაისის მოურავისა და სარდალბოქაულთუხუცესის სახელი.
სოლომონის ცენტრალიზებულმა პოლიტიკამ ფეოდალთა ნაწილის უკმაყოფილება
გამოიწვია. 1778 მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო სოლომონ I-ის
გადაყენება და მისი მემკვიდრის — ალექსანდრეს გამეფება. მეფემ შეთქმულები
დაამარცხა და მკაცრად დასაჯა.
1779 წელს, სოლომონ I-გან მოკავშირის ჩამოშორების მიზნით, ოსმალეთის
მთავრობის დავალებით, ოდიშში აფხაზებისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი
მოლაშქრეებისაგან (ჯიქები, ალანები, ჩერქეზები, ბალყარელები და ყირიმელი
თათრები) შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა. კაცია II დადიანმა დახმარებისათვის
იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონ I იმერეთ-გურიის ლაშქრით დადიანს მიეშველა,
სწრაფად გადავიდა ოდიშში და დადიანთან ერთად რუხის ციხესთან ბრძოლაში
ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და
დიდძალი ალაფი. 1783 წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და
რუსეთს შორის გაფრმებული ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა
რუსეთთან. ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ იმავე წლის 1 ნოემბერს
საგანგებო ელჩობა გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან
ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

სოლომონ მეფეს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა, რადგან მისი ვაჟი 1780 წელს
გარდაიცვალა. ამიტომ, სოლომონმა თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II-ს და
აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის
შვილიშვილს, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს
(მომავალი სოლომონ II), იმ პირობით, რომ ერეკლე II სოლომონის ურჩთა შეფარებაზე
უარს იტყოდა.

1784 წლის მარტში მან დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის


გასათავისუფლებლად. ნაჭიშკრევთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის
ლაშქარმა ქობულეთისა და ჩაქვის მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის
მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან
მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ერთი საუკუნის
განმავლობაში ისევ მტრის ხელში დარჩა .

ეს მარცხი ჯანმრთელობა შერყეულმა მეფემ ვეღარ გადაიტანა. 1784 წელს 23


აპრილს (გიორგობა დღეს), 49 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალეს
გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.

ღია კითხვები– 5კითხვა თითო 2 ქულიანი


1)რას ნიშნავს ტიტული „აფხაზთა მეფე“ და რომელი გაერთიანებული საქართველოს მეფე
ატარებდა ამ ტიტულს პირველად?

 ვიდრე „აფხაზეთის სამეფო “ შეიქმნებოდა, მთელიდასავლეთ საქართველო


გაერთიანებული იყო ერთ სამეფოში, რომელსაც ეგრისის სამებო ერქვა. მერვე
საუკუნიდან ეგრისის სამეფო ცალ-ცალკე სამთავროებად დაიშალა. დროთა
განმავლობაში, მათ შორის ყველაზე მეტად აფხაზთა სამთავრო გაძლიერდა. მისი
მთავარი ლეონ მეორე საკუთრივ, აფხაზეთსა და დანარჩენ ეგრისში გაბატონდა და
თავი აფხაზთა მეფედ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დასავლურ-ქართულ
სამეფოს, რომელსაც მმართველი დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფო “ დაერქვა

2) დავით აღმაშენებელმა რა საეკლესიო და სამხედრო რეფორმა გაატარა?

 1104 წელს დავით აღმაშენებელმა უმნიშვნელოვანესი საეკლესიო კრება ჩაატარა, და


გამოსცა „ძეგლის წერა“ გულისხმობდა უღირსი ბერები ეკლესიას ჩამოაშორა,
ამასთანავე, აქ დადგინდა ქორწინების წესი, ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი,
საკითხები, როგორიცაა იერარქიის დადგენა და ა.შ

 სამხედრო რეფორმად, დავითმა 40 000 ყივჩაღის ოჯახი ჩამოსახლა, საიდანაც, თითო


ოჯახიდან 1 ადამიანი უნდა გამოსულიყო საბრძოლო რაზმში. ასევე ქვეითი ჯარის
უმეტესობა მან ცხენოსანი რაზმებით შეცვალა. მის საბოლოო არსენალში ახალი
ტაქტიკური და სტრატეგიული ხერხები იყო. დავით აღმაშენებელი ფართოდ იყენებდა
მზვერავებს, რომელსაც მემატიანე მსტოვრებს უწოდებს. უნდა ითქვას, რომ დავითმა
ასევე პირადი გვარდია შექმნა

3)მეთხუთმეტე საუკუნეში რა ერთეულებად დაიყო საქართველო?

 სამეფო სამთავროებად

4) როდის მოხდა ტაშიკარის ბრძოლა და რა იყო მიზეზით?

 1609 წლის 16 ივნისს, როდესაც თევდორემ მტრები სულ სხვა მიმართულებით ატარა
და დააშორა მეფის სამყოფელს. როდესაც ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ ჯერ
თევდორე სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. თევდორეს გმირობამ ლუარსაბ
მეფეს საშუალება მისცა დრო მოეგო. თბილისის მოურავმა გიორგი სააკაძემ ჯარი
შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. ოსმალებმა თავის განზრახვაზე ხელი აიღეს და უკან
ახალციხისკენ დაიხიეს , ისინი სოფელ ტაშისკართან დაბანაკდნენ. გიორგიმ მტერს
ახალციხისკენ მიმავცალი გზა მოუჭრა და აიძულა ბრძოლაში ჩართულიყვნენ.
ქართველებმა ტაშისკართან სასტიკად დაამარცხეს მტრის ჯარი

5)გიორგი ბრწყინვალემ როგორ გააერთიანა ქვეყანა?


 დასავლეთ საქართველოში ნარინ დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე
კონსტანტინე ავიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეფობა მისმა მოქიშპე ძმამ,
მიქაელმა მოიპოვა, მაგრამ მას დიდი ხნით ბატონობა არ ეწერა. ორი წლის შემდეგ იგი
გარდაიცვალა. ამ ვითარებაში გიორგი იმერეთში გადავიდა და მიაელის
მცირეწლოვანი მემკვიდრე ბაგრატი თან წამოიყვანა , რითაც იმერეთის შემოერთების
საკითხი გადაწყვიტა. 1334 წელს, სამცხის მთავრის, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ
მისი მემკვიდრე, ყვარყვარე სამცხის მმართველად დაამტკიცა, რითაც ფაქტობრივარ
სამცხეც დაიმორჩილა. ამრიგად, ქვეყნის მთლიანობა აღდგენილ იქნა.

15 ტესტური კითხვა:

1)ფარნავაზი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა?

ძვ.წ მეოთხე საუკუნე

2)ვინ დაარსა ტაო კლარჯეთის სამეფო?

აშოტ კურაპალატმა

3) რომელ წლებსი მოღვაწეობდა დავით მე–3?

დავით მესამე - 978-1001

4) ერეკლე როდის გახდა გაერთიანებული ქართლ–კახეთის მეფე?

 1762 წ

5) როდიის დაარსა ერეკლემ მუდმივი ჯარი?

 1774 წ

6)ვინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი საქ. დემოკრატიულ


რესპუბლიკაში?

ნოე რამიშვილი (ესაა ვინცაა, რამიაანთ ბალღი რამიშვილი)

7) რომელი საკათალიკოსო ცენტრი გადმოვიდა ქალაქ სმირნიდან


თბილისში?

 აღმოსავლური კათოლიკური ცენტრი ( რა უნდოდათ? წყალსა სთხოვდა, ჭამას, თუ რა


არის?)
8)ტაო–კლარჯეთის დედაქალაქი რა იყო?

 არტანუჯი (გამომცემლობა არა)

9)რომელ სასულიერო პირთან მოუვიდა ვახტანგ გორგასალს ჩხუბი?

 მთავარ ეპისკოპოსი მიქაელი (აბა, მუშტი- კრივში მნახე ვინავაარ?)

10)როდის კოხდა ბასიანის ბრძოლა?


 1203 წ (2018 წლის ბასიანი არა)

11)ჯანაშინად ვახტანგ მეექვსე რომელ წლებსი იყო?

 1703-1714 (უკომენტაროდ)

12) საქართველოს მოამბე ვინ გამოსცა და როდის?

 1863 წ ილია ჭავჭავაძე

13) ერწუხის ბრძოლა დავიით აჭმაშენებელმა როდის გადაიხადა?

1104 ( გადაიხადა დაბადების დღეა? )

14) მეჭურჭლეთუხუცესის დამანდატურთუხუცესის თანამდებობა ვის


ჰქონდა თამარის დროს?
 მეჭურჭლეთუხუცესი- ყურთლუ არსლანი
 მანდატურთუხუცესი -ჭიაბერი

15).......... (იმედია ეს კითხვა არ იქნება)

ვარიანტი მეორე
თემები: 1)გიორგი ბრწყინვალე

გიორგი მეხუთე უკვე სრულწლოვანი იყო, როდესაც მეეფ გახდა, იგი ირანში გაგზავნეს
პირველ ვეზირ ჩობანთან , მან გიორგი ოლჯაითუ ყაენს წარუდგინა მეფედ
დასამტკიცებლად, მაგრამ მთავარ მეფედ არ დაამტკიცა, არამედ მზრუნველად და
„საქმის მოურავად “ დაუნიშნა, მთავარ მეფედ გამოცხადებულ დავით მერვის
მცირეწლოვან ვაჟს გიორგი მეექვსეს. 1311 წელს კი მეფე გახდა გიორგი მცირე
აღმოსავლეთ საქართველოს ერთდროულად რამდენიმე მეფე ჰყავს, ( გიორგი V
გიორგი VI, დიმიტრი ვახტანგის ძე) დასავლეთში კი დავით ნარინის მემკვიდრეები
ეცილებიან ერთმანეთს.

1317 წელს ახალი ყაენი გახდა აბუსაიი, იგი მცირეწლოვანი იყო, ამიტომ ქვეყანას
რეალურად ჩობან ნოინი განაგებდა.

გიორგი მეხუთე მცხეთაში 1318 წელს აკურთხეს.

მის ტახტზე ასვლას დაემთხვა ილხანთა სახელმწიფოში გართულებული მდგომარეობა.


აჯანყდა საქართველოს ნაცვალი ყუმირმიში და ხორასნის სუფლისწული. თავს ესხმოდნენ
ოქროს ურდოს ყაენი და ეგვიპტის სულთანი. საქართველოს ხასობა ჰქონდა მოპობებილი,
რაც ნიშნავდა, რომ შეეძლოთ, სამონღოლო ხარკი თვითონვე აეკრიფათ. მეცამეტე საუკუნის
30-იან წლებში მონღოლთა ხელშეწყობით გახშირდა ოსთა შემოსევები შიდა ქართლში მათი
განდევნა მხოლოდ გიორგიმ მოახერხა. მეფემ ისარგებლა ჩობან ნოინის კეთილგანწყობით და
ილხანთა სახელმწიფოში შიდა არეულობით და ურჩი ერისთავები, კერძოდ ჰერ-კახთა და
სომხეთის ცივისმთაზე დაიბარა და ამოხოცა.

დასავლეთის ტახტისთვის იბრძოდნენ კონსტანტინე და მიქაელი მიქელი, მიქელს დარჩა


ვაჟი ბაგრატი, რომელსაც განდიდებულმა მთავრება მხარი არ დაუჭირეს, ამით ისარგებლა
გიორგიმ და დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს. მათი თანხმობით გადავიდა
დასავლეთში და ციხეები აიღო.

გიორგი გადავიდა სამცხეში 1334წელს და მთავრად დაადგინა გარდაცვილი მთავრის ძმა


ყვარყვარე.

1327 წელს აბუსაიდმა ჩობანი მოაკვლევინა, ამან დააჩქარა სახელმწიფოს უფრო დაქვეითება,
1335 წელს გარდაიცვალა აბუსაიდი და ქვეყანაში არეულობა გაბატონდა. ფაქტობრივად,
ერთმანეთის მოწონააღმდეგე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

2) დიდგორის ბრძოლა

გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა. ისინი კარგად ხედავდნენ,


რომ მათ ბატონობას მალე თბილისშიც მოეღებოდა ბოლო და გადაწყვიტეს ერთიანი
ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოსათვის. მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრის
საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და ორგანიზატორი ერაყის სელჩუკიანთა
გამგებელი, სულთანი მაჰმუდ მუჰამედის ძე იყო.სპასალარად დაინიშნა ილღაზი.

მაჰმადიანებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომლის


რაოდენობაც 300 000-ს აღემატებოდა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ძალის
რაოდენობა, სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, შეადგენდა 40 000
ქართველს, 15 000 ყივჩაყს, 500 ოსსა და 100 ფრანგ (ევროპელ) ჯვაროსანს.დავითმა აქ
გამოავლინა დიდი მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი. მან მარჯვედ
შემოიტყუა მოწინააღმდეგის უზარმაზარი არმია დიდგორის ვიწრო ხეობაში, სადაც
მტერს თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება აღარ
შეეძლო.მოწინააღმდეგეები დიდგორის ველზე 12 აგვისტოს შეებრძოლნენ
ერთმანეთს. ფრანგი მემატიანე გოტიე გადმოგვცემს დავითის მოწოდებას ჯარისადმი
ბრძოლის დაწყების წინ.

მაჰმადიანთა ლაშქარი სასტიკად დამარცხდა. გაქცეულ მტერს ქართველებმა დიდ


მანძილზე სდიეს. მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა გააღწია სამშვიდობოს. თვით
ილღაზი, ჯარის სარდალი, ძლივს გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს და თავში
მძიმედ დაჭრილი გაბრუნდა უკან.

ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მახლობელ აღმოსავლეთსა და ევროპაში. ამ


ბრძოლის შესახებ წერდნენ ევროპელი, სომეხი თუ არაბი ისტორიკოსები. ჯვაროსნები
დავითს როგორც მოკავშირეს ისე უყურებდნენ და მისგან დახმარებასაც კი ელოდნენ.

დავითმა დიდგორის ბრძოლის შემდეგ ,1122წელს შემოიერთა თბილისი, მეფემ


რომელიც ჯერ, მკაცრად გაუსწორდა მის წინააღმდეგ მებრძოლთ, თბილელ
მაჰმადიანებს, სომხებს, ებრალებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა, ჰამადიანებს-
3 დინარი, სომხებს, ებრალებს-4, ქართველებს-5.

დავითმა გაათავისუფლა შირვანი 1123 წელს და ანისი 1124 წელს.

3)კრწანისის ბრძოლა

 1795 წლის ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის


თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების
განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე
სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა.
გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას
დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი
ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის
ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ.
სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ
განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და
ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ
საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო,
მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო
ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების
სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და
აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი
ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ბრძოლაში ქ

5 ღია კითხვა:

1) გირორგი მეერვემ რომელი ბრძოლები წააგო და როდის?


 1463 წელს გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში დამარცხდა, ხოლო 1465 წელს კი
ფარავანთან

2) რომელი დასი გამოვიდა თამარ მეფის დროს და რა სურადათ მათ ?


 ყურთლუ არსლანის დასი , რომელთაც სურდათ, შექმნილიყო „კარავი.“ კარაველებს
სურდათ რომ თამარს აღმასრულებელი ხელისუფლების როლი შეესრულებინა,
კერძოდ, რომ თამარს კანონები აღესრულებინა, მათ კი მათი შექმნა შესძლებოდათ. და
მეფე მათ საქმეში არ უნდა ჩარეულიყო.

3) რას გულისხმობს ტიტული „აფხაზთა მეფე „ და რომელი ერთიანი


საქართველო , მეფე იყო მა ტიტულატურის მატარებელი?
 ვიდრე „აფხაზეთის სამეფო “ შეიქმნებოდა, მთელიდასავლეთ საქართველო
გაერთიანებული იყო ერთ სამეფოში, რომელსაც ეგრისის სამებო ერქვა. მერვე
საუკუნიდან ეგრისის სამეფო ცალ-ცალკე სამთავროებად დაიშალა. დროთა
განმავლობაში, მათ შორის ყველაზე მეტად აფხაზთა სამთავრო გაძლიერდა. მისი
მთავარი ლეონ მეორე საკუთრივ, აფხაზეთსა და დანარჩენ ეგრისში გაბატონდა და
თავი აფხაზთა მეფედ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დასავლურ-ქართულ
სამეფოს, რომელსაც მმართველი დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფო “ დაერქვა ,
მისი მატარებელი იყო, ბაგრატ მესამე
4) შაჰ–აბასის შემოსევები მიზეზი რა იყო, რა სურდა მას?
 შაჰ -აბასის მიზანი იყო აღმოსავლეთ ამიერ კავკასიიდან ოსმალების განდევნა .
სომხეთის აზერბაიჯანისა და ქართლ- კახეთის დაპყრობა განსაკუთრებით
ისწრაფვოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო.
5) გიროგი ბრწყინვალემ რა მდგომარეობაში მოახერხა დასავლეთისა
და სამცხე–ჯავახეთის შეერთება?
 დასავლეთ საქართველოში ნარინ დავითის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე
კონსტანტინე ავიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეფობა მისმა მოქიშპე ძმამ,
მიქაელმა მოიპოვა, მაგრამ მას დიდი ხნით ბატონობა არ ეწერა. ორი წლის შემდეგ იგი
გარდაიცვალა. ამ ვითარებაში გიორგი იმერეთში გადავიდა და მიაელის
მცირეწლოვანი მემკვიდრე ბაგრატი თან წამოიყვანა , რითაც იმერეთის შემოერთების
საკითხი გადაწყვიტა. 1334 წელს, სამცხის მთავრის, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ
მისი მემკვიდრე, ყვარყვარე სამცხის მმართველად დაამტკიცა, რითაც ფაქტობრივარ
სამცხეც დაიმორჩილა. ამრიგად, ქვეყნის მთლიანობა აღდგენილ იქნა.

შემოსახაზი კითხვები 15 ქულიანი:


1) რომელ საეკლესიო პირთან ჰქონდა უთანხმოება ვახტანგ
გორგასალს?
 მთავარეპისკოპოს მიქაელთან
2) ვინ იყო აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე?
 ლეონ მეორე.
3) როდის მოხდა მარტყოფის ბრძოლა?
 1625 წელი 25 მარტს
4) აღა–მაჰმად ხანი საქართველოში როდის შემოვიდა?
 1795 წელს,1797წელს
5) გაზეთი ივერია ვინ დაარსა და როდის?
ილია ჭავჭავაძემ, 1877წელს
6) კრწანისის ბრძოლაში ვინ ეხმარებოდა ერეკლე მეორეს?
 სოლომონ მეორე
7) რომელი ტომებისგად წარმოიქმნა კახეთის საეპისკოპოსო?
 წანარები და ბარელები
8) ლორე როდის შემოიერთა დავით აღმაშენებელმა?
 1118
9) გიორგი ბრწყინვალე მეფედ როდის ეკურთხა?
 1318
10) საიდან იყო აზო?
 არიან ქართლიდან მეფის ძე
11) რომელი საეკლესიო კრება მოხდა 325 წელს?
 ნიკეის საეკლესიო კრება

12) ტრაპიზონის იმპერია ვინ დაასა?


 თამარის
13) ვინ გაგზავნა ვახტანგ მეექვსემ ელჩად ევროპაში?
 სულხან-საბა ორბელიანი
14) დამფუძვნებელი კრების არჩევნები როდის მოხდა?
1919 წლის 14-17 თებერვალი
15) .................

ვარიანტი მესამე

თემები: 1) ვახტანგ გორგასალი

მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი


პოლიტიკური ფიგურა, დიდი სახემწიფო მოღვაწე მეფე ვახტანგ პირველი იყო,
გორგასლად წოდებული.

ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ორი ძლიერი სახემწიფოს- ბიზანტიის


იმპერიას და სასანიანთა ირამის პოლიტიკური ინტერესების სფეროში იმყოფებოდნენ.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიაში დაიძაბა ურთიერთობა ქრისტიანულ
სექტებს შორის, რაც ვლინდება შიდასოციალურ, კლასობრივ ბრძოლებში. მძიმე
მდგომარეობას უქმნიდდნენ ბიზანტიასა და ირანს ჩრდილოკავკასიელი
მომთაბარეები, ისინი დიდ სიძნელეებს უქმნიდნენ ქართლის სამეფოსაც. ძალთა
ასეთი თანაფარდობის პირობებში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უპირატესობა მაინც
ირანის მხარეზე იყო.

5-6 ს-ში ირანელბმა მეფობა გააუქმეს სომხეთში, ალბანეთსა და ქართლში, ამ ქვეყნების


მმართველებად შაჰი თავის მოხეელებს ნიშნავდა.
მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის ისტორიის შესასწავლად
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭნება ცნობილი სომეხი ისტორიკოსის ლაზარ
ფარპეცის“სომეხთა ისტორიას“.

მეფე ვახტანგის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის,


ვიცით ის რომ ის სასანიანთა ირანის ოთხი შაჰის თანამედორვეა, იეზდიგერდ მეორე,
ჰორმიზდ მესამე, პეროზი, ვაღარში და კავადი.

მეოთხე საუკუნის შუა წლებში საქართველოს მიწა-წყალზე ორი ქართული სახემწიფო


იყო: ეგრისის სამეფო დედაქალაქით ციხეგოჯში და ქართლის სამეფო, დედაქალაქით
მცხეთაში.

როდესაც გარდაიცვა ქართლის მეფე მირდატი, მაშინ ვახტანგი 7 წლის იყო,


დედოფალმა საგდუხტი ბარდავში გაემგზავრა , თავის მამასთან, ირანის დიდმოხელე,
რანის პირიახშ ბარზაბოდთნ, რომელსაც სთხოვა ეშუამდგომლა შაჰთან და ვახტანგს
შეენარჩუნებინა ქრისტიანობა. ბარზაბოდმა შეიწყალა დედოფალი , თუმცა ქართლში
ცეცხლთაყვანისმცელობა, ქრისტიანობის გვერდით, კანონით დაშვებულ რელიგიად
ცხადდებობა.

ვახტანგის გამეფების ჟამს ქართლის სამეფო ირანის ვასალი იყო. ქართლის ლაშქარს
ევალებოდა ირანის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა. ვახტანგმა მიზნად დაისახა
ქვეყნის გათავისუფლება ირანელთა ბატონობისგან, პირველ რიგში უნდა
გაემაგრებინა ქართლის საზღვრეები და დაექვემდებარებინა დიდაზნაურები და
ეკლესია.

ვახტანგმა რანის გამგებლის ვარაზ ბაკურის დახმარებით ილაშქრა ჩრდილო


კავკასიაში, ეს ლაშქრობა წარმატებით დამთავრდა, დარიალის ციხეში მან თავისი
მცველები ჩააყენა, რითაც გაამაგრდა ფაქტობრივად ქართლის სამეფოს ჩრდილოეთი
საზღვარი, გაავრცელა ქართლის გავლენა დვალეთზე, ოსეთზე, დუძუკეთზე,
დიდოეთსა და წუქეთზე. სამეფოს ჩრდილო საზღვრების გამაგრების შემდეგ, მეფე
ვახტანგი იწყებს ბრძოლად დასავლეთ საქართველოსთვის. ქართლის სამეფოს
შემოერთდა ისტორიული არგვეთი, სვანეთი, ეგრისი, იბრუნებს კლარჯეთს, სადაც
აარსებს საერისთაავოს, ვახგანტმა ააშენა არტანუჯის ციხე, ამგვარად, ვახტანგის
დროს, ისტორილი საქართველოს უდიდესი ნაწილი ერთ, ქართლის სამეფოდ
გაერთიანდა.

ვახტანგი აგებს და ანახლებს უჯარმის ციხეს, რომელსაც უმკვიდრრებს სამეფო


ქალაქის სტატუს, ჰერეთის დაცვისა და შემომტკიცების მიზნით, აარსებს ციხე
ქალაქებს:ჭერემს, ნეკრესს, ხორნაბუჯს და ჰერეთს საუფლისწულო მამულის სტატუსს
ანიჭებს.

ის მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია, რაც ვახტანგმა ქართლის ეკლესიაში გაატარა,


ფორმალურად დასაბამს მეფესა და მთავარეპისკოპოსს შორის კონფლიქტით იღებს.
მეფე ვახტანგა ქართულ ეკლესიას დამოუკიდებლობა(ავტოკეფალია) მოპოვა და
ქართლის ეკლესიის უზენაესი ხელისუფლების სტატუსი მთავარეპისკოპოსიდან
კათალიკოსად აღაზევა. ვახტანგმა სათანადო მოლაპარაკების შემდეგ
კონსტანტინეპოლიდან მოიწვია კათალიკოსად პეტრე და თორმეტი ეპისკოპოსი.
ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებულმა საეკლესიო რეფორმამ განამტკიცა სამეფო
ხელისუფების გავლენა ეკლესიაზე.

როცა ვახტანგმა ქართლის თავდაცვის გაძლიერების მიზნით შექმნა საფორტიფიკაციო


ნაგებობათა მთელი სისტემა, მოიპოვა ავტოკეფალია, გამანტიკიცა პოლიტიკური
მდგომარეობა,, გადავიდა შეტევაზე ირანის წინააღმდეგ.პირველ რიგში შეუტია
სასანიანთა იდეოლოგიურ საყრდენს ცეცხლმსახურებას და მოაკვლევინა ქვემო
ქართლის პიტიახში ვარსქენი.

482 წელს ვახტანგმა აჯანყება დაიწყო, კარგი დრო იყო შერჩეული, რადგან პეროზის
მთავარი ძალები ამ დროს ჰეფთალებს ებრძოდნენ. ქართლის მეფემ სომხებს
ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა, მაგრამ სომეხთა სარდალმა ვაჰან მამიკონიაანმა
აჯანყებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მიუხედავად ამისა ის საბოლოოდ
დათანხმა და თანამოძმეებმა სარდლად აირჩიეს. აჯანყების პირველ წელს ვახტანგმა
განდევნა ირანელები ქართლიდან, მაგრამ 483 წელს ისინი დიდი ჯარით შემოვიდნენ.
სომეხთა და ქართველთა ჯარი ჭარმანიანის ველზე დაბანაკდა. ბრძოლის დაწყების
წინ ღალატმა იჩინა თავი, ქართლის მეფემ წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავი
ეგრისს შეაფა. 484 წელს ირანის შაჰი პეროზი ჰეფთალებთან ბრძოლაში დაიღუპა და
ირანელთა სარდალი ჰაზარვუხტი ირანს გაემზაგვრა.. ვახტანგი ეგრისიდან ქართლში
დაბრუნდა. დაიწყო ირან-ბიზანტიის ომი, ირანმა ქართლის მეფეს დახმარება სთხოვა,
ვახტანგმა მას უარი შეუთვალა და საბრძოლო სამზადისს შეუდგა.ირანელთა
მრავალრიცხოვანი ლაშქარი ქართლისკენ გამოემართა,უჯარმის ციხესთან დიდი
ბრძოლა მოხდა, ვახტანგი ბრძოლაში დაიჭრა და გარდაიცვალა, როცა ეს ირანელება
გაიგეს შეტევაზე გადოვიდენ და მოახლოეს ყოველივე.. მოგებული ბრძოლა
დამარცხებით დამთავრდა.
2) მარტყოფის ბრძოლა
1619 შაჰმა ქართლის მმართველად სიმონი დანიშნა, ვექილად სააკაძე დაუნიშნა.

სააკაძეს ქვეყნის გაერთიანება სურდა და ამ მიზნით შეურიგდა თავის დაუძინებელ


მტრებს : ქაიხოსრო და ფარსადან ციციშვილებს. სააკაძემ ქალიშვილი ფარად ფაშას
მიათხოვა. იგი ოსმალეთის მოხელე იყო აჯანყებისთვის ემზადებოდა თეიმურაზიც,
მაგრამ რუსეთიდან დახმარება ვერ მიიღო. მისი რუსეთიდან კავშირის გამო შაჰმა
თეიმურაზის შვილები დაასაჭურისა და გარდაიცვალნენ 1622 წელს სიკვდილით
დასაჯა ლუარსაბი

ირანეთა ლაშქარი 1615 წელს ყარჩიღა-ხანის სარდლობით შემოვიდა საქართველოში.


მარტყოფში დაბანაკდნენ. 25 მარტს გაიმართა ბრძოლა , რომელშიც ქართველებმა
გაიმარჯვეს თეიმურაზი რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მოიწვიეს და
გაერთიანებული სამეფოს ტახტზე დასვევს თბილსის ვერ აიღეს. შაჰმა მოაკვლევინა
სააკაძის ვაჟი-პაატა.

3) ილია და თერგდალეულები

მეცხრანეტე საუკუნის 60-80იანი წლების ეროვნლი მოძრაობა წარმოადგენდა 1832


წლის შეთქმულების ლოგიკურ გაგრძელებას. წინა ეპოქის ეროვნული
მოძრაობისგან განსხვავდებოდა რამდენიმე ნიშანით:1.ეროვნული მოძრაობა არ
იყო ლოკალური, კუთხური, არამედ საერთო-ქართული. მისი მიზანი იყო
ქართველებისა და საქართველოს გადარჩენა.2.ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა
უნიკალური პროგრამა, რომელსაც ქართველი ერი უნდა მიეყვანა სახემწიფოებრივ
დამოუკიდებლობამდე.3. ეროვნული მოძრაობის სათავეში იდგა ქართველი
არისტოკრატია, თუმცა ეს მოძრაობა არ ყოფილა ორიენტირებული რომელიმე
სოციალურ ფენაზე.4.ეროვნული მოძრაობა არ ითვალისწინებდა საერთო
ქართული აჯანყების რუსეთის წინააღმდეგ და ამ გზით დამოუკიდებლობის
მოპოვებას. 5.ეროვნული მოძრაობის მიზანი იყო სამასწლიანი გაუცხოების
პერიოდის უარყოფითი შედეგების დაძლევა.
ეროვულ
განმათავისუფლებელი ილია ჭავჭავაძე
მოძრაობა

დიმიტრი ყიფიანი ნიკო ნიკოლაძე აკაკი წერეთელი იაკობ გოგებაშვილი

ამ მოძრაობის წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე, ამ დიდ საქმეში მას მხარში


ედგნენ:დიმიტრი ყიფიანი,ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, აკაკი
წერეთელი,იაკობ გოგებაშვიკი და სხვები.ქართულ ისტორიაგრაფიაში მათ
„სამოციანელებს“უწოდებენ, თერგდალეულები პირველი დასის
სახელწოდებითაც არიან ცნობილნი. შემდგომში მათ შეუერთდნენ სერგეი მესხი,
ვაჟა ფშაველა და სხვა... დიდია მათი ღვაწლი თუმდა ილია ჭავჭავაძე იყო იდეის
მიმცელი, პირველდამწყები და მუხლჩაუხრელი მებრძოლი.

ერთიანი ქართული მონარქიის წამოქმნის პროცესში ყალიბდებოდა ერთიანი


ქართული ცნობიერებაც, საუკუნების მაძილზე ქართულმა ცნობიერებამ
ძლიერი დარტყმა განიცადა,სამეფო სამთავროები თავის გადარჩენას
ერთმანეთის გაწირვით ახერხებდნენ, ამას ერთვოდა დაუსრულებელი ომები,
დაიწყო კუთხეებს შორის გაუცხოება რასაც თან სდევდა საერთო ქართულის
მივიწყება.სწორედ ეს იყო რუსეთის მიზანიც, ქართველის ცნობიერებიდან
ქართველის და საქართველოს აღმოფხვრა.ილია ჭავჭავაძე უპირველეს
ამოცანად ეროვნული ცნობიერების აღორძინებას მიიჩნევდა. უნდა
დაბრუნებულიყო ქართული ენა და ქართული ენა აღდგენილიყო კანონიერ
უფლებებში.ქართული ენის სიწმინდის დაცვას მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ 1860
წელს დაწერილი პოლემიკური წერილი „ორიოდე სიტყვა თაავად რევაზ შალვას
ძის ერისთავის კაზლოვითგან „შეშლილის“თარგმანზედა.“1879 წელს შეიქმნა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.1885
წლიდან საზოგადოებას უცვლელად თავმჯომარეობდა ილია
ჭავჭავაძე.ქართული ეროვნული ცნობიერების გადარჩენის საქმეში დიდი
როლი ითამაშა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენამ“, ცნობიერების აღორძინებას
ხელი შეუწყო ქართულმა პრესამ, როგორიცაა გიორგი ერისთავის
ხელმძღვანელობით გამომავალი ჟურნალი „ცისკარი“.

1863 წელს ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“რომელმაც სულ


ერთი წელი იარსება, ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო ჟურნალ
„დროებამ“,რომლის პირველი რედაქტორი გიორგი წერეთელი იყო, შემდეგ
სერგეი მესხი და დახურვამდე ივანე მაჩაბელი.

ილია ჭავჭავაძის „ივერია“გაცილებით მეტს წარმოადგენდა ვიდრე ჟურნალი და


გაზეთი, მასთან ერთად ცნობიერების შენარჩუნებაში დიდი წვლიდი შეიტანეს
გაზეთმა“კვალმა“, ჟურნალმა „მოამბემ“ და სხვა.

ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩასახვამ და განვითარებამ მძიმე


მდგომარეობაში ჩააგდო ქართული არისტორკატია, ისინი ფულს
სესხულობდნენ სომხური ბურჟუაზიისგან მგომარეობის გამოსწორების
მიზნით, დიდი ნაწილი ფულს ვეღარ აბრუნებდა და მიწით იხდიდა,
შესაბამისად ქართული მიწა ნელ-ნელა სომეხთა ბუურჟუაზიის ხელში
გადადიოდა.ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსავალი ილია ჭავჭავაძემ და მიმსა
თანამოაზრეებმა იპოვეს, დაარსდა თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო
საადგილმამულო ბანკები, ეს იდეა დიმიტრი ყიფიანმა წამოაყენა.ა მის შემდეგ
უსახსროდ დარჩენილ ქართულ არისტოკრატიას შეეძლო ფლი
სათავადაზნაურო ბანკისგან მიეღო და არა სომეხთა ბურჟუაზიისგან.

მე-19 საუკუნის სამოციან წლებში ქართველი ერი რამდენიმე


წოდებად,სოციალურ ფენად იყოფოდა, ყველა სოციალურ ფენას თავისი
მისწრაფება ჰქონდა, რაც მათ დაპირისპირებას განსაზღვრავდა, ილია
ჭავჭავაძემ მიზნად დაისახა ყველა სოციალრი ფენის გაერთიანება. ამ
მოძრაობის საბოლოო მიზანი კი ქართველი ერის მომზადება იყო
დამოუკიდებლობისთვის,სწორედ ამ ყველაფერს დამეყარა ქართული
სახემწიფოებრიობა 1918 წელს.

ეროვნული მოძრაობის შიგნით თავიდანვე შეინიშნებოდა გარკვეული


წინააღმდეგობა,რომელმაც 70იან წლებში სერიოზული სახე მიიღო. ილია
ჭავჭავაძეს აშკარად დაუპირსპირდნენ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი,
მოგვინაებით მათ მიემხრო სერგეი მესხი,ისინი ერთმანეთს
უპირისპირდებოდნენ სოციალური საკითხის ასახვასთან დაკავშირებით,ილია
თვლიდა რომ სოციალურ საკითხე აქცენტის გადატანა ზიანს მოუტანდა
ეროვნულ მოძრაობას,გათიშავდა ერს, სხვაგვარად ფიქრობდნენ ილიას
მოწინააღმეგები და პირველ ადგილას სოციალურ საკითხს აყენებდნენ,ასევე
ისინი არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს ეროვნული ბურჟუაზიის საკითხთან
დაკავშირებით, ამასთან ერთად გიორგი წერეთელი მოუწოდებდა
ახალგაზრდებს ყველაფერი დასავლეთ ევროპიდან გადმოეღოთ, რასაც ილია
ჭავჭავაძე არ ემხრობოდა. ამგვარად სამოციანელთა ბანაკში ორგვარი ხედვა
გამოკვეთა და მათ გამოეყო ცალკე ჯგუფი, რომელსაც“ მეორე დასი“ეწოდა.
ორგანიზაციული თვალსაზრისით მეორე დასი არამყარი გამოდგა და მალევე
დაიშალა.

1) ყუთლუ–არსლანი ვინ იყო და რა გააკეთა მან?


 ყურთლუ არსლანი საქ. მეფეების გიორგი მესამისა და თამარის მეჭურჭლეთ უხუცესი
ყურთლუ არსლანის გამოსვლა.

2) ვახტანგ მეექვსის საკანონმდებლო ძეგლები?


 „დასტურლამალი“

3) ვინ ეხმარებოდა ერეკლე მეორეს კრწანისის ბრძოლაში?


 სოლომონ მეორე
4) ვინ გააგზავნა ვახტანგ მეექვსემ ევროპაში ელჩად?
სულხან-საბა ორბელიანი
5) ვინ დაარსა გაზეტი ვერია და როდის?
 1877 წ ილია ჭავჭავაძე
6) გიორგი მეერვემ რომელი ბრძოლები წააგო?
1462 ჩიხორი, 1465 ფარავანი

7) ერთიანი საქართველოს მეფეებიდან აფხაზთა ტიტული ვის


ეკუთვნოდა და რა შინაარსის მატარებელი ის?
ვიდრე „აფხაზეთის სამეფო “ შეიქმნებოდა, მთელიდასავლეთ საქართველო
გაერთიანებული იყო ერთ სამეფოში, რომელსაც ეგრისის სამებო ერქვა. მერვე
საუკუნიდან ეგრისის სამეფო ცალ-ცალკე სამთავროებად დაიშალა. დროთა
განმავლობაში, მათ შორის ყველაზე მეტად აფხაზთა სამთავრო გაძლიერდა. მისი
მთავარი ლეონ მეორე საკუთრივ, აფხაზეთსა და დანარჩენ ეგრისში გაბატონდა და
თავი აფხაზთა მეფედ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დასავლურ-ქართულ
სამეფოს, რომელსაც მმართველი დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფო “ დაერქვა ,
მისი მატარებელი იყო, ბაგრატ მესამე

8) ვინ დაშალა საქართველო საერისთაავოებად?


 ფარნავაზი

9) ბაგრატ მესამის მეფობის წლები?


 975-1014

10) როდის შემოიერთა დავითმა ანისი?


 1124
11) 482 წელს რომელი შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა ვახტანგ
გორგასალი?
 შაჰი პეროზი
12) ნიკეას საეკლესიო კრებას რომელი სასულიერო პირი
დაესწრო?
 სტრატოფილე და ეპისკოპოსი დემნა

13) როდის მოხდა ასპინძის ბრძოლა?


 1770 წლის 20 აპრილს

14) ვინ იყო აფხაზეთის პირველი მეფე?


 ლეონ მეორე
15) როდის ილაშქრა შაჰ–აბასმა კახეთში და რატომ?
 1608 წლიდან, აბას პირველს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა

ეს საკითხები შეგვხვდა საბოლოო გამოცდაში ნადირაძისა და ოთხმეზურის ბავშვებს.


შესაზლოა, ზუსტად იგივე არ შეგხვდეთ და შეცვალონ ტესტი, თუმცა გამოცდის სტრუქტურა
გეცოდინებათ და ვფიქრობ, რამდენიმე კითხვა მაინც გამეორდება. ბილეთებს არ იძლევიან.
ეს საკითხები გამოცდის შემდეგ არის გახსენებული ამიტომ მესამე ვარიანტის მთელი ვერსია
არ გვაქვს.

You might also like