You are on page 1of 2

შეუპოვრად მორბოდა არაგვი, უკან მოსძახოდნენ ტყიანი მთები, არაგვის პირის მობიბინე

ნაპირები ქართვეთა გულს ახარებდა და დასასვენებლად იწვევდა,.

ჩამავალი მზე მთიულეთის ხეობას სხივებს ჰფენდა, ამ მშვენიერ არეს ზედ


გადმოჰყურებდა ძველი ჩარდახი. სწორედ აქ ბრძანდებოდა მოწყენილი მეფე ირაკლი და
ქარვის კრიალოსანის მარცვლებს ატანდა თავის ზრახვებს. მასთან ერთად იყო მეფის
საყვარელი მსაჯული, “ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული“. და ყმათ საყვარელი
სოლომონი.

დიდხანს იმზირებოდა მეფე მდუმარედ, შემდეგ სოლომონს მიმართა: შენ კარგად


იცნობ ჩემს გულს, შენი რჩევები ბევრჯერ დამდებია გულზე მალამოდ, ახლაც ჩემი გულის
ტვირთს გიზიარებ: იცი, რომ კარგა ხანს არ მითვისებდა ქართველთა გული, მთელი
ცხოვრება შევალიე მათ გაერთგულებას და ახლა, როცა კარგი დროისათვის ვემზადებოდი,
ხედავ, რა დამმართეს. ცუდი ისაა, რომ გაქეზებული აღა-მაჰმად-ხანი აღარ დაგვაწყნარებს,
ეს ხმა ლექებსაც გააქეზებს, ოსმლებიც ხომ დროს ელოდებიან, ამ დროს კი ჩვენი
ქართველები ერთმანეთს ჰბაძავენ. მე კი ისევ მტკიცე გული მაქვს, მაგრამ ის აღარ ვარ, რაც
ვიყავი, სამწუხაროდ სხვა ღირსეულ შვილსაც ვერ ვხედავ, რომ მამულს უშველოს, ამიტომ
გადავწყვიტე, რუსებს დავუკავშირო ქვეყნის ბედი, რადგან განთქმულია მათი სახელი,
ბრძენი ხელმწფე ჰყავთ და კარგა ხანია სარწმუნოებაც გვაერთიანებს.

ამის გამგონე მსაჯულს ამოხდა: ჯერ სამაგისო რა გვჭირს, რომ სხვას მივცეთ ჩვენი
თავისუფება, ან დარწმუნებული ხართ, რომ მათ ხელში ბედნიერები ვიქნებით, მართალია
სარწმუნოება გვაერთიანებს, მაგრამ განსხვავებული თვისებები გვაქვს და დაუჯერებელია
მათ ჩვენი გაგება შეძლონო.

მეფე დაეთანხმა, რომ ეს ყველაფერი მართლა საფიქრალი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალს
ვერ ხედავდა არადა მისი მიზანი იყო, ვიდრე ცოცხალი იყო, თავისი ერისათვის საშველი
მოენახა და ქვეყანას ომებისგან დაესვენა. სოლომონმა შეახსენა მეფეს, რომ ქართველებს
არად მიაჩნიათ უბედურება, თუკი თავისუფლები იქნებიან, თუმცა მეფეს მტკიცედ სწამდა,
რომ დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ქართლს რუსთ ხელმწიფობა დაიცავდა. ასე ბჭობდნენ
ქართლის ბედზე, მერე ორივე დადუმდა , ბოლოს ბატონმა ურჩია მტრისგან აოხრებული
ქალაქისთვის ჩაეხედათ.

გზად მიმავალი სოლომონი ფიქრობდა მეფის სიტყვებზე. ,წუხდა, რატომ მოჰმადლა


ღმერთმა ერთ კაცს უფლება ერის ბედი განაგოს, სხვას გაუბოძოს ერის თავისუფლება.
მეფის გადაწყვეტილების მიზეზებს ეძიებდა და ფიქრობდა, რომ ყმათა ღალატის გამო
ახლა მათ დასჯას აპირებდა მეფე.. ბოლოს ესეც დაასკვნა, რომ იქნებ მეფემ უკეთ
იცოდა,რასაც აკეთებდა. ასეთი აფორიაქებული ფიქრებით მიადგა თავის სახლს, წინ
გამოეგება მისი მეუღლე, სათნო სოფიო. იკითხა ამბავი, პასუხად კი მსაჯულმა მოახსენა,
რომ მეფე ძლიერად იყო გამწყრალი და ქვეყნის ბედის განსაზღვრას რუსებს ანდობდა, თან
დაამატა, რომ რუსების ხელქვეით დიდებულთა ცოლებს პატივი და დიდება ელოდათ. ამის
გამგონე სოფიომ მიუგო;
— “უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,...
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვეებული?....

ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,


თუ მოაკლდება თავისუფლება?

ამის გამგონე მსაჯული, რომელიც ელოდა, რომ დედაკაცს გაახარებდა ტკბილი ცხოვრების
შეპირება, ცოლს გადაეხვია.

You might also like