You are on page 1of 12

სკოლა - საბაზო

საგანი - ქართული ლიტერატურა


კლასი - VIII
პედაგოგი - ეკატერინე ღაღანიძე
თარიღი - 2021 წლის 18 იანვარი
ბედი ქართლისა

ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნაწილი პირველი
ერეკლე II და ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილის საგვარეული
შტო
ისტორიული კონტექსტიკრწანისის ბრძოლა 1795 — ბრძოლა ქართლ-
კრწანისის ბრძოლა, კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის
გამარჯვება და ღალატითბილისთან, კრწანისის ველზე, როცა აღა-
მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების
განმტკიცების შემდეგ, ერეკლე II-ს ქართლ-
კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის
აღდგენა მოსთხოვა. ბრძოლის პირველ ეტაპზე
ერეკლემ გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ
მოგვიანებით, მოღალატეების მეშვეობით, აღა-
მაჰმად-ხანმა ხელახლა წამოწყო შეტევა და
თბილისის აღებაც მოახერხა.
ლექსიკონი:
მწყემსი კეთილი - ღმერთის მეტაფორაა.
წმინდა სამწყსო - აქ: ანგელოზები.
გულთა-მხილავი - ღმერთის ეპითეტია.
ცხოვარნი - აქ: ქართველები.
გვესწრაფე - გვიშველე, გვიხსენი.
ხელთ-აღმპყრობელი - მშველელი, მფარველი, შემწე, დამხმარე,
მხსნელი.
ბანაკი - საომრად გამზადებული ლაშქარი.
ცათა წინაშე - უფლის წინაშე.
ვითარის - როგორი კადნიერება - გამბედაობა, თავხედობა.
ნაღარა - ჩასაბერი საკრავი, დიდი საყვირი.
გაქეზებული - აქ: გამოცდილი, მრავალი ომის გადამტანი.
შეგულიანებული.
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა - ძალას მატებდნენ.
მყის ჩაიკეცეს ქუდები - ძალა მოიკრიბეს, იერიშზე გადასასვლელად
მოემზადნენ, მხნეობით აღივსნენ.
„ბედი ქართლისა“
კარი პირველი (პირველი ნაწილი)
„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი.
სამწყსოს
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს! ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს ზე-დაჰნათლიდა ბრძოლისა ველსა,
საქართველოსა ჭირნი მოადგეს! და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა
მრავალ არიან, უფალო, მტერნი განამხნევებდა მამობრივის ხმით:
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი! "ჰხედავთ, ვითარის კადნიერებით
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო,
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
და აღადგინე დღეს საქართველო!" -
ასე ილოცდა მეფე ირაკლი საქართველოს დღეს გარდაუწყდება
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი. თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა!
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი
მამულისათვის მეფისა ცრემლი! დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი,
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დაებანაკა სპარსთთან საომრად! დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანს ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!" -
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს.
„შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი:
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!" - ვითა ნადირსა მშიერი ლომი,
შეჰბღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით: ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
"ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს და მტკვარსა შეჰრთეს სისხლისა
დავიხოცებით, ღვარნი!
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი! ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი ორნივ ომებში გაქეზებულნი.
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰხედავს;
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!"
და იოანნე, კახთ აბაშიძე,
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
განუმტკიცებდენ მკლავთა
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
ქართვეალთა;
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა. შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, -
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა მაინც ვერ ჰხედვენ ბოლოს
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა! ბრძოლისას.
მხდალსა განგამხნევს, მხნეს განაღვიძებს, რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს! საქმე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად
და დაერივნენ თავისებურად!
განმარტებები:

 ნაწარმოები იწყება ერეკლე მეფის ლოცვით. იგი


ღმერთს ავედრებს თავის სამეფოს და ხალხის
გადარჩენასა და ქვეყნის აღდგენას სთხოვს. აქვე
ავტორი აღნიშნავს, რომ ღმერთისთვის დიდი
მნიშველობა აქვს მეფის ცრემლს.
 მეფე ჯართან ერთად კრწანისის მინდვრადაა
დაბანაკებული და აღა-მაჰმად-ხანთან საომრად
ემზადება. მოწინააღმდეგე ძლიერი და მრისხანეა.
 ირაკლი (ანუ მეფე ერეკლე) მამობრივად ამხნევებს
ჯარს და ეუბნება, რომ ახლა წყდება საქართველოს
ბედი, რადგან საქართველოზე „შეკრბების
უსჯულოება“ და სწორედ ახლა გამოჩნდება, ვის უფრო
უყვარს მამული. ამიტომ ერეკლე ახსენებს მეომრებს,
განმარტებები:
 მაგრამ ჯარს არ ეშინია მტრის მაშინ, როცა ნუგეშად ერეკლეს ხედავს და მზადაა,
მეფისთვის თავი გასწიროს (ამ მონაკვეთში მეფის მიმართ მოწიწება და
სიყვარული).
 ჯარი თავის სიყვარულს უზირებს მეფეს და საომრად მზადებას იწყებს, ნაღარისა
და ბრძოლის ხმა საბრძოლველად აღანთებს ქართველებს, „მხდალსა
განგამხნევს, მხნეს განაღვიძებს და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს!“
 იწყება მწარე და ძლიერი ომი, ქართველები სპარსელებს მშიერი ლომებივით
ეკვეთნენ. მეფე ირაკლის ღვაწლი მათ მხოლოდ ამხნევებდა და ვაჟკაცური
საქციელისკენ მოუწოდებდა.
 როცა ბრძოლა ძალიან გაჭიანურდა და ქართველებიც მიხვდნენ, რომ საქმე
გართულდა, მამაპაპურად იკრეს ხელი ხმალზე და გაათმაგებული ძალით
დაიწყეს ბრძოლა.
იფიქრეთ:
 როგორია ჯარის დამოკიდებულება
მეფისადმი?
 როგორ მიმართავს ერეკლე მეორე ჯარს,
ბრძოლაში თანასწორია თუ არა მეფე და
ჯარი?
 როგორაა აღწერილი ბრძოლის სცენა, რა
მხატვრული ხერხები გამოიყენა ავტორმა?
(აირჩიე: ჰიპერბოლა, ეპითეტი, შედარება,
მეტაფორა)
 მეფის რომელი თვისებები გამოიკვეთა ამ
მონაკვეთში?
დავალება:

 ტექსტის წაკითხვა, გაშინაარსება და დასწავლა


 ლექსიკონზე მუშაობა
 წერითი დავალება: ეპიზოდის შინაარსი
 აღწერეთ,რა დამოკიდებულება აქვს ჯარს მეფე
ერეკლესადმი და მეფეს - ჯარისადმი, იმსჯელეთ,
რაზე მეტყველებს მათი ურთიერთგაგება?
 ბონუსი:
ერეკლე მეფის დროინდელი
საქართველო და „ბედი ქართლისა“ -
ისტორიული კონტექსტი

You might also like