You are on page 1of 9

„ბედი ქართლისა“

ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნაწილი მეხუთე
ლექსიკონი:

 განსამართლებენ - განსჯიდნენ
 ლიტონი - მართალი, წრფელი,
უბრალო
 სამზადი - სასახლის მეურნეობა
 აჰყარა გული - გული აუცრუა
 შეუორგული - ერთგული
“სულ მართალია, ჩემო სოლომონ, მამულისათვის გულ-მტკივნეული,

მაგრამ აბა სთქვი, ქართველთა რა ჰყონ ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ,

ამ უბედობის და დარღვევის დროს? ხოლო ქართველნი მამულს


ჰგლოვობდნენ!
აბა ირაკლიმ რა მოაგვაროს
ამ დროს აღმოჰხდა ბადრი მთოვარე
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
და სიამითა მოფინა არე.
აი მივიღებ მე შენთ რჩევათა
ცამ მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
და დავიდუმებ ჩემსა გულის თქმას;
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,
და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთა
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება”.
ასე ირაკლი და მის მსაჯული, გულს აუშალეს დარდები ბატონს,

ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს.


მას მოაგონდა დრო ყრმაწვილობის, შევიტყო კახთა საჭიროება,

განტარებული თვისთა კახთ შორის, ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;

როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის, შენ კი აქედგან ქალაქში ჩადი

როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის, და დამახვედრე ჩემი სამზადი”.

და საყვარელი კახეთის გმირი დილაზე ადრე მოვალს მსაჯული

იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი! ქსნის ხეობაში, დაფიქრებული:

დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად, ვიდრემდის იყო შიშიანობა,

დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად, მას აქ ესახლა თავის სახლობა.

შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს: და მომავალმან აწ ქალაქისკენ

“ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს გამოიარა თავის სახლისკენ.


ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კიდევ კახეთი, მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი:
“მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას! და რად ივიწყებ, რომე მარადის

ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას, ერსა ეკუთვნის გულისთქმა მეფის!”

“იქნება მეფე ციხის გატეხას

და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი, აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?

განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, იქნება ამან აჰყარა გული

და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ბატონს ქართლზედა შეუორგული?..

მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,


ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის,
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
მაშ რამ უცვალა მას გული მყარი,
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?..
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება
და უთრგუნვიდე თავისუფლებას? უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირება:

შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება, ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის

რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება, გონება ყმათა ვერა მიხვდების!”


განმარტებები:
 ერეკლე მეფე ეთანხმება სოლომონს, მაგრამ აღნიშნავს,
რომ მას, როგორც მეფეს, სხვა არაფრის გაკეთება
შეუძლია იმისთვის, რომ ქართველებს ოდნავ მაინც
შეუმსუბუქოს ყოფა.
 მეფე თანახმაა დროებით დადუმდეს, მაგრამ, მისი
აზრით, მაინც დადგება დრო, როცა ქართველებს
„დაიცავს“ რუსთ ხელმწიფება (როცა საქართველო
მოექცევა რუსეთის მფარველობის ქვეშ).
 ცაზე ამოსულმა მთვარემ, ვარსკვლავებით მოჭდილმა ცამ
და არაგვის ჩხრიალმა დარდი აუშალა ბატონს და
ახალგაზრდობა მოაგონა, როცა ბედნიერი, ლაღი და
მტრის განმგმირი მეფე იყო. დამწუხრებული ერეკლე
რეალობას უბრუნდება და სოლომონს ქალაქში გზავნის.
განმარტებები:

 სოლომონი ჩაფიქრებული მოდის თბილისისკენ. გადაწყვეტილი


აქვს, რომ გზად ქსნის ხეობაში შეიაროს, სადაც მისი ოჯახი
აფარებს თავს. ერთგული მსაჯული მხოლოდ მეფის სიტყვებზე
ფიქრობს.
 მისი აზრით, ბედნიერებაა, როცა, ღმერთის ნებით, ერთ
ადამიანს ემორჩილება მთელი ქვეყანა, მაგრამ ამ ადამიანს,
მეფეს, მაინც არ აქვს უფლება, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს,
რომელიც მის ხალხს თავისუფლებას წაართმევს.
 სოლომონი ფიქრობს, რომ მეფეს ქართველებზე ღალატის
გამო აქვს გული აცრუებული, თუმცა საკუთარი სიმართლეც
აეჭვებს - იქნებ, მეფის ღვთიურ ზრუნვას ვერ ხვდება და
ერეკლემ უკეთ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს!
იფიქრეთ:
 რას გულისხმობს მეფე ერეკლე სიტყვებში: „ქართლსა დაიცავს
რუსთ ხელმწიფება“?
 მეფე ერეკლე „უჯერებს“ სოლომონს, მაგრამ სინამდვილეში,
ეთანხმება თუ არა მას?
 რა ფიქრები აღუძრა მეფეს არაგვის წყალმა და
ვარსკვლავებით მოჭედილმა მთვარემ?
 რატომაა სოლომონი სევდიანი და ჩაფიქრებული?
ჩამოთვალეთ მიზეზები.
 სოლომონის აზრით, რისი უფლება არა აქვს მეფეს?
 სოლომონის აზრით, რატომ აიცრუა ერეკლემ გული
ქართველებზე და მოინდომა საქართველოს რუსეთთან
შეერთება?
დავალება:

 ტექსტის წაკითხვა, გაშინაარსება და დასწავლა


 ლექსიკონზე მუშაობა
 ბარათაშვილი ამ პოემას საქართველოს რუსეთთან
შეერთებიდან 38 წლის შემდეგ წერს. ამდენად, მისთვის
იოლია ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეების
შეფასება. იმსჯელეთ, ერეკლესა და სოლომონის
არგუმენტებიდან გამომდინარე, ვის პოზიციას იზიარებს
ავტორი? 197გვ.

You might also like