Professional Documents
Culture Documents
კრწანისის ბრძოლა - ვიკიპედია
კრწანისის ბრძოლა - ვიკიპედია
ბრძოლა
კრწანისის ბრძოლა
საქართველო-სპარსეთის ომების
ნაწილი
ქართლ-კახეთის ყაჯარების
სამეფო იმპერია
იმერეთის
სამეფო
მეთაურები
ძალები
7 000 35 000
დანაკარგები
6 850 13 000
ქართველთა სარდლობამ
გადაწყვიტა გამოეყენებინა
მისადგომების რელიეფი და
ეიძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ
პირობებში, რომ ვერ
მოეხერხებინა ჭარბი ძალების
გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.
ამასთან, ქართველებმა,
მნიშვნელოვანი სამუშაოები
ჩაატარეს თავდაცვითი
ზღუდეებისა და პოზიციების
შესაქმნელად. ქართველთა
ლაშქარი 5 ათასამდე კაცს
ითვლიდა, აქედან 2 ათასი
იმერეთის სამეფოდან იყო, მათ
სოლომონ II მეთაურობდა. 9
სექტემბერს, დილით, ქართველთა
ნაწილების დასაზვერად და
ხელსაყრელი პოზიციებიდან
გამოსატყუებლად ირანელთა
ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ
გადავიდა იერიშზე. ქართველთა
მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე
ახლოს მიუშვა, შემდეგ კი
ერთბაშად ცეცხლითა და
მოულოდნელი იერიშით უკუაქცია.
10 სექტემბერს, სპარსელებმა
ჩათვალეს, რომ სოღანლუღის
მხრიდან, ვიწრო საქარავნე გზით
წასვლა თბილისისკენ რთული იყო
და ამიტომ სომეხი მელიქების
რჩევით გადაწყვიტეს თელეთიდან
შინდის-ტაბახმელისაკენ ასვლა,
იქიდან კი დაშვება კრწანისის
ველზე, საიდანაც, სეიდაბადის
გავლით იოლად მიადგებოდნენ
თბილისს. ამ გზით თაბორის
ქედიდანაც შეიძლებოდა
პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება.
მტრის მეწინავე რაზმმა (3–4 ათასი
კაცი) მძლავრად შეუტია
ქართველთა გამაგრებულ ხაზს
ტაბახმელასა და შინდისს შორის.
10 სექტემბერს, ერეკლეს
ბრძანებით ბრძოლას დავით
ბატონიშვილი სარდლობდა. მისი
რაზმი და არტილერია, თაბორის
ქედის სამხრეთ ფერდობებთან,
შინდისის მიდამოებში განლაგდა
და მიზანში თელეთის ქედის
ჩრდილო ფერდობები ამოიღო,
რადგან მტერი აქედან უნდა
დაშვებულიყო კრწანისის
ველისაკენ. კრწანისის ველის
მიდამოებში (დაახლოებით იქ,
სადაც ახლა ე.წ. სამთავრობო
აგარაკები, ოფტალმოლოგიური
კლინიკა და სასჯელაღსრულებითი
დაწესებულებებია),
მოხერხებულად განთავსდა ოთარ
ამილახვრის, იოანე
მუხრანბატონის, ზაქარია
ანდრონიკაშვილის რაზმები,
იმერელთა რაზმი ზურაბ
წერეთლის მეთაურობით. ერეკლე,
თავისი მებრძოლებით
სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის
ველის განაპირას იდგა. როდესაც
მტერმა თელეთის ქედზე
გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ
მეწინავე რაზმებს ზარბაზნის
ცეცხლი დააყარა და დიდად
დაზარალებული მტერი
რამდენიმეჯერ უკან შეაბრუნა.
თუმცა სპარსელებს ახალი,
დასვენებული, დიდი ძალა
ემატებოდა თელეთის ქედის
მეორე მხრიდან. მტერთან
ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა
ქართველთა სხვა რაზმებსაც
მოუწია. ბოლოს 75 წლის ერეკლემ
ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი
და მომხდური მტრის რაზმების
შუაგულში შევარდა, მას
შვილიშვილი, სოლომონ მეორეც
მიჰყვა. ქართველებმა
საღამოსათვის მრავალრიცხოვან
მტერს დიდი დანაკარგით უკან
დაახევინეს. მათი განახევრებული
რაზმები თელეთის ქედის მეორე
მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ
გადადევნეს. 10 სექტემბერს
ქართველები გამარჯვებული
მობრუნდნენ თბილისში.
ღალატი
იმ მომენტში, როდესაც
მოწინააღმდეგეებს
ერთმანეთისაგან ერთი პატარა
ხევი და ბაღნარები ყოფდათ,
სეიდაბადის სამხრეთი
კალთებიდან შეტევაზე გადავიდა
ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი
რაზმი, რომლის ამოცანა იყო
სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა.
მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის
უკუგდებაზე დააბანდა. სასტიკი
ბრძოლა გაიმართა. აღა-მაჰმად-
ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია
მოხვდა და სისხლისმსმელი შაჰი
ატალახებულ მიწაზე გაგორდა. ვინ
იცის როგორ შეიცვლებოდა ომის
ბედი, ტყვია რომ მის მხედარს
მოხვედროდა. ამ დროს ერეკლე II-მ
კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა,
მაგრამ მძიმე ბრძოლებში,
ქართველთა ისედაც მცირე
ძალები თანდათან ამოიწურა და
ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს.
ქართველთა ჯარი თავის პირველ
პოზიციას, მესამე სანგრის
მიდამოს დაუბრუნდა და იქ სცადა
გამაგრება.
გმირულად იბრძოდნენ
ქართველები. ვახტანგ
ბატონიშვილის რაზმის წევრები,
რომლის შემადგენლობაში იყვნენ
300 არაგველი, ქიზიყელნი,
თბილისელი მებრძოლები, მათ
შორის მსახიობები – მაჩაბელას
სიმღერით გამხნევებულნი,
თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ
სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს.
ერეკლეს ერთგული 200 თათარი
განსაკუთრებული სისასტიკით
დახოცა მტერმა. არაგველები
იქითკენ მიიწევდნენ, სადაც შაჰის
ბანაკი იყო და თვალწინ დაუხიეს
დროშები შაჰს. საკვირველი
გმირობა გამოიჩინეს ქართველმა
არტილერისტებმა მაიორ
გურამიშვილის მეთაურობით. ერთი
საათის ბრძოლის შემდეგ
ქართველთა ლაშქარი მესამე
სანგრიდან მეოთხეში გადავიდა,
აქაც ერთი საათი იბრძოდა და
შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის
მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-
ხანმა მთელი რეზერვები
ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს
დევნა დაუწყო. ქართველთა
მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის
შეტევის დროებით შეკავება.
ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი
დაატყვევებდა ან მოკლავდა
მეფეს, მაგრამ ერთგულმა
თანამებრძოლებმა, მათ შორის
შვილიშვილმა, იოანე
ბატონიშვილმა, მედგარი
ბრძოლით მოაშორეს სპარსელები
და ძალით გამოიყვანეს მეფე
ბრძოლის ველიდან. მან და მისმა
150-მდე მხედარმა თბილისზე
გავლით საგურამოსკენ გასწია და
ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა.
მცირე ხნის შემდეგ მტერი
ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ
მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა.
სპარსელებმა თბილისი ჯერ
გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და
ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი
მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი
შიმშილისა და გადამდები
სნეულებისაგან დაიღუპა.
ქართლის სოფლებს მოთარეშეთა
რაზმები შეესივნენ. კრწანისის
ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა
აღმოსავლეთ საქართველოს.
იხილეთ აგრეთვე
მოძიებულია
„https://ka.wikipedia.org/w/index.php?
title=კრწანისის_ ბრძოლა&oldid=4563203“-
დან
ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 16:10,
22 ოქტომბერი 2023. •
შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი
ლიცენზიით (თუ სხვა არ არის
მითითებული): CC BY-SA 4.0 .