You are on page 1of 5

რა ვიცით კრწანისის

ბრძოლის შესახებ

პროექტზე მუშაობდნენ: მერაბ კოპალიანი


იორგი გერსამია
შესავალი

1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე


სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. ერთგული ერეკლე II
უარს ამბობდა და რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში
აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და მდ. მტკვრის
ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა.

მეფე ერეკლე ევედრებოდა ღმერთს, რომ კვლავ აღაბრწყინოს საქართველო. ბატონს


თავისი ჯარი კრწანისის ველზე დაებანაკებინა და სპარსებთან საომრად ემზადებოდა.
პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანთან აპირებდა შებმას. ამ შებმას, კრწანისის ბრძოლა ეწოდა. ეს
შეტაკება ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქრებს შორის თბილისტან, კრწანისის ველზე
1795 წელს მოხდა.

გიორგი გერსამია
ბრძოლა
1795 წელს სამხრეთით გამოჩნდა მტერი. უღრუბლო, მზიანი ამინდი იყო, რაც ქართველების
გამარჯვებას გვპირდებოდა. ერეკლემ მამობრივი ხმით გაამხნევა ჯარი და უთხრა რომ აქ
ველზე მათთან ერთად იბრძოლებდა და გადაწყდებოდა საქართველოს ბედი და უბედობა,
ამასთანავე გამოჩნდებოდა, თუ ვის უყვარდა თავისი სამშობლო უფრო მეტად. ჯარმა უპასუხა,
რომ თვითონ დაუფიქრებლად გასწირავდნენ თავს, ოღონდ მეფე ყოფილიყო დღეგრძელი
და ცოცხალი. წმინდა მეფეს, როგორც მამას შვილმა, ისეთი სიყვარული გამოუჟღავნა ჯარმა.
გაისმა დიდი საყვირის ხმა და მტერთან საბრძოლველად შეიყარა ჯარი.

დაიწყო მძიმე ომი, როგორც მშიერი ლომი ეძგერება ხოლმე მსხვერპლს, ისე ეკვეთნენ
ქართველები სპარსებს და დაღვრილი სისხლი მტკვარს შეუერთდა. ორივე მხარე
გაცხარებით იბრძოდა. ქართველებს სიმამაცეს მატებდა ერეკლეს ღვაწლი. იბრძოდნენ
გამალებით, ისე როგორც მათ შეშვენოდათ. მებრძოლები ბინდმა გაჰყარა და
გამარჯვებულები ქართველები დარჩნენ, მაგრამ მეფეს გამარჯვება არ უხაროდა, რადგან
მსხვერპლი დიდი იყო. მრავალმა ყმაწვილმა გასწირა თავი სამშობლოსათვის.

მერაბ კოპალიანი
ბრძოლა
მეფემ მეომრებს უბრძანა რომ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და ციხე გაემაგრებინათ რადგან
აღა-მაჰმად-ხანს ძლიერი ჯარი ჰყავდა. ქართველები რომ ციხეში დაუხვდებოდნენ, შეიძლება
უკან დაეხიათ. იმღამესვე დაბრუნდნენ ქალაქში. მათი თავშესაფარი ნარიყალას ზღუდე
გახდა. მეორე დღეს მზიანი დღე გათენდა, მაგრამ სინათლის ნაცვლად თბილისში სიბნელემ
დაისადგურა. აღა-მაჰმად-ხანი მოადგა ციხეს, სადაც სამი დღე-ღამე დაჰყო, მაგრამ
ვერაფერი ავნო. სპარსთა აბობოქრებული მმართველი დაღონდა და უკან დახევას
აპირებდა, მაგრამ თბილისის სიმტკიცე მაინც დაარღვიეს. მოღალატემ გასცა ქართველები.
მეფეს გული სიბრაზით აევსო, ყველა ღონე იხმარა მაგრამ ამაოდ. აღა-მაჰმად-ხანი
ქართველების ჯარს მოევლინა. იგი გააფთრებული ეძებდა იმას, ვინც ქართველთა შორის
ჰერანის ტახტის ხელმწიფობას ძალა დააკარგვინა, მაგრამ ერეკლე მეფე უკვე
მთიულეთისკენ მიდიოდა.

გიორგი გერსამია
მადლობა
ყურადღებისთვის!
გიორგი გერსამია
მერაბ კოპალიანი

You might also like