You are on page 1of 2

გულჩარა — ქართველი დიპლომატი ქალი XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა

და XVII საუკუნის დამდეგს. ზოგიერთი მოსაზრებით, გიორგი X-ის ასული.


1612 წლის 20 ნოემბერს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის სტამბოლში გაფორმდა
ზავი, სადაც ოსმალეთს ხოთქრის დიდი ვეზირი გურჯი მეჰმედ ფაშა
წარმოადგენდა, ხოლო სპარსელთა დელეგაციას ასევე ქართველი ალავერდი ხან
უნდილაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს ორი გურჯი წყვეტდა იქნებოდა თუ არა
მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში.

ეს ზავი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ირანისა და ოსმალეთისთვის, არამედ


ჩვენი ქვეყნისათვისაც. 1604-1612 წლებში მიმდინარე ომმა ძალიან დააზარალა
საქართველო, სამცხის საათაბაგო, ქართლი, კახეთი და იმერეთი, ამ ომში
ჩათრეულნი აღმოჩნდნენ.
ზავის მომზადებაში უდიდესი წვლილი შეიტანა გულჩარამ , რომლის ჭკუა-გონებამ,
მჭევრმეტყველებამ და დიპლომატიის უნარმა მხოლოდ სტამბოლისა და
ისპაჰანის სამეფო კარები კი არ განაცვიფრა, არამედ ევროპელებიც .
სწორედ გულჩარამ (სამწუხაროდ ცნობილი არ არის, იყო თუ არა ეს მისი
ნამდვილი სახელი) ითამაშა დიდი როლი სპარსელთა ტყვეობიდან ქართლის
მეფე სიმონ პირველის დახსნის საქმეში. ეს მან დაარწმუნა შაჰი იმაში, რომ
გათავისუფლებული სიმონ პირველი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანდა
ოსმალეთთან მეომარ ირანს, ვიდრე დატყვევებული. შაჰმაც ისმინა ქალის
სიტყვები და გულჩარა ტყვეობიდან მის მიერვე დახსნილ მეფესთან ერთად
დაბრუნდა საქართველოში.
თუმცა სიმონ პირველის ტყვეობიდან დახსნისთვის გარჯა სხვა დროსაც მოუხდა
გულჩარას. 1600 წელს ქართლის მეფე ოსმალებმა დაატყვევეს და იედიყულის
ციხეში გამოკეტეს. უფლისწულმა გიორგიმ ცდა და მონდომება არ დააკლო, რათა
სახელოვანი მამა დაეხსნა, დიდი ქრთამიც გაიღო, არ დაიშურა ოქრო და
ვერცხლი. მაგრამ ბრწყინვალე პორტამ ქრთამი დაიტოვა, სვიმონი კი მაინც არ
გაათავისუფლა ტყვეობიდან.
და საქმეში ისევ გულჩარა ჩაერთო. დიპლომატი ქალი სტამბოლში გადასახლდა
და ვალიდე სულთანს (ხონთქრის დედას) დაუახლოვდა, რათა მისი მეშვეობით
მოეხდინა ზეგავლენა ფადიშაჰზე და სიმონ მეფე ტყვეობიდან ეხსნა. სამწუხაროდ,
აქედან არაფერი გამოვიდა.

ამასობაში ოსმალეთი სასტიკად დამარცხდა სპარსეთთან ომში და იმპერიის


არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. კატასტროფა გარდაუვალი იყო.
ოსმალეთის გადასარჩენად საჭირო იყო ზავი, რათა ქვეყანას სული მოეთქვა და
ისევ გაძლიერებულიყო. რასაც არას დიდებით არ თანხმდებოდა გამარჯვებული
ირანი, კარგად ხედავდა რა ახალი სულთნის, აჰმედ პირველის სისუსტეს და
გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა.
გულჩარამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და ვალიდე სულთანი დაარწმუნა,
ქართლის მეფე, როგორც შაჰ აბასის სიმამრი, შეძლებს მის დაყოლიებას
ოსმალეთისთვის საოცნებო ზავზეო. მართლაც, სულთნის ბრძანებით, სიმონმა
დატოვა იედიყულის ციხე და გულჩარასათან ერთად ისპაჰანს გაემგზავრა ზავის
მისაღწევად. თუმცა ხონთქარმა, რომელსაც ეჭვი აწვალებდა, სიმონ მეფე
ისპაჰანში არ დარჩეს და შაჰს ოსმალეთის სიძაბუნე წვრილად არ უამბოსო,
გადაწყვეტილება შეცვალა: სიმონი გზაში დააპატიმრეს და ისევ იედიყულეში
დააბრუნეს.

გამარჯვებული ირანი ოსმალეთისათვის მეტად მძიმე და მიუღებელ პირობებს


აყენებდა, 1555 წლის საზავო ხელშეკრულების აღდგენას მოითხოვდა:
დაგვიბრუნდეს ყველა ის მიწა, რომელიც ფეხქვეშ გათელაო შაჰ ისმაილის ცხენმა .

და ოსმალეთმა, გულჩარას პირით, ასეთი პასუხი გასცა ირანს:

და მაინც, ქართველი დიპლომატი ქალის გარჯას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მან


მაინც მოუტანა ოსმალეთს ნანატრი მშვიდობა. თუმცა ეს კია, სტამბოლის ზავის
დადებას ვეღარ მოესწრო სიმონ პირველი, რომელიც იედიყულეს ციხეში
გარდაიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ გულჩარამ მეორედ ვეღარ შეძლო სიმონ პირველის


ტყვეობიდან დახსნა, ეს სულაც არ აკნინებს მის ღვაწლს. პირიქით, მისი
ერთგულება და თავგანწირვა მეფისადმი ნამდვილად სამაგალითო გახლდათ და
ეს თვით მუსლიმურმა სამყარომაც აღიარა; სამყარომ, რომელშიც აქლემს უფრო
მეტი ფასი ედო, ვიდრე ქალს. გულჩარას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ
შეუძლებელი შეძლო — ოსმალო სულთანიცა და დიდი შაჰ აბასიც კი ჭკუას
ეკითხებოდნენ, გულისყურით ისმენდნენ მის სიტყვას და მის აზრს იზიარებდნენ.

You might also like