You are on page 1of 1

ნიკოლოზ ბარათაშვილი: ბედი ქართლისა (თქმული წელსა 1839-სა

ტფილისს)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას

ძიება გვერდზე

ძიება საიტზე

კითხულობს: პოეტი, ჟურნალისტი მედეა იმერლიშვილი

არ უკიჟინო, სატრფოო ბედი ქართლისა ვპოვე ტაძარი მერანი

ნაპოლეონ საყურე სულო ბოროტო სული ობოლი

ფიქრნი მტკვრის პირას შემოღამება მთაწმინდაზედ ცისა ფერს წერილი გრიგოლ


ორბელიანისადმი

წერილი მაიკო ორბელიანისადმი ხმა იდუმალი

დამხმარე მასალა:

ვალერიან გაფრინდაშვილი: ბარათაშვილი

კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით, მლხენი - მოლხენილი.


თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფედ და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!
და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
არმაღანი - საჩუქარი, "მცირე
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, - ძღვენი" (საბა).
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად, ლხინის საგანად - ლხინის
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად. ნიშნად.
როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსულსა დროებს მოიხსენებდეთ მორიგისად - რიგრიგობით.
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა, ყარიბი - მიუსაფარი, უთვისტომო.
აქ: საწყალი. მბობარი -
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
მომთხრობი, მთხრობელი.
თ-ი ნ. ბ.
კარი პირველი
მწყემსი კეთილი - ღმერთის
„მწყემსო კეთილო, შენს წმიდას სამწყსოს მეტაფორაა. წმინდა სამწყსო -
შემოვავედრებ ჩემსა სამეფოს! აქ: ანგელოზები.
გულთა-მხილავო, შენ უწყი, რაც დღეს გულთა-მხილავი - ღმერთის
ეპითეტია.
საქართველოსა ჭირნი მოადგეს!
მრავალ არიან, უფალო, მტერნი
და წარიტაცონ შენნი ცხოვარნი!
ცხოვარნი - აქ: ქართველები.
გვესწრაფე, ჩვენო ხელთ-აღმპყრობელო, გვესწრაფე - გვიშველე, გვიხსენი.
და აღადგინე დღეს საქართველო!" - ხელთ-აღმპყრობელი -
ასე ილოცდა მეფე ირაკლი მშველელი, მფარველი, შემწე,
ბანაკსა თვისსა გულით მხურვალი. დამხმარე, მხსნელი.
ბანაკი - საომრად გამზადებული
ცათა წინაშე დიდია მსხვერპლი ლაშქარი.
მამულისათვის მეფისა ცრემლი! ცათა წინაშე - უფლის წინაშე.
ბატონს თვის ჯარი კრწანისის მინდვრად კრწანისის ომი - 1795 წელს
კრწანისის ველზე, თბილისთან,
დაებანაკა სპარსთთან საომრად! გაიმართა ბრძოლა; ქართლ-
პატარა კახი აღა-მაჰმად-ხანს კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს
უპირებს შებმას ძლიერს, რისხვიანს. შორის. სპარსეთი მოითხოვდა,
ამ დროს გამოჩნდა სამხრეთით მტერი. ერეკლე მეფეს კავშირი გაეწყვიტა
რუსეთთან და ქართლ-კახეთის
ცა მოწმენდილი, ცა მშვენიერი სამეფოზე ირანის ჰეგემონია
ზე-დაჰნათლიდა ბრძოლისა ველსა, ეღიარებინა. ერეკლემ დახმარება
და ირაკლიცა ჯარსა ქართველსა რუსეთს სთხოვა, მაგრამ ამაოდ.
სპარსელთა 35-ათასიანი ჯარის
განამხნევებდა მამობრივის ხმით: პირისპირ დარჩენილი ერეკლე
"ჰხედავთ, ვითარის კადნიერებით დამარცხდა. მტერმა თბილისი
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება! აიღო.
საქართველოს დღეს გარდაუწყდება პატარა კახი - ერეკლე მეფის
ზედწოდება. აღა-მაჰმად-ხანი -
თავისი ბედი და უბედობა! (1742-1797) - ირანის შაჰი;
დღეს ეჭირვება მამულს მხნეობა! გამოირჩეოდა სისასტიკითა და
დღეს მეცა თქვენში ვარ მეომარი, ცბიერებით. 1795 წელს თბილისი
ააოხრა.
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვითარის - როგორი. კადნიერება
ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!" - - გამბედაობა, თავხედობა.
"შენი გამჩენის ჭირიმე, შენი,
რომ გაგვაგონე კვლავ ხმა სალხენი!" -
შეჰბღავლა მეფეს ჯარმა ერთის ხმით:
"ჩვენ თუნდ სულ ერთს დღეს დავიხოცებით,
ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!
მტერი რა მტერი, ოდეს ქართველი
ბატონს ირაკლის ნუგეშად ჰხედავს;
მისთვის სიცოცხლეს ვინღა დაზოგავს!"
ნეტარ მეფისა გულს მამობრიულს,
ოდეს მოყმენი, ვით მამას შვილნი,
განუცხადებენ თავისს სიყვარულს!
დაჰკრეს ნაღარა, გულნი შეზარა
და მტერთ საომრად ჯარნი შეჰყარა.
ხმა ნაღარისა, ხმა ეს ბრძოლისა
ვით არ აღგანთებს, გმირო ქართლისა!
მხდალსა განგამხნევს, მხნეს განაღვიძებს,
და მიჯნურსაცა სულს შეუშფოთებს! ნაღარა - ჩასაბერი საკრავი,
შეექმნათ მწარე, ძლიერი ომი: დიდი საყვირი.

ვითა ნადირსა მშიერი ლომი,


ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი
და მტკვარსა შეჰრთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი.
თამაზ, ენისენთ მოურავის ძე,
და იოანნე, კახთ აბაშიძე,
განუმტკიცებდენ მკლავთა ქართველთა;
გაქეზებული - აქ: გამოცდილი,
მეფის ირაკლის ღვაწლი ყოველთა
მრავალი ომის გადამტანი.
შთაუდგამს სულსა ვაჟკაცობისას, - შეგულიანებული.
მაინც ვერ ჰხედვენ ბოლოს ბრძოლისას. თამაზ, ენისენთ მოურავის ძე -
რა ნახეს ქართველთ, გაჭირდა საქმე, თამაზ ჯორჯაძე, ენისელის
მოურავის დიმიტრი ჯორჯაძის ძე,
მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე, რომელმაც თავი ისახელა
ხრმალს ხელი იკრეს მამაპაპურად კრწანისის ბრძოლაში.
და დაერივნენ თავისებურად! იოანე, კახთ აბაშიძე - იოანე
ნიკოლოზის ძე აბაშიძე, რომელიც
ბინდმა განჰყარა მებრძოლნი მტერნი,
კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა.
გამარჯვებულნი დარჩნენ ივერნი; განუმტკიცებდენ მკლავთა
მაგრამ რა მეფე ჯარსა უყურებს, ქართველთა - ძალას მატებდნენ.
მას გამარჯვება არღა ახარებს: მყის ჩაიკეცეს ქუდები - ძალა
მოიკრიბეს, იერიშზე
ძვირად დაუჯდა იგი ირაკლის! გადასასვლელად მოემზადნენ,
მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის, მხნეობით აღივსნენ. [შენიშვნა:
დასდვეს აქ თავი მამულისათვის! სვანური და კახური ქუდები
მუზარადის ნაწილი ყოფილა].
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
თავისებურად - ჩვეულებისამებრ,
ჰაერში განჰქრა მათი სახელი მამაპაპურად.
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა:
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..
მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის;
ქართლი თქვენს ღვაწლსაც ვერ დაიდუმებს,
განჰქრა - აქ: დაიკარგა.
აღა-მაჰმად-ხანს ვიდრე ახსენებს! ჟამთა მოწამე ძეგლი - მატიანე.
მეფემ უბრძანა თვისთა მოხელეთ: დუმილნი ჰფარვენ -
"გვიჯობს, რომ ახლავ ქალაქს მივიქცეთ გარდაიცვალნენ, დაიღუპნენ.

და ციხე ჩვენი მსწრაფლ გავამაგროთ, სახსოვარი - არდავიწყება,


თვარემ ხვალ სიმხნით ვერა გავაწყოთ, გახსენება. ცხოვლად -
აღა-მაჰმად-ხან რა აქა გვნახავს! წარუშლელად, სამარადისოდ,
საშვილიშვილოდ, საუკუნოდ.
ხომ იცით, ჯარი დიდ-ძალი ახლავს,
და იქნება, რომ ციხეში დავხვდეთ, დაიდუმებს - დაივიწყებს.
ჩვენის ძალისა ფიქრი მიეცეთ. მოხელე - აქ: ქვეშევრდომი.
მივიქცეთ - მივბრუნდეთ, პირი
ძველთაგან ასე ნაამბობია,
ვიბრუნოთ.
რომ ზოგჯერ ხერხი ღონეს სჯობია".
ყველა ეთანხმა ამაზედ მეფეს; გავაწყოთ - მოვაგვაროთ.
ქალაქს მოიქცნენ იმავე ღამეს,
და მსწრაფლ ზღუდენი ნარიყალისა
ექნათ საჭურედ ჯართა ქართლისა!
გათენდა დილა მზისა აღმოსვლად,
მაგრამ მნათობმან შუქისა ნაცვლად
ბნელი მოჰფინა ტფილისის არეს:
აღა-მაჰმად-ხან მოადგა ციხეს,
სამი დღე და ღამ ადგა მას ჯარით,
მაგრამ ვერარა ავნო ვერსაით.
ექმნათ საჭურედ - თავშესაფრად
დაღონდა სპარსთა მეფე ბორგვნილი,
ექცათ, გაუხდათ. საჭურედ -
და თურმე ყოვლით იმედმიხდილი საფარად.
ქართლითგან წასვლას დააპირებდა;
მაგრამ იუდა ჟამს ეძიებდა!
აჰა, მან იგი აწ მოიხელთა
და მუხთალისა ანგართა ხელთა ბორგვნილი - შფოთვით მოცული,
აჰყარეს მამულს სიმტკიცის ბჭენი! აღელვებული,
მოსვენებადაკარგული.
მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი მოძმენი!
სცნა რა ირაკლიმ ესე მუხთლობა,
მოყმეთა თვისთა ეზდენ დამცრობა,
იუდა - უფლის, იესო ქრისტეს
მყისვე აღენთო ხელმწიფე-გული, გამცემი. გადატანითი
მტერზედ ამაყად გამზადებული! მნიშვნელობით იუდა
მაგრამ ცუდ იყო ყოველი ღონე: მოღალატეს, გამცემს ნიშნავს.
ჟამს ეძიებდა - შესაფერის დროს,
აღა-მაჰმად-ხან, კვლავ თავმომწონე, მომენტს ეძებდა.
შემოეპარა ციხისა კართა, ანგარი - ანგარებიანი
და მოევლინა მსწრაფლ ქართველთ ჯართა. (გამყიდველი), მომხვეჭელი,
გაფოთებული ეძიებდა მას, პირადი გამორჩენის
მსურველი. აჰყარეს მამულს
ვინცა ჰერანის ტახტს, ხელმწიფებას სიმტკიცის ბჭენი - მამულის
ქართველთა შორის წაართვა ძალა. სიმტკიცე (ძლიერება) შეარყიეს.
მაგრამ ირაკლიმ უკვე გაქუსლა მან მტერთ უმსხვერპლა თვისნი
მოძმენი - მან თავისი ხალხი
მთიულეთისკენ თავისი ცხენი მტერს შესწირა ზვარაკად თავისი
და შეუმცირა სპარსთ ტკბილი დღენი! ხალხი გასცა; თავის ხალხს
უღალატა.
კარი მეორე ეზდენ/ესდენ - ესოდენ, ამდენად.
დამცრობა - დამცირება,
სულმდაბლობა.
მორბის არაგვი, არაგვიანი, ცუდ იყო (ყოველი ღონე) - ფუჭი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი, ამაო იყო ყოველგვარი
და შეუპოვრად მოუთამაშებს მცდელობა.
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.
გაფოთებული - აღშფოთებული,
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო, გაშმაგებული, განრისხებული.
მობიბინენო, შვებით მომზირნო, ჰერანი - ირანი.
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს!
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდეც შესძახებს: არაგვიანი - ჩქარი.
"არაგვო, მაგ შენს ამწვანებულს მთებს!" -
გარემო თვისსა - აქ: თავის
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს, გარშემო, ირგვლივ. ატეხილი -
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს! ხშირი, ტანაყრილი.
მზე დამავალი მოჰფენს სიამეს
მთიულეთისა ხეობის არეს,
და ამ მშვენიერს არაგვის პირებს
ძველი ჩარდახი ზედ გადმოჰყურებს.
მუნ ბრძანდებოდა მეფე ირაკლი,
მოწყენის თვალით გარდმომზირალი;
დაფიქრებული, თვისთა ზრახვათა
გა-ცა-ართობდა ქარვის მარცვალთა.
თან ახლდა მეფეს თავის მსაჯული,
ნიჭთა კეთილთა უხვად მორჭმული.
ვის არა გახსოვთ სოლომონ ქველი,
მეფის შინაყმა, ყმათ საყვარელი!
სადღა არიან აწ ესე კაცნი,
რომ არ გვალხენენ თათბირნი მათნი! ჩარდახი - სვეტებზე
დიდხანს უჭვრეტდა მეფე მდუმარედ დაყრდნობილი ღია კარავი;
გადმოხურული, ღია აივანი.
არაგვის წყალთა, მდენთა მჩქეფარედ.
გარდმომზირალი - მაღლიდან
ბოლოს მახვრალი უბრძანა მსაჯულს: მოთვალთვალე.
"შენ იცნობ კარგად, სოლომონ, ჩემს გულს, გაცაართობდა - ათამაშებდა.
შენ უწყი ქართლის აწ ვითარება,
ქარვის მარცვალთა მრჩეველი.
მისი აწ ძალა, ყოფა-ცხოვრება. მსაჯული - მრჩეველი. ნიჭთა
ბევრჯერ რჩევანი შენნი, ვითა წყლულს, კეთილთა უხვად მორჭმული -
მსალბუნებიან მე შეწუხებულს; ღირსებებით გამორჩეული, უხვად
დაჯილდოებული. მორჭმული -
აწც ჩემს სულის ტვირთს, ჩემს გულის წადილს, სახელგანთქმული. სოლომონ
შენ გაგიმჟღავნებ, ვით საყვარელს შვილს! ქველი (1754-1811) - სოლომონ
"არ მითვისებდა ქართველთა ქართველთა გული, ლიონიძე, მეფის მრჩეველი და
რომ ვიყავ მათი მეფე ეული; განთქმული ორატორი. ქველი -
მამაცი, გულადი, მხნე; მოწყალე,
ჩემი მეფობა ზე დავასრულე, კეთილი. მეფის შინაყმა ყმათ
რომ ძლივს იგინი გავიერთგულე! საყვარელი - ქვეშევრდომებში
და ახლა, ოდეს ჩემს ხელმწიფობას გამორჩეული მეფის მოხელე.
განუმზადებდი ჟამ-კეთილობას, მახვრალი - ვინც ოხრავს, "ოხის"
აი, მის ნაცვლად რაი მომაპყრეს მთქმელი (სიტყვიდან ოხვრა),
მე ჩემთა ძეთა და ვინ ახარეს!.. შეწუხებული.
ამიერითგან გაქეზებული
მსალბუნებიან - მალამოდ,
მაჰმად-ხანისა მოსისხლე გული წამლად, სალბუნად დამდებია,
არ დაგვაწყნარებს სიამაყითა: მომცხებია. სალბუნი, - მალამო;
მას ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა; აქ:საამო.
გულის წადილი - ოცნება,
ეს ხმა ლეკთაცა აგვიყაყანებს; სურვილი.
ოსმალი მხოლოდ დროს შემოჰყურებს, ქართველთა - აქ: ქართლელთა.
და მტერნი ძლიერ მაშინ მოგვატყდნენ, ეული - მარტოსული, ყველასაგან
მიტოვებული;
როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!
მე თუმც კიდევ ვგრძნობ სულის სიმტკიცეს, ჟამ-კეთილობა - კეთილდღეობა,
გარნა ღონენი წელთ წარმიტაცეს; კარგი დროება.
შენი ირაკლი ის აღარა ვარ, რაი მომაპყრეს - რა მომაგეს,
რით მიპასუხეს, როგორ
პატარა კახად რომ გინახვივარ! მომექცნენ.
მარქვი, რომელს შვილს ჰხედავ ღირსეულს,
რომ ექმნას კვერთხად მამულს დარღვეულს?..
ჰოი, ღმერთო, ღმერთო, ამაზედ მეტად
ნუღარ განსწირავ ქართველთა ტანჯვად!
აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
გაქეზებული - შეგულიანებული,
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო! გათამამებული. მოსისხლე გული
აწ განთქმულია რუსთა სახელი, - მტრული, სისხლმოწყურებული.
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა, ჟამი შესწევს ყოვლის ღონითა -
მტკიცე კავშირი, სარწმუნოება, დრო შველის, ეხმარება
მას, მინდა მივცე მემკვიდრეობა, ყოველმხრივ.
ლეკთაცა აგვიყაყანებს - ლეკებს
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!"
ალიაქოთს აატეხინებს.
ამის გამგონი ჩვენი მსაჯული მოგვატყდნენ - მოგვაწყდებიან,
უჭვრეტდა მეფეს განცვიფრებული: შემოგვესევიან, შემოგვიტევენ.
მას არ სჯეროდა, რომ ირაკლის გულს ბძარვენ - ექიშპებიან, მტრობენ,
ებრძვიან. ბძარვა - შუღლი,
ჰხედვიდა იგი ესთ შეცვალებულს. ქიშპობა.
"რასა მიბრძანებ", ჰკადრა მან მეფეს,
"ბატონო, ღმერთი გადღეგრძელებდეს,
გარნა - მაგრამ.
ნუ გააგონებ მაგ ხმას ქართველთა,
ესდენ შენზედა მსასოებელთა!
ჯერ სამაგისო რა გვემართება, პატარა კახად რომ გინახივარ -
იგულისხმება: ახალგაზრდული
რომ განვისყიდოთ თავისუფლება? მხნეობა და გაუტეხლობა. მარქვი
იცი, მეფეო, რომე ივერნი - მითხარი.
იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი? ექმნას კვერთხად -
სახელმწიფოსა სჯულის ერთობა დასაყრდენად გაუხდეს,
უშველოს. კვერთხი - აქ:
არარას არგებს, ოდეს თვისება ყავარჯენი. რომ ექმნას კვერთხად
ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს. მამულს დარღვეულს - მხსნელად
ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს მოევლინოს დაქცეულ,
განადგურებულ მამულს.
რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:
ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,
ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა, უვისთ - ჰყავთ.
რაც მოისურვოს ქართველობამა?
მაშინ, მეფეო, რავდენთ კაცთ მართალთ მემკვიდრეობა - ტახტი,
მოუკლან გულნი ტანჯვათ იდუმალთ! ხელისუფლება, ძალაუფლება,
უფლებამოსილება.
მაშინ ირაკლის სახსენებელი
ვინღა ახსენოს, აწ საქებელი?
ნუ, ხელმწიფეო, მას ნუ ინებებ,
შენგან კი მაგას ნუ გაგვაგონებ,
და, მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს.
შენზედა მსასოებელთა - შენზე
ხოლო ირაკლი ვიდრე ჰყავთ ქართველთ,
დაიმედებულთ, მოიმედეთ.
უბედურებაც ბედნიერ აქვნდეთ!"
"ჩემო სოლომონ", მეფემ უბრძანა,
განვისყიდოთ - გავცვალოთ,
"მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა?
დავთმოთ.
მაგრამ კეთილთა დღეთათვის ქართლის
რა მოვაგვარო უმჯობეს ამის?
მე არა ვფიქრობ, ვითარცა მეფე,
თვისება ერთა - ერის ადათები,
თვისს დიდებისთვის სისხლთა აღმჩქეფე, ტრადიციები, ზნე-ჩვეულებანი.
არამედ ვითა მამა კეთილი,
რომელსა სურს, რომ თავისი შვილი
თვის სიცოცხლეშივ დაასახლკაროს.
ძნელ არს ცხოვრება სამეფოსი, როს
უჭვრეტდეს იგი ომსა დღე-დღითი!
აი, ხომ ნახე აწ მაგალითი,
რა ჰქმნა ამ ერთმან დამარცხებამან!
კარგი, რომ კიდევ აღა-მაჰმად-ხან
ქალაქს დასჯერდა გამძვინებული,
სხვით არ აღივსო მან საწყაული!,
"ახლა კი დროა, სოლომონ, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა.
მან საფარს ქვეშე მხოლოდ რუსეთის
ამოიყაროს ჯავრი სპარსეთის,
და მხოლოდ მაშინ უეჭვოდ გვრწამდეს,
რომ ქრისტეანთ ხმა მარად ისმოდეს
საფლავთ ზედ ჩვენთა მამა-პაპათა,
და განისვენონ აჩრდილთა მათთა!"
ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან რავდენთ - რამდენს.

და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:


"განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!"
- "სულ მართალია, ჩემო სოლომონ,
მაგრამ, აბა, თქვი, ქართველთა რა ჰყონ
ამ უბედობის და დარღვევის დროს?
აბა, ირაკლიმ რა მოაგვაროს
მშვიდობისათვის საყვარელთ ყმათა?..
აი, მივიღებ მე შენთ რჩევათა
და დავიდუმებ ჩემსა გულის-თქმას,
სისხლთა აღმჩქეფე -
ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას, სისხლისმღვრელი.
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!"
ასე ირაკლი და მის მსაჯული,
მამულისათვის გულ-მტკივნეული,
ქართლისა ბედსა განსამართლებდნენ,
ხოლო ქართველნი მამულს ჰგლოვობდნენ!
ამ დროს აღმოხდა ბადრი მთოვარე
კარგი რომ... სხვით არ აღივსო
და სიამითა მოჰფინა არე.
მან საწყაული - აქ: კიდევ კარგი
ცამ, მოჭედილმა ვარსკვლავებითა, რომ... თბილისს
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა, დასჯერდა და არ ააოხრა მთელი
და მთვარის შუქზედ არაგვის წყალთა, საქართველო. განძვინებული -
გამძვინვარებული,
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა, განრისხებული.
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დაჰმართეს, ვით კაცსა ლიტონს.
საფარს ქვეშ - მფარველობის
მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის, ქვეშ.
განტარებული თვისთა კახთ შორს,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
როს ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად.
შემდეგ უბრძანა სოლომონ მსაჯულს:
"ახლა კი დროა ჩვენს გაოხრებულს
ქალაქს ჩავხედოთ; მაგრამ ჯერ ერთი
მინდა ვიხილო კვალად კახეთი,
შევიტყო კახთა საჭიროება,
ვსცნა აზრთა მათთა აწ ვითარება;
შენ კი აქეთგან ქალაქში ჩადი
და დამახვედრე ჩემი სამზადი".
დილაზე ადრე მოვალს მსაჯული
ქსნის ხეობაში, დაფიქრებული.
ვიდრემდის იყო შიშიანობა,
მას აქ ესახლა თავის სახლობა.
მეფის აზრთაგან სულით ღელვილი,
ზრახვიდა გულში მამულის შვილი: განსამართლებდენ -
"მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას! განსჯიდნენ, წყვეტდნენ,
არჩევდნენ.
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება -
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას ლიტონი - აქ: მარტოსული.
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
ერსა ეკუთვნის გულის-თქმა მეფის! ნიადაგ - მუდამ.
იქნება მეფე ციხის გატეხას
აბრალებს მოყმეთ მუხანათობას?
იქნება ამან აჰყარა გული
ბატონს, ქართლზედა შეუორგული?..
მაგრამ ირაკლიმ უკეთეს უწყის,
თუ ვით საყვარელ არს ქართველთ შორის.
მაშ, რამ უცვალა მას გული მყარი,
ქართველებისთვის ესთ თანამკვდარი?..
სამზადი - სასახლის მეურნეობა.
მაგრამ ვინ იცის! იგი იქნება
უკეთ ფიქრობდეს, რაც გვეჭირვება?
ბევრჯერ ღვთიურსა ზრუნვასა მეფის
გონება ყმათა ვერა მიხვდების!"
ამ ფიქრში იყო მსაჯული, ოდეს
მოადგა თავის სახლისა არეს.
წინ მოეგება მას თავის ცოლი,
სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა.
რა დაინახა მან თავის ქმარი, ამღერდეს - ათამაშებდეს.
სახეშეცვლილი, მონაწყინარი,
ამბავი ჰკითხა მყის ირაკლისა, -
ასე საყვარელ იყო ყოვლისა!
"ვეჭობ, სოფიო, რომე ირაკლი
ქართველებზედა იყოს გულნაკლი;
მას ზედ ეტყობა, რომ მისი სული
ძლიერად არის აღელვებული!
მწარედ უპირებს ბატონი დასჯას აჰყარა გული - გული აუცრუა.
თავის შვილების ამა ურჩებას. შეუორგული - ერთგული,
ვისთვისაც ორგულობა უცხოა.
ვეჭვობ, რომ იგი სამეფოს ქართლის
აძლევს საფარს ქვეშ რუსთა ხელმწიფის.
მაშინ უყურე ჩვენს დედაკაცებს,
როს საცხოვრებლად დიდკაცთა ცოლებს
ესთ თანამკვდარი - ასე
პეტრეს ქალაქში გარდაასახლვენ! (ასეთნაირად) გადაგებული, ასე
მაშინ, სოფიო, რაღა გინდათ თქვენ: ზედ გადამკვდარი.
ხელმწიფეს ჰპოვებთ მამად კეთილად
და დედოფალსა დედისა ნაცვლად;
არ მოგაკლდებათ თავისუფლება,
განცხრომილება, ფუფვნეულება
მათთა სიმდიდრის პალატთა შორის!
ვერ გაიგონებთ მუნ ხმასა მტერის.
სოფიო - დავით ერისთავის
მრავალთ სიამეთ იხილავთ კვალად
ასული, სოლომონ ლეონიძის
ბანოვანთათვის გულგასართობლად. მეუღლე.
მაშინ ვისაღა მოესურვება,
ნახოს ქართლისა კვლავ ამბოხება!"
- "უწინამც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე, მყის - მსწრაფლ, უცბად, მაშინვე.
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო დაობლებული?
რა ხელ-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული!
და ველად იგი ამხანაგთ შორის
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?
თავის მამულში მას გაჭირება
სხვადასხვა რიგად ენუგეშება: პეტრეს ქალაქი - პეტერბურგი,
მუნ სულსა სული თვისად მიაჩნის რუსეთის დედაქალაქი XVIII-XIX
და გულსა გულის პასუხი ესმის! საუკუნეებში.
რად დაგვრჩომია სხვაზედა თვალი,
ოდეს მეფეცა და დედოფალი
გვყვანან კეთილნი და ღირსეულნი
და ვართ მათთანა შვილებრ ჩვეულნი?
განცხრომილება - განცხრომა,
ჩვენის დედოფლის გულისა ნაცვლად შვებით ცხოვრება.
მწუხარებათა სანუგეშებლად ფუფვნეულობა - ფუფუნება.
რასა ვიპოვით ჩვენს სიცოცხლეში?"
............................
მსაჯულს ეგონა, რომე იგი გულს ბანოვანი - ქალბატონი,
დედაკაცთაცა ჰპოვებს ცვალებულს, მანდილოსანი.

და, აწ რა ნახა ცოლი ამ აზრით,


გარდაეხვია მას მხურვალებით.
ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ უთვისო - სხვაგან მყოფი,
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?! თვისტომთ მოცილებული.
რა ხელ-ჰყრის პატივს - რას
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი აქნევს (რას არგებს, რაში
მამულს ასული ახლა თქვენგვარი? სჭირდება, რად უნდა)მოვლა,
ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ კარგად შენახვა. პატივი - აქ:
მოვლა, შენახვა.
გარდაუცვალა მათ გული ცხოველ!
"ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარს გულს;
რის ქართველობა, რა ქართველობა,
მითომ რას გვავნებს უცხო ტომობა?"
რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!
პალატნი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი-სამშობლო დანაცრებულან;
მიდამო ხედავს უპატრონობას,
აღოხრებასა და ნატამლობას!
დუმილი სუფევს მის არემარე!
მხოლოდ ბუტბუტებს მტკვარი მწუხარე,
შემრთველი მრავალთ სისხლთა ქართველთა:
იგი გადარჩა მხოლოდ სპარსელთა!
აღავსო კვალად ერმან ტფილისი,
რა მობრძანება სცნა ირაკლისი.
ქალაქი ისევ ჩქარად აშენდა,
თუმცა ადრინდელს მრავალი აკლდა. დედანო - აქ: ქალებო.
წარვიდენ წელნი მოსვენებისა ტკბილსახსოვარი - ტკბილად,
და კვლავ ირაკლიმ ხრმალი ბრძოლისა კეთილად მოსაგონარი.

აღიღო ლეკთა შესამუსვრელად!


არც სპარსნი მორჩნენ დაუმარცხებლად;
სიბერის ჟამსა მოიცა ძალი
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი; ჯანი გავარდეს - ჯანდაბას, რა
კვლავ ასახელა თავის სახელი, მენაღვლება.
მაგრამ ამაო იყო ყოველი:
დიდი ხანია გულს ირაკლისა
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა! აღმჩქეფე (ცრემლთა) - მღვრელი
(ცრემლების).

პალატი - სასახლე.
მიდამო ხედავს - აქეთ-იქით
უყურებს.
ნატამლობა - გავერანება,
განადგურება, ძირფესვიანად
მოსპობა. ნატამალი -
ნარჩენი, ნაშთი. მორჩნენ - აქ:
გადარჩნენ.

მოიცა ძალი - გაძლიერდა.

You might also like