You are on page 1of 2

ქართველთა ლაშქრობა ირანში

დაირღვა კეთილმეზობლური და მსვიდობიანი ურთიერთობა ირანის აზერბაიჯანის


განმეგებელთნ . არდებილის სულთნმა საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრა . იგი
მოულოდნელად დაესხა თავს ანისს, გაანადგურა , მოსახლეობა დახოცა და კვლავ ირანში
დაბრუნდა. საქართველოს სამეფო კარი იძულებული გახდა არდებილის სულთანის
დასასჯელად სასწრაფოდ ჯარი შეეყარა და გალაშქრებულიყო. ქართველთა ლაშქარი
სასტიკად გაუსწორდა არდებილის სულთანს, იგი სიკვდილით დასაჯეს, მისი ცოლ- შვილი
ტყვედ წამოასხეს და დიდი ნადავლით , გამარჯვებულნი საქართველოში დაბრუნდნენ.

არდებილში გალაშქრებამ ქართველთა მხედრობა დაარწმუნა, რომ მთელს ირანში არ


არსებობდა ერთიანი ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველთ ლაშქარს გამკლავებოდა .
იმისთვის, რომ მახლობელ აღმოსავლეთში ეცნოთ საქართველოს სამხედრო
ძლევამოსილება,საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეწყო შორეული
ლაშქრობა ირანს. ეს იყო თმარის მეფობის დროს უკანასკნელი დიდი ლაშქრობა. ქართველთა
ხელისუფლების მიერ წამოწყებული ღონისძიება- ირანს გალაშქრება მთელ რიგ
პოლიტიკურ- ეკონომიკურ მიზნებს ისახავდა.

ქართველთა საგანგებოდ მომზადებული ლაშქარი ჯერ მარანდს მიადგა, მარანდელები


სასტიკად დაამარცხა და თავრიზისკენ გაემართა. ქართველთა ლაშქრის მიახლოებით
თავზარდაცემულმა თავრიზელებმა გადაწყვიტეს ,,რათა ხარკის მიცემითა და, ძღუნითა და
შევრდომითა და ზენარისა თხოვნით დაამშვიდეს ქართველნი“.თავრიზელებმა ქალაქი
უბრძოლველად ჩააბარეს ქართველებს, მიართვეს უამრავი საჩუქარი და ლაშქრისთვის
სურსათ-სანოვაგე.ქართველებმა ქალაქში დატოვეს მცველები და თვითონ გზა განაგრძეს
სალაშქროდ. თავრიზის შემდეგ ქართველთა მხედრობას ასევე უბრძოლველად დამორჩილდა
მიანაც. მიანას შემდეგ ლაშქარი ზენჯანს მიადგა, რომელიც ბრძოლით აიღეს. მცირე
შესვენების შემდეგ ქართველთა ჯარი ყაზვინს ჩავიდა.ქართველები უფრო ღრმად
შეიჭრნენ,ამ შორეულ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს უამრავი ნადავლი დაუგროვდა
და შემდგომი შინსვლა შეუძლებელი შეიქმნა. უკან მობრუნებული მხედრობა
იძელებულებული გახდა მიანის გამგებელი სასტიკად დაესაჯა იქ მცველად
დატოვებულიქართველთა რაზმის ამოწყვეტის გამო. ასეთი ხანგრძლივი და შორეული
ლაშქრობა ქართველებს მანამდე არ ჩაუტარებიათ.

1210-1211წწ . ამ ლაშქრობებმა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი უფრო გაზარდა.


საქართველოს სამეფო ხელისუფლების, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური
მისწრაფებანი რეალური ჩანდა მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკური დაქსაქსულობის
პირობებში. ბიზანტიას თავისი გასაჭირი ადგა. მახლობელი და შუა აღმოსავლეთის
სასულთნოები და საამირო- საათბაგოები დასუსტებულნი იყვნენ. ეს,კი მნიშვნელოვნად
უწყობდა ხელს საქართველოს სამეფო ხელისუფლების სამხედრო წარმატებებს როგორც
სამხრეთ ამიერკავკასიაში, ისე ირანში და სხვაგან.

ამრიგად, თამარის მეფობაში აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად XII ს . უკანასკნელ


მეოთხედსა და XIIIს . დასაწყისში საქართველოსთან დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმი
იყო დაკავშირებული აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი,
შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო .

You might also like