You are on page 1of 5

მე ვარ ერისმთავარის მრჩეველი და წერილობით წარმოგიდგინეთ მიმართვას სამეფო კარისადმი,

სადაც არაბების მსოფლიო ავანსცენაზე გამოსვლას ნეგატიურად, ვაფასებ და პოლიტიკურ


გადაწყვეტილებათა მიმღებთ შესაბამისი ქმედებებისკენ მოვუწოდებ.
რეალურად ვაფასებ არსებული ვითარებას და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური სვლა იქნება
არაბებთან ზავის დადება, ბიზანტია დამარცხებულია და მისი აღმოსავლეთის პროვინციები არაბებს უკვე
დაპყრობილი აქვთ, სომხეთშიც ისინი ბატონობდნენ, საქართველო კი მარტო არის დარჩენილი ძლიერი
მტრის წინააღმდეგ. ასე რომ ქართლის ბრძოლას აზრი არ აქვს. ქართველები ვერ მოახერხებდნენ არაბების
შეჩერებას, ბრძოლის წაგების შემთხვევაში კი შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. ჩემი აზრით ,
არაბებიც არ იქნებიან წინააღმდეგნი თუ ქართლი ნებით დაემორჩილება მათ. არაბებს დაპყრობილი აქვთ
უზარმაზარი ტერიტორია და თავისი ბატონობის განმტკიცება ესაჭიროებათ, ამასთან საქართველო
არაბებისათვის ძალზე დაშორებული, ყველზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაა და იმ ფონზე რომ
შიდა დაპირისპირებებიც გახშირდა მათაც ხელს აძლევს უომრად გარკვეული პირობებით ზავის
გაფორმება. ქართლს თუმცა ერისმთავარი განაგებს, მაგრამ ცალკეული სამთავროები თავს საკმაოდ
დამოუკიდებლად გრძნობენ.

ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლში შემოსვლისას გააფორმა ხელშეკრულება ქართლის ერისმთავართან, მაგრამ
მან საკმარისად არ ჩათვალა ხელშეკრულების დადება მხოლოდ ქართლის ერისმთავართან, მან ასევე
შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმა ქართლის ცალკეული ნაწილების მფლობელ მთავრებთან, რაც
იმას მოწმობს, რომ ეს მთავრები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან.

ვიცი და ღრმად ვარ დარწმუნებული ხელშეკრულების გაფორმებით ვიხსნით ქვეყანას უაზრო


მსხვერპლისაგან თუმცა მჯერა, რომ ქართველები უცხოელთა ბატონობას მაინც არ შეეგუებიან და
ხელსაყრელი ვითარების შექმნისას დაიწყებენ განმათავისუფლებელ ბრძოლას.

VIII საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლში არაბთა ბატონობა დამძიმდა. კომლობრივის ნაცვლად
დაწესდა სულადობრივი გადასახადი „ჯიზია’’ და საადგილმამულო გადასახადი – „ხარაჯა”. ასეთმა
საგადასახადო ვალდებულებებმა მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია და აჯანყებაში გადაიზარდა.
არაბებმა ურჩობაზე საპასუხო რეაქცია არ დააყოვნეს და ბაღდადის ხალიფა ჰაშიმმა სალაშქროდ
გამოცდილი სარდალი მურვან იბნ-მუჰამედი გამოგზავნა. საქართველოში ის „მურვან ყრუს ” სახელითაა
ცნობილი.

მურვან იბნ-მუჰამედი საქართველოში 735 წელს შემოვიდა. მის ლაშქარში 120 ათასი მეომარი იყო. მან აიღო
აღმოსავლეთ საქართველოს ციხეები და მკაცრად გაუსწორდა ადგილობრივ მოსახლეობას.

არაბთა ბატონობის სიმძიმე ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ რეგიონზე გადადიოდა.


ყოველი ღონისძიება, რომელიც ქვეყნის აღორძინებისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ იყო
მიმართული, არაბი მმართველების მიერ ჩანასახშივე ილაგმებოდა. შექმნილი მდგომარეობის გამო
საჭიროა ეროვნულმა მოძრაობა პერიფერიებისაკენ გადაინაცვლოს, რომ დამპყრობლებმა ამ მოძრაობის
სრულ კონტროლს ვეღარ განახორციელონ. ასეც მოხდა შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე თანდათან
რამდენიმე სამეფო-სამთავრო აღმოცენდა; მჯერა ისინი განვითარდებიან და კვლავ ერთიან
საქართველოსათვის იბრძოლებენ.....

ეხლა მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას არაბების იმპერიისა და რელიგიის შესახებ:

632 წლიდან,შეიქმნა არაბთა სახალიფო. არაბთა სახელმწიფომ გაფართოება დაიწყო. აბუ-ბექრის


მმართველობის პერიოდში თითქმის ყველა არაბული ტომი გაერთიანდა. ისლამი არაბების დროშად
იქცა. არაბებმა წარმოებულ დაპყრობებს ეწოდეს ურწმუნოთა წინააღმდეგ “წმინდა ომი ” ანუ “ჯიჰადი ”.
ომარისა და ოსმანის დროს სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაიზარდა. არაბებმა პირველ
რიგში სასანიდური ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიების დაპყრობა დაიწყეს . ამ დროს ირანიცა და
ბიზანტიაც დასუსტებული იყო ერთმანეთთან ბრძოლით, რაც ხელს უწყობდა არაბთა წარმატებებს .

ომარის მმართველობის დროს არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია, რომელიც მაშინ ირანის


მფლობელობაში იყო; აიღეს ირანის დედაქალაქი ქტეზიფონი. არაბებმა ამავე დროს ბიზანტიას
წაართვეს სირია, პალესტინა და ევვიპტე. ხალიფა ომარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო
იუდეველთა და ქრისტიანთა წმინდა ქალაქი იერუსალიმი.

ხალიფა ომარმა 10 დღე დაჰყო ქალაქში და ბრძანება გასცა, რომ სოლომონის ტაძრის ადგილზე
აეგოთ მეჩეთი. ეს მეჩეთი დღემდე მუსლიმთა ერთ-ერთ მთავარ სიწმინდედ ითვლება , აქვეა
დაკრძალული ხალიფა ომარიც.

ხალიფა ოსმანმა კიდევ უფრო გააფართოვა სახალიფოს საზღვრები. მის დროს არაბებმა დაიკავეს
ირანის დარჩენილი ტერიტორიაც, კავკასია და ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენამდე მიაღწიეს .
ირანში სპარსელებმა სწრაფად დაივიწყეს დრომოჭმული ზოროასტრული რელიგია და ისლამი
აღიარეს, ე.ი. მოხდა ირანის ისლამიზაცია და არა ასიმილაცია.

სახალიფოში დაწყებულმა შიდა არეულობამ ხალიფა ალის დროს შეაფერხა არაბთა წინსვლა , თუმცა
ხალიფა მუავიას დროს, დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა. აქ ბერბერების დამარცხების შემდეგ არაბები
აირივნენ მათში და შემდეგში ისინი უკვე მავრებად მოიხსენებიან . მავრები ე .ი . არაბები და ბერბერები
711 წელს აფრიკიდან ევროპაში გადავიდნენ. სრუტეს, რომელიც მათ გადალახეს, მავრების ჯარების
მეთაურის ალ-ტარიკის სახელის მიხედვით მოგვიანებით გიბრალტარის სრუტე ეწოდა . არაბებმა 20
წლის განამვლობაში თითქმის მთლიანად დაიპყრეს ესპანეთში მდებარე ვესტგოთების სამეფო .
ესპანეთიდან არაბები ფრანკებს დაესხნენ თავს, მაგრამ 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში ფრანკებმა ,
კარლოს მარტელის მეთაურობით, დაამარცხეს და უკუაგდეს ისინი.
აფრიკასა და ესპანეთში დაპყრობით ბრძოლებთან ერთად არაბები იბრძოდნენ ასევე
ბიზანტიელების წინააღმდეგაც. მათ რამდენჯერმე სცადეს კონსტანტინოპოლის აღება , მაგრამ
ბიზანტიელებმა დაამარცხეს ისინი ამ დროისათვის ახლად გამოგონილი იარაღის , ე .წ. “ბერძნული
ცეცხლის” საშუალებით. “ბერძნული ცეცხლი” იყო ცეცხლიანი ჭურვი, რომელიც გამოიყენებოდა შორს
სატყორცნელად როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვაო ბრძოლებში. მიუხედავად ამისა არაბებმა
ბიზანტიას მაინც მოგლიჯეს მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილი.

VIII საუკუნის დასაწყისში სახალიფო გადაჭიმული იყო: აღმოსავლეთით _ ინდოეთსა და ჩინეთამდე ,


დასავლეთით _ ატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე, სამხრეთით _ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის
ბინადრობის ადგილებამდე, ჩრდილოეთით _ ევროპაში პირინეის ქედამდე .

სახალიფოს ტერიტორიების ასეთი ზრდა და შესაბამისად, ისლამის გავრცელება გაადვილა


შემდეგმა მიზეზებმა:

1. დაპყრობილი ხალხების განწყობამ _ მათ მიმართ არაბები ნაკლებად მომთხოვნი იყვნენ , ვიდრე
სპარსელები და ბიზანტიელები, გამოსწორდა ებრაელთა მდგომარეობაც ; ამიტომ დაპყრობილი
ხალხებისათვის არაბების ბატონობა უფრო მისაღები აღმოჩნდა . თუმცა უწესებდნენ გარკვეულ
შეზღუდვებსაც, მაგალითად: ტანსაცმელზე განსხვავებული ნიშანი უნდა ეტარებინათ , რელიგიური
დღესასწაულები საჯაროდ არ უნდა აღენიშნათ და სხვა. სამაგიეროდ მუსლიმანური ხელისუფლება
დაპყრობილ ხალხებს სიცოცხლისა და ქონების დაცვას ჰპირდებოდა .

2. დაბალმა არაბულმა გადასახადებმა _ რომელიც ბიზანტიურ და სპარსულ გადასახადებზე უფრო


დაბალი იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისლამს აღიარებდა. ხოლო, ისინი ვინც ისლამს არ
მიიღებდნენ, კერძოდ ქრისტიანები და ებრაელები, ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური
გადასახადი _ ჯიზია;

3. სახალიფოში არსებულმა ტოლერანტულმა რელიგიურმა პოლიტიკამ _ ე.ი. მოსახლეობას


სპეციალური გადასახადების პირობით, უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინა რწმენა .

მუსლიმთათვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა:

1. ისლამის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, სადაც ისლამი იყო გავრცელებული;

2. ომის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, რომლის დამორჩილებაც აუცილებელი იყო და რომელიც


ბრძოლის ველს წარმოადგენდა;

3. ზავის ტერიტორია _ ანუ ის ქვეყანა თუ ქალაქი, რომელიც არაბებს უომრად დამორჩილდებოდა და


ზავის სანაცვლოდ გარკვეული სახის ხარკის გადახადას კისრულობდა.

საქართველოს დაპყრობა არაბთა მიერ.

ჰაბიბ იბნ მასლამა და “დაცვის სიგელი”

სამხრეთ კავკასიაში არაბთა პირველი მარბიელი რაზმები 640-იან წლებში გამოჩდნენ.ისინი შევიდნენ
სომხეთში და მისი დედაქალაქი დვინი დაიკავეს. არაბებმა განიზრახეს ქართლის დამორჩილებაც. მათ
ელჩი გამოგზავნეს ქართლში და მოსახლეობას შესთავაზეს ან დამორჩილება ანდა აყრა და სხვა ქვეყნებში
გადასახლება. ქართველებმა მორჩილებაზე უარი განაცხადეს. მაშინ არაბებმა გალაშქრება გადაწყვიტეს,
მაგრამ ამას ბუნებრივმა პირობებმა შეუშალეს ხელი. ზამთარი იდგა. მოვიდა დიდი თოვლი, რასაც ზედ
სასტიკი ყინვები დაერთო. არაბებმა ლაშქრობა შეწყვიტეს და უკან გაბრუნდნენ. არაბთა ეს პირველი
გამოჩენა კავკასიაში მიზნად არ ისახავდა ამ ქვეყნების დაპყრობას. ეს იყო ჩვეულებრივი მარბიელი
თავდასხმა, რომლის დროსაც არაბებმა მომავალი მოწინააღმდეგეები დაზვერეს.

654 წელს არაბებმა ხომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელები, რომელთა სარდალმა ქართლს შეაფარა თავი.
არაბთა ლაშქარი კი ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით ქართლს მოადგა.
ამ დროისათვის ქარლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ II, რომელსაც არაბები ბატრიკს უწოდებდნენ,
რადგან ის პატრიკიოსის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა. სტეფანოზ II-ემ რეალურად შეაფასა არსებული
ვითარება და მნიშვნელოვანი დიპლომატიური სვლა გააკეთა: ბიზანტია დამარცხებული იყო და მისი
აღმოსავლეთის პროვინციები არაბებს უკვე დაპყროილი ჰქონდათ, სომხეთშიც ისინი ბატონობდნენ,
საქართველო კი მარტო იყო დარჩენილი ძლიერი მტრის წინააღმდეგ. ასე რომ ქართლის ბრძოლას აზრი არ
ჰქონდა. ქართველები ვერ მოახერხებდნენ არაბების შეჩერებას, ბრძოლის წაგების შემთხვევაში კი
შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო. თავის მხრივ არაბებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი თუ
ქართლი ნებით დაემორჩილებოდა მათ. არაბებს უზარმაზარ ტერიტორიაზე თავისი ბატონობის
განმტკიცება ესაჭიროებოდათ, დაპირისპირება იყო თვით არაბებშიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ
საქარველო არაბებისათვის ძალზე დაშორებული ყველზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა იყო.

ერისმთავარმა ჰაბიბ იბნ მასლამას ელჩის ხელით საჩუქრები გაუგზავნა და ზავი და მშვიდობა
შესთავაზა. ჰაბიბ იბნ მასლამა ქართლის ერისმთავრის წინადადებით ფრიდ კმაყოფილი დარჩა,
მორთმეული საჩუქრები მომავალი წლის ხარკში ჩაუთვალა, ერისმთავრის ელჩს თავისი ელჩი გაატანა,
თვითონაც მოვიდა თბილისში და ქართლს, როგორც ნებით დამორჩილებულ ქვეყანას “ დაცვის სიგელი”
მისცა, რომლის თანახმადაც:

1. ქართლის მოსახლეობას დაეკისრა ფულადი გადასახადი “ჯიზია” _ თითო დინარი კომლზე.


ქართველებს ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შემცირების მიზნით, ხოლო არაბებს _
კომლების დაყოფა, ჯიზიას გაზრდის მიზნით;

2. ქართველებს დაეკისრათ სამხედრო ბეგარა _ ქართველები ვალდებულნი იყვნენ დახმარებოდნენ


არაბებს, ჩამორჩენილი მუსლიმი მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;

3. ქართველთაგან თუ ვინმე ისლამს მიიღებდა, თავისუფლდებოდა ჯიზიასაგან და სარგებლობდა


მუსლიმანთა თანასწორი უფლებებით, ხოლო ხელახლა გაქრისტიანების შემთხვევაში _ ისჯებოდა;

4. არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ, დაეცვათ ქართლი მომხვდურებისაგან, ასევე დაეცვათ


ქართლის მოსახლეობის უშიშროება, ჰპირდებოდნენ სარწმუნოების ხელშეუხებლობას. ე.ი. არაბები
ვალდებულებას იღებდნენ დახმარებოდნენ ქართველებს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო თუ
არაბთა არყოფნის დროს ქართველები ვინმეს დაემორჩილებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ
ჩაეთვლებოდათ;

5. თუ ქართველები ამ პირობებს არ შეასრულებდნენ, არაბები მათ ომს გამოუცხადებდნენ ალაჰისა და მისი


მოციქულის სახელით;

როგორც ვხედავთ ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული დამპყრობელ-დააპყრობილთა უფლებები და


ურთიერთვალდებულებები, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლში შემოსვლის
შემდეგ საკმარისად არ ჩათვალა ხელშეკრულების დადება მხოლოდ ქართლის ერისმთავართან, მან ასევე
შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმა ქართლის ცალკეული ნაწილების მფლობელ მთავრებთან, რაც
იმას მოწმობს, რომ ეს მთავრები თავს საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდნენ.

ქართველები უცხოელთა ბატონობას მაინც არ ეგუებოდნენ და როგორც კი ხელსაყრელი ვითარება


შეიქმნა, კერძოდ სახალიფოში როცა დაიწყო შინაომები, რომელიც როგორც ვიცით გაგრძელდა 661
წლამდე, აღარ შეასრულეს “დაცვის სიგელით” გათვალისწინებული ვალდებულებები. ქართლში რთული
ვითარება შეიქმნა.

VII საუკუნის 60-იან წლებიდან ქართლში სამი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს: სახალიფო, ბიზანტია
და ხაზარები. ბიზანტიას და არაბებს ხარკის გადახდა და კავკასიონის საუღელტეხილო გზების დაუფლება
აინტერესებდათ, ხოლო ხაზარები თავს იცავდნენ არაბებისაგან და დროდადრო თვითონაც ესხმოდნენ
თავს ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით. ასე, რომ ქართველ მოსახლეობას “სამი მხრიდან” უხდებოდათ
ხმლის ქნევა, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.

კავკასიაში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის სასწორი მალე არაბების მხარეს გადაიხარა. VII
საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო არაბთა გამუდმებული თავდასხმები “დაცვის სიგელის” პირობების
შესრულების მოთხოვნით. არაბები დასავლეთ საქართველოშიც გადავიდნენ. ბიზანტიის მმართველობით
შეწუხებულმა ეგრისის მმართველმა, სერგი ბარნუკის ძემ ძველ ხერხს მიმართა _ ბიზანტიელთა
წინააღმდეგ მეორე ძალის გამოყენება სცადა, 697 წელს აუჯანყდა ბიზანტიელებს და ეგრისი არაბებს
გადასცა. VIII საუკუნის დასაწყისისათვის არაბებს შავი ზღვისპირა ზოლის გარდა თითქმის მთელი
დასავლეთ საქართველო ეკავათ. ციხე-გოჯში, ასევე კოდორის ხეობის ციხეებში არაბთა სამხედრო
გარნიზონები იდგა. 702 წლისათვის ხალიფამ მთელი ამიერკავკასია დაიმორჩილა და შექმნა სახალიფოს
პროვინცია _ “არმენია”, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქართლი, რომელსაც არაბულად ეწოდებოდა _
ჯურზანი.

ამიერკავკასიაში არაბთა დაპყრობითი ომებისა (VII საუკუნის 40–50-იანი წწ.) და მათი ბატონო- ბის შემდეგ
ჩამოყალიბდა დიდი პროვინცია არმინია (სომხეთი). მის შემადგენლობაში შედიოდა სომხეთი, ალბანეთი
და ქართლი. არმინიის გამგებელი (ვალი), რომლის რეზიდენციაც იყო დვინსა და ბარდავში ინიშნებოდა
ხალიფას მიერ. მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ შეიქმნა თბილისის საამირო, რომელიც თავდაპირველად
მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. თბილისის საამიროს გამგებ- ელს, ამირას,
ნიშნავდა არმინიის ვალი, ანდა უშუალოდ ხალიფა... თბილისის ამირებს ექვემდებარებოდნენ რუსთავის,
დმანისის, ხუნანის და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების ამირები და
შედარებით მცირე ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლებიც. ქართული წყაროები თბილისის
ამირას ზოგჯერ ქართლის ამირასაც უწოდებენ. ამირას კარზე ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენელი იყო ქართლის ერისმთავარი, რომლის ხელისუფლებაც IX საუკუნის დამდეგიდან
გაუქმდა.

თბილისის ამირების უფლება-მოვალეობები სახალიფოს პროვინციების ამირების ფუნქციების


ანალოგიური იყო.

თბილისის საამირო წარმოადგენდა საქართველოში ისლამის მთავარ საყრდენს და ისლამის გავრცელების


ცენტრს. თბილისში ცხოვრობდა, ან ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში მოღვაწეობდა თბილისიდან
გამოსული არაერთი მუსლიმი მწიგნობარი.

აბასიდებმა საგადასახადო პოლიტიკა შეცვალეს - — ის უფრო გაამკაცრეს და მნიშვნელოვნად გაზარდეს


მოსაკრებელი. ეს შეეხო არა მხოლოდ დაპყრობილ ტერიტორიებს, არამედ არაბებსაც. ასეთი რადიკალური
ნაბიჯების მიზეზი უზარმაზარი ჯარის შენახვისთვის თანხების მოძიების აუცილებლობა იყო
საქართველოში არაბთა მიმართ წინააღმდეგობები არ წყდებოდა. განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში
ერისმთავარი ნერსე II ედგა. სწორედ ამიტომ 772-773 წლებში ხალიფამ ნერსე ბაღდადში დაიბარა, სადაც
მან ტყვეობაში სამი წელი დაჰყო. საქართველოში დაბრუნებული ნერსე კვლავ გაიწვიეს ხალიფას კარზე.
ერისმთავარმა თავისი ოჯახის აფხაზეთის მთავარ ლეონთან გახიზვნა მოასწრო, თავად კი ხაზართა
ხაკანთან გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად. როგორც ჩანს, მან მიზანს ვერ მიაღწია და თავადაც
დასავლეთ საქართველოში გადავიდა.

You might also like