You are on page 1of 4

არაბები საქართველოს ტერიტორიაზე

არაბობა საქართველოში, ანუ არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ


საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი მეტ-ნაკლები სიძლიერითა
და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე
გრძელდებოდა.

არაბობა საქართველოში შეიძლება სამ მთავარ პერიოდად დაიყოს:


1. საქართველოში არაბთა შემოსვლიდან თბილისის საამიროს დაარსებამდე (VII საუკუნის 50-
იანი წლები - VIII საუკუნის 30-იანი წლები). ეს იყო სახალიფოს მიერ საქართველოში
გაბატონებისათვის ბრძოლის ხანა;
2. VIII საუკუნის 30-იანი წლებიდან IX საუკუნის 80-იან წლებამდე (თბილისის საამიროს
დაარსებიდან სახალიფოსგან მის ჩამოშორებამდე და დამოუკიდებელ სამთავროდ
გადაქცევამდე). ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოში არაბთა მყარი ბატონობის ხანა;
3. IX საუკუნის II ნახევრიდან XI საუკუნის შუაწლებამდე (ახლო და შუა აღმოსავლეთში
თურქსელჩუკების გაბატონებამდე). ამ პერიოდში არაბობა საქართველოში, როგორც არაბთა
ბატონობა, ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო და იგი მხოლოდ გადმონაშთის — თბილისის
საამიროს სახით არსებობდა.

პირველად არაბები საქართველოში 642-643 შემოიჭრნენ, მაგრამ ამ ლაშქრობას


არავითარი პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, არაბები იძულებული გახდნენ უკან
გაბრუნებულიყვნენ. მხოლოდ ირანის (651) და სომხეთის (652) დაპყრობის შემდეგ
დაიწყო არაბების სისტემატური ბრძოლა საქართველოში გაბატონებისათვის.
პირველად არაბებმა ქართლი დაიმორჩილეს 654-655 ჰაბიბ იბნ მასლამის შემოსევის
შედეგად.

არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „დაცვის სიგელი“,1 რომლითაც


ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხიდიდა. ამჯერად არაბთა

1
„დაცვის სიგელი“ იყო არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში გაცემული
დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა დამპყრობელი არაბებისა და ქართლის მოსახლეობის
ურთიერთობას. „დაცვის სიგელს“ არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას.
ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა
საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ,
მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის
სიგელი“ მისცა. სიგელის ძალით:
დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას;
დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი – ჯიზია, კომლზე თითო დინარი;
ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის
შემცირების ან გადიდების მიზნით;
ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური;
თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა
ჯიზიისაგან.

ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725
წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი“.
ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად
ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს
სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651-661) და არაბებს ხარკის მიცემა
შეუწყვიტეს.

VII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა
ქართლში. საქართველოსათვის ბრძოლაში არაბებს ბიზანტიის იმპერია ეცილებოდა. 685
წელს სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც კუნძულ
კვიპროსიდან, სომხეთიდან და იბერიიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას
თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართველი ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ
ემორჩილებოდა.

686 წელს ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის


ერისმთავარმა ნ ე რ ს ე მ სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი
ბარაბა.
ამავე ხანებში არაბებს ამიერკავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც.
VII საუკუნის 80-იან წლებში ხაზარები ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან
მძომე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ
გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს.

697 ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) მმართველი სერგი ბარნუკის ძე ბიზანტიელების


წინააღმდეგ აჯანყდა და თავისი სამფლობელო არაბებს გადასცა. არაბებმა დაიკავეს ეგრისის
დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდელი ნაქალაქევი) და რამდენიმე ციხე კოდორის ხეობაში,
მაგრამ მალე დატოვეს დასავლეთ საქართველო.

VIII საუკუნის დასაწყისში არაბები დამკვიდრნენ ქართლში. 704-705 წლებში მათ აქ


საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII საუკუნის 20-იან წლებში ამიერკავკასიაში
არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად ხალიფა ჰიშამმა გამოგზავნა დამსჯელი ჯარი
ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სარდლობით. ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს
მურვან იბნ მუჰამადი (ქართული წყაროებით — მურვან ყრუ). 735-736 წლებში მურვანმა
ააოხრა საქართველო. ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე
(ა მ ი რ ა )1 დანიშნეს. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა
საქართველოში სტაბილური გახდა.

გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც –


ხარაჯა.
(„დაცვის სიგელის“ ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის
თხზულებებში. სიგელის ტექსტი თარგმნილია გერმანულ, რუსულ ენებზე).

1
თბილისის საამირო – არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში,
არსებობდა 736-1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს
მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა
შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI
საუკუნიდან – ქალაქ თბილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.
საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე
სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის – შუაბიანთა, შაბანიანთა
არაბებმა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას დააკისრეს მძიმე გადასახადები
ხარაჯა და ჯიზია. ხალხს დაეკისრა აგრეთვე სამხედრო რაზმებისა და
მრავალრიცხოვან მოხელეთა შენახვა. მოსახლეობას დაადეს ბეგრად გზების, ხიდების
და სხვა ობიექტების მშენებლობა. არაბთა ბატონობას მოჰყვა მაჰმადიანური
მოსახლეობის გაჩენა საქართველოში.

VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო


საქმეებში. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს.
არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ყველა ფენა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის
მწარმოებელი ნაწილი, რომელიც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ
ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ბატონობა შედარებით მტკიცე
იყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, განაპირა მხარეები კი მალე
განთავისუფლდენ მათი ბატონობისაგან.

VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი


ფეოდალური სამეფო და სამთავრო (დასავლეთ საქართველო, კახეთი, ჰერეთი, ტაო-
კლარჯეთი). თბილისის საამიროს ფარგლეში დარჩა მხოლოდ შიდა და ქვემო ქართლის
ტერიტორია. IX საუკუნიდან დაიწყო თბილისის ამირების ბრძოლა სახალიფოს
ცენტრალური ხელისიფლების წინააღმდეგ. არაბთა სახელმწიფო დასუსტდა და
დაიშალა.

არაბობა საქართველოში მძიმე მოვლენა იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში.


დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა
იდეოლოგიურ ბრძოლას. ამ მხრივ აღსანიშნავია იოანე საბანისძის
პატრიოტული ქადაგება. აბო თბილელის მოწამეობის აღწერით მან დიდი
პროპაგანდა გასწია ქრისტიანობისა და ეროვნული თვითმყოფობის
შესანარჩუნებლად.

არაბთა ბატონობამ საგრძნობლად შეაფერხა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური


განვითარება. მაგრამ აღმავალი ფეოდალური განვითარების გზით მიმავალი ქვეყანა
საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა ამ მძიმე განსაცდელიდან.

IX საუკუნის II ნახევარში თბილისის საამირო იქცა ადგილობრივი ფეოდალური სამთავროდ. სახალიფოს


ცდას – დაემორჩილებინა გამდგარი ამირები და კვლავ გაბატონებულიყო საქართველოში – შედეგი არ
მოჰყოლია. 853 წელს ხალიფა მუთავაქილმა ამიერკავკასიაში გამოგზავნა დიდი ჯარი ბუღა თურქის
მეთაურობით. მან აიღო თბილისი, მაგრამ არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა საქართველოში ვერ
შეძლო.

და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ. 1122 წელს თბილისი არაბთაგან


გაათავისუფლა დავით აღმაშენებელმა და საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა.
ბუღა თურქის შემოსევა 853-854,
არაბთა ლაშქრობა თბილისის საამიროს
დასამორჩილებლად და ამიერკავკასიაში ხალიფის ძალაუფლების აღსადგენად.
ხალიფა მუთავაქილმა (847-861) თბილისის ამირა საჰაკ ისმაილის ძის წინააღმდეგ
ლაშქრობა მოაწყო ბუღა თურქის სარდლობით. სომეხი ისტორიკოსის არწრუნის
ცნობით ბუღას ლაშქარში 200 ათასი მეომარი ითვლებოდა. სომხეთისა და
აზერბაიჯანის დალაშქვრის შემდეგ 853 წლის ზაფხულში ბუღა საქართველოს შემოესია.
მას შეუკავშირდნენ ტაო-კლარჯეთის მთავარი ბაგრატ I კურაპალატი და კახეთ-
ჰერეთის სამთავრო. აფხაზთა სამეფო კი საჰაკს მიემხრო. ბუღა თურქი ისანში
დაბანაკდა და საჰაკის წინააღმდეგ სარდალი ზირაქი გაგზავნა. ზირაქი 5 აგვისტოს
მდინარე მტკვარზე გავიდა და თბილისში შეიჭრა. არაბები ანთებულ კუპრს ისროდნენ,
ქალაქში ხანძარი გაჩნდა. საჰაკი შეიპყრეს და ბუღას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
შემდეგ ზირაქმა და ბაგრატ I-მა აფხაზთა მეფეც დაამარცხეს. მალე ბუღას ლაშქარი
კახეთის დაბლობიდან მთიანეთში შეიჭრა. მთიელებმა მედგარი წინააღმდეგობა
გაუწიეს მტერს. ამასობაში დიდი თოვლი მოვიდა. არაბებს ცხენები იელის ჭამით
დაეხოცათ და დიდი ზარალი ნახეს. ბუღა საქართველოს გაეცალა და ბარდავში
დაბანაკდა. მაგრამ 854 წელს ისევ შემოესია საქართველოს და გარდაბანი ააოხრა. ბუღას
ლაშქრობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. არაბი ისტორიკოსის ალ-ტაბარის ცნობით
მარტო თბილისში 853 წელს დაიღუპა 50 ათასი კაცი, ქალაქი თითქმის მთლიანად
გადაიწვა. მაგრამ ბუღას ლაშქრობათა მიზანი მაინც მიუღწეველი დარჩა — არაბთა
ბატონობის განმტკიცება არ მოხერხდა.
მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა საქართველოში, დაახლოებით 842 წელს, არაბთა
სახალიფოსაგან განმდგარი თბილისის ამირა საჰაკის დასამორჩილებლად
მოწყობილი ლაშქრობა ხალიფა ალ-ვასიკის (842—847) დროს.
ქართველი მთავრები ცდილობდნენ გამოეყენებინათ არაბთა ურთიერთბრძოლა.
ტაო-კლარჯეთის კურაპალატი ბაგრატ აშოტის ძე მუჰამად იბნ ხალიდის
მიემხრო; სანაცვლოდ არაბთა სარდალმა მას ქართლი უბოძა. ქართველ-არაბთა
შეერთებულმა ლაშქარმა მალე უფლისციხე დაიკავა. ამირა საჰაკი სოფ. რეხასთან
შეხვდა მათ. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა და მუჰამადი
ბარდავს წავიდა.
მუჰამად იბნ ხალიდის ამ ლაშქრობას, როგოც ჩანს, შედეგი არ მოჰყოლია.
(ეს გრიგოლ ხანძთელის პერიოდისათვის გამოგვადგება)

914 წელს ხალიფას ბრძანებით აბუ ლ-კასიმ საჯმა სცადა სომხეთისა და საქართველოს
დაპყრობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ეს იყო უკანასკნელი და უშედეგო ცდა არაბთა
ბატონობის აღდგენისა საქართველოში.
ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული ხელისუფლების განმტკიცება. აბუ ლ-კასიმი ჯერ
თბილისს მივიდა, იქიდან კი კახეთში გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები.
შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა. კახეთიდან აბუ ლ-
კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე "მოარღუივნეს ზღუდენი
უფლისციხისანი", რათა მტერი იქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე-ჯავახეთიც,
მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა.
მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან
მტერს, მაგრამ დამარცხდნენ.
აბუ ლ-კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხედრო წარმატების
მიუხედავად აბუ ლ-კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ
აიძულა საქართველოს გასცლოდა.

You might also like