You are on page 1of 10

ჰერეთი XVII-XIX საუკუნეებში

ჰერეთი, იგივე საინგილო, არის ჩვენი წარსული პერიოდის საქართველოს


ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დღესდღეობით სამწუხაროდ
საქართველოს არ ეკუთვნის. აღნიშნული ტერიტორია, როგორც ვიცით საქართველომ
საბოლოოდ და ოფიციალურად დაკარგა XX საუკუნის პირველ ნახევარში , საბჭოთა
რუსეთის მმართველობის პერიოდში, კერძოდ, 1915 წლის 15 ნოემბერს, 100 წლის იჯარის
ვადით. ჩვენ ვისაუბრებთ ჰერეთზე და მის ზოგად მიმოხილვაზე და ამავდროულად
ყურადღებას გავამახვილებთ მისი არსებობის კონკრეტულ პერიოდზე , კერძოდ , XVII-XIX
საუკუნეებზე და შესაბამისად აღვწერთ და გავაანალიზებთ საკითხებს და ამ ტერიტორიის
ფარგლებში მომხდარ ამბებს, რომელიც ჩემს მიერ იქნება აღნიშნული მოცემულ
ნაშრომში. დავიწყოთ ჰერეთის
ზოგადი მიმოხილვით. პირველ რიგში აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მეფე ფარნავაზის
პერიოდში ჰერეთი შეადგენდა ერთ საერისთაოს, ხოლო მის შემდეგ კი მეფეები
ნიშნავდნენ აქ მთავარმართებელს. იგი კახეთის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს
აღმოსავლეთით, ამავდროულად უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ კახეთი და ჰერეთი
გაერთიანებული იყო გარკვეული ხანგძლიობის პერიოდში და მოიხსენიებოდა , როგორც
კახეთ-ჰერეთი. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ საინგილოს ტერიტორია, საქართველოს
ეკუთვნოდა და ამავდროულად, იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული . ამას
რათქმაუნდა უსაფუძვლოდ არ აღვნიშნავთ, რადგან ეს ფაქტი დასტურდება ევროპულ ,
რუსულ, ქართულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრავალ ისტორიულ წყაროში .
ასევე მოცემული მასალებით ასევე მტკიცდება, რომ ძვ.წ. I საუკუნიდან მოყოლებულ
ამჟამინდელ ჰერეთის ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები
ცხოვრობდნენ, ხოლო ამ პერიოდის შემდგომ IV-V საუკუნიდან დაწყებული უშუალოდ
საქართველოს ტერიტორია მოიცავდა საინგილოსაც. დღესდღეობით, ჰერეთის
ტერიტორია მოიცავს სამ ძირითად რაიონს, ესენია: ბელაქანი, ზაქათალა და კახი .
გადავიდეთ ჩვენს უშუალო
კვლევის მიმოხილვაზე, რომელიც მოიცავს XVII-XIX საუკუნის პერიოდს. რათქმაუნდა
დავიწყებთ მიმოხილვას XVI საუკუნიდან. ეს პერიოდი მეტად ტრაგიკული აღმოჩნდა
ჰერეთისათვის, ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ჩვენი იმ პერიოდის
სასტიკი მეზობლის ირანის და მისი უსასტიკესი მმართველის შაჰ -აბასის დამყრობლური
პოლიტიკის. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შაჰმა გადაწყიტა 1604 წელს კახეთის მეფე

1
ალექსანდრეს მისი სამეფოს არმოსავლეთი ნაწილი ანუ დღევანდელი კახის რაიონის
ტერიტორია, ანუ კაკ-ენისელი გამოსთხოვა და ადგილობრივ ტერიტორიაზე ჩამოაყალიბა
ე.წ. „ელისუს სასულთნო“. ხოლო სულთნობა კი უბოძა ალიბეგ ვახვახიშვილს, რომელიც
იყო გამაჰმადიანებული ქართველი თავადი. ხოლო ამ ყველაფრის სანაცვლოდ შაჰ -
აბასმა კახეთის მეფე ალექსანდრეს უბოძა ირანში რამდენიმე სოფელი და მას აგრეთვე
დაუნიშნა ჯამაგირი. ალბათ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გაგვიჩნდება კითხვა თუ
რაში სჭირდებოდა შაჰს ეს აღნიშნული ტერიტორია და ამავდროულად რა
პრივილეგიებით ისარგებლებდა იგი მოცემული ტერიტორიის ხელში ჩაგდებით
სამომავლოდ? პასუხი კი შემდეგში მდგომარეობს: როგორც ისტორიულად ვიცით კაკ-
ენისელი იყო იმდროინდელი კახეთის ერთგვარი „კედელი“ იყო აღმოსავლეთი მხრიდან
და რათქმაუნდა ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდებით მან მნიშვნელოვანი უპირატესობა
მოიპოვა. აქ რათქმაუნდა გამოსაყოფია კახეთის მეფის ალექსანდრეს პოზიციაც , რადგან
ალბათ შეგვიძლია ვიფიქროთ და გაგვიჩნდეს კითხვა თუ რატომ დაეთანხმა ამ
ყველაფერს კახეთის მეფე, მაგრამ მის პოზიციიდან თუ ვიფიქრებთ, მივხვდებით , რომ მას
არ უნდოდა ამ პროვოკაციაში გახვეულიყო, რადგან შეიძლება ამას მოჰყოლოდა ამ
პერიოდში სასტიკი თავდასხმა და აოხრება შაჰის მიერ კახეთში, სადაც იგი აბსოლიტურად
უძლური იქნებოდა, რადგან არ იყო იგი ამ ყველაფრისთვის მზად ამიტომ იგი იძულებული
იყო ფორმალურად მაინც აღიარებინა მოცემული სიტუაცია. ასევე მინდა აღვნიშნო ის
ფაქტიც, რომ შაჰის ბრძანებით, როდესაც საქართველოში „ყიზილბაშები “შემოიჭრენ
დასარბევად და ასაოხრებლად ყველაზე დიდი ზარალი სწორედ კახეთ -ჰერეთს დაატყდა .
ამ დროს მათ საქართველოდან 130 ათასიდან 200 000 ათასამდე ქართველი გადაასახლეს
ირანში და სწორედ მათი უმეტესობა ამ ტერიტორიიდან იყო. ეს ფაქტი რათქმაუნდა
ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული იყო საქართველოთვის და ზოგადად კახეთ -
ჰერეთისთვის რადგან ენით აღუწერელი იყო ის დანაკლისი რაც ამ გალაშქრებამ
გამოიწვია. ამის საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია მოსე ჯანაშვილის წიგნ
„საინგილოდან“ მოვიყვანოთ ციტატა: „მართლაც ყაენი მოვიდა. აიკლო და ააფორიაქა
კახეთი, ხალხი ზოგი გაჟლიტა, ზოგი კი აჰყარა და დედაბუდიანად სპარსეთს გადაასახლა ;
ქართველობა მთელს გაღმამხარს ლაგოდეხს იქით სოფელ ვართაშენამდე დარჩა
მხოლოდ კაკ-ენისელს და თითო-ოროლაც აქა იქ კიდევ. დაცარიელებული ქვეყანა
გაივსო ლეკებით. ბელაქანი და ჭარი იქცა დედაბუდეთ დაღისტნელთა ბელადებისა და
ავაზაკებისა“. ეს არის ნათელი მაგალითი თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ჰერეთში, როგორც
მოსე ჯანაშვილი აღგვიწერს თუ როგორ შემოვიდა ირანელთა ჯარი, რომლებმაც სასტიკად

2
დაარბიეს და ააოხრეს კახეთ-ჰერეთი და შემდეგ გადაასახლეს დიდი რაოდენობის ხალხი
ირანში, რაც ისედაც „ერთი მუჭა“ სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო და
გვეუბნება, თუ როგორ ჩანოსახლდნენ ლეკები უმწეოდ დარჩენილ ჰერეთში. აუცილებელია
გამოვყონოთ, რომ ეს არიყო მათი მხოლოდ ერთგვარი ჩამოსახლება აღნიშნულ
ტერიტორიაზე, რადგან ეს ხალხი სასტიკ ზარალს აყენებდნენ ქართველებს. როგორც ვიცით
ლეკები ქურდავდნენ საქართველოს, თავს ესხმოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და რაც
ყველაზე მთავარი და დასამახსოვრებელი იყო გახლდათ ის, რომ ლეკები იტაცებნენ ბავშვებს
და შემდეგ მათ ყიდნენ უცხოელ დიდებულებზე თუ მაღალი ფენის წარმომადგენლებზე. ეს
ყველაფერი ცნობილია „ლეკიანობის“ სახელით. ამ ყველაფრის ჩასახრშობად მეფეებს დიდი
ხნის მანძილზე მოუწიათ მკაცრი რეფორმების თუ სპეციალური ზომების გატარება, რათა
აღმოეფხვრად მოცემული საკითხი.
რაიყო ლეკების შემოსევის მიზეზი? ზოგადად, როგორც ყველა
დამპყრობელს, ისევე ლეკებსაც გააჩნდათ თავიანთი მიზნები ამ ტერიტორიაზე. ამ მიზნებით
მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო რათქმაუნდა ტერიტორიის ხელში ჩაგდება, ტყვეების
გატაცება და ერთგვარი მუდივი საშემოსავალო ბაზის შექმნა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათ
ზურგს უმაგრებდნენ ოსმალები და ყიზილბაშები. მათი ხელშეწყობით ხდებოდა ის
ყველაფერი, რაც იდეაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რათქმაუნდა, როგორც ვხვდებით,
მათ სავსებით აწყობდათ საქართველოს დასუსტება, რათა ადვილად და უპრობლემოდ
დაეპყროთ იგი შემდგომში. ასევე შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა თუ რატომ იყო ჰერეთი
მუდმივი შემოსევების და აოხრების ადგილი და რატომ უნდოდათ ზოგადად დამპყრობლებს
ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდება? ჩვენი პასუხი კი შემდეგნაირად შეგვიძლია
ჩამოვაყალიბოთ: ზოგადად საინგილო და კონკრეტულად ჭარ-ბელაქანი იყო ერთგვარი
საიმედო პლაცდარმი, რომლის დაუფლების შემთხვევაში მტერი უფრო მოხერხებულად
შეძლებდა საქართველოს სხვა ტერიტორიებზე თავდასხმას, ეს რათქმაუნდა განპირობებული
იყო ამ ტერიტორიის ბუნებრივი ხელშეწყობით და ხელსაყრელი მდებარეობით
თავდასხმისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ვიცით, ხდება ჰერეთის საბოლოოდ
ჩამოშორება კახეთის სამეფოსგან და კახეთ-ჰერეთის სამეფო ამიერიდან ვერ ახერხებს კვლავ
გაერთიანებას გარკვეული მიზეზების გამო. დიდი პერიოდის განმავლობაში საქართველოს
მეფეები შეეცა დნენ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ სამწუხაროდ ყველა შედეგი კრახით
სრულდებოდა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თეიმურაზ II ის მცდელობა

3
დაემორჩილებინა ჭარი 1739 წელს, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო მართალია 11 წლის შემდეგ
ერკლე მეფისა და თეიმურაზის ერთიბლივი ძალისხმევით 1750 წელს მათ გამარჯვება
მოიპოვეს დაღისტანელების წინააღმდეგ, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ მათი ასე
ვთქვათ სრულ დამორჩილებისათვის მათ მხოლოდ ერთადერთი გზა ჰქონდათ დარჩენილი
და ეს იყო მათი სრული დაპყრობა, ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული სრულიად ყველა
დაღისტანელი ლეკების განდევნა საქართველოს ტერიტორიიდან და საინგილოს კვლავ
ხელახალი შემოერთება, რაშიც მათ იმედი ჰქონდათ, რომ დაეხმარებოდა ნაწილობრივად
თავის მხრივ რუსეთიც, მაგრამ ეს იმედიც უადგილო აღმოჩნდა და ასევე შემდეგში
გადადგმული ნაბიჯიც, კერძოდ, ქართველებმა გადაწყვიტეს რომ ჰერეთის შემოერთების
მიზნით დაკავშირებოდნენ შაქი-შირვანის ხანს, მაგრამ ეს უფრო უარესი აღმოჩნდა და
რატომღაც მან პირიქით კავშირი შეკრა ჭარ-ბელაქანთან და ამის შემდგომ მათი ერთიანი
ძალით მოხდა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ქართველები კვლავ დამარცხდნენ სასტიკად. ამის
შემდეგ ერეკლე მეფე და თეიმურაზი მიხვდნენ, რომ საკმაოდ რთული იყო „ლეკიანობის“
საკითხი. მაგრამ სად იყო ამ დროს ერთმორწმუნე რუსეთი, რომლის იმედი ჰქონდათ
ქართველებს და რომლებიც დახმარებას ჰპირდებოდნენ მათ? ჩემი აზრით პასუხი მარტივია,
მათ საერთოდ არ ადარდებდათ ეს საკითხი უფრო მეტიც მათ ყოველთვის აწყობდათ
საქართველოს დასუსტება და მათი დაპყრობა, რომლის ნათელი მაგალითი გვაქს შემდეგ
პერიოდშიც, მაგალითად, თუნდაც ეს იყო „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადების შემდეგ,
კერძოდ, 1795 წელს კრწანისის ომში, რადგან როგორც ვიცით, აღნიშნული ტრაქტატით
რუსეთი ჰპირდებოდა მოკავშირეობას და ერთგვარ მფარველობას, მაგრამ ისტორია
სრულიად სხვა ფაქტებს გადმოგვცემს, მათ ამ ომშიც მარტოდ მარტო დატოვეს საქართველო,
როგორც ყოველთვის. ეს ერთგვარი მაგალითი იყო იმისა, რომ საქართველო ყოველთვის
„მარტოხელა“ იყო გარეშე მტრების შემოსევების დროს.
ხოლო რაც შეეხება XIX
საუკუნეს, აქ უკვე მოვლენები იცვლება და განსხვავებული სურათი გვაქვს, რადგან როგორც
ვიცით ამ პერიოდში იწყება საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა რუსეთის მიერ და
შესაბამისად, ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო უკვე ამიერიდან რათქმაუნდა რუსეთის
ინტერესებში მოექცა. ეს მოვლენა გამოიხატებოდა რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და
პოლიტიკურ წინსვლაში, რადგან ჭარ-ბელაქანის და ზოგადად ჰერეთის დაპყრობით ისინი
მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს მოიპოვებდნენ და ფეხს მოიკიდებდნენ კავკასიაში და რაც

4
შემდგომში მათ ხელს შეუწყობდა მთიანი დაღისტნის დაპყრობაში. ეს ყველაფერი რუსეთის
გამარჯვებით დასრულდა, კერძოდ, 1803 წელს რუსეთს უკვე ეჭვგარეშედ ჰქონდა
გადაწყვეტილი ამ პოლიტიკური ერთეულის ხელში ჩაგდება და მეფისნაცვალი ციციანოვის
და ქართველთა საერთო კოალიციური ჯარის მეშვეობით მათ მოახერხეს ამ ბრძოლაში
გამარჯვების მოპოვება. ამრიგად ციციანოვმა აღკვეთა საბოლოოდ ლეკთა თარეში და ჭარ-
ბელაქანი შემოიერთა. მაგრამ ამით ყველაფერი არ დამტავრებულა, რადგან, როგორც ვიცით,
ისევე როგროც ყველა დამპყრობელი და ამ შემთხვევაში რუსეთიც საშინლად და
არასამართლიანად ექცეოდნენ ქართველებს, დასცინოდნენ და უზნეოდ იქცეოდნენ მათ
მიმართ, რასაც რამდენიმე აჯანყებაც მოჰყვა შემდეგში, მაგრამ თითქმის ყველა სამწუხაროდ
უშედეგოდ დასრულდა, რადგან ძალები უთანასწორო იყო და რათქმაუნდა პატარა
საქართველო ვერ მოახერხებდა უზარმაზარ რუსეთის იმპერის წინააღმდეგ გამარჯვების
მოპოვებას. ამრიგად, დასკვნის
სახით, მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ჰერელები,
მიუხედავად ამდენი გადატანილი განსაცდელებისა და ომებისა თუ დაპყრობისა
დღესდღებითაც, საამაყოდ ინარჩუნებენ ქართულ თვითშეგნებას, ქართულ ენას და
რაღათქმაუნდა ქრისტიანობას. ძალიან სამწუხაროა, რომ დღესდღეობით არსებობენ ისეთი
ადამიანებიც, რომლებსაც საერთოდ არ გაუგიათ ამ ლამაზი და ისტორიული კუთხის
შესახებ, ჰერელები, როგორც აღვნიშნე, გულდასმით ინარჩუნებენ ქართველობას, როგორც
დიდი მწერალი ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა: „ენა, მამული, სარწმუნეობა“ ამ სამი
ერთეულიდან ერთ-ერთი თუ გააჩნია მას იგი ქართველია, ჰერელებმა დაკარგეს მხოლოდ
ტერიტორია, რაც მათგან გამომდინარე არიყო. უკეთესი იქნება თუ მეტი დაინტერესება,
არდავიწყება და შესაბამისი დაფასება ჰქონდეს ამ ისტორიულ კუთხეს, რადგან ისინი ამას
მართლაც იმსახურებენ.

5
გამოყენებული ლიტერატურა:

1) მოსე ჯანაშვილი-„საინგილო“

2) თენგიზ პაპუაშვილი „ჰერეთის ისტორიის საკითხები“

3) „საქართველოს ისტორია“
(საქართველოს ისტორია XIII-XIX საუკუნეებში).

6
7
8
9
10

You might also like