You are on page 1of 6

632 წლიდან, სახალიფოს შექმნის შემდეგ, არაბთა სახელმწიფომ გაფართოება დაიწყო .

აბუ-ბექრის
მმართველობის პერიოდში თითქმის ყველა არაბული ტომი გაერთიანდა . ისლამი არაბების დროშად იქცა .
არაბების მიერ წარმოებულ დაპყრობებს ეწოდა ურწმუნოთა წინააღმდეგ “წმინდა ომი” ანუ “ჯიჰადი”.

ომარისა და ოსმანის დროს სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაიზარდა . არაბებმა პირველ რიგში
სასანიდური ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიების დაპყრობა დაიწყეს . ამ დროს ირანიცა და ბიზანტიაც
დასუსტებული იყო ერთმანეთთან ბრძოლით, რაც ხელს უწყობდა არაბთა წარმატებებს.

ომარის მმართველობის დროს არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია , რომელიც მაშინ ირანის მფლობელობაში
იყო, შემდგომ კი აიღეს ირანის დედაქალაქი ქტეზიფონი. არაბებმა ამავე დროს ბიზანტიას წაართვეს სირია ,
პალესტინა და ეგვიპტე. ხალიფა ომარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო იუდეველთა და ქრისტიანთა
წმინდა ქალაქი იერუსალიმიც.

ხალიფა ოსმანმა კიდევ უფრო გააფართოვა სახალიფოს საზღვრები . მის დროს არაბებმა დაიკავეს ირანის
დარჩენილი ტერიტორიაც, კავკასია, კერძოდ: სასანური ირანის უკანასკნელი შაჰის იეზდიგარდ III-ის
სიკვდილის შემდეგ (652 წელს), არაბების ხელში გადავიდა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი -
სომხეთი და აღოსავლეთ საქართველო. მალე არაბებმა ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენამდეც მიაღწიეს.
ირანში სპარსელებმა სწრაფად დაივიწყეს დრომოჭმული ზოროასტრული რელიგია და ისლამი აღიარეს , ამის
შედეგად კი მოხდა ირანის ისლამიზაცია

ხალიფა ალის დროს კი სახალიფოში დაწყებულმა შიდა არეულობამ დროებით შეაფერხა არაბთა წინსვლა ,
თუმცა ხალიფა მუავიას დროს, დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა. აფრიკაში ბერბერების დამარცხების შემდგომ
მოხდა არაბების ასიმილაცია, შედმგომ პერიოდში ისინი უკვე მავრებად მოიხსენებიან . არაბები და
ბერბერები 711 წელს აფრიკიდან ევროპაში გადავიდნენ. არაბებმა 20 წლის განამვლობაში თითქმის
მთლიანად დაიპყრეს ესპანეთში მდებარე ვესტგოთების სამეფო. ესპანეთიდან არაბები ფრანკებს დაესხნენ
თავს, მაგრამ 732 წელს პუატიესთან ბრძოლაში ფრანკებმა, კარლოს მარტელის მეთაურობით, დაამარცხეს და
უკუაგდეს ისინი.

აფრიკასა და ესპანეთში დაპყრობით ბრძოლებთან ერთად არაბები იბრძოდნენ ასევე ბიზანტიელების


წინააღმდეგაც. მათ რამდენჯერმე სცადეს კონსტანტინოპოლის აღება , მაგრამ ბიზანტიელებმა დაამარცხეს
ისინი ამ დროისათვის ახლად გამოგონილი იარაღის, ე.წ. “ბერძნული ცეცხლის” საშუალებით.

არაბები სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობებთან ერთად ახორციელებდნენ ამ ქვეყნების ისლამიზაციას .


დაპყრობილ ქვეყნებში ხალიფების მიერ დანიშნული მმართველები თავის მოვალეობად მიიჩნევდნენ
სახალიფოსათვის ახალ-ახალი მიწები შეერთებინათ და ისლამიც გაევრცელებინათ , რაც კონკრეტულად
გულისხმობდა:

1.არაბეთის მეზობელ რეგიონებში, სადაც არაბთა მონათესავე სემიტური მოდგმის მოსახლეობა ცხოვრობდა ,
ისლამის განხორციელებამ ფაქტიურად გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის არაბიზაცია .

2.ჩრდილოეთ აფრიკაშიც იგივე მოვლენები მიმდინარეობდა , მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ ეგვიპტისა და


ლიბიის (ბერბერები) მოსახლეობა სემიტური მოდგმისა არ იყო. აქაც ისლამიზაციის საშუალებით მოხდა
მოსახლეობის არაბიზაცია-ასიმილაცია. ადგილობრივი კულტურა და ენა არაბულმა კულტურამ და ენამ
ჩაანაცვლა.

3.ირანში, ავღანეთში, შუა აზიაში და სამხრეთ კავკასიაში - სადაც არაბები ძალიან მცირე რაოდენობით
დასახლდნენ, ისლამიზაცია არ ასოცირდება არაბიზაციასთან, რაშიც ვგულისხმობ იმას , რომ არაბების მიერ
მოხდა მხოლოდ ამ ქვეყნების ისლამიზაცია და არ განხორციელებულა ასიმილაცია ;

4.არაბებმ ვერ მოახერხეს საქართველოსა და სომხეთში ისლამის გავრცელება.

ასე, რომ უკვე VIII საუკუნის დასაწყისში სახალიფო გადაჭიმული იყო: აღმოსავლეთით - ინდოეთსა და
ჩინეთამდე, დასავლეთით - ატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე , სამხრეთით - აფრიკის შავკანიანი
მოსახლეობის ბინადრობის ადგილებამდე და ჩრდილოეთით - ევროპაში პირინეის ქედამდე .

სახალიფოს ტერიტორიების ასეთი ზრდა და შესაბამისად , ისლამის გავრცელება გაადვილა შემდეგმა


მიზეზებმა:
1. დაპყრობილი ხალხების განწყობამ - მათ მიმართ არაბები ნაკლებად მომთხოვნი იყვნენ , ვიდრე
სპარსელები და ბიზანტიელები, გამოსწორდა ებრაელთა მდგომარეობაც, ამიტომ დაპყრობილი
ხალხებისათვის არაბების ბატონობა უფრო მისაღები აღმოჩნდა . თუმცა არაბები მათ უწესებდნენ გარკვეულ
შეზღუდვებსაც, მაგალითად: ტანსაცმელზე განსხვავებული ნიშანი უნდა ეტარებინათ , რელიგიური
დღესასწაულები საჯაროდ არ უნდა აღენიშნათ და სხვა. სამაგიეროდ მუსლიმანური ხელისუფლება
დაპყრობილ ხალხებს სიცოცხლისა და ქონების დაცვას ჰპირდებოდა .

2. დაბალმა არაბულმა გადასახადებმა - რომელიც ბიზანტიურ და სპარსულ გადასახადებზე უფრო დაბალი


იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისლამს აღიარებდა. ხოლო, ისინი ვინც ისლამს არ მიიღებდნენ , კერძოდ
ქრისტიანები და ებრაელები, ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური გადასახადი - ჯიზია ;

3. სახალიფოში არსებულმა ტოლერანტულმა რელიგიურმა პოლიტიკამ, რაც მდგომარეობდა იმში , რომ


მოსახლეობას სპეციალური გადასახადების პირობით, უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინა რწმენა .

მუსლიმთათვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა:ისლამის ტერიტორია , ომის ტერიტორია , რომლის


დამორჩილებაც აუცილებებლი იყო და შესაბამისად, რომლეიც ბრძოლის ველს წარმოადგენდა და ზვის
ტერიტორია. ზავის ტერიტორიას წარმოადგენდ ის ქვეტანა თუ ქალაქი , რომელიც უბრზლოვლელად
დანებდებოდა არაბებს და ზავის სანაცვლოდ კისრულობდა გარკვეუილი სახის ხარკის გადახდას . არაბები ამ
შემთხვევაში დამორჩილებულ ხალხებთან აფორმებდნენ ხელშეკრულებას , ,,დაცვის სიგელის ’’
სახით.სწორედ ამგვარი სიგელი გაფორმდა VII საუკუნის შუა ხანებში საქართველოს მოსახლეობასთნ.

ომაიანთა და აბასიანთა სახალიფო

როგორც ვიცით, ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოს სათავეში ჩაუდგა მუავია , რომელიც იყო
ომაიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი და სირიის მმართველი . მუავიამდე ხალიფას თანამდებობა
არჩევითი იყო, მაგრამ მან თავის მემკვიდრედ საკუთარი ვაჟი , იაზიდი , დაასახელა. ამ ფაქტმა სათავე დაუდო
სახალიფოს სათავეში ომაიანთა დინასტიის მოსვლას, რომლებიც სახალიფოს მართავდნენ 661 - 750 წლებში .
მუავიამ სახალიფოს დედაქალაქი არაბეთიდან სირიაში, დამასკოში გადაიტანა .

ომაიანების მმართველობის დროს ხალიფა ქვეყნის საერო და სასულიერო მეთაურად ითვლებოდა .


სახალიფოში მთელი მიწა-წყალი სახელმწიფო საკუთრებად იყო აღიარებუული . სახალიფოს სახელით მთელ
ამ ტერიტორიებს ხალიფა განკარგავდა. ომაიანმა ხალიფებმა დაიწყეს ვერცხლისა და და სპილენძის ფულის
მოჭრა, რომელსაც საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელობა მიენიჭა. მუავის დროს შეიქმნა არაბთა საზღვაო
ფლოტიც, რომელმაც არა მხოლოდ სამხედრო წარმატებებს შეუწყო ხელი, არამედ ქვეყანაში საგარეო
ვაჭრობის განვითარაშიც დიდი როლი ითამაშა.

ხალიფას შემდგომი თანამდებობის პირი იყო ვეზირი, რომელთა უფლებები , შემდგომ პერიოდში თანდათან
იზრდებოდა.

სახალიფოს მიწებს მართავდნენ ხალიფას ნაცვლები ანუ მოადგილეები , რომლებსაც ამირა ეწოდებოდა .
ამირები ძირითადად არაბული არისტოკრატიის წარმომადგენლებისაგან ინიშნებოდნენ , თუმცა , ზოგჯერ
ისინი ადგილობრივი მმართველი ელიტის წარმომადგენლებიც ხდებოდნენ .პროვინციებში ამირები მიწების
უმეტესობას მის ძველ, ადგილობრივ მფლობლებს უტოვებდნენ, თუმცა მათ გარკვეული ვალდებულება უნდა
ეკისრათ, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაპყრობილი ხალხებისგან უნდა აეკრიფათ ორი სახის გადასახდი
ხარაჯა და ჯიზია.

ამ პერიოდში არაბები ყოველმხრივ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სოციალური ბარიერები არაბებსა და


არარაბებს შორის, თუნდაც, რომ მათ მიეღოთ ისლამი და გაეთავისებინათ არაბული ენა . ისინი დაუშვებლად
მიიჩნევდნენ არაბი ქალის ქორწინებას არაარაბ მამაკაცთან , მაგრამ არა პირიქით და არ ანიჭებდნენ
ახლადმოწცეულ მუსლიმებს თანასწორ სოციალურ, ეკნომიკურ და პოლიტიკურ უფლებებს .

მდგომარეობა შეიცვალა ხელისუფლების სათავეში აბასიანთა დინასტიის(750-1258) მოსვლით, VIII საუკუნის 20-
იან წლებში. არაბულ სამყაროში პირველობის პრეტენზია განაცხადეს მუჰამედისა და ალის ბიძის , აბასის
შთამომავლებმა. მათ აჯანყება ერაყში დაიწყეს, რადგანაც აქ ომაიანების მრავალმა მოწინააღმდეგემ
მოიყარა თავი.

აბასიანთა დინასტიის მოსვლა სახალიფოს სატავესი განპირობებული რამოდენიმე ფაქტორით :


1.ომაიანთა დინასტიის მიერ გატარებულმა მკაცრმა პოლიტიკამ, რის გამოც გაიზარდა დაპყრობილი ქეყნების
მმართველი ფენების უკმაყოფილება. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო დაპყრობილ ხალხთა
გამანთავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ.

2. ომაიანთა სახალიფოს აუმხედრნენ ირანელი ფეოდალებიც.

ამ წინააღმდეგობით ისარგებლეს აბასიანების საგვარეულოს წარმომადგენლებმა და ერთობლივი აჯანყების


შემდეგ 750 წელს ომაიანთა დინასტია დაამხეს. მათ დაამარცხეს უკანასკნელი ომაიანი ხალიფა მურვან II, მას
საქართველოში მურვან-ყრუდ იცნობენ, იგი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი მოკლეს. ხალიფები გახდნენ
აბასიანები, რომლებიც თავს მუჰამედის ბიძის - ალ-აბასის შთამომავლად თვლიდნენ , ამიტომ ეწოდა მათ
დინასტიას აბასიანები.

პირველი აბასიდი ხალიფების მმართველობის ხანას „ოქროს ხანას“ უწოდებენ. განსაკუთრებით ცნობილია
პოეტებისა და ლიტერატურის მფარველი ხალიფა ჰარუნ ალ-რაშიდი (786-809). მისი გამგებლობა
ხოტბაშესხმულია ზღაპრებში “ათას ერთი ღამე”.

აბასიდების მმართველობის დროს არაბული სახალიფო თანდათანობით საერთო-ისლამურ საახელმწიფოდ


გარდაიქმნა, რაც გულისხმობდა იმას, რომ შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურები . ამას გრდა
აბასიდების მმართველობის დროს განხორციელებული ერთერთი ცვლილება იყო ის , რომ ყველა მუსლიმი
უფლებებით არაბებს გაუთანაბრდა.

ამის შედეგად სახელმწიფო ორგანოებში დაწინაურდნენ ირანელები , რომლებსაც სახელმწიფოს მართვის


დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ასევე პირველად ისლამური სახელმწიფოს ისტორიაში ჩამოყალიბდა
რეგულარული ჯარი სპარსული მოდელის მიხედვით. ირანელებმა დაამკვიდრეს სასანური ირანისათვის
დამახასიათებელი მმართველობითი ინსტიტუტები (თანამდებობეი ).

მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა IX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო აბასიანების ბაღდადის


სახალიფოს დაქვეითება. ამ დაქვეითების გამომწვევი მიზეზებია :

1. მრვალრიცხოვანი ხალხები, რომლებიც არაბთა ბატონობის უღელქვეშ იყვნენ, იბრძოდნენ


თავისუფლებისათვის. არაბებმა ვერ შეძლეს დაპყრობილი ხალხის ერთი რელიგიის ქვეშ გაერთიანება .

2. ამას ემატებოდა შინააშლილობები. გაიზარდა მხედართმთავრების გავლენაც, მათ ოთხჯერ შეცვალეს


მათთვის არასასურველი ხალიფა;

3. IX საუკუნის II ნახევრიდან ხალიფის ძალაუფლება შეიზღუდა პირველი ვაზირის მიერ .სხვადასხვა


თანამდებობეის პირებს უკვე პირველი ვაზირი ნიშნავდა და ქვეყნის მართვაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა .

4.შეიქმნა ხალიფას გვარდია, სადაც თურქული წარმომავლობის გასუმისლიმებული ახალგაზრდები


(გულემები) მსახურობდნენ;

5. მოგვიანებით კი შუა აზიიდან მოსულმა თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს სახალიფოს დიდი ნაწილი და


ბაღდადის ხალიფა მარიონეტ მმართველად აქციეს.

6. IX საუკუნის ბოლოდან სახალიფომ დაიწყო დაშლა. შეიქმნა დამოუკიდებელი საამიროები და


სასულთნოები: ესპანეთში, მაროკოში, ეგვიპტეში, სუა აზიაში, სამხრეთ კავკასიაში (მაგალიტად თბილისის
საამირო); კერძოდ: ამირები და სულთნები სახალიფოსგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ და
ხალიფას აღარ ემორჩილებოდნენ.

საბოლოოდ 1258 წელს მონღოლებმა ბაღდადი აიღეს და ხალიფას ნომინალურ მმართველობასაც ბოლო
მოუღეს.

კულტურული ცხოვრება

ბაღდადი X საუკუნისათვის გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს ინტელექტუალურ ცენტრად .


სწორედ აქ სწავლობდნენ და იკვლევდნენ ანტიკურ მემკვიდრეობაას , მიმდინარეობდა რელიგიური ცოდნის
ევოლუცია, ვითარდებოდა ლიტერატურა და მეცნიერება. ამ პროცესსი ჩართულები იყვნენ მუსლიმები ,
ქრისტიანები და ებრაელები, არაბები და სპარსელები .

ბაღდადში შეიქმნა არაბული ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოები , მიმდინარეობდა


მთარგმნელობითი სამუშაოები, ითარგმნა არისტოტელეს, ჰიპოკრატეს, პტოლემეს და სხვათა ნაშრომები .
ბაღდადის მახლობლად აშენდა ობსერვატორიაც. აქ მოღვაწეობდა გამოჩენილი მათემატიკოსი და
ასტრონომი ალ-ხორეზმი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული “ალგორითმი ”.

ხალიფა ალ-მამუნმა ბაღდადში ,,სიბრძნის სახლი’’ დააარსა, რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო


ცენტრად იქცა. აქ მოღვაწე მეცნიერთა დანიშნულება იყო, შეენარჩუნებინათ და ეთარგმნათ არაბულად
მსოფლიო ინტელექტუალური მემკვიდრეობა.

ნესტორიანული მიმდინარეობის ქრისტიანმა ექიმმა, იაჰია იბნ მასავაიჰმა მრავალიშრომა მიუძღვნა სხეულის
ტემპერატურის ცვალებადობას, ჰიგიენას, დიეტას. მისი ტრაქტატი ოფთალმოლოგიაში ისტორიაში პირველია .
ის ევროპაში ცნობილი იყო მესუას სახელით. მის მოწაფეს, ასევე ქრისტიან ჰუნაინ იბნ ისჰაკს , რომელიც
შუასაუკუნეების ლათინური თარგმანებით იყო ევროპაში ცნობილი, არაბული მედიცინის მამას უწოდებენ .
სწორედ მათ სახელს უკავსირდებაა მედიცინის საფუძვლების ცაამოყალიბება და განვითარება .

ამ ხანებში არაბების მიერ იქმნებოდა ხელოვნების უარრესად საინტერესო ნიმუშები . არაბული გავლენით
ქრისტიანული ესპანეთის არქიტექტურაში ხანგრძლივი დროის მანძილზე პოპულარული იყო ,,მუდეჯარის
სტილი’’.

არაბთა დაპყრობები საქართველოში

არაბები საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან VII ს. 40-იან წლებში გამოჩნდნენ. თავდაპირველად ეს იყო
მარბიელი ლაშქრობა, დასაპყრობად კი ქვეყანას ისინი 50-იან წლებში მოადგნენ. ამ დროს მათ უკვე
დაეპყროთ ირანი, ბიზანტიელები განედევნათ სირია-პალესტინასა და შუამდინარეთიდან . სომხეთის
დაპყრობის შემდეგ კი მათი სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა საქართველოსკენ გამოემართა . ამ დროისათვის
ქარლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ II, რომელსაც არაბები ბატრიკს უწოდებდნენ, რადგან ის პატრიკიოსის
ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა. სტეფანოზ II-ემ რეალურად შეაფასა არსებული ვითარება და მნიშვნელოვანი
დიპლომატიური სვლა გააკეთა: ბიზანტია დამარცხებული იყო და მისი აღმოსავლეთის პროვინციები არაბებს
უკვე დაპყროილი ჰქონდათ, სომხეთშიც ისინი ბატონობდნენ, საქართველო კი მარტო იყო დარჩენილი
ძლიერი მტრის წინააღმდეგ. ასე რომ ქართლის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა . ქართველები ვერ მოახერხებდნენ
არაბების შეჩერებას, ბრძოლის წაგების შემთხვევაში კი შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო .
ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-ემ ჰაბიბ იბნ მასლამას ელჩის ხელით საჩუქრები გაუგზავნა და ზავი და
მშვიდობა შესთავაზა. ჰაბიბ იბნ მასლამა ქართლის ერისმთავრის წინადადებით ფრიად კმაყოფილი დარჩა ,
მორთმეული საჩუქრები მომავალი წლის ხარკში ჩაუთვალა, ერისმთავრის ელჩს თავისი ელჩი გაატანა ,
თვითონაც მოვიდა თბილისში და ქართლს, როგორც ნებით დამორჩილებულ ქვეყანას “ დაცვის სიგელი ”
მისცა, რომლის თანახმადაც: ქართლის მოსახლეობას დაეკისრა ფულადი გადასახადი “ჯიზია”, დაეკისრათ
სამხედრო ბეგარა, ქართველთაგან თუ ვინმე ისლამს მიიღებდა, თავისუფლდებოდა ჯიზიასაგან და
სარგებლობდა მუსლიმანთა თანასწორი უფლებებით, ხოლო ხელახლა გაქრისტიანების შემთხვევაში -
ისჯებოდა. ამას გარდა არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ, დაეცვათ ქართლი მომხვდურებისაგან და
ჰპირდებოდნენ სარწმუნოების ხელშეუხებლობას. თუ ქართველები ამ პირობებს არ შეასრულებდნენ , არაბები
მათ ომს გამოუცხადებდნენ ალაჰისა და მისი მოციქულის სახელით.

ქართველები უცხოელთა ბატონობას მაინც არ ეგუებოდნენ. ქართველებმა გამოიყენეს სახალიფოში


დაწყებული შინაომები, რომელიც როგორც ვიცით გაგრძელდა 661 წლამდე და აღარ შეასრულეს “დაცვის
სიგელით” გათვალისწინებული ვალდებულებები. ამას ემატებოდა ქართლში არსებული რთული პოლიტიკური
მდგომაროებაც, VII საუკუნის 60-იან წლებიდან ქართლში სამი ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს : სახალიფო ,
ბიზანტია და ხაზარები. ბიზანტიას და არაბებს ხარკის გადახდა და კავკასიონის საუღელტეხილო გზების
დაუფლება აინტერესებდათ, ხოლო ხაზარები თავს იცავდნენ არაბებისაგან და დროდადრო თვითონაც
ესხმოდნენ თავს ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით. ასე, რომ ქართველ მოსახლეობას “სამი მხრიდან ”
უხდებოდათ ხმლის ქნევა, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.

კავკასიაში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის სასწორი მალე არაბების მხარეს გადაიხარა . VII საუკუნის 80-
იანი წლებიდან დაიწყო არაბთა გამუდმებული თავდასხმები “დაცვის სიგელის ” პირობების შესრულების
მოთხოვნით. არაბები დასავლეთ საქართველოშიც გადავიდნენ. ბიზანტიის მმართველობით შეწუხებულმა
ეგრისის მმართველმა, სერგი ბარნუკის ძემ ძველ ხერხს მიმართა - ბიზანტიელთა წინააღმდეგ მეორე ძალის
გამოყენება სცადა, 697 წელს აუჯანყდა ბიზანტიელებს და ეგრისი არაბებს გადასცა .

VIII საუკუნის დასაწყისისათვის არაბებს შავი ზღვისპირა ზოლის გარდა თითქმის მთელი დასავლეთ
საქართველო ეკავათ. ციხე-გოჯში, ასევე კოდორის ხეობის ციხეებში არაბთა სამხედრო გარნიზონები იდგა .
702 წლისათვის ხალიფამ მთელი ამიერკავკასია დაიმორჩილა და შექმნა სახალიფოს პროვინცია - “არმენია ”,
რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქართლი, რომელსაც არაბულად ეწოდებოდა - ჯურზანი .

მურვან ყრუს ლასქრობა

არაბთა სახალიფოში ხაზინის ხარჯები თანდათან იზრდებოდა , შესაბამისად აუცილებელი გახდა ახალი
საგადასახადო პოლიტიკის გატარება. თუ მანმადე ყველა მუსლიმი გათავისუფლებული იყო
გადასახადისაგან, ამჯერად შემოიღეს დიფერენცირებული გადასახადი . ისლამზე ახლად მოქცეულებს უნდა
გადაეხადათ უფრო მეტი, ვიდრე ძველ მუსლიმებს. გაიზარდა გადასახადები არამუსლიმანთათვისაც .

ქართლმა ამასობაში დიდი უბედურება გადაიტანა. 724 წელს არმენიის “ვალიდ” ე.ი. ხალიფის მოადგილედ
დაინიშნა ალ-ჯარაჰ იბნ აბდ ალლაჰ ალ-ჰაქიმი, ანუ მოკლედ ჯარაჰი და დაავალა ხაზარების წინნაღმდეგ
გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება. ჯარაჰმა განაახლა “დაცვის სიგელი ”, მან ხალიფას ]~ ახალი
საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისად გაზარდა ჯიზიაც.თბილისიდან ჯარაჰი ჩრდილოეთ კავკასიაში
გადავიდა, დაამარცხა ხაზარები და დიდი ალაფით დატვირთული უკან გამობრუნდა . ხაზარებმა საპასუხო
ლაშქრობა მეორე წელსვე მოაწყვეს და პირწმინდად გაანადგურებს ჯარაჰის ლაშქარი , თვითონ არაბი
სარდალიც ამ ბრძოლას შეეწირა.

კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზარების დასამარცხებლად ხალიფამ 120 ათასიანი არმია


გამოგზავნა თავისი ბიძაშვილის მერვან იბნ-მუჰამედის სარდლობით, რომელიც სისატიკით და
დაუნდობლობით იყო ცნობილი. მას ქართველებმა “მურვან-ყრუ” შეარქვეს. ეს ლაშქრობა იყო ქართველი
ხალხისათვის გამოტანილი სასტიკი სასჯელი, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა .

735 წელს მურვან ყრუ თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით საქართველოში შემოვიდა. აიღო და დაანგრია
აღმოსავლეთ საქართველოს უამრავი ციხე და ქალაქი, მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ამოხოცა . მურვან
ყრუ დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა, სადაც ასევე დიდი ნგრევა და აოხრება შეიტანა . მურვან ყრუსთან
ბრძოლებში თავი გამოიჩინეს არგვეთის მთავრებმა: დავით და კონსტანტინე მხეიძეებმა , მაგრამ ისინი
არაბებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით დახოცეს.

ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ III იძულებული გახდა თავის ოჯახთან ერთად დასავლეთ საქართველოში
გადასულიყო. სწორედ მას გადაჰყვა კვალდაკვალ მურვან ყრუ, რომელმაც აიღო და დაანგრია ეგრისის
დედაქალაქი, სამგალავნიანი ციხეგოჯი, ასევე აიღო ცხუმი და მიადგა ანაკოფიის ციხესაც, სადაც
გამაგრებულნი იყვნენ სტეფანოზ ერისმთავრის შვილები - მირი და არჩილი , ხოლო აფხაზეთის ერისთავი
ლეონი - სობღის ციხეში იდგა, საიდანაც გზა გადადიოდა ალან-ოსეთში.

ქართლის, ეგრისისა და აფხაზთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ანაკოფიასთან მურვან ყრუ დაამარცხა და


უკუაქცია. ამ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა მირი. მურვან ყრუმ დიდი ზარალი ნახა დასავლეთ
საქაართველოში.

მურვან-ყრუს მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო, ამიტომ ეგრისის და ქართლის დარბევის შემდეგ
იგი გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, დაიმორჩილა ზოგიერთი იქაური ტომი , მაგრამ მოუვიდა ცნობა
სახალიფოს ტახტისათვის ატეხილი ბრძოლის შესახებ და სასწრაფოდ გაემართა სირიისაკენ , სადაც
რამდენიმე ხნის შემდეგ ხალიფა გახდა მერვან II-ის სახელით, იგი იყო ომაიანთა დინასტიიდან უკანასკნელი
ხალიფა.

მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ არაბებმა თანდათან ხელში აიღეს ქვეყნის მმართველობის სადავეები .
მართალია, მათ ერისმთავრობა არ მოუსპიათ, მაგრამ იგი დაუქვემდებარეს მათ მიერ დანიშნულ არაბ
მოხელეს – ამირას, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო. ქართლის მთავარ ციხეებში – თბილისში , რუსთავში ,
დმანისში და სხვა, არაბთა ჯარები იდგა. ამ ჯარისა და მოხელეთა შტატის შენახვა ქართლის მოსახლეობას
მძიმე ტვირთად დააწვა.არაბებმა მთელი საქართველოს დაპყრობა ვერ მოახერხეს. მათი ბატონობა მხოლოდ
ქართლის შიდა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ხოლო განაპირა ოლქებში ისინი მხოლოდ დროდადრო
აწყობდნენ მარბიელ ლაშქრობებს.
საქართველოში არაბთა ბატონობის უკანასკნელ ნაშთად თბილისის საამირო რჩებოდა , რომლის სათავეში
მდგომი ამირები ხალიფას აღარ ემორჩილებოდნენ და თბილისს და ქვემო ქართლს ისევე განაგებდნენ ,
როგორც სხვა ქართველი მეფე-მთავრები თავიანთ სამფლობელოებს. თბილისის ამირას
დასამორჩილებლად არაბთა ხალიფამ გამოგზავნა დიდი ჯარი თავისი ცნობილი სარდლის – ბუღა თურქის
მეთაურობით. ბუღა თურქი თბილისს მოადგა 853 წლის აგვისტოში. ქალაქის დამცველთა დიდი
წინააღმდეგობის მიუხედავად ბუღა თურქმა მაინც შეძლო თბილისის აღება . თბილისის მოსახლეობის
მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ურჩი ამირა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ასეთი ზეწოლის
მიუხედავად თბილისის ამირები IX ს-ის დამლევიდან ფაქტობრივად აღარ ემორჩილებიან ხალიფებს .
გარეგნული მორჩილების გამოხატულება მხოლოდ ის იყო, რომ თბილისის ამირები ერთხანს ფულს ისევ
ხალიფას სახელით ჭრიდნენ.

არაბების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა VIII საუკუნის ბოლოს და IX საუკუნის დასაწყისში .
ყველაზე მძიმედ ქართლის ბარის ცენტრალურ თემებში მიმდინარეობდა. ამ დროს არაბებმა გააუქმეს
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რომლის უკანასკნელი წარმომადგენელი - აშოტ ბაგრატიონი , 813
წელს არაბებთან კონფლიქტის გამო ქართლიდან გაიხიზნა. არაბებმა ქართლის ფეოდალური
არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოჟლიტეს. დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლამ ამ დროისათვის
საერთო-სახალხო ხასიათი მიიღო.

არაბთა პარალელურად ქართლს ხაზარებიც არბევდნენ, რადგან ქართლი არაბებისათვის იყო ხაზართა
წინააღმდეგ ბრძოლის ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში , რადგან არაბები ქართლიდან ახორციელებდნენ
თავის დამსჯელ ექსპედიციებს ხაზართა წინააღმდეგ. როგორც დავინახეთ ვერანაირმა დამსჯელმა
ლაშქრობებმა ვერ ააღებინა ხელი ქართველებს დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაზე . VIII საუკუნის
ბოლოს კი არაბთა პოზიციები ნელ-ნელა სუსტება და მრავალი ქვეყანა გამოდის მისი დაქვემდებარებიდან ,
მათ შორის საქართველოც.

You might also like