You are on page 1of 11

სამოქალაქო ომი აშშ-ში

ომის მიმდინარეობა
აშშ-ის სამოქალაქო ომი იყო გარდამტეხი მომენტი ამ
ქვეყნის ისტორიაში.ამ ომმა შეცვალა არა მხოლოდ ამ
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, არამედ ამერიკელი
ხალხის მომავალიც.ეს ომი ერთ-ერთი ყველაზე
სისხლისმღვრელი იყო იმ ომთაგან, რომელიც ოდესმე
ამერიკას გადაუტანია.
პირველი ბრძოლები.
1.ბრძოლა ბულ რუნთან.
ბულ რუნის ბრძოლა დაიწყო 1861 წლის ივლისში,
როდესაც ჩრდილოეთის ჯარების 30 000 ჯარისკაცი
დაიძრა ვაშინგტონიდან ბულ რუნისკენ, სადაც
განლაგებული იყვნენ კონფედერატთა ნაწილები,
რომელთაც თომას ჯექსონი და ირვინ მაკდოველი
მეთაურობდნენ.
ბრძოლა თავდაპირველად ჩრდილოელთა ჯარების
გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ კრიტიკულ მომენტში
კონფედერატებმა მათ მთელი ძალებით შეუტიეს, რის
შედეგადაც ჩრდილოელები დამარცხდნენ და
ვაშინგტონისკენ დაიხიეს.ჩრდილოეთის არმიამ ამ
ბრძოლაში 1480 ჯარისკაცი დაკარგა, სამხრეთის
ძალებმა-30 800.ამ ბრძოლის შემდეგ უინფილდ სკოტი
გენერალმა მაკკელენმა შეცვალა.
მაკკელენი შეიჭრა ვირჯინიაში 1862 წლის
მარტში.ჩრდილოელთა არმია ისევ დამარცხდა.ხუთი
თვის შემდეგ, მაკკელენი შეცვალა ჯონ პოპმა.ამით
შეგულიანებულმა რობერტ ლიმ ისევ შეუტია პოპის
არმიას ჩრდილოეთ ვირჯინიაში.ჩრდილოელთა არმია
აქაც დამარცხდა და ბულ რუნისკენ დაიხია.
2.ანტიეტამის ბრძოლა
ანტიეტამის ბრძოლა იყო გარდამტეხი მომენტი ომის პირველ ომში.კავშირის ჯარებმა
პირველი გამარჯვება მოიპოვეს ანტიეტამთან 1862 წლის 17 სექტემბერს.ეს ბრძოლა დაიწყო
მაშინ, როდესაც კონფედერატთა ჯარები დაიძრნენ ვაშინგტონისკენ.კონფედერატებს
მეთაურობდა რობერტ ლი, კავშირის არმიას-მაკკელენი.ლის გეგმამ მარცხი განიცადა და
მაკკელენმა ბრძოლა მოიგო.ისტორიკოსთა თქმით, ამერიკაში მომხდარი ვერც ერთი ომი ვერ
შეედრებოდა ანტიეტამის ბრძოლას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი
ეპიზოდი იყო ამ ომში.აქ 11 000 კონფედერატი და კავშირის ძალების 12 000 მეომარი
დაიღუპა.ამ ბრძოლის შემდეგ მაკკელენი შეცვალა ამბროს ბურნსიდმა.
3.ფრედერიკსბურგის ბრძოლა
ფრედერიკსბურგის ბრძოლა კავშირის ძალების სერიოზული მარცხი იყო.ამ
ბრძოლისას მათი მიზანი იყო კონფედერატთა დედაქალაქის, რიჩმონდის
აღება.გენერალ ბურნსიდის მიზანი სამხრეთელთა ძალების ჯერ დაქსაქსვა, შემდეგ
კი მათი სამხრეთით უკუგდება იყო.სამხრეთელთა მეთაურ რობერტ ლის სურდა,
ჯერ ფრედერიკსბურგთან მდებარე მდინარე რაპანაროკზე მოეპოვებინა
კონტროლი, შემდეგ კი რიჩმონდისკენ წასულიყო.ბურნსიდის პირველი სვლა
წარუმატებელი გამოდგა.მან ვერ შეძლო მდინარის გადალახვა.ამან საშუალება
მისცა კონფედერატებს, ქალაქში შესულიყვნენ.როდესაც ბურნსიდმა არმია
მპაწესრიგა, ლის ჯარი უკვე მდინარის მეორე მხარეს აღმართულ გორასთან იყო
განლაგებული.ბრძოლა დაიწყო 13 დეკემბერს და დასრულდა 15 დეკემბერს
კავსირის ძალების მარცხით.ბრძოლაში 12 600 ჩრდილოელი და 5ნ300 სამხრეთელი
ჯარისკაცი დაეცა.
1863-65 წლების კამპანიები
1863 წლის ივლისის პირველი კვირა იყო გარდამტეხი მომენტი სამოქალაქო
ომში.კავშირის ძალებმა მოიგეს ორი სასტიკი ბრძოლა დასავლეთსა და
აღმოსავლეთში.სამხრეთის შტატებმა დიდი ზარალი განიცადეს.მათი ეკონომიკა შეირყა,
ბამბის პლანტაციების მინდვრები განადგურდა, რამაც მონათა რიცხვის შემცირება
გამოიწვია.ამასთან ერთად, ბევრი კონფედერატმა ღარიბმა ჯარისკაცმა დატოვა არმია.
1.ბრძოლა ვიკსბურგთან
ვიკსბურგის ბრძოლის მნიშვნელობა აშშ-ის სამოქალაქო ომში არ
შეიძლება არ შეფასდეს.ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა
იყო ამ ომში.მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა
ულის ს. გრანტმა ქალაქზე სამხრეთიდან შეტევის გეგმა დასახა.მისი
არმია მდ.მისისიპის დასავლეთი ნაპირიდან აღმოსავლეთ
ნაპირისკენ დაიძრა და გენერალ შერმანთან ერთად შემოარტყა ალყა
ვიკსბურგს.
გრანტის თავდაპირველი მიზანი იყო მტრის ძალებისთვის მათი მომარაგების
გზების გადაკეტვა.მისი შემდგომი მიზანი იყო მდინარე მისისიპის
გადალახვა.მომდევნო ოც დღეში შერმანმა 43 000-იანი არმიით 200 კილომეტრი
გაიარა და 5 დიდი ბრძოლა მოიგო.მან გენერალ ჯონ პემბერტონის არმია
დაამარცხა.პემბერტონის მარცხმა სამხრეთის ძალები წელში
გადატეხა.კავშირის ძალები მთლიანად აკონტროლებდნენ მისისიპის
ნაპირებს, მათ ტეხასი, ლუიზიანა და არკანზასი მოსწყვიტეს
კონფედერაციას.ბრძოლის შედეგად 29 000 კონფედერატი დანებდა
ჩრდილოელებს, მათი 30 000 მეომარი ტყვედ ჩავარდა.ბრძოლაში 4 535
ჩრდილოელი და 31 277 სამხრეთელი ჯარისკაცი დაეცა.
2.გეტისბერგის ბრძოლა:პირველი დღე
გეტისბერგის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი
იყო აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს.ამ ქალაქს რობერტ
ლის მეთაურობით მოქმედმა კონფედერატების 12 000-
იანმა არმიამ შეუტია.კავშირის ძალებს სათავეში ედგა
გენერალი მეადე.ბრძოლა დაიწყო 1863 წლის 1 ივლისს,
გეტისბერგთან განლაგებულ კავშირის ძალებზე
კონფედერატთა შეტევით.კონფედერატთა სამმა
დივიზიამ ჩამბერსბურგის უღელტეხილი გადაკვთა და
კავშირის ძალებს შეებრძოლა.მოწინააღმდეგე არმიები
ერთმანეთს მიუახლოვდნენ.პირველ დღეს კავშირის
ძალებმა 25 000 კაცი დაკარგეს, კონფედერატებმა -35 000.
3.გეტისბერგის ბრძოლა: მეორე დღე
მეორე დღეს ბრძოლა გაიმართა სამ საათზე.ბრძოლა ემეთსბურგის გზასთან ახლოს
დაიწყო.პირველი გასროლა მოხდა მაშინ, როდესაც კავშირის ძალების ბრიგადირმა,
დან სიკლსმა თავისი მეომრები გენერალ ჯეიმს ლონგსტრიტის დივიზიის
წინააღმდეგ დაძრა.სიკლსი დამარცხდა და უკან დაიხია.ის გორებთან გამაგრდა და
მტრის წინსვლა შეაკავა.ამასობაში მთავარსარდალმა ლიმ გენერალ რიჩარდ ეველს
უბრძანა , ჩრდილოელთათვის კულპის გორასთან შეეტია.აქ 46 000 ჩრდილოელი და
43 000 სამხრეთელი ჯარისკაცი დაუპირისპირდა ერთმანეთს.დღის ბოლომდე,
ჩრდილოელთა ძალებმა სტრატეგიული პოზიცია სეინარჩუნეს.მესამე დღეს ლიმ
რამდენიმე იერიში განახორციელა, ბრძოლაში ჩააბა გენერალ პიკეტის შენაერთიც,
მაგრამ უშედეგოდ.ბრძოლაში 23 003 ჩრდილოელი და 42 621 სამხრეთელი
დაეცა.ლის არმიამ იარაღი დაყარა, პიკეტების შენაერთი განადგურდა.ამით ომი
დამთავრდა..19 ნოემბერს ლინკოლნმა თავისი მიმართვა გაავრცელა.

You might also like