You are on page 1of 2

ლონდა ოქროპირიძე

ავთანდილის შეხვედრა მექარავნეებთან, მეკობრეებთან ბრძოლა, ეპიზოდის


ანალიზი

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის, რომ ავთანდილი თავის ოთხ


მონასთან ერთად მიდიოდა და ამ დროს მაინც თავის სატრფოზე ფიქრობდა და
ნაღვლობდა. ერთ-ერთ ადგილას მექარავნეები ზღვის კიდეს ხომალდებით
მისდგომოდნენ, თუმცა შესვლას ვერ ბედავდნენ. ავთანდილს მათ მიუგეს, რომ
ბაღდადელი, მაჰმადიანი ვაჭრები იყვნენ და ურიცხვი საგანძური მიჰქონდათ.
ისინი ერთ კაცს გადაეყარნენ, რომელმაც მოუყვა, რომ მეკობრეები დასხმოდათ
თავს, ის კი შემთხვევით გადარჩენილა, ამის გამო ბაღდადელებს ზღვაში შესვლისა
ეშინოდათ, რომ იმავე ბედი არ გაეზიარებინათ. მსგავს სტრესულ გარემოებაში კი
ავთანდილმა ვაჟკაცობა, მამაცობა გამოიჩინა და განაცხადა, რომ ის აიღებდა ამ
ადამიანებსა და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას და მეკობრეებს მარტო
გავუსწორდებიო.
მექარავნეებმა ძალზედ გაიხარეს და ზღვაში შევიდნენ. შუა ზღვაში კი
მოხდა ის, რისიც მექარავნეებს ეშინოდათ. გამოჩნდა გრძელდროშიანი მეკობრეთა
ხომალდი გამოჩნდა და ნავზე ზიანის მიყენებას ცდილობდა. მეკობრეები
კივილით მოდიოდნენ, რამაც ვაჭრები შეაშფოთა.
ავთანდილმა კი დაარიგა ვაჭრები, თუ თავად მას ღვთის ნებით დაღუპვა
ელოდა, რა უშველიდა? ამიტომ არაფრის ეშინოდა, შიშს უბრალოდ აზრი არ
ჰქონდა. ამიტომ მან ისევ სიმამაცე გამოიჩინა. ვაჭრები კი მშიშრები იყვნენ, ომის
უმეცრები. კარგად უნდა დამალულიყვნენ, კარები ჩაეკეტათ, რომ მეკობრეების
ისრები არ მისწვდომოდათ. ავთანდილი კი მარტო შებრძოლებოდა და მარტოს
დაემარცხებინა მეკობრეები. თავად აიღო ეს დიდი პასუხისმგებლობა და მისია,
რომელიც უნდა შეესრულებინა.
მეკობრეებს ავთანდილის ქმედებების იმდენად შეეშინდათ, იკადრეს
და გაქცევაც კი დააპირეს. სასტიკად მოიგერია ისინი ავთანდილმა: ,,არ დარჩა
კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი“. ხოლო ვინც კი სასწაულებრივად
გადაურჩა, შესთხოვდა მას, რჯულს აფიცებდა, შეგვიწყალეო. ავთანდილმა ტყვედ
წამოიყვანა თავისი მლოცველნი. სწორედ ამაზეა ნათქვამი ,,შიში შეიქმს
სიყვარულსა“.

საბოლოოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ავთანდილი თავის გამარჯვებას მხოლოდ


ღვთის დამსახურებად მიიჩნევდა. მას იმდენად სჯერა ღვთის ძალის, რომ თვლის
უმისოდ ვერავინ ვერაფერს გახდება და ყველაფერი უფლის ნებად მიაჩნია. ის
იმდენად ღირსეულია, რომ ვაჭრებს სთხოვდა, ჩემს ჭაბუკობას ნუ გაამჟღავნებთო.
გამომდინარე აქედან, მას დიდება და საყოველთაო აღიარება არ სურს,
თავმდაბალია. და ვინც მწოლიარეა, ის როგორღა დაეცემა?

You might also like