You are on page 1of 1

სიზიფე არის ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, რომელიც ღმერთებმა დასაჯეს და მათ

მიერ გამოტანილი სასტიკი განაჩენის თანახმად, მას მთის წვერზე უნდა აეტანა ლოდი. (უფრო
სწორად, მთის დასაწყისში პატარა ქვა იყო, რომელიც თანდათანობით იზრდება და იმდენად
დიდი ხდებოდა რომ სიზიფეს ძალიან უჭირდა მასთან გამკლავება). რამდენჯერაც მწვერვალს
მიუახლოვდა, ლოდი იმდენჯერვე ჩამოუგორდა და ასე გრძელდება მთელი ცხოვრების
მანძილზე.

არსებობს თეზისი რომ ზოგი ადამიანის შრომა სიზიფეს ლოდის ტარებას ემსგავსება. მე
საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც მოცემულ დებულებას ეთანხმება. ამ თემას
კარგად ასახავს რევაზ ინანიშვილის მიერ შეთხზული მოთრობა „სიზიფე“, სადაც ნთლად ჩანს
სიზიფეს შრომა და მისი ცოლ-შვილის მდგომარეობა.თუ როგორ დაუღალავად შრომობდა ის და
როგორ „უძრავი ბოჩკასავით“ იყო მისი ცოლი.დღესდღეობით ეს პრობლემა არ არის
აღმოფხვრილი და მას ბევრ ოჯახში ვხვდებით. ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვან ემიგრანტ
ქალებს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან არჩენენ აქ მყოფ ოჯახებს, ხოლო მამაკაცების
უმეტესობა, რომლებიც სრულიად ჯანმრთელები და შრომისუნარიანები არიან, ცოლის
კმაყოფაზე არჩევენ ყოფნას. მსგავს შემთხვევას „სამანიშვილის დედინაცვალშიც“ ვხვდებით,
სადაც კირილეს ცოლს ჰქონდა ოჯახის საქმეები მხრებზე აკიდებული, ხოლო მისი ქმარი
მონაწილეობას არ იღებდა და ქეიფსა და გართობას ანიჭებდა უპირატესობას.

იმისათვის რომ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრას, არ უნდა ხდებოდეს რომელიმე სქესის


უფლებების დაკნინება, რადგან ოჯახის პრობლემები მხოლოდ ერთი ადამიანის ზურგით
სათრევი არ არის. უნდა ხდებოდეს საქმეების განაწილება და მათი ერთად მოგვარება~. სწორი
ცოდნა კი თავად აღმოფხვრის ამ პრობლემას.

ჩემი აზრით, არ არსებობს უნაყოფო და უიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი. და უმეტესად


ზოგი ადამიანის შრომა მართლაც რომ სიზიფეს ლოდის ტარებას ემსგავსება.

You might also like