You are on page 1of 2

არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა მკვეთრად უნდა

შემცირდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო პრობლემური ხდება.

საქართველო ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანაა და ამ მხრივ აქ კადრების


დასაქმება უაღრესად აქტუალური პრობლემაა. დასაქმება ადამიანის
თვითრეალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საქართველოში კი
დასასაქმებელი ადგილების რაოდენობა ძალიან მწირია. „ქართველები ბუნებით
აზნაურები ვართ, და ყველას საჯარო სამსახური გვინდა, ფულის შოვნა კი ვაჭრობასა და
მრეწველობაში შეიძლება, ამისათვის საჭიროა სულისა და ხორცის დისციპლინა“- წერს
მიხეილ ჯავახიშვილი, ნაწარმოებში „ჯაყოს ხიზნები“. ქართველების ბუნებით
ამბიციურობას თან ერთვის სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს უფროს თაობას ახასიათებს;
რატომღაც ყველას სურს რომ მათ შვილს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ჰქონდეს,
ამაზე მეტყველებს ქართული მხატვრული ფილმიც „უდიპლომო სასიძო“, თუ როგორ არ
უნდა ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ვარდენს უდიპლომო სიძე.

არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა მკვეთრად უნდა


შემცირდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო პრობლემური ხდება.მე
საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი რომელიც მოცემულ დებულებას ეთანხმება.
რადგან აბიტურიენტთა რიცხვი ყოველწლიურად 40-41 ათასს აღწევს, აქედან 85%
ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში და ამდენივე ბაკალავრის დიპლომით ასრულებს
მას. მაგრამ მათი დასაქმების ალბათობა დღითიდღე მცირდება. ამიტომ
უნივერსიტეტდამთავრებული, დიპლომიანი ახალგაზრდები მუშაობას იწყებენ
სურსათის, ტანსაცმლის მაღაზიებში, სწრაფი კვების ობიექტებში და ა.შ. მათ შეხვდებით
ყველგან გარდა თავიანთი პროფესიისა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კერძო სექტორის
წარმომადგენელ ბიზნესმენებს, სჭირდებათ კვალიფიცირებული შემდუღებლები,
ელექტრიკოსები და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი პროფესიის ადამიანები ძალიან
ცოტაა, მიზეზი კი ერთია, ყველას უნდა უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი. გარდა
აღნიშნული პრობლემისა, საქართველო დგას კიდევ ერთი დიდი პრობლემის -
ნეპოტიზმის წინაშე. დღესდღეობით ნეპოტიზმით დასაქმებული ბევრი
არაპროფესიონალი ადამიანი მუშაობს, საჯარო თუ კერძო სამსახურში. ნეპოტიზმი
ხელს უწყობს არაპროფესიონალიზმისა და საქმის მიმართ უპასუხისმგებლობის
არსებობას საზოგადოებაში. სწორედ ნეპოტიზმის გამო ხდება ტვინების გადინება. რეზო
ჭეიშვილის ნაწარმოები „ბიძია“ მოგვითხრობს ნეპოტიზმზე, თუ როგორ „წაუკრა ხელი“
ბიძიამ უმცროს მელიხიშვილს, დააწყებინა მუშაობა მაღალ თანამდებობაზე და
საბოლოოდ ვალის გადახდა უწევდა, თავისი ბიძაშვილებისა და მათი შვილებისთვის.
„ვალს გადახდა უნდა და იხდის კიდეც პატიოსნად“ - წერს რეზო ჭეიშვილი. დღეს ასეთი
„მელიხიშვილები“ სამწუხაროდ მრავლად გვყავს საქართველოში.

იმისათვის რომ ქვეყანა მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ იდგეს, უპრიანი იქნება
სახელმწიფომ უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი შეამციროს, და გადადგას ქმედითი
ნაბიჯები. სკოლაში სწავლა უფრო და უფრო უნდა გამკაცრდეს, დაინიშნოს
ყოველწლიური კლასიდან კლასში გადამსვლელი გამოცდები, რითიც მოსწავლის
მშობლებიც და სკოლაც ინფორმირებული იქნება, რომ მოზარდი სკოლის პროგრამას
ვერ ძლევს, და ამის შემდეგ მან ბედი კოლეჯში სცადოს. კოლეჯები კი ხელს უწყობს
ასეთ მოსწავლეებს ამა თუ იმ პროფესიის შესწავლაში. კოლეჯები უნდა ახდენდნენ
პოპულარიზაციას, და კარგი იქნება თუ კოლეჯები, სკოლებში ჩაატარებენ ისეთივე ღია
კარის დღეებს როგორებსაც უნივერსიტეტები აწყობენ. უნდა აიწიოს მისაღები
გამოცდების ბარიერიც, ამის შემდეგ ჩვენ დავინახავთ რომ მოსწავლეები რომლებსაც არ
შეუძლიათ კარგად სწავლა, დაეუფლებიან გარკვეულ პროფესიას, ხოლო ის ბავშვები
ვინც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას, მიუხედავად აწეული ბარიერისა, გადალახავენ
მას და ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში და ბოლოს დაამთავრებენ უმაღლეს
სასწავლებელს კვალიფიცირებული და განათლებული ადამიანები. ყოველივე ეს
გულისხმობს საზოგადოების განათლების დონის ამაღლებას. ხოლო რაც შეეხება
ნეპოტიზმს, იმისათვის რომ ნეპოტიზმი ჩაიხშოს, საჭიროა კერძო თუ საჯარო
კომპანიები გახდნენ უფრო ობიექტურები და დააფასონ ის ადამიანები რომლებსაც
შესაბამისი ცოდნა აქვთ სამუშაოსთვის. ნეპოტიზმის დაგმობით შემცირდება
ემიგრანტების რიცხვიც, და არ მოხდება ტვინების გადინება, რაც ჩვენი
მოსახლეობისთვის უკეთესი იქნება.

ჩემი აზრით, ახალგაზრდების დასაქმება რომ უფრო და უფრო პრობლემური ხდება


ყველასათვის ნათელია, და ამისათვის უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა უნდა
შემცირდეს.

You might also like