You are on page 1of 79

ბილეთი #1

1. მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა.


მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის აღსაქმელად
აუცილებელია გავიხსენოთ წინარე ვითარება, რომელმაც ქართველი ხელისუფლები დააყენა
პოლიტიკური არჩევანის წინაშე. საქმე ეხება საქართველოს რუსეთთან შეერთებას. სპარსელი, თურქი
და მონღოლი დამპყრობლების გამუდმებულმა თავდასხმებმა, ასევე კავკასიელ მთიელთა თარეშმა
გაანადგურა როგორც ერთიანი საქართველო, ასევე მისი ცალკეული მხარეები და ეროვნული
გადაგვარების საფრთხის წინაშე დააყენა. ქართველებმა დაიწყეს ძლიერი ქრისტიანული რწმენის
მოკავშირის ძებნა, რომელიც დაიცავდა ქვეყანას დამპყრობლებისაგან. ცნობილია, რომ ვახტანგ
მეექვსემ ორიენტაცია თავდაპირველად ევროპაზე აიღო, საფრანგეთთან დიპლომატიური მიწერ-
მოწერა გამართა. მაგრამ მეორედ მართლმადიდებელ რუსეთზე აიღო ორიენტაცია, თავად
გაემგზავრა მოსკოვში, მაგრამ მისი მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა, როგორც სხვა
დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის. აღსანიშნავია, რომ ამ მუდმივი
წარუმატებლობის მიზეზი თავად რუსეთი გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო
დაინტერესებული საქართველოთი.
საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლა ერეკლე II-ის პოლიტიკის მთავარ საკითხად
იქცა, რომლის შედეგი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის 1883 წელს გეორგიევსკში დადებული
ტრაქტატი. ამ ხელშეკრულების მიხედვით ქართლ-კახეთის მეფე შედიოდა რუსეთის მფარველობაში;
რუსეთი კი ვალდებულებას იღებდა, არ ჩარეულიყო სამეფოს შინაურ საქმეებში; რუსეთი
პირდებოდა საქართველოს თურქეთისა და სპარსეთის მიერ სხვადასხვა დროს მიტაცებული
ტერიტორიების დაბრუნებასაც. როგორც მოსალოდნელი იყო, მუსლიმანთა რეაქციამ არ დაიგვიანა,
გაგულისებულმა თურქეთმა საქართველოს წინააღმდეგ აამხედრა ახალციხის საფაშო და კავკასიის
მუსლიმური სახანოები. რუსეთი ერეკლეს არ მიეხმარა, თბილისიდან თავისი ჯარი გაიყვანა და
მარტო დატოვა ურიცხვი მტრის წინააღმდეგ. კრწანისის ველზე, გადამწყვეტ ომში ქართველთა ჯარი
დამარცხდა. სამეფო ტახტზე გიორგი XII ავიდა. ის კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წავიდა, ვიდრე
ტრაქტატით იყო გათვალისწინებული. მან რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის
უფლება მისცა. როდესაც გიორგი XII გარდაიცვალა, დავით ბატონიშვილის კანდიდატურას
იმპერატორი პავლე არ დათანხმდა. 1801 წელს კი გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და
ოფიციალურად რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. მხარის უზენაესი სამხედრო და სამოქალაქო
ხელისუფალი ხდებოდა „მთავარმართებელი“.საქართველოს მართველობა დაიყო ოთხ ექსპედიციად.
ექსპედიციების უფროსებად რუსი მოხელეები უნდა ყოფილიყვნენ. ქართლ-კახეთის სამეფო დაიყო
მაზრებადაც. მაზრის უფროსებად ინიშნებოდნენ რუსი ოფიცრები, რომელთაც „კაპიტან-
ისპრავნიკები“ ეწოდებოდათ. ფორმალობისთვის მართველობაში შედიოდნენ ქართველებიც, მაგრამ
იმდენად მწირი ოდენობით, რომ წმინდა რუსულ მართველობას ხელი არ შეშლოდა. მოგვიანებით
აღმოსავლეთ საქართველოს ბედი გაიზიარა დასავლეთ საქართველომაც, ისიც მოტყუებითა და
ბრძოლით შეიერთა რუსეთმა. საქართველოს შესვლამ რუსეთის საზღვრებში მოიტანა სიმშვიდე _
გარეშე მტერთა თავდასხმების აღკვეთა, ფეოდალური ინტერესების გამო დაქუცმაცებული ქვეყნის
გაერთიანება, საქართველოს დაბრუნება ქრისტიანულ სააზროვნო სივრცეში, განათლების მიღების
მეტი შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს გაზარდა უკმაყოფილება იმ სახელმწიფოს მიმართ,
რომელმაც დამოუკიდებლობა დააკარგვინა ქართველ ხალხს და რომელიც, მიუხედავად
ერთმორწმუნეობისა, ცდილობდა დაპყრობილ ქვეყანაში ეროვნული მეობის მოსპობას. ქართველი
უფუნქციოდ აღმოჩნდა. ის მონაწილეობას არ იღებდა საკუთარი ქვეყნის მართვაში, მის ბედზე სხვა
„ზრუნავდა“, სხვა, რომლისთვისაც უცხო იყო მკვიდრის ინტერესები. რუსი მოხელეები რუსულ
ყაიდაზე აწყობდნენ მართველობას, რუსული სამართლით სჯიდნენ დამნაშავეებს, ხსნიდნენ რუსულ
სკოლებს და მეთოდურად ახორციელებდნენ ეროვნული კულტურისა და ქართული ენის მოსპობას,
სანაცვლოდ ახდენდნენ რუსული კულტურისა და ენის დამკვიდრებას. რუსული მართველობის
დამკვიდრებასთან ერთად ცარიზმმა ქართულ ეკლესიასაც შეუტია. აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოში გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის ტახტი. ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის
საეგზარქოსოდ გარდაიქმნა, წირვა-ლოცვა გადავიდა რუსულ ენაზე, საეკლესიო ქონება აღიწერა და
ხაზინას გადაეცა, მოწინააღმდეგე სასულიერო მოღვაწენი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.
რუსი სასულიერო პირები ქართული ეკლესიებიდან ეზიდებოდნენ განძეულობას და ისტორიულ
არქივებს, ფრესკებს კედლებიდან ფხეკდნენ და კირით ათეთრებდნენ.
ამის შედეგი იყო, რომ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვეყანაში ზედიზედ იფეთქა
რამდენიმე აჯანყებამ: 1804 წელს _ მთიულეთში, 1812 წელს _ კახეთში, 1819-1820 წლებში _
იმერეთში, 1841 წელს _ გურიაში, 1857 წელს _ სამეგრელოში. ამ აჯანყებათა მიზეზი სხვადასხვაგვარი
იყო, ჩაგვრა როგორც რუსი თავგასული მოხელეების, ასევე _ მემამულეთა მხრიდან. ყველა
შემთხვევაში აჯანყება საბოლოოდ იღებდა პოლიტიკურ ხასიათს და მისი მიზანი ეროვნული
დამოუკიდებლობის აღდგენა ხდებოდა. რუსეთი სასტიკად უსწორდებოდა აჯანყებულებს. რუსეთში
გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში თანდათან მომწიფდა შეთქმულების იდეაც, რომელიც 1825
წლიდან გაფორმდა „ფარული საზოგადოების“ სახელით. შეთქმულებს ჰქონდათ წესდებაც _ „აქტი
გონიერი“, რომლის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, იძენდნენ ახალ წევრებს და იცავდნენ
საიდუმლოს. მასში გაწევრიანებული პირის პინაობა იცოდა მხოლოდ ორმა წევრმა.
მიმოწერისათვის იყენებდნენ სპეციალურად ფარული საქმიანობისათვის შედგენილ ანბანს. 1830-იან
წლებში შეთქმულების ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. შეთქმულებაში ჩაებნენ გამოჩენილი
მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, სოლომონ
დოდაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, სოლომონ რაზმაძე, დიმიტრი ყიფიანი,
გიორგი ერისთავი. სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე დაუდგენელია, იცოდნენ თუ არა
შეთქმულთა იდეების შესახებ თბილისის გიმნაზიის მოწაფეებმა, რომელთაც შეთქმულების ერთ-
ერთი მთავარი მონაწილე _ სოლომონ დოდაშვილი _ ასწავლიდათ. მისი დაკითხვის ოქმიდან ჩანს,
რომ მასწავლებელსა და მოწაფეებს გიმნაზიის გარეთაც ჰქონიათ ურთიერთობა, შეკრებები,
რომლებზედაც ლიტერატურულ საკითხებზე მსჯელობდნენ. ამ წრეში ნიკოლოზ ბარათაშვილიც
შედიოდა. მომზადებული იყო „პირველი ღამის განკარგულება“ და თითოეულმა შეთქმულმა იცოდა
თავისი მოვალეობა.
შეთქმულთა წრე იდეურად ერთგვაროვანი არ ყოფილა. ერთ ნაწილს სურდა მონარქიის
აღდგენა, ხოლო მეორე ნაწილი რესპუბლიკურ მართველობას უჭერდა მხარს. მონარქისტებსაც აღარ
სურდათ ძველებური მართველობა და ევროპის მსგავსად კონსტიტუცუირი მონარქიის დამყარება
გადაეწყვიტათ მართველობის ორპალატიანი სისტემით. მეფედ ნავარაუდევი იყო
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოცდილი ალექსანდრე ბატონიშვილი.
შეთქმულება გასცა იასე ფალავანდიშვილმა. მეორე დღეს შეთქმულთა უმრავლესობა უკვე
დაპატიმრებული იყო. მაგრამ ამბობენ, რომ შეთქმულება მაინც გამჟღავნდებოდა, ამიტომ იასე
ფალავანდიშვილის ამგვარი მოღალატეობრივი მოქმედების მიზეზი იყო არა თავის გადარჩენა,
არამედ ყველა მონაწილისთვის სასჯელის შემსუბუქება. არც მთავარმართებელ როზენს აწყობდა
აჯანყებისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემა, რადგან ამით მისი რეპუტაცია ილახებოდა, ამიტომ
მან შეთქმულება მონათლა რამდენიმე პირის ბოროტ განზრახვად და სიკვდილმისჯილთა შეწყალება
მოითხოვა, ამასთან ხაზგასმით მიუთითა საიმპერატორო ტახტისადმი ქართველი
თავადაზნაურობის ერთგულებაზე.
შეთქმულებამ გააღვივა ეროვნული თვითშეგნების გრძნობა და გააერთიანა ქართველები საერთო
მიზნით. შეთქმულებამ ბიძგი მისცა ახალ თაობაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივებას. ამის
მაგალითია ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი თაობის გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე.
რუსეთს ამიერკავკასიაში სიმშვიდე სჭირდებოდა, ამიტომმ ამიერკავკასია „საქართველო-
იმერეთის გუბერნიად“ და „კასპიის ოლქად“ გაიყო. ახალი დაყოფა მექანიკურად განაპირობებდა
ეროვნული მთლიანობის მოშლას. თუმცა რუსეთის მართველობამ მაინც ვერ მოიპოვა
ამიერკავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, ამიტომ ამიერკავკასიის მმართველად
გამოცდილი მოხელე გრაფი მიხეილ ვორონცოვი დაინიშნა. მთავარმართებლის სტატუსიც
მეფისნაცვლის თანამდებობით შეიცვალა. ვორონცოვის მართველობის დროს უხეშობა და ძალადობა
გულისხმიერი დამოკიდებულებით, დაყვავების პოლიტიკით შეიცვალა. ვორონცოვმა შეუწყო ხელი
ქვეყანაში კულტურული ღონისძიებების გატარებას. თბილისში გაიხსნა რუსული და ქართული
თეატრები, ოპერა, საჯარო ბიბლიოთეკა, სკოლები, აღდგა პრესა, გამოიცა ქართული ჟურნალი
„ცისკარი“, ქართველ თავადაზნაურთა შვილები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაიგზავნენ
განათლების მისაღებად. მეფისნაცვალი პატივს სცემდა და აფასებდა ქართულ კულტურასა და
ტრადიციებს. ვორონცოვის პოლიტიკა დროისა და ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე
მისაღები აღმოჩნდა ქართველი თავადაზნაურობისათვის. ისინი თანახმანი გახდნენ რუსეთის
სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა, ოღონდ
აუცილებლად ქართველთა ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით, რაშიც
მეფისნაცვალი თავისი ქმედებით მათ ხელს უწყობდა.

2. დიმიტრი ყიფიანის საზოგადოებრივ-ლიტერატურული აზროვნება.


რუსეთში სწავლა-განათლება მიღებულმა ქართველებმა გააცნობიერეს, რომ მათთვის რუსეთი
იყო ევროპული განათლების ცენტრინ და ისინი რუსეთის ერთგული მოხელეები აღმოჩნდნენ.
მათ შორის დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ქართველ ერს დღეს წმინდანად ჰყავს შერაცხული.
დიმიტრი ყიფიანი საქართველოს რუსეთის საზრვრებში ყოფნას დიდ პატივად მიიჩნევდა და
ქართველთა მოვალეობად თვლიდა რუსეთის მხარდამხარ ბრძოლას. ის ამბობდა "მე ვარ რუსი
ჩემი სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვჭამ და ჩემის აზრის მიმართულებით. მე
ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით... საჭიროა ამ ორი სიტყვიდან _ რუსი და
ქართველი _ ერთი სიტყვის შემუშავება, მათი მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში
სიტყვით და საქმით", თუმცა საკმარისი იყო ქართულ ეროვნულ კულტურას შექმნოდა საფრთხე,
რომ დ. ყიფიანი ილაშქრებდა იმ მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ამას სჩადიოდნენ და იგი
ფიზიკურადაც შეეწირა ქართულ საქმეს. დიმიტრი ყიფიანს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული
თეატრისა და შემდგომ ჟურნალ „ცისკრის“ დაარსებაში. ყიფიანმა დაარწმუნა მეფისნაცვალი მათი
არსებობის აუცილებლობაში. სწორედ მან უთარგმნა ვორონცოვს რუსულად გიორგი ერისთავის
კომედია „გაყრა“. მოგვიანებით როდესაც დადგა ქართული თეატრის აღდგენის საკითხი, ამ საქმის
ორგანიზატორი კვლავ დიმირტი ყიფიანი იყო. სათეატრო კომიტეტმა დიმიტრი ყიფიანის რჩევით
ოფიციალურად დააარსა „ქართული დრამატული საზოგადოებაც“.
დიმიტრი ყიფიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ბატონყმობის გაუქმებაში.
თავდაპირველად მან ვრცელი გამოკვლევა უძღვნა ამ საკითხს და შემდგომ შეიმუშავა პროექტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყიფიანი თავად-აზნაურთა ინტერესებს იცავდა, მან გაითვალისწინა
ორივე მხარის ინტერესები. თავადაზნაურობა გლეხთა განთავისუფლების შემდეგ კარგავდა
როგორც მიწის ნაწილს, ასევე უფასო სამუშაო ძალას. გლეხის უმიწოდ განთავისუფლებას აზრი
არა ჰქონდა, მაშინ ის მაინც ბატონზე მიჯაჭვულ მონად დარჩებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ
მთავრობას გადაეხადა მემამულეებისთვის თითოეულ სულ გლეხზე მიცემული მიწის საფასური.
ყიფიანს გამოანგარიშებული ჰქონდა თავადაზნაურობის დანაკარგი რეფორმის განხორციელების
შემთხვევაში. მართალია, დიმიტრი ყიფიანის პროექტი შემდგომ გადაკეთდა, მაგრამ სწორედ მის
საფუძველზე გაუქმდა ბატონყმობა.
დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის ბანკის შექმნის იდეა. მან ვედრებით მიმართა თავადებს, რომ
გლეხთა განთავისუფლების სანაცვლოდ მიღებული ფულის 20 პროცენტი გადაედოთ ბანკის
შესაქმნელად, რომელიც ააღორძინებდა ქვეყანაში განათლებას და კულტურას. მან ითავა
თავადაზნაურების დარწმუნებაცა და ფულის შეკრებაც. მართალია, საბოლოოდ მან ესეც ვერ
მოახერხა, მაგრამ დაიწყო საქმე, ჩამოაყალიბა პროექტი. მოგვიანებით დაარსებულ
სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკს მისი იდეა დაედო საფუძვლად, რამდენადმე
სახეცვლილი.
დიმიტრი ყიფიანი მნიშვნელოვანი ფიგურაა მე-19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის
ისტორიაშიც. დღესდღეობით ცნობილი ფაქტია, რომ მისი შუამდგომლობით დაარსდა პირველი
ქართული ჟურნალი „ცისკარი“ და მისივე რჩევით რედაქტორის თანამდებობაზე გიორგი
ერისთავი დაინიშნა. საინტერესო ფაქტია პოლემიკა დიმიტრი ყიფიანსა და დავით ჩუბინაშვილს
შორის. ეს უკანასკნელი უარყოფდა მოთხრობითი ბრუნვის არსებობას. დიმიტრი ყიფიანმა მას
მრავალი შენიშვნა მისცა, რომელთა ნაწილი ჩუბინაშვილმა გაიზიარა, მხოლოდ კატეგორიულად
არ დაეთანხმა რეცენზენტს მოთხრობითი ბრუნვის თაობაზე. საბოლოოდ მან პოზიცია დათმო.
დიმიტრი ყიფიანი კატეგორიულად უარყოფს ქართული ენის სპარსულიდან წარმოშობის
თეორიას, ასევე საეჭვოდ მიიჩნევს მის გაერთიანებას ინდოევროპულ ენათა ოჯახში. მეცნიერი
მიდის დასკვნამდე, რომ ქართულ ენას პირდაპირი ნათესაობა არა აქვს არცერთ იმ ენასთან,
„რომელზედაც ლაპარაკობენ არათუ დაშორებული ქვეყნების, არამედ თვით კავკასიის ხალხებიც
კი“. მეცნიერი ემხრობა აზრს, რომ მხედრული დამწერლობა ჩვ.წელთაღრიცხვამდე მესამე
საუკუნეშია შექმნილი მეფე ფარნავაზის დროს, ხოლო ხუცურ დამწერლობას ის მესროპ მაშტოცის
სახელს უკავშირებს. მიუხედავად დიმიტრი ყიფიანის წერის არქაისტული მანერისა, ის მომხრეა
სასაუბრო ენასთან დაახლოების. მას თბილისის გიმნაზიის სასწავლო პროგრამაში შეაქვს საგანი:
„სავარჯიშოები ძველი ენიდან თანამედროვეზე გადმოსაღებად“.
საქართველოს ისტორიის საკითხებზე დიმიტრი ყიფიანს ხუთი ნაშრომი აქვს
გამოქვეყნებული რუსულ პრესაში. ის მართებულად აღნიშნავს, რომ ლიტერატურული
ცხოვრების დონეს ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის განსაზღვრავდა სოციალურ-პოლიტიკური
მდგომარეობა.
ის არ გამოირჩევა მხატვრული მრავალფეროვნებით, ოდენობითიც საკმაოდ მცირეა.
შემორჩენილია ერთი მოთხრობა და რამდენიმე ლექსი. ისინი ავტორს არც კი გამოუქვეყნებია.
მოთხრობა „ეკატერინე ჩიჩუა _ გურიის უკანასკნელი მთავრის ასული“ დოკუმენტური სახისაა და
დაწერილია რუსულ ენაზე. მასში აღწერილია გურიის უკანასკნელი მთავრის ოჯახის ტრაგიკული
ისტორია. დიმიტრი ყიფიანის ლექსები _ „ქვიშხეთის მთაწმინდა“ და „შედარება“ _ რომანტიკული
სტილით დაწერილი ლექსებია, რომლებშიაც მშობლიური თუ უცხო ქვეყნის პიზაჟებს ერწყმის
პოეტის როგორც პატრიოტული და რელიგიური განცდები, ასევე ფილოსოფიური მსჯელობანი
ცხოვრების წარმავლობაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიმიტრი ყიფიანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
თავიდან იგი რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა. თბილისის კეთილშობილთა
სასწავლებელში მან ფრანგული შეისწავლა, პეტერბურგში კი დაეუფლა ინგლისურსა და
ლათინურ ენას, ამავე პერიოდში სცადა გერმანული ენის შესწავლა და თარგმნა მცირე ფრაგმენტი
დელბრუკის თხზულებისა „ჰუმანისტი“.
დიმიტრი ყიფიანის პირველი თარგმანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის თხზულება
"ზნეობითისა აღზრდისათვის" . თარგმანი შესრულებულია რუსული ენიდან. დიმიტრი ყიფიანის
მრავალრიცხოვანი თარგმანებიდან გამოიყოფა "რომეოსა და ჯულიეტას" თარგმანი, რადგან ეს
პირველი ცდაა შექსპირის ქართულ ენაზე ამეტყველებისა. მანამდე შექსპირით დაინტერესების
ტრადიცია საქართველოში არ ყოფილა. ყიფიანის ეს თარგმანი, სხვებისგან განსხვავებით,
შესრულებულია სასაუბრო მეტყველებასთან დაახლოებული ენით.
მისი თარგმანები შესრულებულია: ინგლისურიდან ქართულად, ფრანგულიდან ქართულად,
რუსულიდან ქართულად, ქართულიდან რუსულად, ფრანგულიდან რუსულად, გერმანულიდან
რუსულად და ლათინურიდან ქართულად. მათ თავის დროზე დიდი როლი შეასრულეს
ქართული საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებაში, სალიტერატურო ენის დახვეწა-
განვითარებაში. დ. ყიფიანის მიერ დასავლეთევროპული ლიტერატურის ნიმუშების თარგმნამ
ხელი შეუწყო ქართული ლიტერატურული აზროვნების ევროპეიზაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო დიმიტრი ყიფიანი, მთელი მისი ოჯახი ემსახურებოდა მამის
მიერ დაწყებულ საქმეს _ რუსული და ევროპული ლიტერატურის პოპულარიზაციას.

ბილეთი #2

1. განათლება და კულტურა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.


XIX საუკუნის დასაწყისში განხორციელებული საქართველოს ანექსია ქართული განათლების
ნგრევითა და სკოლების რუსულ ყაიდაზე „გადაკეთებით“ დაიწყო. დაიხურა ქართული საერო და
სასულიერო სასწავლებლების დიდი ნაწილი. დაარსდა ახალი ტიპის სასწავლებლები, რომლებიც
იმპერიის ცენტრიდან იღებდნენ წეს-კანონებსა და მითითებებს. სწავლება ამ სკოლებში რუსულ
და ქართულ ენებზე მიმდინარეობდა. წარმართველი რუსული იყო, ქართული ენა და
ლიტერატურა მეორეხარისხოვან საგნებად იქცა.
დაარსდა თბილისის ორკლასიანი დაწყებითი სკოლა, რომელიც შემდგომში „კეთილშობილთა
სასწავლებლად“ გადაკეთდა. ხოლო მის ბაზაზე ჩამოყალიბდა თბილისის ვაჟთა კლასიკური
გიმნაზია. აქ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ არ გაწყვეტილიყო კავშირი ქართულ
საგანმანათლებლო ტრადიციებთან. საბოლოოდ, ყველა სასწავლებლის დონესა და ღირსებაზე
მისი კურსდამთავრებულებით მსჯელობენ, ამ სკოლაში კი მრავალი გამოჩენილი, ადამიანი
სწავლობდა: დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი
ერისთავი და სხვები.
დაარსდა თბილისის სასულიერო სემინარიაც. სემინარიის ტიპის სასწავლებლები რუს
ეგზარქოსებს ექვემდებარებოდა. მოქმედებას აგრძელებდა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში შექმნილი
საეკლესიო-სამონასტრო სკოლების მცირე ნაწილი. თბილისში არსებობდა სამხედრო
სასწავლებელიც. ქვეყანაში ფუნქციონირებდა კერძო სკოლებიც, მათ შორის _ ქალთა პანსიონები;
თბილისში და შემდეგ ქუთაისში დაარსდა „წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები“. მათში
მხოლოდ შეძლებულთა ქალიშვილები სწავლობდნენ. ყველა ეს სკოლა გარუსების პოლიტიკას
უწყობდა ხელს. მათში სწავლა ემყარებოდა ძირითადად გაზეპირებას, აღზრდა _ მეგობრის
დაბეზღებას, წკეპლის დარტყმას, მოსწავლის მუხლებზე დაყენებას, ხელზე სახაზავით ცემას და
ა.შ. მკაცრი დისციპლინით გამოირჩეოდა ქალთა პანსიონებიც. მათში მთავარი საგნები რუსული
და ფრანგული ენები იყო, აგრეთვე _ ცეკვებისა და მაღალი მანერების შეთვისების გაკვეთილები.
პანსიონში ნასწავლი ქალები სასურველი საცოლეები იყვნენ. სასწავლებლებს არ ჰქონდათ მაღალი
დონის სახელმძღვანელოები. მკაცრი ცენზურა საგანგებოდ არჩევდა მათ. ქართული ენის
სახელმძღვანელოებიდან გამოიყენებოდა წინა საუკუნეში შექმნილი წიგნები. ქართულ ოჯახებში
წერა-კითხვას კი მხატვრული ლიტერატურის წიგნებით სწავლობდნენ. ასეთი წიგნები იყო:
„სახარება“, „ვეფხისტყაოსანი“ „სიბრძნე-სიცრუისა“, „დავითიანი“. ქართული გრამატიკის
სახელმძღვანელოებიდან აღსანიშნავია იოანე ქართველიშვილის „ქართული გრამატიკა“,
სოლომონ დოდაშვილის „შემოკლებული გარამატიკაც“. არსებობდა ქართული ლიტერატურის
სახელმძღვანელოებიც, რომლებშიც შეტანილი იყო ხალხური შემოქმედების ნიმუშები და ასევე
ისტორიულ-გეოგრაფიული და საბუნებისმეტყველო შინაარსის მასალები: დავით აღმაშენებლის,
ვახტანგ VI-ის, დიმიტრი ორბელიანის, დიმიტრი სააკაძისა და სხვათა ნამუშევრები. ეს
სახელმძღვანელოები არ იყო საკმარისი ქართული ლიტერატურის შესასწავლად და არც იყო
საკუთრივ ლიტერატურული დანიშნულების.
ქართველებს რუსული ენის შესწავლაში ძალიან ეხმარებოდა დ. ჩუბინაშვილის რუსულ-
ქართული ლექსიკონი, რომელსაც დართული ჰქონდა რუსული ენის მოკლე გრამატიკა. უცხო
ენებიდან საქართველოსა და რუსეთის სკოლებში მიღებული იყო ფრანგულის შესწავლა. ამ
საგნისათვის არსებობდა იმპერიაში ცნობილი სახელმძღვანელოებიც, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში
ქართველები იყენებდნენ ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ-ფრანგულ ლექსიკონს“. ზოგიერთ
სკოლაში სწავლობდნენ გერმანულ და თურქულ ენებსაც.
მიუხედავად განათლების რუსული სისტემისა, სკოლებში ზოგიერთი დირექტორის
მეცადინეობით მაინც ასწავლიდნენ საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას. მათემატიკასა და
საბუნებისმეტყველო საგნებს სწავლობდნენ როგორც ორიგინალური, ასევე რუსულიდან
თარგმნილი სახელმძღვანელოებით. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა, გიმნაზიაში
სწავლობდნენ რიტორიკასა და ლოგიკას;
მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესის ნორმალურ
ფუნქციონირებას ხელს უშლიდა პოლიტიკის უქონლობა და პროფესიოანალი პედაგოგების
ნაკლებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მოღვაწეები განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობდნენ სახალხო განათლების საკითხებს. იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“ გვაძლევს
განათლების ცნების ზუსტ განსაზღვრებას, ასაბუთებს მეცნიერული ცოდნის მნიშვნელობას
ქვეყნის განვითარების საქმეში. სოლომონ დოდაშვილის პედაგოგიური იდეები მისი მოღვაწეობის
ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. მეცნიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მშობლიურ ენაზე
მიღებულ განათლებას ანიჭებს. ასევე დიმიტრი ყიფიანის პედაგოგიური მოღვაწეობის მთავარი
პრინციპიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
მასწავლებელთა უმრავლესობას ზოგადი განათლება ჰქონდა მიღებული და არა ¬_ პროფესიული.
საგანმანათლებლო წნეხის ქვეშ აღმოჩენილი მოსწავლეები თავად ზრუნავდნენ თავიანთი
გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის.
გიმნაზიის ინტელექტუალურ გარემოს ქმნიდა ზოგიერთი პროგრესულად მოაზროვნე
მასწავლებელი. მოსწავლეები კი ვითარდებოდნენ ოჯახურ წრეებში და ლიტერატურულ
სალონებში, რომელთა აქტიურ წევრებადაც გვევლინებოდნენ. თანამედროვე ახალგაზრდობა,
გიმნაზიის მოსწავლეები. საბუნებისმეტყველო საგნები და მათემატიკა მრავალფეროვანს ხდიდა
სწავლებას. ენები და ლიტერატურა, მიუხედავად სახელმძღვანელოების მეტ-ნაკლებად
სრულყოფილებისა, მაინც ისწავლებოდა მხატვრული ლიტერატურის დახმარებით. ქართველი
მოღვაწეები ზრუნავდნენ, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ ალგებრის, გეომეტრიის, ფიზიკის,
რიტორიკის, ლოგიკის, გრამატიკის და სხვა სახელმძღვანელოები. მე-19 საუკუნის დასაწყისში,
დიდი ლტოლვა ჰქონდათ უმაღლესი განათლებისკენ, რომლის მიღებას, სამწუხაროდ, ბევრი ვერ
ახერხებდა. მხოლოდ სასწავლო გეგმებში რამდენიმე უცხო ენის შეტანის შემდეგ ქართველ
მოსწავლეებს მიეცათ უფლება რუსეთის უნივერსიტეტებსა და სასულიერო აკადემიებში
სწავლისა. ადგილები უაღრესად შეზღუდული იყო. სამაგიეროდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე
ახალგაზრდობა, გამონაკლისთა გარდა, მაინც სწავლობდა რუსეთის უნივერსიტეტებში და იქ
ეწეოდა ეროვნულ სამეცნიერო მოღვაწეობას. სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოს
სამეფო ოჯახის წევრებიც. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა მეცნიერმა მოიხვეჭა სახელი თავისი
ნაშრომებით

2. grigol ორბელიანის „მგზავრობის“ ღირებულება ქართული ლიტერარურისათვის


1831 წელს გრიგოლ ორბელიანს ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით ნოვგოროდში
მიჰყავს ჯარისკაცები. ამ პერიოდში იქმნება მწერლის მოგზაურობითი ჟანრის ნაწარმოები _
„მგზავრობა ჩემი თფილისიდამ პეტერბურღამდის“, რომელშიც ის აღწერს კავკასიის სამხედრო
გზას, იქ განლაგებულ გარნიზონებს, ხალხთა ცხოვრებას, ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ მოსკოვსა
და პეტერბურგს, ქართველ უფლისწულებთან შეხვედრას, რუსეთის შუაგულის ღირსშესანიშნავ
ადგილებს, თავის შთაბეჭდილებებს იქაურ თეატრებსა და სპექტაკლებზე. გრიგოლ ორბელიანი
მუდამ წერდა დღიურებს და ახდენდა ჩანაწერების რედაქტირებას და ასეთია ესეც. „მგზავრობის“
ნაწილი პოეტისათვის ჩვეული მაღალფარდოვანი ენითაა ნაწერი, ხოლო დანარჩენი ნაწილი _
ჩვეულებრივი სასაუბრო მეტყველებით.
აქ გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორის საუბარი ივანე აფხაზთან, რომელიც სტავროპოლში
შემდგარა. ეს საუბრი შეეხება საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას და არსებული
მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს. ივანე აფხაზის აზრით, თუ რუსები საქართველოს
დატოვებენ, მაშინვე ქვეყანაში უწესობა, შინაური აშლილობა და დაუძინებელ მტერთა
თავდასხმები დაიწყება. თავად გრიგოლ აზრით კი რუსების მიერ საქართველოს დატოვების
შემდეგ საქართველო შეძლებს მტრებისგან თავისი საზღვრების დაცვას, რადგან ამ ოცდაათ
წელიწადში თუ არ მომატებია ხალხი, არც დაკლებია. ივანე აფხაზი უხსნის მას, რომ ირანსა და
ოსმალეთს კარგად გაწყობილი ჯარი ჰყავს, საქართველო კი „ურეღულოთაა“ .გრ. ორბელიანი
ამაზე პასუხობს, რომ რეგულარულ ჯარს განთავისულების შემდეგ ადვილად შექმნის
საქართველო, რადგან ის დარწმუნდება ამის აუცილებლობაში. გარდა ამისა, სპარსეთმა და
ოსმალეთმა უკვე დაინახეს თავიანთი შეცდომა, რომ საქართველოს შევიწროებამ მათ რუსეთი
დაუმეზობლა. ივანე აფხაზი თვლის, რომ ქართველები, მართალია ვაჟკაცი მეომრები არიან,
მაგრამ რეგულარული ჯარის შექმნას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. ეს საქმე მას ნაადრევად და
შეუძლებლად მიაჩნია, რადგან ითვალისწინებს ქართველთა განათლების დაბალ დონეს,
რომელიც ასი წლის შემდგომ ალბათ შეიცვლება და იმედია, განსწავლული საზოგადოება
იგრძნობს ქვეყნის საჭიროებას; ამ ეტაპზე კი მას არ ანაღვლებს მამული, მხოლოდ თავის
სარგებლობაზე ფიქრობს და არ არიდება არანაირ გზას, თუნდაც ეს ანგარება და უღირსობა იყოს.
ჭარბი უარყოფითი თვისებები ქართველებს ჩამოუყალიბა ოცდაათწლიანმა მონობამ. ამაზე გრ.
ორბელიანი პასუხობს, რომ თავისუფლებაში ადვილად გაქრება ერის მონური სულისკვეთებაცა
და თვისებებიც. როგორც ვხედავთ, ივანე აფხაზისა და გრ. ორბელიანის საუბარში
დაპირისპირებულია მთელი ეპოქისათვის მნიშვნელოვანი ორი აზრი _ რა უფრო მნიშვნელოვანი
იყო ქვეყნისთვის _ რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნა და ფიზიკური გადარჩენა, თუ
თავისუფლება ნებისმიერ ფასად. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი, რომ გრიგოლ ორბელიანის
მიზანი არ არის თავისი აზრის სისწორის მტკიცება. ივანე აფხაზის თვალსაზრისი მონობაში
საზოგადოების დეგრადირების შესახებ თავად გრ. ორბელიანსაც აქვს გამოთქმული ლექსში „ჰე,
ივერიავ“: „ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას“. მწერლის მიზანი საზოგადოების
თვალსაზრისთა წარმოჩენაა და არა საკუთარი პოზიციის დეკლარირება, რადგან ალბათ არც
ავტორია თავად დარწმუნებული რომელიმე პოზიციის უპირატესობაში. ეს კითხვა და პრობლემა
ეპოქის სატკივარია, რომელსაც გრ. ორბელიანიც მტკივნეულად განიცდის. „ეს ტექსტი
„მგზავრობისა“ წარმოადგენს არა უბრალო დღიურს, არამედ წმინდა ლიტერატურულ ნაწარმოებს,
რომელსაც საფუძვლად პოეტის დღიურები დასდებია, რაც მას დოკუმენტალური პროზის ხასიათს
ანიჭებს“. დღიური საყურადღებოა იმით, რომ მასში ვრცლადაა აღწერილი გადასახლებაში მყოფი
პოეტის ცხოვრების ეპიზოდები, გამოკვეთილია 1832 წლის შეთქმულების დამარცხებით
გამოწვეული პოლიტიკური თვალსაზრისი და სოციალური შეხედულებები. ისევე როგორც წინა
დღიურში, მწერალი აქაც დაწვრილებით ინიშნავს მისთვის საინტერესო და ღირსშესანიშნავ ამბებს,
აკვირდება ადამიანების ხასიათსა და ფსიქოლოგიას.პირადი წერილები და დღიურები ისეთი სახის
დოკუმენტური წყაროებია, რომლებიც ყველაზე მრავალმხრივად წარმოაჩენს ავტორის შინაგან
სამყაროს, მის დამოკიდებულებას როგორც ახლობლების, ნაცნობებისა და კოლეგებისადმი, ისე
სხვადასხვა თემის, ისტორიული პირებისა და მოვლენებისადმი. ისინი გვაწვდის ყველაზე
სარწმუნო ინფორმაციას ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელად, ბიოგრაფიისა და
ბიობიბლიოგრაფიის შესადგენად, ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად. წერილებსა და
დღიურებში იკვეთება არა მხოლოდ ავტორის, არამედ ეპოქის სახეც. ამიტომ მათით
ინტერესდებიან როგორც კონკრეტული ავტორის მოღვაწეობის მკვლევრები, ისე
წყაროთმცოდნეები და ისტორიკოსები.
გრიგოლ ორბელიანის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები ქვეყნის ბედის საკითხზე, სოციალურ უთანასწორობაზე და
მიმართება ენის გახალხურების ტენდენციისაკენ. გასაკვირიც კი იქნებოდა, რომ 1832 წლის
შეთქმულების მონაწილის პოეზია პატრიოტული არ ყოფილიყო. ამ პერიოდში შექმნილი გრ.
ორბელიანის შემოქმედება მკვეთრად დაპირისპირებულია იმპერიულ რეჟიმთან. პოეტი თარგმნის
კონდრატი რილეევის „ნალივაიკოს აღსარებას“ და მას ქართულ ყოფას უსადაგებს. ამ ნაწარმოებში
მისი იდეოლოოგიური მრწამსია გამოხატული: „მე თავისუფლებისათვის სული მარადის მიკვნესის,
და ეს ოცნება დღედაღამ, ვითა აჩრდილი თან მდევნის. .... ხმა საიდუმლო მარად ჟამს
მეჩურჩულების მე ყურსა, ჟამი არს მტერი მამულის მისცე მახვილსა ლესულსა!“ პოეტის
დამოკიდებულება მეფის რუსეთისადმი ნათლად ჩანს ლექსში „იარალის“. ნაწარმოები 1832 წელს
დაიწერა ნოვგოროდში. ის მიძღვნილია იარალი შანშიაშვილისადმი, რომელიც პეტერბურგში
ცხოვრობდა და ფარნაოზ ბატონიშვილის ხელქვეითი იყო. ლექსი წარმოადგენს იარალისადმი
მიმართვას, რომელიც ბედმა სამშობლოს დააშორა. ლექსში საქართველოს ბუნებისა და ყოფის
გახსენებასთან ერთად წინ წამოწეულია ქართველი ხალხის ისტორიული წარსული,
თავისუფლებისათვის გმირული ბრძოლა: „დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა
შესწირა მსხვერპლად, დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს
აღბეჭდილად“. გრიგოლ ორბელიანის დაპატიმრების დროს „აღსარების“ თარგმნა და ლექსის _
„იარალის“ შეთხზვა პოეტს იმპერიის საწინააღმდეგო ქმედებად ჩაუთვალეს. გარდა ამ
ნაწარმოებებისა, ამავე პერიოდში გრ. ორბელიანს დაწერილი აქვს თავიდან ბოლომდე
პატრიოტული შინაარსის პოემა „სადღეგრძელო“, რომლის პირველი ნაწილი საქართველოს
ისტორიული წარსულისა და ისტორიული გმირების ღვაწლის დაწვრილებით გახსენებას
წარმოადგენს, ხოლო ერთ-ერთი ნაწილი (ერთი სადღეგრძელო) საქართველოს მადიდებელ და
სამშობლოსათვის თავგანწირვის შთამაგონებელ ჰიმნს: „ჰე მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ
მის გული არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი? ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ
დაჰსთხიოს თვისი სისხლი, არ დააკლას თავი თვისი შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!“ პოეტის
ეროვნული კონცეფცია კიდევ უფრო მკაფიოდ არის გამოხატული ამავე პერიოდში შექმნილ
უსათაურო ლექსში „ჰე, ივერიავ“: „შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას... ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა
მონებას! ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენთ ვაებას“. მსგავსი სულისკვეთების არის მეორე
უსათაურო ლექსი „მისი სახელი კიცხვითა“, რომელშიც დაგმობილია მის მამულში ძალით
დამყარებული ბიუროკრატიული რეჟიმი. როგორც დავინახეთ, გრიგოლ ორბელიანის 1832 წლამდე
შექმნილ ლექსებში მკვეთრად არის გამოხატული იმპერიისადმი პროტესტული დამოკიდებულება.
შეთქმულთა იდეებით არის გაჯერებული მისი „მგზავრობაც“. აქ გასაკუთრებით მნიშვნელოვანია
ავტორის საუბარი ივანე აფხაზთან, რომელიც სტავროპოლში შემდგარა. ეს საუბრი შეეხება
საქართველოს იმჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას და არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის
გზებს. ვითარების აღსაქმელად მნიშვნელოვანია გრ. ორბელიანის მიერ ივანე აფხაზის
დახასიათება, ვითარცა ჭეშმარიტი მამულიშვილის. ივანე აფხაზის აზრით, თუ რუსები
საქართველოს დატოვებენ, მაშინვე ქვეყანაში უწესობა, შინაური აშლილობა და დაუძინებელ
მტერთა თავდასხმები დაიწყება. თავად გრიგოლ ორბელიანი საპირისპირო აზრს გამოთქვამს:
რუსების მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ საქართველო შეძლებს მტრებისგან თავისი
საზღვრების დაცვას, რადგან ამ ოცდაათ წელიწადში თუ არ მომატებია ხალხი, არც დაკლებია. ივანე
აფხაზი უხსნის მას, რომ მოსაზღვრე სახელმწიფოთა პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა, ირანსა
და ოსმალეთს კარგად გაწყობილი ჯარი ჰყავს, საქართველო კი „ურეღულოთაა“.4 გრ. ორბელიანი
ამაზე პასუხობს, რომ რეგულარულ ჯარს განთავისულების შემდეგ ადვილად შექმნის საქართველო,
რადგან ის დარწმუნდება ამის აუცილებლობაში. გარდა ამისა, სპარსეთმა და ოსმალეთმა უკვე
დაინახეს თავიანთი შეცდომა, რომ საქართველოს შევიწროებამ მათ რუსეთი დაუმეზობლა. ივანე
აფხაზი თვლის, რომ ქართველები, მართალია, მხნე და ვაჟკაცი მეომრები არიან, მაგრამ
რეგულარული ჯარის შექმნას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ. ეს საქმე მას ნაადრევად და შეუძლებლად
მიაჩნია, რადგან ითვალისწინებს ქართველთა განათლების დაბალ დონეს, რომელიც ასი წლის
შემდგომ ალბათ შეიცვლება და იმედია, განსწავლული საზოგადოება იგრძნობს ქვეყნის
საჭიროებას; ამ ეტაპზე კი მას არ ანაღვლებს მამული, მხოლოდ თავის სარგებლობაზე ფიქრობს და
არ არიდება არანაირ გზას, თუნდაც ეს ანგარება და უღირსობა იყოს. ჭარბი უარყოფითი თვისებები
ქართველებს ჩამოუყალიბა ოცდაათწლიანმა მონობამ. ამაზე გრ. ორბელიანი პასუხობს, რომ
თავისუფლებაში ადვილად გაქრება ერის მონური სულისკვეთებაცა და თვისებებიც. როგორც
ვხედავთ, ივანე აფხაზისა და გრ. ორბელიანის საუბარში დაპირისპირებულია მთელი 4 რეღული _
რეგულარული არმია, ეპოქისათვის მნიშვნელოვანი ორი აზრი _ რა უფრო მნიშვნელოვანი იყო
ქვეყნისთვის _ რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნა და ფიზიკური გადარჩენა, თუ თავისუფლება
ნებისმიერ ფასად. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი, რომ გრიგოლ ორბელიანის მიზანი არ არის
თავისი აზრის სისწორის მტკიცება. ივანე აფხაზის თვალსაზრისი მონობაში საზოგადოების
დეგრადირების შესახებ თავად გრ. ორბელიანსაც აქვს გამოთქმული ლექსში „ჰე, ივერიავ“: „ესე
ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას“. მწერლის მიზანი საზოგადოების თვალსაზრისთა
წარმოჩენაა და არა საკუთარი პოზიციის დეკლარირება, რადგან ალბათ არც ავტორია თავად
დარწმუნებული რომელიმე პოზიციის უპირატესობაში. ეს კითხვა და პრობლემა ეპოქის
სატკივარია, რომელსაც გრ. ორბელიანიც მტკივნეულად განიცდის. უფრო მოგვიანებით დაწერილი
პატრიოტილი ლექსებიდან უპირველესად აღსანიშნავია გრ. ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე
ბეთანიის ეკლესიაში“. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში რუსეთის იმპერია არც კი არის
ნახსენები, გაცილებით მეტი განცდა და ტკივილია გამოხატული ქვეყნის დამოუკიდებლობისა და
მისი უბედობის გამო. პოეტი იმედს რწმენით თვიშემეცნებაში ხედავს _ თუ ირწმუნებ, ფეხზე
დადგები, თუ _ არა, მუდამ უიმედო და უბედური დარჩები. პოეტის შეხედულებების წარმოსაჩენად
სოციალურ საკითხზე მიმართავენ ხოლმე გრ. ორბელიანის ლექსს _ „მუშა ბოქულაძე“, რომელშიაც
აღწერილია საწყალი მუშისკაცის ბედი. არც ის გამორჩებათ, რომ „სადღეგრძელოს“ ბოლო
რედაქციაშიც საუბარია კაცთმოყვარეობასა და ჰუმანიზმზე, ნიჭის დაფასებაზე გვარიშვილობისაგან
დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ „მუშა ბოქულაძეში“ მთელი სიმძაფრითაა დახატული
მუშის აუტანელი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, მისი ჩაგვრა და ადამიანური ღირსებების
შელახვა, ლექსი მაინც ავტორის ძალზედ ზოგად ჰუმანურ დამოკიდებულებას გამოხატავს
ჩაგრული ფენის მიმართ და არა სოციალურ პროტესტს, რომლის აღქმაც იმდროინდელი
საქართველოს რეალობაში ჯერ არაა ჩამოყალიბებული. გრ. ორბელიანი გულწრფელად
თანაუგრძნობს მუშას, მაგრამ არ იძლევა არსებული სინამდვილის შეცვლის იმედს და თანასწორობა
მხოლოდ საიქიოში გადააქვს, „საუკუნოს განსასვენსა ალაგსა“. აქედან გამომდინარე, გრ.
ორბელიანის შემოქმედებაში სოციალურ მოტივზე საუბარი სრულიად ზედმეტია. გრიგოლ
ორბელიანის ლიტერატურული _ რომანტიკული _ აზროვნების ნათელსაყოფად მისი
შემოქმედებიდან მრავალი მომენტი შეგვიძლია დავიმოწმოთ, მაგრამ გრძნობის გამოხატვის
თვალსაზრისით, რომელშიც პოეტის რომანტიკული ბუნება მჟღავნდება, ყველაზე ძლიერია ლექსი
„საღამო გამოსალმებისა“, ამ ლექსში კი განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი სტროფები: „არს
მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა, სჯობს ენა სდუმდეს, ხმა შეწყდეს, მოთქმით რა
ერგოს სულს, გულსა“. ამ სიტყვებში გამოთქმულია ბობოქარი, მტანჯველი რომანტიკული გრძნობა,
რომლის გამოხატვაც ადამიანური ენით არ მოხერხდება და ამიტომ მას დუმილი უფრო შეეფერება.
ენის საკითხისადმი გრიგოლ ორბელიანის დამოკიდებულება კონსერვატორულია. ის მამათა
თაობას მიეკუთვნება, ამიტომ მისთვის უცხოა მწერლობის ხალხთან დაახლოების მოთხოვნა,
ძველი ენობრივი ნორმების, ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმების უარყოფა.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ გადასახლებაში მყოფი გრ. ორბელიანი, რომელიც ყოველთვის
მეგობრობდა თბილისის მოსახლეობის დაბალ ფენებთან, ნოსტალგიურად იხსენებს მათ და თავის
ლექსებში ამეტყველებს. მუხამბაზების ტრადიციული ფორმიდან გამომდინარე, ამ ნაწარმოებებს
ახასიათებს ენობრივი სისადავე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მუხამბაზების ლირიკული გმირი არ
არის პოეტი, მისი ხმა განსხვავდება გრ. ორბელიანის არქაიზებული მეტყველებისაგან, ხოლო მის
პიროვნულ „მეს“ არ ახასიათებს „სადღეგრძელოს’“ ავტორის სერიოზული აზროვნება. ამ ლექსებში
პოეტი ახშობს თავის ხმას, რადგან ამ მათში მისი პერსონაჟები, ყარაჩოღელები მეტყველებენ,
რომელთა მიმართაც მას ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებაც კი აქვს. მიუხედავად ამისა,
მუხამბაზებმა პოეტს დიდი პოპულარობა მოუტანა. მთელმა ქალაქმა ისინი ზეპირად იცოდა და
ხშირად წარმოთქვამდა ლხინის დროს. ამ ჟანრის ნაწარმოებები მოსწონდათ არა მხოლოდ ქალაქის
დემოკრატიულ ფენებს, არამედ მაღალ საზოგადოებასაც, იშვიათი გამონაკლისებისა გარდა.
მოგვიანებით ვახტანგ ორბელიანი გააკრიტიკებს გრიგოლს პოეზიაში მდაბიური, „კინტოთ კილოს“,
„შუა ბაზრის კილოს“ შემოტანისთვის, ილია ჭავჭავაძე კი ამ ლექსებს განსაკუთრებულად
მოიწონებს. მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ორბელიანის ეს ლექსები ჟანრის სპეციფიკიდან
გამომდინარე შეიქმნა, მათ ხელი შეუწყვეს პოეზიის ხალხთან დაახლოებას. ენის საკითხთან
დაკავშირებით აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოებაც. გრიგოლ ორბელიანი მუდამ წერდა
დღიურებს და ახდენდა ჩანაწერების რედაქტირებას. რედაქტირებული დღიურები, მაგალითად,
„მგზავრობის“ ნაწილი პოეტისათვის ჩვეული მაღალფარდოვანი ენითაა ნაწერი, ხოლო დანარჩენი
ნაწილი _ ჩვეულებრივი სასაუბრო მეტყველებით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მწერლისთვის
უფრო ბუნებრივი სასაუბრო მეტყველებაა, ის ხელოვნურად ახდენს ჩანაწერის სტილიზებას
მაღალფარდოვნებით. ზოგადად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრ.ორბელიანის შემოქმედება ასახავს
ქართული ენის მდგომარეობას მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა ძველი და ახალი
სამწერლობო ენა ერთმანეთს ექიშპება და ძველი ახალმა უნდა შეცვალოს. გრიგოლ ორბელიანის
ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნების წარმოსაჩენად საინტერესო ფაქტია მისი
მთარგმნელობითი საქმიანობა. მისი თარგმანი რილეევის ლექსისა _ „ნალივაიკოს აღსარება“ _
შეთქმულთა საპროგრამო ნაწარმოებად იქცა. მწერალმა რუსულიდან თარგმნა ოთხი პროზაული
ნაწარმოები: „სამნი მეგობარნი“, „ალლეღორია“, „მაცთუნებელი“, „საღამოს ჩაიზედ“, რომლებიც
მისი შემოქმედების ზოგად მოტივებს ნაკლებად შეესაბამება. გრიგოლ ორბელიანი პირველი
მთარგმნელია კრილოვის იგავ-არაკებისა: „ვირი და ბულბული“, „სოფელნი და მდინარე“,
„ნადირთა ჭირი“ და უნდა აღინიშნოს, საუკეთესო მთარგმნელიც. ასევე პუშკინიდან მას ორი ლექსი
აქვს გადმოღებული. პირველი _ „ლხინი“ (მიბაძვა პუშკინისა) _ წარმოადგენს პუშკინის ლექსის _
«Веселый пир» _ თავისუფალ მიბაძვას, ხოლო მეორე _ „მიბაძვა პუშკინისა“ _ რუსი პოეტის
ცნობილი ლექსის _ «Дар напрасный, дар случайный» _ ვრცელი სახით გადმოღებას. პოეტი
თარგმნილ ლიტერატურას მხოლოდ ავტორის გვარს მიუთითებს, მაგალითად, „კრილოვიდან“,
ხოლო მის მიერ გადაკეთებულ ნაწარმოებებს „მიბაძვებს“ არქმევს. მიბაძვას არ წარმოადგენს პოემა
„სადღეგრძელო“, ის მხოლოდ თავისი აგებულებითა და სტრუქტურით ეხმიანება ჟუკოვსკის პოემას
„მომღერალი რუს მეომართა ბანაკში“, მაგრამ თემატიკით იმდენად განსხვავებულია მისგან,
იმდენად ქართულია, რომ მის ორიგინალურობაში ეჭვი არავის ეპარება. ამრიგად, გრიგოლ
ორბელიანი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ადამიანია, არისტოკრატი, გამოჩენილი ოჯახის შვილი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე,
პატრიოტი. შეთქმულების შემდგომ ის იმპერიის ერთგული მსახურია. მიაღწევს გენერლის ჩინს,
ადმინისტრაციულად კი _ მთავარმართებლის (ანუ უმაღლეს) თანამდებობას. ეს ყველაფერი
მეორეხარისხოვანია ლიტერატურის ისტორიისთვის, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ გრ.
ორბელიანი ამ პერიოდის დიდებული პოეტი და საზოგადო მოღვაწეა, მოღვაწე, რომელსაც თავისი
მიმართება აქვს ქვეყნის ბედის საკითხებისადმი.

ბილეთი #3

1. მე-19 საუკუნის საქართველოს 40-50-იანი წლების საზოგადოებრივ-


ლიტერატურული ცხოვრება.
1840 წელს ამიერკავკასია „საქართველო-იმერეთის გუბერნიად“ და „კასპიის ოლქად“ გაიყო.
სამოქალაქო სამართალი მთლიანად რუსულ სამართალზე გადავიდა, ქართული სამართალი
ოფიციალურად გაუქმდა. მაგრამ პროექტმა ვერ გაამართლა. რუსეთის მართველობამ ვერ მოიპოვა
ამიერკავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, ამიტომ ახალი, უფრო მოქნილი
პოლიტიკის გასატარებლად ამიერკავკასიის მმართველად გამოცდილი მოხელე გრაფი მიხეილ
ვორონცოვი დაინიშნა. მთავარმართებლის სტატუსიც მეფისნაცვლის თანამდებობით შეიცვალა.
ვორონცოვის მართველობის დროს უხეშობა და ძალადობა გულისხმიერი დამოკიდებულებით,
დაყვავების პოლიტიკით შეიცვალა. მან შეუწყო ხელი ქვეყანაში კულტურული ღონისძიებების
გატარებას. თბილისში გაიხსნა რუსული და ქართული თეატრები, ოპერა, საჯარო ბიბლიოთეკა,
სკოლები, აღდგა პრესა, გამოიცა ქართული ჟურნალი „ცისკარი“, ქართველ თავადაზნაურთა
შვილები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაიგზავნენ განათლების მისაღებად. მეფისნაცვალი
პატივს სცემდა და აფასებდა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ვორონცოვის პოლიტიკა
დროისა და ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე მისაღები აღმოჩნდა ქართველ
თავადაზნაურობისათვის. ისინი თანახმანი გახდნენ რუსეთის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და
ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა, ოღონდ აუცილებლად ქართველთა
ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით, რაშიც მეფისნაცვალი თავისი
ქმედებით მათ ხელს უწყობდა.
ამ დროს იქმნებოდა ახალი სკოლები, სემინარიები, ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, თუმცა
ყველა სკოლა გარუსების პოლიტიკას უწყობდა ხელს. მათში სწავლა ემყარებოდა ძირითადად
გაზეპირებას, აღზრდა _ მეგობრის დაბეზღებას, სასწავლო პროცესში გადამწყვეტი ზომის მიღება
_ წკეპლის დარტყმას, მოსწავლის მუხლებზე დაყენებას, კლასში ხელზე სახაზავით ცემას და ა.შ.
მკაცრი დისციპლინით გამოირჩეოდა ქალთა პანსიონებიც. მათში მთავარი საგნები რუსული და
ფრანგული ენები იყო, აგრეთვე _ ცეკვებისა და მაღალი მანერების შეთვისების გაკვეთილები.
პანსიონში ნასწავლი ქალები სასურველი საცოლეები იყვნენ. სასწავლებლებს არ ჰქონდათ მაღალი
დონის სახელმძღვანელოები. მკაცრი ცენზურა საგანგებოდ არჩევდა მათ. ქართული ენის
სახელმძღვანელოებიდან გამოიყენებოდა წინა საუკუნეში შექმნილი წიგნები. ქართულ ოჯახებში
წერა-კითხვას კი მხატვრული ლიტერატურის წიგნებით სწავლობდნენ. ასეთი წიგნები იყო:
„სახარება“, „ვეფხისტყაოსანი“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „დავითიანი“ და სხვა.
ამ პერიოდში შემოდის ახალი ლიტერატურული ჟანრები. მათ შორის ყველაზე გამორჩეული
გახლდათ რომანტიზმი. ქართული რომანტიზმის არსებობა მსოფლიო რომანტიზმის აყვავების
პერიოდს ემთხვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ერის ლიტერატურაში არ არსებობდა
საფუძველი მისი წაარმოშობისათვის. ქართულ რომატიზმზე კი დანამდვილებით შეიძლება
ითქვას, რომ ის ორიგინალურია მხატვრულ სახეთა სისტემით. საქართველოს ანექსიამ და 1832
წლის შეთქმულების დამარცხებამ საქართველოში რომანტიზმის აღმოცენებას სერიოზული
საფუძველი შეუქმნა, რამაც განსაზღვრა ქართული რომანტიზმის თავისებურება; მხატვრულ
სახეთა გამოსახვის თვალსაზრისით ქართული რომანტიზმი საკმაოდ სპეციფიკურია. ის
ქართული ლიტერატურის თხუთმეტსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება და ხელოვნურად არ
იღებს სხვა კულტურათა ნიშან-თვისებებს. ინდივიდუალური ხედვა აქვს ასევე თითოეულ
ქართველ რომანტიკოსს და შესაბამისად, ორიგინალურია მათი მხატვრულ სახეთა სისტემაც.
ფორმა სახეთა სისტემაში ყალიბდება, რომლის შემადგენელი ნაწილებია შემდეგი კონცეპტები:
სევდა, ცა, იმქვეყნიური სამყარო, სატრფო, ზეციური არსება, მთვარე, ტაძარი, თავისუფლება,
წარსული, ბუნება. ეს კონცეპტები წინა საუკენეებშიც არსებობდა, მაგრამ, რომანტიზმმა ისინი ერთ
სისტემაში მოაქცია. თავისუფლება და შთაგონების გულწრფელობა ახალი ლიტერატურული
სკოლის მთავარი მოთხოვნა გახდა. ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში ძალიან კარგად ჩანს
ღვთაებრივის შეცნობის სურვილის უსაფუძვლობა, გონების უძლურება ჭეშმარიტების
აღსაქმელად; ცხოვრების საზრისად რწმენის აღიარება, რომელიც მოქმედებისაკენ უბიძგებს
ადამიანს; ქართველ რომანტიკოსთა ფილოსოფიურობის განმსაზღვრელი სწორედ სამყაროს
ჭვრეტა და მიღმიურის აღქმაა, მშვენიერების განსაკუთრებული შეგრძნება, რომელიც
განსხვავდება სილამაზის აღქმისაგან და გრძნობაში გამოიხატება, ღვთაებრივის გამოვლენაა _
„მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსრული...“
ბარათაშვილის პოეზიიდან ლოგიკურად გამომდინარეობს აზრი, რომ მთავარი არ არის მიზნის
მიღწევა, მთავარია პროცესი _ მუდმივი სწრაფვა შეცნობისაკენ, მიზნისკენ, ანუ მარადიული
განვითარება. ბარათაშვილთან ტრანსცენდენტალური პოეზია კი არა, თავად გრძნობაა, რომელსაც
პოეზია უმღერის და თავის საგნად აქცევს. აქედან გამომდინარე, პოეზიაც თავისუფალი ხდება,
ჩარჩოებისა და კანონების უარმყოფელი; ადამიანის როგორც არსებობის, ასევე წარმოსახვის
საფუძველი რელიგია ხდება _ სწრაფვა ღვთისაკენ. ფანტაზიაა „ცის ქედისკენ“ სწრაფვა, ლურჯ
ფერთან შერწყმა, ნისლის შეერთება ცასთან, მაგრამ მისტიკაა სულის მიერ „ბედის საზღვრის“
გადალახვის პროცესის შეცნობა, გააზრება (რაც რეალურად შეუძლებელია).
ბაირონსა და ბარათაშვილს შორის ტიპოლოგიურ მიმართებას ძირითადად მათი სულიერი
ნათესაობა ქმნის: მძიმე ნაღველი, სიმშვიდედაკარგული სული, რომელიც მუდმივად მიქრის და
ადამიანი ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს; ორივე პოეტთან ფიგურირებს მსგავსი
კონცეფტები _ ტაძარი, ტრფობის ტაძარი, რწმენის კოშკი; მერანი, ხომალდი; „შუქმიბინდული
მთვარე“ და „მთვარე ლურჯი შუქის მოდებით“. ბაირონის სული არ ნებდება ქარსა და ნამქერს და
ისრის სისწრაფით მიქრის ისევე, როგორც ბარათაშვილის მხედარი, რომელიც მზადაა ნებისმიერი
სიძნელის გადასალახად. თუ ბაირონის სული სასაფლაოსკენ მიექანება, ბარათაშვილის მერნის
მხედარი „ბედის სამძღვრის“ გადასალახავად იბრძვის, რაც ფიზიკურ სიკვდილში კი არ
გამოიხატება, არამედ იმქვეყნიურის შემეცნებაში. ქართულ რომანტიზმში ძალიან სუსტია
ფანტასტიკის გავლენა, რითაც იგი რუსულ რომანტიზმს ენათესავება. ფანტასტიკა საერთოდ არ
ჩანს ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბარათაშვილის
სამყარო დაცლილია ამოუცნობისა და იდუმალის გაგებისაგან

2. ნ. ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკა.


ბარათაშვილის მთელი შემოქმედება არის ძიება და სწრაფვა მიზნისკენ. ძიების პროცესი
რთულია და ხშირად _ უშედეგოც, მაგრამ ყველაზე მძიმე პოეტისათვის უშედეგობა როდია,
მხოლოდ იმედის დაკარგვა აყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. უნუგეშობა კი მაშინ
ეუფლება, როცა სიყრმე, ბავშვობა გადის და ის წუთისოფლის მიზნების ტყვე ხდება. შინაგანი ხმა
მოუწოდებს მას, ეძიოს თავისი ხვედრი. ადამიანი ვერ საზღვრავს თავის მისიას ამ ქვეყნად, რაც
იწვევს მის უნდობლობას სამყაროს მიმართ და გამუდმებულ დარდს.
უნდობლობა, ურწმუნობა და უიმედობა დამახასიათებელია ადამიანის იმ სულიერი
მდგომარეობისათვის, რომელსაც ბარათაშვილი „სულით ობლობას“ არქმევს; ამგვარი
მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: „სწორის“ ანუ სატრფოს დაკარგვა („სული
ობოლი“), სამშობლოსაგან მოცილება („ბედი ქართლისა“), მიზნის მიუღწევლობა („მერანი“) და
სხვა, ხოლო გარეგნული ნიშანი წუხილია. პოეტი ცდილობს ამ დამთრგუნველ მდგომარეობიდან
გათავისუფლებას და განაგდებს „ბოროტ სულს“, რომელმაც მოუწამლა „ყმაწვილის ბრმა
სარწმუნოება“. სულიერი ობლობის _ ურწმუნოების, უნდობლობისა და მწუხარების _ გააზრებას
ბარათაშვილის შემოქმედებაში უპირისპირდება თავისუფლების გაგება. თავისუფლება,
ბედნიერება და ღმერთთან სიახლოვე პოეტისათვის ერთმანეთის იდენტური ცნებებია. ყრმა
თავისუფალია მანამ, სანამ შეუცვნია წუთისოფელი. წუთისოფლის შეცნობა ხდება სიყრმის
პერიოდის გასვლიდან, როდესაც გონება იწყებს ამოქმედებას. ის აშორებს ადამიანს უფლისგან,
აბამს წუთისოფლის მახეში და აკარგვინებს თავისუფლებას. ამიტომაც შენატრის პოეტი ყრმას.
სულიერი ობლობის დაძლევისა და თავისუფლების მოპოვების რამდენიმე გზა იკვეთება პოეტის
შემოქმედებაში. მართალია, ყრმობის დროს ადამიანი უფალთან მდგომია და აქედან
გამომდინარე, თავისუფალი და ბედნიერი („ჩჩვილი“, „ხმა იდუმალი“), მაგრამ ყრმობა გზა არ
არის, ის ცხოვრების პერიოდია, რომელიც აუცილებლად გადის. ამიტომ ადამიანმა უნდა მონახოს
თავისი გზა:
1) ერთ-ერთი გზა პოეტისათვის ბუნების წიაღში ფიქრია. ამ დროს თავისუფლდება ის
ამქვეყნიური საზრუნავისგან და მისი „გულისთქმა“ ცის იქით ეძიებს სადგურს, „ზენაართ
სამყოფს“, მაგრამ მოკვდავი ადამიანისათვის „ციური განგება“ მაინც მიუწვდომელია
(„შემოღამება მთაწმინდაზედ“); მოკვდავნი ვერ სცემენ პასუხს კითხვაზე: „მაინც რა არის ჩვენი
ყოფა _ წუთისოფელი?“ რადგან წუთისოფელი საწყაულია აღუვსებელი“ („ფიქრნი მტკვრის
პირას“). მიუხედავად მიზნის მიუწვდომლობისა, ბუნებაში „ცაზე“ ფიქრი, იმქვეყნიური
სამყაროსაკენ სწრაფვა აკეთილშობილებს ადამიანს და რწმენით აღავსებს. ის დროებით ივიწყებს
ადამიანურ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც, წუთისოფელში ცხოვრება არ ღირს, რადგან
ყოველივე უნდა მოისპოს. „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,/ იყოს სოფელში
და სოფლისთვის არა იზრუნვოს“. ბუნების სიმბოლური ენა სწვდება ადამიანის სულს და
რწმენით აღავსებს. ის იჯერებს, „რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის
განანათლებს“ ბარათაშვილი საუბრობს ადამიანის ჩაბნელებული სულის რწმენით განათებაზე,
რომელიც, რა თქმა უნდა, დროებითი პროცესია, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ მისი
არსებობისთვის - აუცილებელი. ბუნების წიაღში ფიქრი საფუძველია გულის ხედვის გახსნისა და
ჭეშმარიტების შეცნობისა. თავად ბუნება იძლევა რწმენისა და სიყვარულის მაგალითებს. პოეტი
ყურს უგდებს ბუნების ენას და უადვილდება მას «ამა სოფლის ჭირთა დათმენა». სწორედ აქ,
ბუნების წიაღში, სწვდება იგი არაამქვეყნიურ ჭეშმარიტებას. ციური განგების შეცნობის
საფუძველი სიყვარულია, ამ შემთხვევაში მდაბლის სწრაფვა მაღლისაკენ – მტკვრისა ჩინარისაკენ
– რომელიც ღვთიური ჰარმონიის შემადგენელი მოვლენაა.
2) პოეტის შემოქმედებაში წარმოჩნდება კიდევ ერთი გზა. ეს გზა სიყვარულია. სიყვარული
ბარათაშვილის შემოქმედებაში აღიქმება „მშვენიერ სულთა კავშირად“. „მშვენიერი სული“
სიკეთის მქმნელი არსებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია არა გარეგნული სილამაზე,
არამედ _ სულის მშვენიერება. სილამაზე და მშვენიერება განსხვავდება ერთმანეთისგან.
სილამაზე „ხორციელების“ ნიშანია, მშვენიერება კი _ სულისა. ის ადამიანის ქმედებაში
მჟღავნდება და უკვდავების მომნიჭებელია (ადამიანი ღმერთთან მიჰყავს). მშვენიერ სულთა
კავშირი მუდმივია ისევე, როგორც ცის ცვარისა და მზის სხივის თანაარსებობა. სიყვარულით
ადამიანი მოიპოვებს უმაღლეს ბედნიერებას – სასუფეველსა და უკვდავებას („არ უკიჟინო
სატრფოო“); მაგრამ თუ ეს კავშირი არ განხორციელდა, ადამიანს ენგრევა ტაძარი_ რწმენა _ და
სულით ობლდება, უნუგეშო და ურწმუნო ხდება. ტაძარი რწმენაა, ლამპარი _ სიყვარული; თუ
ერთ-ერთი ქრება, ქრება მეორეც, რადგან სიყვარული და რწმენა მხოლოდ ერთმანეთთან
კავშირში არსებობს. სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც სულს განანათლებს, გულისხედვას –
სულიერი ჭვრეტის უნარს – ანიჭებს ადამიანს, რათა შეუცნობელი შეიცნოს.
3) უფალთან მისვლის კიდევ ერთი გზა ლოცვაა. პოეტი ახერხებს „ბოროტ ვნებათაგან“
გათავისუფლებას უფლის სრული მორჩილებით. აქედან გამომდინარე, მისი ლოცვა მხოლოდ
და მხოლოდ დუმილით გამოიხატება. ის „წმინდა ლოცვაა“, რომლის მეშვეობითაც ადამიანი
შეიცნობს უფალს. «წმინდა ლოცვა» იწყება მაშინ, როცა ყოფითობა აღარ იპყრობს მლოცველის
ნებელობას და ადამიანი მთლიანად უერთდება ღვთის ნებას. ამ დროს ის სრულყოფას აღწევს _
გონება წყვეტს მუშაობას და იხსნება გულის ხედვა _ სულიერი ჭვრეტის უნარი და პოეტს
აღმოხდება:
მაშა, დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!“ („ჩემი ლოცვა“)
4) უფალთან მისვლის კიდევ ერთი ცნობილი გზა პოეზიაა. ბარათაშვილის შემოქმედებაში
წაშლილია ორ ქვეყანას შორის არსებული გონებრივი ბარიერი და სამყაროს ერთიანი ხატია
შექმნილი. ფიქრი ცდება ხილულ ცას და «ცის ქედამდე» აღწევს, პოეტიც კარგავს რეალობის
აღქმას და «ეშხით დამდნარი» ერთვის ლურჯ ფერს. მისი სამარიდან ზევით ასული ლურჯი
ნისლიც ცას უერთდება.
6) შეუცნობლის შეცნობისაკენ, ღვთაებრივი არსის წვდომისაკენ სწრაფვის განსხვავებული გზაა
ბარათაშვილის მერნის ჭენებაც, ანუ „განწირულის სულის კვეთება“. მერანი
შეუცნობლობისთვის განწირული ადამიანის სულია. მას უდიდესი მიზანი აქვს – გათელოს
აქამდე უვალი გზა და მოძმეებს სავალი გაუადვილოს. გზა ურთულესია, მოითხოვს დიდ
სულიერ სიმტკიცეს და ამქვეყნიური ვნებათაღელვის გადალახვას: სამშობლოს მიტოვებას,
ნათესავებთან და მეგობრებთან, თვით მშობლებთან და სატრფოსთან განშორებასაც, მწირობასა
და უცხო ქვეყანაში უპატრონო სიკვდილს, მაგრამ მხედრის მიზანი იმდენად დიდია, რომ ამ
სოფლის დათმობაც კი უღირს. ეს მიზანი ჭეშმარიტების შეცნობაა, რომელიც, პოეტის თქმით,
„ბედის საზღვრის“ გადალახვითაა შესაძლებელი. სამეცნიერო ლიტერატურაში მერნის ჭენებისა
და ბედის საზღვრის გადალახვის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. თვლიან, რომ ბარათაშვილის
მიზანი მიიღწევა:
1) საკუთარ გრძნობებსა და ქმედებებზე უფლების მოპოვებით, ე.ი. თავისუფლებით
2) სულიერი ცხოვრებით, თავგანწირვით
3) ფიზიკური სიკვდილით
4) ღვთაებრივი სიბრძნის „გონების თვალით“ განჭვრეტით
ჩვენ ამ უკანასკნელს ვიზიარებთ, თუმცა კრიტიკოსთა ნააზრევი ერთმანეთს არ გამორიცხავს.
კარგად ვიცით, რომ მერნის ჭენება საბოლოოდ განწირულია, რადგან ადამიანის გონებას არ
ძალუძს ღვთაებრივის შეცნობა (ამ თემაზე საუბარია ლექსშიც „შემოღამება მთაწმინდაზედ“).
მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია მხედრის შემართება, რომ საწინააღმდეგო განწყობას
უტოვებს მკითხველს, რწმენას, რომ გაითელება უვალი გზა და ადამიანი გადალახავს „ბედის
საზღვარს“, რომელიც გონებამ გაავლო ორ სამყაროს შორის და ამიტომ გონებამვე უნდა
დაძლიოს. „განწირულის სულის კვეთება“, რომელიც მერნის მხედრის თანდათანობითი
სულიერი ამაღლება და პიროვნული თავისუფლების მოპოვებაა, უკვალოდ არ ჩაივლის და
ერთხელაც იქნება, ადამიანი შეძლებს ჭეშმარიტების გონების თვალით განჭვრეტას, რაც სხვასაც,
მის მოძმესაც, გაუადვილებს სავალს:
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“ („მერანი“)

ბილეთი #4

1. ალ. ჭავჭავაძის „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევის“ შეფასება“


ალ. ჭავჭავაძის სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებათა წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია
წერილი ნიკოლოზ პირველისადმი სათაურით „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი
1801-დან 1831 წლამდე“. აღსანიშნავია, რომ წერილი უაღრესად წრფელი ტონით არის
დაწერილი, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებში თუ იგრძნობა, რომ მწერალი, როგორც
პოლიტიკოსი, მოზომილად მსჯელობს ზოგიერთი საკითხის შესახებ. ავტორის მიზანია, რაც
შეიძლება მიუკერძოებლად გადმოსცეს მისი დროის საქართველოში მომხდარი ამბები, რომელთა
უმეტესობას პირადად შესწრებია, აღწეროს იმპერატორის „ხელქვეითი ქართველი ხალხის
ცხოვრება“, მისი წარსული და ამჟამინდელი მდგომარეობა.
ალ ჭავჭავაძე ნარკვევს იწყებს საქართველოს უძველესი წარსულის გადმოცემით, ყურადღებას
ამახვილებს ქართველთა ძირითად საქმიანობაზე _ მიწათმოქმედებაზე, სახელმწიფოს სიძლიერესა
და კულტურაზე. ავტორი ჩამოთვლის მტრების იმ აურაცხელ შემოსევებს, რომლებმაც
დააუძლურა ქვეყანა, საუბრობს რუსეთთან უფრო ადრინდელი კავშირის შესახებაც. ნარკვევის
ავტორი საუბრობს რუსეთისა და საქართველოს სამეფო ოჯახების დანათესავების მცდელობაზეც
და საბოლოოდ გადადის ახლო წარსულზე.
ალექსანდრე ჭავჭავაძე არ ერიდება არც ქვეყნის შინაური აშლილობის მიზეზთა დასახელებას.
გიორგი XIII-ის გარიგებას იმპერატორ პავლესთან, რომ მემკვიდრეობა მხოლოდ უფროს ძეს
გადასცემოდა, გიორგი მეფის ძმების განრისხება გამოიწვია. 1800 წელს ალექსანდრე
ბატონიშვილი ოცი ათასი ლეკით შემოიჭრა საქართველოში თავისი ძმის ტახტიდან
ჩამოსაგდებად. ქართველებმა რუსთა დახმარებით დაამარცხეს იგი. ამ ფაქტმა დაარწმუნა გიორგი
XIII, რომ ტახტს რუსთა გარეშე ვერ შეინარჩუნებდა. საზოგადოებას რუსეთთან შეერთება
სხვადასხვაგვარად ესმოდა; ყველას პირადი ინტერესი ამოძრავებდა: ერთნი მოუთმენლად
ელოდნენ რუსეთის მმართველობის დამკვიდრებას, სხვებს კი მეფობის შენარჩუნება უნდოდათ,
ოღონდ ისე, რომ მეფე რუსეთის მორჩილი ყოფილიყო. არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც
ქვეყნის ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდნენ. მათი აზრით, საქართველოში რუსეთის
სამოქალაქო წყობილების დამყარებას როგორც რუსთათვის, ასევე ქართველთათვის, შემდეგი
სავალალო შედეგები მოჰყვებოდა:
1. რუსეთს მოუწევდა არა მარტო საქართველოს გარეშე მტრებისგან დაცვა, არამედ მისი
მთლიანად აღდგენა;
2. სამეფო ოჯახის მრავალრიცხოვან წევრთა შენახვა;
3. თუ რუსეთი დატოვებდა ქვეყანას, ბაგრატიონთა დინასტიას თავადაზნაურობის მხრიდან
საფრთხე შეექმნებოდა;
4. რუსეთს გაუჭირდებოდა საქართველოში კარგი მოხელეების გამოგზავნა;
5. მოსახლეობამ არ იცოდა რუსული, ამიტომ სასამართლო სისტემა ვერ ამუშავდებოდა;
ალ. ჭავჭავაძე დაწვრილებით აღწერს იმ მიზეზებსაც, რომლებმაც საქართველოში აჯანყებები
გამოიწვია. მთიულებმა, რომლებიც საქართველოს სამხედრო გზაზე მუშაოდნენ, მოკლეს კაპიტან-
ისპრავნიკი ბარით. ისინი დანაშაულამდე მიიყვანა ჩინოვნიკის თავგასულობამ. იმის ნაცვლად,
რომ მთავარი დამნაშავე დაესაჯათ, მოსახლეობას შეუსიეს ერთი როტა ჯარი. ალ. ჭავჭავაძე
აღწერს მათ მიერ თავიანთი უფლებების გადამეტებას, ხალხის ჩაგვრას. რუსი ჩინოვნიკები
უზომოდ ითხოვდნენ ყოველივეს, ბეგარა კი ზუსტად არ იყო განსაზღვრული. შეურაცხყოფილი
თავადაზნაურობა სპარსეთში გარბოდა. 1812 წლის აჯანყებაც იმ მიზეზთ დაიწყო, რომ ამკრეფმა
მოხელეებმა მოსახლეობას დააბრალეს, ფასი გადავიხადეთ და ხალხი პურს მალავსო. ასევე ამის
გამო 1811 წლის დასასრულს იფეთქა კახეთში საშინელმა ამბოხებამ. მთავრობამ აჯანყება
იარაღის ძალით ჩააქრო. ამ დროს ალ. ბატონიშვილის სპარსეთიდან კახეთში გადმოსვლა,
მწერლის აზრით, არ ცვლის აჯანყების ხასიათს. ის მხოლოდ თავისი ამალით ჩაერთო მიმდინარე
პროცესებში, სპარსელებმა წინდახედულება გამოიჩინეს და მას არ წამოყვნენ, რადგან იცოდნენ,
რომ კახელებს ისინი სძულდათ. ბატონიშვილისთვის კი ძნელი არ აღმოჩნდა რუსებისადმი
უნდობლობის გაღვივება თავადაზნაურობის ნაწილში, შეურაცხყოფის გრძნობის გამძაფრება და
მათი გადაბირება. ალ. ჭავჭავაძე ხაზგასმით მიუთითებს აჯანყების ადგილობრივ ხასიათზე,
რადგან მასში სხვა მაზრებს მონაწილეობა არ მიუღიათ; ეკონომიური შევიწროებით აჯანყების
მიზეზეთა ახსნა მისი მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯი არ უნდა იყოს, რადგან ლექსში „ვაჰ,
სოფელსა ამას“, პოეტს აჯანყებათა რეალურ მიზეზად კერძო საკუთრება მიაჩნია.
ალ. ჭავჭავაძის გაბედულება ნარკვევის იმ ნაწილშიც აისახა, როდესაც ჩამოთვლის, რა
სარგებლობა ნახა რუსეთმა საქართველოს შემოერთებით: 1. შეიქმნა კავკასიაში რუსეთის
მფლობელობის კანონიერების საფუძველი; 2. კავკასია ერთადერთი ადგილი იყო სპარსეთსა და
ოსმალეთზე ზეგავლენის მოსახდენად; 3. საქართველოს შემოერთებით რუსეთმა ალყაში მოიქცია
კავკასიის მთიელები და ქვეშევრდომებად გაიხადა; წინანდელ მდგომარეობაში ისინი სახიფათო
იქნებოდნენ იმპერიის სამხრეთი ნაწილისათვის; 4. კავკასია მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის
ფინანსური თვალსაზრისითაც „მისი აურაცხელი სტატისტიკური საშუალებებითა და ვაჭრობის
დარგებით“.
ალ. ჭავჭავაძე თვლის, რომ მთავრობას არა აქვს კავკასიის ბუნებრივი სიმდიდრის შესახებ
სათანადო ცნობები, რათა სწორად განსაზღვროს ეკონომიკის განვითარება ამ ქვეყნებში; ის
შეწუხებულია კანონთა მუდმივი ცვლილებებით. ამგვარი მსჯელობიდან ნათელია, რომ ის
თავაზობს მთავრობას საქართველოში ტროპიკულ მცენარეთა გაშენებას და მიწადმოქმედთა
კლასის გაზრდას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, რადგან ჩამოსული მუშახელი ვერ
გაუძლებს აქაურ ჰავას (ეს უთუოდ ზრუნვაა მწერლისა, დასაქმდეს თავისი ქვეყნის მოსახლეობა
და რუსების მოდინება ქვეყანაში მუშახელითაც არ გაიზარდოს). ქვეყნის განვითარებას ის
კარჩაკეტილი საოჯახო მიწათმოქმედებიდან დარგობრივ მეურნეობაზე გადასვლაში ხედავს. რაც
შეეხება სამართლის კანონების მოწესრიგებას ქვეყანაში, ამისთვის ვახტანგ მეფის კანონები
სრულიად შეუფერებელია და მოძველებული, ისინი აღარ შეეფერება ქვეყნის თანამედროვე ყოფა-
ცხოვრებას. საჭიროა საქართველოშიც რუსეთის კანონმდებლობის საყოველთაო შემოღება და
კანონთა კრებულის ქართულად თარგმნა.
ზემოთ წარმოდგენილი ნააზრევით ძალიან კარგად წარმოჩნდება ალ. ჭავჭავაძე, როგორც
საზოგადო მოღვაწე. მას აქვს ქვეყნის განვითარების მასშტაბური ხედვა როგორც ეკონომიკის
მიმართულებით, ასევე მართლმსაჯულების დარგში. ხედავს, რომ ვიწრო, კარჩაკეტილი
მეურნეობიდან გლეხი უნდა გადავიდეს ერთი კულტურის მოშენებაზე, რომელსაც გაყიდის და
ამით არჩენს ოჯახს. რუსულ სამართალზე გადასვლა კი დაიცავს მოსახლეობას იმ
განუკითხაობისგან, რომელსაც ქმნიდა ქვეყანაში კანონის არარსებობა, ვახტანგის კანონები,
რომლებიც საერთოდ არ იცოდნენ რუსმა ჩინოვნიკებმა, რაც აძლევდა მათ თავის ნებაზე
მოქმედების საშუალებას.
ალ. ჭავჭავაძემ დაანახვა იმპერატორს, რომ, არა მხოლოდ რუსეთის სიძლიერე არის
აუცილებელი საქართველოსთვის, არამედ რუსეთის განვითარებისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა საქართველო. ქართველები წინააღმდეგნი არ არიან რუსეთის მმართველობის;
ნარკვევს ემჩნევა, რომ ის დაწერილია განათლებული, ჭკვიანი, თავისი ხალხისთვის მზრუნველი,
მოქალაქეობრივად მოაზროვნე პოლიტიკოსის მიერ. ნარკვევის გულწრფელობაზე მიგვითითებს
მისი მხატვრული შემოქმედებაც, კერძოდ, ლექსი _ „კავკასია“. სადაც პოეტი ხაზს უსვამს
რუსეთთან შეერთების დადებით მხარეებსა და პროგრესულობას. ეს ლექსი კიდევ უფრო
სარწმუნოს ხდის პოეტის რეალურ პოზიციას, გვარწმუნებს იმპერატორთან მის გულწრფელობაში,
იმ ფაქტში, რომ ალ. ჭავჭავაძეს შიში ან პოლიტიკური სიფრთხილე კი არ ალაპარაკებდა, არამედ
გაბედულება და პირდაპირობა.

2. ბატონყმობის თემა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.

სოციალური თემატიკა ილიას შემოქმედებაში პოემა „აჩრდილში“ _ აისახა. „უფალისა“ და


„მონის“ ურთიერთობის აღწერით გამოჩნდა ის ჩაგვრა, რომელსაც ზოგადად დამონებული
ადამიანი განიცდის. „უფალი“ „მონის“ შრომას არ აფასებს, სასწორზე ფეხს ადგამს, რომ მისი
ოფლით მოპოვებული მცირედ წარმოაჩინოს; „მონა“ შრომობს და ის კი „ძღება“, რაც დიდი
უსამართლობაა. ამასთანავე „მონას“ წართმეული აქვს ადამიანური უფლებები. მისი ოჯახის
წევრების ბედიც „უფალზეა“ დამოკიდებული. მას შეუძლია დედას შვილი კალთიდან მოსტაცოს და
სხვას მიჰყიდოს, „მონის“ ლამაზ ქალიშვილს დაეპატრონოს და ნამუსი ახადოს. ილიას აზრით,
ამგვარ უსამართლობას ამ საუკუნეშივე უნდა ბოლო მოეღოს. ეს არა მხოლოდ საქართველოს,
არამედ მთელი კაცობრიობის სატკივარია. მე-19 საუკუნემ უნდა მოიტანოს „შრომის სუფევა“, რაც
იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს თავისი შრომის საფასური უნდა მიეზღოს, მაშინ
ჩაგრულიც თავს კაცად იგრძნობს, მაგრამ არა ისე, რომ ახლა თავად მოევლინოს სხვას მჩაგვრელად.
შრომა უნდა განთავისუფლდეს ბორკილებისგან და უნდა დაფასდეს. ილია ქადაგებს თავისუფალ
ქვეყანაში თავისუფალი შრომის იდეას. მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ბატონყმური
სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. „კაცია-ადამიანი?!“ სწორედ ის ნაწარმოებია,
რომელშიც მწერალი სასტიკად აკრიტიკებს ბატონყმობას. ილია გვიჩვენებს, რომ ეს
საზოგადოებრივი ფორმაცია ერთნაირად აკნინებს როგორც ბატონს, ასევე ყმას. გადაგვარებულია
ლუარსაბ თათქარიძე თავისი კნეინა დარეჯანით, მაგრამ არანაკლებ გადაგვარებულნი არიან მათი
ყმებიც: ლამაზისეული, რომელსაც პირი ვერ დაუბანია, პატარა ბიჭი, რომელიც ძაღლის ბედს
ნატრობს, რათა ამ შინაური ცხოველივით წამოწვეს და არ იმუშაოს, ის გლეხებიც, რომლებიც
ბატონთან პირფერობენ, და ცბიერი მოურავიც, ბატონის საამებლად მომართული. ილია ისე
აშიშვლებს თავის პერსონაჟთა სულიერ მხარეებს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება მათში
საკუთარი თავიც კი დაინახოს და ამოიცნოს. „ვინც ლუარსაბის სახეში თავის-თავს იცნობს,
ვინც ლუარსაბზედ დაწერილს თავის-თავისზედ მიიღებს, ის რასაკვირველია, ლაფის სროლას
დამიწყებს და „გიჟიას“ დაუძახებს ამ მოთხრობის უხეირო დამწერსა. ეს კარგად იცოდნენ,
რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთო“. ის ნათლად აჩვენებს
მკითხველს, რომ ბატონყმობა საზოგადო ჭირია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა
მოიშოროს, თუ უნდა, რომ გადარჩეს. „კაცია-ადამიანში?!“ ილია ჭავჭავაძემ მიზანში ამოიღო
ბატონყმობის მთელი ინსტიტუტი და არა ამ წყობის რომელიმე ცალკე მხარე. მართალია,
მოთხრობაში წარმოჩენილია ერთი ქართველი მებატონის ცხოვრების ისტორია, მაგრამ,
როგორც თვით ილია აღნიშნავს, მისთვის კონკრეტული მაგალითი მხოლოდ იმდენადაა
საინტერესო, რამდენადაც მასში ჩანს თვით საზოგადოებრივი წყობის არსი.

ილია ჭავჭავაძე ხედავს, რომ ბატონყმური ურთიერთობა იწვევს როგორც ადამიანთა სულიერ
დაცემას, ასევე მათი მეურნეობის მოსპობა-გადაგვარებას. ილია გვიჩვენებს, რომ ეს წყობილება
ადამიანს აქცევს ცხოველად. კაცი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ იმით, ცოდვა უქმნია თუ არა,
მისი უმოქმედობა იგივე ცოდვაა ქვეყნის წინაშე. ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა
მხილებაა გადმოცემული მოთხრობაშიც _ „გლახის ნაამბობი“. მასში ნაჩვენებია, თუ
როგორ როლს თამაშობს სოციალური გარემო ინდივიდის ჩამოყალიბებაში და როგორ
განსაზღვრავს მის ხასიათს. აქაც გადაგვარებული და დაკნინებულია როგორც ბატონი, ასევე მისი
ყმაც. მოთხრობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ბატონიშვილი დათიკო, არის სახე ადამიანისა,
რომელიც არაფერს ღვთიურს არ იკარებს. მოთხრობის პირველი ვარიანტის მიხედვით, იგი
ხელიდან აგდებინებს გაბრიელს „ვეფხისტყაოსანს“ და ირონიულად ამბობს: „მეორე სახარებაც ეგა
ყოფილაო“. მღვდელი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ეს ყვაწვილი კაცი ვერაფრით დაიახლოვა,
ბოლოს თავად ეახლა მას და კარგა ხანს უქადაგა, მაგრამ მიხვდა, რომ აზრი არა ჰქონდა და
ოთახიდან გამოსულმა ეს სიტყვები წარმოსთქვა _ „სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო,
ცნობილი“ _ რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მან ღვთის სიტყვა, ეს მაცოცხლებელი წყარო, უშედეგოდ
დაღვარა. ამ მოთხრობაში მკითხველის ერთგვარ სიმპათიას იწვევს გაბრიელის პერსონაჟი თავისი
ჩაგრულობის გამო, თუმცა მწერალი ახერხებს მისი სახე ობიექტურად დახატოს, მისი „კარგიც“
გვიჩვენოს და ნაკლიც, ღრმად ჩაგვახედოს მის სულში. გაბრიელის პრობლემა მარტო ის კი არ არის,
რომ ყმაა, არამედ ის, რომ სულითაც არ არის თავისუფალი. ის მზად არის ფეხები დაუკოცნოს
ყველას, ვინც მისდამი სიკეთეს გამოიჩენს; ილია გვიჩვენებს, რომ ჩაგრულობა ყოველთვის არ
ნიშნავს სიმართლეს. ილია გვაჩვენებს, რომ ადამიანის შეფასებაში შევცდებით, თუ მას მხოლოდ
კლასობრივი ნიშნით შევაფასებთ. დათიკოს ავკაცობამ უფრო დიდი ბოროტება დაბადა მის გულში,
სიყვარულს სიძულვილი ჩაუნაცვლა, შენდობასა და პატიებას _ კაცის კვლა და შურისძიება.
შესაბამისად, მან არასწორად იცხოვრა და ბევრი ცოდვაც ჩაიდინა. გაბრიელმა ვერ მოახერხა
„ღვთისაგან ანთებული ცეცხლი“ ჩაუქრობლად ეტარებინა, ამიტომ „ჩამქრალი ლამპრით“ შეხვდა
უფალს. „საცოდავსა მაინც ზიარების მიღება არ დასცალდა“, _ აღნიშნავს ავტორი დანანებით.
ნაწარმოების მიხედვით, ილია უარყოფს ერთი კლასის მიერ მეორის განადგურებას, ერთი
კლასისთვის უპირატესობის მინიჭებას ჩაგრულობის გამო. მისთვის მთავარია, რომ ადამიანმა
უსამართლობასთან ბრძოლაში არ დაკარგოს სულიერი სიმაღლე. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი
თანაუგრძნობს გლეხობას, ერთმნიშვნელოვნად არ ამართლებს მას. მწერალმა იცის, რომ
აბსოლუტურად დადებითი და აბსოლუტურად უარყოფითი არც ადამიანია და არც პერსონაჟი, არც
ყმაა და არც ბატონი; ჩადენილი ცოდვა ერთსაც ღუპავს და მეორესაც; როგორც ცოდგა, ასევე მის
ჩამდენზე შურისძიება იგივე ცოდვაა, რაც ადამიანს ბედნიერებას არ მოუტანს; ერის გადარჩენა
მხოლოდ სულიერ ფასეულობებშია.

ბატონსა და ყმას შორის ხიდი ქრისტიანული მცნებებით _ სიყვარულითა და მიტევებით _


გაიდება. ასეთია სოციალური პრობლემის ილიასეული ხედვა, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრი
ხდება „ოთარაანთ ქვრივში“. სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, ამ მოთხრობაში მწერალმა
იდეალური პერსონაჟები დაგვიხატა. ოთარაანთ ქვრივი და მისი შვილი გიორგი ღვთის რწმენით
აღსავსე ადამიანები არიან, რაც მათი ცხოვრების წესში მჟღავნდება. გიორგისა და ოთარაანთ
ქვრივის მთელი ცხოვრება „ნათელი კვალის“ დატოვებაა ამ ქვეყნად. გიორგის სიკვდილმა თვალი
აუხილა ყოფილ მებატონეებს, გონებასთან ერთად გულის ხედვა გაუხსნა, რითაც მიახვედრა, რომ
გიორგი „მთელი წიგნი იყო ცხოვრებისა“, რომელიც მათ თვალწინ გადაიშალა და მათ კი,
წოდებრივი უპირატესობით დაბრმავებულებმა, ვერ შეძლეს მისი წაკითხვა. როგორც გიორგის,
ასევე როგორც ოთარაანთ ქვრივის, ცხოვრებას ტყუილად არ ჩაუვლია, მათ „ნათელი კვალი“
დატოვეს ამ ქვეყნად თუნდაც იმით, რომ, თუ მთელ საზოგადოებას არა, მის ნაწილს _ და-მას _
აუხილეს თვალი. კეთილშობილი მებატონეები არიან არჩილი და კესო. ისინი თავაზიანად ექცევიან
გლეხებს, ესაუბრებიან და კადრულობენ მათ. და და ძმა განათლებული ადამიანები არიან, რაც მათ
საშუალებას აძლევს უკეთ დაინახონ გლეხობა. მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ წიგნებიდან მიღებული
ცოდნა საკმარისი არ არის, ბევრი რამ გლეხებისგან უნდა ისწავლონ, რომ დასაცინნი არ გახდნენ.
არჩილი იღებს გიორგის რჩევებს და უჯერებს მას. მიუხედავად ორივე მხარისადმი
კეთილგანწყობისა, ილია გვიჩვენებს, რომ ყოფილ მებატონეებსა და ყოფილ გლეხებს შორის
წოდებრიობის დიდი კედელია აღმართული, ისინი სხვადასხვა ნაპირზე ცხოვრობენ და
ერთმანეთის არ ესმით, რადგან გული ერთმანეთისთვის ვერ მიუწვდენიათ. ასეთ არსებობას,
გლეხებისა და მებატონეების ერთმანეთისგან კარჩაკეტილ ყოფას, არჩილი „ნახევარ-გულით“
ცხოვრებას ეძახის, რომელსაც აუცილებლად „ლპობა“ და სიკვდილი მოჰყვება, დაცემა და
განადგურება. „ოთარაანთ ქვრივში“ ილიამ წოდებრივად დანაწევრებული საზოგადოების
გამთლიანების საკითხი დააყენა და გზაც დასახა. ეს გზა „ცრემლიანი ცოდნა“ თუ „ცოდნიანი
ცრემლია“. სიტყვების შეტრიალებული კომბინაციით ილია ორივე კომპონენტს ერთნაირ
მნიშვნელობას ანიჭებს. ცოდნა განათლებაა, ცრემლი კი გრძნობა _ სიყვარული და სინანული
ერთად შერწყმული. „ცოდნიანი ცრემლის“ მომრავლება, გაბევრება, გამოიწვევს მის მდინარედ
ქცევას, მდინარე კი ტივს მოიტანს ორი ნაპირის შესაერთებლად და, რაც მთავარია, ამის შეგნებას
მომავალში „შუქი“ მოჰყვება, რომელიც „დასაწყისია განთიადისა“. რასაკვირველია, „განთიადში“
ილია გულისხმობს საზოგადოების ამაღლებას იმ ღვთიური მადლით, რომელსაც ღვთის რწმენა
ჰქვია და რომელიც ქვეყნის ბედნიერების საფუძველია. როგორც ვხედავთ, სოციალური საკითხიც
ილიასთან რწმენითი თვითშემეცნებით წყდება.

ილიამ წოდებრივი უთანასწორობის დაძლევა შესაძლებლად მიიჩნია სიყვარულისა და


განათლების მეშვეობით, რომელსაც ადამიანისა და მთელი ერის ამაღლება უნდა მოჰყვეს.
მიუხედავად ამისა, მოთხრობაში მან უპირატესობა მაინც გლეხკაცობას მიანიჭა, რადგან მასში
დაინახა სიცოცხლის ის ძალა, რომელიც თავადაზნაურობას დაკარგული ჰქონდა: „იმათთვის ძილი
მართლა მოსვენებაა, მართალი აღდგენაა დახარჯული ღონისა, ჩვენთვის კი ნებივრობაა, ღონის
გასიებაა, დამძიმებაა, წყალმანკია, იმიტომ, რომ ჩვენი ღვიძილიც ძილია. იმათი ცოცხალი ნახევარი,
ავად თუ კარგად, მაინც ჰსაქმობს, და ჩვენი კი უქმია. საქმეა სიცოცხლე... ეს არის იმათი კარგი და
ამითა გვჯობნიან,“ _ათქმევინა მწერალმა არჩილს. ილია წოდებრივი უთანასწორობის დაძლევაში
არ გულისხმობს თავად-აზნაურების განადგურებას. მათი უპირატესობა _ განათლება _ ერთი იმ
საფუძველთაგანია, რომელსაც „განთიადის დასაწყისი“ უნდა მოჰყვეს, ანუ საზოგადოების
აზროვნების გარდაქმნა, მაგრამ ამ გარდაქმნაშიც მთავრ ძალად მწერალმა მაინც გლეხკაცობა
დასახა, რადგან საქმეს სწორედ ის აკეთებდა. სიცოცხლე კი საქმე იყო, მოქმედება, და არა ძილი.
ილიამ კვლავ ხაზი გაუსვა სახარებისეულ „მღვიძარების“ მოტივს, რომელიც დაუპირისპირა ძილსა
და უქმობას. თერგისა და მყინვარის, სრბოლისა და მშვენიერების, ბაირონისა და გოეთეს, გლეხისა
და თავადის დაპირისპირებისას, მიუხედავად ორივე მხარის ობიექტური შეფასებისა, მწერალმა
მაინც თავი არჩევანი გააკეთა, რაც მის მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე მეტყველებს.

ბილეთი #5
1. ნ. ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“ _ საზოგადოებრივი აზროვნების ორი
მხარე.
რამდენადაც პოეტს სულს უხუთავს გარემო, რომელშიაც ის იმყოფება და თავისთვის
შეუფერებლად თვლის, იმდენად ეს გარემო ეხმარება მას ჩაუღრმავდეს თავის სულიერ სამყაროს
და იფიქროს ამ გარემოს შეცვლის გზებზე, საზოგადოების ზნეობრივ განვითარებაზე. ამ მხრივ
საყურაღდღებოა ნიკოლოზის სკოლის ამხანაგის, კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონება. „იმ დროს
თბილისში არაფერი საზოგადო გასართობელი ადგილი არ გვქონდა: არც თეატრები, არც
კონცერტები, არც კლუბები. ჩვენი დროს გატარება იყო ან ერთად სადილობა ან ერთად
საღამოზედ ყრილობა. ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ახალგაზრდა ამხანაგები ხან ნიკოლოზ
ბარათაშვილთან, ხან თ. ლევან ივანეს ძე მელიქოვთან, ხან სადილად გარეუბნის ბაღებში. ჩვენი
დროის გატარება იყო ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვადასხვა ჩვენს
გარემოებაზედ... მერმე მეგობრული ვახშამი და ვახშმის შემდეგ სეირნობა მთვარიან ღამეს
ქუჩებში და ზოგჯერ ბაღშიაც. ხშირად გვქონდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ...“ .
სწოროდ ასეთი საღამოების დროს იწყება ფიქრი საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე; სწორედ ასეთ
საღამოს, სეირნობისას კონსტანტინე მამაცაშვილსა და ტატოს შორის ჩამოვარდა საუბარი მე-18
საუკუნის ტრაგიკულ დასასრულზე, მეფე ერეკლეს უღონობაზედ. ტატოს სახეზე ცრემლები
წამოსვლია და უთქვამს: „ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა... ვაი ჩვენო ქართლის ბედოო!“ ალბათ ამ
დროს დაიბადა ფიქრი პოემაზეც „ბედი ქართლისა“,
ბარათაშვილის პოლიტიკური ორიენტაცია ყველაზე უკეთ ამ პოემაში აისახება. ის
ისტორიული პოემების რიცხვს მიეკუთვნება. პოემაში ასახულია ბარათაშვილისდროინდელი
ქართული საზოგადოების ორგვარი თვალთახედვა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის
საკითხის გარშემო. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, საქართველოს არ შეეძლო არსებულ
პირობებში დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ის აუცილებლად გახდებოდა თურქთა და ირანელთა
შემოსევების მსხვერპლი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის მოკავშირედ მართლმორწმუნე
რუსეთის არჩევა იყო. საზოგადოების მეორე ნაწილი ამტყუნებდა ერეკლეს პოლიტიკურ ნაბიჯს,
რადგან მეფის გადაწყვეტილებამ _ რუსეთის პროტექტორატში შესვლამ ქვეყანა
დამოუკიდებლობის დაკარგვამდე მიიყვანა.
პოემა იწყება ქრისტიანი მეფის ლოცვით, რომელიც უფალს თავისი სამწყსოს დაცვას შესთხოვს.
მკითხველის წინაშე იკვეთება ერეკლეს პიროვნება. ის გულმხურველე ადამიანია, ერისათვის
მამობრივად მზრუნველი და თავმდაბალი მეფე ბრძოლაში თავს ერთ-ერთ რიგით მეომრად
თვლის. მისი ამგვარი პიროვნული ღირსებების გამო მთელი ერი მზადაა, ერეკლესთვის „თუნდ
სულ ერთ დღეს დაიხოცოს“. პოეტი აღწერს კრწანისის ბრძოლას, რომელიც თავდაპირველად
ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მრავალი ყმაწვილკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ბარათაშვილისთვის მნიშვნელოვანია უსახელო გმირთა ღვაწლის წარმოჩენა. მათ ხსოვნაზე თვით
განგებამ იზრუნა: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, / საშვილიშვილოდ გარდაეცემის.“
პატრიოტიზმის რომანტიკული აღქმა თავს იჩენს ბუნების აღწერის დროსაც. პოემაში
წარმოჩენილი პეიზაჟი პატრიოტული გრძნობის დემონსტრაციას ახდენს, რომელიც ისეთივე
მწვავეა და „სულის შემაშფოთებელი“, როგორც სხვა პიროვნული გრძნობები. მეფეს თან ახლავს
თავისი მსაჯული _ სოლომონ ბრძენი. სოლომონ ლიონიძე ისტორიული პირია. იგი იყო ერეკლე
მეორის კარზე მსაჯული, მრჩეველი, ნიჭიერი დიპლომატი. ის იყო ტრაქტატის ტექსტის
შემდგენელიც და მოწადინე ამ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებისა. რუსეთის პოლიტიკის
მოწინააღმდეგედ ის გვევლინება მხოლოდ გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ. ის ცდილობდა,
ჩაეგონებინა დავით ბატონიშვილისთვის, რომ მეფედკურთხევაზე დათანხმებულლიყო. მის
უმთავრეს მიზანს შეადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რასაც ყველაფერი
ანაცვალა, პირადი კეთილდღეობა და ოჯახის ინტერესები. თუმცა ერეკლეს დროს სოლომონი
რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, მაგრამ არც მეფე და არც მსაჯული ქვეყნის
დამოუკიდებლობის დაკარგვაზე არ ფიქრობდნენ. პოემაში ის წარმოჩნდება, როგორც ერეკლეს
ჩანაფიქრის მთავარი მოწინააღმდეგე. პოემის მეორე ნაწილი მთლიანად ეთმობა მეფისა და მისი
მსაჯულის დიალოგს. სწორედ პოემის მიხედვით და არა რეალობაში, ერეკლე გადაწყვეტს თავისი
მეფობა რუსთ ხელმწიფეს გადასცეს. მას ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს:
1) კრწანისის ბრძოლაში ქართველთა საბოლოო დამარცხების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი აღარ
მოისვენებს, ამას მოჰყვება სხვა გარეშე მტერთა გათამამებაც _ თურქთა და ლეკთა შემოსევები;
2) შინაური აშლილობის გამო ქვეყანა ვერ მოახერხებს ეროვნული ძალების გაერთიანებას
; 3) ხანშიშესულ ერეკლესაც ძველებურად აღარ შესწევს საომრად ძალა;
4) მეფე თავის შთამომავლებში ვერ ხედავს ღირსეულ მემკვიდრეს, რომელიც უწინამძღვრებდა
მამულს;
5) ამ გამოუვალ მდგომარეობაში კი რუსეთი საქართველოსთვის ყველაზე კარგი პარტნიორი
იქნება ერთმორწმუნეობის გამო;
6) საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ბედია, გარდაუვალობაა.
ერეკლეს მსჯელობას უპირისპირდება სოლომონ მსაჯულის არანაკლები სიძლიერის
არგუმენტაცია:
1) თავისუფლებას ვერ გადაწონის ვერანაირი ღირებულება;
2) ერეკლემ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, რადგან მას ამის უნარი შესწევს;
3) მომავალმა თაობამ კი თვითონ იზრუნოს ქვეყნის შემდგომ ბედზე;
4) ნაციონალური ხასიათი ინდივიდუალიზებულია. ის ვერ შეძლებს სხვა ხასიათთან
შერწყმას: ,,სახელმწიფოსა სჯულის ერთობა / არარას არგებს, ოდეს თვისება / ერთა მის შორის
სხვადასხვაობდეს...“
სოლომონის მყარი არგუმენტაცია ვერ ჯაბნის მეფის გადაწყვეტილებას, რადგან მეფემაც
მშვენივრად იცის თავისუფლების ფასი და არანაკლებ შეტკივა გული თავის ქვეყანაზე.
დამოუკიდებლობის დაკარგვით ხომ პირველ რიგში მისი, როგორც მეფის, სუვერენული უფლებები
ილახება. მკითხველი გრძნობს, რომ ერეკლეს საქართველოს დამოუკიდებლობა სოლომონზე
ნაკლებად როდი სურს, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან „... დღეს იქნება თუ ხვალ
იქნება, / ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“
სოლომონისავით გაბედული და მტკიცე პიროვნებაა მსაჯულის მეუღლე სოფიოც. მისთვის
მიუღებელია „უცხოობაში სიამე“. რომანტიკოსი პოეტი, რომელიც აღფრთოვანებულია
მანდილოსნის ამგვარი აზროვნებით, მძაფრად შეიგრძნობს და გამოხატავს ეროვნულ
სულისკვეთებას: ადამიანი მხოლოდ საკუთარ მამულშია ბედნიერი, სადაც „სულსა სული თვისად
მიაჩნის/ და გულსა გულის პასუხი ესმის!“ პოეტს გული სტკივა, რომ სოფიოსნაირად მოაზროვნე
ქალები მის ეპოქაში აღარ არიან. ჩრდილოეთის ქარმა სრულიად შეცვალა მანდილოსანთა
ცხოვრება, აღარც ქართველობა ახსოვთ და აღარც შვილებს ზრდიან ქრისტეს მცნებებზე, რაც
დამღუპველად აისახება ქვეყანის ბედზე.
ბარათაშვილის აზრით, საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დაკარგვა დროებითი უნდა
იყოს, გარდაუვალობით გამოწვეული, ამიტომაც ეთაყვანება პოეტი სოლომონისა და სოფიოს მსგავს
შეუდრეკელ ადამიანებს. მათ პოზიციას გულით ემხრობა მეფეც. ბარათაშვილის აღფრთოვანება
სოლომონისა და მისი მეუღლისადმი პოემაში ლირიკული გადახვევებით წარმოჩნდება;
მიუხედავად პოეტის ამგვარი დამოკიდებულებისა, ბარათაშვილმა უწყის, რომ გულით და
გრძნობით მოქმედება, რაც ყმათათვის მისასალმებელია, მეფეს არ ეპატიება. პოემა სრულდება
ერეკლეს პოზიციის განმტკიცებით: „დიდი ხანია გულს ირაკლისა / გარდუწყვეტია ბედი
ქართლისა!“ ბედს ენიჭება განგებისა და გარდაუვალობის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ
მიგვითითებს ერეკლეს არჩევანის სისწორეზე.
პოემაში წამოჭრილ საკითხზე აგრძელებს ბარათაშვილი საუბარს ლექსებშიც _ „საფლავი მეფისა
ირაკლისა“ და „სუმბული და მწირი“. პირველი ლექსი ერეკლეს პოლიტიკური ნაბიჯის ხოტბაა და
მასში არ არის წარმოჩენილი თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეა, რომლის აშკარა გამოხატულება
მეორე ლექსია. პოეტი მუხლს იყრის ერეკლე მეფის აჩრდილის წინაშე, რომლის ანდერძმა
განწირულობამდე მისულ საქართველოს ახალ გზაზე გამოსვლის შესაძლებლობა შეუქმნა. ამავე
დროს მას უდიდეს უბედურებად მიაჩნია თავისუფლების დაკარგვა, რომლის სანაცვლო ამქვეყნად
არაფერია. თავისუფლებისაკენ სწრაფვის იდეა არ გამორიცხავს ერეკლე მეფის ნაბიჯის სისწორეს.
მეფის არჩევანი საღმა პოლიტიკურმა ალღომ განაპირობა, რომლის შედეგადაც ქვეყანამ დაისვენა
მუდმივი ომებისაგან და რუსეთის გზით განათლებაც მეტნაკლებად ააღორძინა. ბარათაშვილის
შეხედულებით, დამოუკიდებლობის დაკარგვა გარდაუვალობა, განგება იყო, რომელმაც დიდ
ტკივილთან ერთად სასიკეთოც მოუტანა ერს. ეს აზრი ბარათაშვილის წერილებშიც თვალსაჩინოა.
პოეტის ფილოსოფიური ლირიკიდან გამომდინარე კი, განგების საზღვრის გადალახვისათვის
აუცილებელია მუდმივი, თავდაუზოგავი სწრაფვა თავისუფლებისაკენ. სწორედ ამიტომაც მუდამ
აფრთხილებს თუ აფხიზლებს ბარათაშვილი ქართულ საზოგადოებას შეძახილით, რომ
თავისუფლების ტოლფასი არაფერია, არ შეიძლება ბედისადმი ბრმა მორჩილება, სწრაფვის
შენელება; საბოლოო მიზანი შესაძლებელია ერთი თაობისათვის მიუღწეველი იყოს, მაგრამ
მცდელობა და სწრაფვა „შემდგომს“ გაუადვილებს „გზის სავალს“; თავისუფლებისათვის
მებრძოლი ერეკლე დროულად განსაზღვრავს, როდის და რა არის უკეთესი მისი ქვეყნისთვის.
პოემას _ „ბედი ქართლისა“ _ განუზომელი გავლენა ჰქონდა მე-19 საუკუნის ქართულ
ლიტერატურაზე, 60-იანელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიამ მასში
იპოვა თავისი დასაყრდენი. ბარათაშვილი არ იყო მხოლოდ ფილოსოფიურად მოაზროვნე
ლირიკოსი. ის იყო ნამდვილი ეროვნული პოეტიც.

2. ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილები.


უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული პერიოდის ვაჟას შეხედულებანი პოეტისა და პოეზიის
დანიშნულების შესახებ ლექსითი თხზულებების სახით არის გადმოცემული და ისინი სრულად
ვერ გამოხატავენ მწერლის თვალსაზრისს. ლიტერატურათმცოდნეობითი წერილების წერა ვაჟამ
მოგვიანებით დაიწყო. მას თავიდანვე არ მოუცია თავისი მოსაზრებების ისეთი ჩამოყალიბებული
სახე, ის ეთანხმებოდა ილიასა და აკაკის მიერ უკვე დამკვიდრებულ ლიტერატურულ პოზიციას
და ახალ-ახალი საკითხების წამოჭრას კი არ ისახავდა მიზნად, არამედ უკვე ცნობილის _
სხვაგვარად გაშუქებას, აქამდე ართქმული სიტყვიერი ფორმით წარმოდგენას მკითხველის
წინაშე ; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან არ გააფართოვა საკითხების წრე და ახალი
პრობლემები არ დასვა ლიტერატურული აზროვნების წინაშე. ვაჟა მსოფლმხედველობრივად
ილიასა და აკაკის თანამედროვე უფროა, ვიდრე მომდევნო თაობის წარმომადგენელი. მწერლის
ინდივიდუალურობა, რომელიც განასხვავებს მას დიდი კლასიკოსებისაგან, აახლოებს ვაჟას
შემოქმედებას უახლესი ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებთან, ახლებური
მსოფლხედვისა და აღქმის მქონე მოდერნისტ მწერლებთან.
ვაჟას მიერ წამოყენებული ლიტერატურის პრობლემებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
პოეზიის არსის განმარტება. პოეზიის საფუძველს ვაჟა ბუნებასა და ადმიანთა ცხოვრებაში ხედავს.
იგი წერს: ,,ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებს, დრამებსა და რომანებს არ
სწერდეს, მაინც პოეტია“. ვაჟას აზრით, კაცთა ცხოვრებაში არსებული ყველა მოვლენა
აუცილებლად გვხვდება ბუნებაშიც. „რაც უნდა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს
კაცობრიობის ცხოვრებამ, მაინც მასში უნდა სჩანდეს ბუნება საერთოდ... ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი
ჩვენშია“ - წერს ის. ბუნებისა და ადამიანის კავშირის აღქმა აუცილებელია პოეზიისთვის, რადგან
„ყველაფერი, რასაც ბუნებრივობა ეტყობა: სიძულვილი თუ სიყვარული, შური, მტრობა, სიმამაცე
და სიმხდალე, ქველობა თუ სიძუნწე და სხვა და სხვ., იქ უსათუოდ პოეზიაა. რუსთაველის
უკვდავებასაც იმით ხსნის, რომ მის ნაწარმოებში ყველაფერი ბუნებრივია. მწერლის აზრით,
პოეზია ასახავს ადამიანთა ცხოვრებას ბუნების მეშვეობით, მწერალი ბაძავს ბუნებას პერსონაჟთა
სახით. ვაჟა გვეუბნება, რომ მატერიალურ ბუნებას აქვს უცვლელი კანონები, რომლებიც
საფუძველია ბუნების ჰარმონიისა, წესრიგისა. აღსანიშნავია, რომ პოეზიის საფუძველზე
მსჯელობისას ვაჟა მიუთითებს, რომ მისი შეხედულებები არც ერთი თეორიიდან არ
მომდინარეობს და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამოცდილების ნაყოფია. თავისი ნააზრევის
გადმოცემას მწერალი იწყებს იმ თეორიის მკაცრი კრიტიკით, რომელიც პოეზიის წარმავლობასა
და მისი ადგილის მეცნიერებით ჩანაცვლებას ქადაგებს. მისი აზრით, ხელოვნება იარსებებს მანამ,
სანამ კაცობრიობა არსებობს; რადგან მეცნიერება ადამიანს მხოლოდ ფიზიკურად აკმაყოფილებს,
მისი სული კი ხელოვნებამ უნდა დააკმაყოფილოს: „ხელოვნებამ დაცემული სული უნდა
აამაღლოს“. დაცემულის ამაღლებაში ხედავს ვაჟა ხელოვნების ფუნქციას, მაგრამ მწერალი კიდევ
უფრო შორს მიდის და თვლის, რომ სულიერ ამაღლებას სხეულის სიმშვენიერეც მოჰყვება.

ვაჟას ცდილობს მსოფლიოს ტენდენციების გათვალისწინებას, მაგრამ ნიადაგს თავისი


ნაწარმოებებისთვის ყოველთვის ეროვნულ გარემოში პოულობს; თვლის, რომ მხოლოდ
ნაციონალურ ნიადაგზე აღმოცენებულ ნაწარმოებს მიიღებს სხვა ერიც, რადგან შექსპირით ისე
ვერავინ დატკბება, როგორც ინგლისელი და „ვეფხისტყაოსანსაც“ ისე ვერავინ გაიგებს, როგორც
ქართველი, თუგინდ ძალიან კარგი თარგმანი იყოს ან თუნდაც მკითხველმა კარგად იცოდეს ის
ენა, რომელზედაც კითხულობს; მაგრამ გენიალურ ქმნილებებს ეს ხელს არ უშლით, რომ
ნაციონალური საზღვრები გადალახონ და მსოფლიო საკუთრებად იქცნენ. ამას ისინი აღწევენ არა
ნაციონალური ნიშან-თვისებებისა და ხასიათის დაკარგვის გზით, არამედ მათი საშუალებით. ვაჟა
ასეთ დასკვნას აყალიბებს: „გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო,
საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდგან იგი მთელი კაცობრიობის
კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება“
საკითხს, თუ როგორი უნდა იყოს მწერალი ვაჟამ სპეციალური სტატია უძღვნა სათაურით
„ნიჭიერი მწერალი“. ამაზევე ლაპარაკობს პოეტი კრიტიკოს ვართაგავასადმი პასუხში, თავის
დაუმთავრებელ სტატიაში „რამე-რუმე“, პუბლიცისტურ წერილში „პატარა ფიქრები“ და სხვ. ის
თვლის, რომ უპირველეს ყოვლისა მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ენა, რადგან ენაში იმალება
მწერლის ინდივიდუალურობა, ის იძლევა შესაძლებლობას, ადვილად გამოვიცნოთ ნიჭიერი
მწერლის ყველა ნაწარმოები რამდენიმე მათგანის წაკითხვის შემდეგ. ამ აზრს ვაჟა იმეორებს
თავის სხვა სტატიაშიც „ენა (მცირე შენიშვნა)“, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა. ვაჟა სვამს
კითხვას _ „რას ჰქვიან ენის ცოდნა?“ და თვითონვე პასუხობს: „არა კმარა მხოლოდ სიტყვები
ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და
წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ
შეგნებისათის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს ქართულად უცემდეს
გული და მაჯა“. ვაჟა თვლის, რომ ყველა ნიჭიერი პოეტი ენის საუკეთესო მცოდნე უნდა იყოს,
რადგან „ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა,
ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავის მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც
ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი“. ყოველი მწერლისთვის დიდი მნიშვნელობა
აქვს, თუ როგორ ესმის მას საზოგადოდ ენისა და, კერძოდ, მხატვრული მეტყველების საკითხები.
ეს პრობლემები აღელვებდა ვაჟა-ფშაველასაც, რადგან მისი ნაწარმოებების ენა მკითხველთა
წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. კრიტიკოსები შენიშნავდნენ, რომ ვაჟას ენა
განსხვავდებოდა საყოველთაოდ მიღებული ლიტერატურული ენისგან, რომ იგი ფშაური
კილოსკენ იხრებოდა, მან აღიარა სალიტერატურო ენაში კილოების შემოტანის შესაძლებლობა,
განსაკუთრებული უპირატესობა კი ფშაურს მიანიჭა, რადგან, მისი აზრით, ამ კუთხის
მეტყველებაში ძველი ქართული ენის ნორმები ყველა კილოზე უფრო მეტად არის შემონახული.
ვაჟა ამ ფაქტის მიზეზსაც ასახელებს: მთის ხალხს არ განუცდია არაბების, სპარსელების და
თურქების შემოსევა; ამიტომაც ძველი ქართული კლასიკური ძეგლების ენა ძალიან ჰგავს მათი
საუბრის კილოს. ვაჟას ენის სათავედ ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები მიაჩნია და „ის ქართველი
თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულია შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა“. „სხვებს
რომ თავი დავანებოთ, _ წერს ვაჟა, _ ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ
ორი მწერალი კმარა _ შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი. ვაჟას მიერ სალიტერატურო
ენაში ფშაური კილოსათვის დამახასიათებელი სიტყვებისა და გამოთქმების შემოტანას კიდევ
ერთი მიზეზი აქვს. ვაჟა ამ პროცესს ენის გამდიდრების, ლექსიკის გამრავალფეროვნების ცდად
აღიქვამს, რადგან ახალი ფორმების შეტანას სამწერლობო ენაში ენის განვითარებად მიიჩნევს,
ხოლო მათ გატანას ენიდან _ ერის გაღარიბებად. ვაჟა გარკვევით მიუთითებს, რომ „მწერალს
უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი წინადადებანი, საკუთარი სურათები,
თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული;
მაშასადამე ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს!“. ასევე მწერლის მოვალეობას ვაჟა ლუდვიგ ბერნეს
სიტყვებით გადმოგვცემს: „თუ გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე
ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, ..., როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწონდესო“ მაგრამ აქვე
დასძენს, რომ ნათქვამს გაგებაც უნდა, და ვისაც რა ფიქრი მოუვა თავში, იმის დაწერით მწერალი
ვერ გახდება. მწერალს სული და გული სჭირდება, რაც, საუბედუროდ, ბევრს აკლია. მარტო ეს
ღირსებებიც არ კმარა მწერლისთვის. ის ხალხის გულში უნდა ტრიალებდეს. მისი წინამძღოლი
უნდა იყოს და არა უბრალო გამრთობი, სურვილების ბრმა შემსრულებელი. ვაჟას აზრით,
მწერლისთვის აუცილებელია კაცთმოყვარეობა. წერის უფლება ყველას აქვს, როგორც
სიყვარულის, სიხარულის, მაგრამ მწერლის სახელი ყველამ არ უნდა დაიჩემოს, მით უმეტეს,
უსულგულო ადამიანმა. ნამდვილი მწერლები, პოეტები ბევრ რამეში ერთმანეთისგან
განსხვავდებიან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ენა, სტილი, მიმართულება; მაგრამ
მიუხედავად განსხვავებისა, ყველა მათგანს, ვაჟას აზრით, აერთიანებს ადამიანებისადმი
სიყვარული, ბოროტებისა და ჩაგვრის სიძულვილი. „პოეტები, _ ამბობს ვაჟა, _ თუ
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიცა ჰგვანან
ერთმანეთს: უყვართ სილამაზე, ... ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე,
საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის
მიერ ჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ. ვაჟა მიიჩნევს, რომ ნიჭიერი მწერლის
ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი, ვაჟას აზრით, „უფრო გრძნობის
საქმეა“, ვიდრე ჭკუა-გონების, თუმცა კეთილგონიერება მუდამ თან ახლავს. პატრიოტიზმზე
მსჯელობისას ვაჟა მას კოსმოპოლიტიზმს ადარებს და თვლის, რომ „კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ
ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს“ (იქვე).
მწერალი ასევე მიიჩნევს, რომ კოსმოპოლიტიზმი სხვაგვარად, არატრადიციულად უნდა
გვესმოდეს: „გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა
ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ
შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს“. ჭეშმარიტი
პატრიოტიზმის ცნებაში ვაჟამ გააერთიანა საკუთარი სამშობლოსა და, აქედან გამომდინარე,
კაცობრიობის სიყვარული
ვაჟა მწერალს ერთგვარ აუცილებელ მისიასაც აკისრებს _ წეროს ბავშვებისათვის. „ნურავის
ჰგონია ადვილი იყოს საბავშვო ლექსის და მოთხრობის დაწერა, ყველაზე ძნელი სწორედ ესაა,
„ვინც ბალღებს კეთილ გონიერად ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერებელი ერისა,
ვინაიდგან სიყრმის დროს დათესილი თესლი უხვად გამოიღებს ნაყოფს.
ფორმისა და შინაარსის ურთიერთობაში ვაჟა შინაარს ანიჭებს უპირატესობას, რადგან, მისი
აზრით, შინაარსია ფორმის განმსაზღვრელი; ჭეშმარიტი პოეტი ვერ ისარგებლებს წინასწარ
აღებული ფორმით; როცა შინაარსი მომწიფდება, მან თვითონ უნდა უკარნახოს მწერალს
შესაფერისი ფორმა. ვაჟა გვიხატავს მთელ შემოქმედებით პროცესს, რომელიც ერთიანია,
მთლიანია, გულით ნაგრძნობისა და გონებით ნაფიქრის შედეგია და მასში ფორმის გამოყოფა არც
ხერხდება; თუმცა ის არ უარყოფს, რომ ფორმა ხელს უწყობს მკითხველს მწერლის ნააზრევის
გაგებაში.
ლიტერატურის თეორიის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს ხალხური შემოქმედებისადმი
მწერლის დამოკიდებულება. ის თვლის, რომ მწერლისთვის აუცილებელია ფოლკლორის
ცოდნაცც. ვაჟა არა მარტო აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და აქვეყნებდა წერილებს
მთიელთა ყოფა-ცხოვრების შესახებ, არამედ ხალხში გაგონილ თქმულებებსა და ლეგენდებს
საფუძვლად უდებდა თავის ნაწარმოებებს. არც ერთ მწერალს ისე არ გამოუყენებია ფოლკლორი
თავის შემოქმედებაში, როგორც ვაჟა-ფშაველამ გამოიყენა. ხალხურ შემოქმედებასთან მწერლის
დამოკიდებულების შესახებ აზრი ვაჟას მრავალ წერილში აქვს გამოთქმული. ეს წერილია:
„ფიქრები „ვეფხისტყაოსნის: შესახებ, სდაც ის ავითარებს გარკვეულ თეორიას
ზეპირსიტყვიერების მასალისადმი მწერლის დამოკიდებულებაზე. იგი გადაჭრით აცხადებს, რომ
მწერლის დამოკიდებულება ფოლკლორისადმი შემოქმედებითი უნდა იყოს და არა მექანიკური.
ხალხური გადმოცემა, როგორი შინაარსიანი და ღრმაც არ უნდა იყოს აზრითა და ფორმით, თუ
პოეტი მას არ გადაამუშავებს, თავისი სულის საკუთრებად არ გახდის, ვერ მიიღებს ისეთ
ნაწარმოებს, რომელიც დაიპყრობს ადამიანის გულს. ამიტომ ნაწარმოების შეფასებისას მთავარია
ავტორი, მისი ნიჭი და არა ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო მას.
ლიტერატურასა და ხელოვნებაზე ვაჟას შეხედულებათა წარმოჩენისას შეუძლებელია გვერდი
ავუაროთ მის მსჯელობას შემოქმედებითი გავლენის პრობლემაზე, რომელსაც ვაჟა
ლიტერატურის განვითარების „თანდათანობის კანონს“ უწოდებს. ეს კანონი ჯერ კიდევ ანტიკურ
ლიტერატურაში იყო ცნობილი. ვაჟა ამ საკითხს ეხება წერილში „Prodomo sua”. მისი აზრით
პოეტის ჩანგს რაიმე გარეგანმა მოვლენამ უნდა უბიძგოს, ან რაიმე ლექსმა, ან ცხოვრების
ამაღელვებელმა სურათმა, ან ბუნების მოვლენამ. ამ ფაქტორებს ვაჟა გარეგანად მიიჩნევს,
შინაგანად კი მხოლოდ გულს თვლის, რომელიც ყველა გარეგან ფაქტორს ითვისებს და ერთ
ყალიბში ასხამს. ძალიან მომხიბლავია ასეთი ნიჭიერი მწერლის შედარება ზღვასთან, რომელშიაც
მრავალი მდინარე ჩადის, მაგრამ მის დიდებულ ბუნებას ვერ ცვლის; ზღვა მაინც ზღვად რჩება.
გავლენა, ვაჟას აზრით, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს არის ერთი ავტორის მიერ მეორე ავტორის
შემოქმედებისათვის დამახასიათებელი აზრის, მანერისა და გადმოცემის საშუალებათა
პირდაპირი განმეორება. უშუალოდ ნაწარმოების შექმნის პროცესში ყალიბდება მისი ფაბულა,
სიუჟეტი, მხატვრული სახეები, ფორმა, ამიტომაც ხელოვანი მიმბაძველი ვერ იქნება ხალხური თუ
რომელიმე მწერლის შემოქმედებისა. როგორც ზევით აღვნიშნეთ, მიბაძვა და ლიტერატურული
გავლენა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ასევე შესაძლებელია, ხელოვანი არა თუ მისდევდეს
რომელიმე ავტორის აზრსა და ტენდენციებს, მხატვრულ ხერხებსა და წერის მანერას, არამედ,
პირიქით, უპირისპირდებოდეს მას, მაგრამ ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით მათ
შორის დადგინდეს ლიტერატურული ზემოქმედების ფაქტი.
ის წერილში ,,რამე-რუმე“ აღნიშნავს, რომ პერსონაჟი, რომელსაც ლიტერატურა ქმნის, შეიძლება
ასახავდეს ერთ რომელიმე ფენას, მაგრამ არ შეესაბამებოდეს ცხოვრების საჭიროებას და ამიტომაც
არ იყოს ტიპი. მწერალი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძის
შემდეგ ცხოვრების საჭიროების მიხედვით აღარ შექმნილა ტიპი ქართულ ლიტერატურაში.
ლუარსაბის გარდა, სხვას არავის დაუფიქრებია საზოგადოება თავის მდგომარეობაზე. გაიარა
დრომ და საზოგადოება გადაურჩა ლუარსაბობას, მასზე მაღლა დადგა, განვითარდა. ახლა სხვა
საჭირბოროტო საკითხი დაინახა ილიამ მოსაგვარებელი და თავისი ახალი მოთხრობით
„ოთარაანთ ქვრივი“ კვლავ მოძრაობაში მოიყვანა მკითხველის გულ-გონება. ამჯერად საუბარი
საზოგადოებაში „ჩატეხილი ხიდის“ გამთლიანებას შეეხო, ილიამ კვლავ იგრძნო „ცხოვრების
საჭიროება“ და მკითხველსაც დაანახვა. ვაჟას ნააზრევში ისიც იკითხება, რომ „ქვეყნისა და ერის
საჭიროებას“ მხოლოდ ნიჭიერი მწერალი ხედავს.
ვაჟას მიერ მხატვრული ცნობიერების საკითხებისადმი მიძღვნილი წერილები დღესაც არ
კარგავს მნიშვნელობას. მათი განხილვის შედეგად ნათელია, რომ მწერალი მეტად მოწინავე
პოზიციებზე იდგა და სისტემატურად აანალიზებდა თავისი დროის ლიტერატურულ საკითხებს.
ვაჟა სცილდება სამოციანელთა (რეალისტთა) ნააზრევს, რომელიც არ განასხვავებს ტიპებს
ბუნებისადმი მიბაძვით და არც დიდბუნებოვან პერსონაჟს მიიჩნევს ბუნების საუკეთესო
მიმბაძველად. თავად ვაჟა დიდბუნებოვან ტიპებს ქმნის. მის მიერ შექმნილი პერსონაჟებიდან
მხოლოდ დიდბუნებოვანი გმირები, თავიანთი ღირსებისა და ნაკლის მატარებელნი, იქცევიან
ტიპებად, რომლებიც გამოხატავენ არა მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური
მოვლენის არსს, არამედ ზოგადად _ ცხოვრების კანონებს. ვაჟას მიერ შექმნილი ტიპები უაღრესი
ინდივიდუალობითა და ღრმა პიროვნული შინაარსით აღსავსე პერსონაჟები არიან, მთელი
კაცობრიობის საჭიროებისათვის შექმნილნი და არა ,,ტიპურ გარემოში” მაცხოვრებელი
გარკვეული სოციუმის წარმომადგენლები. მხატვრული ცნობიერების ვაჟასეული გააზრება
ორგანულ კავშირშია მის მხატვრულ შემოქმედებასთან, რომელიც თავისი არსით რეალისტურია,
მაგრამ ცალკეული ნაწარმოებები (მისტიკურ-ალეგორიული მოთხრობები) ამჟღავნებს
მოდერნიზმის გარკვეულ ნიშნებს. ვაჟას თეორიული მსჯელობანიც აშკარად რეალისტურია,
თუმცა აქაც შეინიშნება მცირეოდენი განსხვავება რეალისტური მსოფლხედვისაგან.

ბილეთი #6

1. გიორგი ერისთავის დრამატურგიული სკოლა.

1850 წელს თბილისის გიმნაზიის შენობაში დაიდგა მისი კომედია „გაყრა“, ამავე წლის
გაზაფხულზე კი დასადგმელად მომზადდა მწერლის მეორე კომედია „ დავა“ ანუ „ტოჩკა,
ზაპეტაია“. სწორედ ამ დროს გიორგი ერისთავმა გრაფ ვორონცოვის დახმარებით ოფიციალურად
დააარსა ქართული თეატრი, რომელსაც თავად 4 წელი ხელმძღვანელობდა. (ქართული თეატრს არ
ჰქონდა ცალკე შენობა და სპექტაკლები იდგმებოდა პასკევიჩის (დღევანდელი თავისუფლების)
მოედანზე სპეციალურად აგებულ თეატრ-ქარვასლაში რუსულ თეატრსა და იტალიურ ოპერასთან
ერთად). ქართული თეატრისა და ჟურნალის დაარსების იდეა, ცხადია, გაცილებით უფრო ადრე
გაჩნდა, ვიდრე რეალურად შეიქმნებოდა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ორივე იდეა ჯერ
კიდევ ნიკოლოზ ბარათაშვილის დროინდელ ლიტერატურულ წრეში დაიბადა, რომლის წევრები
იყვნენ გიორგი ერისთავიცა და დიმიტრი ყიფიანიც. მეფისნაცვლის თანამდებობაზე გრაფ მიხეილ
ვორონცოვის დანიშვნამ განაპირობა ის ფაქტი, რომ დიმიტრი ყიფიანი კანცელარიის მმართველი
და მისი მარჯვენა ხელი შეიქმნა. სწორედ მან ურჩია მეფისნაცვალს, რომელიც საგანმანათლებლო
პოლიტიკას ეწეოდა, დახმარებოდა ქართველებს. ვორონცოვის ღვაწლზე ქართველების
საკეთილდღეოდ ორგვარი შეხედულება არსებობდა და არსებობს დღესაც. ალ. ორბელიანის
შეხედულებით, ეს დახმარება მეფისნაცვლის რუსიფიკატორული პოლიტიკის მიზნებში შედიოდა;
შამილის გაძლიერების ფონზე ქართველთა ყურადღება უნდა მოდუნებულიყო სხვადასხვა
„თავშესაქცევი ამბით“, ეს იყო ვორონცოვის მისია: „მაშინ ისეთი დრო იყო საქართველოში, რომ
თუ ვორონცოვი არ მოსულიყო და ისე მდაბლად არ მოქცეულიყო, ყველასთან ესეები არ ექნა,
საქართველოს დაჰკარგავდა რუსეთი, ისე განძლიერდებოდა მთებში შამილი“. განსხვავებულ აზრია
ის, რომ „თავადი მეფის ნაცვალი დარწმუნდა, რომ ქართული თეატრის დაარსებას საუკუნო
მნიშვნელობა ექნებოდა ხალხისთვის, რომ ეს თეატრი, რუსულ თეატრთან ერთად, გააადვილებდა
იმ ზნეობითი სარგებლობის მიღწევას, რომელიც აქვს საგნად ყოველს თეატრს. იმისი აზრით, თუ
რუსული წარმოდგენები საჭირო იყო საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ქართულ ენაზე
გამართული წარმოდგენები იმათზე უფრო საჭირო ოყო, რომ საზოგადოების უმეტესობა
განთავისუფლებულიყო იმ ამაოთმორწმუნეობისაგან, რომელშიც ხალხი განისვენებდა. ამის გამო
ვორონცოვმა განიზრახა დაეწესებინა თბილისში ქართული თეატრი“. ქართველი კრიტიკოსები
ხშირად უარყოფითად აფასებენ ვორონცოვის მზრუნველობას არისტოკრატიისადმი და
მეფისნაცვალს მის დაღუპვაშიც სდებენ ბრალს, რადგან ფუფუნებამ და ევროპულმა მეჯლისებმა
თავადები გააკოტრა და უმამულოდ დატოვა, თუმცა ემადლიერებიან ვორონცოვს იმ
„ნებართვების“ გამო, რომლებიც მან მოიპოვა ქართული საზოგადოებისთვის ქართული თეატრის
დასაარსებლად და ჟურნალ „ცისკრის“ გამოსაცემად. ისინი აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ორივე
შემთხვევაში ქართველებისგან მოდიოდა. დავით გამეზარდაშვილი წერს: „ქართველმა
მოღვაწეებმა, რომლებსაც კარგად ესმოდათ ვორონცოვის ლოიალური დამოკიდებულების მიზანი,
გადაწყიტეს ესარგებლათ ამით და ეთხოვათ მეფისნაცლისთვის დახმარება ქართული თეატრის
დაარსებაში. ამ საქმეზე ვორონცოვთან მოლაპარაკება დაავალეს მანანა ორბელიანს, რომლის
სალონის ხშირი სტუმარიც იყო ვორონცოვი; შეარჩიეს თეატრის ხელმძღვანელის კანდიდატურაც _
გ. ერისთავი, რომლის პიესების შესახებაც მანანას დაწვრილებით უნდა ეამბნა ვორონცოვისთვის.
მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა. ვორონცოვმა სიამოვნებით მოისმინა თხოვნა და გ.
ერისთავი თავისთან დაიბარა. დაავალა მას წარმოსადგენად მოემზადებინა კომედია „გაყრა“ და
საჭირო დახმარებაც აღმოუჩინა“. უფრო ადრინდელი წყაროების მიხედვით, მეფისნაცვალი
„ხშირად მოიწვევდა თავისთან იმ საზოგადოების წევრებს და თვითონაც დადიოდა ქართულ
ოჯახებში. ამ ხშირ მისვლა-მოსვლის დროს ცნობისმოყვარე ვორონცოვი ჰკრებდა სხვადასხვა
ამბებს შესახებ ქართველების მდგომარეობისა და სხვათა შორის ქართულ მწერლობაზე. აქ შეიტყო
მან პირველად, რომ ქართულ ენაზეც ყოფილა დაწერილი კომედია, რომელიც ხელნაწერად იყო
გავრცელებული თბილისსა და ქართლ-კახეთში და აქ განაცხადა იმან პირველად სურვილი
ქართული თეატრის ნახვისა“. ამას მოჰყოლია გიორგი ერისთავის ვორონცოვთან წარდგინება; იგი
სასწრაფოდ ჩამოუყვანიათ სოფელ ხიდისთავიდან, სადაც ამ დროს მსახურობდა. ვორონცოვი
„დიდი ალერსით“ შეხვედრია მწერალს და უთხოვია მისთვის, დაედგა კომედია თბილისის
გიმნაზიის სცენაზე. „გაყრა“ მთავარმართებლისათვის სპეციალურად დიმიტრი ყიფიანს
უთარგმნია რუსულად. ვორონცოვი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს, რათა დარწმუნებულიყო
ქართველთა შესაძლებლობებში. მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვა რუსეთის უმაღლეს
ხელისუფლებას ქართული თეატრის დაარსებისათვის ნებართვა და გამოყო ქართული სცენისათვის
წლიურად 400 თუმანი. ამასთანავე მუდმივად ასაუქრებდა მსახიობებს და სავარაუდოდ,
სამგზავრო თანხაც კი _ „დროშკის ფული“ გამოუყო თავისი ჯიბიდან. ვორონცოვი აღიარებს
იმპერატორისადმი მიწერილ აქტებში, რომ გიორგი ერისთავი ის მოღვაწეა, „ვისაც ჩვენ უნდა
ვუმადლოდეთ ქართული თეატრის არსებობას და რომლის კომედიებმაც სამართლიანად მოუპოვა
მას ქართველთა მოლიერის სახელი“. რუსი მეფისნავცლის მიერ ქართველი მოღვაწის ამგვარი
შეფასება უთუოდ საყურადღებოა, მეტყველებს გიორგი ერისთავის ჭეშმარიტ კომედიოგრაფიულ
ნიჭზე და მწერლის უზომოდ დიდ დამსახურებაზე თეატრის შექმნის საქმეში. გრაფმა ვორონცოვმა
ხელი შეუწყო გიორგი ერისთავის სახელის პოპულარიზაციასაც. მან მწერალი მომავალი ტახტის
მემკვიდრეს _ წარუდგინა. „ცარევიჩმა“ ხელი ჩამოართვა გიორგი ერისთავს და უთხრა: „ძლიერ
მიხარის, რომ ქართველებსაც ჰყოლიათ თავიანთი მოლიერიო“. გიორგი ერისთავი თავდადებული
აღმოჩნდა საზოგადოებრივი საქმისთვის, ძალ-ღონეს არ იშურებდა ქართული დასის შესაქმნელად,
სოფელ-სოფელ დადიოდა და მსახიობებს აგროვებდა. მსახიობობა ყველას არ შეეძლო, თანაც XIX
საუკუნეში ეს პროფესია მიუღებელი იყო, განსაკუთრებით ქალებისათვის. გიორგი ერისთავს
უხდებოდა ოჯახების დარწმუნება, რომ მათი შვილები სათაკილო საქმეს კი არ ჰკიდებდნენ ხელს,
არამედ პატრიოტულს, ქვეყნის განვითარებისათვის ესოდენ საჭიროს. თანაც გიორგი ერისთავი
მათ სთავაზობდა კარგ ხელფასს, რომელზედაც ვერც კი იოცნებებდა დაბალი სოციალური ფენის
წარმომადგენელი. ივ. კერესელიძის ცნობით, „ზოგიერთი აქტიორები და აქტრისები გიორგი
ერისთავმა თავის სახლში დააყენა; ეშინოდა გული არავის შეეცვალა და თეატრიდან ხელი არ
აეღებინებინა“. თეატრის ხელმძღვანელი ზრუნავდა მსახიობთა მორალურ სახეზეც. როდესაც
გაიგო, რომ ერთი მსახიობი თანამშრომელ ქალს სასიყვარულო წერილებს წერდა, მანამ არ
მოისვენა, სანამ ეს ქალი ცოლად არ მოაყვანინა. ხელმძღვანელობა მოითხოვდა ზრუნვას და
ერთგულებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც მას ნდობა გამოუცხადეს, ამიტომაც გიორგი
ერისთავმა ლოიალურობასთან ერთად პრინციპულობა და სიმკაცრეც გამოამჟღავნა. მან იმდენად
დააფასა მთავრობისაგან მიღებული ნდობა, რომ მისი თეატრის რეპერტუარს ცენზორი აღარ
სჭირდებოდა. გიორგი ერისთავის, როგორც მწერლის, დამსახურება ქართული ლიტერატურის
ისტორიაში არის ის ფაქტი, რომ მან შეულამაზებლად ასახა თანადროულობა: გვიჩვენა სავაჭრო
კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალური მეურნეობის რღვევა, დაცემის გზაზე მდგარი
თავადაზნაურობის უხერხემლობა, გონებრივი სიმწირე და ზნეობრივი გადაგვარება. კომედიებში
ძველი თაობის წარმომადგენლები ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ანდუყაფარ და პავლე
დიდებულიძეები „გაყრიდან“), რუსეთში სწავლამიღებული ახალი თაობა კი სრულიად
მოუმზადებელია პრაქტიკული საქმიანობისათვის, მხოლოდ ოცნებობს და ადვილათ თმობს
საკუთარ პრინციპებს. მაღალი წოდების ქართველი ქალები, ისტორიულად კეთილშობილებითა და
პატიოსნებით ცნობილნი, მეშჩანური საზოგადოების საყრდენად ქცეულან. ბატონყმური
წყობილების მანკიერებებთან ერთად გიორგი ერისთავმა ასახა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის
განვითარება და ამ წრის წარმომადგენელთა ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა. მწერალმა არც მათ
მანკიერ მხარეებზე დახუჭა თვალი და დაგვიხატა ვაჭართათვის დამახასიათებელი ნიშან-
თვისებები: სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა. მან წარმოაჩინა მეფის რუსეთის მოხელეთა
ნიშანდობლივი მანკიერი თვისებები: ანგარება და ფარისევლობა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ
გიორგი ერისთავი თავისი დრამატული შემოქმედებით პირველი მწერალია, რომელმაც
ლიტერატურულ ნაწარმოებში ქალაქური მეტყველება _ სომხურ, რუსულ, პოლონურნარევი
ქართული _ შემოიტანა, რის გამოც ზოგიერთი კრიტიკოსის გაკიცხვაც კი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო მეტყველებას ანუ „მდაბიურ“ ენას მწერალი მხოლოდ დრამატურგიაში
იყენებს, რაც არ ეწინააღმდეგება ანტონ კათალიკოსის „სამის ტილის“ თეორიას (დრამატულ და
იგავ-არაკულ ჟანრში სასაუბრო მეტყველების გამოყენებას); გიორგი ერისთავის პოეზია და პროზა
იმდროინდელი სალიტერატურო ქართულის („მაღალი სტილის“) ნორმებითაა შესრულებული.
თავის დროზე მართლაც მძიმე მოსასმენი იქნებოდა ამგვარი დამახინჯებული ქართულით
მეტყველება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მწერლის სატირული დამოკიდებულებაც როგორც
პერსონაჟთა მოქმედებისადმი, ასევე მათი მეტყველებისადმი. დღეს გიორგი ერისთავისა და მისი
თანამედროვე დრამატურგების ენამ სრულად შემოგვინახა როგორც მე-19 საუკუნის შუა წლების
ქალაქური მეტყველების, ასევე სოციალური სინამდვილის, მთელი სიმახინჯე: არაეროვნული
სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენელთა მისწრაფება მაღალი წრისადმი და მათი გაუნათლებელი
და გარეგნულად მახინჯი (კოჭლი, ბრუციანი, ყრუ, ცალთვალა და თეძოამოვარდნილი) ქალების
გათხოვება „კოტრ“ (გაკოტრებულ) ანუ უფულო, მაგრამ მშვენიერი გარეგნობისა და უცხოეთში
მეტ-ნაკლებად განათლებამიღებულ ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლებზე მზითევის
გამო; ხოლო ქართველი ქალების ანგარებით გათხოვება ძირითადად რუს ჩინოვნიკებზე;
მეშჩანური საზოგადოების გადაგვარებული აზროვნება და ქმედება.

2. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნება.

საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება ილიას ესახებოდა არა რევოლუციური გზით, ერთი


ფენის მიერ მეორის დამხობით, არამედ სხვადასხვა სოციალურ ფენათა ერთობით, რომელშიც არც
ერთი წოდება არ უნდა ყოფილიყო უფუნქციო. განათლება და შრომა, რომლებშიც უპირატესობა
სხვადასხვა წოდებას ჰქონდა, შექმნიდა ქვეყნის უკეთეს მომავალს. ილია ცდილობდა გამოენახა ის
ოპტიმალური გზები, რომლებიც საქართველოს ააცილებდა წოდებრივი უთანასწორობის
გაღრმავებას. ეს შეეძლო ქვეყნის ეკონომიკურ გარდაქმნას. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ილია
იბრძოდა მიწით სარგებლობის გადასახადის შემცირებისა და გლეხობის მესაკუთრედ ქცევისათვის.
ერთ-ერთმა პირველმა სწორედ ილია ჭავჭავაძემ მიაქცია ყურადღება საზოგადოებრივი (სათემო) და
კერძო (პიროვნული) საკუთრების სახეებს. ორივე ფორმის არსებობა მან აუცილებლად მიიჩნია და
სწორად მიუთითა საზოგადოებრივი მფლობელობის ეკონომიკურად წარმმართველ როლსა და
საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, სათემო საკუთრების პარალელურად მწერალმა აუცილებლობად
მიიჩნია გლეხობის მესაკუთრედ ქცევაც, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნის
ეკონომიკის განვითარებაში. ილიამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კერძო საკუთრება
ახალისებდა გლეხს, მისი საკარმიდამო მიწა აყვავებული იყო და იძლეოდა იმ ჭარბ პროდუქციას,
რომელიც უშუალოდ მას არ სჭირდებოდა მოსახმარად. ილიამ ცხოვრებიდან აღებული
მაგალითებით განუმარტა საზოგადოებას ისეთი რთული ეკონომიკური ცნებები, როგორებიცაა:
ფული, საქონელი, საქონელმიმოქცევის სახეები, ბაზარი, ღირებულება, ფასი და სხვ. ეკონომიკურ
საკითხებთან დაკავშირებით ილიამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ხიზნობასთან
დაკავშირებული პრობლემების კვლევას. ხიზნობა წარმოადგენდა მიწათმფლობელისა და
მიწათმომქმედის ერთგვარ გარიგებას, რომელმაც შემდგომ მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.
ხიზნობის წარმომშობი მიზეზი ილიამ მუშახელს მოკლებული მიწის არსებობაში დაინახა, თუმცა
ისიც აღნიშნა, რომ მას ხელს უწყობდა სხვა ფაქტორებიც: ომიანობა, ეპიდემიები და სხვ. ილია
იცავდა ხიზანთა ადათით მინიჭებულ პრივილეგიებს და არ მოითხოვდა მათ გადაქცევას
მესაკუთრეებად. საზოგადო მოღვაწე ითვალისწინებდა იმას, რომ ხიზნობისათვის სავალდებულო
იყო მიწათსარგებლობისთვის ყოველწლიური გადასახადი, რაც მწერალ-ეკონომისტის
თვალთახედვით, საზოგადოების განვითარების ეკონომიკური საფუძველი უნდა გამხდარიყო. ის
დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნიკისა და და მრეწველობის
განვითარებას. აუცილებლობად მიაჩნდა „საგლეხკაცო-საადგილმამულო“ ბანკის დაარსება. მან
პრაქტიკული მოღვაწეობით შეძლო თავის მიერ დაარსებული სათავადაზნაურო ბანკის საერთო-
ეროვნულ კუთვნილებად გადაქცევა. ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ შეხედულებათაგან ერთ-
ერთი მნიშვნელოვანია მწერლის დამოკიდებულება ქალის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა
და მამაკაცის გვერდით თანასწორი დგომა საზოგადოების განვითარებისა და წინსვლის
მაუწყებელია. ქალის განათლება უნდა შემოფარგლულიყო იმ ცოდნით, რომ ის აღზრდილიყო კარგ
„დედად, ცოლად და დად“. წერილში „ქალი მასწავლებელი“ ილია ხატავს იმ სიძნელეებს, რომლის
გადატანა უხდება სოფელში მოვლინებულ მასწავლებელს. ეს სიძნელეებია: უსახლკარობა, დაბალი
ანაზღაურება, შრომის დაუფასებლობა, ზოგჯერ ჯანმრთელობის გაუარესებაც. მწერლის თქმით,
კიდევ უარეს დღეში არიან მასწავლებელი ქალები . ის მიესალმება „ქალთა-მასწავლებელთა
შემწეობისა და ხელშეწყობის“ საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომლის მმართველებად მხოლოდ
ქალები არიან ამორჩეულნი. მწერალი მოხიბლულია იმ ფაქტით, რომ ეს მხნე ქალები კი არ ჩივიან
და იხვეწებიან, გვიშველეთო, არამედ საკუთარი თავის იმედი აქვთ და იწყებენ ბრძოლას,
მოქმედებას ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. მოქმედება კი ის ძალაა, რომელიც საბოლოოდ მათ
გაამარჯვებინებს, „თუ საზოგადოებას თავის-თავის შველა უნდა“. ის ფიქრობს, რომ ქალთა
განთავისუფლებისათვის უმთავრესია თვით მათი ინიციატივა და მოქმედება, რაც პირველ რიგში
სწავლა-განათლებით უნდა დაიწყოს, ვინაიდან მის გარეშე ქალი ვერ გაუთანასწორდება მამაკაცს.
ილია ლოგიკურად მსჯელობს, თუ შესაძლებელია, რომ ქალმა მამაკაცივით იშრომოს მიწაზე, მაშინ
რატომ არ არის შესაძლებელი ამავე საქმეში მან უმაღლესი განათლებაც მიიღოს და უმაღლეს
სამეურნეო სკოლაში შევიდეს. ილიას არ მოსწონს განათლების სამინისტროს მიერ მიღებული
პროექტიც, რომლის მიხედვითაც „ქალთა გიმნაზიებში“ სწავლის უფლება ეძლევათ მხოლოდ
უმაღლესი წოდებიდან გამოსულ ყმაწვილებს. ილიას აზრით, ეს შეცდომა სხვადასხვა ხალხთა
ისტორიამ უკვე დაგმო და ჩვენ ის აღარ უნდა გავიმეოროთ, რადგან წოდებათა შორის უთანხმოებამ
დაღუპა მრავალი სახელოვანი ერი. მაგალითებად მოჰყავს ამერიკელი ქალები, რომლებმაც შექმნეს
„ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის“, „წყლისაგან გადასარჩენი ნავი“ და სხვ. ილიამ თავად
დაგვიხატა თავის შემოქმედებაში მამაკაცის თანასწორი ქალი ოარაანთ ქვრივის სახით, ქალი,
რომლის რიდი და შიშიც კი აქვთ მამაკაცებს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მათ შრომაში,
მეურნეობის მოწყობასა თუ აზროვნებაში, ქალი, რომელიც იბრძვის თავისი უფლებების დასაცავად
და უსამართლობას არ პატიობს სახელმწიფო მოხელესაც კი.

სამოციანი წლების ლიტერატურული აზროვნების მიზანი მიძინებული, უმოქმედო ერის


გამოფხიზლება იყო, რასაც (სიტყვას) საქმეც უნდა მოჰყოლოდა. „შენმა ქვეყანამ საქმე რომ
მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?“ _ ეკითხება ილია თავის თავს და ამით მიანიშნებს მკითხველს, რომ
მწერლობის მიერ ერის გამოფხიზლებას საქმე უნდა მოჰყვეს. ეს საქმე დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაა, რომ საქართველოს აღარ განაგებდნენ პოდპორუჩიკი N-ის მსგავსი ჩინოვნიკები,
რომელთათვის განათლება გონების ისეთი „სიფხიზლეა“ (სინამდვილეში კი მოდუნება), სითამამეა,
გარყვნილება და სულიერი დაცემა რომ მოაქვს; პოდპორუჩიკი N ქვეყანაში განათლების დონეს
გენერალთა (და არა მეცნიერთა) სიმრავლით საზღვრავს, რაც რეალურად ქვეყნის დამონებას უფრო
გამოხატავს, ვიდრე _ განათლების ხარისხს (ამ მსჯელობაში კარგად მოჩანს ავტორის მყარი
შეხედულებაა საუნივერსიტეტო განათლების უპირატესობის შესახებ სამხედრო განათლებასთან
შედარებით, რაც მოგვიანებით ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლის“ მეორე ეტაპშიც მჟღავნდება).

ბილეთი #7

1. გიორგი ერისთავის ჟურნალი „ცისკარი“


1851 წელს დაარსდა ქართული ჟურნალი „ცისკარი“. ამ საქმესაც მეფისნაცვალმა ვორონცოვმა
გიორგი ერისთავი ჩაუყენა სათავეში, როგორც გამოცდილი და ნიჭიერი ადამიანი. გიორგი
ერისთავი ორი წელი ხელმძღვანელობდა „ცისკარს“ და 24 ნომერი გამოსცა. ის არა მარტო
რედაქტორი იყო ჟურნალისა, არამედ მთავარი თანამშრომელიც;
ჟურნალის გამოცემა შემდეგნაირად მოხდა: იდეა, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში
მომწიფდა მას შემდეგ, რაც დაიხურა ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ჟურნალი _
„სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“. ჟურნალ „ცისკრის“ წარმოშობას
უკავშირდება ცნობილი საზოგადო მოღვაწეებს, რომელთა შორის გიორგი ერისთავიცაა. ამიტომაც
ვერ ვუარყოფთ აზრს, რომ „ცისკარი“ ამ წრის მუშაობის, მცდელობის ნაყოფიცაა, მაგრამ ვერც იმ
ფაქტს გავექცევით, რომ გრაფი ვორონცოვის მიერ გატარებული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის
გარეშე მისი გამოსვლა კარგა ხნით გადაიდებოდა. ჟურნალის დაარსება მარტივად და უცბად
მოხდა: „... მანანა ორბელიანის სალონში იყო, რაც ცისკრის გამოცემას და თეატრს მიეცა
დასაწყისი. აქ იკრიბებოდნენ და კითხულობდნენ ლექსებს: ტატო გიორგი ერისთავი, , ხანდახან
ყიფიანი და სხვა. ერთ საღამოს სთქვეს _ მოდი ერთი ჟურნალი გამოვცეთო და ის იყო...
ვარონცოვი მანანასთან ხშირად დადიოდა. აქ შეიტყო ამ განზრახვის შესახებ და გიორგი
ერისთავზეც. მოიწონა, შემწეობა მისცა ჟურნალის გამოცემისა და თეატრისათვის. აკაკი
წერეთელი წერს: „ [ვორონცოვმა და დიმიტრი ყიფიანმა] დაიბარეს გ. ერისთავი.
მთავარმართებელმა გასცა ბრძანება... უნდა გამოიცეს ჟურნალი და შენ იკისრო მისი
რედაქტორობაო“. საქმისწარმოება ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემასთან დაკავშირებით
შემდეგნაირად წარიმართა: 1851 წლის თებერვალში გიორგი ერისთავმა ოფიციალურად სთხოვა
მეფისნაცვალს ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემაზე ნებართვა. ვორონცოვმა იმავე თვეს მიმართა
რუსეთის სამხედრო მინისტრს, „კავკასიის კომიტეტის“ თავმჯდომარეს, ა. ჩერნიშოვს.
მიმართვაში დაწვრილებითაა განხილული გამოცემასთან დაკავშირებული ცალკეული დეტალები:
ჟურნალი ქართულენოვანი უნდა ყოფილიყო, ლიტერატურული მიმართულების. მასში უნდა
დაბეჭდილიყო ქართული, რუსული და უცხოური ლიტერატურული თხზულებები; რედაქტორ-
გამომცემლობა უნდა ეკისრა ნიჭიერ დრამატურგს, გიორგი ერისთავს, რომელიც უკვე
ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრს. ჟურნალის სახელწოდება უნდა ყოფილიყო „ცისკარი“; იგი
უნდა დაარსებულიყო წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ. გიორგი თეატრის
ხელმძღვანელად აირჩიეს, როგორც ნიჭიერი დრამატურგი, ხოლო _ ჟურნალის ხელმძღვანელად,
როგორც უკვე გამოცდილი სახელმწიფო მოხელე. გიორგი ერისთავი უკვე გამოცდილი იყო
როგორც თეატრის ხელმძღვანელი და არც ჟურნალის ხელმძღვანელობის პროცესში დაუშვებდა
შეცდომებს, ანუ ჟურნალი არ იქნებოდა ეროვნული იდეების მედროშე, ის ზოგადად შეუწყობდა
ხელს განათლებასა და საზოგადოების გაევროპეიზებას, რაც ძირითადად რუსული კულტურის
დამკვიდრებასა და ეროვნულ ტრადიციებთან მის შერწყმაში გამოიხატებოდა.
რუსეთის უმაღლესი მთავრობის რეაგირება ქართველთა თხოვნის დაკმაყოფილებაზე საკმაოდ
სწრაფად მოხდა. ეს ან ვორონცოვის ავტორიტეტს უნდა მიეწეროს, ან გამოდის, რომ
მიზანმიმართულად დაიგეგმა და განხორციელდა თეატრისა და ჟურნალის დაარსებაც, რადგანაც
რუსიფიკატორული პოლიტიკა მოითხოვდა ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცხოვრებაზე
გადაყვანას. ჩერნიშოვის ოფიციალური შეტყობინებით, იმპერატორი ნებას რთავდა გიორგი
ერისთავს, გამოეცა ლიტერატურული ჟურნალი იმ პირობით, რომ მასში არ დაიბეჭდებოდა
პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ცნობები. ჟურნალის ფასი წელიწადში 5 მანეთი იქნებოდა,
გაგზავნით _ 6 მანეთი. ამ განცხადებას დიდი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია, რადგან
ქართულენოვანი ჟურნალის გამოცემის აუცილებლობას საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი
აღიქვამდა. ამას მოწმობს ხელისმომწერთა რაოდენობაც, რომელიც მერყეობდა 150-დან 300-მდე
მაშინ, როცა უკვე ჟურნალი რეალურად გამოდიოდა. მანამდე კი ეს რიცხვი ბევრად ნაკლები
იქნებოდა. სწორედ ამიტომ 1851 წელს „ცისკრის“ გამოცემა ვერ მოხერხდა. გ. ერისთავს არ
ჰქონდა არც გამოსაცემი თანხა და არც სტამბა, რომელიც უზრუნველყოფდა ჟურნალის
პერიოდულობასა და ხარისხს. ყველა პრობლემა გადაწყვიტა და მოხსნა მეფისნაცვალმა: მან
გიორგი ერისთავს გადასცა კანცელარიის ძველი სტამბა, ჟურნალის 100 ნომერი კი თავად
გამოიწერა წმ. ნინოს სასწავლებლისათვის. ამგვარი დახმარებით მეფისნაცვალმა რედაქტორ-
გამომცემელს შეაძლებინა საქმის დაწყება. „ცისკრის“ ნომრების მხოლოდ ერთი გადახედვითაც
ნათელი ხდება, რომ ძირითადად რედაქტორი მუშაობს: თავად წერს, თარგმნის, კრებს
საინფორმაციო მასალებს. თითქმის ყველა ნომერში იბეჭდება გიორგი ერისთავის მხატვრული
შემოქმედება ან თარგმანები. საკმაოდ დიდი მასალის გამოცემა მოასწრო რედაქტორმა „ცისკრის“
სულ 24 ნომერში. გიორგი ერისთავი თავის ლირიკაში ეხება ზოგადსაკაცობრიო თემებს, მაგრამ
მისი დარდი „მსოფლიო სევდის“ შემადგენელი ნაწილი ვერ ხდება და პიროვნულ განცდად
რჩება; მკითხველს არ უჩნდება თუნდაც რამდენიმე სტრიქონის დამახსოვრების სურვილი, რაც
პოეზიის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია. მისი ლექსები ზოგჯერ გაურითმავია, ზოგჯერ
რითმის გამო მახინჯდება სიტყვა, გვხვდება რუსიციზმებიც, თუმცა ზოგიერთ ლექსში ეს
ხარვეზები მეტნაკლებად გამოსწორებულია.
გიორგი ერისთავის „ცისკრის“ და ასევე ზოგადად მწერლის შემოქმედების საუკეთესო
ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებია ყრმობისდროინდელი პოემა „ოსური მოთხრობა“,
რომელიც შეთქმულთა მისწრაფებებს გამოხატავდა, პოემა რომანტიკული ხასიათისაა. მასში
აღძრული პატრიოტული გრძნობა აღაფრთოვანებს მკითხველს. ის ორი ნაწილისაგან შედგება.
პირველ ნაწილში გადმოცემულია მე-17 საუკუნეში ქართლ-კახეთის ბრძოლა შაჰ-აბასის
წინააღმდეგ; პოემის მეორე ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ გადაწყვეტს როინის გვარის
უკანასკნელი გამგრძელებელი, ყანიმათი, მოკლას ბერი ჩარაშვილი, ამ გვარის უკანასკნელი
მამაკაცი. „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა „სხვადასხვა ანდაზანი ხმარებულნი ხალხთაგან“.
გიორგი ერისთავმა გემოვნებით შეარჩია და შეკრიბა ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი
ასორმოცდაათამდე ანდაზა, რომლებიც მძიმე სტილით დაწერილი ნაწარმოებების ფონზე
ჟურნალში ყველაზე სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა. ანდაზის სპეციფიკიდან გამომდინარე,
წარმოდგენილი მასალის ენა მარტივი და გასაგებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო ანდაზების
გამოქვეყნების პირველი შემთხვევა ქართულ პრესაში.
ქართველ კლასიკოსთა ჭეშმარიტად ღირებული ნაწარმოებები ძალიან მცირე რაოდენობითაა
ჟურნალში წარმოდგენილი, სამაგიეროდ უხვად იბეჭდება მდარე ხარისხის უნიჭო ავტორთა
შემოქმედება; უპრინციპოდაა შერჩეული თარგმანებიც, რაც ჟურნალის ეკლექტიკურ ხასიათს
განაპირობებს. ჟურნალს აკლია შესაფერისი გაფორმება, უხვადაა დაშვებული კორექტურული
შეცდომები. არც ტექსტიდან და არც სარჩევიდან არა ჩანს, ზოგიერთი ნაწარმოები რომელი
ავტორისაა ან ვინ არის მისი მთარგმნელი. უფრო ხშირად არ არის დასახელებული თარგმნილი
თხზულების ავტორი, რის გამოც მკითხველმა ავტორად შეიძლება მთარგმნელი მიიჩნიოს. გ.
ერისთავის „ცისკარში“ არ გვხვდება არც ერთი კრიტიკული სტატია. ამგვარი სახის ნაკლოვნებები
ჟურნალის ხელში აღებისთანავე თვალში საცემია. ჟურნალის პირველობის გამო მის ბევრ ნაკლს
ობიექტური გამართლება მოეძებნება. მასში პირველად გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის,
დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ
ბარათაშვილის თხზულებანი, რომლებიც, შესაძლოა, პუბლიკაციამ დაკარგვასაც გადააარჩინა.
ვორონცოვის გადადგომის შემდგომ, გიორგი ერისთავმა ვეღარ შეძლო თეატრისა და ჟურნალის
ხელმძღვანელობა. ამ ყოველივეს დაერთო ოჯახური უბედურებაც. ის იძულებული გახდა
სოფელში დაბრუნებულიყო და შვილი აღეზარდა.

2. ილია ჭავჭავაძის საპროგრამო ნაწარმოებები


„მგზავრის წერილებში“ გადმოცემულია ავტორის შეხედულებები და მოსაზრებები უაღრესად
მნიშვნელოვან საკითხებზე; მწერლის პირველი მიზანი საქართველოში რეალისტური
პრინციპების დამყარებაა, რადგან სწორედ ასეთი სახის ლიტერატურას შეუძლია ერის
გამოფხიზლება მისი ნაკლოვანებების წარმოჩენით. ამიტომაც მსჯელობს ილია რუსი
მხატვრების სურათებზე „ლამაზად გამოყვანილი“, სინამდვილეში კი სქელკისერა, ბრიყვი,
პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი“იამშჩიკის“ შესახებ, რომელსაც „უადამიანო და
პირუტყვული მიხვრა-მოხვრა“ აქვს. მწერალი ყურაღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ სხვა სურათს
ვხედავთ რეალობაში და სხვას _ ხელოვნებაში. ილია ხელოვანთა ასეთ სიბრმავეს „მამულის
კვამლით“ ხსნის, რადგან მამულის სიყვარული ადამიანს ხშირად ხელს უშლის თავისი ქვეყნის
„ცუდის“ დანახვაში. ილია სამშობლოს ამგვარი სიყვარულის უარმყოფელია: „ოჰ, მამულის
კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს, რომ ჩვენ
საკუთარ უბედურებასაც ვერა ვხედავთ“. თავად ილია ცდილობს მთელი სიმართლით აღწეროს
თავისი ქვეყნის სინამდვილე, საქართველო იძულებულია რუსეთს ფეხდაფეხ მისდიოს, რუსეთის
ქვეშევრდომს კი განვითარება არ უწერია. ნაწარმოებში რუსეთის სახე პირდაუბანელი და
თმადაუვარცხნელი, პირუტყვის მსგავსი „იამშჩიკია“. რუსეთის განვითარება და წინწასულობა
„ფოსტის პოვოსკით“ გამოიხატება, რომელიც ადამიანს ტვინს ულაყებს და გულ-მკერდს
უდღვიბავს. ევროპა, ფრანგის სახით, დასცინის რუსეთს, რომელსაც ამგვარი ეტლის
გამოგონებაში არავინ შეეცილება. საქართველოს შვილი _ მგზავრი _ კი იძულებულია ამ
„პოვოსკას“ გამოალაყებინოს თავი. „მთელი რუსეთი მაგით დადის, და მე რა ღმერთი გამიწყრება,
რომ დამიშავდეს რამე“, _ ამბობს ილია; რაზედაც ევროპელი მიუგებს: _ „იმიტომაც არის შორს
წასულიო“. ევროპას უფლება აქვს დაცინვის, ევროპელს _ ხელის მაგრად ჩამორთმევის რადგან
საფუძვლიანად თავდაჯერებული და ამაყია, ქართველს კი სამხიარულო არა სჭირს რა და ამის
უფლებაც არა აქვს. თუ „იამშჩიკი“, ეს ერთი შეხედვით გასაცოდავებული კაცი, ევროპელის
დაცინვას ყურადღებას არ აქცევს, ქართველს მრისხანედ უბღვერს, თითქოს ემუქრება: „შენც
ეგრეო?!“ ამ პირდაუბანელშიც კი მჟღავნდება იმპერიალისტური ბუნება. მეორე თავში ილია
დასცინის ქართველ კაცს, რომელსაც რაღატომღაც არ მოსწონს „თერგდალეულები“, ანუ რუსეთში
განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდები, ფრიად საფუძვლიანი მიზეზის გამო _ რომ
ისინი თერგდალეულები არიან. ქართველობა „დარღვეულია“ რადგან განათლებას მხოლოდ
გადაგვარებული და ურწმუნო თუ დაიწუნებს.
ილია ცდილობს იპოვოს ამ გადაგვარების, დაბეჩავების მიზეზები; ქართველი ამჯერად თერგის
სახეს იღებს, რომელიც ვლადიკავკასთან „ისე დამდორებულა, თითქო ან როზგ-ქვეშ არის
გატარებულიო, ან დიდი ჩინი მიუღიაო“, აქ ის აღარ ამართლებს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს:
„თერგი რბის, თერგი ღრიალებს,’’ თუმცა გრიგოლ ორბელიანის სახელი არ უხსენებია, მაგრამ
მისი ლექსის მოხმობით ილიამ მიანიშნა მამათა თაობაზე და დაადანაშაულა ის გრძნობის
განელებაში, რაც იმპერიის შიშით ან ჩინებისადმი სწრაფვით ახსნა, ხოლო ქართველის წახდენის
მთავარ მიზეზად ეროვნული ნიადაგიდან მოწყვეტა, სხვა ქვეყნის ფეხის ხმისადმი აყოლა
დაასახელა: „შეიძლება იქ თერგი იმიტომ მიჩუმებულა, რომ მობანე კლდენი გვერდთ არ ახლავს“
. ილია თვლის, რომ უმოქმედობა ცოდვაა: ცოდვაა არა მხოლოდ ეროვნული უმოქმედობა, ბედს
შეგუება, არამედ ადამიანის უმოქმედობაც. მამულიშვილი კი, რომელიც ილიასათვის
სათაყვანებელი ადამიანია, იმით გამოირჩევა სხვათაგან, რომ „ძილშიაც არა სძინავს ქვეყნის
უბედურობით გულ-აღტკინებულსა“. ლარსის „სტანციაში“ გაჩერებული მწერალი ჩაის
მოლოდინში აყალიბებს მსჯელობას განათლების მნიშვნელობის, ოთხი წელიწადი, მარტივად
რომ ვთქვათ, სწავლის პერიოდი, ძალიან დიდი დროა, საუკუნეა იმისთვის, ვინც თავის ქვეყანას
მოშორებია. ეს ოთხი წელიწადი, ილიას აზრით, „ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს
სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული“. ის ამ ოთხ
წელიწადში მხოლოდ ცოდნის მიღებასა და დაგროვებას არ გულისხმობს, ეს ცოდნა ქვეყნისათვის
სასარგებლო უნდა იყოს. ის უნდა გახდეს საფუძველი, რომ ტვინსა და გულში გამოკვანძული
კვირტიდან ძაღლყურძენა კი არ გამოვიდეს, არამედ ბრწყინვალე მტევანი, რათა საბოლოოდ ამ
ოთხი წელიწადის მიერ გადებული ბეწვის ხიდი ადამიანს ფეხთა ქვეშ არ ჩაუტყდეს, რომ თავის
ცოდნით შეძლოს ვალის მოხდა ღვთის წინაშე. განათლება ილიასათვის და ზოგადად ჩვენი
წინაპრებისათვის არ ნიშნავდა მხოლოდ ცოდნის მიღებას, განათლებას უნდა მოჰყოლოდა
სულიერი სიმაღლე, ღვთის რწმენა, ამიყომაც იყო ის გზა სიბნელიდან სინათლისაკენ.
განათლების მიღებით არ ამოიწურება ადამიანის ვალი. მას სხვა საზრუნავი მოსდევს, როგორ
გამოიყენებს ის თავის განათლებას სამშობლოს საკეთილდღეოდ; მშობელი ქვეყანა მიიღებს მას,
შეითვისებს, უამბობს თავის გულისტკივილს და თავადაც გაიგებს მის სიტყვას. აქ ილია
აყალიბებს მწერლის მოვალეობას, რომელიც მხოლოდ სიტყვის თქმა არ არის. ეს სიტყვა უნდა
იყოს „ღვთის სიტყვა“, რომლითაც მწერალი ქვეყანას გულისტკივილს მოურჩენს, დავრდომილს
აღადგენს, მტირალს ცრემლს მოსწმენდს, ჩაუნერგავს ადამიანებს იმედს, გააერთიანებს ერს. ეს
არის წადილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რომლის სათავეშიც უნდა იდგეს
მწერალი, რადგან ერის წინამძღოლობა მისი მოვალეობაა:
„ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა“ - ეს დიდი მისია პოეტს ილიამ და აკაკიმ დააკისრეს.
თერგისა და მყინვარის შეპირისპირებით ილია კვლავ უბრუნდება მწერლობის მისიას. მას არ
მოსწონს ცხოვრებიდან განზე დგომა, ამაღლებულ თემებზე მსჯელობა ცხოვრებისაგან
მოწყვეტილად. ილია პირდაპირ გვეუბნება, რომ „თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის
ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის. იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის
ქვეყნის უბედურების ნაცარ-ტუტა. მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა.
ციცია _ როგორც უკვდავება და ჩუმია _ როგორც განცხრომა“. ილია არ უარყოფს, რომ
მწერლობის სიმაღლეწთა მიღწევა სხვა ლიტერატურული მიმართულების დროსაც შესაძლებელია,
მაგრამ მისთვის მისაღები მხოლოდ რეალისტური ლიტერატურაა, რომელსაც ერის
გამოფხიზლება შეუძლია.
სულ სხვა ვითარება გვაქვს დღისა და ღამის შეპირისპირების დროს. ღამე არის წყვდიადის,
დუმილის, ძილის დრო; დღე არის სინათლის, განათლების, მოქმედების, ბძოლის სიმბოლო.
ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს არა მხოლოდ როგორც სინათლე და სიბნელე, არამედ
ცოდვა და მადლი, ურწმუნოება და რწმენა. თერგისა და მყინვარის, დღისა და ღამის
შეპირისპირებები კვეთს ერთმანეთს, მაგრამ იდენტური არ არის. ამ შეპირისპირებათა შემდეგ,
გათენების ფონზე ილია ხატავს გაღვიძებულ ადამიანს: ასეთი ადამიანი მამულიშვილია.
მღვიძარების მოტივი ილიას შემოქმედებაში მამულის სიყვარულთან ერთად რწმენას, ადამიანის
სულიერ ამაღლებას უკავშირდება. „იამშჩიკი“ მძინარეა, ჯერ არ გამოფხიზლებული, ლელთ-
ღუნია კი ფხიზელი თვალით წუთისოფლის მოყურიადე, რომელიც კარგად ხედავს ცხოვრების
კანონზომიერებას. მოხევის საუბრიდან ილია ერთ უმთავრეს აზრს გამოჰყოფს _ „ჩვენი თავი
ჩვენადვე გვეყუდნესო“. ეს არის მისი უპირველესი სატკივარი. რეალისტური ლიტერატურის
დამკვიდრება, ცოდნა-განათლების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება, მწერლობის მიერ ერის
გაერთიანება, ერის წინამძღოლობას და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა - ეს იყო
პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებული მგზავრის ამოცანებიცა და ვალიც.

„აჩრდილი“ პოემა „აჩრდილში“ დახატულია განზოგადებული სურათები ჩვენი ქვეყნის


წარსულიდან და აწმყოდან. პოეტის მომავლისადმი დამოკიდებულებაცაა ნაჩვენები და ყოველივე
ეს გააზრებულია ქრისტიანული მოტივებით, რომლებიც ასე უხვად გვხვდება ილიას ლირიკაში;
პოემა დიდებული მზის აღმობრწყინებით იწყება, რომელიც „ანათლებს“ „ბნელსა და მშიშარ
ქვეყანას“, ქვეყანას, რომელსაც არ სწამს თავისი მომავალი და განკითხვის დღეს ელის (შდრ.
ილიას პოემა „განდეგილთან“, რომელშიც მზე წარმოგვიდგება, როგორც „ცხოველი ხატი ღვთის
დიდებისა“). ერთი შეხედვით ქვეყანა მშვიდია, მაგრამ მისი სიმშვიდე ვერ ხიბლავს „უნდო
გონებას“. ილიას კი სწორედ იმის ჩვენება სურს, რომ „უნდო გონება“ ვერც მოიპოვებს მადლს,
რადგან მას არ შესწევს უნარი ღვთაებრივის აღქმისა. უნდობლობა ნდობად უნდა იქცეს რომ
მორწმუნეზე მადლი გადმოვიდეს. პოეტის აზრი ორი მიმართულებით იშლება _ ნაჩვენებია
უნდო, ურწმუნო ადამიანი და მისი ქვეყნის დუმილი. ილიასათვის ორივე სახე თითქმის
იდენტურია. ორივე უმოქმედობისა და ურწმუნოების მიმანიშნებელია. ადამიანის უმოქმედობა
ქვეყნის უმოქმედობას იწვევს; უმოქმედო ქვეყანას კი ღვთის მადლი ტოვებს. პოემაში დახატულია
ადამიანის განწმენდის პროცესი, რომელიც ეჭვის გაფანტვით იწყება; მას მოჰყვება „მაცხოვნებელი
ნუგეში“ და ბოლოს იმედი და რწმენა. რწმენა და სიყვარული ერთმანეთისაგან განუყოფელია.
რწმენა სულიერი სიცოცხლეა, ურწმუნოება _ სიკვდილი. სიყვარული და რწმენა გულის ხედვას
ხსნის, ადამიანს ეწმინდება ხედვა და სმენა: თვალებს შორდება ურწმუნოების სიბნელე, ყურებს
ეხსნება ბუნების ენის გაგების სიძნელე და ადამიანს ესმის ბუნების მეტყველება. ბუნება მას უცხო
ხილვებს წარმოუდგენს. ხილვა მისტიკური აღქმის შედეგია: ამ დროს გონების გამოთიშვით _
ხილვით და არა რეალურად _ ადამიანის გონებაში შემოდის და მკვიდრდება ღვთაებრივი
სიბრძნე. ხილვის დროს წარმოგვიდგება მოხუცებული კაცი, რომელიც აბსტრაქტული
მხატვრული სახეა. მოხუცი, როგორც ქვეყანა, არის მშვიდი, უძრავი, უხმო, დაფიქრებული. თუ
უძრაობა ურწმუნოებაა, მოხუცი არ უნდა ჰგავდეს მას. ილია ორგვარ უძრაობას განასხვავებს:
ერთია უმოქმედობა და ურწმუნოება, მეორე კი ღვთაებრივი სიმშვიდე. მოხუცი სწორედ
სიმშვიდის მატარებელია, რადგან არაამქვეყნიური არსებაა, ხილვითი რეალობაა; ის
„საქართველოს უკვდავი სულია“. ის ზეციური საქართველო უნდა იყოს, რომელმაც იცის თავისი
ერის წარსულიცა და აწმყოც და ზრუნავს მის მომავალზეც. მოხუცი საქართველოს ბუნებიდან ორ
მდინარეს გამოჰყოფს: თერგსა და არაგვს. ეს არ არის შემთხვევითი. თერგი ილიასათვის
მოძრაობის (ცხოვრების, სიცოცხლის) სიმბოლოა. ორივეგან ილიას ერთი მიზანი აქვს _ არ უნდა
შედრკე, საშიშ ხმებში მშობლიური უნდა ეძიო.
ის ახსენებს გაუქმებულ ტაძარს. რომელიც ურწმუნო ქვეყანაა. ილიას ნააზრევი და მის მიერ
გამოყენებული ქრისტიანული სიმბოლიკა ზედმიწევნით მიჰყვება გრიგოლ ორბელიანისას
ლექსიდან „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში". მანამდე იქნება სამშობლო „გაუქმებული“,
ვიდრე მისი ძე „საზოგადო ცხოვრების დენას“ რწმენით არ განსჭვრეტს, „მცნების ნათლით ზე-
აღზიდულ, ამაღლებული“. ამაღლება ივერიის ძემ უნდა მოიპოვოს „მცნების ნათლით“, რაც
მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობაა. მანამდე კი იქნება უიმედო, შეწუხებული, უნდო,
ტანჯული და უძლური. ყველა ზემოთ გამოთქმული ეპითეტი ურწმუნოების სიმბოლოებია.
როგორც ვხედავთ, ილიას შემოქმედებაშიც, ისევე როგორც ქართულ აგიაგრაფიაში, ქვეყნის ხსნის
გზა რწმენითი თვითშემეცნებაა. ერში მომზადდეს ნიადაგი „მხსნელის“ დაბადებისა. ამისთვის
საჭიროა კონკრეტული გმირობა, რომელიც ხალხისთვის მისაბაძი გახდება. ხალხი მასზე
სიმღერას შეთხზავს, რომელიც საუკუნიდან საუკუნეს გადასცემს თავდადებულის ამბავს. ეს
სიმღერა ხმლის ტარზე აუთრთოლებს ჭაბუკს ხელს, მოხუცს ახლად ცხოვრებას მოანდომებს,
დედა აკვანში დამღერებს შვილს და მის გმირად დაბადებას ინატრებს; უფრო ხშირად კი
ქალწული იმღერებს მასზე და მომავალი გმირიც ამ სიმღერით დაიბადება. „სიმღერა“ (იგივე
პოეზია) საზოგადოებრივ აზრს შექმნის, გააჟღერებს, რა უნდა იყოს იდეალი. ილიამ (სხვა
ფუნქციებთან ერთად) პოეზიას კიდევ ერთი მოვალეობა დააკისრა _ მან თავდადება უნდა ასახოს,
დავიწყებისაგან გადაარჩინოს, ხალხში გაავრცელოს, ხალხის აზრი მისკენ მიმართოს და ამით
ხელახალ გმირობას შეუწყოს ხელი; ილიამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში არიან ისეთები
ადამიანებიც, რომელთა არსებაშიც კრთება ღვთის ნაპერწკალი _ მადლი; მათი გული ქვეყნის
წახდომას არ ეგუება და ისინი იბრძვიან მამულისათვის. პოეტი ქვეყნის უბედურებას ასეთ
ადამიანთა არარსებობაში კი არა, მათ ცალ-ცალკე ყოფნაში ხედავს. პოეტი ხატავს იდეალური
ქვეყნის სახეს, რომელშიაც ნათლად აისახება ქრისტიანული წარმოდგენები სამოთხეზე: აღარ
იქნება ძარცვა და რბევა, ერთად მოსძოვს ცხვარი და მგელი, დაფასდება სათნოება და
კაცთმოყვარება, პირველ რიგში კი _ ადამიანის ნიჭი და შრომა, თავისუფლებაზე სიმღერა
„ტკბილ ლოცვასავით“ გაისმება.
„აჩრდილის“ XV თავი მთლიანად ქრისტიანული რწმენის ქადაგებას ისახავს მიზნად. ქვეყნის
ისტორიული წარსულის გახსენებისას აჩრდილი ყურადღებას ამახვილებს ერთ მნიშვნელოვან
მომენტზე _ ქართველი იბრძოდა ორი რამისთვის _ მამულისა და რჯულისათვის, „ორივ დაიცვა“
და „ყველა მათ ანაცვალა“. „მართალი ცხოვრების“ აღდგენისათვის ილიას კავკასიის ხალხთა ერთ
მდინარედ გაერთიანება მიაჩნია საჭიროდ, ანუ სახავს კავკასიის ხალხთა ერთობლივ ბრძოლას
რუსეთის იმპერიის წინაარმდეგ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ქვეყნის
ბედნიერებას რწმენაში ხედავს, ხოლო პოლიტიკური ბრძოლის გზად კავკასიის _ სხვადასხვა
ერისა და რწმენის _ ხალხთა გაერთიანება მიაჩნია რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სოციალური
თანასწორობა მას პოლიტიკურად განთავისუფლებულ, მორწმუნე ხალხის შეგნებაამაღლებულ
ქვეყანაში მიაჩნია შესაძლებლად, რომელშიც განთავისუფლებული მონა სხვის დამონებას კი არ
შეეცდება, არამედ შრომითა და ნიჭით დააფასებს მოძმეს..

ბილეთი #8

1. სოლომონ დოდაშვილის ღვაწლი.


მეცნიერის მსოფლმხედველობას ორი საყრდენი აქვს _ ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი
ერთიანობის იდეა და ევროპეიზმის დამკვიდრება ქართულ სინამდვილეში. ევროპეიზმი
საქართველოსთვის არ იყო უცხო მოვლენა, ქართული კულტურა ძველთაგანვე მის ნაწილს
წარმოადგენდა. სოლომონ დოდაშვილის აზრითაც, რომელსაც მთელი მისი მოღვაწეობა
ადასტურებს, ევროპეიზმი იყო ეროვნული თავისთავადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა.
„მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან შეუძლებელია დავასახელოთ რომელიმე ქართველი
ინტელიგენტი, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისით სოლომონ დოდაშვილს
გაუტოლდებოდა. იგი, როგორც მწერალი-ჟურნალისტი, უშუალო გავლენას ახდენს მთელს მოწინავე
ქართველს ინტელიგენციაზე, ხოლო როგორც მეცნიერი-ფილოსოფოსი ხმას აწვდენს იმდროინდელი
რუსეთის იმპერიის ყველა კუთხეს, სადაც კი უმაღლესი განათლების კერა არსებობს“
სოლომონი ბეჯითად მეცადინეოდა უნივერსიტეტში და პარალელურად პედაგოგიურ
მოღვაწეობასაც აგრძელებდა. პეტერბურგმა ახალგაზრდა სტუდენტზე დიდი გავლენა მოახდინა და
განსაზღვრა მისი შემდგომი საქმიანობა. რუსეთში ყოფნისას შეისწავლა ლიტერატურა და
დაუკავშირდა იქაურ მეცნიერებს. მისი შემოქმედება მცირე მოცულობისაა. ამის მიზეზი მისი
ნაადრევი გარდაცვალებაა. მიუხედავად სიმცირისა, მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია, ვიდრე
მრავალრიცხოვან ნამუშევარს ექნებოდა. დოდაშვილის მხოლოდ ორი სახელმძღვანელო _ „ლოგიკა“
და „შემოკლებული ქართული გრამატიკა“ _ საკმარისია ამ აზრის დასტურად. არსებობს
დოდაშვილის ნაშრომთა ნუსხა, რომელიც თავად ავტორს შეუდგენია და იონა ხელაშვილისთვის
გადაუგზავნია ერთ-ერთი მიმოწერის დროს.
„ლოგიკა“ თვიდან გამოსცა რუსულ ენაზე. ეს ნაშრომი წლების განმავლობაში რუსეთში ერთადერთი
სახელმძღვანელო იყო, რომლითაც ეს საგანი და კურსი ისწავლებოდა. ნაშრომს დიდი წარმატება
ხვდა წილად, მის დაბეჭდვას რამდენიმე წამყვანი ჟურნალი გამოეხმაურა დადებითი შეფასებებით.
ქართველი ფილოსოფოსის აზრით, ადამიანის სრულყოფილი განვითარება, მის მიერ ამქვეყნიური
დანიშნულების შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაშია შესაძლებელი.
მან ადამიანის მიზნად თავისუფლებისათვის ბრძოლა მიიჩნია, ხოლო თავისუფლების ჭეშმარიტ
სამეფოდ და საკაცობრიო კულტურის განვითარების საბოლოო მიზნად მშვიდობა დასახა.
„ლოგიკაში“ სოლომონ დოდაშვილმა წინადადებისა და მისი შემადგენელი კომპონენტების არსიც
გადმოსცა: ენა ზროვნების პროდუქტია. აზრი, მსჯელობა წინადადების საშუალებით გამოიხატება.
წინადადება სხვა არაფერია, თუ არა შემასმენლისა და ქვემდებარის დაკავშირება. წინადადების აგება
იმ კანონებს ექვემდებარება, რომელთა მიხედვითაც მსჯელობა მიმდინარეობს. წინადადება,
მატერიის რაოდენობის მიხედვით, არის მარტივი ან რთული. წინადადება, რომელშიც ერთი
ქვემდებარე და ერთი შემასმენელია, მარტივია, ხოლო ის წინადადება, რომელშიც შეერთებულია
განსჯის მრავალი ქმედება, რომელშიც რამდენიმე ქვემდებარე და შემასმენელია, რთულია.
სოლომონს გათვიცნობიერებული აქვს, რომ სამყარო მთლიანად შესწავლილი არაა, რთულია
ბევრი მოვლენისა და კანონის ახსნა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სამყარო მაინც მოძრავია,
მრავალფეროვანი და ცვალებადი. ის დოდაშვილი აღნიშნავდა, რომ ადამიანს აქვს ისეთი შინაგანი
ძალა, რომელიც გამოარჩევს მას სხვა არსებებისგან და სწორედ ეს შინაგანი ძალა ხდის მას
განსაკუთრებულს. მის შემოქმედებაში განათლება განმსაზღვრელი ფაქტორია. მეცნიერს სწამდა, რომ
საქართველოში განათლების დონე წარსულში მაღალი იყო და მომავალშიც მაღალი იქნება. მისი
დიდი სურვილი იყო თბილისში სახალხო ბიბლიოთეკის დაარსება, ხელნაწერთა გადაწერა-
გამრავლება, ლიტერატურული ჯგუფების დაარსება, ეს უკანასკნელი განახორციელა კიდეც.
სოლომონს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი უშუალოდ ქართულ მწერლობაზე. განსაკუთრებით
საინტერესოა „მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა“. პირველი
საკითხი, რომელზედაც ის მსჯელობს, არის ქართული დამწერლობის წარმოშობა. ის აღნიშნავს, რომ
ძნელია ზუსტად დადგენა იმ დროისა, როდესაც ქართული ენა ჩამოყალიბდა. დოდაშვილის აზრით,
ქართული ანბანი შემოღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მეფე ფარნავაზის დროს. დათარიღებაში
მეცნიერი ეყრდნობა „ქართლის ცხოვრებას“. შედარებით ვრცლად და ღრმად მსჯელობს დოდაშვილი
ქართული მწერლობის შესახებ. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველები ხელოვანი და ნიჭიერი
ხალხია; ქართველი მეფეები გამორჩეულ ახალგაზრდებს საბერძნეთში აგზავნიდნენ განათლების
მისაღებად. ის განსაკუთრებული პატივით იხსენებს თამარ მეფისა და რუსთაველის ეპოქას,
რომელსაც ოქროს საუკუნეს უწოდებს. დოდაშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვანია ქართული
კრიტიკის ისტორიისათვის, რადგან მისი სახით ძველი ქართული მწერლობის მეცნიერული
შესწავლის საწყის ეტაპტან გვაქვს საქმე. სოლომონი ქართულ ლიტერატურას ოთხ პერიოდად
ჰყოფს: პირველ პერიოდს სახელს არ არქმევს, მეორე „ოქროვანი საუკუნეა“, მესამე _ ბარბაროსთა
თავდასხმების ეპოქა, ხოლო მეოთხე _ „აღდგინების ეპოქა“. უთუოდ დიდია ნაშრომის მნიშვნელობა
ქართული სალიტერატურო კრიტიკის ისტორიაში. სოლომონ დოდაშვილს ეკუთვნის ორი წერილი
საქართველოს ისტორიის საკითხებზე. ერთში გადმოცემულია მეფე ერეკლეს ცხოვრება.
მის კალამს ეკუთვნის „შესხმაც“. ჟურნალი მკაცრი ცენზურის კონტროლით გამოდიოდა, ამიტომ
სავალდებულო იყო მონარქიული ხელისუფლების ქებაც. „შესხმაში“ მონარქის _ ნიკოლოზ
პირველის _ დიდება ისეა წარმოდგენილი, რომ მასში გადანაწილებულად და შეფარვით
გამოხატულია მწერლის ნამდვილი სათქმელი _ მოწოდება ქართველი ახალგაზრდობისადმი,
თავდაუღალავად იშრომოს და თავგანწირვით იბრძოლოს მამულის კეთილდღეობისათვის;
ნაწარმოებში ჩანს იმედიც, რომ დავიბრუნებთ წარსულ დიდებას, გავუთანასწორდებით ევროპის
ხალხებს.
გარდა პუბლიცისტიკისა, სოლომონ დოდაშვილის კალამს ეკუთვნის თარგმნილი და
ორიგინალური მხატვრული თხზულებები. მისი სახელით ჟურნალში დაიბეჭდა მოთხრობა _
„ელენა“ და ხელმოუწერლად მოთხრობა „ჟინევრა“ . გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი ნათარგმნი
უნდა იყოს, თუმცა დამადასტურებელი არგუმენტები მკვლევარებს არ მოეპოვებათ. „ელენაში“
დასმულია ძალზე საყურადღებო საკითხი - ქალთა უფლებები. სოლომონ დოდაშვილის მხატვრული
მემკვიდრეობა არაა ბოლომდე დაზუსტებული. ამის მიზეზებია: მისი გადასახლება, სახლის
გაჩხრეკა და იქ არსებული ხელნაწერების მომობნევა; აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ჟურნალში
ხშირად ხელმოუწერელი მასალა იბეჭდებოდა. მის მხატვრულ მემკვიდრეობას მაინც დიდი
მნიშვნელობა აქვს ქართული ლიტერატურის ისტორიაში რადგან ეს ნაწარმოებები მკითხველამდე
მივიდა;

2. გაბრიელ ქიქოძის მეცნიერულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა

1854 წელს გერასიმე აკურთხეს მღვდლად. ამავე წლიდან პარალელურად მუშაობდა თბილისის
კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო რჯულის მასწავლებლად. ზნეობრივი ცხოვრების
საუკეთესო საშუალებად სემინარიის ინსპექტორს გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან
შენაცვლება მიაჩნდა. თუ წინათ სემინარიაში ცუდ ტონად ითვლებოდა სხვადასხვა ფიზიკურ
თამაშებში მონაწილეობა, გერასიმემ სულ სხვა თვალთახედვა დანერგა. ის თამაშს მიიჩნევდა
აუცილებელ მეცადინეობად არა მარტო სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც. ყოველდღე,
ნასადილევს, რამდენიმე საათის განმავლობაში ათამაშებდა ბავშვებს ჰაერზე, აჩვევდა
მოხერხებულობას, სისწრაფეს, თვითონაც ამ დროს ეზოში იყო და შეშას აპობდა, ან აივნიდან
ადევნებდა მათ თვალყურს. განსაზღვრულ დროს სემინარიის ეზოში თამაშობა წყდებოდა და
ისადგურებდა სრული სიწყნარე, მოსწავლეები იწყებდნენ მეცადინეობას. ასეთი ცხოვრების წესის
შედეგად სემინარიაში შემცირდა ბავშვთა „საიდუმლო ბიწიერებანი“, შემცირდა დაავადებათა
რიცხვიც, რადგან სასარგებლო თამაშები ბავშვთა ჯანმრთელობაზე აისახებოდა. მოსწავლეთა
სწავლაში წარმატებას კი ხელი შეუწყო მეცადინეობის ახალმა სისტემამ. გაზეპირების ნაცვლად
ინსპექტორმა მოსწავლეებს გამოუცხადა, რომ მის საგნებში სახელმძღვანელოები არ შეეძინათ,
გაკვეთილები კლასში არ ჩაეწერათ, მხოლოდ ყურადღებით მოესმინათ მისი ახსნა-განმარტება
კლასში. ის გაკვეთილს ხსნიდა მთელი სიმარტივით, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვებისა და
ფრაზების გარეშე, იმეორებდა მას რამდენჯერმე, შემდეგ კი ამეორებინებდა საუკეთესო
მოსწავლეებს მანამ, სანამ გაკვეთილი ბოლომდე არ იქნებოდა ათვისებული. გაკვეთილების
დასრულების შემდეგ ეს მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ აეხსნათ მასალა დანარჩენი
ამხანაგებისათვის მის სრულ შეთვისებამდე. ამ სისტემამ, მართალია, მოითხოვა პროგრამის
განახევრება, მაგრამ სამაგიეროდ საგნის არსებით და მნიშვნელოვან ნაწილს ყველა მოსწავლე
ითვისებდა შეგნებით. აღსაზრდელებმა კარგად იცოდნენ, რომ ცოდნის მიღება მათ შეეძლოთ
მხოლოდ მასწავლებლის ცოცხალი სიტყვიდან და არა სახელმძღვანელოდან, ამიტომ
გაკვეთილებზე სმენად იყვნენ გადაქცეულნი. ინსპექტორის ეს ხერხი სემინარიის ახალგაზრდა
მასწავლებლებმაც გადაიღეს და ზუთხვის მეთოდი გააუქმეს. თუ მანამდე ფიზიკას მოსწავლეები
ცდის გარეშე სწავლობდნენ, რადგან არ იყო სემინარიაში ფიზიკის კაბინეტი, ქიქოძემ იზრუნა
ისეთი სრულყოფილი კაბინეტის შესაძენად, რომლის მსგავსი მაშინ თბილისში არ იყო.
დროგამოშვებით ამ კაბინეტით ინსპექტორი საერო სასწავლებლებსაც. საღამოს სემინარიის აივანზე
გაცხოველებული აზრობრივი პაექრობა მიმდინარეობდა მასწავლებლებს შორის, ეს მოსწავლეთა
თვალწინ ხდებოდა, ამიტომ მათაც უღვიძებდა ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს გონებრივი
საქმიანობისადმი. ინსპექტორის სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი იყო, მის ყველა მოქმედებას
განსაზღვრავდა სამართლიანობა. თუ წინა წლებში სემინარიის აღსაზრდელები უწესო საქციელს
სჩადიოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მასწავლებლებს, ერთი ინსპექტორი კიდეც სცემეს, მსგავსი
რამ არ ხდებოდა გერასიმე ქიქოძის სემინარიაში მოღვაწეობის პერიოდში, ხოლო მას შემდეგ, რაც
მან დატოვა სემინარია, კვლავ გაგრძელდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის უთანხმოებანი,
რაც ერთის ან მეორის მხრიდან შეურაცხყოფით და აღსაზრდელების სემინარიიდან გაგდებით
სრულდებოდა.
მან ერთდროულად დაასაფლავა საყვარელი ცოლი და ოთხი შვილი. ოჯახის დაკარგვა ღვთის
ნებად მიიჩნია და ბერად აღიკვეცა. მან მეცნიერული მუშაობა მაინც განაგრძო და დაასრულა
„ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“. უმთავრესად მქადაგებლურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.
გაბრიელს ჩააბარეს სამღვდელო და სადიაკვნო ადგილების მოსაპოვებელი გამოცდებიც. თუ ადრე
ამ თანამდებობებზე დანიშვნა მხოლოდ ძღვენით ხდებოდა, არქიმანდრიტმა შეიმუშავა ზუსტად
განსაზღვრული საგამოცდო პროგრამა, ის მკაცრად მოითხოვდა პროგრამით გათვალისწინებული
მასალის შეგნებულ ცოდნას. მან შესთავაზა გამოცდის ჩაბარების მსურველებს პრაქტიკული გზა.
ახალგაზრდა ეპისკოპოსის სამოღვაწეო სარბიელი რთული იყო, მოითხოვდა დიდ
პასუხისმგებლობას და მთელი ძალ-ღონის კონცენტრაციას. გაბრიელი ჩვეული თავდადებით
შეუდგა საქმიანობას, ამასთანავე განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას, რაშიც დიდ სიამოვნებას
ნახულობდა. ის აღადგენდა დანგრეულ ტაძრებს, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე,
აარსებდა სკოლებს, ქადაგებდა დიდ ქალაქებში და უფრო მეტად _ სოფლებში, უპირველესად
თავისი ცხოვრებით იძლეოდა მაღალი ზნეობის მაგალითს.
გაბრიელ ეპისკოპოსი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-
ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. მისი თაოსნობით ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოში ასზე
მეტი სამრევლო სკოლა და მრავალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ის იყო ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მოღვაწეც. ამ მხრივ უპირველესად აღსანიშნავია მისი
თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის
აღსადგენად. გაბრიელ ეპისკოპოსს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის
ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე, ებრძოდა მუნჯური მეთოდით სწავლებასაც,
რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. გაბრიელ ეპისკოპოსმა
წერილებით გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების
მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას. ის თვლიდა, რომ
ხალხის ინდივიდუალურობის გამომხატველი სწორედ ენაა, თავის ენას მოკლებული ხალხი
კარგავს ინდივიდუალურობას და უსარგებლო ხდება როგორც თავისი თავისთვის, ასევე
სხვებისთვისაც. ფართოდაა ცნობილი მისი ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოიცა ქართულ,
რუსულ და ინგლისურ ენებზე. გოგებაშვილი წერს: „არ გასულა ორი წელიწადი მათის დაბეჭდვის
შემდეგ, რომ ლონდონში გამოიცა ცალკე ლაზათიან ტომად მათი თარგმანი. ინგლისელებს ტყუილ-
უბრალოდ გარჯა და ხარჯი არ უყვართ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ყოვლად-
სამღვდელო გაბრიელის ქადაგებანი არამც თუ თვითონ ინგლისში წარმოითქმიან იქაური
პასტორების პირით, მრავალ კალონიებშიც-კი უთუოდ ხშირად დაამშვენებენ საეკლესიო
კათედრასა“. ქადაგებებში გასაგებადაა გამოთქმული ნებისმიერი შინაარსის საკითხი, თუ როგორ
უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ რელიგიურმა მოვლენამ ადამიანზე, მრევლზე, რათა ის სულიერად
დაიხვეწოს. მიიჩნევდა, რადგან ქალი კარგავდა თავის ბუნებრივ სისადავესა და თავმდმაგალითად.
მაგალითად, წარმოაჩენდა ქალთა ამაო მისწრაფებას სამკაულებისა და ფერუმარილისადმი, რასაც
არაქრისტიანულად აბლობას. კიცხავდა ადამიანის მავნე სენს _ დამბეზღებლობას, რითაც
საბოლოოდ თავისავე თავს ვნებდნენ დამბეზღებლები. ის მარტივად და გასაგებად უხსნის
მღვდელმთავარი თავის მრევლს, როგორ უსაბუთებს ქრისტისნულ ჭეშმარიტებას, რომ ცოდვით
ადამიანი მხოლოდ თავის თავს ვნებს.
დიდია გაბრიელ ეპისკოპოსის წვლილი ქართული გალობის შენარჩუნებისა და საგალობლების
ნოტებზე გადმოტანის საქმეშიც. ეს ის დრო იყო, როდესაც გაუქმდა სამღვდელმთავარო გუნდები,
სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებშიც აიკრძალა ქართული გალობა, სემინარიის
რექტორმა მოსწავლეებს უბრძანა, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები
მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც არაჰარმონიული, დაევიწყებინათ.
ამ ყოველივეს საპირისპიროდ თბილისში შეიქმნა „ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი“;
იმერულ-გურული კილოს საგალობლების აღდგენა გაბრიელ ეპისკოპოსმა ითავა. მისი ლოცვა-
კურთხევით ამ საქმისათვის 4000 მანეთი შეკრიბეს. მისი ღვაწლით საეკლესიო მუსიკის
ასეულობით უნიკალური ნიმუში შემოგვენახა. ეპისკოპოსის დევიზი _ „ყველაფერი სამწყსოსათვის
და არაფერი საკუთარი თავისსთვის“ გამოიხატა მის ანდერძშიც, რომელსაც გაბრიელმა შემდეგი
სიტყვები წაუმძღვარა _ „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“. მან მთელი თავისი ქონება
დაუტოვა სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებას, ქვრივ-ობლებსა და უპოვართ და არა თავის
მრავალრიცხოვან ნათესავებს, რომელთადმი ყოველთვის მამობრივ მზრუნველობას იჩენდა. ილიამ
მეტად შთამბეჭდავი სიტყვა წარმოსთქვა, რითაც სრულყოფილად თუ არა, შეძლებისდაგვარად
შეაფასა გაბრიელი ქიქოძის ეროვნული, სულიერი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მისი თქმით,
გაბრიელი იყო ის კაცი, რომელიც „სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა“.
გაბრიელ ეპისკოპოსის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ სასულიერო-სამეცნიერო
ნაშრომია, რაზედაც თავად სათაური მიგვანიშნებს. ავტორს სურს ფსიქოლოგია ააგოს არა
გონებრივი განჭვრეტის საფუძველზე, არამედ ცდის მონაცემებზე დაკვირვების გზით. მან
განიხილა სულის არსებობის აუცილებლობის იდეა, მის შემსწავლელ მეცნიერებად მან
ფსიქოლოგია მიიჩნია. გაბრიელი ზუსტად მიუთითებს, სად მთავრდება ფიზიოლოგიური კვლევა
და სად იწყება _ ფსიქოლოგიური. ნერვული სისტემისა და ტვინის გარეშე შეგრძნება არ აღიქმება,
მაგრამ ამავე დროს შეგრძნება არ არის ნივთიერი, შეიგრძნობს არა ტვინი, არამედ სული. ამბობს:
„ფიზიოლოგს, რომლის ამოცანასაც მხოლოდ ის შეადგენს, რომ გამოარკვიოს ადამიანის სხეულის
ორგანოების დანიშნულება და მოქმედება, შეუძლია აქ შეჩერდეს, რადგან მას არ სჭირდება ამის
იქით წასვლა; ფსიქოლოგმა კი, რომელსაც სურს შეისწავლოს ადამიანის უხილავი მხარე, სწორედ
ამ პუნქტიდან უნდა დაიწყოს თავისი კვლევა-ძიება“. მეცნიერ-ეპისკოპოსი მიდის დასკვნამდე:
„საწყისი ანუ სუბსტანცია, რომელიც ადამიანში ყველაფერს შეიგრძნებს და ამოძრავებს, სრულიად
განსხვავებულია ტვინისაგან და საერთოდ ყოველგვარი ორგანიზმისაგან. ეს არის
არასხეულებრივი, სულიერი სუბსტანცია, რომლის ძირითად ძალას შეგრძნება შეადგენს.“
„ადამიანში არ შეიძლება არ დავუშვათ არსებობა რაღაც ისეთი არამატერიალური არსებისა,
რომელიც სრულიად განსხვავდება მისი ორგანიზმისგან; სხვაგვარად ვერ ავხსნით იმას, თუ
როგორ წარმოიშობიან მასში შეგრძნებები“. ფიზიოლოგიური უნარების გაანალიზების შემდეგ
მეცნიერი საუბრობს სულის უნარების შესახებ, რომლებიც ორგვარია: შემეცნებითი და
სურვილისეული (ანუ მოქმედებისეული). შემეცნებით უნარებში შედის: ყურადღება, შედარება ანუ
მსჯელობა, გააზრება, წარმოსახვა, დასკვნა, მეხსიერება, ცნება. მოქმედებისეული უნარებია:
გასაჭირი, რომელიც აღძრავს ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, მოუსვენრობა,
სურვილი, ვნებები, იმედი, ნება ანუ ნდომა, საქმე და მოქმედება, აზროვნება.
მეცნიერული მსჯელობები გაბრიელ ქიქოძის ნაშრომში ყოველთვის უკავშირდება რელიგიურ
გააზრებას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისა, როგორებიცაა სიკეთე და ბოროტება, შური და
სიყვარული, იმედი და სასოწარკვეთილება, სირცხვილი და ამპარტავნება, რელიგიური სიხარული,
ადამიანის დანიშნულება და ა.შ. მეცნიერი სამარდჟამოდ გადაუწყვეტელ საკითხზეც მსჯელოს და
ასეთ მიაჩნია, თუ როგორ უნდა ავხსნათ სულის სხეულთან საბოლოო შეერთება (ანუ როგორ
აღიქვამს სული ორგანულ შთაბეჭდილებებს). ავტორი უაღრესად გასაგებად საუბრობს ურთულეს
პრობლემებზე, ღრმა და გონებამახვილური არგუმენტებით იცავს თავის პოზიციას საპირისპირო
თვალსაზრისებისაგან, რომლებიც იქვე მოჰყავს, რათა მკითხველსაც მისცეს არჩევანის უფლება.

ბილეთი #9

1. ალ. ჭავჭავაძის ცხოვრება და ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა


ის პირველ რიგში დიდი პატრიოტი გახლდათ. მონაწილეობდა კახეთის აჯანყების ჩახშობაში, წუხს,
რომ თავის ხალხთან უხდება შებრძოლება, მაგრამ იძულებულია დაემორჩილოს სამხედრო
დისციპლინას; ჭრილობას, რომელიც ამ ომში მიიღო, დამსახურებულად მიჩნევს, აღიქვამს, როგორც
საკუთარი ცოდვის შედეგს ქართველზე ხელის აღმართვის გამო. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში
არც ერთი საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენა არ ყოფილა, რომ მასში ალექსანდრე ჭავჭავაძეს
მონაწილეობა არ მიეღოს; შექმნა ლიტერატურული სალონი, რომელიც იმდროინდელი
საზოგადოებრივ-ლიტერატურული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. ამ სალონში თავს იყრიდნენ
როგორც ქართველი არისტოკრატები, ასევე რუსეთიდან და უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი წოდების
წარმომადგენლები.
ილიამ მისი ლირიკა ოთხ ნაწილად დაჰყო: 1. პირველს მიეკუთვნა ლექსები, რომლებიც „სუფრაზე
დაჰფრინავენ“; 2. მეორე ტიპის ნაწარმოებებს სატრფიალო უწოდა, რადგან მათში „ტრფობის ისრით
განნაწონი“ პოეტი „შეჰყეფს სატრფოს გულსაკლავად“; 3. გამოჰყო პატრიოტული ტიპის ლექსებიც,
რომლებშიც მგოსანი „შეჰკვნესს შავბედს ქვეყნისასა“; 4. მეოთხე კატეგორიას მიაკუთვნა დროთა
ცვალებადობის გამო სამდურავის ამსახველი ნაწარმოებები.
შემოქმედების პირველ პერიოდში პოეტი უმთავრესად საქართველოს დამოუკიდებლობის
დაკარგვაზე ჩივის და აგრძელებს ქართული ლიტერატურისათვის ტრადიციულ თემას _
პატრიოტიზმს. მის შემოქმედებას ეტყობა როგორც აღმოსავლური პოეზიის, ასევე, კონკრეტულად,
რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთა შემოქმედების ზეგავლენა. მისი მწუხარების
უპირველესი მიზეზი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვაა. პოეტს საქართველო პატიმრად
ეჩვენება, მის სენაკს უცხონი დარაჯობენ, რომლებიც პერიოდულად იცვლებიან, მაგრამ ბოროტება _
გველი _ ბოროტებადვე რჩება („ვისაც გსურთ). ყველაზე მეტად მტკივნეული პოეტისა და
მკითხველისთვისაც იმ დროის მოგონებაა, როდესაც „სამკვიდრო დავკარგეთ“. ამის მიზეზი პოეტის
ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ჩვენივე ცოდვაა. პოეტი არ ერიდება
დამპყრობთა შეურაცხყოფას და მათ შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს: „სიტყვა-ლაქათნი“,
„ცხოვრება-ცუდნი“, „გულით მრუდნი“, ლანძღვას აგრძელებს აღნიშვნით, რომ მათ რჯულში აქვთ
მაცდურება და სიბოროტე. პოეტი რუსებს ქაჯებს უწოდებს. ალექსანდრე ჭავჭავაძის
მოქალაქეობრივი აზროვნების ნათელსაყოფად უაღრესად მნიშვნელოვანია მისი თარგმანები,
რომლებშიც პოეტის საზოგადოებრივ ინტერესთა სფეროა წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანია
ფილოსოფიური შინაარსის ტრაქტატი _ „ახლოით განჩხრეკილი კაცი“. თხზულების სათაური
მიგვანიშნებს, რომ მასში ზოგადადამიანურ საკითხებზე უნდა იყოს საუბარი, ახლოდან და ღრმად
უნდა წარმოჩნდეს კაცი თავისი ბუნებით. ამ ყოველივესთვის საუკეთესო ადგილია უდაბნო, სადაც
ადამიანი განმარტოვებულია თავის ფიქრებთან, შეიცნობს საკუთარ თავს და თავის გულთან
დარჩენილი ადვილად განარჩევს სიცრუეს სიმართლისაგან. თხზულების ავტორს კაცთა უბედურების
წყაროდ საკუთრება მიაჩნია. ის ჰყოფს ადამიანებს მდიდრებად და ღარიბებად. ღარიბს სძულს
მდიდარი, რადგან ის მოკლებულია მისთვის საჭირო ნივთებსა და ქონებას, რაც მდიდარს აქვს.
სიმდიდრე ადამიანს ძალაუფლებას ანიჭებს და უჩენს სხვისი დამონების სურვილს. ადამიანთა
მტრობა სახელმწიფოთა მტრობაში გადადის. ხელმწიფენი არღვევენ თავიანთ მიერვე დაწესებულ
საზღვრებს, შურთ თავიანთი მეზობლის, რომელსაც მეტი ყმა და მამული აქვს, არად მიიჩნევენ
მართლმსაჯულებას და იარაღის ძალით იმონებენ სხვა ქვეყანას. თხზულებაში შეფარვით იკითხება
აზრი, რომ ეკონომიკა განაპირობებს პოლიტიკასაც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად „მომავლის
ნამდვილ ხატს“ პოეტი ხავსმოკიდებული ქალაქის ნანგრევებში ხედავს და აწმყოთი ნუგეში
სიბრმავედ მიაჩნია, ბედნიერების იმედს არ კარგავს, რადგან იცის რომ ზამთარს გაზაფხული შეცვლის
და ბედნიერების კარი გაიღება, ოღონდ _ ყველასთვის არა, მხოლოდ იმათთვის, ვინც არ შეუშინდება
ვარდის ნარ-ეკალს, „გარშემოვლებით“ კი არ მიეახლება ვარდს, არამედ სიყვარულით.
მის ლექსებს ახასიათებთ ფილოსოფიურობა. თითქმის ყველა ნაწარმოებში პოეტი პრობლემას
ფოლოსოფიურად განაზოგადებს, უკავშირებს სამყაროს მუდმივ ცვალებადობასა და ადამიანის
წარმავლობას. პოეტის ენა უაღრესად ხატოვანია, მაგრამ დამძიმებულია ძველი სალიტერატურო
ენისათვის დამახასიათებელი გამოთქმებით, არქაიზმებით. ჟანრობრივი თვალსაზრისით ალ.
ჭავჭავაძე ამჟღავნებს აღმოსავლური ლიტერატურისა და აღორძინების პერიოდის ქართველ
მწერალთა ზეგავლენას. მის შემოქმედებაში ჟანრობრივადაც მჟღავნდება აღმოსავლური გავლენიდან
თანდათანობითი განთავისუფლება და ევროპულისაკენ გადახრა, რაც დამახასიათებელი იყო
მთლიანად პოეტის ეპოქისათვის. სიყვარულის გამოხატვის თვალსაზრისითაც ალ. ჭავჭავაძე არ
ემორჩილება გონების კონტროლს, არ განმარტავს და ანაწევრებს განცდას. მისთვის სიყვარული
ბობოქარი გრძნობაა, რომელიც ადამიანს გონებას აკარგვინებს, მეფეს მონას შეაყვარებს და ბრძენს
ხელად აქცევს. ეს ნიშნები ტიპურია რომანტიკული მიმდინარეობისთვის.

2. ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.


ქართული სამღვდელოების თხოვნით ერთვება ილია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის საქმეშიც. ხელს ჰკიდებს ისეთ საქმეს, რომელშიც ის არ არის ღრმად ჩახედული, მაგრამ
თანამედროვეთა შეხედულებით, მხოლოდ მას შეუძლია რეალურად საქმის გაძღოლა, რომ
სრულიად უცხო საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს. ის ანდერძივით უფრთხილდება ეროვნულ
საუნჯეს, მამა-პაპათა დანატოვარს; ამხელს იმათ, რომელთა მხილებაც მათი წოდებრივი და
თანამდებობრივი მდგომარეობის გამო აკრძალულია, ის უნერგავს ერს, რომ პიროვნების სულიერი
სიმაღლე, რომელიც გრძნობისა და ცოდნის ერთიანობაში მჟღავნდება, განაპირობებს ერის ხსნასაც.
ისტორიული ფაქტებით დასტურდება, რომ ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა ანტიოქიის
პატრიარქისაგან მიიღო. XIX საუკუნის დასაწყისში, ქართული სამეფო ხელისუფლების მოშლის
შემდეგ, სადავო გახდა საქართველოს ეკლესიის ავტოკაფალურობის კანონიერება. ამას ხელს უწყობდა
დროთა განმავლობაში ეკლესიის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მრავალი დოკუმენტის დაკარგვა
და განადგურება. იმპერიის სინოდი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა არც
არასდროს ჰქონია და იგი მუდამ ანტიოქიისა და სხვა საპატრიარქოებს ექვემდებარებოდა . ეს იყო
მიზეზი იმ ფაქტისა, რომ 1811 წელს რუსეთის მთავრობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა
გააუქმა; ქართული ეკლესია ძალდატანებით გადავიდა რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში.
საეკლესიო მმართველობაში მძიმე ვითარება შეიქმნა რუსი ეგზარხოსების მხრიდან: დაიწყო ეკლესია-
მონასტრების ძარცვა, ქართულ ენას წაერთვა სახელმწიფო და საეკლესიო ფუნქცია, აიკრძალა
ქართულად ღვთისმსახურება და სასულიერო სემინარიებში მშობლიურ ენაზე სწავლება. ცხადია,
ილია ჭავჭავაძე გულგრილი ვერ დარჩებოდა ამ მოვლენების მიმართ. მან ამხილა სამღვდელოების
რუსიფიკატორული პოლიტიკა, სემინარიაში სწავლების პროცესის სიმახინჯე და ეს ყოველივე
რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნია. მოგვიანებით გაიმართა ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი ყრილობ, სადაც დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ისტორიული
არგუმენტებით დაასაბუთა ავტოკეფალიის კანონიერება და დასვა მისი აღდგენის აუცილებლობის
საკითხი. ყრილობამ მიიღო მოთხოვნა, აღედგინათ ქართული ეკლესიისთვის უკანონოდ წართმეული
უფლებები. ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, უარყოფითად შეხვდნენ ადრესატები და საქართველოს
ეგზარქოსის ბრძანებით რუსის ყაზახებმა დაარბიეს ავტოკეფალიის მოთხოვნით შეკრებილი
სასულიერო პირთა ყრილობა. ილია, ბუნებრივია, აღაშფოთა კრების დარბევის ფაქტმა და ქართველი
სამღვდელოების თხოვნით აქტიურად ჩაება ავტოკეფალიის აღდგენისათვის დაწყებულ მოძრაობაში.
მან ერთმანეთს დაუკავშირა ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის
აღდგენის საკითხები და ამ ორი მიმართულებით გაააქტიურა თავისი ძალისხმევა. მასთან ერთად
ბრძოლაში ჩაებნენ ქართველი მეცნიერები და მოღვაწეები. რადგან მეფისნაცვალი ვორონცოვი
ლოიალურად იყო ქართველებისადმი განწყობილი, ამიტომ ეპისკოპოს კირიონსაც მისი დახმარების
იმედი ჰქონდა. ილია მართლაც შეხვედრია მეფისნაცვალს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის
საკითხთან დაკავშირებით. თაყაიშვილი წერს: „ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოსთვის ამ საკითხში
მხარი დაეჭირა ვორონცოვ-დაშკოვსაც. ვაწყობდით კრებებს, ილიას თანდასწრებით, ვაგროვებდით
ცნობებს და ილიას ვაკისრებდით, პირადად მოლაპარაკებოდა ამ საკითხზე ვორონცოვ-დაშკოვს. ილია
უარზე იდგა და გვეუბნებოდა, მაგ თქვენი „კეფალიისა“ რა გამეგება რა და ვინმე სხვა მიგზავნეთო.
მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, არ მოვეშვით და ბოლოს ვაიძულეთ ილია დათანხმებულიყო. თან, რაც
შეგვეძლო ვუხსნიდით და ვუმარტავდით საქმის არსს. ბოლოს ილია წავიდა მეფისნაცვალთან .
დიდხანს ესაუბრნა მასთან. ვორონცოვ-დაშკოვს ეთქვა, დამარწმუნეთ, რომ ეგ ავტოკეფალია
სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც და მაშინ დაგიჭერთ მხარსაო. ილიას
ეპასუხნა, მე კი დამარწმუნეს, რომ საჭიროც არის და სასარგებლოცაო. მერე შექმნოდათ მსჯელობა.
ბოლოს ილიამ მოგვიტანა ამბავი: „ამ ვორონცოვმა ყველა გარემოება ჩვენზე უკეთ იცის და პირში
ბურთი ჩაგვჩარაო; მითხრა, ეკლესია ღმერთს ეხვეწება ყველა ქრისტიანული ეკლესიის შეერთებას და
თქვენ კი არსებული ერთობის დაშლა გსურთო“ ეს რომ მოვისმინე, შევეკითხე: „ბატონო ილია, განა არ
უთხარით, რომ ბიზანტია ერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო იყო, მაგრამ მასში ოთხი
ავტოკეფალური საპატრიარქო არსებობდა: კონსტანტინეპოლისა, იერუსალიმისა, ანტიოქიისა და
ალექსანდრიისა მეთქი?“ ამაზე ილია ცოტა შეჩერდა, შემომხედა თვალებში და მიპასუხა: „აკი,
გითხარით, მაგ თქვენი კეფალიისა არაფერი მესმის და ნუ გამგზავნით მეთქიო?!“
ილია წერს ,,რუსეთის ფარგლებში ყველა არარუსს სარწმუნოებრივი მმართველობის საქმეში
საკუთარი დამოუკიდებლობა აქვს. თავიანთი აღმსარებლობის მმართველობაში თვითთავადნი არიან.
მათ აქვთ საკუთარი სასულიერო სასწავლებლები, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზეა და ყოველდღე
მშობლიურის სწავლებას დათმობილი აქვს ფართო ადგილი. მათ დამოუკიდებლად მართავს
საკუთარი სამღვდელოება. უცნაურია, რომ ამ სიკეთეს მოკლებულნი არიან მხოლოდ
მართლმადიდებელი ქართველები, თითქოს და, სასჯელად მათი მართლმადიდებლობის გამო.
ამიტომაც, განსახივლელად წარმოგიდგენთ შუამდგომლობას, ქართული ეკლესიისათვის მის წიაღში
უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დაბრუნების შესახებ; ვიმედოვნებთ, რომ ამით
ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს და ვსასოებთ, რომ ამ თხოვნამ თქვენი ბრწყინვალების
მხარდაჭერა დაიმსახუროს“. ობოლენსკი შეჰპირებია ქართველთა დეპუტაციას, რომ რუსეთის
უწმინდესი სინოდი, გამონაკლისის სახით, ეგზარქოსად დანიშნავდა ქართველ მღვდელმთავარს და
ამით შესაძლებელი გახდებოდა ყველა პრობლემური საკითხის მოგვარება. ასეთი პასუხით
ობოლენსკიმ დააწყნარა ქართველები, სინამდვილეში ის დიდად არ თანაუგრძნობდა ავტოკეფალიის
იდეას.
როცა ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს. მწერალმა გადაწყვიტა,
სათათბიროს სხდომაზე მოხსენებით გაეტანა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის
საკითხი.
როგორც დავინახეთ, ქართველ სასულიერო პირთა უკომპრომისო ბრძოლას ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიის აღსადგენად მხარს უმაგრებდნენ ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები
ილია ჭავჭავაძის წინამძღოლობით. ილია ერთმანეთს უკავშირებდა ავტოკეფალიისა და ეროვნული
სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხებს, რადგან ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ყოველთვის ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი იყო.

ბილეთი #10

1. ალ. ორბელიანის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა


ალ. ორბელიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარია რაოდენობრივადაც და
ჟანრობრივადაც. თემატური თვალთახედვით მწერალი პატრიოტული რომანტიზმის
წარმომადგენელია. მისი პუბლიცისტურ-შემოქმედებითი მოღვაწეობიდან საინტერესოა მისი
წერილები ლიტერატურული ენის საკითხებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანი სალიტერატურო
ენისთვის ბრძოლა 60-იან წლებში კი არ დაიწყო ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, არამედ მას უფრო
ადრე ძველმა თაობამ ჩაუყარა საფუძველი, უფრო ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა
იყო, ვიდრე კონკრეტული ათწლეულით შემოფარგლული ერთი პიროვნების აქტივობის შედეგი. ამ
თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ალ. ორბელიანის წერილები: „ქართული ენისათვის“, „ქართული
უბნობა ანუ წერა“ და სხვ. ის მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოებრივი აზრის მომწიფებას
ჟურნალის აუცილებლობის შესახებ. ამ აუცილებლობას ავტორი შემდეგნაირად ასაბუთებს: ის
გამოჰყოფს ქართულ ლიტერატურაში ორ სტილს: „ძველებური მსწავლულების წერას“ და ახალი
დროის მწერალთა ენას, რომელსაც მდაბიურს უწოდებს. ორივე სტილს ჰყავს თავისი მიმდევრები,
მაგრამ არ არსებობს ერთიანი სალიტერატურო ენა, რომლის ჩამოყალიბებაც რთული პროცესია.
საჭიროა გამოითქვას და შეჯერდეს სხვადასხვა აზრი, რომელთა საჯარო განხილვისათვის კი
აუცილებელია ჟურნალი; ამიტომ ალ. ორბელიანი „ცისკრის“ ხელმოწერისკენ მოუწოდებს ქართულ
ინტელიგენციას. ალ. ორბელიანი აღნიშნავს, რომ „ძველებური მსწავლულების წერა“ მდაბალი
ხალხისთვის გაუგებარია, ამ განცხადებით კრიტიკოსი უფრო დაბალი სტილისკენ იხრება, რადგან
ის ყველასათვის გასაგებია _ ვწერთ ისე, როგორც ვლაპარაკობთ. ჟურნალ „ცისკარში“ აქვეყნებს
წერილს „რამდენიმე სიტყვა გაყრის კომედიაზედ“. ალ. ორბელიანი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ
ახალი ქართული ენა გიორგი ერისთავს შეექმნას. კრიტიკოსის აზრით, კომედიის ენა _ პერსონაჟთა
„დაკუწვილი ლაპარაკი“ _ შეუძლებელია მისაბაძი გახდეს ქართველებისთვის. ის ზოგადად გიორგი
ერისთავის ენას არ იწუნებს, მას არ უნდა, რომ მისაბაძი მისი გმირების მეტყველება გახდეს. ის
ასხვავებს კომედიისა და მოთხრობის ენას. კომედიაში აუცილებელია დაბალი სტილი, კომედიით არ
განისაზღვრება თავად ავტორის ენა და სტილი, ამიტომ ის გიორგი ერისთავს მოუწოდებს რაიმე
მოთხრობის დაწერას, რომლის მიხედვითაც შეეძლებათ მსჯელობა მისი ენის ავკარგიანობაზე.
სტატიაში „ქართული უბნობა ანუ წერა“ თავმოყრილია ორბელიანის შეხედულებები ქართული ენის
შესახებ. ამ წერილში იღებს კონკრეტულ საკითხებს, მსჯელობს მათზე და აყალიბებს საკუთარ
დასკვნებს. მას სამართლიანად აწუხებს ის გარემოება, რომ „ცისკარში“ „ჭრელი წერა“ ანუ
სხვადასხვაგვარი სტილით სტატიების შექმნა უხერხულია. უნდა არსებობდეს ისეთი ენა ანუ ენის
ნორმები, რომელიც სავალდებულო იქნება როგორც ჟურნალისთვის, ისე ყველა მწერლისთვის. ის
თანამედროვე ქართულში არსებულ ენის ორ სტილს მესამეს უმატებს: პირველი, საღმრთო წერილად
ანუ ეკკლესიურად, მეორე, მდაბიურად ანუ დარბაისელთ უბნობად და, მესამე, გლეხკაცების
ენად. ,,საღმრთო წერილის ენას” ანუ მაღალ სტილს უარყოფს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ
სასმენად ძლიერ სასიამოვნოა, თანამედროვეთათვის ის გაუგებარია. ამ „ენის“ დაწუნების ერთ-
ერთი ძლიერი არგუმენტი ისიცაა, რომ მას ახალ დროსა და ვითარებაში ვეღარავინ დაეუფლება.
ალ. ორბელიანი იწუნებს გლეხკაცების ენასაც, „დაბალ“ სტილს, რადგან მარტივია, ადვილად
გასაგები, მაგრამ ამაღლებულ თემაზე ამ ენით ვერ იმსჯელებ. ბოლოს იგი დასძენს: „მგონია
ყველანი დამეთანხმნენ: უწინდელს ქართულს საერო წიგნების ენაზედ და შოთა რუსთაველის
ქართულს სიტყვიერებაზედ სხვა უკეთესი ქართული ენა ვერ მოიგონება და არც უნდა ვიფიქროთ
ამისთვის“. მისი მსჯელობა ერთიანი სალიტერატურო ენის საჭიროების შესახებ უდავო
ჭეშმარიტებაა, თუმცა არასწორია მის მიერ „სამწერლობო ენის“ ფუნქციის დაკისრება „საშუალო
ენისთვის“, რომელიც უფრო გასაგებია, ვიდრე „საღმრთო წერილის ენა“, ის ვერ ხვდება, რომ
„სალიტერატურო ენა“ უნდა დაეყრდნოს „გლეხკაცების ენას“, რომელიც ერთადერთი მოქმედი
„ენაა“, ცოცხალი მეტყველებაა, მის გარეშე ვერ განვითარდება ვერც „სალიტერატურო ენა“.
შემთხვევითი არ არის, რომ ალექსანდრე ორბელიანს ე.წ. „მამათა“ და „შვილთა“ ბრძოლაში
მონაწილეობა არ მიუღია. ის შვილების თაობისადმი ყოველთვის თბილად იყო განწყობილი და
დიდადაც აფასებდა მათ მოაზროვნე წარმომადგენლებს. მისი მსოფლმხედველობრივი მრწამსის
აღსაქმელად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მწერალი მთელ თავის შემოქმედებაში
ბატონყმობის ერთგვარ დამცველად გვევლინება. ილია და ალ. ორბელიანი არ არიან ერთმანეთის
თანამოაზრეები, უბრალოდ ალექსანდრე პატივს სცემს განსხვავებულ ნააზრევს და ყურადღებას
უთმობს ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის ამ სტატიას. ის იწონებს ძველი დროის ბატონყმურ
ურთიერთობას, რომელიც, მისი აზრით, მამაშვილობაზე იყო დაფუძნებული. ის წერს: ყმა თავის
მებატონესთან დაჯდებოდა სადილად, მებატონესთან ერთად იგემებდა; მებატონე და ყმა ერთად
საუბრობდნენ, ერთად შეექცეოდნენ და ერთად სიამოვნობდნენ. ყმასა მებატონე მამასავით უყვარდა,
მამასავით შიში ჰქონდა, მამასავით პატივსცემდა და ყოველთვის გაფრთხილებული იყო, არა
ვაწყენინორაო. მისი ბატონყმობისადმი ამგვარი მიმართება თავს იჩენს მთელ მის შემოქმედებაში,
თუნდაც სხვა თემატიკისადმი მიძღვნილ წერილებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში. მისი
ლიტერატურული წერილებიდან მნიშვნელოვანია დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხის“ გარშემო
განხილვა ანუ კრიტიკა. ის გამოვიდა უკვე დანიელ ჭონქძის გარდაცვალების შემდგომ. ალექსანდრე
ორბელიანი მოუწოდებს მწერალს, თანამედროვე პიროვნებები ისე გამოხატოს, რომ მკითხველს არ
შეეძლოს პერსონაჟისა და რეალური პიროვნების იდენტიფიკაცია, ანუ მწერალი უნდა მოერიდოს
კონკრეტიზაციას. ის დანიელ ჭონქაძეს საყვედურობს, რომ მისი „სურამის ციხე“ არ შეეფერება
სინამდვილეს და მოჭორილ ამბავს წარმოადგენს. ალექსანდრე ორბელიანი მხოლოდ კონკრეტულ
პიროვნებებს ხედავს და ვერ მაღლდება ნაწარმოების ლიტერატურულ-მხატვრულ ღირებულებამდე,
რომელიც სახეობრივ განზოგადებას მოითხოვს.
რეცენზიის ზემოთ აღნიშნული ნაკლი _ კრიტიკოსის მოთხოვნა მწერლისადმი, ასახოს სიმართლე
დოკუმენტურად _ ალ. ორბელიანის სხვა კრიტიკულ თხზულებებშიც იჩენს თავს. ის აღნიშნავს, რომ
რჩეულიშვილის მოთხრობაც ისტორიისთვის უვარგისია, რადგან მასში აღწერილი არ შეეფერება არც
უწინდელ ზნეობას, არც ქცევასა და ჩვეულებებს, არც ქართველთა ხასიათსა და ზრდილობას.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ალ. ორბელიანის მსჯელობა გამორიცხავს მწერლის
მხატვრულ ფანტაზიას ისტორიული პირის პერსონაჟის შექმნისას, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
თავად კრიტიკოსი ვერ ახერხებს თხზულების ლიტერატურული მნიშვნელობის შეფასებას.
ალ. ორბელიანის თავისი ქვეყნის წარსულსა და აწმყოს დასტრიალებს. მართალია, წარსული
მწერალს განსაკუთრებით უყვარს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მასში აწმყოს საფუძველს
ხედავს.ის ამბობს: რათ ეთაკილებათ ზოგიერთებს, როდესაც ძველს ამბებზედ მოვჰყვებით ხოლმე
ლაპარაკს? მაშ როგორ შევიტყოთ რაგვარი ყოფილა ჩვენი ძველი დრო, რომ იქიდგან ახალი უკეთესი
გაკეთდეს? - ვერ ვიტყვით, რომ ალექსანდრე ორბელიანი წარსულის მაიდეალიზებელია
ყოველთვის. ის ხშირად კრიტიკულად მსჯელობს ახალო წარსულზე, მიუხედავად ამისა, ძველი
საქართველოს რომანტიკული გაიდეალება დამახასიათებელია მისი შემოქმედების ყველა
ჟანრისთვის. ალ. ორბელიანის ლირიკიდან აღსანიშნავია ლექსები: „საქართველოს გაზაფხული“,
„რუსთაველი“, „ეპიტაფია საქართველოს მეფის ირაკლის მეორისადმი“ და სხვა. მისი ლირიკა
რომანტიკული ხასიათისაა, მაგრამ მას დაწერილი აქვს სატირული ლექსიც _ „სიმშილით
გამხრჭვალი ძაღლკაცი“, რომლითაც ეხმიანება ახალ დროებას. უნდა ისიც ითქვას, რომ ალ.
ორბელიანის ლირიკა საგრძნობლად ჩამოუვარდება მხატვრული ღირსებით მის თანამედროვეთა,
ალ. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიას.
პატრიოტული მოტივი და ისტორიული ფაქტები უდევთ საფუძვლად მის მოთხრობებს:
„ასპინძის ომი“, „კეთილი ბერიკაცი“. მის სატირულ მოთხრობებში გაკრიტიკებულია ქართველი
ხალხის მანკიერებანი: ურთიერთმტრობა, შური, ერთმანეთის გაუტანლობა. ალექსანდრე
ორბელიანის მხატვრული მემკვიდრეობიდან საკმაოდ საინტერესოა მისი დრამატული
ნაწარმოებები, რომლებშიც ასახულია საქართველოს ძველი დიდება და ახლო წარსული. როგორც
დრამატულ თხზულებებს, მათ აკლიათ ის სრულყოფა და დახვეწილობა, რაც სცენაზე
დასადგმელად არის საჭირო. ამის თვით ავტორიც გრძნობდა და გულწრფელად განაცხადებდა:
„დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი“ ოთხმოქმედებათ, თუ (საჭიროდ)
დაინახონ, სამ მოქმედებათ წარმოადგინოს, მაგრამ მე ეს უფრო წასაკითხად დავწერე“. ამ დრამაში
აიასახება დავითის მიერ არაბების საბოლოო დამარცხება და თბილისის განთავისუფლება მათი
ბატონობისაგან. მამაკაცებთან ერთად ქალები, მოხუცები და ბერები იბრძვიან. ბრძოლის ველზე
ქალთა რამდენიმე ასეული მოჩანს. დრამაში ხაზგასმულია დედოფალ გურანდუხტის საგმირო
საქმეები, მისი შებრძოლება არაბთა სარდლის ცოლთან. ქალი ფალავნების ბრძოლა საქართველოს
ისტორიაში არსად დასტურდება და მწერლის ფანტაზიად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა ალ.
ორბელიანი იმოწმებს პაპამისის მონათხრობს: „როდესაც დავით აღმაშენებელს მოუნდომია ქალაქ
თბილისის აღება, დავით აღმაშენებლის ცოლსა და არაბის სარდლის ცოლსა გამოუთხოვნიათ
ერთმანეთი საომრათ: ვინც მოერიოს, იმისი იყოს ქალაქიო. რომელსაც აღმაშენებლის ცოლსა
უმჯობნიაო“. დრამაში ჩაქსოვილია საქართველოს განთავისუფლების იდეა კავკასიის ხალხთა
გაერთიანებით იმპერიის წინააღმდეგ. მოგვიანებით ქვეყნის განთავისუფლების ამგვარ გზას ილიას
გზა ეწოდა, თუმცა იდეა უფრო ადრე ალექსანდრე ორბელიანმა წამოაყენა.
მის პიესებში მოქმედება დუნედ მიმდინარეობს, რადგან ძირითადი აქცენტი მონოლოგსა და
დიალოგებზეა გადატანილი, არ გამოიკვეთება გმირთა ხასიათები. პატრიოტული თემატიკა
ზოგადად დამახასიათბელია ყველა ჟანრის ნაწარმოებთათვის. ის ცდილობს ისტორიულ წარსულს
მოგონებები დაუდოს საფუძვლად და არა საკუთარი მწერლური ფანტაზია, თუმცა შორეული
წარსულის მოგონება თანამედროვეობაში უკვე ლეგენდის სახეს იღებს და მწერლის ჩანაფიქრს უფრო
ემსგავსება, ვიდრე რეალურ ამბავს. ახლო წარსულს ალ. ორბელიანი უფრო დამაჯერებლად და
ემოციურად ასახავს, თუმცა მისი მიზანი რეალისტური სურათის შექმნა როდია, ის იმ სულიერ
მღელვარებას წარმოაჩენს, რომელიც პატრიოტული რომანტიზმის ტიპურ წარმომადგენლებს
ახასიათებთ. ალ. ორბელიანისათვის დამახასიათებელია მემუარული სტილი; მისი თხრობის
ძირითადი ღირსებაა ღრმა განცდის გამოხატვა, რომელშიც გამოირიცხება ხელოვნურობა. თავისი
პატრიოტული შემართებითა და მოღვაწეობით ალ. ორბელიანი ილიას თაობის ღირსეული
წინამორბედია.

2. აკაკი წერეთლის სატირული პოეზია


„ძირითადი მოტივი ჩვენი მგოსნის შემოქმედებაში ეროვნული მოტივია. ამ მოტივზე გაიშალა აკაკი
წერეთლის შემოქმედების დანარჩენი მოტივები. ამ მოტივზეა გაშლილი აკაკის შემოქმედების
თითქმის ყველა ჟანრიც, ეს იქნება _ ელეგია, სატირა, პოემა, იგავ-არაკი, დრამა, მოთხრობა“
ილია და აკაკი თავიანთი მხატვრული და პუბლიცისტური შემოქმედებით, მათ შორის სატირით,
ერთნაირად ცდილობენ საზოგადოების გამოფხიზლებასა და თვალის ახელას; გამოფხიზლება
ნიშნავს ნამდვილი მტრის სახის დანახვებას, ეროვნული გრძნობის გაღვივებას, სოციალურ ჩაგვრაზე
და მთლიანად მოძველებულ და შესაცვლელ ეკონომიკურ ფორმაციაზე მითითებას, საზოგადოების
სხვადასხვა სახის ნაკლის მხილებას. ბრძოლის საერთო მიზნიდან გამომდინარე, ილია და აკაკი
ჩვენი გადასახედიდან თანამებრძოლებად მოჩანან.
პატრიოტიზმი აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივია. მისმა პატრიოტულმა ლექსმა-
შედევრებმა პირდაპირ ერის გულში დაიდო ბინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხალხმა
დაიმახსოვრა, ეამაყებოდა მათი ხმამაღლა წაკითხვა; ეს ლექსები ქართველებს ნაღველს უქარვებდა
და სიამაყის გრძნობით აღავსებდა. აკაკის ისტორიული პოემებით _ „ბაგრატ დიდი“, „ნათელა“,
„კიკოლას ნაამბობი“, „თორნიკე ერისთავი“ _ ახალგაზრდობა თავისი ქვეყნის ისტორიას
სწავლობდა, იმ ისტორიას, რომელსაც გიმნაზიაში კრძალავდნენ და არც სხვა სკოლებში აძლევდნენ
მოზარდებს მისი გაცნობის უფლებას.
სატირა გვხვდება პოლიტიკურ თემატიკაშიც და ისტორიული ხასიათის მოთხრობებშიც.
მაგალითად, „ბაში-აჩუკის“ ისტორიულ ნაწილში სატირულადაა დახასიათებული თეიმურაზ
პირველი, შაჰ-აბაზი და ზოგადად ირანი, რომელშიაც ნართაულად რუსეთს მოიაზრებს მწერალი;
სატირულია მოთხრობა _ „ვინ არიან აზნაურნი?“ ერთგვარად სატირანარევი ნაწარმოებია
„ქართული ფულის თავგადასავალიც“, რომელშიაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი
მომენტები ქართული „თეთრის” პირითაა ასახული (ფულის მონეტა _ თეთრი _ პირველ პირში
მოგვითხრობს თავის თავგადასავალს). პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებებითა და
პოლიტიკური სატირით აკაკის მიზანია ეროვნული გრძნობის გაღვივება მკითხველში,
საზოგადოებრივ სატირას კი ის ფუნქცია ენიჭება, რომ ზოგადად ქართველმა ერმა თავისი
ნაკლოვანებები აღიქვას. აკაკის იდეოლოგია თვალნათლივ აჩვენებს, რომ დამონებული ერი, რაგინდ
უზრუნველად იგრძნოს თავი, ვერ შეძლებს სულიერად ჯანსაღ ცხოვრებასა და წინსვლას:
„აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?“
სატირული ჟანრის იყო - „ხუმარა“ რომელიც წარმოადგენდა ყოველკვირეულ კარიკატურებიან
გაზეთს. სამწუხაროდ, გამოიცა მისი მხოლოდ ერთი ნომერი. ფაქტობრივად იგი იყო პირველი
იუმორისტული ჟურნალი, რომლის გამოც ის აიკრძალა.
აკაკის გრიგოლ ორბელიანი გამოჰყავს ახალი თაობის ფარისევლურად თანამგრძნობი, თუმცა ეს
თანაგრძნობა მხოლოდ სიტყვით გამოიხატება და არა საქმით. ფელეტონში „პატრიოტის აღსარება“
ეჭვქვეშაა დაყენებული ძველი თაობის პატრიოტობა. აკაკის სატირა მამათა თაობისადმი,
კონკრეტულად კი გრიგოლ ორბელიანისადმი, პიროვნული ინტერესებიდანაც გამომდინარეობს
(ილია ჭავჭავაძის „გამოცანების“ საპასუხო ლექსში _ „პასუხი შვილთა“ _ გრ. ორბელიანმა აკაკი
აგდებით მოიხსენია და მას „აკაკიები, ბაკაკიები“ უწოდა. აკაკი ვერ პატიობს შეურაცხყოფას გრიგოლ
ორბელიანს და არასდროს მის შესახებ არ წერს დადებითად). გრ. ორბელიანისადმი მიძღვნილია
შემდეგი ლექსები: „ფარისეველი“, „ხარაბუზა ღენერალი“, „პატრიოტის აღსარება“, „კოღო-ბუზების
პასუხი“ , „დათვი ორბელიანი“, „ფარშავანგი“ და სხვ. წერილების სერიაში _ „ცხელ-ცხელი ამბები“ _
მწერალი ყოველთვის მწარედ კენწლავს მამათა წარმომადგენლებიდან მაღალჩინოსნებს და მათ
„მუნდირებს“ უწოდებს, ხოლო შვილებიდან _ „რუსეთუმეებს“. მისი სატირული თქმით,
„მუნდირების“ გზები ცხოვრებაში „მიხვეულ-მოხვეულია, ქაღალდზე _ კი ლარზედ უსწორესი“; აკაკის
მამათა თაობის ამ ნაწილისაგან განსხვავებული აზრი აქვს როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ
საკითხშიც, თუმცა ეს ხელს არ უშლის მას „მამათა ბანაკის“ იმ ზოგიერთ წარმომადგენელთან
იმეგობროს, რომელიც ორიენტირებული არ არის კარიერულ წინსვლაზე და სამშობლოზე გული
შესტკივა. აკაკი სატირას არც „შვილების“ მიმართ იშურებს. ნართაულ სტატიაშიც „ერთი მეც მერგოს
ბანკზედ“ მწერალი ვრცლად და სატირულად მიმოიხილავს ე.წ. „მამათა და შვილთა ბრძოლის“
ამსახველ საქმეებს.
აკაკი იყო თეატრის კრიტიკოსიც, რითაც ძალიან ეხმარებოდა როგორც მსახიობებს, რეჟისორებსა
და დრამატურგებს თავიანთი ნაკლის დანახვაში, ასევე მაყურებელს _ თავისი ფუნქციის გააზრებაში.
თეატრისადმი მიძღვნილი წერილების სათაურებია: „სათეატრო შენიშვნები“, „თეატრი“ ან უბრალოდ
„შენიშვნები“. მათში საუბარია როგორც დრამატურგიაზე, ასევე მსახიობთა თამაშზე, მათ მიერ როლის
ფლობაზე, დადგმის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აკაკი მომთხოვნია მაყურებლის მიმართაც.
ერთ-ერთ „სათეატრო შენიშვნაში“ საზოგადოებისთვის ქართული სცენის მნიშვნელობა მან შეადარა
ძველ დროში ღამისთევისათვის სპეციალურად გამოგონილ თამაშობების დანიშნულებას. ამგვარი
სატირით პუბლიცისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საზოგადოებას სცენა მხოლოდ დროის
მოსაკლავად და გასართობად ესაჭიროება. მაყურებელი ისეთი სურვილით დაიარება თეატრში,
როგორითაც დოღზედ ან ცირკში, რაც ზოგადად თეატრზეც ახდენს გავლენას და მსახიობის
თამაშზეც, დაკარგულია „უკეთესობის მოთხოვნილება“
აკაკის სატირის ობიექტი წერა-კითხვის უცოდინარი გლეხობა არასდროს ყოფილა, პოეტი მხოლოდ
იმ ქართველს არცხვენდა, რომელმაც ქართული არ იცოდა და ქართულად ლაპარაკს თაკილობდა;
აკაკი პიროვნულად არ აფასებს ადამიანებს და, მით უმეტეს, მწერლებს; მისთვის მნიშვნელოვანია,
რამდენად სარგებლობა მოაქვთ მათ ქვეყნისთვის. იგივე შეიძლება ვთქვათ აკაკის მიერ მეორე დასის
წარმომადგენელთა შეფასებაზეც; მართალია, პოეტი ნიკო ნიკოლაძესთან მეგობრობს და ჟურნალ
„კრებულშიც“ აქვეყნებს თავის სტატიებს, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებს ნიკო ნიკოლაძის მიერ
ფოთის პორტისა და რკინიგზის მშენებლობის საქმეს და ქალაქ ფოთზე სატირას გამოთქვამს
ფელეტონში „ცხელ-ცხელი ამბები“ სადაც, მართალია, სატირის პირდაპირი ობიექტი ქალაქი ფოთია,
მაგრამ ირიბად დაცინვა მის „აღმშენებლებზე“ გადადის.

ბილეთი #11
1. ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის წარმოჩენა უნდა დავიწყოთ მშოლებისადმი


მიძღვნილი ჩანაწერით, რომელიც ცნობილია სათაურით „საუბარი ბავშვებზედ“. ვაჟამ ის
მშობლებისათვის დაწერა, რათა ესწავლებინა მათთვის, თუ რა არის მთავარი და აუცილებელი
შვილთან ურთიერთობისას, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ შვილთან, რომ ხელი
შეუწყონ მის სწორ აღზრდას, რა არის მშობლის მოვალეობა. მსჯელობისას უთუოდ წარმოჩნდება
მისი ქრისტიანული აზროვნება. ვაჟა თვლის, რომ ღმერთმა გააჩინა კაცი და ჩაუდგა მას თავისი
უკვდავი სული: „სული არის ძალა, იარაღი, რომელიც უნდა მოიხმაროს კაცმა, რომ გახდეს ჭკვიანი,
გონიერი, პატიოსანი, შეიძინოს სწავლა, გამოიცადოს და ეს თავისი გამოცდილება შვილებსაც
გადასცეს“, ღვთაებრივი სული, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, განასხვავებს მას სამყაროს
სხვა ცოცხალი არსებებისაგან. ის ყურადღებას ამახვილებს ბოროტების უარსობაზეც. „ბოროტი არ
იბადება კაცი, მის გაბოროტებაში გამზრდელი, მშობლები, თვოთონ ჩვენა ვართ დამნაშავე.“ ამ
სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვაჟა ბოროტებას მიიჩნევს ადამიანის თავისუფალი ნების
არასწორად გამოყენების შედეგად, რაც თანდათანობით ადამიანის ბუნებაში გადადის. მწერალი
დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღზრდა-განათლებას „ბალღი გონებით ცოცხალია“, ის ითვისებს
მშობლების უარყოფით, ამპარტავნულ ჩვევებს, რომლებიც მათ სიმდიდრისა და ფუფუნებისგან
გამოუმუშავდათ, სხვასთან შედარებით თავისი უპირატესობის შეგნებით და აქედან გამომდინარე,
სხვისი ჩაგვრით. ვაჟას აზრით, მშობლის ვალია, შვილს გამოუმუშაოს წესიერების სიყვარული და
დადებითი ჩვევები. უარყოფით ჩვევებად ვაჟა მიიჩნევს თამბაქოს წევას, სიძუნწეს, შიშით საქმის
კეთებას, თავზე დაჯდომას, აგრეთვე უსუფთაობას. ერთ-ერთ დამღუპველ მანკად ტყუილის თქმა
მიაჩნია. ამიტომ ვაჟა კატეგორიულად მოითხოვს სიცრუის აღკვეთას ოჯახშიც და მის გარეთაც.
პოეტი ადამიანის ხსნას სიყვარულში ხედავს. შვილის სწორი აღზრდაც მხოლოდ სიყვარულითაა
შესაძლებელი. უარყოფს ბავშვებზე ფიზიკური ძალის გამოყენებას. შურით და ცემით ბოროტი კაცი
ვის გაუკეთილებია? ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი _ არასოდეს.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მისი მუდმივი


ქომაგობა მთიელი ხალხისა. მხოლოდ ,,შირაქის ამბებიც“ საკმარისია, რომ საზოგადოებრივი
საქმისადმი მწერლის თავდადება გამოჩნდეს. მთის მოსახლეობა ყოველთვის გაჭირვებულად
ცხოვრობდა, რადგან მწირი ნიადაგი არ იძლეოდა იმდენ მოსავალს, რომ თავი ერჩინათ და ოჯახები
გამოეკვებათ. სწორედ ამიტომაც მთის ხალხი შირაქის დაუსახლებელი ველების ათვისებას
თვითნებურად შეუდგა. მთავრობას უყურადღებოდ არ დაუტოვებია ეს ფაქტი; მან მთის ხალხს
დაკავებული ადგილებიდან აყრა მოსთხოვა იმ მიზნით, რომ აქ სხვა ხალხი უნდა ჩამოესახლებინათ.
შირაქის საქმესთან დაკავშირებულ ამბებს თვითონ ვაჟა ძალიან საინტერესოდ და დაწვრილებით
აშუქებს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ წერილსა თუ კორესპონდენციაში. მან თავისი
ეროვნული პოზიციაც დააფიქსირა. სტატია დაწერილია გამართული სალიტერატურო ქართულით
და ეჭვი არავის ეპარება, რომ თავად ვაჟაა მასში გამოთქმული წუხილის განმცხადებელიცა და
დამწერიც. მის განსაკუთრებულ გულისწყრომას იწვევს რამდენიმე ფაქტი: 1. ის, რომ მთიელების
ინტერესები უგულებელყოფილია 2. მწირი მიწის გამო ისედაც დაჩაგრული მთიელები ბედის
ანაბარა არიან მიტოვებულნი ქართული საზოგადოების მხრიდანაც. ქართულ სამეცნიერო
ლიტერატურაში მიღებული აზრია, რომ სწორედ ვაჟა-ფშაველაა შირაქში მთიელი მოსახლეობის
ჩასახლების სულისჩამდგმელი. ვაჟას ამ წერილში კარგად გამოიკვეთა მწერლის დამოკიდებულება
თავისი კუთხისა და ზოგადად, გაჭირვებაში მყოფი მთის მოსახლეობისადმი, საზოგადო მოღვაწის
უნარი პრობლემის დაყენებისა და მისი გადაჭრისა. ვაჟას ყველა წერილში გაჟღერებულია აზრი, რომ
ფშავ-ხევსურებსა და მთიულებს შირაქში ცხოვრების უფლება მამა-პაპიდან მოსდევთ. ვაჟა არ
იმოწმებს „ქართლის ცხოვრებას“, მაგრამ სავარაუდოდ ეყრდნობა მას. მწერლის ამგვარ თანადგომასა
და თანაგრძნობას მთიელების მიმართ არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ვაჟა ყოველთვის იზიარებდა
თავისი ხალხის ნებისმიერი სახის გასაჭირს. მოგვიანებით მომხდარა დაპირისპირება ფშავლებსა და
თუშებს შორისაც. ამ უკანასკნელთ არ სურდათ ფშავლები კარგ ადგილებში დასახლებულიყვნენ,
რადგან ამით თუშების ცხვარს საძოვარი ადგილები უმცირდებოდა, თუმცა ფშავლები მაინც მათ
წინააღმდეგ წავიდნენ და სწორედ ამან განაპირობა ვაჟას კიდევ ერთხელ აქტიურად ჩაბმა აღნიშნულ
პროცესში. ის წუხს იმაზე, რომ თუშებში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ხალხს ჩააგონებდა, რომ
ასეთ საქციელს ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. ძალიან საინტერესოა სასამართლო პროცესიც,
რომელიც ამ ამბების გარჩევისას გამართულა. თურმე ვაჟა მომრიგებელი მოსამართლის საუბარს
ისმენდა, თვითონ კი არაფერს ამბობდა, მოსამართლეს ქედელებისთვის ურჩევია: სხვა უფლებების
დამცველი შეარჩიეთ, თორემ ეს თქვენი ვექილი ხმის ამოღებას არ აპირებსო. მაშინ აფეთქებულა
ვაჟას ისედაც გულფიცხი და უსამართლობისმოძულე ბუნება, მწერალს ჩოხის სახელოები აუკეცავს,
ყველას დასანახად გამოსულა და მკაცრად მიუმართავს მოსამართლისათვის: - „მე რომ სკამზე
ვმჯდარვარ, შენ ის თვალით არ გინახავს და ვერც ნახავ, ამ ქაღალდებს რომ სწერთ და ხალხს
აღელვებთ, განა მეც ასე მომატყუებთ? მართალია, ცალი თვალი გაფუჭებული მაქვს, მაგრამ
მხედველობა არ მაკლია. ჩოხაზე კი ნუ მიყურებ, შუბლში შემხედეო“. როგორც ვხედავთ, ვაჟას,
როგორც საზოგადო მოღვაწეს, დიდი წვლილი მიუძღვის, ერთი მხრივ, მთიელების შირაქში
ჩასახლების საქმეში, მეორე მხრივ კი, მათ მუდმივ თანადგომაში ნებისმიერი პრობლემის დროს, რაც
კარგად გამოჩნდა თუშებთან უთანხმოების მოგვარებისას. შირაქის აღნიშნული ტერიტორია
ოდითგანვე იყო ცნობილი „პურის ბეღლის“ სახელწოდებით და დღესაც ხორბლის მოსავლის დიდი
ნაწილი სწორედ ამ მიწაზე ჩასახლებულთა შთამომავლობისაგან მოდის. ამდენად, ვაჟას
საზოგადოებრივი საქმიანობის ნაყოფით დღესაც იკვებება ქართველი ერი. მთის ხალხს უმიწობასთან
ერთად ყოველთვის აწუხებდა უგზოობა. ეს იყო მათი ზარალისა და სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი. გარდა იმისა, რომ საცალფეხო ბილიკებით ეზიდებოდნენ საზრდოს, ცხენები
უცვივდებოდათ კლდეებზე და ადამიანებიც მათთან ერთად იღუპებოდნენ. ვაჟა-ფშაველამ
რამდენჯერმე დააყენა მთავრობის წინაშე საკითხი ფშავ-ხევსურეთში გზის გაყვანის შესახებ. ხმა
გავრცელდა, მთავრობას ფშავ-ხევსურეთში რკინიგზა გაჰყავსო. ვაჟა წერილით გამოეხმაურა ამ
ფაქტს და მოიწონა იდეა, ნიადაგის გამო ამ ადგილებში რკინიგზა მკვიდრი იქნებაო.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი მოღვაწეობის ანალიზისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ


მთიელი ხალხისადმი მის გამოქომაგებას ეპისკოპოს ანტონთან. საქმე ისაა, რომ ეპისკოპოს ანტონს
უმოგზაურია ფშავ-ხევსურეთში და გამოუტანია დასკვნა, რომ ეს ხალხი ისევ კერპთაყვანისმცემელია
და საჭიროა მათში ქრისტისნობის გავრცელება მოძრავი ეკლესიების საშუალებით. ვაჟამ უმკაცრესად
მიიჩნია მისი აზრი და არგუმენტირებულად დაუმტკიცა მღველმთავარს, რომ მთის ხალხს არ
აფასებდა ობიექტურად. უპირველესად ვაჟა მიუთითებს, რომ ეპისკოპოს ანტონამდე ამ მხარეში
მისიონერულ საქმიანობას ეპისკოპოსი ლეონიდი ასრულებდა, რომელსაც არასდროს მოუხსენებია
ფშავ-ხევსურნი წარმართებად. საკლავის დაკვლის ტრადიციაზე ვაჟა აღნიშნავს, რომ ეს არ არის
მხოლოდ ამ კუთხეში გავრცელებული და, თუკი კახეთში ის მისატევებელია, რატომ უნდა იყოს
მხოლოდ მთაში გასაკიცხი?! ხატობის დროს თასებით ლუდის სმას მწერალი ძველი დროის
გახსენებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას უკავშირებს. ყველაზე მეტად ვაჟა
აღაშფოთა იმ აზრმა, რომ მოძრავი ეკლესიების საშუალებით აქ ხელოვნურად უნდა
გაევრცელებინათ ქრისტიანობა. მწერლის აზრით კი, სარწმუნოება უნდა იყოს ადამიანის გონებრივი
და სულიერი განვითარების შედეგი: „ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათვისებინო ადამიანს,
ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლმორწმუნედ გახდომა ყოვლად
შეუძლებელია“. ის არ ერიდება იმ საეკლესიო პირების კრიტიკას, რომლებიც მოვალეობაზე წინ
ანაზღაურებას აყენებენ და თვლის, რომ მართლმადიდებლობა არ გამოიხატება მხოლოდ
ქრისტიანული წესების აღსრულებაში. ის თავად განასხხვავებს ერთმანეთისგან მღვდლისა და
ხევისბრის მოვალეობებს, მთის ხალხის სარწმუნოებას, რომელიც კერპთაყვანისმცელლობასთან არის
შერწყმული, და ქრისტიანობას, მაგრამ ამ ხალხის გაკიცხვას თავისი რელიგიური რელიგიური
მრწამსის გამო თვით ეპსკოპოსსაც კი არ ანებებს და საქართველოში ქრისტიანული მსახურების
ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

ვაჟა-ფშაველას საზოგადოებრივი აზროვნების წარმომჩენია მისი ცნობილი წერილი _


„პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი“. ვაჟასთვის კოსმოპოლიტიზმი არ ნიშნავს ეროვნული
თვითმყოფადობის უარყოფას, მსოფლიო მოქალაქეობას ეროვნების გარეშე. ასეთი განსაზღვრება
მისთვის მიუღებელია და ამიტომაც აყალიბებს კოსმოპოლიტიზმის სრულიად ახლებურ გაგებას,
რომელიც უნდა იყოს გლობალიზაციის, როგორც ადამიანის განვითარების დონის, ჭეშმარიტი
კრიტერიუმი: „გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები
და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი
სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანაბრდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას,
თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი,
იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და
სიყვარულს უცხადებს.“ ვაჟამ დაანახვა გლობალიზაციის სახელით მქადაგებლებს, რომ თავისი
ეროვნების უარმყოფელი საშიშია კაცობრიობისათვის. ის ვერასდროს გახდება მსოფლიო მოქალაქე.
ცალკეულ ეროვნებათა განვითარებაა საჭირო კაცობრიობის წინსვლისათვის. ვაჟას ნააზრევმა გზა
გაუხსნა გლობალიზციის სიღრმისეულ გაგებას.

სოციალურ თემატიკა ვაჟას შემოქმედებაში არ გვხვდება, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მასში უბრალო
ხალხის ცხოვრება არ არის ასახული. ვაჟა წერს ხალხური ენით, მისი შემოქმედება საზრდოობს
ფოლკლორით, ამიტომაც ეწაფება მას უბრალო ხალხი. ვაჟას ყველა პერსონაჟი სწორედ ამ ხალხის
წიაღიდანაა, ისინი გაჭირვებულადაც ცხოვრობენ, მაგრამ მწერლის ყურადღების ცენტრში
არასდროს დგება ყოფის შესაცვლელად მათი ბრძოლის საკითხი. ვაჟას შემოქმედებაში უფრო
ზოგადსაკაცობრიო პრობლმებია განხილული. „საახალწლო სიზმარის“ პერსონაჟებს თავად არაფერი
აბადიათ, მაგრამ სტუმარს, რაც აქვთ, ყველაფერს სთავაზობენ, გასათბობად თავიანთ კონკებს
ახურავენ, ძლივს შეკოწიწებულ საახალწლო სუფრას უშლიან... მეორე დღეს კი სიკეთე უფასდებათ.
სტუმარი არსადაა, სამაგიეროდ სახლი სანოვაგითაა სავსე. მოთხრობის იდეა სიკეთის კეთებაა და
არა ბრძოლა სოციალური თანასწორობისათვის. ასეა ყველგან, მის პოეზიასა თუ პროზაში. ხალხის
გაჭირვება მხოლოდ ფონია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ბუნების წარმოჩენას. ჩამოგლეჯილი
ტანსაცმელი აცვია კვირიას პოემა „ბახტრიონში“, მაგრამ ეს პოეტს მხოლოდ იმიტომ აინტერესებს,
რომ მისი კეთილშობილება და ქვეყნისათვის თავდადება წარმოაჩინოს. ნათლობაში, სადაც
თბილისის მოაზროვნე საზოგადოება იყო შეკრებილი, სოციალ-ფედერალისტების ლიდერები ვაჟას
დიდი პატივისცემით შეხვედრიან, მწერალს კი მათ დანახვაზე „მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება
არ გამოუხატავს“, მოშორებით დამჯდარა და არც ერთ მათგანს არ გამოლაპარაკებია. იმიტომ რომ,
როგორც ილიას, ისე მასაც არ მოსწონს მათი ორმაგი პოლიტიკა, ორ სკამზე ჯდომა. ვაჟასთვის
სოციალური საკითხი არ არის უმთავრესი. მისი უპირველესი ამოცანაა პატრიოტული
სულისკვეთების გაღვივება, რომ ერთხელაც ისარგებლოს საქართველომ მსოფლიოს არეულობით და
თავი დაიხსნას ტყვეობიდან, რუსეთის იმპერიიდან. მეფის მოხელეებს მისი ისე ეშინოდათ, რომ
ერიდებოდნენ კიდეც. ვაჟას შემოქმედების მთავარი პოლიტიკური მიზანი სამშობლოს გამოხსნაა
რუსეთის იმპერიიდან. აქედან გამომდინარე, მას აწყობს მეფის ჩამოგდება, რომ ამ არეულობაში
საქართველომ დრო იხელთოს და განთავისუფლლდეს. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ვაჟა
იმედით ხვდება პირველ მსოფლიო ომს, რომელშიც რუსეთის იმპერიაცაა ჩართული.
რასაკვირველია, იმპერიის გაძლიერებაზე არ ღელავს, ის ნათელი მომავლის შესახებ ქადაგებს. ამის
შემდეგ ვაჟაც და მისი თაყვანისმცემლებიც ხელს იჭრიან და სისხლით ეფიცებიან ერთმანეთს ძმობას
სამშობლოს ერთგულებისთვის. ქვეყნის „საჭირვარამო“, რაც ვაჟას გულს ლახვრად ეყრება, თავისი
ქვეყნის თავისუფლებაა. ესაა ვაჟას ოცნება, მხოლოდ მაშინ ამაღლდება სული _ „ცა მიწას ეწევა“,
დროება შეიცვლება _ „მთაზე შაჯდება ბარია“. ირმის ჯოგი, ხარის ბუბუნი და „სხივ-უვნებელი
მთვარე“ თავისუფალი და მშვიდობიანი ქვეყნის მეტაფორებია. აი, ასეთი სამყაროსეული ჰარმონიაა
მისი იდეალი. ამას ეძღვნება მისი საზოგადოებრივი თუ ლიტერატურული აზროვნებაც. სიკვდილის
პირას მყოფი ვაჟა, რომელიც ლაზარეთში წევს, იქ, სადაც რუსეთ-თურქეთის ფრონტიდან ომში
დაჭრილი მეომრები მოჰყავთ, ამბობს: „ყოველი მამულიშვილი სწორედ ახლა, ყოველ წუთს, ამაზე
უნდა ფიქრობდეს, ვინ იცის, ხვალეს რა მოჰყვეს, შორეულ დასავლეთსა და სამხრეთში ყუმბარების
გრიალმა ჩვენში ჰაერი როგორ შეარხიოს... უნდა... მზად ვიყოთ კიდეც... ჩვენი ბედი მაინც წინადაც
ასე ყოფილა, ბუმბერაზები წაიკიდებოდნენ _ ჩვენი ვარსკვლავიც მაშინ გამოჩნდებოდა...“

2. ილია ჭავჭავაძე და ქართული საადგილმამულო ბანკი.


ხშირად გამოთქმულა აზრი, რომ ილია ტყუილად დაიხარჯა საბანკო საქმეში, ლიტერატურულ
საქმიანობას ჩამოშორდა, რაც დანაკლისია ქართული მწერლობისათვის. თავად ილია აღიარებდა,
რომ სახელმწიფო სამსახური ხელს უშლიდა მას შემოქმედებით მოღვაწეობაში. ბანკის საქმემ კიდევ
უფრო მეტი დრო მოითხოვა მისგან, შემოქმედებითი პროცესი კი მეორეხარისხოვნად დარჩა.
ეკონომიური მდგომარეობა საშუალებას არ აძლევდა, რომ მხოლოდ მამულის შემოსავლით,
უსამსახუროდ ეცხოვრა და მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა თავი. არადა ილიას
მოუცლელობა ქართული ლიტერატურისათვის დანაკლისი იყო. ილია ბანკის საქმეებს დასდევდა
თვეობით და წლობით, მაგრამ მისი ნიჭი ტყუილად მაინც არ დახარჯულა: ბანკის არსებობა
აუცილებელი იყო ქვეყნის განვითარებისათვის, მისი დაარსება კი სხვებმა ვერ მოახერხეს. თუმცაღა
არსებობს მეორე აზრიც, რომ ბანკი საბოლოოდ მაინც დაარსდებოდა, რადგან ამ საქმეს გენიოსობა არ
სჭირდება.
ბატონყმობა გაუქმდა და თავადაზნაურობას ყოველი მამრობითი სქესის განთავისუფლებული
გლეხის ფასად მიეცა 25 მანეთი. ვისაც 21 ყმაზე ნაკლები ჰყავდა, გასამრჯელო გაუორმაგდა. ამის
გამო თავადაზნაურობას საკმაო თანხა დაუგროვდა. ას სამოცი ათასი მანეთი ბანკის დასაარსებლად
გამოიყო. ამას უნდა დამატებოდა ცოტაოდენი თავადაზნაურთა თანხიდან.
ბანკის დაფუძნების ორგანიზატორი თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანი იყო. მან ითავა ყველაზე
რთული საქმე, ფეხით შემოიარა მთელი აღმოსავლეთ საქართველო; სოფლიდან სოფელში, ოჯახიდან
ოჯახში დადიოდა, რომ შეეკრიბა წერილობითი თანხმობები ყველა თავადისა და აზნაურისა. მაგრამ
ბანკი მაინც ვერ დაარსდა. ყიფიანის პროექტით, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში
დამგირავებელს მამული არ ეყიდებოდა, მხოლოდ დროებით გადადიოდა ბანკის საკუთრებაში და
ვალის დაფარვის შემთხვევაში მის პატრონს უბრუნდებოდა, ამგვარი ქმედებით ბანკი მაშინვე
გაკოტრდებოდა. მაშინ თერგდალეულებმა გადაწყვიტეს, ილია ჭავჭავაძე თითქმის იძულებით
დაეყენებინათ ბანკის დაარსების მოთავედ. ბანკის დაარსების საქმეში ის მარტო არ ყოფილა, მაგრამ
საქმის რეალური გაძღოლა მხოლოდ მას შეეძლო, მხოლოდ მას ჰქონდა ის დიდი ნებისყოფა, რომ არ
დანებებოდა უამრავ წინააღმდეგობას. მან შეიმუშავა ბანკის ახალი წესდება, წავიდა რუსეთში, თუმცა
არ უმტკიცებდნენ არც წესდებას და არც რომელიმე ბანკში უშვებდნენ, რომ საქმისწარმოება
შეესწავლა. ილიას რუსეთში თან ახლდნენ მომავალი ბანკის დირექტორები: დიმიტრი ყაზბეგი და
დავით ყიფიანი. მათ ვერ გაუძლეს წვალებას და საქართველოში დაბრუნდნენ; ილია რუსეთში
მარტო დარჩა. ჭავჭავაძის ნებისყოფა ქვისა და რკინის აღმოჩნდა. ,,რაც უნდა მოხდეს, თუნდა ერთი
წელიწადი დარჩომა მომინდეს, დავრჩები აქა, რომ შევისწავლო რამე და როგორმე ბანკების კარი
გავიღო“.
ის არაფრით არ მოეშვა დაწყებულ საქმეს, ბანკების კარიც „გაიღო“, მუშაობაც შეისწავლა და
საადგილმამულო ბანკის წესდებაც დაამტკიცებინა.
„ყველას გავუძლებ, როგორც კლდე ქვისა,
ბედთანა ბრძოლა ვით მეშინება?!
მას აშინებდა მხოლოდ „არაფრობის“ შეგრძნება, რომელსაც სულ მუდამ ებრძოდა და „კლავდა“. ის
თავად იყო „საქმით მეტყველი სული“, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოდ მის ერთ-ერთ პერსონაში _
ოთარაანთ ქვრივში გამოიხატა. თუ გაჭირდებოდა, ილიაც რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა, რკინის
ჯოხს აიღებდა ხელში და ხელმწიფემდე ივლიდა. ამ შემთხვევაში მან მინისტრამდე იარა და მისი
უშუალო ჩარევით საქმეც გადაწყვიტა. რუსეთში ყოფნის წლები მისთვის სხვა მხრივაც იყო
მნიშვნელოვანი. მან გაიცნო სტუდენტი ივანე მაჩაბელი, რომელთან ერთადაც თარგმნა „მეფე ლირი“
და სათავე დაუდო შესპირის ქართულ ენაზე ამეტყველებას, მოგვიანებით კი ივანე მაჩაბელთან
ერთად შეუდგა საადგილმამულო ბანკის მართვას. ილიამ დიდი ნდობა გამოიჩინა ივანე
მაჩაბლისადმი. მართალია, ნიჭიერი ახალგაზრდა დაიყენა გვერდით, მაგრამ ესეც
გასათვალისწინებელია, რომ ილიას გვერდით დგომის პატივი ყველა ნიჭიერ ადამიანს არ ჰქონდა და
ვერც ექნებოდა; ამისათვის კიდევ ბევრი სხვა თვისებების ნაკრები იყო საჭირო. წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრადაც წამოაყენა მისი კანდიდატურა, მოგვიანებით
თეატრალური კომიტეტის წევრად; ჩართო „ვეფხისტყაოსნის“ საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოში,
მიიწვია თავის მიერ დაარსებულ „ივერიაში“ თანამშრომლად და შემდეგ თანარედაქტორად. ერთი
სიტყვით, ყველა იმ საქმეში ჩააბა, რომლებშიც თავად მონაწილეობდა. ბანკში ჯერ მოლარედ დანიშნა
და პირველივე შესაძლებლობისამებრ ბანკის დირექტორის თანამდებობაზე წამოაყენა მისი
კანდიდატურა. საქართველოსთვის საუკუნის სატკივრად იქცა, რომ მათი მეგობრობა, თანადგომა
და ერთობლივი მუშაობა დასრულდა საზოგადოების შუაზე გაყოფით და ანონიმურად გამოცემული
წიგნით „თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, რომლის ავტორად ყველას ივანე მაჩაბელი
მიაჩნდა; მაჩაბლის განმარტების თანახმად კი, წიგნი იყო არა მხოლოდ მისი, არამედ ილიას
ოპოზიციის ერთობლივად შემუშავებული შეხედულებები. წიგნში ავტორი სვამდა კითხვას: „რა
გააკეთა ილია ჭავჭავაძემ რომელსამე საზოგადო ასპარეზზედ?“, ჩამოთვლიდა ყველა იმ საქმეს,
რომელთაც ილია მეთაურობდა, და პასუხობდა, რომ არაფერი. საბანკო საქმის შესახებაც მსგავს
კითხვას სვამდა: „დასასრულ, რა მიმართულება, რა გზა აჩვენა, რა გააკეთა ყოველ დასახელებულ
საქმის მასაზრდოებელ ბანკში, რომლის მოთავედაც ის ითვლება დასაწყისიდამ დღემდე?“ პასუხი
მცდარი და გამანადგურებელი იყო: „მთელის ჩვიდმეტის წლის განმავლობაში ვერ გაიცნო, ვერ
შეითვისა ანბანიც კი ბანკის საქმისა, რომელზედაც ასე თამამად ჰქადაგებდა ბანკის კათედრიდამაც
და „თავის“ გაზეთის ფურცლებზედაც“.
სულ რომ არაფერი გაეკეთებინა ილიას, მის მიერ დაარსებული ორგანიზაციები, რომელთაც
ეფუძნებოდა ჩვენი ქვეყნის განათლება და კულტურა, თავისთავადაც აკეთებდნენ საქმეს; მუშაობა,
რომელიც ამ ორგანიზაციებში მიმდინარეობდა, უკვალოდ არ ჩაივლიდა. ჯერ მარტო წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება რად ღირს, თანაც იმ დროს, როცა ცდილობდნენ
სკოლებში სრულიად მოესპოთ ქართული ენის სწავლება, სწორედ ამ დროს დაამტკიცა მთავრობამ
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება, „რომელიც ქართველ საზოგადოებას
უფლებას ანიჭებდა ჰქონებოდა საკუთარი არამც თუ პირველ-დაწყებითი სკოლები, არამედ საშუალო
სასწავლებლებიც. ქართული ენის სწავლებასაც ამ სასწავლებლებშიც საპატიო ადგილი ჰქონდა
დათმობილი“. მაჩაბლთან დაპირისპირების მიზეზი ძირითადად საბანკო საქმე იყო, თუმცა არც
პირადი ურთიერთობები გამოირიცხებოდა. მაჩაბელი ყველა ასპარეზზე წინ მიიწევდა, სურდა
პირველობა და არც გზის გამკვალავის, ილია ჭავჭავაძის აზრს ითვალისწინებდა. ის ილიასთან
დაპირისპირების გამო ნელ-ნელა გადავიდა დიმიტრი ყიფიანისეული პროგრამის
განხორციელებაზე. ილია შეუვალი იყო; მოითხოვდა კანონის უზენაესობას; მან შეღავათი არ იცოდა;
თუ ვერ იხდიდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დამგირავებელი ვალს, მის მიერ
დაგირავებული მამული უნდა გაყიდულიყო. ქართველი თავადაზნაურობის უმრავლესობა იღებდა
ვალს და უკან ვერ აბრუნებდა; მამულის გაყიდვა კი უბედურებად მიაჩნდა. ამ ხალხმა საერთო ენა
მაჩაბელთან გამონახა. ტყუილი დაპირებებით მაჩაბელი ვალის გადახდის ვადას აგრძელებდა, რაც
ბანკს ზარალში აგდებდა. საზოგადოება გაიყო ჭავჭავაძისტებად და მაჩაბლისტებად. ბრძოლამ
იდეოლოგიურ პლანში გადაინაცვლა. მაჩაბელი გამოდიოდა თავადაზნაურთა კლასის იდეოლოგად
და დამცველად. ილიასთვის უმთავრესი იყო არა ერთ წოდებაზე ზრუნვა, არამედ საერთო
ეროვნული ინტერესები, რომელთა განხორციელებასაც საფრთხე შეექმნებოდა, თუკი ბანკი
არსებობას შეწყვეტა. ეს კი ადვილი შესაძლებელი იყო დამგირავებლებისადმი ბანკის დირექტორის
ლოიალური დამოკიდებულების გამო.
ამრიგად, ბანკის პირველ წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელმა, ბანკის დირექტორმა, ბანკის
გამგეობის თავმჯდომარეს, ილია ჭავჭავაძეს, წარუდგინა გრძელვადიანი სესხების პროექტი.
თავმჯდომარემ პროექტი დაიწუნა, რადგან მასში ბანკის გაკოტრების საფრთხე დაინახა. ამ ფაქტმა
თავადაზნაურთა უკმაყოფილება გამოიწვია და დაიწყო გამგეობის საწინააღმდეგო მოძრაობა. საჭირო
იყო ხელმძღვანელობის შერიგება და შეთანხმებული მუშაობა; მიუხედავად ამისა, მაჩაბელი და
ჭავჭავაძე არც რევიზიის შემდგომ შერიგებულან; საქვეყნო საქმეში ისინი ერთმანეთის გვერდით
იდგნენ, უწონებდნენ ერთმანეთს ნაწარმოებებს, ერთად იყვნენ ქართველი მწერლებისა და
საზოგადო მოღვაწეების იუბილეებსა და დაკრძალვებზე, ხოლო ბანკის კრებებზე შეუბრალებლად
ანადგურებდნენ ერთმანეთს. მომზადდა ახალი კანონი ბანკების მართვაში წარმომადგენლობის
შემოღების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბანკის დამფუძნებელ წევრებს და სესხის ამღებებს
უფლება აღარ ჰქონდათ სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის. მათ უნდა აერჩიათ წარმომადგენლები,
რომელთა ხელშიც გადავიდოდა ბანკის მმართველობა. ამით ბოლო მიეღო გაუთავებელ კრებებს
მრავალრიცხოვანი წინააღმდეგობებით. მეფის ცენზურისთვისაც ადვილი გახდა ურთიერთობა
წარმომადგენელთა ვიწრო წრესთან. ეს ახალი წესი რუსეთისა და საზღვარგარეთის მთელ რიგ
საადგილმამულო ბანკებში გატარდა.
ამ დროს დაიწერა ილიას პოემა „განდეგილი“, რომელიც მეუღლისადმი, ოლღა
გურამიშვილისადმია მიძღვნილი. პოემის სიმბოლური ხასიათი ადვილი დასანახია _ ძნელია სულის
სიმტკიცის შენარჩუნება; რწმენის ღალატი, ნებისყოფის მოდუნება ნიშანდობლივია ადამიანური
ბუნებისათვის; გამონაკლისები მხოლოდ მცირედნი არიან. შეიქმნა „ოთარაანთ ქვრივი“.
ნაწარმოების პერსონაჟი პასუხს სცემს ილიას ყოველ ცხოვრებისეულ ქმედებას; იმ შეუვალობას,
რომელსაც ილია მევალეების მიმართ იჩენდა, იმ პრინციპებს, რომელთა გამოც შეღავათზე არ
მიდიოდა (მაშინ მოგებას ვეღარ მიიღებდა და დაუთვლელად ვეღარ დახარჯავდა ფულს „შიოს
მარნიდან“, იმ ქისიდან, რომელიც ქვრივს ქველმოქმედებითვის ჰქონდა).

ბილეთი #12

1. იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოჭვაწეობა

2. ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მწერლობის დანიშნულების შესახებ


სამოციანელებმა განსაკუთრებული მისია მიანიჭეს პოეტს. აკაკი მას „გარემოების საყვირს“
უწოდებს, ის შუამავალია ღმერთსა და ხალხს შორის, ანუ ღვთიური სიტყვის ხალხის გულამდე
მიმტანი. აკაკისათვის რეალიზმის პრინციპთაგან უმნიშვნელოვანესია სიმართლის შეულამაზებლად
მიწოდება, რათა მკითხველმა მხატვრულ ნაწარმოებში თავისი თავი ისე დაინახოს, როგორც სარკეში:
„ეს გული სარკედ ქცეული, ბუნების ნათავხედია. „მგზავრის წერილებში“ გადმოცემულია ავტორის
შეხედულებები და მოსაზრებები უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე; შეიძლება ითქვას, ისეთ
მყარ საკითხებზე, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე უტრიალებდა ილია. გარდა ტექსტის
მხატვრულობისა, აქ სახეზეა ილია ჭავჭავაძის ამოცანები, რომლებიც შესაშური თანმიმდევრობითაა
ჩამოყალიბებული. მწერლის პირველი მიზანი საქართველოში რეალისტური პრინციპების
დამყარებაა, რადგან სწორედ ასეთი სახის ლიტერატურას შეუძლია ერის გამოფხიზლება მისი
ნაკლოვანებების წარმოჩენით. ამიტომაც მსჯელობს „ლამაზად გამოყვანილი“, სინამდვილეში
ბრიყვი, პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი “იამშჩიკის“ შესახებ (ილიას ყველა უარყოფითი
პერსონაჟი ცხოველს ემსგავსება ან ცხოველის ბედს შენატრის). სხვა სურათს ვხედავთ რეალობაში
და სხვას ხელოვნებაში. ილია ხელოვანთა ასეთ სიბრმავეს „მამულის კვამლით“ ხსნის, რადგან
მამულის სიყვარული ადამიანს ხშირად ხელს უშლის თავისი ქვეყნის „ცუდის“ დანახვაში. ის
ამგვარი სიყვარულის უარმყოფელია: „ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო
ხარ: ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს, რომ ჩვენ საკუთარ უბედურებასაც ვერა ვხედავთ“. ის
აყალიბებს მსჯელობას განათლების მნიშვნელობის, განათლებისა და მამულიშვილის ვალის
განუყოფლობის შესახებ. ოთხი წელიწადი, მარტივად რომ ვთქვათ, სწავლის პერიოდი, ძალიან
დიდი დროა, საუკუნეა იმისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია, რადგან მამულიშვილს უჭირს
ეროვნული ნიადაგის გარეშე ცხოვრება. ეს ოთხი წელიწადი „ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების
წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული“. ის ამ ოთხ
წელიწადში მხოლოდ ცოდნის მიღებასა და დაგროვებას არ გულისხმობს, ეს ცოდნა ქვეყნისათვის
სასარგებლო უნდა იყოს. ამან გულზეც უნდა იმოქმედოს, გულიც უნდა ავარჯიშოს და არა მხოლოდ
ტვინი. ის უნდა გახდეს საფუძველი, რომ ტვინსა და გულში გამოკვანძული კვირტიდან
ძაღლყურძენა კი არ გამოვიდეს, არამედ ბრწყინვალე მტევანი, რათა საბოლოოდ ბეწვის ხიდი
ადამიანს ფეხთა ქვეშ არ ჩაუტყდეს, რომ თავის ცოდნით შეძლოს ვალის მოხდა ღვთის წინაშე.
განათლება ილიასათვის და ზოგადად ჩვენი წინაპრებისათვის არ ნიშნავდა მხოლოდ ცოდნის
მიღებას, განათლებას უნდა მოჰყოლოდა სულიერი სიმაღლე, ღვთის რწმენა, ამიყომაც იყო ის გზა
სიბნელიდან სინათლისაკენ. მშობელი ქვეყანა მიიღებს მას, შეითვისებს, უამბობს თავის
გულისტკივილს და თავადაც გაიგებს მის სიტყვას. აქ ილია აყალიბებს მწერლის მოვალეობას,
რომელიც მხოლოდ სიტყვის თქმა არ არის. ეს სიტყვა უნდა იყოს „ღვთის სიტყვა“, რომლითაც
მწერალი ქვეყანას გულისტკივილს მოურჩენს, დავრდომილს აღადგენს, ჩაუნერგავს ადამიანებს
იმედს, რომ „არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო ყბედურად გაჩენილი, მაგრამ უფრო
ბედნიერად მცხოვრებნი“ და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, გააერთიანებს ერს. ეს არის ხალხის
„სულიერი ერთობის“, მისი გაერთიანებისა და დარაზმვის წადილი ანუ წადილი ეროვნულ-
განმათავისუფლებელი მოძრაობის, რომლის სათავეშიც უნდა იდგეს მწერალი, რადგან ერის
წინამძღოლობა მისი მოვალეობაა:
„ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“
ეს დიდი მისია პოეტს ილიამ და აკაკიმ დააკისრეს. სამოციანი წლების ლიტერატურული
აზროვნების მიზანი მიძინებული, უმოქმედო ერის გამოფხიზლება იყო, რასაც (სიტყვას) საქმეც უნდა
მოჰყოლოდა. საქართველოს აღარ განაგებდნენ პოდპორუჩიკი N-ის მსგავსი ჩინოვნიკები,
რომელთათვის განათლება გონების ისეთი „სიფხიზლეა“, სითამამეა, გარყვნილება და სულიერი
დაცემა რომ მოაქვს; პოდპორუჩიკი N ქვეყანაში განათლების დონეს გენერალთა სიმრავლით
საზღვრავს, რაც რეალურად ქვეყნის დამონებას უფრო გამოხატავს, ვიდრე განათლების ხარისხს.
თერგისა და მყინვარის შეპირისპირებით ილია კვლავ უბრუნდება მწერლობის მისიას. მას არ
მოსწონს ცხოვრებიდან განზე დგომა, ამაღლებულ თემებზე მსჯელობა ცხოვრებისაგან
მოწყვეტილად. მყანვარს ძირი მიწაზე უდგას, ილიას არ მოსწონს არც ამისთანა სიმაღლე, არც
ამისთანა განზე დგომა და არც ამისთანა მიუკარებლობა, ამიტომაც ურჩევნია მას თერგი. თერგის
ეპითეტებია: „თავზედ ხელაღებული“, „გიჟი“, „გადარეული“, „შეუპოვარი“, „დაუმონავი“. ილია
პირდაპირ გვეუბნება, რომ „თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და
ღირსსაცნობი სახეც არის. იმის მღვრიე წყალში სჩანს მთელის ქვეყნის უბედურების ნაცარ-ტუტა.
მყინვარი კი უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახეა. ციცია როგორც უკვდავება და ჩუმია
როგორც განცხრომა“. თუ დასაწუნია მყინვარის უმოქმედობა, სიჩუმე, მიმზიდველია მისი სიმაღლე,
უკვდავება, დიდებულება. მყინვარის ფასს კიდევ უფრო ამაღლებს გოეთესთან მისი შედარება.
მყინვარი ცუდი არ არის, მაგრამ ილიას თერგი ურჩევნია ისევე, როგორც დიდ გოეთეზე მეტად
ბაირონი მოსწონს. მაშასადამე, მყინვარისა და თერგის შეპირისპირებით ილია კვლავ რეალისტური
ლიტერატურის უპირატესობაზე საუბრობს. ის ქმედებას, მუდმივად სიმართლის ასახვას მოითხოვს
მწერლისგან ნაკლის გამოსწორების მიზნით, რადგან „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ... ქვეყნის
ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“. ამ შეპირისპირებათა შემდეგ, გათენების ფონზე ილია ხატავს
გაღვიძებულ ადამიანს: ,,კარგია გაღვიძებული ადამიანი: მაგრამ უფრო უკეთესია ადამიანი,
რომელსაც ძილშიაც არა სძინავს ქვეყნის უბედურობით გულ-აღტკინებულსა“. მოხევის საუბრიდან
ილია ერთ უმთავრეს აზრს გამოჰყოფს _ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“. ეს არის მისი
უპირველესი სატკივარი. სწორედ ამ სატკივრის აღმოსაფხვრელად სახავს მგზავრი თავისი
ცხოვრების მიზნებს: რეალისტური ლიტერატურის დამკვიდრებას, ცოდნა-განათლების ქვეყნის
სამსახურში ჩაყენებას, მწერლობის მიერ ერის გაერთიანებას, ერის წინამძღოლობას და ეროვნულ-
განმათავისუფლებელ მოძრაობას.
რეალისტური შეხედულებანი მწერლობის დანიშნულების შესახებ აკაკიმ უხვად წარმოაჩინა
როგორც პუბლიცისტურ, ასევე ლირიკულ ნაწარმოებებშიც. ეს ლექსებია: „ზღვაო, აღელდი,
აღელდი“, „პასუხი“, „რჩევა“ და სხვ. აკაკის მხატვრული ცნობიერება ყველაზე მკაფიოდ აისახება მის
საპროგრამო ხასიათის წერილში „რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“. წერეთელი უარყოფს ისეთ
პოეზიას, რომელიც მხოლოდ ტკბილხმოვანებაზეა აგებული. ასეთ პოეტებს მგალობლებს უწოდებს
და ჩიტებს ადარებს. ჩიტები კარგად უსტვენენ, მაგრამ პოეტები მაინც არ ეთქმით. მაგალითად
პოეტს ბესიკის „ტანო ტატანო“ მოჰყავს და ბულბულის „ტიუ-ტიუს“ უწოდებს, რადგან მასში ჭკუა-
გონება და განსჯა არ მოჩანს, რომელიც მხოლოდ, აკაკის სიტყვებით, კაცის უკვდავი სულის
საკუთრებაა. სწორედ ამიტომ ქართულ პოეზიაში იგი გამოარჩევს ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ილია
ჭავჭავაძეს. მართალია, ილიას ლირიკაში აკაკი ნაკლებად ხედავს პოეზიას, მაგრამ ილიას ლექსები
მოსწონს ყოველდღიური ჭეშმარიტების ასახვის გამო, საზოგადოების ნაკლის მხილებისათვის.
ილიას ლექსი მოსწონს მასში ჩადებული აზრის გამო, მაგრამ გრძნობს, რომ ეს აზრი პროზით უკეთ
გამოითქმის. აკაკის მხატვრული ცნობიერება იმდენად არის მოცული რეალიზმის თეორიული
პრინციპებით, რომ აჭარბებს შეფასებებში; ვერ ხედავს ბესიკ გაბაშვილის პოეტურ ნიჭს, რომლის
წყალობითაც ტკბილხმოვანება მრავალი მხატვრული ხერხის გამოყენებითაა მიღწეული. აკაკის
იდეალი ჭკვიანი აზრების გადმოცემაა „კარგის ტკბილის სიტყვებით“. თავის ერთ-ერთ წერილში
წერს: „გარემოება აიძულებს ხოლმე მწერალს, რომ თავისი ნაწარმოები თვითონვე დაამახინჯოს“ . ეს
ფრაზა ზუსტად გამოხატავს აკაკის პოზიციას; აკაკიმ იცის, რომ რეალიზმის პრინციპებმა შეიძლება
დააზარალოს ნაწარმოები. აკაკის პოემა „გამზრდელი“ ჰაჯი-უსუბის თვითმკვლელობით სრულდება.
რეალობაში ეს არ მოხდებოდა, არც ქმარი შეუნდობდა ძუძუმტეს დანაშაულს. აკაკიმ გაამძაფრა
პრობლემა, რათა აღმზრდელებს მეტი პასუხისმგებლობა ეგრძნოთ, რასაც რეალიზმის პრინციპები არ
კრძალავს, მაგრამ გადაუხვია გარემოების ასახვის თემიდან და არ დაამახინჯა პოემა; მკვლევარი
დავით წერედიანი ძალიან კარგად ხსნის აკაკის იმ გაორებას, რომელიც გამოწვეული იყო მისი
ზებუნებრივი პოეტური ნიჭითა და რეალიზმის პრინციპების შერწყმით: „აკაკი წერეთელი ბუნებით
ერთი იმ უშვიათეს პოეტთაგანი იყო, ვინც „მხოლოდ ტკბილ ხმათათვის გამოგზავნა ქვეყნად ცამა“.
მისი მრწამსი კი ამგვარი ფუფუნების ნებას არ აძლევდა. იგი თავს ვალდებულად თვლიდა,
„გარემოების საყვირიც“ ყოფილიყო, და ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ტენდენციის შერწყმას
ცდილობდა. და საოცარია, ზოგჯერ კიდეც გამოსდიოდა! მაგრამ ხშირად კომპრომისებზე უხდებოდა
წასვლა. საერთოდაც, ეპოქის მაშინდელი გემოვნების მიხედვით... ლექსს საზოგადოებრივად
სასარგებლო საქმე უნდა ეკეთებინა. იგი უნარს გასაქანს არ აძლევდა.“
აკაკის მხატვრული ცნობიერება თარგმანთან მიმართებაშიც წარმოჩნდება. როგორც მხატვრული
შემოქმედების, ასევე თარგმანის მიზანიც, მწერლის აზრით, სინამდვილის გადმოცემაა. აკაკი
აყალიბებს თარგმანის პრინციპებს, მაგრამ თავად არ იცავს მას მუშაობის პროცესში. მაგალითად,
მწერალი ყურადღებას ამახვილებს თარგმანის აქტუალურობაზე, ადეკვატურობაზე წყაროსთან
მიმართებაში; თუმცა სიტყვა-სიტყვით არასდროს გადმოაქვს ნაწარმოები და მიმართავს
გადაკეთებას თავისი ქვეყნის კულტურისა და ყოფის შესაბამისად. მთარგმნელისათვის აკაკი
სავალდებულოდ მიიჩნევს სულ ცოტა იმ ორი ენის ცოდნას: რომლიდანაც გადმოაქვს ტექსტი და
რომელზედაც გადააქვს. უცხო ენის ცოდნა, მწერლის აზრით, აუცილებელია ტექსტის აზრის სწორად
გაგებისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს ის მაინც მშობლიური ენის ცოდნაზე აკეთებს და
უპირველეს მოთხოვნად სწორედ ქართული ენის ცოდნას უყენებს ქართველ მთარგმნელს.

ბილეთი #13

1. ნიკოლოზ ბარათაშვილის საზოგადოებრივი მოღვაწეობა;


ნიკოლოზ ბარათაშვილი დღესაც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც უიღბლო გენიოსი
პოეტი და არა როგორც საზოგადო მოღვაწე. არადა, რომ გადავხედოთ იმ პერიოდის ქართველთა
მცირეოდენ, მაგრამ, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიურ საზოგადოებრივ
საქმიანობას, ნიკოლოზ ბარათაშვილი წარმოჩნდება ზოგან მოთავედ, ზოგან მონაწილედ.
მეუნარგია საზოგადო მოღვაწეებში გამოჰყოფს ნიკოლოზ ბარათაშვილს, როგორც ამ წრის
თავკაცსა და ორგანიზატორს: ბარათაშვილი მოთავე იყო ამ საზოგადოებისა. ყოველთვის,
როდესაც ან შემთხვევა მოიტანდა, და მოღვაწეები ერთად სადმე შეიყრებოდნენ, საზოგადო
მსჯელობა ამ ქართველ ყმაწვილ-კაცებისა იყო ქართულს მწერლობაზე და ისტორიაზე.
ბარათაშვილი თავის თანამედროვე მწერლობაში გამოირჩევა არა მხოლოდ პოეტური ნიჭით,
არამედ დიდი პატრიოტული სულისკვეთებით, თავისი ვალისა ღირსეულად გარდახდის
დაუოკებელი სურვილით. როგორც დიმიტრი ყიფიანი ერთ კერძო წერილში აღნიშნავს:
„მეგობრები იცნობდნენ ბარათაშვილს როგორც საუცხოო ამხანაგს, რომელიც ყოველთვის
აცოცხლებდა საუბარს, იცინოდა, აცინებდა, ენამახვილობდა, ერთობოდა და იპყრობდა ხანდახან
ყველას ყურადღებას თავის ნაწარმოებებით. ტატოს პოეტური ნიჭი ამ წრეში განვითარდა; აქ იგი
კითხულობდა პირველად თავის ლექსებს; აქ იგი ისმენდა შენიშვნებს, რასაც თითოეული
გამოთქვამდა გულწრფელად... ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს შენიშვნები ეხებოდა მხოლოდ იმას, რაც
ხელს შეუწყობდა აზრის გარკვევას, ან უფრო რელიეფურად გამოთქმას“.
ალბათ სწორედ ამ ლიტერატურული წრის საქმიანობაზე საუბრობს ხოლმე ბარათაშვილი
ბიძასთან _ გრიგოლ ორბელიანთან მიწერილ წერილებში: „ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი
თარგმანი იშოვა: შექსპირის ტრაგედია, და მე ვთარგმნე ტრაღედია ლეიზევიცისა; თუ
წაგიკითხავს, ბიბლიოტეკაში იყო დაბეჭდილი; მე ძალიან მამეწონა და ჩვენმა განათლებულმა
ქალებმაც, ასე გასინჯე, იტირეს“. „ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალ
მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და
მარტოობაში, შეეწევიან მამეულს ენას, რაოდენიცა ძალუძთ. ქართველთ არა სძინავთ გონებით“.
სალიტერატურო წრის წევრებს ჰქონიათ მცდელობა ალმანახ „ცდის“ გამოცემისა, რაც
საბოლოოდ მათ ვერ მოუხერხებიათ. მეუნარგიას აზრით, გიორგი ერისთავის „ცისკარი“ სწორედ
ბარათაშვილის წრის საქმიანობის ნაყოფია. ბარათაშვილი მონაწილეობას იღებდა კერძო
საამხანაგო ბიბლიოთეკის დაარსებაში. დიმიტრი ყიფიანი თავის მემუარებში მისთვის
დამახასიათებელი თავშეკავებულობით აღწერს თბილისში პირველი ბიბლიოთეკის დაარსებას.
მან განუცხადა თავისი რამდენიმე „ტოლ-ამხანაგის“ სურვილი კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის
დაარსების შესახებ. მას თანხმობა მიუღია. ამით უსარგებლია დიმიტრი ყიფიანს და მეორე
შეხვედრაზევე წარუდგენია მთავარმართებლისთვის „თბილისის კერძო ბიბლიოთეკის“ წესდების
პროექტი და დაუმტკიცებიათ. ყიფიანს თავის მოგონებებში მოჰყავს ბიბლიოთეკის
დამაარსებელთა სახელები და მათ სიაში ნიკოლოზ ბარათაშვილიცაა. ძნელი სათქმელია, რა
როლს თამაშობდა ის ამ ბიბლიოთეკის დაარსებაში, მაგრამ ცნობილია, რომ მას ხელი
მიუწვდებოდა ხელნაწერებზე. ირკვევა, რომ ბარათაშვილი თანამშრომლობდა პეტერბურგის
სამეცნიერო აკადემიასთან, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი თეიმურაზ
ბატონიშვილი, რომლის ინიციატივით ამავე აკადემიაში მიწვეული იყო აკადემიკოსი მარი ბროსე
საქართველოს ისტორიული წარსულის შესასწავლად. თბილისში მარი ბროსეს დავალებით
ჩამოდის მისივე კოლეგა ქართული წიგნებისა და ხელნაწერების შესაძენად. ის წერდა: „ერთმა
ქართველმა პოეტმა, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მე თბილისში მქონდა, თავადმა
ბარათაშვლმა, თანხმობა განაცხადა, თუ ეს აკადემიისთვის სასურველი იქნება, პირველად
დაემზადებინა ნუსხა მისთვის ცნობილი ხელნაწერებისა, და შემდეგ, იმის მიხედვით, რასაც
აკადემია ამოირჩევდა, დაემზადებინა მათი პირები. ვეშურები ვაცნობო ეს აკადემიას“.
თანამედროვეთა ნაწერებში პირადად ჩვენ ბარათაშვილის დიდ ავტორიტეტს ვერ ვხედავთ. მისი
დაფასება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოდის 60-იანი წლების შემდგომ, როცა ახალმა თაობამ
გაისიგრძეგანა პოეტის შემოქმედების მასშტაბურობა და გამოარჩია ის ყველა იმდროინდელ
პოეტთაგან. ბიბლიოთელის დამაარსებელთა სიაში ის რიგით მეათე ადგილზეა ნახსენები, ხოლო
ხელნაწერთა ნუსხისა და პირების გაკეთებისთვის მისთვის შესაძლოა რამდენიმე მიზეზის გამო
მიემართათ: 1) „ბიბლიოთეკის“ დამაარსებელთა საქმიანობა ითვალისწინებდა ქართული
ხელნაწერების შეძენას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ამის შესახებ „ბიბლიოთეკის“
ერთ-ერთი დირექტორი სწერს მარი ბროსეს: „თქვენთვის ახალი ამბავი ისა მაქვს, რომ
ბიბლიოთეკამ, რომლის წესდებაც კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა, უნდა შეიძინოს
ქართული ხელნაწერები და გააცნოს იგი საზოგადოებას“. ბარათაშვილი ამ „ბიბლიოთეკის“ ერთ-
ერთი დამაარსებელია; აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობაცაა ხელნაწერთა შეგროვება და
პოპულარიზაცია. 2) ბარათაშვილი სიყრმის მეგობარი იყო პეტრე ბაგრატიონისა, თეიმურაზ
ბაგრატიონის ახლო ნათესავისა, რომელიც ქართულ ხელნაწერთა მეცნიერული შესწავლის
მთავარი ორგანიზატორია; 3) ქართულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა ბარათაშვილის საუცხოო
კალიგრაფიის შესახებ; 4) შესაძლოა, ბარათაშვილმა, როგორც პატრიოტმა და ქართული
ლიტერატურის მოყვარულმა, თავად გამოიჩინა ინიციატივა, დახმარებოდ ქართველებისთვის
მეტად სასარგებლო საქმეში. 4) ასევე ბარათაშვილს კანცელარიის მოხელის სამსახური არ
ართმევდა ისეთ დიდ დროს, როგორც მისივე წრის სამხედრო სამსახურში დაწინაურებულ
მეგობრებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიისათვის, მისი საზოგადოებრივი ინტერესების
წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მოგონება, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის პოეტის
საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. მისი მეგობრი, კონსტანტინე მამაცაშვილი გვიამბობს, როგორ
გაინაწილეს მეგობრებმა დასაწერად საქართველოს ისტორია, თითოს თითო საუკუნე უნდა
აღეწერა. ეს საკმაოდ რთული საქმე იყო. მამაცაშვილის სიტყვებით, „მშრომელნიც ცოტანი
ვიყავით და საქართველოს ისტორიის მატიანეები დაფანტული იყო, არ იყო ჯერ შეკრებილი არც
ძველი საეკლესიო გუჯრები, არც ბევრი საინტერესო გრამატები თავადების და აზნაურების
სახლებში, მარტო მატიანედ იყო „ქართლის ცხოვრება“. როგორც ჩანს, ლიტერატურულ
საკითხებთან ერთად ბარათაშვილი საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლასაც გეგმავდა.
აქ კიდევ ერთი დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს. ბარათაშვილი არა მარტო თვითონ გეგმავდა
საქართველოს ისტორიის საკითხებზე მუშაობას და მას არა მარტო თავისი წრე მიიჩნევდა
კომპეტენტურად, არამედ _სხვაც. ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემაში შესულია რუსეთში
დაბადებული და აღზრდილი მეცნიერის, ნაშრომის ავტორის, მიხეილ ბარათაევის წერილი
მელიტონ ბარათაშვილისადმი. მიხეილ ბარათაშვილს არ გაუგია პოეტის გარდაცვალების ამბავი
და სწერდა მელიტონს: „მეტისმეტად გამახარებდა ჩვენი საერთო საყვარელი ნიკოლოზ
მელიტონის ძე, თუ შეავსებდა თავისი უხვი ცოდნითა და ნიჭით თავისი მოხუცი პაპის (წერილის
ავტორი თავის თავს გულისხმობს) პირველ ნაშრომს“. მიხეილ ბარათაშვილი მელიტონის ოჯახის
ახლო მეგობარი იყო. სწორედ მას მიუძღვნა ბარათაშვილმა თავისი ლექსი „საფლავი მეფისა
ირაკლისა“. ეჭვსგარეშეა, რომ ასეთი ისტორიული მნიშვნელობის ლექსის მიძღვნა აუცილებლად
კავშირშია ამ ორი ადამიანის _ მიხეილისა და ტატოს _ საერთო ინტერესებთან საქართველოს
ბედთან დაკავშირებით; წერილიდან ჩანს, ბარათაევის დიდი დაინტერესება საქართველოს
ისტორიული დოკუმენტებით და ამ საკითხში ნოკოლოზ ბარათაშვილის კომპეტენციის აღიარება.
მიხეილ ბარათაშვილს აქვს ახალგაზრდა ბარათაშვილის იმედი და დარწმუნებულია მის ცოდნასა
და განსწავლულობაში სწორედ საქართველოს ისტორიის განხრით.
როგორც ვხედავთ, ბარათაშვილი მონაწილეობს თბილისის ბიბლიოთეკის დაარსებაში,
ხელნაწერთა მოძიებისა და პოპულარიზაციის საქმეში, ხელნაწერ ალმანახში, რომელშიც
სავარაუდოდ შესული იქნებოდა მისი ლექსები; აქვს ინტერესი საქართველოს ისტორიის
მეცნიერული შესწავლისა. ის არ არის ამ საქმიანობების ორგანიზატორი, როგორც ხშირად სურთ,
რომ წარმოაჩინონ, მაგრამ არის ერთ-ერთი მონაწილე და საკმაოდ აქტიურიც. ორგანიზატორობის
ნიჭის უქონლობა არაფერს აკლებს ბარათაშვილის პიროვნებას. პირიქით, წარმოუდგენელიცაა
ბარათაშვილის მღელვარე სულისა და ორგანიზატორის მიზანმიმართული ქმედებების ერთ
პიროვნებაში მოაზრება.

2. იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილები

არ შეიძლება, არ აღინიშნოს მისი პუბლიცისტური წერილებიც. ის მეტად მახვილგონიერი და


გამჭრიახი პუბლიცისტია. წერილები ეხებოდა ყოველდღიურობის საჭირბოროტო საკითხებს და ისევ
და ისევ განათლების სფეროს, რომელშიც იგი იცავდა რეალური განათლების უპირატესობას
ფორმალურთან შედარებით. თავისი წერილებით იაკობ გოგებაშვილი მეცნიერული პედაგოგიკის
ფუძემდებელია საქართველოში. მან პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა. იგი
მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, პოეტებს, მწერლებს, სიკვდილის წინ კი მთელი
თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ის თვლის,
რომ ბავშვი, რომელმაც მშობლიურ ენაზე იცის წერა-კითხვა, ადვილად შეისწავლის მისი წყალობით
უცხო ენასაც, რადგან გამოიყენებს შედარებით მეთოდს, რომელიც ენის სწავლებაში ფრიად
მნიშველოვანია. იაკობი თვლიდა რომ საჭირო იყო ჰუმანიზმი აღზრდაში და მოითხოვდა
ყოველგვარი ძალადობის აღმოფვრას. რა საკვირველია, მოწინააღმდეგენიც ჰყავდა, ისევე როგორც
ყყველა კარგი საქმის მოქმედ ადამიანს. ისინი გაკვეთილებზეც კი ესწრენოდნენ, რათა რაიმეში
დაედანაშაულებინათ იაკობი, თუმცა იგი იმდენად გამოირჩეოდა მაღალი პედაგოგიური ოსტატობით,
რომ თავად მიგზავნილებიც კი დიად ადამიანად ახასიათებდნენ მას. ყველა იმ თემიდან, რომელიც
განათლებასა და ენას შეეხებოდა გამოირჩევა გოგებაშვილის დამაგვირგვინებელი წერილი ,,ბურჯი
ეროვნებისა“, რომელშიც წარმოადგენს ქართული ენის სისრულესა და უნიკალურ თვისებსბს. ის
მშობლიურ ენას სულის ენას უწოდებდა, შინაგან ხმას. მას მოჰყავს ღირსებანი ენისა, რომელთაც
აკმაყოფილებს ქართული ენა. ესენია: სიმარტივე ბრუნვებისა, გრამატიკული სქესების არქონა,
თანდებულთა სიტყვის ბოლოში მოქცევა, სიტყვების ხმოვანი დაბოლოება, ასამაღლებელი ხმის
დამორჩილება განსაზღვრულ კანონზე, ზმნის ფორმების მრავალფეროვნება და მოქნილობა,
სინონიმებისა და ლექსიკის სიმდიდრე. მსჯელობს ქართული ენის დამდაბლებაზე როგორც ოჯახში,
ასევე მის გარეთ. დამნაშავეებად კი გამოჰყავს ის მშობლები, რომლებიც არ აძლევენ შვილებს
დაყწებით განათლებას ქართულ ენაზე. საუბრობს ქართულის განსაკუთრებულ ადგილზე ევროპულ
ენათა შორის, დედა ენის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ერის ცხოვრებაში, მოჰყავს მაგალითები
წარსულიდან და აწმყოდან, ის საუბრობს ეროვნულობის დაცვაზე ევროპასა და ჩვენში. მისი მუშაობა
ლიტერატურული ენის დარგში ორი სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა, ერთი გახხლდათ
ლიტერატურული ნორმების დადგენა და მისი დამსახურება გრამატიკული აზროვენბის ისტორიაში,
ხოლო მეორე მხრივ კი ხელშეწყობა ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში. მისი ეს
დამსახურება გამოვლინდა სწორედ იმაში, რომ შექმნა უკვდავი სახელმძღვანელოები. მისი
შემოქმედებითი მეთოდი აშკარაა რომ პუბლიცისტურია, თუმცა ამასთან ერთად მხატვრულიც. იმ
პერიოდის საქართველოში იგრძნობოდა საბავშვო ლიტერატურის უქონლობა და ამის მოგვარებაც
იაკობმა დაისახა მიზნად. უნდა აღინიშნოს ის, რომ ზოგადი ლიტერატურა თანადროული რეალობისა
ჰქმნის საბავშვო ლიტერატურის ტონსაც და მწერალმაც ის მოტივები ჩააქსოვა მას, რაც
დამახასიათებელი იყო ქართველი ხალხის აზროვნებისთვის. ის ამბობს რომ ,,საყმაწვილო
ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში, მის წამატებაში“. მისი მსოფლმხედველობა
მხატვრული რეალიზმის გამომხატველად იქცა. ის ფიქრობს, რომ ამგვარ მოთხრობებში აუცილებელია
და პირველ პლანზე უნდა გადმოინაცვლოს მოქმედების დრამატიზმმა, ხოლო აღწერა კი რაც
შეიძლება მოკლედ უნდა მოხდეს. მისი ეს წინდახედულობა, ყურადღებიანობა კიდევ ერთხელ ხაზს
უსვამს რაოდენ დიდი ფსიქოლოგია და როგორ უწევს ანგარიშს ბავშვთა მოძრავ ბუნებას. ის თითქოს
მთელი ქვეყნის მშობლად იქცა, იქცა ერის გულის ნიჭიერ მესაიდუმლედ. სწორედ ასეთი
დამახასიათებელი თვისებები აქვს მის საბავშვო მოთხრობებსაც - პატარა მოცულობა, მსუბუქი ენა და
ა.შ. ის ცხოვრელებს, ფრინველებს, მცენარეებს ისეთ ხასიათსა და ქცევებს ანიჭებს, რაც ნაცნობია
ყმაწვილთათვის, ახლობელია, ხშირად მათ აადამიანებს კიდეც. ამ ყველაფრით ის უნერგავს ახალ
თაობას ბუნების კანონებს - დახმარებას, ბრძოლას, შებრალებას, სამართლიანობას. მისი უპირველესი
მიზანი ამ დაუღალავი შრომისა, ვფიქრობ, მაინც გახლდათ ის, რომ გაეღვივებინა ხალხში ეროვნული
სულისკვეთება, პატრიოტიზმი, მამულიშვილური გრძნობა და ამას იწყებს სწორედ ბავშვებიდან, რათა
ეს გაჰყვეს მომდევნო საუკუნეებშიც მათ შვილებსა და შთამომმავლობას. მისთვის მთავარია,
გააღვიძოს ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მისცეს ხალხს
ცოდნა ისტორიის, ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და
შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად
დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა. თითოეული ამ განწყობილების ძალას კი
მათ აძლევს ჯერ უშუალობითა და დამაჯერებლად დაწერილი უბრალო მოთხრობებით ცხოველებზე,
შემდეგ კი პატარა მკითხველს ყურადღება გადააქვს რეალურ ცხოვრებაში. გოგებაშვილს საკუთარი
მოღვაწეობის მიზნად ისევე, როგორც ყველა თერგდალეულს, ვფიქრობ, რომ საქართველოს
გაერთიანება მიაჩნია, როგორც სოციალურად ისე ტერიტორიულად. მინდა, რომ აღვნიშნო იაკობის
დიდი სიყვარული ,,ვეფხისტყაოსნის“ მიმართაც. ის წერდა: ,,ვეფხისტყაოსანს“ შეუდარებელი
მნიშვნელობა აქვს ჩვენს ლიტერატურაში“. დიდად წუხდა იმ ფაქტზეც, რომ იმ დროს არ იყო ამ
დიადი პოემის ზუსტი თარგმანი არცერთ ევროპულ ენაზე და მას ვერ ეცნობოდნენ ორიგინალური
სახით უცხოელი მკვლევარნი. საინტერესოა მისი დამოკიდებულება საქართველოს ბედი
საკითხისადმი. ის ფიქრობს, რომ სანამ საქართველო რუსეთს შეუერთდბოდა, საკმაოდ ძლიერი იყო
ეკონომიკურად და შეეძლო კიდეც მყარად დგომა. მისთვის რუსეთი არ იყო მოწყალე სახელმწიფო,
არც კეთილი ზრახვების მქონე და თითქოს ეს დამოკიდებულება აქვს იმიტომ, რომ პოლონეთის
გავლენა იგრძნო მასზე, გავლენა და მსგავსება. მისი აზრით გამოსავალია საქართველოს არსებობა
რუსეთის უღელქვეშ მხოლოდ და მხოლოდ ფედერაციიის სახით, რომელიც უნდა იდგეს რამდენიმე
საყრდენზე, ესენია: მიწა-წყალი, ენა, სკოლები და ეკლესია. ის ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნის
მწერალთა მიღწევებსაც.

ეხება ასევე ქართული ეკლესიასაც წერილში ,,ქართული ეკლესიის ბედის საკითხისათვის“. იწყებს
საუბარს მისი წარმოშობიდან და ასახელებს რამდენიმე პერიოდს : ანტიოქიურს, ნაციონალურსა და
რუსულს. ანტიოქიურს განიხილავს, როგორც ბერძნებისაგან განუყოფელს, რომელთაც არაფერი აქვთ
საერთო ქართველ მრევლთან. როდესაც ეკლესიის სათავეში დგება საქართველოს ნამდვილი შვილი
და არა ბერძენი, ეკლესია ნაციონალური ხდება. განიხილავს ეკლესიის ერთმმართველობის დაშლას,
რომელიც თავისთავად დაემთხვა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფას მეთოთხმეტე
საუკუნეში. გოგოებშვილი ამას მეტად მძაფრად განიცდის, რადგან ამ მოვლენამ დაღი დაასვა
ეკლესიურ ერთობასა და რწმენას. თუმცა, რუსული პერიოდი ყველაზე უფრო დიდი დაკვირვებით
აქვს აღწერილი. თითქოს, საქართველო დაუბრუნდა ანტიოქიურ პერიოდს და დაკარგა
თვითმყოფადომა. ის ამბობს, რომ რუსულმა ეკლესიამ აქ დაამკვიდრა გაუპიროვნების უწესრიგო
სისტემა. სემინარიებში სწავლა რუსულად იწყება, ასწავლიან მასწავლებლები, რომელთაც ისევე
არაფერი აქვთ საერთო ქართველებთან , როგორც ბერძნებს. ის ,,რწმენის შერყევაში“
ამბობს : ,,წარმოიდგინეთ, მკითხველო, რომ ავადმყოფს ექიმმა წამალი დაუნიშნა. მოვიდა მეორე ექიმი
და ავადმყოფს უთხრა ეგ წამალი არ გარგებს, მე უკეთესი ვიციო,და დაუნიშნა სხვა წამალი. რა ჰქმნა ამ
მეორე ექიმმა თავისი საქციელით? ისა, რომ დაუკარგა რწმენა პირველი ექიმისა“ - თითქოს ეს
სიტყევბი უკავშირდება კიდეც ამ შიდა არეულობას ქართულ ეკლესიაში. ქართველმა ერმა რწმენა
დაკარგა. ის ამ პრობლემებს ისევ და ისევ განათლებას უკავშირებდა : ,,სარწმუნოება მოკლებული
განათლებას, ხშირად იქცევა ვიწრო ფანატიკოსობად, ან აღმერთებს გარეგანს, დროებითს ფორმებს
ეკლესიისას და ივიწყებს შინაგან მხარეს, ცხოველმყოფელს ზნეობრივს პრინციპებს, დედა-აზრებს
სახარებისას.“ მისთვის ერის ბედნიერების უპირველესი მიზეზი გახლდათ დანერგვა ყველა
ქართველში ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ნამდვილი განათლებისა, რადგან ადამიანთა
საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია,
მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და
გაანადგურონ. სარწმუნოებრივ ძლიერებამდე მიღწევას კი ართულებდა სასულიერო ლოტერატურის
არ ქონდა. გოგებაშვილი მისტირის წარსულს, როდესაც მარტო მცხეთის ტაძრის ბიბლიოთეკა იტევდა
სასულიერო წიგნების შვიდი ათას ტომს. ეს წყაროები იოკობის თანადროულ რეალობაში დამშრალია.
განადიდებს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელს, რომელიც სწავლის სიყვარულს და ყოველ ღონეს
ხმარობდა თავის ღვიძლს სამწყსოში, გაევრცელებინა სარწმუნოებაცა და ცოდნაც. გოგებაშვილი
მოგვიწოდებს მივსდიოთ ჩვენს ,,მთავარ-მწყემსს“ და ვიცხოვროთ ისე, რომ გავამართლოთ მისი
მოღვაწეობა, თავგანწირვა, მისი ღირსება და ასე ვიხსნათ საქართველო. თითქოს თვითონაც
მეცხრამეტე საუკუნის გაბრიელ ეპისკოპოსად იქცა და მისი საქმის გამგრძელებლად მოევლინა.

იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილები ძირითადად ეხება განათლების სხვადასხვა


საფეხურსა და პროფილს. მათში განხილულია ზოგადად პედაგოგიკისა და ასევე ცალკეული საგნების
სწავლების მნიშვნელოვანი პრობლემები. მთელი ცხოვრება დიდი მასწავლებელი იბრძოდა სახალხო
სკოლების დამკვიდრებისათვის საქართველოში და იცავდა რეალური განათლების უპირატესობას
ფორმალურთან შედარებით. ფორმალურში იგულისხმება მხოლოდ წიგნით და გაზეპირებით, ასევე
მუნჯური მეთოდით, მიღებული განათლება. თავისი წერილებით იაკობ გოგებაშვილი მეცნიერული
პედაგოგიკის ფუძემდებელია საქართველოში. პედაგოგიკის პრინციპები, რომლებზედაც
გოგებაშვილი მსჯელობს, არ არის ორიგინალური და მხოლოდ მისი ნააზრევის წარმომჩენი, თუმცა
ორიგინალურად არის მისადაგებული ქართულ გარემოს, ეროვნულ კულტურას და მიზნად სწორედ
ქართველი ახალგაზრდობის განვითარებას ისახავს. იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთ პირველი წერილი
განათლების საკითხებზე შეეხება თბილისში იმპერატორის წყალობით დაარსებულ სამხედრო
გიმნაზიას, რომელიც გახდა მიზეზი „მამათა და შვილთა“ თაობის დაპირისპირებისა. მან დააყენა
საკითხი _ „მოუტანა თუ არა მოხსენებულმა გიმნაზიამ ჩვენ ღარიბ თავად-აზნაურებს სასურველი
სარგებლობა?“ აღწერს იმ ღარიბი მშობლების მდგომარეობას, რომლებიც იღებენ ვალს იმისთვის, რომ
შვილები კერძო მასწავლებლებთან მოამზადონ, რათა შემდგომ სახელმწიფო ხარჯით ისწავლონ
გიმნაზიაში. ამას ისიც ემატება, რომ 12 წელს ზევით პირველ კლასში აღარ იღებენ, მეორე კლასში
მოსახვედრად კი უცხო ენის ცოდნაცაა საჭირო. უშედეგოდ სრულდება მათი მცდელობა მეორე
წელსაც. შეიძლება ბავშვმა მიიღოს კარგი ნიშანი, მაგრამ სხვას მასზე უკეთესი ჰქონდეს. ასეთი
შედეგის მიზეზს გოგებაშვილი ხედავს შემდეგში: „მდიდრებს შეუძლიანთ უფრო კარგად მოამზადონ
თავიანთი შვილები, ვიდრე ღარიბებს. საზოგადო მოღვაწე კარგად ხედავს იმის საჭიროებას, რომ
სახელმწიფო ხარჯით სწავლა ღარიბს უფრო ესაჭიროება, ვიდრე მდიდარს და გამოსავალს შემდეგში
ხედავს - სახელმწიფო ხარჯით უნდა მიიღონ მარტო ღარიბი მშობლების შვილები, მოსამზადებელი
კლასების დაარსებაში უნდა ჩაერთონ საადგილ-მამულო ბანკები, რათა დაიქირავონ ასეთი
კლასებისათვის ორი ან სამი რიგიანი მასწავლებელი.

წერილში „მუნჯ მასწავლებელთა პროექტის გამო“ განხილულია ორი ძირითადი საკითხი,


რამდენად შეუძლია „მუნჯ“ მასწავლებელს (მოსწავლეთა მშობლიური ენის არმცოდნეს) სახალხო
სკოლაში სწავლება და რამდენად საჭიროა სახალხო მასწავლებლისთვის ბავშვთა მშობლიური ენის
ცოდნა. ფიქრობს, რომ ასეთი რამ ხელშეწყობა იქნება მასწავლებლისთვის და არა მოსწავლეებისათვის,
რადგან მიზანი, შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ იქ, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს
ერთმანეთის სავსებით გაეგებათ. იაკობი გმობს პროექტის გამართლებას იმით, რომ საქართველოში
თითქოს ოცდათოთხმეტამდე ეროვნება ცხოვრობს და თვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს
ერთმანეთის ენა არ ესმის და ამიტომ შეუძლებელია, რომ მასწავლებელმა იცოდეს თავის
მოსწავლეთათვის გასაგები ენა; ასევე იმ არგუმენტით, რომ ადგილობრივი ენის შესასწავლად არ
არსებობს წყაროები. პროექტის ავტორები ასევე მომხრე არიან რუსული ენის სწავლებისა არა
მშობლიური ენის, არამედ რუსულის მეშვეობით. იაკობ გოგებაშვილი მიუთითებს, რომ მათ
ავიწყდებათ ერთი გარემოება, „აქაური ბავშვებისთვის რუსული ენა არ არის მშობლიური, არამედ
უცხოა... და ყოვლად შეუძლებელია ერთი სრულიად უცნობი, უცხო ენა შევასწავლოთ იმავე უცხო,
ბავშვებისათვის უცნობი ენის საშუალებით“. იაკობ გოგებაშვილი თვლის, რომ ბავშვი, რომელმაც
მშობლიურ ენაზე იცის წერა-კითხვა, ადვილად შეისწავლის მისი წყალობით უცხო ენასაც, რადგან
გამოიყენებს შედარებით მეთოდს, რომელიც ენის სწავლებაში ფრიად მნიშვნელოვანია, შეამჩნევს
მსგავსებასა და სხვაობას ფორმებსა და წესებს შორის და საფუძვლიანად შეითვისებს მასალასაც. თავის
პუბლიცისტიკაში გოგებაშვილი მსჯელობს ქრისტისნობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების
წარუმატებლობაზეც, რის მიზეზადაც ამ სკოლებში მშობლიური ენის უგულებელყოფა და სწავლების
მოკლე კურსი მიაჩნია. ის გარემოება, რომ რუსეთში ბავშვები ამ დროის განმავლობაში ითვისებენ
სასწავლო პროგრამას, მიზეზად არ გამოდგება საქართველოში, სადაც ბავშვები მშობლიურ ენაზე არ
სწავლობენ. გოგებაშვილს არც ის მიაჩნია რეალურ მიზეზად, რომ გლეხები თავიანთ შვილებს სამ
წელზე მეტს არ დააყენებენ სკოლაშიო. გოგებაშვილს არ მოსწონს ამ სკოლების პროგრამებიდან ძველი
აღთქმის მოთხრობათა ამოღებაც. ის საუბრობს ამ მოთხრობათა დიდ მნიშვნელობაზე ბავშვის
აღზრდის საქმეში. დიდი მასწავლებელი საგანგებოდ განიხილავს ერთი მოთხრობიდან პატარა მოსეს
ფარაონის სასახლეში აღზრდის პერიოდს, მოსეს ფიქრებსა და ბეჯითობას სწავლაში იმ მიზეზის გამო,
რომ „უსწავლელი კაცი ვერ შეიძლებს ვერც ღვთის დიდებასა და ვერც თავის ხალხის რგებასა და
სამსახურსა“. ამგვარი მოთხრობები, გოგებაშვილის აზრით, უნერგავს ბავშვს როგორც ღვთის
სიყვარულს, ასევე პატრიოტულ გრძნობას.

„შინაურ მიმოხილვაში“ ის შეეხო აჭარის საქართველოსთან შემოერთების საკითხს და ამ ბრძოლაში


დანთხეული სისხლი გაამართლა ამდენი ხნის დაშორებული ძმების ისევ ერთმანეთთან შეყრით. მის
წინაშე დაისვა კიდევ ერთი საკითხი, როგორ უნდა დავეხმაროთ ძმებს ძმურად, როგორ უნდა
ვიზრუნოთ მათთვის. დიდ მასწავლებელს ეს დახმარება სწავლის, ცოდნისა და მეცნიერების
აღორძინებაში ესახება. თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით კი თბილისის
გუბერნიაში, ხალხი თავად იღვწის სკოლების დაარსებისთვის, შემოერთებული საქართველოს
ნაწილში ის უმოქმედოდაა, რადგან იქ სარწმუნოებით მაჰმადიანები ცხოვრობენ, რომლებიც არ
ენდობიან რუსის მთავრობასა და მისი განათლების სისტემას. სარწმუნოებისა და ენის გამო მათ
ეუცხოებათ რუსი ხალხი, ფიქრობენ, რომ სკოლების საშუალებით მოახდენენ მათ რჯულზე გავლენას.
ამიტომ, გოგებაშვილის აზრით, აჭარის რეგიონში მთავრობამ თავის ხარჯზე უნდა გამართოს
სკოლები და ისიც დიდი სიფრთხილით; არ უნდა მისცეს ამ ხალხს საბაბი იმ აზრისა, რომ სკოლას,
განათლების გარდა, რაიმე სხვა მიზანიც აქვს; ამ სკოლებში ქართველები და ქართულის მცოდნეები
უნდა დანიშნოს, რადგან აჭარის მოსახლეობასთან კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ქართული ენის
მეშვეობით, ქართული ენა „არის ერთად ერთი ძაფი, რაზეც ჰკიდია მისი კავშირი (აჭარლებისა) ჩვენ
სახელმწიფოსთან“. გოგებაში ამ ვრცელ „შინაურ მიმოხილვაში“ არც სასულიერო სასწავლებლებს
ივიწყებს, სასულიერო წოდების ქალთა (მღვდლების ცოლების) განათლების საკითხსა და
მნიშვნელობაზეც მსჯელობს. გოგებაშვილმა აუხსნა ეგზარხოსს, რომ ქართული ენის წინააღმდეგ
წასვლა ღვთის გმობის ტოლფასი საქციელი იქნება.
თავის პუბლიცისტურ წერილებში გოგებაშვილი ძირითადად საქმიანად მსჯელობს, თუმცა
ზოგიერთ მათგანში საქმიან მსჯელობას მხატვრულსაც შეურევს და სათქმელს სულ სხვაგვარ
მომხიბვლელობას ანიჭებს. ერთ-ერთი ასეთი წერილია „ხე ნაყოფით იცნობება“. მწერალი მსჯელობს
ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების სკოლების ნაკლზე, მათი კეთილმოწყობის მიუხედავად,
ამ სკოლის მოსწავლეთა დაბალ მოსამზადებელ დონეზე, ოღონდ სათქმელს გაცილებით მხატვრულად
აყალიბებს, ვიდრე სხვა წერილებში: „დიახ, კარგად გახლავთ ხე მოვლილი, _ წერს გოგებაშვილი, _
ლაზათიანად არის ყოველი მხრით შემკული, მაგრამ ნაყოფს-კი სრულიად დამპალს და შხამს ისხამს.
რათა ხდება ესა? რა შხამავს და აჭიანებს მის ნაყოფსა? ხე გახლავთ სრულიად უფესვო და
დაშორებული დედა მიწასა, ნიადაგსა. აი ჭეშმარიტი მიზეზი მისი უვარგისობისა, მისი უმზგავსობისა.
ბევრს წყალს ასხმენ დამრგველები მის ღეროს, მის ტოტებს, მის ფოთლებს, კაი ძიძასავით ეფერებიან,
მაგრამ ყველა ეს ამაოდ მიდის. ხე აძლევს მათ მარტო მახინჯ, უვარგისს და საწყენ ხილსა“. ის
ჩამოთვლის ქრისტიანობის აღმადგენელი სკოლების უვარგისობის მიზეზებს და უპირველესად ამ
სკოლებიდან ქართული ენის განდევნას ასახელებს, ყველა საგნის რუსულად სწავლებას, ქართული
ენის ამოღებას საგნების რიცხვიდან, გაუგებარი სიტყვების უაზროდ გაზეპირებას და ა.შ.

რაც შეეხება გოგებაშვილის პოლიტიკურ თვალსაზრისს საქართველოს ბედის საკითხისადმი, ის


იმდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული სტატიაში „რანი ვიყავით გუშინ“, რომ დაეჭვებას აღარ
იწვევს ის ფაქტი, რომ დიდი მოღვაწე რუსეთის კეთილისმყოფელ გავლენაზე მხოლოდ და მხოლოდ
ცენზურისათვის თვალის ასახვევად მსჯელობს. მთელი ვრცელი სტატიის მანძილზე მკვლევარ-
მოაზროვნე ამტკიცებს, რომ რუსეთთან შეერთებამდე საქართველო პოლიტიკურად მყარ ნიადაგზე
მდგომი და ეკონომიკურადაც არც თუ ისე სუსტი სახელმწიფო იყო. მას შეეძლო თავისი თავის
გამოკვება, რადგან სულს არ უხუთავდა ბურჟუაზია, ბიოროკრატია და მუდმივი ჯარი. ის ქართველ
მეფესაც ახასიათებს, რომელიც სულ არა ჰგავდა სპარსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის დესპოტებს, იყო
თავისი ერის მზრუნველი და მოსიყვარულე, გლეხების სახლების ხშირი სტუმარი.

ბილეთი #14

1. ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი აზროვნება


ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ მოღვაწეობასა და აზროვნებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა ჩვენი საზოგადოებრივი აზროვნების ევროპულ საფუძველზე განვითარების საქმეში. ნიკოლაძე
იყო თავისი ეპოქისათვის ფართოდ განათლებული და ღრმად მოაზროვნე პიროვნება, საფუძვლიანად
იცნობდა მაშინდელი ევროპისა და რუსეთის ლიტერატურულ საკითხებს თუ მეცნიერულ
შეხედულებებს; როგორც მისი საქმიანობიდან და წერილებიდან ჩანს, რომ თავისი განათლებით
ბევრად მაღლა იდგა ქართველ ლიტერატორებსა და საზოგადო მოღვაწეებზე. გაზეთი „დროება“ და
ჟურნალი „კრებული“ წლებში ნიკო ნიკოლაძის უშუალო თანამშრომლობითა და ხელმძღვანელობით
გამოდიოდა და სწორედ მათ ფურცლებზე საზოგადო მოღვაწემ პასუხი გასცა ჩვენი ცხოვრების მრავალ
მნიშვნელოვან საკითხს, ამით, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად გაამდიდრა ქართული
საზოგადოებრივი აზროვნების ისტორია.
ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებრივი აზროვნების თავისებურების წარმოსაჩენად უაღრესად დიდი
მნიშვნელობა აქვს მის წარმომავლობას. იგი ვაჭრის შვილი იყო, ე.ი. არ ეკუთვნოდა გაბატონებულ
საზოგადოებრივ ფენას, რაც, რასაკვირველია, გავლენას ახდენს მის მსოფლხედვაზე. ქართველ
სტუდენტებთან ერთად ნიკოლაძემ მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა არეულობაში, რის გამოც
დააპატიმრეს და რამდენიმე თვით ციხეში მოათავსეს. ამ პერიოდში ის თავისი მსოფლხედვითა და
სოციალურ-პოლიტიკური მრწამსით ტიპური სამოციანელია, თუმცა მისი აზროვნება ყოველთვის
განიცდის გარკვეულ ცვლილება-განვითარებას. მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძე და სერგეი მესხი ქმნიან
ახალგაზრდობის ახალ ჯგუფს და იწყებენ სამოღვაწეო პროგრამის შემუშავებას. მისი პროგრამა, რა
თქმა უნდა, შეეხებოდა ცხოვრების ყველა აქტუალურ საკითხს: შრომის განაწილებას, საბანკო საქმეს,
აგრარულ საკითხს და მრავალ სხვას. ამ პრობლემათა შეფასებისას ნიკო ნიკოლაძე ცილდება
სამოციანელთა თვალთახედვას და იჩენს რადიკალიზმს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად
ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი შეხედულებანი არ განსხვავდებოდა
თერგდალეულთა ნააზრევისაგან. ბუნებრივია, რომ ამ პერიოდში მას აწუხებს ბატონყმობის საკითხი,
შრომის განთავისუფლება, მიწის რეფორმა, ვაჭრობის განვითარება, ეროვნული დამოუკიდებლობა,
ენის საკითხი, ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპების დამკვიდრება და ა.შ. შემდეგ ბატონყმობა
მოისპო, მაგრამ დარჩა ბატონყმური ურთიერთობის ნაშთები, რომლებიც უპირველესად წოდებათა
შორის უთანასწორობაში გამოიხატა. გლეხი ყოფილი ბატონის ან ახალი მემამულის მიერ მაინც
დამონებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია საზოგადობის სხვადასხვა ფენის
ერთმანეთთან დაპირისპირება და დაშორება. გლეხი დარჩა რეალურად უმიწოდ, ხოლო მიწის
მეპატრონეს მისი დამუშავება არ შეეძლო, რადგან ყოველთვის ამ საქმისგან შორს იდგა. 60-იან წლებში
საქართველოში გაჩაღდა ბრძოლა ორ თაობას შორის. ახალი თაობა გრძნობდა, რომ ცხოვრება წინ
წავიდა და ძველ თაობას კი აღარ ჰქონდა არც ცოდნა და არც ძალა მისი მიყოლისა. ნიკო ნიკოლაძე წერს
სტატიას „ახალი ახალგაზრდობა“: „ძველი თაობის დამხობა ჩვენში დღეს ბრმისთვისაც ცხადი საქმე
შეიქნა. ჩვენი ხალხის და საზოგადოების ცხოვრება, ამ უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში იმ
ნაირათ დატრიალდა და შეიცვალა, იმას ისეთი მოთხოვნილება და საქმეები დაუხვდა გზაზე, ის ისეთ
დაბრკოლებებს წააწყდა, რომ ძველებურმა ჭკუამ და გამოცდილებამ პირი დააღო, დამუნჯდა და ძალა-
უნებურათ თავისი უვარგისობა და უმეცრება აღიარა... ამ სასიამოვნო უბედურებას ვერც იმათმა ჭაღარა
თმამ უშველა, ვერც ძველმა დიდებამ. ყველაფერი შემუსრა და შეურაცხყო ახალმა დროებამ და მისმა
დაუზოგველმა მოთხოვნილებამ... მართლაც რა სამკვიდრებელი დარჩა ჩვენ ძველ თაობას?
ეკონომიური მხრით იმას გაღარიბებული და გატყავებული ხალხი და უმოქმედო, უხეირო აზნაურობა
ღუპავს. პოლიტიკური მხრით _ზნედაცემული, გაცალცალკევებული საზოგადოება, რომელსაც არა თუ
ძველი გმირების სული დაუკარგავს, მათი სახელიც არ ახსოვს. ზნეობითი მხრით _ გაფლიდებული
უხასიათობა, დაცემული ხელის ლოკვა, ძლიერის თაყვანისცემა, სამართლიანობის დავიწყება.
ლიტერატურული მხრით _ დაცემული მწერლობა, დავიწყებული ენა, დაფანტული და
დამახინჯებული ძველი ლიტერატურა. გონებითი მხრით _ სრული უაზრობა, ძველი ჩვენი ისტორიის
უცოდინარობა, ახალი ცხოვრების გაუგებრობა“. ის ბრძოლას უცხადებს ძველ თაობას. ამ ბრძოლაში ის
რადიკალია. არ სურს ძველ თაობასთან რაიმე კავშირი, თუნდაც მისი სასიკეთო მხარის გამოყენება
ცხოვრებაში. ის წერდა: „ჩვენ ღრმადა ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოებრივი და
სახელმწიფოებრივი წყობილების ერთად-ერთ ფორმას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი სარგებლობა
მოუტანოს საქართველოს, წარმოადგენს მიწისა და ყოველგვარი სხვა საკუთრების სათემო განაწილება,
აგრეთვე ხალხის შრომისა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სათემო ორგანიზაცია“ . მის
მსოფლხედვას შეიძლება „ბურჟუაზიული სოციალიზმიც“ ეწოდოს. 70-იანი წლების დასაწყისში მას
აღარ აკმაყოფილებს ილიას ჯგუფის სამოქმედო პროგრამა და ახალი იდეების პრაქტიკაში
განხორციელებით არის გატაცებული. ილიას ჯგუფზე იგი წერს: ,,ახალი თაობა ჩვენ ცხოვრებაში
პატიოსანი გრძნობით აღვსილი შემოვიდა. იმას კეთილი მიზანი ჰქონდა, პატივსაცემი მიმართულება,
გონების იარაღით იმას მარტო ორიოდე მეტნაკლებათ ნათელი აზრი მიუძღვოდა: გლეხების
განთავისუფლების სამართლიანობა, ბატონ-ყმობის უვარგისობა, მამულის სამსახური... და თუ ამ
ნისლიანი აზრებით მაშინდელმა თაობამ მაინც თავი გამოიჩინა და საზოგადოების თვალში უწინდელ
თაობაზე მაღლა დადგა, ეს ერთი მხრით ძველი თაობის განუკურნველ სიძაბუნეს გვიმტკიცებს და
მეორეს მხრით გვიჩვენებს, რა ადვილი იყო მაშინ ახალი მიმართულების გამარჯვება და ამაღლება.“ ის
არ იყო სწორი. თერგდალეულებმა თავი კი არ გამოიჩინეს, არამედ ეპოქისათვის მტკივნეული
პრობლემები წამოსწიეს და მათთვის ბრძოლა ცხოვრების აზრად დაისახეს. მათი აზრი არც „ნისლიანი“
იყო და არც „გამოუკვლეველი“. მას აღარ აკმაყოფილებს ილია ჭავჭავაძის ჯგუფის პროგრამა და წერს
კიდეც თერგდალეულების მიმართ თავის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე:
„საუბედუროთ ეს თაობა ჩვენს ცხოვრებაში დაუმზადებელი შემოვიდა. იმან არც საზოგადოებრივი
მეცნიერება იცოდა თეორიითა, არც პრაქტიკული მდგომარეობა ჩვენი ხალხისა, არც ჩვენი
საზოგადოების საჭიროება და სურვილი. იმას მარტო კეთილი გული და პატიოსანი სურვილი ჰქონდა“.
მოუმზადებლობა და საზოგადოებრივი განათლების ნაკლებობა, ეს ერთი ბრალდება იყო
თერგდალეულთა მიმართ წამოყენებული, რომელსაც ვერ დავეთანხმებით მთელ ჯგუთან და
განსაკუთრებით მის ლიდერთან ილია ჭავჭავაძესთან მიმართებაში. ილიას მრავალმხრივი და
საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მეორე ბრალდება გახლდათ
შემდეგი: „სიტყვით უწინდელი ახალგაზრდობა ერთს ამბობდა, საქმით მეორეს შვრებოდა.“. ახალი
თაობის სიტყვასა და საქმეს შორის ბზარს ნიკო ნიკოლაძე ძველი თაობისადმი თავაზიანობაში და
მასთან კარგ ურთიერთობაში ხედავს. ის, რაც მისასალმებელი უნდა იყოს ძველი თაობის გვერდში
დაყენება და მისი გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში ნიკოლაძეს მიუღებლად
მიაჩნია. ნიკო ნიკოლაძის ბრალდებებში ახალი თაობის მიმართ ის საყვედურიც ისმის, რომ მარტო საღი
სიტყვა საკმარისი არ არის, მას საქმეც უნდა მოჰყვეს. 60-იანელების ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლის
პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ სიტყვას, რომელიც ნიადაგს ქმნიდა ხალხის
აზროვნებაში. ამ ნიადაგზე საქმე უნდა აღმოცენებულიყო და რეალურად აღმოცენდა კიდეც. ყველა
კულტურულ საქმიანობას ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი: „წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ“ საყოველთაო განათლებაზე დაიწყო ზრუნვა, წინ წამოიწია „ქალთა საქმე“, გააჩაღა
თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლა, დაიწყო ხელნაწერების შეგროვება, ფოლკლორის ჩაწერა,
ბიბლიოთეკების დაარსება, საისტორიო და გეოგრაფიული საზოგადოებების შექმნა და ა.შ. ილია
უპირატესობას გლეხობაში ხედავს, მის შრომისუნარიანობაში, მაგრამ არც თავადი მიაჩნია ცხოვრების
ასპარეზიდან გადასასროლად. ილია ვაჭრობის განვითარებაზეც ზრუნავს, მაგრამ მთავარ პრობლემად
ამ ორი წოდების, თავად-აზნაურობისა და გლეხობის გამთლიანება მიაჩნია. გამთლიანების იარაღი კი,
მისი აზრით, განათლება და სიყვარულია. ილიასაგან განსხვავებით, ნიკო ნიკოლაძე ცხოვრების
ასპარეზზე მხოლოდ გლეხს ხედავს და მას მიიჩნევს მიწის მომავალ მესაკუთრედ, რადგან რეალურად
ის ამუშავებს მიწას. თავადი ზიზღით უყურებს შრომასაც და მიწასაც, ამიტომ, ნიკოლაძის აზრით, მას
მიწა უნდა ჩამოერთვას და გლეხს გადაეცეს. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თავადაზნაურობამ
დაკარგა ყოველგვარი „საწარმოო“ მნიშვნელობა და ზედმეტ ბარგად იქცა. სოციალური ცვლილებების
განსახორციელებლად ნიკო ნიკოლაძე ილიას მსგავსად უარყოფს. თუ ილიამ კულტურის სფეროზე
გაამახვილა ყურადღება, ნიკო ნიკოლაძეს უფრო მთავარ საქმედ ესახება გზებისა და გვირაბების
გაყვანა, პორტის მშებებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სასოფლო საქმიანობის ეფექტური
წარმართვა. აგრარული საკითხის გადასაწყვეტად ნიკოლაძე აუცილებლად მიიჩნევს შემდეგს: 1)
გლეხებმა ერთობლივად უნდა გამოისყიდონ მიწის ნაკვეთი მემამულეებისაგან და გაიფორმონ საერთო
საკუთრებად; 2) საადგილმამულო და სასოფლო ბანკები უნდა დაეხმარონ გლეხებს მიწის
გამოსყიდვაში და ამხანაგობის დაარსებაში; 3) სახელმწოფომ უნდა ითავოს მიწის გამოსყიდვით
გადაცემა გლეხობაზე და დააკანონოს მისი მფლობელობისა და მოხმარების თემობრივი წესი. ილია
მომხრეა იმისა, რომ მიწის ნაწილი სათემო საკუთრება იყოს და მასზე გლეხებმა კოლექტიურად
იმუშაონ, შემოსავალიც მათ მიიღონ და დააგროვონ მიწის გამოსასყიდად. ნიკო ნიკოლაძე გამორიცხავს
თავადის ფერმერობას და არ არის მომხრე მიწის ნელ-ნელა გამოსყიდვისა. ის მოითხოვს
გლეხობისათვის მიწის გადაცემას და არ ითვალისწინებს თავადაზნაურობის ინტერესს. მისი იდეალი
იყო ბატონყმობის ნაშთების აღმოფხვრა, გლეხის თავისუფალ მეწარმედ გადაქცევა, კაპიტალისტური
ურთიერთობის შეჭრა სოფლის მეურნეობაში და მთელი ჩვენი ცხოვრების სწრაფად განვითარება ახალი
გზით, ანუ სოციალიზმი და კაპიტალიზმი ერთდროულად.
ნიკო ნიკოლაძის აგრარული პროგრამიდან გამომდინარეობს მისი საბანკო პოლიტიკაც, რომელმაც
ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალიზმის განვითარებას: ვაჭრობისა და მრეწველობის აღმავლობას, ფაბრიკა-
ქარხნების მშენებლობას და ა.შ. ნიკოლაძე მომთხოვნი და კატეგორიულია ბანკების საქმიანობის
მიმართ: „ჩვენ ქვეყანაში ფული არ არის. ეს თუმცა სამწუხარო ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაინც
ჭეშმარიტებაა. ჩვენ ქვეყანაში რაც ფულია, ის ჩვენ საკუთარ მოთხოვნილებას არ ყოფნის. მაშასადამე
ჩვენ ბანკს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ აქ, ჩვენ ქვეყანაშივე, იშოვის იმ ფულს, რომელიც სჭირია ჩვენი
საზოგადოების უმეტეს ნაწილს. ეს ფული ბანკმა უნდა გააჩინოს, დიახ, გააჩინოს, ესე იგი მოგვგვაროს
საიდანაც მოახერხებს, შორიდამ თუ ახლოდამ, როგორც იმას და ჩვენ უფრო ხელს მოგვცემს.“ ბანკმა
ხელი უნდა გაუმართოს მხოლოდ გაჭირვებულ ხალხს და დაიხსნას ის კაპიტალისტებისგან, რომლებიც
მას სძარცვავენ. ის პირდაპირ მოუწოდებდა ახალი თაობის ინტელიგენციას, დაეწყო ვაჭრობა,
აკრიტიკებდა ვაჭრობის წესს და დაწვრილებით განუმარტავდა ინტელიგენციას ვაჭრობის ხელოვნებას.
ის თეორიულად მოითხოვს კერძო ვაჭრობის შეზღუდვას, არსებითად კი მისი განვითარების მომხრეა.
80-იანი წლების დასაწყისიდან იწყება მეორე დიდი პერიოდი ნიკო ნიკოლაძის აზროვნების
განვითარებაში. ამ პერიოდიდან ის მყარად დგება ბურჟუაზიულ აზროვნებაზე და მისი სამოღვაწეო
პროგრამაც მკვეთრად ბურჟუაზიული მსოფლხედვის ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროიდან ის
უფრო პრაქტიკული მოღვაწეა, ვიდრე პუბლიცისტი, ამუშავებს მთელ რიგ ეკონომიკურ პროგრამებს და
მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საწარმოო წამოწყებაში: ჩართულია ტყიბულის ქვანახშირის
მოპოვებისა და ტყიბულში რკინიგზის გაყვანის საქმეში; ჭიათურის მანგანუმისა და რკინიგზის,
სურამის გვირაბის, ბაქოს ნავთობის, სხვადასხვა ქალაქის მუნიციპალიზაციის, ქვეყნის
ელექტროფიკაციისა და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებებში, ანუ მონაწილეობას იღებს ჩვენი
ცხოვრების კაპიტალიზაციაში. მისი მსოფლხედვაც ამ მიმართულებით ვითარდება. ის ქვეყნის
თავისუფლებას ეკონომიკურ აღორძინებაში ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა
პოლიტიკურად თავისუფალი იყოს , მაინც სხვა ქვეყნის მონაა. ის ცდილობდა შემოეღოთ
საპარლამენტო სისტემა, ქვეყანა მშვიდობიანი გზით უნდა გადასულიყო კაპიტალისტურ მოწყობაზე.
თუ მე-19 საუკუნის დასაწყისში თავადაზნაურული ინტელიგენციის ლოზუნგი იყო _ რუსეთის ტახტის
ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, ამავე საუკუნის 90-იან წლებში ბურჟუაზიული
ინტელიგენციის ლოზუნგი შეიქმნა _ რუსეთის თვითმპყრობელობა და რუსულ-ქართული
ბურჟუაზიის ლიბერალურ-დემოკრატიული მისწრაფებები.
რაც შეეხება თვითმმართველობის კანონმდებლობის შეცვლას, ამაში ნიკო ნიკოლაძე
გულისხმობდა, ისეთი არჩევნების წესის შემოღებას, რომელშიც გატარებული იქნებოდა ეროვნული
პროპორციონალური პრინციპი, რომლის მიხედვითაც „თვითეული ერი თავის წრიდან აირჩევდა
საბჭოში ხმოსანთა იმგვარსავე პროცენტს, რა პროცენტსაც შეადგენს იგი სხვა ერთა შორის“.
ძნელი სათქმელია, ეს არის თავდაცვითი სისტემა იყო სომხური კაპიტალის საწინააღმდეგოდ თუ
მისადმი ლოიალობა?! არ დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდის საქართველოს ქალაქებში სომხური
მოსახლეობა საკმაოდ ნაწილს შეადგენს და უსწრებს კიდევაც ქართველთა რიცხვს. ამიტომაც იყო, რომ
ქართველი თავადაზნაურობა ილიას მეთაურობით კორექტულ თავდასხმაზე გადადიოდა სომხური
ბურჟუაზიის საწინააღმდეგოდ და ერთა უთანხმოების თავიდან აცილებას კანონიერ ფარგლებში
არჩევნების სხვაგვარი წესით აგვარებდა _ ხმების პროპორციული გადანაწილებით კლასთა შორის
(შემძლებელ და შეუძლებელ მოქალაქეთა შორის). აქედან გამომდინარე, ხმოსნებში მოხვდებოდნენ
ქალაქის დაბალი კლასის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ქართველები იყვნენ. ილიას
დასის მიერ კორექტირებულმა ამ წესმა საქალაქო თვითმმართველობაში თავისი შედეგი გამოიღო და
1891 წლის ქალაქის არჩევნებში სომხებთან ერთად ქართველებიც გავიდნენ, რასაც სომეხთა აღშფოთება
მოჰყვა. ნიკო ნიკოლაძე მუნიციპალურ საქმეებში ნაციონალური საკითხის მოწესრიგებას ცდილობდა
ბურჟუაზიული კლასის დაცვით, ის არ განარჩევდა ეროვნებას; თავადაზნაურთა იდეოლოგი ილია
ჭავჭავაძე კი ქალაქის თვითმმართველობაში კლასთა უთანასწორობის საკითხს სპობდა დაბალი
ფენისთვის სარბიელის გახსნით და მათი შეყვანით ხმოსანთა რიგებში და ამით ეროვნულ კონფლიქტს
კანონიერების ფარგლებში აგვარებდა.
2. ვაჟა-ფშაველა მწერლის დანიშნულების შესახებ („ნიჭიერი მწერალი“);

შეხედულებები მხატვრული ცნობიერების საკითხებზე ვაჟა-ფშაველას უმთავრესად გამოთქმული


აქვს შემდეგ წერილებში: „ნიჭიერი მწერალი“.საკითხს, თუ როგორი უნდა იყოს მწერალი მან
სპეციალური სტატია უძღვნა სათაურით „ნიჭიერი მწერალი“. ამაზევე ლაპარაკობს პოეტი თავის
დაუმთავრებელ სტატიაში „რამე-რუმე“, პუბლიცისტურ წერილში „პატარა ფიქრები“ და ა.შ. ის თვლის,
რომ უპირველეს ყოვლისა მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ენა, რადგან ენაში იმალება მწერლის
ინდივიდუალურობა, მისი „მე“. ენა ნაწარმოებს განსაკუთრებულ დაღს დააჩნევს ხოლმე. ის იძლევა
შესაძლებლობას, ადვილად გამოვიცნოთ ნიჭიერი მწერლის ყველა ნაწარმოები რამდენიმე მათგანის
წაკითხვის შემდეგ. „ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ
ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამს ეკუთვნის“, _ წერს ვაჟა-ფშაველა
წერილში „ნიჭიერი მწერალი“, _ „ამ განსაკუთრებულ დაღს ნიჭიერი მწერლის ნაწარმოებს ასვამს ენა,
რაშიაც, ვაჟას სიტყვებით, „უხვად ჩაქსვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე“. ის სვამს კითხვას _
„რას ჰქვიან ენის ცოდნა?“ და თვითონვე პასუხობს: „არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც
გვესმდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ.
ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება. ამ შეგნებისათის კი საჭიროა ის ღირსება და
მადლი, რომ თვით მწერალს ქართულად უცემდეს გული და მაჯა“ . ვაჟა თვლის, რომ ყველა ნიჭიერი
პოეტი ენის საუკეთესო მცოდნე უნდა იყოს. ყოველი მწერლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ
როგორ ესმის მას საზოგადოდ ენისა და, კერძოდ, მხატვრული მეტყველების საკითხები. ეს
პრობლემები აღელვებდა ვაჟა-ფშაველასაც, რადგან მისი ნაწარმოებების ენა მკითხველთა წრეებში
აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. კრიტიკოსები შენიშნავდნენ, რომ ვაჟას ენა განსხვავდებოდა
საყოველთაოდ მიღებული ლიტერატურული ენისგან, რომ იგი ფშაური კილოსკენ იხრებოდა. ,,ბ-ნ ვაჟა-
ფშაველას ფშაურმა პოეზიამ დღევანდელს ქართულთან შედარებით უკან ჩამორჩენილი გრამატიკული
ფორმები შემოიტანა და ამასთანავე ზოგიერთი მეტხორცი სიტყვებიც“ . ამ სიტყვებს ვაჟა-ფშაველა
გამოეხმაურა. მეტად საინტერესოა მისი მსჯელობა სალიტერატურო ენისა და კუთხური კილოს
ურთიერთდამოკიდებულებაზე. მან აღიარა სალიტერატურო ენაში კილოების შემოტანის
შესაძლებლობა, განსაკუთრებული უპირატესობა კი ფშაურს მიანიჭა, რადგან, მისი აზრით, ამ კუთხის
მეტყველებაში ძველი ქართული ენის ნორმები ყველა კილოზე უფრო მეტად არის შემონახული. ვაჟა ამ
ფაქტის მიზეზსაც ასახელებს: მთის ხალხს არ განუცდია არაბების, სპარსელების და თურქების
შემოსევა; ამიტომაც ძველი ქართული კლასიკური ძეგლების ენა ძალიან ჰგავს მათი საუბრის კილოს.
ვაჟას ენის სათავედ ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები მიაჩნია და „ის ქართველი თემები, სადაც
დღევანდლამდე შენახულია შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა“. „სხვებს რომ თავი
დავანებოთ, _ წერს ვაჟა, _ ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი
კმარა _ შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენის მოსაუბრედ კიდევ მთიელნი,
რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იქიდან ვიძენ“ . მწერლის
სიტყვები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვაჟა შეგნებულად იცავს ლიტერატურაში მთის
კილოების „დაშვების“ შესაძლებლობას. ვაჟას მიერ სალიტერატურო ნორმების შეგნებული დარღვევა
ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა გააკრიტიკა „საწყენი ის არის, რომ განგებ ამახინჯებენ თვითვე მათ
ნაწარმოებს ქართულის გადაჯორკვ-გადმოჯორკვით და შიგა და შიგ ისეთ რამეებს ახორცმეტებენ, რომ
მშვენიერებას საუწმინდუროდ ჰდაღვენ... ქართული ენის სიმდიდრეს უმეტესად შეადგენენ ზმნები,
მათი უღლივება და მიმოხრა... და ზმნებს საზოგადოდ რაზიკაშვილებიც ვერა, ანუ უფრო მართებული
იქნება ვსთქვათ, განზრახ არა ხმარობენ სისწორით“ . ამ შენიშვნის გამო ვაჟა სიცოცხლის ბოლომდე
ნაწყენი დარჩა აკაკიზე. ვაჟას მიერ სალიტერატურო ენაში ფშაური კილოსათვის დამახასიათებელი
სიტყვებისა და გამოთქმების შემოტანას კიდევ ერთი მიზეზი აქვს. ვაჟა ამ პროცესს ენის გამდიდრების,
ლექსიკის გამრავალფეროვნების ცდად აღიქვამს, რადგან ახალი ფორმების შეტანას სამწერლობო ენაში
ენის განვითარებად მიიჩნევს, ხოლო მათ გატანას ენიდან _ ერის გაღარიბებად. მწერალი აღნიშნავს,
რომ ენის განვითარება მისი ბუნების ცვლას არ ნიშნავს; „თუ ეს მოხდა, მაშინ ენაცა კვდება. წინ წასვლა
ენისა და წარმატება მხოლოდ იმისი მომასწავებელია, რომ ენა მდიდრდება ახალის სიტყვებით,
რომელიც საჭიროა ახალ მცნებათა გამოსახატავად“ . მდიდარ ენად ვაჟას ის ენა მიაჩნია, რომელსაც
ერთი ცნების გამოსახატავად რამდენიმე სიტყვა მოეპოვება. ამრიგად, ვაჟას მიერ ფშაური მეტყველების
შემოტანა სალიტერატურო ენაში რამდენიმე გარემოებამ გამოიწვია: 1)ხალხური პოეზიის ზეგავლენამ;
2) რაფიელ ერისთავის მთის კილოზე დაწერილმა ლექსებმა; 3) ძველი ქართული ლიტერატურის
კლასიკურმა ძეგლებმა; 4) ენის გამრავალფეროვნებისათვის ზრუნვამ და 5) უპირველეს ყოვლისა, ვაჟას
მხატვრულმა სტილმა _ პოეტურ ტექსტებში კუთხური მეტყველების თავისებურმა ესთეტიკურმა
ღირებულებამ. ის გარკვევით მიუთითებს, რომ „მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია,
საკუთარი წინადადებანი, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს,
მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოს გამოთქმული; მაშასადამე ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს!“.
ასეთ ორიგინალობას ვაჟას ნაწარმოებებს ანიჭებს ფშაური კილოსათვის დამახასიათებელი სიტყვები და
გამოთქმები. მწერალმა შესანიშნავად იცოდა სალიტერატურო ენა და იცავდა მის ნორმებს თავის
პუბლიცისტურ წერილებსა და პროზაულ თხზულებებში, ხოლო ლირიკასა და პოემებში იყენებდა
ფშაური კილოსათვის დამახასიათებელ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც უშუალობას მატებდა
ნაწარმოებში გადმოცემულ აზრებსა და განცდებს. მიუხედავად ვაჟას მიერ სალიტერატურო ენაში
დიალექტური ფორმების შემოტანისა, მწერალს ძალიან კარგად ესმოდა ქართული სალიტერატურო
ენის მნიშვნელობა. იგი ილია ჭავჭავაძის _ ენის მთავარი რეფორმატორის _ იდეოლოგიას მისდევდა და
არც შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონოდა საზოგადოდ ენისა და მხატვრული მეტყველების
საკითხებზე, არ შეიძლებოდა სალიტერატურო ენის წინააღმდეგ წასულიყო და რომელიმე ერთი
დიალექტის თვალსაზრისზე მდგარიყო. ვაჟას ეს პოზიცია არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ
აურჩევია.

მწერლის შინაგანი ღირსება თემის არჩევასა და საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრესი საკითხების


გაშუქების უნარში მჟღავნდება; იმაში, „თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა
ღირებულებისაა ეს მოვლენანი... და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ
მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები“ . ამგვარი თემის არჩევანი კი იმაზეა
დამოკიდებული, თუ რამდენად იცის მწერალმა ცხოვრება, რამდენად ესმის მას ცხოვრების
მნიშვნელოვანი საკითხები და აქვს უნარი მისი გამოხატვის; „რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია
მწერალი, მით უფრო მჭიდროდ არის იგი დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავ საკითხებთან ...
გენიოსს არ შეუძლია იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად“ (იქვე). მწერლის მოვალეობას ვაჟა ლუდვიგ
ბერნეს სიტყვებით გადმოგვცემს: „თუ გინდა ორიგინალური, თავისებური მწერალი დაგიძახონ, სწერე
ის, რასაც ჰფიქრობ, ისე, ..., როგორც შენს სულსა და გულს უნდოდეს, მოსწონდესო“ , მაგრამ აქვე
დასძენს, რომ ნათქვამს გაგებაც უნდა, და ვისაც რა ფიქრი მოუვა თავში, იმის დაწერით მწერალი ვერ
გახდება. მწერალს სული და გული სჭირდება, რაც, საუბედუროდ, ბევრს აკლია. მწერლის სულისა და
გულის ქონას ვაჟა შემდეგნაირად ხსნის: „აქვს რამე იდეალი, უყვარს რამ ამ ქვეყანაში, უნდა
ქვეყნისთვის, ცხოვრებისთვის სიკეთე თუ არა“ (იქვე). მარტო ეს ღირსებებიც არ კმარა მწერლისთვის.
ის ხალხის გულში უნდა ტრიალებდეს. მისი წინამძღოლი უნდა იყოს და არა უბრალო გამრთობი,
სურვილების ბრმა შემსრულებელი. „განა მწერალი იმას უნდა ფიქრობდეს“, _ წერს ვაჟა თავის
პუბლიცისტურ წერილში „პატარა ფიქრები“, _ „მკითხველს რა ეწყინება ან რა იამება, რა მოსწონს ან რა
ეწყინება? ამისთანა მწერალს განა მწერალი ჰქვიან, _ მმართველი საზოგადოების აზროვნებისა, გზის
მიმცემი საზოგადოების გრძნობათა; ამწონდამწონი იმის წადილთა და მისწრაფებათა? არა, ეს მწერალი
კი არა მონაა“ . არ შეიძლება ბრმად მოწონება იმისა, რაც საზოგადოებას მოსწონს, ან დაწუნება იმისა,
რაც საზოგადოებას არ მოსწონს; რადგან საზოგადოება თავად ხშირად იმყოფება რეაქციის ქვეშ და არ
ძალუძს თავისუფალი აზროვნება. ამ შემთხვევაში მწერალმა ცხადად თუ ფარულად უნდა იკისროს
მისი სწორ გზაზე დაყენება. ვაჟას აზრით, მწერლისთვის აუცილებელია კაცთმოყვარეობა. წერის
უფლება ყველას აქვს, როგორც სიყვარულის, სიხარულის, სიცოცხლის, მაგრამ მწერლის სახელი ყველამ
არ უნდა დაიჩემოს, მით უმეტეს, უსულგულო ადამიანმა. ნამდვილი მწერლები, პოეტები ბევრ რამეში
ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ენა, სტილი, მიმართულება; მაგრამ
მიუხედავად განსხვავებისა, ყველა მათგანს, ვაჟას აზრით, აერთიანებს ადამიანებისადმი სიყვარული,
ბოროტებისა და ჩაგვრის სიძულვილი. „პოეტები, _ ამბობს ვაჟა, _ თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიცა ჰგვანან ერთმანეთს: უყვართ სილამაზე, ... ბუნება,
გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი და სძულთ
ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ ჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ“ . ის
მიიჩნევს, რომ ნიჭიერი მწერლის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პატრიოტიზმი. „დიდად საჭიროა
მწერლისთვის პატრიოტიზმი, თავისი ენის და ერის სიყვარული“, _წერს ვაჟა და იქვე დასძენს, _
„როგორ შეიძლებოდა რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა და ისე დაეწერა
„ვეფხისტყაოსანიო“. ვაჟა გვიხატავს მთელ შემოქმედებით პროცესს, რომელიც ერთიანია, მთლიანია,
გულით ნაგრძნობისა და გონებით ნაფიქრის შედეგია და მასში ფორმის გამოყოფა არც ხერხდება; ის
თავისთავად მოჰყვება ნააზრევს; თუმცა ვაჟა არ უარყოფს, რომ ფორმა ხელს უწყობს მკითხველს
მწერლის ნააზრევის გაგებაში. ნიჭიერი მწერალი ხომ ის არის, „ვინც რასაც თავად გრძნობს და
ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს...“ ამის მიღწევაში კი მწერალს
ნაწარმოების ფორმა ეხმარება. 60-იანელთა შეხედულებით, რომელსაც ვაჟაც იზიარებს, მწერლის
მოვალეობაა ხალხის სწორ გზაზე დაყენება, მისი აღზრდა, მაგრამ, თუ მწერალიც ცდება, მას
კრიტიკოსი უნდა დაეხმაროს, კრიტიკოსმა უნდა დაანახოს, „თუ რა მოვლენანი გაუხდია მას
მწერლობის საგნად და რა ღირებულებისაა ეს მოვლენანი ... რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები
ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერად იგრძნო მათი მავნებლობა და სარგებლობა“ . ვაჟას აზრით,
პერსონაჟი, რომელსაც ლიტერატურა ქმნის, შეიძლება ასახავდეს ერთ რომელიმე ფენას, მაგრამ არ
შეესაბამებოდეს ცხოვრების საჭიროებას და ამიტომაც არ იყოს ტიპი. ვაჟას ნააზრევში ისიც იკითხება,
რომ „ქვეყნისა და ერის საჭიროებას“ მხოლოდ ნიჭიერი მწერალი ხედავს

ბილეთი #15

1. პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი ვაჟა-ფშაველას პოემების


მიხედვით („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“)
ვაჟას თითქმის ყველა საეტაპო ნაწარმოებში ასახულია საზოგადოებისა და პიროვნების
ურთიერთდამოკიდებულება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის საზოგადოებრივი აზროვნების
წარმოსაჩენად. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს საკითხი იკვეთება მის პოემებში _ „ალუდა ქეთელაური“ და
„სტუმარ-მასპინძელი“. კონკრეტულად ეს თემა აფიქრებს მკითხველს და მის პიროვნებად
ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საზოგადოება პიროვნებებისაგან შედგება. პიროვნება საბოლოოდ მაინც
გარდაქმნის საზოგადოებას, თუმცა მათ შორის პრობლემა ყოველთვის რჩება და ახალ სახეს იღებს.
დღეს აღარ არის საქართველოს მთაში არც მკლავის მოკვეთის და არც სისხლის აღების ტრადიცია,
თუმცა პიროვნებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება კვლავ არსებობს და იარსებებს მუდამ.
ვაჟას პოემები ღირებულია არა პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის, არამედ იმ
კეთილშობილური გრძნობების ასახვის გამო, რომლებიც იბადება და ვითარდება ადამიანის ბუნებაში
და მის პიროვნებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასეთი გრძნობაა შებრალება, რომელიც
საზოგადოების ნაწილს გააჩნია, ნაწილს _ არა; მტრის სიყვარული კი მხოლოდ სულიერად
ამაღლებული ადამიანის პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ვაჟა სიყვარულს ანიჭებს უპირატესობას,
რადგან შებრალებას ბატონკაცურ უნარად აღიქვამს: როცა გებრალება, თავს შესაბრალებელზე მაღლა
მდგომად მიიჩნევ, ხოლო, როცა გიყვარს, ტოლად და სწორად („საგაზაფხულო ფიქრები“); თუმცა
ხშირად შებრალება და თანაგრძნობა სიყვარულის წინაპირობადაც იქცევა (ალუდა ქეთელაურს ჯერ
შეებრალა მუცალი, შემდეგ კი მტერი მისი „ლამაზი ძმა“ გახდა). ვაჟას აზრით, პიროვნებას
რეალურად შეუძლია იმდენად ამაღლდეს, რომ მტრის შეყვარება შეძლოს; საზოგადოებას,
პიროვნებისგან განსხვავებით, მხოლოდ შეფასების უნარი შესწევს (პიროვნებას _ ქმედებისაც),
რომელსაც მალევე უგულებელყოფს ჩამოყალიბებული მორალური ნორმებიდან გამომდინარე. „ხომ
მაგას არ მოვუკლავდით / მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?...“ _ სიბრალულს გამოხატავს თემი
ზვიადაურის სიკვდილის გამო და აღიქვამს მის გამორჩეულობას, თუმცა მალევე ცვლის თავის
პოზიციას არსებული ადათის შესაბამისად: „მაგრამ მტერს მტრულად მოექე,/ თვითონ უფალმა
ბრძანაო, / ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით, / გულში ჩავურჭოთ დანაო“ (იქვე). ბიბლიური სენტენცია
_ „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი და გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი,“
_ ვაჟას პოემებში კეთილშობილურ მოწოდებად კი არ რჩება, რეალურ შესაძლებლობად იქცევა. რა
არის მიზეზი იმისა, რომ ვაჟას პერსონაჟები ფლობენ საკმაოდ რთულად მისაღწევ, საკუთარ თავში
გამოსამუშავებელ უნარს შებრალებისა და, აქედან გამომდინარე, სიყვარულის შესაძლებლობაც
ეძლევათ?! რა თქმა უნდა, ეს უნარი იმ დიდებულ ადამიანთა შინაგანი მოთხოვნილებაა, რომელთაც
განასახიერებს მხატვრული ნაწარმოების დიდებული პერსონაჟი. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
ამგვარი უნარი მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში უყალიბდებათ ადამიანებს და მათ პიროვნებებად
აქცევს. ვაჟამ შეძლო იმ სიტუაციათა მიგნება, როდესაც მტერში ადამიანის დანახვაა შესაძლებელი. ეს
სიტუაცია არის არა ბრძოლა, სადაც შებრალება თითქმის გამორიცხულია, არამედ ბრძოლის
შემდგომი ეტაპი, როდესაც მოწინააღმდეგე კვდება, მაგრამ კვდება ღირსეულად და არა
დაბეჩავებულად, ვაჟკაცურად, როგორც ეს „კაი ყმას“ ეკადრება („ალუდა ქეთელაური“,
„ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“). ამ მომენტში ნამდვილად იბადება თანაგრძნობა, რომელიც
სწორედ ადამიანის გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული _ ის კვდება და ვეღარ უშველი, დრო
უკან არ დაბრუნდება. აზრის განსამტკიცებლად დავსვათ რამდენიმე კითხვა: შეინდობდა თუ არა
ალუდა ქეთელაური მუცალს, სხვა სიტუაციაში რომ ენახა, ან გველი _ ლუხუმს, ან მოიხიბლებოდა
თუ არა აღაზა ზვიადაურით? ალბათ, არა. სამივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია სულთმობრძავ
მდგომარეობაში მყოფის დანახვა და მისი ადამიანური ღირსების აღქმა. მუცალი არ ნებდება
სიკვდილს, იბრძვის სიცოცხლისათვის, კიდევ ესვრის ალუდას და საბოლოოდ იარაღის გადაგდებით
აღიარებს მას თავის სწორად. აღაზას ფერიცვალებაც სწორედ ზვიადაურის ვაჟკაცური სიკვდილის
შემდგომ იწყება. გველსაც სულთმობრძავი კაცის კვნესა შესძრავს და ბუნებას შეუცვლის (ამ
შემთხვევაში ღვთიური სამართალი ხორციელდება, ლუხუმს უფასდება მტრის შებრალების უნარი,
ანუ კეთილშობილება).

ვაჟას მიერ დახატული გარემო თავისი მკვიდრებით სხვა მწერალთაგან განსხვავებული და


ორიგინალურია, მაგრამ იმდენად ტიპური, რომ ზოგადად მიესადაგება საზოგადოებისა და
პიროვნების ურთიერთობას, განურჩევლად დროისა და ადგილისა (ამგვარი უნარი კერძოსა და
კონკრეტულის განზოგადებისა ვაჟასნაირ დიდ ხელოვანებს ახასიათებთ). დავსვათ კითხვა: ვაჟას
შეხედულებით რაში მდგომარეობს ეს ურთიერთობა?! პასუხი ზოგადია და ყველა ვითარებისთვის
შესაფერისი _ საზოგადოებას თითქმის არასდროს სურს დაკანონებული მორალის შეცვლა, მისგან
გადახვევა; ვინც ამას სჩადის, საზოგადოებას ის აღარ მოსწონს, თუმცა გარკვეული პერიოდის
განმავლობაში თავს იკავებს მისი დასჯისგან, ადანაშაულებს, დასცინის, აბრალებს და რიყავს თავისი
რიგებიდან. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ბოლომდე არ დევნის (თემმა აპატია ალუდას
მკლავის მოკვეთის ტრადიციის დარღვევა, მაგრამ უნდობლად შეხედა მას, როგორც მორალური
ნორმის შეურაცხმყოფელს და ზურგი აქცია); საზოგადოებიდან გარიყვა ხელს უწყობს პიროვნებას,
სხვაგვარად შეხედოს არსებულ ვითარებას, რაც მასშტაბური ხედვის გახსნის წინაპირობაა:
„ფართოდ“ მოაზროვნე ადამიანი ამჩნევს და ხედავს არა ერთი კანონის ან წესის უარყოფით ბუნებას,
არამედ მთლიანად საზოგადოების გარდაქმნის აუცილებლობას (მხოლოდ მკლავის მოკვეთის ადათის
უგულებელყობა არ ყოფილა ალუდას თემიდან მოკვეთის საფუძველი. მან ეჭვი შეიტანა თემის
რელიგიური დოგმების უტყუარობაში, კერძოდ, იმ საკითხში, თუ რატომ არ ცხონდება ე.წ.
„ურჯულო“ და ცხონდება ე.წ. „რჯულიანი“, რომელიც შეუბრალებელია მტრის მიმართ და ასევე
მტრად აღიქვამს თავისივე მეზობელს). პიროვნებას ეხსნება გონება და ხედავს, რომ ერთმანეთთან
სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ტომებს საცხოვრებლის ადგილმდებარეობაც კი (თითქმის)
არ განასხვავებს ერთმანეთისგან, ისინი ერთი მთის მცხოვრები არიან; ხოლო სისხლის აღების ადათი,
რომელიც საზოგადოებას დაუწესებია „ურჯულო“ მეზობლების მიმართ, უსაფუძვლოა, რადგან
დამყარებულია იმ ადამიანთა ფიცზე, რომლებიც ღვთისშვილების (ანგელოზების) ნათქვამს
იმოწმებენ; მწერალს სწორედ მათი ფიცის სიტყვებში შეაქვს ეჭვი: „ყველანი მართალს ამბობენ / განა,
ვინაცა ჰფიციან?!“

პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში საგანგებოდ


განიხილა გრიგოლ კიკნაძემ. მისი თვალსაზრისით, აღნიშნული პრობლება ვაჟასთან
ინდივიდუალისტურ სიბრტყეზე კი არ დგას, არამედ სოციალურ ფონზე იშლება: „გარკვეული
საზოგადოებრივი ურთიერთობის წინააღმდეგ ინდივიდთა ბრძოლა და ასეთ ინდივიდთა მხარეზე
ყოფნა, რასაკვირველია, უეჭველად ინდივიდუალიზმის აპოლოგიას არ ნიშნავს... ვაჟა-ფშაველას
გმირები ინდივიდუალისტები არ არიან. ისინი სოციალურ პიროვნებებს წარმოადგენენ, ოღონდ მათ
ჯანსაღი სოციალური პირობები იზიდავთ... ვაჟა დაინტერესებულია ინდივიდუალურისა და
სოციალურის შერწყმა-შეთვისების პრობლემით; იგი ისეთ სოციალურს მოითხოვს, რომელიც
ინდივიდუალობას გაუწევს ანგარიშს“

2. აკაკი წერეთლის წერილი „რამოდენიმე სიტყვა „ჩონგურის“ შესახებ“


აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან ერთ-ერთი საინტერესო და პოპულარული ლექსია „ჩანგური“.
მასში მხატვრულ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩანგურში იგულისხმება მხატვრული შემოქმედება,
რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის თქმაა: „მე ჩანგური მისთვის მინდა,/ რომ
სიმართლეს მსახურებდეს...“ საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავიანთი ლიტერატურულ-ესთეტიკური
შეხედულებებიდან გამომდინარე, სამოციანელებმა განსაკუთრებული მისია მიანიჭეს პოეტს. აკაკი მას
„გარემოების საყვირს“ უწოდებს, ის შუამავალია ღმერთსა და ხალხს შორის, ანუ ღვთიური სიტყვის
ხალხის გულამდე მიმტანი. აკაკისათვის რეალიზმის პრინციპთაგან უმნიშვნელოვანესია სიმართლის
შეულამაზებლად მიწოდება, რათა მკითხველმა მხატვრულ ნაწარმოებში თავისი თავი ისე დაინახოს,
როგორც სარკეში: „ეს გული სარკედ ქცეული,/ ბუნების ნათავხედია:/ მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ, /
რასაც შიგ ჩაუხედია“. რეალისტური შეხედულებანი მწერლობის დანიშნულების შესახებ აკაკიმ უხვად
წარმოაჩინა როგორც პუბლიცისტურ, ასევე ლირიკულ ნაწარმოებებშიც. ეს ლექსებია: „ზღვაო,
აღელდი, აღელდი“, „პასუხი“, „პოეტის პროგრამა“, „რჩევა“ და სხვ.
აკაკის მხატვრული ცნობიერება ყველაზე მკაფიოდ აისახება მის საპროგრამო ხასიათის წერილში
„რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“. წერეთელი უარყოფს ისეთ პოეზიას, რომელიც მხოლოდ
ტკბილხმოვანებაზეა აგებული. ასეთ პოეტებს მგალობლებს უწოდებს და ჩიტებს ადარებს. ჩიტები
კარგად უსტვენენ, მაგრამ პოეტები მაინც არ ეთქმით. იმავეს იმეორებს აკაკი ბესიკ გაბაშვილის მსგავს
პოეტებზე. მათ ჰარმონიულ ლექსებში ცარიელი სტვენა მოისმის. მაგალითად პოეტს ბესიკის „ტანო
ტატანო“ მოჰყავს და ბულბულის „ტიუ-ტიუს“ უწოდებს, რადგან მასში ჭკუა-გონება და განსჯა არ
მოჩანს, რომელიც მხოლოდ, აკაკის სიტყვებით, კაცის უკვდავი სულის საკუთრებაა. სწორედ ამიტომ
ქართულ პოეზიაში იგი გამოარჩევს ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ილია ჭავჭავაძეს. მართალია, ილიას
ლირიკაში აკაკი ნაკლებად ხედავს პოეზიას, მაგრამ ილიას ლექსები მოსწონს ყოველდღიური
ჭეშმარიტების ასახვის გამო, საზოგადოების ნაკლის მხილებისათვის. „თუ ჭავჭავაძეს ლექსებში მარტო
ხელოვნებას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ მის ლექსებს არ ექნება დიდი ღირსება, მაგრამ ჩვენ მარტო
ხელოვნებას არ ვეძებთ (ხელოვნურათ ნათქვამი სისულელე და ოცნება, მაინც სისულელე და ოცნება
იქნება) _ ჩვენ ვეძებთ ჭკვიან აზრებს და ამას კიდევაც ვპოულობთ ჭავჭავაძის ლექსებში“. აქ აკაკი
გარკვეულ წინააღმდეგობაში ვარდება, ილიას ლექსი მოსწონს მასში ჩადებული აზრის გამო, მაგრამ
გრძნობს, რომ ეს აზრი პროზით უკეთ გამოითქმის; ე.ი. ილიას აკლია ის, რაც აქვს ბესიკ გაბაშვილს.
თავის მსჯელობას აკაკი შემდეგნაირად აჯამებს: „ჭავჭავაძე თუმცა ჭაპან-წყვეტით სწერს ლექსებს,
მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვსთ მის ლექსებს ჩვენთვის. აი რას ამბობს ჭავჭავაძე მის
„პოეტში“.... „მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო...“ ჭავჭავაძის გარდა უთქვამს ვისმეს ეს აზრი? აი, რას
ნიშნავს კაცობა და არა ბულბულობა!..“ (იქვე). აკაკის მხატვრული ცნობიერება იმდენად არის
მოცული რეალიზმის თეორიული პრინციპებით, რომ აჭარბებს შეფასებებში; ვერ ხედავს ბესიკ
გაბაშვილის პოეტურ ნიჭს, რომლის წყალობითაც ტკბილხმოვანება მრავალი მხატვრული ხერხის
გამოყენებითაა მიღწეული, მუსიკალურობასთან ერთად მახვილგონიერებაზეცაა აგებული, ამიტომ
ბულბულის „ტია-ტიას“ ასე უბრალოდ ვერ შევადარებთ; რაც შეეხება ილიას ლექსს, ის
განსხვავებული ჟღერადობისაა, რომლის სიმძიმე აღმოსავლურ-ქართული ხასიათიდან
გამომდინარეობს და არა პოეტური ნიჭის ნაკლებობიდან. აკაკის იდეალი კი ჭკვიანი აზრების
გადმოცემაა „კარგის ტკბილის სიტყვებით“.

You might also like