You are on page 1of 7

alegoria – (berZ.

ალლეგორია - გადაკრულად თქმა) ტროპის ერთ-


ერთი სახე, რომელშიც აზრის, ცნების თუ მოვლენის შინაარსი სხვა,
კონკრეტული სახითაა გადმოცემული. ალეგორიაში ნათქვამია ერთი,
ნაგულისხმევია მეორე. მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ერთ
ცნობილ ლექსში ნათქვამია „მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის ჰმონებს
გული“.აქ პატიმარი სატრფო თავისუფლებადაკარგული სამშობლოს
ალეგორიაა. ალეგორიის მიზანია ავტორის აზრის, იდეის შენიღბული
ფორმით მიტანა მკითხველამდე.
ალეგორიულობის პრინციპი უდევს საფუძვლად იგავარაკულ ჟანრს.
მაგალითად, იგავში „კუ და მორიელი“ - მორიელი ბოროტების
ალეგორიაა.
ალეგორიულია აკაკი წერეთლის „ჭაღარა“, „გაზაფხული“, ამირანის
სახე პოემიდან „თორნიკე ერისთავი“.
გარკვეული თვალსსაზრისით, ალეგორიული აზრის შემცველია მ.
ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, კ. გამსახურდიას „დიდოსტატის
მარჯვენა“.
gapirovneba, personifikacia – (ლათ. Persona - სახე, პიროვნება, ნიღაბი
და facene - კეთება), ტროპის სახე, მხატვრული გამოსახვის ხერხი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა მოვლენისა და
უსულო საგნისათვის ადამიანური თვისებების მიწერა, გაცოცხლება.
მეტაფორისაგან განსხვავდება იმით, რომ გაპიროვნებაში გადაიტანება
მხოლოდ ადამიანური თვისებები:
„დღემ დაიხურა პირბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.“
ვაჟა-ფშაველა, „ბახტრიონი“

„ნისლი ფიქრია მთებისა,


იმათ კაცობის გვირგვინი“.
ვაჟა-ფშაველა, „ბახტრიონი“
groteski – (ფრანგ. Grotesque , იტალ. Grotesco - უცნაური, ახირებული)
მხატვრული გამოსახვის ფორმა, რომელიც ემყარება უჩვეულოსა და
სასაცილოს შეხამების პრინციპს, ტიპიზაციის ერთერთი სახე,
როდესაც უსაზღვრო კრიტიკულ გაზვიადებაზე, ტრაგიკულისა და
კომიკურის კონტრასტზე, პარადოქსებზე აგებული ფანტაზიით
დეფორმირებულია სინამდვილე, რასაც განაპირობებს რეალური
საწყისი.
გროტესკი ეწოდა XV საუკუნეში რომში არქეოლოგიური გათხრების
შედეგად ნაპოვნ წერონის( ახ.წ. I ს) „ოქროს სახლის“ და სხვა შენობათა
მიწისქვეშა ნაგებობების ნაძერწ ორნამენტებს, რომლებშიც უცნაურად,
სასაცილოდ იყო შერწყმული მცენარეების, ცხოველებისა და
ადამიანების უჩვეულო გამოსახულებები.
ლიტერატურული ნაწარმოები შეიძლება იყოს ან მთლიანად
გროტესკული, ან გროტესკი ელემენტად იყოს შეტანილი. ითვლება,
რომ ილიას „კაცია-ადამიანი?!“ გროტესკულია, ხოლო „მგზავრის
წერილებში“ ასეთია რუსი ოფიცრის სახე.
epigrafi – (ბერძ. Epigraphe – წარწერა)თხზულების ან მის ცალკეული
ნაწილებისთვის წამძღვარებული ციტატა, ანდაზა, აფორიზმი და
მისთ. მისი დანიშნულებაა, მკითხველს ყურადღება გაუმახვილოს
ნაწარმოების ან მისი ნაწილის დედააზრზე, ავტორისეულ ჩანაფიქრზე
და ა.შ. ზოგჯერ ეპიგრაფი ექსპოზიციის როლს ასრულებს,
მაგალითად, ნიკო ლორთქიფანიძის „ თავსაფრიან დედაკაცში“.
ეპიგრაფებს ხშირად მიმართავდნენ ილია ჭავჭავაძე, მიხეილ
ჯავახიშვილი და სხვ.
epiTeti – (ბერძ. Epitheton - დამატება) სიტყვა, რომელიც რაიმე ნიშნით
ახასიათებს საგანს, მოვლენას ან პიროვნებას. მხატვრულ
მეტყველებაში ეპითეტი პოეტური სამკაულია და მეტწილად
ზედსართავი სახელითაა გამოხატული:
„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“.
ეპითეტი მხატვრული განსაზღვრებაა და არა ლოგიკური, მაგრამ
პოეტურ მეტყველებაში ზოგჯერ ლოგიკური განსაზღვრებაც კი
მხატვრულ გამომსახველობით იერს იძენს:
„ქისტებს წაუსხამ ცხენები
ალუდაისიც ფთიანი....“
ეპითეტის ძალა მოულოდნელობაშია, მაგალითად, „იისფერი
თოვლი“. არსებობს ე.წ. მუდმივი ეპითეტებიც: „ფეხმარდი აქილევსი“,
„მსუნაგი მელა“, ტურფა ია“....
ironia – (ბერძ. Eironeia, სიტყვასიტყვით - მოჩვენებითობა) ფარული
დაცინვა, როცა დადებითი შინაარსის შემცველი სიტყვა ან
გამონათქვამი კონტექსტში საპირისპირო მნიშვნელობას იძენს.
ირონიის გაგება მკითხველისგან განათლების გარკვეულ დონეს
მოითხოვს, რადგან ზოგჯერ ნაწარმოები ირონიულად გაიგება მაშინ,
თუ მკითხველი გარკვეულია ავტორის პოზიციაში.
ირონიის ნიმუშები ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ - ს
ცალკეული ეპიზოდები. მაგალითად, „ისეთი ფაქიზი ხალიჩა ეშალა
ზედა, რომ როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების
ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზე ისე ლამაზად
აბოლდებოდა ხოლმე, რომ ყურებით ვერ გაძღებოდა“.
ირონია იუმორის, გროტესკის, სატირის უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია. როცა ირონია მწვავე დაცინვად იქცევა, უკვე სარკაზმია.
iumori – (ინგ. humour -ხასიათი, ზნე) უწყინარი დაცინვა, რაიმე
ნაკლოვანი მხარის კომიკური ასახვა. ავტორი ამხელს იმ პირთა ან
მოვლენათა სუსტ, ნაკლოვან მხარეებს, რომელთა მიმართ იგი
საერთოდ კეთილგანწყობილია, კომიკურად წარმოგვიდგენს იმას,
რასაც თვითონ სერიოზულად ეკიდება და სიცილის საშუალებით
ცდილობს ობიექტის გათავისუფლებას ამ ნაკლოვანებისაგან.იუმორს
ირონიასთან საერთო აქვს კომიკურისა და სერიოზულის
დაპირისპირებულობა, მაგრამ, იუმორისგან განსხვავებით, ირონიაში
კომიკური შენიღბულია სერიოზულობით. განსხვავებულია იუმორისა
და ირონიის მიზნებიც: იუმორი საბოლოო ჯამში იცავს ობიექტს,
ირონია კიუფრო დაუნდობელია ობიექტის მიმართ.
განსხვავებით სატირისაგან, რომელიც შეუნიღბავად ამხელს,
ამათრახებს ყველა ნაკლსა და მანკიერებას, იუმორის ობიექტი აშკარა
ნაკლი და მანკიერება კი არ არის, არამედ მსუბუქი ნაკლოვანებები,
რომლებიც ზოგჯერ თან სდევს დადებითს.
ქართული იუმორისტული ლიტერატურის კლასიკური ნიმუშებია დ.
კლდიაშვილისა და ნ. დუმბაძის ნაწარმოებები.
metafora – (ბერძ. metaphora - გადატანა) ტროპის ყველაზე რთული
სახე. საგნის ან მოვლენის ნიშან-თვისების გადატანა მეორეზე (სხვა
საგანსა და მოვლენაზე) ასოციაცია-ანალოგიის ან კონტრასტის
პრინციპით ისე, რომ ობიექტი მოცემულია შეფარვით და ამოსაცნობია.
არისტოტელე ამბობდა: „თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი
გამოცანაა“.
მეტაფორა „შემოკლებული“ შედარებაა. ის, რაც უნდა შედარდეს,
ნაგულისხმევია, ხოლო ის რასაც ადარებენ, დასახელებულია, ოღონდ
მაკავშირებელი სიტყვებისა და აფიქსების გამოუყენებლად:
„ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა“...
ან
„ბნელს ხევში მოჰყეფს მდინარე“...
მეტაფორულად გამოყენებული სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი ორ
საგანს აღნიშნავს: შედარებულს (წამწამები, მდინარის ხმაური) და
შესადარებელს (ინდოთა ტომის რაზმი, ყეფა). შედარებულს
შშეესაბამება მეტაფორის გადატანითი მნიშვნელობა, რომელიც
კონტექსტში მჟღავნდება, არის კონტექსტის ნაწილი და ქმნის
მეტაფორის შინაგან, შეფარულ შინაარსს.
satira – (ლათ. – satira < ლათ. sature - სატირა, სიტყვასიტყვით -
ნარევი) ლიტერატურასა და ხელოვნებაში სინამდვილის ასახვის ერთ-
ერთი ხერხი - უარყოფითი საზოგადოებრივი მოვლენების დაუზოგავი
დაცინვა და გაკიცხვა.
სატირული ნაწარმოებების ნიშანდობლივი თვისებაა არა რომელიმე
კერძო პიროვნების, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერ
მოვლენათა დაცინვა და უარყოფა.
სატირულ ნაწარმოებებს ირონიულობა და გროტესკულობა
ახასიათებს. მაგალითად, სატირული რომანებია: რაბლეს „გარგანტუა
და პანტაგრუელი“, გოგოლის „მკვდარი სულები“.
ქართულ ლიტერატურაში სატირული ლირიკის ნიმუშებად
აღიარებულია ი. ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“, „რა ვაკეთეთ, რას
ვშვრებოდით“, აკ. წერეთელის „აპელაციის მცოდნე“, „პატარა მურია“.
tropi – (ბერძ. tropos - შექცევა, შებრუნება) გადატანითი
მნიშვნელობით ნახმარი სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც საგნის ან
მოვლენის დახასიათების, შეფასების მხატვრული გარდასახვის
ეფექტური და ემოციური საშუალებაა.
ტროპის სახეებია: შედარება, მეტაფორა, ჰიპერბოლა, ლიტოტესი,
სიმბოლო, ირონია, ალეგორია, პერიფრაზი.
fabula – (ლათ. Fabula - იგავი, ამბავი, თქმულება, ზღაპარი)
მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის საფუძველი, ძირითადი ქარგა.
მაგალითად, „ხევისბერი გოჩას“ სიუჟეტს საფუძვლად უდევს
თქმულება „ჩაძინებული“. მოთხრობის ტექსტის ბოლოს ალ. ყაზბეგს
დართული აქვს შენიშვნა, რომ ეს ამბავი (ანუ ფაბულა)
სიტყვასიტყვით მიამბო ფრიად პატივსაცემმა მოხუცმა ღინჯა
ხულელმა.
Sedareba – (მხატტვრული დახასიათების ერთ-ერთი ფორმა, ტროპის
ის სახეობაა, რომლითაც საგნები ან მოვლენები შედარებულია რაიმე
გარეგნული ან შინაგანი ნიშნით მსგავსების საფუძველზე, უფრო
მოკლედ რომ ვთქვათ, უცნობი ახსნილია ნაცნობით. „უცნობს“
შესადარებელსა და „ნაცნობს“ ანუ შედარებულს შორის გრამატიკული
კავშირია გამოხატული მაკავშირებელი სიტყვებით ან
თანდებულებით. მაგალითად,
„როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში...“
გ. ტაბიძე, „ლურჯა ცხენები“
„გაღმა ჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა,
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.“
ვაჟა-ბშაველა, „სტუმარ-მასპინძელი“

xatovani Tqma – ასეთად მიჩნეულია გავრცელებული


მახვილგონივრული და ზოგჯერ აფორიზმებად ქცეული გამონათქვამი
და იდიომი, ანუ ამათუ იმ ენაში სიტყვათა მყარი, დაუშლელი
ერთობლიობა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი
სიტყვების მნიშვნელობათა ჯამს: მაგალითად, „თვალს წყალი
დაალევინა“. ხატოვანი სიტყვა-თქმები, რომელთაც ფიგურალურ
გამოთქმებსაც უწოდებენ, სხვადასხვა წარმოშობისაა, ზოგს
საფუძვლად უდევს ბიბლიაში მოთხრობილი ლეგენდები
(მაგალითად, აკრძალული ხილი, იუდას ამბორი, ამაოება ამაოებათა...)
ანტიკური მითები(მაგალითად, განხეთქილების ვაშლი, არიადნეს
ძაფი), ისტორიული მოვლენები („მაინც ბრუნავს“, რუბიკონის
გადალახვა).
hiperbola – (ბერძ. hyperbole - გაზვიადება, გადამეტება, გადაჟარბება)
ტროპის სახეობა, მხატვრული გამოსახვის ხერხი, შთაბეჭდილების
გასაძლიერებლად მოვლენას, საგან, ხასიათს, თვისებას წარმოაჩენს
გაზვიადებულად.
მაგალითად,
„ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა, ჭირად არ
მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა“...
„ვეფხისტყაოსანი“, „ტარიელისგან თავის ამბის მბობა
ავთანდილთანა“.
ან:
“როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია“...
გ. ლეონიძე, „ნინოწმინდის ღამე“
ჰიპერბოლური შეიძლება იყოს ხასიათი (ნაცარქექია). ჰიპერბოლას
იყენებენ ორატორულ ხელოვნებაში (მაგალითად, სოლომონ
ლიონიძის სიტყვა მეფე ერეკლეს გარდაცვალებაზე).

You might also like