You are on page 1of 2

მხატვრული საშუალებები = ტროპები

ტროპების, მხატვრული საშუალებების ფუნქციები:

ა) მკითხველის პოეტური წარმოსახვის გაძლიერება (მხატვრულ საშუალებებს


იყენებს ავტორი, რათა ორიგინალური, ესთეტიკური, მხატვრულ-ემოციური
დატვირთვა შესძინოს სიტყვას თუ ფრაზას)

ბ) ავტორის ემოციებისა და შეგრძნებების გამოხატვა (გამოდის, მხატვრულ


საშუალებებს ექსპრესიული/გამომხატველობითი ფუნქციაც აქვს)

1. შედარება - ყველაზე მარტივად ამოსაცნობი ტროპი. ხშირად ამოვიცნობთ ამ


თანდებულებითა და ნაცვალსახელით >> „-ვით“, „როგორც“, „-ებრ“.

მაგ., „ლუარსაბ თათქარიძე მრგავლი, როგორც ნასუქი კურატი; ჰქონდა, წითელი,


თურაშაულის ვაშლივით ხაშხაშა ლოყები.“

2. ეპითეტი = მხატვრული განსაზღვრება. მისი შეკითხვა „როგორი?“

მაგ., იმ დღეს თითქოს ცაც იყო შეციებული. (ამ წინადადებაში ცის ეპითეტია
„შეციებული“. ავტორს ამგვარი მხატვრული განსაზღვრების გამოყენებით სურს
მკითხველი წარმოსახვის გაძლიერება. თითქოს სურს, შეაგრძნობინოს სევდიანი
გარემო.)

3. მეტაფორა - შედარების გართულებული სახე. როცა წერია ერთი და


იგულისხმება სხვა რამე( გაიგივების საფუძველზე).

მაგ., ცრემლმა უცხო მოყმის ვარდივით ლოყები დათრთვილა <<< ეს შედარების


მაგალითია.
ხოლო „ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა“ << ამ შემთხვევაში ავტორი იყენებს სიტყვა
„ვარდს“, მაგრამ გულისხმობს უცხო მოყმის ლოყებს (გაიგივებს საფუძველზე).
ამდენად, ვარდი უცხო მოყმის ლოყების მეტაფორაა.

4. ჰიპერბოლა - მხატვრული გაზვიადება, საგნის მოქმედების ან ქცევის


გადაჭარბებულად წარმოდგენა. მისი ფუნქციაა შთაბეჭდილების გაძლიერება. ანუ
ლიტერატურის სპეცეფექტია.

მაგ., „ღვარი წავიდა სისხლისა,


წალეკა მთა და ბარია.“ >>>> სისხლის ღვარი მთა-ბარს ვერ წალეკავდა. ეს ჰიპერბოლა
ავტორმა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენში ბრძოლის სისასტიკის შეგრძნება
გაემძაფრებინა.

1
5.გაპიროვნება=პერსონიფიკაცია - უსულო ნივთებს ან საგნებს აქვთ
მინიჭებული ადამიანთა თვისებები. ძირითადად დამახასიათებელია იგავ-არაკებისა
და ზღაპრებისთვის.

მაგ., „მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკლავსა.“

ამ ტაეპში გაპიროვნებულია მთაწმინდა. ავტორი ამ მხატვრულ ხერხს იყინებს, რათა


მკითხველი გადაიყვანოს იმ გარემოში, რომელსაც აღწერს; მთაწმინდის
გასულიერებით მკითხველს პოეტური წარმოსახვა უძლიერდება.

6. ალეგორია - ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი


მნიშვნელობით გამოვიყენოთ, მაგამ მთელი შინაარსი არაპირდაპირი მნიშვნელობით
გაიგება, ანუ ალეგორიის დროს მთელი კინტექსტი გადატანითი მნიშვნელობისაა.
დამახასიათებელია ანდაზებისა და იგავ-არაკებისთვის.

მაგ., „ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს, მოელის ტურფა გამომხსნელს.“

ეს სტრიქონი პირდაპირი მნიშნელობით არ უნდა გავიგოთ. ნესტან-დარეჯანში


რუსეთის ტყვეობაში მყოფი საქართველო იგულისხმა ავტორმა, რომელიც
განამათავისუფლებელს ელოდება. ცენზურის გამო ამას პირდაპირ ვერ დაწერდა,
ამიტომ ალეგორია გამოიყენა.

7. სიმბოლო - რაღაცის პირობითი ნიშანი.

მეტაფორა vs სიმბოლო.

მეტაფორა შეიძლება კონკრეტულმა ავტორმა შექმნას, ხოლო სიმბოლო


საუკუნეებითა და განსხვავებული ავტორებით დამოწმებული პირობითი ნიშანია.

მაგ., ბერძნულ-რომაული სიმბოლოები (დაფნის გვირგვინი), ქრისტიანული


სიმბოლოები (ჯვარი), ლიტერატურული სიმბოლოები (მერანი/რაში),
საყოფაცხოვრებო სიმბოლოები (შუქნიშანი).

პ.ს. ვეცადე მარტივი და გასაგები ენით ამეხსნა. გამიხარდება, თუ თქვენი ცოდნით


დამიბრუნდება ის, რაც მე გულით გავაკეთე ^^

You might also like