You are on page 1of 4

I ნაწილი:

ვარდის მხატვრულ გააზრებას წამყვანი, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს


არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში, ამიტომ ყოველი დიდი
შემოქმედის მხატვრულ სააზროვნო სისტემაში ვარდს, რომელსაც ხშირად განსხვავებული
ტროპული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებული დატვირთვა აკისრია. იგი უხსოვარი
დროიდან შემოდის ზნე-ჩვეულებებში, მითოსში, პოეზიაში. უძველეს დროში ვარდს
სიხარული და მხიარულება უკავშირდებოდა, შემდეგ მან საიდუმლოს, იდუმალების
სიყვარულის გამოხატვის ფუნქციაც შეითავსა.

მხატვრულ სააზროვნო სისტემაში ვარდს რამდენიმე ძირითადი ტროპული ფუნქცია


აკისრია: 1. ვარდი არის შედარება; 2. ვარდი არის ეპითეტი; 3. ვარდი არის მეტაფორა ; 4.
ვარდი არის სიმბოლო; 5. ხშირად არის ალეგორიაც. ვარდი, როგორც მხატვრული
შედარება, როგორც ეპითეტი და როგორც მეტაფორა, ძალზე გავრცელებულია და
მხატვრულ ლიტერატურაში ძირითადად ადამიანის გარეგნული მშვენიერების
გამოსახატავად გამოიყენება.

მხატვრულ აზროვნებაში ვარდი ძირითადად მაინც მიჯნურს , სატრფოს


უკავშირდება, მის გარეგნობას, ყველა იმ სულიერ განცდას ასახავს , რაც სიყვარულთან
მიგვაახლებს: სიყვარულით გამოწვეულ სიხარულსა და ვნებას, გრძნობის მუდმივობას ან
წარმავლობას, გრძნობისავე ცვალებადობას, თვით მიჯნურთა სიმორცხვესა და
თავმოწონებას, სიამაძეს, სიმკაცრეს, მიუკარებლობას. მნიშვნელობა ენიჭება ვარდის
ფერს, ფურცლებს და მისი რიგის რაოდენობას, ფორმას - კოკორია თუ გაშლილი ;
სიმბოლური მნიშვნელობისაა ოქროსა და ვერცხლის ვარდები.

გ. ნადირაძე „ვეფხისტყაოსანში“ ვარდის მხატვრული სახის მრავალფეროვნების


მიზეზად მიიჩნევს საქართველოს ბაღებში ყვავილთა შორის ვარდის პირველობას და
აღნიშნავს, რომ ვარდი ქართული წალკოტების მშვენება იყო.

II ნაწილი:

ვარდის რუსთველური მხატვრულ-პოეტიკური სისტემა რამდენიმე თვალსაზრისით


შეიძლება განვიხილოთ:

I. ვარდი არის მხატვრული შედარება, როდესაც ავტორს ადამიანის პირისახის ან


თვით პიროვნების სილამაზის ასახვა და მკითხველისათვის უწყება სურს. ვარდი
ძირითადად გამოხატავს ადამიანის გარეგნობას; ადამიანის განსაკუთრებული
სილამაზის, მისი ამა თუ იმ ნაკვთის, კერძოდ ღაწვის, ბაგეების, სახის, თვით პიროვნების
მშვენიერების გადმოსაცემად გამოიყენება.:

“ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა"

“კბილნი-ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი”

“მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა”


“ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა”

II. ვარდი არის გმირის მშვენიერების გამომხატველი ეპითეტი.

“მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი”

“განანათლა პირი ვარდი სიხარულმან დაუსახმან”

III. ვარდი არის მეტაფორაც. ვარდის მეტაფორით გადმოიცემა პირსახის


სილამაზე, ღაწვებისა და ბაგეების მშვენიერება, რის დასადასტურებლად უამრავი
მაგალითის დამოწმება შეიძლება „ვეფხისტყაოსნიდან“:

“ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა”

“არცა გახლიჩა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან”

“ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია"

III ნაწილი:

IV. ვარდი არის სიმბოლოც.

1. ვარდი მიჯნურის სიმბოლოა, ეს საზოგადოდ გავრცელებულია მხატვრულ


ლიტერატურაში და მრავალგზის წარმოჩნდება „ვეფხისტყაოსანში “:

“უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა”

“იტყვის: „დავყარენ ვარდნი და აჰა მე, ვაგლახ, იანი“

2. ვარდი უბიწოების, უმანკოების, ქალწულებრივი სილამაზისა და


მომხიბვლელობის სიმბოლოა, რაც ასევე დასტურდება „ვეფხისტყაოსანში“ ნესტან-
დარეჯანისა და თინათინის სახეთა წარმოსასახავად :

“კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი"

“ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფადა"

3. ვარდი გამოხატავს ადამიანის შინაგან, სულიერ განცდებს, განწყობილებებს . იგი


სასოების, სიხარულის, აღტაცების სიმბოლოა. ამავე დროს, უარყოფითი ეპითეტის
გვერდით იგი ცხოვრების წარმავლობას, დარდს, სევდას მიანიშნებს, მაგალითად,
ვარდი დამჭნარი, ვარდი დათრთვილული, ვარდი უმზეო, ვარდი დამზრალი, ვარდი
თოვლისაგან ახეწილი და სხვ.

IV ნაწილი:
ვეფხისტყაოსანში“ ვარდის მეტაფორული გააზრებისას ყურადღებას იქცევს
ვარდისა და ბულბულის თემა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არსებითად
განსხვავდება აღმოსავლურ სამყაროში, კერძოდ სპარსულ პოეზიაში დამკვიდრებული და
VI-VIII საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში გადმონერგილი ლიტერატურული
ტრადიციისაგან.

ვარდისა და ბულბულის თემის მოხმობა რუსთაველს განსხვავებული მხატვრული


ფუნქციითაც დასჭირდა. პირველად - „აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა “ -
როსტევანის, ვითარცა გამზრდელი მეფის, სიყვარული ავთანდილისადმი , ვითარცა
გაზრდილისადმი, ვარდისადმი ბულბულის ნაზ, მგრძნობიარე, ღრმა სიყვარულთანაა
შედარებული. მეორედ ტარიელისა და ავთანდილის მეგობრობის, თანაგრძნობის ,
თანალმობის გამოსახატავად არის მოხმობილი; ტარიელი ახლადგაცნობილ ავთანდილს
ეუბნება: „გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი“ . მესამედ - ავთანდილი
არაბეთიდან გაპარვის წინ ახსენებს ვარდბულბულიანის თემას, რომელსაც კვლავ
მეგობრისთვის თანაგრძნობის, დახმარების ფუნქცია აკისრია: „იადონი მაშინ მოკვდეს ,
ოდეს ვარდმან იდამჭნაროს“ . ვარდბულბულიანის თემა, აღმოსავლური ლიტერატურული
ტრადიციების კვალობაზე, უნდა ასახულიყო ავთანდილის გულანშაროში , ანუ ვარდთა
ქალაქში, ყოფნისას, როდესაც ავტორი ვარდს ავთანდილს უწოდებს, ხოლო ბულბულის
ნაცვლად ყვავის სახით ფატმანს გულისხმობს. მაგრამ გ. ნადირაძის მართებული
თვალსაზრისით, ვარდბულბულიანის თემა გულანშაროს ეპიზოდში ამაღლებული
ტონიდან საგრძნობლადაა „ჩამოქვეითებული ნატურალისტურ გულახდილობამდე “ . მან
დაინახა ის ცვლილება, რაც განუცდია ვარდბულბულიანობის თემას რუსთაველის პოემაში
გულანშაროს ეპიზოდის ასახვისას. „თუ აღმოსავლეთის პოეტებისათვის იგი
წარმოადგენდა ტრაგიკული სიყვარულის ალეგორიას, აქ რუსთაველის ხელში იგი
გადაქცეულია გულმხიარული ჰუმორისა და ირონიის იარაღად“ რუსთაველმა ეს ირონია
არაერთგზის გამოხატა ავთანდილის სიტყვებითა და საკუთარი რემარკებით , რითაც
ავთანდილის ტრაგიკომიკური მდგომარეობა წარმოაჩინა:

“იტყვის, თუ: „მნახეთ, მიჯნურნო, იგი, ვინ ვარდი-ა ვისად”

“თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია”

V ნაწილი:

ვარდი „ვეფხისტყაოსანში“ მზესთანაცაა ადაკავშირებული. ვარდი უმზეოდაა,


ვიდრე ნესტან-დარეჯანი და ტარიელი საწუთროსაგან გაყრილნი არიან; ასეთ
შემთხვევებში იგი სატრფოსთან განშორების სიმბოლოა : „ჰხედავთ, ვარდსა
უმზეობარაგვარ ადრე დააჩნდების!”, „მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების , ვარდი
ჭნების“; რუსთაველი ავთანდილს ათქმევინებს - „მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ
დღე არ დაჭნების“ - რომელშიც კვლავ სიმბოლური აზრია ჩადებული. ტარიელისა და
ნესტან-დარეჯანის შეყრა მზისა და ვარდის შეყრასთანაა შედარებული და მეტაფორულად
გადმოცემული, რაც ამავე დროს ღრმა სიმბოლურ და ალეგორიულ შინაარსსაც იძენს:
„მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნენ“; „მზემან შუქნი შემომადგნა,
ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი“ . უმზეო ვარდი და მზიანი ვარდი ისეთივე ოპოზიციაა,
როგორც ვარდი უეკლო და ვარდი ეკლიანი, ვარდი კოკობი და ვარდი დამჭნარი. მზისა
და ვარდის შეხვედრა, როგორც ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის შეხვედრა ,
„ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სულიერი განახლების, განწმენდისა და ღვთის ნების
აღსრულების გამოხატულებაა, რაც სიყვარულის ყოვლისმომცველობის, მარადიულობის ,
სიკვდილზე სიყვარულის გამარჯვების დასტურია.

VI ნაწილი:

რუსთაველი ვარდისა და ეკლის სიმბოლიკით ვარდის ღრმა მხატვრული და


ღვთისმეტყველებითი გააზრების საშუალებას იძლევა. „ვეფხისტყაოსანში “ დასტურდება
რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საღვთო სახელებით ან ჰაგიოგრაფიული წმინდანის
აღმნიშვნელი ხატით პოემის მთავარი გმირები აისახებიან. ერთ-ერთი ასეთია „ვარდი
ეკალთა შორის“, რომელიც ტარიელს, როგორც ცხოვრებისაგან გატანჯული, ნაწამები და
აწ უკვე საღვთო გზაზე დამდგარი პიროვნების დასახასიათებლადაა გამოყენებული .
Საყურადღებოა ვარდისა და ეკლის, ანუ ქაცვის, კიდევ ერთი მეტადმ ნიშვნელოვანი
მეტაფორა, რომელიც, ვფიქრობთ, ალეგორიულ დატვირთვასაც იძენს. Თინათინი უწონებს
მიჯნურს საქციელს და ურჩევს მოყვასის დასახმარებლად წასვლას, მაგრამ საკუთარ
გულისტკივილსაც გამოხატავს, მიჯნურთან განშორება მზისგან დაშორებაა , როდესაც
ბნელქმნილი რჩება თავად. Ავთანდილი ამხნევებს მიჯნურს და ეუბნება , რომ ბედნიერება
მხოლოდ ტანჯვის გზით შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა („ვარდსა ქაცვი
მოაპოვნებს“).ავთანდილის სიტყვით, ერთი მხრივ, ბედნიერება ტანჯვით მოიპოვება ,
მეორე მხრივ, ზესთასოფლის, სულიერი უკვდავების გზა ამქვეყნიური ცხოვრების,
სოფლის ტანჯვა-წამებაზე გადის. ვარდისა და ეკლის მეტაფორამდე სიმბოლოდ და
ალეგორიად წარმოსახვის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია დაბნედილი
ტარიელისადმი მიმართული ავთანდილის შეგონებები. Რუსთველური „ვარდნი უეკლოდ
არავის მოუკრებიან!“ და „რად ხარ ეკლიანი?“ ერთი მხრივ, იმას მიუთითებს, რომ ცოდვით
დაცემამდელი უმანკოება, სრულყოფილება, ზეციური პირველსახე უნდა დაიბრუნოს
ცოდვადაცემულმა ადამიანმა, რათა ზესთასოფელი დაიმკვიდროს, რაც, ცხადია,
დაბრკოლებების, წინააღმდეგობების გადალახვითა და დაძლევით , ეკლიანი გზის
გონივრულად გავლით მიიღწევა.

You might also like