You are on page 1of 2

გალაკტიონ ტაბიძის

,,თოვლი”
ანალიზი
ლექსი ,,თოვლი” გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ერთ -ერთი მნიშვნელოვანი და
საინტერესო ნაშრომია ,სადაც გადმოცემულია პოეტის სულიერი განცდები,ფიქრები და
მოქმედებები.ლექსში შევხვდებით ფერთა პალიტრას,ასევე საინტერესო პოეტის მიერ
შემოთავაზებული სიმბოლისტური დატვირთვები.

პოეტის სულიერი მდგომარეობა კარგად ჩანს ლექსის დასაწყის .ლირიკული გმირის


მიერ წარმოსახული თოვლი უჩვეულოა ,რადგან თოვლი იისფერია ,ფერს ლექსში თავისი
დატვირთვა აქვს ,იგი ასოცირდრბა ირეალურ სამყაროსთან ,შესაბამისად პოეტის
დამოკიდებულება და სიყვარული თოვლის მიმართ ძლიერი და დაუშრეტელია.მისთვის
თოვლი დაკავშირებულია ზეციურ ძალასთა ,რომელიც წმინდაა .სწორედ ამიტომ პოეტმა
ეს სიწმინდე შეადარა ,,ქალწულს”.

აღსანიშნავია ასწვე ლირიკული გმირის სულიერი განწყობა ,რომელიც მან ფიზიკური


შეგრძნებით წარმოაჩინა .იგი განიცდის სისოვლეს, მას გაყინული აქვს გული და უჭირს
სიყვარულის მოთმენა:

,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა: 



მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის 

და სიყვარულის ასე მოთმენა.”

ხაზი უნდა გაესვას იმასაც ,რომ ლირიკული გმირისთვის მტკივნეულია დროის


ცვლა,რადგან ბერდება და მის ამ დგომარეობას ამძიმებს ისიც ,რომ იგი ამ ყველაფერს
მარტოობაში განიცდის:

,,ძვირფასო! სული მევსება თოვლით: 



დღეები რბიან და მე ვბერდები! 

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ 

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.”

ზოგადად, უდაბნოს ხელოვნებაში მეტაფორულად გამოიყენებენ, როგორც სულიერებას


მოკლებულ ადგილს. ლურჯად ნახავერდები უდაბნო” კი პოეტური უდაბნოა. ლირიკული
გმირი თვლის ,რომ აწმყო ,რელალობა უდაბნოდ გცეულა.

ტაეპ-ტაეპ ხდება ნათელი პოეტის სულიერი მდგომარეობა. იგი ამბობს: “იანვარს მოძმედ
არ ვეძნელები,” რაც პოეტის სულის სიცივეს გამოხატავს. იანვარი ხომ ყველაზე ცივი
თვეა.

სპეტაკი გრძნობით შეპყრობილ ლირიკულ გმირს ახსოვს სატრფოს თოვლივით


მკრთალი ხელები. განმარტებების მიხედვით, თვალები და ხლები სულის სარკეა. აქვე
იკვეთება იმედიც მანდილის სახით:

,,ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს. ხელებს, 



უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. 

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს 

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის 

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, 

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის 

და ზამბახების წყებად დაწვენა.”

ამ ტაეპში ნათლად ჩანს თუ როგორი სასტიკია ბედისწერა ,პოეტის მიმართ ,მისი


ცხოვრება ქაოსური და ტრაგიკულია.

საინტერესოა ტაეპი,სადაც რელიგიური დღესასწაულის ხსენება აძლიერებს სულიერი


ამაღლებულობის განცდასა და, ხარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადარჩენის
იმედსაც.ამას გარდა ნათლად ჩანს პოეტის სიტყვებში განსაცდელის განცდა ,რომელიც
სიმბოლირად წარმოგვიდგინა ავტორმა:

,,თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი 



და დაღალული სიზმრით დამთოვა. 

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, 

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!”

პოეტის ცხოვრებას ასაზრდოებს მოგონებები,იგი ამავდროულად ამძაფრებს გადარჩენის


მოლოდინით გამოწვეულ განცდებს:

,,მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ 



მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, 

მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში 

და თმების ქარით გამოქროლება.”

მოცემული ლექსის მთავარი სათქმელი და აზრი მაინც გალაკტიონ ტაბიძის თანმდევი


მარტოსულობაა.

You might also like