You are on page 1of 1

მე და ღამე - გალაკტიონი

„მე და ღამეს“ გალაკტიონის შემოქმედებაში იმდენად უჭირავს მნიშვნელოვანი


ადგილი, რამდენადაც მას კრიტიკოსები მის პოეზიაში ერთგვარ უღელტეხილად
მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ ეს ლექსი ატარებს ძველ ტრადიციულ თვისებებს და ასევე
ნოვატორულსაც.

ღამის სიმბოლიკა ქართულ მწერლობაში (და რა მარტო) მრავალნაირად


წარმოჩნდება. ზოგან იგი იდუმალებას აღნიშნავს, ზოგან ბოროტებას, ზოგან კიდევ
სულის თანაზიარობას.

აღნიშნულ ლექსში ღემე სწორედ პოეტის სულის თანაზიარია. მეტაფორით


„შუაღამე იწვის, დნება“ პოეტი გამოხატავს არა მარტო დღის მოახლოებას, არამედ
საკუთარი სულის წვას, დნობას პოეზიის საკურთხეველზე. ეპითეტებით „საიდუმლო
შუქი“, „მოკამკამე“ ღამე ქმნის იდუმალ და ოდნავ სევდიან განწყობას.

როგორც ჩანს, საიდუმლო, რომელსაც პოეტი „ღრმად გულში დაატარებს“,


სწორედ ზემოთაღნიშნულ საიდუმლო შუქს უკავშირდება და მეტაფორულად
გამოხატავს შინაგან იდუმალ გრძნობას.

როგორც აღვნიშნეთ, ღამე გალაკტიონის ლექსის ლირიკული გმირის მეგობარია.


მასში პოეტი სულის სადგურს, თავშესაფარს ჭვრეტს. ილიასთან კი („მგზავრის
წერილები“) ღამე ბოროტების სიმბოლოა, კუდიანების სერობის დროა, ყოველგვარი
ავკაცობის საფარველი და საბუდარია. ამ განსხვავებას ქმნის ის, რომ მწერლები
სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობას მიეკუთვნებიან.

You might also like