You are on page 1of 11

საგამოცდო საკითხები

ანტონიმი - საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვა

მაღალი - დაბალი; დღე - ღამე

არქაიზმი - მოძველებული, ხმარებიდან ამოღებული სიტყვები.

მუნ, ძალუძს, ოდეს, შთენია, ჰუნე...

ატროფია - სიტყვის მნიშვნელობის არაზუსტი გამოყენება.

დათვი ტყეში გაილურსა (გაიძურწას ნაცვლად)

მას საშინლად უყვარდა თავისი ცოლი

არანორმალურად ბედნიერი ვარ

ანდაზა - მოკლე, გონებამახვილური გამონათქვამი,


აღმზრდელობითი ხასიათისა.

აფორიზმი - ჭკუის სასწავლებელი და მოკლედ


ჩამოყალიბებული აზრი

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა

სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების


ავტობიოგრაფია - საკუთრი ბიოგრაფიის გადმოცემა.

ალეგორია - გადაკრულად ნათქვამი სიტყვა, როცა ნათქვამია ერთი და


იგულისხმება მეორე (ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვა). მისი
მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.

ალიტერაცია - ერთი და იმავე თანხმოვნის გამეორება ემოციური


ზეგავლენის მოსახდენად

კარვის კალთა ჩახლართული, ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე

ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან., დედოფალს ახლავან მხევალნი


მცველებად;

ალუზია - როცა ერთ ნაწარმოებში ნათქვამი ფრაზა გვახსენებს


სხვა ნაწარმოებს

ხატი იყავ - ვეფხი დაქალებული; ავთანდილის მწვადი


ცეცხლზე შხიოდა... ( „ნინოწმინდის ღამე“); „ვარდისფურცლობის
ნიშანი არის და დრო ახალი პაემანისა“ („ყივჩაღის პაემანი“) -
გვახსენდება „ვეფხისტყაოსანი“
ბარბარიზმები - უცხოური ენიდან შემოსული სიტყვები და
გამოთქმები

პოლი; სტოლი; შპილკა; კუხნა...

ბიოგრაფია - ადამიანის ცხოვრების აღწერა

ბალადა - სიუჟეტიანი პატარა პოეტური ნაწარმოები, რომელშიც


ჩანს ავტორის დამოკიდებულებაც.

ილიას „ბაზალეთის ტბა“. ლექსი ვეფხისა და მოყმისა.

გაჩუმება - განწყობილების გამოხატვა მეტყველების შეწყვეტით,


ერთგვარი მრავალწერტილია.

გაპიროვნება - როცა საგანს ან მოვლენებს ადამიანის თვისებები


მიეწერება და ხდება ბუნების გასულიერება.

მთა ჩაფიქრდა. ნაკადული საამოდ მღეროდა მთელი ღამე...

გამეორება - სიტყვების გამეორება ემოციის გასაძლიერებლად.

მეგობრებო, წინ, წინ გასწით...


რამდენჯერ გითხარი, რამდენჯერ გაგაფრთხილე, რამდენჯერ
გაგიმეორე...

გროტესკი -კომიკური, ამავე დროს, გამანადგურებელი დაცინვა.

ლუარსაბ თათქარიძის სახე, მისი დახასიათება

დიალექტიზმი - კუთხური გამოთქმები, სალიტერატურო


ენისთვის შეუფერებელი.

გამაიტანე; წამაიღე; რეიზა მეიტანე აგი... ადრიდა... აწინა...

დრამა - ჟანრი, რომელშიც ერთდროულადაა ტრაგედიისა და


კომედიის ნიშნები.

დიალოგი - საუბარი ორ ადამიანს შორის.

ევფემიზმი - შერბილებით, ზრდილობიანი ფორმით ნათქვამი.

დაბრძანდი - დაჯექი; მოდი - მობრძანდი ...

ეპოსი - ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ნაკლებია ემოცია,


ძირითადად, ამბავია გადმოცემული
ელეგია - ლირიკული ლექსი, რომელშიც გადმოცემულია
სევდიანი განწყობილება

ეპიგრაფი - ნაწარმოების ან მისი ცალკეული თავისთვის


წამძღვარებული ციტატა, ფრაზა, რომელიც გადმოგვცემს
ძირითად იდეას, ნაწარმოების მთავარ აზრს, დედააზრს.

ილიას „კაცია-ადამიანში“ არის ეპიგრაფი - „მოყვარეს პირში


უძრახე და მტერს პირს უკანაო“, ან კიდევ: გიორგი ლეონიძის
„ყივჩაღის პაემანს“ უძღვის ეპიგრაფი: „ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე ქვიშასა...“ (მუხრანული)

ეპილოგი - ნაწარმოების დასასრული.

ეპითეტი - საგნის ან მოვლენის მხატვრული დახასიათება.

ცა ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო;

ერთი გონიერი, თბილი, კეთილი ადამიანი ვერ ვნახე ქვეყანაზე

თემა - ნაწარმოებში გადმოცემული მთავარი ამბავი

თქმულება - თაობიდან თაობაში ზეპირად გადაცემული ამბავი


იგავ-არაკი - მცირე ზომის ალეგორიული და აღმზრდელობითი
ხასიათის სიუჟეტიანი ნაწარმოები

სულხან-საბას იგავები.......

იდეა - ნაწარმოებში გადმოცემული მთავარი სათქმელი.


დედააზრი. ანუ თემა ნიშნავს ამბავს, რაზეც ნაწარმოებში ან
ეპიზოდშია საუბარი და იდეა მთავარი სათქმელია.

ირონია - იუმორზე ცოტა უფრო დაუნდობელი, მაგრამ მაინც


უბოროტო დაცინვა. „კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-
კარი...“; „ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“

იუმორი - უწყინარი ხასიათის დაცინვა. ნაკლის სასაცილოდ,


კომიკურად . წარმოჩენა.

კალკი - მნიშვნელობის სხვა ენიდან პირდაპირი გადმოღება


(ასლი): ფაქტი სახეზეა; რაშია საქმე; გაყიდვაშია...

კომპოზიცია - ნაწარმოების აგებულება

ლირიკა - ჟანრი, რომელშიც გადმოცმულია ავტორის პირადი


განცდები და შთაბეჭდილებები.
ლექსი - რიტმულად მოწესრიგებული პოეტური ნაწარმოები

მონოლოგი - ერთი ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვა


საკუთარ თავთან ან საზოგადოებასთან.

მემუარი - ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც


გადმოცემულია რეალური ამბები, დაფუძნებული ავტორის
მოგონებებზე.

მოთხრობა - საშუალო ზომის პროზაული ნაწარმოები,


რომელშიც აღწერილია სიუჟეტური ამბავი

მეტაფორა - გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვა.

ცა მრისხანებს; მთაწმინდა ჩაფიქრებულა.

ნოველა - მცირე ზომის ნაწარმოები, რომელშიც აღწერილია რამე


საინტერესო ამბავი.
ნეოლოგიზმი - ახლად გაჩენილი სიტყვები და გამოთქმები

თვითმფრინავი, ტელეფონი; ელმავალი...

ომონიმი - ასო-ბგერით ერთნაირი, შინაარსით განსხვავებული


სიტყვა

წელი - ასაკი. წელი - სხეულის ნაწილი. ხელი - სხეულის ნაწილი.


ხელი - გახელებული, გაგიჟებული.

პეიზაჟი - ბუნების სურათების აღწერა. ხშირია


რომანტიკოსების შემოქმედებაში.

პოეტური მიმართვა - როცა მწერალი მიმართავს ბუნებას,


ბუნების მოვლენებს.

პორტრეტი - პერსონაჟის გარეგნობის აღწერა

პარონიმი - ბგერებით ძალიან მსგავსი, მაგრამ შინაარსით


განსხვავებული სიტყვები.

დიპლომატი - დიპლომანტი; აფექტი - ეფექტი

პოემა - ლექსად დაწერილი ვრცელი პოეტური ნაწარმოები,


რომელსაც სიუჟეტი აქვს
პროლოგი - ნაწარმოების დასაწყისი.

პერიფრაზი - გამოთქმა, რომელიც აღწერით გამოხატავს


სათქმელს.

საქართველოს დედაქალაქი = თბილისი; ცხოველთა მეფე =


ლომი

რეფრენი - ლექსში სტრიქონის გამეორება. მაგალითად: აკაკის


ლექსში გამეორებული „შენ ხომ არა ხარ სულიკო“

რომანი - დიდი პროზაული ნაწარმოები, სადაც პერსონაჟთა


ცხოვრებაზეა საუბარი.

სინონიმი - მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვა

ბეჯითი - შრომისმოყვარე; ლამაზი - მშვენიერი

სიუჟეტი - ნაწარმოების შინაარსი

სარკაზმი - ღვარძლიანი დაცინვა; მწვავე ირონია


სატირა - გამანადგურებელი დაცინვა, სადაც გამოხატულია
ავტორის ზიზღი არსებული სინამდვილის მიმართ.

ილიას, აკაკის, პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება.

სიმბოლო - პირობითი ნიშანი, რომელი გამოხატავს მხატვრული


სახის მნიშვნელობას. მაგალითად: მერანი - ბედის წინააღმდეგ
ბრძოლის სიმბოლოა; გველი - სიბრძნის გამომხატველი
სიმბოლო; კავკასიის მაღალ კლდეზე მიჯაჭვული ამირანი -
საქართველოს მდგომარეობის სიმბოლოა.

ტავტოლოგია - ერთი და იმავე ცნების ან აზრის გამეორება.

მას ჩვეულებად ჰქონდა, ჩვეულებრივ ასე მოქცეულიყო

პოეტი ლექსში “პოეტი“ საუბრობს პოეტის როლსა და


მნიშვნელობაზე

ტროპი - გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვა.

ქვაბი ადუღდა = არა ქვაბი, არამედ ქვაბში არსებული საჭმელი;


რა ძალიან უწვიმია = როგორ დამთვრალა
ფაბულა - ამბავი, რომელიც საფუძვლად დაედო მხატვრულ
ნაწარმოებს. ფაბულა შეიძლება იყოს ნამდვილი ამბავი,
ლეგენდა, ხალხში გავრცელებული თქმულება.

შედარება - ერთი მოვლენის მეორესთან შედარება, აზრის უკეთ


გადმოცემისთვის.

მუხასავით ძლიერია. ვეფხვივით ვაჟკაცია. (ამ სიტყვებს „ვით“


თუ მოაკლდება, გამოვა მეტაფორა)

შაირი - 16-მარცვლიანი ლექსი, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“

ჰიპერბოლა - საგნის ან მოვლენის გაზვიადება

აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ

ამირანი საცრისოდენა თვალებს აბრიალებდა

You might also like