You are on page 1of 7

ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები

ანდაზა (ლათ. proverbium) - ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს


ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება.
დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა
უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას
გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც
„მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას
„აფორიზმი“ ეწოდება. ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და
კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან
მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
აფორიზმი (ბერძნ. aphorismos - მოკლე გამონათქვამი) - დახვეწილი, ლაკონიური
ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და
პროზაულიც. ხშირად დიდი მწერლების შემოქმედებაში. ქართულ ლიტერატურაში
აფორიზმის დიდოსტატია რუსთაველი ("სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი
სახელოვანი", "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია" და სხვა). აფორიზმი
არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც (მაგ., XVIII
საუკუნის გერმანელ მოაზროვნის გ. კ. ლიხტენბერგის "აფორიზმები"). ეს ჟანრი
პოპულარული იყო საფრანგეთშიც (ბ. პასკალი, ფ. ლაროშფუკო, ჟ. ლაბრუიერი, ს. რ.
შამფორი). ფრანგულ ლიტერატურაში გავრცელებული "აზრები" და "მაქსიმები"
(ფრანგ. "maxime" - მორალის, ზნეობის ძირითადი პრინციპების მოკლე ფორმულა)
აფორისტული ხასიათისაა. ლიტერატურაში ცნობილია ე. წ. "აფორისტული სტილი",
რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ლაკონიზმი. XIX საუკუნის
გერმანელ ფილოსოფებს ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს წერის მანერა აფორისტული
სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აფორიზმი ჭარბად გვხვდება იგავარაკული ჟანრის
ნაწარმოებებში, უხვად არის გაბნეული ზეპირსიტყვიერებაშიც. მრავალი აფორიზმი
საერთოდ ფოლკლორიდან მიმდინარეობს.
ბიოგრაფია (ბერძ. bios – სიცოცხლე, grapho – ვწერ) - ადამიანის ცხოვრების აღწერა.
ბიოგრაფია ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-ერთი ჟანრია,
რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად.
ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ
არის. კურიკულიმ-ვიტას ან პროფილისგან განსხვავებით ბიოგრაფია
კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს, რომელიც მისი
გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა. ბიოგრაფია უფრო მეტია ვიდრე
უბრალოდ ფაქტთა (დაბადება, განათლება, სამსახური, ურთიერთობანი და
სიკვდილი) ჩამონათვალი. ის ასევე ამ ფაქტებთან დაკავშირებულ ემოციური
განცდების გამოცდილებას ასახავს.
ელეგია - ძველ საბერძნეთში წარმოშობილი ლირიკული ლექსის ფორმა, რომელსაც
მკაცრად განსაზღვრული სალექსო საზომი ჰქონდა. თემატურად ელეგიები
მრავალფეროვანი იყო. მათ საგმირო, სასიყვარულო, ფილოსოფიურ თუ ზნეობრივ
თემებზე ქმნიდნენ. მოგვიანებით რომში ელეგია ძირითადად სიყვარულის თემაზე
შექმნილ ლირიკულ ნაწარმოებს დაერქვა. ახალ დროში კი (XVIII საუკუნის მეორე
ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში)იგი სევდის, მოწყენისა და სინანულის
გამომხატველ ლექსად იქცა.
თქმულება - ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად
რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე, ზოგჯერ შეთხზული ამბავიც უძევს
საფუძვლად, გვხვდება როგორც პროზაულ, ისე ლექსითი და შერეული სახით.
პროზაული თქმულება გადმოცემასა და ლეგენდას უკავშირდება. ქართულ
ფოლკლორში თქმულებათა დიდი ნაწილი ისტორიული ხასიათისაა.
იგავ-არაკი - ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური
ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ
იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება). საფუძვლად უდევს შედარება.
ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ-იუმორისტული,
კომიკური და რაც მთავარია, მომართვა შეგონებისათვის ახლოს დგას იგავთან. იგავი
ერთ–ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით
ლაპარაკი უყვარდათ. იგავების ტექსტები ჯერ კიდევ უძველესი ხალხების,
შუმერებისა და ბაბილონელების, წერილობით ძეგლებშია აღმოჩენილი.
ჩამოყალიბებული სახე იგავმა ძველ საბერძნეთში მიიღო. მთელ მსოფლიოში
ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის, ეზოპეს, იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ
შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც კი უწოდებდნენ.
კომედია (ბერძ. komos „მხიარული ბრბო“ და ode „სიმღერა“) — დრამის ერთ-ერთი
სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.
ლეგენდა (ლათ. legenda – სიტყვასიტყვით, სავალდებულო წასაკითხი ტექსტი)
-ზეპირმეტყველების თხრობითი ჟანრი. საფუძვლად უდევს ზღაპრული,
სასწაულებრივი ამბავი ან ფანტასტიკური იერსახე. მასში შეიძლება ასახული იყოს
წარსული, თანამედროვეობა და მომავალიც. თემატურად: რელიგიური,
ისტორიული, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით
ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს (განურჩევლად ჟანრისა), რომელშიც მხატვრული
გამონაგონი ემყარება გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს.
ლექსი - რიტმულად და ინტონაციურად მოწესრიგებული მეტყველება, რომელიც
ენის პროსოდიული ბუნების შესაბამისად განსაზღვრული ლექსთწყობის
კანონებზეა დამყარებული (ტერფი – ანტიკურ ლექსში; ბაითი – არაბულ-
სპარსულში; კვალიტატუროსა – ტაეპი თანაბარმარცვლიანი) ლექსი შეიძლება იყოს
რითმიანი, ურითმო (თეთრი ლექსი), თავისუფალი.
მემუარები (ფრანგ. memoire, ლათ. memoria - მოგონება) — ეპიკური ჟანრის
პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა
მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ. თხრობის ფორმითა და ასახული
მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს. მემუარებში ორი მხარეა
საყურადღებო:
 მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა,
რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ
მხარეს;
 საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების,
საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო მონაწილეც
ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად, მეტად
მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.
მითი (ბერძ. mythos – თქმულება, გადმოცემა) – უძველესი კოლექტიური,
ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის,
ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების შესახებ. რაც ხასიათდება
კონკრეტული პერსონიფიკაციითა და გასულიერებით. მითში მხატვრულადაა
წარმოდგენილი ადამიანის პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, ბუნების
საიდუმლოების აუხსნელობით გამოწვეული შიშისა და უძლურების გრძნობა.
მოთხრობა - საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოები; ხასიათდება თემატური
მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური,
სათავგადასავლო, დიდაქტიკური). შუალედური ადგილი უჭირავს ნოველასა და
რომანს შორის; გამოიკვეთა XIX საუკუნეში. ფართოდ გავრცელებული
ლიტერატურული ფორმაა რუსეთში (გოგოლი, ტურგენევი, ტოლსტოი, ჩეხოვი,
კუპრინი. ქართულ ლიტერატუტაში: ილია, ვაჟა, ყაზბეგი, კლდიაშვილი,
ნინოშვილი, ჯავახიშვილი და სხვა.)
მუხამბაზი (არაბ. მუხამას — ხუთეული) - სპარსულ პოეტიკაში მუსამათის (ძაფზე
აცმული მარგალიტი) ტიპის სტროფული სალექსო ფორმის სახეობა. ყოველი
სტროფი შედგება 5 სტრიქონისაგან. პირველი სტროფის ერთიანი რითმა მეორდება
მომდევნო სტროფების მეხუთე სტრიქონში (aaaaa, bbbba, cccca და ა. შ.). სტროფების
რაოდენობა განსაზღვრული არაა, გვხვდება აგრეთვე რომელიმე პოეტის ღაზალზე
დაწერილი მუხამასი (ყოველ სტრიფში ჩართულია ღაზალის ერთი ბაითი).
განსაკუთრებით გავრცელდა XIV— XVII საუკუნეებში. ქართულ პოეზიაში
შემოვიდა მუხამბაზის სახელწოდებით (ბესიკი, საიათნოვა), ოღონდ იმ
განსხვავებით, რომ სტროფების რაოდენობაც ხუთით შემოიფარგლა, მოგვიანებით
დაკარგა კონკრეტული მნიშვნელობა და საერთო თემატიკით განსაზღვრულ
(სამიჯნურო, ანაკრეონტული) ლექსს ეწოდა (მაგ., ალექსანდრე ჭავჭავაძის
„მუხამბაზი ლათაიური“). მუხამბაზმა როგორც აშუღური პოეზიისა და სიმღერის
ნიმუშმა, საქართველოში მტკიცედ მოიკიდა ფეხი XVIII—XIX საუკუნეებში.
განსაკუთრებით გავრცელდა თბილისელ ყარაჩოხელთა წრეში. იგი ცალფა-სოლო
სიმღერაა. სრულდებოდა საზისა და თარის თანხლებით (საიათნოვა, ევანგულან
აბდულბაღია, სათარა), ხოლო საზანდართა მწყობრში — მედაირის მიერ (აშუღი
ჰაზირა). ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლისა და
ყარაჩოხული პოეზიის ნიჭიერი წარმომადგენლების — სკანდაროვას, გივიშვილის,
იეთიმ გურჯის და სხვების მიერ „მუხამბაზის ხმაზე“ თქმულმა ლექსებმა დიდი
პოპულარობა მოიპოვა. ზოგიერთი მათგანი პროფესიულ მუსიკაშიც დამკვიდრდა
(ზ. ფალიაშვილის „თავო ჩემო“, ა. კერესელიძის მიერ დამუშავებული „გინდ
მეძინოს“, მელიტონ ბალანჩივაძის რომანსი „აღმართ-აღმართ“ და სხვა).
ნოველა (იტალ. Novella, ნიშნავს „ახალს“, „ახალ ამბებს“ ან „მოკლე მოთხრობას რაიმე
ახლის შესახებ“) — მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის
ხერხს და პროზის (იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების
ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს, ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი
სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით,
ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი დეტალები, გარემო, ხასიათის
ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები. აქცენტი
გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების
განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების
ექსპრესიას. კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა
სწრაფად ხდება; ფინალი, რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება,
მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს. ნოველა, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი,
ჩაისახა და განვითარდა იტალიაში XIV-XV საუკუნეებში (ბოკაჩო, საკეტი, მაზუჩო
და სხვა); შემდგომში გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ნოველის
ცნობილი ნიმუშები შექმნეს პროსპერ მერიმემ, გი დე მოპასანმა, ანტონ ჩეხოვმა, ო.
ჰენრიმ, ერნესტ ჰემინგუეიმ და სხვებმა. ქართულ ლიტერატურაში - შიო
არაგვისპირელმა, ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, სერგო კლდიაშვილმა
და სხვამ.
პოემა (ბერძ poiema - ქმნილება, შემოქმედება) - მხატვრული ლიტერატურის ჟანრია.
ლექსად დაწერილი მრავალი თავისაგან შემდგარი ეპიკური, ან ლირიკული
ხასიათის ნაწარმოები.
1. ძველი პოემა - ეპოპეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი ამბავი,
კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, მოქმედების ფართოდ გაშლა, დროის
დიდი მონაკვეთი, პერსონაჟების სიმრავლე, ზოგჯერ გმირთა მოქმედების
იდეალიზაცია, ამბის ჰიპერბოლური გადმოცემა, დინჯი, დარბაისლური კილო.
ძველი პოემა ხალხურ ეპოსში იღებს სათავეს.
2. ახალი პოემა, რომლის ჟანრული თავისებურების გამოვლენა, გაფორმება
რომანტიზმთან არის დაკავშირებული. შედარებით პატარა მოცულობისაა, არ აქვს
რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა. მისთვის
დამახასიათებელია მწერლისა და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ
წამოწევა, ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი
განცდები, ლირიკული განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-
ეპიკური საწყისების როგორც, ერთი მხრივ, პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ,
ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული
გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში ავტორი ერევა
მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება (ნ. ბარათაშვილის
„ბედი ქართლისა“, ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ ,
ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვ.).
პუბლიცისტიკა – საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა
თანამედროვე აქტუალურ თემებზე. ის მასშტაბურად იყენებს ცხოვრებისეულ
მასალას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ფაქტების ასახვით
გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს. პუბლიცისტიკის ფართო დიაპაზონი
განაპირობებს მისი ფორმების მრავალფეროვნებას. პოლიტიკურის გარდა გვხვდება
ეკონომიკური, მორალურ-ეთიკური, ფილოსოფიური ხასიათის პუბლიცისტიკა.
ასევე, ინფორმაციული, ანალიტიკური, პოლემიკური, დისკუსიური და სხვ.
არსებობს საგაზეთო-საჟურნალო პუბლიცისტიკის ჟანრები – ინტერვიუ,
კორესპონდენცია, რეცენზია, მთავარი და პრობლემური სტატიები, მიმოხილვა,
წერილი, ნარკვევი, პამფლეტი, ფელეტონი და ა.შ.
რომანი - დიდი მოცულობის თხრობითი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც
ახასიათებს რთული სიუჟეტი. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში ასახულია
ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე, საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება
ბევრი მოქმედი პირის, რომელთა ინტერესებიც გადახლართულია ერთმანეთში.
თემატიკის მიხედვით რომანი შეიძლება იყოს ისტორიული, სოციალური,
ფილოსოფიური, საოჯახო-ყოფითი, სათავგადასავლო, ფანტასტიკური და ა.შ.
ზოგჯერ ერთი რომანის გმირთა ცხოვრება მეორეშიც გრძელდება, ამგვარად, ეს ორი
ნაწარმოები ერთიანდება დილოგიაში, სამი რომანი - ტრილოგიაში, ოთხი
-ტეტრალოგიაში. რომანში ძირითად მაორგანიზებელ როლს ასრულებს არა
თხრობის მანერა, ქრონიკალური და აღწერითი ეპიზოდები, არამედ თავად
სიუჟეტი, მოვლენათა ვრცელი დიაპაზონი. რომანს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
თანამედროვე ლიტერატურაში, მაშინ, როდესაც ანტიკური ხანის ეპოქაში იგი ერთ-
ერთი მეორეხარისხოვანი ჟანრთაგანი იყო. რომანის განვითარებისათვის
განსაკუთრებით კეთილსასურველი პირობები შეიქმნა აღორძინების ეპოქაში, თუმცა
მკვეთრი აღმავლობა მაინც XIX ს. მიეკუთვნება. დღეისათვის, სხვა სახეებთან
ერთად, წარმატებით ვითარდება ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი.ძირითადად
რომანში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრების და მისი პიროვნების
განვითარების შესახებ მისი ცხოვრების კრიზისულ პერიოდში. თხრობის
ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება შემდეგი სახის იყოს:
 პერსონაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე (პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“)
 პერსონაჟის დაბადებიდან ცხოვრების კრიზისული პერიოდის დაძლევამდე
(ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდის ცხოვრება“)
 პერსონაჟის ცხოვრების კრიზისული მდგომარეობიდან ამ კრიზისის
დასრულებამდე (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“)
სონეტი (იტალ. sonneto) -მყარი სალექსო ფორმა. შეიცავს 14 სტრიქონს და ორ
ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ორი ოთხტაეპედია (კატრენი), მეორეში კი – ორი
სამტაეპედი (ტერცეტი), ძირითადად სონეტის სამი სახეობაა გავრცელებული: 1)
"იტალიური" – კატრენების რითმული სქემა: abab abab ან abba abba, ტერცეტების
სქემა: cdc dcd ან cde cde; 2) "ფრანგული" – კატრენების სქემა: abba abba, ტერცეტების
სქემა: ccd eed ან ccd ede; 3) "ინგლისური" (შექსპირული) abab cdcd efef gg. მაგრამ
ვიდრე ამ "მყარ" კომპოზიციურ ნიშნებს შეიძენდა, იწერებოდა 16–,17– ან 20–
ტაეპოვანი სონეტებიც. სონეტის სამშობლოდ იტალიაა მიჩნეული, XVI საუკუნიდან
მოყოლებული კი შეიძლება ვილაპარაკოთ სონეტზე, როგორც დასავლურ ევროპულ
საერთო პოეტურ მოვლენაზე.
ტრაგედია (ბერძნ. Tragodia, tragos - თხა და ode - სიმღერა) - რელიგიური სატირული
სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს
დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული
ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში
ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები,
შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.
ტრიოლეტი (ფრანგ. triolet; იტალ. trio — სამი) - რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც
პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში
რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII —
მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab. ლექსის ყველა მყარ
ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად,
უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო
შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან
წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ
გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.
შაირი (არაბ. ში'რ – ლექსი) - მონორითმული ოთხტაეპიანი კატრენი, რომელიც
ხანდახან რუსთაველისეულ კატრენსაც უწოდებენ. ძველ ქართულში გამოიყენებოდა
ზოგადად ლექსის აღსანიშნავად: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად
კარგი“. შაირს რუსთაველი იყენებს ვეფხისტყაოსანის დაწერაში. აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთში შაირი ეწოდებოდა გამკენწლავი ხასიათის ლექსს. ის
შედგება ოთხი თექვსმეტ მარცვლიანი რიგით, მერვე და მეცხრე მარცვლებს შორის
ცეზურით. მაშინ როდესაც სტროფში არის ხუთმარცვლიანი რითმა, შაირში
ძირითადად გამოიყენება ფემინინურ ან დაქტილიურ რითმას. უნდა აღინიშნოს რომ
მიუხედავად ამ ტიპის რითმების გამოყენებისა ქართულ შაირში ენის
თავისებურებიდან გამომდინარე მახვილი არის ძალიან მსუბუქი, რადგან ქართული
არის ძალიან დინამიური ენა და ძალიან სუსტი მახვილი კეთდება ბოლოდან მესამე
მარცვალზე სამ ან მეტ მარცვლიან სიტყვებზე და ბოლოს წინა მარცვალზე ორ
მარცვლიან სიტყვებზე.
არსებობს რვა მარცვლიანი შაირის ორი სახეობა: მაღალი (ქორეულ–პეონური) და
დაბალი (ქორეულ–დაქტილიური) შაირები. რუსთაველს აქვს გამოყენებული ორივე.
 მაღალი შაირი:რვა მარცვლიან მაღალ შაირს აქვს მცირე ცეზურა ოთხი
მარცვლის შემდეგ. ხაზები დაყოფილია ოთხ მარცვლიან ნაწილებად, სადაც
ცეზურა გამოიყენება მეორე ნაწილის შემდეგ: xxxx xxxx//xxxx xxxx.
გაორკეცებული რვა მარცვლიანი მაღალი შაირი გვაძლევს 16 მარცვლიან
მაღალ შაირს რომლის მთავარი ცეზურა არის რვა მარცვლის შემდეგ.
 დაბალი შაირი: 8 მარცვლიან დაბალ შაირში ხაზები დაყოფილია ხუთ და სამ
მარცვლიან ნაწილად, ცენზურით მეორე ნაწილის შემდეგ:xxxxx xxx//xxxxx xxx.
გაორმაგებული რვა მარცვლიანი დაბალი შაირი ქმნის თექვსმეტ მარცვლიან
შაირს მთავარი ცეზურით რვა მარცვლის შემდეგ და დამხმარე ცეზურებით
სამი ან ხუთი მარცვლის შემდეგ.

You might also like